Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    33
  • comments
    32
  • views
    80.765

სად არის გამოსავალი (გაგრძელება)


atrava

1.146 views

ჩვენ კი რა გვიშლის ხელს? მართალია არ არის სახელმწიფოს დაინტერესება მოცემული საკითხით. მაგრამ გამოსავალი ყოველთვის მოიპოვება. მთავარია კარგად დაფიქრება. 90–იან წლებში, როდესაც საწყავი სანთლით საძებარი იყო, იმერეთის ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორეში დილიჟანსითა ცხენებით გადადიოდნენ. მართალია, ეს პრობლემის არატექნოლოგიური გამოსავალია, მაგრამ საკმაოდ ეფექტური. აქედან გამომდინარეობს ის, არიან ჩვენში ისეთი ადამიანებიც, რომლებიც არ ელოდებიან წყალობას სახელმწიფოდან, ისინი თავად ქმნიან საკუთარ კეთილდღეობას. მაგრამ ეს მხოლოდ ერთ–ერთი გამოსავალია.

თანამედროვე სახელმწიფოებრივი სისტემა ისეა მოწყობილი, რომ რაც არ უნდა კარგად ცხოვრობდეს ადამიანი ის მაინც სახელმწიფოს ემსახურება და არა პირიქით. სახელმწიფო ინტერესები პრიორიტეტულია. ერთი პერიოდი ევროპაში დაიწყო ამ სტერეოტიპის რღვევა, მაგრამ რატომღაც შეჩერდა. ალბათ იმიტომ, რომ მიდგომაც სტერეოტიპული იყო და მისი რეალიზების შემხვევაში ეროვნულ სახემწიფოებრიობას, რომელიც გარკვეულ ზნეობრივ პრინცეპებზე აგებული, სრული ქაოსი და ანარქია, ახლა უკვე ტრანსეროვნული, ემუქრებოდა…

რადგანაც ჩვენი ცივილიზაცია ძალზე დამოკიდებულია ნამარხს რესურსებზე, რომელთა აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ ეს რესურსები პრაქტიკულად მონოპოლიზირებულია. ალტერნატიულ საწვავზე მართალია ფიქრობენ აგერ უკვე რამდენიმე ათეული წელია, მაგრამ ასეთი იდეების საყოველთაო რეალიზება, გარკვეული მიზეზებისა და გარემოებების გამო, ჩიხში ექცევა. ჩვენ ჯერჯერობით შემოგრჩა ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ არაორდინალურად ფიქრი და ჩვენი ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარებისათვის მყარი საფუძვლის ჩაყრა…

 

გაგრძელება იქნება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...