Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    33
  • comments
    32
  • views
    80.797

ლაზიკა-მეორე დიუვალიე-ვილი?!


atrava

1.563 views

თბილისი, 15 აგვისტო, საქინფორმი. რამდენიმე დღეში ლაზიკის მშენებლობა იწყება. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ანაკლიაში ოლიმპიელებთან შეხვედრაზე გააკეთა.

რამდენიმე დღეში აქ იწყება ჩემი მთავარი ოცნების განხორციელებაახალი უმშვენიერესი ქალაქისლაზიკას, მშენებლობა, რომელიც იქნება ფოთის გაგრძელება, გარშემო მყოფი ადგილების მთავარი ეკონომიკური ცენტრი, საინჟინრო თვალსაზრისით, ყველაზე გამართული ქართული პორტი და, დარწმუნებული ვარ, მომავალში იქნება საქართველოს სიამაყე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სააკშვილის განცხადებით, ეს ქალაქი ანდამატივით მიიზიდავს ყველას, ვინც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზის იქით.

ლაზიკას იდეაეს არის საქართველოს ერთიანობის იდეა, ერთიანობისააღმშენებლობით და არა ნგრევით“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

საქინფორმის სააგენტო

 

თავის დროზე, ჰაიტის დიქტატორმა, ოფიციალურად პრეზიდენტმა, დიუვალიემ აისრულა "სანუკვარი ოცნება" და კუნძულ ჰაიტზე ახალი ქალაქი დიუვალიე–ვილი ააშენა. ასენებით კი აშენდა ეს ქალაქი, მაგრამ იქ არავინ ცხოვრობდა. თავად დიუვალიეც მხოლოდ რამდენიმე წუთით თუ შეირბენდა იქ. ჯერ კიდევ მისი მისივე დიქტატორობის პერიოდში დაიწყო ქალაქმა ნგრევა. არავინ უწყის თუ რა დღეშია იგი დღეს.

ალბათ ასეთივე ოცნება აქვს ჩვენს პრეზიდენტს…

სჭირდება თუ არა საქართველოს ახალი ქალაქი? რაცა გვაქვს იმას ვერ უვლიან ნორმალურად. ადრე ბათუმი იყო ჩვენი პრეზიდენტის ოცნება. რა ბათუმში სამუშაოები უკვე დასრულებულია? ან ხარისხიანად ტარდება ეს სამუშაოები?

უამრავი მრავალსართულიანი სახლი აშენდა ბათუმში, ბევრიც შენდება, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან ცოტა ხალხია იქ შესახლებული.

ახლა მეორე ასპექტსაც გადავხედოთ: საქართველოს, მთელი უახლესი ისტორიის მანძილზე ორად ორი საზღვაო პორტი ჰქონდა, გამართული ინფრასტრუქტურით და სრულიად აკმაყოფილებდა როგორც საქართველოს, ასევე მთელ ამიერკავკასიასაც და შუა აზიის რეგიონებსაც. ისმის კითხვა რატომ იგონებს ჩვენი პრეზიდენტი ახალ ველოსიპედებს, თუკი ისინი უკვე გამოგონილია და მათი კონსტრუქციაც მუდმივად იხვეწება?.. ფოთის არ ვიცი, მაგრამ ბათუმის პორტი, როგორც გარედან ჩანს, თანდათან მიექანება გაკოტრებისაკენ. ჯერ ერთი, უკანასკნელი წლების განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა შემცირება, დღითიდღე მცირდება რეიდზე მდგარი ხომალდების რაოდენობა…

არც დამსვენებლების რაოდენობა მომატებია ქალაქს.

მაშ რაში სჭირდება საქრთველოს ახალი ქალაქის ასაშენებლად მილიარდების გადაყრა? ამაზე პასუხი მკითხველისათვის მომინდია!

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...