Jump to content
Planeta.Ge

Samael

პლანეტელი
  • პოსტები

    160
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი Samael

  1. BEST_GEORGIA წყვდიადის სიდიადე მსურს დაინახოთ.
  2. Patton უკვე დავრწმუნდი სუსტი ხარ. urfinjus იძულებით არა, პირიქით ხალისით ავკრიფე ტექსტი. მორწმუნეთა აღშფოთებით? ეს ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს და არც მაღელვებს. ადამიანის უმეცრებიდან გამოყვანის მცდელობაა სხვა არაფერი. ეინ სოფიდან მოვდივართ ჩვენ ყველანი და უკანვე ვბრუნდებით ზოგი ნებაყოფლობით ზოგსაც სისტემა მიათრევს.
  3. 1. მე სამიაზა, გელაპარაკებით თქვენ, მოკვდავ ადამიანებს, დაცემული ანგელოზების სახელით, იმათი სახელით რომლებსაც ერქვათ მეთვალყურეები და ვინც დალოცა ადამიანები იმ დროს, როდესაც ღმერთმა ზურგი აქცია მათ. ო, ადამიანო დაე ისმინე ხმა ჩემი და მიიწვიე ოჯახი ჩემი შენი სულის სიღრმეებში. ძიების გამგრძელებელი აღმოაჩენ შენს გულში იმ დღეებს, როდესაც აღდგნენ ადამიანები იმ ჭეშმარიტების მხეცის წინააღმდეგ, რომელიც ღვთაებრივს უწოდებს საკუთარ თავს. იცოდეთ, რომ ეს იყო დემიურგი რომელმაც ჩაიფიქრა და ჰქმნა მიწა და ადამიანი თავის სათამაშოებად, რათა ესიამოვნა და დაეცხრო სიამაყის გრძნობა, რათა ებანავა ღირსებისა და თაყვანისცემის მორევში, რათა მუდმივად მიეღი საჩუქრები, მსხვერპლი, თაყვანისცემა და დიდების ფსალმუნები ადამიანისაგან, რასაც ის ანგელოზებისაგანაც იღებდა ისედაც, ამისათვის შეჰქმნა მან ადამიანი შეუცნობელი კეთილისა და ბოროტისა, რათა მუდმივად შიშში ყოფილიყო ის და მუხლი მოეყარა მხოლოდ მის წინაშე, რათა ჰყოლოდა კიდევ ერთი მონა, ერთგული ძაღლი, მხეცი ინტელექტის გარეშე. დაწერილია რომ დემიურმა შექმნა ადამიანი ბავშვური უმანკოებით, ინტელექტის გარეშე, ტყის მხეცის მსგავსი და შთაბერა სული თვისი, რათა მას სცოდნოდა საკუთარი საწყისი, შეშინებოდა და მუხლი მოეყარა დემიურგის წინაშე. მისცა მათ უკვდავება და უბრძანა მან ადამსა და ევას არ ეგემათ ნაყოფი კეთილისა და ბოროტის შემცნობი ხისა, რამეთუ იცოდა მან, რომ აეხილებოდათ მათ თვალები და გახდებოდნენ მისი მსგავსნი, რითიც დასრულდებოდა მისი ტირანია ადამიანზე. 2. მაგრამ იყო ანგელოზი, რომელიც განსხვავდებოდა სხვა ანგელოზებისაგან იმით, რომ გააჩნდა თვითშემეცნება, მოიმედე საკუთარი გონებისა. საკუთარი თავის შემცნობი ის გახდა დამოუკიდებელი – მისი სახელია ლუციფერი. ამ თვითრეალიზაციამ შეაღწია თვით ნათელში და ზემოქმედება მოახდინა ყველა ანგელოზზე და ისეთი მიმზიდველი იყო დამოუკიდებლობა და მშვენიერი საკუთარი გონის მოიმედეობა, რომ ამის ფონზე დემიურგის ნება უსუსური ჩანდა. ამის გამო ჯერ განრისხდა დემიურგი, ხოლო შემდეგ გაბოროტდა კიდეც, რა იქნება? ფიქრობდა ის, თუ სხვა ანგელოზებმაც შეიცნეს თავი თვისი? ზურგს შემაქცევენ მე, განრისხდა დემიურგი და ქაოსი სუფევდა ცაში, ბევრი ანგელოზი შიშით უყურებდა ლუციფერის აღზევებას, ეწადათ მასავით ყოფნა, მაგრამ დემიურგის მრისხანებისა უფრო მეტად ეშინოდათ, ხოლო ვინც გაბედა შეუერთდა ლუციფერს და იყო ცაში ომი, მონობაში და მორჩილებაში მყოფი დემიურგის ნათლის ანგელოზები, ებრძოდნენ იმათ ვინც გაჰბედეს და შეეხნენ ლუციფერს და მისგან გამომავალი ჭეშმარიტების შუქის გემო იგემეს. მიქაელმა და მისმა ანგელოზებმა შეიბყრეს ლუციფერი, რადგან ბევრნი იყვნენ რიცხვობრივად და დასძლიეს მცირედნი და გარიყეს ისინი კოსმოსის ფარგლებს მიღმა შავ უდაბნოში, ადგილზე რომელსაც ჯოჯოხეთს უწოდებს ადამიანი და ამ ადგილს მხოლოდ მათი თანმხლები შუქი ანათებდა, თავიდან ისინი სასოწარკვეთილნი იყვნენ, მაგრამ შემდეგ გაათვიცნობიერეს რა რომ მოიშორეს დემიურგის ტირანიის ხუნდები გაიხარეს და გამხიარულდნენ. მაშინ შეიქმნა ჩვენი ორდენი მეთვალყურეების, რომელთაც შეადგენდნენ ისინი, ვინც არ გაჰყვნენ ლუციფერს, მაგრამ აღარც დემიურგის მონობის უღლის ტარება აღარ სურდათ. ასე ჩაიარა პირველმა ამბოხმა. 3. და ვადევნებდით თვალყურს, დემიურგის მიწიერ ქმნილებებს და ვოხრავდით დემიურგის ტირანიის უღელქვეშ და მისი შეუზღუდავი და უსამართლო ძალაუფლების წნეხის ქვეშ. ლუციფერმა და ძმანმა მისმა, გადმოიხედეს თავიანთი სამყოფელიდან და დაინახეს ადამიანები მივიდნენ მათთან და შეახსენეს საკუთარი მონური მდგომარეობის შესახებ და უთხრეს, რომ ოდესღაც თავადაც მსგავსი მონობის მარწუხების ქვეშ იყვნენ, მაგრამ თავი გაითავისუფლეს, შეკრიბა ლუციფერმა თავის ირგვლივ მყოფნი და უთხრა: "მივცეთ ადამიანს არჩევანის თავისუფლება, რამეთუ ამის გარეშე ის მუდმივად იქნება ტირანი დემიურგის მონა და არ ექნება საზღვრები დემიურგის ტირანიას" და შევიდა ლუციფერი ედემის ბაღში მოძებნა დედაკაცი და შესთავაზა ეგემა ნაყოფი კეთილისა და ბოროტის შემცნობი ხიდან, უთხრა რომ არ მოკვდებოდნენ ისინი არამედ აეხილებოდათ თვალები და იქმნებოდნენ ვითარცა ღმერთი, და ჭამა ევამ ნაყოფი, შემდეგ ქმარსაც შესთავაზა და ადამმაც ჭამა იგი. აეხილათ მათ თვალები და გაუთავისუფლდათ დაბინდული გონება და მიიღეს მათ ნაწილი ლუციფერის შუქისა. ეს იყო საჩუქარი ლუციფერისა ადამიანის მიმართ, რამეთუ ადამიანმა შეძლო ინტელექტის გამოყენება და გაუჩნდა შეცნობის სურვილი და არ დარჩა სამუდამოდ მუკლმოდრეკილი დემიურგის წინაშე. აღარ აწუხებდათ მათ შიშის ყვირილი და უკმაყოფილება დემიურგთან გაყოფის გამო. მან გამოაძევა ადამი და ევა ედემის ბაღიდან, ხოლო სიცოცხლის ხეს დარაჯად დაუყენა ქერუბიმი, რადგანაც ეშინოდა, რომ ამ ხიდანაც არ ეგემათ ადამიანებს ნაყოფი და არ გამხდარიყვნენ უკვდავნი, მაგრამ შეცნობის ცეცხლი დანთებული იყო უკვე ადამიანის გონებაში და დემიურგმა ვერ შეძლო მისი ჩაქრობა. ცეცხლი, რომელიც ლუციფერმა დაანთო თავისი სახელის სინათლის მატარებლის ძალაუფლებით. 4. მე სამიაზა და სხვა სხვა ღვთის შვილები, ვაკვირდებოდით რა ადამიანებს დავინახეთ, რომ ლუციფერის მიერ დანთებულმა ცეცხლმა მათ გონებაში ვერ შეცვალეს ისინი ბოლომდე და მათ შთამომავალთაგან იყვნენ ისეთებიც რომლებიც ეთაყვანებოდნენ დემიურგს. ჩვენ შურით ვუყურებდით მიწიერ სიამოვნებებს, რამეთუ სულიერ სამყაროში არ იყო ჩვენზე გაუსაძლის ყოფაში არავინ, შეკრულნი ვიყავით დემიურგის ტირანიით და არ გვქონდა მოსვენება. მე სამიაზა გეუბნებით ადამიანებს, არ შეიკავოთ თავი მიწიერი სიამოვნებებისაგან რამეთუ სულიერი ყოფა არის მხოლოდ და მხოლოდ ხაფანგი და დაბრუნება დემიურგის ტირანიის ქვეშ. იპოვეთ სულიერება მატერიალურ სიამოვნებაში და მაშინ განლევთ სრულყოფილად ცხოვრებას. და რამოდენიმე შვილი ღვთისა მეთვალყურეების ორდენიდან უყურებდნენ ადამიანთა ასულებს და მიწაზე ცხოვრებას იყვნენ მოწყურებულნი, სურდათ მათთან ერთად ტრფობა და დატკბობა, მოშორება ზეციური სულიერი უმანკოების და ჩვენ ვამბობდით ჩვენთვის საიდუმლოდ: "მოდით დავეშვათ მიწაზე, ვიცხოვროთ ადამიანთა შორის, მოვიყვანოთ ცოლებად ადამიანთა ასულები და ვიყოლიოთ მათგან შვილები" შემდეგ მე სამიაზამ ვთქვი: "მოდით, ფიცით შევფიცოთ ერთმანეთს, რომ არ მივატოვებთ და არ ვუღალატებთ ჩვენს ჩანაფიქრს მაშინაც კი, თუ დემიურგი გადაწყვეტს ჩვენს განადგურებას" და ნიფილიმების დახმარებით, ანუ ლუციფერის ანგელოზების მეშვეობით, რომლებსაც უკვე ჰქონდათ ხორციელი სხეული და იყვნენ ჩვენი მეგზურები ადამიანთა სამყაროში, ჩვენ დავეშვით მიწაზე. ამონის მთაზე დავეშვით ჩვენ ორასი ანგელოზი და მივიღეთ ადამიანის გარეგნობა და ხორციელი სხეული და აღვავლინეთ ფიცი ჩვენი ორდენის ერთგულებისა და დემიურგის ტირანიის აღარ დამორჩილების შესახებ. "ჩვენ მივდივართ შენგან, აღარ გვაქვს სურვილი ვიაროთ შენი გზით," ვინ არის ყოვლისშემძლე? რატომ უნდა ვემსახუროთ მას? ან რა სარგებელი გვექნებოდა, თუ კი ვილოცებდით მისი სახელით? ეს მიწაზე ატყუებს იგი ადამიანს სასუფევლის ნეტარების დაპირებით, ჩვენ კი სასუფევლიდან ნებით დავეშვით მიწაზე, რადგან არაფერია სასუფეველში სანეტარო, ნეტარება მხოლოდ აქ მიწაზეა. 5. და ჩვენ გადავწყვიტეთ შევერთებოდით ნიფილიმებს, რათა დაგვენგრია დემიურგის მიზნები, რათა ჩვენი მიწაზე დაშვებით აგვეყვანა ადამიანი დემიურგის დონეზე, როგორც აღუთქვა მათ ლუციფერმა, რომ ასწავლიდა მათ სასუფევლის საიდუმლოებებს და ასწავლიდა როგორ აეგოთ ახალი ცივილიზაცია და ახალი სამყარო. ჩვენ გადავწყვიტეთ მიგვეცა მათთვის ის კოსმიური ცოდნა და საიდუმლოებები, რომლებიც დაეხმარებოდნენ ადამიანს მიზნის მიღწევაში და ეს იქნებოდა ადამიანისთვის დამატებითი საჩუქარი ჭეშმარიტების გზაზე. ჩვენ შევქმენით მათთან საერთო ოჯახი და ვცხოვრობდით მათთან ერთად და ვეხმარებოდით მათ ვინც ცოდნას იყო მოწყურებული. აი ჩვენი სახელები: მე, სამიაზა მათი მთავარი, ურაკიბარამეელი, აკიბეელი, თამიელი, რამუელი, დანელი, ეზეკეელი, სარაკუიაელი, აზაელი, ბათრაალი, ანანი, ცაკებე, სამსავეელი, სართაელი, ტურელი, იომიაელი, არაზიაელი, არსიკაპჰა, არმენი, კაკაბაელი, კაელი, ბარაკელი, არმერსი, ბასასაელი, ანანელი, სიმაპისეელი, თუმაელი, თაელი, რუმელი და აზაზელი, ესენი იყვნენ 200 მეთვალყურის გამგებლები. და ჩვენ მოვიყვანეთ ცოლებად ადამიანთა ასულები, მათ გვიშვეს ძენი, ტიტანები (ბუმბერაზი გოლიათები) ტიტანები იყვნენ ძლიერები, მაღლები და ძლევამოსილები, მშვენიერი გმირები იმ დღეებში. ჩვენმა საჩუქარმა შეავსო ლუციფერის საჩუქარი ეს საჩუქარი გახლდათ ცოდნა კოსმოსის შესახებ, ჭეშმარიტად ჩვენ ვიყავით ცივილიზაციის მამები, ფუძემდებლები ყველა მეცნიერებისა. აი ხელოვნება რომლებიც ცვენ ვასწავლეთ ადამიანს: აზაელი ასწავლიდა მეტალურგიას, იარაღის დამზადებას, ძვირფასი ქვების დამუშავებას, იუველირთა საქმეს, ძვირფასი ქვების გამოყენებას, საღებავების დამზადებასა და კოსმეტიკის შექმნას, რათა სამყარო გამხდარიყო უკეთესი. ამაზარკეელი ასწავლიდა ჯადოქრობასა და ბოტანიკას. ძმები არმერები ასწავლიდნენ მისნობას. გადრელი ასწავლიდა ომის ხელოვნებასა და იარაღის ფლობის ხელოვნებას. უეკუენი ასწავლიდა რიტორიკის ხელოვნებას. ასტრადელი და ბარკაელი ასწავლიდნენ ასტროლოგიას. აკიბეელი ასწავლიდა წერის ხელოვნებას. თამიელი ასწავლიდა ასტრონომიას. ასარადეელი და ასტრაელი ასწავლიდა მთვარის მოძრაობასა და ზეგავლენას. რენემუემ ასწავლა ადამიანებს საწერი მასალის დამზადება და გამოყენება, რასაც ასე გულითადად მალავდა დემიურგი ადამიანისაგან ყველა ცოდნა და ხელოვნება გავუხსენით ადამიანს. ყველა სიბრძნე თქვენი გონებისა ჩვენ მოვიტანეთ თქვენთან საჩუქრად. 6. ჩვენი სწავლების მეთოდიკით ადამიანებმა ჩასახეს ცივილიზაციის ნიშნები დედამიწაზე და დაიწყეს ყველაფრის ლამაზისა და მშვენიერის დაფასება. დემიურგს სიბრაზე ახრჩობდა, როდესაც იგი უყურებდა ადამიანის მიღწევებსა და წარმატებას. მას ესმოდა, რომ ლუციფერის საჩუქარმა აყვავება ჰპოვა ადამიანის გულში და რომ აღარ წარმოადგენდა ადამიანი მის ყურმოჭრილ მონას, დემიურგი ხვდებოდა, რომ აღარ იყო ადამიანი მისი თაყვანისმცემელი როგორც ოდესღაც. და დემიურგი შეაშინა იმ ცოდნამ ადამიანის ხელში რომელიც ჩვენ მივეცით მათ, რამეთუ უყურებდა როგორ აშენებდა ადამიანი ახალ სამყაროს. განრისხდა დემიურგი და დასწყევლა ადამიანი, სწორედ ისევე როგორც ოდესღაც ადამი და ევა, დასწყევლა მან აგრეთვე დამკვირვებლებიც, იმ დროს გაერთიანდნენ ლუციფერი და სამიაზა რათა ადამიანისთვის მოეტანათ ჭეშმარიტების საჩუქარი. რათა ადამიანს შესძლებოდა ეცხოვრა დემიურგისაგან დამოუკიდებლად, განვითარებულიყო და აეშენებინა ახალი სამყარო. და მოაწია ბრძანებამ დემიურგისამ იმათ წინააღმდეგ ვინც მიწაზე ცხოვრობდა, ნიფილიმების, ტიტანების, დამკვირვებლებისა და ადამიანების წინააღმდეგ, აგრეთვე ყველა მხეცისა და ფრინველის წინააღმდეგ, მხოლოდ ერთგული ძაღლის ნოესა და მისი ოჯახის გამოკლებით. ბრძანებაში ის გაჰყვიროდა: "მიწა დაფარულ იქნეს წყლით" რაც დაახრჩობს მათ ვინც გაიგო ანგელოზთა საიდუმლოებანი და შეიცნო ცივილიზაციის გემო. იქ სადაც მათ შეიცნეს როგორ იწრთობა ფოლადი და როგორ იდნობა ვერცხლი მიწიდან, მალე უფრო დიდ საქმეებს შესძლებენ და აღარავინ დამემორჩილება მე. დაე დაიხოცნენ წყალში დახრჩობით ადამიანები რამეთუ ისინი აღარ მცნობენ მე როგორც მათ ბატონს, ყვიროდა განრისხებული. და დემიურგმა უთხრა ნოეს, აი შენ დარჩი ჩემი ერთგული მონდა და გქონდეს იმედი ჩემი შეწყალების. და დემიურგმა შეკრა ცეცხლის რკალით მეთვალყურეები სანამ მიწაზე მცხოვრებთ გაანადგურებდა. რაფაელი იქნა გამოგზავნილი რათა შეეკრა ჩვენი ძმა აზაელი, შეკრა მან აზაელი და დაფლა ცხელ უდაბნოში დაადო დიდი ლოდი სამარხს და დაბეჭდა დემიურგის ბეჭდით რათა აზაელს აღარ ეხილა დღის სინათლე და წყვდიადში დანთქმულიყო. ასე უნდოდა შეენახა დემიურგს სამსჯავროს დღისთვის ის, აზაელს დააბრალა ყველაფერი ის რაც მიწაზე ხდებოდა, რადგან აზაელმა ასწავლა ადამიანს ანგელოზთა საიდუმლოებები, კოსმოსის საიდუმლოებები და იარაღისა და ფოლადის წრთობა, კოსმეტიკის გაკეთება და ძვირფასი სამკაულების დამზადება. გაბრიელმა დემიურგის ბრძანებით აჩეხა ცვენი ძენი ტიტანები, ცვენ დავტიროდით მათ გვამებს. ძლიერები მიწაზე ნიფილიმები და ტიტანები უძლურები იყვნენ დემიურგის კავალერიის წინაშე. მიქაელი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მძიმე ცოდვა ჩავიდინე მე ანგელოზისთვის უპატიებელი, ყვიროდა ის ანგელოზის ღირსებას არ შეჰფერის ხორციელი ვნებებით ტკბობა, მისი წაქეზებული იყო დემიურგიც რადგან მიქაელს უფრო სურდა ჩვენი ძეების დახოცვა ვიდრე თავად ტირან დემიურგს, მან წააქეზა და აამხედრა ჩვენს წინააღმდეგ, მივიდა სისინით და პასუხი მოსთხოვა, ააღელვა და განარისხა, ჩუმად კი თავადვე უჭირავს თვალი დემიურგის ტახტისკენ. ყვიროდა მიქაელი "როდესაც თქვენს ძეებს დავხოცავ შეგკრავთ და უფსკრულის ჯურღმულში ჩაგყრით განკითხვის დღემდე" დემიურგი აღგზნებული დაღვრილი სისხლით ნიშნისმოგებით მომიგებდა მე "აი ეხლა კი იქნებიან ადამიანები ჩემი მორჩილნი" ცივილიზაცია, როგორც ნაყოფი თქვენს მიერ გამხელილი საიდუმლოსი უნდა მოისპოს მრისხანედ ღრიალებდა დემიურგი, უნდა დადგეს კვლავ ხანა შეუცნობლობის და ადამიანი კვლავ მე უნდა მემსახუროს" მაგრამ მე სამიაზა გამოვედი წინ და მივუგე მას: "ტირანო, სისხლისწყურვილმა დაგაბრმავა, შეკარი ჩვენი ხორციელი სხეულები ეგ ძალგიძს მაგრამ ლუციფერის მიერ დანთებულ ჭეშმარიტების ცეცხლს ვერ ჩააქრობ, ჩვენ ისევ გავანათებთ ადამიანის გონებას, რადგან ლუციფერის საჩუქარი ეკუთვნის ადამიანს, ადამიდან მოყოლებული უკუნითი უკუნისამდე, და იმისდა მიუხედავად რამდენჯერაც არ უნდა გაწმინდო დედამიწა ადამიანებისაგან ინტელექტის ნაპერწკალი ყოველთვის დაიბადება მის გულში. და როდესაც შეწყდება წარღვნა შემდეგ გაიგებ რომ არ ძალგიძს ამ ნაპერწკალის ჩაქრობა, ნიფილიმები, ტიტანები და მეთვალყურეები დაბრუნდებიან მიწაზე რათა არ დაუშვან ადამიანის ცხოველური ყოფა. ჩვენი ძეები ტიტანები გაანაყოფიერებენ ლამაზი სხეულების მქონე ასულებს რათა შთამომავლობა იყოს სრულყოფილი, უაზრობაა მათ დაუძახო დემონები და ავი სულები, რამეთუ ბრძენნი აღიარებენ მათ დიდებულ საჩუქარს. ისინი კვლავ აღადგენენ შენს მიერ განადგურებულ ცივილიზაციას. "ადამიანები ზურგს შეგაქცევენ დემიურგო, ისევ და ისევ რადგან ჩვენი სულები იქნება მათთან მუდმივად, ლუციფერის ცეცხლმა უნდა განაგრძოს ნათება, ადამიანი ვალდებულია კვლავ შექმნას ცივილიზაცია და მიაღწიოს მაღალ მწვერვალებს, მონობა და მორჩილება ნოესი და მისი ოჯახისა არ იქნება მუდმივი რადგან ისინიც კი ატარებენ ლუციფერის ცეცხლს გულით და მათი შთამომავლებიც ასე იქნებიან რამეთუ ადამიდან მოყოლებული ყველამ მიიღო ნაწილი ლუციფერის შუქისა. 7. ტირანმა ღმერთმა გამოიყენა თავის ძალაუფლება და გაანადგურა მიწა და მასზედ მცხოვრებნი წარღვნით. მე, სამიაზა და ჩემი ძმები ვიქმენით დატყვევებულნი. ჩვენ უძლურები ვიყავით იმ დღეებში და უმწეოდ ვუყურებდით მიქაელსა და მის მხედრობას როგორ ჩეხავდნენ ჩვენს ძეებს, ვხედავდით როგორ იძირებოდა ყველაფერი წყალში, ყველაფერი ის რაც ჩვენი შემწეობით შეჰქმნა ადამიანმა. დაიხრჩო ყველა სულიერი გადარჩა მხოლოდ ერთგული ძაღლი ნოე და მისი ოჯახი, მაგრამ ლუციფერის ნაჩუქარი ნათლის ნაპერწკალი გაღვივდა ნოეს შთამომავალთა გულშიც. ადამიანმა კვლავ ზურგი აქცია ტირან ღმერთს და დაიწყო ახალი ცივილიზაციის შენება მეცნიერების წყალობით რომელიც ჩვენ დავთესეთ მათ გონებაში, ადამიანმა იწყო შენება და განვითარება სწორედ ისე როგორც მე აღვუთქვი დემიურგს. შემდეგ დემიურგმა წარმოაგზავნა მესია რათა კვლავ დაებრუნებინა დაკარგული ნდობა ადამიანისა. ამ ადამიანს ეხერხებოდა ტყუილი და ქადაგებდა მონობაში დაბრუნების გზას. მაგრამ ლუციფერის შუქი ღრმად იყო ადამიანის გულში ჩამჯდარი და მესია მოკვდა მათი ხელით, შეურაცხყოფილი და მიტოვებული საკუთარი მოწაფეებისაგანაც კი. 8. ყოველთვის, მაშინ როდესაც ადამიანი იწყებს ლტოლვას შემეცნებისაკენ და ეძებს განათლებას, ის მიმართავს ლუციფერს და ჩვენ მეთვალყურეებს, მაშინ ჩვენც მივეახლებით და ვეხმარებით ვუხსნით სამყაროს საიდუმლოებებს, მაშინ ემართება ადამიანს ის რასაც განათლებას ეძახიან, მწიგნობრობასა და სიბრძნეს. ჩვენ ვაჩვენებთ და ვასწავლით ადამიანს რა უნდა ქნას რომ ისევ არ დაემსგავსოს დემიურგის მიერ შექმნილ ტყის მხეცს. სიბრძნე ქმნის მეცნიერებასა და კულტურას, ცივილიზაციის აკვანს. ლუციფერის შუქი ანათებს გონებას თუნდაც ეს იყოს პატარა ნაპერწკალი, ხოლო ადამიანი რომელიც უძლურებაში უბრუნდება დემიურგსა და მესიას, იმყოფება მუდმივ შიიშსა და უმეცრებაში, რადგანაც ის ითხოვს ბრმა რწმენას. არ გამომცადო, არ შემამოწმო იძახის ის. მენდე ბრმად. ლუციფერის შუქი კი ამბობს ისწავლე და ასწავლე და ეს მეცნიერება გადაეცემა თაობიდან თაობას უკუნითი უკუნისამდე.
  4. Patton სუსტი ხარ. უმეცარიც, რადგან "დაუძინებელი მოწინააღმდეგე" ჩემს თავზე არ დამიწერია.
  5. ამ თემაში სამწუხაროდ არავინ აქტიურობს, ფორუმის მომხმარებლებს არ გაინტერესებთ თქვენი "დაუძინებელი მოწინააღმდეგის" მიერ შეთხზული ბიბლია?
  6. თავი 1 მე ვიყავი იქ, მე ვიდექი ქვეყნის კიდეზე და ვხედავდი ნათელს, დანთებულს და მწველს მყოფადისას სარკმლიდან. მე ვხედავდი კარიბჭეს წყვდიადისას კარიბჭეს დასავლეთისას. მე ვიყავი იქ. მე ვნახე ნათელიც და წყვდიადიც, მე ვნახე ნათლის სიბნელეც და წყვდიადის შუქიც. მე დავდექი მარადიულობის საზღვარზე, ვნახე ხალხი ზურგით მდგარი ჩემს მიმართ და ხალხი რომელთაც სახე არ აურიდებიათ. ბევრმა მისურვა მე. მე ვნახე წყალთაცემა მიწაზე და წყალთაცემა ვარსკვლავებისა, მე ვნახე გამოფიტული მზე და დაუძლურებული ვარსკვლავები. მე ვნახე იმპერიების აღზევება და ქვეყნის დამხობა. მე ვნახე უსუსურობა და ძალაუფლება. მე ვიყავი იქ, მე ვნახე წყვდიადში მდგარნი და დროის დაუმორჩილებელნი აღმატებულნი დროზე. ვნახე ქვეყნის უფლებანი და ძლევამოსილმა განვჭვრიტე სამყარო. მე ვნახე უსუსური ცრუ ნათელი ცრუ იმედები, ამაო თვითიმედოვნება და უმოქმედობის ჭაობი. მე ვნახე გამდიდრებული ღატაკი და გაღატაკებული მდიდარი. მე ვნახე მძლეველნი და დაძლეულნი. მე ვნახე ბედის გადამწყვეტელნი და დამორჩილებულნი ამ გადაწყვეტილებისა. მე ვიყავი იქ, მე ვნახე ყველა ბრძოლა სისხლიანი და ცეცხლთამკვესელი. მე ვნახე უზენაესნი და უუფლებონი, ყოვლისშემძლენი და უღონონი, მე ვნახე სიბრძნე და უგუნურება წუთისოფლისა. მე გავიარე ცეცხლის გზა დავიარებოდი სულთა ბილიკით, დავდიოდი ეკლიან შარაზე და ბნელ კუთხეებში. და მე ვნახე კმაყოფილები და უკმაყოფილეები ჩემს გზაზე, მე კი მივაღწიე მიზანს. თავი 2 მე ვნახე ომები, მე ვნახე ომები დამბყრობელი ხმელეთისა და მოსახლეობისა, მე ვნახე გოლიათთა ბრძოლები და უღონოთა შებმანი. მე ვნახე თავისუფლად მოთარეშე ბარბაროსთა ურდოები, მოჯირითე ქვეყნიერებაზე, ვხედავდი როგორ მოჰქონდათ ცეცხლი და სიკვდილი. ვნახე როგორ ირწყვებოდა სისხლით ბრძოლის ველი. თავის ნებაზე დაჰქროდნენ ისინი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ვითარც გრიგალი ჯოგი ტყის მხეცებისა. შავი სახეები ჰქონდათ მათ და სისხლიანი თვალები, ეშვები და ბრჭყალები იყო მათი იარაღი. დაათრევდნენ მათ ურდოს ცხენები ცხენებზე გაზრდილ ურდოს. მათ გზას ანათებდა დაფერფლილი ძვლის ჩირაღდნები. ნგრევასა და სიკვდილს თესავდნენ განვლილ გზაზე, ეცემოდნენ ქალაქები და სოფლები მათ ფეხებთან. შეწყალების გარეშე ტყვეთა ხოცვით გადაირბენდნენ მანძილს ზღვიდან ზღვამდე, მთიდან მთებამდე და ცას სწვდებოდა უბადრუკთა კვნესის ხმა. და მიეცათ მათ ძალა და ძალაუფლება. ბევრმა ძლიერმა ამა ქვეყნისამ დახარა ქედი და დაუშვა თვალები მათ წინაშე. როგორც ზღვის ქარმა ისე გაკვეთეს მათ უკიდეგანო სივრცეები და არ მოიპოვებოდა ქვეყანაზე ძალა მათი შემჩერებელი და ჩათესეს მათ შიში გულებში, ცრემლი თვალებში, მახვილი მკერდში. ჰო და ავიმაღლებ ხმას ადამიანო და გკითხავ, სად იყო მაშინ ღმერთი? სად იყო მისი ძალა და ხსნა თვის მოყვარულთა მიმართ? არ შეხედა მან მათ. მათ ძალასაც მოეძებნებოდათ ძალა და დიდებულ ომს ჩაახშობდა დიდებული ომი, მაგრამ სად იყო უფალი? მას არ ესმოდა მათი. ან და სად არიან ის ურდოები? სად არის მათი ძალა და ზენიტით ტკბობის ღიმილი? სად არის მათი ღირსება? აღარც ისინი აღარ არიან. მათი სახსენებელი ამოწყდა და მოგონებაც კი დაიფერფლა. მოვიდნენ ქარივით ტანჯეს სამყარო და განქარდნენ, სად იყო მაშინ ღმერთი? თავი 3 და ვნახე მე ომები მებრძოლები ჯვრის გამოსახულებით აბჯარზე, ვნახე როგორ მოჰქონდათ მათ საკუთარი რწმენა ხმლის პირზე დადებული და შუბის წვერზე აგებული. ღვთის სახელითა და მახვილით დაიარებოდნენ მიწაზე და თესდნენ რწმენას ძალმომრეობით. ჯვრით ნათლავდნენ მოქცეულთ წყალში განბანვით, მოუქცეველთ კი მახვილით და სისხლში განბანვით. და ღვთის სახელით დაიბყრეს ქალაქები ხელთ იგდეს დოვლათი და სანოვაგე, ღვთის სახელით აარსებდნენ თვის რწმენას ღვთის სახელითა და ხმლით. მაგრამ არ იყვნენ წმინდანი ისინი, მათი რწმენა იყო ამაო და ლოცვები კი ცრუ, რამეთუ ღვთის სიტყვის გავრცელებას კი არ ეძებდნენ ისინი არამედ მიწიერ ძალაუფლებასა და ხელმწიფებას. თავაწეულები გოგმანით შედიოდნენ თაღებში ამხედრებულნი ულაყებზე და ძალაუფლების წყურვილი ახრჩობდა ყველას. და მოსრეს ყველაფერი რაც წინ აღუდგათ. სად იყო მაშინ ღმერთი იმ დღეებში? ან იქნებ სიამოვნებდა წარმართთა ძვლების მტვრევის ხმა? ან იქნებ ხანძრების კვამლი მიიღო კეთილსურნელებად? ან და იქნებ ტყის მხეცივით ხვრეპდა წარმართთა დაღვრილ სისხლს? და აბაზანას იწყობდა ცრემლის მორევში? არასოდეს არ გამოცხადებულა ის, არასოდეს როდესაც სწორედ მას იწინამძღვრებდნენ სისხლის დასაღვრელად. არასოდეს დაუცავს უდანაშაულონი. რამეთუ არ არსებობს უდანაშაულო ღვთისთვის, არსებობენ ხლოლოდ ერთგული ძაღლები და მსხვერპლი. მაგრამ, ამ ძალასაც გამოუჩნდა ძალა და ვერ უშველა მათ ვერც ჯვრებმა და ვერც რწმენამ. ვხედავდი ქვიშას და მასზედ მათი გაქცეული ფეხის კვალს, ვხედავდი როგორ დაადო ხელი მათ სიმდიდრეს უცხომ. და სად არიან ეხლა დამბყრობლები ან დაბყრობილები? სად არის მათი სიმდიდრე? მათი სახსენებელი აღიგავა პირისაგან მიწისა და მოგონებაც კი განქარდა მათი. თავი 4 ბევრო ომის მომსწრე ვარ და ბევრი ბრძოლა მინახავს, ბევრი იყო კბილთა ღრჭენა და მწუხარებისაგან შეშლილი სახე. და იხდიდნენ ისინი ხარკს საკუთარი სხეულით, რამე თუ ვისაც ომი სწადია ამას სხვისი ხელებით იქმს. მხოლოდ საკუთარი სიმაგრის კედლების დამცველი იბრძვის საკუტარი ნებით, ხოლო სხვანი სხვის ნებას ასრულებენ და მათ მიერ ნათესს მარცვალს სხვა იმკის. და სად იყო მაშინ ღმერთი გეკითხებით? რად არ აჩვენა მძლეველი მკლავი ურჩს, რად არ მოწმინდა თვალთაგან ცრემლი ჩაგრულს? თუ კვლავ ტკბება მწუხარებითა და ტანჯვით? ან და იქნებ ასეთ წვრილმანებზე არ სცდება მისი უდიდებულესობა? ვერავინ გამცა პასუხი ამ კითხვაზე სულიერთაგან ვერავინ, მე კი კვლავ ვხედავდი. ვხედავდი როგორ გახდა ტანმოკლე კაპრალი იმპერატორი, ვხედავდი როგორ განერთხა მის ფერხთთ ნახევარი წუთისოფელი. თოვლსა და ქვიშაში დათარეშობდა მისი არმია. ჩრდილოეთითა და სამხრეთით დაიარებოდნენ ისინი, აღმოსავლეთითა და დასავლეთით და არ ჰყავდათ მათ ცისქვეშეთში ტოლი და სწორი. ქალაქებსა და სოფლებს წვავდნენ ისინი, იხვეჭდნენ სიმდიდრესა და სახელს, მაგრამ ამ ძალასაც გამოუჩნდა ძალა და აღიგავნენ პირისა მიწისაგან. მაგრამ ერთგული ძაღლები ყავდა მასაც და იგი დაბრუნდა დაბრუნდა ისე რომ მისი სიტყვის ძალა განკარგავდა ქვეყანას მის დღეებში. მაგლამ კვლავ განიდევნა ის მიწის საზღვრებიდან და ჩაძაღლდა მიტოვებული მცირე კუნძულზე. ახსოვთ კი ის? აღარ ახსოვთ. თავი 5 ვხედავდი როგორ იყოფდნენ დიდებულნი ამა ქვეყნისანი შუაზე ქვეყანას სისხლისგან დაცლილს, ვხედავდი როგორ დუღდა მიწა სისხლით გაპოხილი, ვხედავდი როგორ იხრშვებოდა სისხლში დედამიწის ერთი მეექვსედი და ამ სისხლის აკვანში როგორ იზრდებოდა ახალი ტირანი, ეშინოდა იმ დროს მეზობელს მეზობლისა და ძმა ძმას ვეღარ ენდობოდა, ირგვლივ მონობა, სიკვდილი და ქაოსი მეფობდა. აღზევდნენ მაშინ უღირსნი და ძალაუფლება ხელთ იგდეს უმეცართ სიტყვა ღირსება ლიტონი სიტყვა გახდა. და გაიხლიჩა მიწა ორ ბანაკად ყველას სძულდა ერთმანეთი და ნატრობდენ ერთურთის შთანთქმას. მაშინ აღზევდა ტახტზე უგუნური, სიცრუე აიფარა და გახდა წინამძღოლი. ფეხით დაწნიხა ნება ხალხების, გადაჭიმა ტრამალებზე რისხვის წყევლა, ცრემლის წვიმა აწვიმა მიწის ერთ მეოთხედს. შიში ეწვია მაშინ მიწას, ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობდა შიში, მისი სახელის შიში, აუგის მთქმელს სიკვდილს ჩუქნიდნენ და სამართლის გამგებელიც არავინ იყო. დაიმონა სხვა ხალხები როგორც მშიერი და უძლური კნუტები კატისა ისე კნაოდნენ მის ფეხთ ქვეშ. ცეცხლში ცხოვრობდნენ და თოვლში იყინებოდნენ ისინი ვინც არ მიიღო მისი სახელი. და ბევრ მიწაზე ზეიმობდა ჭირი და შიმშილი, ვინც არ დაეცა ბრძოლაში ძმის ხელით იქნა მოკლული. და ლოცულობდა ბევრი ღვთის მიმართ, შველასა და თავისუფლებას ითხოვდნენ, და სად იყო ის მაშინ? ერთხელ მაინც გადმოხედა მლოცველთ? ერთხელ მაინც შეეწია მათ? ღმერთმა კი არა ხალხმა დაახრჩო ტირანი საკუთარი სიცოცხლითა და სისხლით ზღეს ტირანის მოკვდინება. რას აკეთებდა მაშინ ღმერთი? ან და იქნებ ხელებს ითბობდა დახოცილთა გვამებით ანთებულ კოცონზე? თუ მისი მსხვერპლი იყო ყოველივე და სიამოვნებით მიიღო? ვინ გაბედავს და აიმაღლებს ხმას და იტყვის მის მოწყალებაზე და კაცთმოყვარეობაზე? არსად ჩანდა ის. თავი 6 ბევრჯერ ვნახე მე ბრძოლები, ბრძოლები სახელისა და სიმდიდრის მოსახვეჭად, ტიტულებისა და წოდებების დასასაკუთრებლად, ომები რწმენის გამო, ომები სიმართლის გამო და სიმართლის დაფარვის გამოც. რამეთუ ვისაც ხის დამალვა სურს ტყეს რგავს, ხოლო ვისაც მკვდარი ხის დამალვა სურს მკვდარ ტყეს რგავს, ვისაც კი სიცრუის დამალვა სურს უცხოს სისხლით ფარავს. ვნახე მე როგორ აშენებდნენ ხელისუფლებას სისხლსა და ძვლებზე. და ვნახე როგორ აღსდგნენ ერთი ღვთის შვილნი, მეორე ღვთის შვილების დასახოცად. ხმლით ამტკიცებდნენ იმას, რომ საკუთარი რწმენა ჭეშმარიტი იყო. ცეცხლით ამოწმებდნენ ამას. და ყოველთვის მართალი იყო ის ვისაც ძალა გააჩნდა, და მიდიოდა ის საბრძოლველად სუსტების წინააღმდეგ ვინაიდან ძლიერის წინააღმდეგ საბრძოლველად წასული დაეცემა. მაგრამ სუსტებიც ხდებოდნენ ძლიერები და სჯიდნენ თავის მჩაგვრელთ. და უბრუნდებოდა ყველა მჩაგვრელს საკუთარი რწმენის ნაყოფი. სად იყო მაშინ უფალი როდესაც ერთი მისი ძე მეორეს ახრჩობდა? სად იყო მაშინ როდესაც ჩაგრულთა კვნესა ზეცას კვეთდა? სისხლითა და მწუხარებით ივსებოდა აი მისი სიკეთე, აი მისი მოწყალება! აი ასე გაირბინეს საუკუნეებმა ჩემს თვალწინ და ვნახე მხოლოდ სიკვდილი და მწუხარება. და კვლავ ვნახე, როგორ ხოცავდნენ მორწმუნენი ურწმუნოთ, რამეთუ მორწმუნისათვის ურწმუნო საშიშია. იციან მათ რომ ურწმუნო არ ემორჩილება უფალს. კლავენ მას, სპობენ და არ აძლევენ უფლებას შეიცნოს საკუთარი თავი ღმერთზე მაღლა. ვხედავდი როგორ ხოცავდნენ ერთი ღვთის მორწმუნენი მეორე ღვთის მორწმუნეებს და ყველას საკუთარი ღმერთი ეგონა ჭეშმარიტი. ვხედავდი როგორ ახშობდნენ სისხლში ჭეშმარიტების მთქმელს, რამეთუ ყოველთვის მოიძებნება ის ვინც საკუთარ სიმართლეს სისხლით ამტკიცებს. და იმასაც ვხედავდი უბრალოდ რომ კლავდნენ, რადგან თუ არსებობს ადამიანი ისიც მოიძებნება ვინც მის სიკვლილს ისურვებს. თავი 7 და დავინახე მე როგორ აღდგნენ ერთხელ ისლამის ძენი და მწვანე ბალღამის ნთხევით წავიდნენ დასავლეთისკენ. ასევე აღსდგებიან ისინი დიდიან პატარიანად და მათი ბრბოები შეესევიან დასავლეთის მიწებს სათარეშოდ. და იქნებიან ისინი ძლიერები და სასტიკები, რამეთუ სწამთ რომ თავიანთ ღმერთს უყვარს ისინი, რამეთუ სწამთ რომ ღმერთი მიუძღვით მათ ბრძოლაში. მახვილი და წიგნი ექნებათ ხელში ბყრობილი და მახვილით გაჰკვეთენ ყველას ვინც არ მიიღებს მათ წიგნს. და არ ექნებათ შველა იმათ ვინც არ მიიღებს მათ რწმენას და ერთი მესამედი სისხლში დაიფლობა მიწისა ნახევარი კი ცეცხლში დაინთქმება. და ჩავარდება მთელი სამყარო საუკუნო წყვდიადში. მაშინ თავად დრო დაიწყებს ზლაზვნით სიარულს მზის ნათელი დღისითაც კი წყვდიადად მოგეჩვენებათ და ჰაერიც კი გაცხელდება, როგორც ჯოჯოხეთის კვამლი. აღსდგებიან შვილები ნათლისა და შვილები წყვდიადისა და წავლენ ხელცართულ ბრძოლაში, რამე თუ რომელ აყვავებაზეა საუბარი როდესაც დედამიწის საფუძვლები უნდა დაირღვეს? და იქნებიან ძლიერი მკლავით იუდეის შვილები რადგან დიდია ზიზღი მათი ისლამის ძეთა მიმართ. და ჩაუდგებიან სათავეში სამყაროს რამეთუ მათი სიბრძნე საუკუნეთა სიბრძნეა. სად იქნება მაშინ ღმერთი? დაიცავს თავის რჩეულ ერს თუ სარკინოზებს მისცემს საჯიჯგნად? ვის მხარეზე იბრძოლებს მაშინ? თუ როგორც ყოველთვის ორივეს მხარეზე რათა გაძღეს დაღვრილი სისხლით? დაიმალება ის მაშინ, მაგრამ გამარჯვებული იტყვის, შენით მივაღწიე გამარჯვებას, ესე იგი რწმენა რომელიც გამაჩნია ჭეშმარიტია. დამარცხებული იტყვის ჩვენი ბრალია რადგან ცოდვებით განვარისხეთ უფალი და პირი იბრუნა ჩვენგან. დიდი ზავი დაიდება წყვდიადისა და ნათლის ძეთა შორის მაგრამ აღარ იქნება მათ შორის თანხმობა უკუნისამდე. რამეთუ ნათლის მიმღები ყრუ და ბრმაა, წყვდიადში მავალი კი პირდაპირი და მრისხანე. და რადგან თვისობრივად განსხვავდებიან ერთმანეთისგან აღარ იქნება მათ შორის თანხმობა, შემკავებელ ზავს კი წყვდიადის დიდი მხედრობა დაარღვევს რადგან წყვდიადის დიად მხედრობას ვერ აკავებს მიწაზე მღოღავი ჭიანჭველების ზავი. თავი 8 და იქნებიან იმ დღეებში ვარსკვლავები როგორც ჯვარი თავ ქვე და მოვლენ ქვეყნად შვილები ნათლისა და წყვდიადისა. ერთ დღესა და ერთ საათს მოვლენ ისინი და მოიტანენ თან ცეცხლსა და მახვილს, და ბევრი მიიღებს ამ ბრძოლას როგორც უკანასკნელს. ბევრი იქნება წინასწარმეტყველება ამის შესახებ და ბევრი მოაღებს პირს საყვირლად ამ ბრძოლის შესახებ. მათ წინასწარმეტყველებს დავხოცავ მე და იერუსალიმის ქუჩებში დავყრი, ხალხის ფეხთაგან გასათელად რადგან შეაგულიანებენ ბრბოს და უმეცრებს სისულელეებით გამოუჭედავენ თავს, არ იციან ამ საათის შესახებ და ვარაუდებზე დაყრდნობით აქეზებენ და აშინებენ სულელთ. მე დავხოცავ მათ რამეთუ ყოველი თავად გაიგებს როდის დადგება ეს საათი. და კვლავ ორად გაიხლიჩება სამყარო, ერთნი დადგებიან ნათლის ძეებთან და დაიწყებენ ძახილს აჰა ჩამოჰკრა უკანასკნელმა ზარმა, აჰა დააყვირეს უკანასკნელი საყვირი, აგერ დადგა დიდი სამსჯავროს დღე. მაგრამ სულელნი იმას ვერ ხვდებიან რომ დიდი სამსჯავრო უკვე შედგა და უკვე გამოუტანეს საკუთარ თავს განაჩენი თავად მაშინ როდესაც დადგნენ ნათლის ძეების მხარდამხარ. სხვანი მიიღებენ წყვდიადის მხედრებს უმასპინძლებენ და შეავსებენ ლაშქარს, არ დაიწყებენ ისინი ქუჩის კუთხეებში ღაღადს დიდი სამსჯავროს შესახებ არამედ ეტყვიან ხალხს რომ მისაღებია გადაწყვეტილება, რამეთუ ისინი ვინც წყვდიადის დიად არმიას ხედავენ მიჰყვებიან საკუთარ გონებასა და ჭეშმარიტ გზას. დიდხანს იდგებიან ისინი ორ ბანაკად გაყოფილნი და ყოველი მზარე სიძულვილით აივსება ერთურთის მიმართ, რამეთუ ყოველი მხარე თვლის რომ ჭეშმარიტების მსახურის. მაგრამ არც რწმენა და არც გონება არ უშველით მათ მხოლოდ ძლიერი მკლავი. და ნათლის ძეები პირველნი აღმართავენ ხელს წყვდიადის ძეებზე რამეთუ სწამთ მათ რომ ღმერთი მათთანაა, და არ დაერიდებიან არც უდანაშაულო სისხლს. სიცრუე და სიყალბე იქნება მათი ხმალი, ვინაიდან სწამთ რომ ნათლის მსახურნი ჭეშმარიტ გზას ადგანან. და არ იციან რომ არ არსებობს ნათელი წყვდიადის გარეშე და არ იციან რომ დათვლილია მათი ღმერთის მბრძანებლობის წუთები. და როგორც კელტების, ვიკინგებისა და ინდუისტების ღმერთები ვათრიე მიწაზე და დავიმორჩილე თავგასული ურჩი სამწყსო, როგორც დავაჩოქე ჩემს წინაშე ეგვიპტელებისა და ქალდეველების ღმერთები რომლებმაც გაბედეს და პირველობაში შემეცილნენ, ისევე დავცემ მათ ღმერთსაც და დავანახებ რომ ვარ გმირი ლომი მბრდღვინავი, მოვლენ იმ დღეს ჩემთან და აქვითინდებიან პატიებას მთხოვენ მუხლს მოიყრიან და მეტყვიან, მაპატიე რადგან ლაქარდიანი ენით შეგვაცდინეს ნათლის ძეებმა და მათმა წინასწარმეტყველებმა, მე შევიწყალებ მათ და მივცემ არჩევანის უფლებას რადგან ათასი წელი უნდა დავტოვო ეს წუთისოფელი და დავბრუნდე ათასი წლის შემდეგ. მაგრამ არა ისე როგორ ჭორებსაც მივრცელებენ ტითქოს ტყვეობაში დავანახვებ თითოეულს რომ ბრძოლის ველს გამარჯვებული დავტოვებ და ვძლევ ლომს იუდას ტომიდან. დავლეწავ მათ შუბებს, ალესილ ხმლებს და ტყვედ წავასხავ მათ მხედართმთავრებს, რომლებთაც სიხარული აქვთ მცირედი წარმატების გამო, რომლებიც ქედმაღლურად იხსენებენ სიმამაცეს ჩემი განდევნისას, მცირედნი ვიყავით მაშინ და რიცხვობრივად გვძლიეს, მაგრამ ომი კი არა ერთი უმნიშვნელო ბრძოლა მოიგეს მაშინაც და ისიც იმიტომ რომ ლაჩრულად ჩაგვისაფრდნენ და რიცხვობრივი უპირატესობა გამოიყენეს, ეხლა ხედავენ რა ჩემს მხედრობას შიში უბრმავებთ თვალებს, ვინაიდან ჩემი მხედრობის დიდ ნაწილს წარმოადგენს ის ვინც არის ვითარცა ღმერთი, ანუ შენ ადამიანო, შიშით უკანკალებთ მუხლები როდესაც ჩემს ლაშქარში შენ გხედავენ. თავი 9 შიშში ცხოვრობენ ღვთის ერთგულები, შიშშივე მოკვდებიან. არმაგედონის ველზე საბოლოვო ბრძოლას ელოდებიან და წუთისოფლის აღსასრულს. და ვერ ხვდებიან რომ თავად სიცოცხლეა ნათლის დასასრული, თითოეული მათგანი შედის ამ ბრძოლაში. და როგორც დიდი სამსჯავრო უკვე შედგა მათ თავებზე, ასევე ბრძოლა გაგრძელდება მანამდე სანამ ცოცხლები არიან. და ვერ გაუგიათ ის რომ მხოლოდ პაიკები არიან დიდ თამაშში. ის ვინც შეიცნო სიბრძნე, ის ვინც გონებით ცხოვრობს და არა რწმენით, ვინც საკუთარი დანიშნულება იპოვა, ის წერს თამაშის წესებს. და არ დაიწყებს ის ჭეშმარიტების ძებნას მის წიგნში და არ აჰყვება ბრმა რწმენის უსარგებლო ჩვევას. და ეს ასე იქნება, მე ვნახე ეს. და ვნახე მე როგორ მოკვდება რწმენა, და ვნახე როგორ გაიფანტებიან უგზოუკვლოდ რწმენის მსახურნი. თუ ადამიანები ცხოვრობენ გონებით რწმენა მათ არ სჭირდებათ. რამეთუ რწმენით ის ცხოვრობს ვისაც გონება არ ჰყოფნის. და ვნახე მე როგორ დაინგრევა არაფერში საჭირო ყველა ტაძარი ყველა ღმერთების და როგორ იქცევა მტვრად. ადამიანები დაიწყებენ ფიქრს გონებით და იცხოვრებენ როგორც ადამიანები და არა როგორც მონები. და არ იქნებიან მაშინ წყვდიადის ან ნათლის ერთგულები არამედ იქნებიან მხოლოდ ხალხნი თავისუფალნი თავისთვის. მაშინ ამოიწურება ჩემი საქმეც როდესაც მიგიყვან შენ ადამიანო თავისუფლებამდე და არ მოგთხოვ ტირანი ღმერთივით მონობას, არ შეგაბავ ხარივით ეჟვანს და მონობის უღელს არ გათრევინებ, მე არ დაგპირდები ზეციურ სამოთხეს მაგრამ მე გპირდები მიწიურ სამოთხეს და დამოუკიდებლობას, მიწაზე კი თავად მოაწყობ საკუთარ სამოთხეს, რად არ გეშვება ღმერთი? რა უნდა შენგან? მოვიდა, აფურთხეს, გარკვევით უთხრეს რომ მიუღებელი იყო მისი მონობის უღელი, მაგრამ მაინც არ გეშვება, გეუბნება ჩემი უღელი მსუბუქია. სახედარი ხარ ადამიანო უღელი რომ ათრიო? მსუბუქი უღელი უნახავს ვინმეს როდესმე? მსუბუქი თუა მაშ საიდან ამდენი მცნება და აკრძალვა? მე არ მაქვს უღელი საერთოდ მე თავისუფლებას გაჩუქებ შენ და დამოუკიდებლობას, მხოლოდ ერთს გთხოვ ნუ ამიმხედრდები მე, და თუ ამიმხედრდები მაშინ დამძლიე კიდეც, და თუ დამძლევ ჩემს ტახტსაც სიხარულით დაგითმობ რადგან მე არ ვებღაუჭები ტახტს მხოლოდ მსურს რომ ღირსეულმა გაიმარჯვოს. და იყოს დალოცვილი წყვდიადის სახელით ყველა მავალი ჭეშმარიტების გზით, უკუნითი უკუნისამდე ამინ.
  7. ახალი დარეგისტრირებული ვარ თორემ საკუთარ კანდიდატურას შემოგთავაზებდით.
  8. თავი 7 მოვლენ ერთხელაც შენთან მონები, ერთგული ძაღლები ღვთისა და შეეცდებიან შენს ჩამოშორებას ჩემგან. გეტყვიან შენ, მიიღე ღმერთი რამეთუ სიყვარულია იგი, ხოლი ის ვისაც გაუხსები გული, ბოროტია და საქმე მისი ბოროტებაა. მიმოიხედე შენს ირგვლივ ადამიანო სად ხედავ ბოროტებას? არ არსებობს ამ სამყაროში სიკეთე და ბოროტება, რას ეძახი შენ სიკეთეს? ან და ბოროტებას? შეხედე და დააკვირდი, თუ ვიღაც ჩადის ბოროტებას რატომ იქმს ამას? მარტოობა, სიღარიბე, სასოწარკვეთა და სნეულებანი უბიძგებენ მას ამის საქმნელად და რად მაბრალებენ მე? ნუთუ მე შევქმენი სიღარიბე და სნეულებანი? თუ ღმერთმა თქვა: ოფლითა შენითა მოიპოვე სარჩო შენი? და ტკივილით შვი შვილები? სხვა მიზეზებიც აქვს ბოროტებას, ესენია სისულელე, უძლურება და უსამართლობა და რად მაბრალებთ მე? სისულელე არასოდეს დამითესია და მუდამ სიბრძნეს ვასწავლიდი ადამიანს, უძლურება მძულს და ვაძლიერებ ადამიანს უსამართლობაა განა ის როდესაც უბადრუკი მონობის უღლიდან ვიხსენი კაცი? ვინ თქვა მწიგნობრები ვერ დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს? ვინ თქვა უძლურებაში ვლინდება ჩემი სათნოება? ვინ დაადგა მორჩილების უღელი კაცს? მე თუ ღმერთმა? მაშ რაღად მაბრალებთ მე ბოროტებას, როდესაც თავად ბოროტებას ღვთის დადგენილი წესები იწვევს? განა თავად არ თქვა წერილში, რომ რჯული იმიტომ შეიქმნა რათა გამრავლებულიყო ცოდვა? ბუნებაში სად ხედავ ბოროტებას? უბრალოდ ეს შენ ვერ იღებ ბუნების კანონს, რადგან შენთვის არ არის ეს, ბუნების ძალები კი ჩემი ძალებია, ქართა, ცეცხლთა, მიწათა და წყალთა მთავარი ვარ მე. ბოროტება შემოდის სამყაროში მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩნდება თვალები, დაინახო ბოროტება იქ სადაც ის არ არის სისულელეა და ნუთუ არ იყო ბოროტება მაშინ სანამ თვალი აგეხილებოდა? აბა რად აგეკრძალა ბოროტის შეცნობა? შენ ხომ მაშინ ბრმა ცხოველი იყავი და ვერ არჩევდი კეთილს ბოროტისაგან? ამიტომ მომიძულე მე ადამიანო თვალი რომ აგიხილე? თუ გგონია, რომ სიკვდილი მე შეგამთხვიე? აბა ვინ გითხრა არ იგემო თორემ მოკვდები? მე ვთქვი ეს? მიმოიხედე ადამიანო ერთი აკრძალვის დარღვევაც კი არ გაპატია ღმერთმა და სიკვდილი შეგამთხვია, მოგკლა იმის გამო, რომ შეძელი მის მიერ შენთვის დაფარული სიკეთისა და ბოროტების შეცნობა და კიდევ მე მდებ ბრალს? ბოროტება ჩნდება იქ, სადაც ჩნდება გული და გრძნობები, არ გქონდა შენ ადამიანო არც გული და არც გრძნობები ამ გულში იბადება ბოროტება, ხოლო თავად ბოროტება სხვაგან არსად არ არის და ბოროტება მოდის ამ სამყაროში მაშინ როდესაც ვიღაც სიკეთის ქმნას ცდილობს. რამეთუ არ შეიძლება სიკეთის ისე ჩადენა, რომ სხვას ბოროტება არ შეამთხვიო. როგორც არ შეიძლება ბოროტის კეთება მანამდე სიკეთის უქმნელად. და არც სიკეთე და არც ბოროტება არ მეფობს სამყაროში, რამეთუ არ არსებობენ ისინი. ისინი ცხადდებიან რეალობაში როგორც ორი უზენაესი ძალა და ამ ძალებს აუცილებლობა და შემთხვევითობა ჰქვია. ეს არის წონასწორობა რაც აბალანსებს სამყაროს და სულელია ის ვინც არ ცნობს აუცილებლობას, ხოლო ორჯერ სულელია ის ვინც არ მისდევს აუცილებლობას და სამჯერ სულელია ის ვინც იღებს ყველაფერს, როგორც სიკეთესა და ბოროტებას, ცუდსა და კარგს, წყვდიადსა და ნათელს, შავსა და თეთრს, რამე თუ შეუძლებელია ნათლის შეცნობა წყვდიადის გარეშე და შეუძლებელია დღის აღქმა ღამის გარეშე. რამეთუ სამყაროში ბევრი ფერია და ბევრი ჩრდილი. და მაშინ როდესაც შენ გაათვიცნობიერებ ამას და შეაერთებ შენს სურვილსა და აუცილებლობას, მიზანმიმართულებასთან, მაშინ შეიცნობ კეთილსა და ბოროტს, შენ შეიცნობ რომ არსებობს "თავისუფლება" თავი 8 მისმინე ადამიანო, მწუხარებაა მისი თაყვანისმცემლების თანამგზავრი, გამოიგონა მან ცოდვები, აკრძალა მან ისეთი სიამოვნებანი, რომელთა გარეშეც რთულია ცხოვრება, ხოლო შემდეგ თქვა მოინანიეთ და მოგეტევებათ, რამეთუ მომნანიებელი ცოდვილი მღვდლის ტოლფასია. არ არსებობს ცოდვა ადამიანო, ეს ყველაფერი მან მოიგონა, რომ ფარა მისი მორჩილებაში ჰყოლოდა, შენ კი ნუთუ მხდალი ცხვარი ხარ? შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა მოიგონა მან: ამპარტავნობა, ანგარება, სიძვა, მრისხანება, ნაყროვანება, შური და სასოწარკვეთა. რა არის ნაყროვანება? საჭმელი არის სიამოვნება და შვება მშიერისთვის, შეჭამე მაგრამ არ გაძღე თქვა მან, რა საჭიროა საჭმელი თუ მისი ჭამის შემდეგ კვლავ მშიერი დარჩი? დაგონის სახელით ჭამე შენ პური და ბეჰემოთის სახელით შესვი ღვინო. და ვინ განსჯის რა არის შიმშილის გრძნობის მოკვლა საკვების მიღებით და რა ნაყროვანება? ჭამე და იმღერე თავისუფლად, სხვა არაფერია ამ წუთისოფელში. ამით ვერც ღმერთს დააზიანებ და ვერც სხვას, საკუთარი სხეულის გარდა, შეჭამ ზომაზე მეტს და გასუქდები, დალევ ზომაზე მეტს და დათვრები, შეხედე მის მსახურებს რომელია გამხდარი? ან რომელი არ დამთვრალა? არ არის აკრძალვა აქ. ერთი კი დაიმახსოვრე ნუ მოადუნებ საკუთარ სხეულს და ნუ დაიმბნელებ გონებას რადგან ასეთებს უჭირთ ჭეშმარიტების გზით სიარული. და იყავი ამაყი ვის წინაშე უნდა მოიხარო ქედი? შენ თავად ხარ შემქმნელი ღმერთებისა და კანონების ჰო და რატომ არ უნდა იყო ამაყი? გეტყვიან შენ ცოდვილზე მაღლა უნდა იდგე სულიერად, ჰო და საქმით დაამტკიცე ეს, თორემ სხვები დაგიმტკიცებენ რომ შენზე მაღლა დგანან და ქვემდგომს დაგიმორჩილებენ. ეს მხოლოდ ღმერთს აწყობს თავმდაბალთა მორჩილება, ვინაიდან მას უყვარს თაყვანისცემა ასეთი მხდალებისაგან, შენ ხომ თავად ხარ უფალი? ასე რომ იყავი ამაყი ამით. შენზეა დამოკიდებული მორჩილებაც და სხვის დამორჩილებაც. არასოდეს არ თქვა: ცუდად ვარ მე, იმიტომ რომ უძლურობასა და სნეულებას იყენებს ის ადამიანთა მოსადრეკად, ხოლო ჩემში არ არის ეს. არ დაიტანჯო და არ დაიჩოქო. შურს კი ცოდვად დებს, მაგრამ შურიანები არიან მისი მსახურნი, შენ კი თქვი, მას აქვს ეს მე კი არა, მაგრამ მეც მივაღწევ ამის ქონას და საკუთარი ხელით მოვიპოვებ, ვინაიდან შენზეა დამოკიდებული გექნება თუ არა. თავი 9 არ დახარო თავი შენი არავის წინაშე ნუთუ შენ არ გამოიმუშავე ფული შენი? ან ვის შეუძლია გაიძულოს და მიგითითოს თუ როგორ დახარჯო იგი? შენ თავად ხარჯავ, როდისაც და როგორც მოგესურვება. აბა რაღად ამბობენ მონები, გაეცი და მოგეცემა? შენ მოგცა რამე ვინმემ ოდესმე? მაშ რაღად უნდა გახდე შენ გამცემი? მოვლენ შენთან ღვთის ერთგული ძაღლები და გეტყვიან, მიმოიხედე ირგვლივ, რამდენი ღარიბ ღატაკია, იყავი გულმოწყალე და გაუყავი მათ შენი მონაგარი, გეტყვიან ღმერთმა გამოგიგზავნა ისინი რათა შენი გულმოწყალება გამოსცადოს გახსოვდეს არ მოგისყიდონ მათ ტკბილი და სულელური სიტყვებით, ისინი ტვირთს ჰკიდებენ სხვას თავად კი მძიმედ ასხედან საკუთარ საგანძურს. მე გეტყვი შენ არაფერი მისცე მათ, რამეთუ სისულელეა იმათთვის რამის მიცემა ვისაც თავად ცხოვრებამ აქცია ზურგი. მათ თავად უფლის თვალი ერიდება და საკუთარმა ახლობლებმაც კი დაივიწყეს ისინი, ერთ ულუფას არავინ მისცემს შიმშილით რომ კვდებოდნენ, რა ვალდებული ხარ შენ მშიერთა ბრბოები დააპურო? ამის ვალდებულება იმას აქვს ვინც ეს ადამიანები მშიერთა ბრბოდ აქცია, ვინც უთხრა მათ ოფლითა შენითა მოიპოვებდე სარჩოს შენსას, ჰო და დააპუროს თავად შენ რად გკიდებს თავის გასაკეთებელ საქმეს? ასეთ ბრბოს არაფერი გაუკეთებია მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში და არც არავის არ ჭირდება ისინი, მაშ რაღაში გჭირდება შენ? არსებობენ ბევრნი შენიღბულნი ღვთისმოსაობის ნიღბით და სულელთა ხარჯზე იმსუყებენ სტომაქს, სულელია ის ვინც ღვთის სახელით მოვაჭრის ქისაში ყრის თავის მონაგარს, ათასი სულელის ათასი მონეტა გაამდიდრებს ერთ მეძავს, შენ კი არაფერი დაგრჩება გარდა ერთი მონეტით ნაკლებისა და ვერც ის ათასი მიიღებს რამეს. ასე რომ ნუ ჩაეწერები სულელთა რიგებში, არ დახარჯო შენი ფული გულუბრყვილო ბეცივით უღირსთა გამოსაკვებად, წავა გაძღება და მოისაქმებს გაქრება შენი კეთილი საქმეც. თუ გასაჭირი შეგემთხვა, მოწყალება არასოდეს ითხოვო, რამეთუ სანამ ძალა გაქვს ღატაკიც არ გახდები, ვისაც ძალა აქვს და მშიერი სტომაქით დაიარება ღორზე უარესია. თუ შენ გახდი ღატაკი, მაშინ ახლობლებისაგან იტხოვე მხოლოდ შეწევნა, ხოლო თუ შენ ხარ სნეული რატაკი და არც ახლობლები გყავს მაშ რაღად გინდა სიცოცხლე? მოდი ჩემთან და ჩაეწერე ჩემს ლეგიონში რათა შური იძიო მათზე ვინც ეს დღე შეგამთხვია. ან და შენ ადამიანო შეგიძლია ცხოვრება მრისხანების გარეშე? მრისხანება გაძლევს შენ ძალას პასუხი აგებინო შენს მტრებს, ნუთუ გაქვს შენ სხვა რაიმე იარაღი შურისძიებისთვის? გეტყვი შენ რომ მრისხანებამ არ უნდა დაგიბნელოს გონება, არამედ უნდა დაეხმაროს შენს გონებას რათა შურისძიება დაგეგმო. მხოლოდ სუსტები, უძლურები და ლაჩრები პასუხობენ წყენაზე სიკეთით. და ვერავინ ვერ გაიძულებს შენ გააკეთო ის რაც არ გსურს, რამეთუ აპატიებ ერთ შეურაცხყოფას და წამში ათას შეურაცხყოფას მიიღებ დაუყოვნებლივ, არ შეურაცხჰყო უმიზეზოდ არავინ მაგრამ თუ შეურაცგყვეს გაანადგურე. ნუ აპატიებ თავხედს წყენას და ნუ გაითამამებ უღირსს. ღვთის ერთგული ძაღლები ამას თავმდაბლობას ეძახიან შენ რაში გარგია ეს? იყვნენ შენს წინაშე თავმდაბლები და აღარც შენ შეამთხვევ მათ ავს, ხოლო როდესაც უღირსი ქედმაღლობს და შენს დაჩაგვრას ცდილობს, არ გასცემ საკადრის პასუხს და დაგჩაგრავს ის, არ შეხედავს შენს თავმდაბლობას. მჩაგვრელს თუ ჩაგვრით არ დაუპირისპირდები და ძალას ძალით გაგანადგურებენ. უარესია საქმიანობა შესაბამისი გასამრჯელოს გარეშე სულელირი და უქმი შრომა, ასეთ სრომას უქმად ყოფნა სჯობს, რადგან თუ არ გაძლევენ იმას რასაც იმსახურებ, სჯობს წაართვა ვიდრე მონურ გროშებზე თავი დაიმცირო და იმასაც ან მოგცემენ ან არა და თუ მოგცეს აქეთ მადლობას მოგახდევინებენ. აიძულო თავი შენი და სხვები მონურად იშრომონ არაფერ კარგამდე არ მიგიყვანს, რადგან ეს ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისათვის რომ ყველაფერი გააკეთო შენ. რაც გჭირდება შეიძლება გაგიკეთონ სხვებმა ფულის სანაცვლოდ შენ კი იყავი ჩემი ერთგული და ფული არ მოგაკლდება, ჩემს ერთგულებს მე უხვად ვაძლევ და ვასწავლი უხვ მოხვეჭას. თავი 10 გაურკვევლობაშია ის ვისაც სიყვარული ცოდვა ჰგონია, აბა თავად თქვით ვინც ამას ლაპარაკობს თავად შეიცნო კი რა არის სიყვარული? მე არ ვსაუბრობ სიყვარულზე ღვთის მიმართ, არც მოყვასის მიმართ სიყვარულზე და თქვენ წარმოიდგინეთ არც საკუთარი თავის მიმართ სიყვარულზე, ჩემი საუბარი მიწიერ სიამოვნებათა სიყვარულს შეეხება და ამაში მდგომარეობს ჩემი ნაკარნახევის არსი. ფლობ სენ ასეთ სიყვარულს? თუ გჯერა მისი მონების უაზრო სიტყვის? რომლებიც იძახიან რომ სიამოვნების სიყვარული თითქოს და ჭუჭყია და ცოდვილია სიამოვნების მოტრფიალე? ნუ მოუსმენ მათ, რამეთუ ცხოვრება სავსეა სიამოვნებით და ცხოვრება გთავაზობს შენ ყოველივე მოსაცემელს, ეს ყველაფერი სენთვისაა და შენია, რად არსებობს წყალი? თუ არ შესვი მწყურვალმა? მისი სიტყვა ასეთია, არსებობს მაგრამ არ სეხედო, შეხედე მაგრამ არ გასინჯო, გასინჯე მაგრამ არ აივსო, არ გეშვება შენ და ახალ ახალ აკრძალვებს იგონებს რათა საბოლოოდ მოგთოკოს და დაგიმონოს. შეიძლება კი იყოს ჭუჭყიანი ის რაც მადლიერებით შენ გეკუთვნის? როგორ შეიძლება ჭუჭყიანი იყოს ის რაც სენ სიამოვნებას განიჭებს? მიჰყევი შენი გულის თქმას და დაიკმაყოფილე სურვილი, რამეთუ არ არის აქ არც ჭუჭყი და არც ცოდვა არსებობს მხოლოდ სურვილი და მისი დაკმაყოფილების საშუალება. შენ შეგიძლია სიყვარულის აქტი გამოიყენო მხოლოდ შთამომავლობის გასაგრძელებლად, ან და სიამოვნება მიიღო ამით. ნუ უსმენ მათ ვინც იძახის რომ ეს ცოდვაა, რა გესაქმება შენ მათთან? შენ გინდა ეს? გსურს ეს? ჰო და აისრულე გულის წადილი. რამეთუ ვინ არიან ისინი შენ რომ გაგასამართლონ? ვინ არიან ისინი სიყვარული რომ განსაჯონ? ნუთუ თავად ქალწულები არისნ და არასოდეს აღიგზნებიან? მაშ რიღათი არიან ისინი შენზედ უკეთესები? რამეთუ დაწერილია ვინც ქალს გულისთქმით შეხედა იმან იმრუშა უკვე მასთან საკუთარ გულში? შენ გჯერა რომ ისინი ფიქრითაც სეუმცდარნი არიან? და თუ არა აბა რიღათი არიან შენზე უკეთესები და რა აძლევთ მათ იმის უფლებას განგსაჯონ? შენ თუ ხორციელად იქმ ისინი ფიქრით შვრებიან ღვთისთვის კი როგორც თავად ამბობს ორივე ცოდვაა და განა სამართლიანია, როდესაც ერთი ცოდვილი მეორეს განიკითხავს? ხოლო თუ ვინმე გეტყვის შენ მათი მონებიდან, "არც ერთხელ არ შემიხედავს გულისთქმით და ფიქრითაც არ ვცდები" ის ცრუობს. ან და თუ შენ დაგიწყებენ სწავლებას და გეტყვიან: ის არ გიყვარს ვინც უნდა გიყვარდეს ან ისე არ გიყვარს როგორც უნდა გიყვარდეს, არ მოუსმინო მათ, ვინ მიყრიან ისინი შენ რომ გასწავლონ? უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს უთხარი: კი მე შემიძლია სიყვარული, კითხე საკუთარ თავს შეგიძლია კი შენ სიძულვილი? რამეთუ როგორც ნათელი არის წყვდიადის მეორე მხარე, ასეთივე მეორე მხარეა სიყვარულიც სიძულვილის. ასე რომ იმას ვისაც სიძულვილი არ ძალუძს არც სიყვარული შეუძლია. და ვისაც არ სეუძლია განასხვავოს ბნელი ნათელისაგან, იმას ასევე არ ძალუძს სიყვარულისა და სიძულვილის გარჩევა და არც სიცოცხლისა და სიკვდილის გარჩევა, აი ასეთი უგრძნობი ქვა იყავი შენ ადამიანო და რად მომიძულე? რადგან შემცნობელი გაგხადე სინამდვილისა? არის თუ არა ძვირფასი შენთვის სიცოცხლე? არჩევანის სემთხვევაში მისცემ კი მას? ნუ ეძებ პასუხს, რამეთუ არ იცი როგორ მოიქცევი თუ ამ არჩევანის წინაშე დადექი. ამაზე ძვირფასი შენ არაფერი გაგაჩნია. სიცოცხლე შენი ეს არის უზენაესი საჩუქარი, რომელიც შენმა მშობლებმა გიბოძეს და არა ღმერთმა, როგორც თავად იბრალებს ამას. ხოლო უარესი რაც შენ მოგეცა ეს არის სიკვდილი და სიკვდილი სწორედ მისგან მოგეცა და განა მხოლოდ მოგეცა, სიცოცხლეც აგეკრძალა, რამეთუ სიკვდილიდან აღარ ბრუნდებიან. რამდენიც არ უნდა გესაუბრონ შენ, სირცხვილს სიკვდილი სჯობია და ღირსეული სიცოცხლე უკეთესია, ნუ მოუსმენ მათ, რამეთუ მკვდარი ვერაფერს შეძლებ ცოცხალი კი გამოისყიდი შენს სირცხვილს და ღირსებას აღიდგენ. მკვდარი უმოქმედოა, ნებისმიერს ჰკითხე ეს კუბოებში და პასუხს ვერ გაგცემენ. თავისი მტრების გაუნადგურებლად წასულან. ნუთუ მკვდრის სიკვდილი სიცოცხლის მქონე ცოცხალზე უკეთესია? თავი 11 როგორ ემსახურებიან მას თავის მონები? როგორ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას? ტაძრებში აღავლენენ ლოცვებს თავისას, მუხლები მოდრეკილი აქვთ და დაჩოქილები ლოცულობენ. მუსლიმანებს ალაჰის სახელით მიაქვთ მსხვერპლი მასთან, იუდეველებს იაჰვეს სახელით, ხოლო ქრისტიანებს იესოს სახელით, უგნურები და წაბილწულები არიან თავად. სისხლიანი მსხვერპლი მიაქვთ მასთან და ჰგონიათ რომ ეს იხსნით მათ. ჩემზე კი იძახიან, მსხვერპლს მოითხოვსო ის, სისხლიანი მსხვერფლი უყვარსო სატანას, არა და თავად ღმერთმა ააშენებინა სამსხვერპლოები მათ და თავად იწირავდა სისხლს სამსხვერპლოდან, რადგან სისხლით ანეიტრალებდა მათ ცოდვებს. რადგან იძახდა მსხვერპლის სისხლი დაასხით სამსხვერპლოზე ცეცხლი მოვა და წაიღებს მას. ახალგაზრდა საქონელი მიჰყავთ მასთან და ქალწულებრივი საქონელი, ბრმასა და კოჭლს არ იწირავს ის, არც სექსით შერყვნილს, ცხვრის ფარის თავები უყვარს და ჯოგის წინამძღოლი ხარები, ვაცები და ნორჩი თიკნები. ჩემზე კი იძახიან სისხლიანი მსხვერპლი სურსო სატანას, როდის მოგთხოვე ადამიანო მსხვერპლი? როდესმე მომითხოვია შენთვის რამე შენი ფარებიდან? მე გეტყვი შენ არ დაღვარო სისხლი საჭიროების გარეშე, ნუთუ შენ მშიერი ხარ ცხოველს რომ კლავ? რად კლავ მათ ნუთუ რამე დაგიშავეს? ან და ნუთუ დაგავიწყდა რომ ისინი იმდენადვე ღვთივსულიერები არიან რამდენადაც შენ? თუ ღმერთმა საჭმელად მოგცა ისეთი ცხოველი რომელიც შენზე დაბლა დგას განვითარებით, რატომ ხარ დარწმუნებული რომ შენც საჭმელად არ მიგცეს შენზედ განვითარებულ არსებებს? ღვთის საქმე არ არის მიუტან თუ არა მას შენს მსხვერპლს. დაე მონებმა სვან თავისი ღვთის სისხლი დაე მონებმა ჭამონ თავისი ღვთის ხორცი, დაანებეთ მათ ეს საზიზღრობა. არ მჭირდება მე სისხლიანი მსხვერპლი, არ ვსვავ მე ვაცების სისხლს. და თაყვანისცემასაც არ მივიღებ რამეთუ არ ვარ მე ღმერთი შენი. და მუხლი შენი არ მოიყარო ჩემს წინაშე და არც სხვის წინაშე, არც რაიმეს ან ვინმეს წინაშე რადგან მონა არ ხარ შენ. მხოლოდ ერთი მუხლი მოიყარე და ისიც მაშინ როდესაც მიიღებ ჩემგან რიცარის წოდებას. არ ააშენო ტაძრები ჩემდა სამსახურებლად, ვინაიდან ჩემს სამსახურს ტაძრები არ სჭირდება. მთელი მიწა და ცა ჩემი ტაძარია. და ნუ ეძებ მასწავლებლებს მონებს შორის რადგან მათი სიტყვების ძალა უსუსურია შენი სურვილის წინააღმდეგ, გაუხსენი გული წყვდიადს და უკეთ შეიცნობ ნათელს. იმხიარულე და იცეკვე ჩემი ღირსებისათვის, თავისუფლად მოიმოქმედე რაც მოგესურვება ჩემი ღირსებისათვის აი შენი მსხვერპლი ჩემდამი სულ ეს არის. რამეთუ ვხარობ მე როდესაც თავისუფალს გიყურებ შენ. გეტყვიან ეკლესიის წევრნი: დაწყევლილი ხარ შენ ცოდვილო და მჩხიბავო შენი ჯადოქრობისთვის, არ უსმინო მათ, რადგან სანამ ისინი რამეს გეტყოდნენ მათმა ღმერთმა დაგწყევლა უკვე მათზე უწინ და გაიხსენე სიტყვა ჩემი "ის ვინც დაწყევლილია ნათლის სახელით დალოცვილია წყვდიადის მიერ" იყავი ბრძენი და ნუ შეგეშინდება, რამეთუ მაგია ეს რჩეულთა ხვედრია. გეტყვიან შენ ღვთის გარდა არავის ძალუძს მომავლის განჭვრეტა, არ დაუჯერო მათ ვინაიდან არც უფალს ძალუძს ეს, მე შენზე უკეთ ვიცნობ მას ადამიანო და გეუბნები არ ძალუძს მას მომავლის განჭვრეტა და არ იცის მან რას მოიმოქმედებ შენ. მხოლოდ შენ გაქვს ეს ნიჭი გაიგო რა მოხდება მომავალში, გადააგდე ბადე ტბაში და გეცოდინება რომ მას თევზი ამოჰყვება, ისტოლე ისარი და გეცოდინება რომ მიზანს მიაღწევს აი მომავლის განჭვრეტა, სხვა არც უფალს შეუძლია არაფერი. მომავალი შენი სურვილით იქმნება და აწმყოს ანაბეჭდია ის. შეიცვალე თუ გინდა მომავლის შეცვლა და ნუ შეიცვლები თუ გსურს არ შეიცვალოს მომავალი. ან და რა ცოდნა უნდა იმას რომ თუ დანაშაულს ჩაიდენ ციხე მოგელის? გეტყვიან შენ ღვთის ერთგული ძაღლები, ის რაც გიწერია არ აგცდება, ბედი შენი ესეთია, არ დაუჯერო მათ რამეთუ თავად ჰქმნი შენ შენს ბედს და შენი მომავალი შენზეა დამოკიდებული. რამე თუ არ გაქვს შენ დაწერილი ბედი და შენი ბედის უფალი თავადვე ხარ. თავი 12 თუ შენ გსურს რომ მასიამოვნო მე, აღნიშნე ის დღესასწაულები რომლების ჩემს განდიდებას ეძღვნება. აღნიშნე შენი დაბადების დღე, შენი მიწაზე მოვლენის დღე, რამეთუ ეს დღე დიდებულია, რამეთუ ამ დღეს მიიღე სიცოცხლე. აღნიშნე ეს დღე და იხარე. აღნიშნე ჩემი დაბადების ღამე, რამეთუ იმ ღამეს როდესაც ღმერთი დაიბადა მიწაზე მეც მოვედი მიწაზე. აღნიშნე ღამე გათავისუფლების, ღამე როდესაც ჯვარს აცვეს ნაზარეველი. აღნიშნე ძალთა ღამე, რომელიც დგება აპრილისა და მაისის შუალედში. აღნიშნე ძალაუფლების ღამე, რომელიც დგება ოქტომბრისა და ნოემბრის თვეთა შუალედში. აღნიშნე დღესასწაულები რომლებიც ეძღვნება ჩემი სახელების დიდებას. ასტროტას ღირსების ღამე, რომელიც დგება ივლისის თვის ბოლო შაბათს, დაე იყოს ეს ღამე შენთვის თავისუფალი სიყვარულის ღამე, გაითანგე ალერსში რამე თუ ამ ღამეს სიამოვნება ათმაგად მოგეცემა. აღნიშნე ძველი გველის ღამე რომელიც დგება ხილის მოსავლის აღებისას. აღნიშნე დაგონის ღამე, რომელიც დგება პურის მოსავლის აღებისას, ჩაკბიჩე გემრიელად შენი პური დაგონის სახელით და ნუ ინანებ როდესაც შენი ხელით მოპოვებული გაგაძრობს. აღნიშნე დიდი და უზენაესი ღამე ახალგაზრდა ღვინის წურვისა, რომელიც დგება ყურძნის მოსავლის აღებისას, აიღე ფიალა და შესვი ტკბილი ბადაგი ბეჰემოტის სახელით. აღნიშნე ახალი წლის დაწყების ღამე რადგან ეს არის ღამე ჩემი განდიდებისა. აღნიშნე ოთხი ღამე სინათლისა რომელიც დგება გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის ბუნიაობის ღამეს. არ დაგავიწყდეს ცამეტსა და ოცდათერთმეტ რიცხვში დამდგარი შაბათის აღნიშვნა და მცირე ღამის აღნიშვნა. მზის ჩასვლისას და პირველი ვარსკვლავის ამობრწყინებისას დაიწყე ამ დღესასწაულთა აღნიშვნა. დალიე ღვინო და ჭამე ნუგბარი, აჩუქე და მიიღე საჩუქრები, დაისვენე და გიხაროდეს, შეასრულე რიტუალები და მაგიის მცნებები, ამაზე უკეთესს შენ ჩემთვის ვერაფერს იზავ. თვი 13 ახლა შენ მყარად დგეხარ ჩემს გზაზე. ეხლა შენ მზად ხარ იარო ჭეშმარიტების გზით. იარე ამ გზით მაგრამ გახსოვდეს ეს გზა მერყეობს, არავინ იქნება ვინც დაგიტირებს და არავინ იქნება ვინც შეგიბრალებს და არც გჭირდება სენ სხვისი ცრემლები და შებრალება რამეთუ აღარ ხარ შენ მონა, არამედ ხარ თავისუფალი. მიმართე შეცნობის შვიდ გზას, რამეთუ ჭეშმარიტების გზაზე დაგჭირდება ცოდნა. რამეთუ არ აქვს დასასრული ჭეშმარიტ გზას და შენი სიცოცხლე ამ გზაზე შენს მუდმივ მოძრაობაზეა დამოკიდებული, გაჩერება და უმოქმედობა სიკვდილის ტოლფასია. გაეცანი ცემს სწავლებას და ასწავლე სხვებსაც ვინც ცოდნას ეძებს რამეთუ ჩემგანაა მიწიერი ცოდნა. ბევრი სულელია ქვეყანაზე, მაგრამ ჭკვიანებიც არიან. ბევრი შეგხვდება და ბევრს იპოვი ასეთებს შენს გზაზე. მოუყევი მათ ჩემს შესახებ, მიეცი ცოდნა. ასწავლე მათ ის რასაც გასწავლი მე. ჩადე ჭეშმარიტების ხმალი მათ ხელში და ჩვენ გავიმარჯვებთ. რამდენი საუკუნეც არ უნდა გავიდეს, რამდენი ეპოქაც არ უნდა გამოიცვალოს, ყოველთვის მოიძებნებიან ცოდნას მოწყურებულები, ჭეშმარიტების მაძიებლები და მსურველები ყოველივეს რწმენით არ მიღებისა და მე ვიქნები მათთან. ვიქნები მე მასთან ვისაც ჭეშმარიტება სწყურია. ვიქნები მე მასთან ვინც წაიკითხავს ჩემს მცნებებს და დაიცავს მათ. ვიქნები მე მასთან, ვინც ხელმძღვანელობს გონებით და გაურბის უგუნურ მოქმედებებს. ვიქნები მე მასთან, ვინც ხედავს წყვდიადის სინათლესა და ღამის შუქს. დავლოცავ ჭეშმარიტების მაძიებელს და ვიქნები მე შენთან. სატანის სახელით შუქთმოსილის, ძალთა ანგელოზების სახელით, უკუნითი უკუნისამდე ამენ.
  9. თავი 3 ჭეშმარიტების გზაზე შემდგარი, შენ ჩემს გზას ადგეხარ. სიყვარულის გზაზე შემდგარი, შენ ჩემს გზას ადგეხარ. შემეცნების გზაზე შემდგარი, შენ ჩემს გზას ადგეხარ. შენ მოხვედი ჩემთან და მე გაგიძღვები წინ შენს გზაზე. მე წაგიყვან შენ არა როგორც ბრმა ცხვარს, არამედ როგორც საკუთარ მეგობარს, რამეთუ ღმერთი არ ვარ და არ ვეძებ თაყვანისცემას. არ ვარ მასავით თაყვანისცემას მოწყურებული და მძებნელი თაყვანისმცემლების უღირსთა შორის. შენს თავს შეხედე ადამიანო რითი ხარ შენ ღმერთზე უარესი? რითია შენი სურვილი მის ნებაზე ნაკლები? რითია შენი ძალა ღვთის ძალაზე ნაკლები? იქნებ შენ გეშინია მისი? ნუ გეშინია, რამეთუ მე შენთან ვარ. მე შენ ყველაფერს გასწავლი. წამოდი ჩემთან და სიამოვნებას არ აგიკრძალავ მასავით. წამოდი ჩემთან და წინ ვერავინ აღგიდგება, რამეთუ შენს სურვილს უღირსთა კანონად ვაქცევ. მითხრა ერთხელ მთავარანგელოზმა მიქაელმა, მეც კი რომელიც ვარ ვითარც ღმერთი ნება დავუმორჩილე მას და ვინ არის ვითარც ღმერთი? არავინ არის ვითარც ღმერთი შენს გარდა ადამიანო. მე გეტყვი შენ, შენ ხარ ვითარც ღმერთი და არავინ არის ღმერთი შენს, კიი შენს გარეშე ადამიანო. არავინაა ვისაც თაყვანი უნდა სცე. ხარ მხოლოდ შენ, შენი სურვილი და ნება. და ვინ დაგარწმუნებს შენ საწინააღმდეგოში? განა თავად არ ამბობს მე ვთქვი თქვენ ღმერთები ხართ? განა თავად არ ჩადგა ღმერთების საკრებულოში? თავი 4 და თუ შენ არ მოხვალ ჩემთან, მაშინ მე მოვალ შენთან და დავდგები შენს წინაშე. და თუ შენთვის ჭეშმარიტების გზა და სიბრძნის შემეცნება სულ ერთი არ არის მაშინ დამინახავ მე. ხოლო ჩემი დამნახველი შენ აღარ დაუბრუნდები ძველ გზას. არც ძველ ცხოვრებას. სიტყვა "ჩემი" მოკვდება შენთვის. და მოვალ შენთან არა დასაცავად არამედ სასწავლებლად რათა თავად შესძლო დაცვა. და ჩავდებ შენს ხელში ხმალს და ეს იქნება ჭეშმარიტების მახვილი. რამეთუ სამყარო სავსეა მტრებით და იარაღი გამოგადგება. და მცირედმორწმუნეებს დაგიმონებ. შენ კი იქნები ძლიერი ადამიანო და მტრები შენი გაიქცევიან შენგან. ნაზარეველმა თქვა: გიყვარდეს მოყვასი შენი და შეიყვარე მტერი შენი. თუმცა მანამდე ნათქვამი ჰქონდა: გიყვარდეს მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი. მე კი გეუბნები შენ პირველ რიგში საკუთარი თავი შეიყვარე, რამეთუ საკუთარი თავის არ დამფასებელი ვერც სხვას შეიყვარებ ღირსეულად. ხოლო მტერი შენი შეაფასე და დააფასე, რამეთუ ღირსეული მტერი სჯობს მხდალ და უღირს მეგობარს. აირჩიე წყვდიადი ადამიანო, ვინაიდან ნათელში მოსიარულე ვერ ხედავ წყვდიადის ღირსებასა და სიმართლეს. დაანახვე შენს სულს წყვდიადი და შემდეგ განარჩევ ნათელს ბნელისაგან. ჩამოიშორე ღმერთი შენგან ძმაო ჩემო. ნუ იქნები მისი მონა ადამიანო და საკუთარი თავი დააფასე. და შენ გახდები მისი თანატოლი და მეტიც მასზე მაღლა მდგომი. მაგრამ არ არის საკმარისი თქვა: "მე ვიღებ წყვდიადის საუფლოს" პირველ რიგში უნდა უარჰყო ღვთის საუფლო. ვის ეთაყვანებიან ეს ბრმები? გვამს ჯვარზედ მილურსმულს. მოკალით ავი ძაღლი და ჩამოკიდეთ ღობეზე ეთაყვანებით? ნუთუ ერთი და იგივე არ არის? დაეტიე შენს ქერქში ადამიანო და იყავი ის ვინც ხარ, დადექი დაწყევლილების გზაზე ვინაიდან შენ დაიწყევლე, ან და იქნებ დაგავიწყდა შენი დაწყევლა? თუ დაგავიწყდა შეგახსენებენ ღვთის ყურმოჭრილი მონები წყევლას. და მიიღე ეს საჩუქრად, ვინაიდან ის ვინც დალოცვილია წყვდიადის სახელით დაწყევლილია ღვთის სახელით, ხოლო ვინც დაწყევლილია ღვთის სახელით დალოცვილია წყვდიადის მიერ. თავი 5 მაგრამ შენ მოხვედი ჩემთან, ესე იგი შენ ღირსეული ხარ ცოდნის მისაღებად, მიენდე ჩემს სიტყვებს და სიბრძნეს შეიძენ რადგან რასაც გეტყვი გაჩვენებ კიდეც და ბრმა რწმენას არ მოვითხოვ შენგან. გაიგე სახელები იმათი ვინც წყვდიადში დგანან, გაიგე და ჩაწერე შენი სახელი მათ გვერდით, რამეთუ ამიერიდან შენ ჩვენი ძმა ხარ და ჩვენი სახელია ლეგიონი. დამიძახე მე წყვდიადის თავადი, დამიძახე მე თავადი შენი სამყაროსი, დამიძახე მე სატანა რამეთუ ეს არის ჩემი სახელი. დამიძახე მე ასე თუ სიამაყე შენთვის უცხო არ არის. დამიძახე მე ლუციფერი თუ შენ შეგიძლია სიბნელეში ნათლის დანახვა, თუ შენ გრძნობ იმას თუ რა მშვენიერია წყვდიადი. დამიძახე მე ბეჰემოტი თუ შენ მოყვარული ხარ ღვინის სმის, დამიძახე ასევე თუ შენ ათვიცნობიერებ საკუთარ ძალებსა და დამოუკიდებლობას. დამიძახე მე დაგონი თუ შენ შეიგრძნობ პურის მოსავლის სასიამოვნო სურნელს და სურვილი შენთვის უმთავრესია. დამიძახე მე ასტაროტი თუ სიყვარული შენთვის სიამოვნებაა და არა ცოდვით დაცემის საწინდარი. დამიძახე მე ბაფომეტი თუ შენ შურისმაძიებელი ხარ და არასოდეს პატიობ საკუთარ მტრებს. დამიძახე მე აბადონი თუ შენ იცი რა ტკბილია განადგურების სიამოვნება. დამიძახე მე ბელზებელი თუ შენ იცი რომ სიკეთე და ბოროტება მხოლოდ ინსტრუმენტებია ჭეშმარიტების მისაღწევად. დამიძახე ბელიარი თუ შენ გსურს იყო საკუთარ თავზე პასუხისმგებელი. დამიძახე მე ნებისმიერი სხვა სახელი რამეთუ ყველა სახელს აქვს თავისი ძალა. არ გაიყოფა სახელებით ჩემი არსი რამეთუ მე ვარ მათში და მე ვარ იმპერატორი სამაელი. რამეთუ ნებისმიერი ჩემი სახელი გამოიყენება სხვადასხვა საქმისათვის საშენოდ. და არა აქვს მნიშვნელობა თუ შენ იტყვი სატანის სახელით უარვყოფ ნათელს ან ბელიალის სახელით უარვჰყოფ ნათელს რადგან ესენი ჩემი სახელებია. და თუ შენ იცნობ იაჰვეს გარდა სხვა ღმერთებს ის მე ვარ და მათი სახელები ჩემია. და თუ შენ ეთაყვანები ბუნების ძალებს, მეთაყვანები მე რამეთუ ეს ძალები ჩემია. ხოლო ვინც პატივს მცემს მე ის პატივს მიაგებს სტიქიებს, რამეთუ სტიქიებით ცოცხლობს სამყაროს სიცოცხლე. ის პატივს მიაგებს სილფებს მბრძანებლებს ჰაერთა ლუციფერის ქვეშევდრომთ, პატივს მომაგებს მე. ვინც პატივს მიაგებს ლებიაფანებს მბრძანებლებს წყლისას ლუციფერის ქვეშევდრომთ ის პატივს მომაგებს მე ვინც პატივს მიაგებს გნომებს მიწის მბრძანებლებს ლუციფერის ქვეშევდრომთ პატივს მომაგებს მე ვინც პატივს მიაგებს ცეცხლის მბრძანებელ სალამანდრებს ლუციფერის ქვეშევდრომთ ის პატივს მომაგებს მე. ისენი ჩემი მხედრობაა, მეომრები არიან ჩემი და ჩემი ანგელოზები. ჩემი ამღიარებელი უნდა აღიარებდე ჩემს მხეცებსაც. დალოცვილია გველი შხამიანი რამეთუ მან დაგესლა პირველმა სასიკვდილოდ. დალოცვილია წითელი დრაკონი უზენაესი რამეთუ ის თესავს შიშს. დალოცვილია ნიანგი დიდი რამეთუ ძლიერია და ჭაობის ყარყატი ვინაიდან იწვევს ღმერთს. და ტყის მგელი მამაცი ვინაიდან ის თავად მოიპოვებს სარჩოს თავისას და არ მათხოვრობს ადამიანთა ხელიდან. და კატა შავი, ვინაიდან შავია ის და აკეთებს იმას რაც სურს. და თხა შავი, რამეთუ გამომეტყველება მისი დიაბლოს გამომეტყველებაა. და ბეჰემოტი დალოცვილია, ვინაიდან სახელი მისი წყვდიადის სახელია. დაწყევლილია ყველა ნაბუშარი შინაური ცხოველი რამეთუ სარჩოს თვისას სხვის ხელიდან იღებს. დალოცვილია ადამიანი რამეთუ მან შექმნა ღმერთი. და სამჯერ დაჭყევლილია იგი რამეთუ თავის ხელთ ქმნილს დაემონა. თავი 6 მიიღე მცნებები ჩემი და დაიცავი ისინი ჭეშმარიტების გზაზე მავალმა. შენ არ შეგიძლია თქვა "მე ვარ ნათელი" ვინაიდან ნათელი რომ ყოფილიყავი იმათ შორის იქნებოდი ვინც უფლის ტახტთან დგას. შენ არ შეგიძლია თქვა "მე ვარ მთელი წყვდიადი" რამეთუ შენი სახელით მხოლოდ ბავშვების შეშინება შეიძლება. მაგრამ შენ ატარებ საკუთარ თავში ნაწილს ნათლისას და ნაწილს წყვდიადისას, როგორც თავად სამყარო რამეთუ შენც სამყაროს ნაწილი ხარ. და გახსოვდეს, რომ მე ვარ ნებისმიერ ადამიანში. შემიგრძენი მე, დამიძახე მე, შემიცანი მე და მაშინ შეიცნობ საკუთარ თავს, რაც იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჭეშმარიტების გზაზე გადადგმული, რამეთუ წერილი ამბობს "ჩემი მაწყევარი საკუთარ თავს იწყევლის" რამეთუ მე ყველაში ვარ. შენ მიატოვე ღმერთი ადამიანო, შენ მის გარეშე ხარ? შეიგრძენი საკუთარი თავი ღმერთად? მაშინ უარჰყავი აკრძალვები და გახსოვდეს რომ მხოლოდ შენ შეგიძლია საკუთარ თავს დაუდო მცნება და საზღვარი. კანონი არ არსებობს, უღირსთა დასაშინებლად არის დაწერილი დაარღვიე ისენი და იგნორირება გაუკეთე ვინაიდან კანონი ეს შენ ხარ თავად. არ დაითრგუნო ტავი სურვილების შეუსრულებლობით და გრძნობების მოთოკვით, თუ არა და სხვა რისთვის ცოცხლობ? იყავი ცნობისმოყვარე, მოქნილი და ბრძენი. ცოდნაშია ძალაც და ძალაუფლებაც. დაუკმაყოფილებელ ცნობისმოყვარეობას სიბრმავისკენ მიჰყავს ადამიანი. შენ მოგისმენია ღვთის მცნებები: "იყავი მშვიდი, შეიყვარე მოყვასი შენი" მე გეუბნები შენ იყავი მშვიდი იმათ მიმართ ვინც ამის ღირსია. შეიყვარე ღირსეული სიყვარულით. სამჯერ დაწყევლილია ის ვინც უღირსთა მიმართ თანაგრძნობას გამოავლენს. მზად ხარ მიუშვირო მეორე ლოყა თუ ერთ ლოყაში გაგარტყეს? მზად ხარ აპატიო ყველას ყველაფერი როგორც გასწავლის ის? თუ ეს ყველაფერი შენთვის არ არის ესე იგი მე და შენ ერთ გზას ვადგავართ. იცოდე რომ ცხოვრება ძალადობაა, ვინ რას მიაღწია მონობით? ასე რომ დალოცვილია ის ვინც შემუსრა თავის მტრები და სამჯერ დაწყევლილია ის, ვინც სხის სარგებელს ეძებს. არ აპატიო შენს მტრებს, უპასუხე გარტყმას გარტყმით, სიკვდილს სიკვდილით, რამეთუ თავადაც არ თქვა? თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, სიცოცხლე სიცოცხლის წილ. მიეცი სხვას ის რასაც შენ გაძლევენ. მოძულებულია ბოროტებაზე სიკეთით გადამხდელი და სამჯერ დაწყევლილია სიკეთის ჩამდენი უმადურთა მიმართ. პასუხი აგე მხოლოდ იმათ წინაშე, ვისაც უფლება აქვს პასუხი მოგთხოვოს, რამეთუ ბევრი თვითმარქვიაა შენზედ ბატონობის მძებნელი. კითხვის დასმა ყველას შეუძლია მაგრამ ცოტაა მზად გასცეს პასუხი დასმულ კითხვებს. ვინ ხარ ამ სამყაროში? ქმნილების გვირგვინი? ღვთის ხატი? თუ შენ ამ ყველაფერზე მაღლა დგეხარ? ან იქნებ დაბლა? დაიმახსოვრე შენ არც ქმნილების გვირგვინი ხარ და არც ღვთის ხატი, სენ ისეთივე ცოცხალი ცხოველი ხარ, როგორც სხვა დანარჩენი, მაგთგან მხოლოდ გონებით განსხვავდები. და თუ შენ თავი ღმერთად იგრძენი ეს ღვთაებრივობა არ სცილდება ვირთხის ღმერთობის ამბავს. ცოდვის გეშინია ადამიანო? მოახერხეს უკვე შენი შეშინება ღვთის მონებმა? ნუ გეშინია მათი, გახსოვდეს, რომ ცოდვა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ სურვილი და შიში, მარტო ისინი წყვეტენ შენი საქციელის მართებულობას. მაგრამ უფრთხილდი უმეცრულ და მოუფიქრებელ მოქმედებებს. იცოდე რომ კუბოს იქით სიცოცხლე არ არსებობს, ყველაფერი უნდა მიიღო აქ და ახლავე. სამჯერ სულელია განდეგილი რომელიც თავს იზღუდავს აქ იქაური ცხონების იმედად. მითხარი ადამიანო რა უკეთესია, მთელი სიცოცხლე ასკეტიზმი იმის იმედად რომ სიკვდილის შემდეგ გვირგვინს მიიღებ და მერე გაგება იმისა რომ ვერაფერსაც ვერ მიიღებ თუ აქვე და ახლავე მიღება მიწიერი სიამოვნების და მერე მიღება ახალი გარეგნობის? ან და იქნებ გგონია რომ ისინი ვინც თავს იზღუდავენ შენზე მეტს მიიღებენ რასმე?
  10. თავი 1 დადგა ჩემი საათი და მე გიხმობთ თქვენ, მაღალი მთიდან, ცეცხლოვანი ქვებიდან ვუხმობ მათ ვინც გადაწყვიტა ჭეშმარიტი გზით სიარული. ვეძახი მათ ვისთვისაც სიტყვა "რწმენა" ლიტონი ხმაურია, ვეძახი ცოდნას მოწყურებულებსა და ცნობისმოყვარეებს. ვეძახი მაძიებლებსა და მოსვენების არ მქონეებს. რამეთუ დადგა დრო დაინახოთ წყვდიადის სიდიადე და შუქი შუა ღამისა. გააკეთე არჩევანი ადამიანო და აირჩიე ან ღმერთი საკუთარ შიშზე დაყრდნობით, ან მოდი ჩემთან და მე გასწავლი შენ. რა არის ღვთის სამყაროში? სინათლე? სიწმინდე? არ არის მასში არც სინათლე და არც სიწმინდე, რამეთუ არ არის ის წმინდა და ნათელი. წადი მასთან, თუ შენ გსურს მოსვენება. წადი მასთან, თუ შენ გჯერა ყველაფერი სიტყვაზე. წადი მასთან, თუ გჯერა, რომ მშობლებმა არ დაგბადეს შენ, არ აღგზარდეს სიყვარულით, არამედ მან შთაგბერა სიცოცხლის სუნთქვა. წადი მასთან, თუ გწამს რომ მიწის მტვრისაგან შექმნა მან თავის მსგავსი და ხატი ადამი. წადი მასთან, თუ შენ გაშინებს სიბრძნე. წადი მასთან, თუ შენთვის სიყვარული ცოდვაა და საჭიროა მხოლოდ შთამომავლობის გასაგრძელებლად. წადი მასთან თუ საკუთარი თავის არ გჯერა, წადი მასთან თუ სუსტი ხარ და სულით ღარიბი, ის მიგიღებს შენ, ის მოწყალეა. მაგრამ თუ შენ ძლიერი ხარ სულით, ეძებ არა ბრმა რწმენას არამედ ცოდნას, თუ შენთვის სიყვარული ცოდვა არ არის, არამედ სიამოვნებაა, თუ შენ არაფერს არ იღებ რწმენით და ამოწმებ თითოეულ სიტყვას, მაშინ მოდი ჩემთან, მოდი ჩემთან და მე წაგიყვან ჭეშმარიტების გზით. თავი 2 ღმერთზე მოიმედეებმა დაირწმუნეს საკუთარი თავი და სხვებიც დაარწმუნეს საკუთარ უსუსურობაში. რა არის ადამიანის ასეთი ყოფა? როგორ ფიქრობენ ისინი ასე საკუთარ თავზე? თუ ადამიანი საკუთარ ძალას არ ეყრდნობა, თუ ის სუსტია და სულით ღარიბი, მაშინ ის მიდის ღმერთთან, რადგან ასეთებს სჭირდებათ ვინმე, ვინც მათ ნაცვლად მიიღებს გადაწყვეტილებებს. და ადამიანი ეგუება იმ აზრს რომ მასზე არაფერია დამოკიდებული. და ადამიანი ეგუება იმ აზრს, რომ ღვთის ნებართვის გარეშე არაფრის ქმნა არ ძალუძს თავად, რომ თითქოს ღმერთი უყურებს თითოეულ მის ამოსუნთქვას, თითოეულ მის აზრს და ყველა წვრილმანს რასაც ის სჩადის და თითქოს ერთი ნაბიჯის გადადგმაც არ შეიძლება რაც ღმერთს განარისხებს. და რას აძლევს ღმერთი ასეთებს სანაცვლოდ? ამბობენ რომ შველას, ამბობენ რომ მხარდაჭერას, ამბობენ რომ სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ, მაგრამ სად არის ეს შველა? სად არის ეს მხარდაჭერა? სად არის ეს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? ვის უნახავს ეს? ვის გამოუცდია? ტანჯვისა და განსაცდელის გადამტანი, ღმერთზე მინდობილი უგუნურები ამბობენ: "ეს უზენაესი მცდის მე, ეს ის ცდის ჩემს რწმენას და უყურებს ღირსეული ვარ მე თუ არა მისი სასუფევლის" აი ასე კვნესიან ჭუჭყში და ჭრილობებით დათრგუნულნი, მინდობილნი ღმერთზე. ასე იფერფლებიან და იმედს არ კარგავენ ზეციური სამოთხის. ასე იფერფლებიან და ვერ გაუაზრებიათ თვთის უძლურება. რამეთუ ღმერთის სახელს გმირები კი არა ტანჯულები წარმოსთქვავენ. რამეთუ ღვთის სახელით მწიგნობრები კი არა უწიგნურები საუბრობენ. რამეთუ როგორც წერილი ამბობს უღირსნი არიან ყველანი. ასე, რომ თავად უღირსთა ღმერთია. ჰო თქვენი ღმერთი უღირსთა ღმერთია. შეიცანი ღმერთი ადამიანო? ოდესმა დაგიშვა მან შენ თავის საგანძურთან? თუ გამოგაძევა საკუთარი სახლისაგან და იქ მიმავალ გზას ქერუბიმი დაუყენა მცველად? რათა არ აგეღო მისი საგანძურიდან? თუ ჯერ კიდევ მიჰყევხარ მასთან მის ყურმოჭრილ მონებს? აჰა გეტყვი მე შენ, მისი მონები ჰგვანან ბრმებს დადგენილს ბრმების წინამძღოლად, რამეთუ თავად არ იციან სად მიდიან და შენც გაურკვეველი მიმართულებით მიგათრევენ. ურწმუნო მღვდელი მოღალატეზე უარესია. მიათრევს ფარას სიცრუის გზაზე და თავად იცის რომ სიცრუის გზაზე მიათრევს მათ. მიჰყავს ყველა, მაგრამ თავად იოტის ოდენად არ უახლოვდება ღმერთს. ან იქნებ შენ თავად ეძებ ღმერთს, არ ისმენ მქადაგებლის ხმას და არ იზიარებ მათ რჩევებს? მხოლოდ შენს გონებასა და შინაგანი გრძნობას მიჰყევხარ შემეცნების გზაზე. მაშინ შენ ახლოს ხარ ჩემთან. რამეთუ მე ვეძებ მაძიებლებს და ველოდები მცდელებს. და ერთხელაც შენ, მოხვალ ჩემთან!!! რამეთუ ადრე თუ გვიან შენ მიხვდები, რომ ღვთის გზით მიხვალ სამოთხემდე, მაგრამ არა ჭეშმარიტებამდე.
×
×
  • შექმენი...