Jump to content
Planeta.Ge

Samael

პლანეტელი
  • პოსტები

    160
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი Samael

  1. Siknadmo არასწორედ გაიგე, შენ პიროვნება ხარ, ამავდროულად სულიც, შენ ხარ სული წყვდიადისა და ნათლისა, ერთდროულად, საკუთარ თავში ატარებ ორივეს, ეს ორი ძალა გქმნის შენ პიროვნებად, ბუნებითი არსით ძალა არ არის პიროვნება, მაგრამ ის თუ გონებით სხეულში გამოვლინდა უკვე პიროვნებაა. ორივე ენერგიის ერთობლიობაა. ბუნებითი არსით არ გამოდის, პირიქით მამა იმყოფება მის წიაღში, ნათლით მოსილს რომ ეძახიან უკუღმართულად, ნათლით კი არ არის მოსილი ნათლის წიაღშია თავად, ხოლო სულის ნებელობით კი მამისაგანაც გამოდის ძისაგანაც და ადამიანისაგანაც. ეს სული+წყვდიადის სული = ადამიანს, როგორ უდრის ზემოთ ვიდეორგოლი დავდე გადახედე და კარგადაა იქ აღწერილი. ამ სულის ზემოქმედებით არა, გონებით, წარმოსახვით, ადამიანი თავად არის ეს ორივე სული, ორივე ძალა და მისი ფანტაზიები ხორციელდება სურვილით გონებით სიტყვით, რასაც შენს ირგვლივ ხედავ ეს ყველაფერი რეალურად არ არსებობს ეს ყველაფერი შენი აღქმით არის ნაძერწი, პაწია მტვრიდან დაწყებული გალაქტიკებით დამთავრებული, შენში შენს გარეთ მხოლოდ 2 ძალაა, ფორმებს მათ გონებით აძლევ. კიი, თავიდან ადამიანმა ეგრეგორის დონეზე შექმნა ე.წ ლიავრა, უგონო ენერგეტიკული ბირთვი, მშთანთქავი სასიცოცხლო ენერგიისა, შემდეგ აი ეს ნახევრადდებილი არსება კვება საკუთარი ემოციებით ფანტაზიებით საუკუნეების განმავლობაში და მიიღო შედეგად სატანა, ანალოგიური ქნა ისრაელმა გამოუძერწეს სხეული ფანტაზიებით მისტერ იეღოვას და შედეგად მიიღეს ის ვისაც შეცდომით მამა ღმერთს ეძახით.
  2. Siknadmo არა ის არ არის პიროვნება ის სულია სული წყვდიადისა და ნათლისა, პიროვნებებში გამოხატული ეშმაკად იეღოვად ადამიანად, არა მხოლოდ პიროვნებებში გამოხატული არამედ ყოველივე არსებულში და ამ ძალებს პიროვნებები კი არ ქმნიან არამედ პირიქითაა, ეს ძალები ქმნიან პიროვნებებს, ასე რომ წმიდა სულს იეღოვა კი არ ქმნის, პირიქითაა იეღოვას ქმნის წმიდა სული, ასევე იესოს, წინასწარმეტყველებს, ანალოგიურია წყვდიადის სულზეც, მას სატანა კი არ ქმნის არა, ეს სული ქმნის ტავად სატანას, და ეს 2 სული ცვენი ადამიანის გონებით ქმნის მათ.
  3. Siknadmo ჩემი სუბიექტური დასკვნით, სიტყვა ღმერთი შესაძლებელია ეწოდოს აღზევებულ აღმატებულ პიროვნებას, ასევე უფალი, ანალოგიური სიტყვებით მოიხსენიება შემოქმედი ყოველივესი რომელსაც სინამდვილეში არ გააჩნია სახელი და ფორმა, აი ამ პირველმიზეზზე მსურს საუბარი, ბუნებითი არსით ვფიქრობ რომ ის არის დადებითისა და უარყოფითის ერთობლიობა, ორი ურთიერთსაწინაარმდეგო ენერგიის ერთობლიობა, რომელიც თანაბრად თანაცხოვრობს სხვა განზომილებაში სხვა სამყაროში და მატერიაში შემოდის რა ქმნის მატერიალურ სხეულებს, ამ 2 ძალისაგან იქმნება სწორედ ის რასაც მატერიას ვეძახით, ელექტრონები უარყოფითი მუხტი, უარყოფითი ენერგია, უარყოფითი ძალა, (წოდებული წყვდიადის სულად, წყვდიადის ძალად, ანტიქრისტეს სულად, კლიფოთად) და დადებითად დამუხტული ბირთვი პროტონები, დადებითი ძალა დადებითი ენერგია (წოდებული წარსულში ნათლად, წმინდა სულად, ქრისტეს სულად) აი შემოქმედი 2 ძალის ერთობლიობა, დადებით ძალას გარსად აკრავს უარყოფითი ძალა და იწყება ქმნა. სანამ ქიმიურ ელემენტს მივიღებთ მანამდე ამ ქიმიურ ელემენტს სწორედ ამ 2 ძალის (დადებიტისა და უარყოფითის) ურთიერთქმედება ქმნის, შემდეგ გააგრძელეთ ატომიდან დაწუებული სამყაროთი დამთავრებული და თქვენც დაინახავთ როგორია სინამდვილეში ღმერთი, ეს 2 ძალა კი ზეგანვითარებულ არსებებსაც ქმნის, მაგ: ადამიანს ხოლო ჩერეზ ადამიანის ტვინი კი იეღოვას, სატანას, კაშჩეი ბესმეტნს, ბაბაიაგას და ა.შ ...............
  4. არ შეესაბამება. აზრი და ვის წინაშე უნდა დაიცვან თავი შენს წინაშე? კაცის რომელიც მეცნიერების მიერ შოკირებულ პაროდიად წოდებულ "ახალი ქვეყნიერების თარგმანზე" ამბობ რომ სრულყოფილია? სირცხვილი მართლმადიდებლებს იმის გამო რომ ზუსტი თარგმანი ვერ გააკეთეს აქნობამდე და ასჯერ სირცხვილი კიდევ შენ, იმიტომ რომ შოკირებულ პაროდიას არეკლამებ.
  5. Siknadmo გაიხარე, ხედავთ არც თუ ისე ძნელი ყოფილა ამის აღიარება: მე კი ვამბობ, რომ ეს სასულიერო პირების დაუკვირვებლობის შედეგი სრულაც არ არის, სპეციალურად შვრებიან ამას და რის გამოც შვრებიან გეტყვი, ადამიანს სურს რომ ღმერთი მას გავდეს, ქონდეს ხელები ფეხები, ცხვირი და ყურები, ასე უფრო უადვილდება მას ღმერთთან კონტაქტი, ჭეშმარიტი ღმერთი კი სულ სხვანაირია, არ აქვს მას ფორმა და გარშემოწერილობა, არც დადგენილი ჩარჩო, დავწერდი აქ როგორიცაა სინამდვილეში მაგრამ ეს ძალიან დიდ წივილ კივილებსა და უსიამოვნო დისკუსიებს გამოიწვევს ასე რომ თავს შევიკავებ.
  6. Giorgi Kiskeidze ვის გავს საიდან გადაიხატეს და ვის დააწერინეს ამას არა აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელოვანი აი ეს არის: დღეს ეგ ხატები ტაძრებშია გამოფენილი, სრულიად კანონიკური სტატუსით თან და მის წინ დაჩოქილ მლოცველს ეუბნებიან რომ ეს ხატი ღვტის სახის სარკმელია. ცვლის იმას, რომ როდესაც მორწმუნე ქრისტიანი იოანე მოციქულზე საუბრობ და მის მიერ დაწერილი გამოცხადება კუნძულზე 10 წლიანი განდეგილობისაგან გამოწვეული შფოთიანი ჰალუცინაცია გგონია, მაშინ მორწმუნე ქრისტიანი ვეღარ ხარ და თუ არ გგონია, მაშ სიმართლე დაუწერია და ამ სიმართლეში აღწერილი იესო სულ სხვანაირი გარეგნობისაა ვიდრე მე-13 საუკუნით დათარიღებული ტურინის სუდარაზე გამოსახული პორტრეტი. Siknadmo ჰო და მაგ ინსტრუქციაში წერია ეს: მაგ სამების ხატზე კი რომ მამა ღმერთია გამოსახული და ამის მაგალითები დავდე ზემოთ, სამების ხატი სადაც იესო მამა და წმიდა სულია გამოსახული მტრედის სახით თითქმის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში დევს საქართველოში ითვლება კანონიკურ ხატად, ნაკურთხად, სწრაფშემწედ და ა.შ..... სწრაფშემსმენლადაც ეს გამომრჩა. ეგ იმიტომ განისაზღვრა, რომ ხატმებრძოლებთან დადეს შეთანხმება, რომლებიც იძახდნენ რომ საერთოდ არ უნდა დაწერილიყო ხატი, ხატმებრძოლნი რომ არ აბუნტებულიყვნენ კვლავ და ხალხი არ აეყოლიებინათ ბიზანტიის იმპერატორის მეუღლემ ირინე დედოფალმა მოიხმო მღვდელმთავრები და უთხრა, ხო ხედავთ რა სიტუაციაცაა მსოფლიო საეკლესიო კრებაც კი მოიწვიეს ხატთთაყვანისცემის გასაუქმებლად, აღადგინეთ ისევ, მაგრამ როგორც აქნობამდე ხატავდით ჰაი ჰარად თქვენს ნებაზე ცოტა ჭკუაზე მოდითო, იმათად კოჰაბიტაცია გააფორმეს ხატმებრძოლებთან და ვაჟრობაში რომაა არც შენი არც ჩემი, ხატწერა განაგრძეს მაგრამ მამა ღმერთის გამოსახვა შეწყვიტეს, შემდეგ დაშოშმინდნენ რა ხატმებრძოლები ისევ უბერეს "ნეტარი იეღოვას: პეიზაჟების ხატვა, რომ წერ აკრძალესო მაგ აკრძალვას წინ რა მოვლენები უძღვოდა იმას რაღად აღარ წერ? აი ამ ამბებს: http://ka.wikipedia....%83%91%E1%83%90 და თუ აკრძალეს კიდევ მაშ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს, რაღად უდევთ ტაძრებში კანონიკურ ხატებად დღესაც მამა ღმერთის გამოსახულებიანი ხატები? საეკლესიო კრების განჩინებას ეწინააღმდეგებიან? ხომ თავად ამბობენ რომ კრება შეუმცდარია რადგან ღვთის სული წარმართავსო? და თუ ამბობ რომ არაკანონიკური ხატები უწყვიათ ტაძრებში, უფრო უარესი, არაკანონიკურ ხატს ქვია - კ-ე-რ-პ-ი და 21-ე საუკუნეში შეფარვით კერპებზე აცემინებენ თაყვანს მათ წინ დაჩოქილ მრევლს?
  7. Giorgi Kiskeidze საქმე იმაშია, რომ არ ერევათ, მაგრამ ხომ იცი რომ ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია, მაინც წვერებიან ჭაღარა მოხუცად წარუდგენენ ხოლმე მამა ღმერთს მრევლს. უამრავი ასეთი დაწერილი ხატი არსებობს და რა ვქნა მოვიძიო და დავდო, ვეძებო ავტვირთო შემდეგ რადიკალზე, დრო გავიყვანო ძვირფასი და დავდო? კარგი შენი ხათრით ვიზავ ამას: http://s017.radikal.ru/i412/1304/7c/00348f7fb39f.jpg აი ეს ქერუბიმებზე ამხედრებული იეღოვა. http://i058.radikal.ru/1304/dd/6f0d4ba782ee.jpg ესეც მამის მარჯვნივ მძდომი ძე სულიწმიდა მტრედის სახით შუაში (სამების ხატია) და უამრავი მსგავსი ხატი კიდევ მაგალითად აი ეს ერთსაც ავტვირთავ: http://s56.radikal.ru/i152/1304/06/64b96016b142.jpg გულკეთილი იეღოვა. არაფერი შეცვლილა ეს ხატები დღესაც კანონიკურია და დღესაც იგივე მეორდებ. არა, მე ვლაპარაკობ კაცზე რომელიც ქრისტეს საყვარელი მოციქული იყო. და მოიცა 10 წელი თუ კუნძულზე იცხოვრა მარტომ ეს რას ნიშნავს გაგიჟდა? ჰალუცინაციები დაეწყო და ბოდვა ჩაწერა აპოკალიფსის სახით? შელამაზება არ ქვია, მაგ "შელამაზებაზე" აი ეს სიტყვებია დაწერილი: იოანეს გამოცხადება თავი ოცდამეორე 18. ვუმოწმებ ყველას, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში. 19. ხოლო თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ჩაწერილია ამ წიგნში. Siknadmo მაშ გამოფხიზლდი და შემდეგ ვისაუბროთ, მართლმადიდებლურ მრწამსს რაც შეეხება იდეალურად ვერკვევი, კატეხიზმოც ზეპირად ვიცი, დიდი რჯულის კანონიც, მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ მიღებული დოგმატებიც თავის კანონებიანად, მოციქულთა კანონიც და ზოგადად ეკლესიის ისტორიაც. მტრად არც მე არ აღგიქვამ, მე მტრად აი ამას აღვიქვამ 2+2=5 წარმატებას გისურვებ ჭეშმარიტების ძიებისა და აღმოჩენის საქმეში. ჰო მეც მაგას ვცდილობ სიმართლე არ დაიკარგოს.
  8. Siknadmo მღვდელი. მრევლის წარმოსახვაში ქმნის რა ილუზორულ სურათს ღვთისას, რომელიც თურმე კაცს გავს, თეთრი წვერით მაინც, ტილოს სამოსით და ა.შ ან არ იცი ან იტყუები, სამების ხატს შეხედე და კარგად გაარჩევ ზედ მამიკო ღმერთს. ჰო ასეა, მაგრამ ძის ზუსტი გამოსახულებაც რომ არ იცით? იმედია ხელთუქმნელი ხატისა და ტურინის სუდარის ყბადაღებულ ზღაპარს არ მოყვებით, არც მისი გამოსახულება იცით როგორია სინამდვილეში აი ეს სიმართლეა. პირდაპირი კავშირი აქვს ხალხს ატყუებს. იმის მაგივრად რომ საზოგადოებას აუხსნან რა არის ღმერთი კაცის ხელით დახატულ სურათებს აჩეჩებენ და ეუბნებიან აი ამას ჰგავსო. Giorgi Kiskeidze როგორ არი იცის და ვერ გაიგებს? აბა იოანემ ვინ აღწერა ხილვაში? იქ ის იესოს აღწერს. რაც შეეხება წმინდა სულს მას ფორმა არ აქვს შესაბამისად არც გარეგნობა, ხოლო რაც შეეხება იჰვჰ-ს შეუძლებელია მისი სახე კაცმა იხილოს და ცოცხალი დარჩესო ასე უბნობს წინასწარმეტყველი ესაია.
  9. IamNumberOne მთლად მასეც რომ არ არის საქმე? ადამიანი თავის აღქმით ქმნის მათ, მხოლოდ მათ არა ყველაფერს რასაც აღვიქვამთ ჩვენი აღქმის რეპროდუქციული გამოვლინებებია, ირგვლივ მყოფი სამყაროდან დაწყებული სატანათი დამთავრებული იქმნება ჩვენს შიგნით, ეს როგორ ხდება თუ გაინტერესებს შეგიძლია ამ ვიდეორგოლს გადახედო: ჰო და აი ასე ფანტაზიორობით ქმნის ადამიანად გამოხატული 2 ძალა სხვადასხვა ფორმებს, მათ შორის სატანას, ანგელოზებსა და ღმერთს, არსად ისინი სხვაგან არ არსებობენ მხოლოდ ჩვენს შიგნით და ჩვენგან გამოდიან გარეთ, ფიქრით გონებით, ისინი ჩვენგან გამოდიან როგორც ლაზერი აპარატიდან და სივრცეში ქმნიან 3დ გამოსახულებებს. ასე რომ წყარო მათი შექმნისა ეს ჩვენი გონებაა და მხოლოდ მათი შექმნისა არა ყოველივესი ჩვენი სხეულებისა და სიკვდილის ჩათვლით. მოკლედ ბევრს რომ არ მივედ მოვედო, ადამიანს შესწევს ძალა ფიქრით განახორციელოს არარსებული. აქედან გამომდინარე კი სატანა მხოლოდ იმათთვის არსებობს ვისი ფიქრებიდანაც ის ისხავს ფორმას, ათეისტისათვის სატანა ვერ იარსებებს, უბრალოდ ვერ იარსებებს, რა მოხდება თუ ყველა ათეისტი გახდა? ღმერთი მოკვდება და უკან მიყვება სატანა და ეს მართლა მოხდება განა მხოლოდ ნიცშეს თავში საყოველთაოდ, ამიტომაც ასულდგმულებენ ზებუნებრივს რელიგიები მრევლის ფანტაზიებით გამოძერწილ ეგრეგორების დახმარებით, რომელიც ზემოთ ვთქვი უკვე სხვა არაფერია თუ არა დაცემული აღქმის წარმოსახვის ნაყოფი.
  10. Giorgi Kiskeidze ადამიანის აღქმის საცოდავი დილეტანტიზმის სხვა არაფერი, რომელი რელიგია? რა სული? სად ბანაობთ? ხალხი მთვარეზე მოჯმას აპირებს უკვე ზღაპრების დრო წარსულს ჩაბარდა. ერთადერთი სადაც სატანა ან ღმერთი არსებობს ეს ადამიანის წარმოსახვაა და რადგან ადამიანია შემოქმედი ის ქმნის ორივეს. სამწუხაროდ ეს შემოქმედი საკუთარი ქმნილების მონად იქცა. მერე ის რომ სულ რაღაც 100 წლის წინ სწორედ ასეთი ეგონათ ღმერთი და ეშმაკი და მერე კიდევ ის რომ აი ეს: მისი თაფლიანი კოვზეც არ გინდა არა? რომ გითხრა სატანა ყოფილი ადამიანია თქო რას იზავ დაიჯერებ?
  11. Giorgi Kiskeidze გეტყვი რა პრობლემაა? მე სატანისტი გეუბნები, რომ სატანა არ არსებობს, არ არსებობს ისეთი სატანა, როგორსაც რენესანსის ეპოქიდან იცნობთ. სისულელე კიდევ იმიტომაა, რომ არ არსებობს ისეთი ღმერთი, როგორსაც ხატებიდან იცნობ ჭაღარა სანდომიანი მოხუცი, გულუბრყვილო სახით არ არსებობს, არსებობს იესო პირველი ძმათა შორის და ისიც იმიტომ, რომ ამ წმინდა ადამიანმა მიიღო ღმერთად წოდების უფლება, სასუფევლიდან მატერიაში შემოსული წმიდა სული სიტყვა განკაცდა (ადამიანად ტრანსფორმირდა) და თქვა "ღმერთი არის სული" და არა თქვენს ნა-ხატებზე დახატული მოხუცი, შენ კი გიორგი სწორე ისეთი ღმერთი ხარ როგორც ის, ძმათა შორის პირველი და შენ წარმოიდგინე მასზე წინაც ხარ გარკვეული მოსაზრებით, მასში არ იყო ბოროტება შენში არის. ის არ იყო ბოროტების თანაზიარი შენ ხარ და ეს შენი პრივილეგიაა, იყო ერთდროულად კეთილ-ბოროტი ნელთბილი, საკუთარ თავში ატარო სიბნელე და სინათლე და თან ღვთისშვილობაზე გქონდეს პრეტენზია, შენ მეტი ხარ შენი ცნობადობით ის კი მწყემსი კეთილია, დიდება მას თავის გზაზე მე სატანისტი გეუბნები დიდება უფალ იესოს. კეთილს. თქვენ კი არ ხართ ქრისტიანები სულ რომ ახტეთ და დაეცეთ, თქვენ სატანისტები ხართ მაგრამ ამის შესახებ ჯერ არ იცით. ფული არ გყოფნის? გსურს გასესხო? Precursor და იიშ ქაა სადღაა? წივილს რაც შეეხება თუ გსურს მშვენიერ სოპრანოს დაგიმუშავებ.
  12. Giorgi Kiskeidze ორთოდოქსული ზღაპრები ზეპირად ვიცი ასე რომ აწი შეგიძლია მათი წერით თავი აღარ შეიწუხო, სული კი კარტოფილი არ არის რომ დადგე და ბაზარში გაყიდო და დაკარგო. სულ რაღაც 100 დოლარად მოგყიდი სულს გადაიხდი? IamNumberOne სინამდვილეში კი არ არსებობს არც სიკეთე და არც ბოროტება, არსებობს გარდაუვალი აუცილებლობა და ამით გამოწვეული შედეგები, თევზზედ კი იმის დასადგენად კეთილია თუ ბოროტი ის ექსპერიმენტის ჩატარება სულელის მეტს არავის მოუვიდოდა იდეად თავში, თევზი ვერ აანალიზებს საკუთარ ქმედებებს შესაბამისად ძალიან გულითაც რომ უნდოდეს ბოროტებას ვერ ჩაიდენს, მგელმა კაცი დაგლიჯა და შეჭამა დასკვნა მგელი ბოროტია, სულელურად არ ჟღერს? ადამიანს რაც შეეხება არაფერი არ დევს ამიტომ აგიხსენი დაწვრილებით რომ გაგეგო, ადამიანი არის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ძალის ერთობლიობა, აი ამ 2 ძალას რაღაცნაირად, რანაირად ვერ გეტყვი შესწევთ აზროვნების უნარი და შესაბამისად მათი ურთიერთქმედების შედეგი ანუ მატერია ადამიანი არის შემოქმედი რომელიც შემდეგ უკვე საკუთარი საქციელის გამოვლინებებს არქმევს სახელებს, სიკეთე და ბოროტება კი აბსტრაქტული ცნებებია და ბუნებრივად ადამიანში სწორედ ამ 2 ძალისაგან მოდის, გააჩნია რომელი ძალის თვისებები გადაწონის ადამიანში ამაზეა დამოკიდებული მისი საქციელი, თუ უარყოფითი ძალის ანუ კლიფოთის ასე ქვია, მაშინ ასეთ ადამიანს ბოროტს უწოდებენ, ხოლო თუ წმინდა ძალის ანუ სეფიროტის მაშინ ადამიანს კეთილს უწოდებენ, აბსოლიტურად კეთილი კი მხოლოდ ერთი პიროვნებაა ის ვისაც იესო მამას უწოდებს და ეს არ გახლავთ ღრმადპატივცემული იეღოვა ეს სულიწმიდაა, აბსოლიტური ბოროტებაც ერთ პიროვნებას ეკუთვნის, უარყოფითი ძალას, კლიფოთს წყვდიადის სულს, დაარქვით რაც გნებავთ........... ეს ადამიანი დამკვირვებელი, გონებით წყვეტს რას დაუძახოს სიკეთე და რას ბოროტება და აი ეს არის სწორედ ედემის ხის ცნობადის კეთილისა და ბოროტის ნაყოფის დაგემოვნება, ადამიანის ტვინმა შეიძინა უნარი ქმედებების გარჩევისა ერთი მეორისაგან, მაგრამ უბედურება ის არის რომ აქაც კი ცდება ადამიანი, ვინაიდან აღქმა აქვს არასრულყოფილი.
  13. IamNumberOne ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, თეოლოგიისა და თქვენ წარმოიდგინეთ პარაფსიქოლოგიის წიგნებსაც უკვე დიდი ხნის წინ გადავხედე და თან განა მხოლოდ გადავხედე შევისწავლე კიდეც, ასე რომ ატვირთვა საჭირო არ არის თავად მაქვს პირად და ელექტრონულ ბიბლიოთეკაში. ნათლად არ სჩანს, ეს "ადამიანში დევს" რას ნიშნავს? ადამიანი სკივრი ხომ არ არის მასში რაღაც ჩადო, საქციელი რომელსაც სიკეთეს ან ბოროტებას ვუწოდებთ ეს ხომ გონების პროდუქტია? ანუ ადამიანი ჯერ გონებრივად აანალიზებს საკუთარ მომავალში მოსახდენ საქციელს და შემდეგ ახორციელებს, ან არ ახორციელებს, გამოხატავს რა ნებას, მაგრამ საქციელი იქნება ის სიკეთე დარქმეული სხვათა მხრიდან თუ ბოროტად წოდებული პირველად სად იბადება? გონებაში ასე არ არის? ხოლო რა არის გონება, თუ არა ადამიანის თავის ტვინში მიმდინარე ქიმიურ ელექტრული პროცესის კანონზომიერი ერთობლიობა? ამ პროცესის ფუნქციონირებას უზრუნველჰყოფს ჯანსაღი თავის ტვინი ხომ? თავის მხრივ კი ტვინი შედგება მცირე ნაწილაკებისაგან რომელსაც ატომებს ვუწოდებთ და მის ირგვლივ მბრუნავი უარყოფითად დამუხტული ელექტრონებისაგან, რომელიც ენერგიის სახესხვაობაა, ნუ ატომსაც თუ ჩავუკირკიტებთ მივალთ კვარტებამდე, რომელიც სხვა არაფერია თუ არა სიმების ფორმის ენერგეტიკული ტალღების რხევა დადებითი მუხტით, გამოდის რომ ადამიანის თავის ტვინი შედგება ორი ურთიერთსაწინააღმდეგოდ დამუხტული ენერგეტიკული ნაკადისაგან, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ნებისმიერი მატერიალური ნივთი ასე არ არის? ჰო და გეკითხებით, როგორ ძალუძს ენერგიას ფიქრი? ნებისმიერი მატერია, ქიმიურ შემადგენლობას არ აქვს მნიშვნელობა რომ დაშალო მცირე ნაწილაკებად სწორედ 2 ურთიერთსაწინააღმდეგოდ დამუხტულ ენერგიასთან მიხვალ, მაშ რატომღა ვეღარ ფიქრობს ქვა და როგორ ფიქრობს ადამიანის თავის ტვინი? ზუსტად იგივე ენერგეტიკული ნაკადებისაგან შედგება ქვაც, ხეც, ძროხაც და ადამიანიც, არანაირი სხვაობა მათ შორის არ არის, სხვაობა ჩნდება მხოლოდ ამ 2 ენერგიის მატერიაში შემოსვლით ანუ ჩვენი დამკვირვებლის სუბიექტურ და ამავდროულად ილუზორულ აღქმაში, და შემდეგ ჩვენ ვყოფთ აღქმით ამ ენერგიებს ქიმიურ ნივთიერებებად, ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებად ფლორად და ფაუნად ადამიანად, არადა რეალურად მხოლოდ 2 ძალა არსებობს, ძველად ერთს ეძახდნენ სამაელს მეორეს იჰვჰ-ს, აი ასეთი სახელები მოუფიქრეს ბედუინებმა იმ საშენ მასალას რომლითაც შენ ხარ ნაშენები ადამიანო, ასე რომ სატანა ან ღმერთი თუ სადმე არსებობს ეს მხოლოდ ჩვენს არასრულყოფილ წარმოსახვაში, რომელსაც ერთი საოცარი უნარი აქვს შემოქმედია, ადამიანი ანუ ამ 2 ენერგიის მატერიაში გამოვლენის პიკი, განვიტარებული ან ენერგიების ყველა წინა გამოვლინებაზე არაცოცხალი ბუნებიდან დაწყებული ცოცხალი ფაუნით დამთავრებულზე ყველასა და ყველაფერზე ზემდგომი, ვინაიდან მას აქვს გონი, შეიძინა ეს გონი ევოლუცია დევოლუციის პროცესში არის შემოქმედი და ფიქრით, აღქმით ქმნის ყველაფერს რასაც ირგვლივ ხედავ საკუთარი სხეულის ჩათვლით, აი ეს სიკეთე და ბოროტებაც ზოგადი ცნებებია არასრულყოფილი ადამიანის განცდებზე დამოკიდებული და ისეთივე ილუზორული როგორც მისი აღქმა ჭეშმარიტებასთან მიმართებაში. Giorgi Kiskeidze სული რა არის? რას ეძახით თქვენ სულს? მე მაგალითად სულს 2 დაპირისპირებულ ძალას ვეძახი და ასეც არის სინამდვილეში, ხალხები ამ ძალებს სხვადასხვა ტერმინებს უწოდებენ, სული წყვდიადისა, სულიწმინდა. სინამდვილეში აი ეგ სული წყვდიადისა + სულიწმიდა = ადამიანს. ან უსულოს რას ეძახით არაცოცხალ გამოვლინებებს ენერგიისას? ქვასა და ხეს? ისინი უსულოები კი არ არიან თავად არიან სულის ანუ ენერგიის გამოვლინებები ამ ფორმით, იმას რასაც უსულო ქვას უწოდებ, რომ დაგენახა სინამდვილეში როგორც გამოიყურება, ვეღარ უწოდებდი უსულოს, იცი რას იტყოდი? ეს ქვა კი არა 2 სულია ერთმანეთში გადახლართული რადგან უერთმანეთოდ ვერ შეიქმნებოდა ის რასაც ქვას ეძახი, რადგან ატომი ვერ იარსებებს ელექტრონების გარეშე და ვერც ელექტრონები "გაძლებენ" ატომების გარეშე, ჰო და გიხაროდეს მოაზროვნე ატომებისა და ელექტრონების კრებულო ადამიანო და დასვი კითხვა რად ვერ აზროვნებენ სწორედ იგივე ელექტრონებისა და ატომების მქონენი, რად? დედამიწის წიაღისეულში ყველა ის ქიმიური ელემენტი მოიპოვება, რაც შენს ორგანიზმში, მაშ რაღად ვეღარ აზროვნებს ის? რად ვერ პოსტავს ფორუმზე? აქ სხვა რაღაცაშია საქმე და ამ რარაცას 2 ძალის თამაში ქვია ერთმსახიობიან თეატრში, სადაც ბუნებაც ის არის, ქვაც, ხეც, მოტოციკლეტიც და ზედ მჯდომი ადამიანიც, ვისაც არ მოსწონს აი დარდი, მოუწევს შეგუება და ღრუბლებში მჯდომ ელვისმტყორცნელ ჭაღარა მოხუცთან გამოთხოვება. მაკიაველი ფორუმ.გე-ზე რომ სატანისტები პოსტავდნენ რაღა უჭირთ.
  14. IamNumberOne ეს წინგადადგმული ნაბიჯია, სატანა როგორსაც მას რელიგიები ხატავენ მართლაც არ არსებობს, ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან, როგორ ფიქრობთ ბოროტება არსებობს ან და სიკეთე?
  15. IamNumberOne გასაგებია, ზოგადად სატანაზე რა აზრის ბრძანდებით? იზიარებთ მასზედ საყოველთაოდ გავრცელებულ რელიგიურ ჭორებს თუ საკუთარი მსოფლმხედველობა გაქვთ ამ საკითხთან მიმართებაში?
  16. IamNumberOne მე სატანა არ ვარ და თავი როდის მოგაბეზრეთ რომ ახლა დანებებასაც მთხოვ?
  17. Dakaray ეა თუ გეცხადება სიზმრად ეს მხოლოდ სასიკეთოდ წაგადგებათ, ძალაუფლებისა და სიმდიდრის მომტანი ღვთაებაა.
  18. Asmodeus 1. ღმერთმა (იმიტომ რომ იძულებული იყო) 2. მაგისას.
  19. CPUG მაგინებ და ერთმა ხომ მიიღო საკადრისი პასუხი შენც მიიღებ.
  20. Shaten ჩემთვის ცოდვა როგორც ასეთი არ არსებობს შესაბამისად ვერც ჩავიდენ, გიმეორებთ ლა ვეი ეტალონი არ არის, ეს მის მიერ როგორც ინდივიდის მიერ დანახული რეალობაა და მე და კიდევ სხვას ნაკლებად ეხება, ნებისმიერ სატანისტს განვითარების დამოუკიდებელი გზა აქვს არჩეული, ჩემთვის არ არსებობს კუმირი, მასწავლებელი და ჭკუის დამრიგებელი, ვენდობი მხოლოდ საკუთარ გონებას, ასე რომ ლა ვეის დოგმატებით შეგიზლიათ სასაფლაოზე ირბინოთ იქ გადაეყრებით ასე 18-19 წლის თინეიჯერ ემოებს და იმათ წაუყენეთ ულტიმატუმები. ეს მარტივად შემიძლია, უბრალოდ ამის აზრს ვერ ვხედავ, თქვენ თქვენი პოსტების უსუსურობასა და ალოგიკურობას ვერ ამჩნევთ და გინდაც დაგანახოთ არ დაინახავთ, რადგან დაკონკრეტებას მთხოვთ ესე იგი ვერ ამჩნევთ, ჰო და რა აზრი აქვს დაკონკრეტებას მაინც ვერ დაინახავთ, თქვენ რო იმის ხედვა შეგეძლოთ რამხელა სისულელეებიც დაწერეთ დაკონკრეტებას აღარ მომთხოვდით, ასე რომ ჩაო.
  21. Shaten ლა ვეი არ არის ეტალონი. თქვენი ნებისმიერი პოსტი ალოგიკურობის შესანიშნავი მაგალითია. პ.ს ნუ ნერვიულობთ, ეს საკითხები მე არ მაღელვებს თქვენც ნუ აღელდებით, საკუთარი ნერვები უპირველესი ყოვლისა, ხომ ხედავთ რომ ეს თემა ნევროზთან ერთად საკუთარი შინაგანი სისუსტის დემონსტრირების იძულებასაც გმართებთ, შეეშვით რა, არ არის სატანიზმი თქვენთვის ჯერ ფილოსოფიით ითამაშეთ.
  22. Shaten ამ თემაშიც ვწყვეტ თქვენთან საუბარს იმდენ ალოგიკურ დეტალებს ვხედავ თქვენს ვარაუდებში.
×
×
  • შექმენი...