Jump to content
Planeta.Ge

Samael

პლანეტელი
  • პოსტები

    160
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი Samael

  1. Shaten რა არის იცი? რაღაც მომენტში ვეთანხმები, რაღაც მომენტში არა. უკეთ რომ ავხსნა მაგალითებს მოვიყვან. ბავშვს ხომ იცი ნაყინი და შოკოლადი როგორ უყვარს, ერთხელ რომ გაასინჯო სანამ არ გაიზრდება მიყიდე, მიყიდეს ვერ მოაშლევინებ, ჩხავიხ, ტირის, იკლებს ქვეყანას, მოდი და ეხლა აუკრძალე ბავშვს ნაყინი, ხომ დაიტანჯება არა? ასევეა ახალგაზრდა კაციც და ქალიც, ერთხელ რომ განიცდის ორგაზმს, ნაყინივით სულ უნდა ამ სიამოვნების მიღება, ანუ ისენი სულიერი ბავშვები არიან, არ არიან ჯერ იმ დონეზე გაზრდილები სულიერად რომ სექსზე ნებაყოფლობით თქვან უარი. აი ამ სულიერ ბავშვებს რელიგიის მამები თუ პაპები უკრძალავენ სექსს, რაც არასწორია, არ არის ჯერ ამის დრო, არ არის ჯერ საზოგადოება იმ დონეზე მომწიფებული რომ გაათვიცნობიეროს შემდეგი "ხორციელი სიამენი დროებითია, სულიერი განვითარებისათვის ხელისშემშლელი და დამაბრკოლებელი ჭეშმარიტი მიზნისაკენ მიმავალ გზაზე". ამათი აკრძალვები გავს უტიფარი მშობლის საქციელს, რომელიც ბავშვს ეუბნება ნაყინი ხიხიაა შვილო არ ჭამო, ბავშვს ხომ სულ კიდია ამ დროს მშობლის სიტყვები ნაყინის ხიხიაობასთან დაკავშირებით? ხომ მაინც უნდა და ხომ მაინც ჩხავის? ასევეა კაცობრიობაც. დღეს შენ ხომ აღარ ტირიხარ იმის გამო რომ ნაყინი ვერ გიყიდა მშობელმა? ნაყინი რომ არ ჭამე ხომ აღარ გაწუხებს ეს ფაქტორი? რატომ? იმიტომ რომ გაიზარდე, ბავშვი აღარ ხარ და შესაბამისად ეს საკითხვი აღარ გაღელვებს, გინდა? შეჭამ ნაყინს. გინდა? შეგიძლია თავი შეიკავო და აღარ იტირო მინდოდა და რად ვერ ვჭამეო. ანუ შენ უკვე შეგიძლია ნაყინის ჭამით გამოწვეული სიამოვნებისაგან თავის შეკავება და თან ისე რომ ეს თვითშეკავება დეპრესიაში არ გაგდებს, არ გაზიანებს, ასევე ვარ ზუსტად მეც ოღონდ სექსთან მიმართებაში, შემიძლია ვთქვათ ლოგინში ჩაწოლილი შიშველი ლამაზი ქალი წამოვახტუნო უკან ლოგინიდან, მეც ჩავიცვა და წავიდე, გააჩნია ხასიათს თან ამაზე სულაც არ ვიღელვებ უი ეს რად ვქენი თქო, ან შემიძლია მქონდეს სექსი და არც ამაზე ვიხარო და ვიტრაბახო ანუ შემიძლია თავი შევიკავო. რატომ? იმიტომ რომ უკვე იმდენი "ნაყინი ვჭამე" ყელში ამომივიდა. სექსმა ის "გემო" დაკარგა, რა გემოსაც "ნაყინი კარგავს" როდესაც ბავშვი დიდი კაცი ხდება. აღარ არის სექსი ის ხორციელი ვნება რომელიც ადამიანს აგიჟებს. მაგრამ ეს ჩემთვის. სხვისთვის? სხვისთვის ჯერ კიდევ ნაყინია და რამდენიც არ უნდა იჩხავლოს მღვდელი იყნება, მოლა თუ რაბინი, ადამიანი მაინც მიიღებს ამ სიამოვნებას, მანამ სანამ არ გაიზრდება, სანამ სულიერი ბავშვიდან, სულიერ კაცად არ გარდაიქმნება. ასე რომ აკრძალვა ამაოა და უაზროც, მაგრამ ამავდროულად ვინაიდან კეთილი შედეგის მომტანი ამ ნაწილში ვეთანხმები. აქ მეორე ასპექტიცაა, არსებობს კიდევ ასეთი სითხე ლუდი ქვია, ბავშვებს საშინლად არ მოწონთ, სულიერ ბავშვებს ეს "ლუდი" არ უნდა დაალევინო, მხოლოდ იმიტომ რომ სულიერ კაცს უკვე მოგწონს ეს ლუდი )))))))))))))))
  2. Shaten აზრი ძალაუფლების წყურვილშია, დებილი რომ ადვილად სამართავია ეს პრიმიტიული ჭეშმარიტება ხომ იცი? ისინი მბრძანებლობენ მატერიალურ სამყაროზე და სამყაროში, ანუ ყველა ასე ვთქვათ დემონი ყოფილი ადამიანია და თქვენ წარმოიდგინეთ პირიქითაც ყველა ადამიანი არსებობაში წყვდიადის სულით, ანუ ეგოისტური, მტაცებლური, ბოროტი ბუნებით შემოდის, ანუ ბუნებით მომხმარებელია მშთანთქავი და არა გამცემი. გნოსტიციზმი საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა, მაგრამ როგორც ყოველი სექტა იდეაფიქსებში ჩაკეტილი. არა თავად იყო მატერიაში გამოვლენილი სეფიროტი, რელიგიურად რომ ვთქვათ ის იყო ხორცში ფიზიკურ სხეულში ტრანსფორმირებული წმიდა სული, ანუ ქრისტე, მესია იყო სული, წმიდა სული, ხოლო მისი ტაძარი ასე ვთქვათ კაცი იესო. ეს სული წარსულშიც გამოვლინდებოდა წინასწარმეტყველების სახით, მაგრამ სხვაობა წინასწარმეტყველსა და კაც იესოს შორის არის ის რომ წინასწარმეტყველები ცოდვის სულით შემოდიოდნენ მატერიაში, ანუ ჩვეულებრივ ადამიანად და შემდეგ აღადგენდნენ კავშირს სეფიროტთან და იღებდნენ მას, ხოლო იესო როგორც თესლი კეთილი ამ ნაკლის გარეშე იშვა. ამაზე მარტივი არაფერია, კეთილ თესლს არ ძალუძს ბოროტის ქმნა, ხოლო ის ვისაც ძალუძს ბოროტის ქმნა, ვეღარ არის კეთილი. ადამიანი სულ რომ ახტეს და თავდაყირა დაეცეს, მაინც წყვდიადის სულით ილუზიაში მოთესლებული ხიშნიკია მოწონს ეს თუ არ მოწონს მაინც, უარყოფს თუ არა მაინც. ასეა და ეს სიმართლეა. არავინ არის მართალი, არავინ არის წმინდა, ყველანი გზასაცდენილი ნაბიჭვრები არიან, უკლებლივ ყველანი დიდიან პატარიანად, ერთი პატარა გამოსწორების შანსი აქვთ მხოლოდ და ამ შანსს ქვია სურვილი გამოსწორებისა ეგოიზმიდან ალტრუიზმამდე. კი არსებობს, მაგრამ არსად სხვაგან ცაში ან სხვა სულიერ სამყაროებში, ამ ორ ძალას შორის ბრძოლა ადამიანის შინაგანში ხდება, ანუ სულიერ გულში (მალხუტ) სულიერი გული ნიშნავს, გონებასა დაა გრძნობებს. აზრი ადამიანის გაზრდაა. მაგალითად: მე იმდენი მივქარე ამ ცხოვრებაში და იმდენი სასჯელი გადავიტანე მიქარვებისათვის რომ საბოლოვოდ "ჭკუა ვისწავლე" ეს ბრძოლაა და ჭკუის სწავლება ბრძოლის შედეგი. პატარა ფულს ვიშოვიდი თუ არა, რესტორან რესტორან დავიარებოდი, თან მოვხვეტავდი ნაცნობ უცნობებს, სამსახურში პახმელიაზე ცალ ფეხზე მეკიდა ყველა მოკლედ თავაწყვეტილი ამაყი, ჩხუბისთავი და ტიპიური "ქართველი ვაჟკაცი" ვიყავი. ქმედება ხომ შედეგებს იწვევს არა? ხო და ამ ყველაფრის შედეგად იცი რა დადგა? 2 წლიანი უსამსახურობა, ყოფილი ძმაკაცებისაგან მიტოვება, შიმშილი, ნერვების ხეთქვა, დეპრესია და ა.შ......................... ყველა ქართული სენი თან ერთდროულად. ეხლა ისევ ამოვძვერი ჭაობიდან, ხო და იმ ძველ შეცდომებს აღარ ვიმეორებ, ძალიან მშვენივრად ვგრძნობ თავს, ანუ გავიზარდე. სამსახურიც ვიშოვე, ოჯახიც შევქმენი და ჩემთვის წყნარად იმდენი დროც მაქვს რომ სულიერ განვითარებაზე ვიფიქრო და ვიზრუნო. ეს ბრძოლის შედეგია, საკუთარ თავთან შინაგანი ბრძოლის შედეგი. ასეთი ბრძოლები და კიდევ უფრო მტკივნეული ჯერ წინაა, ახლა სხვა ბრძოლის დროა, საკუთარი ბუნებიდან ბოროტების აღმოფხვრისათვის წარმართული შინაგანი ბრძოლის დრო, ფინალი კი უფრო უკეთესი იქნება ვიდრე წინა. მთავარია იცოდე რას ებრძვი. ყველაზე დიდი მტერი ადამიანისა საკუთარი ეგოა, თუ მას დაიმორჩილებ, შემდეგ ყველასა და ყველაფერს დაიმორჩილებ. გონებამ, შემოქმედის სტატიკური მდგომარეობიდან დინამიკაში გადასვლა ანუ ქმნილების ქმნა განაპირობა სურვილმა გამოევლინა საკუთარი სრულყოფილება, ეს სურვილი კი აღძრა გონებამ, საიდან მოდის გონება და როგორ აზროვნებს ენერგია, ამის შესაცნობად საკუთარი ბუნების კვლევაა საჭირო, ჩვენ ამას შემოქმედის ჯერ შეუცნობელ ნაწილს ვეძახით ანუ დაათს. და რა არის სრულყოფილება? სრულყოფილი რომ იყო ჯერ არასრულყოფილი უნდა იყო თორემ პირდაპირ ვერ იქნები სრულყოფილი რადგან არასრულყოფილების გამოცდილება არ გექნება, ეს კი თავისთავად არასრულყოფილებაა. ღმერთი სრულყოფილებაა გაიძახიან, სრულ-ყოფილი ნიშნავს ყველანაირი სისრულის მყოლსა და მქონეს, მათ შორის ბოროტებასა და სიკეთეს რასაც ვეძახით მაგის შემცნობელსაც. ადამიანი არასრულყოფილი მაშინ იყო როდესაც მხოლოდ ცხოველური სურვილები გააჩნდა, კვება, სექსი და ძილი. როდესაც მას როგორც ცხოველს არ გააჩნდა სინდისის ქეჯნის შეგრძნება ჩადენილი ბოროტებისადმი. მაგალითად, მგელმა დაგკიჯა კაცი. მგელი ვერ წუხს თავის ნამოქმედარზე. ერთ დროს ადამიანი სწორედ მსგავსი უბირი ცხოველი იყო, რაც არ უნდა ექნა, სულ ერთ ადგილზე ეკიდა, არ განიცდიდა, არ "რცხვენოდა" და შესაბამისად ვერც ბოროტს იქმდა, აი იმ დროს როდესაც მან ისწავლა, ამა თუ იმ ქმედებებისათვის სახელების დარქმევა, როდესაც მიხვდა რომ ტყეში უტრუსიკოდ სირბილი სირცხვილია, მაშინ შეაღო მან სრულყოფილების კარი და დღემდე სრულყოფს საკუთარ საქციელებს, ეთიკურ-ესთეტიკური ნორმებით. სრულყოფილი რომ იყო "ქიციც უნდა იცოდე და ქიცმაცურიც" გეტყოდი მაგრამ არ მინდა მიმართულება მოგცე, ეს თავად უნდა მოგინდეს ტკივილამდე და როდესაც შენ როგორც სულს ამის დრო და საჭიროვება დაგიდგება თავად მიაგნებ ჩემს დაუხმარებლად. უბრალოდ ერთს გეტყვი დღეს იქნება თუ ხვალ, ეს პროცესი შეუქცევადია და შენ და ნებისმიერი სხვა მიაღწევთ იმას რასაც რელიგიურ ენაზე განღმრთოვებას ეძახიან.
  3. Nukriko იმიტომ რომ სექსი ხორციელი სიამოვნების მიღების ერთ ერთი საშუალებაა, რელიგიები კი ორიენტირებულნი არიან ხორციელი ვნებების მოკვდინებით ადამიანის სულიერ განვითარებაზე. მაინც და მაინც მხოლოდ სექსს არ მტრობენ, როგორც ასეთს, ზღვარგადასულ სიამოვნებას ანუ ვნებურ მოსაღრეობას მტრობენ, მაგალითად ქრისტე სვამდა ღვინოს, მაგრამ არ ლოთობდა რაც ცოდვაა, ის ჭამდა ხორცს მაგრამ ნაყროვანებას (ღოპრულ მუცელთხეთქვას) არ განიცდიდა, რაც ასევე ცოდვაა, პეტრეს ცოლი ყავდა შესაბამისად ქონდა სექსი, მაგრამ ფანტასტიური ორგაზმის მისაღწევად კორინთოში არ დარბოდა ბოზებთან და ა.შ ზოგადად კი ნებისმიერი სიამოვნება დამოკიდებულებას იწვევს, მიცვევა იცის, დამონება. აი ამ მონობის პროცესს ებრძვის რელიგია სხვას არაფერს. თორემ სექსი რომ აკრძალული იყოს მაშინ ვეღარ ერქმეოდა 100 მხევლის მყოლე მეფე სოლომონს ღვთის ცხებული მეფე.
  4. BEST_GEORGIA ადამიანებს, რომლებმაც შეძლეს და გადალახეს ილუზიისა და რეალობის გამყოფი, მახსომად წოდებული სულიერი ბარიერი და რომელთა მიზანი განღმრთოვება, ანუ შემოქმედის წიაღში დაბრუნება კი არა, არამედ სულიერი სეპარატიზმია, დამოუკიდებლობა. ასეთები მრავლად არიან, თუმცა არიან ისეთებიც ვინც წიაღსვლა განაგრძეს და მიიღეს აღთქმული, ქრისტიანი ხარ როგორც ვხვდები ხო? ხო და ხომ გაქვს ბიბლიაში ამის უამრავი მაგალითი ჩაწერილი? მაგალითად ენოქის სიცოცხლიდან სიცოცხლეში შესვლა, ელიას ამაღლება, თავად შენი მაცხოვრის იესოს ფერიცვალებისას მოსესა და ელიას მოხმობისა და მათთან საუბრის ფაქტი, რამდენად ენდობა ან არ ენდობა ადამიანი ამ წყაროებს ეს თავად მისი გადასაწყვეტია, მაგრამ თუ ენდობა, მაშინ იმისიც უნდა დაიჯეროს რომ ადამიანი გარდაინაცვლებს სულიერ სავანეებში და იქ მყოფადობს სამარადჟამოდ, აი ასეთი გარდასვლები შეიძლება გამოწვეული იყოს შემოქმედის ნებით ან ადამიანის მეცადინეობით. ვისაც მე ვგულისხმობ იმათ დამოუკიდებლად საკუთარი პრაქტიკით მიაღწიეს გარდასვლას სულიერ სავანეებში და განაგრძეს პიროვნულად არსებობა, საერთოდ ეს გარდასვლა, იგივე გარდაცვალება, ცოტა რთული თემაა, რამოდენიმე ასპექტია გასათვალისწინებელი, მაგალითად როდესაც მატერიაში შემოსული სული უგუნურად განლევს წუთისოფელს ის კვლავ ამ ციხეში ანუ ხორცში ბრუნდება, ხოლო ის ვინც აკეთებს ცნობიერ არჩევანს ამთავრებს რა ინკარნაციის ციკლს, აღარ ეცემა ილუზიაში და პიროვნული ეგოს შეგრძნებით აგრძელებს არსებობას მარადისობაში, სამყაროებში სადაც არ მოქმედებს ფიზიკური სამყაროს კანონები, ამისდა მიხედვით ადამიანები 2 კატეგორიებად იყოფიან, პირობითად წყვდიადის ძეებად და ნათლის ძეებად......... Shaten გააჩნია ქრისტეში რას გულისხმობ, თუ დაახლოვებით 2012 წლის წინ მატერიაში მოვლენილ ებრაელ ბავშვს, როგორც კაცი ის იყო სრულყოფილი ადამიანი, ანუ არ შემოსულა ილუზორულ არსებობაში წყვდიადის სულით (ადამის ცოდვას რომ ეძახიან მოფერებით აი ამით), ხოლო ქრისტე იმ გაგებით იყო რომ მასში სუფევდა ეს ქრისტე ანუ წმიდა სულის მატერიალური გამოვლინება იყო თავად, ანუ მესია არ იყო სისხლი ხორცი და ძვლები არამედ სული, რომელიც ამბობს დაანგრიეთ ეს ტაძარი და მე სამ დღეში აღვადგენ მას. ნუ ეხლა შენ თუ მისი როგორც ისტორიული პიროვნების არსებობა გაინტერესებს, ამისათვის 3 ასპექტი უნდა გაითვალისწინო: 1. სამშობლო ქვეყნის ისტორიული წყაროები. 2. მეზობელი ქვეყნების მატიანე მის შესახებ და 3 არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ცნობები. იესოს შემთხვევაში სამივე ასპექტი სახეზეა, რაც მის როგორც ისტორიულ პიროვნებად არსებობას ამტკიცებს. საკუთარმა სურვილმა, რომელსაც ეწოდება ევა, საკუთარმა ეგოისტურმა სურვილმა, არანაირი ევა, არანაირი ადამი და არანაირი გველი არ არსებობდა, ეს ყველაფერი ალეგორიაა იმის გადმოსაცემად თუ როგორ მოხვდა სულთა დაცემა რეალობიდან ილუზიაში, გველი ეს გარემო გამღიზიანებელია, ძალა რომელიც ასრულებს შემოქმედის ნებას, ევა ეგოცენტრული სურვილი ხოლო ადამი ზოგადად კაცობრიობა. თორაში 1 ცოლ ქმრის ტრაგიკული ამბავი არ არის აღწერილი იქ სხვა ამბავი წერია, მაგრამ ამ ამბის ამოკითხვა რომ შეეძლოთ ტაბურეტკებით კი აღარ ირბენდნენ განმღრთოვდებოდნენ.
  5. Shaten ძალებს რომლითაც სიცოცხლის ციკლი მყოფადობს, ეწოდებათ სეფიროტ და კლიფოთ, ხოლო გამოვლინებებისდა მიხედვით: ნეფეშ, რუაჰ, ნეშამა, ჰაია და იეჰედა. სინამდვილე კი ასეთია: ქიმიური ელემენტები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ეს 2 ძალა, რომელსაც ჩვენ ადამიანები დაცემული აღქმით აღვიქვამთ ხედ, ქვად, მატერიად, ანუ ამ 2 ძალის პირველსაწყის გამოვლინებად ნეფეშად, მართლაც და ნებისმიერი მყარი სხეული რომ დაშალო ნაწილაკებად, მიხვალ ამ ძალებთან, ძალთა ველებთან რომლებიც ქმნიან მატერიას, ანუ ქიმიური ელემენტი სხვა არაფერია თუ არა ენერგეტიკული ნაკადების კანონზომიერი ერთობა, აი ამ 2 ძალას ახასიათებს გონი ადამიანი კი ამ 2 ძალის ურთიერთქმედების შედეგია, რელიგიურად რომ ვთქვათ 1 კლიფოთ არის სული ანტიქრისტესი, ხოლო 2 სეფიროტ სულიწმიდა, რომელია აქედან ღმერთი? ორივე, უფრო სწორედ კი ორივეს ნაერთი და ეს ადამიანია, უბრალოდ ამის შესახებ მან ჯერ კიდევ არ იცის........... მასზედ ოდნავ მეტად განვითარებული ადამიანები უმალავენ ჭეშმარიტებას ღვთისა და ეშმაკის შესახებ ლეგენდებში, რომელიც მხოლოდ მაშინ ხორციელდება თუ გონებით ქმნის ძლიერი ზე ადამიანი მათ.
  6. არ დამეზარება, მაგრამ უგზო უკვლოდ განათლებული პროფესორივით რომ არ დავეცე ქადაგად და მონოლოგის რეჟიმში არ წარიმართოს თემა, შეკითხვებს დავსვამ და პასუხები თავად მიგიყვანს ზემოთხსენებულ დასკვნამდე. კითხვა N1. როგორ ფიქრობ ერთნაირი ქიმიური შემადგენლობის ორი ორგანიზმიდან, რატომ ცოცხლობს ერთი და რატომ ვუწოდებთ მკვდარ მატერიას მეორეს? როგორ ხდება, რომ ზოგი ქიმიური ელემენტი ჩაბმულია სიცოცხლის ციკლში და ზოგიც უბრალოდ მკვდარია, მაგალითად წყალი შენში ცოცხლობს, შენს გარეთ არა, მოკლედ რა აცოცხლებს ამ ქიმიურ ელემენტებს, რა ქვია ამ ძალას?
  7. Shaten და რაც მთავარია თან სიმართლეცაა. პ.ს ახსნა შემიძლია დეტალურად.
  8. მაგრად შემეცოდა ესკაცი, პასუხი იცის და იმდენად უბირი პუბლიკა უზის რომ ვერ ახერხებს სათქმელის მათამდე დაყვანას. არადა ყველაფრის მარტივად თმაც შეიძლებოდა, ვინ ხარ შენ? ილუზიაში დაცემული სული. რომელიც რეალობაში ღმერთია.
  9. alex თუ ეფურჩქნებათ? laci ულმობელ ისტორიას ჩააბარე?
  10. Giorgi Kiskeidze კონკრეტულად ის რომ ვიდეორგოლში აღნიშნული ფაქტი საიენტოლოგიური ეკლესიის წევრების ჩადენილი არ არის და უბრალოდ უგონებენ, ისევე როგორც ყველასა და ყველაფერს აკნინებენ. სულ სხვა კატეგორიაა ხალხისა საიენტოლოგები, ასე რომ არ იყოს გეტყოდი რომ ასე არ არის. მე არც საიენტოლოგების ადვოკატი ვარ და არც ფულს მიხდის ვინმე მათ ქებაში. ოდნავ პროგრესულად მოაზროვნე სექტაა რა ვიდრე სხვა დანარჩენები, აი სულ ეს არის, ეხლა იქ ვიღაცამ რაღაც მიქარა რუსეთში, ამ მაგალითით ზოგადად საიენტოლოგებზე მსჯელობა სლეობაა, ეგრე რუსეთში მღვდლები ტრაკს აძლევენ და რა, ყველა მართლმადიდებელი ტრაკის მიმცემია?
  11. Giorgi Kiskeidze ეგ დემაგოგიაა, იეღოველების გორიჯვრიდან გადმოფრენის მსგავსი.
  12. Giorgi Kiskeidze საიენტოლოგია რელიგიურ ფილოსოფიური ხასიათის მიმდინარეობაა, მათ მოძღვრებაში გაერთიანებულია ქრისტიანულ პოსტულატებთან შერწყმული მასონიზმი კაბალა და მონოთეისტურ-პანთეისტური ფილოსოფიური იდეები, მორმონებს რაც შეეხება ფალოსოიდების განსაკუთრებულ ჯგუფს მიეკუთვნებიან ღლეები არ არიან ჯერ მაგრამ არც ჭუჭუ ეთქმით რაღაც შუალედურია, გარდამავალ ტაშაღლართა ნაირსახეობა (სხვანაირად ვერ დავახასიათებ) მათი სახელმძღვანელო წიგნიდან გამომდინარე........ არანაირად, იეღოველები ნატურალური ჯიშის ჩისტაკროვნი ჰასოები არიან იგივეს მორმონებზე ვერ ვიტყვი. Shaten მეც, მაგრამ რაღაც ინფორმაციას ვფლობ მათ შესახებ.
  13. აზრი არაკაცი თავად ხარ, მე საკმაოდ ახლოს ვიცნობ გიას და შემიძლია ვთქვა რომ მაგაზე პატიოსანი ადამიანი ჯერ არ შემხვედრია ცხოვრებაში, არ მოგატყუებს არ გადაგაგდებს ნათქვამ სიტყვასა და დაპირებას ყოველთვის ასრულებს და ბევრს ეხმარება, შენ კი აფერისტი ხარ ვიღაც, საფლავებს თხრისო ეს რამ დაგაწერინა, კარიერი ქონდა კაცს და საკმაოდ წარმატებულადაც ამუშავებდა. ავადმყოფი ხარ ვიღაც.......................... შენ კი საყოველთაოდ გიცნობს მთელი საქართველო როგორც აფერისტ დემაგოგსა და ყველაფერზე ხელის მომწერ მართლაც რომ არაკაცად.
  14. აზრი მოსეს დდშ შენნაირების გაბრიყვებისთვის.
  15. laci გურული ბონუსებით თან უხ უხ უხ. ვარიანტი A) ცალი თვალი დეგეფსოს და დარჩენილი საღით ჩემი ბედნიერებისათვის გეყურებიოს. ვარიანტი B) ვაჟიკოს ღობის ნაფოტებით შეკრული შენი კუბო დევიდგი ზალაში. ვარიანტი G) ღორჯოსა და ეკლის მეტს არაფერს გაეხაროს შენს საფლავზე შე არგასახარებელო. ვარიანტიD) მეწისქვილე ოსანას კრიჭასავით შეგეკრას ბედი შე მუცელში გასაწყალებელო ვარიანტი E) ჯილაგში ბერწი და ჯიშში ყაძახის გაწყვეტა არ გომოულიოს გამჩენმა შენს ნაშენს
  16. Shaten ნიჭიერო, შენი ადგილი ქალაქშია.
  17. არაორიგინალური ფოტო არა ფეისბუქი განა ბიჭოლაა, ამამონ დემონთა მთავარია. გამოძახების რიტუალიც კი არ არსებობს თუმცა ხშირად მოდის ხოლმე ერთ დემონთა მეფის გამოძახებისას, თან მოყვება.
  18. Precursor მამონა გურჯისტანული ვარიაციაა, ამამონ დაილოცოს შენი განგება და მომეც 666 ტალანტი
  19. ის რაც სულ მინდა და არ მაქვს.
  20. urfinjus შენ რომ შარლატანობდი, შენი შარლატანობით არ წყდება წყევლის მოქმედება არ მოქმედების საკითხი. წყევლას რომ ძალა არ ქონდეს მაშინ უფალი ბალამ ბოსორელს არ გაუგზავნიდა საკუთარ ანგელოზს შესაჩერებლად.
  21. IamNumberOne განსაკუთრებული არაფერი, ტყუილებით გატენილი საიტია, არასანდო და პრიმიტიული.
  22. აზრი მერე ტყუილი როა ეგ რაც მაგ ლინკზე წერია, არა უშავს?
×
×
  • შექმენი...