Jump to content
Planeta.Ge

Samael

პლანეტელი
  • პოსტები

    160
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი Samael

  1. დაინტერესებულ პირთათვის შემიძლია მეთვალყურე ანგელოზებთა მთავრის აზაზელის გამოძახების რიტუალიც დავდო:
  2. De Niro ნერვები დაიოკეთ, მე პირადად თქვენთვის არაფერი არ მომიპარავს, ამ წიგნის ავტორობას შან დორ ლა ვეის მიაწერენ და არა მგონია თქვენ ანტონ ლა ვეი იყოთ, საავტორო უფლებების დარღვევაზე, რომ საუბრობთ, მერე რა რომ თარგმნეთ? თარგმნა ნებისმიერს შეუძლია, თქვენი პრეტენზიები მიუღებელია ჩემთვის, როდესაც თავად შექმნით რაიმე ღირებულ ეზოთერულ სახელმძღვანელოს იმის გავრცელება აკრძალეთ, ეს ინფორმაცია კი საჯაროა და საყოველთაო ასე, რომ თქვენი ისტერიკები ნამდვილად არ მაღელვებს, მე ჩემს საქმნელსა და საკეთებელს განვაგრძობ დიადი სამაელის სახელით. ავე სამაელ. ავე სატანას. CPUG სხვათაშორის იგივე შემიძლია ვთქვა თქვენს ისტერიკებზეც. უნიჭო დემაგოგიაზე და გურჯულ რქიანობაზე. თემის გარშემო ვისაც შეუძლია საუბარი მე ისეთ იუზერებს დაველოდები, საინტერესო დისკუსიის გასამართად. უნიჭო სუსტებთან, აგრესიულებთან და სიამაყით გაბერილ კასტასთან მე საერთო არაფერი მაქვს.
  3. De Niro ჟარგონული საუბრისაგან თავი შეიკავეთ, საყოველთაოდ ნუ წარმოაჩენთ თქვენს შლეგ ხასიათს. ადმინისტრაციამ ან მოდერატორთა ჯგუფმა რატომ არ მოახდინა არნიშნულ დარღვევაზე რეაგირება? ამ ფორუმზე მიმართვა "შე თესლო" ნორმალურია?
  4. De Niro ჩემის აზრით სწორედაც რომ შეესაბამება იმიტომ რომ მაგ ვიდეორგოლიდან არ იკითხება სხვაობა "გალეშილ ბრბოსა" და "სასულიერო პირებს" შორის. ერი და ბერი ერთ წიაღში იკარგება.
  5. urfinjus ვაიშნავი ხარ? სანსკრიპტზე საუბარს არ ჯობს პირდაპირ თქვა რისი თქმა გსურს?
  6. Lego გასწავლი იმიტომ რომ: 3) მოდერატორი სხვა განყოფილებაში სარგებლობს რიგითი იუზერის უფლებებით. მას არ აქვს უფლება საჯაროდ განიხილოს თავისი კოლეგის გადაწყვეტილება და თუ ადგილობრივმა მოდერატორმა გადააჭარბა უფლებამოსილებას სარგებლობს წესებით გათვალისწინებული ნორმებით. ეს ფორუმის წესია? ასეა. შენზე როგორც მოდერატორზე ვრცელდება? ვრცელდება. კი გაქ ორ შემთხვევაში. 1. როდესაც იუზერი იმსახურებს სამუდამო ბანს და 2. საკუთარ განყოფილებაში შენ კი არც საკუთარ განყოფილებაში ხარ და ვერც იმ მიზეზს დაასახელებ რის გამო იმუქრები, დამისახელე მიზეზი და ერთი დარღვევა დადე ჩემი მხრიდან. თუ არა და ეგ შენი მუქარები შენთვის შეინახე და ვინც შეგიშინებია ისინი შეაშინე. და თუ კიდევ დროებით გაქვს მოდერაცია ჩართული რელიგიის განყოფილებაში ჩემთან მუსკულების თამაშს გირჩევნია იმას მიხედო ვინც ნამდვილად არღვევს ფორუმის წესებს. თემაში "დაწყევლილთა ბიბლია" 26-ე პოსტში.
  7. Lego მოკლე პასუხი ასეთია:
  8. Lego მე ფორუმის არც ერთ წესს არ ვარღვევ და ნუ ეხლა თუ უსამართლოდ დამადებ ბანს ერთადერთი რაც შემიძლია ვქნა საიტის ადმინისტრატორს მივწერო შენი უსამართლო საქციელის შესახებ. რითი გაიძულებ? რომელიმე წესს ვარღვევ? ან რა გინდა ამ განყოფილებაში რომ საკუთარი უფლებამოსილების დემონსტრირებას ახდენ? მგონი ფორუმის წესებში გარკვევით წერია რომ მოდერატორი იმ განყოფილებაში რომელშიც არა აქვს ჩართული მოდერაცია ჩვეულებრივი იუზერის ფუნქციებითა და ვალდებულებებით სარგებლობს. Patton ანუ კიდევ ერთხელ ადასტურებ იმას რაც ზედა პოსტში მოგწერე. მეცოდები.
  9. Lego კი, ასეა მაგრამ სხვის მიერ დანიშნული, ხოლო საბოლოვო ხმის უფლებას რომ ის სხვა იტოვებს, ეს არ უნდა დაგავიწყდეს, ანუ უფლებამოსილებას არ უნდა გადააჭარბო.
  10. urfinjus კურთხეული იყავი შენს გზაზე, სიამაყე კი ძალაა საშენი მასალა ეგოიზმიც, სხვა ჩვენ ჯერ ჯერობით არაფერი გაგვაჩნია ტაძრის საშენებლად, გაფრთხილებას კი ვერ მივიღებ შენგან, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩემზე მაღლა უნდა იდგე რომელიმე პარცუფზე შენ კი მეგობარო აგერ დაბალი დონის მასონური ანა ბანით ცდილობ შთაბეჭდილების მოხდენას. მხოლოდ ერთს გეტყვი ისევე როგორც მე ვერ გავცდები ასიას მხოლოდ მარცხენა გზით ისევე შენ ვერ გადალახავ მახსომს მარჯვენა გზით, ასე რომ ორივე გზიდან ჰარმონიულად მოგიწევს სარგებლობა, აი შენ მძრახავ იმისათვის რომ მარცხენა კიბით დავიწყე აღმასვლა და იმდენს ვერ ხვდები რომ მარჯვენა ხელის გზის მიმდინარეობა გავიარე და ჩიხია, მიხვალ შენც ოდესმე ამ ჩიხამდე და იძულებული გახდები წინ სვლა განაგრძო და გზა თავისით გადმოუხვევს მარცხნივ. აბა დროებით ადამ კადმონში შეხვედრამდე. გთხოვ ნუ მასაუბრებ "ზედმეტს" უზიარებლებისათვის. ვერავინ ვერაფერს გაიგებს და "ორი გიჟის" ბოდიალს დაემსგავსება ყველაფერი.
  11. Lego კი, მაგ ფორუმის ერთ ერთი წევრი ვარ. გულის შემაწუხებელი მაგ ტექსტში არაფერი წერია. ამისათვის ჯერ ამ განყოფილების მოდერატორი უნდა გახდე, შემდეგ წესები შეცვალო და ბოლოს იმოქმედო, მანამდე კი შენი ოცნება ოცნებად დარჩება, თუმცა ოცნებას კაცი არ მოუკლავს.
  12. urfinjus დამიჯერე ცრუ ილუზიის ქვეშ იმყოფები და ჩქარობ, სხეულებსაც კარგად ვიცნობ და წიაღსაც საიდანაც ისინი გამომდინარეობენ, საერთოდ არ უნდა აკეთებდე ნაადრევ დასკვნებს პიროვნების მიმართ რომელსაც არ იცნობ აი მე კი მგონი რომ გიცნობ, შენი მოძღვრება ოქროს აისის ადეპტის სიტყვებს გავს მართალი ვარ? მშვინვას არასოდეს ავყოლილვარ რადგან კარგად ვიცი რას წარმოადგენს მაია, შენ თუ საკუთარი ეგოს დემონსტრირება გსურს ჩემი დაკნინებით ეხლავე გეტყვი ეს არ გამოვა, რადგან ჩემთან მოპაექრეს საკუთარი სიტყვების უსუსურობა არცხვენს. ამიტომ მხოლოდ ერთს გეტყვი ჩემი პასუხის არსს ჩაწვდი და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი, ვფიქრობ საინტერესო დიალოგი შედგება ჩვენს შორის და კიდევ, როდესაც მართლა გაათვიცნობიერებ იმას რომ მე ეს შენ ვარ და განზოგადებულად კი არა ერთ მთლიანობაში წარმოიდგენ საკუთარ ეგოს, იქ სადაც ეგო ქრება, იქნებ მაშინ მაინც მიხვდე რომ უცნობი ადამიანის მიმართ ნაადრევი დასკვნების გამოტანით საკუთარ თავს ვნებ.
  13. BEST_GEORGIA სამწუხაროდ ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებ, არ ვიცი. ვფიქრობ დასაბამიდანვე ვარ. ხორციელად კი 40 წლის ვარ.
  14. Lego ამას შენ არავინ გეკითხება და თვითნებურად ნუ მიიკერებ იმ ფუნქციებსა და უფლებამოსილებას რაც ადმინისტრატორს ეკუთვნის. დედის წინ მორბენალ კვიცს ხომ იცი როგორი ფინალით უსრულდება ხოლმე ხტუნაობა?
  15. urfinjus მე არ ვცდილობ შენს რაიმეში დარწმუნებას, უბრალოდ თავად დავრწმუნდი მარტივში: "შენ ვერ ჩაწვდი ჩემი პასუხის არსს" ინფორმაციის ქონას ქვია სწორედ ცოდნა.
  16. Patton არა, მე სუსტებს არ ვეძებ. ამის საჭიროებას ვერ ვხედავ, შენ ისედაც წყვდიადის ძე ხარ, გინდა ეს შენ თუ არ გინდა ეს ასეა და ეს სიმართლეა, ნებსით თუ უნებლიედ შენ წყვდიადს ეკუთვნი, ჰო და რაღად ვხარჯო ფუჭად დრო იმაზე ვინც ისედაც წყვდიადისაა? ეხლა შენ გაგიჩნდება კითხვა ეს როგორ? გიპასუხებ. აი ამ სიტყვებს: ნათლის ძეები არ დაწერენ არასდროს. შენ ხარ წყვდიადის ძე და თან სუსტი იმიტომ რომ მრისხანებ, საკუთარ თავს ვერ თოკავ და ბრაზმორეული ხარ, ასეთს არც ნათელი მიგიღებს და წყვდიადისგანაც მასხარად იქნები აგდებული, მერყეობ. ნეიტრალური გსურს იყო ნელთბილი, სწორედ შენნაირებზეა დაწერილი. ო, ან ცივი იყო ან ცხელი და რადგან ნელთბილი ხარ გსურს ერთ ბატონს ემსახურო და ბაგით მეორეს განადიდებ გაურკვევლობაში საკუთარი ბუნება გასუსტებს.
  17. BEST_GEORGIA შემოქმედზე ვერ იტყვი ვინ არისო, ვინაიდან კითხვა ვინ სხეულით შემოწერილ პიროვნებას დაესმის, ის კი ყოვლისმომცველი უსასრულო ნათელია. მისი არსის უკეთ შესაცნობად შემიძლია მცირე პასაჟი შემოგთავაზო. იცოდე, მანამ, სანამ შეიქმნებოდნენ ქმნილებები და გაჩნდებოდნენ გაჩენილები, იყო მხოლოდ უმაღლესი, მთელი რეალობის შემვსები უბრალო შუქი, და არ იყო არავითარი თავისუფალი, შეუვსებელი, ცარიელი ადგილი – მხოლოდ ეს უსასრულო, უბრალო შუქი ავსებდა ყველაფერს. და არ გააჩნდა მას არც თავი და არც ბოლო, არამედ, იყო ერთი, უბრალო, თანაბარი, განუყოფელი შუქი და მას ერქვა “უსასრულო შუქი“. და როდესაც აღეძრა მას უბრალო სურვილი, რომ გაეჩინა სამყაროები და შეექმნა ქმნილებები, გამოევლინა თავისი სრულყოფილება, რაც იყო სამყაროების შექმნის მიზეზი, აი, მაშინ შეკვეცა თავისი თავი უსასრულომ, ცენტრალურ წერტილში და შეიკუმშა შუქი და განერიდა, დასტოვა შუაში ცარიელი, შეუვსებელი სივრცე. და თანაბარი იყო შუქის შეკუმშვა ცენტრალური ცარიელი წერტილის გარშემო, ისე, რომ ცარიელმა ადგილმა მრგვალი ფორმა მიიღო, რამდენადაც ასეთი იყო შუქის შეკვეცა, და აი, ამ შეკვეცის შემდეგ, როდესაც უსასრულო შუქით შევსებული სივრცის ცენტრში დარჩა მრგვალი სიცარიელე, მხოლოდ მაშინ გაჩნდა ადგილი, სადაც შესძლებდნენ არსებობას ქმნილებები და გაჩენილები. და გამოეყო უსასრულო შუქიდან მისი ერთი სხივი, ზევიდან ქვევით, დაეშვა ამ ცარიელი სივრცის შიგნით და ამ სხივის გავლით დაარსა, გააჩინა, შექმნა, გააკეთა აბსოლუტურად ყველა სამყარო. ამ ოთხი სამყაროს შექმნამდე იყო უსასრულო ერთი და სახელი მისი ერთი ისეთ საოცარ და უჩინარ ერთიანობაში, რომ არ ძალუძთ ქმნილებებს, რომ შესწვდნენ მის უსასრულო სრულყოფილებას, არ ძალუძს არავითარ შექმნილ გონებას, რომ შეიცნოს იგი, იმიტომ, რომ არა აქვს მას არც ადგილი, არც საზღვარი და არც სახელი.
  18. urfinjus ცდები ვუპასუხე, უბრალოდ შენ არ ხარ სათანადო მოწოდების სიმაღლეზე რომ პასუხის არსს ჩაწვდე, დრო მოვა და მიხვდები რაც გიპასუხე. ამ კითხვას ერთი პასუხი აქვს "ეინ სოფ" თუ შენ არ იცი რას ნიშნავს ეინ სოფ შეგიძლია იკითხო და გიპასუხებ.
  19. BEST_GEORGIA წყვდიადის გარეშე შეუძლებელია ნათლის შეცნობა, ისევე როგორც ვერ გაიგებ დღის არსს თუ ღამე არ იცი რა არის. წყვდიადი შენშია, საკუთარი თავი უნდა შეიცნო და დაინახავ, შენში ორი საწყისია შემოქმედისაგან ბოძებული წყვდიადი და ნათელი, ნათელი წყვდიადით არის მოცული შენში და მხოლოდ შენში არა ნებისმიერ ადამიანში, ამაზედ ერთხელ ისაუბრა იესომ მაგრამ ადამიანებმა ნაკლებად მიაქციეს ყურადღება მისი ნათქვამის არსს. ის ამბობდა: "თუ ნათელი რომელიც შენშია ბნელია, სიბნელე რაოდენ დიდი იქნება?" დაუფიქრდი ამ სიტყვებს.
  20. BEST_GEORGIA გვერდით თემაში გიპასუხეთ უკვე, დანარჩენს სათქმელს თავად პოსტების შინაარსში ამოიკითხავთ.
×
×
  • შექმენი...