Jump to content
Planeta.Ge

Samael

პლანეტელი
  • პოსტები

    160
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი Samael

  1. Proessor დემონი ბერძნული სიტყვაა და თარგმანში ნიშნავს ღვთაებას, ბერძნული პანთეონის ღვთაებები დემონებად მოიხსენიებოდნენ, ზევსი, ჰერმესი, პოსეიდონი, ჰეფესტო, აფროდიტა, არტემიდა და ა.შ მათ ვინც ქრისტიანებს უწოდებენ საკუთარ თავს და არ იცნობენ ქრისტეს, მოგვიანებით ეს ღვთაებები წყვდიადის ძალებთან გააიგივეს, ებრაულ ბოდვაზე დაყრდნობით, "ღმერთნი წარმართთა ეშმაკნი არს" და იმათ ვისაც მანამდე ეშმაკებს უწოდებდნენ, აწ უკვე ახალი ეპითეტით დემონებად მოიხსენიებენ. დემონები, როგორც ღვთაებანი დაბალი რანგის სულები არიან დიად სამაელთან და მის მხედრობასთან შედარებით. შესაბამისად მხარს ვუჭერ იმ გაგებით, რომ ადამიანთა დამოუკიდებლობისა და ესთეტიურ-ინტელექტუალური გავითარების საქმეში მიუძღვით წვლილი. ანგელოზიც ბერძნული წარმომავლობის სიტყვა "ანღელოს"-დან არის ნაწარმოები და თარგმანში ნიშნავს მაცნეს, ამ შემთხვევაშიც ქრისტიანად თავის გამსაღებელთა ზეშლეგურ ბოდვასთან გვაქვს საქმე, ვინაიდან ასე საბითუმოდ ყველასა და ყველაფერს სულიერ ქმნილებებს ვგულისხმობ, ანგელოზი უწოდეს, არადა ამ ბერძნულ სიტყვას შეესაბამება ივრითული სიტყვა მალახიმ და სხვა არაფერი, სამაელის მხედრობაში არიან მალახიმები და რაღათქმაუნდა მათ ოზიციას ვიზიარებ დამოუკიდებლობის გზის არჩევისა, მაგრამ მალახიმების გარდა არიან სხვა არსის მქონე ქმნილებებიც, ქერუბიმები, ერელიმები, ოფანიმები, ჰაიოტ კადოშები სერაფიმები და ა.შ ისინი ისე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, როგორც ფრინველი, მწერი, ამფიბია და ძუძუმწოვარა ცხოველი, დიადი სამაელი არ არის მალახიმ, ანუ ანგელოზი, ის ცეცხლოვანი ქერუბიმია "უკვამლო ცეცხლისაგან" ქმნილი და ძალიან დიდი შეცდომაა მისი "ფოსტალიონების" მთავართან ანუ არხეანღელოსთან გაიგივება. სტრანნი სულაც არ ვარ უბრალოდ აღვნიშნე, რომ ბახის სიმფონია არ მოწონთ და აუტანელია დემონური ძალებისათვის და არა მხოლოდ............ ზოგადად სულიერ ქმნილებებზე მოქმედებს ძალიან უარყოფითად, თითქმის ეგზორციზმის დონეზე. რაც შეეხება გენიას ადამიანში ეს დიადი სამაელის საჩუქარია, ნიჭი და მისი აღზევება. ამას მხოლოდ შებყრობილი შეძლებს, სიმფონიის გენიალური სულით შებყრობილი. ასეთები ერთეულები არიან........
  2. alex კეთილხმოვნება აქ არაფერ შუაშია ბგერების ვიბრაციების თანწყობა აქვს სიმფონიაში დალაგებული ისე რომ, ბახის შემოქმედება დემონებისათვის იგივეა რაც იმერელის გაბმული კივილი კახელისათვის.
  3. alex ბახმა აკორდთა კვეთის ისეთი სისტემა შექმნა, რომელიც აღიზიანებს წყვდიადის ძალებს და აუტანელს ხდის მათ ისეთ სივრცეში არსებობას, სადაც ბახის სიმფონია ჟღერს.
  4. სულიერად ვისვენებ, როდესაც ამ სიმფონიას ვისმენ, კლასიკური ნაწარმოებებიც მიყვარს, ბახის გარდა, მაგრამ როდესაც სიმფონიაში მისტიკური ელემენტები დევს ეს იდეალურად მიმაჩნია, ბახს რაც შეეხება დაისჯება დიადი სამაელისაგან იმის გამო რაც გააკეთა.
  5. მღვდლები ჯოჯოხეთის საპატიო წევრები არიან, ყველას კი არ ძალუძს ქრისტეს სახელით ადამიანის სატანას გზაზედ მოქცევა, ეს მხოლოდ მღვდლებს შეუძლიათ და პირნათლად (თუმცა გაუაზრებლად) ასრულებენ ამ საქმეს, ვმადლობ მათ ამის გამო.
  6. გენიალური შესრულება, იდეალური განწყობა.
  7. Giorgi Kiskeidze ცოდვა ეჭვიანმა და ძალაუფლებისმოყვარე ღმერთმა თავადვე დაარქვა მისი ნების დარღვევას. აი ამიტომ არის ხოლმე როდესაც თავად ის ხოცავს ადამიანებს, ან მისი წინასწარმეტყველები ხოცავენ, მათ არ ერიცხებათ ცოდვად ეს საქციელი, მაგრამ საკმარისია სხვამ მოკლას თუნდაც ერთი ადამიანი, ეგრევე სასიკვდილო ცოდვა ჩაიდინაო გაიძახიან მისი ერთგულნი, ბოროტება კი აი ეს არის 1. წარღვნა. 2. ეგვიტეში ყრმათა ჟლეტა. 3. იერიქონში ქალებისა და ბავშვების ამოწყვეტა. და ......... უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს, მაგალითად შაბათს ტყეში შეშის შეგროვებისათვის უდანაშაულო ადამიანის ჩაქოლვა. ჭეშმარიტად თავისუფალი კი ის არის, ვისთვისაც ცოდვა არ არსებობს, არამედ საზოგადოებრივი მორალი და კანონის უზენაესობა არის მისი მოქმედების ან უმოქმედობის საფუძველი. სექსს ქორწინების გარეშე სიძვა უწოდეს, მაშ შერაცხოს ცოდვილად სოლომონი, რომელსაც 312 ცოლი და 728 ხარჭა ყავდა, აბრაამი რომელსაც ყავდა მხევალი აგარი და ნაბუშარი მისგან ისმაილი, იაკობი, რომელიც ორ დას ერთდროულად ჟიმავდა, ლოტი რომელიც საკუთარ ქალიშვილებთან იწვა, მაგრამ არა ! ის ხომ არის ღმერთი აბრაამისა ისაკისა და იაკობისა მერე რა რომ ისინი მრუშობდნენ მხევლებთან და ინცესტითაც კი იყვნენ დაკავებულნი, მთავარია მწვანე შუქი ხომ ქონდათ ანთებული მიკერძოვებული ღვთისაგან. არა კლა თქვა მან და რაღატომღაც მოსეს მიერ მოკლული ეგვიტელი დაავიწყდა, მოსეს მიერ გაწყვეტილ ქალებთან და ბავშვებთან ერთად. არ იმრუშო თქვა და 728 მრუში მისცა საკუთარ ცხებულ მეფეს. არ იცრუო თქვა და იაკობის მიერ სიცრუით მიტაცებული ირმშოობა შეიწყნარა, მერე რა რომ მოხუცი მამა მოატყუა ისარგებლა რა მისი უსინათლობით და საკუთარი ძმა გაწირა, მთავარია ღმერთი ხომ უნთებდა მწვანე შუქს. აქედან დასკვნა, რასაც ღმერთი სჩადის თავად და მის მიმდევრებსაც აძლევს ამის უფლებას, მხოლოდ იმ შემთხვევაშია ცოდვა, თუ უცხო ბანაკიდან ხარ, თუ უმიზეზოდ ამოგიჩემა ღმერთმა ორ დას ერთად გაჟიმავ (იაკობის მაგალითი და სასუფევლის ბილეთსაც ჩაგიდებს ჯიბეში.
  8. 8 წელია სახლიდან გარეთ არ გავსულვარ, ამიტომ ქუჩაში რა ხდება ნაკლებად მაღელვებს, საკუთარ სახლში კი კანონის მოთხოვნების გარეშე ვიცავ სისუფთავეს.
  9. Proessor ერთადერთი რაც ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა და რასაც გავეცანი არის ის რომ მატერიის "გარდასახვა" ეს დამკვირვებლის აღქმაზეა დამოკიდებული, აქ კარგად თქვი არ არის აუცილებელი დამკვირვებელი ადამიანი იყოსო, ცხოველის მიერ აღსრულებული დაკვირვების შედეგადაც იგივე ფენომენი მეორდებაო, მაგრამ რა შუაშია აქ გონება ან აღქმა როდესაც ხელსაწყოთი დაკვირვების შედეგადაც იგივე ხდება? მე უფრო ვფიქრობ, რომ აქ რაღაც ამოუხსნელ ფენომენთან გვაქვს საქმე და მივდივარ იმ უტოპიამდე, რომ არ არსებობს არაფერი გარდა ერთისა, რომელიც თავად არის დამკვირვებელიც და დასაკვირვებელი ობიექტიც, ისე კვანტური ფიზიკა შედარებით ახალგაზრდა მეცნიერებაა და ჯერ კიდევ დახვეწას საჭიროებს მყარი თეზისების ჩამოყალიბებას, ჩემი დევიზი კი სიკვდილის ძლევაა, უფრო სწორედ სიცოცხლის გარდასახვა ახალ ფორმებში, მე თუ ვერ მივხვდები ამას როგორ მოვახერხო ჩემი შვილი მიხვდება, მომავალი თაობა მიხვდება. თავად თემა ძალიან საინტერესოა და რამოდენიმე სამეცნიერო ხასიათის ვიდეორგოლსაც გავეცანი ამ საკითხზე, სტივენ ჰოკინგის მოსაზრებებს, უბრალოდ არ მინდა შევცდე, ამ ბოლო დროს გაჩნდა ძალიან ბევრი მბოდავი საიტი, განსაკუთრებით რუსულ ინეტ და მედიასივრცეში, ფსევდომეცნიერული ვიდეორგოლები ნახევრადოკულტური რაღაც სიმართლენარევი ბოდვები, მე კი დილეტანტი ვარ ამ საკითხში და არ მსურს თავიდანვე მცდარი კურსით გავავითარო ჩემი ცნობიერება. ერთადერთი რაც ვიცი ეს ის არის რომ არაფერი არ ვიცი.
  10. Proessor სამყარო ისეთი არის, როგორიც არის, აი როგორია ეს არ ვიცით, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მისი სისავსის აღქმა არ შეგვიძლია სრულყოფილად, შესაბამისად ილუზორული სამყარო კი არა ჩვენი აღქმაა ადამიანების. ეს აღქმაა, რომელიც "ხატავს" სამყაროსეულ სურათს, ოღონდ ილუზორულს, ეს გასაგებია და ვიცოდი ისედაც თან იმაზედ ადრე ვიდრე ამას კვანტური ფიზიკის კორიფეები შემოგვთავაზებდნენ. მე საუბარი მაქვს ნაწილაკების ერთდროულად ყველგანმყოფობის თეორიაზე, მოვიძიე და გავეცანი ექსპერიმენტს, ელექტრონების ნაკადი რომ იყო მიმართული ერთ წერტილში და თუ დააკვირდებოდი ის სწორხაზოვნად აისახებოდა ფიქსირებულ საგანზე და თუ არ დააკვირდებოდი რამოდენიმე ადგილზე ერთდროულად, მაგრამ აი რა, საქმე იმაშია, რომ აღქმაა ჩვენი ილუზორული და ვერავინ ვერ იტყვის მტკიცებით ხასიათში რომ ესა თუ ის მოვლენა მაინცდამაინც ისეთია, როგორც თავად აღიქვამს, რაც შეეხება თეორიას ნაწილაკების ყველგანმყოფობის შესახებ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ ამავდროულად დამკვირვებელიც იმყოფება ყველგან ერთდროულად არადა რაღაც მიზეზის გამო მანძილის დასაფარად მგზავრობა ძვირი მიჯდება ხოლმე, მე მინდა გავიგო რა არის ეს მიზეზი? გონება? შევხედე დაფიქსირდა? საგნებს მხოლოდ ჩვენი გონება "ამკვრივებს"? მასას ჩვენი გონება ქმნის? მატერიას ჩვენი გონება ქმნის? და რომ არა დამკვირვებელი ყოველივე ტალღურ თვისებას ატარებს? და რა მოხდება მაშინ თუ აღქმას გამოიცვლის ადამიანი? ანუ შეიძენს თვისებას, რომელიც ისე აღიქვამს სამყაროს, როგორიც ის სინამდვილეშია?
  11. Proessor ჩაქოლვას არ იმსახურებ, მაგრამ თავად თეორია სულელურად ჟღერს, რადგან საგნების ფიქსაცია შესაძლებელია და შესაბამისად ერთდროულად ყველგან ვერ იქნება.
  12. Shaten სამაელის შეწევნით იმაზე უკეთ ვიდრე ზოგზოგიერთი "ღვთისშვილი". თავადაც კარგად მსურს, რომ იყოთ, გილოცავთ ახალ 2015 წელს დაესწარით მრავალს, ჯანმრთელად და ბედნიერად თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად.
  13. belukabeluka ხილვები აქვს მაგ გოგონას ვისზედაც საუბრობთ?
  14. საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი თხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა ოკუპირებული რეგიონების მისადგომებთან პირობით ადმინისტრაციულ საზღვარზე ა.შ.შ-ს ხელისუფლებამ ჩააყენოს სამხედრო შენაერთი რათა აღიკვეთოს ოკუპანტი რუსეთის სამხედრო ძალების მიერ პირობითი ადმინისტრაციული საზღვრის ყოველთვიური არალეგიტიმურ თვითნებური გადმოწევები, რითაც ეტაპობრივად ახდენენ საქართველოს სახელმწიფოს ანექსიას? ირანისა და ა.შ.შ-ს შორის სამხედრო ოპერაციების დაწყების შემთხვევაში გეგმავს თუ არა ა.შ.შ-ს ხელისუფლება საქართველოს აეროდრომების სამხედრო მიზნებისათვის გამოყენებას და ასეთის არსებობის დროს როგორია გარანტიები საქართველოს სახელმწიფოს დაცვისა ირანის შესაძლო სამხედრო აგრესიისაგან? ვინაიდან მათმა სულიერმა ლიდერმა საჯაროდ განაცხადა რომ ის ქვეყნები რომლებიც ა.შ.შ-სთან ითანამშრომლებენ სამხედრო თვალსაზრისით შეიარაღებული კონფლიქტის დროს მათი სარაკეტო დარტყმის ობიექტები გახდებიან.
  15. Siknadmo მე მინდა, იქნებ თალიბებისაგან დაცვის მიზეზით მაინც გადმოწიონ რუსებმა ისედაც ათასჯერ გადმოწეული მცოცავი საზღვარი სააკაშვილის რეზიდენციასთან და დედა მოუტყნან ერთხელ და სამუდამოდ. რა ქართველი ჯარისკაცი? ჯარისკაცის დაწერილს გავს ეხლა ეს? იმდენი ტვინიც არ აქვთ ამ ჩემისებს ჯარისკაცის აზრებს მაინც მიამსგავსონ ეს პოლიტ აჟიტირებული წერილი, რომელიც ირიბად სხვა იდეებს ქადაგებს, გამპრავებელ შემგუებელ სირობებს.
  16. ბატონო რიჩარდ: აპირებს თუ არა ა.შ.შ-ს ხელისუფლება საქართველოს სახელმწიფოსთან მიმართებაში: 1. სავიზო რეჟიმის გამარტივებას. 2. სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებასა და ა.შ.შ-ს ბაზარზე ქართული პროდუქციის შეუფერხებლად დაშვებას. 3. საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომების იურიდიული ძალისა და ქმედუნარიანობის აღიარებას ა.შ.შ-ს სახელმწიფოს ტერიტორიაზე. 4. ავღანეთსა და ერაყში ანტიტერორისტულ კოალიციაში მონაწილე საქართველოს დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახების სოც უზრუნველყოფას ან ერთჯერად საკომპენსაციო დახმარების გაწევას მაინც (ფულადი ანაზღაურების სახით) 5. საქართველოს სახელმწიფოსათვის გრძელვადიანი კრედიტების მიცემას. 6. ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი გრანტების გაცემას. 7. საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებში საქართველოს სახ-ფოს სტუდენტების ჩართვის შესაძლებლობას ა.შ.შ-ს უმაღლეს სასწავლებლებში და პირიქით.
  17. IamNumberOne ასეც ვიცოდი.
  18. BEST_GEORGIA ვინ არა, "რა" ვინ ითქმება პიროვნებაზე, ფორმით გარშემოწერილ არსებაზე, ამ ყველაფრის ავტორს კი არ გააჩნია სხეული, არც გარშემოწერილობა, არც სათავე და სასრული, ეს "რა" ორი ძალის სეფიროტისა და კლიფოთის, სიკეთისა და ბოროტების, ცუდისა და კარგის სინთეზია, ეს რა გონიერია, ყოვლისმცოდნე ყოვლისშემძლე, ეს რა გამოვლინდა იჰვჰ-დ ცნობილ პიროვნებად როდესაც საკუთარი არსიდან გააძევა სეფიროტი და ფორმით შემოისაზღვრა, ეს რა გამოვლინდა სამაელად როდესაც საკუთარი არსიდან გააძევა კლიფოთი და ფორმით შემოსაზღვრა, ანუ გაჰყარა ღმერთმა ნათელი სიბნელისაგან ნათელს უწოდა დღე წყვდიადს ღამე. აი ეს დღე პლანეტა დედამიწის დღე კი არა იჰვჰ-ა ხოლო ღამე პლანეტა დედამიწის ღამე კი არა პიროვნება რომელსაც ივრითზე ეწოდება "სამაელ" ლათინურად ლუციფერი, ქართულად მთიები. ის რომ ანგელოზი იყო მერე დაეცა და რაღაც ფანტასტიური ამბები უბირი ტვინებით შეთხზული ზღაპარია მხოლოდ, შემოქმედის ისეთივე გამოვლინებაა სწორედ როგოც მისი მეორე "ნათელი მხარის" გამოვლინება იჰვჰ. არა მუდმივადმყოფადია, წარმოიდგინე უფორმო პლასტელინი, რომლისაგანაც შეგიძლია ძერწო ფიგურები, შემდეგ ისევ აზილ დაზილო და კვლავ ძერწო. ამ რას არ აქვს დასაბამი, დასაბამი მის გამოვლინებებს აქვთ, ისევ პლასტელინი წარმოიდგინე, მისი დასაბამი ნაძერწი ფიგურაა, აი ფიგურა დასაბამია, თუმცა იგივე პლასტელინია, რაც მანამდე. რამ წარმოშვა და გონებამ + სურვილმა. BEST_GEORGIA ეს ეხლა რაც დაწერე რელიგიური შიშების გამოძახილია შენში, სატანას მართლაც და "სირზე კიდია" შენ მიიღებ თუ არა სულიერ სხეულს ანუ შანსს პიროვნულ დონეზე განაგრძო არსებობა, ის ამ პროცესში არ ერევა, სატანას სურს რომ შენ მიწად მიიქცე და ამით დაამთავრო შენი ხანმოკლე მოღვაწეობა, ყველაზე ძალიან მას არ სურს რომ შენ მიირო სულიერი სხეული ვინაიდან ძალიან ძლიერი კონკურენტები უჩნდება ასეთების სახით, ვინაიდან თავად იყო ოდესღაც სწორედ ჩვენნაირი მატერიალური ჰომო საპიენსი და მიაღწია იმას რასაც მიაღწია. ეს მას სურს აქ მატერიაში ჩატოვოს ადამიანად გამოვლენილი ძალთა ველები, ამიტომაც იგონებს ხელისშემშლელ ბარიერებს, მაგალითად შენს რელიგიურ შიშებს. მიშველე, გადამარჩინე, მომიტევე, მიხსენი და ა.შ ძახილი ბრძოლაა? მე და შენ ბრძოლას სხვადასხვა რამეს ვუწოდებთ.
  19. IamNumberOne ერთ რაღაცას გეტყვი და არ გეწყინოს ხო? შენ ბიბლიას არ კითხულობდი, შენ კითხულობდი ფანტასტიკური ჟანრის ბესტცელერს. შენ ბიბლიის კითხვა არ შეგიძლია იმ მარტივი მიზეზის გამო რასაც შტოების ენა ქვია, რომელიც არ იცი და რომლითაც არის დაწერილი ბიბლია.
  20. mama მე ეგოისტურ სურვილებს ვგულისხმობ თორემ ალტრუისტული სურვილები კი არ უნდა დათრგუნო პირიქით უნდა აღზარდო და განავითარო. მარადიული ნეტარება, ყოვლისშემძლეობა და ა.შ იმიტომ რომ გინდა ტუ არ გინდა იძულებული შეიქნმები ოდესღაც მოგინდეს მონაზვნობა, სხვა გზა არ არის, უბრალოდ დაწერილ მატრიცაში გიწევს მოღვაწეობა, სხვა გზა არ არის ყველა განღმრთოვდება, ვინაიდან ეს არის შემოქმედის ერთი დიდი დროში გაწელილი თამაში. Shaten aris, ubralod amis Sesaxeb Sen ar ici, imitom rom ar gamogicdia.
  21. BEST_GEORGIA არასწორედ მიხვდი, რეინკარნაციის ციკლის დასასრულსა და სულიერ სამყაროში მარადიულად პიროვნული ეგოს შენარჩუნებით არსებობის გაგრძელებას ვგულისხმობ. რეინკარნაცია მიღწევადი კი არა სამწუხარო აუცილებლობით განპირობებული რეალობაა, ანი აქ პიროვნულად კი არ აღწევ რაღაცას იძულებული ხარ ამ ციკლის მონაწილე იყო საკუთარი ნებისაგან დამოუკიდებლად, რის საფუძველზე ვამბობ და მეცნიერულ ენაზე რომ ვთქვათ ენერგია მუდმივია და არ იკარგება, არც განილევა, აი ამ ენერგიის გამოვლენის ფორმებია სხვადასხვა, დღეს თუ ეს ენერგია ადამიან სახელად ვასკათი გამოვლინდა ხვალ იგივე ენერგია გახდება ადამიან ონისეს კვების წყარო ანუ მასში გაცოცხლდება, ეს ძალები ერთმანეთშია "გადახლართული", მოკვდა კაცი, გაქრა ეგო, ჩავიდა მიწაში იქცა ნეშომპალად, მან მცენარე კვება, მცენარემ ირემი აღზარდა, ირემი ხოშნიკმა მონადირემ მოკლა და ასევე ხიშნიკ შვილებს აჭამა მწვადი, რა მოხდა? ოდესღაც მკვდარი კაცით ნაზარდი მცენარით გაზრდილმა ცხოველმა ახალი უარესი ცხოველი გაზარდა, რომელიც ისევ მოკვდება, ანუ ეს ენერგიებია გარდაისახება ერთიმეორეში, ის ენერგია რაც ეხლა შენ ხარ, ის ენერგია რაც ეხლა შენ გქმნის როგორც მატერიას, როგორც ქიმიური ელემენტების გროვას, ხვალ, ან ზეგ სხვა ციკლში ჩაებმება, ანუ პიროვნული ეგო მოკვდება, გაქრება, ენერგია კი უგონოდ შეიქმნება, მოკვდება მისი ფიქრები, შეწყდება აზროვნების უნარი და მხოლოდ მაშინ გაცოცხლდება როდესაც ოდესღაც კვლავ ადამიანად ტრანსფორმირდება, ვინ ხარ შენ როგორც ქიმიური ელემენტების კრებული? H2O და და რამოდენიმე ელემენტი კიდევ მენდელეევის პერიოდული სისტემიდან, არ გიკვირს როგორ აზროვნებს წყალი? კალციუმი, რკინა და მჟავები როგორ ფიქრობენ არ გიკვირს? რეინკარნაცია არასწორედ აქვთ ახსნილი და გაგებული ამიტომაც შედიან ფანტასტიკის სფეროში, თითქოს რაღაც გამჭვირვალე ადამიანის მსგავსი რაღაც შეძვრება საშოში იქ ხორცს შემოისხავს ცისტასავით და ჩაიბუდებს და რაღაც სირობები, თვით სპერმა და კვერცხუჯრედია ის ენერგიები რაც სინამდვილეშია სულის გამოვლინებები ამ ფორმითა და ამ სახით, სულის შესახებ აქვთ დამახინჯებული სწავლებები, რაღაც გამჭვირვალე პეპელა გონიათ, არადა სული სხვა არაფერია თუ არა ენერგია ძალთა ველები, რომელიც როგორ არის გონიერი ზემოთ დავწერე ეს შეუცნობელია და დაათს ვეძახით თქო. ვერ ვხსნით როგორ აზროვნებს ენერგია, საიდან მოდის ინტელექტი არ ვიცით. როგორ და ხვდება ერთ რაღაცას, კერძოდ აი ამას: "თუ თავად არ იზრუნა მარადიულად პიროვნული ეგოს შენარჩუნებით არსებობის გაგრძელებაზე, რელიგიების მიერ დახატულ სამოთხეში ცხოვრების პერსპექტივა არ გააჩნია", ეს გონება ხვდება რომ ის პიროვნულობას მხოლოდ სხეულში იძენს, სხეულს გარეთ რომ დაკონსერვებული ძალაა ამას ხვდება, ხვდება რომ თუ ვერ გამოძებნის არსებობის ეგოს შენარჩუნების რაღაც ფორმას ის მიწად მიიქცევა და მცენარის საკვებად გამოიყენება, ხვდება რომ თავად ტუ არ გაანძრია უკანალი, 50 ლარის სანაცვლოდ წაკითხული პარაკლისები ვერ უშველის, ჰო და იწყებს ძიებას მარადიული სიცოცხლის წყაროსი და ზოგი ახერხებს ფიზიკური სხეულის გარდა უფრო ნატიფ სულიერი სხეულის შექმნას, უკვდავ უხრწნელ სხეულში გადასახლებას, ეს პროცესი ზაპოროჟეციდან მერსედერსში გადაჯდომას გავს. ნათლის ძეც დაახლოვებით იგივეს შვრება ოღონდ თავად არ აქტიურობს, მუხლებზე დაღოღიალობს და უკვე განმღვრთოვებულ პიროვნებებს ეხვეწება შემწეობას, დახმარებასა და შველას ითხოვს, შედეგად იღებს ხსნას, ანუ სულიერ სხეულს საჩუქრად და აღარ ემუქრება ასეთს მიწად ქცევა და ეგოს განქარება.
  22. Shaten არა, ეს ნებისყოფა არ არის, უფრო მობეზრებულ ონლაინ თამაშს გავს. საიდუმლო ისევ სურვილის თავისებურებაშია, ანუ ე.წ ავსებაში "ლომკას" რომ ეძახიან. სექსის შემდგომ ხომ აღარ გინდა კვლავ სექსი ისეთივე ცხოველური ჟინით რაც სექსამდე გქონდა ასე არ არის? წყლის დალევის შემდეგ კვლავ ხომ აღარ გწყურია? გადის დრო და შემდეგ კვლავ იბადება სურვილი და ა.შ დაუსრულებლად სანამ არ ისწავლი სურვილების კონტროლსა და დამორჩილებას, მანამდე სურვილები აკონტროლებენ და იმორჩილებენ ადამიანს. ეს არის სწორედ ეგოიზმი სხვა კი არაფერი. რას მოვესწრები იმპოტენციას? ეს შორს არის ჩემგან დაახლოვებით 40 წლით შემდეგ შეიძლება მეწვიოს ის რაც ზემოთ დავწერე სრულიადაც არ ნიშნავს იმას რომ ტითქოს სექსის სურვილი სადრაც გამიქრა, ან პრობლემები მაქვს, პირიქით თავს ისე ვგრძნობ როგორც ხარი კორიდაზე, უბრალოდ სურვილის კონტროლი შემიძლია აი სულ ეს არის. ეს მცნებები მიეცა ისრაელს, სულიერად განვითარებულ ხალხთა ჯგუფს. შენ ქართველს წარმართსა და მეომარს ვინმემ დაგიდგინა ეს მცნებები თავის დროზე? სანამ მცნებას აგკიდებენ ჯერ გკითხეს შეგეძლო თუ არა მისი დაცვა? ჯერ მოგამზადეს საამისოდ ეგრევე აკრძალვებით რომ გეტაკნენ? აი შედეგიც, მცნებები კიდიათ და არღვევენ სწორედ ისევე როგორც წარმართობის ჟამს შვრებოდნენ ამას. ვინაიდან სულით ისევ წარმართები არიან. არ მოამზადეს ერი სულიერად, არ აღზარდეს და ეგრევე აკრძალვებით ეტაკნენ, მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ აი ამას არ აქვს აზრი განა თავად მცნებაა ცუდი, მცნება ხელს გიწყობს განვითარებაში და ეგოიზმიდან ალტრუიზმამდე გარდასახვაში, მაგრამ ბუნებით ბოროტს ჯერ უნდა ასწავლო როგორ მოახერხოს ეტაპობრივად შეცვლა და შეცვლილს ანუ ისრაელის წევრს შემდეგ უნდა დაუდგინო აკრძალვა რადგან უკან ჭაობში არ დაეცეს, ანუ გამოსწორებული რომ კვლავ არ ჩავარდეს ხორციელი ვნებების მონობაში. რომ გაჩხავიან ემბიონებიდან არ იმრუშოს, მოდი ჯერ ის ახსენი როგორ არ უნდა იმრუშონ როდესაც თესლი ყურებიდან გადმოსდის ზოგიერთს და შემდეგ მოიღერე ყელი ღვთის მცნებათა საქადაგოს. როგორ არ უნდა ვიმრუშო? როგორ უნდა დავთრგუნო ეს სურვილი საკუთარ თავში ამას არავინ ასწავლის ადამიანს და ვალდებულებების წამოკიდებაში არიან მხოლოდ მარჯვენი, წვრთნით კი მტაცებელი ცხოველიც კი იწვრთნება და ადამიანიც მოახერხებს ხო ოდნავ უკეთ რაღაცას? გადი აბა პეკინზე და ბოზებს უთხარი არ იმრუშოთ თქო. რას გიპასუხებენ დააკვირდი, იგივე რომ უთხრა ვთქვათ მონაზონს შეიძლება თავი გაგიხეთქოს რა შემატყვეო. ამიტომ ჯერ ის ბოზი უნდა გარდაქმნა მონაზონად და შემდეგ აფრიალო აკრძალვები.
  23. IamNumberOne არადა ინდუიზმი (კრიშნაიზმი, ვიშნუიზმი, შივაიზმი, ბრაჰმაიზმი) ძალიან ძლიერი რელიგიური მოძღვრებაა, თეოლოგიურ ეზოთერული თვალსაზრისით. ამ ყველაფერში რომ გაერკვე, ჯერ სხვადასხვა ფილოსოფიურ ეზოთერული ოკულტურ რელიგიური მოძღვრებების დაუფლება გმართებს, პირდაპირ ხელში აღებული რიგვედა ან ბჰაგავატ გიტა, ისეთივე მომაბეზრებელია როგორც პირველკლასელისათვის დონ კიხოტ ლა მანჩელი.
×
×
  • შექმენი...