Jump to content
Planeta.Ge

Samael

პლანეტელი
  • პოსტები

    160
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი Samael

  1. Shaten me sakutar tavs monad ar vtvli, im martivi mizezis gamo rom aravis ar vayeneb chemi tavis batonad da mat ricxvshi arc gmerts, arc satanas da arc adamians, zogierts gonia rom sityva satanisti nishnavs imas rom satana unda gamoicxados aucileblad adamianma sakutar batonad, me uxeshad rom vtqvat mkidia, satanac gmertic da adamianic, imitom rom ertic meorec da mesamec chemshia da mati gamovlineba damokidebulia imaze tu romel matgans agvzrdi sakutar tavshi.
  2. Shaten მე არ ვიცი როგორ გესმით თქვენ სიტყვა ადამიანობა, შესაბამისად არც ის ვიცი სწორედ გესმით თუ არასწორედ. მე სიტყვა ადამიანობა საერთოდ არ მესმის, ძალიან ზოგადი ცნებაა და დაკონკრეტებას საჭიროებს თითოეული ინდივიდის მიერ.
  3. Nukriko ყველა მეცნიერი თავისი არსით სატანისტია, ოღონდ ზოგიერთმა მათგანმა ჯერ არ იცის ამის შესახებ. ქრისტიან მეცნიერს ვერ მეტყვი, იმიტომ რომ ქრისტიანების ღმერთმა უგუნურებად აქცია მიწიერ ბრძენთა სიბრძნე, თქვენ შეგიძლიათ დამისახელოთ ის მეცნიერები ვისაც თავი ქრისტიანები გონიათ. იგივეა, ოდნავ უფრო დახვეწილი "ქრისტიან მეცნიერზე" დაეცანით სატანიზმს და გაიგებთ. იქნებ პირიქითაა და ათეისტი მიიწერს და ჰგონია რომ თავად აღმოაჩინა რაღაც ამაზე არ გიფიქრიათ? არც იმაზე გიფიქრიათ რატომ არის რომ ერთი ადამიანი დაუნია სულ რომ ჰარვარდში დასვა და წუგნებზე არტყმევიო თავი მეორე კი გენიოსი თუნდაც წნორის ღამის საშუალო სკოლა დაამთავროს? საიდამ მოდის ინტელექტი და სიბრძნე? ბუნებაზე დაკვირვებიდან? აღმოჩენისა და ხედვის უნარი რად არ აქვს ყველას? ერთი ხედავს იმას რასაც მასა ვერ ხედავს რატომ? საიდან ეძლევა ადამიანს ეს? საიდამ მოდის გონება? ინტელექტი საიდან ჩნდება? რატომ არსებობს ნიჭიერი და უნიჭო? არ არის ასე მარტივი ათეისტების რაღაცის მიწერა არავის ჭირდება, ეს ათეისტები იღებენ საკუთარი ათეისტობის გამო ლუციფერის შუქს რომელიც გონებას ასხივოსნებს, ოღონდ ამის შესახებ მათაც არ იციან, საიდან იძენენ ნიჭს. ათეისტები სატანას საყვარელი კატეგორიაა ხალხისა, ვინაიდან დადიან გონებით და არა ბრმა რწმენით. ვმეორდები, ვინ ადგენს მორალს? ადამიანი? ის რაც თქვენთვის მორალურია ჩემთვის არის ამორალური და პირიქით მაშ სადღაა აქ მორალი? არსად. ესეც სუბიექტური უმრავლესობის მიერ გადაწყვეტილი აზრია, ეს ლამაზი სტიყვებით თამაშია და მეტი არაფერი, მორალი ზნეობა მასების სამართავად მოგონილი იმათ მიერ ვინც თავადვე არღვევენ საკუთარ დოგმებს, არ არსებობს არც ზნეობა არც ჰუმანურობა ეს დამკვირვებლისთვის არსებობს მხოლოდ და მხოლოდ და იმაზეა დამოკიდებული როგორ მიიღებს დამკვირვებელი ქმედებას. ქუჩაში შიშველი სექსი დღის საათებში უზნეობაა? რატომ? იმიტომ რომ ხალხის მასა შეთანხმდა რომ ამ საქციელისთვის უზნეობა ეწოდებინათ ასე არ არის? აბა თეორიულ დონეზე დაუშვით კაცობრიობის ცნობიერების გამოცვლა ამ საკითხთან მიმართებაში, ვთქვათ შენს გარდა ყველას მიაჩნია რომ ქუჩაში სექსი ზნეობის ეტალონია, შენ ხომ მაინც შენს აზრზე დარჩები რომ ეს უზნეობაა? ჰო და ამიტომ ვთქვი არ არსებობს ეს ხალხის მასების მიერ დადგენილი წესები სინამდვილეში, ეს ყველაფერი საზოგადოების საკონტროლოდ არის დადგენილი. მე კი კონტროლს არ ვექვემდებარები, ვაკეთებ იმას რაც მსურს, როგორც მსურს და როდესაც მსურს, თუ ამის შესაძლებლობა მაქვს და სულ არ განვიცდი იმას ეს ჩემი საქციელი ვის როგორ ეჩვენება ზნეობრივად თუ ამორალურად. ვთქვათ თანამდებობა ხელისუფლებაში, ავიღოთ პრეზიდენტის თანამდებობა, პრეზიდენტს თავისუფლად შეუძლია შური იძიოს მასზე სუსტებზე და თან პრეზიდენტად დარჩეს. ამის მაგალითად შემიძლია ვლადიმერ პუტინი დავასახელო, მას შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი ადამიანი რუსეთშიც, საქართველოშიც და კიდევ ბევრ სახელმწიფოში, მას შეუძლია მსოფლიოც კი გაანადგუროს ბირთვული იარაღით. ეს მას შეუძლია. კაცი ძალაუფლების გარეშე მონაა რანაირადაც არ უნდა შეფუთოს ეს სტატუსი ცივილიზაციისა და დემოკრატიის ბაფთებით. ის თუ არ არის პირველი, ყოველთვის პირველის მონაა, აგერ ჩვენი საამაყო პოლიციელები და მინისტრთა კაბინეტი ჩასვრილი ბავშვებივით იდგნენ რუსეთის არმიის ტანკების წინაშე, შემოვიდნენ და იმ გრიგალაშვილის მანქანას რომელიც აქ უბრალო ხალხს ებლატავება ნაგლად გადაუარეს ტანკით, რატომ ვერ იყო ლომი გრიგალაშვილი იმ ტანკის წინაშე ისევ ლომი? რატომ იდგა ჩასვრილი ბავშვივით? ძალაუფლება აღარ ქონდა გესმის?
  4. მინდა გითხრათ, რომ ამ წინადადებაში სიტყვა ალბათ ზედმეტია, სატანიზმი რელიგიური მიმდინარეობის ფორმა კი არა თავად არის რელიგიური მიმდინარეობა საკუთარი იერარქიით და ეკლესიით, რომელიც 130 ქვეყანაში ფუნქციონირებს. უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ სატანიზმის როგორც რელიგიური მიმდინარეობის მიმოხილვის მოკლე ისტორიულ ექსკურსს.
  5. Nukriko გადაწყვეტილება სუბიექტურია, მაგრამ როგორც უკვე მოგახსენეთ ამ თემის დახურვა არ დახურვის საკითხი ნაკლებად მაღელვებს, თქვენი ნებაა როგორც საჭიროდ ჩათვლით ისე იმოქმედეთ.
  6. Nukriko ცოდნა მატერიალური სამყაროს წიაღში სატანამ მოიტანა, ის არის გენიოსების მასწავლებელი, ყოველი აღმოჩენა, ყოველი მიღწევა მეცნიერებისა ეს მისგან მოდის, სატანა ადამიანში ცხოვრობს, მას გონებას, ინტელექტს ეძახიან, გონება კი გჭირდებათ სიბრძნის შესაძენად. უგუნური ვერ გააკეთებს ახალ აღმოჩენებს. თქვენთვის თუ არ შეიძლება ჩემთვის შეიძლება და ვინ ადგენს რა არის სიკეთე და ბოროტება? თქვენ თუ მე? თქვენ ადგენთ ამას იმიტომ რომ ბევრნი ხართ? ესე იგი ცნება სიკეთე ბევრი ადამიანის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, მე ვფიქრობ რომ სიკეთე და ბოროტება არ არსებობს ეს ზოგადი ცნებებია, ადამიანი თავად არქმევს ქმედებას სახელს, იმისდა მიხედვით თუ საკუთარი გადმოსახედიდან როგორ აანალიზებს და რად მიიჩნევს მას, თქვენ თუ ადამიანის მკვლელობა ბოროტებად მიგაჩნიათ აი მე არ მიმაჩნია ზოგიერთი ადამიანის მკვლელობა ბოროტებად. ძალაუფლებას მიცემს მას, რომ შური იძიოს და თან თავად არ დაშავდეს. BEST_GEORGIA შეგიძლიათ თავად თხოვოთ, ფული, ძალაუფლება და ამქვეყნიური სიამენი, თუ ღირსეული ხარ მის თვალში ამ ყველაფრით დაგაჯილდოვებს, ეს მას შეუძლია.
  7. BEST_GEORGIA არაფერს, რა უნდა მოითხოვოს მან ვისაც წუთისოფლის ღმერთი ეწოდება? არ ითხოვს არაფერს, ეს ჭორებს უვრცელებენ მას თითქოს ის რაიმეს ითხოვდეს, არ სჭირდება მას არც ტაძარი არც თაყვანისცემა და არც მსხვერპლი და არც ვინმეს სული, მას უბრალოდ სურს რომ ადამიანმა იცხოვროს და იცოცხლოს დამოუკიდებლად ყოველგვარი ტირანიისა და იძულების გარეშე.
  8. Shaten ჩემს პოსტს როდესაც გამოეხმაურებით თხოვნა და მუდარა აღარ არის საჭირო, მე უბრალოდ ის გითხარით რომ თუ ზემოთაღნიშნულის არ გჯერათ ჩვენს შორის დიალოგს აზრი არ აქვს და დროს ნუ დამაკარგვინებთ თქო, თქვენ კი მაინც მაკარგვინებთ დროს. მორჩა ეს ბოლო პოსტია ამ თემაში ჩემი თქვენდამი მოწერილი.
  9. Nukriko მატერიალური სამყაროს მეცნიერებებს. დამკვირვებლის აღქმას ვინაიდან ერთი და იგივე ქმედება შეიძლება ვიღაცისთვის სიკეთე იყოს ვიღაცისთვის კი ბოროტება, ვერ უწოდებ საქციელს კეთილს ან ბოროტს, არსებობს მხოლოდ შემთხვევითობა და აუცილებლობა. თუ არ გჭირდებათ მაშინ შეგიძლიათ დამოუკიდებლად იძიოთ შური, სატანა მის ერთგულებს შურისძიების დროს დახმარებას პირდება. ვისთვის როგორ.
  10. Nukriko ამ სუბიექტს მიხედეთ: http://planeta.ge/topic/66326-დაწყევლილთა-ბიბლია/page__pid__461472__st__60#entry461472 პოსტი #68
  11. Nukriko ეს საიდან დაასკვენით? ამ ვიდეორგოლის მიხედვით ჯერ მხოლოდ იმ თემაზე შეიძლება მსჯელობა და კამათი დასჯის თუ არა ღმერთი ამ ვიდეორგოლის ავტორებსა და მონაწილეებს. მხოლოდ რეაქციის გაგება არ არის რეაქციები ეს მე მაინტერესებს სხვას შესაბამისად შეიძლება მაგ გეის ვინაობა აინტერესებდეს და ა.შ თუ გნებავთ დახურეთ, მე ეს საკითხი ნაკლებად მაღელვებს, მაგრამ თქვენეული ლოგიკით ამ განყოფილებაში თემათა უმრავლესობა დასახური ყოფილა და დასატოვებელი კი მხოლოდ ათეისტურ შემეცნებითი თემები.
  12. Shaten უაზრო მიმოწერით ნუ დამაკარგვინებთ დროს თქო მაშინ როდესაც, არ გჯერათ არც ღმერთის, არც ანგელოზის, არც დემონის არსებობა აზრი არ აქვს ჩვენს შორის დიალოგს.
  13. 1. სატანა გთავაზობთ გამოსყიდვას, ნაცვლად მიტევებისა. 2. სატანა გთავაზობს სიცოცხლის არსის წვდომას, ნაცვლად რელიგიური ოცნებებისა. 3. სატანა გთავაზობთ უდავო სიბრძნეს, ნაცვლად გაუმართლებელი თვითიმედოვნებისა და საკუთარი თავის მოტყუებისა. 4. სატანა მოწყალეა იმათთვის ვინც წყალობას იმსახურებს, ნაცვლად თვალთმაქცური სიყვარულისა უღირსთა მიმართ. 5. სატანა გთავაზობთ შურისძიებას, ნაცვლად გარტყმაზე მეორე ლოყის მიშვერისა. 6. სატანა გთავაზობთ მფარველობას პასუხისმგებლობის გრძნობისთვის, ნაცვლად უაზრო სულიერი მინდობისა. 7. სატანისთვის ადამიანი წარმოადგენს მოსიალურე ცხოველს, რომელიც განვითარებულია ყველა სხვა დანარჩენზე და ამავდროულად საშიშიც. 8. სატანისთვის არ არსებობს ცოდვა, ვინაიდან არ არსებობს სიკეთე და ბოროტება. 9. სატანა არის ეკლესიის საუკეთესო მეგობარი, რომელიც ამ უკანასკნელის ვაჭრობას წარმართავს.
  14. CPUG ამის ნებართვა მე აღშფოთებული გურჯისაგან არ მჭირდება, თავად გადავწყვეტ დავწერო თუ არ დავწერო. სისუსტის გამოვლენის აპოგეა ხარ. სატანა რომ ვიყო ეს ჩემთვის კარგი იქნებოდა. სამწუხაროდ არ ვარ სატანა. დიადი ღირსეული ქერუბიმი ჩემი მეგობარია მხოლოდ, იმედია მომავალში მისი ძლევამოსილების დონემდე ავმაღლდები. დამშვიდდი ცელქ გონებას ნუ აყვები დამღუპველია. Protein არა, მე ამ ფორუმზე მსგავსი თემა პირველად გავხსენი ალბათ სხვა ფორუმზე წაიკითხავდით.
  15. Nukriko მორწმუნეთა რეაქციის აღქმას, მაინტერესებს რა რეაქცია აქვს მორწმუნე ქრისტიანს, როდესაც ნაკლებადცნობილ გეის ხედავს საკუთარი უფლის განმასახიერებელ როლში, მაინტერესებს ამ კლიპს მშვიდად და აუღელვებლად გაგებით მოეკიდება მასა, თუ აღშფოთდება შეშფოთდება და ასე შემდეგ. კიდევ მეორე საკითხიც მაინტერესებს, მაშინ როდესაც დემოკრატიის ეტალონ სახელმწიფოში მსგავსი მოქმედება ჩვეულებრივ გართობად აღიქმება და ამ ე.წ იესოს ჯოხებითა და ქვებით არავინ არ დასდევს ქალაქის ქუჩებში მოსაკლავად, საცემად და ა.შ ანალოგიურის ქმნის შემთხვევაში აქ საქართველოში იმ ხალხში რომელიც ილტვის ამერიკული ოცნებისაკენ რად აღმოცენდება აგრესია მსახიობი გეის მიმართ. და უბრალოდ მაინტერესებს ამ ფაქტს ზოგადად ქართველი ხალხი როგორ მიიღებს იქნება ის ათეისტი, მორწმუნე თუ სატანისტი ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მე მაგალითად სატანისტი ვარ და ამ კლიპზე მეღიმება, ვუყურებ როგორც უნიჭოდ დადგმულ სკანდალურ სპექტაკლს, სხვები რას ხედავენ ამ კლიპში ეს მაინტერესებს. აი ამ ინტერესს ემსახურება თემა.
  16. Giorgi Kiskeidze არა ეს იმას არ ნიშნავს რა თქმა უნდა რომ ყველაფერი უპირობოდ დაიჯეროთ, მაგრამ იმის თუ გწამთ, რომ სადღაც ვიღაცა მჩხიბავმა ქალმა ოდესღაც სული მოიხმო და ეს ყოველივე მხოლოდ იმიტომ გჯერათ რადგან ბიბლიაშია ჩაწერილი და მსუბუქად, რომ ვთქვათ მისი უარყოფა ტეხავს ქრისტიანის მხრიდან, მაშინ ლოგიკურია რომ დაუშვათ იმის შესაძლებლობა, რომ თანამედროვე ეპოქაშიც ვიღაცას შეუძლია დემონის სახელად აზაზელის მოხმობა, რაც შეეხება აქ აღწერილ რიტუალს ამას პროფანი ვერ ჩაატარებს და გინდაც ჩაატაროს არაფერი არ გამოვა, ეს არის რიტუალი რომელიც უნდა აღასრულოს ინიცირებულმა, განათლვისა და განდგომის ბეჭდის მქონე შავმა ჯადოქარმა. ქრისტიანი, ბუდისტი, ინდუისტი და ა.შ ამ რიტუალს ვერ აღასრულებს. Shaten ჰო და თუ არ გჯერათ დროს ტყუილად ნუ დამაკარგვინებთ, კარგად ბრძანდებოდეთ. CPUG კი გამოვჩნდი და სხვათაშორის გამეხარდა მოდერატორობა, რომ ჩამოგერთვათ ნაკლებს იბაქიბუქებთ. აზრი აპოკრიფული ლიტერატურიდან, არსებობს ასეთი გრიმუარი გამოცხადება ენოქისა, ამ წიგნში აღწერილია მეთვალყურე ანგელოზების დაცემის მიზეზი, ეპოქა, წარღვნის როგორც გლობალური მოვლენის მიზეზი და სხვა მრავალი ზოგადად მასებისაგან დაფარული ამბავი. ამ აპოკრიფიდან ვიცი მეთვალყურე ანგელოზთა ერთ ერთი მთავრის აწ უკვე დემონად შერაცხილი აზაზელის სახელი, აქ მე დავდე ბერძენი გნოსტიკოსების ერთ ერთი წიგნიც "სამიაზას წიგნი" იქაც მოხსენიებულია აზაზელი, თავად მე არასოდეს არ მქონია პატივი მას შევხვედროდი, სიმართლე რომ ვთქვათ სურვილიც არ მაქვს ძლიერი და უკონტროლო დემონია, არ ვიცი როდის რა მოუვლის და როდის რა ხასიათზეა.
  17. Giorgi Kiskeidze Shaten ბიბლია, ძველი აღთქმა, I მეფეთა თავი 28 მუხლები 3-19 3. მოკვდა სამუელი, დაიტირა იგი მთელმა ისრაელმა და დამარხეს რამათში, თავის ქალაქში. განდევნა საულმა ქვეყნიდან მუცლითმეზღაპრენი და მჩხიბავნი. 4. შეიყარნენ ფილისტიმელები, მივიდნენ და შუნებში დაიბანაკეს. საულმაც შეჰყარა მთელი ისრაელი და გილბოაყში დაიბანაკეს. 5. როცა დაიხახა საულმა ფილისტიმელთა ბანაკი, შეეშინდა და ძლიერ შეუკრთა გული. 6. დაეკითხა უფალს საული, მაგრამ პასუხი არ გაუცია მისთვის უფალს, არც სიზმრად, არც ურიმისა და არც წინასწარმეტყველთა პირით. 7. უთხრა საულმა თავის მორჩილთ: მომიძებნეთ ქალი, მესულთანე, მივალ მასთან და ვამკითხვინებ. უთხრეს მსახურებმა: აჰა, ყენდორში არის მესულთანე ქალი. 8. სახე იცვალა საულმა, გადაიცვა სხვა სამოსელი, თან გაიყოლა ორი კაცი და მივიდა იმ ქალთან ღამით. უთხრა: მიმკითხავე მისნობით და ამომიხმე, ვისზეც გეტყვი. 9. უთხრა ქალმა: კარგად უწყი, რა გააკეთა საულმა, რომ მოსპო ამ ქვეყანაში მესულთანენი და მჩხიბავნი. მახეს რატომ მიგებ დასაღუპავად? 10. უფალი დაიფიცა საულმა: ცხოველ არს უფალი! ავი არაფერი შეგემთხვევა ამ საქმისთვის. 11. ჰკითხა ქალმა: ვინ ამოგიხმო? მიუგო: სამუელი ამომიხმე. 12. დაინახა სამუელი ქალმა და ხმამაღლა იყვირა: ასე უთხრა ქალმა საულს: რისთვის მომატყუე? საული ხარ შენ! 13. უთხრა მას მეფემ: ნუ გეშინია. რას ხედავ? უთხრა ქალმა საულს: სულს ვხედავ, მიწიდან ამომავალს. 14. ჰკითხა: როგორ გამოიყურება? მიუგო: მოხუცებული კაცია, ვინც ამოდის, მოსასხამი ბურავს. მაშინ მიხვდა საული, რომ სამუელი იყო იგი, მიწად დაიხარა და თაყვანისცა. 15. უთხრა სამუელმა საულს: რისთვის შემაწუხე, რომ ამომიყვანე? უთხრა საულმა: ძალიან მიჭირს. ფილისტიმელები მებრძვიან, ღმერთი კი განმიდგა და პასუხს აღარ მცემს, არც წინასწარმეტყველთა პირით და არც სიზმრებში. შენ ამოგიხმე, რომ მასწავლო, როგორ მოვიქცე. 16. უთხრა სამუელმა: მე რისთვის მეკითხები, როცა უფალი განგიდგა და მტრად გექცა? 17. ყველაფერს აგისრულებს უფალი, რაც ბრძანა ჩემი პირით; გამოგგლეჯს ხელიდან სამეფოს და მისცემს შენს თვისტომს დავითს. 18. რადგან არ ისმინე უფლის ხმა და არ აღასრულე უფლის რისხვა ყამალეკზე. ამიტომაც აღასრულებს დღეს უფალი შენზე თავის სიტყვას. 19. ისრაელსაც შენთან ერთად ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს. ხვალვე ჩემთან იქნებით შენ და შენი შვილები; ისრაელის ბანაკსაც ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს. გჯერათ ეს? თუ ეს გჯერათ, რომ უბრალო მჩხიბავმა ქალმა წინასწარმეტყველი სამუელი მოიხმო, აზაზელის მოხმობა ვითომ რატომ უნდა ბადებდეს ეჭვს? რადგან თქვენ არ გამოგიცდიათ ამიტომ? "რკინისებრი ლოღიკა".
  18. Dakaray ჩემთვის არა. ეს ვიდეორგოლი ინტერნეტ სივრცეში არსებობს ასე რომ ჯერ ამ სივრციდან ააღებინე მის შემქმნელებს და მერე იდავე გავრცელებაზე. არა არ მრცხვენია პირიქით ვფიქრობ, რომ მაგარი სახალისო კლიპია. მე პირადად ბევრი ვიცინე. ხალხის გაღიზიანება აზრადაც არ მომსვლია. ეს მგონი შენ ღიზიანდები მხოლოდ თორემ ათეისტებისთვისა და სხვა რელიგიების მქონე ადამიანებისთვის იუმორისტული ჟანრია.
  19. Dakaray ღვთის შიში რა შუაშია იესო ღმერთია? რეებს ვდებთ და ვიდეორგოლებს. თუ არ მოგწონს თემა შეგიძლია გაისეირნო ამ თემიდან.
  20. აზრი სწორედ მიხვდით სახელი გახლავთ, ყოფილი მეთვალყურე ანგელოზების ერთ ერთი მთავრის სახელი, რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნე დედამიწაზე დაეშვა და მიიღო რა ადამიანის ბუნება ხორციელი სხეული შეისხა დედაკაცებთან სექსუალური აქტის განსახორციელებლად.
  21. თავი 1 1. როდესაც შენთან მოვლენ და გეტყვიან სიცრუის სიტყვას, რად ისმენ სიცრუეს შვილო ჩემო. მიმართე შენს ღმერთს წადი მასთან. 2. რას მეტყვი ამაზე? კვლავ შემაქცევ ზურგს თუ პირში შესცინებ სიტყვის მთქმელთ? 3. ნუთუ მათ იციან რა არის სიცრუე? ან შენ თუ იცი რა არის ის. 4. მაშ მისმინე მე, გულისყური მომაბყარ და მე გასწავლი შენ. 5. იცოდე შვილო ჩემო რომ არ არსებობს არავინ ვისაც არ უთქვამს სიცრუე ცხოვრებაში რეთხელ მაინც, ისევე როგორც არ არსებობს არავინ ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ უთქვამს სიმართლე. 6. ბევრი იტყუება და ითვლება რომ სიმართლეს ლაპარაკობს და ბევრნი ამბობენ სიმართლეს და სიცრუედ ეთვლებათ. 7. და არსებობენ ისეთებიც რომელთაც ტყუილი არ ეთვლებათ სიტყვის თქმისას რამეთუ სიმართლე არ უწყიან. 8. და რაც ერთისთვის სიმართლეა ის ტყუილია მეორესთვის. 9. მუდმივად სიცრუეზე მიშვებული ენა, ფუტურო გოდოლს აშენებს, ერთი გაუფრთხილებელი სიტყვა და ხუხულასავით ჩამოიქცევა მისი კოშკი და ნანგრევებში მოიყოლებს ტყუილით კედლის მაშენებელს. 10. სიმართლე კი გახსნილია ყველასათვის, მაგრამ უგუნურთ არ შესწევთ უნარი დაინახონ. 11. შენ კი ეძიე სიღრმეები და ნუ გაერთობი სიცრუის თხზვით და ნურც მართალი სიტყვის მოლაყბის სახელს გაითქვამ. დაფარე სიცრუე და სიმართლეს ნუ გაუცხადებ ყველა შემხვედრს. 12. მაშინ იქნები შენ ძლიერი და რთული იქნება შენი ამოცნობა. 13. მაშინ შეძლებ განარჩიო სიცრუის სიტყვა სიმართლის სიტყვისაგან და გაყოფ ტყუილს მართლისაგან. თავი 2 1. ნუ მოიძულებ მათ ვინც არ ფიქრობს და არ აზროვნებს ისე როგორც შენ. მიიღე ის, რამეთუ ჭკვიანია და ძალუძს სხვათა მოსმენაც. მიიღე ის რადგან ჭეშმარიტებას ეძებს, რამეთუ ყველა მძებნელი სხვა ჭეშმარიტებისა ერთურთის ძმაა. 2. დაე მინდობილნი ღმერთზე აიბნენ ხლართებში და ეშინოდეთ ყველაფრის, დაე აშინებდეთ მათ სხვა ჭეშმარიტება და სხვა აზრი, ძალა სიტყვისა. დაე ეძახონ მწვალებლები მათ ყველას ვინც მათთან არ არის ფიქრით თანხმობაში და აზრით ერთობაში. 3. დაე დაწყევლონ და მოკვეთონ მათ სხვა ჭეშმარიტების მძებნელი, დაე დაგწყევლონ შენ, რაში გადარდებს? 4. თავად ისინი ახლართულან და დაიბნნენ აზრთა ლაბირინთებში და ამიტომ ის ვინც არ მერყეობს და არ იხლართება ტყუილ მართალში მათ გზიდან აცდენილად ეჩვენებათ. 5. სწავთ მათ რომ ღმერთმა ექვს დღეში შექმნა სამყარო და შთაბერა სული ყველა ცოცხალ არსს. სწამთ მათ რომ ადამიანს, მის საყვარელ ქმნილებას გადასცა მეუფება სხვა ყველა სულიერსა და უსულოზე. 6. მე კი გეტყვი, აი ეს არის სიცრუე სწორედ. არც ექვს დღეში და არც ექვს საუკუნეში არ შექმნილა ეს სამყარო ვინაიდან ის იყო მარადიულად. ეს სიმართლეა. 7. და იყო დრო როდესაც სამყარო არ არსებობდა და მაშინ არ არსებობდა არც დრო. არც ღმერთი არსებობდა და არც მე ვარსებობდი და მოვა დრო როდესაც აღარაფერი იარსებებს აწ არსებული. 8. და დრო ეს მარადიულობაა, მარადიულობიდან მოვიდა სამყარო და მარადიულობაშივე დაინთქმება, იცვლება თავის გზაზე. 9. ნუთუ სხვა რამ შესაძლებელია? რა უფრო ახლოა შენთან მარადიულობა თუ ღმერთი მარადიულობაში გარდამავალი სამყაროდან სამყაროში, დაფიქრდი შვილო ჩემო მარადიულობაშია სამყაროც და ღმერთიც მარადიულობიდან მოვიდა ერთიც და მეორეც და მარადიულობა დანთქავს მათ, ვინაიდან არ არსებობს არაფერი გარდა მარადიულობისა. 10. და ეს იცოდე, არავის დაუყენებია ადამიანი სამყაროს მხედართმთავრად, რამეთუ ცხოველია ის ისეთივე როგორც სხვა დანარჩენი. 11. აიღე ჩვილი და დააგდე მარტო ტყეში ან უდაბნოში, აფთრები გადაირჩენენ თავს იქ ადამიანს კი ეს არ ძალუძს. არავინ მოაწოვებს იქ მას ძუძუს. არც ერთი მხეცი მას საკვებს არ მიუტანს და არც ერთი ფრინველი წყალს არ მიაწვდის. ღმერთი ხომ დაივიწყებს ეს სიმართლეა. 12. აი ასე მოკვდება საკუთარ თავზე თუ არ იზრუნებს. თუ საკუთარი ძალით არ მოიპოვებს თავის საკვებს. ჰო და გამოდის რომ ტყეში ან უდაბნოში ნებისმიერი მხეცი ადამიანზე მაღლა დგას, ან იქნებ შემეკამათები? ვერ შემეკამათები ვინაიდან ეს სიმართლეა. 13. და ბევრს სმენია ღვთის შემწეობაზე, მაგრამ უნახავთ კი ეს შემწეობა მისი ხელიდან? თავი 3 1. ღვთის ძაღლები გაიძახიან ჭეშმარიტების ძეებზე უწმინდურნი არიან ისინიო: იძახიან როგორ ძალგიძთ სატანას სიყვარული? როგორ ეთაყვანებითო წყვდიადს? 2. და კვლავ სიცრუეა ეს !!! არ ეთაყვანები შენ არავის, ნუთუ შენ რომელმაც იცი რომ არსებობს დღე ამით დღეს ეთაყვანები? ან როდესაც იცი რომ არსებობს ღამე, ნუთუ ამით ღამეს სცემ თაყვანს? 3. შენ კი იცოდე სიბრძნით ძლიერო რომ არსებობენ ძალები ნათლისა და ძალები წყვდიადისა, რომელთაც რჩეულნი ეძახიან ღმერთსა და სატანას. მაგრამ არ ეთაყვანებიან არც ერთ მათგანს. არ ეთაყვანო არც შენ. 4. სიძულვილს იმსახურებს ის ვისაც თაყვანისცემა სწყურია და უსუსურია ის ვინც უგუნურთაგან თაყვანისცემას იღებს. ნუთუ კნინდება დიდებულის ღირსება იმით თუ მას თავს არ დაუხრიან? ან თუ ცუდდება მისი სიტყვის ძალა? 5. მისმინე გეტყვიან შენ, როგორ მიიჩნევ მკაფიოდ ბოროტს ღვთის თანასწორად? 6. იცოდე რომ ესეც სიცრუეა !!! ისინი საკუთარ თავს იტყუებენ და თვალებს იბრმავებენ რათა არ შეიცნონ ერთობის სისავსე. 7. მაგრამ თუ შენ არ გსურს რამის შემჩნევა, ეს სულაც არ ნიშანავს იმას რომ ის არ არსებობს. 8. და ბოროტება ღმერთშიც იმდენივეა რამდენიც მის მოწინააღმდეგეში. რამეთუ არ არსებობს არც სიკეთე და არც ბოროტება თავისთავად. არამედ ხარ მხოლოდ შენ და შენი განმსჯელები. 9. და ის რაც შენთვის სიკეთეა სხვის თვალში ბოროტებად ჩანს და რაც შენთვის ავია სხვისი განსჯით მშვიდობისმყოფელია. 10. ყველაზე დიდი სიკეთე მიიტმასნეს ჯვარცმული უფლის მონებმა, ისლამის ბავშვებს კი ბოროტების სავანე განუმზადეს. ეს და პირიქით. 11. და როდესაც შენ სიკეთეს იქმ ერთისთვის, ამით ბოროტებას ატეხ მეორეს. რამეთუ მეორე პირველს ეწინააღმდეგება. ან თუ შენ მიმართავ ბოროტებას ვინმეს მიმართ ყოველთვის გამოჩნდება მეორე ვინც გაიხარებს ამით და სიკეთედ მიგითვლის რამეთუ ისინი მტრები იყვნენ. 12. მხოლოდ ადამიანს ძალუძს განსაჯოს რა არის სიკეთე და რა ბოროტება. მაგრამ რა არის თავად განსჯა? ან ვინ არის ღირსი განსაჯოს? ღმერთი? მაშ ვინღა განსაჯოს ღმერთი ბოროტებისთვის? 13. რამეთუ მერყეობს საფუძვლები სიკეთესა და ბოროტებას შორის, ჭეშმარიტება კი ერთია, არ არსებობს სიკეთე და ბოროტება, არსებობს მხოლოდ შემთხვევა და აუცილებლობა. თავი 4 1. შეიძლება გითხრან მკრეხელობ შენ და სული შენი მარადიულ სატანჯველში მიექანება. 2. იცოდე, რომ ესეც ტყუილია. რა არის სული? ნუთუ ის ღვთის სუნთქვის ნაწილია? ის ერთია და მაცხოვრებელნი ასნი. 3. სული შენი არის ნაწილი შენი შინაგანი სასიცოცხლო ძალებისა. მოკვდები? – მიდის ის. სად? იკითხავ შენ. 4. და სად მიდის სითბო გახურებული ქვიდან როდესაც ის ცივდება? 5. აი იქ მიდის სულიც. და არაფერი ამ ქვეყანაზე არ მოდის არაფრისაგან. ასევე არაფერი მიდის არსად. 6. და ნუ ითხოვ სამოთხის ნეტარებას და ნუ შეგეშინდება ჯოჯოხეთის. რამეთუ რაც სამოთხეა იგივეა ჯოჯოხეთიც. ან რა არის წყევლა და ტანჯვა მარადიული? 7. ცხონება ეს არის მოგონება შენს შესახებ. ასევეა ტანჯვაც მარადიული. ეს იმაზეა დამოკიდებული ვინ და როგორ გაგიხსენებს. 8. და თუ შენ მიიღებ წყვდიადს, მსახურნი ნათლისა დაგწყევლიან და კრულვით გაგიხსენებენ. 9. ხოლო წყვდიადის ერთგულნი სიხარულით მოგიგონებენ და დაგლოცავენ. ასევეა აქაც ნათლის ძეებს დაწყევლიან წყვდიადის მიმღებნი ხოლო ნათლის მსახურნი კი სიხარულით მოიგონებენ. 10. და რაც იქნება სამოთხე ერთისთვის იგივე იქნება ჯოჯოხეთი მეორესათვის, ხოლო აღქმული ჯოჯოხეთი ნათლისაგან ეს წყვდიადის მსახურთა სამოთხეა. 11. აი სხვაობა ჯოჯოხეთსა და სამოთხეს შორის. 12. მაგრამ ეს ცოდნა რჩეულთათვისაა, უმრავლესობა ხომ განდიდებასა და ცხონებას ელოდება? შენ კი შვილო ჩემო როგორც ვერ მოძებნი სითბოს ქვიდან გასულს ისევე ვერ იპოვი სულს შენსას თუ ახალ სხეულს არ შეიძენ მარადისობას ერწყმის ის. 13. ჰო და გადაწყვიტე თავად რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის ხსოვნა თუ დავიწყება. თავი 5 1. გეტყვიან შენ ღმერთზე მინდობილები: შესცოდავ ადამიანო და მხოლოდ ღვთის მოწყალება თუ გიხსნის შენ. 2. იცოდე რომ ესეც მორიგი ტყუილია, რამეთუ რა არის ცოდვა? ვინ დაგიდო შენ ზღვარი? 3. ყველაფერს რასაც შენ იქმ, აკეთებ აუცილებლობის ძალით. ან სურვილი შენი გიბიძგებს ქმნა საქციელი ან კიდევ შიში გაიძულებს ჩაიდინო ყოველივე. 4. ან ამით არღვევ შენს წინაშე დადებულ აკრძალვებს და ეს ჰგავს პირველნაყოფის ჭამას ხიდან შემცნობელისა კეთილისა და ბოროტისა. 5. თავად განსაჯე, დაუსვი კითხვა საკუთარ თავს იქნება კი მკვლელობა ცოდვა ჩადენილი უფლისათვის, ან თუ იქნება საქციელი ცოდვა ცადენილი მისი სახელით? 6. რამეთუ ბევრი მკვლელი, ქურდი და მრუში აღზევებულან ღვთის მიერ უფლის სახელით ჩადენილი ცოდვების გამო და იმან ვინც დადო მცნება არა კაცთ ჰკლა, დახუჭა თვალი როდესაც მისი წინასწარმეტყველნი ხალხს ხოცავდნენ. 7. რას გიპასუხებენ ისინი შენ ამაზედ? რას გეტყვის ღმერთი რომელიც წინ უძღვოდა ისრაელს სხვა ხალხთა გასაჟლეტ ბრძოლაში? 8. იცოდე რომ მხოლოდ სულელური საქციელი იმსახურებს განსჯას. და თუ შენ ჩაიდენ უმეცრულ სისულელეს აი ამას თამამად შეგიძლია დაარქვა ცოდვა. 9. ისინი ბრალს დაგდებენ შენ და გეტყვიან, ცოდვილი ხარ უღმერთოვ და ცოდვა შენი ჩანს ღვთის წინაშე არ არის დაფარული ის. 10. რაზე საუბრობენ ისინი? ჭეშმარიტება ერთია, მისი განმმარტებლები ათასნი და ღმერთიც ერთი ათასთაგანია. 11. და თუ შენ თავად აირჩევ შენს გზას ვინ შეგაჩერებს შენ? და თუ შენ შესძლებ გაიყოლო შენს გზაზე ბევრი თქვენ უკვე ძალა ხართ ერთად. 12. და ვინ შეგაჩერებთ თქვენ? მაშ იყავით ძლიერები მანამდე სანამ არ შეხვდებით მეორე მსგავს ძალას. 13. და გაიმარჯვებს არა ის ვინც სამართლიანია, არამედ ის ვინც ძლიერია. თავი 6 1. სწამთ მათ, რომ ქრისტე მსხვერპლად შეეწირა ყველასათვის და იყო მოძულებული მტერთაგან, რომ მან თავისი სიკვდილითა და აღდგომით აჩვენა ხსნის გზა მრავალთ. 2. თავად განსაჯე, ნუთუ შეიძლება ერთი ადამიანი მოკვდეს ყველასათვის? ნუთუ ღმერთს ჭირდება მართლის სიკვდილი უმართლოთათვის? 3. გინდაც სამგზის წმინდა იყო რას მოიტანს შენი სიკვდილი? მხოლოდ იმას, რომ შენ აღარ იქნები. 4. ვიღაც დაგწყევლის შენ, ვიღაც დაგლოცავს, მაგრამ ამით დახსნილი არავინ იქნება. რამეთუ სანამ ცოცხალი ხარ, მანამდე შეგიძლია რამის ქმნა. მკვდარი ვეღარაფერს იქმ. 5. მკვდარი ხომ მიწაა? და სხეული მისი მიწად მიიქცევა. 6. და გინახავს შენ თუნდაც ერთი მკვდრეთით აღმდგარი? თუ ჯვარცმული აღსდგა ამით მან მხოლოდ ცრუ იმედი მოიტანა. 7. ეხლა კი სულელნი ფიქრობენ: ის მოკვდა და აღსდგა, მეც მოვკვდები და აღვსდგები. უგუნურო! მოკვდები და მარადიულობას შეუერთდები დავიწყებას მიეცემა შენი სახელი. 8. ნუთუ მკვდრები უკეთ არიან ვიდრე ცოცხლები? 9. და ვინ იქმს ამ გზაზე ღვთის მოსაწონს? ვინ შეიყვარებს საკუთარ მტრებს? ვინ დაუშვებს იყოს სხვათა მონა? ვინ ამოირჩევს სიღარიბესა და ტირილს? ის ვინც ამას იქმს მკვდრებთან უფრო ახლოა ვიდრე ცოცხლებთან. 10. მითხარი ნუთუ შენ მიუშვერ მეორე ლოყას თუ ერთში გაგარტყეს? თუ გაანადგურებ თავხედს მთელი შენი ძალით? 11. მითხარი ნუთუ შენ აპატიებ ჩაგვრას შენს მტრებს, თუ მრისხანების ცეცხლს დაანთებ მათ თავებზე? 12. მითხარი იქნები შენ ღატაკი და უპოვარი, თუ ყოველი შესაძლებლობით მოიხვეჭ დიდებასა და პატივს? 13. არ იქნება ჩემი ერთგული ღატაკი და უპოვარი და სულიერი სიღარიბეც კი აკრძალული გვაქვს. თავი 7 1. გზა კვალს აგირევენ ისინი საკუთარი ღვთის საკვირველი სასწაულებით, გეტყვიან რომ აქვს მას ძლა სასწაულმოქმენი და ფლობს ევქარტიულ საიდუმლოს. 2. გეტყვიან, რომ პური და ღვინო მისი მადლია შენდამი, გადაიქცევა პური ხორცად უფლისა და ღვინო სისხლად მისი და მადლს ანიჭებს თანაზიართა და გემოს გამსინჯავთ. 3. და ამ ტყუილსაც დაიჯერებ შენ ! ნუთუ გარეული ველური ხარ რომ ხორცი გლიჯო და სისხლის წყურვილი გახრჩობდეს? 4. აიღე საჩუქარი და გაუსინჯე გემო დალოცვილს ღვთისაგან. აიღე საჩუქარი და სხვებიც დალოცე წყვდიადის სახელით. დახუჭე თვალები და ეზიარე პურსა და ღვინოს. გაარჩევ შენ ერთს მეორისაგან? აქვს მათ ღვინოს შარბათის გემო? ან ჩემი პური ყარს ნეხვის სუნად? 5. ნუთუ ამის შემდეგ შენ შეგიძლია მათი გზით სვლა? ნუთუ ეს იქნება შენი გზა? ნუთუ შეძლებ შენ უწინდელი თვალებით შეხედო ღვთის სახეს? ნუთუ არ იქნება აწ შენი ლოცვები ცარიელი? ნუთუ არ დაეჭვდი შენ მასში? 6. და თუ შენ დაეჭვდი, ესე იგი შენ დადექი ჩემს გზაზე, და ეს გზა – გზა ჭეშმარიტებისაა, არ გაქვს შენ შეზღუდვები ამ გზაზე. 7. შენ შეგიძლია იარო მათ ტაძრებში და თავი ისე დაიჭირო რომ ვერ განგასხვავონ მათგან. 8. რამეთუ თუ შენ შეიმოსები ან თავს დაიბურავ ეს გარეგნულადაა, შინაგანი ბუნება ხომ შინაგანშია და დაფარულია? 9. მაგრამ არ შეგეშინდეს მისი ერთგულების და ნურც საკუთარ სხეულს მონათლავ მისი სახელით, რამეთუ არ გადაიქცე შინაგანადაც მონად. 10. არ დაიმცირო თავი შენი მუხლის მოყრით მათ წინაშე და შენს პირს არ მისცე ნება წაბილწოს მონურმა სიტყვებმა, არ შეიბილწო ხელები და ტანი შენი მათი წყლით, მათი ზეთით, მათი პურითა და ღვინით. ეს ყველაფერი მათია და დაე მათვე მიიღონ. 11. არ ადიდო მათი ღმერთი, არ წარმოთქვა მათი ლოცვები და ქადაგებანი, არ მიაგო პატივი მის მღვდლებს, არ ემთხვიო მათ ხელზე და თავი არ დაუკრა. რითი არიან ისინი შენზე უკეთესები ასე რომ მოებყრო? 12. და თუ მოგადგებიან შენ და სიკვდილით დაგემუქრებიან, გაიძულებენ და გეტყვიან დაიჩოქე და დაამტკიცე შენი ერთგულება ღვთისადმი. 13. მაშ დაუჩოქე მას, ამით ვერაფერს მიიღებს, სიცოცხლე შენი ნებისმიერ რწმენაზე მეტია. მას გაფრთხილება ჭირდება, რწმენა კი ცარიელია. თავი 8 1. შენ მკითხავ მე, როგორია მაშ სამყარო თუ ის ღმერთს არ შეუქმნია? და არ არის სამყაროში არც სიკეთე, არც ბოროტება, არც ცოდვა და არც სამართლიანობა? 2. და შემეკითხები, როგორ ვიცხოვრო მასში და რომელ კანონებს დავემორჩილო? 3. მისმინე შვილო, მისმინე და ჩაუღრმავდი, რამეთუ მრავალნი დადგნენ ამ გზაზე დაე იყოს ეს შენი გზაც. 4. არ არსებობს ამ სამყაროში ღვთის კანონები შენთვის, რამეთუ არ არის ეს სამყარო მისი, რასაც თავადაც ამბობს. და არც ადამიანისაა ეს სამყარო, ვინ არიან ისინი კანონები რომ დაგიდგინონ? 5. მაგრამ თავად ცხოვრობ აქ, ჰო და მისდიე საკუთარ კანონებს. სხვა ყველა დაბნეულობაში და გაურკვევლობაშია სანამ არ დაადგებიან ჭეშმარიტების გზას. 6. მოიშორე შენგან ძალაუფლების მქონენი და ღვთისაგან განდიდებული, სურვილი შენი აი ძალაუფლება რომელსაც ღირს რომ დაემორჩილო. შიში კი სუსტებს, აი შენი კანონები. 7. სხვის დადგენილ მცნებასა და დაწერილ კანონს თუ მისდევ ვერასოდეს შეიცნობ ჭეშმარიტებას. რამეთუ ღმერთის ხელი ადევთ მათ მას კი არ სურს დაუშვას ადამიანი თავის საგანძურთან. 8. და თუ პირდაპირი და მტკიცე ხარ მოწყურებული ცოდნას მაშინ შენი ძალით ააღებინებ მას ხელს საგანძურიდან რომელსაც დაადო მტევანი და ჯიუტად უბყრია რათა სხვაც არ ეზიაროს და არ გახდეს მარადიული. წინააღმდეგ შემთხვევაში სული იქნები ჩრდილი მისი სახიერების სუსტი ანარეკლი. 9. გეტყვიან შენ. რწმენა შენი სუსტია, მაშ იცოდე შვილო, ცოდნას ნაზიარებს რწმენა აღარ ჭირდება, რამეთუ სხვას თუ სწამს შენ იცი. ხოლო რწმენით მავალს ცოდნა არ არგია. ამიტომაც ვეძახი მე მათ ბრმა ცხვრებს. 10. მზად ხარ გამოეთხოვო ცოდნას რწმენის გამო? მზად ხარ ბრმად ერწმუნო ყველას ყველაფერში? 11. იცოდე, დადგება დღე როდესაც ის გადასცემს თავის მტრებს თავის მხედრობას და ბედნიერი იქნება იმ დღეს ის ვინც გმირულად დაეცემა ბრძოლის ველზე. 12. რამეთუ მრავალს მოუწევს სიკვდილი ტანჯვით ღვთის სახელის გამო, უიმედობაში მისგან მიტოვებულთ. 13. მაშ ნუ იქნები მათ შორის რამეთუ შენთვის რჩეულის გზაა მომზადებული. თავი 9 1. მიიღე ჭეშმარიტებად რომ მარადიულია სამყარო და მის ცენტრს არ წარმოადგენს არც ღმერთი და არც სატანა, არამედ ძალა, რომელსაც მოძრაობაში მოყავს ის და სიცოცხლე ეს მარადიული მოძრაობაა. 2. ძალაა ცენტრში და ის ამოძრავებს ყველაფერს, მაგრამ ამას მხოლოდ ჭეშმარიტების გზით მავალი შეიცნობს. 3. ღმერთი და სატანა ამ ძალის ნაწილები არიან, იქ სადაც სძინავთ ყველას მარადისობაში და დრო ანგრევს სურათებს, იქ სადაც მარადისობაში განისვენებენ სულები იქ არის ღმერთიც. 4. იქ კი სადაც ყველაფერი ბრუნავს და ფეთქდება, სადაც არ არის მოსვენება, სადაც მოძრაობაა იქ სატანაა. 5. და არ არსებობს არც სიმშვიდე სრულყოფილი და არც ქაოსი განუზომელი. და სამყარო ცოცხლობს მანამ სანამ სიმშვიდე ებრძვის ქაოსს და ქაოსი უპირისპირდება სიმშვიდეს. 6. თუ გაიმარჯვებს ქაოსი აფეთქდება მზე და დაიწვება დედამიწა და საწყისნი მისნი და განადგურდება ყოველი ცოცხალი, მაგრამ ახალი სიცოცხლე გამოვა ამ ცეცხლიდან. 7. ხოლო თუ გაიმარჯვებს მშვიდობა დაიღუპებიან ყველანი და უმოქმედო მარადიულობაში გადავლენ მდგომარეობაში საიდანაც აღარ აღმოცენდება ახალი ხორციელი სიცოცხლე. 8. უბადრუკები ცხოვრობენ და ემორჩილებიან ძალას. ბრძენნი კი აღწევენ, შეიცნობენ მას და მართავენ მას. და იღებენ იქიდან სიბრძნეს თავისას. 9. ძლიერები შემეცნების მქონეს ბრძენს უწოდებენ, ღვთის მსახურნი კი წყევლას უგზავნიან მას, რამეთუ სჩადიან ბრძენნი საქმეებს რაც მათ არ ძალუძთ. რამეთუ არ შეიძლება ძალის მფლობელი ღვთის სხეულში დაიმორჩილებს მას. 10. როგორც არ შეიძლება ძალის მფლობელმა მიიღოს ღმერთი, ნუთუ საკუთარი თავის წინააღმდეგ დაიყოფი? გადაიქცევი საკუთარი ძალის უბადრუკ მსახურად? 11. ნუთუ ერთხელ ცეცხლის გამჩაღებელი საკუთარი ხელებით დაივიწყებ ღამეს? როგორც მფლობელი ცეცხლისა? მხოლოდ სულელი რომელმაც მიაღწია ახალს კვლავ უბრუნდება ძველს. 12. ის რაც კურთხეულია საუკუნეებით კარგია მანამ სანამ არ გამოჩნდება შემცვლელი, სანამ გეხმარებიან ისინი შენ და არ გეკიდებიან მტრად. 13. მაშ ნუ იქნები უგუნური პირუტყვი და ილტვოდე სიახლისაკენ, რამეთუ ვალდებული ვარ წაგიყვანო შენ ჩემთან და არა ტალახში მღოღავი გიხილო. თავი 10 1. დაივიწყე ყველა ტყუილი, დაივიწყე რასაც გიქადაგებენ კანონთა სახით, რასაც გასწავლიდნენ შენ სიცრუის მთხვზველები ღვთის სახელით. 2. ნუთუ შენ გწამს, რომ შესაძლებელია აპატიო მტერს ან შეიყვარო იგი? სირცხვილია ეს და გონივრულია, რომ ღირსებას არ იმსახურებს ამის მოქმედი. 3. მტრებისა და მჩაგვრელების პატიება მშიშრების საქმეა, შენ ვერაფერს მიაღწევ მათი მიტევებით. ისინი ხომ ირწმუნებიან საკუთარ დაუსჯელობას? 4. და კვლავ შეგამთხვევენ შენ წყენას, ან კიდევ ვიღაც სხვას, დასაჯე ის, დასაჯე საკუთარი ბრალის შესაბამისად და მას აღარ ექნება სურვილი კვლავ გაწყენინოს და აღარც სხვებს შეამთხვევს წყენას. 5. არ არის მიტევება, არ არის დავიწყება, ვინაიდან ვინც ერთხელ ჩაიდენს მჩაგვრელობას ის ათასჯერ იგივეს გაიმეორებს და ადრეც ჩაუდენია. 6. მოიშორე შენგან მოწყალება, ვინაიდან არ უნდა იყო მოწყალე უღირსთა მიმართ, სულელია ის ვინც კვებავს მისთვის ხელში შემყურეს. 7. აგერ ღატაკი ზის ტაძრის შესასვლელთან, ღვთის სახელით მოწყალებას ითხოვს ის, შეწყნარებას მოელის ის. 8. არ მისცე მას ფული, ვინაიდან იყიდის ღვინოს დათვრება და დაგცინებს, არ მისცე მას პური ვინაიდან შეჭამს პურს და ხვალ ისევ ტაძრის კარებთან დაჯება სამათხოვროდ. 9. თუ მისი დახმარება გსურს ასწავლე მას ხელობა, ან ურჩიე ვაჭრობა დაიწყოს, სარჩოს თვისას თავად მოიპოვებს. 10. რამეთუ ის არ ითხოვს სიღატაკის გამო, არც შიმშილისა და წყურვილის გამო არ ითხოვს არამედ ითხოვს, იმიტომ რომ ასე მიეჩვია და გასდის და წყალობით კი არ სარგებლობს ის არამედ სულელთა სისულელით. 11. ყველა უღირსი გაყარე შენგან, ყველა გაყარე ვინც შენგან წყალობას ელის, მხოლოდ ის ვინც მოგწონს შენ, შეგიძლია გყავდეს გვერდით და ხელო ჩაკიდო. 12. მაგრამ არ მისცე მასაც საშუალება შენზედ იყოს დამოკიდებული. 13. და გერჩივნოს იყვე მარტო ვიდრე უღირსებით გარშემორტყმული. თავი 11 1. და სიკვდილს ნუ ელოდები, მოიპოვე სიმდიდრე და დიდება, რამეთუ რად გინდა ქონება თუ კი აღარ იქნები? სჯობს მდიდარი მოკვდე ვიდრე ღატაკი მშიერი მუცლით. სიკვდილით კი უცილობლად მოკვდები. 2. მოიშორე აკრძალვები და მცნებათა შესრულება დაუტოვე აცკეტებს, რატომ უნდა შეიზღუდო და დაიტანჯო როდესაც შეგიძლია იმხიარულო და სურვილთა ასრულებით სიამოვნება მიიღო? 3. თავშეკავება ხომ უღირსთა საქმეა. არ აქვთ მათ არც ჭკუა და არც ძალა რომ მიაღწიონ სიმდიდრის მოხვეჭას და საკუთარი სურვილების აღსრულებით ტკბობას. ჰო და საკუთარ თავს იწყნარებენ ამბობენ: დავიტანჯები ახლა, შვებას ვპოვებ მომავალში. ვერაფერს ვერ მოიპოვებენ ისინი ვერც მომავალში, ნუ დაუჯერებ მათ. 4. არ მისცე უფლება საკუთარ გრძნობებს გმართონ შენ, რამეთუ საკუთარი გრძნობების ამყოლი ბრმად და ყრუდ გადაიქცევა, სულელად გადაიქცევა ის. 5. და გადაუხვევს ის ჭეშმარიტების გზიდან და აიბნევა უმეცრების ბილიკებზე, ხოლო მიზანს კი ვერ მიუახლოვდება. 6. და იმედისაც გეშინოდეს, უსარგებლოა ის, სიცრუითა და ფანტაზიისადმი რწმენით არის გაჯერებული. ბევრი დაუტყვევებია მას და ბევრის მოლოდინი გაუცუდებია. 7. ხოლო იმედი მათ ემსახურება ვინც საკუთარი გრძნობები ჭკუას დაუმორჩილა, რწმენა კი ცოდნას, სიყვარული საკუთარ სიამოვნებას. მაშინ იმედიც ცოდნის მორჩილია და არა უსარგებლო რწმენის დანამატი უსარგებლო იმედოვნება. 8. რამეთუ მხოლოდ ერთი რწმენაა ღირსეული – რწმენა საკუთარი თავისა და ძალებისა და ერთი სიყვარულია ღორსეული – სიყვარული საკუთარი თავისა. 9. დანარჩენი ყველაფრის რწმენა უსარგებლოა, დანარჩენი ყველაფრის სიყვარული კი ცარიელი. რამეთუ თუ რაიმეს იწამებ შენ საკუთარი თავის რწმენის გარეშე, შენი რწმენის მონად შეიქმნები და დაეცემი. 10. და ვერც ვერავის შეყვარებას ვერ შეძლებ თუ კი საკუთარი თავი არ გიყვარს. ან ცრუ იქნება შენი სიყვარული ან კიდევ სიყვარული მონად გაქცევს. 11. და შეიქმნება შენთვის რწმენა როგორც ბორკილი, იმედი როგორც დასაბმელი ჯაჭვი ხოლო სიყვარული მახრჩობელა ყელსაბამად მონის კისერზე, მხოლოდ სიბრძნე თუ დაგეხმარება დაყარო ეს ხუნდები. 12. ხოლო სიბრძნე ცნობისმოყვარეობით იკვებება და ცოდნის მიღების წყურვილით, იკვებება მოხერხებულობით, მაშ დაუტოვე უბრალოვება ღვთის მონებს, შენ კი ბრძენი და მოხერხებული იყავი. 13. და შენ შეიყვარებ საკუთარ თავს, და შენ გექნება საკუთარი ძალების რწმენა და იმედიც ამ ძალებისა, შეიარაღდი ცოდნითა და სიბრძნით რათა ძლიერი იყო ჭეშმარიტების გზაზე და ვინ გამოგიწვევს მაშინ ბრძოლაში? თავი 12 1. შეიძლება გითხრან შენ ღვთის მონებმა: სიცრუეა ეს!!! მოგატყუა შენ დაწყევლილმა!!! გაცდუნა და გადაგიყვანა სასუფევლამდე მიმყვანი გზიდან, შეუდექი ეშმაკის გზას და სული დაიღუპე!!! 2. შეძლებ რომ უპასუხო მათ? შეიცანი კი შენ რა არის ნამდვილი სიცრუე? 3. სიცრუე იარაღია ძლიერებისა და ფარი სუსტებისა და სიცრუე საშიშია მხოლოდ მათთვის ვისაც არ შეუძლია ერთმანეთისგან განასხვავოს ტყუილ მართალი. 4. და არ დაუშვა მოგატყუონ შენ ვინაიდან რწმენა ბრმაა. ნუ იქნები გადამეტებულად მიმნდობი, არამედ გჯეროდეს მხოლოდ იმის რაც თავადვე შეიცანი. 5. რამეთუ ყველა ის ვინც ცრუობს შენს წინაშე ცდილობს ძალაუფლება მოიპოვოს შენზე. ისინი ბევრს დაიმონებენ სიცრუით და თუ მათ რიცხვში აღმოჩნდი დამცირდები. 6. და ჩემს შესახებ შენ არ გეცოდინება სიმართლე, ვერ გაიგებ გატყუებ თუ სიმართლეს გეუბნები, მათგან არეული გონებით ვეღარ შეიცნობ ამას. 7. არიან ესენიც ღვთის მონები? გონებით შეამოწმე მათი სიტყვები დაე განსჯამ შენმა შეაფასოს მათი საქმის მართებულობა. 8. და თავადვე შეიცნობ რა არის სიმართლე, თავადვე მიხვდები რა არის სიცრუე. და განასხვავებ ერთს მეორისაგან. 9. და ნუ იქნები გადამეტებულად მართალი ცნობის გამცემი, ნუ მისცემ იარაღს შენს მტრებს ხელში, არ ქნა ეს ვინაიდან სისულელეა და არ ქნა ეს დიდების მოხვეჭის მიზნითაც, ვისაც არ ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა ნუ მისცემ ჭეშმარიტების მახვილს დროზე ადრე, ვინაიდან დადგება დრო როდესაც ისინიც მოვლენ ჩემთან და ჭეშმარიტებას შეიცნობენ. 10. რამეთუ ვინც დღეს შენი მეგობარია, ხვალ შეიძლება შენი მტრების რიცხვში ჩაეწეროს. ნუ გაუმხელ მათ მაგიის საიდუმლოვებებს, მიეცი მხოლოდ ზოგადი რომლის გამოყენებასაც ვერ შეძლებენ, მაშ აღარ გააძლიერო ისინი შენსავე წინააღმდეგ ჭეშმარიტების მიცემით. 11. ბრძენი ყოველთვის ნახავს გამორჩენას ტყუილისაგანაც და სიმართლისაგანაც და ორივეს თავის სამსახურში ჩააყენებს. 12. მაშ იყავი ბრძენი და სრულყავი საკუთარი თავი, ჭეშმარიტებისაკენ მავალ გზაზე. და არ გაჩერდე შენს გზაზე. 13. რამეთუ არა აქვს საზღვრები შემეცნებას და არც სრულყოფილებას აქვს საზღვრები, მარად სრულყავი საკუთარი თავი არ გაჩერდე. თავი 13 1. და ბევრნი იყვნენ ისინი. მრავალი იყო ისეთი ვინც ზურგი აქცია ღმერთს და დადგა ჭეშმარიტების რჩეულთა გზაზე. მრავალმა აირჩია ჭეშმარიტების სამსახური და განაგდო ღვთაებრივი სიცრუე, სისულელე უღირსთა მიერ თავსმოხვეული. 2. და დაკარგა ეკლესიამ ისინი უკუნითი უკუნისამდე და არ შეეძლოთ მას შემდეგ ჰქონოდათ მათზე ძალაუფლება ღვთის ერთგულ ძაღლებს, რამეთუ აირჩიეს მათ გზა რჩეულთა. 3. რამეთუ გადაწყვიტეს მათ მსახურებოდნენ არა რვთიურ ან ადამიანურ ძალაუფლებას არამედ ჭეშმარიტებას. 4. ზურგი აქციეს მათ მრავალმა ისევე როგორც შენც შეგაქცევენ ზურგს მრავალი. რამეთუ მათი დრო ახლოა უმეცრებით განადგურებისა. 5. და ძლიერთა მოწყალება მათთვის ჭეშმარიტებაზე მეტად ფასობს. 6. მათ ხომ ღვთის მიმართ შიში აკანკალებთ და ანადგურებთ? და გარბიან ისინი ჭეშმარიტების გზიდან, ძაღლები მყეფარენი გარბუან უგზო უკვლოდ, ღმერთთან გარბიან დასარუპავად. 7. მის მოწყალებაზე იმედოვნებენ. მას უყვარს სუსტები მას უყვარს უბადრუკები იძახიან, მძიმეა მათთვის დაწყევლილთა ხუნდების ტარება. 8. რჩებიან მხოლოდ ჭეშმარიტების ერთგულნი, ისინი ვინც მტკიცედ დგანან ამ გზაზე, არ ეშინიათ არც წყვდიადისა და არც ნათლის, არც სიცრუის, არც სიმართლის, არც სიტყვის, არც გაურკვევლობის. 9. რჩებიან ისეთნი ვინც მოიწყვიტა ჯვარი კისრიდან, სიტყვა ბაგიდან, რჩებიან ისეთნი რომლებშიც სახელი სატანა არ იწვევს ძრწოლას. 10. და მიდიან ისინი მთავარის გზით და ემსახურებიან ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტების სიტყვის მიტანით მათთან ვისაც ძალუძს მიიღოს იგი. 11. და არ ახვევენ ისინი სიტყვას ძალმომრეობით უცხოთა თავზე, რამეთუ მხოლოდ ის ვინც ნებაყოფლობით დადგა ჭეშმარიტების გზაზე ირწმუნდა რა საკუთარი გონების, მხოლოდ ის შესძლებს ჩასწვდეს ბოლომდე ჭეშმარიტების სიტყვას და გააღოს ყველა კარი დახშული მის გზაზე ღვთის მიერ. 12. რამეთუ არც ძალით, არც რწმენით და არც სიცრუით არ ხერხდება ჭეშმარიტების გზაზე მოქცევა. 13. დაე იყოს დალოცვილი წყვდიადის სახელით ყველა მიმღები ჭეშმარიტებისა, სატანის სახელით, უკუნითი უკუნისამდე ამინ.
  22. აზაზელი აზაზელი (არამეულად: רמשנאל, ივრითზე: עזאזל, არაბულად: عزازل Azazil) ებრაელთა წარმოდგენით - უდაბნოს დემონი, ასევე უძველესი ადათ-წესის (რიტუალის) სახელწოდება ”განტევების ვაცი” (ჩვენს წელთ აღრიცხვამდე -X-I საუკუნე.), ხოლო უფრო გვიანდელი პერიოდით - III საუკუნე ჩვენს წელთ აღრიცხვამდე. ისტორიული წყაროები აზაზელის შესახებ, როგორც ერთ ერთი დაცემული ანგელოზი, ებრაულ ფოლკლორში წარმოიქმნა დაახლოვებით ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე- III საუკუნეში) და იქნა აღწერილი აპოკრიფულ ტექსტში ”წიგნი ენოქისა”, როგორც ნოეს დროინდელ წარღვნამდე არსებული გიგანტების წინამძღოლი, ვინც წინ აღუდგა ღმერთს. მას მიაწერენ იარაღისა და კოსმეტიკის გამოგონებას, მამაკაცებს ვინც შეასწავლა ბრძოლა, ხოლო ქალებს მოტყუების ხელოვნება; მას მიაწერენ აგრეთვე ხალხის მოქცევას უღმერთოებისკენ და გარყვნილებისკენ. აზაზელი არის ერთ ერთი პირველი დაცემული ანგელოზთაგანი, ვინც არ შეუშინდა ღმერთის ნებას, ამის გამო ღმერთმა უბრძანა არქანგელოზებს მისი მოკვლა, თუმცა იგი იმდენად ძლიერი იყო რომ ეს ვერც ერთმა არქანგელოზმა ვერ მოახერხა, ამის შემდეგ ღმერთის გადაწყვეტილებით არქ ანგელოზ მიქაელს, მიეცა ნება აზაზელისთვის ფრთები მოეკვეთა და ჩაეგდო ჯოჯოხეთში უდავოა ის ფაქტი რომ ამ პერსონაჟის (დაცემული ანგელოზის) სახელი აზაზელი გვიანდელ პერიოდს განეკუთვნება, სხვა რიგით ტექსტებში იგი ასრულებს ”ნახაშა-ს” ფუნქციას (მაცდუნებელი გველი ედემის ბაღში) რომელიც ძალიან გავს პრომეთეს ან რომელიმე სტანდარტული გმირის ფუნქციას, იგი ასევე თამაშობს უდაბნოების ან ქვესკნელის ღმერთების როლსაც მაგალითად ქანაანის ღმერთი ”მუტუ” იგი არა მარტო ქვესკნელის ღვთაებას წარმოადგენს არამედ მწველი მომაკვდინებელი უდაბნოს მზის სიმხურვალეს, ან სულაც სეტხ-ს რომელიც წარმოადგენს უდაბნოს და ფალოსურ სიძლიერეს. თორას კომენტატორების მიხედვით ამ სიტყვას (სახელს) სხვადასხვა მნიშვნელობა ენიჭება, ხოლო სეპტუაგენტაში იგი წარმოადგენს ”ის ვინც უდა იქნას გამწესებული ან განდევნილი” ეს ტერმინი ძალიან გავს მიშნას ტერმინს ანუ: ”განწესების, განტევების ან განდევნის ვაცს” სხვა რიგითი კომენტატორების მტკიცებულებით აზაზელი - არის კლდის სახელწოდება, საიდანაც ხდებოდა უდაბნოში გასამწესებლად გამზადებული თხის გადაგდება (ბაბილონის თალმუდი, იომას ტრაქტატი, გვერდი 37) აზაზელი არის კლდოვანი მთა უდაბნოში, წერს რაში (რაბი შლომო ბენ იცხაკი-თორას და თალმუდის უდიდესი კომენტატორი; საფრანგეთი 11-ე საუკუნე), ხოლო თორას სხვა წიგნებში ახსნილია ის რომ ამ სიტყვით მოიხსენებენ ქვევარიანტებს სულიერი ძალებისას, რომლებიც გამოიყენებოდა დანაშაულის გამო ხალხის დასასჯელად, დაახლოვებით როგორც სატანა. სერაფიმი აზაზელი, იგივე აზაელი წინასწარმეტყველ ენოქის გამოცხადების წიგნის მიხედვით თავდაპირველად მანამ, სანამ ცოდვით დაეცემოდა, იყო მატერიალურ სამყაროზე ღვთის მიერ დადგენილ მეთვალყურე ანგელოზთა ერთ ერთი მთავარი, მოგვიანებით ის შეუერთდა სერაფიმ სამიაზას (რომელიც ხელმძღვანელობდა 200 მეთვალყურე ანგელოზს) ფიცით შეკრულ შეთქმულებაში, რათა შეემოსათ ანგელოზებრივი ბუნება მატერიალური ხორციელი სხეულით და ადამიანთა ასულები მოეყვანათ ცოლებად ეს ჩანაფიქრი მან და მისმა თანამოაზრეებმა სისრულეში მოიყვანეს და მიწაზე ქალებთან სექსის შედეგად გაუჩნდათ ბუმბერაზი შთამომავლობა ე.წ ტიტანები, ხოლო თავად მათ ეწოდათ სახელწოდება ნიფილიმი რაც ივრითზე დაცემულს ნიშნავს. ნიფილიმები მათზე წინაც იყვნენ მიწაზე ქერუბიმ სამაელის იმ ანგელოზების სახით რომლებმაც შეიმოსეს მატერიალური სხეული. აზაზელი ადამიანებს საბრძოლო ხელოვნებას სტრატეგიასა და ტაქტიკას ასწავლიდა ასწავლიდა აგრეთვე საბრძოლო იარაღების დამზადებასა და წრთობას სამჭედლო საქმეს, კოსმეტიკისა და ნელსაცხებლების წარმოებას, ძვირფასი ქვების დამუშავებას საიუველერიო საქმეს და ძვირფას ნაკეთობათა სამკაულების კეთებას. ბიბლიაში აღწერილი წარღვნის რეალური მიზეზი სწორედ ნიფილიმებისა და ტიტანების განადგურება იყო ამ მიზნით მთავარანგელოზ მიქაელს დაევალა სერაფიმ სამიაზას შეკვრა და უფსკრულის სატუსაღოში დატყვევება, მთავარანგელოზ გაბრიელს ტიტანების დახოცვა, ხოლო მთავარანგელოზ რაფაელს აზაზელის შეკვრა და უდაბნოში ჩამარხვა ეთქვა მას თვალებზე გადაეკრა აზაზელისთვის ხარის ტყავი და ღრმად ჩაემარხა უდაბნოში რათა მას ვერ ეხილა დღის სინათლე დიადი სამსჯავროს დღემდე, მთავარანგელოზ რაფაელს დაევალა აგრეთვე ამ ადგილას დაედო დიდი და წვეტიანი ქვა, რომელიც დღესაც კი აღიქმება აზაზელის კლდედ. რაფაელმა აღასრულა ღვთის იაჰვეს დავალება და მისივე ბეჭდით შეკრა და დატყვევებული დამარხა აზაზელი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლა იუდეის მეფე სოლომონმა, აჰყარა რა წარმართობის ჟამს უფლის ბეჭედი სამარხს. აზაზელს იუდეაში მარცხენა ხელის გზის მიმდინარეობის კაბალისტები სწირავდნენ შავ თხას,, გაყავდათ უდაბნოში მისი სამარხის ახლოს და დაკლული თხის სისხლს აბკურებდნენ მიწას ხოლო ხორცს წვავდნენ საგანგებოდ მომზადებულ სამსხვერპლოზე. აზაზელის გამოძახება დიდი სირთულეებთან არის დაკავშირებული, ის როგორც წესი თავად მიდის რჩეულებთან და ასწავლის სულიერ საიდუმლოებებს, ამიტომ მისი გამოძახების რიტუალები ხშირად წარუმატებლად მთავრდება. აქვე აღსანიშნავია, რომ თუ მაგი არ მოეშვება და აიძულებს აზაზელს გამოცხადებას, მისი ვიზიტის შემდეგ მაგი ეთხოვება სიცოცხლეს და ამის უამრავი მაგალითი არსებობს, ამიტომაც მაგები ერიდებიან აზაზელის გამოძახებას, მაგრამ თუ მას მოეწონა და შეარჩია მეგობრად კაცი, ადამიანთა შორის უმდიდრესსა და უპირველესს ხდის მას, თუ მან ადამიანთან მეგობრობა გადაწყვიტა ასეთი კაცი ხდება ხელშეუხებელი მას ვერ ვნებს ვერც კაცთა და ვერც დემონთა იარაღი, აზაზელის შიში არა მხოლოდ ადამიანთა საუფლოში არამედ წყვდიადის საუფლოშიც აქვთ, მრავალი ძლევამოსილი და ამაყი დემონი თრთის მის წინაშე, ეს დემონი კოლოსალური ძალის ენერგიისა და გონების პატრონია, ემორჩილება მხოლოდ და მხოლოდ წყვდიადის იმპერატორ სამაელს, და მის მიერვე არის დადგენილი სამყაროს მხარეების ერთ ერთ მმართველად. აზაზელთან მეგობრობა ეს ჯილდოა წყვდიადისგან ხოლო მასთან მტრობა გარანტირებული სიკვდილი, არ შეიძლება ამ დემონთან შეხუმრება და გათამამება, მასზედ მოქმედებს მხოლოდ საიდუმლო ბეჭედი ღვთისა რომლის გამოსახულებაც სამწუხაროდ არავინ აღარ იცის ამიტომაც ითქმება რომ მას ბეჭედი არ აქვს. აზაზელის გამოძახების რიტუალი (სარიტუალოდ მომზადება) საკურთხევლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი პატარა მაგიდა, ან სკამი ან ტუმბო, რომელსაც ძედ უნდა გადავაფაროთ შავი ფერის ახალი ნაჭერი, ქსოვილი უკეთესია თუ კი იქნება ხავერდის. საკურთხევლის ცენტრში ვხაზავთ აზაზელის ნეფილიმურ ბეჭედს, ცენტრში ვდებთ თხის თავის ქალას, რომელიც იქნება ნაკურთხი აზაზელის ძალებით და მხოლოდ აზაზელისთვის განკუთვნილი. (თხის თავის ქალის კურთხევა ხდება შემდეგნაირად: მარცხენა საჩვენებელ თითს ვიჭრით ისე რომ სისხლი გამოვიდინოთ და თავის ქალაზე შუბლის მიდამოში გამოვსახოთ რქოსანი ღმერთის ნიშანს და 7-ჯერ ვიძახით ხმამაღლა აზაზელის სახელს, ეს ნიშანი უნდა გამოიხატოს აგრეთვე შავ სანთელზე რომელსაც შემდგომ დავამაგრებთ თხის თავის ქალაზე რქებს შორის ) საკურთხევლის მარცხნივ ვდგამთ ფიალას, ან თასს, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს შავი დედა ღვთაების საშოს, ამ თასს კი ვავსებთ წითელი ღვინით. საკურთხევლის მარჯვნივ დებთ ხანჯალს, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს ცეცხლს, მაგიურ ნებას. ხოლო თხის თავის ქალის წინ ვათავსებთ საჟღოლავ საშუალებას(საკმეველის დასანთებად) რიტუალის დაწყება მარჯვენა მუხლით უნდა დავიჩოქოთ, მარცხენა ხელს კი სამჯერ ვარტყამთ მიწაზე ან იატაკზე და ვიძახით შემდეგ სიტყვებს: Azza Uzza Azziel Tuval-Qayin Azazel! ჩემს ხმას მიეცი ნება აზაზელ, რომ განფხვრას ღამის სიჩუმე და გამოაღვიძოს ჩემი, ტიტანური ღვიძლი მამა, რქოსანი, სინათლის მფრქვეველი! მივმართავ მბრძანებელს და ყოველ ძალას, რომელნიც მიძინებულ არიან წყდიადსა შინა! ვანთებთ სანთელს, რომელიც დამაგრებული გვაქვს რქებს შორის და ვამბობთ შემდეგს: Azza Uzza Azziel Vul-Qayin Azazel! ო, ყოვლისშემძლე აზაზელ, შენ რომელიც აფრქვევ ღვთაებრივი სიბრძნისა და ცეცხლის ალს, შეისმინე და მომისმინე, ააჩქეფე და აადუღე ჩემს სისხლძარღვებში მიძინებული ნეფილიმთა წმიდა სისხლი; სიამაყით აღვსილო მცველო, რომელიც იცავ სისხლით წმიდა ნათესავურ კავშირს; ამ ღამეს, შენი ყოფნით დამლოცე და ზიარ მყავ შენი ღვთაებრივი ცეცხლის ნაწილისა, რომელსაც აფრქვევ შთანმთქმელი წვდიასის უკიდეგანო სიღრმეებში საჟღოლავში ვაკმევთ საკმეველს, (ხის ცრემლს) ან მირრას, დრაკონის სისხლს შერეულს წითელი სანდალოზის ხესთან, და ვამბობთ შედეგს: Azza Uzza Azziel Tu - Baal - Qayin Azazel ! სინათლის მფრქვეველო, რომელმაც არჩიე წყვდიადში დაცემა სულითა და სხეულითა, რათა მოგეტანა ღვთიური ცეცხლი და აგევსო თიხის ცარიელა ჭურჭლები, უსაყვარლესო, მე ვარ დემონური სისხლით განათლული და დემონური სიბრძნით აღვსილი, რომელიც მოგმართავ შენ აზაზელ. მოგიხმობ შენ აზაზელ, რომელმაც გააერთიანე ცანი და მიწანი, ისევე როგორც მიწანი და ცანი, მე ვარ ის ვინც ვინახავ საკუთარი სულის სიღრმეებში, შენი, გმირულად გაღებული მსხვერპლის აალებულ ნაყოფს, მოგმართავ შენ აზაზელ; ამის შემდეგ აღმართეთ ხანჯალი და მისი წვერით საკურთხეველის ზემოთ ჰაერში გამოსახეთ შავი ვარსკვლავი (ამოტრიალებული პენტაგრამა), 7-ჯერ წარმოთქვით აზაზელის სახელი და ვიზუალურად წარმოიდგინეთ თუ როგორ ანათებს ალისაფრად შავი ვარსკვლავი, შემდგომ ხანჯლის მახვილი მიმართეთ რქებს შორის ანთებული სანთლის ალზე და წარმოთქვით: Azza Uzza Azziel Azarak - Qayin Azazel ! ისმინე სიტყვები ძლევამოსილებისა, რომელიც არის შენი წმიდა სახელები, ფოლადის ჩლიქებით გაარღვიე ყოველი დაბრკოლება აღმართული ჩემსა და შენს შორის. ო ჩემო მბრძანებელო აზაზელ, ნება მიეცი ლუციფერიანულ ცეცხლის ალს, რომელსაც აფრქვევ რქებს შორის, რათა განვიწმიდო და გამოვაღვიზო მგესლავი შხამიანი ცეცცხლის გველები, რომლებიც შემოხვეულან ჩწემს სისხლძარღვებზე. შვიდჯერ სანთლის ალზე გადავატარებთ ხანჯლის პირს და წარმოვთქვამთ შემდეგს: Azza Uzza Azziel Tubal-Qayin Azazel! სულიერი გარდასახვის მამავ, და დემონურო მჭედელო, უდიდესო ალქიმიკოსო, ნებითა შენითა დამრთე რათა მივიღო მონაწილეობა შენს უსაზღვრო მისტერიაბში, გარდამსახე და გამომჭედე ნებითა შენითა და მჭედლობის შენეული კანონებითა. აზაზელ, დამლოცე შენი მობრძანებით და მიეცი ნება შენი უროს დარტყმით გადმოფრქვეული ნაპერწკლების სინათლეს რათა გამინათონ გზა წყვდიადში მიმავალი, რაც გამოაღვიძებს ორგულ და მოღალატე ჩემს მეორე დემონურ მე-ს, მიძინებულს ღრმა წყვიადის ძილით. ხანჯლის წვერით შუბლზე გამოვიხატოთ რქოსანი ღმერთის ნიშანი, რას გამოვსახეთ თხის თავის ქალაზე, წარმოვიდგინოთ ეს ნიშანი როგორ ხურდება თქვენს შუბლზე, და როგორ ასხივებს მუქ წითელ ფერს, ხანჯალი მივმართოთ თქვენი შუბლისკენ და წარმოვთქვათ: Azza Uzza Azziel Shemyaza - Qayin Azazel ! სიბრძნისა და გრძნეულების მეუფევ, შენ რომელიც ხარ განსხეულებულიროგორც ტუვალ ქაინ, შენ, რმელმაც გვასწავლე იარაღის გამოჭედვა თავისუფლებისთვის საბრძოლველად, და შენაგანი ცეცხლის გამოფრქვევა და მისი გამოყენება, დაე შენი გახურებული ნიშანი აალდეს ჩემს შუბლზე თვალისმომჭრელი ცეცხლით, გვირგვინოსან მყავ ცეცხლით განათლული. რიტუალის ზედმიწევნით აღსრულების შემდეგ ცხადდება დიადი აზაზელი, გირჩევთ სიფრთხილე და მოწიწება გამოიჩინოთ მის მიმართ და არ გამოიძახოთ ის მძვინვარების ჟამს ანუ აღმავალი მთვარის პირველ მეოთხედში. მას შეგიძლიათ სთხოვოთ, სიბრძნე, სიმდიდრე, შურისძიება, თანამდებობა.
×
×
  • შექმენი...