Jump to content
Planeta.Ge

Morfius

პლანეტელი
  • პოსტები

    910
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    8

ყველა პოსტი Morfius

  1. ცეცხლის ალში რაც იგულისხმება უკვე დავწერე, ხოლო მაგ სულში რაც იგულისხმება ამას დასაბუთებულად დავწერ, ახლა კი გეტყვი იმ სხეულს რაც ანგელოზს გააჩნია შენ უბრალოდ სულს უწოდებ, არ არის ის სული სულს ფორმა არ აქვს, ანგელოზს კი კონკრეტული სხეული აქვს, თვალისათვის უხილავი სულიერი სხეული.
  2. კარგი ბატონო დარჩეს თქვენთვის ეს სამი კაცი ანგელოზებად, აღდგომის დღეს, ხომ მართალთა და უმართლოთა აღდგომა ერთად მოხდება, მაშინ ვკითხოთ იესოს ანგელოზები იყვნენ თუ ვინ იყვნენ , მაგრამ არა მგონია მაშინაც დაიჯერო რასელი ხომ სხვა რამეს ამბობს ბიბლიაში სწორედ ის წერია რასაც ისინი მაცნეს უწოდებენ ახარეს აბრაამს ამბავი? უკვე ანგელოზია. რას ამოიჩემე ეს ხორცშესხმული, არ ქონდათ მათ არანაირი ხორცი და ძვლები, მათ მხოლოდ თავისი სხეული გახადეს საჩინო ადამიანისთვის აი სულ ეს იყო.
  3. ლოტთან, რომ ანგელოზები მივიდნენ მე ამას არ უარვჰყოფ და ზემოთ ამ ანგელოზების სახელებიც კი დავწერე. თეთრი შავია? კი ბატონო იყოს შავი. მერე მართლმადიდებლები რომ ნებისმიერ მაცნეს ანგელოზს უწოდებდნენ ეგ ამბავი თუ გაითვალისწინე ციტატის მოყვანის პერიოდში? თეთრი შავია, კი ბატონო იყოს შავი.
  4. დაბლად თაყვანისცემა ნაკლებად თაყვანისცემას კი არ ნიშნავს ბატონო აზრი, არამედ აქ გადმოცემულია ის რომ აბრაამმა მიწამდე დაუკრა თავი და ასე სცა თაყვანი, ებრაელისთვის კი თაყვანის ცემა, რომ მხოლოდ ღვთისთვის არის ნებადართული გინდა მდაბალი და გინდა ჰაერში ნახტომით ეს ალბათ გეცოდინება.
  5. შენ თუ იმხელა პოსტიდან აზრი ვერ გამოიტანე რაც იქ ეწერა, მაშინ სათქმელი აღარაფერი მაქვს. რატომ ორი და არა სამი რადგან შენ გინდა რომ ასე იყოს? სწორედ მაგას ვამბობ მეც, მაგრამ არც იმ სულს წარმოადგენს ანგელოზი, როგორ სულადაც მათ შენ აღიქვავ. ეც ციტატა იმ მართლმადიდებლური თარგმანიდან არ არის გვერდით თემაში რომ ამტკიცებდი მცდარიაო? ბიბლიაში წერია რომ ეს კაცები წავიდნენ, და ეს კაცები რომ სამნი იყვნენ ეს ადრე წერია, ხოლო ის რომ 2 წავიდა და ერთი დარჩა ეგ არსად წერია და გინდაც ასე ყოფილიყო ის ერთი ვინც აბრაამთან დარჩა ღმერთი იყო შენ კიდევ იძახი სამივე ანგელოზი იყოო, ასე რომ რაღაც, რომ ვერ გამოდის ხვდები?
  6. შენიშვნა: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება პირი ვინც ამ ყველაფერს "ვარდების რევოლუციას" დაარქმევს
  7. ბრძოლას თუ სამოქალაქო ომს უწოდებთ არ ყოფილა, მაგრამ ყველა ცივილური მეთოდით, რომ იყო ბრძოლა ეს ცხადია. ასეთი მეთოდით ბრძოლა აღარც იქნება იმიტომ, რომ რაღა დარჩა? 2 წელიც აიტანს ხალხი ამ ტირანს როგორმე.
  8. სწორედ ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც მაშინ ხალხმა სააკაშვილს დაუჭირა მხარი, უბრალოდ შევარდნაძე მობეზრდათ, ხალხს ერთი და იგივე ლიდერი სულ რომ უფრთო ანგელოზი იყოს ბეზრდება, არათუ დიქტატორი.
  9. ეგ ყველაფერი ჩვენც ვიცით, მაგრამ გვიანი რომაა უკვე? კაცმა 2 საპრეზიდენტო ვადა ყვლიფა საქართველო და 10 წლის შემდეგ კი გავა დამსახურებულ პენსიაში ნებისმიერი მის მსგავსად, რომელიმე ეგზოტიკურ კუნძულზე. ქართველმა ხალხმა კი იმდენი ტყუილი წვნია, რომ გენიოსი უნდა იყო ადამიანი ახალი ტყუილი ჯერ არ ნაცადი ტყუილი მოახვიო თავს, იმედია მომავალ არჩევნებზე მაინც არ შეცდება მოსახლეობა თორემ სააკაშვილს, რომ კაკალივით შერჩა მთელი ეს უსამართლობა ეგ ისედაც ცხადია.
  10. აი ამ სპეციალურკურსგატარებულ პატრულს არ ანდობს გრიგალაშვილი სწორედ იარაღს, პატრული არის პოლიცია ბუტაფორია, პოლიციელს რომ იარაღს სამსახურში დაგატოვინებენ და "ჩორნი ხოდებით", რომ დაიარება სამსახურის შემდეგ ზოგ ზოგიერთი მათგანი სახლამდე, ამაზე მეტი აგდება და თავზე ლაფის დასხმა რაღა გინდა?
  11. 2 კვირაში? იარაღთან მობყრობის შესწავლას სპეციალური სამხედრო დისციპლინის "საცეცხლე მომზადების" კურსის გავლა სჭირდება, ეს თეორიული კურსი კი შსს აკადემიაში მინიმუმ 6 თვე გრძელდებოდა სანამ პრაქტიკულ მეცადინეობებზე გადავიდოდნენ და ასწავლიდა ამ საქმის პროფესიონალები ბატონი გია საგინაშვილი და ვალერიან მარგიანი. ამჟამად კი შპს აკადემიაში ბირჟიდან აყვანილ კადრს ასწავლიან რას? პოლიციის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მეცამეტე მუხლს, პეინდბოლისთვის განკუთვნილი სათამაშო თოფუკებით ტინგიცურ სირბილს, რომელიც მძაფრსიუჟეტიანი ფილმის დუბლებს უფრო მოაგონებს ადამიანს და 15 მეტრიან დისტანციაზე (ბრმა რომ არ ააცელს სამიზნეს) სროლას, ის ბევრი სხვა რამეც ვიცი რა არის და ბევრი კი არა ძალიან ცოტაა, ასე რომ ჩემო კარგო შსს კი არა შპს აკადემიის ახლებური კადრის "პროფესიონალიზმის" ნაყოფია რობაქიძის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა. მართალი ხარ უნდა აღიზარდოს ოფიცრად ამათ რომ 2 დღის გამომძვრალები შეტენეს პოლიციაში მაგას ვამბობ მეც.
  12. სასამართლო პროცესზე ხომ ილაპარაკა თავისი პირით იმ პატრულის თანამშრომელმა, როგორ მოაცუნცულეს დიდუბე ჩუღურეთის რაიონის შს განყოფილებიდან არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და ამ ბიჭებს, როგორ მიუყარეს, აი ეს არის ტრაგედია, რომ ერთი დამნაშავე პატრულის გასამართლებლად 4 თუ 5 ახალგაზრდა ბიჭი ციხეში უნდა წასულიყო, მკვლელს კი მშვიდად გაეგრძელებინა პოლიციაში მუშაობა, სიმართლე რომ ვთქვათ იმ მომენტში იმ პატრულს ტყვია არ უსვრია მიზანმიმართულად, სპეციალურად, მაგრამ არაპროფესიონალებით რომ გატენეს ეგ სამსახური ეს ყველაფერი მაგის ბრალია, იარაღთან დაუდევარი მოპყრობით ტყვია გაუვარდა და ახალგაზრდა ბავშვი იმსხვერპლა, ტრაგედიაა და ამაზე უფრო დიდი ტრაგედია კი ის რომ ამ ყველაფრის დამალვას ცდილობდნენ უდანაშაულოების ციხეში გაშვების ხარჯზე.
  13. "კვირის პალიტრა" ვირების ასავალ-დასავლის გასარკვევად ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძეს დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ ზოოპარკისთვის ჩვენამდე საპატრულო პოლიციას მიუმართავს თხოვნით, როგორმე ვირების დაჭერაში დაგვეხმარეთო. ზურაბ გურიელიძე: "ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაგვირეკეს, ვაჟა-ფშაველაზე ორი ვირი ვნახეთ და იქნებ მიხედოთო. გავიდნენ ჩვენი თანამშრომლები მოსაძებნად, მაგრამ ვეღარ ნახეს. რაღას ნახავდნენ მაგათ მონიტორინგის სამსახური ერთ ადგილას გაჩერებას სასტიკად უკრძალავს
  14. ქალთა დღეს გილოცავთ მანდილოსნებო, ბედნიერებას და ოცნებების ახდენას გისურვებთ, სიყვარულს და სიხარულს, ეს დღე თქვენია ისევე, როგორც ყოველი დღე აქ იყო თემა სახელწოდებით რა არის ცხოვრების აზრი? მე ვიტყოდი რომ მამაკაცისთვის ცხოვრების აზრი ეს მანდილოსანია და ერთი დღეც ნუ მაცოცხლოს ღმერთმა ძვირფასებო თქვენს გარეშე
  15. მოდი შევთანხმდეთ ასე, რაღაცას რომ იტყვით თან ციტატაც დაურთეთ ბიბლიიდან, რადგან თქვენ ორ სიტყვას ამბობთ და მერე მიდიხართ, მე კიდევ ბიბლიის თავების წერა მიწევს მკითხველისთვის იმის დასანახვებლად, რომ თქვენი წარმოდგენები მცდარია. ეხლა მე დავწერ ბიბლიის შესაბამის თავს და თან განვმარტავ ეტაპობრივად და იმედია მომავალში ამ თემაზე ანალოგიურ შრომატევად განმარტებებს აღარ მომთხოვთ. ყველაფერი კი სინამდვილეში შემდეგნაირად იყო: ბიბლია წიგნი დაბადება (შესაქმისი) თავი 18 მუხლები 1-22, 33. 1. და გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხასთან, როდესაც ის შუადღის ხვატში იჯდა თავისი კარვის წინ. 2. და აღაპყრო მან თვალი და დაინახა, რომ სამი კაცი დგას მის ახლოს. და როცა დაინახა ისინი გაიქცა მათ შესახვედრად, კარვის შესასვლელიდან და თაყვანი სცა მათ მიწამდე. მხოლოდ ამ ორი მუხლიდან სჩანს, რომ აბრაამთან უფალი მივიდა სამი კაცის სახით, რადგან სწერია გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხასთან, ხოლო სამი კაცის შესახვედრად გაქცეული აბრაამი თაყვანს სცემს მათ მიწამდე, აბა გავიხსენოთ ვისი დაწერილია ბიბლიის დაბადების წიგნი? ეს ხომ მოსემ დაწერა? სწორედ იმ მოსემ, რომელმაც სინას მთიდან ებრაელ ერს უფლის 10 მცნება ჩამოუტანა და სადაც გარკვევით არის გადმოცემული შემდეგი: "თაყვანი ეცი მხოლოდ შენს ღმერთს და მხოლოდ მას ემსახურე" მიუხედავად იმისა, რომ მოსეს დროს აბრაამი კარგა ხნის გარდაცვლილია უკვე და მოსემ არ იცის ის კონკრეტული მოქმედებები რაც აბრაამმა სტუმრებთან შეხვედრისას განახორციელა, ის გარკვევით წერს აბრაამზე, რომ მან თაყვანი სცა სტუმრებს მიწამდე და ამას წერს იმ დროს, როდესაც კარგად აქვს გათვიცნობიერებული, რომ თაყვანისცემა მხოლოდ ღმერთისა შეიძლება. ბატონო აზრი თუ მოსე ამ პირებში ანგელოზებს გულისხმობს, გამოდის, რომ მან ებრაელი ერის მამას თაყვანი აცემინა ანგელოზებისთვის და შესაბამისად შეაცოდინა კიდეც, თვითნებურად დაარღვევინა რა აბრაამს ღვთის უპირობო მცნება. დაუშვებდა ასეთ რამეს მოსე? ეხლა მივყვეთ მოვლენებს. 3. და თქვა ბატონო, თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენს მსახურს. 4.და მოიტანენ ცოტა წყალს და დაგაბანინებ ფეხს, და დაისვენეთ ხის ქვეშ. 5. და გამოგიტანთ მცირეოდენ პურს, და დაინაყრეთ გული, შემდეგ კი წადით რაკი გზად ჩაუარეთ თქვენს მსახურს. "და უთხრეს ისე გააკეთე, როგორც თქვი" ამ მუხლებიდან ჩვენ ვგებულობთ, რომ აბრაამმა იცნო უფალი ამ სამ კაცში ვინაიდან ეუბნება სიტყვებს: "თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენს მსახურს" იგი თავის თავს უწოდებს მსახურს, მაშინ როდესაც დაწერილია: "თაყვანი ეცი მხოლოდ შენს ღმერთს და მხოლოდ მას მსახურობდე" და სხვაც აბრაამისთვის ეს სტუმრები, რომ ძვირფასები არ ყოფილიყვნენ რატომ მიმართავდა ასე? რამდენი მაწანწალაც მის კარავს აუვლიდა ყველას კი არ ეპატიჟებოდა. 6.და ისწრაფა აბრაამმა კარვისაკენ სარასთან და უთხრა "იჩქარე: სამი საწყაული საუკეთესო ფქვილი მოზილე და კვერები გამოაცხვე" 7.ნახირისაკენ გაიქცა აბრაამი, და აჩვენა ჩვილი და საღი ხბო, და მისცა იგი თავის მსახურს და მანაც სწრაფად მოუმზადა იგი. 8.აიღო კარაქი და რძე და ხბო, რომელიც მოამზადა და მიართვა მათ, ხოლო თვითონ იდგა მათ გვერდით, ხის ქვეშ, როცა ისინი ჭამდნენ. ეს სამი მუხლიც ირიბად მეტყველებს იმაზედ, რომ აბრაამს ამ სამი სტუმრის სახით თავად უფალი ეწვია, რადგან აბრაამმა მათ ყველაფერი საუკეთესო მიართვა, ებრაელებს მკაცრად ეკრძალებათ დასახიჩრებული ან და კოჭლი პირუტყვის უფლისათვის მსხვერპლად შეწირვა და მცნებად აქვთ, რომ პირველნაყოფი მისი მოსავლისა და ფარიდან უფლისაა, აბრაამი კი სწორედ ასეთ ჩვილ და საღ ხბოს სთავაზობს, როგორის შეთავაზებაც მხოლოდ უფლისთვისაა შესაძლებელი მცნების მიხედვით, არა შეიძლება ასეთი ხბო ადამიანსაც შესთავაზო, მაგრამ აქ მოსე როდესაც წერს სიტყვებს, ჩვილი და საღი ხბო, სწორედ ამიტომ აკეთებს აქცენტს ამაზედ, რომ მან შესანიშნავად იცის თუ როგორი მსხვერპლია მოსაწონი უფლისთვის, ხომ შეიძლებოდა დაეწერა უბრალოდ ხბო? მაგრამ არა, ის წერს ჩვილსა და საღს რითაც ხაზს უსვავს იმას, რომ აბრაამმა სტუმრებს უფლისათვის მოსაწონი ძღვენი შესთავაზა, თორემ რამდენი კოჭლი პირუტყვი ჰყავდა აბრაამს? უბრალო სტუმრები, რომ ყოფილიყვნენ ძაან გაიგებდნენ ეხლა დაკლული ცხოველი კოჭლი იყო ბრმა თუ ინსულტიანი 9. და ჰკითხეს მას: "სად არის სარა შენი ცოლი? მან უპასუხა აჰა კარავშია" სამმა უცნობმა კაცმა დაასახელა აბრაამის ცოლის სახელი, აბრაამი კი ყოველგვარი გაკვირვების გარეშე პასუხობს "აჰა კარავშია", რაზედ მიუთითებს ეს სიტუაცია? აბრაამმა იცის და კარგად აქვს გათვიცნობიერებული, თუ ვისთან აქვს საქმე ამ სამი კაცის სახით. 10. შემდეგ უთხრა ერთ-ერთმა მათგანმა, "გაისად ამ დროს ნამდვილად დავბრუნდები შენთან და ეყოლება ძე სარას, შენს ცოლს" და სარას ესმოდა ეს კარვის შესასვლელთან, რადგან მის უკან იდგა. აბრაამმა შესანიშნავად იცის, რომ უპირობოდ შესრულებადი აღთქმის მიცემა, მხოლოდ ღმერთს ძალუძს და იმ კაცთაგან ერთ ერთი მათგანის სახით, რომ თავად ღმერთი ესაუბრება და აღუთქვავს იცი სად ჩანს ბატონო აზრი? ამავე დაბადების წიგნის 21-ე თავის მე-2 მუხლში, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: "და დაორსულდა სარა და უშვა აბრაამს მისი სიბერის ძე, სწორედ იმ დროს, როგორც თქვა ღმერთმა" ვინ უთხრაო? ღმერთმაო და არა ღვთის ანგელოზმაო და საერთოდ როდესაც ღვთის ანგელოზი საუბრობს, ყოველთვის წერია გარკვევით მასზედ სიტყვები "ღვთის ანგელოზი" მაგალითად, როდესაც აბრაამმა სარას მოთხოვნით თავისი მხევლის ჰაგარისაგან ნაშობი ვაჟი გააძევა, თავის სამკვიდროდან სასოწარკვეთილებაში მყოფ ჰაგარს გადახდა შემდეგი ამბავი: წიგნი დაბადებისა თავი 21 მუხლი 17 -და ისმინა ღმერთმა ხმა ყრმისა და მოუწოდა ღმერთის ანგელოზმა ჰაგარს ზეციდან და ჰკითხა, რა დაგემართა ჰაგარ?........ მოსეს არ ეზარებოდა არასოდეს მოსაუბრის ვინაობის დაკონკრეტება იქნებოდა ის ანგელოზი? წერდა რომ უფლის ანგელოზი იყო, იქნებოდა თავად ღმერთი? აბსტრაქტულ რაღაცეებს კი არ იგონებდა, რომ მერე ადამიანს ვეღარ გაერკვია ღმერთი იყო კაცი თუ ანგელოზი. მოკლედ დავუბრუნდეთ მოვლენების განვითარებას. 11. და აბრაამი და სარა იყვნენ ხანში, წლებში შესულნი. და შეწყვეტილი ჰქონდა სარას დედათა წესი. (იმედია დედათა წესის განმარტებასაც არ მომთხოვთ ) 12.და გულში გაეცინა სარას და თქვა: "რაღაი დავბერდი რა სიამე მექნება? და ჩემი ბატონიც ხომ მოხუცია?" 13. და უთხრა უფალმა აბრაამს "რად გაიცინა სარამ? ამ სიტყვებით: "ნუთუ მართლა ვშობ მოხუცობისას?" განვიხილოთ ეს სამი მუხლი, რომელიც უფრო აზუსტებს მოსაუბრე პიროვნების ღმერთობის საკითხს, მოსალოდნელი არგუმენტი ვიცი ბატონო აზრი ალბათ იტყვით სიტყვა "უფალი" ამ შემთხვევაში ღმერთს სულაც არ ნიშნავსო, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ მე უფალზე კი არა აი რაზედ უნდა გავაკეთო აქცენტი: ამ სამი მუხლიდან ვგებულობთ, რომ სარამ, აბრაამის ცოლმა, აყურადებდა რა მათ საუბარს, გულში გაიცინა ანუ გაიფიქრა, ხმამაღლა კი არ თქვა, გაიფიქრა გულში. ეხლა გისმევთ კითხვას ბატონო აზრი:შესწევს კი ანგელოზს იმის უნარი ადამიანის გულის ზრახვებს, მიხვდეს? შეუძლია ანგელოზს ადამიანის ფიქრს ჩასწვდეს? თუ მხოლოდ ღმერთს ძალუძს ადამიანის გულის სიღრმეების წვდომა, როგორც ეს დაწერილია,რომ მხოლოდ იგი იკვლევს ადამიანის გულის სიღრმეებს და არაფერია მისგან დაფარული? სად არის დაწერილი? ფსალმუნებში. თუ ნაძალადევად მაინც მიპასუხებთ, რომ ანგელოზსაც შეუძლია ადამიანის გულში ნაფიქრალის გაგება, გეტყვით მხოლოდ ერთს, გადაჭარბებული წარმოდგენა გქონიათ ანგელოზთა შესაძლებლობებზე, სინამდვილე კი ასეთია, არც უფლის ანგელოზს და არც დემონს არ შეუძლია შეიტყოს ის, თუ რას ფიქრობს ადამიანი გულში, ამის ძალაუფლება მხოლოდ ღმერთს აქვს. გავაგრძელოთ. 14. განა უფლისთვის შეუძლებელია რამე? დათქმულ ჟამს დავბრუნდები შენთან გაისად და სარას ეყოლება ძე" ბატონო აზრი დათქმულ ჟამს, რომ უკან დაბრუნებული ღვთის გარდა არავინ სჩანს ეს მაინც არ მეტყველებს იმაზედ, რომ ამ მოსაუბრისთვის ანგელოზის იარლიყის მიკერება ცოტა უხერხულია? სხვანაირად აფერისტი გამოდის ეს თქვენი თქმით ანგელოზი ვინაიდან დაბრუნების დაპირებას აღარ ასრულებს. 15. და უარჰყო სარამ და თქვა: "არ გამიცინია" რადგან შეეშინდა და უპასუხეს მას: "არა, შენ გაიცინე". სარამ რომ სწორედ გულში გაიცინა, მის მიერ ამ ფაქტის უარყოფაც ადასტურებს, ვინაიდან ხმამაღლა რომ გაეცინა, სტუმართათვის გასაგებად, უკვე ვეღარ უარჰყოფდა, თან შეეშინდა სარას, რამ შეაშინა? რამ და სწორედ იმან რომ გულის განზრახვასაც კი მიუხვდნენ და გულში გაცინების ანუ ფიქრის ფაქტი უარჰყო იმიტომ, რომ ადამიანის ბუნებაა შემდეგნაირი-" მე ხმამაღლა არ მითქვამს და გულში რა ვიფიქრე ვინ გაიგებს? ამიტომ მოდი უარვჰყფ ნაფიქრალს", მაგრამ სარას მკაცრად, მოკლედ და კონკრეტულად კვლავ შეახსენეს "შენ გაიცინე" რითაც კიდევ ერთხელ დაანახვეს, რომ ამის უარყოფას აზრი არ ჰქონდა ვინაიდან ესაუბრებოდა იმას, ვისგანაც არაფერია დაფარული. 16.და ადგნენ იქიდან ეს კაცები და მიაბყრეს მზერა სოდომისაკენ და აბრაამი გაჰყვა მას გასაცილებლად. 17. და თქვა უფალმა დავუფარო აბრაამს რასაც ვაპირებ? 18. და აბრაამი, რომ გახდება დიდი და ძლიერი ერი და მისით იკურთხება მიწის ყველა ერი? 19. რადგან ამოვირჩიე, რომ ამცნოს თავის ძეებსა და თავის სახლს თავის შემდეგ, რომ დაიცვან გზა უფლისა, ქნან სიმართლე და სამართალი, რათა შეუსრულოს უფალმა აბრაამს რასაც შეჰპირდა. 20. და თქვა უფალმა "გამრავლდა ღაღადი სოდომზე და გომორაზე და დიდად მძიმეა მათი ცოდვები 21.ჩავალ და ვნახავ ნამდვილად ისე იქცევიან, როგორც ღაღადია მათზე თუ არა და შევიტყობ" 22. და გაემართნენ ეს კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს და აბრაამი ჯერ კიდევ იდგა უფლის წინაშე. როგორც ზემოთმოყვანილი მუხლებიდან ვხედავთ ამ სამი კაცის მისია არ არის ჯერ ჯერობით სოდომისა და გომორის მიწების განადგურება, რადგან ისინი ამ ქალაქებისაკენ იმ მიზნით კი არ წავიდნენ, რომ ცეცხლი ეწვიმებინათ მისთვის არამედ როგორც თავად უფალი ამბობს: "ჩავალ და ვნახავ, ნამდვილად ისე იქცევიან, როგორც ღაღადია მათზე, თუ არა და შევიტყობ" უფალს განზრახული აქვს გადაამოწმოს, მართლა ასე ზნედაცემული მამათმავლებითა და ლეზბოსელ, ინცესტის ან და გაუკუღმართებული ორალურ, ანალურ, ვაგინალური სექსის მოყვარულებითაა გატენილი მთელი ეს ორი ქალაქი, თუ ლუციფერი ეშმაკობს რაღაცას და ცილს სწამებს მათ, როგორც ეს იობის შემთხვევაში გააკეთა. მათ შესახებ რომ უკვე მოუსწრია ვიღაცას ნიშნისმოგებით უფლისათვის ამბის მიტანა ეს აშკარაა ვინაიდან უფალი ამბობს: "გამრავლდა ღაღადი სოდომსა და გომორაზე" ვინ ამრავლებდა ამ ღაღადს წამდაუწუმ? უფლის ანგელოზი ეს ვერ იქნებოდა ვინაიდან მის სიტყვებს გადამოწმება არ დაჭირდებოდა ვინაიდან ტყუილი არ ძალუძს წმინდა ანგელოზს, თან ის ღაღადს კი არ გაამრავლებდა ამ დაცემული ადამიანების მოქცევისა და მიტევების უფლებას სთხოვდა ღმერთს, მაშასადამე ამ ღაღადს ცინიკურად და ნიშნისმოგებით ზეცაში ავრცელებს სატანა, რომელმაც ჯერ თავისი დემონების დახმარებით აცდუნა და გარყვნა ამ ქალაქების მოსახლეობა, შემდეგ კი ნიშნისმოგებით მიცუნცულდა ღმერთთან და პირობა წაუყენა შემდეგი სცენარით: "ხომ ხედავ რა დღეშიც არიან, რატომ არაფერს მოქმედებ? თუ მოსაწონია მათი საქციელი შენთვის?" უფალი იძულებული ხდება ზეციური ანგელოზების დასანახად ( რათა ისინი არ დაბრკოლდნენ, თორემ თვითონ მშვენივრად იცის ვინ რას აკეთებს სოდომსა და გომორში ) ამ სამი კაცის სახით ეწვიოს სოდომსა და გომორს და გადაამოწმოს სატანის აბდაუბდა ნამდვილად ყველა გაირყვნა, თუ რამოდენიმე კაცს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ზნეობა ვიმეორებ ამას აკეთებს ანგელოზთა დასანახად, რისთვის? აი ამიტომ: ჩვენ ვხედავთ რომ აბრაამმა ვაჭრობა დაუწყო უფალს და ეუბნება: შორს შენგან ასეთი საქმე, რომ მოკლა მართალი უკეთურთან ერთად, უფალი პასუხობს: "თუ ვპოვე მათ შორის 50 მართალი შევუნდობ მათ, ამ მართალთა გამო" როგორც ვხედავთ ის სამი კაცი ანუ თავად უფალი, ამ სამი კაცის სახით სოდომში, იმიტომ მიდიან ,რომ გამოარჩიონ მართლები გარყვნილებიდან, ამიტომ პასუხობს აბრაამს 50 მართალი კაცი თუ ვიპოვე ამ ქალაქში აღარ გავანადგურებო, აბრაამმა იმდენი ქნა, რომ 5 კაცზე დაითანხმა უფალი, რომ თუ ის 5 მართალს მაინც იპოვიდა ამ ქალაქებში აღარ გაანადგურებდა მათ. ეხლა რა ხდება: ამ სამი კაცის სახით რომ უფალი გაემგზავრა სოდომში მტყუან მართლის გასარკვევად ეს კარგად წერია ამავე თავის 22 მუხლში: " და გაემართნენ ეს კაცები სოდომს" აქ არ წერია, რომ 2 წავიდა და 1 აბრაამთან საბაასოდ დარჩა, ასეც რომ იყოს ბატონო აზრი ვთქვათ და ერთი კაცი აბრაამთან საბაასოდ დარჩა, იმდენს ხომ ხვდებით ამ კაცების წასვლის შემდეგ აბრაამს ვისთან ჰქონდა ბაასი? ანუ თქვენი თეორიით რა გამოდის? ამ სამი კაციდან 2 ანგელოზი იყო და ერთი ღმერთი? ასეც რომ არ გინდა რომ გამოვიდეს? ხომ გინდა რომ სამივეს ანგელოზის იარლიყი მიაწებო, მაგრამ რომ არ გამოდის? სინამდვილე კი ასეთია: სამიივე მგზავრის სახით უფალი წავიდა სოდომს მართალთა გამოსარჩევად და სიტუაციის გადასამოწმებლად, როგორც ეუბნება აბრაამს 5 მართალიც რომ ვიპოვო ქალაქს დავინდობო. სიტყვები: აბრაამი ჯერ კიდევ იდგა უფლის წინაშე ნიშნავს შემდეგს, რომ უფალი ყველგანმყოფია და ძალუძს ერთდროულად აბრაამსაც ესაუბროს სამი კაცის სახით წავიდეს სოდომში სასუფეველშიც იყოს და ჩვენს გულებშიც, ხომ ამბობს იესო სადაც ორი და სამი შეიკრიბება ჩემი სახელით მეც მათთან ვარო? ვთქვათ ორი კაცი გლდანში შეიკრიბა ორიც ნუცუბიძეზე, ხომ არ არის მართებული ფიქრი რომ იესო ერთდროულად გლდანში და ნუცუბიძეზე როგორ შეიძლება იყოსო? და კიდევ უფალს რომ პირდაპირ გადაეწყვიტა სოდომის განადგურება და ამ მიზნით გაეგზავნა ანგელოზები, მისია "ცეცხლის წვიმა" და ისინიც ეგრევე გავარდნილიყვნენ რაღა აზრი ჰქონდა აბრაამთან დიალოგს და იმის შეპირებას რომ 5 მართლის პოვნის შემთხვევაში ქალაქს დაინდობდა? რაა? თან ქალაქის გასანადგურებლად გაუშვა ორი ანგელოზი მერე აბრამთან დარჩა თვითონ და გამოდის, რომ ელაზღანდარავება რა. ბრძანება გაცემულია, აქ ის აბრაამს რაღაცას პირდება. არა ძვირფასო ამ სამი კაცის სახით უფალმა გადაამოწმა მთელი სოდომი და ის 5 მართალიც, რომ ვერ იპოვა სწორედ ამის შემდგომ წარგზავნა 2 ანგელოზი სხვათაშორის მათი სახელებიც კი ვიცი სელაფიელი და იეჰუდიელი. ბოლოს კი 33 მუხლი გადმოგვცემს თავადაც წავიდა. ასე, რომ კარგს იზავ თუ ამხელა პოსტებს აღარ დამაწერინებ.
  16. და რატომ წავიდა სამივე მათგანი? სანამ ეს მოვლენები განვითარდებოდა უფალი ამბობოს: "ჩავალ ვნახავ რასაც მეუბნებიან სოდომსა და გომორზე მართალია?" აი ეს სიტყვები უფრო საეჭვოა ჩემთვის, რაში დასჭირდებოდა ყველგან მყოფ და ყველაფრისმხედველ უფალს სადმე ჩასვლა და მოვლენის გადამოწმება? იუდეველები რომ ჩუმ ჩუმად ზღაპრებსაც ურევდნენ ბიბლიაში ესეც უნდა გაითვალისწინო ხოლმე როდესაც მსგავს საკითხებზე მსჯელობ.
  17. მაგ გაგებით ადამიანზეც ხომ ამბობ რომ თავად არის ცოცხალი სული? მაგრამ ადამიანს აქვს სხეულიც ხომ? ანგელოზი სწორედ ანალოგიურადაა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ადამიანში შესაძლებელია სულიწმინდა სახლობდეს, ანგელოზს კი ეს მადლი არმიეცა, შევქმნათ ის ჩვენს მსგავსად რას ნიშნავს? ხომ არ გგონია რომ ღმერთი ადამს ფიზიკურად ჰგავს? აქვს თითები ხელები და ფეხები? ეს გამოცხადებები და ფორმები მან ჩვენთან საკონტაქტოდ მიიღო თორემ როგორც მოციქული ამბობს ღმერთი არავის არასოდეს უხილავს მხოლოდ მხოლოდშობილმა ძემ მის წიაღში მყოფმა გააცხადა იგი, ვის უნახავს უფალი მთელი თავის დიდებით? მოსემ მოკრა ერთხელ თვალი კლდის ნაპრალში მჯდომმა და დაბრმავდა, ხოლო ადამიანის ღმერთთან მსგავსება კი გამოიხატება იმაში რომ ადამში მან თავის სულის ნაწილი ჩადო, როგორც ეს ქნა მოციქულებში და წინასწარმეტყველებში როდესაც ნათქვამია ნუ დააბინძურებთ სულიწმინდის ტაძარს ეს კაცის სხეულზეა ნათქვამი. ადამიანს თვითონ კი არ აქვს პერსონალური სული, ეს ღვთის სული შეიძლება იყოს დავანებული მასში. ანგელოზებში კი ასეთი რამ გამორიცხულია და სწორედ ამან გააბოროტა ლუციფერი. მცდარად არ ვამბობ ძვირფასო რომელი თარგმანიც გინდა აიღე და ნახავ რომ იქ წერია, რომ ეს კაცები რომ წავიდნენ, აბრაამი კვლავ იდგა უფლის წინაშე, არსად არ წერია რომ ორი წავიდა და ერთი დარჩაო დააციტირე აბა სად წერია მსგავსი რამ მე კიდევ დავდებ ციტატას საიდანაც ჩანს რომ სამივე მათგანი წავიდა. სწორედ მათ და კათოლიკეებმა დაადგინეს მსოფლიო საეკლესიო კრებებზე დოგმატის სახით, არიანელობა დაიგმო ნიკოლაელთა მოძღვრება თავად უფალმა დაგმო, გრიგორიანელებს კი 10 საუკუნემდე, საეკლესიო კრებებზე არ იწვევდნენ. აბა ვინ დაადგინა წერილების არაკანონიკურობა, იუდევლებმა?
  18. არა ბატონო იქ წერია, რომ სამივე წავიდა, მაგრამ აბრაამი იდგა უფლის წინაშე და ესაუბრებოდაო, ამ სამი კაცის წასვლის შემდეგ.
  19. იეჰოვას მოწმეებს ერთი ძალიან ცუდი თვისება აქვთ ინტელექტის განვითარების დამმუხრუჭებელი, მათთვის ყველაფერი უპირობო სიმართლეს წარმოადგენს რაც ჩარლზ რასელმა თავის 6 ტომეულში დაწერა, ასევე ბრმად ენდობიან ბიბლიურ წიგნებს თანამედროვე ბიბლიის სახით. არსებობს ხომ კანონიკური და არაკანონიკური წიგნები, ასევე აპოკრიფულებიც, იეჰოვას მოწმეებისთვის მხოლოდ კანონიკური წიგნებია ავტორიტარული და ავიწყდებათ მთავარი სტატუსი კანონიკური ამ წიგნებს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მიანიჭა, არაკანონიკურადაც ამავე ეკლესიამ ცნო მთელი რიგი წიგნებისა, გამოდის, რომ რასაც მართლმადიდებელი იტყვის რომ ეს ჭეშმარიტია იეჰოვას მოწმე თავს უკრავს, მართლმადიდებლების მიერ არაკანონიკურად შერაცხულ წიგნებს კი უარჰყოფს? რატომ? მიზეზი რამოდენიმეა, ახალი ქვეყნიერების მთარგმნელებმა ნაცვლად იმისა, რომ რეალურად გამოეკვლიათ მთელი წერილი ადგნენ და მხოლოდ ის წიგნები თარგმნეს ახლებურად რა წიგნებიც დაშვებული იყო მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების მიერ, მაგდალინელიო, რომ იძახი, იცი რომ იმ მაგდალინელს სახარება აქვს დაწერილი? და მის სახარებაში რომ უფრო დეტალურად არის გადმოცემული ყველა მოვლენა ვიდრე, ვთქვათ მარკოზის სახარებაში?
  20. ღმერთი ამბობს ანგელოზებს ვქმნი მსახურებად, ჩემს ძეებს კი მწველ ცეცხლად, ამ შემთხვევაში სიტყვა ცეცხლი იგივდება სულიწმინდასთან, ანუ ამით გადმოიცემა შემდეგი აზრი ადამიანში ვდებ ჩემს სულს, ანგელოზში არა. ამ საკითხის ძალიან ვრცელი განმარტება შემიძლია, შემიძლია დავასაბუთო რომ ანგელოზი სული არ არის იგი შექმნილია სამსახურებლად უფლისა და ისევე როგორც ადამიანს გააჩნია ხორციელი სხეული, ანგელოზსაც აქვს სხეული, სულიერი სხეული, ამ საკითხზე პროფესორ შრი აურობინდუს აქვს შესანიშნავი ესიე დაწერილი და უახლოეს მომავალში დავდებ.
  21. მათზე ერთი სიტყვაც კი არ წერია, რომ ისინი ანგელოზები იყვნენ, შესაბამისად შეიძლება ყოფილიყვნენ: 1. ანგელოზებიც. 2. უბრალო კაცებიც - უფლის მიერ წარგზავნილი, უფლის ენით მოსაუბრე პიროვნებები 3. თავად უფალი სამი მგზავრის სახით. ანგელოზებს გამოვრიცხავ 2 მიზეზის გამო: 1. მაშინ როდესაც ლოტთან მისულ 2 პიროვნებაზე პირდაპირ წერია, რომ ისინი ანგელოზები იყვნენ( და თან ერთხელ კი არა მრავალჯერ), ამ სამ კაცზე ერთი სიტყვაც კი არ არის დაწერილი, რომ ისინი ანგელოზები იყვნენ. 2ლოტის სტუმრების რიცხვი აშკარად მიუთითებს იმაზედ რომ ეს ორი ანგელოზი და ის სამი კაცი ერთმანეთისაგან განსხვავდება. 2. უბრალოდ ღვთის მიერ წარგზავნილი კაცებიც არ იყვნენ ვინაიდან აბრაამს ესაუბრებოდნენ წინასწარმეტყველურ სიტყვებს ძის შობაზე და აღუთქვამდნენ, რომ ერთი წლის თავზე ეყოლებოდა სარას ძე, ანგელოზს კი აღთქმის მიცემა აკრძალული აქვს ვინაიდან, რომ აღუთქვას და უფლის ნება არ იყოს აღთქმული ვერ გააკეთებს და მატყუარა გამოვა. კიდევ ერთი მათ აღუთქვეს რომ წლის თავზე როდესაც სარაც ძე შეეძინებოდა ისინი დაბრუნდებოდნენ და დაბრუნდა წლის ბოლოს უფალი, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ 3. თავად უფალი ესაუბრა სამი მგზავრის სახით. კიდევ არის ბევრი დეტალი დიალოგში, მაგრამ ამ შემთხვევაში ბიბლიის მთელი თავის დაწერა და განხილვა მომიწევს.
  22. როდესაც ის პრეზიდენტი გახდა სიხარულით მივეცი ხმა, მართლა გულწრფელად მეგონა რომ უკეთესობისკენ შეცვლიდა საქართველოს, მაგრამ იმედი გამიცრუვდა, ახლა თუ უხარისხო და ათასჯერ ათხრილ ხელახლა დაგებულ გზებს და საღებავწასმულ შენობებს გვაყვედრის, შევარდნაძეს რომ ეგრე ამოეწოვა წურბელასავით ხალხის ჯიბიდან მიზერული სახსრები შეიძლება ბროლის გზები დაეგო და ოქროს კოშკები აეშენებინა, რომ გაყვირის ვაშენებ და ვაშენებო რაა ბებიამისის დანატოვარით აშენებს? მოკლედ სიტუაცია ასეთია, შევარდნაზე ართმევდა ხალხს ერთ მეოთხედს შემოსავლისას და თან ფულის კეთების საშუალებას აძლევდა, წართმეულს ჯიბეში იდებდა, ხალხი არსებობდა, ეს სულ მთლიანად ართმევს თან შემოსავლის წყაროს კეტავს, მერე ამ წართმეულით ფასადს შეღებავს, გზებზე რა ქაქიც იდო იგივეს გადაამუშავებს და დააკრავს და თან გვაყვედრის. გორელი ხალხი მდიდარი იყო ძალიან ასევე აჭარლებიც ხილი და ციტრული რუსეთში დაჰქონდათ და სულ არ იყო საჭირო ისინი დაგესაქმებინა თავიანთი მეურნოება ქონდათ და მშვენივრად ცხოვრობდნენ, ეხლა რა ხდება? გორში ვაშლისა და ატმის ხეები მოჭრეს და ღუმელში შეუკეთეს. იდიოტია ჯოკერი კი არა იდიოტი.
  23. მართლმადიდებლები რაღაცას განმარტავენ რაც სინამდვილეს შეესაბამება, ასევე იეჰოვას მოწმეებიც სხვადასხვა საკითხს სწორად განმარტავენ. მე არასოდეს უარვჰყოფ იმას რაც ბიბლიურია და რეალურია, მაგალითად იეჰოვას მოწმეებს ვეთანხმები იმაში, რომ მამა ღმერთი და იესო სხვადასხვა პიროვნებები არიან, მართლმადიდებლებს კი ვეთანხმები იმაში, რომ სულიწმინდა პიროვნებაა და არა ძალა. და თქვენ რატომ ფიქრობთ რომ მაინცდამაინც თქვენი ნაფიქრალი ნიშნავს რამეს? ის სამი კაცი არ იყვნენ ხორცშესხმული ანგელოზები, რომლებიც აბრაამს ესაუბრნნენ, მათი სახით თავად ღმერთი ესაუბრა აბრაამს, ხოლო ლოტთან მისული ორი პიროვნება კი ნამდვილად ანგელოზები იყვნენ და თან არა ხორცშესხმული, არამედ საკუთარი სხეულებით, უბრალოდ მათ ეს სხეული თვალსაჩინო გახადეს ადამიანთათვის. მაგის მეტი სანერვიულო არ მომცეს ღმერთმა
  24. ზედმეტად ფამილარული რელიგიური მიმდინარეობა (სექტაა) სხვათაშორის მაგათი რელიგიური აქტივისტების დამსახურებაა იმ ავადსახსენებელი ფაქტის გორიჯვრიდან ( და არა გორის ციხიდან ) გადმოფრენ-გადმოჩეხვის იეჰოვას მოწმეებისთვის მიწერება და მსგავსი ფაქტის თბილისის წყალსაცავზე ( თბილისის ზღვა ) ფეხით სიარულის მცდელობა. რელიგიური ფანატიზმის პიკი ასე შეიძლება ეწოდოს მათ მოქმედებას, ვინაიდან გულწრფელად სჯერავთ, რომ სულიწმინდა აღავსებს მათ სხეულსა და გულებს, სინამდვილე კი შემდეგია: რელიგიური მოძღვარი ფლობს ტელეკინეზის ე.წ ჰიპნოზის ხელოვნებას და მასებს შთააგონებს შემდეგს "სულიწმინდა გეხება" შემდგომ ეს ფსიქოლოგიურად დამუშავებული მასა ადვილად ვარდება ტრანსში და არანორმალური მოქმედებებითა და მეტყველებით გამოხატავს თავის ნეტარ მდგომარეობას, თან ამ ყველაფერში დემონებსაც ლომის წვლილი მიუძღვით ვინაიდან სწორედ ამ დროს ეუფლებიან მათ და ამყარებენ ე.წ სულიერ სქესობრივ კონტაქტს.
×
×
  • შექმენი...