
Morfius
პლანეტელი-
პოსტები
910 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
8
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Morfius
-
მანდ მიშაა წასასვლელი კვალიფიკაციის ასამაღლებლად ხომ უნდა იცოდეს როგორი ქალები შეარჩიოს პირად მცველებად 3 უკვე ჰყაავს, ქალი მანდატურებიც მივათვალოთ დედიკო ცოლიანად და 100 ქალიანი ამალა კი გამოსდის
-
ბიბლია როგორ ავხსნათ მასში მოყვანილი აზრები სწორად?
Morfius replied to nika1995's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ნებისმიერ ჩემს სიტყვას სწორედ ბიბლიიდან ახლავს ციტატა ასე რომ არაბიბლიური ვეღარ გამოდის, რაც შეეხება მცდარობის და არამცდარობის საკითხს მეც იგივეს ვფიქრობ თქვენზე და აბა ჩემგან ითხოვთ ტაშის დაკვრას? ამ სიტყვით "თქვენი ჯიშისა" საკუთარ თავს რომ აყენებ შეურაცხყოფას ხვდებით? მაგ კრიტერიუმით გადამთიელი გამოდიხართ. იქ არსად არ წერია რომ ის სამი კაცი ანგელოზები იყვნენ, ერთი სიტყვაც კი არ არის დაწერილი სამაგიეროდ თავი რომელიც ლოტსა და სოდომისა და გომორის დასჯას ეხება იწყება სიტყვებით ორი ანგელოზი, აზრიანი კიდევ ის არის რომ თუ ის სამი კაცი იყო მივლინებული ამ ქალაქების გასანადგურებლად და იმ ორ ანგელოზად რომლებიც ლოტს ესტუმრნენ ამ კაცებს აღიქვავ, გეკითხები მესამე რა იქნა? ღვთის ბრძანება არ შეასრულა და ოპოზიციაში გადავიდა თუ რა იქნა? ვინც ჩვენს პოსტებს თვალს გადაავლებს, კარგად დაინახავს ვისი განმარტებაა მცდარი. -
უბედურებაც ეგ არის სწორედ, რომ ატრაქციონს მართავს და არა სამუშაო ადგილებს. საზოგადოება მაშინ არის კმაყოფილი როდესაც: 1. დასაქმებულია 2. აქვს იმ რაოდენობის შემოსავალი, რომ ოჯახი არჩინოს (საკვები, ჩასაცმელი, კომუნალური გადასახადები, სწავლის საფასური, დასვენება-გართობა) 3. სასამართლო სამართლიანია 4. საზოგადოებრივი წესრიგი დაცულია. ეხლა განვიხილოთ რა შეასრულა მიხეილ სააკაშვილმა ამ 4 მინიმალური პირობიდან მოსახლეობის გასაბედნიერებლად. 1 სამუშაო ადგილები - ქვეყანაში არსებული საზოგადოების ყველა ფენისათვის ხელმისაწვდომი(თუ შესაბამისი პროფესია გააჩნია) რეალური და შემოსავლიანი სამსახურებია: შს ორგანოები(სოდი, კუდი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და ა.შ ზოგადად პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო უნდა დაივიწყოს უბრალო იურისტმა, თორემ ილუზიონისტი უფრო იქნება ვიდრე იურისტი), თავდაცვის სამინისტროს ორგანოები (საკინტრაქტო სამხედრო სამსახური, სამხედრო პოლიცია რიგითი თანამდებობები), ჯანდაცვა (სამენაო საქმე, ფარმაცევტია, ექთნობა ჰაა ჰაა ექიმობა ისიც თუ ძალიან ძლიერი სპეციალისტი ხარ) საბანკო-საფინანსო ორგანოები ( ოპერატორი, პიარ მენეჯერი, საკრედიტო ოფიცერი და ა.შ დაბალი თანამდებობები), ფინანსთა სამინისტროში და საგადასახადო ინსპექციაშიც გამოჩნდება ხოლმე ახალი მთვარესავით ვაკანსიები, მერია (საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი, კონტროლიორი, დასუფთავების სამსახურის დამსუფთავებელი) დამთავრდა სხვა დანარჩენი მაგალითად თბილწყალკანალის ლაბორანტობა და ყაზტრანსგაზის კურიერობა 200 ლარზე მეტ ხელფასს არ იძლევა. ეხლა მივხედოთ კუსტარულად შექმნილ სამუშაო ადგილებს ესენია: გარემოვაჭრეობა და ტაქსის მძღოლობა. ჩემს მიერ ზემოთაღნიშნულ თანამდებობებზე დასანიშნად (გარდა გარემოვაჭრისა და ტაქსის მძღოლისა) საჭიროა სამი აუცილებელი პირობა: 1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ზოგადად ხელისუფლების არჩევნებში შენ და შენი ოჯახის ყველა წევრს უნდა გქონდეთ ნაციონალური მოძრაობისთვის მიცემული ხმა ( მომავალში იგივეს შეპირებით) 2. უნდა გაგაჩნდეს შესაბამისი პროფესიის დიპლომი და მიზერული ცოდნა და 3. ნებისმიერ ორგანოში უნდა გყავდეს ნათესავი მაღალ თანამდებობაზე. 2. შემოსავლის ოდენობა - რეალურად საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობის შემოსავლის ოდენობა, რომ კომუნალური გადასახადების ოდენობაზე მცირეა, ამას დიდი მსჯელობა არ ჭირდება, სხვათაშორის კომუნალური გადასახადები ზემოთაღნიშნულ თანამდებობებზე მომუშავე პირების ჯიბესაც მნიშვნელოვნად ურტყავს მათი საშუალო შემოსავალი 800-1000 ლარამდე მერყეობს, ეს არის თანხა თვიდან თვემდე საარსებოთ( ვერც ასეთი ხელფასით იქნება საზოგადოება ბოლომდე კმაყოფილი) 3. სასამართლოს სამართლიანობა - ამ ხელისუფლებაზე წარმოდგენა მაშინ დავკარგე, როდესაც სრულიად შემთხვევით ქუჩაში სურსათის მაღაზიისაკენ მიმავალი, როგორც მიტინგის მონაწილე დამაპატიმრეს და მიუხედავად იმისა, რომ ეს გარემოება კარგად იყო ცნობილი როგორც პოლიციელებისთვის ისე მოსამართლისთვის ასე ვთქვათ ( ხათრი აღარ გაუტეხა მოულოდნელად მის ტელეფონზე აწკრიალებული ზარის ავტორს) და 10 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მომისაჯეს, გასაჩივრების უფლება არ მომეცა დადგენილ ვადაში და 10 დღის შემდეგ თურმე მოსამართლე მართალი ხდება და მართალი მტყუანი. 4. საზოგადოებრივი წესრიგი - საზოგადოებრივი წესრიგის დამცველები და მე ამ ტერმინის ქვეშ სხვადასხვა რამეს ვგულისხმობთ, მათთვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა არის მშვიდობიანი საპროტესტო აქციის კანიბალური მეთოდებით დარბევა, ჩემთვის სიტყვის და აზრის თავისუფლად გამომთქმელების თავდამსხმელებისაგან დაცვა. როგორც ვხედავთ მოსახლეობის დასაკმაყოფილებელი 4 მინიმალური კრიტერიუმიდან 1 და ისიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და ძალიან მცირე მასშტაბით ხორციელდება არადა პრეზიდენტობის 10 წლიანი ვადა სრულიად საკმარისია ამ ოთხი მინიმალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რათა ბუტაფორიის ნაცვლად შექმნილიყო ეკონომიკა, ზონდერების ნაცვლად პოლიცია, უსამართლობის ნაცვლად სამართალი, ვადაგასული ნაფტალინივით უვარგისი რომ გახდა ჩვენი მონარქი შემოდგომის ბუზივით მწარედ მაგიტომ უკბინა 7 ნოემბერს საკუთარ მოსახლეობას, ახლა კი შერცხვენილი იმით, რომ სახელმწიფოს ნაცვლად ბუტაფორიას გვიტოვებს ახალ ახალ ატრაქციონებს იმიტომ დგავს, ნუგეშის ჯიხურებისა და სამადლო ვაუჩერების სახით. ესეც ილუზიაა, უმწეო ხალხის ვირტუალურ სამყაროში შეთრევის ერთ ერთი ხერხი, რეალობა კი საშინელია და იმედი მაქვს ამ საშინელ რეალობას მომავალი ხელისუფლება სანატრელ რეალობად გადააქცევს, არადა ეს მინიმალური არც ისე რთული გასაკეთებელია, სადაც მუქთახორა, დიახ მუქთახორა პოლიციელის შენახვა გადასახადების გადამხდელს მინიმუმ 800 ლარი უჯდება არაფერი დაშავდებოდა იმით მშრომელი გამრჯე პედაგოგის ან და ინჟინრის რეალური შრომა ამ ხელფასის ნახევარი ოდენობით მაინც დაფასებულიყო, თორემ ძნელია, როდესაც უყურებს ადამიანი შენს ხელში გაზრდილ ოროსანს სამჯერ მეტ ხელფასს რომ უხდიან და თან იმხელა ძალაუფლებას აძლევენ უტიფრად თავზე დაგხედოს ამაყად.
-
ბიბლია როგორ ავხსნათ მასში მოყვანილი აზრები სწორად?
Morfius replied to nika1995's თემა in რელიგია და ფილოსოფია
იმედია თქვენც შეიკავებთ თავს, ჩემი მიზანმიმართულად გაღიზიანებისაგან. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი არ ვარ. მესამე ანგელოზი რა იქნა? გაქრა იესოს სხეულივით? -
ბიბლია როგორ ავხსნათ მასში მოყვანილი აზრები სწორად?
Morfius replied to nika1995's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ძვირფასო თანაფორუმელებო, გარდა იმისა რომ ბატონი აზრი ბიბლიურ პერსონაჟებს თავის ნებაზე ათამაშ-არბენინებს, აღმოჩნდა რომ კვირის დღეებსათ თავად უგონებს ახალ სახელებს და ვადებსა და ჟამს თვითნებურად განმარტავს თან ამ ფონზე, ცილს მწამებს თითქოს მასწავლის კიდეც რაღაცას რაც მისი თქმით ჩემთვის აქამდე უცნობი იყო, სინამდვილე კი შემდეგია: იუდეველებისთვის ერთი კვირა ანუ შვიდი დღე შემდეგნაირად გამოიყურება: 1ერთშაბათი(ანუ ჩვენი კალენდრით ორშაბათი და არა კვირა, როგორადაც ამას მისტერ აზრი წარმოაჩენს)2. ორშაბათი (ანუ ჩვენი კალენდრით სამშაბათი)3. სამშაბათი (ანუ ჩვენი კალენდრით ოთხშაბათი) 4. ოთხშაბათი (ანუ ჩვენი კალენდრით ხუთშაბათი)5. ხუთშაბათი (ანუ ჩვენი კალენდრით პარასკევი) 6. ექვსშაბათი, მას იუდეველები პარასკევსაც უწოდებენ (ანუ ჩვენი კალენდრით შაბათი) და 7. შაბათი (ანუ ჩვენი კალენდრით კვირა) კვირის მეშვიდე დღეს, რომ შაბათს უწოდებდნენ იუდევლები(რასაც ჩვენ კვირას ვეძახით) ამას ცხადყობს ბიბლიაში ჩაწერილი შემდეგი სიტყვები უფლისა: გამოსვლა თავი 20 მუხლები 9-10 9. ექვსი დღე იმუშავე და აკეთე შენი ყველა საქმე. 10. ხოლო მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმერთის შაბათია. მგონი ყველამ კარგად დაინახა რომ რასაც ჩვენ ( მათ შორის ბატონი აზრიც კვირას უწოდებს) სინამდვილეში ეს დღე ანუ მეშვიდე დღე შაბათად იწოდება. ეხლა განვმარტავ რატომ მივწერე იუზერ ლევანიკოს (რომელიც როგორც შემდგომ აღმოვაჩინე იგივე აზრი ყოფილა) "ორშაბათი" და სანამ სიტყვა ორშაბათს ვიტყოდი წინ სიტყვები ჩვენი კალენდრით მივუწერე (მაგრამ სიტყვებსა და მის მნიშვნელობას რომ მისტერ აზრი ყურადღებას არ აქცევს ამაში უკვე დავრწმუნდი). სახარება იოანესი თავი 19 მუხლი 31 31. შაბათს(ჩვენი კალენდრით კვირას) რომ გვამები ჯვარზე არ დარჩენილიყო, რადგან პარასკევი იყო( ჩვენი კალენდრით შაბათი ანუ კვირის მეექვსე დღე) და ის შაბათი დიდი დღე იყო (უფლისათვის წმინდა მეშვიდე დღე) იუდეველებმა სთხოვეს პილატეს წვივები დაემტვრიათ და ჩამოეღოთ. ეხლა რა ჩანს ამ ციტატიდან რომელიც მე მოვიყვანე: 1. იესო ჯვარს აცვეს კვირის მეექვსე დღეს, რომელსაც იუდევლები ექვსშაბათს იგივე პარასკევს უწოდებენ, ხოლო ჩვენი კალენდრით ეს კვირის მეექვსე დღე შაბათად იწოდება. 2. მომდევნო დღე არის იუდეველებისთვის შაბათად წოდებული, ჩვენთვის კვირად წოდებული ანუ მეშვიდე დღე და ამიტომ არ ისურვეს იუდეველებმა უფლისთვის წმინდა მეშვიდე დღეს გვამები ჯვარზედ დარჩენილიყო და 3. იესოს ჯვარცმიდან სამი დღე რომ გადათვალოთ მიიღებთ ჩვენი კალენდრით ორშაბათ დღეს, იუდეველებისთვის ერთშაბათს, სწორედ ეს მივწერე იუზერ ლევანიკოს როდესაც ვთქვი სიტყვა ჩვენი კალენდრით ორშაბათს და ნაცვლად იმისა, რომ მისტერ აზრს დაკვირვებით წაეკითხა ჩემი პასუხი და სიტყვების მნიშვნელობისთვის მიექცია ყურადღება, ჩვეულებისამებრ მოიგონა იუდეველებისთვის კვირის პირველი დღის აღმნიშნავი ტერმინი "კვირა", მაშინ როდესაც იუდეველები ამ დღეს კვირის პირველ დღედ ერთშაბათად მოიხსენიებდნენ, აღტკინდა და ჩემს შესახებ, ჩვეულებისამებრ გაავრცელა ცილისმწამებლური დამცინავი და ცინიკური ხმები, შაბათ კვირაში კი ვინ ვერ ერკვევა ამ პოსტის შემდეგ თავად განსჯის მკითხველი, ადრე დავუწერე მისტერ აწრს, რომ შესწავლილი მაქვს ადამიანთა მრავალი ფსიქოლოგიური ტიპაჟი და ის იმ კატეგორიას განეკუთვნება რომელთანაც საუბარი ჩემთვის მიუღებელია. რატომ? იმიტომ რომ ლამაზად შეფუთულ აბურდულ ტყუილს დაახეთქებს და შემდეგ 2 საათი მიაქვს ჩემი ძვირფასი დროისა ეს ტყუილები ვასწორო აი ამიტომ არ მსურს ორჯერ ორი რომ ოთხია მაგის მტკიცება და ამ პიროვნებასთან დისკუსია, მაგრამ მაინც მიწვევს, იძახის რომ გავურბი, მთელი ამ უნიჭო მატრაბაზობის არსი ბიბლიაში გაუთვიცნობიერებელი ადამიანის დაბნევაა, მაგრამ მისტერ აზრს ავიწყდება ის რასაც ასე აქტიურად იგდებს მასხარად " მე რელიგიათმცოდნე ვარ" -
ბიბლია როგორ ავხსნათ მასში მოყვანილი აზრები სწორად?
Morfius replied to nika1995's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ბატონო ლაშა, აბრაამს თავად უფალი გამოეცხადა სამი კაცის სახით, ხოლო ლოტთან ანგელოზები მივიდნენ და ეს სამი კაცი არ არიან ის ანგელოზები რომლებიც ლოტთან მივიდნენ, იმიტომ რომ ლოტთან ორი ანგელოზი მივიდა, ეხლა აზრს რომ ვკითხოთ განმარტავს რომ სწორედ ის კაცები იყვნენ ოღონდ მესამე გზაში ავად გაუხდათ და ლოტამდე ორმა მათგანმა მიაღწიაო, მაგრამ სიმართლე და სინამდვილე როგორიცაა ამას ბიბლია გადმოგვცემს და გთხოვთ გადაამოწმოთ. -
ბიბლია როგორ ავხსნათ მასში მოყვანილი აზრები სწორად?
Morfius replied to nika1995's თემა in რელიგია და ფილოსოფია
სულიერად რომ გამოცხადებოდა ვინმეს ეჭვი შეეპარებოდა მის აღდგომაში? კვლავ იტყუები როდესაც იძახი რომ იესო წამდაუწუმ ისხავდა ხორცს მისი მკვდრეთით აღდგომის დასადასტურებლად. სინამდვილე კი ასეთია მისი ფიზიკური სხეული გარდაქმნილი იყო სულიერ სხეულად, იმ სხეულად რომელსაც ძალუძს სასუფეველში ყოფნა, შენ სულიერ სხეულს ეძახი სულს და ის კი არ იცი რომ სულს არც ფორმა აქვს და არც სხეული. სულმა შეიძლება მიიღოს სხვადასხვა ფორმა: მტრედის, ცეცხლის და სხვა ნებისმიერი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მუდმივად ასეთი ფორმით იმყოფება და ბოლოს ისიც კი არ იცი რომ ანგელოზები სულები არ არიან ამიტომ წერ შემდეგს ანგელოზს ჩემო კარგო მკაცრად განსაზღვრული და კონკრეტული სხეული აქვს რითაც ის განირჩევა სხვა ანგელოზისაგან, ისევე როგორც ადამიანი თავისი გარეგნობით განირჩევა მეორე ადამიანისაგან და ამ სხეულის თვითნებურად შეცვლა რაც მას ღმერთმა შეუქმნა, ანუ ხორცის შესხმა არის ცოდვა. რაც შეეხება აბრაამთან მოსაუბრე პირებს მათ რომ უცბად ანგელოზების იარლიყი მიაკარი არც ეს არის მართებული, ანალოგიურ იარლიყს აკრავთ ხოლმე მოსესა და ელიას სულს, მოკლედ როგორც გინდატ ისე ათამაშებთ თქვენს ნებაზე ბიბლიაში ჩაწერილ მოვლენებს. არ მოგეწონათ? გადაკეთებას რა უნდა? სული გააჩნია მხოლოდ ადამიანსა და ღმერთს ანგელოზს და დემონს სული არ აქვს ძვირფასო, ამით ემსგავსება ადამიანი ღმერთს და ეს არის ჩადებული სიტყვებში შევქმნათ კაცი ჩვენს მსგავსად, ანუ მივცეთ მას ჩვენი სულისაგან, ეხლა რომ დავწერო სწორედ ამან გააბოროტა პირველი დაცემული ანგელოზი თქო, რადგან ღმერთმა მასზე უფრო კაცი შეიყვარა და ეს სიყვარული მისი სულის მიცემით დაადასტურა თქო ამას საერთოდ ვერ აღიქვავ და ამიტომ მოგწერე ადრე დარჩეს ჩვენი ცნობიერება როგორც არის, შეგპირდი აღარ გიპასუხებ თქო, მაგრამ გამომიწვიე ამიტომ გაგეცი პასუხი, ახლა კი მართლა წერე და იკითხე ეს დანაშაული კი არ არის, სიტყვის და აზრის ( მათ შორის მცდარის ) გამოთქმის თავისუფლებაა ქვეყანაში, პუბლიკა მოგეძებნება, თუ სათანადო პუბლიკას ვერ იპოვი ახალი ნიკების დარეგისტრირება შეგიძლია, რათა საკუთარ აზრებს თვითონ დაუკრა ტაში. -
ბიბლია როგორ ავხსნათ მასში მოყვანილი აზრები სწორად?
Morfius replied to nika1995's თემა in რელიგია და ფილოსოფია
იტყუები, არ იცოდნენ, მათ გამოცხადებული იესო სული ეგონათ, მაგრამ იესო რას ეუბნება? შეხედეთ ჩემს ხელებსა და ფეხებს სულს არ გააჩნია ხორცი და ძვლები. -
ბიბლია როგორ ავხსნათ მასში მოყვანილი აზრები სწორად?
Morfius replied to nika1995's თემა in რელიგია და ფილოსოფია
რატომ არბენინებ შენი შეხედულებისამებრ და შენი სურვილით მარიამ მაგდალინელს წინ და უკან ასე თამამად ვერ ვხვდები, როდესაც ბიბლიაში გარკვევით წერია, რომ როდესაც ანგელოზები აგზავნიან ქალებს მოწაფეებთან აღდგომის სახარებლად ლუკა მოციქული წერს რომ დაბრუნდნენ და ეს უამბეს თერთმეტს, მოციქული იოანე კი აღწერს რა იესოსა და მაგდალინელის დიალოგს ისიც ანალოგიურზე მიუთითებს რომ თომა მათთან ერთად არ იყო, ეხლა ვიცი ხელზედ დაიხვევ იუდა ისკარიოტელს თავი უკვე ჩამომხრჩვალი ჰქონდა და თერთმეტი იმიტომ ეწერაო, მაგრამ თომა რომ მათთან ერთად არ იყო ასე ხომ ათი გამოდის? ამიტომ დაგიწერე ადრე უნდა იცნობდე ყველა სახარებას, ვინაიდან სვიმონ კანანელის თქმით მატათიას მოციქულად არჩევამდე ის იმყოფებოდა მათთან და სულიწმინდით რჩეული იყო. დგეხარ აქ ამხელა კაცი, სარგებლობ იმით რომ საზოგადოება რელიგიურ საკითხებში ვერ ერკვევა და ბიბლიურ პერსონაჟებს შენს ნებაზე არბენინებ. -
ბიბლია როგორ ავხსნათ მასში მოყვანილი აზრები სწორად?
Morfius replied to nika1995's თემა in რელიგია და ფილოსოფია
აქაც მსუბუქად, რომ ვთქვათ იტყუებით როდესაც იძახით რომ თითქოს მე მარიამ მაგდალინელსა და იესოს მშობელ მარიამს ერთმანეთისგან ვერ ვარჩევ, გეტყვით, რომ მარიამი მაგდალინელად წოდებული ეს ის მარიამია რომლისგანაც იესომ თავის დროზე 7 დემონი განდევნა, ხოლო იესოს დედას მარიამს, რომ თავად ვერ არჩევს იაკობის დედა მარიამისგან ამას ჩვენ მოგვიანებით ვნახავთ. თქვენ ვრცელი პოსტი მიუძღვენით დამბნევ ჰიფოთეზას იმისას ,რომ თითქოს იესოს დედამ მარიამმა ყველაზე პირველი ნახა იესო, მანამდე ვიდრე მარიამ მაგდალინელს ეტყოდა სიტყვებს: არ შემეხო ვინაიდან ჯერ არ ავსულვარ მამასთან და აქვე დასძინეთ, რომ სანამ მარიამ მაგდალინელი შეხვდებოდა იესოს თითქოს მანამდე შემოეხვნენ ფეხებზე, მოციქულების სახარებლად გზად მიმავალი ქალები. ეს რომ ესე არ იყო სწორედ თქვენს მიერ ცბიერად შემოთავაზებულ მეთოდს, ოთხივე სახარებაში ჩაწერილ მოვლენებს შევაჯამებ და ამ ცნობების შეჯამების საფუძველზე დავდებ დასკვნას, რომლის თანახმადაც კიდევ ერთხელ დამტკიცდება რომ იტყუებით ( ხომ ვთქვი ბიბლიური მოვლენების თანმიმდევრობას თქვენ წყვეტთ მეთქი და თან თქვენებურად, ახლა კიდევ ერთხელ დავანახვებ საზოგადოებას, რომ მართლაც თქვენ წყვეტთ ბიბლიაში რა მოვლენა რის შემდეგ ან რის წინ იყო, უბრალოდ სამწუხარო ის არის, რომ თქვენი დამბნევი ტყუილების სააშკარაოზე გამოსატანად ხანგრძლივი და ვრცელი პოსტების დაწერას მაიძულებთ და ორჯერ ორი რომ ოთხია ამის დასამტკიცებლად ძვირფას დროს მაკარგვინებთ) ყველაფერი კი ოთხივე სახარების მიხედვით შემდეგნაირად იყო: სახარება მათესი: თავი 28 მუხლები 1-9 1. შაბათი, რომ გავიდა ( ანუ ჩვენი კალენდრით კვირა) კვირის პირველი დღის განთიადზე ( ანუ ჩვენი კალენდრით ორშაბათს დილით ) მოვიდნენ სამარხის სანახავად მარიამ მაგდალინელი და სხვა მარიამი. (ეს სხვა მარიამი არ იყო ღვთისმშობელად წოდებული მარიამი, არამედ მისი მოციქული იაკობის მშობელი დედა გახლდათ. მხოლოდ ეს ერთი მუხლი არის საკმარისი იმის დასამტკიცებლად რომ ტყუით, როდესაც იძახით, რომ თითქოს იესოს დედამ მარიამმა, მარიამ მაგდალინელზე წინ ნახა და ესაუბრა იესოს, როგორც ვხედავთ მარიამ მაგდალინელი და სხვა მარიამი ანუ მოციქულ იაკობის დედა ერთად მივიდნენ იესოს ცხედარის სანახავად, ეს სხვა მარიამი კი თავად ეგონა ბატონ აზრს ღვთისმშობელი და პოსტი აბურდა, მაგრამ მივყვეთ მოვლენებს და აბურდული პოსტი დავალაგოთ მისი მცდარი ჰიპოთეზაც ბოლომდე გამოვავლინოთ) 2. და აი მოხდა დიდი მიწისძვრა, ვინაიდან ციდან ჩამოსული უფლის ანგელოზი, მოვიდა გადააგორა ლოდი და დაჯდა ზედ. 3. მისი შესახედაობა ელვასავით იყო და მისი ტანისამოსი თოვლივით სპეტაკი. 4. მისი შიშით შეირყნენ მცველები და მკვდრებივით გახდნენ. ( ეს ის რომაელი მცველები, რომლებიც დარაჯად დაუყენა პონტოელმა პილატემ უფლის სამარხს იუდეველი მღვდელთმთავრების მოთხოვნით) 5. ანგელოზმა კი მიმართა დედაკაცებს და უთხრა, ვინაიდან ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ ( და არა ძელზე მილურსმულს) 6. აქ არ არის ვინაიდან აღდგა როგორც თქვა, მოდით ნახეთ ადგილი სადაც იწვა. ( ანგელოზი საუბრობს აქ აღარ არის? რაზე ამბობს ნეტავ? იესოს ფიზიკურ სხეულზე ხომ არა შემთხვევით? მერე აგრძელებს: ვინაიდან აღდგა როგორც თქვა, გავიხსენოთ აბა როგორ თქვა: "დაანგრიეთ ეს ტაძარი და მე სამ დღეში აღვადგენ მას" და ბოლოს უკვე დასარწმუნებლად იმაში, რომ იესოს ხორციელი სხეული ადგილზე აღარ იმყოფება, მოუწოდებს ქალებს: მოდით და ნახეთ ადგილი სადაც იწვა.) 7. მალე წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ ის აღდგა მკვდრეთით და აი, თქვენს წინ მიდის გალილეისაკენ, იქ ნახავთ მას და გაიხარეთ თქვენ. 8. აჩქარებით წასული სამარხიდან შიშით და დიდი სიხარულით გარბოდნენ, რომ ეცნობებინათ მისი მოწაფეებისათვის. 9. და აი იესო შეხვდა მათ და უთხრა გიხაროდეთ, ისინი კი მივიდნენ ფეხებზე შემოეხვივნენ და თაყვანი სცეს. მართალია მათე მოციქულმა არ აღწერა თავის სახარებაში იესოსა და მარიამ მაგდალინელის დიალოგი სამარხში, მაგრამ ის ფაქტი თვალნათლივ გადმოგვცა, რომ თავდაპირველად ქრისტეს სამარხში ქალები მივიდნენ ხოლო ვინ იყვნენ ის ქალები ამაზე უკვე პასუხს მარკოზი ლუკა და იოანე მოციქულები გვცემენ: სახარება მარკოზისა თავი მეთექვსმეტე 16 მუხლი 1 1.შაბათი გავიდა თუ არა, მარიამ მაგდალინელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ, იყიდეს სურნელებანი, რომ მისულიყვნენ მის მოსაცხობად. სახარება მარკოზოსა თავი 16 მუხლი 9 9. კვირის პირველ დღეს ადრე აღმდგარი პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალინელს, რომლისაგანაც განდევნა შვიდი ეშმაკი.( რომელ დღეს ადრე აღმდგარიო? კვირის პირველ დღესო, კვირის პირველი დღე რომ ჩვენი კალენდრით ორშაბათია ზემოთ ამაზე ბატონი აზრი იცინოდა, ვის ეჩვენა პირველადო? მარიამ მაგდალინელსო.) ეხლა ვნახოთ რას იძახის მოციქული ლუკა იგივე მოვლენაზე. სახარება ლუკასი თავი 24 მუხლები 1-9 1. კვირის პირველ დღეს გარიჟრაჟამდე მოვიდნენ სამარხთან და მოიტანეს სურნელებანი, რომლებიც მათ მოამზადეს. 2. და ჰპოვეს ლოდი გადაგორებული სამარხიდან. 3. და რომ შევიდნენ ვერ ნახეს უფალ იესოს გვამი. 4. ამის გამო რომ გაოცდნენ უცბად მათ წინ წარსდგა ორი მამაკაცი ბრწყინვალე სამოსელში. 5. და რაკი შეძრწუნდნენ და სახე მიწისაკენ დახარეს მათ უთხრეს: რას ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის? 6. არ არის აქ არამედ აღდგა ( რატომ აღარ არისო აქო? იმიტომ კი არა რომ იეჰოვამ სადღაც გადამალა მისი გვამიო, არამედ აღსდგა ანუ გაცოცხლდაო), როგორც გელაპარაკებოდათ სანამ გალილეაში იყო. ( როგორ ელაპარაკებოდა გალილეაში ყოფნისას იესო აღდგომაზე, ეს მე ზემოთ უკვე დავწერე და ეს ორი ანგელოზიც სწორედ ამასვე იძახის რომ ისე აღსდგა როგორც ამას გელაპარაკებოდათო) 7. ამბობდა, რომ ძე კაცისა, ცოდვილ კაცთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღსდგეს. 8. და გაიხსენეს მისი სიტყვები 9. დაბრუნდნენ სამარხიდან და ყოველივე ეს უამბეს იმ თერთმეტს ( მიაქციეთ ყურადღება ციფრს თერთმეტი იმიტომ წერია, რომ თომა მათთან ერთად არ იყო და ეს იმიტომ მომყავს მაგალითად რომ ბატონმა აზრმა ახალი ტყუილი არ შეთხზას თითქოს ამ დაბრუნების შემდგომ მარიამ მაგდალინელი უკან დაბრუნდა სამარხში და შემდგომ შედგა დიალოგი მასსა და იესოს შორის) და ყველა სხვას. 10. ესენი იყვნენ მარიამ მაგდალინელი, იოანა და იაკობის დედა მარიამი და სხვა დედაკაცები მათ შორის რომლებმაც მოუთხრეს მოციქულებს ამის შესახებ. ყოველივე ეს ცხადყოფს შემდეგს, რომ კვირის პირველ დღეს შემდეგი ქალები: მარიამ მაგდალინელი, მარიამი იაკობის დედა და იოანა, პირველები შევიდნენ უფლის სამარხში, რის შემდეგაც წავიდნენ სახარებლად მოწაფეებისაკენ, ბატონი აზრი გადმოგვცემს შემდეგნაირად, მარიამ მაგდალინელი იყო სამარხში შემდეგ გაიქცა ახარა მოციქულებს მერე ისევ უკან გამოვარდა და აქ უკვე იესოს შეხვდა მანამდე კი გზაზე ფეხებზე მოხვევია თურმე, ეხლა ვსვავ კითხვას თუ ეს მოვლენები ასეთი თანმიმდევრობით იყო და არა ისე როგორც მე ვწერ და როგორც ეს ბიბლიაშია ჩაწერილი, დავუშვათ მოციქულებისკენ მორბენალ მაგდალინელს გზაზედ შემოხვდა იესო და იგი მას ფეხებზე ეხვევა, ამის შემდგომ ის ბრუნდება კვლავ სამარხში და იესო მას შეხებას უკრძალავს ესე იგი ბატონი აზრის თქმით გაგიჟებულა იესო და ეგ არის ორი წუთის წინ ფეხებზე ეხვეოდნენ და ახლა თითის დაკარებასაც კრძალავს. სინამდვილე კი ასეთი იყო მათემ მარკოზმა და ლუკამ თავიანთ სახარებებში არ აღწერეს მარიამ მაგდალინელისა და იესოს დიალოგი სამარხში, სამაგიეროდ იოანემ მშვენივრად აღწერა და ყოველივე ამის შემდგომ დაავალა რა რომ წადი და უთხარი ჩემს მოწაფეებს, რომ მე ავდივარ მამასთან, მარიამ მაგდალინელიც და სხვა ქალებიც მასთან ერთად მყოფები გაეშურნენ მოწაფეების სანახავად სწორედ ამ დროს გზაზე ხვდება იესო და ისინი უკვე ეხებიან მას ფეხებზე, ეხლა აზრმა უნდა გადაწყვიტოს ის ვადა რა დროც იესოს მამასთან ასვლაში დაჭირდა? ეს ხდება მეყსეულად, წამიერად და ამის ძალაუფლება იესოს გააჩნდა, როგორც ჩანს ბატონ აზრს ჰგონია რომ სასუფეველში მეტროს მატარებლით არის შესაძლებელი მგზავრობა და დროს იქამდე მისაღწევად მიწიერი ტრანსპორტის სიჩქარით ზომავს კმ/სთ-ში. სინამდვილე კი ასეთი იყო იესო ხვდება ქალებს ესაუბრება მარიამ მაგდალინელს შემდგომ მამისაგან იღებს გარდაქმნილ სხეულს, ისეთსას როგორიც მას ფერიცვალებისას ჰქონდა, ასევე მეფობასა და ძალაუფლებას და ყოველივე ამის შემდგომ ეცხადება უკვე გზად მიმავალ ქალებს და მოგვიანებით მოციქულებსაც, მაგრამ თავისი ტყუილის გასამართლებლად და მკითხველის დასაბნევად ბატონი აწრი, მარიამ მაგდალინელს წინ და უკან არბენინებს, ხოლო სინამდვილისა და სიმართლის გარკვევას რომ წამები ჭირდება ეს კი ავიწყდება. და ბოლოს მე არასოდეს მიამაყია ჩემი პროფესიული ხარისხით და ბატონ აზრს როგორც ბიბლიური მოვლენების ცბიერად ამბურდავს, მაგალითად იოანეს სახარების მეოცე თავისა და ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილი მუხლების გარდა მისსავე კოპირებულ სიტყვებს დავუტოვებ: -
ბიბლია როგორ ავხსნათ მასში მოყვანილი აზრები სწორად?
Morfius replied to nika1995's თემა in რელიგია და ფილოსოფია
მოკლედ როგორც განვმარტე რომ იესო აღდგა ხორციელი სხეულით და შემდგომ მისი ხორციელი სხეული გარდაქმნა მამა ღმერთმა ამაზე შემდგომი ფაქტიც მიუთითებს: ლუკას სახარება თავი 24 მუხლები 36-39 36.ისინი რომ ამას ლაპარაკობდნენ თვითონ იესო დადგა მათ შუა და უთხრა მათ მშვიდობა თქვენდა. 37. მათ შეძრწუნებულებსა და შეშინებულებს ეგონათ, რომ სულს ხედავდნენ. ( სწორედ ისე როგორც ეს ჩვენ თანაფორუმელ აზრს ჰგონია და არა ისე როგორც მე გამვმარტე "გარდაქმნა მამა ღმერთმა მისი ფიზიკური სხეული, ამავე ხორციელი სხეულის მსგავს სულიერ სხეულად, რათა ამ სხეულით შესძლებოდა მას სასუფეველში ყოფნა, ანალოგიურს ქრისტეს ფერიცვალების დროსაც ჰქონდა ადგილი როდესაც მისი ფიზიკური სხეული გარდაიქმნა, როდესაც მოციქული იოანე ამბობს მე ვიყავი კუნძულ პატმოსზე სულში ესეც იგივეს ნიშნავს მისი ფიზიკური სხეული უფალთან საკონტაქტოდ გარდაიქმნა იმ სხეულად რომელსაც შეუძლია სასუფეველში ყოფნა, ვინაიდან დაწერილია ხრწნადს არ შეუძლია დაიმკვიდროს უხრწნელობა", სხეული კი არ მიაგდო და სულით კი არ გაფრინდა სადღაც და შემდგომ კი არ დაგვიტოვა გამოცხადება, იგივე შეიძლება ითქვას წინასწარმეტყველ ელიაზე და ენუქზე) 38. მაგრამ მან უთხრა, რატომ შეძრწუნდით და რატომ წარმოიშვებიან თქვენს გულში ასეთი აზრები? ( ეს თქვენც გეხებათ ბატონო აზრი გეკითხება იესო რატომ წარმოიშვებიან თქვენს გულში ასეთი აზრები?) 39. შეხედეთ ჩემს ხელებსა და ფეხებს. ეს მე ვარ თვითონ, შემეხეთ მე და ნახეთ, რადგან სულს არ გააჩნია ხორცი და ძვლები, როგორც ხედავთ რომ მე მაქვს. ამით ყველაფერი გასაგებადაა ნათქვამი, ბატონი აზრი ჩამაცივდა გინდა თუ არა მიუთითე ლევანიკოს რომელ მუხლში წერია იესო აღდგომისთანავე მამასთან იყო და მისი ფიზიკური სხეული გარდაქმნაო? მე ეს ყველაფერი ზემოთ ავხსენი ახლა ვსვავ კითხვას: სად წერია რომ იესო იყო სული, რომელსაც როცა მოუნდებოდა ხორცს შეისხავდა და როცა მოუნდებოდა განიძარცვავდა? როგორც ამას ბატონი აზრი გადმოგვცემს სულიერი სხეულის მატერიალიზაციას ახდენდაო, ესე იგი წამდაუწუმ ხორცს ისხავდა ეგრე გამოდის და როცა მოციქულებთან არ იყო იხდიდა თუ რას შვრებოდა? რისი თქმა და დამტკიცება უნდა ამ პიროვნებას ბოლომდე ვერ მივხვდი, გასაგებია რომ იეჰოვას მოწმეებს თავისი შეხედულებები და აზრები აქვთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით მაგრამ ის ავიწყდებათ, რომ ბიბლია ღვთის წყალობით არსებობს და ადამიანიც აზროვნებს. -
ბიბლია როგორ ავხსნათ მასში მოყვანილი აზრები სწორად?
Morfius replied to nika1995's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ორშაბათი დღის საკითხი როგორცაა პირადში მოგწერეთ, საკუთარ სხეულში რომ აღდგა ამას თავად იესო ამბობს დაანგრიეთ ეს ტაძარი და მე სამ დღეში აღვადგენ მას, ხოლო იმავე დღეს რომ მამასთან იმყოფებოდა მისი სიტყვები და შემდგომი მოქმედება ცხადყობს, როდესაც ის ეუბნება და ავალებს მარიამს: წადი და უთხარი ჩემს ძმებს მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან ამის შემდგომ კი იმავე დღეს საღამო ჟამს თავად ეცხადება მოწაფეებს. ეხლა ვსვავ კითხვას მე ვავალებ ადამიანს და ვეუბნები წადი და უთხარი აზრის, რომ მე მივდივარ ვთქვათ ვაკეში, ეს ხდება დილით გამთენიისას, საღამო ხანს კი თავად შენთან მოვედი, რას მკითხავდი? იყავი ვაკეში? გიპასუხებდი კი, ხომ დავაბარე პიროვნებას შენთან რომ ვაკეში უნდა წავსულიყავი. იესო კი რომ არასოდეს ცრუობს ეს თავად მოგეხსენება, ალბათ იტყვით, რომ ეს დანაბარები მისი 40 დღის შემდგომ ამაღლებაზე მიუთითებდაო გეტყვით არა, ვინაიდან ასე რომ ყოფილიყო მას საკმარისი დრო ჰქონდა, რომ 40 დღის განმავლობაში ეს თავად ეთქვა მოწაფეებისთვის. რასაც ვწერ ეს ბავშვისთვისაც კი ცხადია მაგრამ თქვენ არ გინდათ, რომ გაიგოთ იძახით ოთხივე სახარებაში გადმოცემული მოვლენები უნდა შეაჯამო და დასკვნა ასე დადოო, გპასუხობთ ოთხივე კი არა თორმეტივე ვინაიდან უფლის თორმეტივე მოციქულმა დაწერა სახარება და სხვადასხვა კუთხით დაგვანახა იესოს ცხოვრება და მოღვაწეობა, თვით იუდა ისკარიოტელმაც კი, მაგრამ თქვენთვის ოთხის გარდა დანარჩენი რვა სახარება არ არის ცნობილი და არა მარტო თქვენთვის, ზოგადად ფართო მასებისთვის განეკუთვნება რა აპოკრიფულ წიგნებს უარჰყოფთ, იტყვით აპოკრიფულია ანუ საეჭვო? სტატუსი აპოკრიფული ამ წიგნებს მართლმადიდებლურმა და კათოლიკურმა ეკლესიებმა მიანიჭეს, თქვენ კი როგორც ვიცი მართლმადიდებლურ დოგმატებს არ აღიარებთ სამაგიეროდ მართლმადიდებლების ნათქვამს ეს აპოკრიფულია, როდესაც დაგჭირდებათ მტკიცებულების სახით თამამად გამოიყენებთ მე ზემოთ დავწერე, რომ რელიგიათმცოდნე, სამეცნიერო კვალიფიკაცია პროფესორი, საამაყოდ არ მიმაჩნია თქო მაგრამ მიუხედავად ამისა მიზანმიმართულად მასხარად იგდებთ ამ კვალიფიკაციას "პროფესორას" ძახილით. იგივე პროფესორების მიერ ძველი ბერძნული წერილების განმარტებებს კი ავტორიტეტად მიიჩნევთ. -
ბიბლია როგორ ავხსნათ მასში მოყვანილი აზრები სწორად?
Morfius replied to nika1995's თემა in რელიგია და ფილოსოფია
საკუთარ თავზე მესამე პირში საუბარი ფილოსოფოსთა ჩვევაა -
ბიბლია როგორ ავხსნათ მასში მოყვანილი აზრები სწორად?
Morfius replied to nika1995's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ვერ ვხვდები რა საჭიროა ეს ყველაფერი, ერთი და იგივე პიროვნება ორი სხვადასხვა ნიკით საკუთარ თავს რომ ესაუბრები, კითხვას სვავ შემდეგ თავად პასუხობ? თან უმრავლესობაში ხარ და გათვლილი გაქვს იმაზე, რომ მკითხველი დააბნიო? შეგიძლიათ კიდევ რამოდენიმე ნიკი დაამატოთ შემდეგი სცენარით: აზრი მართალია- ოთხი ან ხუთი პიროვნება ტაშს უკრავს კი კის ძახილით ოღონდ ის ოთხი თუ ხუთი ერთი და იგივე პიროვნებაა აზრი -
ბიბლია როგორ ავხსნათ მასში მოყვანილი აზრები სწორად?
Morfius replied to nika1995's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ბოდიშს გიხდით შეურაცხმყოფელი გამოთქმისთვის, ეს არ მოხდებოდა ჩემი სამეცნიერო ხარისხის მასხარად აგდებით რომ მდგომარეობიდან არ გამოგეყვანეთ, მე თაობები მყავს აღზრდილი და პირად წერილში მოგწერეთ ჩემს სიტყვებში რაც არის ჩადებული. -
ბიბლია როგორ ავხსნათ მასში მოყვანილი აზრები სწორად?
Morfius replied to nika1995's თემა in რელიგია და ფილოსოფია
კარგად გაიაზრე მთელი მეოცე თავი და მიხვდები რომ სწორედ ეს წერია, მაგ არსებამ კიდევ ისიც არ იცის რომ იუდევლებისთვის სიტყვა კვირა არ არსებობდა და იმ ჟამს რომელსაც მე ჩვენი კალენდრით ორშაბათს ვეძახი უტიფრად კვირა დაარქვა. -
ბიბლია როგორ ავხსნათ მასში მოყვანილი აზრები სწორად?
Morfius replied to nika1995's თემა in რელიგია და ფილოსოფია
სიტყვებს მნიშვნელობა აქვს და უნდა დააკვირდე. იუდევლებისთვის კვირა რომ შაბათი დღით მთავრდებოდა ეგ მაგ იუზერისგან ნამდვილად არ მესწავლება. ყველა იეღოველა ასეთი ჭკვიანები ხართ იეღოველ, ვაი შე საცოდავო რა გეშველება, ფურთხის ღირსი ხარ შე უზრდელო. ვორნი +20 % ფორუმელის შეურაცხყოფისათვის. -
შეგიძლიათ ინფორმაციის შემცველი ლინკი დადოთ?
-
ვინაიდან სიტყვა "ჰარმონია" შეესიტყვება სიტყვა "სიყვარულს" მე გადავწყვიტე ჩემს უნიკალურ ბუდოს სახელად დავარქვა აიკი-დო, სიტყვა აიკი ძალიან ძველია, მაგრამ მე მის შინაარსში უფრო მეტს ვდებ ვიდრე ამას ძველი დროის მეომრები აკეთებდნენ - ამბობს აიკი-დო-ს ფუძემდებელი ოსტატი მორიჰეი უესიბა. აიკი- ეს არ არის ბრძოლის ილეთები და მტრისადმი ზიანის მიყენება. ეს არის გზა მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად და ყველა ერის ერთ ოჯახად გასაერთიანებლად. აიკი-დოს საიდუმლო იმაშია, რომ მიღწეულ იქნას ჰარმონია სამყაროს მამოძრავებელთან და ლტოლვა თავად შემოქმედისკენ. მან ვინც შეიცნო აიკი-დოს საიდუმლო აღმოაჩინა თავის თავში სამყარო და მას შეუძლია სრული უფლებით თქვას "მე ვარ სამყარო". როგორი იერიშიც არ უნდა მოიტანოს მტერმა ჩემზე მე არ დავმარცხდები, ეს იმის გამო კი არ მოხდება, რომ ჩემი ტექნიკა უფრო სწრაფია, ვიდრე მოწინააღმდეგის, საქმე სისწრაფეს სულაც არ ეხება, უბრალოდ ბრძოლა მთავრდება დაწყებისთანავე. როდესაც ვიღაც ცდილობს ჩემთან ჩხუბს, ის მიზნად ისახავს სამყაროსთან ბრძოლას და ამგვარად ის არღვევს თავის ჰარმონიას ჩემთან. შეუძლია მას ჩემზე გამარჯვება? ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მან განიზრახა ჩემთან ბრძოლა, ის უკვე დამარცხდა, დროს არა აქვს მნიშვნელობა მოხდა ეს სწრაფად თუ ნელა. აიკი-დო არ არის წინააღმდეგობა და რადგან არ ეწინააღმდეგები ყოველთვის იმარჯვებ. მას ვისაც მრუდე გონება აქვს და წინააღმდეგობებით აღსავსეა, თავიდანვე განწირულია დამარცხებისათვის. შენ როგორ შეგიძლია გამოასწორო შენი გონება, განიწმინდო შენი გული და ჰარმონიაში იყო ბუნებასთან? უპირველესად შენ, შენს გულში მიიღებ შემოქმედის გულს, სწორედ ეს არის დიადი სიყვარული, მსოფლიოს ყველა კუთხის და დროის მამოძრავებელი. სწორედ ეს არის დიდი წინააღმდეგობა, სიყვარულს მტერი არ ჰყავს, ტვინი რომელიც მტრის არსებობაზე ფიქრობს ეწინააღმდეგება ღმერთის ნებას. მას ვისაც არ ესმის ეს, სამყაროსთან ვერ იქნება ჰარმონიაში, მისი ბუდო ეს არის გზა ნგრევისა. ეს არ არის შემოქმედების გზა. ამიტომ შეჯიბრებები ილეთების შესრულებაში, გამარჯვებულისა და დამარცხებულის გამოვლინება, ეს არ არის ჭეშმარიტი ბუდო, ჭეშმარიტი ბუდო დაუმარცხებელია. ნან-ბუდო. იყო დაუმარცხებელი ნიშნავს იმას რომ არასოდეს იბრძოლო. ჩვენთვის გამარჯვება არის გამარჯვება საკუთარი გონების წინააღმდეგობრიობასთან ჩვენშივე, ასეთია ჩვენთვის ბოძებული მისია. ეს უბრალოდ თეორია არ არის, ჩვენ ის პრაქტიკაში უნდა გამოვიყენოთ. სწორედ მაშინ შენ აღიქვავ ერთიანობას დიადი ბუნების ძალასთან. არ შეხედო თვალებში მოწინააღმდეგეს, ამგვარად შენი ყურადღება მის თვალებში იქნება შთანთქმული, არ შეხედო მის მახვილს რამეთუ მისმა მახვილმა არ მოგკლას შენ, საერთოდ არ შეხედო მას ვინაიდან შენი გონება გაიფანტება, ჭეშმარიტი ბუდო იმაში მდგომარეობს, რომ გამოიმუშაო მიზიდულობა, რომელიც შთანთქავს მოწინააღმდეგის ყურადღებას, ყველაფერი რაც ჩვენ გვრჩება ეს არის გზისკენ მოძრაობა. ჩემთვის ისიც კი საკმარისია, მოწინააღმდეგესთან ზურგით ვიდგე, როდესაც ის თავს მესხმის თავისი დარტყმის განზრახვით, მე ერთიანი ვარ სამყაროსთან, ეს არის და ეს. როდესაც მე ვდგევარ, ის ჩემში იქნება შთანთქმული. უესიბას და აიკი-დოს წინაშე არ დგას არც დრო და არც სივრცე, ეს მხოლოდ სრულყოფილი სამყაროა. უესიბას არ ჰყავს მტერი, ცდები, როდესაც ფიქრობ, რომ ბუდოს პრაქტიკაში გამოყენება ნიშნავს გყავდეს ბევრი მოწინააღმდეგე. ჭეშმარიტ ბუდოს არც მტერი ყავს. ჭეშმარიტი ბუდო ნიშნავს იყო ერთიანი სამყაროსთან და შეერწყა მის ცენტრს. აიკი-დოში საჭიროა ისეთი გონება, რომელსაც უნდა, რომ ემსახუროს მთელი მსოფლიოს ხალხებს და არა ისეთი ,რომელსაც უნდა, რომ იყოს ძლიერი და ნავარჯიშევი, მხოლოდ მოწინააღმდეგის დასამხობად. მე უშფოთველი ვარ ბრძოლის დროს, მე არ ვარ მიჯაჭვული სიკვდილზე მე სიცოცხლე ვარ. მე ღმერთს ყველაფერს პირვანდელი სახით ვუტოვებ, ჭეშმარიტი ბუდო სიყვარულია, ის ღმერთია ყველა მებრძოლის მცველი. მე ადამიანის საზოგადოებას არ ვეძებ არამედ ღმერთის, ეს არის შეშლილი სამყარო. აიკი- ეს სხვების კი არა საკუთარი გონების გამოსწორებაა.
-
ბიბლია როგორ ავხსნათ მასში მოყვანილი აზრები სწორად?
Morfius replied to nika1995's თემა in რელიგია და ფილოსოფია
წაიკითხეთ იოანეს სახარება თავი 20 მუხლი 19 კვირის პირველი დღე, რომ ორშაბათია ხომ იცით, აქ წერია რომ ამავე დღეს ანუ მკვდრეთით აღდგომის დღეს პარასკევს მოაკვდინეს ხომ, ჩვენი კალენდრით გადათვალე სამი დღე, მიიღებ ორშაბათს მეცხრამეტე მუხლიც გეუბნება რომ კვირის პირველ დღეს. უფრო კონკრეტულად თავად ამ მუხლებს დავაციტირებ: იოანეს სახარება თავი 20 მუხლი 17-19 იესომ უთხრა მას, არ შემეხო, რადგან ჯერ არ ავსულვარ მამასთან, წადი ჩემს ძმებთან და უთხარი, მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან. მარიამ მაგდალინელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ უფალი იხილა და ეს უთხრა მას. იმავე დღეს საღამის ჟამს კვირის პირველ დღეს, როდესაც იუდეველთა შიშის გამო დაკეტილი იყო კარები, სადაც მოწაფეები იყვნენ, მივიდა იესო და დადგა მათ შუაში და უთხრა მშვიდობა თქვენდა. მგონი აქ ყველაფერი გარკვევით და გასაგებად წერია, ეს იცის მაგ პიროვნებამაც რომელიც ასე ირჯება და მიუხედავად იმისა რომ ღირსად აღარ მივიჩნევ ვუპასუხო ცდილობს თავის ტყუილს ახსნა მოუძებნოს, ხომ გითხრა რომ მანამდე შეეხნენ იესოსო? დაინახე თუ არა რომ მოგატყუა? -
ბიბლია როგორ ავხსნათ მასში მოყვანილი აზრები სწორად?
Morfius replied to nika1995's თემა in რელიგია და ფილოსოფია
იოანეს სახარება თავი 20 -
1."ომ, შანტი სუპრიმე ბელავედ". - სიმშვიდის მოსაპოვებელი მანტრა. 2."ომ, გოვინდაია ნამა". - მანტრა დემონური ძალებისგან დაცვისთვის. 3."ომ, რუდრაია ნამა". - მანტრა სულიერი ზრდისათვის. ინდუისტურ და ბუდისტურ რელიგიაში მანტრების დანიშნულებაა, პიროვნების სულიერი შესაძლებლობების ზრდა განვითარება, არსებობს უამრავი მანტრა-სასიმღერო ციტატა, რომლების გარკვეული რაოდენობით გამეორება პიროვნებას სძენს იმ შესაძლებლობას რისთვისაც თავად ეს უკანასკნელია განკუთვნილი, თავად განსაჯეთ არსებობს სტიქიების მართვის მანტრებიც კი არსებობს, თუ თქვენთვის ცნობილია მანტრების ესა თუ ის სახეობა გთხოვთ ჩამოწერილი მანტრების ნუსხას მიამატოთ.
-
ბიბლია როგორ ავხსნათ მასში მოყვანილი აზრები სწორად?
Morfius replied to nika1995's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ყველაფერთან ერთად დახვეწილი პროვოკატორიც ყოფილხართ, ვის გავურბი? თქვენ? სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, ურცხვად ატყუებთ აქ მკითხველს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამაში ნებისმიერი დარწმუნდება ვინც არ დაიზარებს და იოანეს სახარების მეოცე თავს წაიკითხავს, ხოლო ის რაც თქვენ დაწერეთ ზემოთ ამას ვგულისხმობ არის უსუსური მცდელობა, თქვენი ტყუილიდან მკითხველის ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ, ეგ რომ მასე იყო რა შუაშია იმასთან რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, თქვენ თქვით, რომ სანამ იესო მარიამს შეხებას აუკრძალავდა მანამდე შეეხნენო მას, შემდეგ მკითხველის დასაბნევად იცრუეთ კიდეც კიი მანამდე იყოო და ჩემზე შეთხზეთ ყალბი თქმულება თითქოს მე მოვლენებს არათანმიმდევრულად გადმოვცემდი, სინამდვილეში კი როგორი თანმიმდევრობით განვითარდა მოვლენები ეს კარგად წერია იოანეს სახარების მეოცე თავში, ამ ყველაფრით თქვენ ასევე ეჭ ქვეშ აყენებთ იესოს სიტყვებს როდესაც ის თავის ფიზიკურ სხეულზე ამბობს დაანგრიეთ ეს ტაძარი და მე სამ დღეში აღვადგენ მასო, გამოდის რომ იესო ტყუოდა და შენ მართალს ამბობ? ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური ტიპაჟი მაქვს შესწავლილი ადამიანების და თქვენ იმ კატეგორიას განეკუთვნებით რომელთან საუბარიც ჩემთვის მიუღებელია, ეს არის ჩემი ბოლო გამოხმაურება თქვენი ცილისმწამებლური წერილებისადმი. აწი წერეთ და იკითხეთ. -
ბიბლია როგორ ავხსნათ მასში მოყვანილი აზრები სწორად?
Morfius replied to nika1995's თემა in რელიგია და ფილოსოფია
როგორც ჩანს თქვენ ბიბლია გრიფით საიდუმლო წიგნი გგონიათ, ვის შეჰყავს მკითხველი შეცდომაში ამას ნებისმიერი გაარკვევს ვინც იოანეს სახარების მეოცე თავს წაიკითხავს. -
ბიბლია როგორ ავხსნათ მასში მოყვანილი აზრები სწორად?
Morfius replied to nika1995's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ფიზიკური სხეულით აღდგომის დღესვე ანუ ორშაბათ დღეს, ამ დღეს იგი მამა ღმერთთან იაჰვესთან იმყოფებოდა, მისი ფიზიკური სხეული მამა ღმერთმა გარდაქმნა სულიერ სხეულად, გარდა ამისა გადასცა მთელი თავისი ძალაუფლება და დაუქვემდებარა მას ანგელოზთა დასი, იესომ მიიღო მეფობა ზეცაში. ყოველივე ამის შემდგომ როგორც ვხედავთ ეცხადება მოწაფეებს, იმავე დღესვე, ხოლო აღდგომიდან მერვე დღეს თომას რთავს ნებას შეეხოს, აღდგომიდან მეორმოცე დღეს ის ამაღლდა ზეცად და მიწაზე მისი მოღვაწეობა მეორედ მოსვლამდე ამით ამოიწურება, ამის შემდგომ ის ეცხადება მოციქულ სავლესა და პეტრეს, მაგრამ ეს უკანასკნელნი ხედავენ უკვე იესოს სულიერ სხეულში. თუმცა იესო ყოველთვის იმყოფება იქ სადაც თუნდაც ორი კაცი შეიკრიბება მისი სახელით, იგი წავიდა თავის სამეფოში, მაგრამ ნუგეშისმცემლად აღთქმისამებრ კაცობრიობას სულიწმინდა მოუვლინა.