Jump to content
Planeta.Ge

Morfius

პლანეტელი
  • პოსტები

    910
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    8

ყველა პოსტი Morfius

  1. გამოდის რომ თქვენ წყვეტთ, ბიბლია არსებობს და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს მოვლენათა თანმიმდევრობა, იოანეს სახარების მე-20 თავს ვინც წაიკითხავს დარწმუნდება, რომ ის რაც ზემოთ ვთქვი სიმართლეა, ხოლო თქვენი სიტყვები კი ის ტყუილი რომელსაც ძალიან მოკლე ფეხები აქვს. გთხოვთ ნუღარ შეეცდებით ჩემთან კონტაქტს ყოველგვარი სურვილი გამიქრა თქვენთან საუბრისა, არათუ მსჯელობისა რელიგიურ თემებზე.
  2. აი ამას პუბლიკაზე თამაში ქვია, მე ზემოთ უკვე დავწერე მოვლენათა თანმიმდევრობა და მკითხველი წაიკითხავს და გადაამოწმებს, უნდა გრცხვენოდეთ როდესაც ამხელა ტყუილს კადრულობთ, ყველანაირი სურვილი დავკარგე თქვენთან მომდევნო საუბრის გაგრძელებისა. ისევ ის აზრი მაქვს პროფესორი შეიძლება ცდებოდეს, მაგრამ არა ამ ელემენტარულში ისევ ის აზრი კი რატომაც მაქვს უკვე მიხვდებოდით.
  3. ვხვდები, რომ მიზანმიმართულად გატყუებს ეს პიროვნება, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ საშინლად მტკივა თავი განგიმარტავთ დაწვრილებით. სახარება იოანესი თავი 20 მუხლები 11-28 მარიამი კი იდგა სამარხის გარეთ და ტიროდა როცა ტიროდა სამარხთან დაიხარა და ხედავს თეთრებში შემოსილ ორ ანგელოზს მსხდომარეს, ერთს თავით მეორეს ფერხთით სადაც იესოს გვამი ესვენა. უთხრეს მას დედაკაცო რატომ სტირი? მან მიუგო: ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი სად დაასვენეს. ამის თქმისას მობრუნდა უკან და იხილა მდგომარე იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ ეს იესო იყო, უთხრა მას იესომ დედაკაცო რატომ სტირი? ვის ეძებ? მას მებაღე ეგონა ის და უთხრა: ბატონო თუ შენ წაიღე იგი, მითხარი სად დაასვენე და მე წავიღებ. იესო ეუბნება მას მარიამ! მობრუნდა და ებრაულედ ეუბნება რაბი! რაც ნიშნავს მოძღვარო! იესომ უთხრა მას: "არ შემეხო ვინაიდან ჯერ არ ავსულვარ მამასთან, წადი ჩემს ძმებთან და უთხარი: მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან, მარიამ მაგდალინელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ უფალი იხილა და ეს უთხრა მას, იმავე დღეს საღამო ხანს, კვირის პირველ დღეს ( ანუ ორშაბათს ) როდესაც იუდეველთა შიშის გამო დაკეტილი იყო კარები, სადაც მოწაფეები იყვნენ, მივიდა იესო და დადგა შუაში და უთხრა მათ მშვიდობა თქვენდა! ეს რომ თქვა მათ აჩვენა ხელებიც და ფერდიც, მოწაფეებმა გაიხარეს უფლის ხილვით. იესომ კვლავ უთხრა, მშვიდობა თქვენდა! როგორც მე წარმომგზავნა მამამ მეც გგზავნით თქვენ. ეს რომ თქვა შთაბერა და უთხრა: მიიღეთ სულიწმინდა, ვისაც მიუტევებთ ცოდვებს მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ დაუკავდებათ. თომა ერთი თორმეტთაგანი ტყუპად წოდებული, არ იყო მათთან როდესაც იესო მივიდა, სხვა მოწაფეებმა უთხრეს ჩვენ ვიხილეთ უფალი, მაგრამ მან მიუგო: თუ მის ხელებზე ნალურსმნებს არ ვიხილავ და ნალურსმებში თითს არ ჩავდებ და ფერდში ჩემს ხელს არ ვიწამებ, რვა დღის შემდეგ მისი მოწაფეები კვლავ შინ იყვნენ და თომაც მათთან. მოვიდა იესო, როდესაც კარები დაკეტილი იყო დადგა შუაში და თქვა მშვიდობა თქვენდა. შემდეგ თომას ეუბნება: მოიტანე აქ შენი თითი და იხილე ჩემი ხელები, მოიტანე შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი არა არამედ მორწმუნე იყავ. თომამ უთხრა მას პასუხად: უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო. აი ეს მოვლენა იყო ასეთი თანმიმდევრობით მეგობარო, ხოლო ის ვისაც ბიბლიის ცოდნაზე პრეტენზია აქვს და ამას დაწერს: ან მართლა აზრზე არ არის ბიბლიის, ან კიდევ მიზანმიმართულად გატყუებთ. მე ზემოთ დავწერე ჩემი მოსაზრება: იესო აღდგა ფიზიკური სხეულით, შემდგომ ის ავიდა მამასთან და მიიღო სულიერი სხეული, იმ ფიზიკური სხეულის მსგავსი რომელიც მოკვდინებამდე ჰქონდა, ამის შემდგომ 8 დღის შემდეგ პირველი თომა ეხება მას, დაკეტილ კარში მეყსეულად შეღწევაც ამაზე მიუთითებს რომ იესოს უკვე აქვს სულიერი სხეული. როდესაც დავწერე რომ პროფესორის კვალიფიკაცია მაქვს ეს მე საამაყოდ არ მიტქვამს, ოპონენტმა კი რა მნიშვნელობა აქვს გინდა პრეზიდენტი დაგიძახონო, რა მნიშვნელობა აქვს მეგობარო და მე პროფესორად ვრჩები, ამ პოსტის შემდეგ კი დავფიქრდეთ აბა რა შეიძლება ეწოდოს მას? ბიბლია არსებობს გადაამოწმე.
  4. კომენტარი მე უკვე გავაკეთე, როგორც ჩანს ეს პიროვნება თვითონ წყვეტს რომელი ბიბლიური მოვლენა იყო, მომდევნო მოვლენის წინ.
  5. იესოს არც ის უთქვამს სულიერი სხეულის მატერალიზაციას ვახდენო, ჩემი ფიზიკური სხეული კი მამა ღმერთმა სადღაც გააქროო მაგრამ თქვენ ხომ იძახით? როგორც ჩანს ჩემს პოსტებს არ კითხულობთ, სანამ? რა სანამ? რომელი მოვლენა რის შემდეგ იყო ამას თქვენ წყვეტთ? ცნობისათვის იესოს თორმეტივე მოციქულმა დაწერა სახარება, მაგრამ თქვენთვის მხოლოდ ოთხია ცნობილი, მოკლედ როგორც ზემოთ აღვნიშნე ამ თემაზე მე თქვენთან საუბარი დავასრულე.
  6. სხვებს მას შემდეგ დართო შეხების უფლება, როდესაც სულიერი სხეული მიიღო მამა ღმერთისგან, ამბობ ყურადღებით წავიკითხეო და ჩემი საუბრიდან ეს დასკვნა უნდა გაგეკეთებინათ.
  7. მთელი ჩემი ვარაუდი აგებულია იესოს სიტყვებზე, მთელი თქვენი ვარაუდი კი მისი მოწაფეების სიტყვებზე, რომლებსაც მიუხედავად იმისა რომ სამი წელი ქრისტესთან ერთად იყვნენ მაინც ეჭვი ეპარებოდათ მასში. ამ კითხვაზე პასუხს თავად იესო ამბობს ნუ შემეხები ვინაიდან ჯერ არ ავსულვარ მამასთან, ანუ ჯერ არ მიმიღია ის სხეული რომელსაც თქვენ სულიერ სხეულს ეძახით. მე გითხარით უკვე ჩემი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც იესო იძახის რომ არ შემეხო ჯერ არ ავსულვარ მამასთან და შემდეგ ამბობს შემეხე, ეს ნიშნავს შემდეგს მამასთან იგი ნამყოფია უკვე და მისი სხეული ის ფიზიკური სხეული აღარ არის არამედ ახალი სულიერი, რთული გასაგებია რასაც ვწერ? საწყენად არ მივიღებ იმიტომ, რომ მეც იგივეს ვფიქრობ თქვენზე. მართალი ბრძანდებით, მაგრამ არც უდიპლომოდ მისი განმარტება ნიშნავს სწორ და მართებულ განმარტებას. აშკარა მხოლოდ ის არის რომ მე პროფესორს მეძახიან, თქვენთვის კი ყველა უმეცარია ვინც არ დაგეთანხმებათ.
  8. ამ ყველაფერზე იესოს მოციქული იძლევა ერთგვაროვან პასუხს და ეს პასუხი ასეთია: ყურს ნუ დაუგდებთ იუდეველთა ზღაპრებს.
  9. გინდათ ის სამი ოთხი არხი გამოვიცნო? 1. რუსთავი 2 2. იმედი 3. საზოგადოებრივი მაუწყებლობა 4. სამხედრო არხი საქართველო აი ამ არხებს აჩვენებს ტელევიზორი ლურსმანი კი არა გინდა "ატვიორტკა" შეთხარე ოპოზიციურ არხებს კი ჯერ ტალღის გამაძლიერებელი მანტრები უნდა წაუკითხო............
  10. მეგობარო ტვინის მოცულობაზედ, რომ იყოს დამოკიდებული ადამიანის ინტელექტის დონე, მაშინ ღამის შოუს წამყვანი ჯავახიშვილი კი არა, აინშტაინი იქნებოდა გვარად
  11. რელიგიურ თემაზე მეგობარო მე მხოლოდ მსჯელობა შემიძლია, კამათი ისეთ საკითხებზე შემიძლია, რისი აბსოლიტური დამტკიცებაც ძალმიძს, როგორც გატყობთ, ქრისტიანულ რელიგიაში გათვიცნობიერებული პიროვნება ბრძანდებით და აქვე თქვენს მიერ წარსულში დასმულ კითხვას დაგიბრუნებთ, რომელი რელიგიური მიმდინარეობის მორწმუნე ბრძანდებით? თუ არ გსურთ მიპასუხოთ შეგიძლიათ თავი შეიკავოთ ჩემსავით
  12. ანალოგიურ პრეცედენტს იესოს ფიზიკური სხეულის მოკვდინებამდეც ჰქონდა ადგილი ბატონო, მაშინ როდესაც იგი წყალზედ მოსიარულე იხილეს ნავში მსხდომმა მოწაფეებმა შეშინდნენ და სული ეგონათ, ფერიცვალებისას მისი სახე განათდა და გარდაიქმნა მისი სხეულიც ნათლად, ანუ მე ამ ყველაფრით იმის თქმა მსურს რომ იესოს ფიზიკური სხეულითაც შეეძლო იგივე მოვლენების კეთება რაც თქვენ ზემოთ აღწერეთ ხოლო ჩემი მოსაზრება რასაც ეფუძნება ისიც დავაკონკრეტე, თქვენ ფიქრობთ რომ მე აღვიქვავ არასწორედ ამავეს ვფიქრობ მე თქვენზე ასე, რომ დავტოვოთ ჩვენი ცნობიერება ისე, როგორც არის. აბსოლიტურ სინამდვილეს მოგვიანებით შევიტყობთ.
  13. როგორ ფიქრობ მეგობარო იესოს ფიზიკურ სხეულში ყოფნისას არ შეეძლო მიეღო სხვა ნებისმიერი ადამიანის ან სტიქიის ფორმა? თუ ამისათვის მას აუცილებლად სულიერი სხეული ჭირდებოდა?
  14. ნათელი მხოლოდ ის არის ჩემო ბატონო, რომ "რაც კაცთათვის შეუძლებელია ღვთისთვის არის შესაძლებელი".
  15. გასაგებია თქვენი მოსაზრება და აღნიშნულის შესახებ ჩემთვისაც ცნობილია, მაგრამ მე ჩემს პოსტში არ დამიწერია რომ იესო ზეცაში ფიზიკური სხეულით ცოცხლობს და შესაძლებელია ზეცაში ფიზიკური სხეულით ცხოვრება აი რა დავწერე მე: თქვენს მიერ მოყვანილი მუხლები ცხადყობს რომ იესოს უკვე გააჩნდა სულიერი სხეული რომლის მატერიალიზაციასაც ახდენდა მაშინ როდესაც თომას ნაჭრილობევ ფერდში ხელის ჩაყოფა ნებადართო, მაგრამ მე გავაკეთე აქცენტი მის სიტყვებზე: " ნუ შემეხები, რადგან ჯერ არ ავსულვარ მამასთან" როდესაც ის მარიამს უკრძალავს შეხებას, ამის შემდგომ კი თომას ნებას რთავს შეეხოს, ჩემი დასკვნაც ამ ყოველივეს ეფუძნება და ვფიქრობ, რომ იესო სანამ მამასთან ავიდოდა ჯერ კიდევ ფიზიკურ სხეულში იმყოფებოდა, იმ სხეულში, რომლის აღდგინებაც მან აღუთქვა ფარისეველთა მოდგმას ნიშნის სახით, ხოლო ის მომენტი რომ იგი ნებას რთავს თომას შეეხოს ცხადყობს და მეტყველებს იმაზედ რომ იესო მამასთან ანუ იეჰოვასთან, იაჰვესთან არის უკვე ნამყოფი რომელმაც მისი ფიზიკური სხეული სულიერ სხეულად გარდაქმნა, ხომ ხვდებით რასაც ვიძახი?
  16. ამ დონის სტუდენტი თუ ხართ უკვე ცხადია რეალურად ვინ არის გამოსაგდები, ალბათ მართლაც ურევს თქვენი ეკრანი იმიტომ რომ ეს თქვენ ვერ გაათვიცნობიერეთ მე რა დავწერე.
  17. აი თქვენი პოსტები, ბოლომდე წაკითხულიც ეს არის და შუამდე წაკითხულიც. აქ კი წერია რომ თქვენი ლექტორების 80% გამოყრიდით სასწავლებლიდან, აქ არ წერია რომ თქვენი ინფორმატიკის ლექტორების 80% პროცენტს გამოყრიდით, ინფორმატიკის განმარტება მე თქვენგან არ მესწავლება და დამერწმუნეთ შემიძლია აქეთ გასწავლოთ. და თან სანამ უშუალოდ ინფორმატიკას შეეხებოდით ჯერ ფართო და ვრცელი ჰიმნი მიუძღვენით ზოგადად ლექტორების განათლების დონეს, რამაც ჩემი პასუხი განაპირობა. გამოდის, რომ ეს თქვენ ვერ გაგირჩევიათ ზოგადად ლექტორი და ინფორმატიკის ლექტორი.
  18. საქართველოს ისტორიის ლექტორებიდან დაიწყეთ და მიზეზად, თუ იმას დაასახელებთ, რომ კომპიუტერეული ტექნიკა ყოველდღიურად ვითარდება ლომაიასეული რეფორმა კი გამოგივათ. შემდეგ იგივე მიზეზით შეგიძლიათ ქიმიისა და ბიოლოგიის ლექტორებს მიხედოთ, აღარაფერს ვამბობ უმაღლესი მათემატიკის ლექტორებზე.
  19. რელიგიურ თემებზე კამათი ჩემი სტილი არ არის წავიკითხავდი თქვენს მოსაზრებას? მანდ დასრულდებოდა ჩემი შეკითხვა. ვინაიდან კითხვების გამომწვევი კითხვები არ მიყვარს პოსტებიც ვერ იქნებოდა ვრცელი და მრავალი ახლა კი ბატონო, შესაბამის თემაში მე უკვე დავასაბუთე ჩემი მოსაზრება და ამავეს ველი თქვენგანაც.
  20. ამდენი პოსტი არ დასჭირდებოდა თქვენც რომ ჩემს მსგავსად დაგეწერათ საკუთარი მოსაზრება.
  21. ბიბლიის მიხედვით ჩვენ ვიგებთ შემდეგს: 1. როდესაც იესოს სთხოვენ სასწაულებრივ ნიშანს იმის დასტურად რომ ის არის აღთქმული მესია იგი პასუხობს შემდეგს, დაანგრიეთ ეს ტაძარი და მე სამ დღეში აღვადგენ მას, როგორც მოგვიანებით განიმარტა მისი სიტყვები ის გულისხმობდა თავის სხეულს და არა იერუსალიმში მეფე სოლომონის მიერ 46 წელიწადს ნაშენებ ტაძარს. 2. რომაელებმა ქრისტეს საფლავს იუდეველი მღვდელთმსახურების მოთხოვნით დაუყენეს მცველები რათა მათი თქმით იესოს მოწაფეებს არ მოეპარათ მისი სხეული და შემდეგ არ ეთქვათ აღდგაო. 3. როდესაც მარიამი და მართა მივიდნენ სამარხში რათა ნელსაცხებლებით მიეგოთ პატივი იესოს სხეულისთვის, სამარხზე მიყუდებული ლოდი გადაგორებული დახვდათ, ხოლო სამარხი ცარიელი გამოცხადებულმა ანგელოზმა კი მიუგო მათ რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის? 3. იესო უკრძალავს მარიამს მიკარებას და ეუბნება არ შემეხო ვინაიდან ჯერ არ ავსულვარ მამასთან. 4. იესო ეცხადება მოციქულებს და თომას სთავაზობს მისი ხელის მტევნების ნალურსმევში ჩაყოს თითი იმისდა დასარწმუნებლად რომ ნამდვილად აღსდგა მკვდრეთით. 5. მკვდრეთით აღდგომის სხვა მაგალითების დროს იესო ფიზიკური სხეულით აღადგენდა მათ მაგ: ლაზარე ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ვაკეთებ შემდეგ დასკვნას რომ იესო აღსდგა მკვდრეთით, სწორედ იმ ფიზიკური სხეულით რაც მას მოკვდინებამდე ჰქონდა, ამით აიხსნება მისი სხეულის საფლავიდან გაუჩინარება და ანგელოზის სიტყვები რად ეძებთ მკვდრების შორის ცოცხალს, ამის შემდგომ იესო ამავე სხეულით ხვდება მამასთან სადაც ის გარდაქმნის ფიზიკურ სხეულს სრულყოფილ სულიერ სხეულად, რომელსაც აქვს მსგავსება იმ ფიზიკური სხეულისა რაც იესოს მოკვდინებამდე გააჩნდა, შემდეგ ეცხადება მოციქულებს და თომას ნებას რთავს მისი სხეული შეამოწმოს ნალურსმევში თითის ჩაყოფით ბოლოს კი მაღლდება ზეცად. ჩემს სიტყვაში ამაღლება ალბათ ეს ამაღლება იგულისხმეთ მე ვსაუბრობდი სხვა თემაზე როდესაც ქრისტე ამბობს რომ არ შემეხო ვინაიდან ჯერ არ ავსულვარ მამასთან ეს ნიშნავს რომ მას ჯერ არ მიუღია ის სრულყოფილი სულიერი სხეული ხოლო როდესაც თომას თითით შეხების უფლებას აძლევს ეს ნიშნავს იმას რომ უკვე ნამყოფია მამასთან რომელმაც მისი ფიზიკური სხეული გარდაქმნა თქვენს მიერ ნახსენებ სულიერ სხეულად მაგრამ მოსაზრება იმისა რომ ქრისტეს მიწიერი სხეული უბრალოდ სადღაც გაქრა და პირდაპირ სულიერი სხეული მიიღო არასწორედ მიმაჩნია ზემოთთქმულის გამო.
  22. თემიდან გადახვევად ეს არ ჩაითვლება იმიტომ რომ ვსაუბრობდით ინდუისტური მოძღვრების მიხედვით ადამიანის მიერ სრულყოფილი სხეულის მიღების ხერხებზე და პარალელს ვავლებთ ბიბლიური პერსონაჟების ფიზიკურ სხეულებთან, რომლებიც თანახმად ბიბლიისა ღვთის სასუფეველში იქნენ ატაცებულნი. ვერ გეტყვით, ფაქტი ის არის, რომ რამოდენიმეჯერ ვცადე მაგ ბმულზე გადასვლა და ბრაუზერმა არ გამიხსნა.
  23. ის ბმული არ მუშაობს გამართულად ბატონო
×
×
  • შექმენი...