Morfius
პლანეტელი-
პოსტები
910 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
8
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Morfius
-
ბიბლია როგორ ავხსნათ მასში მოყვანილი აზრები სწორად?
Morfius replied to nika1995's თემა in რელიგია და ფილოსოფია
მგონი ეს თემა ზუსტად შეესაბამება აღდგომის შემდეგ იესო ქრისტეს სხეულის რაობის დადგენისკენ მიმართულ ჩვენს დისკუსიას. მე ჩემი მოსაზრება უკვე დავწერე როგორი სხეული გააჩნდა მას აღდგომის შემდგომ და რატომ, ბიბლიიდან მოყვანილი მოვლენებით დავასაბუთე, ახლა თქვენ გელოდებით ბატონო გამიმხილეთ თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. -
ინდუისტურ თემაში ქრისტიანული საკითხის განმარტება ვერ შეურაცხყოფს თავად რელიგიას, მაგრამ რადგან ასე დაჟინებით ითხოვთ თემის გამოცვლას კი ბატონო არაფერი მაქვს საწინააღმდეგო თქვენი მოსაზრების მოსმენა კი ნამდვილად მაინტერესებს, ვინაიდან რელიგიათმცოდნის კვალიფიკაცია არ ნიშნავს აბსოლიტურ ჭეშმარიტებას და შეიძლება მართლა ვცდებოდე კიდეც, მე ჩემი მოსაწრება დავასაბუთე ბიბლიიდან მოყვანილი მოვლენებით და მასზედ დაყრდნობით გავაკეთე ასეთი დასკვნა, მაინტერესებს რა თქვენი მოსაზრებაც ბატონი ბრძანდებით შესაბამის თემაში დავსვავ იგივე კითხვას.
-
მსჯელობა დავით ზურაბიშვილის თემასთან დაკავშირებით
Morfius replied to Saturn's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მორჩილი თაობის აღზრდის მცდელობამ გაუმართლა ხელისუფლებას რვა წლის განმავლობაში და ახალგაზრდობის აპოლიტიკურობაც ამით არის განპირობებული, გაზრდი კრავს? მიიღებ ცხვარს, ცხვრის გაცხარება კი უფრო რთულია ვიდრე მისი აღზრდა, მიზანიც მიღწეულია. -
კითხვა, თუ მეც მეხება გეტყვით, რომ პირველად არ გამიგია.
-
მე ჩემი სუბიექტური მოსაზრება უკვე დავწერე, მგონი არაფერი დაშავდება თუ თქვენსაც გამიმხელთ ამავე თემაში.
-
აქვე დავაფიქსირებ ზემოთარნიშნული მოვლენის ჩემეულ ახსნას, იესო სწორედ იმ ფიზიკური სხეულით აღდგა რა სხეულიც მას მოკვდინებამდე გააჩნდა, ვინაიდან იგი ადრევე ამბობდა თავის სხეულზე დაანგრიეთ ეს ტაძარი და მე სამ დღეში აღვადგენ მას, აღდგომის შემდგომ იგი ეცხადება მარიამს და ეუბნება ნუ შემეხები რადგან ჯერ არ ავსულვარ მამასთან, ამის შემდგომ ეხცადება რა მოციქულებს და თომას სთავაზობს ნალურსმევში თითის ჩაყოფას ეს მიუთითებს იმაზე რომ მისი ფიზიკური სხეული უკვე გარდაქმნილია სულიერ სხეულად მამის მიერ, მაგრამ აქ იმის თქმა რომ ის ფიზიკური სხეული უბრალოდ გაქრა სამარხიდან და იესომ პირდაპირ სულიერი სხეული მიიღო მამისგან არასწორედ მიმაჩნია ზემოთხსენებული მოვლენების გამო.
-
აღმოჩნდა, რომ თანაფორუმელ აზრს აქვს განსხვავებული შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით ასე რომ მისი დამოკიდებულებაც და მოვლენის მისეული ახსნაც მაინტერესებს.
-
ამ საკითხთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი კონკრეტული მოსაზრება რომელიც სრულიად და ლოგიკურად სცემს ამ კითხვებს ამომწურავ პასუხს თუმცაღა მაინტერესებს რა თქვენი მოსაზრებაც გთხოვთ მიმითითოთ თემის სათაური ვინაიდან ანალოგიური და შესაბამისი თემა ვერსად ვიპოვე. უფლის მოწაფე იოანეც
-
მართალს ბრძანებთ არ არის ჭეშმარიტად ასე, თქვენ სადმე დაინახეთ რომ მე ვამტკიცებდე თითქოს, ეს ზემოთხსენებული საკითხები ჭეშმარიტებას შეესაბამება? მე რელიგიათმცოდნე ვარ და ისევე წარმატებით შემიძლია ვისაუბრო ფეტიშიზმზე, როგორადაც ინდუიზმზე ვსაუბრობ, განყოფილებას ქვია რელიგია და ფილოსოფია ხომ? ჰო და დავინახე რა, რომ განყოფილება შეიცავს ძალიან მწირ ინფორმაციას ისეთ რელიგიებზე როგორიცაა ინდუიზმი და ბუდიზმი გადავწყვიტე საზოგადოებისთვის ჩემი ცოდნა გამეზიარებინა, რაც იმას არ ნიშნავს რომ მე რამეს ვამტკიცებ ან ინდუისტი ვარ ასევე კარგად ვიცნობ დაოიზმს და შეიძლება ანალოგიური თემაც გავხსნა, აიკი-დოს ფილოსოფიურ მოძღვრებაზეც ვისაუბრო, რა არის ამაში ცუდი რომ საზოგადოება გაეცნოს სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობებს და ფილოსოფოსთა მოძღვრებებს? განა ამ მიზნით არ არის ეს განყოფილება გახსნილი? ეს სიტყვები ვერ ხსნის იმ ფაქტს, რატომ გადააგორა ანგელოზმა სამარხის ლოდი და სად დაიკარგა მაცხოვრის ფიზიკური სხეული, ან და იმ თქვენი თქმით სულიერ სხეულს რატომ აჩნდა ნალურსმევი, ამ მოვლენის მე ჩემეული ახსნა მაქვს, თუმცაღა როგორც თავად ბრძანეთ შეგვიძლია ამ თემაზე შესაბამის თემაში ვისაუბროთ.
-
პარალელების გავლებას იმიტომ ვცდილობ რომ სანამ სხვისას გავიკვირვებთ ჯერ ჩვენს უნდა გადავხედოთ ხომ? გითხარით და გიმეორებთ ინდუისტურ რელიგიურ მოძღვრებაში ტერმინი ნახევრადრმერთი გამოიყენება ღვთის მსგავსი ადამიანის აღსანიშნავად, ხოლო ადამი რომ ღვთის მსგავსად იყო შექმნილი ამას თავად ღვთის სიტყვები მოწმობს შევქმნათ ის ჩვენს მსგავსად. ინდუისტური მოძღვრება ადამსა და ევას სრულიად არ იცნობს სამაგიეროდ ამბობს რომ ბუდა რომელიც ღვთის მიერ შეიქმნა სრულყოფილ ადამიანად (ადამის მსგავსად) ცოდვით არ დაცემულა (იესოს მსგავსად) და ეზიარა აღვლენას ანუ ამაღლდა და გახდა ღმერთი ბუდისტებისთვის, როგორადაც იესო (მართლმადიდებელი და კათოლიკე ქრისტიანებისთვის) ინდუისტური რელიგიის მიხედვით ადამიანს შეუძლია მიაღწიოს სრულყოფილების გარკვეულ დონეს მაგრამ არა სრულიად სრულყოფილებას ამაზეც გიპასუხეთ ადრე, ხოლო სრულიად სრულყოფილი სხეულის მიცემა შეუძლია მხოლოდ ინდუისტურ სამებას, ანუ ფიზიკური სხეულის გარდაქმნა იმ სხეულად რომელიც მათი აზრით არის სრულყოფილი. ისე გავიგე, როგორც წერია და თუ როგორ წერია ზემოთ დავწერე, არასწორედ გავიგე თუ სწორედ ეს მხოლოდ თქვენი სუბიექტური აზრია, თუმცა საინტერესოა იმის მოსმენაც ამ მოვლენის თქვენისეული ახსნა როგორია. ყველაფრის ახსნას აღარ მოგთხოვთ იმიტომ რომ დაახლოვებით გასაგებია რის თქმასაც აპირებთ თუმცა აღდგომის შემდეგ რომ ქრისტეს ფიზიკური სხეული ჰქონდა ამას სამარხიდან დაკარგული მისი სხეული და ნალურსმნევი მოწმობს მის ხელებზე სადაც იგი თომას თითის ჩაყოფას სთავაზობს იმაში დასარწმუნებლად რომ იგი ნამდვილად აღდგა, იქნებ ესეც არასწორად გავიგე?
-
ნახევრად ღმერთობა არის ტერმინი რომელიც გამოიყენება ინდუისტურ რელიგიაში ღვთის მსგავსი ადამიანების აღსანიშნავად, თქვენ არასწორად გამიგეთ მე არ გამომყავს ისე თითქოს იაჰვე მოუწოდებს ადამიანს ერთ ერთ ნაკლები ძალისა და შესაძლებლობების მქონე ღმერთად გადაიქცეს ამისკენ სატანა უბიძგებდა პირველ ადამიანს და როგორც შემდგომში დავინახეთ ცოდვის დაცემის საზრაურად სიკვდილს დაექვემდებარა კაცობრიობა, ინდუისტური რელიგია განმარტავს რომ ადამიანს ფიზიკურ სხეულშივე შეუძლია თავისი მცდელობითა და ღვთის შემწეობით მიაღწიოს ღვთის მსგავსებას ანუ სრულყოფილებას და სწორედ ამ სხეულითვე იქნას ატაცებული ღვთის სამყოფელში, მიკვირს თქვენი დამოკიდებულება მსგავსი საკითხებისადმი როდესაც ბიბლიაში ნათლად წერია ენუქის შესახებ რომელიც იმდენად წმინდა იყო ღვთისთვის რომ მან ის ცოცხლად ფიზიკური სხეულით აიტაცა სასუფეველში ასევე ქრისტე განა ფიზიკური სხეულით არ ამაღლდა? იქ კი რა მოხდა და როგორ შეიცვალა მათი სხეულები და ყოფა ეს იცის ზუსტად ვინმემ?
-
ბატონო ჩემო, ასეთ კატეგორიულ მოთხოვნას, მითითებებს და კითხვაზე პასუხის გაცემის სტილის გათვალისწინებას, მე თქვენგან არ ვიმსახურებ, ვინაიდან თქვენ სვავთ განმარტებითი ხასიათის კითხვებს და ამომწურავი პასუხის გაცემა ორი სიტყვით შეუძლებელია, თუნდაც ასე ვქნა ახალი კითხვები დაგებადებათ და პასუხი მაინც ვრცელი გამომივა საერთო ჯამში.
-
ადამიანის სხეულში ყოველთვის ფიზიკური და მატერიალური სხეული იგულისხმება აბა თქვენ თვლით რომ მას კიდევ სხვა რაიმე სხეული აქვს?
-
რა თქმა უნდა ვერ გავაიგივებთ, იმაშიც მართალი ბრძანდებით, რომ საპირისპირო მოძღვრებას ასწავლიან, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი და იგივე იქნებოდა, მაგრამ მსგავსება უთუოდ არის, თუნდაც ინდუსების წინასწარმეტყველის შანკარაჩარიასა და იესო ქრისტეს მიწაზე ფიზიკურად მოღვაწეობის დასრულების ასაკი 33 წელი.
-
ამ კიტხვაზე უკვე გიპასუხეთ ბატონო, ინდუისტების აზრით აბსოლიტურად სრულყოფილი სხეული არის სულიერი გარსით მოცული, წმინდა ფიზიკური სხეული, ვინაიდან ისინი თვლიან, რომ ადამიანის სული ჩაკეტილია ერთ ერთ ენერგეტიკულ ცენტრში შვიდთაგან, ასეთ ენერგეტიკულ ცენტრებს ჩაკრებს უწოდებენ, სულის ადგილსამყოფელად კი მზის წნულის ჩაკრას მიიჩნევენ, სწორედ ამ ჩაკრის გახსნისა და სულის გამოთავისუფლებისკენ, არის მიმართული იოგის მათ შორის აშტანგა იოგის მთელი სისტემა და როდესაც ეს მოხდება, მათი თქმით ადამიანის სული მოქმედებს მის ფიზიკურ სხეულზე და წმენდს მას გარკვეულ ეტაპამდე, ხოლო მას შემდეგ რაც უკვე თავად აღარ შეუძლია სრულქმნა, ამაში ღმერთი, ინდუისტური სამება ეხმარება, პასუხი ვრცელი გამომივიდა, მაგრამ იმედია კარგად მიმიხვდით მთელი ინდუისტური მოძღვრების არსსა და დანიშნულებას, მათ შორის აშტანგა იოგის კავშირსაც რელიგიასთან.
-
მიზანს თითოეული ადამიანი ინდივიდუალურად ირჩევს, ინდუისტი ბერებისთვის კი სწორედ ეს არის მიზანი გახდნენ ღვთის მსგავსები ანუ მათივე განმარტებით ნახევრადღმერთები, არ გსურთ მაგრამ არ შემიძლია არ მოვიყვანო ებრაელების ღმერთის მიერ მოსესთვის ნათქვამი სიტყვა, როდესაც იგი მას ეგვიპტეში აგზავნიდა ეუბნება შენ იქნები მათ შორის ვითარცა ღმერთი, ასევე იესოც ამბობს განა არ გსმენიათ რომ მე ღმერთები გიწოდეთ თქვენ? მაშ რაღად მქოლავთ რადგანაც ვთქვი ღვთის ძე ვარო? ასე რომ სრულიად შესაძლებელია ადამიანი გახდეს ღვთის მსგავსი და ამასვე ითხოვს როგორც ებრაელების ასევე ინდუსების ღმერთი დამემსგავსეთ მე, განა ეს არ იყო პირველი საცდური: გახდებით ღმერთები?
-
თუ არ გსურს ნუ ვისაუბრებთ, მაგრამ უამრავი მსგავსების აღმოჩენა და პარალელის გავლება შეიძლება.
-
აბსოლიტურ სიმართლეს ბრძანებთ, ეკლესია უნდა იყოს ასეთი არ ნიშნავს, რომ ეკლესია უკვე არის ასეთი, ის უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს მაგრამ არ არის, მაშასადამე ვეღარც ეკლესიას ვუწოდებთ ხომ? ხოლო იმას რასაც ეკლესია ქვია დამერწმუნეთ უარს არ ეტყოდა მასთან მისულ მშიერს, იმიტომ რომ ჭეშმარიტი ეკლესია ყოველთვის იცავს მისი დამფუძნებლის იესოს სიტყვას: ვინც გთხოვთ მიეცით, მას არ უთქვამს მხოლოდ თქვენს შვილებს სამარიტელი კი მიატოვეთო.
-
ანალოგიური მოლოდინი ქრისტიანებსაც აქვთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ღმერთი აღადგენთ მათ და მისცემს ახალ სრულყოფილ სხეულს. იმ სიწმინდეს და სულიერ შესაძლებლობებს რასაც ინდუისტური სამების წევრები ბრაჰმა, შივა და ვიშნუ ფლობენ, საერთოდ ინდურ პანთეონში არის ცნება ნახევრადღმერთების, ისინი თავის დროზე მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ მათ შორის ბუდაც, განმარტავენ ინდუისტები. წმინდა, სულიერი გარსით მოცული სხეული.
-
იმიტომ რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიების მსახურთ თავად არ გამოუცდიათ არასდროს ის სიმწარე რაც მოხუცის დავარდნას ან საკუთარი ბავშვის გარდაცვალებას მოსდევს, სექსუალური ხასიათის თემები კი აპელირებისთვის და საკუთარი "სიწმინდის" წარმოჩინების იდეალური საშუალებაა. გარკვეულწილად მცირემასშტაბიან ქველმოქმედებასაც ეწევიან პერიოდულად, თუმცაღა ეს არ არის საკმარისი ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად, ეს უფრო სახელმწიფოს მიერ მოსაგვარებელი პრობლემებია, ეკლესია მრევლის სულიერ ზრდაზე უნდა ზრუნავდეს და არა ფიზიკურზე.
-
კი იციან, ისინი განმარტავენ, რომ აბსოლიტურად სრულყოფილ სხეულს ვერ მიიღებენ ინდუისტური სამების უშუალო ჩარევის გარეშე. გარკვეულწილად გასხივოსნებაც ამის მიღწევისკენ მიმართული ღონისძიებაა, გახადოს ადამიანი სრულყოფილი, ანუ ღვთის მსგავსი, ისინი მიიჩნევენ, რომ როდესაც ღმერთი ხედავს ადამიანის მცდელობას გახდეს სრულყოფილი, ეხმარება მას ამაში და გასხივოსნების ბოლო ეტაპზე ანიჭებს სრულყოფილ სხეულს.
-
კი თავს რელიგიურ პიროვნებად მივიჩნევ, მომდევნო კითხვაზე კი ვიტოვებ კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას არ გიპასუხოთ.
-
ჯანმრთელ, დაავადებებისგან თავისუფალ, ელასტიურ და ფიზიკურად ძლიერ სხეულს ქონისკენ მიმართულ ღონისძიებებს . ოღონდ ამას მე კი არა ინდუისტი ან ბუდისტი უწოდებს, რაც შეეხება თქვენს კითხვას ჩემთვის სრულყოფილი სხეული არის ებრაელების ღმერთის მიერ პირველი ადამიანის ადამისთვის შექმნილი ფიზიკური სხეული, რომელსაც ადამიანი ღონისძიებით პირვანდელ მდგომარეობას ვეღარ დაუბრუნებს, ღვთის უშუალო ჩარევის გარეშე. გასაგებია გავითვალისწინებ. არა, მე თემაში ვწერ ბუდისტურ და ინდუისტურ შეხედულობებს, აზროვნებასთან დაკავშირებით სიტყვა სამშვინველი ინდურ ენაში არ არსებობს ხოლო რასაც ისინი ეძახიან გონებასა და აზრს პირდაპირი მნიშვნელობით რომ თარგმნო ქართულად სრულიად ვერ აღიქვავ რისი თქმა სურთ ამით, ამიტომ ვიხმარე სიტყვა სამშვინველი.
-
ანუ თქვენ თვლით რომ ეკლესიის გააქტიურების ან და პასიურობის მიუხედავად სქესის გამოცვლისა და ჰომოსექსუალიზმის ფაქტები იყო და იქნება? მართალს ბრძანებთ ასეა, მარტივი მიზეზის გამო ადამიანს აქვს მოქმედების და ქცევის თავისუფლება და არა მხოლოდ ბრაზილიაში, საქართველოშიც აქ უბრალოდ ქართული ადათი და ტრადიცია ერის ზოგადი მსოფლმხედველობა უფრო უშლის ხელს სქესგამოცვლილი ტრანსსექსუალების მონაწილეობას მასკარადეში და კარნავალებში, ბრაზილიაში ეს კომპლექსი მოხსნილია, მაგრამ ამ ყველაფერში ეკლესიის დადანაშაულების მომენტს ვერ ვხვდები იმიტომ რომ არც ერთი ფაქტი არ მახსოვს და არ მინახავს, რომ არა მხოლოდ ქრისტიანული არამედ ნებისმიერი სხვა რელიგიის ეკლესიები მრევლს სქესის გამოცვლისკენ ან ჰომოსექსუალიზმისკენ მოუწოდებდნენ, ქრისტიანული ეკლესიების აზრი და შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ერთია-ეს ცოდვაა, ეკლესიის მოვალეობაში არ შედის ცოდვის გამო ადამიანის დასჯა. დასჯას და განსჯას ისინი ღმერთს მიანდობენ და როდესაც ბოდიშით და ადამიანს ღმერთი ფეხზე კიდია რაღა გასაკვირია რომ მსგავსი ფაქტები ქრისტიანულ სახელმწიფოებში დაფიქსირდეს?
-
აშტანგა იოგა არის მოსამზადებელი საფეხური რითაც მიიღწევა ფიზიკური სხეულის სრულყოფა, გონების ანუ სამშვინველის კონტროლი ყოველივე ეს კი არის წინაპირობა დაეუფლო სწორ მედიტაციას რათა მიიღო შედეგად გასხივოსნება. გასხივოსნებაში ნირვანას არ ვგულისხმობ, ნირვანა ასე ვთქვათ არის სომნაბულური ნეტარი მდგომარეობა, რაც გამოწვეულია ინდუისტური სამების ერთ ერთი ღმერთის ვიშნუს სულის ადამიანის სულთან ერთობით, ასე განმარტავენ მას ინდუისტური რელიგიის მიმდევრები, ეს მდგომარეობა ჰგავს სიტუაციას ქრისტიანებში როდესაც ისინი ხარობენ სულიწმინდასთან ერთობით, ანუ ნირვანას დროს ვიშნუს სული ივანებს ადამიანის სხეულში გასხივოსნებას კი რაც შეეხება ეს არის მდგომარეობა როდესაც ადამიანის სული რომელიც ბუდისტური და ინდუისტური მოძღვრების თანახმად იმყოფება მზის წნულის ჩაკრაში, მიძინებულ მდგომარეობაში მასზედ იოგის სისტემის მიერ შემუშავებული ასანების, პრანაიამებისა და მედიტაციის კონკრეტული ვარჯიშების შედეგად მოდის აქტიურ მდგომარეობაში და შემდგომში სული წარმართავს სხეულისა და გონების მოქმედებას. გასხივოსნების მიღწევის სხვა გზაც არსებობს ზემოთხსენებული რელიგიის მიხედვით გარდა იოგისა ეს არის მანტრების კითხვა.