
lasha kakauridze
პლანეტელი-
პოსტები
315 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
4
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha kakauridze
-
Robi თუ გონიერი იქნები და შენი სული ძლიერი იქნება დემონს არაფერი ძალუძს, ყოველთვის გახსოვდეს რომ შენ მასზე ძლიერი ხარ,ასევე ყოველთვის ჩაიბეჭდე ტვინში რომ შენ ღმერთის მსგავსი ხარ, და დემონებს ვერ იქნება შენზე ძლიერი...მთავარია ღვთის სასუფეველი ეძიო და ეშმაკი იგივე სატანა ვერაფერს დაგაკლებს
-
Robi მე არ ვიცი რადგან ჯერ არ მინახია მაგრამ ახალ აღთქმაში ბევრგან ამოიკითხავ რომ ის წუთისოფლის მეფეა, ანუ ქრისტეც ამბობს ჩემი მეფობა აქაური არ არისო წუთისოფლელში ანუ დედამიწაზე დაძრწიან დემონები ანუ უნდა ვივარაუდოთ რომ სატანასაც დედამიწაზე აქვს ტახტი დადგმული,ასევე დემონები შეოლში არიან გამოკეტილები ეს იქიდანაც ვიცით ქრისტეს რომ ეხვერწებიან ღორების კოლტში გაგვიშვიო, ასევე (ეს უკვე ჩემი ვარაუდით) ჯოჯოხეთშიც არიან, მაგრამ ჩემი აზრით არ იტანჯებიან უფრო ხალისობენ ადამიანის სულებზე
-
აზრი მერე ვინ ამბობს რომ ვიჯერებ? არაფერსაც უსირცხვილოდ არ ვამბობ რასაც ვამბობ, ვისაც რყვნის ისიც მისნაირია თორემ ადამიანი არ არის ბრმა, ცოტა თვალების გაახელვა უნდა, ეკლესია არასდროს არ რყვნის ადამიანს თუ იმ ადამიანს გადარჩენა უნდა გადარჩება და თუ გარყვნილი ცხოვრება უნდა დაიღუპება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ მასეთი მამაოები და ადამიანები ვერ მოსცხებენ ჩირქს დედა ეკლესიას, ყველამ თავის პატიოსნებით იცხოვროს და მისდიოს ქრისტეს მცნებებს და ეკლესია რასაც ეუბნება და ის პიროვნება გადარჩება, ხოლო ვისაც არ უნდა დაღუპვისკენ მიდის. ხო რა მოხდა სხვა მამაო რომ აირჩიოს ვისაც გადარჩენა უნდა? ადამიანს თვალები და ყურები მიეცა და ვისაც უნდა რომ დაინახოს დაინახავენ და ვისაც უნდა რომ მოისმინოს ეკლესია რას ეუბნება მოისმენენ, ხოლო ვისაც არა ყველამ იცის მისი ადგილი სადაც არის.ასე რომ ნურავინ დააბრალებს რომ ეს მამაო და იმ მამაომ გამრყვნა ან შემაცდინა, განკითხვის დღეს ფუჭი იქნება იმის მტკიცება რომ ასეთმა მამაოებმა შემაცდინესო.....
-
Robi რატომ და ეტყობა მსახიობობა დაიწყო დემონივით, რა იცის საპატრიარქომ მის გულში რა დევს
-
Robi მაგრამ დამიჯერე სანამ წუთისოფლის აღსასრულამდე ეკლესიას ვერ შეარყევენ ასეთი მღვდლები, უბრალოდ ძალიან გული მტკივა რომ ჭეშმარიტ რელიგიაშიც არიან ცუდებიც და მერე იეჰოვას მოწმეები თუ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს და თუნდაც ათეისტებს ეძლევათ სალაპარაკო, რას ვიზამთ ყველა ვერ იქნება კარგი მღვდელი ისევე როგორც ყველა კარგი ექიმი ან მასცავლებელი
-
არა იმას კი არ ვიძახი მამათმავალია მორფინისტი იყო და მერე ჩამოაშორეს მღვდლობას
-
Robi კარგი ბატონო გავიგებ მართალი ხარ უნდა ამხილო მაგრამ უმჯობესი იქნებოდა რომ აქ ფორუმში კი არა საპატრიარქოში უნდა გემხილებინათ და იქ დამიჯერე მიხედავდნენ მასეთ მღვდელს, მეც ვიცი ასეთი მღვდელი სახელი და გვარი არ ვიცი და არც ის ვიცი სად მოღვაწეობს უბრალოდ ერთი ახლობლის სიძეა დაის უკვე აღარ არის სასულიერო პირი ჩამოაშორეს, საპატრიარქო ვერ აკონტროლებს ყველა მღვდელს თუ რას ჩადიან მაგრამ მრევლისგან ინფორმაციით და მერე მისი საქციელით რომ დადასტურდება მას აუცილებლად მოთხოვენ პასუხს. მართლა არ ვიცი, რატომ უნდა თქვა ეს საშინელი ბრალდება ვინმეს მიმართ, მაგრამ რა ვქნა მე ასეთი ვარ ადვილად ვერ ვიჯერებ ხო უბრალოდ ინფორმაციას გავიგებ თუ საპატრიარქოში თუ იციან ამის შესახებ
-
Robi შენ კი არა მე ვჭორაობთქო რადგან მე ხომ ჯერ არ ვიცი მართალს ამბობ თუ ტყუილს, შენ რა გონია უცბად ვიჯერებ ყველაფერს? ეხლა გეტყვი თუ რატომ არ მჯერა შენი მონაყოლის..... 1)საქართველოში იმდენი მტერი ყავს ეკლესიას და მღვდლებს, არ არსებობს ისინი უცბად აჭიკჭიკდებოდნენ,ან თუნდაც აყვირდებოდნენ აი ნახეთ ვინ გვარცხვენს და ასე შემდეგ 2)ეგ ინფორმაცია პირველად გავიგე შენგან რომელიც მამათმავლობას თუ ჰომუსექსუალისტობას აბრალებ რომელიღაც მღვდელს ასე რომ ჯერ უნდა ვნახო და მერე ვილაპარაკოთ ხო ისე, ზემოთ წინაპოსტში წერდი რომ შემიძლია გადავუღოო კამერითო და აქ დავდებო, მოკლედ თუ შეგიძლია დადო ეგ ფაქტი რომ ყველა დარწმუნდეს რათა უფრო დავრწმუნდე რომ ნამდვილს ლაპარაკობ თუ არა.. კიდევ შენგან მაინტერესებს ამ მამაოს სახელი და სად მოღვაწეობს (შეიძლება ზემოთ პოსტებში გეწეროს თუ რა ქვია და სად მოღვაწეობს, ჩემი სიზარმაცის გამო რომ მეზარება ხელახლა გადახედვა პოსტების, გთხოვ კიდევ დაწერო თუ ვინ არის) საპატრარქოში ახლობლები და გავიგებ მართალს ამბობ თუ ტყუილს რობი არ გეწყინოს, რომ უცბად ვერ ვიჯერე შენი ნალაპარაკებს, შენ რომ მთხოვ იმას რომ წამოდი და გაჩვენებო ტყუილად მიწერ რადგან მასეთ რაღაცეებზე მე არ დავდივარ.....ასე რომ გამიგე მაგ კაცის ვინაობა და 2 დღე მაცადე და მე თვითონ დავწერ მართალია თუ ტყუილი
-
Robi 1)რობი ვერანაირად დამარწმუნებ რომ ვინმე იწონებს მის საქციელს და ვინმე ტაშს უკრავდეს უი რა კარგიაო, 2) ზუსტად ის მღვდელი თუ დიაკონი რომელიც არ იქცევა ისე როგორც საჭიროა ის მღვდელი აგებს პასუხს ღვთის წინაშე, და ჩვენ სუყველა ამიტომ ყველამ ჩვენ ჩვენ საქმეს მივხედოთ ყვეაფერს მაგას ჯობია, ზუსტად ის ხე მოიჭრება ვინც ცოდავს და დაიწვება ჩაუქრობელ ცეცხლში. 3) ადამიანს მიეცა თვალები და გონება რათა გაარჩიოს კარგი და ცუდი, ვერავინ მეტყვის რომ მის სიცუდეს ვერ ვხედავ, ხოდა ყველა რომ ნახავს რომელიც ასე ცუდად იქცევა ესა თუ ის კაცი ავდგები და გავშორდები საერთოდ, მერე სხვებიც გაშორდებიან და რომ დაინახავს ის კაცი რომმ მარტო დარჩება იქნებ რამენაირად გონს მოვიდეს 4)განკითხვა ცუდი რომ არის და ცოდვააა ეს მემგონი მოგეხსენება, ხოდა შენ რა დარწმუნებული ხარ იმით რომ ხვალ ეგ მამაო არ შემობრუნდეს 180 გრადუსით და ყველაზე სათნო და ღმერთის მოსაწონი გახდეს, ბიბლიაში ბევრგან არის დაფიქსირებული რომ ცოდვილები შემობრუნებულან და გაყოლილან ქრისტეს.ამიტომ ადამიანი განკითხვას უნდა ერიდოს მაგრამ მხილებაზე კი ბატონო როგორც თქვი ისე გააკეთე ამხილე საპატრიარქოში და გაითვალისწინებენ და მიხედავენ 5)მართლა არ მსიამოვნებს რომ ვინმეს ვაკრიტიკებ ან ვჭორაობ ვინმეზე ეს მარტო მღვდლებს არ ეხება საერთოდ არც ერთ ადამიანზე არ მიყვარს რომ ჭორავენ ამიტომ ხომ არ ჯობია დავანებოთ თავი ამ მღვდლებს შენ რომ გებრძვის ერტი დემონი მას 100 დემონი ახვევია თავს და იქნება გამოსწორდეს და დიდი კაცი გახდეს და შენ რომელიც განიკითხე ეს დაგღცება ცოდვად თუ არ მოინანიე და ის კიდევ გამართლებული, დამიჯერე ხშირად მომხდარა ეგ ამბავი ის ცუდი მერე კარგი გამოვიდა და ეს ვინ განიკითხა მართლა განკითხული იყო
-
Robi როგორ მაჩენებ მართლა საინტერესოა, ლაპარაკით შევატყობ თუ რას დამანახებ ამისთანას რომ მე დავრწმუნდე რომ ის ეგეთია?
-
Robi შენ ხომ კარგად იცი, რომ ცუდი მამაოები ვერასდროს შეარყევენ ეკლესიას, კარგი და ცუდი ყოველთვის იქნება, მაგას რომ წერ ბარემღა ისიც დაწერე რომ ამადა ამ ეკლესიაში კარგი სათნო და პატიოსანიი მღვდლებიც მოღვაწეობენ, ყველაფრის ცუდის დანახვა კარგი კი არ არის.......ეხლა თუ გინდა დავყვები და თბილისის ერტი ბოლოდან მეორე ბოლოში რაც კი ეკლესიებში მამაოები მოღვაწეობენ და ყველა ერთიმეორეზე უკეთესები რომ არან.. დამიჯერე განკითხვის დღეს გაიშვერენ ხელს იმ მამაოსკენ და იტყვიან აი ამ მამაომ შემიყვანაო შეცდომაშიო, მაგრამ დამიჯერე ის მამაოც და ის ვინც დააბრალებს ჯოჯოხეთის უფრსკრული არ აცდებათ..... არ ჯობია ყველა ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ ის მამაო იქნება მე შენ თუ ბატონი აზრი ყველამ ჩვენ საქმეებზე ვაგებთ პასუხს და ვერავინ გვიშველის.... წმინდა ეკლესია არჩევნის უფლებას გაძლევს რომ აარჩიო მოძღვარი შენი სურვილისამებრ
-
აზრი რა პასუხს ითხოვ, რასაც წერს არ მჯერავს, ფაქტი დადოს და მერე გავცემ შენც ხომ არ მოგწონს იეჰოვას მოწმეები გორის ციხიდან ჰოპლას როგორ აკეთებდნენ? მაგას ხომ ცილისწამებას ეძახი? ხოდა სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ ვერც რობის სიტყვას დავუჯერებ და ვერც იმას ვინც გორის ციხეებიდან დიდ ნახტომებს აკეტებენ
-
Robi საბურთალოს პანთეონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოღვაწეობს
-
ბიბლიის რომელ თარგმანს მივანიჭოთ უპირატესობა?
lasha kakauridze replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ხო კიდევ სულ დამავიწყდა, ჩემმა ახლობელმა იზრაელში გააგზავნა "ახალი ქვეყნიერების თარგმანი" და არ გაინტერესებთ პასუხად რა ჩამოუვიდა? დიდი სმაილიკი -
ბიბლიის რომელ თარგმანს მივანიჭოთ უპირატესობა?
lasha kakauridze replied to აზრი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
გამოცხადება 22:4 ახალი ქვეყნიერების თარგმანი ბედნიერნი არიან ისინი, ვინც გაირეცხა გრძელი სამოსელი, რათა სიცოცხლის ხეებთან მისვლის უფლება ჰქონდეთ და კარიბჭეებით ქალაქში შევიდნენ გიორგი მთაწმინდელის თარგმანი: ნეტარ არიან, რომელნი იქმოდიან მცნებათა მისთა, რაჲთა იყოს ჴელმწიფებაჲ მათი ძელსა მას ზედა ცხორებისასა, და ბჭეთა მათ მიერ შევიდენ ქალაქად. აქ ზუსტი თარგმანი არის "რომელნი იქმოდიან მცნებათა მისთა" და არა "ვინც გაირეცხა გრძელი სამოსელი" და კიდევ "ხეებთან" მრავლობითში არ უნდა იყოს -
Robi გაიხარე, სულმოუთმენლად დაველოდები
-
Robi რობი თუ არ შეწუხდები, როცა გადათარგმნის შენი მეგობარი შეგიძლია მომაწოდო? რუსულად ცოტა მიჭირს წაკითხვა
-
Robi ქართულად ხომ არ გაქვს ენუქის წიგნი ?
-
ვინ არიან იეჰოვას მომწმეები და რა სწამთ?
lasha kakauridze replied to FIORENTINO's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ტაშიი მარტო ჩვენზე ნუი გადაწყვიტავ რელიგიი ბედს არამედ ფართო თვალით შეხედე და ისე გამოიტანე დასკვნები რელიგია აგრესიაა თუ არა -
კაბალა (ივრითი קַבָּלָה - მიღება) - სულიერი სამყაროს შესწავლის მეცნიერული მეთოდი, რომლის მთავარი წყარო სეფერ იეცირა, ზოჰარი და არის (არიზალისა და არის სახელით ცნობილი რაბინ იცხაკ ლურია აშკენაზის ნაშრომები) ტექსტებია. კაბალა ორთოდოქსი ებრაელების დიდი ნაწილისთვის ავტორიტეტული სწავლებაა. სიტყვა კაბალას წარმოშობა დაუდგენელია, თუმცა მის შემოტანას უკავშირებენ მუსლიმური ესპანეთის ფილოსოფოსს სოლომონ იბნ გებიროლს (1021-1058) და მე-13 საუკუნის ესპანელ კაბალისტს - ბაჰია ბენ აშერს. ეს ტერმინი ებრაული ეზოთერული ცოდნისა და პრაქტიკების აღსანიშნავად გამოიყენება. მისი მიმდევრების თანახმად, კაბალის საშუალებით ადამიანი სულიერად უფრო უახლოვდება ღმერთს, ამიტომაც თვლიან, რომ კაბალა კაცობრიობას ღვთის ქმნილებების ჭვრეტის საშუალებას აძლევს. კაბალას უკანასკნელი ასწლეულის არაერთი ებრაული მოძრაობა ეფუძნება - კერძოდ, ისეთი მნიშვნელოვანი, როგორებიცაა ჰასიდიზმი და რელიგიური სიონიზმი.
-
ვინ არიან იეჰოვას მომწმეები და რა სწამთ?
lasha kakauridze replied to FIORENTINO's თემა in რელიგია და ფილოსოფია
იეჰოვას მოწმეებზე ითქმის ზუსტად ეგ გამოთქმა: როცო თქვენ ტყეში დარბოდით, ჩვენ მაშინ ევანგელიას ვთარგმნიდით (რუსულად უფრო კარგად გამოითქმის) -
ღმერთი სიყვარულია კაციშვილმა არ იცის როდის დაიბადა ქრისტე, 25 დეკემბერი იყო წარმართების რომელიც მზეს ეთაყვანებოდნენ, მოციქულების ქადაგების მერე 25 დეკემბერი მზის შობის ნაცვლად შეცვალეს ქრისტეს შობად. არავის არაფერი გამოუთვლია. უბრალოდ მზის ნაცვლად მოციქულებმა ქრისტეს იქადაგეს დაწერე აბა რა პასუხს გაგვცემ ბიბლიიდან
-
ვინ არიან იეჰოვას მომწმეები და რა სწამთ?
lasha kakauridze replied to FIORENTINO's თემა in რელიგია და ფილოსოფია
A.v.B გაიხარე, დიდი მადლობა მაგრამ დარწმუნებული არ ხარ? "მე როგორც ვიცი" თითქოს მთლად არ ხარ დარწმუნებული დაველოდოთ სხვები რას იტყვიან -
ვინ არიან იეჰოვას მომწმეები და რა სწამთ?
lasha kakauridze replied to FIORENTINO's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ფერისცვალებისდროს დროს, იქნებ მითხრათ ვინ გამოეცხადა იესოს? იქნებ ვინმემ ამიხსნათ ვინ იყვნენ ის ორი პიროვნება (მარკ.9.4) -
ვინ არიან იეჰოვას მომწმეები და რა სწამთ?
lasha kakauridze replied to FIORENTINO's თემა in რელიგია და ფილოსოფია
lazani ვაააა რა საინტერესოა, საიდან აქვთ ამდენი ფული? ნუთუ მხოლოდ შემოწირულებით არსებობს? რაღაც არამგონია.....თან მაგათ ლაპარაკს რომ, უსმინოთ ყველაფერი უფასოაო წიგნებიცო, ბროშურებიცო და რავი მაკარონიც და მარილიცო.....საიდან შემოდის ამხელა ფული მართლა საინტერესოა და დამაფიქრებელი