Jump to content
Planeta.Ge

lasha kakauridze

პლანეტელი
  • პოსტები

    315
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    4

ყველა პოსტი lasha kakauridze

  1. levaniko ჩამოაყალიბე ბოლომდე შენი შეხედულება ამ თემაზე, მარტო ბატონ აზრს რომ შესციცინებ თვალებში იქნებ შენც გამოხვიდე ასპარეზეე და თქვა შენი სათქმელი......რა არ მოგეწონა ჩემს პოსტში ის მაინც გამიმხილე რომ მერე აწი გავითვალისწინო. აბა გისმენ როგორი უნდა იფიქროს ღმერთმა.....რას გულისხმობ "აღმატებულებაში"? ........ რა ენით უნდა დაელაპარაკოს ადამიანს? და ასე შემდეგ და ასე შემდეგ აჰა პატარა ბიძგი მოგეცი და ეხლა შენ იცი მაგრად მაინტერესებს შენი აღმატებული პოსტი
  2. verusi შენ ეხლა იხუმრე არა? მეც უნდა გავიცინო?
  3. ************* კი ეგრეა, ესეიგი ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ამ თავისუფალი ნებით ჩვენ ვირჩევთ ან ღმერთს ან ეშმაკს (მემგონი გარკვევით ვწერ) კიდევ როგორ ავხსნა არ ვიცი ესეიგი ცოდვილ ადამიანს უნდა რომ ეშმაკს დაემსგავსოს ხოდა თუ ეშმაკს უნდა რომ დაემსგავსოს ღმერთი ეუბნება კი ბატონო ნება შენიაო და მიდის ეშმაკებთან სადაც ჯოჯოხეთში დაინტაჯებიან.....და თუ ადამიანს უნდა ღმერთს დაემსგავსოს მიდის ღმერთან ხოლო რაც შეეხება ავადმყოფებს, ინვალიდებს ეს ბავშვი იქნება თუ ზრდასრული ამით ღმერთი უშვებს განსაცდელს ისევ ჩვენს სასიკეოდ რადგან ამ დროს ადამიანი ღმერთზე ფიქრობს, ღმერთს შესთხოვს რომ დაეხმაროს, უფრო უფიქრდება თავის ცოდვებს, უფრო თავმდაბალი ხდება, უფრო მეტი დრო რჩვება იმისთვის რომ ღმერთზე იფიქროს ეს ასეა ხოლო ჯამრთელი ადამიანი უფრო თავის ყოფით ცხოვებაზე ფიქრობს (უმეტესობაზე მაქვს საუბარი)ღმერთი არ ახსოვს თუ მდიდარია ხომ საერთოდ რა ასიამოვნოს თავის ხორც იმას ფიქრობს და სულზე კი უფრო ნაკლებად, ესეც დამიჯერე ასეა სტატიტიკას რომ გადავხედოთ ხოლო პატარა ბავშვი რომელიც მიდის ამ ქვეყნიდან ესეც ღმერთის კეთილი ნებაა რადგან მაგათნაირების არის ცათა სასუფეველიო ამბობს უფალი ესეიგი ჩვენ არ გვინდა რომ ინვალიდები დაიბადოს, ასევე ჩვენ გვინდა რომ დიდხანს ვიცოცხლოთ, რადგან ადამიანს სიცოცხლე ისე წყურია რომ სულ მუდამ უნდა რომ იცოცხლოს ესეც ასეა დამიჯერე, ყველაფერს მისცემს ადამიანი თუნდ მთელი დედამიწის სიმდიდრე ქონდეს სიცოცხლის გულისთვის უკანასკნელ გროშს მისცემს რომ იცოცხლოს, მაგრამ ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ რისთვის ვართ ამ წუთისოფელში მოსული რა მისია გვაკისრია მარტო ოჯახი შევქმნათ და შვილები დავყაროთ არამგონია რომ ეს იყოს ადამიანის მისია, ასე რომ ადამიანს დაფიქრება მართებს თუ რისთვის მოვიდა ამ ქვეყნად და რა უნდა გააკეთოს, ვთქვათ მე მოვიყვანე ცოლი, მაქვს კარგი კარიერა და ხვალ მე მოვკვდები და მერე? მერე რა ხდება? რა ხეირი ადამიანს? მაგრამ ვინმე რომ გეუბნება, რომ შენ იცოცხლებ სამუდამოდ და რომც მოკვდე მაინც იცოცხლებ და უფრო ნეტარებაში იქნები ვიდრე მანამდე იყავიო მაშინ აქვს ჩემს ცხოვრებას ძალიან დიდი აზრი, ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი ამ წუთისოფლისთვის არ უნდა ცხოვრობდეს არამედ სიკვდილის შემდეგ რომ სიცოცხლე ზუსტად იმისთვის უნდა უნდა იყოს დაკავებული, ასე რომ ის ინვალიდი იქნება თუ ჯამღტელი ადამიანი ყველანი უნდა ვცხოვრობდეთ იმ მისიით რომ ღმერთის დავემსგავსოთ და მარადიულად ვიცხოვროთ სხვა ყველა შემთხვევაში უაზრობა იქნება ეს ყველაფერი. დაინვალიდებული ადამიანი შევადარებდი ასეთ რამეს, აი მაგალითად შენმა შვილმა რაღაც დააშავა და შენ კუთხეში დააყენე,შენი შვილი მაგ დროს გაბრაზდეს შენზე რადგან სატანჯველია მისთვის კუთხეში დაყენება მაგრამ შენ ხომ მის სასიკეთოდ დააყენე კუთხეში რადგან დაფიქრდეს მის ცუდ საქციელზე და აღარ გაიმეოროს.და შენ წარმოიდგინე ღმერთმა შენზე უკეთ არ იცის რა არის შენთვის კარგი და რა ცუდი? შენ ეხლა ვერ ხვდები მაგრამ დამიჯერე ღმრთს ჩვენთვის ყველაფერი კარგი უნდა....100 ცხვარიდან 1 დაკარგული რომ არის ყველაფერს იზამს რომ დაკარგული ცხვარი იპოვნოს და როცა იპოვის უფრო მაგრად გაუხარდება ვიდრე ის 99 ცხვარი მას რომ მიყვება
  4. ************* ჩვენ რატომ უნდა გვინდოდეს? შენ გინდა რომ ინვალიდებად დაიბადონ ბავშვები? ვერ მივხვდი შენ შეკითხვას იქნებ დააკონკრეტო, მემგონი ჩემი პოსტი ამას არ ამბობს იქნებ ყურადღებით წაიკითხო
  5. Siknadmo მასეთ შემთხვევაში როდესაც ღმერთს გაყავს ბავშვები, ჩემის აზრით არის ღვთის მადლი რადგან ის ღვთის სასუფეველში მოხვდება ადამიანი იმისთვის ცხოვრობს აქ დედამიწაზე, რომ მიაღწიოს სრულყოფილებას და იცხოვროს მარადიულად ღმერთთან .....ღმერთი როცა დაუშვებს ასეთ ადამიანზე რომ გაიყვანოს ამ წუთისოფლიდან მემგონი ეს ღვთის მადლი უნდა იყოს ხოლო რაც შეეხება ინვალიდ ბავშვებს ამაზე პასუხი არ მაქვს შეიძლება ესეც ღვთის ნებად უნდა ჩავთვალოთ, ანუ მე იმის თქმა მინდა რომ ღმერთმა ჩვენზე უკეთ იცის ჩვენ რა გვჭირდება რათა დავიმიკვდიროთ ღვთის სასუფელი, მშობლებმა ხომ იციან მის პატარებს რა ჭირდებათ დაახლოებით ესეა რა, ღმერთს უნდა რომ ყველა გადარჩეს არა ამ ქვეყნისთვის არამედ იმ ქვეყნისთვის და ჩვენ თუ რაღაცა არ მოგვწონს ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს ცუდი საქციელია რას გაიგებ ღვთის სიბრძნეს
  6. marituna ჰოოოოო.......... ჩემი აზრი კი ასეთია, ღმერთი არავის არ სჯის, ადამიანი თვითონ ისჯის თავის თავს. თუ ადამიანი ავადმყოფობს ჩვენ მას ვეძახით განსაცდელს რათა ადამიანი დაფიქრდეს თავის საქციელზე, მოკლედ ასე თუ ისე ღმერთი არავის სჯის, ადამიანი თავისი თავისუფალი ნებით თვითონ ირჩევს ღმერთს დაემსგავსოს თუ ეშმაკს, ხოდა თუ ჩვენ თვითონ ვირჩევთ თავისუფალი ნებით თუ ვისთან ვიყოთ, აქედან დასკვნა რომ ჩვენ თვითონ ვისჯით თავს
  7. marituna მოდი ასე ქენი არც აზრს მოუსმინო და არც მორფიუს, მხოლოდ მე მომისმინე
  8. ცუნამების და ვულკანების რა გითხრათ მაგრამ ჩემის აზრით ჩვენც დასჯილები ვართ, საქართველოს დაახლოებით 20 % მიწა წართმეული გვაქვს ამაზე დიდი საჯელი ქართველი ერისთვის რაღა უნდა იყოს
  9. აზრი მის 23 პოსტს არ დავეთახმე რაც ჩანს 40 პოსტში შემდეგ მან განავრცო რომელიც უკვე დავეთახმე რადგან მან აღნიშნა რომ როცა მოესურვება ადამიანის ბედსაც დაინახავს აზრი წაიკითხე პოსტები მე ვამბობ ყოვლიშემძლე ღმერთმა იცის თუ რა ბედი ეწევა ამათუ იმ ადამიანს რადგან ბიბლიიდან პეტრეს იუდას და იოანე ნათლისმცემლის ბედი განსაზღვრა მან წინასწარ იცოდა თუ რას იზამდა პეტრე რას იზამდა იუდა და როგორი ადამიანი იქნებოდა იოანე ნუთუ მართლა ასე გაუგებრად ვლაპარაკობ?
  10. აზრი თავიდან მორფიუსმა მოკლედ დაწერა რომ ღმერთმა წინასწარ არ იცისო და შევეხმიანე კიდევაც მის პოსტს, შემდეგ უფრო რომ განავრცო მანდ დაწერა რომ ღმერთი ჩაერია თუ რას გააკეთებდა პეტრე და რას გააკეთებდა იუდა, ხოდა მერე მივწერ რომ თავიდან სხვანაირად გავიგეთქო, ესეიგი რაც მე დავწერე იუდაზე და პეტრეზე მორფიუსიც დამეთახმა და ბოდიში მოვუხადე ჩემი თანხმობა რამეს წყვეეტს ნეტა? ხომ გითხარი ვეთახმები რადგან მან აღიარა პეტრეს ქმედება და იუდას ქმედება ღმერთმა წინასწარ იცოდა, ანუ ღმერთს შეუძლია რომ გაიგოს ადამიანის ბედი ასევე ღმერთს სურს წინასწარ გაიგოს თუ რას გააკეთებს, და რატომ არ უნდა დავეთახმო? გინდა რომ მე და მორფიუსმა დავცხოთ ერთმანეთს თუ რა გინდა მაინც ვერ მიხვდი..... ეგ მეც ვნახე რომ დაწერა მაგრამ მერე განავრცო რომელიც მაგას უკვე აღარ ეთახმებოდი კი მასეა იცის მან იცოდა თუ რას იზამდა იუდა მან იცოდა რას იზამდა პეტრე, თან პეტრეს სიტყვები რომელიც ქრისტეს უთხრა რომ სიკვდილამდე შენთან ვიქნებიო გურწფელად უთხრა, მაგრამ ამ დროს ღმერთი ჩაერია და განსაზღვრა თუ რას იზამდა პეტრე ახლო მომავალში რომ სამჯერ უარყოფდა ქრისტეს ასევე ისიც კი განსაზღვრა რომ პეტრე მოინანიებდა ამ ცოდვას და შეუდგებოდა ქრისტეს ასევე მე მოვიყვანე იოანე ნათლისმცემელი აქაც სანამ დედის საშოში ჩაისახებოდა უკვე ღმერთმა იცოდა ვინ იქნებოდა იოანე, იქნებ გვითხრა რომ იოანე რობოტი და დაგიპნოზებული იყო? ასევე მე ბოლოში დავწერე არ მსურს ამ მკრეხელურ თემას დავუბრუნდე რადგან ამაზზრზენი თემაა ეს ეშმაკს ემსახურება და არა ღმერთს, ამ თემას არ შეუძლია მე მაცხოვნოს და ვერც ვერანაირ განათლებას მივიღებთ აქ ვერ მივალთ საბოლოოდ სრულ დასკვნამდე ასე რომ ამ თემაში ორი პოსტი დავწერე რომ შენი მკრეხელური კითხვები ვიღაცას სხვანაირად არ გაეაზრა ეს კიდევ ჩემი ბოლო პოსტია ასე რომ ამ თემაი გემშვიდობები სხვა უფრო საინტერესო თემას თუ გახსნი დიდი სიამოვნებით დავპოსტავ რაც ჩვენი ცხოვნებას გამოადგება და მეტ ბიბლიურ სწავლებებს ვისწავლით კეთილი სურვილებით ლაშა
  11. Morfius უკაცრავად შენი პირველი პოსტის პასუხი ისეთი მოკლე იყო რომ ცოტა სხვანაირად გავიგე, არ გეწყინოს ეხლა გავიგე რასაც წერ. ----------- მოდი მესამე ბიბლიის პერსონაჟიც შემოვიყვანოთ ამ თემაში იოანე ნათლისმცემელი ლუკა 1:13-1613. ხოლო ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილ იქნა შენი ვედრება, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად იოანეს. 14. გეღირსება სიხარული და სიხალისე, და მრავალნი გაიხარებენ მისი შობით. 15. ვინაიდან დიდი იქნება უფლის წინაშე, ღვინოსა და სიკერას არ დალევს, და სულით წმიდით აღივსება დედის საშოშივე. 16. და მრავალ ძეს ისრაელისას მოაქცევს უფლის - მათი ღმერთის მიმართ ამ მუხლებიდან ჩანს რომ იოანე ნათლისმცემელი ჯერ არ არის დაბადებული, მაგრამ უკვე ზაქარიამ იცოდა თუ ვინ იქნებოდა იოანე დაჟე ისიც კი იცოდა ღვინოს რომ არ დალევს ეხლა აქ გამოჩდებიან და იტყვიან მას ელიას სული წინამძღოლობდაო მაგრამ ვერ გამოდგება ეგ არგუმენტად რადგან ჯერ ეგერთიც ყველა ადამიანს თავისუფალება აქვს მინიჭებული და მეორეც საყოველთაო აღდგომის დღეს ელია იქნება ელია და იოანე იქნება იოანე, მე იმის თქმა მინდა რომ იოანე არ იყო რობოტი თითქოს ელიაზე იყო დამოკიდებული ან გიპნოზივით მოქმედებდა არამედ მას ქონდა თავისუფალი ნება და უბრალოდ ღმერთმა წინასწარ იცოდა დედის საშოში ჩასახვამდე თუ ვინ იქნებოდა უდიდესი წინასწარმეტყველი იოანე ნათლისმცემელი.. მოდით ეხლა სხვა კუთხით შევხედოთ ამ ყველაფერს ბიბლიაში წერია ღმერთისთვის ერთი დღე არის როგორც 1000 წელი და ათასი წელი კი ერთი დღე ანუ ეს იმას ნიშნავს რომ მისთვის დრო არ არსებობს არც წარსული და არც მომავალი, ღმერთვისთვის მხოლოდ აწმყოა, ღმერთს შეუძლია იოანე მოციქულს აჩვენოს აპოკალიფსი, მან იცის დრო მეორედ მოსვლის და ეხლა გეკითხებით თუ მამა ღმერთმა იცის აპოკალიფსის დრო მისთვის რა პრობლემა უნდა იყოს რომ გაიგოს თუ ვინ შევა ცათა სასუფეველში და ვინ არა. ისე ასეთ საკითხებს მე ვერიდები რადგან ადამიანი რომელიც არ შესწევს გონება ბოლომდე განსაზღვროს ღმერთის შესაძლებლობები და არც ჩვენი საქმე არ არის თუ რა გეგმები აქვს მოდი არ ჯობია რაც ღმერთმა მოგვცა ის შევასრულოთ
  12. აზრი შენ ჩემზე კარგად იცი ბიბლიის ამიტომ ბიბლიის მუხლებს არ დავაციტირებ, მარტო ბიბლიის პერსონაჟებს გეტყვი "იუდა ისკარიოტელი" და პეტრე მოციქული
  13. აზრი არადა ნამდვილად იცის მაგრამ ეს არ უშლის ხელს ადამიანის თავისუფლებას, შენ ამით ღმერთის ყოვლისმცოდნეობაში ეჭვი შეგაქვს არადა ბიბლიაში საპირისპიროს ვკითხულობთ რომ ადამიანის მომავალს ღმერთი ჭვრეტს, მის არჩევანსაც და მოქმედებასაც და ეს როგორ უნდა გავიგოთ? უკვე დაამტკიცე? იქნებ ეს უფრო ჯობია "ეს ასე არ არის" არადა ბიბლიაში კი საპირისპიროდ ვკითხულობთ, ღმერთმა მოისურვა წინასწარ ცოდნა Morfius აი ამას კი შენგან ნამდვილად არ მოველოდი
  14. Morfius მე ვერ ავხსნი რადგან ეს ადამიანისგან მიუწვდომელია ამის ახსნა, მაგრამ ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ის ღმერთია, ასევე იესომ მიერ შეიქმნა ხილული და უხილავი ქმნილებები, ასევე მისი სახელით ვინათლებით, უამრავი დასტურია იმის რომ იესო ბუნებით ღმერთია, იესოს მანამდეც ქონდა ძალაუფლება და დიდება, ამას თვითონ ამბობს...მამაო განმადიდე იმავე დიდებით რაც ქვეყნის შექმნამდე მქონდაო, ანუ იესო როგორც ეხლა არის დიდებაში იგივე დიდება ქონდა ქვეყნის შექმნამდე ასევე იოანე მახარობელმა იესოს ლოგოსი უწოდა "სიტყვა" იოანეს 1:1 ჩაწერილ მუხლში რომელიც ამბობს "თავდაპირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთან და ღმერთი იყო სიტყვა" თუ შენ ამბობ რომ იესოს საწყისი აქვს მაშინ მამა ღმერთი ერთ დროს უსიტყვო ყოფილა, ესეიგი მამა მარადიულად არსებობდა როგორც აღნიშნე და ეს პიროვნებააა, მამისგან გამომავალი სულიწმინდაც პიროვნებააა რომელიც ისიც მუდმივად არსებობდა და იესომ რაღა დააშავა თუ ჩავთვლით რომ მუდმივად შობს, თუ სულიწმინდა მუდმივად გამოვალს მამისგან რატომ არ უნდა ჩავთვალოთ რომ მუდმივად შობს ძესაც? მაშინ მეც ანალოგიურ კითხვას დაგისმევ 2 ჰიპოსტასი გამიმარტე ბოლომდე და მერე გავაგრძელოთ საუბარი
  15. Morfius ცუდად ნუ გამიგებ მაგრამ სიმართლე გითხრა ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ლოტთან პური ჭამეს თუ არა,ან თუნდაც ნოეს კიდობანში რამდენი ფანჯარა და ტუალეტი ქონდა ეს მე ვიცი რომ ვერ მაცხოვნებს..... მაგრამ აი ეს უკვე საინტერესოა..... რას ნიშნავს ღმერთი არისო მაგრამ ის ღმერთი არაო რომელიც თაყვანი უნდა ვსცეთო? აბა როგორი ღმერთია? ბუნებით არის ღმერთი თუ მადლით მიღებული ღმერთი? როგორც ჩვენც ვიცით ადამიანებს ეს მადლი გვაქვს მიღებული რომ ღმერთი გავხდეთ იეჰოვა ითარგმნება თუ არა? შესაძლებელია თუ არა რომ სიტყვა იეჰოვაში მისი თვისება დავინახოთ? თუ მარტო საკუთარ სახელს ვხედავთ? ღმერთის ნაწილი ჩვენც ვართ ადამიანები, და ფაქტიურად შენ იესოს ადამიანს უტოლებ, უფრო დავაკონკრეტებ, თუ იესო ბუნებით ღმერთია მაშინ ჩვენ ადამიანებმა იგივე თაყვანი უნდა ვსცეთ როგორც მამას და თუ იესომ მიიღო მადლით მიღებული ღმერთობა მაშინ ის ჩვენაირი ქმნილი ყოფილა.....ესეიგი როგორც შენი ნაწერიდან გამოვიტანე დასდასკვნა ასეთია: - ესეიგი იყო დრო რომ იესო არ არსებობდა და მერე იეჰოვამ შექმნა- ამაში მეთახმები თუ არა? ჩემო კარგო ჩვენ მართლმადიდებლებიც ვაღიარებთ 3 ჰიპოსტას მაგრამ ბუნებით ღმერთი ერთია და ამიტომ ჩვენ თანაბრად უნდა თავყვანისცეთ მამას ძეს და სულიწმინდას
  16. აზრი არ ვეთახმები რადგან ბიბლიაში წერია, რომ ლოტთან მისული ანგელოზებმა პური ჭამეს
  17. Morfius იეჰოვას მოწმეებს რაში ეთახმები? შენი აზრით იესო ქრისტე ღმერთი არის თუ არა?
  18. Morfius მორფიუს ყურადღებით ვკითხულობდი შენი და აზრის დიალოგს ამ თემაში, მინდა გითხრა რომ მშვენივრად ჩამოყალიბებული....... ხოლო რაც შეეხება აბრაამს თუ ვინ გამოეცხადა, ვიცი რომ უფალი იყო რადგან აბრაამიც ამას მოწმობდა "უფალი ვიხილეო", უბრალოდ ბატონ აზრს ველაპარაკები თავისივე განმარტებებით, მე უფრო ყურადღება გავამახვილე იესოს და მის მოციქულებთან დიალოგს რომელიც ეუბნებოდა რომ არ ვარ სულიო ხოლო ბატონი აზრი კი ამის დასამტკიცებლად აბრაამის და ლოტის მაგალითი მოყავს რომ რამენაირად ჩემი აზრები და შეხედულებები გააქარწყლოს და ამიტომ მოვიყვანე ეს მაგალითი და დარწმუნებულიც ვარ აბრაამიც და ლოტმაც იცოდა თუ ვისთან ქონდათ კავშირი და ერთი სიტყვაც კი არ დაუძრავთ ამის შესახებ... გაიხარე და დიდი მადლობა შესწორებისათვის.......ძაან მაინტერესებს რა აღმსარებლობის ბრძანდებით თუმცა შენი ნებააა თუ გინდა არ თქვა
  19. აზრი მაშინ რაღაც აზრი უნდა ქონოდა იესოს ამ ქმედებას.... აი დაახლოებით ასეთ სურათს ხატავთ თქვენ: იესო აღდგა მესამე დგეს სულიერი სხეულით (მოწმეებისთვის სული არ არსებობს და მოვიხსენიებ როგორც ანგელოზს)და ეცხადება მმოციქულებს, მოციქულებმა რომ დაინახეს იესო იმწუთასვე იფიქრეს რომ ანგელოზიაო (ესეიგი მოციქულებმა სწორად გაიგეს როგორც მოწმეები ფიქრობენ) იესო ხვდება მათ ფიქრებს და ასეთ რამეს ეუბნება: არ ვარ ანგელოზი (სული) რადგან ანგელოზს (სულს) არ ხორცი აქვს და არც ძვლები (აქ უკვე იტყუება იესო) მე კი როგორც ხედავთ მაქვს და ეუბნება შემეხეთო, მოციქულები გახარებულები იყვნენ და ამ სიხარულით მაინც ვერ იჯერებდნენ რომ ის ანგელოზი სული იყო თუ არა, იესო ამ ფიქრებსაც ხვდება და ის ეჭვები რომ გაექრო ჭამს თევზს. თქვენი აზრით მერე რა ხდება? როცა წავიდოდა ისევ ანგელოზად გადაიქცა და გულშიც კი გაიფიქრა რა მაგრად მოვატყუეო? ან რაში დაჭირდა ამის თქმა რომ ხორციელი ვარო? პირდაპირ ეთქვა ხო ანგელოზი ვარ და ასეთ სახით ავღდეგიო, მოციქულები დარწმუნებულები იყვნენ რომ იესოს ხედავდნენ (მოჩვენება ნამდვილად არ ქონდათ) უბრალოდ ორი ვარიანტის წინაშე იდგნენ ან სულიერად აღდგა ან ხორციელად და იესო ეუბნება რომ ხორციელად აღვდეგიო......ვაააა მართლა ბნელა რა.....არ ჭირდება ამას მთელი ფილოსოფია პირდაპირ წერია და რაც წერია ისე უნდა გავიგოთ.....თქვენ ამბობთ იმისთვის დაჭირდა ამის თქმაო რომ დაენახვებინა რომ ნამდვილად აღდგაო, კი ბატონო აღდგა და მოციქულებსაც ეგრე ეგონათ აღდგა როგორც ანგელოზი მაგრამ იესო კი ეუბნება არა ანგელოზი კი არაო არამედ ხორცით აღვდეგიო . აქვე მინდა დავამატო ბატონო აზრი, რომ აბრაამს და ლოტს რომ გამოეცხადნენ ხორციელი სხეულით ანგელოზები იქ არ იყო იმის მტკიცება რომ ანგელოზი ხარო თუ ადამიანიო, დარწმუნებული ვარ აბრაამს რომ ეთქვა თქვენ ანგელოზი ხომ არ ხართო ის სამი ანგელოზი ეტყოდა რომ კი ნამდვილად ანგელოზი ვარო და არ მოიტყუებოდა მაგრამ იქ ამის პატარა სიტყვაც კი არ ითქვა იმის თაობაზე ანგელოზი იყო თუ არა, მაგრამ იესოს შემთხვევაში კი ამაზე მიდიოდა მთელი მტკიცებულება რომ ის ნამდვილად ხორციელი იყო და არ იყო ანგელოზი გამიგეთ? არა რა თქმა უნდა ......
  20. აზრი levaniko არ გეწყინოთ, თქვენ იესო გამოგყავთ მაგარ მატყუარად. იესო იძახის არ ვარ სულიო და თქვენ კიდევ მაინც თქვენსას გაიძახით გინდა თუ არა სულიაო , ბნელა?
  21. აზრი სამწუხაროდ არ დამაკმაყოფილა შენმა პასუხმა შენ რომ მოიტანე "ნემსის ყუნწი" იქ თვალნათლივ ჩანს თუ რას გულისხმობდა იესო მაგრამ იქ საუბარია განკითხვის დღეს თუ როგორ გაუადვლდება ნუ არ ვიცი არ ვიცი ასევე ისიც სამწუხაროა რომ ჩემთან აღარ გინდა საუბარი რა გაენწყობა
  22. აზრი ვააა მართლა ასე გაუგებრად ვსვამ ამ კითხვას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომისა და გომორის მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს. ''მათე10:15 კითხვას ვიმეორებ თუ სოდომ-გომორმაც შესცოდა და იმ ქალაქმაც რომელიც მოციქულებს არ მოუსმინეს ესეიგი ორივეს ერთნაირი ხვედრი სიკვდილი ელის ხომ? მაშ რას ნიშნავს სიტყვა გაუადვილდება
  23. აზრი კაი ეხლა კარგად ჩამოვაყალიბებ (ძაან მინდა შენგან გავიგო ამის პასუხი) ბიბლიის მუხლებს აღარ დავწერ რადგან უკვე იცი რაზეც არის საუბარი...... მაშ კითხვა ასეთია: განკითხვის დღეს რატომ გაუადვილდება სოდომს და გომორს ვიდრე მწიგნობრებს და ფარისევლებს? თუ იეჰოვას მოწმეები იძახიან, რომ ჯოჯოხეთი არ არსებობს ანუ ყველას ერთი ხვედრი აქვს რას ნიშნავს გაუადვილდება? ან იუდაზე რატომ ითქვა ერჩია საერთოდ რომ არ დაბადებულიყო? ან რას ნიშნავს იესოს ქრისტეს სიტყვები იმის თაობაზე რომ ვისაც მეტი მიეცა იმას უფრო მოეკითხება და ვისაც ცოტა იმას ნაკლები? ასეთი შედარებები ბიბლიაში ბევრია და იქნებ ახსნა იმედია ეხლა მიხვდი თუ რას ვკითხულობ
×
×
  • შექმენი...