Jump to content
Planeta.Ge

lasha kakauridze

პლანეტელი
  • პოსტები

    315
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    4

ყველა პოსტი lasha kakauridze

  1. აზრი მშვიდობის მაძიებელი კი არა რისხვა მოვედი რისხვა კაი ეხლა ნუ აოფებ თემას უპასეხე ცემს შეკითხვას
  2. აზრი MOXUCI არ ჯობია წყნარი დისკუსია? MOXUCI ადრე მეც დავუსვი ეგ კითხვა ერთ-ერთ იეჰოვას მოწმეს თუ სად იყვნენ 1-18 საუკუნემდე ჭეშმარიტი ქრისტიანები და ასე მითხრეს ბიბლია უნდა გამოიკვლიოო (თუ არ ვცდები 14 გვერძე იყო ეგ კითხვა ნიკა ერვა) და არაფლის დიდებით არ მითხრა ერთმა კიდევ ქრისტეს იგავი მომიყვანა "ღვარძლი და ხორბალის იგავი" რა ვიცი რას გაიგებ მაგათთან აზრი აზრი მე რომ დაგისვი კითხვა რატომ არ მიპასუხე? ეგ მაინც ხომ ეხება მოწმეების თემას? პ.ს. მემგონი ცუდ საქციელს ვაკეთებ რომ მოწმეებს ველაპარაკები, რადგან უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ის თავისას გაიძახის და მე ჩემსას, და აზრი არ აქვს ნორმალურ დისკუსიას, სამაგიეროდ შეიძლება ჩხუბში ან ერთმანეთის ზიზღი გამოვავლინოთ, ერთი მინდა გითხრათ რომ მე არ მაქვს ზიზღი იმ ადამიანების ვინც ამ მრწამს მიყვება, მაგრამ თვითონ რელიგიაზე კი რა გითხრათ არ მომწონს, ერთადერთი რატომაც ვპოსტავ აქ არის იმის მიზეზი რომ სხვა ადამიანი შემოვა აქ რომელიც ერთხელაც კი არ აქვს ბიბლია გადაშლილი წაიკითხავს მოწმეების იდეოლოგიას და გადაიბირებენ, მე გამოვირჩევი თეოლოგიაში ვერ ვიტყვი მაგრამ მოწმეებს მართლა შემიძლია რომ გავუმკლავდე
  3. აზრი შენთან მაქვს კითხვა: იეჰოვას მოწმეები იძახიან რომ ჯოჯოხეთი არ არსებობს. ეხლა ცოტას განვმარტავ თუ რა კითხვაც მინდა გავიგო შენგან. სახარებიდან მუხლებიდან ვკითხულობთ იესოს სიტყვებს, 1.ნუ გეშინით ვისაც ხორცის მოკვლა შეუძლია არამედ გეშინოდეთ იმის ვისაც ჯოჯოხეთის გასაღები აქვს 2.ცდუნება იქნება მაგრამ ვაი იმას ვისგანაც მოდის ცდუნება მისთვის უმჯობესია წისქვილის დოლაბი დაიკიდოს და ზღვაში გადაიჩეხოს 3. და მართლაც, მიდის ძე კაცისა, როგორც დაიწერა მისთვის; მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა; ერჩია, სულაც არ შობილიყო ის კაცი. (მომიტევეთ ჩემი სიტყვებით დავწერე ეს მუხლები) ასევე კიდევ არის ასეთი მუხლები სოდომს და გომორს უფრო გაუავილდება განკითხვის დღეს..... მოკლედ აღარ გავაგღზელებ და გადავალ კითხვაზე თუ მოწმეები ამბობენ რომ ყველა ცოდვილი და ბოროტი ადამიანი გაქრებიანო ანუ ყველა განადგურდებაო განკითხვის დღესო ანუ ყველას ერთნაირის ხვედრი გამოდის ხო? მაშინ რატომ ემუქრება კონკრეტულ ადამიანებს? დავუშვათ იუდაზე თქვა საერთოდ არ დაბადებულიყოო ერჩივნაო, მწიგნობრებს და ფარისევლებს უფრო "ვაი" აქვთ ვიდრე სოდომს და გომორს,ვისგანაც საცდური მოდის იმას უფრო "ვაი" აქვთ ვიდრე სხვას რომელიც არ მოდის საცდური და ასე შემდეგ მემგონი მიმხვდი ხომ კითხვას ? აი მართლმადიდებლებს მრწამში ადვილია ამის ახსნა რადგან ჯოჯოხეთის სწამთ, მაგრამ მოწმეებში როგორც მგონია რთულად არის საქმე რადგან ჯოჯოხეთი არ არსებობს და ამასთანავე ყველას ერთი ხვედრი აქვთ უბრალოდ განადგურდებიან და ვაი ვიში იმ ხალზე რას ნიშნავს აზრი მართლა მაინტერესებს მოწმეების აზრი თუ როგორ ხსნიან
  4. MOXUCI შეგიძლია რომ ახსნა იგავი 8:22 -ში ჩაწერილი სიტყვების?
  5. აზრი გასაგებია აზრი რასაც მეუბნები მაგრამ პეტრე პირდაპირი გაგებით გვეუბნება რომ სხვა სახელი ადამიანებისთვის არ აქვსო მიცემული, ესეიგი იესომ უნდა გვიხსნას ბოროტისაგან მაგრამ მაშინ რატომ გვასწავლა იესომ რომ მამას მიმართეთო?
  6. MOXUCI შენ შეგიძლია "იჰვჰ" გადათარგმნო? მართლა მაინტერესებს როგორ ითარგმნება ეს სახელი?
  7. აზრი თუ პეტრე მოციქული გვეუბნება რომ სხვა სახელი მზისქვეშეთში არ არსებობსო ესეიგი ადამინს არ აქვსო მიცემულიო სხვა სახელიო ვისგანაც ვიხსნიდით თავს მაშინ გამოდის, რომ იეჰოვას სახელში არ არის ხსნა, თუ იეჰოვას სახელშიც არის ხსნა მაშინ ორი სახელი გამოდის, "იესო" და "იეჰოვა" და პეტრე მოციქული გვატყუებს ეგრე არ გამოდის თანაფორუმელებო? აი უფრო რომ დავწვრილმანდეთ,არსებობს მამა (იეჰოვა) და ღვთის ძე (იესო) ესეიგი ორი პიროვნება, ამ დროს პეტრე საქმე 4.12 -ში გვეუბნება რომ ღვთის ძეს სახელის გარდა სხვა სახელში არ არსებობსო ხსნაო, არადა იესომ ასეთი ლოცვას გვასწავლის "მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა წმინდა იყოს სახელი შენი მოვიდეს სუფევა შენი იყოს ნება შენი ვითარცა ცათა შინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა.........(და ბოლოს) და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება უკუნისამდე. ამინ. "არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან" ანუ რა გამოდის პეტრე გვატყუებს? ერთი სახელი კი არა ორი სახელი ყოფილა რომელიც ბოროტისაგან გვიხსნის..
  8. Saturn მუსულმანები ქრისტეს ღმერთად მიიჩნევენ? - არა! იეჰოვს მოწმეები ქრისტეს ღმერთად მიიჩნევენ? - არა! მუსულმანები ღმერთად არიარებენ მხოლოდ ერთ ღმერთს მამას - ალაჰი იეჰოვას მოწმეები ღმერთად აღიარებენ მხოლოდ ერთ ღმერთს მამა - იეჰოვა მუსულმანები ახალ აღთქმას (იესო, ნათლისმცემელი, მოციქულები) აღიარებენ? - კი! იეჰოველები ახალ აღთქმას (იესო, ნათლისმცემელი, მოციქულები) აღიარებენ? - კი! მუსულმანები ქრისტიანები არიან? - არა! მაშ რატომ უნდა იყონ იეჰოველები ქრისტიანთა რიგებში თუ ქრისტეს ღმერთად არ აღიარებენ ისევე როგორც მუსულმანები?
  9. Jonathan livingston რადგან ეს ჩვენი საქმე არ არის, ჩვენ ბოროტებმა ვერანაირად განვსაზღვრავთ და ვერ გამოვუტანთ ამა თუ იმ ადამიანს განაჩენს, ის ვინც ყველაფრის გულთამხილველია ის გადაწყვიტავს სამართლიანად, ჩვენ კი არაფერი არ ვიცით მის შესახებ ქრისტემ გვითხრა მოიმოწაფეთ და მონათლეთ მამისა და ძისა და სულიწმინდის სახელით. აქ დიდიც და პატარაც შედის..... არასლუწლოვანიც და სრულწლოვანს ნათლობის დროს სულიწმინდა დაევანება და ადამის ცოდვა აღარ მოქმედებს ის ბოლომდე გაწმენდილია მაგრამ ჩვილ ბავშვს რაც შეეხება რომელიც უნათლავად მიდის ამ ქვეყნიდან მას ადამის ცოდდვა თან მიჰყვება მაგრამ ქრისტეს სისხლი გასწმენდ მას, ვინც აბორტს აკეთებს ვისაც ნებსით თუ უნებლიეთ მუცელი მოეშალა არაფერი ცუდი არ დაუშავებია მას ამიტომ ქრისტემ როგორც ამოიყვანა ძველი ბიბლიის ხალხი ჯოჯოხეთიდან ისე ჩვილ ბავშვებსაც ის გადაარჩენს რადგან ერთიც და მეორეც ყველაზე საშინელი ცოდვააა... 1) თვითმკვლელი - ადამიანი ვარდება სასოწარკვეთილებაში, ღმერთს უცხადებს უნდობლობას, ამიტომ ეკლესია აღარ ლოცულობს მაგ ადამიანზე მაგრამ ჩვენ არ ვიცით სიცოცხლის უკანასკნელ წამებში რას ფიქრობდა ის ადამიანი იქნებ ისევ მოუნდა სიცოცხლე, იქნებ მისი განვლილი ცოდვილი ცხოვრება წამის მეასედებში განვლო და მოინანია ესა თუ ის ცოდვა, ამიტომ ეს ჩვენ როცა არ ვიცით ღმერთმა ნამდვილად იცის 2)მოუნათლავა წასვლა ამ ქვეყნიდან - აქ ქრისტე პირდაპირ გეუბნევა თუ არ იშვები ხელახლა, ვერ შეხვალ ცათასასუფეველში, აქაც ანალოგიური თუ განზახ არ ინათლები და უარყოფ ქრისტეს მაშინ ყველაზე დიდი შანსია რომ ჯოჯოხეთში მოხვდე მაგრამ რა დააშავეს ჯუნგლებში მოხვედრილმა ადამიანმა რომელიც სრულიად არ სმენია ქრისტეზე, ასეთ ხალხს თავის საქმეებით განიკითხება, ასევეა თუ უნათლავი ხარ მაგრამ ქრისტეს გულისთვის თავი გასწირე ამით ქრისტეს სისხლით ინათლები, ასევეა ჩვილი , მუცელში მყოფი ბავშვები რომელიც ისინი დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს მაგრამ კიდევ ვიმეორებ ეს ჩვენი საქმე არ არის გამოვიკვლიოთ ესა თუ ის ადამიანი სად მოხვდება, ყველაფრის გულთამხილველი რომელიც არის ის გამოუტანს განაჩენს სამართლიანად რათა ავღზარდოთ ნამდვილ ჭეშმარით მორწმუნეებათ დავანახოთ სიყვარული სიკეთე ეს მშობლების მოვალეობაა სტალკერმა მშვენივრად გასცა პასუხი მაგ დასმულ კითხვებს, ამიტომ კიდევ რომ არ გავიმეორო მის აზრს ვიზიარებ მაგრამ რელიგიის საკითხზე არ ვეთახმები,ქრისტემ და მოციქულებმა რაც დაგვიწერეს და ზეპირი გადმოცემებით გვასწავლეს მართლმადიდებლური ეკლესიას იოტისოდენა არ გადაუხვევია,
  10. ტაშიი ეგრე არ გვწამს როგორც შენ იძახი მონანიებული მღვდელი , ფეხმძიმე ქალი, და მოუნათლავი მუცელში მყოფი ჩვილი ბავშვის ბედი ჩვენი საქმე არ არის თუ ვინ სად მიდის, ამ ყველაფერს წყვიტავს ღმერთი ვერცერთ ადამიანზე ვერ ვიტყვით და ვერ გავიგებთ თუ სად მოხვდება ესა თუ ის ადამიანი, თუნდაც მოუნათლავები, და თვითმკვლელებიც, ეკლესია მათზე არ ლოცულობს მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ის სამოთხეში არ მოხვდება რაც ჩვენი საქმე არ არის იქ ცხვირი არ უნდა ჩავყოთ
  11. აზრი ბატონო აზრი,ამ კაცმა(გიორგიმ)თქვა რომ აქ სიბრნეზეაო ლაპარაკიო, კაცი რომელიც იძახის სულთა სამყარო მიხილავსო და ანგელოზებს ველაპარაკებიო აუცილებლად უნდა იცოდეს ამის პასუხი, იქნებ დაგვაცადო ლაპარაკი?... მე რაც ვთქვი და ჩემი დასკვნა უნდა იცოდე სხვა ფორუმიდან... მე აქ,არ ვარ შემოსული იმისთვის რომ რაღაცა ვამტკიცო მე მინდა სხვისი აზრები და შეხედულებები გავიზიარო
  12. giorgi qadagishvili არა ეგ არ მიგულისხმია, უფრო სწორად ვინ იგულისხმება ამ იგავის 8.22, ზოგი იძახის ქრისტეაო, ზოგი კიდევ სხვას, იქნებ განავრცო შენი მოსაზრება თუ ვინ არის იქნებ იგავის მეერვე თავი განმიმარტო..... არა შენ ვერ გამიგე მე ზოგადად მართლმადიდებლობაზე გელაპარაკები და შენ კიდევ მთის ხალხი მოგყავს მაგალითად, მთის ხალზე თუ რას სწირავენ და მის წარმართულ რიტუალებზე არ გელაპარაკები და არც კომუნისტურ რეჟიმის დროინდელ ამბებს გეკითხები, მე მართლმადიდებლურ მრწამზე გეუბნევი რომ მსხვერპლშეწირვა ზვარაკების და ხბოების და ირმების შეწირვა არ არის, არის მხოლოდ და მხოლოდ იესოს ქრისტესთან ზიარება, უფრო და უფრო ვხვდები რომ ვერ ერკვევი მართლმადიდებლურ დოგმატში, და შენ ცილიც კი დაგვწამე თურმე მართლმადიდებლური ეკლესია ადრე წირავდა ზვარაკებს და ეხლა კი შეცვალეს მრწამსი და აღარ წირავენო და სულ რაღაც 20 წელიაო, არ არის ჩემო კარგო ეგრე მართლმადიდებლობა იოტისოდენაც კი არ შეუცვლია მის დოგმატში და იქნებ კარგად გაერკვიო და მერე ილაპარაკო მართლმადიდებლურ მინუსებზე
  13. giorgi qadagishvili სულტა სმყაროში რომ გადიხარ ასე თუ ისე მჯერავს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ეს შენი საქციელი ღმერთის მოსაწონია თუ არა და მაგიტომ გწერ
  14. giorgi qadagishvili ჩემზე თუ იძახი სასწაულები მხიბლავს ძალიან შემცდარხარ, არც სასწაულები მხიბლავს და არც ფულზე მაბოდებს, სასწაულები არ ხდება ირგვლივ? რაღა სასწაული უნდა მაჩვენოს უფალმა? ჩემთვის ადამინიც კი სასწაულია (სხვას რომ დავანებოთ თავი)ასე რომ მე სულტა სამყაროში გადავალ თუ არა და "ტაშის" მოცემულ ამოცანებს ამოხსნი თუ არა იგივე ლაშა ვიქნები რაც ეხლა ვარ
  15. lasha kakauridze ან საერთოდ რომ მაჩვენებ დემონს ამით რა უფრო დავუახლოვდები უფალს? უკაცრავად მაგრამ ასე მგონია რაღაცას გვატყუებ
  16. giorgi qadagishvili ან რა გარანტიას იძლევი რომ შენ თუ მაჩვენე ეშმაკი ეს ღვთის მოსაწონი იქნება? თუ ღმერთი საჭიროდ ჩათვლის რომ მიჩვენოს სულთა სამყარო ეშმაკებიც და ანგელოზებიც მაშინ მაჩვენებს და თუ არ ესეიგი არ ყოფილა საჭირო და არ არის ჩემი სულისთვის საამებელი.......
  17. giorgi qadagishvili რომელლ ანგელოზს უჩვენებ? დაცემულს თუ უფლის ანგელოზს? თუ მართლა ქტრისტიანი ხარ დემონს რატომ უჩვენებ?უფლის ანგელოზი მაჩვენე თუნდაც ჩემი მფარველი ანგელოზი
  18. giorgi qadagishvili და ასევე კიდევ ერთხელ გიმეორებ მართლმადიდებლურ რელიგიაში ყველანაირი მსხვერპლთეწირვა არ არსებობს მხოლოდ ზიარების საიდუმლოებააა უფრო და უფრო ვხვდები რომ მართლმადიდებლებს რას სწამთ და როგორ სწამთ ვერ ერკვევი მეც ვერ ვერკვევი კაბალაზე, რადგან მთლად ბოლომდე ვერ ჩავწვდი მაგ შემეცნებას
  19. giorgi qadagishvili ეს რომ არ დაგიწერო არ შემიძლია წმინდანების ლოცვა სწრაფად შეგვეწევა ბევრი რამ შეუძლია მართლის ძლიერ ლოცვას. ელია ჩვენი მსგავსი კაცი იყო და ლოცვით ილოდა, რომ არ მოსულიყო წვიმა და არ მოსულა ქვეყნად წვიმა სამ წელსა და ექვს თვეს. კვლავ ილოცა და ცამ მისცა წვიმა და მიწამ აღმოაცენა თავისი ნაყოფი. (იაკობი 5,16-18) თავად ღმერთი გვასწავლის, რომ იგი მოუსმენს წმინდანების ლოცვას უთხრა მას (აბიმელექს) ღმერთმა სიზმარში: მეც ვიცოდი, რომ წრფელი გულით გააკეთეს ეს და ამიტომაც განგარიდე ცოდვას ჩემს წინაშე; არ მიგაკარე მაგ ქალს. ახლა კი დაუბრუნე ქმარს ცოლი, რადგან წინასწარმეტყველია ის კაცი (აბრაამი). ილოცებს შენთვის, რომ ცოცხალი გადარჩე.(დაბად. 20, 6-7) უთხრა უფალმა ელიფაზ თემანელს: „ახლა წაიყვანე შვიდი ხარი და შვიდი ცხვარი და მიდით ჩემს მორჩილ იობთან, აღავლინეთ აღსავლენი თქვენს საოხად და ჩემი მორჩილი იობი ილოცებს თქვენთვის, რადგან შევიწყნარებ მას.(იობი 42,7-8) თავისი ხალხისათვის ლოცულობდა რამდენიმე საუკუნის წინ გარდაცვლილი იერემია წინასწარმეტყველი შემდეგ გამოეცხადა მაკაბელს სხვა კაცი... ძმათა მოყვარული, ვინც ბევრს ლოცულობს ხალხისა და წმიდა ქალაქისათვის - იერემია, უფლის წინასწარმეტყველი.(2 მაკაბ. 15, 13-14) ელია..... ელია იყო, გრიგალივით რომ დაიფარა და მისი სულით ელისე აღივსო. არ შერყეულა იგი მთავართა წინაშე თავის დღეში და ვერც ვერავინ დაიმორჩილა იგი. ვერავის სიტყვამ ვერ სძლია მას და განსვენების ჟამსაც იწინასწარმეტყველა მისმა ცხედარმა. როგორც სიცოცხლეში მოიმოქმედა სასწაულნი, ასევე საკვირველი იყო მისი საქმეები მისი აღსასრულის შემდეგ.(ზირ. 48,12-15) და სხვა წმინდანები...... რადგან ვიცი, რომ მალე უნდა მივატოვო ჩემი კარავი, როგორც გამომიცხადა კიდეც ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ. ვეცდები, რომ ჩემი წასვლის შემდეგაც ყოველთვის იხსენიებდეთ ამას.(2 პეტრე 1,14-15) მოვიდა სხვა ანგელოზი და დადგა სამსხვერპლოსთან და ოქროს საცეცხლური ეპყრა, და მიცემული ჰქონდა ბევრი საკმეველი, რათა ყველა წმიდანის ლოცვებთან ერთად მიეტანა ოქროს სამსხვერპლოზე, ტახტის წინ. ავიდა საკმევლის კვამლი ლოცვებთან ერთად ანგელოზის ხელით ღვთის წინაშე. წმინდანების ნივთებიც კი კურნავდნენ..... ღმერთი მრავალ უჩვეულო სასწაულს იქმოდა პავლეს ხელით. ისე რომ თვით ავადმყოფებსაც ადებდნენ მის ნაქონ ხელსახოცებს თუ ოლარებს და იკურნებოდნენ და უწმინდური სულები გამოდიოდნენ მათგან. (საქმე 19,11-12 ) უფლის თვალები მიპყრობილია წმიდანებისაკენ და მისი ყურები - მათი ლოცვისაკენ.(ფსალ. 33,16) ჰოდა ჩემო კარგო ის ხე იქნება ლითონი თუ საღებავი კი არ გვკურნავს არამედ ის რწმენა რა რწმენაც ქონდა .....პირველ ქრისტიანებს მოციქულების ხელსახოცებს და ოლარებს რომ ადებდნენ და იმ დროს თუ ხელსახოცს არ უხდიდნენ მადლობას არამედ ქრისტეს, ასევეა ხატი რომელიც იმ რწმენით რომელიც ხატით ინკურნება საღებავს და ფიცარს კი არ ვწირავთ მადლობას არამედ ღმერთს უფალ იესო ქრისტეს
  20. giorgi qadagishvili არ არის ეგრე როგორც შენ ამბობ მაგ კაცზე,....... ადამიანი შეიძლება ცოდვით დაეცეს მაგრამ მას შეუძლია ისევ ფეხზე წამოდგეს დაიბერტტყოს ის მტვერი რაც აეკრა და გააგრძელოს უფლისთვის მსახურება,მეც ვცოდავ შენც ცოდავ და ყველა ცოდავს მაგრამ უფალი ყოვლადმოწყალეა და ის გვპატიობს ცოდვებს სანამ სხეულში ვიმყოფებით.... ეხლა კაბალაზე...... ინტერნეტში არის უამრავი ინფორმაცია არის ეგეთი პიროვნება ებრაელი ვიღაც ლაიტმანი, ეს პიროვნება გვთავაზობს მეექვსე გრძნობის შემეცნებას.....ანუ ადამიანს აძლევს საშუალებას იხილოს სულთა სამყარო, ასევე შენგანაც მოვისმინე (სხვა თემაში) თუ როგორ თავაზობდი ხილვას, მაგრამ თითქოს ყველა თავაზობს დემონების ხილვას და არასდროს არ ლაპარაკობთ და არ თავაზობთ ადამიანს უფლის ანგელოზების ხილვას, იბადება კითხვა რატომ მაინცდამაინც დემონები? შეგიძლია პირველად უფლის ანგელოზი მიჩვენო?ან რა საერთო უნდა მქონდეს იმ დაცემულ ანგელოზთან როცა ერთი სული აქვს მიწასთან გამასწოროს? და კიდევ მაინტერესებს ის ეკლესიის მამები რომელიც მთელი 2000 წლის მანძილზე გადიოდნენ სულთა სამყაროში, მათ ქონდათ ღმრთისგან გამოცხადებები, ასევე დავალებები, რომელიც დაიწერა უამრავი წიგნები, თუნდაც ეხლა მამა აკაკისთან რომელიც მოღვაწეობს მეტეხში ეშმაკეულებს უტარებს კვეთებულის ლოცვებს, რას იტყვი მათ შესახებ?ააქვს საერთო კაბალასთან?
  21. giorgi qadagishvili გიორგი თუ არ დაგეზარება იქნებ ერთ კითხვაზე გამცე პასუხი...... იგავის 8:22 უფალმა შემქმნა მე ........ხომ ვერ მეტყვი რა იგულისმება ამ სიტყვებში?
×
×
  • შექმენი...