-
პოსტები
1.419 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი PLANETA_INFO
-
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული გიორგი ლორთქიფანიძე საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიება დღევანდელ სხდომაზე გადაისინჯა. ბრალდების მხარე კვლავ პატიმრობას ითხოვდა. პროკურორის განმარტებით, არსებობდა საფუძვლები, რომელსაც მხოლოდ უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფდა. დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა და აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა. ასევე დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, […] Source View the full article
-
27 იანვარი, 2022- საქართველოს ბანკი აგროსექტორის ხელშეწყობასა და ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით „ქანდა აგრიქალჩერ“ სოფელ ქანდაში 100 ჰა. ფართობზე ნუშის და ხეხილის ბაღებს გააშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 11 მლნ. ლარია, ბანკის თანამონაწილეობა კი 7 მლნ. ლარს უტოლდება. ნუშის ბაღებთან ერთად პროექტი ალუბლის, გარგრის, ვაშლატამას, ატმისა და ქლიავის ბაღებს გააერთიანებს. საქმიანობაში 15 ადამიანია ჩართული, სეზონურად […] Source View the full article
-
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ “ანტიკორუფციული მოძრაობის” შექმნას მიესალმება. როგორც მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, კორუფციასთან გამკლავება სწორედ საზოგადოების ერთობლივი მუშაობით არის შესაძლებელი. “პოლიტიკაში მე ჩემი აქტიური მუშაობა პარლამენტში, ანტიკორუფციული კომისიის შექმნით და რამდენიმე მინისტრის და სხვა მაღალი თანამდებობის პირის მხილებით დავიწყე. შემდეგ ვიყავი თანაავტორი კანონის ქონებრივი დეკლარაციების და ასევე დაუსაბუთებელი […] Source View the full article
-
„როგორ შეიძლება ლაპარაკობდე ამ ვითარებაში კონფლიქტზე, უსაფრთხოებაზე, რუსეთის მოქმედებაზე და რუსეთს არ ახსენებდე რეზოლუციაში. ეს სრულიად გაუგებარია, არადეკვატურია და ძალიან სამწუხაროა, რაც ხდება.“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „უკრაინის, უკრაინელი ხალხის, იმ ბრძოლის მიმართ, რომელიც დღეს აქვს თავისუფლებისთვისდა ის საფრთხეები, რაც არსებობს, ბუნებრივია ჩვენ ყველას გვავალდებულებს, ეს არის […] Source View the full article
-
დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს ელჩმა და კონსულმა სალომე ტეტუნაშვილი ნეაპოლში მოინახულეს. მათივე ინფორმაციით, ტეტუნაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება: “იტალიაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ და კონსულმა ნატალია კორძაიამ ქ. ნეაპოლში მოინახულეს საქართველოს მოქალაქე სალომე ტეტუნაშვილი, რომლის საძიებო სამუშაოებიც რამდენიმე დღე მიმდინარეობდა. სალომე ტეტუნაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ელჩმა და კონსულმა შეხვედრა […] Source View the full article
-
2022 წლის 4-20 თებერვალს პეკინში გაიმართება ზამთრის ოლიმპიური თამაშები. საქართველოს სპორტსმენებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე – როგორც სსრკ პერიოდში, ასევე საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის წარმომადგენლებმა. რაც შეეხება ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, ბევრი მიზეზის გამო (უპირველესად, შესაბამისი ინფრასტრუქტურული ბაზის უქონლობის გამო) ჩვენ სპორტსმენებს არ მიუღიათ ზამთრის ოლიმპიადებზე მედლები. ყველაზე დიდი წარმატება […] Source View the full article
-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელობა მზად არის, ნებისმიერ დროს შეხვდეს ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული. „ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, რომ გაჟღერებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სააგენტოს წარმომადგენლები უარს აცხადებენ დევნილ ოჯახებთან შეხვედრაზე არ შეესაბამება სიმართლეს. სააგენტო იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების საკითხზე […] Source View the full article
-
საქართველო დაახლოებით 20 წელია, დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაზე მუშაობს, პროგრესი ძალიან შთამბეჭდავია, თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ჩვენს დემოკრატიაზე 245 წელია, ვმუშაობთ და ვხედავთ, ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა. ჟურნალისტებმა კელი დეგნანს შეკითხვა დაუსვეს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების, პარტნიორობისა და მეგობრობის 30 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის მიერ გუშინდელ განცხადებაში გამოთქმულ ერთ-ერთ […] Source View the full article
-
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატურების შერჩევის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა, რომ ეს სამართლიანი პროცესია. კითხვაზე, რამდენად გამჭვირვალედ ჩატარდა შერჩევის პროცესი და როგორი მოლოდინებია სანდოობის მხრივ, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ „უფრო მნიშვნელოვანია, თავად ქართული საზოგადოება რას ფიქრობს“. „პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა ქართველ საზოგადოებას ჰქონდეს […] Source View the full article
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმღვანელობით, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. კომისიის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, არსებულ საფრთხეებზე და საპარლამენტო დღის წესრიგზე. ნატო-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული როლი, როგორც შავი ზღვის რეგიონის […] Source View the full article
-
საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავს. დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას შეხვდა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიხატა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი. საქართველოს პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, […] Source View the full article
-
სახალხო დამცველის შეხვედრები სტრასბურგში – ნინო ლომჯარია წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) აღმასრულებელ მდივანს, რეჯის ბრილატს შეხვდა. ომბუდსმენის აპარატის გავრცელებული ინფორმაციით, ლომჯარიამ რეჯის ბრილატს ინფორმაცია მიაწოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის საქმიანობის შესახებ. განიხილეს ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების საკითხები. 26 იანვარს სახალხო დამცველი […] Source View the full article
-
პარტია „ქართული ოცნება“ უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის საკუთარ ვარიანტს ავრცელებს. ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველო გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული. „საქართველოს პარლამენტი ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს; მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას; ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის […] Source View the full article
-
გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შევა პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს საუკეთესო ინტერესებში იქნება, თუ მმართველი პარტია და ოპოზიცია კეთილსინდისიერად შეძლებენ ერთად მუშაობას. „საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული, აშშ მოუწოდებს ყველა პარტიას, განსაკუთრებით კი „ერთინ ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შესვლისკენ, რადგან ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენი ინტერესებისა […] Source View the full article
-
პოლიციელი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში, ზუგდიდში ქალზე ძალადობდა, იდენტიფიცირებულია. “თაიმერის” ინფორმაციით, ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის ირგვლივ სამსახუროებრივი შემოწმება უკვე დაიწყო და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება”,- განუცხადეს “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში. Source View the full article
-
“ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება, ის იმავე დღეებში ანაკლიის დაკავებასა და სამეგრელოში, მათ შორის ფოთის პორტში, სამხედრო რეიდებს აპირებს” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებულ მიმართვაში წერს: ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება, ის იმავე დღეებში ანაკლიის დაკავებასა და ასევე, სამეგრელოში […] Source View the full article
-
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 15 მანდატით უმცირესობაში მყოფმა “ქართული ოცნების” გუნდმა საკრებულოს თავმჯდომარის სამი მოაგდილისა და ყველა სხვა პოზიციის დაიკავება შესძლო. ამ ყველაფერში კი ფრიდონ ინჯიას პარტიამ ” ევროპელი სოციალისტების” წარმომადგენლებმა შეუწყვეს ხელი. Source View the full article
-
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა Fox News-ის ჟურნალისტს, პიტერ დუსის, რომლის მიმართაც ჩართულ მიკროფონში უხამსი სიტყვები წარმოთქვა, დაურეკა და მოუბოდიშა. „დაახლოებით ერთ საათში მობილურ ტელეფონზე დამირეკა და მითხრა: „არაფერი პირადული, მეგობარო,“- განაცხადა ჟურნალისტმა. შემთხვევა ორშაბათს, თეთრ სახლში მოხდა, როდესაც პიტერ დუსმა ჯო ბაიდენს ინფლაციასთან დაკავშირები კითხვა დაუსვა. „ინფლაციაზე კითხვას უპასუხებთ? ფიქრობთ თუ არა, რომ ინფლაცია არის […] Source View the full article
-
ძალდობის ფაქტი ზუგდიდში.ფაქტი მდინარე ჩხოუშიას სანაპირო ხდება. მამაკაცი ფიზიკურად ძალადობს ქალბატონზე. ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდბა. Source View the full article
-
ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია „არა მილიციას“ მიმდინარეობს. აქცია პარტია „დროას“ წევრებისა და „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების ორგანიზებით იმართება. აქციის მონაწილეები მეტროსადგურში მომხდარი ძალადობის ფაქტს აპროტესტებენ. მათი თქმით, მომხდარი ფაქტი არ არის ერთეული შემთხვევა და სისტემაში არსებულ პრობლემაზე მიუთითებს. აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა ნატა ფერაძე, რომელიც, გაფრთხილების მიუხედავად, უწყების შენობის […] Source View the full article
-
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გმობს 24 იანვარს გავრცელებული ვიდეო-ჩანაწერში აღბეჭდილ ძალადობას. გავრცელებული კადრებიდან დასტურდება, რომ 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე პოლიციელების მხრიდან განხორციელდა სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა. პირველ ეტაპზე აუცილებელია დროული და ეფექტიანი გამოძიების წარმართვა მომხდარზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომხდარზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო. ამ ეტაპზე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის […] Source View the full article
-
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად მწვანე პასპორტის ბაზაში აისახებიან ის პირები, რომელთაც კორონავირუსი ტესტით არ ჰქონდათ დადგენილი, თუმცა ჰქონდათ სიმპტომები და გარკვეული პერიოდი ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. კულუმბეგოვის თქმით, მწვანე პასპორტის და საზოგადოების დაცვის მინიმალური სტანდარტიც კი დარღვეულია. ამიტომ, კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ მწვანე […] Source View the full article
-
ყრუთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მაია მეტონიძე აცხადებს, რომ მეტროში პოლიციელის მიერ ნაცემ არასრულწლოვანს ექსპერტიზა უტარდება. მეტონიძე აღნიშნავს, რომ საქმეში ჩართულია ჟესტური ენის თარჯიმანი. „ბავშვი ჯანმრთელად არის, უტარდება სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც დღეს დასრულდება. ჩართულია ჟესტური ენის თარჯიმანი, ანუ კომუნიკაციის პრობლემა ყველგან მოგვარებულია ამ საკითხთან დაკავშირებით. დაკავებული არიან პოლიციელები, რომლებმაც იძალადეს და მივყვებით ბოლომდე ამ პროცესს. ჩვენი სურვილია, […] Source View the full article
-
“წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გრძელდება ფორმირების პროცესი. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეულია ავთანდილ გაბელია.ვულოცავ, წარმატებებს და ნაყოფიერ მუშაობას ვუსურვებ წალენჯიხის სასარგებლოდ,ამასთან,კიდევ ერთხელ ვულოცავ წალენჯიხის “ენმ”-ს ამ გამორჩეულ გამარჯვებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულია გუგა დარსალია.ვულოცავ გუგას და მის პოლიტიკურ გუნდს,”ლელოს”.ის შეეჭიდა საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარების საპასუხისმგებლო საქმიანობას და წარმატებებს ვუსურვებ ახალგაზრდისთვის ძალიან საინტერესო გზაზე. ნიშანდობლივია ის,რომ წალენჯიხის ინტერესების […] Source View the full article