Jump to content
Planeta.Ge

healthcare

პლანეტელი
  • პოსტები

    146
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი healthcare

  1. მე მხოლოდ ჯანდაცვის პროგრამაზე შემიძლია გიპასუხოთ. ისე გადავცემ თქვენს შეკითხვას შესაამის სპეციალისტს და გიპასუხებენ აუცილებლად
  2. თქვენ ამაზე მეკითხებით? სადღაც წავიკითხე, ალასანიას განახლებად ენერგიებზეც ეწერა ზოგადად, იქნებ უფრო კონკრეტული ინფორმაცა დადოთ,რა კონკრეტული გეგემები აქვს ამ განხრით, თუნდათ თბილისი მასშტაბით. აასევე ნაგვის გადამუშავებაზე და ზოგადად ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე რა პროგრამები არსებობს? აქ ტითქმის არავინ იცი რომ მოსახლეობას ცუდი ეკოლოგიური მდგომარეობა გაცილებიტ ძვირი უჯდებათ ვიდრე წარმოუდგენიათ: 1. ჯანმრთელობის გაუარესება და მისი მკურნალობა დაზარალალებურმა უნდა გადაიხადოს --> სამედიცინო დაზღვევა არაფრის მაქნისია თუ დაავადებების მიზეზების შემცირება არ მოხდა, მაგალიტად ჰაერის დაბიძუნრების პრობლემა არ მიხედეთ. 2.დაბინძურებული ჰაერი ხდება "ქიმიურად აქტიური" და აზიანებს მაგ. შენობაბ ნაგებობეს, კულტურულ ძეგლებს და ა.შ. რომლის შეკეთება ისევ და ისევ მოსახლეობას უწევს 3.ნაგავი, ნაგავი და ნაგავი
  3. ელემენტარულია 117 მილიონი ლარის ამბავი. ერთი ხიდის აშენება მერიას დაახლოებით 50 მილიონი უჯდება. ამას დაამატეთ სხვა ასეთი მსგავსი მეგაპროექტები. ახლა გამოაკელით ეს თანხები და მიუმატეთ ჯანდაცვის ბიუჯეტს. მგონი მარტივია. რაც შეეხება ოჯახის ექიმს. სადაზღვევო კომპანია ხელშეკრულებას აფორმებს პოლიკლინიკასთან, ამბულატორიებთან, ან ცალკე იურიდიულ პირებთან (ოჯახის ექიმი). გითხარით რომ ამ ეტაპზე გამოვიყენებთ უბნის ექიმებსაც, რადგან ოჯახის ექიმების რაოდენობა არაა საკმარისი. ჩვენ ხელს შევუწყობთ მათი გადამზადევის პროცესს. ეს უწყვეტი პროცესია. მაინცდამაინც კერძო ამბულატორიები არაა საჭირო. გამოვიყენებთ ყველა არსებულ ინფრასტრუქტურას, რომ მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახდეს უბნის ექიმი იქნება ეს თუ ოჯახის ექიმი, ანუ აქ მთავარია, რომ ყველა თბილისელს მისი ადგილსამყოფელის ახლოს მიესვლებოდეს ექიმთან. რაც შეეხება პაკეტის ღირებულებას, თვიურ პრემია გადაერიცხება კომპანიას, რომელიც ვალდებულია მომსახურება გასწიოს იმ პაკეტის ფარგლებში რაც მუნიციპალიტეტი დააწესებს, პაკეტის შემადგენლობა გითხარით.
  4. მგონი თქვენც მოიყვანეთ სამაგალითოთ სადაზღვევო კომპანია ჩეზ, თუ არ ვცდები. რუსთაველის პოემა მხოლოდ ქართულ ნიადაგზე არ შექმნილა. მასზე უამრავმა ფილოსოფიურმა მიმდინარეობამ იქონია ზეგავლენა - ნეოპლატონიზმი და ა.შ. შემდეგ ეს შოთამ ქართულ ნიადაგზე განახორციელა. ეს ისე შედარებისათვის. ახალი ბორბალის გამოგონება უფრო დამღუპველია, რადგან ექსპერიმენტების ჩატარების ფუფუნების დრო ჩვენ ნაკლებად გვაქვს. ამიტომ ვიყენებთ მსოფლიო გამოცდილებას, რაშიც საქართველოს დიდი ისტორიული გამოცდილება არ გააჩნია, მგონი დამეთანხმებით. ცხადია ეს მოდელები უნდა იყოს მისადაგებული ეროვნულ ნიადაგს. დაგვიზუსტეთ ერთერთი სადაზღვევო კომპანია ნიშნავს ერთს თუ რამდენიმეს. თუ ერთს ნიშნავს მაშინ ეს მონოპოლიაა და ეს უკვე აგიხსენით წინა გვერდებში. მისი მონიტორინგის მექანიზმებიც აგიხსენით გარკვევით და აღარ გავიმეორებ. 117 მილიონი არის მხოლოდ ჯანდაცვა, აქედან სადაზღვევოზე მიდის 82 მილიონი, დანარჩენი სასწრაფო დახმარებაზე, მედიკამენტების უზრუნველყოფაზე... ეს თანხები დააკლდება ხიდების მშენებლობებს, შოუების მოწყობებს და ა. შ.
  5. ყველაფერს ჰქვია თავისი სახელი. მინიმალური ბაზისური პაკეტი მოიცავს იმ მინიმალურ მომსახურებას რაც აუცილებელია მოქალაქისათვის, კერძოდ უბნის ექიმი (ანუ პირველადი ჯანდაცვა), საავადმყოფოში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მშობიარობა, სპეციალისტების კონსულტაცია, გეგმიური ქირურგიული ოპერაციები (თანაგადახდით). ამას ქვია მინიმალური პაკეტი. გასაგებია?
  6. მართალი ბრძანდებით - 117 მლნ ლარი არის მხოლოდ ჯანდაცვაზე. სოცუიალურ პროგრამებზე სხვა თანხებია განაწილებული. მე მხოლოდ ჯანდაცვაზე შემიძლია გაგცეთ პასუხი. სოციალურ პროგრამაზე სხვა სპეციალისტი დაგელაპარაკებათ. ერთერთი უმთავრესი არის თანხების ადექვატური განაწილება ანუ რესორს ელოკეიშენი - თუ შენ მილიარდიან ბიუჯეტში მხოლოდ 43 მილიონს გამოყოფ ჯანდაცვაზე და ამ დროს აგებ 50 მილიონ ევროიან ხიდებს და მილიონიან შოუებს გააკეთებ, ცხადია ჯანდაცვაზე 43 მილიონის მეტი აღარ დაგრჩება. ჩვენი მიდგომაც განსხვავებულია ამ ხელისუფლებისაგან. და აქ ჩვენთვის მთავარია რესურსების ადექვატური, სამართლიანი განაწილება. ჩვენს პროგრამას არ სჭირდება დამატებითი თანხების გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სრულიად საკმარისია ის ბიუჯეტი რაც დღეს აქვს მიღებული ქვეყანას თბილისისათვის. მაგრამ ამ ბიუჯეტში პრიორიტეტია ჯანდაცვა, და არა მრავალმილიონიანი ხიდები და შოუები. ოჯახის ექიმის ინსტიტუტი აგრეთვე უმთაცრესი მიმართულებაა. ამ მხრივ გამოყენებულ იქნება ის რესურსები რაც არის, ანუ თბილის ახლა არ ყავს იმდენი ოჯახის ექიმი რაც საჭიროა. დაახლოებით 1500 ოახის ექიმია გადამზადებული საქართველოში რაც მცირეა. ამიტომ ჩვენ გამოვიყენებთ თერაპევტებსაც, სანამ მთლიანად არ გადამზადდება საჭირო რაოდენობის პერსონალი. ამ ეტაპზე გავაკეთებთ იმას რაც მუნიციპალური მმართველობის ქვეშაა შესაძლებელი და არაფერს არ შევპირდებით მოსახლეობას რაც ჩვენს მოქმედების ზღვარს სცილდება.
  7. უახლესი მსოფლიო გამოცდილებით და რასაც ექსპერტები ამტკიცეენ ერთი სახელმწიფო კომპანია არაეფექტურია. ეს საკმაოდ დიდი თემაა. მოკლედ გეტყვით - იგი მონოპოლურია, ანუ ერთია და აქედან გამომდინარე არაკონკურენტული. ამიტომაც არაეფექტური.. ჩვენც გვქონდა ამის გამოცდილება 90-იან წლებში როდესაც ერთი სადაზღვევო კომპანია იყო მხოლოდ და უფრო ძვირია მონიტორინგი. ყველაზე უარყოფითი მხარე ამისა არის მიწერების არსებობა... რისი გაკონტროლება საკმაოდ რთულია. ანუ რა საავადმყოფოს მოუტყუებიხარ და რა სადაზღვევო კომპანიას.... მთავარი აქ არის მონიტორინგის ეფექტური სისტემეის დანერგვა ... რაც შეეხება ტარიფების დაწესებას,. ამის რეგულირება უმარტივესია სადაზღვევო ხელშეკრულება იდება პროვაიდერთან სადაც წინდაწინაა განსაზღრული ტარიფი. 11 ლარი მრავლდება 800 ათასზე და მიიღება თვიური პრემია. ესეც მარტივია - რისკის გადანაწილება ჰქვია ამას და სოლიდარობის პრინციპი. მოკლედ მთელი ლექცია უნდა წავიკითხო ახლა მგონი...
  8. წინა თემაში გესაუბრეთ ნაწილობრივ სახელმწიფოს წილობრივ მონაწილეობაზე და ვახსენე, რომ უფრო ეფექტური მეთოდოლოგიები არსებოენ ვიდრე სახელმწიფო+კომპანია ჰიბრიდული ფორმები. ერთერთი ასეთი გახლავთ არამომმგებიანი კომპანიის ფორმა. კვაზისახელმწიფოებრივმა ფორმებმა არ გაამართლეს და ამაზე უამრავი კვლევებია დაწერილი. და რატომ - მთავარია ინტერესთა კონფლიქტი. რაიმე რომ ეფექტური იყოს უნდა მოქმედებდეს ინტერესთა დახლეჩა (სპლიტ ქვია ინგლისურად), ინტერესთა კონკურენცია ქმნის ეფექტურობას. ცხადია სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს მის მიერ გაღებული თანხების კონტროლის მექანიზმები ანუ რეგულირების სქემები, რომელიც ერთერთი უმნიშვნელოვანესია. საქმეც იმაშია რო დღეს საქართველოში გაურბიან ამ სიტყვას რეგულირებას. ჩვენს მოდელში კი მას უმთავრესი მნიშვნელოა ენიჭება. რეგულირების სქემა ურთულესია და მოიცავს მრავალ კომპონენტებს... ახლა რეგულირების მექანიზმები თითქმის არ არსებოს და ამიტომ გეჩვენებათ რომ სადაზღვევოები ატკატებს აკეთებენ და სრულიად სამართლიანად გეჩვენებათ. საქმეც მაგაშია, რომ ჩვენ გამოვიტანეთ ასეთი მოდელი - რეგულირებადი კონკურენტული სადაზღვევო მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია საბაზრო მექანიზმები, ჯანსაღი კონკურენცია და რეგულირება. რაც შეეხება დაფინანსების მეთოდოლოგიას. მოგახსენებთ რომ ეს თანხები გაიცემა მუნიციპალიტეტიდან. დღეს დაახლოებით ერთმილიარდიანი ბიუჯეტი აქვს მერიას. აქედან ჯანდაცვაზე იხარჯება მხოლოდ 43 მილიონი. დასკვნა თქვენ თვითონ გააკეთეთ. თუ რამდენად პრიორიტეტულია დღევანდელი ხელისუფლებისთვის ჯანდაცვა.
  9. ჩვენეული ხედვა არ გახლავთ ის რაც დღეს ხდება სადაზღვევო ინდუსტრიაში. შემთხვევით არ ქვია ჩვენს ძირითად მიმართულებას რეგულირებადი კონკურენტული სადაზღვევო მოდელი. თუ დააკვირდებით აქ სიტყვა რეგულირებადი უმთავრესი გახლავთ. იგი გულისხმობს რეგულირების სქემების ჩამოყალიბებას, კერძოდ არამომგებიანი სადაზღვევო კომპანიების ხელშეწყობას. რაც სრულიად სხვაა ვიდრე მომგებიანი და რასაც თქვენ სახელმწიფოს წილობრივ მონაწილეობას უწოდებთ დასავლეთში უფრო არამომგეიანის სახელს ატარებს. ეს ნიშნავს რომ კომპანიას უწედება ზღვარი მოგებისა გარკვეული პროცენტული გაანგარიშებით ხოლო დანარჩენი უნდა წავიდეს თავად პროდუქტის განვითარებაში. სახელმწიფო+კერძო სადაზღვევო კომპანიის კვაზისახელმწიფოებრივი ჰიბრიდული მოდელები არაეფექტურია. სადაზღვევო კომპანიის მენეჯმენტზე კონტროლის პაკეტი სახელმწიფოს რომ ქონდეს მაშინ რაღა დამოუკიდებელი ერთეულია ეს კომპანია. ასეთი ორსახოვანი იანუსები ვერ ამართლებენ. ეს იგივეა ცოლს გაეყარო და ამავე დროს მის ცხოვრებასაც ზედამხედველობა გაუწიო.... ასეთი ორმაგი თამაშები არ გამოვა, არაეფექტურია. დაზღვევაში გაცილებით უფრო ეფექტური მოდელები არსებოენ ამ მხრივ რაც შეეხება კონტროლს ამაზეც მოგახსენეთ წინა კითხვის საპასუხოდ, ისევ გიმეორებთ მონიტორინგის სქემები შემუშავებულია და მოიცავს კომპლექსურ მიდგომას, ერთერტი ასეთს წარმოადგენს რეიტინგული კვლევა ხარისხის კონტროლი და ა. შ. ამიტომაც ჰქვია ჩვენს მოდელს რეგულირებადი კონკურენტული სადაზღვევო მოდელი
  10. აქ პოლიტიკაზე და ბელადომანიაზე არ გვაქვს საუბარი. ეს ილაპარაკეთ სხვა თემებში, რომლებიც ასე მრავლადაა. აქ მხოლოდ ჯანდაცვაზე ილაპარაკეთ თუ გსურთ საერთო საუბარი.
  11. კი ბატონო კვირას. თანახმა ვარ. კიევ ერთხელ გიხსნით რომ პროგამის შედგენის სტრუქტურას ასწავლიან ბაკალავრიატში... აქ კი მგონი სხვა დონის გელაპარაკებით. თქვენ უბრალოდ არ გინდათ კამათი. ჯანდაცვაზე არ გაგეგებათ მგონი არაფერი და ახლა პროგრამის სტრუქტურულ საფუძვლებზე თუ რაღაც გადახვედით. ეგ თემიდან გადახვევაა. დაუბრუნდით ანდაცვის პროგრამაზე ანალიზს და ნუ მასწავლით თუ ღმერთი გწამთ პროგრამის შედგენას. თქვენხელა შეიძლება წიგნები მქონდეს დაწერილი და სტატიები მსოფლიოს სხვადასხვა ჟურნალებში....
  12. აქ ჯანდაცვაზე გვაქვს დაიკო საუბარი...
  13. ამ კითხვაზე უკვე გაგეცით პასუხი პირგველ გვერდზე, მგონი უნდა წაგეკითხათ. თავიდან გაგიმეორებთ, ოღონდ არ თქვათ მერე გადმოაკოპირაო კითხვა კერძო სადაზღვევო კომპანიების ეფექტიური მუშაობა შესაძლებელი განვითარებულ ქვეყნებში, სადა არის კარგადა დამუშავებული ასეთი კომპანიების კონტროლის მექანიზი. ყოფილ ევროპის პოსტკომუნისტურ ქვეყნებში მთავრი დომინატი ადგილი უკავია ნახევრად სახელმწიფო დაზღვევის კომპანიას, სადაღაც 80%-ი. პასუხი: ამ დროს პირიქით, ჯანდაცვის ეკონომისტების რჩევაა, რომ დაბალშემოსავლიან ქვეყნებში უფრო ეფექტურია კერძო დაზღვევის კომპანიების ჩართვა სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში. შევეცდები მოკლედ აგიხსნათ რატომ. სახელმწიფო კომპანიების შენახვა საჭიროებს დიდ ინვესტიციებს სახელმწიფოს მხრიდან, თანაც სახელმწიფო კომპანია გარკვეულწილად მონოპოლისტურ მდგომარეობაშია. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან შემოღეულ იქნა ახალი მოდელი კონკურენტული სადაზღვევო სისტემა, სადაც კონკურენციაა იქ ეფექტურია მომსახურების გაწევა, შედარებით იწევს ხარჯები. სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგზე დაბალი ხარჯებია, რადგან ეს თავად კერძო დაზღვევის კომპანიების ინტერესებში გადადის... ამიტომაც იქნა არჩეული კონკურენტული რეგულირებადი სადაზღვევო მოდელი. კითხვა: სადზღვევო კერძო კომპანიების იმედზე, როდესაც არ არსებობს ეფექტიური კონტროლი, არის კორუფციის დიდი მაჩვენებელი რეფოფორმა ვერ განხორციელდება. გაქვთ წარმოდგენა თუ როგორი მექანიზმებით შესძლებთ ამ კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ დახარჯული თანხების კონტროლს? პასუხი კონტროლის მექანიზმზე გაგეცით პასუხი წინა თემაში. კერძოდ მუნიციპალიტეტი სადაზაღვევო პრემიას ყოველთვიურად გადაურიცხავს სადაზღვევო კომპანიას, რომელიც თავად ახორციელებს სადაზღვევო მომსახურების მენეჯმენტს და კონტროლს, ეს მის ინტერესებშია. ამით მომსახურების ხარჯები მუნიციპალიტეტის მხრიდან პროგნოზირებადია. ამის გარდა მუნიციპალიტეტი თავად განახორციელებს სადაზღვევო კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების მონიტორინგს, რომელიც შეეხება სამედიცინო ხარისხს. სამედიცინო ხარიხსის მონიტორინგისათვის შემუშავებული გვაქვს სპეციალური მეთოდი, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყნეშია დანერგილი, და რომელიც საკმაოდ რთულ სისტემას წარმოადგენს და მოიცავს სადაზღვევი კომპანიების რეიტინგულ კვლევას შესაამისი კრიტერიუმებით, რომელიც შემუშავებულია. მონიტორინგის ჩვენეული სისტემა ასევე დაკავშირეულია პაციენტის ინფორმირებულობასთან, მისი უფლებების დაცვასთან და. ა. შ. ასე რომ ჩვენეული ხედვა ამ მხრივ მოიცავს მკაცრ ზომებს გაწეული სამედიცინო მომსახურების მთელ საკითხებთან დაკავშირებით.
  14. თქვენ მხედველობაში გაქვთ საჩხერის რაიონი, რომელსაც ივანიშვილი ეხმარება. ამასაც გეტყვით, რომ მთლიანად ივანიშვილი არ უზრუნველყოფს საჩხერის რაიონის ჯანდაცვას. იქ არის სიღარიბის პროგრამა, სასწარაფონ სახმარების, ფსიქიატრია, და ა. შ. რომელიც სახელმწიფო დაფინანსებაზეა. სადაზღვევო კომპანია ქართუ ახორციელებს დაზღვევას სიღარიბის პროგრამის ბენეფიციარებზე და მათ მოსახლეობის ამ კატეგორიაზე სახელმწიფო უხდის თანხას, თითო სულზე 11 ლარი თვეში... და მეორეც სწორედ უნივერსალური პროგრამაა ჩვენი მიზანი, ანუ თილისის მთელი მოსახლეობის დაზღვევა. ახლა მხოლოდ 20%-მდეა დაზღვეული. ჩვენი მიზანია - მოსახლეობის სრული მოცვა და მათთვის მინიმალური ბაზისური პაკეტის შეთავაზება. რომლითაც მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება პირველადი ჯანდაცვით და სტავციონარული მომსახურებით - გადაუდებელი დახმარეა და გეგმიური ოპერაციების თანაგადახდით. ანუ უნივერსალური სადაზღვევო პაკეტი თქვენ მხედველობაში გაქვთ საჩხერის რაიონი, რომელსაც ივანიშვილი ეხმარება. ამასაც გეტყვით, რომ მთლიანად ივანიშვილი არ უზრუნველყოფს საჩხერის რაიონის ჯანდაცვას. იქ არის სიღარიბის პროგრამა, სასწარაფონ სახმარების, ფსიქიატრია, და ა. შ. რომელიც სახელმწიფო დაფინანსებაზეა. სადაზღვევო კომპანია ქართუ ახორციელებს დაზღვევას სიღარიბის პროგრამის ბენეფიციარებზე და მათ მოსახლეობის ამ კატეგორიაზე სახელმწიფო უხდის თანხას, თითო სულზე 11 ლარი თვეში... და მეორეც სწორედ უნივერსალური პროგრამაა ჩვენი მიზანი, ანუ თილისის მთელი მოსახლეობის დაზღვევა. ახლა მხოლოდ 20%-მდეა დაზღვეული. ჩვენი მიზანია - მოსახლეობის სრული მოცვა და მათთვის მინიმალური ბაზისური პაკეტის შეთავაზება. რომლითაც მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება პირველადი ჯანდაცვით და სტავციონარული მომსახურებით - გადაუდებელი დახმარეა და გეგმიური ოპერაციების თანაგადახდით. ანუ უნივერსალური სადაზღვევო პაკეტი
  15. ეგ საიდან იცით რომ არ მაქვს ნანახი პროგრამა მაშინ როდესაც თქვენ გქონდათ ნანახი. კიდეგვ ერთხელ გიხსნით რომ ეს არაა ერთი გოდორი. არამედ მრავალი პროგრამა სხვადასხვა დარგების მიხედვით. ნახეთ პროგრამეი. ერთერთს გარკვევით აწერია "ჯანდაცვის პროგრამა" და ა. შ. ნაწილი და მთელი - გეიზენბერგი და მეორეც ბისმარკის სისტემა არის ზოგადი სახელი სადაზღვევო სისტემის, რომელიც თვითონ მოიცავს მრავალ მოდელს... მაგ.ავსტრიული განსხვავდება გერმანულისგან. შვეიცარიული ჰოლანდიურისგან. თუმცა ამათ ყველას ბისმარკის სისტემა ჰქვიათ. ჩვენი პროგრამის მთავარი მიმართულებაა კონკურენტული რეგულირებადი სადაზღვეფვო მოდელი, რომელიც დაინერგა 90-იან წლეში ჰოლანდიაში, შემდეგ გერმანიაში, შვეიცარიაში, ჩეხეთში...
  16. თქვენგან ყველაფერი ცხადია. არც მე დამიპატიჟეიხართ პირადად. თემა თქვენთვის არ გამიხსნია. აქ არიან ადამიანები რომლებსაც აინტერესებთ. თქვენ როდესაც დასვამთ კითხვას გპასუხობთ მხოლოდ მაშინ. თქვენ მხოლოდ ის გაქვთ ამოჩემებული რომ ეს პროგრამა არაა, მეტი თქვენგან რამე კონკრეტული კითხვა ვერ გავიგე. პ-თავად აღიარეთ რომ არც ეკონომისტი ხართ და არც ამ დარგის სპეციალისტი. ვფიქრობ არც პროგრამის შედგენის სპეციალისტი ბრძანებით. არცთუ ისე არაპროფესონალები ვართ რომ პროგრამის შედგენა არ ვიცოდეთ. პროგრამის შედგენას ბაკალავრიატზე ასწავლიან . აქ კი ბაკალავრები არ გელაპარაკებით მგონი. შემიძლია ხარისხიც გითხრათ. პროფესორი ვარ და ნუ გვასწავლით ელემენტარულს. ეს უფრო ბაკალავრებს ასწავლეთ და ისიც პირველ სემესტრში...
  17. პროგრამა ერთ ადამიანს არ დაუწერია, იგი დაწერა ექსპერტთა ჯგუფმა, რომელშიც უცხოელებიც მონაწილეობდნენ. ამიტომაც იგი წარმოადგენს საერთო პროდუქტს და არა ერთი ავტორის მიერ შექმნილს. ამიტომაც ვერ ვუწოდებ თავს ამ პროგრამის ერთპიროვნულ ავტორად. ამიტომაც აღარ ქონდა აზრი ერთი ექსპერტის დასახელებას. იგი მრავალთა შემოქმედებითი პროდუქტია
  18. თქვენ შეიძლება ჯანდაცვის სფეროში კარგი სპეციალისტი ბრძანდებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მოსახლეობისათვის პროგრამის შეთავაზება შეგიძლიათ. ჩვენ სხვა და სხვა ენაზე ვსაუბრობთ. ეხლა პოლიტიკის ანბანის ახსნას ვერ დავიწყებ. მოკლედ დღეისათვის საკმარისი იყო, სხვა სამუშაოც მაქვს. შემოგთავაზეთ თქვენს თემაში დებატტები. გინდათ აქ ვარ. არა არც ესაა პრობლემა. კარგით რა. მოკლედ ყველაფერზე ილაპარაკეთ პროგრამის გარდა. მოსახლეობისათვის პროგრამის შეთავაზება მხოლოდ ვიწო სპეციალისტებს შეუძლიათ და არა საერთო განათლების ადამიანებს. და რატო გგონიათ რომ არ შეგვიძლია პროგრამის შეთავაზება? ჩვენ უარი არ გვითქვია თქვენს დებატებზე. კითხვას ველოდებით მხოლოდ, რომელიც აგერ სამი საათი გავიდა და ერ კიდევ არ ჩანს თქვენგან.
  19. კიდევ ერთხელ გახსენებთ, რომ ალასანიას პროგრამა შედგება მრავალი ნაწილისაგან, რაც მოიცავს ცალკეულ დარგებს. ამიტომაც დევს ცალკე ჯანდაცვის, ცალკე სოციალური პროგრამები, და ა.შ. ვერ გავიზიარებ თქვენს აზრს რომ გულის ფუნქციაზე ექიმმა არ უნდა ილაპარაკოს. გულის ფუნქციაზე ასე თუ ისე ყველას შეუძლია ილაპარაკოს, პოეტურადაც კი. მაგრამ კომპეტენტურ აზრს მხოლოდ ექიმი გეტყვის და ისიც ყველა ექიმი არა, მხოლოდ კარდიოლოგი. კარგ პროგრამას მართლაც რომ კარგი სპეციალისტები სჭირდება და არა საერთო განათლების ადამიანი. ჩვენც აგერ ვართ და დასვით კითხვა რაც გსურთ ჯანდაცვის გარშემო და გიპასუხებთ ბატონო.
  20. babuagiorgi ვერ გავიგე თქვენი. კონკრეტულად რა ჩაფლავდა (ბოდიში ამ სიტყვისათვის, მაგრამ პირველად მე არ მიხმარია). ის რომ კითხვას პასუხს სცემს არა ერთი არამედ ორი ადამიანი ამაზე უკვე გაგეცით პასუხი შესაბამის თემაში. კიდევ გიმეორებთ. ეკონომიკა მოიცავს მრავალ დარგს, რომელსაც აქვს თავისი სპეციფიკა და მოითხოვს ვიწრო სპეციალისტის კომპეტენტურობას, რაც ერთ ადამიანს არ შეუძლია გაწვდეს. აბა როგორ შემიძლია ვილაპარაკო მე ტურიზმის ეკონომიკაზე, მაში როდესაც ეკონომისტი კი მქვია, მაგრამ ვარ ჯანდაცვის ეკონომისტი. ასე ბატონო, ამ ქვეყანაზე ყველა სპეციალისტად თვლის თავს, პოლიტიკოსიცაა, იურისტიც, ეკონომისტიც და ა. შ. წავიდა ეს დრო ...
  21. დამეთანხმეთ რომ წავიდა ის დრო როდესაც ლენინი ამბობდა მგონი ასეთი სიტყვებით - დამლაგებელსაც შეუძლია ქვეყნის სათავეში მოსვლაო. ეკონომიკის დარგები მრავალი გახდა, წარმოიდგინეთ განათლების ეკონომიკაც კი შემოდის ახლა მსოფლიოში, რაც მოითხოვს კომპეტენციას, რაც ერთ ადამიანს აღემატება. მე არ დავიწყებ არც პოლიტიკაზე და არც განათლებაზე საუბარს, იმიტომ კი არა რომ განათლებაში არაფერი გამიგია, საკმაოდ ბევრი წამიკითხავს და წიგნეიც კინ დამიწერია, მაგრამ მაინც არ მივცემ თავს უფლებას ვილაპარაკო ამ დარგებზე, თუნდაც პოლიტიკაზე, რომელიც საკმაოდ ფილიგრანული მეცნიერებაა და მოითხოვს თავისებურ განათლებულობას. ამიტომაც გამოვა ჩვენ და არა მე. ანუ რიოდესაც კითხვა შეეხება სხვადასხვა დარგებს, იქ აუცილებლად ექსპერტმა უნდა გასცეს კომპეტენტური პასუხი და არა ერთმა ადამიანმა...
  22. მე შემიძლია მხოლოდ ონლაინში და მხოლოდ ჯანდაცვაზე. რაც შეეხება დაკოპირებას და დიდ ტექსტებს. თქვენ საკმაოდ ბევრი კითხვა დასვით და ჩვენც შევეცადეთ ამომწურავად გვეპასუხა.
  23. მე თუ მკითხავთ კონფერენციაზე დიდი არაფერი მომხდარა. თქვენ დასვით კითხვა ჩვენ მოგაწოდეთ პუნქტობრივად თქვენს კითხვებზე პასუხი. თქვენ არ გააგრძელეთ და გახვედით. სულ ეს იყო. როგორც ახლა. მე გაგეცით პასუხი და თქვენ გადიხართ. მესმის რომ სპეციალისტი არ ბრძანდებით. ჯანდაცვის ეკონომიკა კი სპეციფიკური დარგია. მიუხედავად ამისა შევეცდები ყველა კითხვაზე ამომწურავად გიპასუხოთ. და მეორეც მე არა ვარ პოლიტიკოსი და არცერთი პარტიის წევრი. ღმერთმა დამიფაროს. უბრალოდ მომიწვიეს ექსპერტად. სხვა პარტიას რომ მივეწვიე იქაც მივიდოდი მხოლოდ ექსპერტად და გამოვთქვამდი ჩემს აზრს.
  24. გიპასუხებთ ბატონი დავითი ხელმძღვანელობს ეკონომიკურ ბლოკს, რომელშიც შედის სპეციფიკური დარგები, რომლებიც მოითხოვენ ექსპერტებს. ერთია ხელმძღვანელი და მეორე მხრივ სხვადასხვა დარგები. ბატონი დათო არაა ჯანდაცვის ეკონომისტი, რომელიც განსხვავდება ეკონომიკისაგან. სპეციფიკურია, ამიტომაცაა ცალკე დარგი. პროგრამა ექსპერტებმა შევიმუშავეთ თანაც როგორც ზემოთ მოგახსენეთ არაერთმა, უცხოელებიც კი იყვნენ ჩარეულნი. პროგრამა კონსენსუსის შედეგად მივიღეთ, არ დაგიმალავთ რომ იქაც იყო ბევრი წინააღმდეგობა. მსოფლიოში რამდენი ქვეყანაცაა იმდენი სისტემაა და ყველას თავისი არგუმენტები აქვს. ბოლოს ამ პროგრამაზე შევჯერდით. ამიტომაც უადგილოა აქ ლაპარაკი ბატონი დავითის კომპეტენტურობაზე. იგი გამოცდილი ფინანსისტი და ეკონომისტია, მაგრამ არა ჯანდაცვის ეკონომისტი. ამიტომაც ჩათვალა რომ მე მივეწვიე კონფერენციაზე. ესეც ლოგიკურია და დამეთანხმებით რომ პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო... დათო ხელმძღვანელობდა ამ პროცესს სხვადასხვა დარგების მიხედვით.
  25. აქ არ მოვიყვან თქვენ მიერ გამოთქმულ სიტყვებს, რომელთან შედარებით დემაგოგი ალბათ დიდი არაფერია. და საერთოდ თუ ამჩნევთ რომ ყველაფერზე ლაპარაკობთ პროგრამის გარდა
×
×
  • შექმენი...