Jump to content
Planeta.Ge

healthcare

პლანეტელი
  • პოსტები

    146
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი healthcare

  1. დღეს რეგულირება არ ხდება. რეგულირება დღევანდელხელისუფლებას საერთოდ მიაჩნია სალანძღავ სიტყვად. თავი მოაქვთ ლიბერტანიანელებად, ეს მხოლოდ სიტყვით თორემ საქმით მონოპოლიური სადაზღვევო სისტემა შექმნეს. ესეც კარგად მეტყველებს ხელისუფლების ორსახოვანობაზე: სიტყვით ერთს ლაპარაკობენ, საქმით მეორეს. ალასანიას პროგრამაში სადაზღვევო სისტემის შესახებ სწორედ რეგულირებაზეა აქცენტი გაკეთებული - ჩვენს მიერ არჩეული მოდელის სახელია რეგულირებადი კონკურენტული სადაზღვევო მოდელი (ევროპული ტიპის). რაც შეეხება კანონის მიღებას სავალდებულო დაზღვევაზე - ალასანიას პროგრამით ისეთი მოდელი შევარჩიეთ რომ მისი მერობის პერიოდში ნაკლებად ყოფილიყო განუხორციელებელი გეგმები, რომელიც წინააღმდეგობაში მოვიდოდა სახელმწიფო კანონებთან. ის რომ ყველა თბილისელი იქნება დაზღვეული მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამით არ საჭიროებს ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნას. სტრატეგიულად შემდეგ პერიოდში უკვე შესაძლებელი იქნება ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო დაზღვევის შემოღება. ამ ეტაპზე კი თბილისელების საყოველთაო დაზღვევა სრულიად განხორციელებადია და იმ ბიუჯეტის ფარგლებში რაც დღეს აქვს თბილისს მოცვა ჯანდაცვის ტერმინია - მოსახლეობის საყოველთაო მოცვა ნიშნავს მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევას
  2. უნივერსალური მოცვა ნიშნავს სავალდებულო დაზღვევას. თავდაპირველ ეტაპზე გადასახადებით შეგროვდება დაზღვევისთვის აუცილებელი თანხა. იმიტომ რომ დაზღვევის შენატანით სისტემა დამოკიდებულია დასაქმებაზე. ჩვენთან მოგეხსენება დასაქმება რა დონეზეა, ინდივიდუალური დასაქმებულებიდან შენატანი ამ ეტაპზე რთულია. საერთოდ დაზღვევა რთული სისტემაა, ეტაპობრივად გადავა სადაზღვევო სისტემაზე. მანამდე კი საერთო გადასახადებიდან გამოიყოფა თანხა, ცხადია დამატებით პაკეტზე სადაზღვევო შენატანი იქნება
  3. მესმის ბაბუ, აუცილებლად გავითვალისწინებთ
  4. არამგონია, არაა ის კაცი ალასანია ბაბუს რომ ასე გაიმეტებდეს, დამიჯერე მე
  5. ჩეგევარა გამახსენდა, ძაან გავხართ ჩეს... კი ნამდვილად, დამიკავშირდა და ეს რა კარგი ბაბუა გაგიცნიაო, რა უნდაო ჩეხეთში, ჩამოვიდესო აქ
  6. კაი ბებო რა რავა სულ ბებია ოლღასავით უნდა თქვა ზურიკელაზე ცუდი, ვიცი გული და სული რომ მლოცავს მაგრამ მაინც
  7. თუ მიაქცევთ ყურადღებას მე დავწერე მოსახლეობის საჭიროების მიხედვით, ანუ ინფრასტრუქტურის განლაგება დამოკიდებულია მოსახლეოის რაოდენობაზე და საჭიროებებზე, ანუ ნიიდზ ესესმენტ რასაც ქვია. უმთავრესია პირველადი ჯანდაცვა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, გადაუდებელი სტაციონარული ცენტრები რაიონულ ერთეულებში (დამეთანხმეთ, რამდენი გადაუდებელი შემთხვევა იქნება ქვეყანაში ყველას ვერტმფრენით ხომ ვერ გადმოაფრენ) სადაც საწოლების რაოდენობა დამოკიდებულიიქნება მოსახლეობის რაოდენოაზე, ხოლო გეგმიური ჰოსპიტალიზაცია რეგიონში. სპეციალიზებული თბილისში
  8. სადაური მეგრელი ბრძნდებით? დედა მყავს მეგრელი. არა არასოდეს არ მინდა პოლიტიკოსობა, გეფიცებით! ვიცი, მომივა მერე კონფლიქტი ხელისუფლებასთან და მირჩევნია ჩემთვის ვიყო და მეცნიერებაში ვიჩხაკუნო.
  9. ბატონო კეთილო ბებო არ ვარ პოლიტიკოსი, ექსპერტი ვარ ერთი მოკვდავი და არც ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას არანაირი ფორმით.
  10. საერთო პროგრამა დევს ვებგვერდზე ისე მეტსაც გეტყვით, შესაძლოა ჰესპამაც მიიღოს მონაწილეობა სადაზღვევო სისტემაში, რატომაც არა, ცხადია თუ იქნება წარმოდგენილი როგორც თანაბარი უფლებების მქონე ფორმის სახით და არა დანამატი ჯანდაცვის სამინისტროსი.
  11. ჰოსპიტალური სექტორის განვითარება ცხადია გვაქვს ჩვენი შეხედულება, რომელიც არსებითად განსხვავდება სახელმწიფოს მიდგომებიდან. სრულიად მიუღებელია ფარმაციის სადაზღვევო კომპანიების და საავადმყოფოების გაერთიანება. ამან რაც ახლა ხდება და რასაც აპირებენ ჰოსპიტალურ სფეროში წარმოუდგენლად უარყოფითი შედეგები შესაძლოა გამოიწვიოს. ჩვენი ხედვაა ჰოსპიტალური სფერო გაყოფილი უნდა იყოს სადაზღვევოსგან, ანუ ინტერესთა სპლიტი უნდა არსეოდეს. ამის გარეშე შეუძლებელია კონკურენცია და ხარისხი და პაციენტთა უფლებების დაცვა არჩევითობისა. რაც შეეხება კლინიკების მშენელობას, ყველა რაიონში უნდა იყოს მოსახლეობის საჭიროების შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და ინფრასტრუქტურა. და სახელმწიფო ვალდებულია სისტემის გამართვასა და კეთილმოწყობაში თავისი წილი გაიღოს.
  12. რადგან ისევ აკოპირებთ თქვენს პოსტებს, რომელზეც არაერთხელ გიპასუხეთ, ისევ გავიმეორებ ერთ პოსტს ბატონო ბებო ეს თქვენ დაწერეთ მგონი ჩვენს მიერ შემუშავებულ პროგრამაზე სხვა თემაში "კარგი ჯანდაცვის პროგრამაში "ვერხი" დამითმია". როგორც ვატყობ მოგეწონათ პროგრამა. იგივე ამ თემებშიც ახსენეთ ერთი-ორჯერ. როგორც იტყვიან ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო. აქ აქცენტის გადატანა კი არა პროგრამის განხილვა მიმდინარეობს, რასაც ვცდილობ აგერ უკვე მე 15 გვერდზე. და კიდევ გავაგრძელებ, სანამ მოსახლეობას ექნება ამის სურვილი. ერთს დავამატებ. არანაირად არ გილაპარაკიათ იმაზე რომ არცერთს სხვას პროგრამა არ გააჩნიათ
  13. მესმის თქვენი და ისიც ვიცი უმუშევრობა რამდენად მძიმეა, ამას საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით. იმიტომაც დავტოვე საქართველო მშობლები, რომ უმუშევრად ვერ გავჩერდი. მაგრამ ყველას არ შეუძლია წავიდეს ქვეყნიდან. დასაქმების პროგრამა არსებობს. სამწუხაროდ მე არ ვმუშაობდი ამ განხრით და თავს უფლებას ვერ მივცემ ამ მიმართულებით გიპასუხოთ.
  14. რას იზამ, ვალდებული ხარ უპასუხო. თორემ ერთი ოთხი წიგნი მაქვს ახლა დასამუშავეელი და როდის მოვასწრებ ამას იმაზე ვფიქრობ..
  15. მე საერთოდ შორსა ვარ ყოველგვარი ადმინისტრაციული მუშაობით რომ დავკავდე. არ არის ჩემს სტილში ბიუროკრატია. ჩემთვის უფრო კვლევებია მთავარი და სამეცნიერო მოღვაწეობა. თუ დასჭირდა ვინმეს ჩემი კონსულტაცია ყველას შემიძლია გავუწიო ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელს. ერთპარტიულობის ამოჩემების წინააღმდეგი ვარ და ვიქნები ყოველთვის.
  16. ლენინი იმ შუაშია, რომ ყველას არ შეუძლია ილაპარაკოს ვიწრო სპეციალობებზე და მიმდინარეოებზე. ჩვენთვის მიუღებელია ზოგადი საუბრები და განხილვები. იმიტომაც ვაანალიზებ ამ საკითხებს რომ პროგრამების საერთო ხელმძღვანელს არ შეუძლია იცოდეს ისეთი დეტალები, როგორიცაა სადაზღვევო სქემებში რისკის განაწილება და ა. შ. ამაზე პასუხი ექპერტმა უნდა გასცეს.
  17. მესმის ეს პრობლემა, მაგრამ იგივე მონოპოლურმა ერთმა კომპანიამაც შესაძლოა გააკეთოს, თანაც არავინ ეყოლება კონკურენტი... აქ მთავარი რეგულირების მექანიზმია და მონიტორინგის სისტემების შემუშავება... ასევე ცნობილია, რომ მონოპოლურ სისტემაში უფროა კორუფცია ვიდრე კონკურენტულში..
  18. ის რომ სადაზღვევო კომპანია ხელოვნურად წელავს გადახდებს და მათი საქმიანობა არანაირ რეგულირებას არ ემორჩილება ამაზე მოგახსენეთ და შეძლებისდაგვარად განვმარტე, რომ დღევანდელი სადაზღვევო ინდუსტრია საქმიანობს რეგულირებების, სტანდარტების გარეშე. მეტსაც გეტყვით 11 კომპანია არაა საჭირო 4 მილიონიანი ერისთვის. ასეთი ფრაგმენტაცია რისკების განაწილებას და სოლიდარობის პრინციპს არღვევს, რაც უმთავრესია ჯანდაცვაში. ამიტომაც ქვია ჩვენს პროგრამას რეგულირებადი კონკურენტული სადაზღვევო სისტემა, სადაც პირველი სიტყვაა რეგულირება, რომლითაც უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია, ხარისხი და ა. შ. რომელსაც სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს... კერძოსადაზღვევო კომპანიას უფლება ექნება მოგება მიიღოს ინდივიდუალური დაზღვევით, რომელსაც პარალელურად განახორციელებს. ცხადია მოგება ექნება სახელმწიფო პროგრამების მენეჯმენტშიც, მაგრამ არა 60 თუ 40 % რაც ახლა აქვთ არამედ გარკვეული მინიმალური პროცენტი, რომელიც წინდაწინაა დადგენილი, როგორც ეს ხდება გერმანიაში ან ნიდერლანდებში, სადაც ასევე სახელმწიფო პროგრამების განხორციელებისას მოგება წინდაწინაა დარეგულირებული. მეტსაც გეტყვით აქცენტი გაკეთდება არამომგეიანი კომპანიების განვითარებაზე პროგრამებს განახორციელებენ მხოლოდ და მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტები და ჯანდაცვის ორგანიზატორები
  19. "ალასანიას წინა საარჩევნო პროგრამა" დაწერილია პროგრამისათვის საჭირო ყველანაირი აქსესუარით. მე ნამდვილად არ გადამაქვს აქეცენტი სხვა თემაზე. მოსახლეობა სვამს კითხვებს სხვადასხვა სისტემებზე და ვპასუხობ. ვფიქრობ სწორია რომ კითხვებს სვამენ სხვა სისტემებთან კონტექსტში. და ამას ვიზიარებ, რადგან მოდელის განხილვა სხვა სისტემებთან შედარების გარეშე შეუძლებელია და აბსოლუტურად ვიზიარებ აქ დასმულ კითხვებს. ისიც აგიხსენით წინა თავებში, რომ ჩვენთვის მიუღებელია საკითხისადმი ლენინური მიდგომა - დამლაგებელსაც შეუძლია გახდეს მეთაურიო. სწორედაც იმიტომ გამომგზავნეს აქ რომ კომპეტენტური პასუხი გამეცა ისეთი სპეციფიკური დარგისათვის როგორიც ჯანდაცვის ეკონომიკაა. და ვთვლი და დამეთანხმეთ რომ ღვინო შეიძლება ნეისმიერმა ჩვენთაგანმა დააყენოს სახლში, მაგრამ პროფესიონალი მეღვინის მიერ გაკეთებული ალბათ უფრო უკეთესი იქნება. ისიც მოგეხსენებათ, რომ დათო გახლავთ საერთო ხელმძღვანელი. პროგრამები კი ექსპერტებმა და ვიწრო სპეციალისტებმა შევიმუშავეთ, ამიტომაც ჩათვალა საჭიროდ თქვენთვის რომ პასუხი გაცემულიყო ექსპერტების დონეზე. აგიხსენით ეს, თქვენ მაინც თქვენსას იმეორებთ.
  20. ბატონო ბებო ეს თქვენ დაწერეთ მგონი ჩვენს მიერ შემუშავებულ პროგრამაზე სხვა თემაში "კარგი ჯანდაცვის პროგრამაში "ვერხი" დამითმია". როგორც ვატყობ მოგეწონათ პროგრამა. იგივე ამ თემებშიც ახსენეთ ერთი-ორჯერ. როგორც იტყვიან ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო. აქ აქცენტის გადატანა კი არა პროგრამის განხილვა მიმდინარეობს, რასაც ვცდილობ აგერ უკვე მე 15 გვერდზე. და კიდევ გავაგრძელებ, სანამ მოსახლეობას ექნება ამის სურვილი.
  21. არჩევანი თავისუფლება არ გულისხმობს მხოლოდ კლინიკის არჩევანს, იგი გულისხმობს პაკეტის არჩევანსაც, რაც დამეთანხმეთ არანაკლებ მნიშვნელოვანია. კონკურენციის მეშვეობით იქმნება დამატებითი პაკეტები, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს. თითქმის ყველა კომპანიამ დააწესა სახელმწიფოს მიერ დადგენილიპაკეტს ზევით სამედიცინო მომსახურება. რაც ერთი კომპანიის მონოპოლიის დროს შეუძლებელია გაკეთდეს. ამიტომაც მხარს ვუჭერთ გერმანულ მიდგომას კონკურენტული რეგულირებადი სადაზღვევო სქემის მიმართ. იმას რასაც დღეს სჩადია კომპანიები ამაში სახელმწიფოა დამნაშავე, რადგან არანაირი რეგულირება არ აქვთ. საერთოდ რეგულირება მათთვის სალანძღავი სიტყვა გახდა. არ არსებობს სტანდარტები. მედიაციის სამსახური მხოლოდ საჩივრებზე აპელირებს ისიც არაეფექტურად, გადახედეთ მათ რეპორტებს. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ამერიკის ველური კაპიტალიზმი არ გახლავთ გერმანული სოციალური დაზღვევის სისტემა, რომელიც ავირჩიეთ. ფუნდამენტური განსხვავებაა ამერიკულ და ევროპულ მოდელებს შორის, თუმცა ამერიკამაც გადადგა ნაბიჯები ევროპული სქემებისკენ. ის რომ 10 თუ ოციწლის შემდეგ ბიუჯეტი იქნება უფრო მეტი ვიდრე დღეს არის ეს გასაგებია, მაგრამ დღეს როგორ გინდა ააშენო სკანდინავიური მოდელი ამ ღარიბ ქვეყანაში? საკითხავიც ესაა. თქვენ ერთი მხრივ ებრძვით ბიუროკრატიულ სისტემას, რაშიც გეთანხმებით, მაგრამ სკანდინავიური და ბრიტანული მოდელები, რომელსაც აფასებთ, ყველაზე ბიუროკრატიულია მსოფლიოში, რადგან სახელმწიფოს ხელშია თითქმის ყველაფერი. ბიუროკრატიის შემცირებაში დაგეთანხმებით, მაგრამ არა ულტრასოციალური სქემებით, რაც თავისთავად მოითხოვს გაზრდილ ბიუროკრატიას მე ხელისუფლებაში არ გახლავართ.
  22. სკანდინავიის მოდელი ერთი მხრივ იდეალურია და მეორე მხრივ უძვირესია. მას სჭირდება დიდი სახელმწიფო ინვესტიციები. სკანდინავია იდეალურია, მართლაც რომ სოციალური ქვეყნებია, მაგრამ იგი იდეალურია ჩვენისთანა ღარიბი ქვეყნისათვის, რადგან მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან დიდი რაოდენობით თანხების დაბანდებას, რაც დამეთანხმეთ რომ 6 მილიარდიან ბიუჯეტში შეუძლებელია... სკანდინავია ჩვენთვის კიდევ დიდხანს დარჩება ნატვრის ხედ, რომელსაც შორიდან შეიძლება უყურო. მე არც მემარცხენე ვარ და არც მემარჯვენე. იმ ობიექტურ რეალობას ვითვალისწინებ რაც დღეს აქვს ქვეყანას. იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ აბსოლუტურად მემარცხენა ვიყოთ ან აბსოლუტურად მემარჯვენე, უფრო ობიექტური რეალობა და ესოდენ მწირი თანხების რაციონალურად, ეფექტურად ხარჯვა...
  23. მსოფლიოში სხვა უკეთესი ეფექტური არაფერი გამოგონებულა საკონკურსო ტენდერის გარდა. როგორც ჩერჩილი იტყოდა - პარლამენტი საშინელებაა, მაგრამ სხვა არაფერი გამოგონებულაო ამ ფორმაზე უკეთესი...
  24. სწორედ რომ განსხვავდება თანაც ძირეულად. დღეს რომ მხოლოდ ერთი კომპანიაა თბილისში და ისიც ფარმაცევტული კომპანიის ნაშიერი ეს თავად მეტყველებს სახელმწიფოს მიერ დაშვებულ შეცდომებზე. სადაც უგულეელყოფილია პაციენტის არჩევითი უფლება. ეს გზა უკვე გაიარა ევროპის პროგრესულმა სადაზღვევო სისტემებმა, მხედველობაში მაქვს გერმანია, ჰოლანდია, შვეიცარია... ჩვენი პროგრამა გულისხმობს კონკურენტულ სადაზღვევო სქემას, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყველა სადაზღვევო კომპანია, ცხადია მკაცრი რეგულაციების გათვალისწინებით. ის რომ თავად არ მოგწონთ როცა ერთი კომპანიაა თბილისში და მეორე მხრივ მოგწონთ ერთი სახელმწიფო კომპანიის არსებობა. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს ერთიდაიგივეა. ამიტომაც ვართ წინააღმდეგი ყოველგვარი მონოპოლიის ეს სახელმწიფოს მხრიდან იქნება თუ კერძო სექტორის მხრიდან ერთი კომპანიის სახით. ჩვენთვის მთავარია პაციენტის არჩევანის თავისუფლება..
  25. ვეთანხმები აქ გამოთქმულ აზრს, რომ მმკ-ს ქმედება არ იყო მართლმადიდებლური. დეისაძის წიგნის ასე აჟიტირებაც არაა მისაღები. ეს ლიტერატურაა მხოლოდ და მეტი არაფერი. რომელიც თუ გინდა წაიკითხე, თუ არ გინდა - გვერდი აუარე. სალვადორ დალის ან პიკასოს აქვს ნამუშევრები, ზოგი კათოლიკურია ზოგი უფრო სხვა შინაარსის. მაგრამ მის გამოფენაზე თუ წავედი არ ნიშნავს იმას რომ მართლმადიდებლობას ვუღალატე.
×
×
  • შექმენი...