Jump to content
Planeta.Ge

healthcare

პლანეტელი
  • პოსტები

    146
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი healthcare

  1. კიდევ ერთხელ გიხსნით, რომ მხედველობაში მაქვს ჯანდაცვის პროგრამა და მხოლოდ ჯანდაცვის პროგრამაზე ისაუბრეთ ამ თემაში. ჯობია ისიც აღნიშნოთ, რომ სხვას საერთოდ არ აქვს პროგრამა, სახელისუფლებო კანდიდატის ჩათვლით.
  2. პოლიტიკოსი არ ვარ და შეძლებისდაგვარად თავს ვარიდებ ასეთ თემებზე საუბარს. თუ არ ვცდები თინა ხიდაშელი მივიდა კავკასიის ტვ-ში და გააპროტესტა გულაშვილის ქმედება. მეტი რა პასუხი გაინტერესებთ გაუგებარია.
  3. ბატონო ბებო საარჩენვო პროგრამა დევს იმ სახით რაც მიღებული და აპრობირებულია მთელ მსოფლიოში, თანაც ცალ-ცალკე ყველა დარგის მიხედვით. ამაზე კამათს მეტს აღარ გავაგრძელებ. ჩემი პოსტებიდან არ ჩანს რომ დილეტანტი ვარ. საკმაოდ დიდი ხარისხი მაქვს და ესეც მოგახსენეთ.
  4. ჩვენს პროგრამაში გარკვევით და ხაზგასმით წერია თბილისის მთელი მოსახლეობის მოცვა საყოველთაო დაზღვევის სახით - ანუ უნივერსალური მოცვა, უნივერსალური მინიმალური სადაზღვევო პაკეტი და არა ფრაგმენტიზირებული დაზღვევა, სადაც მოსახლეობის მხოლოდ გარკვეულ კატეგორიას აქვს დაზღვევა ხოლო დანარჩენს ელემენტარული პირველადი ჯანდაცის სისტემის ხელმისაწვდომობაც არ გააჩნია. ამას ქვია რესურსების არაადექვატური განაწილება, რაც საქართველოში არაპროფესიონალების მიერ შემუშავებული სქემაა. მარტო ამისათვის უნდა რცხვენოდეთ ჯანდაცვის სამინისტროს...
  5. ევროპაში არ არის ერთნაირი მოდელი. უნდა იცოდეთ, რომ არსებობს ბევერიჯის და ბისმარკის მოდელები, რომელთა შორის ძირეული სხვაობაა. თვით ბისმარკის სოციალური დაზღვევის მოდელშიც სხვადასხვა განშტოებებია. ჩვენი მოდელი ეფუძნება ევროპულ გამოცდილებას. დავწერე ზემოთ და კიდევ გიმეორებთ - ჩვენი მოდელის საფუძველია გერმანული, ჰოლანდიური, შვეიცარიული სადაზღვევო სისტემების გამოცდილება, სადაც დაინერგა კონკურენტული რეგულირებადი სადაზღვევო მოდელი. ბრიტანული მოდელში საერთოდ არაა დაზღვევა, იგი ბევერიჯის სახელითაა ცნობილი. კიდევ ერთხელ გიმეორებთ - ჩვენი პროგრამის ქვაკუთხედია უნივერსალური დაზღვევა, თბილისის მთელი მოსახლეობის მოცვა, სოლიდარობის პრინციპით რისკის გადანაწილება. გადახედეთ პროგრამას კარგად და წინა პოსტებს...
  6. ბაბუ არაპროფესიონალია, წარმოიდგინეთ ეკონომისტიც არ გახლავთ! ბაბუ სწორიაო რომ ამბობთ, საკითხავია საიდან იქნება არაპროფესიონალის აზრი სწორი. მაგრამ ესეც გასაგებია თქვენ და თქვენნაირები სწორედ არაპროფესიონალების მიერ დაწერილ პროგრამებს ირჩევთ, თუ ირჩევთ საერთოდ. თქვენი სიტყვებია - "თორე ჩაგრეცხავთ ჩემი კაი ტო!" - ესეც გასაგები ლოზუნგია და საიდანაც მოდის ისიც ცხადია. ნაცმოძრაობას აგინებთ და მეორე მხრივ მისი სიტყვებით და ლოზუნგებით აპელირებთ. თქვენთვის ისევე როგორც ნაცმოძრაობისათვის პროფესიონალების აზრი ჩასარეცხია და ბაბუსნაირი არაპროფესიონალების აზრი, რომელსაც ბისმარკის სიტყვის გარდა არაფერი ესმის მისი შინაარსი, ნამდვილად იქნება მისაღები.
  7. ამ კითხვაზე ვუპასუხე წინა პოსტში, ისევ გიმეორებთ ჩვენი პროგრამა არ გახლავთ ამერიკული მოდელი. იგი გახლავთ გერმანული, ჰოლანდიური, შვეიცარიული სადაზღვევო სქემაზე დაფუძნებული, სადაც რეფორმები გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო და შემოიღეს კონკურენტული რეგულირებადი სადაზღვევო მოდელი. მისი პრინციპები ავხსენი და გადახედეთ. ბრიტანული გირჩევნიათ თუ გერმანული, ჰოლანდიური და შვეიცარიული ეს უკვე მსოფლმხედველობაზეა დამოკიდებული. ბრიტანეთში დაზღვევა საერთოდ არ არსებობს. იქ ბევერიჯის სისტემაა, რომელიც თავის დროზე ჩერჩილმა შემოიღო საბჭოთა სემაშკოს მოდელით აღფრთოვანებულმა. ჩვენი ხედვა უფრო გერმანულ, ჰოლანდიურ და შვეიცარიულ მოდელებზეა აქცენტირებული, ანუ ვიმეორებ ევროპულ სადაზღვევო სქემებზე.
  8. მე თავიდანვე დავწერე რო დღეს არსებულ მდგომარეობას სადაზღვევო ინდუსტრიაში ნუ გააიგივებთ ჩვენს მიერ არჩეულ მოდელთან და პროგრამასთან, რომელიც ძირეულად განსხვავდება. ჩვენს სქემას ჰქვია რეგულირებადი კონკურენტული სადაზღვევო მოდელი, რომელიც განსხვავდება დღეს არსებული მოდელისაგან. საქმეც იმაშია, რომ საქართველოში არსებულ სისტემას არაფერი აქვს საერთო იმ მოდელთან რომელიც ჰოლანდიაში, და გერმანიაში არსებობს კონკურენტული რეგულირებადი სადაზღვევო მოდელის თვალსაზრისით. მეტსაც გეტყვით მას ამერიკულთანაც დიდი არაფერი აქვს საერთო, თუნდაც იმითაც, რომ ფარმაციას ჩართავ სადაზღვევო სქემებში, რაც აშშ-იც აკრძალულია. ანუ არ არის რეგულირების სქემები, რომელიც აწესრიგებს სადაზღვევო კომპანიების მიე გაწეულ საქმიანობას პაციენტთა უფლებების დაცვის, სამედიცინო მომსახურების ხარისხის და ა. შ. რაც საქართველოში არ არის. თუ რატომ არ არის ესეც მოგახსენეთ არაკომპეტენტურობის და არაპროფესიონალიზმის გამო... რეგულირება მოიცავს სტანდარტებს, რეიტინგულ კვლევას, მონიტორინგის სქემებს და ა. შ. ჰესპას მოდელი გახლავთ ერთი მონოპოლური სისტემის მოდელი, რაც გერმანიამ, ჰოლანდიამ, შვეიცარიამ უარყვეს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან და სწორედ იმ მოდელზსე გადავიდნენ რაც მოგახსენეთ. ჩვენი პროგრამაც ამ სისტემაზეა აგებული, ანუ ევროპულ მოდელზე. მონოპოლური მოდელი არ ითვალისწინებს პაციენტის უფკლებას აირჩიოს მათთვის სასურველი სადაზღვევო კომპანია, ჩვენი უმთავრესი მიზანი სწორედ ეს გახლავთ - პაციენტის უფლების დაცვა არჩევანის უფლების დაცვის მეშვეობით... გარდა ამისა კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართვა დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ხელს უწყობს მოუცველი მოსახლეობის ჩართვას სადაზღვევო სქემებში, მათთვის დამატებითი პაკეტების შეთავაზებას. და რატომ თვლით რომ ჩვენი პროგრამა ამერიკულ მოდელზეა დაფუძნებული. ჩვენთვის ამოსავალია დღევანდელი გერმანული სადაზღვევო მოდელი და არა მონოპოლური სადაზღვევო მოდელი ერთი კომპანიის სახით. ანუ რეგულირებადი კონკურენტული მოდელი. ეს მოდელი ევროპაში დანერგეს და არა ამერიკაში, რაც წინა თემებში არაერთხელ მოგახსენეთ. ამერიკამაც შეცვალა სისტემა და გადაიხარა ევროპული გამოცდილებისაკენ. ამერიკული ჯანაცვის სისტემით ნამდვილად არ ვარ მოხიბლული. მოკლედ ჩვენი მოდელიც ევროპულ ფასეულობებზეა დაფუძნებული და არა ამერიკულზე, დააკვირდით ჩვენს პროგრამაში სადაზღვევო სისტემის სახელწოდებას - რეგულირებად კონკურენტული სადაზღვევო მოდელი, რომელიც ევროპაში დაინერგა და არა ამერიკაში
  9. 1990-იანი წლებიდან გერმანიაში სახელმწიფო (თუმცა უფრო საზოგადოებრივს უწოდებენ - პაბლიკ) პრგრამების განხორციელებაში ჩაერთო კერძო დაზღვევის კომპანიები. და შეიქმნა კონკურენტული სადაზღვევო მოდელი. გერმანიაში მანამდე ერთ მხარეში იყო ერთი კომპანია, რითაც ბენეფიციარს არ ჰქონდა არჩევის უფლება და სისტემა არაკონკურენტული იყო. კერძო დაზღვევის კომპანიების ჩართვით სისტემა კონკურენტული გახდა. მე ეს მაქვს მხედველოაში, თორემ სავალდებულო დაზღვევა საუკუნეზე მეტი ხანი როა ეს ცნობილია. ჩვენ სწორედ ეს მოდელი ავირჩიეთ - მთელი მოსახლეობის მოცვა სადაზღვევო სისტემით, კონკურენტული გარემოს შექმნით, რომ პაციენტს ჰქონდეს არჩევანის უფლება. საქართველოში ეს სისტემა მოსპეს. ცხადია კერძო დაზღვევის კომპანიებს თავიანთი დამატებითი პაკეტებიც ექნებათ...
  10. ბაბუსთვის არ დამიწერია ეს პასუხი. კითხვა დასვა წევრმა და ვუპასუხე.
  11. ვერ დაგეთანხმებით, ევროპაში ბოლო 10 წელია დაიწყო კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართვა სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში - ჰოლანდია, გერმანია, შვეიცარია... 90-იანი წლებიდან დაიწყო ჰოლანდიაში. ვან დე ვანის და ალან ეინთჰოვენის რეფორმები - კონკურენტული სადაზღვევო მოდელი. მისი არსი იმაშია, რომ ბენეფიციარს მისცენ არჩევანის უფლება, გარდა ამისა კონკურენცია განაპირობებს ხარისხის ზრდას, პაკეტის ღირებულების შემცირებას და ა. შ. ასე რომ კერძო დაზღვევის მნიშვნელობა არ უნდა გავაიგივოთ მხოლოდ აშშ ჯანდაცვასთან. უმნიშვნელოვანესია მათი რეგულირება, რომელიც ცალკე დიდი თემაა და რასაც საქართველოში არანაირი ყურადღება არ ექცევა, ვფიქრობ ამის მიზეზია საქართველოში გამეფებული არაპროფესიონალიზმი.... კვლევები ამტკიცებენ რომ 39 ქვეყნიდან, სადაც კერძო დაზღვევა ჯანდაცვაზე მთლიანი ხარჯების 5 %-ს აღემატება, 47 % დაბალი ან საშუალოზე დაბალშემოსავლიანი ქვეყნებია (Johannes Jütting and Denis Drechsler, Development Centre, OECD, Paris) დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისათვის კერძო დაზღვევის ჩართვა უპირატესია შემდეგი გარემოებების გამო: სახელმწიფო დაზღვევის კომპანია საჭიროებს დიდ ინვესტიციებს სახელმწიფოს მხრიდან (ინფრასტრუქტურის შენახვა ...) დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ჯანმრთელობის კერძო დაზღვევა შესაძლებელია წარმოადგენდეს რისკის გაერთიანების დამატებით ფორმას იზრდება სისტემის გამჭვირვალობა, მეტი არჩევანის შესაძლებლობა მოსახლეობის უმრავლესობა ჯიბიდან გადასახადს იხდის, კერძო დაზღვევა საშუალებას იძლევა სადაზღვევო შენატანები გადაიხადონ წინასწარი გადახდის გეგმებში, რითაც იზრდება მათი ფინანსური დაცვა. ხაზინაში გადასახადებით შემოსული შემოსავლები მცირე მოცულობისაა დიდი მოცულობის არალეგალური სექტორი სახელმწიფო პროგრამების მიმართ უკმაყოფილება ბაზრის ლიბერალიზაცია ეკონომიკის ზრდის გამო მომხმარებლის მოთხოვნის გაზრდა სერვისების მოცულობისა და მრავალფეროვნების მიმართ. ამათგან უმთავრესია კონკურენტული გარემოს შექმნა და ბენეფიციარის არჩევანის უფლება, წინასწარი გადახდის სქემებში მათი დაზღვევა. წყაროები: Neelam Sekhri, Private Health Insurance, Developing Markets, 2005 Mark V. Pauly, Peter Zweifel, Richard M. Scheffler, Alexander S. Preker, and Mark Bassett, Private Health Insurance In Developing Countries, HEALTH A F FA I R S ~ Vo l u m e 2 5 , Nu m b e r 2 A.S. Preker, R. Scheffler, andM. Bassett, eds., FriendNot Foe: PrivateHealth Insurance in Development(Washington: World Bank, forthcoming). Peter Zweifel, PRIVATE VOLUNTARY HEALTH INSURANCE IN DEVELOPING COUNTRIES, July 2004 Private Voluntary Health Insurance in Low-Income Countries, World Bank Conference of Private Voluntary Health Insurance in Low-Income Countries
  12. ჩვენი პროგრამა სრულყოფილი ვერსიით დევს ვებგვერდზე. პროგრამისთვის დამახასიათებელი ყველა მონაცემებით. და ეს მხოლოდ ჯანდაცვის პროგრამაა. იგივენაირი პროგრამაა შექმნილი სხვა დარგებზეც. მოკლედ ყველას დიდი მადლობა! რომ მომეცით საშუალება მელაპარაკა. აქ ნამდვილად არავის ვიცნობ. აქ კი არა ალიანსშიც თითქმის არავის ვიცნობ. მე მხოლოდ ექსპერტი ვარ და არა პარტიის წევრი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!!!
  13. მეორე მიშა უგულავათი ლაპარაკი ისეთივე ზოგადი ფრაზებია როგორც თქვენი განათლებაა ზოგადი. თქვენი ლოგიკით არ გვინდა მეორე უგულავა და მაშ ვინ გვინდა: გადახედეთ კანდიდატებს. საქმეც მაგაშია რომ თქვენ უგულავა გინდათ. უბრალოდ ხალხს აბნევთ ამ ზოგადი ლაპარაკით და მხოლოდ ზოგადით... უგულავას კი არა ვინმეს თუ უდევს საერთოდ. უგულავას შარშანდელი ბიუჯეტია მისი პროგრამა...
  14. პროგრამა დევს სრულყოფილად გვერდზე. სადაც მოცემულია პროგრამის მიზნები, ამოცანები, დაფინანსების მეთოდოლოგია, სადაზღვევო პაკეტი, პაკეტის მოცულობა. თითოეული პაკეტის ახსნა და ა. შ. პროგრამა ასე იწერება ბატონო ჩემო. შედით ნეისმიერი ქვეყნის სამინისტროს პროგრამაში და ნახეთ პროგრამის სტრუქტურა. მაგრამ ეს არ გინდათ გაიგოთ. და რატომაც არ გინდათ გაიგოთ ესეც ცხადია. მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო
  15. საქმეც მაგაშია ნურიკო რომ ერთი სიტყვაც არ დასცდენია, რომ ნაცებს პროგრამა არ აქვს, თუნდაც ის 10 გვერდიანი და ამაზე არაფერს ამბობს. აგერ 8 გვერდზე ვუხსნი ელემენტარულ საკითხებს დავ მაინც არაფერი ესმის... თქვენ სიაფანდობას კი არა სიმართლეს ებრძვით. ვინაა თქვენი სიაფანდი. ანდაცვის საფუძვლებს აქ ვერ აგიხსნით. არც გაქვთ არანაირი განათლება და ელემენტარულ საკითხებზე ელემენტარული ცოდნა არ გაგაჩნიათ. მგონი გაგაფრთხილეს კიდეც ამ უწმაწურ სიტყვებზე. ასეთები თქვენნაირებს ელაპარაკეთ. არც იცით პროგრამა რას ნიშნავს. გადახედეთ ნებისმიერი სამინისტროს პროგრამას ნებისმიერი ქვეყნისას და ამაზე მეტი თუ უწერიათ რამე. ყველა კითხვაზე გაგეცით პასუხი მაგრამ თქვენ ეს მაინც არ მიგაჩნიათ პასუხად. ამბობთ ნებისმიერ სიაფანდობას ვებრძვი - რითი ებრძვით იცით მერე? გაგაჩნიათ რაიმე ცოდნა ეკონომიკის თუ რა? თვითონ აღიარეთ რომ არანაირი ეკონომიკური განათლება არ გაქვთ. რაღაც სისულელეებზე წერთ. რაღაც ჩეზ კომპანიაზე თუ რაღაც. და კიდევ არ გრცხვენიათ. თქვენი გეგმებიც კარგად იშიფრება. მე არა ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ რაღაცას მაინც ვხვდები. ამის გამოცნობას არ ჭირდება დიდი ფილოსოფია. თქვენნაირმა სიაფანდებმა დაანგრიეს ეს ქვეყანა. გაუნათლებლებმა. ეკონომიკური განათლებაც რომ არ აქვთ და ეკონომიკაზე ლაპარაკობენ.
  16. პროგრამა დევს ვებ გვერდზე და წაიკითხეთ გარკვევით. მგონი კითხვა იცით და აწერია ზედ პროგრამა. ყველა კითხვას გაგეცით პასუხი. არცერთი არ გამომიტოვებია. ამდენი 7 გვერდის შემდეგ თუ კიდევ ვერაფერი ვერ გაიგეთ, მაშინ ისწავლეთ ბატონო ჯანდაცვა. აქ მე ლექციებს არ ვატარებ რომ ელემენტარული ბისმარკი სისტემა აგიხსნათ. გარკვევით გიპასუხეთ ყველა კითხვაზე
  17. მგონი არ ვგავარ იმ პიროვნებას რომ რამეს უპასუხისმგელოდ მოვეკიდო. მგონი არაფერი დამიმალია და გიპასუხეთ ამ ფორუმში რაც შესაძლებელი იყო. ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის პროგრამა, რომელზეც თვეობით ვმუშაოდით, წარმოიდგინეთ სრულიად უსასყიდლოდ. უბრალოდ ჩემი თავი ჩავთვალე რაც გამოცდილება მქონდა ყველაფერი გამეზიარებინა, რომ რაღაც მცირე, ძალიან მცირე წვლილი შემეტანა ჩემი ქვეყნის საქმეში. არანაირ პარტიას არ ვეკუთვნი. უბრალოდ მომიწვიეს საკონსულტაციოდ. მეც იმათ გავუწიე კონსულტაცია ვინც მომიწვია. ვთვლი რომ არც ხელისუფლებას და არც სხვა პარტიებს ლოზუნგების გარდა პროგრამა არ აქვთ. ვფიქრობ თქვენც არ თვლით პროგრამად შარშან მიღებულ მერიის ბიუჯეტს, ეს უბრალოდ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მაგრამ მერს რას მოკითხავ, როცა სახელმწიფოს დღესაც არ აქვს ჯანდაცვის განვითარების სტრატეგიული გეგმა. არც უდასო წყალი და გაზი ითვლება პროგრამად და არც მოვდივარ საქმით და მივდივარ თუ რაღაც. ჩემთვის მთავარი მხოლოდ მონაწილეობა და 10 გვერდიანი პროგრამა ცხადია არაა. ჩვენ შევიმუშავეთ ყველა დეტალი და ყველა ნიუანსი ანდაცვის პროგრამისა, რასაც ცხადია იხილავთ. თქვენი ვერ გავიგე, ყველა კითხვას გაგეცით პასუხი. დასვით კითხვა და კიდევ გაგცემთ.
  18. რასაკვირველია გვაქვს გაფართოებული ვერსია და საკმაოდ დიდი, თავისი გათვლებით. ცხადია მთელ ამ ნაშრომს ვერ დავბეჭდავდით და ჩვენც დავდევით მისი შემოკლებული ვერსია. ზემოთ თქმული ნამდვილად არ არის დემაგოგია. პირიქით ერთერთი მთავარია და ისაა სადაც ძაღლის თავი მარხია. და ამას ძალიან მოკლედ შევეცდები ავხსნა. ჯანდაცვის ეკონომიკაში ყველაზე მთავარი არის არა შეგროვება თანხის, არამედ მისი სწორი, სამართლიანი და ადექვატური განაწილება, ეს კი უკავშირდება სწორედ იმ ხიდების მაგალითს, მგონი გაიგეთ რა მქონდა მხედველოაში. ამ შემთხვევაში შევეცადე უფრო პოპულარული ენით გადმომეცა თქვენთვის პროგრამის ცალკეული პუნქტები. სპეციალურად არ გამოვიყენე ის ტერმინოლოგია რაც ასე სპეციფიკურია ჯანდაცვის ეკონომიკაში. მეც მოხარული ვარ თქვენთან დიალოგის. ბოდიშსაც მოგიხდით თუ რამე წყენასავით გამოვხატე. მომავალ შეხვედრამდე. გისურვებთ წარმატებებს.
  19. დააკლდება ხიდების მშენებლობის დარგს, დააკლდება შოუების პროგრამებს და ა. შ. რაც არაადექვატური განაწილებაა იმ დარგებს. მარტო ერთი ხიდის მშენებლოაში იხარჯება იმდენი რაც სრულიად საკმარისია ჯანდაცვის 70 %-ით დასაფინანსებლად. ასეთი უთაო ხელისუფლება გვყავს. უფრო მარტივად რომ ავხსნა არაადექვატური განაწილება - სახლში მოაქვს ინდაური, და ამ დროს პური და შაქარი აქ მოაქვს. ანუ აშენებს ხიდებს და ამდროს ადამიანს ელემენტარული უბნის ექიმთან რომ მივიდეს იმის საშუალება არ გააჩნია. ამას რაც ქვია თქვენ დაარქვით უფრო მარტივი სახელი... ყველაფერი ამის მიზეზია არაპროფესიონალიზმი, არაკვალიფიციურობა. გადახედეთ შესაბამის ორგანოებს, ვინც ამაზე უნდა მუშაობდეს. სრული უპასუხისმგებლობა. ნეპოტიზმი. ადგილს კვალიფიციური კადრი საქართველოში ვერ იშოვის, ყველგან ნაცმოძრაობის გაუნათლებელი ძმაკაცობა და მეგობრებია ჩართული. შედეგიც სახეზე აქვთ. ჯანდაცვის კომიტეტის ერთერთი მოადგილე ძველი რაიოკომის მდივანია. იკითხავთ ალბათ, სად რაიკომის მდივანი და სად ჯანდაცვის ორგანიზაცია ან ეკონომის ცოდნა. სხვაზე აღარ ვიტყვი, ყველამ კარგად იცით 100 საავადმყოფოს ამავი და ა. შ.. ასეთ უსწავლელ, გაუნათლებელ არაპროფესიონალებს აქვთ დღეს ხელში აღებული ხელისუფლება. მეტს აღარ გავაგრძელებ. ყველას გაქცევა უნდა ქვეყნიდან, აბა ვინ დარჩება აქ. გაიწმინდა საქართველო ინტელექტუალებისგან. ჩემის ჩათვლით. საქართველოში არანაირი საშუალება არ მომცეს რომ მემუშავა. ამ დროს საზღვარგარეთ მქონდა დამთავრებული უნივერსიტეტი. მეც ავდექი და წავედი...
  20. ყველა თბილისელს ოჯახის ექიმი ნიშნავს რომ ყველა თბილისელისათვის პირველადი ჯანდაცვა იქნება უზრუნველყოფილი. ოჯახის ექიმი და თერაპევტი განსხვავდება ერთმანეთისაგან ოჯახის ექიმის ინსტიტუტი უფრო იდეალური ვარიანტია. მათი გარკვეული ნაწილი გადამზადდა და დღესაც საქმიანოენ ამბულატორია-პოლიკლინიკებში. ჩვენ კი არ შევქმნით ახალ ამულატორიებს და ამაში კი არ დავხარჯავთ ისედაც მწირ თანხებს, არამედ გამოვიყენებთ არსებულ ინფრასტრუქტურას, სადაც დასაქმებულები არიან ოჯახის ექიმები. პარალელურად გამოვიყენებთ თერაპევტებს, რომელთა გადამზადების პროცესს ხელს შევუწყობთ. რომ თერაპევტები შეიცვალოს ოჯახის ექიმებად. ეს თანდათანოითი პროცესია. რომელსაც აგერ 15 წელიწადია და ხელისუფლებამ თავი ვერ მოაბა. ჩვენ მიზანია დაჩქარდეს ეს პროცესი და დასრულდეს გადამზადების პროცესი. რაც შეხეა დაფინანსებას. განხორციელდება სადაზღვევო სისტემით. სადაზღვევო პრემიაში შედის როგორც ამულატორიული ასევე სტაციონარული დახმარების დაფინანსება.
  21. მე კიდევ მერვეჯერ გპასუხობთ რომ ერთ კომპანიას არ გადავცემთ მუნიციპალური პროგრამის შესრულებას. სხვათაშორის ამითაც განვსხვავდებით დღევანდელი ხელისუფლებისგან, თბილისში დღეს მხოლოდ ერთი კომპანია ახორციელებს დაზღვევას, სადაზღვევო კომპანია ალფა, რაც არაეფექტურია, დაზღვეულებს არ აქვთ უფლება არჩევანის. წავიდნენ და დაეზღვიონ იქ სადაც მათ ურჩევნიათ. ეს კი არჩევანის ფუნამენტური პრინციპის დარჩვევაა. რასაც ჩვენ აუცილებლად შევცვლით განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლებისა და განსხვავებით თქვენგან, რომელიც მეშვიდეჯერ სვამს ერთიდაიგივე კითხვას და არ ესმის ჩვენი მიდგომა დაზღვეულის არჩევანის უფლების პატივისცემისა... თქვენ ეწინააღმდეგებით არჩევანის უფლებას, ჩვენ პატივს ვცემთ. ამაზე მეტად გასაგებად როგორ დაგიწეროთ უკვე მერვეჯერ
  22. დიახ ეს შეპირება განხორციელებადია, ამ კითხვებზე გიპასუხეთ შეძლებისდაგვარად. ისევ გიპასუხებთ განმეორებით ყველა თბილისელს ოჯახის ექიმი - ყველა თბილისელი უზრუნველყოფილი იქნება პირველადი ჯანდაცვით თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. რისთვისაც გამოვიყენებთ დღეს არსებულ ინფრასტრუქტურას, პოლიკლინიკებს, ამბულატორუებს, ცალკე იურიდიულ პირებს, კერძო კლინიკებს და ა. შ.ეს უკვე აგიხსენით ერთჯერ. ისიც გითხარით რომ ოჯახის ექიმები არასაკმარისია დღეს თბილისში, მაშინ რა ვქნათ დიდუბელი ვაკეში ჩამოვიდეს ოჯახის ექიმთან? ამიტომ გითხარით რომ გამოვიყენებთ ყველა არსებულ ინფრასტრუქტურას, ამასთან პარალელურად იქნება ოჯახის ექიმის გადამზადების უწყვეტი პროცესი. მათი გადამზადების ხელშეწყობა. გასაგებია?
  23. აგერაა პროგრამა თუ რამე კითხვები გაქვთ ბრძანეთ და გიპასუხებთ. გმადლობთ გამოხმაურებისათვის http://www.nrp.ge/masala/program/IA_Health_Care.pdf
  24. თანხების კონტროლზე მგონი მეხუთეჯერ დავწერე და აქ არ გავიმეორებ მონიტორინგის სქემებს. ისიც გითხარით რომ ერთი სადაზღვევო კომპანიის არსებობა არაეფექტურია არაკონკურენტულობის გამო. მე ვგულისხმობ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სადაზღვევო კომპანიას. და ისიც გიპასუხეთ თუ რატომ. რაც შეეხება ჯანდაცვის ბიუჯეტს, ჯანდაცვის პროგრამის ღირებულებაა 117 მილიონი ლარი. დღევანდელი ბიუჯეტის გადანაწილებაში შესულია ძვირადღირებული მეგა პროექტები - ხიდების მშენებლობა და ა. შ. მგონი ორერ უკვე აგიხსენით ეს. სწორედ ეს თანხები მოაკლდება ბიუეტს და მოხმარდება ჯანდაცვას. გაუგებარია? მოკლედ ვიყიდი პურს და შაქარს და არ ვყიდულობ ინდაურს. ახლა მაინც გასაგებია? სადაზღვევო კომპანიების ლობირების სუნი კი არა ღარიბი ქვეყანა ხარ და თანხების მენეჯმენტი უნდა შეგეძლოს ისე რომ ამ მწირი თანხებით უფრო მეტი უკუგება მიიღო. ასეთი გამოსავალი არ იქნება სახელმწიფო კომპანია, რადგან იგი ძვირადღირებულ ინვესტიციებს მოითხოვს. ესეც აგიხსენით წინა თავებში
  25. ეს პროგრამა აკალავრებს არ შეუდგენიათ. მასში საქართველოში მყოფმა ექსპერტებმა და უცხოელმა ექსპერტებმა მიიღეს მონაწილეობა. ექსპერტი არ გულისხმობს ბაკალავრს ამ შემთხვევაში. აქ გაცილებით მაღალი რანგის სპეციალისტები მონაწილეობენ, რომელთათვის პროგრამის სტრუქტურა რთულ ფენომენს არ წარმოადგენს.
×
×
  • შექმენი...