Jump to content
Planeta.Ge

healthcare

პლანეტელი
  • პოსტები

    146
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი healthcare

  1. თორთლაძისნაირ სატელიტურ პარტიებს მხარს არ დავუჭერ, რომლებიც არაფერს შეცვლიან. არც პროგრამა აქვთ, მხოლოდ ლოზუნგები
  2. გეთანხმებით რომ პროცენტულად გაცილებით მეტია. აქცენტი გამახვილებული იქნება არსებული (საჭირო)პერსონალის გადამზადებაზე იმ სპეციალობებზე რომლებიც დეფიციტურია. რაიონული გადაუდებელი დახმარების ცენტრები იქნება ეს თუ სოფლად ზოგადი პრაქტიკის ექიმები. ინფრასტრუქტურა განისაზღვრება მკაცრად საჭიროების მიხედვით...
  3. თავიდანვე მოგახსენეთ რომ ჩვენი პროგრამა არ არის აქცენტირებული ამერიკულ ჯანდაცვაზე. გადაუდებელი სტაციონარული დახმარება გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ტელემედიცინა სწორედ კავშირს გულისხმობს ცენტრსა და პერიფერიას შორის. პერსონალის დეფიციტი რაოდენობაში არაა და ეს თავადაც ახსენეთ. დეფიციტი მათ უწყვეტ განათლებაშია. პერიფერიაზე არიან საკმაო პერსონალი. განათლების დონეა დაბალი. არ ხდება მათი გადამზადება იმ სპეციალობებზე რომელიც დეფიციტურია. აქ კი სახელმწიფო მხარდაჭერაა საჭირო. მხოლოდ ბაზარი ამ პრობლემას ვერ გამოასწორებს.
  4. ელექტრონულად გადავეცი თქვენი კითხვა. პასუხი არ მომსვლია ჯერ
  5. და რომელი სისულელე გავიხსენოთ რომ არ დაგვავიწყდეს?!
  6. ეს კარგი იყო ამ სიცილაკებს ვერ ვდებ. მირჩიეთ რამე თორე ნამეტანი ბლედნი გამოდის ეს ჩემი პოსტები
  7. მაინც ჩავები ამ პოლიტიკურ დისკურსში.. და ვერ ხედავ რომ მანდამდე მისული კი არა შიგაა უკვე ღრმად გასული. გადახედე რუკას... სოლივით როა შემოჭრილი მტერი...
  8. ქმედითი შეცვლაა გააზრებული პროგრამების წარდგენა. ყველაზე მთავარი აქ არის ის რომ ნაცების სატელიტი პარტიები ნაკლებად მოხვდნენ საკრებულოში. სატელიტებს ვისაც ვგულისხმობ მგონი ყველას კარგად ესმის და ხედავს. მაშინაა ცუდი. ამიტომაც ყველანი უნდა გავიდეს არჩევნებზე და მისცეს ხმა იმას ვინც არაა სატელიტი. ნოღაიდელს და ძმათ მათთა აქ არაფრად მივიჩნევ ცხადია... არჩევნების შემდეგ არეულობასაც არ ველი მართალი გითხრა. თუ იქნება, არეულობის ცენტრი რუსეთი უნდა იყოს, მაგრამ თავად რუსებს არ აწყობთ ამ ხელისუფლების შეცვლა...
  9. ვეთანხმები ასდს-ს. ძირითადი საზოგადოებაა, საზოგადოებას მოჰყავს ...
  10. არჩევნები ცხადია გაყალბდება. ყველა ჭკუათმყოფელი ამაში დამერწმუნება. ცვლილებების კი მჯერა. რაც უფრო მეტი გამოვა პროგრამით, დამუშავებული, გაანგარიშებული და ა.შ. (ისიცცხადია არცერთი პროგრამა არაა უნაკლო), მაგრამ უნდა გქონდეს რომ რამე დაუმტკიცო ან გაანალიზო შენი პროგრამით, ან ხალხს აჩვენო, რომ მე ასე ვხედავ. და არა ლოზუნგების. მხოლოდ და მხოლოდ ასე კუს ნაბიჯებით და განვითარებით, განათლებით...
  11. ალიანსი და სხვა არ არის დღეს პოლიტიკური გადაწყვეტილებეის მიმღები. ვისი მეთაურობითაც დაკარგა და კარგავს ტერიტორიებს იმას უნდა უპასუხო როცა შემთხვევით გზაში შეგეფეთება (როგორც შენ ამბობ)
  12. სისტემის დემონტაჟი რევოლუციით შესაძლებელია, მაგრამ არა ყველა გარემოში, მითუმეტეს ჩვენთან. მოხდა დემონტაჟი 2003-ში მაგრამ რა მივიღეთ? ფრანგების რევოლუციაც საშინელი ტერორით დასრულდა და მერე მთელი საუკუნე დასჭირდა საფრანგეთს, რომ აქედან ამოსულიყო. თუმცა თავისუფლების, ტანასწორობის იდეა თავისთავად პროგრესული იყო მაშინდელ მსოფლიოში. ზოგან ამართლებს რევოლუცია - ჰაველის ჩეხეთი, მაგრამ მაინც პიროვნებამ გადაარჩინა ეს ხავერდოვანი რევოლუცია. ჩვენთან ყოველგვარი ასეთი დემონტაჟის წინააღმდეგი ვარ, რადგან ჰაველი არ გვყავს და არც გვეყოლება. განვითარების და მხოლოდ განვითარების, თუნდაც 50 წელი დასჭირდეს...
  13. კვდება ეს მდელო და ეს ქარია და საქართველო ეხლა მკვდარია მას ვამბობ როგორც ვამბობდი, კმარა! მზეო ამოდი ამოდი ჩქარა გრანელი, 1921
  14. ამას კიდო თავში ჭკუა უნდა ქონდეს და იცოდეს როგორ აბურთავებენ რუსებიც და სხვანიც...
  15. გარეშე ძალებს უფრო მიშა აწყობთ დღეს ხელისუფლებაში, ყველაფერი მიიღეს რაც უნდოდათ, თანაც სასაცილოდ ნაკლებ ფასად. ერთი მოგონება გამახსენდა. ბერიას უთქვამს სტალინთან. შემიძლია ჰიტლერის განადგურებაო. რაზეც სტალინს უპასუხნია - ჩვენთვის უმჯობესია ეგ შეურაცხადი იყოს გერმანიის მთავრობაში, კიდევ უფრო მეტ შეცდომას დაუშვებსო. ვიდრე ვინმე ჭკვიანი, რომელიც ასე უხვად ყავსო გერმანიის ნაციას. ამიტომ სულ სიაფანტია ნოღაიდელი და მათი ამბები. დაფიქრდით უბრალო ლოგიკით - რაში აწყობს რუსეთს ვინმე ჭკვიანი მეთაური ახლა საქართველოში. არც არაფერში. და დარწმუნებული ვარ არც ჩაერევა ამ ამბებში
  16. ბოლო 20 წელია ჩვენ ვერ ჩავაბარეთ დროის გამოცდა. მწარეა ეს სიტყვა, მაგრამ დავმარცხდით, დაგვიპყრეს და დაგვანაწევრეს უკვე. ჩვენ ბევრი რამ არ ვიცოდით და ეს უცოდინარობა გამოიყენეს მტრებმა, თანაც ცინიკურად, პატარა ბავშვს ყურებს რომ აახევენ ისე. ყველამ გამოგვიყენა თავისთვის სავაჭროდ. მუხრანის ლექსი მახსენდება - ობოლი საქართველო, მაგრამ ეს უკვე სენტიმენტია უკვე მომხდარზე...
  17. ასეთი პოლიტიკა თუ არ ვცდები აქვს ისრაელს... მაგრამ მათ ჩვენგან განსხვავებით სხვა რაღაცაც აქვთ, რაც ჩვენ კაი ხანი არ გვექნება..
  18. კაი შევუბერამ... ნიკი რომ შევიცვალო ახალი რეგისტრაცია და რაღაც... ამ ნიკით შევუბერამ
  19. ხშირად მიყვარს ასეთი შედარება - საზოგადოება ისევე გადის ასაკობრივ განვითარებას როგორც ადამიანი, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავცდით ძუძუმწოვრობის პერიოდს, სკოლამდელ ასაკამდე ჯერ კიდევ შორსაა. და ეს პერიოდები უნდა გაიარო. უნდა იარო მხოლოდ და არ უნდა შეჩერდე... (ჩემი ჩათვლითაც ვიგულისხმე)
  20. იმ დრომდე, სანამ ადამიანები სახელმწიფოს მხრიდან ელემენტარული პირობებით არ იქნებიან დაცულნი, მანამ ასეთ მეგაპროექტებზე სახელმწიფოს მხრიდან პრიორიტეტს არ დავეთანხმები, ამიტომაც უარი ჩემგან ასეთ პროექტებს
  21. პოლიტიკურ თემებზე გავურბივარ დისკურსებს, რადგან მიმაჩნია რომ არ ვარ პოლიტიკოსი, არ მაქვს პოლიტიკური განათლება, რომელიც საკმაოდ რთულია. ეს არ ნიშნავს იმას რომ რაც ხდება ქვეყანაში იმაზე შენი აზრი არ გაგაჩნდეს. ამხელა ფორუმის წინაშე უბრალოდ ვერიდები რამე არაკომპეტენტური არ გამოვხატო. ნიკს სამწუხაროდ ვერ შევიცვლი. ჩემი სახელია ნიკა : ). სამწუხაროდ არ ვარ ამის სპეციალისტი
  22. ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ გადაუდებელ სტაციონარულ დახმარებაზე რაიონებიდან ვერტმფრენით გადმოაფრინონ ავადმყოფები. უბრალოდ თბილისის ინფრასტრუქტურა ვერ გაუძლებს ამდენ დატვირთვას. მოსახლეობისათვის გეოგრაფიულად ხელმისაწვდომ ადგილზე უნდა იყოს გადაუდებელი სტაციონარული მომსახურებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომლის განვითარება საჭიროებს სახელმწიფოს მხარდაჭერას. მსოფლიო გამოცდილებით ასეთი ცენტრი უნდა იყოს 20-25 წთის დაშორებით. თქვენი გეგმით საერთოდ ჩაკლავთ რაიონებში სამედიცინო პერსონალის განვითარებას. მათი განათლების დონის ამაღლებისათვის ასევე სახელმწიფო მხარდაჭერაა საჭირო - უწყვეტი განათლეის ხაზით და ა.შ. ის რომ შეფარდება ექიმი ექთანთან 2/1 ცხადია მეტყველებს სახელმწიფოს მხრიდან არასწორ ჩარევებზე და ინფრასტრუქტურის დაგეგმარების არქონაზე.
  23. რეგულირება შეეხება იმ ბაზისური პაკეტის განხორციელებას, რომლის განხორციელებას თავის თავზე აიღებენ სადაზღვევოები. პირობები ჩაიწერება მათთან დადებულ ხელშეკრულებაში
  24. ხიდის აშენება სრულიად გაუმართლებელია დღევანდელი მწირი თანხების პირობებში. მოსახლეობის 80 % დაუზღვეველია ელემენტარული გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო დახმარებით, და ამ დროს შენდება მრავალმილიონიანი მეგაპროექტები. ამას მარტივი ენით ქვია - სახლში ავადმყოფი გიყვდებოდეს ექიმთან მიუსვლელობის გამო და ამდროს სახლს სახურავს უცვლიდე... კიდევ გამოვა და იტყვის სააკაშვილი - კანდიდატების დაპირებებს ტრილიონები არ ეყოფაო!
×
×
  • შექმენი...