Jump to content
Planeta.Ge

healthcare

პლანეტელი
  • პოსტები

    146
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი healthcare

  1. ყველა სხვა დარგის ერთიანი კონცეფცია დევს ვებ გვერდზე, სადაც წერია - მმართველობის ფორმა, ეკონომიკა, განათლება და მეცნიერება, სპორტი, კულტურა და ა. შ.
  2. და სად გვიწერია რომ სახელმწიფო არ იქნება დაკავებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფაში. თქვენ საუბრობთ მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე, რაშიც გეთანხმებით მაგრამ იქ სადაც სადაზღვევო სფერო მონოპოლიზებულია ერთი სახელმწიფო კომპანიით, არ გეჩვენებათ, რომ მოსახლეობის ასევე ფუნდამენტური უფლება არჩევანზე დარღვეულია. არჩევანის თავისუფლება კი ერთერთი უმნიშვნელოვანესია და ამაში დამეთანხმეთ. აქედან უნდა იყოს აგებული სქემა და შემდეგ სადაზღვევო სისტემის აგება ქვეყანაში
  3. ეს თემა გახსნილია მხოლოდ ჯანდაცვის პროგრამის განხილვისათვის. სხვა პროგრამებს ვერ შევეხები და ვერც გავაანალიზებ
  4. გმადლობთ ბატონო ბაბუ პროგრამის შეფასებაზე. მართალს გეტყვით მე არ ვარ პარტიის წევრი და ღმერთმა დამიფაროს ამისგან. ვარ ერთი ჩვეულებრივი ექსპერტი. ალასანიას იმიტომ ვაფასებ, რომ პროგრამის შედგენაზე დაუძახა გამოცდილ ექსპერტებს უცხოელების ჩათვლით. ისე ყველა პროგრამა მაინც ექსპერტთა ერთი ჯგუფის ნაყოფია, რომლებიც ირჩევენ მსოფლიო გამოცდილებიდან ერთ მიმართულებას. მსოფლიოში უამრავი სისტემები და სქემებია. ზოგს ბრიტანული მოსწონს, ზოგს ესპანური, ზოგს ფრანგული. ჩვენ გერმანულზე შევერდით.
  5. ბატონო ბებო აგერ 15 გვერდზე ვსაუბრობ პროგრამაზე, მის არსზე, დეტალებზე, თქვენ კი მხოლოდ ერთი ფრაზა გაქვთ ამოჩემებული - არ გაქვთ პროგრამა. ცხადია ყველაფერი...
  6. ჩვენი პროგრამით აქცენტი სწორედაც იმიტომ გავაკეთეთ გერმანულ მოდელზე, რომ მას არ ჭირდება საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ამით ვუპასუხებდი ასდს-აც. ბრიტანული მოდელი უფრო საჭიროებს საკანონმდებლო ბაზის შექმნას. სქემა ასეთია - ჩვენს მიერ შემუშავებულია მომსახურების პაკეტი. გამოცხადდება კონკურსი ამ პეკეტის განხორციელებაზე და რომელი კომპანიაც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს ის განახორციელებს. მოთხოვნები იქნება მკაცრი და იმ რეგულირების სქემების დაცვით რაც შემუშავებულია და რისი გამოცდილებაც აქვს ევროპას. გერმანიაში სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობენ არამარტო კრანკენკასები არამედ კერძო კომპანიებიც. ეს იმიტომ გააკეთეს გერმანელებმა რომ შექმნილიყო კონკურენცია, პაციენტს არჩევითობა დაცულიყო და ხარისხზე აქცნტი, რასაც სრულიად ვეთანხმები, ვიდრე მონოპოლურ ერთი კომპანიის არსებობას სადაზღვევო სფეროში. რადგან მონოპოლიას აქვს თავისი უარყოფითი შედეგებიც რაც ცნოილია და ამაზე არ გავაგრძელებ საუბარს
  7. უფრო დაგიკონკრეტებთ. გერმანული მოდელი ნიშნავს კონკურენტულ რეგულირებად სადაზღვევო მოდელს და არარეგულირებადს, რაც დღეს სამწუხაროდ საქართველოშია. კერძო სექტორზე კი არ მიდის გადაბარება, არამედ კერძო სექტორი მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაციებით. იმასაც მოგახსენებთ, რომ დასავლეთში, სადაც ასეთი სქემა მუშაობს, დაწესებულია მოგების ზღვარი, რაც ჩვენთან არ არის რეგულირებული. კერძო დაზღვევის კომპანიებზე რომლებიც მონაწილეობას ღეულობენ სახელმწიფო პოროგრამების მენეჯმენტში მოქმედებს ევროკავშირის კანონები რეგულაციაზე და ა. შ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენთვის მთავარია მთელი მოსახლეობის უნივერსალური მოცვა, მინიმალური უნივერსალური პაკეტით, პაციენტის არჩევის უფლება და რეგულირებადი (ხაზს ვუსვამ) კონკურენცია სადაზღვევო ბაზარზე
  8. დამეთანხმებით ალბათ იმაში, რომ ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც აქვს პროგრამა ეს გახლავთ ალასანია. ერთადერთი ლიდერი რომელსაც ბელადობის არანაირი ნიშანი არ აქვს. თქვენი ლოგიკით არავინ ჩანს სარბიელზე, ე. ი. ხელი ჩავიქნიოთ და არ გავიდეთ არჩევნებზე? რაც შეეხება ჯანდაცვის პროგრამას უკვე მერამდენეჯერ აგიხსენით, რომ პროგრამა შედგენილია მსოფლიოში აპრობირებული პროგრამისათვის დამახასიათებელი ყველა სახის გათვალისწინებით. შესაბამის თემაზე დაგიკონკრეტეთ მისი ძირითადი არსი და მიმართულებები აგერ უკვე 13 გვერდზე.
  9. გეთანხმებით სრულიად. დღევანდელი ხელისუფლებისათვის რომ ხალხი და სოციალური სამართლიანობა არაა მთავარი ეს ურალო ფაქტიდანაც ჩანს და რაზეც ასე ხშირად დავპოსტე აქ და რასაც რესურსების არაადექვატური განაწილება ჰქვია...
  10. ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს ყველა მოქალაქის დაზღვევას, ანუ უნივერსალურ მოცვას. რომელშიც სადაზღვევო კომპანიები მიიღეენ მონაწილეობას კონკურენტული გარემოს შესაქმნელად. და ეს იმიტომ რომ პაციენტს ჰქონდეს არჩევანის უფლება. სწორედ არჩევანის უფლებაა ჩვენთვის მთავარი, რაც ბრიტანულ სისტემაში არ არსებობს. გარდა ამისა, კონკურენცია განაპირობებს ხარისხის ამაღლებას და ა. შ. რაც გაითვალისწინა ევროპაში ყველაზე ბებერმა გერმანულმა სისტემამ და რამაც თავისი შედეგები უკვე გამოიღო
  11. გეთანხმებით, რომ პირდაპირი გადმოკოპირება არ შეიძლება, მაგრამ არც ახალი ბორბლის გამოგონება. პროგრამა უნდა დაეყრდნოს იმ გამოცდილებას რაც მსოფლიოში დაგროვდა. ამიტომაც ავიღეთ გერმანული მოდელი, როგორც ერთ-ერთი უძველესი დაზღვევის სფეროში, ცხადია ეროვნული ნიადაგზე მისადაგებით
  12. თავად ვინ გინდათ რომ მოვიდეს ხელისუფლებაში. კონკრეტულად რომ მიპასუხოთ, რომელი კანდიდატი, რომელი პროგრამა მოგწონთ
  13. მასე ბრიტანული მოდელი მსოფლიოში ცნობილია როგორც ვეითინგ ლისტების სახელით, ანუ მოცდის დროები, სადაც პაციენტს ზოგჯერ 4 თვე უხდებოდა ლოდინი.
  14. უცხოელ ექსპერტებთან მუშაობა მიმდინარეობდა უცხოეთში, ძირითადად იყვნენ ის ექსპერტები, რომლებთანაც გვაქვს კონტაქტი. მუშაობდნენ მხოლოდ პროფესიონალები, სხვადასხვა უნივერსიტეტების ლექტორები და პროფესორები.
  15. გეთანხმებით. ერთმა საზღვარგარეთელმა ეკონომისტმა გვითხრა: თანხების შეგროვებაზე უფრო მთავარი მისი ადექვატური და სწორი განაწილება არისო. ჯანდაცვის პროგრამას რომვადგენდით, მარტო ერთი ხიდის მშენებლობაზე რაც დაიხარჯა ეყოფოდა თბილისის მოსახლეობის 60-70 %-ით დაზღვევას
  16. თემას გვერდს ნუ უხვევთ. დასვით კითხვები თუ გაინტერესებთ
  17. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ აქ არ ვიხილავთ მთლიან პროგრამას. ეს თემა ეძღვნება ჯანდაცვის პროგრამას.
  18. ჩემს არცერთ პოსტში ვერ ნახავთ იმ სიტყვების კორიანტელს რაც აქ გიწერიათ და რასაც ვერ გავიმეორებ... ეს თქვენ მიგაჩნიათ ბრიტანეთის მოდელი საუკეთესოდ. მაგრამ არსებობენ სხვა სისტემები რომლებიც ეფექტურად მუშაობენ და შედეგიც აქვთ. დამეთანხმებით ალბათ იმ ქვეყნის გამოცდილება, რომელსაც საუკუნეზე მეტია დაზღვევის სფეროში დიდი გამოცდილება დაუგროვდა, უფრო მისაღებია (გერმანიის დაზღვევის სისტემა მაქვს მხედველობაში)
  19. ძირითადი საპროგრამო მიმართულებები და საერთო ხედვა ნახეთ ამ გვერდზე http://www.facebook.com/note.php?note_id=123099366263
  20. მე კიდევ მეთერთმეტეჯერ აგიხსენით პროგრამის აღწერილობა და 13 გვერდზე მიდის განხილვა, სადაც დეტალურადაა გაწერილი პროგრამა, გაანგარიშება და ა. შ.
  21. ექსპერტების სახელებს ვერ მოგაწვდით, ეს კონფიდენციალურია და არც მაქვს შეთანხმებული მათთან ამის შესახებ. მათი დაწერა ჩემი მხრიდან იქნება უტაქტობა, რასაც ვერ გავაკეთებ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, პროგრამა დაწერილ იქნა საერთო ხედვიდან და არა ფრაგმენტულად
  22. ყველაზე მთავარი რესურსების ადექვატური და სამართლიანი განაწილებაა. სწორედ ამაშია ძაღლის თავი დამარხული. როდესაც მრავალმილიონინან ხიდებს ააშენებ და ამ დროს მოსახლეობის 80 %-ს ელემენტარული პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა არ ექნება - თავად დაარქვით ამას რაც ქვია. ესაა არაპროფესიონალიზმი, მოსახლეობის მიმართ უპასუხისმგებლობა...
  23. კიდევ ერთხელ გიხსნით, რომ ჯანდაცვის პროგრამა შედგენილია პროგრამის შედგენის მსოფლიოში მიღებული წესების დაცვით. თუ რამე კითხვები აქვს მოსახლეობას მიმდინარეობს ამ პროგრამის გარშემო განხილვები, ეს თემაც სწორედ იმიტომაცაა გახსნილი ამ ფორუმზე რომ მოსახლეოას მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია, როგორც ხედავთ 12 გვერდზეა უკვე განხილვა და ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი.
  24. კიდევ ერთხელ გიხსნით, აქ ისაუბრეთ მხოლოდ ჯანდაცვის პროგრამაზე. კიდევ ერთხელ გიხსნით, რომ ჯანდაცვის პროგრამა არსებობს იმ სახით, რომელიც აპრობირებულია მთელ მსოფლიოში.
  25. არსებობს მთლიანი პროგრამა, რაც დევს ვებ გვერდზე. უბრალოდ თქვენ არ გინდათ ამის დანახვა და იმის აღიარებაც რომ სხვა კანდიდატებს საერთოდ არ აქვს პროგრამა.
×
×
  • შექმენი...