planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/ghosts_abu_ghraib-150x150.jpgქსნის ნომერ მეშვიდე კოლონიაში 19 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს დღეს საგანგებო ბრიფინგზე ,, სოლიდარობა უაკონონ პატირებს” ადვოკატები გამოეხმაურნენ. მოძრაობის ადვოკატები აცხადებენ, რომ სპეცრაზმელები ოცამდე პატიმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ და საკნები დაურბიეს. პატიმრები ამბობენ, რომ მათ პირადი მოხმარების ნივთები წაართვეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/patimrebi.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/photo13-150x150.jpgსუპერ პრეზიდენტი, სუპერ პრემიერი და სუსტი პარლამენტი. ასე აფასებს ,,სოლიდარობა უკანონო პატირებს” ლიდერი ახალ კონსტიტუციას. ეკა ბესელია იმ აქციაშიც მიიღებს მონაწილეობას რომელსაც უფლებადამცველი ორგანიზაციები ქვეყნის უმაღლესი კანონის წინააღმდეგ გამართავენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/beselia3.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/preview-150x150.jpgმოსკოვის მერის თანამდებობიდან გათავისუფლების ამბავი იური ლუჟკოვმა სამსახურში შეიტყო. მაშინ, როდესაც ტვერის ქუჩის 13 ნომერში დედაქალაქის წარმოამდგენლობითი ორგანოს დეპუტატები მივიდნენ. არა თანაგრძნობის გამოსახატად, არამედ დაბადების დღის მისალოცად. მოსკოვის აწ უკვე ყოფილმა მერმა დაბადების დღე 21 სექტემბერს ავსტრიაში აღნიშნა. ამიტომ დეპუტატებს შვებულებაში მყოფი ლუჟკოვისთვის დროულად მილოცვის საშუალება არ ჰქონიათ. მოსკოვის უკვე ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს . ამის შესახებ მოსკოვის საქალაქო სათათბიროს დეპუტატმა, მიხელი ანტონცევმა განაცხადა. “ლუჟკოვს ყოჩაღად უჭირავს თავი. იგი ქვეყნიდან წასვლას არ გეგმავს და მოსკოვლებზე ზრუნვას გააგრძელებს. უახლოეს ხანებში პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც თავად იტყვის ყველაფერს”, - აღნიშნ ანტონცევმა. ამასთან, ანტონცევს პრესკონფერენციის ზუსტი დრო არ დაუსახელებია. იური ლუჟკოვი მოსკოვის მერის თანმდებობიდან დიმიტრი მედვედევმა დღეს გაათავისუფლა. მიზეზად პრეზიდენტის ნდობის დაკარგვა დასახელდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/moskva.jpg itvს ლინკი
-
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკული კავშირების შემდგომი განვითარების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. “საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების ენერგოსისტემებს შორის ელექტროენერგეტიკული კავშირების განვითარების შემდგომი ღონისძიებების შესახებ” მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) რეაბილიტაციის მმართველმა, სულხან ზუმბურიძემ და “აზერენერჯის” ვიცე-პრეზიდენტმა, მარლენ ასკეროვმა. ბაქოში გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანული მხარე დაინტერესდა სსე-ს მიერ განხორციელებული, საქართველო-თურქეთის მაკავშირებელი 400 კვ. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის “ახალციხე-ბორჩხას” მშენებლობის პროექტით. ამასთან, აზერბაიჯანულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, პროექტის განხორციელების შემდეგ ჩაერთოს ელექტროენერგიის გადაცემის რეჟიმში ახალი ხაზების დერეფნის გამოყენებით. შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ ქვერეგიონული პროექტის “ენერგოხიდი აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის”, ფარგლებში აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ელექტროენერგიის მიწოდების სქემებისა და სიმძლავრის გადადინების რეჟიმების ურთიერთშეჯერებასა და კვლევაზე, მომავალში ამ ქვეყნების ელექტროქსელების განვითარების პერსპექტივით. იხილეთ epn.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sainf5-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/saif.jpg itvს ლინკი
-
თბილისში, მეტროსადგურ “სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეშელიძის ქუჩაზე მოთავსებულ ნაგვის ურნაში ახალშობილის გვამი იპოვეს. გარდაცვლილი ჩვილი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეამჩნიეს და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ბავშვის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადატანილი, სადაც გარდაცვალების მიზეზი დადგინდება. შემთხვევის ადგილი სამართალდამცველებმა დაათვალიერეს და დაწყებულია ძიება. პოლიცია ახალშობილის დედას ეძებს. იხილეთ epn.ge
-
netgazeti - „საქართველოდან“ – „წითელ აგვისტომდე“
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
რენი ჰარლენის ”GEORGIA”–ს სახელწოდება შეეცვალა: „წითელი აგვისტოს“ პრემიერა 2011 წლის მარტისთვის იგეგმება. ინფორმაციას პრემიერის შესახებ ფილმების ინტერნეტ–ბაზის (IMDB) ოფიციალური ვებ–გვერდზეა. მაისში, კანის 2010 წლის კინოფესტივალის დახურულ ჩვენებაზე ფილმი ძველი სახელწოდებით აჩვენეს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოში ფილმის გადაღების პროცესი მიმდინარეობდა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილმის საპრემიერო ჩვენება 2010 წლის 8 აგვისტოსთვის იგეგმებოდა. რენი ჰარლენის ბლოგზე ჯერ კიდეც 2010 წლის აპრილში ვკითხულობთ: ”GEORGIA” თითქმის დამონტაჟებულია, მზად არის მუსიკის დადებისთვის და ხმის და ვიზუალური ეფექტებისთვის. ფილმი პროდიუსერებს და მონაწილეებს ვაჩვენეთ და მათი რეაქცია იყო არნახული. მე ძალიან ვამაყობ ამ ფილმით და ერთი სული მაქვს, როდის ვაჩვენებ მსოფლიოს”. მიუხედავად იმისა, რომ რენი ჰარლენს ერთი სული ჰქონდა, როდის აჩევენებდა ფილმს მსოფლიოს, საპრემიერო ჩვენებამდე ჯერ კიდევ ნახევარი წელია დარჩენილი. ”წითელ აგვისტოს” გვერდი სოციალურ ქსელ ფეისბუქში 7 სექტემბერს შეიქმნა. 22 სექტემბერს კი youtube-ზე ფილმის ახალი ტრეილერი გამოჩნდა. ”წითელი აგვისტო” საქართველო რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომზეა, ფილმის ტრეილერში მითითებულია, რომ სცენარი რეალურ მოვლენებს ედება საფუძვლად. ქართველ მსახიობებთან ერთად, რენი ჰარლენის ფილმში მონაწილეობენ: რუპერტ ფრენდი, ველ კილმერი და ენდი გარსია. მიუხედავად იმისა, რომ „წითელი აგვისტოს“ პრემიერა ჯერ კიდევ არ შემდგარა, ჰარლენმა უკვე დაიწყო მუშაობა ახალ ფილმზე, რომლის სახელწოდებაა Mannerheim. სრული ინფო(netgazeti.ge) -
http://epn.ge/wp-content/uploads/baindurashvili4-150x150.jpgსაქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. სამინისტროს ინფორმაციით, კახა ბაინდურაშვილი დღეს ანკარაში თურქეთის სახელმწიფო მინისტრს ჰაიათ იაზიჯისა და თურქეთის ტრანსპორტის მინისტრს ბინალი ილდირიმის შეხვდება. შეხვედრებზე განიხილება საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები, მათ შორის, საბაჟო-გამშვები პუნქტების (“ვალე,” “სარფი,” “კარწახი”) სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი, ასევე თურქეთთან ერთად საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივად მართვის საკითხები. იხილეთ epn.ge
-
გარდაბნის რაიონში ჯილეხის შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადების კლინიკური სიმპტომები 53 წლის მამაკაცს აღმოაჩნდა,თუმცა ჯერჯერობით უცნობია საიდან გადაედო მას დაავადება. იგი ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. პაციენტს ციმბრის წყლულისთვის დამახასიათებელი ნიშნები ხელის მტევანზე აღენიშნებოდა. ექიმების განაცხადებით, მამაკაცი სტაციონალურ მკურნალობას არ საჭიროებს. მას დაავადების მსუბუქი ფორმები აღენიშნება. ამ ეტაპზე უცნობია, რა ვითარებაში მოხდა მამაკაცის დაინფიცირება ჯილეხის გავრცელება 2 გზითაა შესაძლებელი – უშუალოდ დაავადებულ პირუტყვთან და ნიადაგთან კონტაქტით. როგორც ცნობილია, წელს ამ დაავადების 20 შემთხვევაა დაფიქსირებული. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/logo_national_geographic-150x150.jpgNational Geographic–ის ვებ-გვერდიდან აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი ტერიტორები უკვე ამოღებულია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო ორაგანოშიც ადასტურებენ. გასულ წელს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ გააპროტესტა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლად მიჩნევის საკითხი. National Geographic–ის ვებ-გვერდზე შეცდომა უკვე გამოსწორებულია და აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაში შედის. იხილეთ epn.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/nino-chxeidzewmv_000631400-150x150.jpgკომპოზიტორი ალინა ცხომარია მომღერალ ნინო ჩხეიძეს საავტორო უფლებების შელახვისთვის სასამრთლოში უჩივის. კომპოზიტორი სასამართლოს გზით მომღერალისთვის 50 ათასი ლარის დაკისრებას თხოვს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/untitled0.jpg itvს ლინკი
-
დღეს სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” ცენტრალური საარჩევნო კომისია ცენტრალური, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი და საქართველოს … ლინკი მედიანიუსზე