planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/32379-150x150.jpgმოსკოვის ყოფილმა მერმა ტვერის ქუჩაზე, # 13-ში მდებარე შენობა იოსებ კობზონთან ერთად, სამსახურებრივი ავტომობილით დატოვა. ყოფილი თანამებრძოლებს იური ლუჟკოვი არ გაუცილებიათ. იმის მიუხედავად, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტის განკარგულება დილითვე შეიტყო, ლუჟკოვი მის აწ უკვე ჰოფილ კაბინეტში 2 საათამდე დარჩა. ყოფილ თანამებრძოლებთან საუბრისას ცდილობდა მხნეობა შეენარჩეუნებიან, თუმცა შენობიდან გასვილისას დათრგუნული ჩანდა. მისი ყოფილი ხელქვეითები აცხადებენ, რომ შეფი გადადგომის ფაქტს ვერ ეგუება და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. თუმცა ვისთან, გაურკვეველია. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/luzhkovi_siu.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/parlamnti-sesia-150x150.jpgსაშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა პარლამენტში. განსახილველ საკითხთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული სასწავლებლების გაუქმება იყო. დეპუტატებმა დღესვე სისხლის სამართლის საპოცესო კოდექსზე იმსჯელეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/parlamentis-sesia.jpg itvს ლინკი
-
http://a.pix.ge/i/bi84k.jpg “ლივერპულის” ახალგაზრდა მომავალი, ნათან ეკლესტოუნი მეორე დივიზიონის კლუბს, “საუთჰემპტონს” იჯარით აყვანა უნდა – იუწყება Sky Sports-ი.19 წლის ახალგაზრდა შარშანაც განათხოვრებული იყო “ჰადერსფილდში” და მან დებიუტშივე გაიტანა თავისი გოლი “იევოილ თაუნის” წინააღმდეგ. ეკლესტოუნმა ორჯერ მიღო მონაწილეობა ევროპის ლიგაზე, ასევე მან ითამაშა თასზე “ნორთჰემპტონის” წინააღმდეგ. “საუთჰემპტონი” მენეჯერი ნიგელ ატკინსი აცხადებს რომ მას აქვს გამორჩეული ნიჭი და მოხარული იქნება თუ “ლივერპული” იჯარით გამოუშვებს ახალგაზრდა ფეხბურთელს. “მე პირადად ვუყურე “ჩელსი” “ლივერპულის” თამაშს (რეზერვებში, სადაც ახალგაზრდა “წითლებმა” 1-3 იმარჯვეს) და აღფრთოვანებული დავრჩი ამ ბიჭის ტალანტით. მოხარული ვიქნები თუ ნათანის ამჟამინდელი კლუბი მოგვათხოვებს ” – განაცხადა ატკინსმა. View the full article
-
http://s002.radikal.ru/i200/1009/1a/d75e474669c8.jpg “მარსელის” მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშანმა აღიარა, რომ მას შემდეგ, რაც “ლივერპულის” დამრიგებელი რაფაელ ბენიტესი სამუშაოდ “ინტერში” გადავიდა, მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელობა მას ეპატიჟებოდა.მაგრამ ფრანგმა სპეციალისტმა სამშობლოში დარჩენა გადაწყვიტა, ხოლო “ლივერპულის” სათავეში “ფულემის” ყოფილი თავკაცი როი ჰოჯსონი მივიდა.”მეამაყება, რომ ისეთი დიადი კლუბი, როგორიც “ლივერპულია”, მთავარი მწვრთნელის პოსტს მთავაზობდა, – თქვა დეშანმა, – თუმცა ეს შეთავაზება ცუდ დროს მივიღე. “მარსელში” ვიყავი დაკავებული და ინგლისში გადაბარგება არ შემეძლო, ჩემს ფეხბურთელებს და კლუბის ქომაგებს ასე უცებ ვერ მივატოვებდი. მერსისაიდელები წინასასეზონი მზადების დაწყებამდე ორი დღით ადრე დამიკავშირდნენ და იძულებული ვიყავი, “ლივერპულის” წინადადებაზე უარი მეთქვა”. ინფორმაციის წყარო: TheSun.Co.Uk View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/27179d4cfe3a-150x150.jpgსაქართველოში ხვალიდან ფესტივალი „ჩვენებურები” მეთორმეტედ აიღებს http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/chveneburebi.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/300px-tbscityhall-150x150.jpgთბილისის საკრებულოში ახალი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა. ფრაქციაში სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი გაწევრიანდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/skrebulo.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/cagareishviliwmv_000719720-150x150.jpgგია ცაგარეიშვილი და ახალგორის მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლებას შერჩევით სამართალში სდებენ ბრალს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/cagareishvili.jpg itvს ლინკი
-
liverpoolfc(ფანკლუბი) “მალაგა” თუ “იუვენტუსი” ?!
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
http://s49.radikal.ru/i124/1009/55/a983d8e9d128.jpg ესპანურმა “მალაგას” ფედერაციამ მტკიცედ გადაწყვიტა შეიძინოს “ლივერპულის” ნახევარმცველი ლუკას ლეივა. ისინი მზად არიან კონკურენცია გაუწიონ ისეთ კლუბს, როგორიც ტურინის “იუვენტუსია”. 23 წლის ლუკასმა ვერა და ვერ მოიპოვა ძირითადში ადგილი 2007 წლის მერე. მართალია შარშან ის რეგულარულად თამაშობდა, მაგრამ ძირითადი ადგილის ფეხბურთელად მაინც არ მოიაზრებოდა. ბრაზილიელს აქვს მიწვევა იტალიიდან და ესპანეთიდან. მართალია ლეივამ ეფექტური გოლი გაიტანა ევროპის ლიგაზე “სტიაუას”-თან, მაგრამ მომდევნო მატჩში “სანდერლენდის” წინააღმდეგ მოედანზე წუთიც არ დაუყვია. როი ჰოჯსონი გუნდში ცვლილებებს გეგმავს და შესაძლოა კარგი თანხის სანაცვლოდ “არასტანდარტული ბრაზილიელი” (ავტ.) გუნდს “მოსწყვიტოს”. ინფორმაციის წყარო: Talksport.Co.Uk View the full article -
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/spiegel1.jpg სარედაქციო წერილი მერკელი აღიარებს, რომ მას დღემდე შემორჩა ჩვევა შავი დღისთვის მარაგები დააგროვოს გაერთიანების 20 წლისთავის წინ, ისევე როგორც მისი კანცლერი ანგელა მერკელი, გერმანია თვითრეფლექსიამ და ნოსტალგიამ მოიცვა. პოპულარული ჟურნალისთვის მიცემულ უჩვეულოდ გულახდილ ინტერვიუში ის ყვება, თუ როგორ აისახება მისი მუშაობის სტილზე ის ფაქტი, რომ იგი კომუნისტურ აღმოსავლეთ-ევროპაში გაიზარდა. ისვენებს თუ არა კანცლერი რაიხსტაგში ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდეგ საკუთარ ბინაში მდინარის ნაპირას, ეკონტაქტება თუ არა იგი საერთაშორისო პარტნიორებს – მისი ყოველდღიური ცხოვრება დღეს რადიკალურად განსხვავდება ანგელას ბავშვობისთვის დამახასიათებელ ყოფასთან, რომელიც მან დემოკრატიულ გერმანიაში გაატარა და მაინც, თავის ბოლო ინტერვიუში გერმანიის სახელმწიფოს მეთაურმა აღიარა, რომ მისი მმართველობის სტილს დიდწილად განსაზღვრავს მისი გამოცდილება, რომელიც კომუნიზმის ეპოქაში ცხოვრების დროს მიიღო. „ზოგჯერ რაღაც ნივთს მხოლოდ იმიტომ ვყიდულობ, რომ ის თვალში მომხვდა და შეიძლება სინამდვილეში არც კი მჭირდებოდეს“ – ეუბნება ანგელა ქვეყნის აღმოსავლეთში საკმაოდ პოპულარული გამოცემის, გერმანული ჟურნალის Super Illu-ის კორესპონდენტს – „მიდრეკილება შავი დღისთვის რაღაცეების დაგროვებისკენ, ჩემში ძალიან ღრმადაა გამჯდარი: როდესაც დეფიციტის პირობებში ცხოვრობ (როგორც ეს იყო ყოფილ გდრ-ში), ყველაფერს იღებ, რაც კი ხელში მოგხვდება“. კანცლერის თქმით წარსულს უკავშირდება მისი კულინარიული გემოვნებაც. ანგელას საღამოს ვახშამი შედგება რუსული „სალიანკისა“ და უნგრული „ლეჩოსგან“ მოთუშული თევზით ან ხორცით – ეს აღმოსავლეთ-ევროპის ტრადიციული სამზარეულოს კერძები იყო. ის ასევე ერთგულია გდრ-ს ბრენდებისადმი და დღემდე იმ სარეცხ საშუალებას იყენებს, რომელსაც აღმოსავლეთ-გერმანული ფირმა უშვებს. „ყოველდღიურ ყოფაში ყველაფერი თავდაყირა დადგა“ მართალია მერკელის აზრით, გაერთიანების შემდეგ გასული ოცი წელი „ძალიან პოზიტიური გამოცდილებაა“, თუმცა ის აღიარებს რომ გარდამავალ პერიოდს ახასიათებდა ძვრები, რომლებსაც განსაკუთრებით აღმოსავლეთ-გერმანელებისთვის, შოკის ეფექტი ჰქონდა. „გაერთიანების შემდეგ გაჩნდა ერთგვარი გაუცხოების განცდა, ყოველდღიურ ყოფაში ხომ ყველაფერი თავდაყირა დადგა, ჩვეულებრივი მაღაზიებით დაწყებული, ბიუროკრატიული დაწესებულებებით და შრომის პირობებით დამთავრებული. 1990 წლიდან აღმოსავლეთ-გერმანელებმა არანორმალური სამუშაო გასწიეს, რათა ახალ პირობებს მორგებოდნენ“ – განაცხადა მან. საბოლოო ჯამში მისი თქმით, ყოფილი კანცლერის ცნობილი წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ყოფილი აღმოსავლეთი „აყვავებულ ბაღებს“ დაემსგავსება, მართლდება. „უმუშევრობის მკვეთრ ნახტომს მოჰყვა ის, რომ 1990-იან წლებში ეს გამონათქვამი აღმოსავლეთ-გერმანიის მდგომარეობას ნაკლებად შეეფერებოდა“ – ამბობს ანგელა – „მაგრამ დროსთან ერთად ხედავ, რომ ეს ფრაზა მართლაც ასახავს რეალობას ქვეყნის აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი ტერიტორიებზე“. მერკელი რომელიც რუსულად თავისუფლად საუბრობს და ერთ დროს მარქსიზმ-ლენინიზმის სავალდებულო კურსსაც სწავლობდა, ამბობს რომ პირადად მისთვის გერმანიის გაერთიანების შემდეგ ახალ რეალობაზე გადასვლას გარკვეული დრო დასჭირდა. მაგალითად ის განაგრძობდა აღმოსავლეთ-გერმანული ლექსიკონიდან სიტყვა „Kaufhalle“-ს („უნივერსამი“) გამოყენებას, თანაც ბერლინის კედლის დაცემიდან დიდი ხნის განმავლობაში. „ქვეყნის გაერთიანებიდან მხოლოდ 15-16 წლის შემდეგ წარმოვთქვამდი ბუნებრივად სიტყვას „სუპერმარკეტი““ – სთქვა მან. ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/saxalx-kreba-150x150.jpg29 სექტემბერს დღის 2 საათზე „სახალხო წარმომადგენლობითი კრების” მოსამზადებელი შეკრება იგეგმება. ამის შესახებ განცხადება საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს. მათი თქმით ამ დროისათვის ჯერჯერობით არ არის ცნობილი კონკრეტულად რომელი ოპოზიციური ძალები შეუერთდებიან სახალხო შეკრებას, თუმცა ცნობილია, რომ ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო”, ეკა ბესელიას მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს სახალხო კრებას მხარდაჭერას უცხადებენ და საერთო იდეის გარშემო გაერთიანებას გეგმავენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/saxalso-kreba.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/141-150x150.jpgინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს აქციები იუსტიციის სამინისტროსთან,მერიასთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართა.ასოციაციის წევრები გამვლელებს სპეციალურ ფლაერებს ურიგებდნენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/saia1.jpg itvს ლინკი
-
შემოსავლების სამსახური და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ხვალ, ახალი პროგრამა „Tracker 7“ – ის პრეზენტაციას გამართავს. აშშ საელჩო შემოსავლების სამსახურს კომპიუტერულ ქსელურ პროგრამას „Tracker 7“–ს გადასცემს, რომელიც საშუალებას იძლევა საბაჟო ორგანოში საქონლის საზღვარზე შემოტანა/გატანის, ელექტრონული პროგრამის დახმარებით მიიღოთ ნებართვა. აღნიშნულ პროგრამაში გაერთიანებულია რამდენიმე სამინისტროს ნებართვები, საქართველოს თავდაცვის, ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. ელექტრონული პროგრამა მომხმარებლებს უმარტივებს ნებართვის აღების პროცედურებს, შესაბამისად ერთი სარკმლის პრინციპით შესაძლებელია განხორციელდეს კონკრეტულ საკითზე ნებართვის გაცემა. იხილეთ epn.ge
-
საერთოთ, ქართველები ბრაძიეგები არი სხვადასხვანაირი. ერთი არი, რო ფული აქვენ: ყაჩაღობით თუ რაცხაით შონილობენ. მეორე არი, რო პატარას მუშაობს რაცხა და ორ კაპიკს მოუყრის თავს, გოუგზავნის სახში და დანარჩენი აქანა უნდა იმყოფინოს. მესამე არი, რო გდია და სხვას უნდა გამოართვას. ეგენი არიან სუ კაცები, აქანაც ასთეა და გერმანიაშიც მასთეა. სამივე ამფერი ხალხი არი ჩამბალი, რომ მაინც სად რა მოწიონ, სად რა დალიონ იოლათ. ახლა, ოჯახიანი არი თუ სხვანაირი, იმას კი არ ვიტყვი, ეგენი სხვაა. ეგი მე ვამბოფ ბრაძიაგა ბიჭებზე, რო დავთვალო ასე, სამოცდაოთხ წელს და ზეით დაბადებულები. ეგი სხვა ხალხი ვართ. (აკა მორჩილაძე, Maid In Tiflis) ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში გაზიარება [დიტო გელოვანი. 15:43 28-09-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TKHUu4VtKcI/AAAAAAAAEEo/SHDGIFSJQLk/s200/misha.gif გასული პირველი დღის, ანუ ორშაბათის, პირველი ნიუსი ასეთი იყო: “ლადო ვარძელაშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს ხვდება”. ამის შემდეგ მთელი კვირა მიშას დაეთმო – მიშა იყო იქ, მიშა შეხვდა იმას და უთხრა ეს. “იმას, იქ, ეს” - ეს იყო და ეს. თუმცა, სჯობს ქრონოლოგიით მივყვეთ. “სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს ხვდება. პირისპირ შეხვედრა ლადო ვარძელაშვილსა და დილარ ხაბულიანს შორის დაახლოებით ნახევარი საათია მიმდინარეობს. სავარაუდოდ, შეხვედრის დასრულების შემდეგ, დილარ ხაბულიანი თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას გააკეთებს. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრი დღესვე მის სავარაუდო შემცვლელს დაასახელებს. ასევე, დღესვე გახდება ცნობილი ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვინაობა”. ამ ამბავში ყველაზე მეტად სიზუსტე მომეწონა – ამ წუთებში ხვდება, ამდენი წუთია მიმდინარეობს, იმდენ წუთში გადადგება და ეგრევე ვიღაცა ვიღაცას დაასახელებს. ყველაფერი წუთებშია გათვლილი. ცირეკიძეს ტატამზე რომ არ დაეგვიანა, გერმანელები ვიქნებოდით, მაგრამ კიდევ კარგი დააგვიანა, რადგან ლადო შეხვდა დილარს და რამდენიმე წუთში გადააყენა. არადა, როცა მოკლეშარვლიან (სად იყო მაშინ შორტები) ლადოს დიღმის ტყე-პარკში კოღოები კბენდნენ, დილარ ხაბულიანი უკვე შს მინისტრი იყო და მოფერებით დოლარ ხაბულიანს ეძახდნენ. დიღმის ტყე-პარკს ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით. ყველაფერი კარგი ისე ზუსტად აგიხდეთ, როგორც “ინტერპრესნიუსმა” იწინასწარმეტყველა – დილარი გაიქცა, ძიუდო თავისუფალია. ვერ ვივაჟკაცეთ მაშინ, როგორც საჭირო იყო. გამსახურდიასთან ერთად ხაბულიანიც რომ გაქცეულიყო, არც ცირეკიძეს დააგვიანებდა ტატამზე. სააკაშვილი ნიუ-იორკში დროულად ჩავიდა და გაეროს რეგლამენტშიც ჩაეტია. ზუსტად იმდენი სიტყვა თქვა, რამდენიც უნდა ეთქვა, მაგრამ საქმე იმაშია რომ გაეროში სიტყვა ითვლება, თბილისში კი – იწონება. მიშამ თქვა: “იგზავნებოდა თანხები ჯანდაცვისთვის, საავადმყოფოები კი მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებდენ; ჩინოვნიკები საკუთარ შვილებსა და მეუღლეებს სამშობიაროდ საზღვარგარეთის საუკეთესო კლინიკებში აგზავნიდნენ”. მიშა თბილისში რომ ყოფილიყო, ამ სიტყვებს აუცილებლად აწონიდა. საქართველოს ყველაზე დიდი ქალაქის (ქალაქს არ დავასახელებ) მერის (გვარს არ დავასახელებ) მეუღლემ (სახელი არ მახსოვს) ორიოდე თვის წინ ბავშვი (სქესს ვერ ვიხსენებ) ავსტრიის დედაქალაქში გააჩინა. კი, გასაგებია, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და რომ პირველი ევროპელები აქ ბინადრობდნენ, მაგრამ მაინც... აი, მე რომ დიდი გავიზრდები და ქალაქის მერი გავხდები, ჩემს ცოლს ვაიძულებ, დმანისში იმშობიაროს. მინდა გითხრათ, რომ სააკაშვილმა ზუსტად იცის სად რა თქვას. მაგალითად ეს სიტყვები: “ჩვენ გავზარდეთ პირველადი განათლება 12 წლამდე, ასევე შევქმენით სპეციალური პროფესიული სკოლები”. მიშამ იქვე მყოფ კახა ლომაიას გაუწია ანგარიში, თორემ თბილისში აქვე მყოფ შაშკინს სცემს ხოლმე პატივს და რეფორმის ავტორებს სულ უვიცებს და იდიოტებს ეძახის. “ყოფილა შემთხვევები, როდესაც ირიცხებოდა თანხები განსახლებისთვის, ჩინოვნიკები კი ამ თანხებით ფეშენებელურ ვილებს იშენებდნენ, ირიცხებოდა ფული განათლებისთვის და ჩინოვნიკები კი ამ თანხებით საკუთარ შვილებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სასწავლებლად გზავნიდნენ” - ესეც გაეროს ტრიბუნიდან ითქვა. “ოცდამეხუთე ყრილობაა? ბრეჟნევს მიგავს რამე?” - გაიფიქრა თვალებგაფართოებულმა პან გი მუნმა, ამერიკის დელეგაცია კი ფეხზე წამოდგა და პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. როდესაც ამერიკელები დარბაზიდან გადიოდნენ, ტრიბუნაზე უკვე მაჰმუდ აჰმადინეჯადი იდგა და ისე გამოვიდა, თითქოს ამერიკელებმა ირანის პრეზიდენტი ვერ აიტანეს. სინამდვილეში კი, როგორც ხვდებით, სააკაშვილის ტრაბახს ვერ გაუძლეს. “ირიცხებოდა, იშენებდნენ, გზავნიდნენ” - ამბობდა მიშა, მის ინგლისური ენის მასწავლებელს კი ხელით ეჭირა გული, რომელიც წყდებოდა. “ირიცხება, იშენებენ, გზავნიან” - წესით, ასე უნდა ეთქვა მიშას. მასწავლებელს ჰგონია, რომ მიშამ არ იცის პრეზენთ ქონთინიუსი... იცის, ძალიან კარგად იცის, უბრალოდ, ისიც იცის, სად, როდის და რა თქვას. 1976 წლის 19 მაისს 29-ე სკოლის მოსწავლეები სიამაყისგან სახეალეწილები ვიდექით მუშთაიდში. პიონერთა რიგებში გვიღებდნენ. სკოლა ვიღაც კორნელი კეკელიძის სახელობის იყო, მაგრამ, სამაგიეროდ, პიონერთა რაზმეული ატარებდა სერგო ორჯონიკიძის სახელს... სწორედ ასეთი აღტაცებული სახეები ჰქონდათ საქართველოს პრეზიდენტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს. სხვებსაც, მაგრამ ესენი ისე იყვნენ გაკრეჭილები, რომ სხვები ვეღარ დავინახე. “პროექტ “საქანელას” დონალდ ტრამპის ორგანიზაცია “Silk Road”-თან ერთად განახორციელებს. ამის შესახებ ტრამპის კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ კოენმა მიხეილ სააკაშვილისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის შემდეგ განაცხადა” - როცა ეს ნიუსი წავიკითხე, სიუჟეტი უკვე ნანახი მქონდა. ერთ-ერთი სახელმწიფოს პრეზიდენტი (მიშა), ეკონომიკის დედა (ვერა) და მეცნიერების მამა (გოკა) ერთ-ერთი მილიარდერის კაბინეტში - აღტკინებულები, აჟიტირებულები, აღფრთოვანებულები. ხოლო მილიარდერს ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ზუსტად ასე იღიმებიან მასწავლებლები მაშინ, როდესაც მეექვსე გაკვეთილის დასრულების მაუწყებელი ზარი რეკს და ბავშვების ბედნიერებას საზღვარი არ აქვს. კი, რა თქმა უნდა, გოკა გაბაშვილი, წესით, ბედნიერი უნდა იყოს მის ქვეყანაში ახალი ინვესტიცია რომ შემოდის, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა. გოკას ის უხაროდა, დონალდ ტრამპი ახლოდან რომ ნახა. გოკას სრული ბედნიერებისთვის პედრო ალმოდოვართან განმარტოება აკლია. “დონალდო”, “პედრო”, “დონალდო”, “პედრო”... – ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. რაც შეეხება პროექტ “საქანელას”, მე მომწონს ეს იდეა და მომწონს ეს პროექტი. დარწმუნებული ვარ, პროექტი იქნება წარმატებული. მთავარია, ახლავე ვთქვათ უარი ნეპოტიზმზე და პროტექციონიზმზე. უნდა დასაქმდნენ ნამდვილი პროფესიონალები, რომლებსაც მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილება გააჩნიათ. მაგალითად, ხათუნა გოგორიშვილი. ხათუნამ უაღრესად მაღალ დონეზე რამდენჯერმე ჩაატარა “კრუსელი” და ვფიქრობ, არც “საქანელას” ჩატარება გაუჭირდება. “ტრამპი ყველაზე ცნობილი ბრენდია მსოფლიოში და ეს სახელი საქართველოს შემდგომში მეტ ინვესტიციას მოუტანს”, - განაცხადა ქობალიამ. “კოკა კოლა” და თემურ ჭყონია დაავიწყდა. თურქული კრედიტის შესახებ არაფერი სმენია. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის წარდგენისას ავთანდილ დემეტრაშვილმა განაცხადა, რომ იგი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დახვეწის მომხრეა. ანუ, როდესაც პროცედურა დაიხვეწება, გვექნება დახვეწილი პროცედურა. მაგალითად, ლადო ვარძელაშვილი მივა პარლამენტში, პარლამენტი მას გამოუცხადებს უნდობლობას და გიგი წერეთელი ხელკავით გაიყვანს დარბაზიდან. არსებული პროექტით კი არასანდო მინისტრებს პარლამენტიდან პანღურით აძევებენ. ეს ყველაფერი თამაში მგონია... ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) „პოლიტიკური თამაშების“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. პროექტი USAID-მა დააფინანსა. “პროექტის მიზანია, ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა გამოიმუშავონ პოლიტიკური დებატების კულტურა, შეძლონ საკუთარი პოზიციების წარმოჩენა და მათი დაცვა” - აი, ასეთი მიზანი აქვს ამ პროექტს. მასში რვა პოლიტიკური პარტია და ორი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული. საინტერესოა, როგორ შეარჩიეს ეს პარტიები და ეს არასამთავრობოები. მკურნალობა ავადმყოფს სჭირდებაო და, ალბათ, ყველაზე უკულტუროები აარჩიეს, ისეთები, პოზიციიდან პოზიციაზე რომ ხტუნაობენ, რადგან საკუთარი არ გააჩნიათ. მაგას ჰქვია “პოლიტიკური თამაშები” და არა იმას, USAID-მა რომ დააფინანსა. საუბრისა და მოსმენის კულტურა თუ არ გაქვს და პოზიცია თუ არ გაგაჩნია, მობრძანდი ბატონო და პრინტერზე ამოგიბეჭდავ სერთიფიკატს: “ეძლევა ათას პოზიციაზე გადამხტარს”. ზემოთ ვთქვი, დიღმის ტყე-პარკს კიდევ დავუბრუნდები-მეთქი. ნიუსი: “არასამთავრობო ორგანიზაციებმა დიღმის ტყე-პარკის დასაცავად აქცია გამართეს. ღონისძიება ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს”, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, “ადამიანის უფლებათა ცენტრისა” და ანა გაბრიაძის საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული. გარემოსდაცვით აქციას იაპონიის ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა ესწრებოდა. აქციაიის მონაწილეებს ორგანიზატორებმა დურიგეს გულსაბნევები, წარწერით – “გადავარჩინოთ დიღმის ტყე-პარკი”. აქ შეცდომაა. სინამდვილეში გულსაბნევზე აწერია Save Digomi Forest. ეს გულსაბნევი ახლა წინ მიდევს და სიამოვნებით დავცქერი, რადგან დიღომში ვცხოვრობ და “ლივერპულთან” ერთად “ნოტინგემ ფორესტის” ქომაგიც ვარ. “ამ აქციით არასამთავრობოები ეწინააღმდეგებიან თბილისის საკრებულოს გასული წლის 11 სექტემბრის გადწყვეტილებას, რომლითაც დიღმის ტყე-პარკს რეკრეაციული ზონის სტატუსი მოეხსნა” - თქვა საქართველოს მთავარმა სოროსელმა, ქალბატონმა.დალოცვილებო, თურმე ერთი წელია, რაც ტყეს სტატუსი მოუხსნეს და სად იყავით აქამდე? გრანტს ეძებდით? სად ეძებდით – 37-ე პარალელზე?! თუ ეგრეა, მაშინ ჰო, მაშინ ჰო... მეგობრები გამინაწყენდებიან და, შესაძლოა, ფაშისტიც კი მიწოდონ, მაგრამ რა ვქნა – სხვანაირად ვერ ვამბობ, რბილად ვერ ვსაუბრობ. “შემოწმების მასალებიდან დგინდება, რომ თითქმის 12 მლნ ლარი ამ კომპანიებზე განაწილებულია უკონკურენტო “ტენდერების” გზით. ასეთი”ტენდერები”, როგორც წესი, რბილად რომ ვთქვათ, გარიგებების შესაძლებლობას იძლევა” - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ზურაბ აბაშიძეს შეუძლია რბილად საუბარი. მაგის ადგილას ცოტა სხვანაირად ვიტყოდი და კულტურულ-სერთიფიცირებულები დამცინებდნენ – დებატების კულტურა არ გაგაჩნიაო. ვაღიარებ – არ გამაჩნია. და, ამიტომაც, გადავიდეთ კულტურის ამბებზე. რუსთავქალაქობის დღესასწაულზე, 9 ოქტომბერს რუსთავში ცნობილი გერმანული ჯგუფი ”Modern Tocking” ჩამოვა. ჯერჯერობით, ზუსტად არ არის ცნობილი, რა დაჯდება “ლუი, ლუი, ლუი”-სა და “იუ არ მაი ჰართ, იუ არ მაი სოულ” (“ჩემი გული ხარ, ჩემი სული ხარ”) ცოცხლად მოსმენა, მაგრამ საუბარია 20 ათას დოლარზე. რუსთავის საკრებულოში უკვე წუწუნებენ, ძვირიაო, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, ნუგზარ ერგემლიძისა და გია როინიშვილის შენახვა ბევრად უფრო ძვირი ჯდება. საქართველოს მთავრობა პოპულარულ ტელეარხთან - MTV, მოლაპარაკებებს აწარმოებს. მოლაპარაკება ბათუმში ყოველწლიური როკფესტივალების გამართვას შეეხება. თურმე, მას შემდეგ, რაც მალტაში ფესტივალი ტარდება, მალტას ყოველწლიურად დამატებით ათობით ათასი ტურისტი სტუმრობს და მალტელები ხიზილალას კოვზებით მიირთმევენ. “Black Eyed Peas, Lady Gaga და ენრიკე იგლესიასი წარსულში მალტის კონცერტებზე მთავარ ნომრებს ასრულებდნენ” - წერს ვინმე მოლი კორსო. სულ რომ ოზი ოზბორნი ჩამოვიდეს, ბათუმის როკ-ფესტივალზე მთავარ არიას მაინც ნინა წკრიალაშვილი იმღერებს თუ, რა თქმა უნდა, იმ დროისთვის, სოხუმამდე ერთი ბილეთი არ ექნება აღებული. სხვათა შორის, მიშამ გაეროს მაღალი ტრიბუნიდან გენდერულ თანასწორობაზეც ისაუბრა: ჩვენ ბედნირები ვართ რომ საქართველოში რევოლუცია, როგორც კაცმა ასევე ქალმა რეფორმატორებმა მოახდინეს... ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს პარლამენტში, ასევე უფრო მეტი ქალი გვაყვს მთავრობაში”. არა, ძმაო, ამ მცდელობას მიშას მართლა ვერავინ დაუკარგავს. ვერც იმას დავუკარგავთ, რომ საქართველოში ქსენოფობია ქსენოფილიით იცვლება, მაგალითს კი თავად პრეზიდენტი გვაძლევს. სტატია, რომელიც საქართველოში ქსენია სობჩაკის ვიზიტის შესახებ მოგვითხრობს, ქსენია სოკოლოვას დაუწერია და მალე გამოქვეყნდება. ანონსმა უკვე იხილა დღის სინათლე. “მიხეილ სააკაშვილი კი აღფრთოვანებულია იმით, რომ მაგალითად რომელიმე ახალგაზრდა დასავლელ არქიტექტორს იცნობს და მას რაიმეს შეუკვეთავს. ან მაგალითად, იგი ფიქრობს – ასეთი კარგი, 28 წლის გოგონაა და მოდი, ეკონომიკის მინისტრად დავნიშნავ” - წერს ქსენია სოკოლოვა. “ასეთი დაბღვერილი ბიჭია და მოდი თავდაცვის მინისტრად დავნიშნავ” – ალბათ, ასე დაინიშნა ირაკლი ოქრუაშვილი. “რუსეთის მოქალაქეა და მოდი საგარეო საქმეთა მინისტრად დავნიშნავ” - ეს გრიგოლ ვაშაძის დანიშვნის ჩემეული ვერსიაა”. “ლეიბორისტული პარტია” საკონსტიტუციო კომისიის წევრებისთვის მაღალი ანაზღაურებებისა და სამთავრობო პრივილეგიების მინიჭებას აპროტესტებს და ვერც ამჩნევენ, რა დახვეწილები არიან. დახეთ, როგორი დახვეწილია გია მურღულია: “პირველ სკოლაში ხვალ სოციალურ ქსელ “ფეისბუქელთა” პოეზიის საღამო გაიმართება. როგორც “ინტერპრესნიუსს” ღონისძიების ორგანიზატორმა გია მურღულიამ განუცხადა, ასეთი საღამოს მოწყობის იდეა “ფეისბუქზე” გაჩნდა, როდესაც გაირკვა, რომ ამ სოციალური ქსელის მომხმარებლებს საკმაოდ საინტერესო ლექსები აქვთ”. მურღულიას რა ენაღვლება – ხვალ პრეზიდენტად ნოღაიდელი რომ მოჯდეს, მაშინვე “ადნაკლასნიკელების” პოეზიის საღამოს მოაწყობს და თუ “ფეისბუქელებს” 20-25 სტრიქონით ზღუდავს, “ადნაკლასნიკელებს” პოემებს დაუბეჭდავს - “ოდა პუტინს”, “ხოტბა “გაზპრომს”, “ქებათა ქება ჟირინოვსკის”. ისე, “ადნაკლასნიკელების” პოეზიის საღამოს მოწყობას სააკაშვილის მმართველობის პერიოდშიც არ გამოვრიცხავ. ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე და ეროსი კიწმარიშვილი ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდნენ. ისხდნენ, ღვინოს სვამდნენ და ტელევიზორში “რემბოს” უცქერდნენ. გაჩეჩილაძე ღვინის ხარისხზე საუბრობდა, კიწმარიშვილი მაუწყებლობის ხარისხს აფასებდა, ოქრუაშვილი კომპეტენტურად დასცინოდა სტალონეს. რას აკეთებდა გუნცაძე?რაც არ ვიცი – არ ვიცი. რაც არ ვიცი, იმაზე არ ვსაუბრობ. სწორედ ეს არის პოლიტიკური დებატების კულტურა. “ერთადერთი, რაც ჩემს პირად მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, ის არის, რომ, ცოტა წონაში დავიკელი”, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში გამოსვლისას”. ამას ჰქვია პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობა. როცა ერთ უმშვენიერეს დღეს ყველას პასუხს მოთხოვენ, მიშა იტყვის, მე რა შუაში ვარ, მე მხოლოდ წონაში ვიკლებდიო. მიშამ იცის სად, როდის და რა თქვას. ვერ შეეკამათები – კაცი წონაში იკლებდა. და ვინ სუქდებოდა? ბენდუქიძე – იუდა!!! წავედი. წ.ა.დ. (წავედი ავჭალაში დასალევად) გაგულისდები ხანდახან: ამნაირი ქალაქიაო და მის მეტი არ უნდათ აფერი, არ იჭერენ აქანე და თუ არ დეიჭერენ უსაბუთობაზე, ხო ეგდება სანამ მიატანს, არადა გაგიშალენ პასპორტი, გევიდა ვიზა და ხარ მაინც აქანა, პანღური და შეგაჟენდნენ თვითმფრინავში, წაი შენ სახშიო. ბოდიში, პანღურს ვინ გაკადრებს, პადრუჩქით შეგიყვანენ.(აკა მორჩილაძე, Maid In Tiflis)“ვერსია”, presa.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://a.pix.ge/t/ajm3r.jpg ლივერპულის ახალი სეზონის, 2010/11 წლის სრული შემადგენლობა! უკანა რიგი: გრაჰამ კარტერი(ფორმის მენეჯერი), კრის მორგანი(ფიზიოთერაპევტი), დარენ ბურგისი(ფიტნესი), ჯონ აჰტერბერგი(მეკარეების მწვრთნელი), დევიდ ნგოგი, მარტინ კელი, მარტინ ჰენსენი, ბრედ ჯონსი, ხოსე რეინა, პიტერ გულასკი, სოტირიუს კირიაკოსი, დენი უილსონი, რობ პრაისი (მთავარი ფიზიოთერაპევტი), ფილ კოულსი (ფიზიკური მომზადების თავმჯდომარე), ჯორდან მილსომი (სარეაბილიტაციო ფიტნესის მწვრთნელი), ლი რედკლიფი (აბარია გუნდის ფორმები). შუა რიგი: ივან ორტეგა (ფიზიო.), ზაფ იქბალი (პირველი გუნდის ექიმი), პიტერ ბრუკნერი (სპორტული მედიცინისა და მეცნიერების თავმჯდომარე), მაიკ კელი (მწვრთნელი), ჯონჯო შელვი, პოლ კონჩესკი, კრისტიან პოულსენი, მილან იოვანოვიჩი, მაქსი როდრიგესი, დანიელ პაჩეკუ, ნათან ეკლსტოუნი, ჯეი სპირინგი, სემი ლი (მწვრთნელის ასისტენტი), პოლ სმოლი (მასაჟისტი), ალან მაკქოლი (სპორტის მეცნიერი), ენდრიუ ნილონი (ფიზიო.) პირველი რიგი: მარტინ შკრტელი, გლენ ჯონსონი, ფაბიო აურელიო, დირკ კუიტი, ჯო კოული, სტივენ ჯერარდი (კაპიტანი), როი ჰოჯსონი (გუნდის მწვრთნელი), ჯემი კარაგერი, ფერნანდო ტორესი, რაიან ბაბელი, დანიელ აგერი, ლუკას ლეივა, რაულ მეირელეში. სურათის ლინკი! (1280 x 1024) View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/photo14-150x150.jpgკონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მეწარმე გოჩა კახაბერიძის გატაცებაში ეჭვმიტანილი ორი პიროვნება დააკავეს. ეჭვმიტანილებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/policia3.jpg itvს ლინკი
-
რამდენად საჯაროა საჯარო ინფორმაცია და ვინ და რა არგუმენტით ასაიდუმლოებს ამ ტიპის ინფორმაციას ის კითხვებია, რომელზეც პასუხი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გასცა კვლევით, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა სასტუმრო რედისონში. კვლევის ფარგლებში საიამ ოცდაჩვიდმეტ საჯარო დაწესებულებას მიმართა. საიას აინტერესებდა დაწესებულების თანამშრომლების სია,მათი ხელფასები,პრემიები და ჯილდოებზე ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა. აგრეთვე საჯარო დაწესებულების თანამშრომლების დანახარჯები სატელეფონო საუბრებსა და ავტომობილებით მომსახურებაზე. ასევე მობილური ტელეფონების და ავტომანქანების შესყიდვაზე ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა 2008 წლის მანძილზე. კვლევაში ნათქვამია,რომ საჯარო დაწესებულების უმეტესობამ საიას ინფორმაცია მიაწოდა. თუმცა მათივე თქმით, გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს, რომლებმაც უარი განაცხადეს ინფორმაციის გაცემაზე. ”კანონთან შეუსაბამო და გაუგებარი დასაბუთებით არ მოგვცეს ინფორმაცია”,-ნათქვამია საიას კვლევაში. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ის საჯარო დაწესებულებაა, რომელმაც ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა.მათი მოტივი კი იყო :-”კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”. საია განმარტავს, რომ მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ შეესაბამა კანონს ”სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” და შესაბამისად გაუგებარია ამ მოტივით ახსნილი პასუხი დაცვის სამსახურისგან. განსხვავებული პასუხი, ამავე კითხვებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა. საია წერს, რომ შსს პასუხში მათ მიმართ ნათქვამი იყო, რომ ”სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” კანონის თანახმად არ არის მიჩნეული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციად აღნიშნული, თუმცა ისინი მიწანშეწონილად არ თვლიდნენ ხელფასების, პრემიების და ჯილდოების გასაჯაროებას. ”შინაგან საქმეთა სამინისტროს დასაბუთება ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით კანონსაწინააღმდეგოა და უსაფუძვლოდ ზღუდავს ინფორმაციის თავისუფლების უფლებას”,-ნათქვამია კვლევაში. ახსნა-განმარტების გარეშე დატოვა საია ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ. საიას მიერ წარმოდგენილი კვლევა ყურადღებას დროის ინტერვალზე ამახვილებს. საჯარო ინფორმაცია, კანონის მიხედვით გაიცემა დაუყოვნებლივ, ან არაუგვიანეს ათი დღისა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია, განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. საიას კვლევამ აჩვენა, რომ საჯარო დაწესებულების უმეტესობამ მათ მიერ გაგზავნილ კითხვებზე პასუხი 10 დღის ვადაში გასცა. თუმცა ნაწილმა რეაგირება საერთოდ არ მოახდინა, ან პასუხი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით მიაწოდა. კონკრეტულად,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთოდ არ მისწერა პასუხი საიას, გაგზავნილ განცხადებებთან დაკავშირებით. ”ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ საჯარო დაწესებულებებს განსხვავებული მიდგომა აქვთ თანამშრომელთა ხელფასების, პრემიებისა და სამივლინებო ხარჯების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. საჯარო დაწესებულებების ნაწილი ამ ინფორმაციას საჯარო ინფორმაციად მიიჩნევს, ნაწილი კი სრულად ასაიდუმლოებს მას. საჯარო დაწესებულებათა სამართლებრივი განმარტება ხელფასების, პრემიებისა და სამივლინებო ხარჯების ხელმისაწვდომობასთან მიმართებით სხვადასხვაგვარია. სამწუხაროდ, მათ არ გააჩნიათ საერთო სამართლებრივი მიდგომა”,-ნათქვამია კვლევაში. ქუთაისის მერია, თელავის მუნიციპალიტეტი, რუსთავის მერია და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ის დაწესებულებებია, რომლებმაც სრულად მიაწოდა გამოთხოვილი ინფორმაცია საიას. მთავარმა პროკურატურამ, ცესკომ, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, ფინანსთა სამინისტრომ, მთავრობის კანცელარიამ, ეროვნულმა ბანკმა, შემოსავლების სამსახურმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს პარლამენტის აპარატმა, თბილისის მერიამ, სსიპ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საიას არ მიაწოდა თითოეული თანამშრომლის ხელფასის, პრემიის და სამივლინებო ხარჯების ოდენობა ცალ-ცალკე. საქართველოს იუსტიციიs სამინისტრომ მიაწოდა თანამშრომელთა სია ხელფასების მითითებით, მაგრამ არ მოუწოდებია თითოეული თანამშრომლის პრემიების ოდენობა. ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჯარო ინფორმაციად მიიჩნია თითოეული თანამშრომლის ხელფასებისა და სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია, ხოლო პრემიების ოდენობა - პერსონალურ მონაცემად. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საიას ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შედეგად , თითოეული თანამშრომლის ხელფასისა და სამივლინებო ხარჯების ოდენობაზე გასცა პასუხი, მაგრამ უარი უთხრა თანამშრომელთა პრემიების თაობაზე ინფორმაციის მოწოდებაზე. სსიპ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ, ბათუმის მერიის ადმინისტრაციამ საის თითოეული თანამშრომლის სამივლინებო ხარჯები მისწერა, მაგრამ არ მიაწოდა ცალ-ცალკე თანამშრომელთა ხელფასებისა და პრემიების ოდენობა. იუსტიციის სამინისტრომ საერთოდ არ გასცა ინფორმაცია თანამშრომლების პრემიების შესახებ. დაწესებულებამ განმარტა,რომ ეს არის პერსონალური სახის ინფორმაცია და ამ მოტივით არ გასცემს მას. ეს განმარტება გაიზიარა სასამართლომაც, სადაც სამინისტროს გადაწყვეტილება საიამ გაასაჩივრა. ”სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზისას მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ეს გადაწყვეტილებები ფაქტობრივად იმეორებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების არგუმენტაციას. სასამართლო, როგორც წესი, საჭიროდ არ მიიჩნევს გამოიკვლიოს გარემოებები და შეაფასოს, რამდენად კანონიერად მოიქცა ადმინისტრაციული ორგანო”,- ნათქვამია კვლევაში. კვლევის დასკვნაში ნათქვამია, რომ საჯარო დაწესებულებების საქმიანობათა გამჭვირვალობის საკითხები პრობლემად რჩება და ამ მხრივ მდგომარეობა მძიმეა. თუმცა აქვე აღნიშნულია პოზიტიური ფაქტორიც. კერძოდ, რამდენიმე საჯარო დაწესებულება, რომელიც მზადაა საჯარო ინფორმაცია თანამშრომლების ხელფასების და პრემიების შესახებ გასცეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
მალიორკის არგენტინელი ფერნანდო კავენაგი თავდამსხმელი დარწმუნებულია ესპანეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურის მატჩი რომელიც მის გუნდს ბარსასთან მოელის გულშემატკივრისთვის საინტერესო იქნება. იხილეთ fanebi.com