Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-8 კორპუსში გოგონათა საკრავებიანი ფოლკლორული ანსამბლ ” თსუ – გორდელას” … ლინკი მედიანიუსზე
  2. საქართველოს ხელისუფლება, ანტიკორუფციული სტრატეგიის მიხედვით, თვლის, რომ კორუფციასთან ბრძოლა ბევრად ადვილია, თუკი დაცულია ანგარიშვალდებულებისა და საჯაროობის პრინციპები. ამ სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში, რომელიც პრეზიდენტს დასამტკიცებლად უკვე გაუგზავნეს, გათვალისწიებული არ არის ისეთი მექანიზმები, რომლებიც, მაგალითად, თბილისის მოქალაქეებს იმის გაგების შესაძლებლობას მისცემდა, რა ოდენობის პრემიას იღებს თვეში მისი ქალაქის მერი. „ნეტგაზეთმა“ ივნისში ვერ დაადგინა 93 456 ლარიდან, რომელიც ქ.თბილისის მერმა გიგი უგულავამ მიიღოს 2009 წელს ბიუჯეტიდან, რამდენი იყო ხელფასი და რამდენი – პრემია. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც ანტიკორუფციულ ღონისძიებას წარმოადგენს, ამის დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა. ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის წესი არ ავალდებულებს თანამდებობის პირებს დეკლარაციაში დეტალურად გაწერონ მიღებული შემოსავლებიდან რამდენია პრემია და რამდენი – ხელფასი. მეორე დოკუმენტი, რომელიც მოქალაქეებისთვის ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსია, რომლის ავტორიც ამჟამინდელი იუსტიციის მინისტრი და ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ ადეიშვილი გახლავთ. სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით ითხოვდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) პრემიების შესახებ ინფორმაციას რამდენიმე საჯარო დაწებულებიდან. საიამ სულ 24 უწყების წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი სასამართლოში პრემიების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. თუმცა, ვერც ერთხელ მიიღო იგი. 2009 წლის დეკემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა ანა შალამბერიძის სარჩელი, რომელშიც მოსარჩელე ითხოვდა საჯარო რეესტრის თანამშრომლების სიას, ასევე, თითოეული მათგანის ხელფასებზე, პრემიებისა და ჯილდოებზე დახარჯული თანხის ოდენობას. მოსამართლემ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი - შალამბერიძემ მიიღო რეესტრის თანამშრომელთა სია. რაც შეეხება ხელფასებსა და პრემიებს, მოსამართლემ ჩათვალა, რომ ეს პირადი ინფორმაცია იყო, რომელიც ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით საიდუმლო ინფორმაციად ითვლება. თათული თოდუას, რომელიც ამ საქმის ადვოკატი იყო, მიაჩნია, რომ კანონის დამახინჯება, არასწორად ინტერპრეტირება ხდება. ამიტომაც მნიშვნელოვნად თვლის კანონმდებლობაში იმის ცალსახად მითითებას, რომ პრემიებზე ინფორმაცია საჯაროა. თოდუა მონაწილეობდა 30 აგვისტოს ანტიკორუფციული სტრატეგიის ახალი სამოქმედო გეგმის განხილვაში. ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია პრეზიდენტმა 3 ივნისს დაამტკიცა. სტრატეგიის მიხედვით, მთავრობამ 1 სექტემბრამდე უნდა შეიმუშავოს და პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ახალი სამოქმედო გეგმა. „გეგმის შემუშავებაში ანტიკორუფციულ საბჭოში შემავალ არასამთავრობოებს მონაწილეობა არ მიუღიათ“ - ამბობს თათული თოდუა. არასამთავრობო სექტორს გუშინ ჰქონდა განხილვაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. თავად გეგმა კი ხელმისაწვდომი მხოლოდ 23 აგვისტოს გახდა. სამოქმედო გეგმა 9 მიზნის, 42 მოსალოდნელი შედეგისა და 140 ღონისძიებისაგან შედგება. პირველ მიზნად გეგმაში საჯარო სამსახურის მოდერნიზებაა მოყვანილი. ამ მიზნის მეოთხე შედეგად მიჩნეულია საჯარო სექტორში საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის პრინციპების დაცულობა. ამ შედეგის მისაღწევად დასახელებული აქტივობაა სამოქალაქო საზოგადებასთან ინტენსიური ურთიერთობა და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა თემატური შეხვედრებისა და განხილვების ორგანიზების გზით, ხოლო ინდიკატორად მიჩნეულია ამ აქტივობის რაოდენობრივი მაჩვენებელი (და არა თვისებრივი – ვთქვათ, რა ინიციატივები იქნა გათვალისწინებული). საჯარო მოხელეების პრემიების ოდენობის საჯაროობა ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მექანიზმებში ვერ მოხვდა. სამოქმედო გეგმაში პრემიების საჯაროობასთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთება 30 აგვისტოს სხდომაზე საიამ მოითხოვა, მაგრამ რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს. სხდომას ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ. თოდუა ამბობს, რომ ზურაბ ხარატიშვილმა, ცესკოს თავმჯდომარემ, რომელიც ანტიკორუფციული საბჭოს წევრიცაა, განაცხადა, რომ ამის საჭიროება არ არსებობს. მას თავისი არგუმენტები აქვს: ”მე ვთქვი, რომ ინფორმაცია, რომელიც დღეს საჯაროა, იძლევა იმის განსაზღვრის შესაძლებლობას, რამდენია ხელფასი და რამდენი პრემია” - ამბობს ანტიკორუფციული საბჭოს წევრი ნეტგაზეთან საუბრისას. ხარატიშვილს მხედველობაში აქვს ქონებრივი დეკლარაცია, სადაც თანამდებობის პირმა წლის განმავლობაში მთლიანად მიღებული შემოსავალი უნდა მიუთითოს. ”მაგალითად, 10 ათასია მიღებული წლის განმავლობაში და სარგო (ხელფასი), პირობითად, არის 500 ლარი. ეს ნიშნავს, 12-ზე რომ გაამრავლებთ 6000 ლარია ხელფასი და 4 000 პირობითად - პრემია. ასეც შეგვიძლია ძალიან ადვილად დავიანგარიშოთ. საია ლაპარაკობდა, რომ მას უნდა ძალიან დეტალურად რომელ თვეს რა მიიღო და ასეთი ძალიან დეტალური დაშლა”. ხარატიშვილი ამბობს, რომ ზემოთმოყვანილი მეთოდი მარტივი არითმეტიკაა. ხარატიშვილს მიაჩნია, რომ პრემიის წლიური ოდენობის დადგენა სრულიად საკმარისია და თვეების მიხედვით ინფორმაციის გაცემა სულაც არ ნიშნავს გამჭვირვალობას. კითხვაზე, მიიღო თუ არა პრემია წელს, ხარატიშვილი პასუხობს, რომ კი, არჩევნების დროს. როცა ცესკოს თავმჯდომარე პრემიას არჩევნების დროს იღებს, გასაგებია. თუმცა, პრემიების გაცემის გამჭვირვალობის ეს მექანიზმი არ იძლევა იმის დადგენის შესაძლებლობას, ვთქვათ, ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო პერიოდში პრემია მიიღო თუ არა. ხარატიშვილისგან შემოთავაზებული მარტივი არითმეტიკის მიხედვით რომ სცადოს მოქალაქემ თანამდებობის პირის ხელფასისა და პრემიის ოდენობის დადგენა, დაახლოებით ისეთივე გზა უნდა გაიროს, როგორიც ნეტგაზეთმა გაიარა თბილისის მერის შემთხვევაში. მაშინ ნეტგაზეთისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ გიგი უგულავას 2009 წლის შემოსავლების ოდენობა მთლიანად ქონებრივი დეკლარაციის მიღებით. მერიის პრესსამსახურმა კი უარი გვითხრა მოეწოდებინა ინფორმაცია მერის ხელფასის ოდენობის შესახებ და გვირჩია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისთვის მიგვემართა, რაც ინფორმაციის გაცემის ვადებთან არის დაკავშირებული. ამიტომაც მაშინ ნეტგაზეთმა ამ ფორმას არ მიმართა. 22 სექტემბრის განცხადებით კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს მივმართეთ და მინისტრისა და მისი მოადგილეების ხელფასებისა და პრემიების ოდენობის შესახებ ინფორმაცია მოვითხოვეთ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიგვეღო, რადგან ხელფასის ოდენობის შესახებ ინფორმაცია მოძიებას და დამუშავებას არ მოითხოვს, რომლისთვისაც 10–დღიანი ვადაა განსაზღვრული. დღემდე ეს ინფორმაცია არ მიგვიღია. ხარატიშვილი ამბობს, რომ ეს სხვა ტიპის პრობლემაა და არა პრემიების შესახებ ინფორმაციის საჯაროობის. თუმცა მექანიზმი, რომელზეც ანტიკორუფციული საბჭოს წევრი საუბრობს, გამართული ვერ იქნება თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ქონებრივ დეკლარაციებს თანამდებობის პირები ავსებენ, საჯარო სამსახურის ბიუროს მოვალეობაში კი ამ მონაცემების გადამოწმება არ შედის. პრემიების შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოებით ჟურნალისტებსა და არასამთავრობო სექტორს თუნდაც ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული ინფორმაციის ადმინისტრაციულ ორგანოსთან გადამოწმების შესაძლებლობა აღარ ექნებათ. ეს კი, ცხადია, კორუფციული ფაქტების შესაძლებლობას ქმნის, რომლის გამოკვლევის მექანიზმები აღარ არსებობს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ანტიკორუფციულმა საბჭომ უარი თქვა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ანგარიშვალდებულების რეალურად უზრუნველყოფის მექანიზმზე? თათული თოდუა ამბობს, რომ ამ საკითხზე საბჭოს სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმაც ისაუბრა. ”მან არგუმენტად მოიყვანა ის, რომ ვთქვათ, თუკი პრემია გასცა რომელიმე პროკურორზე, რომელმაც ვიღაც კრიმინალი დააკავა, შეიძლება, ასეთი ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს”. ხარატიშვილისგან განსხვავებით, ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარეს ნეტგაზეთი ვერ დაუკავშირდა. თოდუას თქმით, ადეიშვილმა აღნიშნა, რომ თუკი დიდი საზოგადოებრივი ინტერესი იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება ამ თემას გადახედონ. უცნობი დარჩა თავად ადეიშვილის მიერ მიღებული პრემიის ოდენობა ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძისთვის, რომელმაც ეს ფაქტი გაასაჩივრა. ეს ერთ–ერთი მაგალითია, რომელიც აღწერილი იქნება საიას ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც დღესაა დაგეგმილი. პრეზენტაციამდე კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აქცია სწორედ იუსტიციის სამინისტროსთან დაიწყო. ”რამდენი გაქვს პრემია?” - ასე ეწოდება აქციას, რომელიც დღეს რამდენიმე საჯარო უწყებასთან გაიმართება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. საქართველოს ხელისუფლება, ანტიკორუფციული სტრატეგიის მიხედვით, თვლის, რომ კორუფციასთან ბრძოლა ბევრად ადვილია, თუკი დაცულია ანგარიშვალდებულებისა და საჯაროობის პრინციპები. ამ სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში, რომელიც პრეზიდენტს დასამტკიცებლად უკვე გაუგზავნეს, გათვალისწიებული არ არის ისეთი მექანიზმები, რომლებიც, მაგალითად, თბილისის მოქალაქეებს იმის გაგების შესაძლებლობას მისცემდა, რა ოდენობის პრემიას იღებს თვეში მისი ქალაქის მერი. „ნეტგაზეთმა“ ივნისში ვერ დაადგინა 93 456 ლარიდან, რომელიც ქ.თბილისის მერმა გიგი უგულავამ მიიღოს 2009 წელს ბიუჯეტიდან, რამდენი იყო ხელფასი და რამდენი – პრემია. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც ანტიკორუფციულ ღონისძიებას წარმოადგენს, ამის დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა. ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის წესი არ ავალდებულებს თანამდებობის პირებს დეკლარაციაში დეტალურად გაწერონ მიღებული შემოსავლებიდან რამდენია პრემია და რამდენი – ხელფასი. მეორე დოკუმენტი, რომელიც მოქალაქეებისთვის ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსია, რომლის ავტორიც ამჟამინდელი იუსტიციის მინისტრი და ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ ადეიშვილი გახლავთ. სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით ითხოვდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) პრემიების შესახებ ინფორმაციას რამდენიმე საჯარო დაწებულებიდან. საიამ სულ 24 უწყების წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი სასამართლოში პრემიების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. თუმცა, ვერც ერთხელ მიიღო იგი. 2009 წლის დეკემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა ანა შალამბერიძის სარჩელი, რომელშიც მოსარჩელე ითხოვდა საჯარო რეესტრის თანამშრომლების სიას, ასევე, თითოეული მათგანის ხელფასებზე, პრემიებისა და ჯილდოებზე დახარჯული თანხის ოდენობას. მოსამართლემ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი - შალამბერიძემ მიიღო რეესტრის თანამშრომელთა სია. რაც შეეხება ხელფასებსა და პრემიებს, მოსამართლემ ჩათვალა, რომ ეს პირადი ინფორმაცია იყო, რომელიც ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით საიდუმლო ინფორმაციად ითვლება. თათული თოდუას, რომელიც ამ საქმის ადვოკატი იყო, მიაჩნია, რომ კანონის დამახინჯება, არასწორად ინტერპრეტირება ხდება. ამიტომაც მნიშვნელოვნად თვლის კანონმდებლობაში იმის ცალსახად მითითებას, რომ პრემიებზე ინფორმაცია საჯაროა. თოდუა მონაწილეობდა 30 აგვისტოს ანტიკორუფციული სტრატეგიის ახალი სამოქმედო გეგმის განხილვაში. ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია პრეზიდენტმა 3 ივნისს დაამტკიცა. სტრატეგიის მიხედვით, მთავრობამ 1 სექტემბრამდე უნდა შეიმუშავოს და პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ახალი სამოქმედო გეგმა. „გეგმის შემუშავებაში ანტიკორუფციულ საბჭოში შემავალ არასამთავრობოებს მონაწილეობა არ მიუღიათ“ - ამბობს თათული თოდუა. არასამთავრობო სექტორს გუშინ ჰქონდა განხილვაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. თავად გეგმა კი ხელმისაწვდომი მხოლოდ 23 აგვისტოს გახდა. სამოქმედო გეგმა 9 მიზნის, 42 მოსალოდნელი შედეგისა და 140 ღონისძიებისაგან შედგება. პირველ მიზნად გეგმაში საჯარო სამსახურის მოდერნიზებაა მოყვანილი. ამ მიზნის მეოთხე შედეგად მიჩნეულია საჯარო სექტორში საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის პრინციპების დაცულობა. ამ შედეგის მისაღწევად დასახელებული აქტივობაა სამოქალაქო საზოგადებასთან ინტენსიური ურთიერთობა და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა თემატური შეხვედრებისა და განხილვების ორგანიზების გზით, ხოლო ინდიკატორად მიჩნეულია ამ აქტივობის რაოდენობრივი მაჩვენებელი (და არა თვისებრივი – ვთქვათ, რა ინიციატივები იქნა გათვალისწინებული). საჯარო მოხელეების პრემიების ოდენობის საჯაროობა ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მექანიზმებში ვერ მოხვდა. სამოქმედო გეგმაში პრემიების საჯაროობასთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთება 30 აგვისტოს სხდომაზე საიამ მოითხოვა, მაგრამ რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს. სხდომას ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ. თოდუა ამბობს, რომ ზურაბ ხარატიშვილმა, ცესკოს თავმჯდომარემ, რომელიც ანტიკორუფციული საბჭოს წევრიცაა, განაცხადა, რომ ამის საჭიროება არ არსებობს. მას თავისი არგუმენტები აქვს: ”მე ვთქვი, რომ ინფორმაცია, რომელიც დღეს საჯაროა, იძლევა იმის განსაზღვრის შესაძლებლობას, რამდენია ხელფასი და რამდენი პრემია” - ამბობს ანტიკორუფციული საბჭოს წევრი ნეტგაზეთან საუბრისას. ხარატიშვილს მხედველობაში აქვს ქონებრივი დეკლარაცია, სადაც თანამდებობის პირმა წლის განმავლობაში მთლიანად მიღებული შემოსავალი უნდა მიუთითოს. ”მაგალითად, 10 ათასია მიღებული წლის განმავლობაში და სარგო (ხელფასი), პირობითად, არის 500 ლარი. ეს ნიშნავს, 12-ზე რომ გაამრავლებთ 6000 ლარია ხელფასი და 4 000 პირობითად - პრემია. ასეც შეგვიძლია ძალიან ადვილად დავიანგარიშოთ. საია ლაპარაკობდა, რომ მას უნდა ძალიან დეტალურად რომელ თვეს რა მიიღო და ასეთი ძალიან დეტალური დაშლა”. ხარატიშვილი ამბობს, რომ ზემოთმოყვანილი მეთოდი მარტივი არითმეტიკაა. ხარატიშვილს მიაჩნია, რომ პრემიის წლიური ოდენობის დადგენა სრულიად საკმარისია და თვეების მიხედვით ინფორმაციის გაცემა სულაც არ ნიშნავს გამჭვირვალობას. კითხვაზე, მიიღო თუ არა პრემია წელს, ხარატიშვილი პასუხობს, რომ კი, არჩევნების დროს. როცა ცესკოს თავმჯდომარე პრემიას არჩევნების დროს იღებს, გასაგებია. თუმცა, პრემიების გაცემის გამჭვირვალობის ეს მექანიზმი არ იძლევა იმის დადგენის შესაძლებლობას, ვთქვათ, ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო პერიოდში პრემია მიიღო თუ არა. ხარატიშვილისგან შემოთავაზებული მარტივი არითმეტიკის მიხედვით რომ სცადოს მოქალაქემ თანამდებობის პირის ხელფასისა და პრემიის ოდენობის დადგენა, დაახლოებით ისეთივე გზა უნდა გაიროს, როგორიც ნეტგაზეთმა გაიარა თბილისის მერის შემთხვევაში. მაშინ ნეტგაზეთისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ გიგი უგულავას 2009 წლის შემოსავლების ოდენობა მთლიანად ქონებრივი დეკლარაციის მიღებით. მერიის პრესსამსახურმა კი უარი გვითხრა მოეწოდებინა ინფორმაცია მერის ხელფასის ოდენობის შესახებ და გვირჩია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისთვის მიგვემართა, რაც ინფორმაციის გაცემის ვადებთან არის დაკავშირებული. ამიტომაც მაშინ ნეტგაზეთმა ამ ფორმას არ მიმართა. 22 სექტემბრის განცხადებით კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს მივმართეთ და მინისტრისა და მისი მოადგილეების ხელფასებისა და პრემიების ოდენობის შესახებ ინფორმაცია მოვითხოვეთ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიგვეღო, რადგან ხელფასის ოდენობის შესახებ ინფორმაცია მოძიებას და დამუშავებას არ მოითხოვს, რომლისთვისაც 10–დღიანი ვადაა განსაზღვრული. დღემდე ეს ინფორმაცია არ მიგვიღია. ხარატიშვილი ამბობს, რომ ეს სხვა ტიპის პრობლემაა და არა პრემიების შესახებ ინფორმაციის საჯაროობის. თუმცა მექანიზმი, რომელზეც ანტიკორუფციული საბჭოს წევრი საუბრობს, გამართული ვერ იქნება თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ქონებრივ დეკლარაციებს თანამდებობის პირები ავსებენ, საჯარო სამსახურის ბიუროს მოვალეობაში კი ამ მონაცემების გადამოწმება არ შედის. პრემიების შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოებით ჟურნალისტებსა და არასამთავრობო სექტორს თუნდაც ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული ინფორმაციის ადმინისტრაციულ ორგანოსთან გადამოწმების შესაძლებლობა აღარ ექნებათ. ეს კი, ცხადია, კორუფციული ფაქტების შესაძლებლობას ქმნის, რომლის გამოკვლევის მექანიზმები აღარ არსებობს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ანტიკორუფციულმა საბჭომ უარი თქვა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ანგარიშვალდებულების რეალურად უზრუნველყოფის მექანიზმზე? თათული თოდუა ამბობს, რომ ამ საკითხზე საბჭოს სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმაც ისაუბრა. ”მან არგუმენტად მოიყვანა ის, რომ ვთქვათ, თუკი პრემია გასცა რომელიმე პროკურორზე, რომელმაც ვიღაც კრიმინალი დააკავა, შეიძლება, ასეთი ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს”. ხარატიშვილისგან განსხვავებით, ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარეს ნეტგაზეთი ვერ დაუკავშირდა. თოდუას თქმით, ადეიშვილმა აღნიშნა, რომ თუკი დიდი საზოგადოებრივი ინტერესი იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება ამ თემას გადახედონ. უცნობი დარჩა თავად ადეიშვილის მიერ მიღებული პრემიის ოდენობა ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძისთვის, რომელმაც ეს ფაქტი გაასაჩივრა. ეს ერთ–ერთი მაგალითია, რომელიც აღწერილი იქნება საიას ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც დღესაა დაგეგმილი. პრეზენტაციამდე კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აქცია სწორედ იუსტიციის სამინისტროსთან დაიწყო. ”რამდენი გაქვს პრემია?” - ასე ეწოდება აქციას, რომელიც დღეს რამდენიმე საჯარო უწყებასთან გაიმართება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. საეკლესიო კალენდარი ოთხშაბათი მოწამეთა ძმათა ისააკ და იოსებ ქართველთა, კარნუქალაქს წამებულთა (808); დიდმოწამისა ევფესია ყოვლადქებულისა… ლინკი მედიანიუსზე
  5. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში ასაშენებელი სასტუმროების არქიტექტურული პროექტები მოამზადა პოტენციური ინვესტორებისთვის. სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე წარმოდგენილია ორი პროექტი, კერძოდ, ხუთ, ექვს და შვიდსართულიანი სასტუმროების მოდელები.სულ სამი ტიპის სასტუმროების პროექტებია წარმოდგენილი. ვიზუალურად ისინი თითქმის იდენტურია და ფაქტიურად არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან. როგორც სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თეა ბოლქვაძემ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, ”იმისთვის, რომ ინვესტორებს საქმე გაუადვილდეთ, წინასწარ მომზადდა სასტუმროს პროექტები”. კითხვაზე – ნიშნავს თუ არა ეს, რომ ყველა სასტუმრო ქობულეთის ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში ერთნაირი იქნება, ბოლქვაძე გვპასუხოს: ”დიახ, თითქმის ერთნაირი”. სასტუმროს პროექტში, რომელიც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს საიტზეა განთავსებული, მითითებულია შენიშვნა, რომ ინვესტორს აქვს შესაძლებლობა სასტუმროს სარდაფი სურვილისამებრ მოაწყოს. სხვა შემთვევაში კი, ყველაფერი გათვლილია: მაგალითად, ხუთსართულიანი სასტუმროს პროექტით გათვალისწინებულია 36 ნომერი და 75 საძილე ადგილის მოწყობა, ექვსსართულიანის შემთხვევაში კი – 48 ნომრისა და 100 საძილე ადგილის. პროექტში ზუსტად არის გაწერილი, რამდენი კვადრატული მეტრი უნდა იყოს ჰოლი, ტერასა, დერეფნები, აივნები და ა.შ. ქობულეთის ფიჭვნარი თავისუფალ ტურისტულ ზონად 11 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა. ბიზნესმენი, რომელიც 2–დან 4 მილიონამდე ინვესტიციას განახორციელებს სასტუმროს მშენებლობაში და ობიექტს 2011 წლის 1 აგვისტომდე გაუშვებს ექსპლუატაციაში, მომდევნო 15 წლის განმავლობაში გათავისუფლდება მოგებისა და ქონების გადასახადებისაგან. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განაცხადებების მიღება 15 სექტემბრიდან დაიწყო. თეა ბოლქვაძე არ აკონკრეტებს, თუ რამდენი განაცხადია ამ დროისთვის შესული ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში. ის აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც განაცხადების მიღება დასრულდება, შემოსული განაცხადების რაოდენობაც დასახელდება. ეკონომიკის სამინისტრომ ქობულეთის ე.წ. თავისუფალ ტურისტულ ზონაში ინვესტორებისგან წინადადებების მიღება მანამ დაიწყო, სანამ ამ საკითხზე პარლამენტი იმსჯელებდა. ნიკა გილაურის, პრემიერ მინისტრის განმარტებით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევა, რაც კონკრეტულად აღნიშნულ ტერიტორიაზე გადასახადებისგან ინვესტორების განთავისუფლებას შეეხება. თუმცა ამ დრომდე ცვლილება კანონში არ შესულა. ამავე თემაზე ჯერჯერობით უკანონო შეღავათები ინვესტორებს სრული ინფო(netgazeti.ge)
  6. "ჩელსის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ დაადასტურა, რომ... იხილეთ fanebi.com
  7. ქართველი მეცნიერები HP-ს კვლევით კონკურსებში ხელისუფლება დევნილებს კომპენსაციას შერჩევით აძლევს შსს-მ ადამიანის გატაცებაში ეჭვმიტანილები დააკავა ფოტოგამოფენა გარემოს დაცვის სამინისტროსგან რამდენი გაქვს პრემია- დღის აქციები საიასგან საპროტესტო აქცია პარლამენტთან გაიმართა ახალი პროგრამა შემოსავლების სამსახურისთვის პრივატიზებიდან შემოსული თანხები ,,საქართველოს რკინიგზის’’ ახალი სერვისი მგზავრებს FBI-ს ინტერნეტ-სივრცის გაკონტროლება სურს კოსოვოს პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა ირანში სასამართლომ ორი ოპოზიციური პარტია გააუქმა ერაყი ამერიკისგან დახმარებას ელის უგო ჩავესის პარტია გამარჯვებულია სრული ინფო(netgazeti.ge)
  8. კარლო ანჩელოტი დარწმუნებულია, რომ სავსებით სწორად მოიქცა "ჩელსის" მეპატრონეს... იხილეთ fanebi.com
  9. მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი მაიკლ კერიკი ინგლისის სუპერთასის შეხვედრის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ მზადაა მოედანს დაუბერუნდეს. იხილეთ fanebi.com
  10. ''ვესტ ჰემი''-''ტოტენჰემის'' მატჩის შემდეგ... იხილეთ fanebi.com
  11. კარლო ანჩელოტის სჯერა, რომ ნიკოლას ანელკა შეიტანს თავის წვლილს... იხილეთ fanebi.com
  12. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/foreignpolicy.jpg სტივენ ვოლტი თანამედროვე ისტორიაში ნატოს ყველაზე წარმატებულ სამხედრო–პოლიტიკურ ალიანსად მიიჩნევენ. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, სხვა კავშირებზე დიდხანს იარსება, მასში ყველაზე ბევრი სახელმწიფოა გაერთიანებული და ბოლოს, მან მის ძირითად მიზანს (ან ძირითად ამოცანებს) მიღწია, თანაც ყოველგვარი გასროლის გარეშე. როდესაც „ცივი ომი“ დასრულდა, ალიანსმა საკუთარ თავს ახალი ფუნქცია მოუძებნა, უსაფრთხოების სფეროში მისიათა უფრო ფართო სპექტრის განხორციელება და მოკრძალებული, მაგრამ სასარგებლო როლის შესრულება დაიწყო ავღანეთის ომში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დიდხანს იცოცხლა, უარყო რა რეალისტური პროგნოზები იმის თაობაზე, რომ მისი დღეები (ან, ყოველ შემთხვევაში, მისი წლები) დათვლილი იყო. და მაინც, მე ვიზიარებ უილიამ პფაფის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ნატოს მომავალი ფაქტობრივად არ აქვს. ჯერ ერთი, ეკონომიკური პრობლემები, რომლებსაც ევროპა განიცდის, ნატოს წამყვან ქვეყნებს (და პირველ რიგში ბრიტანეთს) თავდაცვაზე ხარჯების კტასტროფულ შემცირებას აიძულებს. იმავდროულად, ნატოს ევროპელი წევრები თავდაცვაზე ისედაც მშპ–ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) იმაზე ნაკლებ პროცენტს ხარჯავენ, ვიდრე შეერთებული შტატები, თანაც ამ მოკრძალებული თანხმების გარდაქმნაც კი სამხედრო ძლიერებაში მათ საოცრად ცუდად გამოსდით. მორიგი შემცირებები იმას ნიშნავს, რომ ევროპა სულ უფრო ნაკლები წვლილის შეტანას შეძლებს სხვა რეგიონებში მიმდინარე მისიებში – ეს კი ერთადერთი სერიოზული ამოცანაა, რომელსაც, როგორც ჩანს, ნატო მომავალში შეასრულებს. მეორეც, კატასტრუფული ავღანური ავანტიურა ალიანსის სოლიდარობაზე გრძევადიან პერსპექტივაში უარყოფითად იმოქმედებს. თუკი შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ISAF–დან მკაფიოდ და მტკიცედ არ გაიმარჯვებენ (ასეთი პერსპექტივა კი სულ უფრო ნაკლებსავარაუდოა) ისინი ვერ შეძლებენ თავიდან აიცილონ დამნაშავეების მწვავე და ხანგრძლივი ძებნის პროცესი. ამერიკის ლიდერები დაიწყებენ ჩივილს იმ შეზღუდვებისა და პირობების გამო, რომელსაც ნატოს ზოგიერთი წევრი აყენებდა (კერძოდ გერმანია), მაშინ როდესაც ევროპული საზოგადოება იმაზე ისაუბრებს, თუ როგორ ჩაითრია ისინი შეერთებულმა შტატებმა ომში, რომელიც ათ წელზე დიდხანს გრძელდება. იმავდროულად, სინამდვილეში, არ არის იმდენად მნიშვნელოვანი ის, თუ ვინ არის ამ მარცხში დამნაშავე; უფრო მნიშვნელოვანია, რომ დღეს ნატო (თუკი ის ოდესმე დაიწყებს ანალოგიურ ახალ ოპერაციას) უახლოეს მომავალში ამას ვერ გააკეთებს. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ თავად ევროპა ახლა სავარაუდოდ სტაბილურია, რომ აქ დემოკრატია მყარად დამკვიდრდა, და რომ ევროკავშირი განაგრძობს მის დაშოშმინებას, კიდევ რა სერიოზული ამოცანები შეიძლება ჰქონდეს ნატოს? მესამეც, პოტენციური პრობლემა თურქეთია, რომელიც 1950 წლიდან ნატოს სრულუფლებიან წევრად ითვლება. მართალია, თურქეთის ბოლოდროინდელი საგარეოპოლიტიკური ინიციტივები მე ნაკლებად მაშფოთებს, ვიდრე სხვებს, მაგრამ არ მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ მთელ რიგ საკვანძო საკითხებზე ანკარას და ჩვენი გზები იყოფა. შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია მტკიცედ აძლიერებენ ზეწოლას ირანზე, მაშინ როდესაც თურქეთი თეიარანს უახლოვდება – როგორც დიპლომატიურად, ასევე ეკონომიურად. იმავდროულად, თურქეთს და ვაშინგტონს შორის პალესტინა–ისრაელის საკითხზე წინააღმდეგობა იზრდება, რაც ამრიკელი კონგრესმენების პოზიციაზე შეიძლება უარყოფითად აისახოს. ეს წინააღმდეგობა შესაძლოა დამატებით გააძლიეროს ისლამოფობიის ზრდამ შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები ნატოში სიდიდით მეორეა (შეერთებული შტატების შემდეგ) და რომ ნატო ძირითადად კონსენსუსის პრინციპზე მოქმედებს, სერიოზულ დაპირისპირებას შესაძლოა მთელი ალიანსის პარალიზება მოჰყვეს. ამგვარად ნატოს, როგორც მნიშვნელოვანი საერთაშორისო ძალის მომავალი, შესანიშნავად არ გამოიყურება. რა თქმა უნდა, მსგავს უსიამოვნო პროგნოზებზე სტანდარტული პასუხები არსებობს: რომ ნატოს კრიზისები წარსულშიც გადაუტანია (მაგალითად სუეცის კრიზისი) და რომ ის მათ ყოველთვის უმკლავდებოდა. ეს ასეა, თუმცა საჭიროა „ცივი ომის“ კონტექსტის გათვალისწინება, რომლის დროსაც ამერიკის და ევროპის ლიდერებს შეკავებისთვის ცხადი მიზეზი გააჩნდათ. რა თქმა უნდა, რადგან ნატო ტრანსატლანტიკური სოლიდარობის სიმბოლოა, არცერთ ამერიკის პრეზიდენტს და ევროპელ ლიდერს არ მოუნდება, რომ ის მისი მმართველობის დროს დაინგრეს. გარდა ამისა, არსებობს უამრავი ბიუროკრატი ბრიუსელში და ევროპელი და ამერიკელი ატლანტისტი, რომლებისთვისაც ნატო – ცხოვრების თემაა. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ ალიანსი წევრებს დაკარგავს ან დაიშლება. მე ისიც კი გამიკვირდება, თუკი საგარეოპოლიტიკური ელიტები აღარებენ იმას, რომ ალიანსს სერიოზული პრობლემები აქვს. ამის ნაცვლად, ის ნელ–ნელა ყოველგვარ მნიშვნელობას დაკარგავს. როგორც მე ამას ათი წლის წინ ვწერდი: „…ატლანტიკური ალიანსი ვაილდის დორიან გრეის ემსგავსება – ის რაც უფრო დიდია, მით უფრო ახალგაზრდას და სიცოცხლით სავსეს გავს – და მით უფრო სუსტი ხდება. ვაშინგტონის შეთანხმება შეიძლება ძალაში დარჩეს, გაგრძელდეს მინისტერიალები, გამოქვეყნდეს სერიოზული და ოპტიმისტური კომუნიკეები, ბრიუსელის ბიუროკრატებმა განაახლონ ნატოს საიტი – მოკლედ, მთელი ეს ზედაპირული საქმიანობა შენარჩუნდება, იმ პირობით, რომ ალიანსს არანაირ სხვა ამოცანას არ დაუსახავენ. საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ნატო შეიძლება მოკვდეს და ამას ვერავინ ვერ შეამჩნევს. თანაც გვამს ჩვენ აღმოვაჩენთ იმ მომენტში, როდესაც დაგვჭირდება, რომ ნატომ მომხდარზე რაიმე რეაგირება მოახდინოს“. თუკი წარსულს გადავხედავთ, უნდა ვაღიარო, რომ სათანადოდ ვერ შევაფასე ნატოს თვითაღდგენის უნარი. კერძოდ, მან გადაიტანა 1999 წლის ომი კოსოვოში და პირველად ისტორიაში აამოქმედა ვაშინგტონის შეთანხმების მე–5 მუხლი 11 სექტემბრის შემდეგ. თუმცა, ის ძალები, რომელიც ნატოს წევრებმა ავღანეთში გაგზავნეს, ძირითადად სიმბოლური იყო და მთელი ტვირთი მხრებზე შეერთებულ შტატებს დააწვა. მაგრამ ეს ძალიან მოკრძალებული ძალისხმევაც კი ევროპელებისთვის ზედმეტი აღმოჩნდა და საეჭვოა ის განმეორდეს. კონტინენტმა, რომლის მოსახლეობაც მცირდება და რომელსაც საგარეო საფრთხე სერიოზულად არ ემუქრება, საეჭვოა მომავალში ენთუზიაზმი გამოთქვას სახელმწიფოს მშენებლობის სფეროში მომავალ ავანტიურებთან მიმართებაში. ასევე, ნაკლებსავარაუდოა, რომ მომავალში ის მონაწილეობას მიიღებს აშშ–ს მხრიდან იმ კოალიციის შექმნის მცდელობებში, რომელიც ჩინეთის მზარდი გავლენის დაბალანსებას შეძლებს. მოკლედ ცუდი ამბავი ის არის, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების ერთ–ერთი ქვაკუთხედი, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში დაიშლება, თუმცა კარგი ამბავია ის, რომ ამით არაფერი შეიცვლება. ორიგინალი ორიგინალი
  13. ახალგაზრდა კაცი შეყვარებულის ჯოჯოხეთიდან გამოხსნის მიხნით სატანისტური წიგნით ჯოჯოხეთიდან გამოიძახებს დემონს სახელად ლო ................... View the full article
  14. ახალაზრდა მოქანდაკე კაცს გაურკვეველი მოჩვენებები აწუხებენ , მას სიზმარი მოვლენილი მოჩვენება რეალურად თავის და უნებურად ცხადში ქანდაკებაში გამოყავ . ამ საშინელებიდა თავის დახჭევის მიზნით მეგობარ გოგოსთან ერთად იგი პროვინციაში გაებგზავრება , მაგრამ აქ უარესია................. View the full article
  15. http://static.guim.co.uk/sys-images/Sport/Pix/pictures/2010/9/5/1283691674279/Soccer---Jamie-Carragher--006.jpg “ლივერპულის” მარცხენა მცველმა შაბათს “სანდერლენდთან” თამაშისას ტრავმა მიიღო და მას ამის გამო ორი მატჩის გამოტოვება მოუწევს. კონჩესკი გუნდს ვერ დაეხმარება ხუთშაბათს “უტრეხტის” წინააღმდეგ ევროპის ლიგაზე და ასევე გამოტოვებს მატჩს პრემიერ ლიგაში “ბლექპულთან” – ციტირებს Goal.Com-ი. “წითლების” მთავარ მწვრთნელს იმედი აქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება და კონჩესკი მალე შეუერთდება კლუბს. View the full article
×
×
  • შექმენი...