planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
რუსული ე.წ. პრიკოლები მაგარი სასაცილოა View the full article
-
შობის ღამეს პატარა ქალაქში პოლიციელები ხვდებიან ადანმიანს, სახელად მისტერ არავინ. მოგვიანებით ისინი აღმოაჩენენ, რომ ეს ადამიანი მკვლელია და პოლიციელები დიდ საფრთხეში არიან. View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/die_welt2.jpg გერჰარდ გნაუკი შემოდგომამ ევროპის არქიტექტურას შესაძლოა გარკვეული სიურპრიზები მოუტანოს. „რუსეთს შეუძლია ნატო-ს ახალი იმპულსი შესძინოს“ – წერდა ახლახანს პატივსაცემი გერმანელი ექსპერტი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ის გულწრფელად მხარს უჭერს (და ამ მხრივ მარტო არ არის) იმას, რომ ალიანსმა მოსკოვს ნატო-ს წევრობა შესთავაზოს, თუმცა რამდენიმე წინადადების შემდეგ ის საღ დასკვნამდე მიდის, რომ რუსულ დიპლომატიას, სამწუხაროდ „ჯერ კიდევ არ უარყვია მისი ძველი ამოცანა, რომელიც დასავლური ალიანსის პარალიზებისკენაა მიმართული“ რეალური დიაგნოზი და თამამი თერაპია – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ეს ორი მიდგომა? გვაქვს თუ არა ჩვენ ადეკვატური წარმოდგენა რუსეთზე? სწორედ ეს იქნება მთავარი კითხვა ამ შემოდგომაზე. ნატო მის ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, დღის წესრიგში დგას რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი და ევროკავშირი უნდა გაერკვეს, რამდენად სერიოზულად უდგება ის „მოდერნიზაციულ პარტნიორობას“ რუსეთთან, ასევე „აღმოსავლურ პარტნიორობას“ უკრაინასთან და უფრო პატარა მეზობლებთან. აქ ბევრი რამ სასწორზე დევს: ენერგეტიკული უსაფრთხოებიდან დაწყებული, უვიზო რეჟიმით აღმოსავლეთ-ევროპის 200 მილიონი მოქალაქისთვის დამთავრებული – ასეთია იმ თემების მოკლე მონახაზი, რომელიც ამ დღის წესრიგში შედის. იმავდროულად, გერმანიაში რუსული თემატიკის განხილვა კლებისკენ მიდის და როგორც სჩანს, დღეს ის უფრო მეტად ექვემდებარება პოლიტკორექტულობას, ვიდრე ეს ოდესმე იყო 1991 წლის შემდეგ. მაშინ ფედერალურმა კანცლერმა შმიდტმა რუსეთს ღიად უწოდა „მაღალი ვოლტა რაკეტებით“, ანუ დაახასიათა ის როგორც გავლენის არმქონე, მაგრამ კარგად შეიარაღებული მცირე სახელმწიფო. დღეს ამას ვეღარავინ იტყვის, მაგრამ მაინც რა შეიცვალა სინამდვილეში მას შემდეგ ამ სახელმწიფოში? თუკი რუსეთთან დაახლოების მომხრეებს ყურს დავუგდებთ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება რომ ჩვენ საქმე გვაქვს მომავლის ეკონომიკურ ზესახელმწიფოსთან და გერმანიის თვალსაზრისით, თითქმის იდეალურ პარტნიორთან. მაგრამ უფრო ყურადღებით თუ დავაკვირდებით, ორ კომპლექსს აღმოვაჩენთ (იდეალიზებულ წარმოდგენას და დამახინჯებულ წარმოდგენას) რომლებიც ამ მოსაზრებას ხსნის. წარმოდგენათა ამ ორმა კომპლექსმა გერმანიაში ღრმად გაიდგა ფესვი: დანაშაულის განცდა და პასუხისმგებლობა მეორე მსოფლიო ომზე, ასევე „იმპერიის“ დაკარგვასთან დაკავშირებული თანაგრძნობა. დღემდე გაურკვევლია, რატომ რჩება ეს პასუხისმგებლობის განცდა პირველ რიგში რუსეთთან და არა ომისგან დიდწილად დაზარალებულ რესპუბლიკებთან, უკრაინასთან და ბელორუსთან მიმართებაში. პარადოქსია ისიც, თუ რატომ ესმით „რუსეთის სპეციალისტებს“ პოსტ-იმპერიული ტრამვა უკეთ ვიდრე იმ სახელმწიფოების ტკივილი, რომლებიც დღემდე განიცდიან საკუთარ თავზე საბჭოთა იმპერიის მემკვიდრეობას. ეკონომიკაში არსებითი ინტერესები ამის გაცნობიერებას ხელს უშლის. გამოცდილ ადამიანებსაც კი, რომლებიც საგარეო პოლიტიკის სფეროში მოღვაწეობენ, უკვირთ როდესაც მათ იმაზე მიუთითებენ, რომ რუსეთი როგორც სავაჭრო პარტნიორი გერმანიისთვის ჩეხეთის რესპუბლიკის დონეზეა, ხოლო 2009 წელს მას ამ მხრივ ჩამორჩებოდა კიდეც. თუკი ნავთობის და გაზის მიწოდებებს არ ჩავთვლით, შეიძლება ითქვას ის რომ არ არსებობს არანაირი არსებითი გერმანულ-რუსული ვაჭრობა, თუმცა საკრედიტო რისკების სადაზღვევო კომპანია Euler Hermes-ი ფედერალური მთავრობის დავალებით 1991 წლის შემდეგ არც ერთ სხვა სახელმწიფოს არ დახმარებია საექსპორტო კრედიტებზე გარანტიებით ისე, როგორც რუსეთს. ამ პოლიტიკით განპირობებული მილიარდიანი დახმარების შედეგები მიზერულია. გერმანია აღმოსავლეთ-ევროპაში არ აწარმოებს პოლიტიკას „Russia first“ („რუსეთი პირველ რიგში“), არამედ მისი პოლიტიკაა „Russia only“ („მხოლოდ რუსეთი“). პოლიტიკის ზეწოლით ბალტიის ზღვაში რეალიზებული გაზსადენის პროექტი, რომელიც კიდევ დიდხანს იქნება გაოცების საგანი და მათ შორის იმის გამოც, რომ ის დიამეტრალურად ეწინააღმდეგება იმ დივერსიფიკაციას, რომელზეც ყველა სიამოვნებით საუბრობს, მხოლოდ ერთი მაგალითია. უკვე საკმაოდ თამამად გამოიყურება ის რომ ვლადიმერ პუტინი ტრიბუნას ძალიან სერიოზული გამომეტყველებით უახლოვდება (როგორც ეს სამი წლის წინ მიუნჰენში იყო) და აცხადებს, რომ რუსეთს ევროპა არ სჭირდება და მოსკოვს საკუთარი გზით შეუძლია სიარული. შესანიშნავი ბლეფია! სწორედაც რომ პირიქითაა. რუსეთს სჭირდება ევროპელები ევროკავშირიდან და არა პირიქით. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი-ქვეყნების ხელშია საკუთარი გავლენის გაძლიერების ბერკეტი. რა თქმა უნდა, აქ რუსეთის შიდა განვითარებაზე გავლენა ნაკლებად იგულისხმება: დასავლეთის უნარი გავლენა მოახდინოს რუსულ ელიტაზე დღეს ისეთი უმნიშვნელოა, როგორიც ის 1991 წლის შემდეგ არ ყოფილა და სწორედ ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ახლახანს რიგის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეები. პოლიტიკური კულტურის ღრმა დინებებში პოლუსების შეცვლა ქვეყანაში არც აეროპორტების დიპლომატიას შეუძლია და არც მილიარდიან კრედიტებს. თუმცა იქ სადაც რუსეთის ქმედებები სხვებს ეხება, მაგალითად საერთო მეზობლებს მოლდავეთში, სადაც მოსკოვს მთელი არმია დარჩა, ან საქართველოს აღიარებული საზღვრების შიგნით, სადაც ის აქტიურად აშენებს სამხედრო ბაზას – ევროპელებს შეუძლიათ აუხსნან მას თუ როგორი ქმედებაა დასაშვები საერთო სახლში და როგორი არა. ძალა საკმარისია, მაგრამ არსებობს კი ამისთვის პოლიტიკური ნება – ეს უახლოეს თვეებში უნდა გამოჩნდეს. ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sainformacio_27_09_2010flv_001337000-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sainformacio_27_09_2010flv_000033560.jpg itvს ლინკი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/moscowtimes.jpg მეთიუ კოლინი „მე უბრალოდ ვისამოვნებ ხელოვნებით, ცხოვრებით, თანამედროვე არქიტექტურით. და ჩემთვის სულერთია, ემახსოვრებათ თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილი“. ეს საქართველოს პრეზიდენტმა გასულ კვირას განაცხადა, როდესაც ხელახლა დაიწყო იმის განხილვა, თუ რას გააკეთებს ის, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება. მართალია, სააკაშვილის მოწინააღმდეგეები, რაღა თქმა უნდა, ისიამოვნებდნენ იმით, ყოფილი პრეზიდენტი თბილისის კაფეებსა და გალერეებში რომ ეხილათ, თუმცა ოპოზიციონერთა უმრავლესობას არ სჯერა, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ამ ზაფხულში, პარლამენტარები იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავდნენ, რომლებსაც, შესაძლოა საქართველოს პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაცია მოჰყვეს, შეიზღუდოს პრეზიდენტის უფლებამოსილება და გაძლიერდეს პარლამენტი და პრემიერ–მინისტრი. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ახლახანს მხარს უჭერდნენ საპრეზიდენტო ხელისუფლების შეზღუდვასა და პარლამენტის გავლენის გაფართოებას, დღეს რეფორმებით უკმაყოფილონი არიან. ისინი შიშობენ, რომ ახალი პრემიერ–მინისტრი, გაფართოვებული უფლებებით, იქნება არა ვინმე სხვა, არამედ სწორედ სააკაშვილი. 2013 წელს, სააკაშვილი ასრულებს მის საპრეზიდენტო ვადას და თანამდებობის დატოვება უწევს. თუმცა, ბევრ ქართველს მიაჩნია, რომ ის პოლიტიკიდან არ წავა. რუსეთთან დამანგრეველი ომისა და იმ ბრალდებების მიუხედავად, რომ საქართველოში ის ფაქტობრივ მონარქად იქცა, მაინც ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია ქვეყანაში. მისი ზოგიერთი მხარდამჭერი აცხადებს, რომ ისეთი ადამიანის გაშვება, რომელსაც ასეთი ენერგია და წარმოსახვის უნარი აქვს, უპასუხისმგებლობა იქნებოდა. ამგვარად, ხომ არ გაიმეორებს ის მისი მტრის, ვლადიმერ პუტინის გზას და ხომ არ გახდება პრემიერ–მინისტრი, დაუთმობს რა შეზღუდულ საპრეზიდენტო ხელისუფლებას მის რომელიმე მხარდამჭერს? ჯერ–ჯერობით სააკაშვილს ამ კითხვაზე დადებითი პასუხი არ გაუცია, მაგრამ არც უარი უთქვამს, – მხოლოდ განაცხადა, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების ამოცანა, მისი ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივება არ არის. იმავდროულად, მან მკაფიოდ მიანიშნა იმაზე, რომ საკუთარი გარემოცვის ხელისუფლებაში დარჩენა სურს. „არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ იდეოლოგიამ და რეფორმატორთა გუნდმა, რომლებსაც მე წარმოვადგენ, შეინარჩუნონ პოზიცია 2013 წლის შემდეგ“, – ხაზგასმით აღნიშნა მან. ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა ერთხელ განაცხადა, რომ ის დიდი ხნით დარჩებოდა ხელისუფლების სათავეში. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდა და ბოლოს ის საკუთარმა მინისტრებმა გადააყენეს. თუმცა ტეტჩერისგან განსხვავებით, საეჭვოა სააკაშვილს „სასახლის გადატრიალება“ ემუქრებოდეს, ამიტომ (პუტინთან უხერხულ პარალელებს რომ დროებით შევეშვათ) – არჩევანი, უნდა განაგრძოს თუ არა ბრძოლა ხელისუფლებისთვის, მისი გასაკეთებელია. ორიგინალი ორიგინალი
-
28 სექტემბერს, 11.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი #158-ე სკოლას ეწვევა და პროგრამა ,,ALUMNI”-ის ფარგლებში შემოწირული თანხით სკოლაში ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებს დაათვალიერებს. მის: ვაშლიჯვარი, გოძიაშვილის ქ. II შესახვევი, #21 28 სექტემბერს, 11:00 საათზე, ~ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის~ წარმომადგენლები ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს, თბილისის მერიასა და თსუ-სთან პლაკატებსა და ფლაერებს დაარიგებენ. 28 სექტემბერს, 12.00 საათზე, „ახალი მემარჯვენეების“ ოფისში, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “ფონდ „ათასწლეულის გამოწვევის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების თანხების არამიზნობრივად ხარჯვა”. მის: ჟანი კალანდაძის ქ. #3 28 სექტემბერს, 12.00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”, ცენტრალური საარჩევნო კომისია, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სსიპ) და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. 28 სექტემბერს, 12.00 საათზე, პურის მოედანზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია ძველი თბილისის ავარიულ სახლებთან დაკავშირებით მოსახლეობას შეხვდება. 28 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. 28 სექტემბერს, 12.00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტის” “ბალრუმში” წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს საერთაშორისო პროექტის “სასამართლო-სამედიცინო მტკიცებულებათა გამოყენება წამებასთან საბრძოლველად” წარდგინება გაიმართება. 28 სექტემბერს, 12:30 საათზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. პირველი რესპუბლიკის დარბაზი 28 სექტემბერს, 13:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. 28 სექტემბერს, 13.00 საათზე, “ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი, და “კონსერვატორი” კახა კუკავა და ~საქართველოს გზის~ წევრი ნათელა მაჭავარიანი ბრიფინგს გამართავენ. თემა: “საკრებულოს სამომავლო გეგმები”. 28 სექტემბერს, 13.00 საათზე, თბილისის საკრებულოს “რესპუბლიკელი” წევრი თინა ხიდაშელი პრესკოფნერეციას გამართავს. მის: ლეონიძის ქ. #20/8 (ტელეკომპანია ~კავკასიის~ წინ) 28 სექტემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო “რედისონში” გერმანიის მეწარმეთა დელეგაციის მონაწილეობით ეკონომიკური ფორუმი გაიმართება. 28 სექტემბერს, 14:00 საათზე, საერთაშორისო ფესტივალ “ჩვენებურების” საორგანიზაციო კომიტეტი პრესკონფერენციას გამართავს. მის: რუსთაველის გამზ. #24, II სართ. (ყოფილი “ლაღიძის წ####ბის” თავზე) 28 სექტემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო ~რედისონში~ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” პრეზენტაციას გამართავს. თემა: “ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობა საქართველოში”. 28 სექტემბერს, 15.00 საათზე, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში, ინფორმაციის მიღების უფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” პრესკონფერენციას გამართავს. მის: ჭოველიძის ქ. #10 28 სექტემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშივილი ბრიფინგს გამართავს. თემა: “საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ახალგორის ოკუპირებული რაიონის მოსახლეობის უფლებების უგულვებელყოფა”. პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი 28 სექტემბერს, 16:00 საათზე, ანტიკიზისული საბჭოს სხდომა ჩატარდება. საკონფერენციო დარბაზი 28 სექტემბერს, 16.00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სეალჩო გამოფენას “ჩინური ხელოვნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში” გამართავს. 28 სექტემბერს, 19.30 საათზე, `ივენთ ჰოლში~ თბილისის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნება. იხილეთ epn.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/zgvawmv_000385760-150x150.jpgფიქრები, იმედები, გეგმები და მომავალი. აქ ყველაფერი აფხაზეთს უკავშირდება. სოხუმელების განცდები და ზღვა, რომელიც წარსულის ასოციაციებს იწვევს. სხვადასხვა ისტორიები და ერთი ტკივილი. სოხუმელები ყველაზე ტრაგიკულ წუთებს იხსენებენ. მათ ერთი რამ აერთიანებთ - ეს აფხაზეთია. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/shori_zgva_27_09_2010.jpg itvს ლინკი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif როჯერ კოენი ლონდონი – 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის ერთ-ერთი საიდუმლო დემოკრატიის დაღმასვლაა. მართალია, იმ ქვეყნების რიცხვი, რომელთაც დემოკრატიული სისტემა აქვთ არ შემცირებულა, მაგრამ დემოკრატიამ თავისი სიკაშკაშე დაკარგა. ეს არის იდეა ბრწყინვალების გარეშე, რაც შემაშფოთებელია. მე სიტყვა „საიდუმლო“ ვახსენე. ისინი, ვინც მე-20 საუკუნის განმვლობაში ლიბერალური საზოგადოებების გადასარჩენად დაღვრილ სისხლში რაღაცას ხედავდნენ, დემოკრატიის მიმზიდველობის გაუფერულებას აუცილებლად მიიჩნევენ შემაშფოთებლად. მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს. ერაყსა და ავღანეთში ნაწილობრივ დემოკრატიის სახელით წარმოებულმა ომებმა ავნო მის რეპუტაციას, მაგრამ ამავე დროს იმ გულმოდგინე ამომრჩვლის იმიჯი შექმნა, რომელიც მთლიანად მოიცვა იდეამ, რომ თავად შეუძლია გადაწყვიტოს, ვინ იქნება მისი მმართველი. სისხლიანი ქაოსის გამო, ადვილი იყო „დემოკრატიის“ დახატვა ისე, როგორც ლეღვის ფოთლისა, რომლის მეშვეობითაც დასავლეთი თავის აგრესიულ გეგმებს და თავქარიან თვალთმაქცობას მალავს. სანამ დემოკრატიული დასავლეთი იბრძოდა, არადემოკრატიული ჩინეთი იზრდებოდა. ის მსოფლიო სცენაზე სტაბილურობის გამოხატულებად ამოტივტივდა, მან თავის აარიდა სამხედრო თავგადასავლებს და ეკონომიკის ყოველწლიურ 10 პროცენტიან მატებასაც მიაღწია, იმას, რაზეც დასავლური დემოკრატიული ქვეყნები მხოლოდ ოცნებობდნენ. ჩინეთის „აღმასვლა“ საშინაო მოვლენა იყო. მას არ დაუძიმებია თავი დემოკრატიულ პროცესზე დამბლადამცემი დებატებით. როდესაც 2008 წელს დასავლეთის საიფინანსო სისტემა აფეთქდა, ჩინეთის პასუხი შემტევი იყო. „პეკინის კონსენსუსმა“ მხარდაჭერა მოიპოვა. გამყოფი ხაზი დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის სულ უფრო ბნელით მოცული ხდება. დიქოტომია ტირანიასა და თავისუფლებას შორის, ისეთი თვალშისაცემი იყო მე-20 საუკუნეში. რუსეთისა და ჩინეთის ახალი ტირანია უფრო ძნელი განსასაზღვრი და ამიტომ დასაპირისპირებლად უფრო რთულია. „რუსეთის ტიპის რეჟიმებს ის ფაქტი ასტაბილურებს, რომ მათ იდეოლოგია არა აქვთ“ – ამბობს ივანე კრასტევი, ვენის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტის თანამშრომელი. „მართლა არ არსებობს იდეოლოგიური ინსტრუმენტი, რომლითაც მათ შეუტევ“. მათი მდგრადობა იმ ფაქტსაც ემყარება, რომ საზღვრები ღია აქვთ. „საშუალო კლასს სისტემის ცვლილება არ აინტერესებს, რადგან თუ ის არ მოსწონთ, შეუძლიათ ლონდონში გადაფრინდნენ“ – აღნიშნა კრასტევმა. კომუნისტურ ბულგარეთში გაზრდილს, მას მიაჩნია, რომ 1990-იან წლებში დემოკრატიას ზედმეტად ინტენსიურად ყიდდნენ და მისი ფასი ამიტომ დაეცა. ყველაფერს კარგს, ცივი ომის დასასრულის შემდეგ, დემოკრატიის კალათში ისროდნენ: კეთილდღეობას, ეკონომიკურ ზრდას, მშვიდობას. როდესაც დემოკრატიამ ამ მხრივ შედეგების მოტანა შეწყვიტა, მას ზარალი მიადგა. ძალიან ცოტა რამ ითქვა დემოკრატიულ ღირებულებებზე, მათ შორის მშვიდობაზე. ამასობაში ტექნოლოგიებიც თავისას აკეთებდა, იმას, რასაც მწერალი ჯონატან ფრენზენი „ყურადღბის გადამტან ტრილიონობით პატარა ბაითს“ უწოდებდა. „საკუთარ თავთან სინქრონიზებულმა ადამიანებმა, საზოგადოებრივი სივრცეებიდან მოშორებით პერსონალურ ქსელებში იპოვეს თავშესაფარი, არადა სწორედ ამ საზოგადოებრივ სივრცეში მოქმედებდა დემოკრატია. დემოკრატიები გაიყინა ისე, როგორც ბელგიაში, ან კორუფციას მიჰყო ხელი, როგორც ისრაელში, ან პაროდიად იქცა, როგორც იტალიაში, ან პარალიზდა, როგორც ნიდერლანდებში. არსებობდა გამონაკლისიც, განსაკუთრებით იმ დამათრობელ მასობრივ მოძრაობაში, რომელმაც ბარაკ ობამა მოიყვანა ხელისუფლებაში 2008 წელს. მაგრამ ობამა მალე აღმოჩნდა იმ ჩიხურ პარტიულ ხორხოცში, რომლის დაძლევის პირობასაც იძლეოდა. მისი მმართველობის ვადის თითქმის ნახევარზე მეტი გავიდა და მთელი ამ დროის მანძილზე საკანონმდებლო პარალიჩის პერსპექტივა გარდაუვლად გამოიყურებოდა. მსოფლიოს ყველაზე ძლიერი დემოკრატიული სისტემა, მისი აღთქმა, სულ ახლახანს განახლებული, კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ფრუსტრაციისა და გახლეჩილობის ჭაობში. მერე რა? მერე რას თუ ასობით მილიონი ადამიანისთვის ფულმა აჯობა ადემოკრატიას და სტაბილურობამ ღია საზოგადობებს? მერე რა თუ კანონის უზენაესობა და ინდივიდუალური თავისუფლება კომპრომეტირებულია, პრესა ალაგმული, ხოლო მედიის მაკონტროლებელი პრეზიდენტები ფიქრობენ, რომ „დემოკრატიას“ ხელისუფლებაში სამუდამოდ დარჩენისათვის გამოიყენებენ და მხოლოდ დროდადრო, 4 წელიწადში ერთხელ შეისვენებენ? მერე რა თუ ხალხს აღარ სჯეროდა, რომ მათი ხმა რაიმეს შეცვლის იმიტომ, რომ პოლიტიკა იყიდება? იქნებ ლიბერალურმა დემოკრატიამ, თავის დასავლურ აკვანთან ერთად, უკვე განვლო ზენიტი? ტყუილია. ანტიდემოკრატიული ნაკადის გაჩერება მნიშვნელოვანია. მას მკვლელები და ჩაგვრა მართავენ. თუ ვინმეს ამის შეხსენება სჭირდება, წაიკითხეთ შესანიშნავი ტონი ჯუდტი, ისტორიკოსი, რომელმაც გასულ თვეს თავის გარდაცვალებას Lou Gehrig’s სნეულებით ისეთივე უსაზღვრო სიცხადე მოჰფინა, როგორც მე-20 საუკუნის ევროპის ისტორიას. ჯუდტი ბრიტანელი ინტელექტუალი იყო, რომელიც ნიუ-ირკში გადავიდა. მისი მკაცრი მაძიებელი სულისკვეთება ანგლო-ამერიკული ცივილიზაციის გამოხატულებას წარმოადგენდა. არავინ იცოდა მასზე უკეთ რეპრესიული სისტემების არსი, რომელთა პროდუქტია დატყვევებულ ცნობიერება. არავის დაუწერია ასე დამაჯერებლად რეპრესიული სისტემების წინააღმდეგ ბრძოლაზე პლურილზმის, თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის. ჯუდტი მოკვდა იმ დროს, როდესაც მე საპირისპირო გზას გავდიოდი ნიუ-იორკიდან ლონდონამდე. ეს ენის კონტინუუმის გადაკვეთას უდრიდა, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფრით შევეგუე „წერილების ყუთისა“ და „თეთრი“ ყავის წარმოთქმას. მაგრამ ამავე დროს ეს ანგლოამერიკული ცივილიზაციის კონტინუუმში მოგზაურობაც იყო, ლოკისა და ადამ სმიტის, ისაია ბერლინის ცივილიზაციის კონტინუუმში, როგორი მარგინალიზებულიც არ უნდა ჩანდნენ ეს გარდაცვლილი თეთრი კაცები აზიური ეპოქის გარიჟრაჟზე. ამიტომ ვარ მადლიერი ტიმოთი გარტონ ეშისა, რომელმაც „ნიუორკის წიგნების მიმოხილვაში“, თავის მიძღვნაში ჯუდტისადმი დემოკრატიის იდეის კვინტესენცია მე-17 საუკუნის ინგლისელის, პოლკოვნიკ თომას რეინსბოროს სიტყვებით გამოახატა. „მე მართლა მიმაჩნია, რომ ყველაზე ღარიბ ადამიანს ინგლისში შეუძლია უდიდესი ადამიანის ცხოვრებით იცხოვროს: ამიტომაც, სერ, ჩემი აზრით მართლაც ცხადია, რომ ყოველმა კაცმა, რომელიც მთავრობის მმართველობას ექვემდებარება, ჯერ თავად უნდა გამოთქვას თანხმობა ამ ხელისუფლების მმართველობის ქვეშ არსებობისა“. ეს სიტყვები 1647 წელს ეკუთვნის, ხოლო ის სიტყვები, რომლებიც 1863 წელს ლინკოლნმა გეტისბერგში წარმოთქვა – „ხალხის მთავრობა, ხალხის მიერი მთავრობა, მთავრობა ხალხისთვის არ დაიღუპება დედამიწაზე“ - მისი ბუნებრივი გაგრძელებაა. ხოლო დემოკრატია ჯერ კიდევ ის იდეაა, რომლისთვისაც ბრძოლა ნამდვილად ღირს. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/independent2.gif მერი დეჟევსკი მოსკოვში Starbucks–ის გაჩენა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყნის მოქალაქეები ნამდვილი პოლიტიკური თავისუფლებებით სარგებლობენ. მაგრამ დღეს ისინი მზად არიან ამ მხრივ რამე იღონონ. რუსეთში რაღაც მწიფდება, მაგრამ კონკრეტულად რა იქნება ეს – რთული სათქმელია. ხანმოკლე მოგზაურობის შემდეგ, ძირითადად ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში, რუსეთის საკითხებში დასავლელ სპეციალისტებთან და რუს ინტელექტუალებთან, პოლიტიკოსებთან და ჟურნალისტებთან ერთად ჯგუფ „ვალდაის“ შეხვედრის ფარგლებში, რომლის კულმინაციაც გახდა ყოველწლიური კითხვა–პასუხის კონფერენცია ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით, მე მივხვდი, რომ რუსეთი საკუთარ წარსულს და მომავალს შორის არის მომწყვდეული და არ იცის საით წავიდეს. აკრძალული დემონსტრაციების დასაშლელად მუდმივად იყენებენ სპეცდანაყოფებს, თანაც მათი რიცხვი აშკარად არაპროპორციულია იმ საფრთხის, რაც კანონსა და წესრიგს შეკრების თავისუფლების დამცველთა მხრიდან ემუქრება. დღევანდელი დღის მოდური სიტყვაა „მოდერნიზაცია“, რომელიც პოსტ–საბჭოთა ლექსიკონში პრეზიდენტის პოსტზე პუტინის მემკვიდრე დიმიტრი მედვედევმა შემოიტანა. მას შემდეგ, ყველა რუსი ყველა პოლიტიკური სპექტრიდან, მთელი ძალით ცდილობს იმის გარკვევას, თუ რა არის ის. ინტელექტუალთა რიგებში იმედგაცრუებამ დაისადგურა. მაგრამ, ეს ყველაფერი, თითქოს ბოლომდე გამართლებული არ არის. მატერიალური თვალსაზრისით, ბოლო 20 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო 10 წელიწადში რუსეთმა მოდერნიზაციის ნამდვილი ბუმი განიცადა. და დასავლეთის ეკონომიკური კრიზისის გავლენის მიუხედავად, ის სწრაფად მიიწევს წინ. ახალი სახლები, საოფისე შენობები და კომერციული ცენტრები არამხოლოდ მოსკოვსა და სანქტ–პეტერბურგში, არამედ სხვა ქალაქებშიც ჩნდება, რაც ზოგადად კარგის ნიშანია, თუმცა ეკოლოგიის თვალსაზრისით – ცუდის. რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა დღეს ცხოვრობს იმაზე უკეთ, ვიდრე ოდესმე. მაგრამ იმედგაცრუებული რუსი ინტელექტუალებისთვის და პროფესიონალთა მზარდი კლასისთვის მოდერნიზაცია მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის ზრდას არ უკავშირდება. ამ საკითხზე ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა: „საუბარია არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ ცხოვრების ყველა ასპექტის, მათ შორის პოლიტიკის მოდერნიზებაზეც“. მან დასძინა: „რუსეთის პრობლემა ის არის, რომ მთელი მოსახლეობა ფიქრობს, რომ კანონის დაცვა თავისებურად შეუძლია. მოდერნიზაცია კი იმას გულისხმობს, რომ ასეთი ქმედება უნდა შეწყდეს, თანაც გამონაკლისების გარეშე. ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც გერმანია ან საფრანგეთი იქცევა, სადაც ჩამოყალიბებული პოლიტიკური და იურიდიული სისტემა მოქმედებს“. ასეთი სხვაობა რუსეთს და მაგალითად, საფრანგეთს და გერმანიას შორის ბევრ რუსს აწუხებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათი პოლიტიკური ლიდერები ამ სხვაობის დაძლევის აუცილებლობას ვერ გრძნობენ ან არ აქვთ საკმარისი ნება ცვლილებების განხორციელებისთვის. თუმცა, ამ თვის დასწყისში მედვედევი სიტყვით გამოვიდა იმ საერთაშორისო ფორუმზე, რომლის გადაქცევასაც ის რუსულ დავოსად იმედოვნებს. ის სიტყვით გამოვიდა ჩრდილოეთის ენერგიულ ქალაქ იაროსლავლში. გამოსვლის თემა დემოკრატია გახლდათ, და ამ სფეროში რუსეთის ყველაზე სასტიკმა კრიტიკოსებმაც კი ვერ შეძლეს, გაფაციცებით არ ესმინათ პრეზიდენტის გამოსვლისთვის, მათ ის უჩვეულო თავშეკავებული ტონიც შენიშნეს, რომელშიც ეს სიტყვა ითქვა. აი, ამ გამოსვლის ყველაზე საინტერესო ეპიზოდი: „მე არამხოლოდ მწამს დემოკრატიის, როგორც პოლიტიკური რეჟიმის ფორმის, არამედ მჯერა, რომ დემორკატიას ასევე შეუძლია დამცირებისა და სიღარიბისგან იხსნას მილიონობით ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, და მილიარდობით ადამიანი მთელს მსოფლიოში“. რუსეთთან დაკავშირებით მან განაცხადა: „მე ვიცი ამ სისტემის ხარვეზები, შესაძლოა ყველაზე უკეთ… მაგრამ კატეგორიულად არ ვეთანხმები მათ, ვინც ამტკიცებს, რომ რუსეთში დემოკრატია არ არის, რომ აქ ავტორიტარული ტრადიციებია გაბატონებული. ეს ასე არ არის… რუსეთში დემოკრატია არსებობს. დაიხ, ის ახალგაზრდაა, უმწიფარი, არასრულყოფილი, გამოუცდელი, მაგრამ ეს მაინც დემოკრატიაა. ჩვენ გზის დასაწყისში ვართ. და ამ მხრივ წინ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. მაგრამ ჩვენ თავისუფლები ვართ“. შემდეგ მან რამდენიმე პირობა ჩამოაყალიბა, რომელთა შესრულებაც აუცილებელია იმისთვის, რომ რუსეთი უფრო დემოკრატიული ქვეყანა გახდეს. ერთ–ერთი მათგანია სასამართლოების და ციხეების მუშაობის გაუმჯობესება. და ბოლოს, მედვედევმა თქვა, რომ დემოკრატიის ერთ–ერთი ნამდვილი სტანდარტი თავად მოქალაქეების რწმენაშია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრობენ. „რადგან, როგორი განმარტებაც არ უნდა მივცეთ დემოკრატიას, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ჩვენ დემოკრატიაა, მათ შორის რუსეთშიც, რა თქმა უნდა, დემოკრატია თითოეულმა მოქალაქემ თავად უნდა შეაფასოს“. გზა მართლაც ძალიან ხანგრძლივია. თუმცა, მას შემდეგ რაც ორი წლის წინ მედვედევი პრეზიდენტი გახდა, რუსეთმა ორი დიდი შოკი გადაიტანა და ეს შოკი შეიძლება ისეთივე გარდამტეხი აღმოჩნდეს, როგორიც იყო ჩერნობილის ბირთვული კატასტროფა და სომხეთის მიწისძვრა – ორი მოვლენა, რომელმაც საბჭოთა კავშირში ცვლილებები დააჩქარა. პირველი შოკი სულ რაღაც ორ თვეში იყო მას შემდეგ, რაც მედვედევმა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაიწყო. საუბარია 2008 წლის აგვისტოს ომზე საქართველოსთან. საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად, რუსეთმა ამ ომში გაიმარჯვა. მაგრამ „გამარჯვებამ“ კრემლს მთელ რიგ უსიამოვნო რეალობებზე აუხილა თვალი. რუსეთს მსოფლიოში არ ჰყავს მეგობრები, რომელთა აღნიშვნაც ღირს. მისი, როგორც აგრესიული სახელმწიფოს იმიჯი, რომელსაც წარსული იმპერიის ნოსტალგია აქვს, მხოლოდ განმტკიცდა. გარდა ამისა, გაირკვა, რომ მისი შეიარაღებული ძალები ვადაგასული და დეზორგანიზებულია. ამის ერთ–ერთი შედეგი სახელმწიფოს საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის სრული გადაფასება გახდა, რასაც ხელი შეუწყო პრეზიდენტ ობამას „გადატვირთვის“ პოლიტიკამ რუსეთთან. მოსკოვმა მსოფლიოს უფრო კეთლგანწყობილი სახე დაანახა. მისი ლიდერები თანამშრომლობაზე და გუნდურ მუშაობაზე ალაპარაკდნენ; რუსეტის დიპლომატიურ ლექსიკონში გაჩნდა ტერმინი „რბილი ძალა“. სოჭში ქართულ კონფლიქტზე საუბრისას პუტინი მთელი ძალით ერიდებოდა ლანძღვას და ქირქილს, რაც მას ჩვეულებრივ ახასიათებს ხოლმე და განაცხადა, რომ საქართველოს თვითგამოცხადებულმა ტერიტორიებმა თავად უნდა მიაღწიონ პრობლემების მოგვარებას (ანუ რუსეთის გარეშე), და დაეთანხმა იმას, რომ საქართველო ამ რეგიონში „დომინანტური ძალაა“. რუსეთი ახალი სტარტისთვის ემზადება, თანაც არამხოლოდ აშშ–სთან ურთიერთობებში, არამედ ევროკავშირთანაც. როგორც წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტიდან გახდა ცნობილი, რომელმაც პრესაში გაჟონა, რუსეთი უფრო მტკიცედ ცდილობს მისი პოლიტიკის ორიენტირებას დასავლეთისკენ. ამის კიდევ ერთი დადასტურება გახდა მეორე მსოფლიო ომის მოკავშირეთა მიწვევა გამარჯვების დღეს წითელ მოედანზე გამართულ აღლუმში მონაწილეობისთვის, ასევე მოულოდნელი მზადყოფნა დახმარებისთვის და ძალიან ადამიანური რეაქცია კატინთან პრეზიდენტის თვითმფრინავის კატასტროფაზე, რასაც პოლონეთის პირველი პირის სიცოცხლე შეეწირა. ტყის ხანძრები, რომელმაც ამ ზაფხულში რუსეთის ცენტრალური და სამხრეთ რეგიონები მოიცვა, ქვეყნისთვის მეორე მასშტაბური შოკი იყო. ამ ფაქტმა ცხადყო, რომ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ტექნიკას და აღჭურვილობას, ასევე მათ მომზადებას, საბჭოთა პერიოდის შემდეგ საკმარიისი ყურადღება არ ეთმობა. რუსებმა დაინახეს, თუ რა ცუდადაა ორგანიზებული ამ სამსახურების მუშაობა კანადის, კორეის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების მაღალტექნოლოგირუი ჯგუფების მუშაობასთან შედარებით. ამგვარად, ხანძრები „მედერნიზაციის“ აუცილებლობის სასარგებლოდ პროპაგანდის დამაჯერებელი იარაღი გახდა. მაგრამ მათ კიდევ ერთ რაღაცას შეუწყვეს ხელი: სახალხო აქტივობის აფეთქებას, ძირითადად ადგილობრივ დონეზე. ხალხი ხანძრებთან საბრძოლველად მოხალისეთა ჯგუფებს ქმნიდა, აგროვებდა დახმარებებს სტიქიით დაზარალებულთათვის, ავსებდა რა ამით ვაკუუმს იმ რეგიონებში, სადაც სახელმწიფოს შეეძლო და უნდა ემოქმედა. და ეს ქვედა დონეზე მოსახლეობის საზაფხულო აქტიურობის ერთადერთი მაგალითი არ არის. „მწვანეთა“ მოძრაობამ, რომელიც ძალას იკრეფს, წარმატებით გააპროტესტა ახალი, უკიდურესად აუცილებელი მოსკოვი–სანკტ–პეტერბურგის ავტომაგისტრალის მშენებლობა. გზის ნაწილი ჰიმინსკის ტყეზე უნდა გაეყვანათ; მაგრამ მას შემდეგ რაც მედვედევი პროექტის ოპონენტების მხარეს დადგა, მშენებლობის გეგმებს გადახედეს. ადგილობრივ დონეზე გააქტიურდა ასევე ინდივიდუალური და კოლექტიური ძალისმხევა მიმართული უახლეს რუსულ ისტორიაში „თეთრი ლაქების“ ამოვსებისკენ. პუტინს აქტიურად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ის ოფიციალურად არ აღიარებდა სტალინის რეპრესიების მსხვერპლთ მისი პრეზიდენტობის ბოლო თვეებამდეც კი. დიახ, არც მედვედევი არ ჩქარობს მათთვის ბოდიშის მოხდას სახელმწიფოს სახელით, როგორც ამას რეპრესირებულთა ოჯახები ელოდნენ. მაგრამ ინტერნეტის და ალექსანდრე სოლჟენიცინის ინიციატივის წყალობით, ქვეყანაში სულ უფრო ძალას იკრეფს მცდელობები, მიმართული იმის დადგენისკენ, თუ კონკრეტულად რა, ვის, როსდის და სად შეემთხვა იმ წლებში. ანატოლი რაზუმოვი – მოკრძალებული ისტორიკოსი და ბიბლიოგრაფია რუსეთის ნაციონალური ბიბლიოთეკიდან ქალაქ სანქტ–პეტერბურგში. საკუთარი დროის უდიდეს ნაწილს ის წმენდების მსხვერპლთა შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და ანალიზს უთმობს. იგი რუსეთის ჩრდილო–დასავლეთის რეგიონებში მოგზაურობს და ადგილობრივი მოსახლეობისგან აგროვებს ინფორმაციას სამარხებზე, ეგსგუმაციას უტარებს ნეშტებს, ინფორმაციას აწვდის ნათესავებს და ნათელს ფენს რუსეთის ისტორიის ყველაზე ბნელ ფურცლებს. მის სამუშაოს ნაწილობრივ სახელმწიფო აფინანსებს, ნაწილობრივ კი სოლჟენიცინის საქველმოქმედო ფონდი. ბევრი დაიწერა იმაზეც, თუ როგორ ხდება თანამედროვე რუსეთში სტალინის მიმართ მოწიწების აღორძინება. ის, რასაც სტალინზე ისტორიის სახელმძღვანელოებში წერენ, თანაც არც თუ ნეგატიურ კონტექსტში, დასავლეთის მხრიდან კრიტიკის საბაბი გახდა. მაგრამ იგივე კრიტიკოსებს ხშირად ავიწყდებათ, რომ სოლჟენიცინის წიგნი „არქიპელაგი გულაგი“ ყველა რუსულ სკოლაში სავალდებულოდ წასაკითხი ლიტერატურის სიაში შედის, ასევე ის, რომ ბევრი მოხალისე და საქველმოქმედო ორგანიზაცია ძალას არ იშურებს იმისთვის, რომ რეპრესიების მსხვერპლთა სახელები უკვდავყოს. ერთი მოსკოვური გაზეთი ადამიანებს სთავაზობს დეტალურად აღწერონ მათი დაკარგული ნათესავები, მათი სახელით სწავლობს არქივებს, შემდეგ აქვეყნებს ამ დაპატიმრებული ადამიანების სახელებს, მათი დაპატიმრების ან დაკარგვის თარიღებს, ასევე მათი საქმეების ნომრებს, თუკი თანამშრომლები მათ გარკვევას ახერხებენ. ამგვარად, ნათესავებს და მეგობრებს სიმართლის გაგება შეუძლიათ. რაზუმოვი იმაზეც მიანიშნებს, თუ რამდენად რთულია სტალინის იმ კვარცხლბეკიდან ჩამოგდება, რომელზეც ის ბევრი რუსის გონებაში დგას. მისი თქმით, მისი ყოველი გამოსვლის შემდეგ მასთან ადამიანები მიდიან და ეკითხებიან: „როგორ ფიქრობთ, იქნებ სტალინმა ამის შესახებ უბრალოდ არაფერი იცოდა?“ ერთმა პოლიტიკოსმა, რომელმაც მისი კარიერა გორბაჩოვის პერესტროიკის დროს დაიწყო, იმის შესახებ გვიამბო, თუ როგორ გლოვობდმა მისი ამომრჩეველი ელცინის, „ნამდვილი რუსი ლიდერის, სტალინის მსგავსი ერის მამის“ სიკვდილს. ნებისმიერ უცხოელი მიიჩნევს, რომ ასეთი შედარება ამაზრზენია და სულელური. მაგრამ უფროსი თაობის ბევრ რუსს სტალინისადმი თრთოლვა აქვს და ისინი მას არ აღიქვამენ როგორც განდიდების მანიით შეპყრობილ ადამიანს, რომელიც მთელი ამ წმენდების და მასობრივი რეპრესიების უკან იდგა. რუსეთი დღეს პრეზიდენტების პუტინის და მედვედევის გზით რთულ გარდამავალ ეტაპს გადის – უკანასკნელი საბჭოთა თაობიდან ახალ თაობამდე და ამ დროს წარმოქმნილი კონფლიქტები ბევრს კალაპოტიდან აგდებს. სამწუხაროდ, კრემლთმცოდნეობის ბნელი ხელოვნება საბჭოთა კავშირთან ერთად არ მომკვდარა. მისი საიდუმლო მეთოდები უბრალოდ გადავიდა დასავლეთის ჟურნალისტებისა და პოლიტოლოგებისგან მათ რუს კოლეგებზე. რუსეთის მედიის ცნობებს სატყეო ხანძრებზე თან ახლდა საზოგადოებრივი აზრის კვლევები, რომლებიც აჩვენებდა, თუ როგორ კარგავდა პუტინი ან მედვედევი (ან ორივე ერთად) საკუთარ პოზიციებს რუსი ამომრჩევლების თვალში (ან არ კარგავდა, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე). მედიაში ფართოდ რეკლამირებული მამაცი პუტინის საქმენი საგმირონი – ნადირობა ვეშაპებზე და ციმბირის გზებზე მონავარდე ბოლო მარკის „ლადას“ საჭესთან მოკალათებული პუტინი (ამ ფაქტის წყალობით „ლადას“ მწარმოებლის „ავტო ვაზის“ აქციები არსებითად გაიზარდა) – აღქმულ იქნა ისე, რომ იგი 2012 წელს პრეზიდენტად კენჭისყრისთვის ემზადება. მედიამ იგივე ელფერი შესძინა პუტინის ინტერვიუსაც, სადაც მან განაცხადა, რომ მედვედევთან ერთად გადაწყვეტს, მათგან რომელი დააყენებს კანდიდატურას (ბლერი–ბრაუნის პაქტს გავს). ჩვენი შეხვედრისას, კითხვა–პასუხის დროს პუტინმა განაცხადა, რომ 2012 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულ იქნება უშუალოდ ამ არჩევნების წინ. საკმაოდ მიკიბ–მოკიბული პასუხია, რაც მკვეთრად განსხვავდება მისი მტკიცე განცხადებებისგან იმასთან დაკავშირებით, რომ ის კონსტიტუციის შეცვლას არ აპირებდა იმისთვის, რომ ზედიზედ მესამე ვადით დარჩენილიყო პრეზიდენტად. ბევრს მიაჩნია, რომ პუტინი 2012 წელს სულმოუთქმელად ელის. ასევე ფართოდ გავრცელებული მოსაზრებაა ის რომ, მედვედევის ვარსკვლავი ჩაესვენა. მისი გადაწყვეტილება არ შეხვედროდა წელს ჩვენი ჯგუფის წევრებს კლუბ „ვალდაიდან“, ზოგიერთებისთის ამ მოსაზრების დადასტურება გახდა. სხვები კი ამბობენ, რომ ეს პუტინთან მისი ურთიერთობების გაციებაზე მიუთითებს, ასევე მედვედევის მისწრაფებაზე იმოქმედოს დამოუკიდებლად – თუმცა პუტინი მასზე და მის საქმიანობაზე პრეზიდენტის პოსტზე, ძალიან თბილად საუბრობდა. თუკი უახლოეს წარსულს თვალს გადაავლებ, ხვდები თუ რა იყო იმის რეალური მიზეზი, რომ პრეზიდენტთან შეხვედრა არ შედგა: მედვედევს არ სურდა, რომ მისი სიტყვა დემოკრატიაზე სხვა მოვლენებს გადაეფარა. მის სიტყვაში არაფერი იმაზე არ მიუთითებს, რომ ის უკან დახევას და პოლიტიკის წინა ხაზიდან წასვლას გეგმავს. თუმცა, მისმა სიტყვამ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ ცხადყო „თაობების კონფლიქტი“ – 1952 წელს დაბადებულ პუტინს და მედვედევს შორის, რომელიც 1965 წელს დაიბადა. ცამეტი წელი ოც წელზე ნაკლებია – ვადა, რომლითაც ჩვეულებრივ თაობებს ითვლიან ხოლმე. მაგრამ ეს წლები ხაზს უსვამს სხვაობას კომუნისტურ პარტიას დაქვემდებარებასა და გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს ცხოვრებას შორის; შიშსა და მოძალებულ თავისუფლებას შორის. პუტინის პრიორიტეტია (და მან ჩვენთან შეხვედრისას ეს მკაფიოდ გვაგრძნობინა), რომ სახელმწიფო გემის რყევა არ დაუშვას. მას არ სურს ისეთის არაფრის გაკეთება – არც ეკონომიკაში, არც პოლიტიკასა და არცერთ სხვა სფეროში – რაც რაიმენაირად მაინც შეარყევს დიდი ძალისხმევით მიღწეულ სტაბილურობას. 2008 წლაის არჩევნების წინ, მან დაინახა, რომ სერგეი ივანოვის თავზე, რომელსაც იმ დროს პრემიერ–მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა ჭორების კორიანტელი დატრიალდა. ბევრი ელოდა იმას, რომ პუტინს ივანოვი შეცვლიდა და მისი აპარატის საკვანძო ფიგურებმა ივანოვის მხარეს გადასვლა დაიწყეს. შედეგად, შეიქმნა საფრთხე რომ პუტინის საპრეზიდენტო ხელისუფლება და ავტორიტეტი შესუსტდებოდა. ამას სახელისუფლებო სტრუქტურის გამოხშირვა მოჰყვა და ივანოვი დამარცხდა. მედვედევი კი „პუტინის პარტიიდან“ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს. პუტინს მისი ცხოვრებისეული გამოცდილება (რაც ისეთივეა, როგორიც რუსების უმრავლეობის) აიძულებს თავი აარიდოს ნებისმიერი ტიპის შოკს, რომელიც მას ცხოვრების განმავლობაში არ აკლდა. „ჩვენ არ გვჭირდება ხტუნვა არც ზევით არც ქვევით, არც გვერდით, არც მარცხნივ, არც მარჯვნივ. თავის დროზე, რამდენიმე ათწლეულის წინ, ჩვენ სხვადასხვა მხარეს „საკმარისად ვიხტუნავეთ“, – გვითხრა პრემიერ–მინისტრმა. გარდაქმნის, „გლასნოსტის“ და როკის რევოლუციის შვილს მედვედევს სხვა შეხედულება აქვს. შემიძლია ვივარაუდო, რომ პუტინი მისი მეგობრის ხასიათის ამ თვისებას აფასებს და შეგუებულია იმ ფაქტს, რომ თავად აღთქმული მიწის ნახვა არ უწერია. რუსეთი დღეს გარდამტეხ ფაზაში იმყოფება. ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარს დღეს უკვე აღარ გააჩნია „პერესტროიკამდელი“ ცხოვრებისეული გამოცდილება და აღარ ახსოვს ის თუ რა იყო მანამდე. თუკი დღეს მედვედევის თანატოლების რაოდენობა ქვეყანაში პუტინის თანატოლების რიცხვზე ნაკლებია, მალე ისინი მეტნი იქნებიან, და ამ მხრივ არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ რუსეთის მოსახლეობის რაოდენობა კვლავ იმატებს. ხოლო დემოგრაფიაში გარდამტეხი მომენტი აისახება ყველაფერზე: პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ფსიქოლოგიაზე. ჩვენი „ვალდაის“ ჯგუფის ლექტორები და პროფესორები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ მათი სტუდენტები დღეს აბსოლუტურად განსხვავდებიან იმ ადამიანებისგან, ვისაც ადრე ასწავლიდნენ. ერთ–ერთმა გვიამბო, როგორ კითხულობდა ის ლექციას უცხოეთში სწავლის განაცხადის შეტანასა და განხილვის საბჭოთა პროცედურაზე. სტუდენტებს არანაირი თანაგრძნობა არ გამოუთქვამთ, მათ ლექტორს უბრალოდ არ დაუჯერეს. შემდეგ კი ჰკითხეს, რატომ ეგუებოდა ის ასეთ შეზღუდვებს. შესაძლოა 2012 წელს არა, მაგრამ მაინც მალე, ეს თაობა, გაზრდილი მოდერნიზაციასა და სასკოლო პროგრამებზე, რომლებიც მოიცავს სტალინსაც და სოლჟენიცინსაც¸რუსეთს სრულყოფილად შეიყვანს 21–ე საუკუნეში. ორიგინალი ორიგინალი