planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
<p style="text-align: left;">http://www.polity.ge/images/catalog/culture/religion/rusetis_patriartqi_kirili_01.jpgრამდენად შესაძლებელია, რომ რუსი და ქართველი პატრიარქების ეპისტოლარულ დაპირისპირებას, რუსეთის და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის განხეთქილება მოჰყვეს. polity.ge
-
ვაჟა ბოლქვაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად 2008 წელს დაინიშნა. მანამდე იგი ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. მისი მინისტრობის პერიოდში, ანუ ამ დროისთვის, ვაჟა ბოლქვაძის ნათესავებს სხვადასხვა მაღალი თანამდებობა აქვთ ჩაბარებული. ისინი, ძირითადად, საფინანსო სამსახურებს ხელმძღვანელობენ. ვაჟა ბოლქვაძის მინისტრობის დროს მისი ნათესავები სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს. ისინი, ძირითადად, აჭარის მთავრობის საბიუჯეტო სახსრებს აკონტროლებენ. თუმცა არის გამონაკლისიც. «ბათუმელების» ინფორმაციით, ვაჟა ბოლქვაძის ნათესავია (მამიდაშვილი) ბათუმის ერთ-ერთი ვიცე-მერი ჯემალ ანანიძე. იგი ბოლო წლების განმავლობაში ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურს ხელმძღვანელობდა. ფაქტობრივად, იგი აწერდა ხელს ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვებს, ტენდერებსა და აუქციონებს უკავშირდებოდა. ჯემალ ანანიძე ამბობს, რომ ვაჟა ბოლქვაძეს მის კარიერაზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია: «2002 წელს მისი უფროსი ვიყავი ფინანსთა სამინისტროში, ჩემს განყოფილებაში დაიწყო სპეციალისტად მუშაობა. 2007 წელს, როცა მერიაში დავაპირე გადასვლა, სამინისტროში დარჩენა შემომთავაზა, შეიძლება მას ჩემი იქ ყოფნა აწყობდა, მაგრამ მე მაინც აქეთ წამოვედი. ვიცე-მერად რომ დამნიშნეს, ამაში ქალაქის მერს მიუძღვის წვლილი და არა ვაჟა ბოლქვაძეს». ჯემალ ანანიძის აზრით, «წარმოუდგენელია, ადამიანს ფინანსები მხოლოდ იმ ნიშნით ჩააბარო, რომ ნათესავია. «მასე რომ იყოს, მაშინ დასაწერი იქნება, თუ ვინ გაწირა ვაჟა ბოლქვაძემ?» საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი სამსახურის _ აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეც ვაჟა ბოლქვაძის ნათესავია. ზვიად ანანიძე ჯემალ ანანიძის ძმისშვილი და ვაჟა ბოლქვაძის მამიდაშვილის შვილია. ზვიად ანანიძე ამბობს, რომ მისი თანამდებობა დანიშვნითია და ადასტურებს, რომ ფინანსთა მინისტრი მისი ნათესავია. ზვიად ანანიძის კარიერასთან დაკავშირებით «ბათუმელებს» დამატებითი ინფორმაცია ჯემალ ანანიძემ მიაწოდა. მისი ინფორმაციით, «თავდაპირველადზვიადი საგზაოში ბუღალტრად მუშაობდა. მერე ბათუმის უნივერსიტეტის მაშინდელმა კანცლერმა, მალხაზ ნაკაშიძემ ფინანსისტად წაიყვანა. როცა მალხაზ ნაკაშიძე უნივერსიტეტიდან ფინანსთა მინისტრის მოადგილედ გადავიდა, უნივერსიტეტიდან წავიდა ზვიადიც. საგზაოს უფროსმა, ცინცაძემ მოადგილედ გადაიყვანა». აჭარაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაწესებულების _ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტსაც ვაჟა ბოლქვაძის ნათესავი აკონტროლებს. გოჩა მამუჭაძე, რომელიც უნივერსიტეტის საფინანსო და ეკონომიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტია, ასევე ჯემალ ანანიძის დისშვილი და, შესაბამისად, ვაჟა ბოლქვაძის მამიდაშვილის შვილია. უნივერსიტეტში გოჩა მამუჭაძემ ეს თანამდებობა ზვიად ანანიძისგან გადაიბარა. «გოჩა მამუჭაძე უნივერსიტეტში ზვიად ანანიძემმიიყვანა და აქ ვაჟას გავლენა არ არის», _ გვიხსნის ჯემალ ანანიძე. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ახლობელია ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დირექტორი ნიკო თავდგირიძეც. იგი ვაჟა ბოლქვაძის დის ქმარია; ხანგრძლივი საბაჟო მოხელეობის შემდეგ ნიკო თავდგირიძე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დირექტორად დაინიშნა. სწორედ მისი დირექტორობის დროს გაიყიდა ეს ქარხანა, 47-მდე სანავთობე რეზერვუარითა და 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთით. ქარხნის ნაწილი 15 მილიონ დოლარად შეიძინა აუქციონამდე რამდენიმე დღით ადრე დაარსებულმა ფირმამ. მისი მფლობელი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიაა და, შესაბამისად, გასაიდუმლოებულია ქარხნის ახალი მფლობელის ვინაობა. დასაქმებულია მინისტრის დაც _ ბულბული ბოლქვაძე ორი წლის წინათ დაინიშნა ბათუმის ბოტანიკური ბაღის მეცნიერ თანამშრომლად; იგი ამ თანამდებობაზე ადრეც მუშაობდა, მაგრამ გაათავისუფლეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ძმა _ შოთა ბოლქვაძე დაახლოებით ორი თვის წინათ უმუშევართა რიგებს შეუერთდა. მანამდე ის აჭარის პროკურატურაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. იგი პროკურატურიდან ცოტა ხნის წინათ გადადგა თუ დაითხოვეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ნათესავია მე-19 სკოლის დირექტორიც. ზურა ზაქარაძე ვაჟა ბოლქვაძის მამიდაშვილია; ის 2007 წლის თებერვლიდან მე-19 სკოლის დირექტორი იყო; ზურა ზაქარაძე დირექტორად ორი სკოლის გაერთიანების შემდეგაც დატოვეს(2010 წლის 1-ლი სექტემბრისთვის მე-6 და მე-19 სკოლა გაერთიანდა). ზურა ზაქარაძე წლების წინათ გონიოს კოოპერაციულ ინსტიტუტში მუშაობდა; ვაჟა ბოლქვაძის ნათესავი არა, მაგრამ ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია დავით სამნიძე. სამნიძე ამჟამად ბათუმის მერის მოადგილეა. მანამდე ის ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი იყო. დავით სამნიძის ბიოგრაფიაში, რომელიც ბათუმის მერიის ვებ გვერდზეა განთავსებული, «ბათუმელებმა» ერთი საინტერესო დეტალი აღმოაჩინა. ვიცე-მერს აღნიშნული აქვს, რომ მან 1991-1996 წლებში «ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ფინანსები და კრედიტების სპეციალობა» დაამთავრა. საქმე იმაშია, რომ ამ პერიოდში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსგავსი ფაკულტეტი არ არსებობდა. ამ მიმართულების ფაკულტეტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ 1996 წელს გაიხსნა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
<p style="text-align: left;">http://www.polity.ge/images/catalog/other/didi-da-patara-kaci.jpgინდოეთი, ნაურუ, ტუვალუ. რა აქვს საერთო ამ სამ ქვეყანას? ბოლო ორი, წყნარ ოკეანეში მდებარე პაწაწინა კუნძულები და მსოფლიოს ყველაზე პატარა სახელმწიფოებია. ჩემი გათვლით ინდოეთის მოსახლეობა 44 000-ჯერ სჭარბობს ორივე კუნძულის მოსახლეობას ერთად აღებულს. polity.ge
-
fanebi.com- კანავარო ახალ წელს სიურპრიზს ელოდება
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
არავინ იცის სასიამოვნო იქნება თუ არა მაგრამ ცნობილია რომ ნაპოლის მცველის პაუო კანავაროს ბედი დეკემბერში გადაწყდება. იხილეთ fanebi.com -
,ჯიპიაი ჰოლდინგი’’ 10 საავადმყოფოს აშენებას გეგმავს სლოვენიის პროკურატურა ყოფილი პრემიერს ბრალს სდებს სრული ინფო(netgazeti.ge)
-
დღეს საღამოს "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგაზე მეორე მატჩს გამართავს. ამჯერად ლონდონელთა მოწინააღმდეგე ჰოლანდიის ჩემპიონი "ტვენტე" იქნება. შეხვედრა "უაით ჰარტ ლეინზე" თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. იხილეთ fanebi.com
-
''მანჩესტერ სიტის'' თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ... იხილეთ fanebi.com
-
http://i056.radikal.ru/1009/92/e7ac382f55b7.jpg ამ წუთებში “ლივერპულის” ოფიციალური საიტი ატარებს გამოკითხვას, კერძოდ კი…არის შანსი იმისა რომ მარჯვენა მცველი მარტინ კელი გახდეს, ხოლო წინ წაიწოს გლენ ჯონსონმა. გსურთ თუ არა რომ შანსი მიეცეს 20 წლის პერსპექტიულ მცველს? გინდათ ეს ცვლილება განხორციელდეს “ლივერპულში” ? View the full article