planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://cache.www.gametracker.com/server_info/80.241.245.245:444/b_560_95_1.png შემოდით 80.241.245.245:444 View the full article
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01433/fernando_torres_1433415c.jpg ფერნანდო ტორესი ცუდ ფორმაშია – ბევრის აზრით ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება და ალბათ ეს ხალხი მართალიც არის.“სანის” მიმომხილველს სტივენ ჰოვარდს ამან ტორესზე მსჯელობის გუნება მოჰგვარა. კერძოდ, ჰოვარდი წერს: “ბოლო დღეებში ფერნანდო ტორესისთვის დიდებულს ვერ ვუწოდებთ. ბირმინგემში ნათამაშები უსახური ფრის შემდეგ ჯეიმი რედნაპმა მას გამძვინვარებულიც უწოდა, იმედგაცრუებულიც, დაუდევარიც და მძინარეც. და რაც მთავარია, მან თქვა, რომ ტორესს თამაშის წყურვილი არ ემჩნევა. ცნობისათვის: რედნაპის აზრით ყოფილი ფეხბურთელები ყოველთვის ბუნდოვნად ლაპარაკობენ, ცდილობენ ზოგადი ფრაზების უკან დაიმალონ და არაფერი თქვან, მითუფრო თუ თავიანთ ყოფილ კლუბზე ან მის მოთამაშეზე ეკითხებიან. რასაკვირველია, თუ ტორესის მფრინავ დიმიტარ ბერბატოვთან შედარება გვსურს, არ გამოგვივა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბულგარელმა ხუთ თამაშში უკვე ექვსი გოლი გაიტანა და გაიმეორა ის, რაც “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელთაგან ბოლოს სტენ პირსონმა მოახერხა 64 წლის წინ – “ლივერპულს” ერთ თამაშში სამი გოლი შეუგდო. საინტერესოა, რომ პირსონი ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ პრესტბერის ფოსტაში მუშაობდა, რაც, ალბათ, თანამედროვე მილიონერი ფეხბურთელებისთვის ძალიან გაუგებარია. ბერბატოვის სამი გოლიდან ორი ტყვისავით დარტყმული თავური გახლდათ, ერთი კი მაკრატელა. ტორესის სამწუხაროდ, ბულგარელმა თავისი თავურებიდან ერთ-ერთი მაშინ გაიტანა, როდესაც მას სწორედ საკუთარ საჯარიმოში ჩასული ესპანელი მეურვეობდა. მეურვეობდა კი არა, ტორესი ბერბატოვს ორივე ხელით იჭერდა, როდესაც შეამჩნია, რომ მსაჯი ჰოვარდ ვები ყველაფერს კარგად ხედავდა. ამის გამო, ლივერპულელმა მარწუხები შეასუსტა, რითაც მანჩესტერელმა ისარგებლა, წამი იხელთა და ბურთი კარში შეაგდო. რას იზამ, ასეთ შემთხვევაში ესპანელს ვერაფრით დაეხმარები, დიდი-დიდი უთანაგრძნო. საბოლოოდ “მანჩესტერ იუნაიტედმა” თამაში 3:2 მოიგო, თუმცა ტორესს ისე ცუდად ნამდვილად არ უთამაშია როგორც ზოგიერთები ამტკიცებენ. მან პენალტი და ის ჯარიმა მოინადირა, რომლებიდანაც სტივენ ჯერარდმა ორი გოლი გაიტანა. სხვა დღეს (ოღონდ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არა) ჰოვარდ ვებს შესაძლოა ჯონ ო”ში მოედნიდან გაეძევებინა, რადგან ირლანდიელმა ტორესი რომ წააქცია ეს ბოლო იმედის ჯარიმა იყო. რად უნდა თქმა, რომ გამოჩნდა ხალხი – მათ შორის სერ ალექს ფერგიუსონი – რომელთაც დაიწყეს მტკიცება, რომ ტორესმა სინამდვილეში ითაღლითა და “ჩაყვინთა”. სხვათაშორის ფერგიუსონმა ისიც თქვა, ჩვენ ათი გოლი უნდა გაგვეტანაო. ჰიპერბოლადაც რომ ჩავთვალოთ მაინც გადაჭარბებული ნათქვამია. ასე იყო თუ ისე, ტორესისთვის ეს გახლდათ წინაზე უკეთესი თამაში და იგი ამიერიდან ნელ-ნელა უკეთ და უკეთ ითამაშებს, თუმცა შემდეგ ზაფხულს მას “ლივერპულში” ნამდვილად ვეღარ ვხედავთ. თან, გაითვალისწინეთ, რომ კლუბს 282 ფუნტი ვალი აქვს და სავარაუდოდ ახალი ფეხბურთელების საყიდლად დიდ თანხებს ვეღარ გამოჰყოფს. იმ დღეს კი ვინ იცის, უყურებდა ესპანელი ბერბატოვს და გულში ტიროდა – ბულგარელს ხომ ერთი ფრთიდან რაიან გიგზი ეხმარებოდა, მეორიდან კი ნანი. ამ ხალხს უკნიდან პატრის ევრა და ო’ში უჭერდნენ მხარს, ზურგს კი უეინ რუნი უმაგრებდა. და ტორესს რა ჰქონდა იზოლაციის მეტი? დირკ კუიტი დაშავებული გახლდათ, რაულ მეირელეში კი დაახლოებით 20 მეტრით უკნიდან მოქმედებდა. კიდევ ოთხი ნახევარმცველი ლივერპულელებს მთლად სიღრმეში ჰყავდათ განთავსებული. იყო პერიოდები,როდესაც ბურთს უფრო მეტად სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ სახიფათო მომენტი 62-ე წუთამდე მათ რეალურად არ შეუქმნიათ. 62-ზე მოედანზე მაქსი როდრიგესის ნაცვალდ დავიდ ნგოგი შევიდა. ამიტომაც არ იყო შემთხვევითობა “ლივერპულმა” თავისი ორი გოლი სწორედ შემდეგ შვიდ წუთში რომ გაიტანა. ფერნანდო ტირესისთვის გასული წელიწადი მძიმე იყო. მან ტრავმათა მთელი სერია გადაიტანა, მაგრამ პრემიერლიგის შეხვედრებში 18 გოლის გატანა მაინც მოახერხა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ის მხოლოდ 26 წლისაა და უკვე ჩაატარა 446 შეხვედრა, რომელთაგან უმეტესობაში გუნდის ერთადერთი თავდამსხმელი იყო. შეადარეთ ეს მაჩვენებელი დიდიე დროგაბსას (507, 32 წლის ასაკში) და ბერბატოვისას (535 29 წლის ასაკში). როი ჰოჯსონმა კი თქვა: “მან წინა ტურთან შედარებით გაცილებით უკეთ ითამაშა, თუმცა ჯერ კიდევ სჭირდება პრაქტიკა, რათა სრული სიმძლავრით ათამაშდეს” “სანდერლედთან” მატჩი კი რატომღაც არავის გაახსენდა. (ავტ) View the full article
-
http://s47.radikal.ru/i117/1009/e9/fe5db17f4626.jpg http://images.football.co.uk/Dynamic/Group/Source/ef588afdecf0f21ec4232b8c30d91142.jpg“ლივერპულის” პორტუგალიელმა ნახევარმცველმა რაულ მეირელეშმა აღიარა, რომ დიდი შანსი იყო, ზაფხულში არა მერსისაიდულ კლუბში გადასულიყო, არამედ “მანჩესტერ იუნაიტედში”. “რაღა დასამალია და “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემს ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობდა. მაგრამ საბოლოოდ მაინც “ლივერპულში” აღმოვჩნდი და ამას არც ვნანობ – ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი”, – თქვა 27 წლის პორტუგალიელმა. View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sain3-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sain3.jpg itvს ლინკი
-
http://a.pix.ge/o/u2us8.jpg დოკუმენტური ფილმი გადაღებულია 2002 წელს და გვაცნობს საფეხბურთო კლუბ ლივერპულის ისტორიას, დაარსების დღიდან. ფილმში მონაწილეობენ ლეგენდარული ფეხბურთელები და მწვრთნელები. ასევე ამ ფილმში გამოყენებულია ITV SORT, BBC SPORT, SKY SPORT-ის და სხვა ბრიტანული ტელემაუწყებლობის არქივები. ძალიან საინტერესოა, გირჩევთ ყველას გადაწეროთ და გაეცნოთ ისტორიულ კადრებს, მოვლენებს და იმ დიდებულ ადამიანებს, რომლემბმაც ამ საფეხბურთო გრანდის წინსვლაში დიდი წვლილი შეიტანეს. გადმოწერა View the full article
-
29 სექტემბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს არჩევნები დაიწყება. 29 სექტემბერს, 11.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტს ესტუმრებიან და უახლეს სეისმურ აპარატურას გაეცნობიან. მის: ნუცუბიძის ქ. №77 29 სექტემბერს, 12.00 საათზე, თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება. 29 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი #221 29 სექტემბერს, 12:00 საათზე, ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” გაფართოებული სხდომა ჩატარდება. თემა: “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები”. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 29 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი №648 29 სექტემბერს, 13.00 საათზე, თბილისის საკრებულოში საკრებულოს წევრები კობა დავითაშვილი და კახა კუკავა ბრიფინგს გამართავენ. თემა: “სამომავლო გეგმები”. 29 სექტემბერს, 14:00 საათზე, ფილარმონიაში “წარმომადგენლობითი სახალხო კრების” კონფერენცია გაიმართება. 29 სექტემბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტს იტალიაში მოქმედი “ქართული კულტურის ცენტრი”–ს დელეგაცია ეწვევა. თსუ-ის VIII კორპუსი 29 სექტემბერს, 16:00 საათზე, მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტში, შემოსავლების სამსახური და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ახალი პროგრამა “თრაცკერ 7″ – ის პრეზენტაციას გამართავენ. მის: ალექსიძის ქ. #1 29 სექტემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკს შეხვდება. კომისიის სათათბირო ოთახი №137 იხილეთ epn.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/xidasheliwmv_000047360-150x150.jpgკავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის მიერ გამართულ პრეს კლუბში ჟურნალისტების კითხვებს დღეს თინა ხიდაშელი პასუხობდა. მან ჟურნალისტებს საკუთარი ხედვა გაუზიარა „სახალხო წარმომადგენლობითი” კრების თაობაზე. ისაუბრა რესპუბლიკური პარტიის სამომავლო გეგმებზე და ხელისუფლების შეცვლის სტრატეგიაზე. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/xidasheli.jpg itvს ლინკი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/09/worldtribune.gif ჯონ მეტცლერი გაერო – მეზობელი რუსეთის მხრიდან ინტერვენციის, განადგურების საფრთხისა და ნაწილობრივი ოკუპაციის ორი წლის თავზე, პატარა მაგრამ მამაცი საქართველო არამხოლოდ გადარჩა, არამედ ყველა სირთულის მიუხედავად წარმატებულია და აყვავების გზაზე დგას. ასეთი ოპტიმისტური შეფასება მისცა საკუთარ ქვეყანას ერთ დროს ბრძოლებში გამობრძმედილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის მეტყველ და ემოციურ გამოსვლაში გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე „საქართველო დაბრუნდა“ – ადიდებდა სააკაშვილი საკუთარ ქვეყანას გენერალური ასამბლეის სხდომათა დარბაზში – „საქართველო დაბრუნდა, პირველ რიგში როგორც პოლიტიკური რეფორმების და სოციალური გარდაქმნების ლაბორატორია. ჩვენ ისე როგორც არასდროს, ერთგულები ვართ იმ იმედების, რაც ჩვენ „ვარდების რევოლუციამ“ მოგვცა, იმ იმედების რომ შეუმდგარი სახელმწიფო თანამედროვე ევროპულ ქვეყნად გადავაქციოთ“. დასაწყისისთვის მოკლე პრეისტორია. ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკა საქართველომ, რომელიც სამხრეთ-კავკასიის მთებში მდებარეობს, მისი მყიფე დამოუკიდებლობა კომუნისტური სისტემის კრახის შემდეგ მოიპოვა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანა ხაზინის ქურდობამ, კორუფციამ და არასტაბილურობამ მოიცვა. 2003 წლის დემოკრატიული „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომელმაც საქართველოს რეფორმები მოუტანა, რუსეთმა მისი ყოფილი ვასალის წინააღმდეგ ემბარგო შემოიღო, 2008 წელს კი ამ ხუთმილიონიანი პატარა ქვეყნის საზღვრებში შეიჭრა. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ზაფხულის ომის გამო, ამ პატარა ქვეყნის სახელი მსოფლიო პრესის ფურცლებზე მოხვდა. აგვისტოს დაძაბულ დღეებში გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოსადმი საერთაშორისო მხარდაჭერამ, როგორც ბუშის ადმინისტრაციის მხრიდან, რომელიც შეეცადა ქვეყნის მყიფე სუვერენიტეტი შეენარჩუნებინა, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მხრიდან, რომელმაც შუამავლის სახით ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია და არ დაუშვა სიტუაციის უკონტროლობა. დღეს ორი ეთნიკური ანკლავი – აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი – მოსკოვის კონტროლის ქვეშ რჩება და მათ უხერხემლო ადგილობრივი რეჟიმები მართავენ, რომლებიც უკვე დიდი ხანია რაც ხელისუფლებაში არიან. ოკუპაციის შედეგად დევნილების რაოდენობამ 500 000-ს მიაღწია. „ჩვენი ორი ოკუპირებული რეგიონი განუკითხაობის შავ ხვრელში არსებობს და დღეს ამ მიწებზე დაუსჯელად მოქმედებენ კრიმინალები“ – განაცხადა სააკაშვილმა – „ხოლო რუსეთის არმია, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობების მიუხედავად, იქიდან არსად წასულა“. „დღეს ჩვენს ქვეყანას უკანონოდ ჰყოფს რკინის ფარდა“ – აღნიშნა სააკაშვილმა, ხოლო შემდეგ მუდარის ტონით მიმართა დელეგატებს – „აღსანიშნავია, რომ მოსკოვის მხრიდან ძლიერი ზეწოლისა და მრავალრიცხოვანი მუქარების მიუხედავად, არც ერთ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას საქართველოს დანაწევრება არ უღიარებია. ეს ფაქტი იმას მოწმობს, რომ საბჭოთა ეპოქის ყოფილი დაპყრობილი ერები ძლიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იქცნენ, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი პოლიტიკის დამოუკიდებლად განსაზღვრა“. მაგრამ საქართველოსთვის ყველა პრობლემა მის ჩრდილოელ მეზობელს არ შეუქმნია. „ქართველმა ხალხმა იგრძნო თავისუფლების, კორუფციის არ არსებობის და ეკონომიკური განვითარების გემო“ – ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა – „ოდესღაც პოსტ-საბჭოთა სამყაროს ერთ-ერთმა ყველაზე კორუმპირებულმა ქვეყანამ საქართველომ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კორუფციასთან ბრძოლაში იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე ნებისმიერმა სხვა სახელმწიფომ, რასაც Transparency International-ი ადასტურებს… ოდესღაც ეს იყო ადგილი, სადაც ბანდები და მაფია უცხოელ ინვესტორებს ფულის გამოძალვის მიზნით იტაცებდა, ხოლო დღეს მსოფლიო ბანკმა საქართველოს მე-11 ადგილი მიანიჭა მსოფლიოში ბიზნესის იოლად დაწყების მხრივ“. ინტერვენციამდე ზრდის ტემპები წარმოუდგენელ მაჩვენებლებს აღწევდა – ყოველწლიურად 12%. ინტერვენციის შემდეგ ეს ახალგაზრდა სახელმწიფო ეკონომიკურად და პოლიტიკურად არასტაბილურია, ხოლო იმის გამო, რომ საქართველოში დემოკრატიული სისტემა მოქმედებს, პოლიტიკური უთანხმოება 2008 წლის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, კვლავ სერიოზულია. „საქართველო იგებს მშვიდობას – საქართველო მშვიდობის წყალობით იმარჯვებს“ – აცხადებდა ამერიკაში განსწავლული პრეზიდენტი დელეგატების წინაშე. საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვან, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს, ხოლო ისტორიულად ის იყო კონკურენტი ზესახელმწიფოების (რუსეთი, თურქეთი, ირანი) შეტაკებების ველი. მასთან აშშ-საც ჰქონდა ფლირტი. საქართველოს მტკიცედ სურს საკუთარი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მომავალი დასავლეთს დაუკავშიროს. მიისწრაფვის რა იმისკენ, რომ ევროპაში აქტიური მოთამაშე გახდეს და მომავალში ნატო-ში გაწევრიანდეს, მან თითქმის 1 000 სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა ავღანეთის მრავალეროვან მისიაში. ეს უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, რომლის დროშაზეც წმინდა გიორგის ჯვარია გამოსახული, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიილტვის. საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა „იმოქმედოს როგორც რაციონალურმა მოთამაშემ და არა როგორც რევიზიონისტმა“ და განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციამ თანამშრომლობა უნდა ამჯობინოს ოკუპაციას, საბაზრო კავშირი – ემბარგოს, ტოლერანტობა – რეაქციულობას“. მან დასძინა, „მოდერნიზაცია თავისუფლების გარეშე სიცოცხლისუნარიანი არ არის. კომპიუტერები არასაკმარისია თუკი თქვენ მათი გამოყენებისათვის არა გაქვთ თავისუფალი გონება, ასე რომ მოგვეცით საშუალება გავათავისუფლოთ ჩვენი გონება საერთო საბჭოთა წარსულისგან, რათა ავაშენოთ საერთო მომავალი“. სააკაშვილმა მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა სიმტკიცის შენარჩუნებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისკენ არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ არასტაბილურ კავკასიის რეგიონში, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, პრეზიდენტმა განაცხადა: „პირადად მე მსურს რომ რუსეთი იყოს პარტნიორი და არა მტერი“. შესაძლოა, ასეთი მისწრაფება მისთვის ყველაზე რთულ პრობლემად დარჩეს. ჯონ მეტცელერი – გაერო-ს კორესპონდენტი, აშუქებს დიპლომატიის და სამხედრო საკითხებს, WorldTribune.com-ში უძღვება ყოველკვირეულ რუბრიკას. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/09/worldtribune.gif ჯონ მეტცლერი გაერო – მეზობელი რუსეთის მხრიდან ინტერვენციის, განადგურების საფრთხისა და ნაწილობრივი ოკუპაციის ორი წლის თავზე, პატარა, მაგარამ მამაცი საქართველო არამხოლოდ გადარჩა, არამედ ყველა სირთულის მიუხედავად წარმატებულია და აყვავების გზაზე დგას. ასეთი ოპტიმისტური შეფასება მისცა საკუთარ ქვეყანას ერთ დროს ბრძოლებში გამობრძმედილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის მეტყველ და ემოციურ გამოსვლაში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე. „საქართველო დაბრუნდა“, – ადიდებდა სააკაშვილი საკუთარ ქვეყანას გენერალური ასამბლეის სხდომათა დარბაზში, „საქართველო დაბრუნდა, პირველ რიგში, როგორც პოლიტიკური რეფორმების და სოციალური გარდაქმნების ლაბორატორია. ჩვენ ისე როგორც არასდროს, ერთგულნი ვართ იმ იმედების, რაც ჩვენ „ვარდების რევოლუციამ“ მოგვცა, იმ იმედების, რომ შეუმდგარი სახელმწიფო თანამედროვე ევროპულ ქვეყნად გადავაქციოთ“. დასაწისისთვის მოკლე პრეისტორია. ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკა საქართველომ, რომელიც სამხრეთ კავკასიის მთებში მდებარეობს, მისი მყიფე დამოუკიდებლობა კომუნისტური სისტემის კრახის შემდეგ მოიპოვა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანა ხაზინის ქურდობამ, კორუფციამ და არასტაბილურობამ მოიცვა. 2003 წლის დემოკრატიული „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომელმაც საქართველოს რეფორმები მოუტანა, რუსეთმა მისი ყოფილი ვასალის წინააღმდეგ ემბარგო შემოიღო, 2008 წელს კი ამ ხუთმილიონიანი პატარა ქვეყნის საზღვრებში შეიჭრა. რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ზაფხულის ომის გამო, ამ პატარა ქვეყნის სახელი მსოფლიო პრესის ფურცლებზე მოხვდა. აგვისტოს დაძაბულ დღეებში გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოსადმი საერთაშორისო მხარდაჭერამ, როგორც ბუშის ადმინისტრაციის მხრიდან, რომელიც შეეცადა ქვეყნის მყიფე სუვერენიტეტი შეენარჩუნებინა, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მხრიდან, რომელმაც შუამავლის სახით ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია და სიტუაციის უკონტროლობა არ დაუშვა. დღეს ორი ეთნიკური ანკლავი – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – მოსკოვის კონტროლის ქვეშ რჩება და მათ უხერხემლო ადგილობრივი რეჟიმები მართავენ, რომლებიც უკვე დიდი ხანია რაც ხელისუფლებაში არიან. ოკუპაციის შედეგად დევნილების რაოდენობამ 500 000–ს მიაღწია. „ჩვენი ორი ოკუპირებული რეგიონი განუკითხაობის შავ ხვრელში არსებობს; და დღეს ამ მიწებზე დაუსჯელად მოქმედებენ კრიმინალები“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, „ხოლო რუსეთის არმია, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობების მიუხედავად, იქიდან არსად წასულა“. „დღეს ჩვენს ქვეყანას უკანონოდ ჰყოფს რკინის ფარდა“, – აღნიშნა სააკაშვილმა, ხოლო შემდეგ მუდარის ტონით მიმართა დელეგატებს, „აღსანიშნავია, რომ მოსკოვის მხრიდან ძლიერი ზეწოლისა და მრავალრიცხოვანი მუქარების მიუხედავად, არცერთ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას საქართველოს დანაწევრება არ უღიარებია. ეს ფაქტი იმას მოწმობს, რომ საბჭოთა ეპოქის ყოფილი დაპყრობილი ერები ძლიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იქცნენ, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი პოლიტიკის დამოუკიდებლად განსაზღვრა“. მაგრამ საქართველოსთვის ყველა პრობლემა მის ჩრდილოელ მეზობელს არ შეუქმნია. „ქართველმა ხალხმა იგრძნო თავისუფლების, კორუფციის არარსებობის და ეკონომიკური განვითარების გემო“, – ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა. „ოდესღაც პოსტსაბჭოთა სამყაროს ერთ–ერთმა ყველაზე კორუმპირებულმა ქვეყანამ საქართველომ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კორუფციასთან ბრძოლაში იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე ნებისმიერმა სხვა სახელმწიფომ, რასაც ადასტურებს Transparency International–ი… ოდესღაც ეს იყო ადგილი, სადაც ბანდები და მაფია უცხოელ ინვესტორებს ფულის გამოძალვის მიზნით იტაცებდა, ხოლო დღეს მსოფლიო ბანკმა საქართველოს მე–11 ადგილი მიანიჭა მსოფლიოში ბიზნესის იოლად დაწყების მხრივ“. ინტერვენციამდე ზრდის ტემპები წარმოუდგენელ მაჩვენებლებს აღწევდა – ყოველწლიურად 12%. ინტერვენციის შემდეგ ეს ახალგაზრდა სახელმწიფო ეკონომიკურად და პოლიტიკურად არასტაბილურია. ხოლო იმის გამო, რომ საქართველოში დემოკრატიული სისტემა მოქმედებს, პოლიტიკური უთანხმოება 2008 წლის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, კვლავ სერიოზულია. „საქართველო იგებს მშვიდობას – საქართველო მშვიდობის წყალობით იმარჯვებს“, – აცხადებდა ამერიკაში განსწავლული პრეზიდენტი დელეგატების წინაშე. საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვან, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს, ხოლო ისტორიულად ის იყო კონკურენტი ზესახელმწიფოების (რუსეთი, თურქეთი, ირანი) შეტაკებების ველი. მას აშშ–ც ეფლირტავებოდა. საქართველოს მტკიცედ სურს საკუთარი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მომავალი დასავლეთს დაუკავშიროს. მიისწრაფვის რა იმისკენ, რომ ევროპაში აქტიური მოთამაშე გახდეს და მომავალში ნატოში გაწევრიანდეს, მან თითქმის 1 000 სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა ავღანეთის მრავალეროვან მისიაში. ეს უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, რომლის დროშაზეც წმინდა გიორგის ჯვარია გამოსახული, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ მიილტვის. საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა „იმოქმედოს როგორც რაციონალურმა მოთამაშემ და არა როგორც რევიზიონისტმა“, და განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციამ თანამშრომლობა უნდა ამჯობინოს ოკუპაციას, საბაზრო კავშირი – ემბარგოს, ტოლერანტობა – რეაქციულობას“. მან დასძინა, „მოდერნიზაცია თავისუფლების გარეშე სიცოცხლისუნარიანი არ არის; კომპიუტერები არასაკმარისია თუკი თქვენ არ გაქვთ თავისუფალი გონება მათი გამოყენებისთვის; ასე რომ მოგვეცით საშვალება გავათავისუფლოთ ჩვენი გონება საერთო საბჭოთა წარსულისგან, რათა ავაშენოთ საერთო მომავალი“. სააკაშვილმა მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა სიმტკიცის შენარჩუნებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისკენ არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ არასტაბილურ კავკასიის რეგიონში. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, პრეზიდენტმა განაცხადა: „პირადად მე მსურს რომ რუსეთი იყოს პარტნიორი და არა მტერი“. შესაძლოა, ასეთი მისწრაფება მისთვის ყველაზე რთულ პრობლემად დარჩეს. ჯონ მეტცელერი – გაეროს კორესპონდენტი; აშუქებს დიპლომატიის და სამხედრო საკითხებს; WorldTribune.com–ში უძღვება ყოველკვირეულ რუბრიკას. ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/200908185414-150x150.jpgბაკურ კვეზერელმა მინისტრთა კაბინეტს წლევანდელი რთველის შედეგები გააცნო. დღეს რთველი რაჭაშიც დაიწყო. კვეზერელის განცხადებით მოსავალი უხვი არ არის, მაგრამ გლეხები გაორმაგებულ შემოსავალს მიიღებენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/rtveli.jpg itvს ლინკი