Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თანხის გამოძალვის ბრალდებით სვანეთში დაკავებულ სახელმწიფო მოხელეთა საქმის განხილვა დაიწყო. გაზიარება [13:41 29-09-2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TKMJsvxitdI/AAAAAAAAEEw/IS5GHCohbAs/s200/36737_1430608416487_1571164765_31012155_3987939_n.jpgროგორც "ღია ბოქლომს" ერთ-ერთი ეჭვმიტანილის - ნელი ნავერიანის ადვოკატმა რევაზ თოფურიძემ განუცხადა, სასამართლო პროცესი 12 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა. მისივე თქმით, პროკურატურამ ნავერიანის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიზეზად დანაშაულის სიმძიმის ფაქტორი დაასახელა, მაგრამ ადვოკატებმა შუამდგომლობა მეორედ დააყენეს. "ამჯერად თანხა 5 000 ლარამდე გავზარდეთ და პასუხს ველოდებით",- ამბობს ადვოკატი შეგახსენებთ, რომ მესტიის საკრებულოს წევრი ნელი ნავერიანი, მუნიციპალიტეტის სპორტის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი დავით ჯაფარიძე, ს.ს "ენერგო-პრო ჯორჯიას" მესტიის სამსახურის მთავარი ინჟინერი ტარიელ ჯაფარიძე და ადგილობრივი შოთა ჯაფარიძე სამართალდამცველებმა 9 ივლისს დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. ბრალდების მხარის მტკიცებით, აღნიშნული პირები კანადელ ინვესტორს დაბა მესტიაში არსებული ყოფილი ტურისტული ბაზის აღდგენითი სამუშაოების ჩატარებისთვის ხელის არშეშლის სანაცვლოდ 70 000 ლარს სძალავდნენ. მოგვიანებით აღნიშნულ პირებთან დანაშაულებრივ კავშირში ყოფნის ბრალდებით მესტიის საჯარო სკოლის დირექტორი მზევინარ ჯაფარიძეც დააკავეს. რაიონულმა სასამართლომ ჯაფარიძესაც წინასწარი ორთვანი პატიმრობა შეუფარდა. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  2. ქართული მედია აშუქებს პოლიტიკას, ბიზნესს, კრიმინალს, ზოგჯერ - ადამიანის უფლებებს და თითქმის არ უთმობს ადგილს ქალების პრობლემებს - ასეთია GMPP-ის (გლობალური მედია მონიტორინგის) კვლევის დასკვნა. კვლევის შედეგები დღეს ასოციაცია „გენდერმედიაკავკასიამ“ წარმოადგინა თბილისში, „გაეროს“ სახლში. საქართველო უკვე მეორედ იყო ჩართული GMPP-ს გლობალურ მოხალისეთა პროექტში. პროექტის ფარგლებში, ხუთ წელიწადში ერთხელ, ერთ კონკრეტულ დღეს მედიის სხვადასხვა საშუალებებში ტარდება კვლევა – თუ რა საკითხებს აშუქებს მედია და როგორია ქალის როლი თანამედროვე მედიაში. „გლობალური მედია მონიტორინგის" ფარგლებში კვლევა მსოფლიოს 108 ქვეყანაში ჩატარდა, ტელევიზიებში, რადიოებსა და საგაზეთო გამოცემებში. კვლევის დასკვნაში ნათქვაია, რომ 2005 წლის მონაცემებისგან დღევანდელი რეალობა მცირედ განსხვავდება. საქართველოში ჩატარებულ კველავასთან დაკავშირებით, GMPP‑ს დასკვნაში რამდენიმე საკვანძო საკითხია გამოყოფილი. მათ შორის: საქართველოში მოქმედი როგორც ქალი, ასევე, მამაკაცი ჟურნალისტები მამრობითი სქესის ექსპერტებს მიმართავენ და არა – ქალებს. ქალების უფლებებისათვის ბრძოლა, ფაქტობრივად, არ აისახება ქართულ მედიაში. ხოლო ძალადობის თემაზე გაშუქებელ თემებში საერთოდ არ უჭირავს ადგილი, ან მხოლოდ მცირედ, გენდერული საკითხების ანალიზს. თუმცა სანამ კვლევის ავტორები კონკრეტულად მედიის საკითხების დეტალურ მიმოხილვას შეუდგებოდნენ, ისინი საქართველოს ზოგადი სიტუაციის ანალიზიდან გამოდიან. მათი თქმით, საქართველოში პოლიტიკოსების 90% მამაკაცია, წამყვანი თანამდებობებიც, უმეტეს შემთხვევაში, ხელისუფლებაში სწორედ მათ აქვთ და მხოლოდ რამდენიმე ქალია მინისტრი. კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში მოქმედი ქალთა უფლებების დამცველი არასამათავრობო ორგანიზაციების დახმარებით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ოჯახური ძალადობის შესახებ. თუმცა აქვე, კვლევის ავტორები წერენ, რომ ამ პროცესში ძალიან მცირე როლი ეკუთვნის ქართულ მედიას. სქესთა ბალანსი ქართულ მედიაში არ არის დაცული, უფრო კონკრეტულად კი, კვლევამ აჩვენა, რომ ახალი ამბის საგნად ქალი წარმოდგენილი იყო 22%–ანი მაჩვენებლით, ხოლო მამაკაცი – 78%-ით. მონიტორინგის დღეს, ქალებმა 59 თემა გააშუქეს, მამაკაცებმა კი – 118. გაშუქებული თემების მთავარი გმირები, ძირითადად, მამაკაცები იყვნენ. პოლიტიკური თემების გაშუქებისას მედიის მიერ გამოყენებული წყაროების 81% მამაკაცი იყო, ეკონომიკის შესახებ ახალ ამბებში – 97% მამაკაცი. საერთო ჯამში კი, ერთი დღის მანძილზე მედიამ ფოკუსი 174 მამაკაცზე გააკეთა და მხოლოდ 34 ქალზე. განსხვავებულია მიდგომა ფოტოებთან დაკავშირებით. ვიზუალურად ქალი და მამაკაცი თითქმის ერთნაირად იყო წარმოდგენილი, თუმცა მამაკაცების ფოტოები თემატურად განლაგებული იყო პოლიტიკისა და ბიზნესის განყოფილებაში, ხოლო თემები, რომლის ფოკუსიც ქალი გახლდათ, იყო მოდაზე და ოჯახურ საქმიანობაზე. სტატისტიკის მიხედვით, რომელიც GMPP-ს კვლევამ აჩვენა, ახალ ამბებს ტელევიზიაში 56% ქალი რეპორტიორი აშუქებს, პრესაში – 47% ქალი და რადიოში – მხოლოდ 18%. მონიტორინგი რამდენიმე მედიასაშუალებაზე დაკვირვებით განხორციელდა. კერძოდ: „რუსთავი 2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი რადიო, რადიო „მწვანე ტალღა“, გაზეთები – „24 საათი“, „საქართველოს რესპუბლიკა“ და „ახალი თაობა“. სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. ბიზნეს განვითარების ცენტრმა `კავკასიამ” მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დროებითი ჩასახლების ადგილებში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდებისთვის განათლებისა და დასაქმების საინფორმაციო… ლინკი მედიანიუსზე
  4. ფორმალურად, პირველი მსოფლიო ომი 2010 წლის 3 ოქტომბერს დასრულდება, როდესაც გერმანია რეპარაციის ბოლო ნაწილს, 60 მილიონ ევროს… ლინკი მედიანიუსზე
  5. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/27-04001-150x150.jpg„ბათუმის სასწაული 2012″… საქართველოს მთავრობის გეგმით 2 წელიწადში აჭარის დედაქალაქი მსფოლიოს ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს, ამის გარანტი კი იქ მიმდინარე სამშენებლო ბუმია. რატომაა უფრო ინტენსიური საინვესტიციო აქტივობა აჭარის დედაქლაქში ვიდრე თბილისში. ნახეთ დავით გოჩიაშვილის სიუჟეტი. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/batumi6.jpg itvს ლინკი
  6. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სატრაპეზოს, რომელიც მეცხრე საუკუნით თარიღდება, ფასადი ჩამოეშალა. საფრთხე უნიკალურ ფრესკებსაც უმუქრება. მძიმე მდგომარეობაა… ლინკი მედიანიუსზე
  7. რუსეთის სპეცსამსახურებისა და მილიციის თანამშრომლებმა მახანჩკალასთან შეიარაღებული დაჯგუფების 10 აქტიური წევრი მოკლეს, _ იუწყება საინფორმაციო სააგენტო “Lიფე… ლინკი მედიანიუსზე
  8. ჟურნალ GQ-ს რუსული გამოცემის ჟურნალისტებისათვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდეტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი ყოველთვიური შემოსავალი რვა ათასი ლარია. ,,საქართველოს პრეზიდენტის შრომის ანაზღაურების შესახებ’’ კანონით კი, სააკაშვილის ხელფასი მხოლოდ 4 720 ლარით განისაზღვრება. GQ- ჟურნალისტების, ქსენია სობჩაკისა და ქსენია სოკოლოვას მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რამდენი აქვს მიხეილ სააკაშვილს ხელფასი, პრეზიდენტმა უპასუხა: ,,რვა ათასი ლარი თვეში, ოთხი ათასი დოლარი. ჩემი წინამორბედი ოც დოლარს იღებდა. ჩვენთან არც ერთი ჩინოვნიკი ხელფასით არ ცხოვრობდა. ახლა კი – ცხოვრობენ’’. საქართველოს კანონით ,,საქართველოს პრეზიდენტის შრომის ანაზღაურების შესახებ’’ (2007 წლის 28 დეკემბრის ცვლილებით), მიხეილ სააკაშვილის ხელფასი 4720 ლარით განისაზღვრა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად სობჩაკმა და სოკოლოვამ სამი დღე გაატარეს საქართელოში. მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ ჟურნალის ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდა, რის გამოც ჟურნალის რედაქტორმა, ნიკოლაი უსკოვმა ამ ნომერს ,,საკოლექციო’’ უწოდა. უსკოვის ინფორმაციით, სოკოლოვა კიდევ ერთ სტატიას ამზადებს საქართველოს შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, ჟურნალის დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დედა-შვილი დალი და ლია მელიქიძეები დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, დალი… ლინკი მედიანიუსზე
  10. http://www.polity.ge/images/catalog/world/caucasus/ebzeev_b.jpgროგორც რუსეთში აცხადებენ, სულ მალე დაიწყება აფხაზეთისა და ყარაჩაი–ჩერქეზეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ტექნიკური შესწავლა და საკითხის საბოლოოდ დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, მაღალმთიან მონაკვეთზე გვირაბის გაყვანა მოხდება. polity.ge
  11. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/economy/gvino_01.jpgღვინის ქართული ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეები თურქეთში ბიზნეს–პარტნიორებს ვერ პოულობენ. ამის შესახებ რადიო "კომერსანტს" თავად კომპანიებში განუცხადეს, ხოლო მიზეზად ამ ქვეყნის რელიგია და ღვინის ბიზნესის დაბალი განვითარება დაასახელეს. polity.ge
  12. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sainformacio-dila-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/dila.jpg itvს ლინკი
  13. ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ისაუბრა ფაბრეგასის თამაშის შანსებზე ლონდონურ ჩელსისთან რომელიც კვირას გაიმართება. იხილეთ fanebi.com
×
×
  • შექმენი...