Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53849.jpgვაჟა-ფშაველას გამზირზე ტურა დაიჭირეს. ცხოველს ერთ-ერთი მაღაზიაში მაღაზიის მეპატრონემ მიაგნო. View the full article
  2. ცხინვალის რეჟიმმა ახალი ექვსნიშნა საფოსტო ინდექსი აამოქმედა. როგორც სააგენტო “რესი” იუწყება, ამის შესახებ მარიონეტული რეჟიმის საფოსტო-სატელეგრაფო სამსახურის უფროსმა ანატოლი ხუგაევმა განაცხადა.ხუგაევის თქმით, ახალი საფოსტო ინდექსი – 100001 უკვე აღიარა “რუსეთის ფოსტამ”.“ამჟამად ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენი ინდექსი მსოფლიოს სხვა ქვეყნებმაც აღიარონ”, - განაცხადა ხუგაევმა.მისივე ინფორმაციით, ნოემბრის ბოლოს, ცხინვალში “რუსეთის ფოსტის” განყოფილება ამოქმედდება, რომელიც საფოსტო-სატელეგრა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  3. ცხინვალის რეჟიმმა ახალი ექვსნიშნა საფოსტო ინდექსი აამოქმედა. როგორც სააგენტო "რესი" იუწყება, ამის შესახებ მარიონეტული რეჟიმის საფოსტო-სატელეგრაფო სამსახურის უფროსმა ანატოლი ხუგაევმა განაცხადა.ხუგაევის თქმით, ახალი საფოსტო ინდექსი – 100001 "რუსეთის ფოსტამ" უკვე აღიარა."ამჟამად ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენი ინდექსი მსოფლიოს სხვა ქვეყნებმაც აღიარონ", - განაცხადა ხუგაევმა.მისივე ინფორმაციით, ცხინვალში ნოემბრის ბოლოს "რუსეთის ფოსტის" განყოფილება ამოქმედდება, რომელიც საფოსტო-სატელეგრაფ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  4. ამ წუთებში საქართველოს მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. ნიკა გილაურმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა, სადაც ის ენერგეტიკის სამიტს ესწრებოდა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით დაინტერესება არსებობს. მთავრობის სხდომას არ ესწრება ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრი. ვერა ქობალია საქართველოში არ იმყოფება. მთავარობის სხდომაზე დაყენებულ საკითებს, მინისტრის ნაცვლად, მისი მოადგილე წარადგენს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. უცნობმა პირებმა ინგუშეთის ქალაქ მალგობეკში ალკოჰოლიანი სასმელების მაღაზია ააფეთქეს. რესპუბლიკის შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკეტილი მაღაზიის შესასვლელთან დამონტაჟებული და ამოქმედებული იქნა ტროტილის ექვივალენტში 8 კგ სიმძლავრის ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა. არავინ არ დაზარალებულა, მცირე დაზიანებები მიიღო შენობამ.ავღნიშნავთ, რომ უკანასკნელ პერიოდში ინგუშეთში გახშირდა მსგავსი ინციდენტები – ამ გზით ისლამური ახალგაზრდობა გამოხატავს თავის წინააღმდეგობას ალკოჰოლიანი სასმელების თავისუფალი გ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  6. რუსეთის პრეზიდენტი განთავისუფლებით დაემუქრა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მეთაურებს და მათგან რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოითხოვს. იმიტრი მედვედევი შეხვდა თავის წარმომადგენელს ჩრდილოკსვკასიის ფედერალურ ოლქში და განუცხადა ალექსანდრე ხლოპონინს, რომ მზადაა გაანთავისუფლოს რეგიონების ხელმძღვანელები, რობლებსაც არ ძალუძთ სამართალდაცვით სფეროში წესრიგის დამყარება. ხოლო რაც შეეხება ეკონომიკას, განსაკუთრებული ყურადღება დაღესტნის მიმართ გამოიჩინა. მან მოითხოვა ამ რესპუბლიკის ყოველ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  7. დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ავტომობილების განბაჟების პროცედურა მარტივდება. კერძოდ, არსებული 20– დღიანი ვადის მაგივრად, ავტომობილის მფლობელებს, მათ განსაბაჟებლად, 45 დღე ექნებათ. ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დღეს მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  8. რუსმა მესაზღვრეებმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მასალების სამალავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო “რესი” იუწყება.რუსმა სამხედროებმა ოს ე.წ. მესაზღვრეებთან ერთად, საბრძოლო მასალები სოფელ ჯავის რაიონის სოფელ კვაისადან ონის რაიონის სოფელ ირისკენ მიმავალ გზაზე, ადმინისტრაციული საზღვრიდან 1,5 კილომეტრის დაშორებით, ცხინვალის რაიონის ტერიტორიაზე იპოვეს. საწყობში 82 მილიმეტრის კალიბრის ნაღმმტყორცნის 6 ნაღმი და “РПГ”-ს ერთი ჭურვი ინახებოდა. საბრძოლო მასალები ადგილზე გაანადგურეს. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  9. დღეს, 12 საათიდან, პარლამენტინ წინ სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეების ნაწილი აქციას მართავენ. მათი მოთხოვნაა საატესტაციო გამოცდების მოხსნა. მოთხოვნის მოტივს მოსწავლეები გამოცდებისთვის მოუმზადებლობით ხსნიან და ამბობენ, რომ სკოლა არ აძლევს მათ იმ განათლებას, რაც არის საჭირო გამოცდების ჩაბარებისთვის. გარდა ამისა, მოსწავლეების ნაწილი ამბობს, რომ ისინი ორიენტირებული არიან ეროვნული გამოცდებისთვის. მეთერთმეტე– მეთორმეტე კლასელების აქციას მოგვიანებით ლეიბორისტული პარტია შეუერთდა. თუმცა სკოლის მოსწავლეებმა უარი უთხრეს მათ ინიციატივას, სამინისტროსთან გაემართათ აქცია. მოსწავლეებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკოსების ჩარევა აქციაში არ სურთ და არც ამ საკითხის პოლიტიზირებით არიან დაინტერესებული. სამაგიეროდ, მათ დახმარება სთხოვეს მოძრაობა "არას". მისი ერთ–ერთი წევრი, ლევან ჩიტაძე ამ დროისთვის აქციაზე იმყოფება და ორგანიზებას უკეთებას მოსწავლეების მობილიზებას. კერძოდ, იქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც თითო სკოლიდან ორიდან ხუთ მოსწავლემდე გაწევრიანდება. დღის ოთხ საათზე აქციის მონაწილეებს სხვა მოსწავლეებიც შეუერთდებიან. მოსწავლეებმა აქცია პარასკევსაც გამართეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. დღევანდელ აქციაზე უფრო მეტი მოსწავლეა მისული და როგორც თავად ამბობენ, მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  10. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/conflicts/eumm.jpgსაქართველოს ხელისუფლების მიზანია, მიაღწიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სრულ დეოკუპაციას. polity.ge
  11. http://www.polity.ge/images/catalog/world/caucasus/somxeti.jpgსაქართველომ გაამჟღავნა ის, თუ როგორ დააკავა კონტრაბანდისტების ჯგუფი, რომელიც ცდილობდა იარაღის კატეგორიის ურანი შავ ბაზარზე გაეყიდა. polity.ge
  12. “უფრო მოდურები რომ ვიყოთ, ახლა ბრანჩს უნდა შევექცეთ”. თავისთავად აღარაფრისმთქმელი ეს მოწოდება 1896 წლის ბრიტანულ გამოშვებაში Hunter’s Weekly-ში გამოქვეყნდა. განცხადება დღეს იმდენად საინტერესოა, რამდენადაც ის იმ დროის ახალგაზრდულ წრეებში გავრცელებული სტუდენტური სლენგის – სიტყვა ბრანჩის სავარაუდოდ პირველ ბეჭდურ ცნობას შეიცავს. ბრანჩის ეტიმოლოგია მარტივია: ის მიიღეს ორი სიტყვის – საუზმის პრეფიქსის (breakfast) და სადილის სუფიქსის (lunch) სინთეზით. იხილეთ tabula.geზე
  13. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/bbc_logo.jpg ტომ ესელმონტი საქართველომ გაამჟღავნა ის, თუ როგორ დააკავა კონტრაბანდისტების ჯგუფი, რომელიც ცდილობდა იარაღის კატეგორიის ურანი შავ ბაზარზე გაეყიდა ორი მამაკაცი, ორივე სომეხი, საზღვარზე ღამით შემოიპარა, მანამდე სანამ სპეცაგენტების მონაწილეობით ჩატარებული ოპერაციის მეშვეობით დააკავებდნენ. მაღალი გამდიდრების ურანი შეიძლება ბირთვული ბომბის მოსამზადებლად იქნას გამოყენებული. ექსპერტების თქმით, ისინი სწუხან იმის გამო, რომ შესაძლოა რეგიონში უფრო მეტი იყიდებოდეს და ეს მასალა შეიძლება ტერორისტებისთვის იყოს განკუთვნილი. ქართველი გამომძიებელები ამბობენ, რომ მარტში ორმა სომეხმა, რომელთაც მაღალი გამდიდრების ურანი, ტყვიით დაფარულ სიგარეტის კოლოფში ჰქონდათ შენახული, ის სომხეთის დედაქალაქიდან თბილისში მომავალი ღამის მატარებელში გადამალეს, ხოლო თვითონ ცალკე გადმოლახეს საზღვარი. ისინი ფიქრობდნენ, რომ 18 გრამიან ნიმუშს ისლამისტურ ჯგუფს სთავაზობდნენ, მაგრამ თბილისში ორივე საიდუმლოდ მოქმედმა ოფიცერმა დააკავა და სასამართლოს გადასცა. რაოდენობა მცირე იყო და ალბათ ყუმბარის დასამზადებლად საკმაო ვერ იქნებოდა, მაგრამ კონტრაბანდისტები ამბობდნენ, რომ მათ უფრო მეტის გაყიდვა ჰქონდათ განზრახული. ის თუ ზუსტად საიდან იქნა მოპოვებული ურანი უცნობია. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც იარაღის კატეგორიის ურანი დააკავეს საქართველოში. 2007 წელს რუსი მამაკაცი, რომელსაც 100 გრამი ურანი გადაჰქონდა, დააკავეს სპეციალურად დაგეგმილ ოპერაციით. ამ ოპერაციაში აშშ-ს აგენტების მონაწილეობდნენ. ორივე დაკავება იმას შეგვახსენებს, თუ რა მყიფეა კავკასიის საზღვრები მიუხედავად მათი უსაფრთხოებისთვის აშშ-ს მიერ გაწეული ძალისხმევისა. ეს იმ ფაქტსაც შეგვახსენებს, რომ საბჭოთა დროიდან შემორჩენილი, პოტენციურად ლეტალური მასალის უცნობი რაოდენობა ჯერ კიდევ უკონტროლოა. ორიგინალი ორიგინალი
  14. აიღეთ ფურცელი, კალამი, ფუნჯი, ბატის ფრთა მაინც. თქვენი გემოვნებითა და ფანტაზიით (ძაფი, მწვანე ბალახი, მეტალი, თიხა და სხვ.) რამდენიმე სამუშაო რეკვიზიტი, მელანში შეაზავეთ სურნელოვანი ზეთი და მზად არის; ახლა უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ ყველაზე ნამდვილი, საინტერესო და უნიკალური ხელნაკეთი წიგნის დამუშავება. იხილეთ tabula.geზე
  15. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif ელენ ბარი მოსკოვი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარასკევს განაცხადა, რომ მან ყოფილი საბჭოთა ოფიცრის მეშვეობით, რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურში შეაღწია და გამოავლინა ათეულობით ფარული აგენტი, რომელიც საქართველოში მუშაობდასამინისტრომ დაასახელა 13 ადამიანი, რომლებიც ჯაშუშობაში ბრალდებით დააპატიმრეს, აქედან 6 საქართველოს საჰაერო ძალების მფრინავია, ხოლო ოთხი – ეროვნებით რუსი საქართველოს მოქალაქე. უმეტესობა იმაშია ეჭვმიტანილი, რომ გადასცემდნენ ინფორმაციას საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის, იარაღის შესყიდვის, კომუნიკაციების და უცხოურ არმიებთან კოორდინაციის შესახებ. შოთა უტიაშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათი სახელები მას შემდეგ გაირკვა, რაც ორმაგ აგენტს საშუალება მიეცა შეეღწია სენსიტიურ პროგრამულ ბაზაში და დაშიფრულ კოდებში, რომლებსაც იყენებდა ”გრუ”, რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახური. მსგავსმა ჯაშუშურმა სკანდალმა, რომელიც 2006 წელს მოხდა, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები მკვეთრად წაიყვანა დაღმასვლისკენ. პარასკევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაბრაზდა და განაცხადა, რომ „სააკაშვილის რეჟიმი ქრონიკული ჯაშუშომანიითა შეპყრობილი, რომელსაც ანტი-რუსული გრძნობები აღვივებს“. სამინისტრო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა. კონსტანტინე კოსაჩოვმა, დუმას საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილებს „არ ჰქონდათ კავშირი სადაზვერვო სამსახურებთან“. „ეს ძალიან სერიოზული ვითარებაა და მათ ვინც ეს ბოლო პროვოკაცია წამოიწყეს საქართველოში, უნდა პირდაპირ შევახსენოთ, რომ რუსეთი არ მიატოვებს გასაჭირში ჩავარდნილ თავის მოქალაქეებს“ – უთხრა კოსაჩოვმა საინფორმაციო სააგენტოს, ”ინტერფაქსს”. კონკრეტულად კი რუსეთი აცხადებს, რომ საქართველომ დაპატიმრებების შესახებ განცხადება ორი შეხვედრის მიჯნაზე გააკეთა იმისთვის, რომ საბოტაჟი მოუწყოს რუსეთის ურთიერთობებს დასავლურ ქვეყნებთან. ეს ორი შეხვედრაა: ნატო-რუსეთის საბჭო ლისაბონში და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შეხვედრა ასტანაში, ყაზახეთში. ურთიერთობები საქართველოსა და მის უზარმაზარ მეზობელს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეჩერებულია. რუსეთმა საქართველოს საზღვრებს შიგნით სეპარატისტულ რეგიონებში სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში სამხედრო ბაზები დააფუძნა. პარასკევის განცხადებას ბევრი ელოდა, მას შემდეგ რაც ამბავმა რამდენიმე დღის წინ გამოჟონა და დაემთხვა პრო-სამთავრობო ტელევიზიის ეთერში ოპერაციის შესახებ ”პრაიმ-ტაიმში” სატლევიზიო დოკუმენტური ფილმის გაშვებას. შორენა შავერდაშვილი, ყოველკვირეული პოლიტიკური ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორი ამბობს, რომ ის ელოდა კიდევ რა დამატებითი მტკიცებულებები გამოჩნდებოდა. „ეს ძალისხმევა, რომელიც მთელი კვირის მანძილზე გრძელდებოდა, დოკუმენტური ფილმი, სპეციალური პრეს-კონფერენცია – ეს მედია-პაკეტს ჰგავდა“ – განაცხადა მან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ახლად შექმნილი დამოუკიდებელი ქვეყნები, ყოფილი საბჭოთა ინფორმატორების იდენტიფიცირების უდიდესი ამოცანის პირისპირ აღმოჩნდნენ – ამბობს უტიაშვილი, რომლის გათვლითაც 1991 წელს სუკ-ს საქართველოში 20 000 მოქმედი აგენტი ჰყავდა. 2006 წელს საქართველომ იმ მოქალაქეებს ვინც განაცხადებდა რომ რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან სიახლოვე ჰქონდა, ამნისტია შესთავაზა. მათ შორის ვინც ამ წინადადებას უპასუხა, იყო საბჭოთა არმიის ყოფილი ოფიცერი, რომელმაც თავისი ცხოვრების უდიდესი წილი საქართველოში გაატარა – განაცხადა უტიაშვილმა. ოფიცერმა ორმაგი აგენტის ფუნქციის შესრულება დაიწყო და რამდენიმე თვის წინ შესძლო პროგრამასა და დაშიფრულ მასალაში შეღწევა, რამაც საქართველოს საშუალება მისცა დაედგინა რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული პირები. ყველა ეჭვმიტანილი ცხოვრობდა აჭარაში, შავ ზღვასთან მდებარე ანკლავში. 2004 წლამდე აჭარა ამტკიცებდა თავის დამოუკიდებლობას საქართველოსგან და მას რუსეთი უჭერდა მხარს, რაც იმას ნიშნავს რომ გრუ-ს თავისუფლად მიუწვდებოდა ხელი აქ თანამშრომლების გადასაბირებლად – ამბობს უტიაშვილი. დოკუმენტურ ფილმში, რომელიც პარასკევს ღამით გადასცეს, ორმაგმა აგენტმა განაცხადა, რომ დაეთანხმა რუსეთისთვის სამუშაოს შესრულებას, რათა მიეღო პენსია, რომელიც ეკუთვნოდა საბჭოთა სადაზვერვო სამსახურებში მუშაობისთვის. მას გავლილი ჰქონდა წვრთნა კოდებსა და აღჭურვილობაში. მისი განცხადების თანახმად, მის რუს პატრონებს თავიდან განსაკუთრებით აინტერესებდათ შეერთებული შტატების მიერ ჩატარებული წვრთნები ქართული ფლოტისთვის და ფლოტის შესაძლებლობები, მაგრამ მოგვიანებით მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება უფრო რთული გახდა – ეს იყო ყველაფერი, სამხედრო ტრანსპორტის ტექნიკური აღწერილობიდან დაწყებული, პოლიტიკური და ეკონომიკური ანალიზით დამთავრებული. როდესაც მან საქართველოს დაზვერვასთან დაიწყო თანამშრომლობა, მას თანხმობას აძლევდნენ მის მიერ რუსეთში გაგზავნილ ყველა ინფორმაციაზე. ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა, რომელიც დოკუმენტურ ფილმში ლაპარაკობდა, განაცხადა რომ მას რუსმა უფროსებმა 2008 წლის ომის მსვლელობისას ჰკითხეს, სად შეიძლებოდა დაემალათ ქართული ვერტმფრენები. მან ბორჯომის ხეობა დაასახელა, ადგილი რომელსაც როგორც დოკუმეტური ფილმის დრამატულ ეპიზოდში იყო ნაჩვენები, ამის შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს. ორიგინალი ორიგინალი
  16. გუშინ, 2007 წელს დაწყებული ხანგრძლივი სარემონტო სამუშაოების შემდეგ, რეჟისორ რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი ძველ თბილისში, შავთელის ქუჩაზე, კვლავ გაიხსნა. იხილეთ tabula.geზე
  17. პოლონეთის ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე იზრდება. პოლონეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ევროპის ენერგოდივერსიფიკაციას აფერხებს. პოლონეთმა და რუსეთმა გაზის ხანგრძლივი ვადით მიწოდებისა და ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმებას მიაღწია. ევროკომისიის არაერთი რჩევისა თუ გაფრთხილების მიუხედავად, პოლონეთმა ხელშეკრულებას ხელი მაინც მოაწერა. ამ ხელშეკრულების თანახმად, ამ ქვეყნისთვის გაზის იმპორტის ერთადერთი წყარო რუსეთია. იხილეთ tabula.geზე
  18. შესაძლოა, ამერიკელებს ბარაკ ობამა აღარ უყვართ, მაგრამ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისევ ჩინელების ტრფობის ობიექტია. ამის დასტური პრეზიდენტის გამოსახულებიანი გასაბერი სექსთოჯინაა, რომელიც ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ გუანგზოუს ერთ-ერთ ფესტივალზე გამოჩნდა. იხილეთ tabula.geზე
  19. „შორიდან ძვირფასი ადამიანის საფლავზე დამხობილ დიდ კაცს ჰგავდა”, – ასე გაიხსენა ორმა რუსმა ქალბატონმა რუსეთის ერთ-ერთ სოფელში ნანახი სურათი. ახლოს მისვლის შემდეგ, მათ მომტირალი შეყვარებულის ნაცვლად დათვი დაინახეს, რომელიც მიცვალებულს ჭამდა. იხილეთ tabula.geზე
  20. პერუს სასამართლომ ბლოგერ ხოსე ალეხანდრო გოდოის 3-წლიანი ციხე და 120-დღიანი საზოგადოებისათვის სასიკეთო სამუშაო მიუსაჯა. ხოსე ალეხანდრო პირადი ბლოგის – მესამე სართულიდან – მფლობელია. ამ ინტერნეტგვერდმა პერუელ ახალგაზრდებში პოპულარობა მალე მოიპოვა. იხილეთ tabula.geზე
  21. თბილისს ზოგი თავკომბალას ეძახის. ზოგი ამბობს, დიდი სოფელიაო. ბევრი ამაყობს იმით, რომ დედაქალაქი ასეთი განვითარებულია და რეგიონული მნიშვნელობა შეიძინა. იხილეთ tabula.geზე
  22. სასოწარკვეთილი ვიყავი, ყველა ექიმი ჩამოვიარე, ათასები გადავიხადე და მაინც ვერაფერი მიშველეს. ისიც არ იცოდნენ რა მჭირდა. შემდეგ მივედი ჰომეოპათთან, რამდენიმე თვეში ტკივილები გაქრა, თითქოს არც არასდროს მაწუხებდა რამე, გამაოგნებელი მიღწევაა!” მსგავსი აღფრთოვანებით ჰომეოპათებს დამსახურებას ხშირად უქებენ. იხილეთ tabula.geზე
  23. ამერიკელი ისტორიკოსი და საგარეო პოლიტიკის კომენტატორი, რობერტ კაგანი, კარნეგის ფონდის უფროსი მკვლევარი და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორია. მისი სტატიები რეგულარულად იბეჭდება Washington Post-ში, პერიოდულად კი კაგანი ისეთ გამოცემებთან თანამშრომლობს, როგორიც New York Times, Foreign Affairs, The Wall Street Journal, Commentary, World Affairs, და Policy Review-ია. პროფესორი Weekly Standard-ისა და The New Republic-ის სარედაქციო საბჭოს საპატიო წევრია. მისი წიგნი „სამოთხის და ძალაუფლების შესახებ” ეროვნული და საერთაშორისო ბესტსელერი გახდა. ნაშრომი 25 ენაზე ითარგმნა. Foreign Policy-ის რეიტინგის მიხედვით, რობერტ კაგანი მსოფლიოს 100 საუკეთესო საჯარო ინტელექტუალის ნუსხაში შედის. ტაბულამ რობერტ კაგანთან ინტერვიუ ოქტომბრის დასაწყისში, ვაშინგტონში ჩაწერა. იხილეთ tabula.geზე
  24. საქართველოს მოქალაქე ბაბუცა გორდაძეს მალაიზიის სასამართლომ ბრალი ნარკოტრეფიკის, 39-ბ მუხლით წაუყენა. ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. ანალოგიური ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქის – დარეჯან კოხტაშვილის სასამართლო პროცესი მალაიზიაში ორშაბათს, 8 ნოემბერს გაიმართება. დაკავებულებს ამ დრომდე ადვოკატები არ ჰყავთ. იხილეთ tabula.geზე
  25. თუ დემოკრატიზაციაში მთავარი საარჩევნო ინსტიტუტების გამართულობა და არჩევნებს შორის ანგარიშგება-მონაწილეობის მექანიზმთა განმტკიცებაა, მოდერნიზაციაში არსებითი სპეციალიზაცია და პროფესიონალიზმია – როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სექტორებში. ანუ, საქმეში ნაცნობ-მეგობრობაც და პიროვნული ერთგულებაც საბოლოოდ უნდა ჩაანაცვლოს კომპეტენციამ. ერთი პროცესი მეორის გარეშე ნაკლებწარმოსადგენია. მათ შორის კი ხიდის როლს ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა თამაშობს. იხილეთ tabula.geზე
×
×
  • შექმენი...