planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png მოლი კორსო ბოლო დროს ქართველმა ჩინოვნიკებმა ორი ახალი ამბავი შექმნეს: ამხილეს რუსეთის ჯაშუშური ქსელი და აღკვეთეს მაღალგამდიდრებული ურანის კონტრაბანდა. თუმცა, საეჭვოა, რომ 2010 წლის ეს ორი წარმატება, თბილისს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში უახლოს მომავალში გაწევრიანების შანსს დაუბრუნებს. ქართველი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ ბოლოდროინდელ წარმატებებს უსაფრთხოების ორ მოახლოებულ სამიტს ამცნობენ: 19–20 ნოემბერს ლისაბონის ნატოს სამიტზე და დეკემბრის დასაწყისში ეუთოს სამიტზე ასტანაში. ორივე შემთხვევაში რუსეთი უარყოფით კონტექსტში ფიგურირებს; პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ლისაბონის სამიტს დაესწრება, სადაც მეორე დღეს რუსეთი–ნატოს ურთიერთობების განხილვა იგეგმება. საქართველოს მთავრობამ უკვე იზრუნა იმაზე, რომ უსაფრთხოების კონტექსტში რუსეთზე მისი მოსაზრება მსოფლიოსთვის შეეხსენებინა. 9 ნოემბერს ორ სხვადასხვა გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთი „ნამდვილ მონსტრად“ და „ჩამორჩენილ, ფეოდალურ ქვეყნად“ მოიხსენია. ნოემბრის დასაწყისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლებისადმი მიძღვნილ სატელევიზიო ცერემონიალში, რომლებმაც ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, სააკაშვილმა ამ თანამშრომლების მუშაობას უწოდა „ძალიან მნიშვნელოვანი… რადგან ჩვენი ქვეყანა მუდმივი ზეწოლისა და პერმანენტული დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე დგას“. ამავდროულად, ორმხრივ დიალოგზე დასავლეთის აშკარა სურვილის საპასუხოდ, სააკაშვილმა რუსეთთან მოლაპარაკებების ინტერესიც გამოთქვა (მიუხედავად იმისა, რომ მანამდე საქართველოს ჩრდილოელ მეზობელს დამამცირებელ ტერმინებში აღწერდა) იმ პირობით, რომ მოსკოვი „კეთილ ნებას გამოავლენს“. ერთი მხრივ რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგით დაინტერესების დემონსტრირება, მეორე მხრივ კი მისი მთავრობის დისკრედიტაცია ის ტაქტიკაა, რომელსაც ორ ქვეყანას შორის 2008 წლის ომის შემდეგ, თბილისი ხშირად იყენებს. ათასობით რუსი სამხედრო დღემდე რჩება აჯანყებულ რეგიონებში (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში), მიუხედავად იმისა, რომ დასავლური მთავრობები მათ გაყვანას ითხოვენ. ცხადია, რომ სავარაუდო რუსული ჯაშუშური ქსელი და ურანის კონტრაბანდის აღკვეთა თბილისს მისცემს მისი არგუმენტების გაზრდის შესაძლებლობას იმის თაობაზე, რომ საქართველოში და ზოგადად სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს მეტი საერთაშორისო ყურადღება სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მთავრობამ ორივე საქმეზე დეტალების გახმაურება საგანგებოდ ნატოს სამიტს დაამთხვია, დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ლევან ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ მთავრობისთვის ბუნებრივია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის იმის შეხსენება, რომ საქართველო „ინტერესების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილია“. „რა თქმა უნდა არსებობს იმის შიში, რომ საქართველომ პრიორიტეტების სიაში შეიძლება პოზიციები დაკარგოს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ქართული მხრიდან გონივრულია მსოფლიოსთვის იმის შეხსენება, რომ ჩვენ პარტნიორები და მეგობრები ვართ“, – ამბობს ცუცქირიძე. კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლის საერთაშორისო პოლიტიკის პრაქტიკის უფროსი ლექტორი ლინკოლნ მიტჩელი, ამტკიცებს, რომ საქართველოს ძალისხმევა მიიპყროს უფრო დიდი საერთაშორისო ყურადღება დიდწილად უსარგებლოა. „არ ვფიქრობ, რომ საქართველოს [დასავლეთის] დარწმუნება სჭირდება“, – ამბობს მიტჩელი. „არც იმას ვფიქრობ, რომ მსგავსი ნაბიჯების მუდმივი გამეორებით, საქართველო რაიმეს აღწევს“. საქართველოს პოზიცია ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში არ იცვლება, მიუხედავად ჯაშუშების დაკავებისა თუ ურანის კონტრაბანდის აღკვეთისა, დასძენს იგი. „ვაშინგტონის შეცვლილ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში საქართველოს ადგილი განსაზღვრულია: ის საშუალო დონის პოლიტიკური პრობლემაა“, – ამბობს მიტჩელი. სტივ ფლანიგანი, ვაშინგტონის საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრში ნატოს საკითხების დიდი ხნის სპეციალისტი, ხაზგასმით აღნიშნავს იმას, რომ „ძალიან დიდი შეცდომაა“ ლისაბონის სამიტზე რუსეთის განსაკუთრებულ გავლენაზე ფიქრი. მეორე მხრივ, იმის დემონსტრირება, რომ თბილისი აქტიურად ებრძვის ბირთვული კონტრაბანდის საფრთხეს საქართველოსთვის შეიძლება „სასარგებლო“ აღმოჩნდეს, ვარაუდობს ფლანიგანი. ის დასძენს, რომ ექსპერტების ჯგუფის რეკომენდაციებში, რომლებმაც ალიანსისთვის ახალი სტრატეგიული კონცეფციის პროექტი შექმნეს, ნათქვამია, რომ ნატომ „მკაფიოდ უნდა გამოუცხადოს მისი სრული მხარდაჭერა“ ბირთვული იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას, დასძენს იგი. ცუცქირიძე ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ჯაშუშების დაპატიმრება ან ურანის კონტრაბანდის აღკვეთა ნატო–საქართველოს ურთიერთობებში რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ გამოიწვევს. იგი დასძენს, რომ ნატოსთან შედარებით ეუთო საქართველოსთვის დღეს გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანი აუდიტორიაა. უფრო „ძლიერი თანამშრომლობისა“ და „ძლიერი მხარდაჭერის“ სურვილის მიუხედავად, „საქართველო ვერ მიიღებს სარგებელს ისეთი რაღაცეების მოთხოვნით, რომელთა მიღებაც არარეალურია“, მაგალითად ალიანსის წევრობის მოთხოვნით, თქვა მან. „ამიტომ ვფიქრობ ჩვენ რეალისტებად უნდა დავრჩეთ… საქართველო დარჩება დღის წესრიგში, თუკი ჩვენ პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორის როლის თამაშს განვაგრძობთ“. ორიგინალი ორიგინალი
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2008/11/15/1226773938496/Fernando-Torres-001.jpg დასრულდა პირველი ტაიმი და გთავაზობთ ფერნანდო ტორესის 7-ე წუთზე გატანილ გოლს საუკეთესო ხარისხით. <p style="text-align: center;"><p style="text-align: center;">გადმოწერა View the full article
-
აუქციონი - ქონების, ფასიანი ქაღალდების, ხელოვნების ნიმუშების ან ნებისმიერი სხვა საგნის საჯარო გაყიდვის პროცესი რაიმე წინასწარ დათქმული პირობების გარეშე. გაყიდვის ობიექტს იძენს პირი, რომელიც ყველაზე მაღალ ფასს სთავაზობს გამყიდველს. გაზიარება [ნინო თამაზაშვილი. 23:45 10-11-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TNr19SpBxjI/AAAAAAAAENY/csJw5n7lfJY/s200/saqartvelo%2Biyideba.gifმაგრამ, როგორც წესი, საქართველოში აუქციონს მხოლოდ ფორმალური სახე აქვს. ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი და ცნობილი. ხელშეკრულების გაფორმებისას პირობები არაკვალიფიციურად არის შედგენილი. ყველაფერი კონკრეტული მხარის ინტერესებზე იგება. არ ხდება გარემოსდაცვითი პირობების გათვალისწინება და ეკოლოგიური ნორმების დაცვა. შემდეგ არ კონტროლდება, თუ ვინ როგორ ასრულებს პირობებს. საქართველოში გასაყიდი თითქმის აღარაფერი დარჩა. გაყიდულია ტყეები, თითქმის ყველა საწარმო, სტრატეგიული ობიექტები... საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ შპს "ორთაჭალჰესი 2007"-ის გასაყიდად გამოცხადებულ აუქციონზე საწარმოს სასტარტო გასაყიდი ფასი 25 მლნ. დოლარი იყო. საწარმოს ძირითადი საქმიანობის სფეროა ელექტროენერგიის გამომუშავება და/ან გენერაციის აქტივებით მართვა. აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებულია ჰიდროელექტროსადგურის დაწესებული სიმძლავრის არანაკლებ 70%-ის ელექტროენერგიის გამომუშავება უზრუნველყოს. "ორთაჭალჰესი 2007" ჩეხურმა კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიამ" შეიძინა. ახალმა მფლობელმა საპრივატიზაციო ღირებულება, რომელიც 25 მილიონ 250 ათას დოლარს შეადგენდა, სრულად დაფარა. შემდეგი აღმოჩნდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია. ეკონომიკური განვითარების სამინისტროში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით გამართულ აუქციონზე გატანილ იქნა თეთრიწყაროს, მარნეულის, წყალტუბოს, ფონიჭალას, გარდაბნის, ახალქალაქის, სამტრედიის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, თერჯოლას, ნინოწმინდას, კასპის, ოზურგეთის, სოფელ წავკისის, საჩხერის, ხაშურის, ქარელის, გორის, ბაღდათის, ამბროლაურის, ჩხოროწყუს და ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე 28 ობიექტი _ ბაზალტის, ქვიშა-ხრეშის, კვარციანი ქვიშის, თაბაშირის, კირქვის, ასევე მიწისქვეშა მტკნარი წ####ბის საბადოები. მათ შორის ყველაზე მაღალ ფასად, 130 000 ლარად, გაიყიდა მცხეთის რაიონში, სოფელ სასხორის ტერიტორიაზე კირქვის გამოვლინება. ჯამში აუქციონის შედეგად შემოსულმა თანხამ 559 377 ლარი შეადგინა. ლიცენზიის მოქმედების ვადა სხვადასხვა წიაღისეულის საბადოებისთვის 5-დან 20 წლამდეა განსაზღვრული. დიდი მითქმა-მოთქმა იყო ამ ბოლო პერიოდში "ბორჯომთან" დაკავშირებითაც. ბორჯომის მინერალური წყლის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით ჩატარებულ აუქციონზე ობიექტის საწყისი ფასი 8 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით განისაზღვრა, `ბე~ კი 1 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით. "ბიჯი" 200 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს შეადგენდა. ბორჯომის საბადო მოიცავს 3 უბანს (ცენტრალური უბანი, ლიკანის უბანი, ვაშლოვანი-ყვიბისის უბანი). "საქართველოს მინისა და მინერალური წ####ბის კომპანია" აცხადებდა, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონი "ბორჯომის" ბიზნესის გაყიდვას არ გულისხმობს. როგორც კომპანიის განაცხადში არის ნათქვამი, აუქციონზე საბადოდან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია არის გატანილი და აქ უშუალოდ "ბორჯომის" ჩამოსხმის ბიზნესის მართვა არ იგულისხმება. თავდაპირველად არ გამორიცხავდნენ ბორჯომის მინერალური წ####ბის მოპოვების გადაცემას უცხოელებზე ან სულაც რუსებზე. ამ ყველაფერს საკმაოდ უცნაურად დაემთხვა რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშჩენკოს აღსარება, რომ ყველაზე მეტად "ბორჯომის" დაკარგვას განიცდის. მან პირობაც კი დადო, რომ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემთხვევაში, პირველად კარი "ბორჯომს" გაეხსნება. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეზღუდული არ იყო, ამდენად, ლიცენზიანტი შეიძლებოდა, როგორც ქართული, ისე უცხოური, მათ შორის რუსული კომპანია ან ფიზიკური პირი გამხდარიყო, თუმცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეს უხერხულობას არ უქმნიდა. აუქციონი მინერალური წყლის მოპოვებაზე ტარდებოდა, რაც შეეხება ჩამოსხმას და რეალიზებას, ეს საქართველოს კანონმდებლობის სხვა ნორმატიული აქტებით განისაზღვრა: შეიძლება ლიცენზია მიიღო, ბორჯომის წყალი მოიპოვო, მაგრამ ჩამოასხა არა ბორჯომში, არამედ სხვაგან მდებარე ქარხანაში. ასე რომ, გამორიცხული არ იყო, ისევე როგორც ყველაფერი, ბორჯომის წყალიც უცხოელებზე გასხვისებულიყო. ამ უცხოელებში კი, ძირითადად, რუსები მოიაზრებოდნენ. "ისედაც მთელი საქართველო რუსებს აქვთ ნაყიდი და თუ "ბორჯომზეც" გავლენას მოიპოვებენ, მაშინ ჩვენი ხელისუფლების განცხადება იმის თაობაზე, რომ "რუსებს ებრძვის", ახალ შინაარს შეიძენს - "ჩვენ ჩვენს პატრონს ვებრძვით", - ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც იმედოვნებდა, რომ ხელისუფლებას ეყოფოდა გონიერება და არ დაუშვებდა ბორჯომის მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზია რუსების ხელში აღმოჩენილიყო. ხელისუფლებას, ალბათ, მართლაც ეყო გონიერება, რადგან მიუხედავად წარმოთქმული ეჭვებისა, ბორჯომის წყლით სარგებლობის ლიცენზია კვლავ "საქართველოს მინისა და მინერალური წ####ბის კომპანიას" გადაეცა. კომპანიამ ეს ლიცენზია 8 მილიონ 200 ათას დოლარად შეიძინა. ეკონომიკური განვითარების სამინისტროში "საქართველოს მინისა და მინერალური წ####ბის კომპანიის" გარდა სხვა განაცხადი არ შესულა. კითხვაზე, თუ რატომ არ ჰყავდა ამ კომპანიას კონკურენტი ბორჯომის წყლით სარგებლობის სალიცენზიო აუქციონზე, როგორც "საქართველოს მინისა და მინერალური წ####ბის კომპანიის" დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა: "ალბათ, ყველამ ჩათვალა, რომ დღეს ბორჯომის ინდუსტრია და "საქართველოს მინისა და მინერალური წ####ბის კომპანია" ერთი და იგივეა და აუქციონში მონაწილეობა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს". ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი "ენგურჰესის" სკანდალის შემდეგ დარწმუნებულია, რომ ჯერი "საქართველოს რკინიგზაზე" მიდგება. მისი მოსაზრებით, "ენგურჰესის" რუსულ კომპანია "ინტერ რაოსთვის" ერთობლივ მართვაში გადაცემა რუსეთისთვის აგვისტოს ომის შემდეგ გადახდილი ხარკია. თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის. "მას შემდეგ, რაც აგვისტოში მოხდა, ყველაფერი იყო მოსალოდნელი. რუსეთმა საქართველოს ომი მოუგო და ხარკის სახით მას "ენგურჰესი" მივეცით. იმის მტკიცება, რომ სადგური საქართველოს საკუთრებაში რჩება, აბსურდია. "ენგურჰესი" პრაქტიკულად იყო უკანასკნელი ძაფი, რომელიც აფხაზ საზოგადოებას საქართველოსთან აკავშირებდა", - აცხადებს ხუხაშვილი. დიდი ალბათობით 2009 წელი სწორედ "საქართველოს რკინიგზის" გასხვისების წელი იქნება. რის შემდეგაც საქართველოს არანაირი სტრატეგიული ობიექტი აღარ შერჩება. ასეთი ობიექტების აბსოლიტური უმრავლესობა ისედაც რუსეთის კონტროლქვეშაა და ამ ნუსხას რკინიგზაც შეემატება. საქართველოს მთავრობას რკინიგზის მართვის უფლებით გადაცემის მცდელობა უკვე ჰქონდა, მაგრამ იგი სამარცხვინო შედეგით დასრულდა. დაახლოებით ერთი წლის წინ "საქართველოს რკინიგზა" ბრიტანულ კომპანია "ფარფილდ ინვესთმენთს" გადაეცა, თუმცა მოგვიანებით, ორიოდე თვეში ე.წ. ინვესტორებს რკინიგზა უკან გამოსტაცეს. მაშინ ვერავინ გაიგო რა შავ-ბნელი გარიგება შედგა მთავრობასა და "ინვესტორს" შორის. ერთ-ერთი ვერსიით, რკინიგზაში პატარკაციშვილის აჩრდილი ილანდებოდა და ხელისუფლებამაც შეთანხმება ჩაშალა. მოგვიანებით, მთავრობაში საუბრობდნენ რკინიგზის აქციების გარკვეული ნაწილის საქართველოს საფონდო ბირჟაზე შესაძლო განთავსებაზე, თუმცა არც ეს მომხდარა. აქედან მოყოლებული რკინიგზის გაყიდვასთან დაკავშირებით, სხავადასხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების თაობაზე ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება, მათ შორის საუბარი იყო აზერბაიჯანზეც. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსული კომპანიისთვის საქართველოს რკინიგზის მართვის უფლებით გადაცემა იგეგმება, როგორც ეს "ენგურჰესის" შემთხვევაში მოხდა. ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, კონკრეტულად რომელ რუსულ კომპანიაზეა საუბარი, თუმცა მსგავს მნიშვნელოვან ობიექტებს ყოველთვის სახელმწიფო კომპანიები ყიდულობენ. ობიექტის რამდენიმე ათეული წლით მართვის უფლებით გადაცემა კი, პრაქტიკულად, მის გაყიდვას ნიშნავს. რუსული კომპანიისთვის საქართველოს რკინიგზის მართვის უფლებით გადაცემაზე, რუსეთთან კულუარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მართალია ამ ეტეპზე რკინიგზასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებული არ არის, მაგრამ იყიდება "რკინიგზის ტელეკომი" და აქაც რუსები მოიაზრებიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ "რკინიგზის ტელეკომის" გაყიდვა 20 მლნ. დოლარად იგეგმება. "რკინიგზის ტელეკომს" წელიწადში 50-60 მლნ. აშშ დოლარის შემოტანა შეუძლია და გაყიდვას 20 მლნ აშშ. დოლარად გეგმავენ. "როცა ასეთ შემოსავლიან დანაყოფს ჰყიდი, ესე იგი არ ხარ მეურნე ან კიდევ გარიგებაში ხარ", - აცხადებენ ექსპერტები. თუმცა "რკინიგზის ტელეკომის" მყიდველი შესაძლოა გერმანული კომპანიაც აღმოჩნდეს. ჰანოვერში ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების გამოფენაში მონაწილეობას "რკინიგზის ტელეკომიც" ღებულობს. "აქართველოს რკინიგზაში" არ გამორიცხავენ, რომ მოლაპარაკებები პოტენციურ ინვესტორებთანაც გაიმართოს. კონკრეტულად, როდის შედგება "რკინიგზის ტელეკომის" გაყიდვის შესახებ აუქციონი, უცნობია. ოფიციალურად "რკინიგზის ტელეკომის" შეძენით "გაერთიანებული ტელეკომი" და "კავკასუს ონლაინი" არიან დაინტერესებულნი, თუმცა არაოფიციალურად აქაც უმსხვილესი რუსული კომპანია "როსტელკომი" მოიაზრება. საბოლოოდ ჯერი ტყეებზეც მიდგა. ჯერ კიდევ შემოდგომაზე საქართველოს ხელისუფლებამ ხე-ტყის ჭრისა და დამზადების უფლება 19 მლნ. ლარად ოთხ კომპანიას და ერთ ინდმეწარმეს აუქციონზე მიჰყიდა. აქედან ტყეების აბსოლიტური უმრავლესობა იმ ჩინური კომპანიების ხელში მოხვდა, რომლებიც სამეგრელო-სვანეთის ტყეებში ეწევიან ჭრის სამუშაოებს და საკუთარი გადამამუშავებელი საწარმოც გააჩნიათ. აუქციონი უამრავი კანონდარღვევით ჩატარდა, სადაც აშკარად გამოჩნდა ქართველი მაღალჩინოსნების დაინტერესება. შემდგომ აუქციონზე გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ლიცენზია იქნა გამოტანილი, რომელიც მოგვიანებით გაუქმდა, თუმცა ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ტყით გრძელვადიანი სარგებლობის ლიცენზიების გაუქმების შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა. როგორც სამინისტროში განმარტეს, ლიცენზიის გაცემა ამ დრომდე მხოლოდ შეჩერებული იყო, ახალი აუქციონის ჩატარება კი შეცვლილი პირობებით მოხდება. ახალ პირობებზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა რაც ლიცენზიების ვადებს ეხება, უკვე გარკვეულია და 20-ის ნაცვლად ტყეები მხოლოდ 5 წლიანი იჯარით გაიცემა. როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროში განმარტავენ, ახალი პირობებით ლიცენზია გაიაფდება და მისი შეძენა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. რაც საქართველოს ტყეებთან დაკავშირებით ხდება, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ კანონმდებლობას. სტრატეგიული სიმდიდრის ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებზე გადაცემა არ შეიძლება. როგორც ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა, საომარი მოქმედებები რამდენიმე დღით შეწყვეტილი იყო, როცა რუსული საიტებით გავრცელდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადება, რომლის თანახმადაც, პრივატიზაციას კიდევ ერთი მცირე, მილიონ ლარამდე ღირებულების საბადო ექვემდებარებოდა. ექსპერტის თქმით, რომ არა ამგვარი განცხადებებისადმი რუსეთის ინტერესი, მას არც რუსული ინტერნეტგვერდები აიტაცებდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ რუსეთის ავიაციის მიერ საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების მიუხედავად, აგრესია რუსეთის კაპიტალით პრივატიზებულ არც რთ საწარმოს, მათ შორის, არც "მადნეულს", არც ელექტროგენერაციისა და ელექტროგამანაწილებელ სტრუქტურებს არ შეხებია. "ეს მკაფიოდ მიუთითებს ომამდე არსებული პროვოკაციების მიზანზე, რომ საქართველოში ყველაზე უკეთ თავი სწორედ რუსულ კაპიტალს ეგრძნო და ყველა სხვა, შიშის ქვეშ ყოფილიყო", - აღნიშნა ცისკარიშვილმა. საეჭვოდ გაყიდული, თუ მართვის უფლებით გადაცემული ობიექტების ჩამონათვალში დღემდე რჩება "ენერგო პროსთვის" თითქმის მთელი ქართული სადისტრიბუციო ქსელის გადაცემა. დღემდე "ენერგო პროს" უკან რუსული ენერგოგიგანტის "რაოს" და პირადად ჩუბაის-რაპაპორტის აჩრდილს ხედავენ. აქვე შეიძლება გავიხსენოთ "გაერთიანებული ტელეკომის" გაყიდვა ყაზახებზე, აეროპორტის ოპერატორის "ტავის" შემოსვლა, "თბილისის წყლის” გადაცემა "მულტიფლექს სოლუშენისთვის" (რომლის უკანაც ასევე რუსულ ინტერესებს ხედავენ), "თბილგაზის" გაყიდვა ყაზახებზე და სხვა. ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია იმ ობიექტებისა, რომლებიც ამ ბოლო პერიოდში იქნა გამოტანილი საქართველოს აუქციონებზე. აღარაფერს ვამბობთ გაყიდულ საწარმოებზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გაყიდული საწარმოებიდან თითქმის არცერთი არ მუშაობს.სადამდე შეიძლება მსგავსი მიდგომებით ობიექტების გაყიდვა გაგრძელდეს, ამის თქმა ძნელია. მდგომარეობას ართულებს ის, რომ საქართველოს მთავრობა ამ პრობლემის რეალურ არსებობას არც კი აღიარებს. ამ დროისთვის კი გაყიდულია თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი და რაც დარჩა, იმის გატანა აუქციონებზე კვლავ გრძელდება. "ბანკები და ფინანსები" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://img.skysports.com/10/11/496x259/RoyHodgson_2522676.jpg გთავაზობთ “უიგანი” “ლივერპულის” მატჩში “წითლების” ოფიციალურ შემადგენლობას. რეინა კელი – კარაგერი – შრკტელი – კონჩესკი მეირელეში – ლუკასი კიუტი – ჯერარდი – მაქსი ტორესი სათადარიგო:ჰანსენი, იოვანოვიჩი, ნგოგი, სპირინგი, პოულსენი, შელვი, ეკლესტოუნი View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53873.jpgრვა სკოლის დირექტორმა დღეს თანამდებობა დატოვა. სასწავლებლების ხელმძღვანელები მიზეზებზე საჯაროდ არ საუბრობენ, თუმცა, სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება გუშინდელ აქციას უკავშირდება. View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg ედუარდ შევარდნაძე, რომელიც 2003 წლის ვარდების რევოლუციის დროს გადააყენეს, მას შემდეგ თბილისის შემოგარენში მშვიდად ცხოვრობს და პრესას იშვიათად ეკონტაქტება. მაგრამ უკანასკნელი წლის განმავლობაში ის სულ უფრო ხშირად გამოთქვამდა საჯაროდ საკუთარ მოსაზრებებს და აკრიტიკებდა არამხოლოდ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, არამედ გულწრფელად აღიარებდა იმ შეცდომებს, რომელიც საკუთარი მმართველობის დროს დაუშვა. შევარდნაძის ყველაზე საინტერესო კომენტარები ბოლო სამი თვის განმავლობაში გაზეთ „ასავალ–დასავალი“–სთვის მიცემულ ხუთ ინტერვიუში გამოქვეყნდა, რომლის ფრაგმენტებიც სააგენტო „კავკას–პრესმა“ გაავრცელა. პირველად მან ასეთი საინტერესო განცხადება 16 აგვისტოს გააკეთა. შევარდნაძის თქმით, ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში „დიდი ხნის განმავლობაში“ არ ჩატარებულა. ითქვა, რომ „ყველაზე სუფთა“ არჩევნები საქართველოში 1992 წლის შემდეგ 1995 წლის ნოემბერში ჩატარდა (საპრეზიდენტო და საპრლამენტო არჩევნები ერთად), როდესაც შევარნაძე პრეზიდენტად პირველად აირჩიეს. არანაკლებ სამ ინტერვიუში (რომლებიც, 16 აგვისტოს, 3 აგვისტოს, და 1 ნოემბერს გამოქვეყნდა) შევარდნაძე წინასწარმეტყველებს, რომ საქართველო სოციალური აფეთქების საფრთხის წინაშე დგას, რომ მოსახლეობის 50% უმუშევარია, და ბოლო დროს პურზე ფასის მატებამ შესაძლოა აჯანყების პროვოცირება მოახდინოს. 1 ნოემბერს მან განაცხადა: ის რომ მსგავს მოვლენას ჯერ ადგილი არ ჰქონდა ეს ქართველი ხალხის მოთმინების დამსახურებააო და ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ამით ბოროტად არ ისარგებლონ. მან „კატასტროფა“ უწოდა საქართველოს საგარეო ვალის უწყვეტ ზრდას, რამაც დღეს დაახლოებით $8 მილიარდს მიაღწია. ჩვეულებრივ, შევარდნაძე, მოქმედი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კრიტიკის თვალსაზრისით ფრთხილია. მაგრამ 9 ნოემბრის ინტერვიუში, მან გააკრიტიკა სააკაშვილი იმის გამო, რომ სასკოლო პროგრამებიდან რელიგიის სწავლება ამოიღო, რათა ინგლისურის ენის სწავლებისთვის მეტი დრო დაეთმო. მან „ძალიან მნიშვნელოვანი“ და ყოვლისმთქმელი უწოდა იმ ფაქტს, რომ ჰააგის სააერთაშორისო სასამართლომ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო კონვენციების დარღვევისთვის ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის მიერ სააკაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი მიიღო. 9 ნოემბრის ინტერვიუში შევარდნაძემ განაცხადა, რომ მისთვის „დღესავით ნათელი“ იყო ის, რომ ყოფილი პრემიერ–მინისტრი ზურაბ ჟვანიაც და ოლიგარქი ბადრი პატარკაციშვილიც მოკლულები იყვნენ, თუმცა მას ამის დამტკიცება არანაირად არ შეუძლია. პარლამენტის ყოფილი სპიკერი და წარსულში შევარდნაძის პროტეჟე ჟვანია 2005 წელს გარდაცვლილი იპოვეს გარემოებებში, რომელთა ადეკვატური ახსნაც არასდროს მომხდარა. ის, რომ ზურაბ ჟვანია მოკლული იყო და საქართველოს ხელისუფლება დამნაშავეს ხელს აფარებდა, ჟვანიას ძმამაც განაცხადა. 52 წლის პატარკაციშვილი 2008 წლის თებერვალში, ლონდონში, გავრცელებული ინფორმაციით გულის უკმარისობით გარდაიცვალა. შევარდნაძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკაც გააკრიტიკა, კერძოდ ქართველი სამხედროების გაგზავნა ავღანურ ოპერაციაში მონაწილეობისთვის და სააკაშვილის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების იმ მცხოვრებთათვის, რომლებსაც საქართველოში დარჩენა 30 დღეზე მეტხანს სურთ. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას შედეგად შეიძლება მოჰყვეს ის, რომ საქართველო „ტერორისტებისთვის სამოთხე“ გახდება. შევარდნაძემ მისი მმმართველობის წლებზე საუბრისას, ორ კრიტიკულ შეცდომას გაუსვა ხაზი, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა ქვეყნის პოსტ–საბჭოთა ისტორია. 2009 წლის აგვისტოში მან „კავკას–პრესთან“ საუბარში აღიარა, რომ მას შეეძლო და უნდა აღეკვეთა 17 წლის წინ ეროვნული გვარდიის აფხაზეთში შეჭრა იმით, რომ თავად უნდა ჩასულიყო სოხუმში აფაზეთის იმდროინდელ ლიდერთან ვლადისლავ არძინბასთან მოლაპარაკებისთვის. მაგრამ იმას, რომ მან ამის გაკეთება ვერ შეძლო, ფართომასშტაბიანი ომი მოჰყვა, რაც ქართველების მიერ აფხაზეთის მასობრივი დატოვებით დასრულდა, ცენტრალურმა ხელისუფლებამ კი დაკარგა კონტროლი რეგიონზე, რომელიც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში ოფიციალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. მეორე შეცდომა, რომელიც შევარდნაძემ „ასავალ–დასავალთან“ 2010 წლის იანვარში აღიარა, ის არის, რომ მან ვერ გაზრდა მისი პროტეჟეები (მათ შორის ჟვანია და სააკაშვილი) ისე, რომ მათ „ქვეყნის დანგრევის ნაცვლად“ ის აღდგენითი სამუშაო გაერძელებინათ, რომელიც მან დაიწყო. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/independent2.gif შონ ვოლკერი მიწის რეფორმით შეშინებული სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის თეთრკანიანი ფერმერები ახალ მიწებს ეძებენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას და საქართველოს ძალიან ცოტა რამ აქვთ საერთო, თუ არ ჩავთვლით მიწათმოქმედების ტრადიციებს და მშფოთვარე მოვლენებს უახლოეს წარსულში. მაგრამ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან რამდენიმე თეთრკანიან ფერმერს მიაჩნია, რომ საკუთარ პრობლემებს გადაწყვეტენ, თუკი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში დასახლდებიან. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ორმოცი ათასი ფერმერი (მათი უმრავლესობა წარმოშობით ბურია, ანუ ჰოლანდიელი ახალმოსახლე), შიშობს, რომ რესპუბლიკის მთავრობის მიწის რეფორმები მათ ცხოვრებას დაემუქრება. თავდაპირველად აფრიკაში ჩასული ბური ახალმოსახლეები განაპირა კოლონიებში ცხოვრებაზე უარს ამბობდნენ და ნოყიერი მიწების ძიებაში ქვეყნის სიღრმეში დასახლდნენ. ახლა მათი შთამომავლების ნაწილს მიაჩნია, რომ პრობლემებს ათასობით მილის დაშორებით – საქართველოში მოაგვარებს. საქართველოს მთავრობა წარმოუდგენელი მიგრაციული პროექტის ინიციტივთ გამოვიდა და სამხრეთაფრიკელ ფერმებს მათ ქვეყანაში მიწების შეძენას ფაქტობრივად უსასყიდლოდ სთავაზობს – თანამედროვე მიწათმოქმედებაში გამოცდილების და პროფესიონალიზმის სანაცვლოდ. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინიტრმა პაპუნა დავითაიამ განაცხადა: „ჩვენ სასოფლო–სამეურნეო სფეროსთვის ინვესტროებს ვეძებთ, რადგან საქართველო ყოველთვის მიწათმოქმედების ქვეყანა იყო, საბჭოთა პერიოდში კი ეს ტრადიციები დავკარგეთ“. ახლახანს მან ქვეყანაში სამხრეთაფრიკელი ფერმერების დელეგაცია მიიღო და მათ მყარი გარანტიები შესთავაზა, თუკი ქვეყანაში დასახლდებიან. „ბურები, მსოფლიოში ლამის საუკეთესო ფერმერები არიან“, – თქვა დავითაიამ. გასულ კვირაში ათობით ფერმერი პრეტორიაში კავშირის შეხვედრაზე შეიკრიბა. შეხვედრა საქართველოში შესაძლო გადასახლებას ეძღვნებოდა. კავშირის კომიტეტი უახლოს თვეებში ამ პროცესისთვის ნიადაგის მომზადებას, მოგვიანებით კი უფრო მასობრივი მიგრაციის კოორდინაციას გეგმავს. ბურმა ფერმერმა ჰენდრიკ მილსმა ტელეკომპანია ABN–ს განუცხდა: „ვფიქრობ, ფერმერებისთვის იქ დიდი პერსპექტივებია. საქართველოში ფულის ჩადება გაცილებით უკეთესია, ვიდრე აფრიკაში“. ბევრი ბური ფერმერისთვის, რომელთა წინაპრებიც აფრიკაში ორასი წლის წინ დასახლდნენ, სამშობლოს დატოვება მარტივი არ იქნება. მაგრამ მათი თქმით, დარჩენაც სულ უფრო და უფრო რთულია – ადამიანებს ეშინიათ დანაშაულის, ძალადობის, დაქირავებული შრომის ანაზღაურების ზრდისა და მიწის რეფორმების. პიტ კემპი ერთ–ერთია იმ ფერმერებს შორის, რომლებსაც აქტიურად სურთ საქართველოში საცხოვრებლად გამგზავრება. მისი თქმით, „ჩვენ ათი–ოცი ფერმერით დავიწყებთ, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოში კარგად ცხოვრებას ათასზე მეტი ადამიანი შეძლებს“. საქართველოს მთავრობას იმედი აქვს, რომ ქვეყანაში პროფესიონალი ფერმერების დასახლება ქვეყნის ეკონომიკის სასოფლო–სამეურნეო და მევენახეობის სექტორების განვითარებას შეუწყობს ხელს. საქართველოში ღვინოს მრავალი საუკუნის განმავლობაში ამზადებენ, მაგრამ დიდწილად ნახევრად ტკბილს, რაც ევროპაში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. ქართული ღვინო ძალიან უყვარდათ რუსეთში, მაგრამ ქვეყნებს შორის პოლიტიკურ განხეთქილებას მოსკოვის მხრიდან ნებისმიერი ქართული პროდუქციის იმპორტის აკრძალვა მოჰყვა. როგორც ჩანს ქართველებს იმედი აქვთ, რომ თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, სამხრეთ–აფრიკული ღვინის პოპულარობით ისინიც იხეირებენ. თუმცა ბურებს, შესაძლოა საქართველოს პირობებთან მორგება გაუჭირდეთ. ქართული ენის სწავლა ძალიან რთულია. ქვეყანას არ აქვს აფრიკასთან პირდაპირი საავიაციო კავშირი. გარდა ამის კლიმატი იქ აბსოლუტურად განსხვავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობას სხვაგვარი მუშაობა დასჭირდება. თუმცა კემპმა და მისმა მეგობრებმა მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ ბედს ცდიან. „მე არ მინდა იქ ჩასვლა იმისთვის, რომ საქართველოსგან მეორე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა გავაკეთო“, – თქვა მან. „რადგან საქართველოში მივდივარ, ქართველი გავხდები“. ამ პროექტს მოწინააღმდეგეები ორივე ქვეყანაში ჰყავს. ქართველი ოპოზციონერები ამტკიცებენ, რომ ახალმოსახლეებს საუკეთესო მიწებს ფაქტობრივად უფასოდ გადასცემენ და ქართველი გლეხები ყველას დაავიწყდება. ის იდეა, რომ ქვეყანას საუკეთესო ფერმერები დატოვებენ, ბევრს არც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოსწონს. ორიგინალი ორიგინალი
-
ინგლისურენოვანი პედაგოგების ნაწილი აჭარას ტოვებს
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
აჭარის სკოლები ხუთმა ინგლისურენოვანმა პედაგოგმა დატოვა. რეგიონში ამ დროისთვის 54 უცხოელი მასწავლებელი აგრძელებს მუშაობას. პედაგოგების აჭარიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია დღეს ნეტგაზეთმა გაზეთ ბათუმელებზე დაყრდნობით გაავრცელა. იხილეთ tabula.geზე -
http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/05/24/article-0-0022919C00000258-711_468x288.jpg რამოდენიმე დღის წინ გარდაიცვალა უიგანისყოფილი მწვრთნელი და დელეგაციის წევრი ჯონ ბენსონი მართალია იგი 30 ოქტომბერს გარდაიცვალა, მაგრამ უიგანს საკუთარ მოედანზე 27 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. ბენსონის როგორც საფეხბურთო, ასევე სამწვრთნელო კარიერა I-III ლიგაში მოღვაწეობით შემოიფარგლებოდა და უიგანის მენეჯერიც მხოლოდ 1 წელი იყო, მაგრამ უიგანის ასოციაციამ საჭიროდ ჩათვალა ამ ადამიანის ხსოვნას, როგორც უიგანის, ასევე ლივერპულის ფანებმა წუთიერი დუმილით მიაგონ პატივი. View the full article
-
<p style="text-align: center;"><p style="text-align: center;"> http://a.pix.ge/i/oyfgi.jpg ინგლისის ლივერპული ახლოსაა ტოიტენჰემის ფეხბურთელის, ნიკო კრანჩარის შეძენასთან. როგორც ინგლისური პრესა იტყობინება, ლივერპულს კრანჩარის გადაბირებას სერიოზულად უყურებს და მზად არის მასში 7 მილიონი გადაიხადოს. მის ლივერპულში გადმოსვლას ისიც აადვილებს, რომ მამამისს დიდი სურვილი აქვს, რომ თავისი ვაჟი წითლების რიგებში იხილოს. 26 წლის ფეხბურთელს ტოტენჰემში არ ეძლევა სათამაშო დრო და როგორც ჩანს ჰარი რედნაპს არ სჭირდება იგი. მან მხოლოდ ერთხელ ითამაშა პრემიერლიგაში ძირითად შემადგენლობაში ბოლტონის წინააღმდეგ. იმის შემდეგ კი იგი სათადარიგო სკამის ფეხბურთელი გახდა. ინფორმაციის წყარო: Caughtoffside View the full article
-
http://a.pix.ge/v/rl1l5.jpg კეისუკე ჰონდა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აუცილებლად დატოვებს მოქმედ კლუბს – იტყობინება პოპულალური ინგლისური გამომცემლობა Sky Sports-ი. ჰონდას აგენტი აცხადებს რომ ის აუცილებლად განიხილავს შემოთავაზებებს. იაპონიის ნაკრების ფეხბურთელი მომავალი წლის დაწყებისთანავე “მილანში” ან “ლივერპულში” ამოყოფს თავს. “მილანის” და “ლივერპულის” ინტერესი? ჯერჯერობით არაფერი არ მსმენია ამის შესახებ. დეკემბერში ჩემი გუნდი აუცილებლად შეაფასებს სიტუაციას. მე შემიძლია ვთქვა, რომ შეიძლება ზამთარში “ცსკა” მივატოვო, მაგრამ რუსებთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს. ჭორები გასულ ზაფხულს? წარსული წარსულს ჩაბარდა – განაცხადა 24 წლის გამთამაშებელმაcalciomercatoweb-თან საუბრისას. View the full article
-
WTA-ს ერთი კვირის თავზე შევაჯამებთ. რამდენიმე უსახო ტურნირი მაინც დარჩა ჩასატარებელი და პრო ტურის გახუნებული, საღებავგაცლილი ვაგონიდან ჩამოსულ მგზავრებსაც დეტალურად მოგვიანებით გავშიფრავთ. დოჰაში მთელი ამ გაუგებრობის შემაჯამებელი ტურნირი, არაოფიციალური მსოფლიო ჩემპიონატი მორჩა და ყველამ დიდი დოზით მიიღო საჩოგბურთო სიამოვნება. იხილეთ tabula.geზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/1275994673_dato-150x150.jpg,,რესპუბლიკური პარტიის’’ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებსა და ოპოზიციას შორის დაწყებული მოლაპარაკებები საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ნორმალური შედეგით დასრულდება. როგორც ჟურნალისტებს ბერძენიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის დღეს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, პოლიტიკურ ძალებს შორის არის ბევრი საკამათო საკითხი, კერძოდ, საარჩევნო სისტემა, სიები, დავების განხილვისა და ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, ადმინისტრაციურლი რესურსის გამოყენება, რომლებზეც შეთანხმება უნდა იქნეს მიღწეული. ,,ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება თუ ხელისუფლებაც დათმობს საკითხებს’’, – აღნიშნა ბერძენიშვილმა. იხილეთ epn.ge
-
ეს ფსიქო-პოლიტიკური თრილერი მოგვითხრობს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ისტორიას, რომელიც SAS-ის საბრძოლო ერთეულს ავღანეთში მიატოვებს, რათა დარწმუნდეს, რომ ბრიტანეთის იარაღის გაყიდვა 80 მილიარდის თანხაში წარმატებით ჩაივლის - ეს მისი ხელახალი არჩევის გარანტიაა. ყველა ფიქრობს, რომ რაზმი დაიღუპა, მაგრამ 2 თვის შემდეგ იტალიური სპეც. რაზმი პოულობს და სამშობლოში აბრუნებს რაზმის კაპიტან ქალს და იწყება ამ საქმის გამოძიება. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/baqraze222-150x150.jpgპარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იმედს გამოთქვამს, რომ საარჩევნო კოდესქთან დაკავშირებით პროცესის საბოლო შედეგი იქნება ისეთივე კონსტრუქციული როგორიც დღევანდელი შეხვედრა იყო. როგირც ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, პოლიტიკურ ძალებს შორის დღეს შედეგიანი მოლაპარაკება გაიმართა, სადაც აზრთა სხვადასხვაობა, კამათიც იყო, თუმცა კომპრომისის ძიებამ პარტიები კონკრეტულ შედეგებამდე მიიყვანა, რაც არის ის, რომ მომავალ ოთხშაბათს სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება. მისი თქმით, ჯგუფი დაიწყებს უკვე კონკრეტულ საქმიანობას საარჩევნო კოდექსის და გარემოს გაუყმჯობესებაზე. ბაქრაძის განმარეტბით, მოლაპარაკების პროცესში კარი ღია იქნება კვალიფიციური სუბიექტისთვის და პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტისთვის. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პროცესი იქნება მთლიანად გამჭირვალე და მასში ჩაერთვება საერთაშირისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. ,,მუშაობით მივიღებთ თვისობრივად ახალ კოდექსს’’, – აღნიშნა ბაქრაძემ. იხილეთ epn.ge
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Sport/Pix/pictures/2010/4/6/1270577271963/Soccer---Barclays-Premier-001.jpg ჩელსისთან ორი უძლიერესი გოლის გატანის და პიტერ ჩეხის კიდევ ერთხელ დამწუხრების შემდეგ მსოფლიო პრესა და ლივერპულის გულშემატკივრები ნამდვილი ელ ნინიოს დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ… უიგანთან მატჩის წინ კი როი ჰოჯსონმა ფერნანდოს თამაშზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა რომ ეჭვიც არ ეპარება მის მომავალ სტაბილურობაში, რაც ლივერპულს მომავალ მატჩებში წარმატებას მოუტანს. “მე მჯერა რომ ტორესი დღეიდან დაწყებული სეზონის ბოლოდე ყოველ მატჩს უმაღლეს დონეზე ჩაატარებს.” – განაცხადა როიმ – “მან კარგად იცის თუ რა დიდი მხარდაჭერა აქვს მთლიანად გუნდისგან, ფერნანდო კი ისეთი ტიპის ადამიანია, რომელსაც არ უყვარს როცა სხვებს იმედებს უცრუებს.” “ჩვენ ვეცადეთ იგი ნაკლებად მნიშვნელოვან მატჩებში დაგვეცვა გადაღლილობისგან. მას და ჯერარდს ყოველთვის ვარიდებთ ზედმეტ თამაშებს, რადგან წარსული გამოცდილებიდან ვიცი თუ რა ძნელია ასეთი ფეხბურთელებისთვის მხოლოდ 1 კვირის განმავლობაში ზედიზედ სამი თამაშის ძირითადში დაწყება.” “მაგრამ დარწმუნებული ვარ დღეს რომ ფერნანდოს ვუთხრა, რომ მისი დასვენება მსურს, რათა შაბათისთვის შემოვინახო, იგი კმაყოფილი ნამდვილად არ იქნება. ახლა ნანდოს ყოველ მატჩში მოედანზე გასვლა და ბრძოლა სურს…” View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/zurabishvili-salome-150x150.jpgწავა თუ არა “საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკიდან ხვალ მის სპეციალურ ბრიფინგზე გახდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბიშვილი ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს მოღვაწეობას. აღნიშნული ინფორმაცია “საქართველოს გზის” პრესამსახურის უფროსმა სოფო ჯაჯანაშვილმა “ექსპრესნიუსთან” საუბრისას უარყო, თუმცა განაცხადა, რომ დეტალური ინფორმაცია ზურაბიშვილის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ხვალ გახდება ცნობილი. სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთიდან ხვალ დაბრუნდება. იგი ხვალვე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. პრესკონფერენცია სასტუმრო “თბილისი მარიოტში” 18:00 საათზეა დანიშნული. იხილეთ epn.ge