planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
მართმადიდებელი მრევლის ნაწილი ხელოვნების მუზეუში დაცული ხატების ტაძარში დაბრუნებას ითხოვს. ანჩისხატისა და სიწმინდეების მომლოცველთა კრებულის ხელმძღვანელმა, ზაზა ნანობაშვილმა ჟურნალისტებს ამის შესახებ დღეს ხელოვნების მუზეუმთან განუცხადა. მისი თქმით, ასევე ძალიან ბევრი ხატია მოთავსებული სარდაფში და ამის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის. მომლოცველთა კრებული მოითხოვს, სარდაფში მყოფი ხატების აღრიცხვას. ნანობაშვილი საქართველოს პატრიარქის, ილია II სიტყვებსაც იხსენებს და ამბობს, რომ პარტიარქის სიტყვებს უნდა დავუჯეროთ. ,,მე მოვლილი მაქვს მრავალი ქვეყანა და რაც გაგვაჩნია ჩვენ მუზეუმებში ვერსად ვერ ნახავთ თქვენ უცხოეთში ასეთ სიმდიდრეს. აი, მაგარალითად: ხელოვნების მუზეუმში საგანზურის ის ნაწილი, რაც გამოფენილია ათი პროცენტიც არ არის - ძალიან დიდი ნაწილი საცავებშია და ჩვენ არც ვიცით, რისი მფლობელები ვართ’’, - ნანობაშვილის თქმით, ეს სიტყვები პარტიარქმა 2010 წლის 6 ოქტომბრის წარმოთქვა. სიწმინდეების მომლოცველთა ჯგუფმა სარდაბში განთავსებული ხატების აღრიცხვის მოთხოვნით დღეს ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს, რომელსაც, მათი თქმით, კულტურის სამინისტროში შეიტანენ. ,,უამრავი სიწმინდეებია ამ მუზეუმში. არ შეიძლება, რომ ეს ხატები გადაბრძანდეს სამების ტაძარში? ვერ დაიტევს თუ რა? მაგრამ სახელმწიფოს ნება არ არის ეს. დღეს, რომ ათი ათს მოწამეთა ადგილას პოდიუმები იმართება, ეს შეგნებულად კეთდება, ეს ხდება ათი ათას მოწამეთა შეურაცხყოფისთვის, ამას არცერთ ქვეყანაში არ გაპატიებენ’’, - ამბობს ზაზა ნანობაშვილი. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/saakashvili221-150x150.jpg10 დღეში იწყება გზის მშენებლობა, რომელიც ქობულეთს ბათუმის ცენტრთან დააკავშირებს, რის შემდეგაც ბათუმში ჩასვლა ქობულეთიდან 15 წუთში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა დღეს, ქობულეთში ყოფნისას განაცხადა. მისი თქმით, ქობულეთის თავისუფალ ინდუსტრიალ ზონაში 20 სასტუმროს მშენებლობისას ათასი ადამიანი დასაქმდება, ხოლო საბოლოოდ დასრულებისას დაახლოებით სამიათასი ადამიანი იქნება დასაქმებული. “აქვე არის ციცინათლეა, საკონცერტო დარბაზი და ქობულეთის ფიჭვნარი. ძალიან საინტერესო ტურისტული პოტენციალია. ათასი ადამიანი საქმდება ამ 20 სასტუმროს მშენებლობაზე. როცა დამთავრდება ეს სასტუმროები დაახლოებით დაასაქმებს სამიათას ადამიანს. ეს არის სახელმწიფოსა და ინცვესტორის ერთად მუშაობა. მე მინდა ვუთხრა ყველა ურწმუნო თომას, რომელიც იძახის, რომ ქართველები გარბიან ქვეყნიდან, თითქმის ყველა კომპანია, რომელიც აქ არის არის ქართული კომპანია, თუმცა ჩვენ მივესალმებით უცხოურ ინვესტიციასაც”,- განაცხადა სააკასვილმა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ზონის მსენებლობაში იღებს მონაწილეობას. იხილეთ epn.ge
-
რუსეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარს მიაჩნია, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არსებობს, ხოლო რუსების 39% ფიქრობს, რომ ქვეყანა განვითარების დემოკრატიული გზით მიდის.“ინტერფაქსის” ცნობით, ასეთი შედეგები "ლევადა-ცენტრის" კვლევების შედეგად დაფიქსირდა. გამოკითხვა რუსეთის ფედერაციის 44 რეგიონში ჩატარდა.რესპონდენტების 16% მიიჩნევს, რომ რუსეთში ქაოსი და ანარქია გაიზარდა, 13% - ავტორიტარიზმისა და დიქტატურის დამყარებაზე საუბრობს, 10% კი - ძველი საბჭოთა წესრიგის აღდგენაზე.კითხვაზე, არსებობს, თუ არ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/saakashvili454-150x150.jpgქობულეთში დღეს 20 ახალი სასტუმროს მშენებლობა იწყება. ამასთან დაკავშირებით, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესტუმრა. პრეზიდენტის განცხადებით, მათ მიერ მიცემული დაპირება შესრულებულია და პარლამენტი იღებს დადგენილებას, რის შემდეგაც სატუმროები გადასახადებისგან გათავისუფლდებიან. “დღეს ჩვენ ვიწყებთ და ვახორციელებთ ჩვენ გეგმებს, ვაკეთებთ ომას რაზეც შევთანხმდით. აქ დღეს იწყება 20 სასტუმროს მშენებლობა. 12 ახალი სასტურმოს შსენებლობა კი უკვე დაწყებულია. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი ვალდებულება, საქართველოს პარლამენტი იღებს დადგენილებას, რომ აქ განთავსებული სასტუმროები გათავისუფლდება გადასახადისაგან, გადმოგეცით უფასოდ მიწა საკუთრებაში, გაძლევთ პლაჟის მონაკვეთს, მოგვყვას კომუნიკაციები”,- განაცხადა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყველა პირობა მთავრობის მხრიდან შესრულებული იქნება. “მადლობა თითოეულ თქვენგანს და მე მინდა მოგცეთ სიტყვა, რომ ყელა პირობა ჩვენი მხრიდან იქენბა შესრულებული. გზა მომავალი წლის ზაფხულში ამუშავდება და ყველა ვალდებულება ქართული სახელმწიფოს მხრიდან შესრულდება”,- განაცხადა სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/shashiashvili7-150x150.jpg,,თეთრების” ლიდერის თემურ შაშიაშვილის თქმით, ძლიერი ქართული სახელმწიფო მხოლოდ იმ ხელიოსუფლებასთან არის დაკავშირებული, რომელიც გარედან არ არის დანიშნული და ქვეყნის მოსახლეობის მიერ არის არჩეული. ამის შესახებ, მან ,,თეთრების” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს განახლებული ეროვნული მოძრაობისა და ქართული ერთობის გარეშე მომავალი არ აქვს. ,,განახლებული ეროვნული მოძრაობისა და ქართული ერთობის გარეშე, ყალბი ეროვნული პათოსის ,,ნაციონალური” რეჟიმისგან საქართველოს განთავისუფლება შეუძლებელია,”-განაცხადა შაშიაშვილმა. მისი განცხადებით, პოლიტიკოსები საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზე მაღლა უნდა დადგნენ და დიალოგისა და უნდობლობის პოლიტიკური პროცესები ერთად შეაერთონ, რათა დღევანდელი რეჟიმი არ გახანგრძლივდეს. იხილეთ epn.ge
-
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 12 ნოემბერს ვაჟა–ფშაველას უკვდავი პოემის, „სტუმარ-მასპინძელის“, მოტივებზე შექმნილი სპექტაკლის ჩვენება გაიმართა. პოემა მოგვითხრობს ხევსურებსა და ქისტებს შორის არსებულ შუღლზე. გაზიარება [ილია ჩაჩიბაია. 14:33 13-11-2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TN5pB5pe47I/AAAAAAAAENw/UkHYzRs41og/s200/stumarmaspindzeli.gifმაყურებელმა თეატრალური წარმოდგენა დადებითად შეაფასა. შეკრებილი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ახალგაზრდა მსახიობმა თიკო შელეგიამ, რომელმაც „ჯოყოლას ცოლის“ როლის შესანიშნავად შესრულებისთვის პუბლიკისგან ოვაციები დაიმსახურა. მაია კალანდია, თეატრის მმართველი: „რეჟისორი გახლავთ კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის პროფესორი სოსო ნემსაძე. პროექტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ზუგდიდის თეატრის თანადაფინანსებით განხორციელდა. „სტუმარ–მასპინძლისთვის“ შეიქმნა სპეციალური მუსიკალური ნაწარმოები, რომლის კომპოზიტორიც არის გიორგი მაისურაძე; მხატვრული გაფორმება ეკუთვნის დიზაინერ მარიკა კორკელიას. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მსახიობებიც, მათი დებიუტი ჩვენი თეატრის სცენაზე შედგა“. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/patriarki2-150x150.jpgამ წუთებში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სხადასხვა ეკლესიის მოძღვრებთან ერთად წმინდა 100 ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავიშრებით პარაკლისს აღავლენს. მეტეხის ხიდზე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი .100 ათასი მოწამის მფარველობის მისაღებად და პარაკლისის მოსასმენად თბილისის სხვადასხვა ადგილებიდან მეტეხის ხიდისკენ მსვლელობები დილით დაიწყო. მართმადიდებლურიო ეკლესიების მრევლი მეტეხის ხიდისკენ ჯვრებით, ხატებით, დროშებით, ბაირაღებით, სანთლებით და ყვავილებით მივიდა. პარაკლისის შემდეგ მომლოცველები მტკვარში ყვავილებს გადაყრიან. ასევე მათ მეტეხის ხიდზე დაბრაძანებული უფლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და 100 ათასი მოწამის ხატების მოლოცვის შესაძლებლობა ექნებათ და ნაკურთხ პურს მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ ასი ათასი ქართველი წმინდა მოწამე სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში აღესრულა. მეტხის ხიდზე მოწამეებს, ჯალალ ედინის ბრძანებით, უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა მოსთხოვეს. უარის შემდეგ კი, მათ ხვარაზმელებმა თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/shashiashvili6-150x150.jpg,,თეთრების” ლიდერის თემურ შაშიაშვილის თქმით, ნამდვილ ოპოზიციურ ბანაკში დიდი შეხლა-შემოხლაა. ამის შესახებ, მან ,,თეთრების” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განცხადებით, ოპოზიციაში ერთის მხრივ მიდის შეჯიბრი თუ ვინ უკეთ მოიწესრიგებს საქმეს ქვეყნის გარეთ, მეორეს მხრივ, ვინ მეტად დააკნინებს კოლეგებს, ვინ მეტად ილაპარაკებს სააკაშვილსა და მის რეჟიმზე. ,,არც ერთი და არც მეორე არ არის ქართული ოპოზიცია. ოპოზიციურ ბანაკში ასეთი განწყობა, ასეთი დაპირისპირება ხელისუფლებას აწყობს და არა საქართველოს მომავალს,” – განაცხადა შაშიაშვილმა. მან ასევე დასძინა, რომ დადგა დრო, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარ ამბიციებზე მაღლა ქვეყანა უნდა დააყენონ. იხილეთ epn.ge
-
უზრუნველყოფს თუ არა მედიამფლობელების გამჭვირვალეობას საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ ინიცირებული კანონპროექტი და რითი განსხვავდება ის მედიაკლუბის მიერ მედიაგარემოს გასაუმჯობესებლად მომზადებული ცვლილებათა პაკეტისაგან - ამ საკითხებზე ნეტგაზეთი ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს თამარ კორძაიას ესაუბრა. კორძაია ამბობს, რომ ხელისუფლების შემოთავაზებული კანონპროექტი საკითხის ფორმალური გადაწყვეტაა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
უზრუნველყოფს თუ არა მედიამფლობელების გამჭვირვალეობას საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ ინიცირებული კანონპროექტი და რითი განსხვავდება ის მედიაკლუბის მიერ მედიაგარემოს გასაუმჯობესებლად მომზადებული ცვლილებათა პაკეტისაგან - ამ საკითხებზე ნეტგაზეთი ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს თამარ კორძაიას ესაუბრა. კორძაია ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი საკითხის ფორმალური გადაწყვეტაა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg ქრისტიან ქერილი ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ახლად გამოცემული ავტობიოგრაფია დამაინტრიგებელი წასაკითხია – მათ შორის იმის გამოც, რაც მასში გამოტოვებულიაეს წიგნი საოცრად კარგი წასაკითხია – გონებამხვილური და პირდაპირი. მან თავისი რამდენიმე შეცდომაც კი აღიარა – არადა, ამის გაკეთება განსაკუთრებულად არ უყვარდა სანამ ოფისში იყო, მაგრამ თუ ღრმა არსებითი მოსაზრებების მოძიებას დაიწყებთ მისი იმ მემკვიდრეობის შესახებ, რის გამოც მსოფლიო მას ძირითადად დაიმახსოვრებს – ანუ იმას თუ როგორ წინააღმდეგობრივად წარმართა მისმა ადმინისტრაციამ შეერთებული შტატების ომი ჯიჰადისტების წინააღმდეგ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, თქვენ ამას წიგნში ვერ წააწყდებით. თქმა არ უნდა – ყველა პოლიტიკური მემუარი მოვლენებს არჩევითად აღწერს. ცოტაა ისეთი პოლიტიკოსი, ვინც მუდმივად ეჭვს ქვეშ აყენებს თავის მრწამსს და ისე ეძიებს საკუთარ ადგილს. მათი სამსახურისთვის მონუმენტური თვითდარწმუნება აუცილებელი წინაპირობაა. ასე რომ თუ გაწონასწორებულ და ობიექტურ მონათხრობს ეძებთ, მაშინ ალბათ აჯობებს ისტორიკოსებს და მოვლენათა მათეულ ვერსიას დაელოდოთ. ავიღოთ მაგალითად ომი ერაყში. ”მე მტკიცედ მჯერა, რომ სადამ ჰუსეინის მოშორება ხელისუფლებიდან, სწორი გადაწყვეტილება იყო” – წერს ბუში, თუმცა აღიარებს რომ აშშ-ს შეჭრამ ერთი რამ აჩვენა – ერაყელ დიქტატორს მასობრივი განადგურების იარაღი არ გააჩნდა, არადა ომი უპირველეს ყოვლისა, ამ მიზეზით დაიწყო. ვოთერბორდინგი ის ამართლებს თავის მხარდაჭერას ”ალ-ქაიდას” მებრძოლების წინააღმდეგ ვოთერბორდინიგის გამოყენებისადმი, რადგან მას აშშ-ს წინააღმდეგ თავდასხმების აღკვეთის აუცილებელ ინსტრუმენტად მიიჩნევს: ”იმის ვარაუდი, რომ ჩვენი სადაზვერვო სამსახურის პერსონალი არღვევდა კანონს, როდესაც მათთვის გაგზავნილ კანონიერ ინსტრუქცია მიყვებოდა, შეურაცხმყოფელი და არასწორია”. ეს დასკვნა ალბათ ბევრი ოპონენტისთვის კვლავ არადამაჯერებელი იქნება. ისინი შენიშნავდნენ, რომ აშშ-ს სამხედროები ვიეტნამის ომის დროს ტუსაღების წინააღმდეგ ვოთერბორდინგის გამოყენების გამო სამხედრო ტრიბუნალს გადაეცემოდნენ და 1983 წელს ტეხასელი შერიფი და მისი სამი მოადგილეს ”დაკითხვის ამ გაუმჯობესებული ტექნიკის” (ანუ წამების) გამოყენებისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. 2001 წლის დეკემბერში ამერიკულმა ძალებმა ვერ შესძლეს ოსამა ბინ ლადენისთვის გზების გადაკეტვა და ტერორისტების ლიდერმა პაკისტანში იქაური ტომების არეალს შეაფარა თავი. ”წლების შემდეგ კრიტიკოსები ბრალად იმას გვიყენებდნენ, რომ ბინ ლადენს ტორა ბორასთან გაქცევის საშუალება მივეცით. მე ამას ასე არ ვხედავ”. ის ამბობს, რომ არ ყოფილა მტკიცე ცნობები, რომლებიც ბინ ლადენის იქ ყოფნას დაადასტურებდნენ – ანუ მოვლენათა იმ ვერსიას ჰყვება, რომელსაც ბევრი ექსპერტი, სამხედრო და დაზვერვის სამსახურის ის ოფიცრები, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ არ ეთანხმებიან. ამერიკელი მკითხველები, ალბათ უფრო ექს-პრეზიდენტის მოვლენებით მდიდარი ცხოვრების კაშკაშა ეპიზოდებზე შეაჩერებენ ყურადღებას. აქ გაეცნობით დეტალებს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკური დინასტიის ცხოვრების შესახებ. (ბუში ეკლიანი იუმორისადმი მის სიყვარულს, საყოველთაოდ ცნობილი, ენამწარე დედისგან მემკვიდრეობით მიღებულ გენებს მიაწერს). მისი მონათხრობი იმაზე, თუ როგორ შედგა მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი მომენტი, ანუ როგორ გადაწყვიტა 40 წლის ასაკში უარი ეთქვა სასმელზე, ამაღელვებელია. პოლიტიკური თამაშების ფანებს მოეწონებათ მისი კოლორიტული მონათხრობი, მშობლიურ შტატში ტეხასში ჩატარებულ პოლიტიკურ კამპანიებზე. ასევე საინტერესოა 2005 წლის ნიუ-ორლეანის ურაგნის ეპიზოდი, თუმცა სრულიად სხვა მიზეზებით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე არ სურს დაეთანხმოს კრიტიკოსების ყველა ბრალდებას კატასტროფის დროს მისი მოქმედებების გამო, ის მაინც აღიარებს რომ მთავრობის რეაქცია კატასტროფაზე უფრო სწრაფი და ძლიერი უნდა ყოფილიყო. გლობალური მკითხველისთვის, ალბათ უფრო სხვა მომენტები იქნება საყურადღებო. ბუში მსოფლიოს სხვა ლიდერების აღწერისას თავს არ იკავებს. ის გულუხვად აქებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერს, მის უახლოეს მოკავშირეს ერაყის წინააღმდეგ ომში და კაცს, რომელიც უინსტონ ჩერჩილთან შედარების ინსპირაციას იწვევს. ბუში კეთილი სიტყვით იხსენიებს მის მემკვიდრეს ბარაკ ობამას, რომელსაც კამპანიის ჩატარების კარგი უნარების გამო აქებს. ”ნდობა შეირყა” ის აშკარად არად აგდებს ერაყის ომის ოპონენტებს, საფრანგეთის პრეზიდენტს ჟაკ შირაკსა და გერმანიის კანცლერს გერჰარდ შრიოდერს. ამ უკანასკნელს ის უკიდურესი ზიზღით ეკიდება იმისთვის, რომ ჯერ დაპირდა, ხოლო შემდეგ უკან წაიღო ერაყში შეჭრისადმი თავისი მხარდაჭერა: ”მე ნდობას ყველაზე მეტად ვაფასებ. რადგანაც ერთხელ ნდობა შეილახა, ძალიან ძნელი იყო კონსტრუქციული თანამშრომლობის აღდგენა”. ის შრიოდერს იმის გამოც კბენს, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, სულ ცოტა ხანში ბუნებრივი აირის რუსულ კომპანიაში, ურჩხულ ”გაზპრომში” დაიწყო მუშაობა. განსაკუთრებით საინტერესოა ის, თუ როგორ ახასიათებს ბუში ვლადიმერ პუტინს, რომელმაც სრულიად განსხვავებული პოლიტიკის მიუხედავად, ბუშის ძუნწი პატივისცემა დაიმსახურა. ის პუტინს ”ცბიერ” და ძალიან კონკურენტუნარიან კაცს უწოდებს – მით უფრო, რომ ნავთობზე მომატებული ფასები სულ უფრო მეტად ეხმარება რუსულ ეკონომიკას. 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ ამ ორს შორის ასეთი დაილოგი გაიმართა: „მე ვუთხარი, რომ მან სერიოზული შეცდომა ჩაიდინა და თუ რუსეთი საქართველოდან არ გამოვა, ის იზოლაციაში აღმოჩნდება. მან მითხრა, რომ სააკაშვილი სამხედრო დამნაშავეა (იგივე ტერმინი რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმაც გამოიყენა), რომელმაც რუსეთის პროვოცირება მოახდინა. „მე გაფრთხილებდი, სააკაშვილი ფიცხია“ – ვუთხარი მე პუტინს. „მეც ფიცხი ვარ“ – მიპასუხა პუტინმა. მე შევხედე. „არა, ვლადიმერ“ – მივუგე მე – „შენ ცივსისხლიანი ხარ“. ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ეპიზოდი ბუშის იმ გადაწყვეტილებაზეც მოგვითხრობს, თუ როგორ გადაწყვიტა ერაყის ომში დამატებითი ძალები შეეყვანა, რაც გაზრდიდა აშშ-ს ჯარების რაოდენობას, მაშინ როდესაც ამ გადაწყვეტილებას ინტენსიურად ეწინააღმდეგებოდა საზოგადოებაც და პოლიტიკური ოპოზიციაც. დემოკრატები ჰილარი კლინტონი და ობამა წინააღმდეგები იყვნენ, მაგრამ მის საკუთარ რესპუბლიკურ პარტიაშიც იყო ზოგიერთი წევრი და მათ შორის მიტჩ მაკკონელი, დღეს სენატში პარტიის უმცირესობის ლიდერი, რომელიც როგორც წიგნშია ნაჩვენები, ბუშს 2006 წლის კონგრესის არჩევნების წინ ერაყში ჯარების შემცირებას ევედრებოდა – „მაგრამ მე მისთვის არ მითქვამს, რომ მისი რეკომენდაციების სრულიად საპირისპირო ნაბიჯს განვიხილავდი“. ბუში ერაყში დამატებითი ჯარების შეყვანას მისი მმართველობის ყველაზე „ხისტ და ყველაზე არაპოპულარულ“ გადაწყვეტილებას უწოდებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც ერთ-ერთი იმ რამდენიმე ფაქტორიდან, რომელმაც ხელი შეუწყო სექტანტური ბრძოლების შეჩერებას და ერაყში პოლიტიკური სიტუაციას სტაბილიზირებას, ამ ნაბიჯის აუცილებლობა მოვლენათა მსვლელობამ დაადასტურა. ბუში ნამდვილად იმსახურებს ნდობას ამისთვის და ის მოხარულია, რომ შეეძლო იმის ჩვენება თუ რატომ. მაგრამ წიგნში ძალიან ბევრი ისეთი მომენტია, სადაც მისი გულწრფელობა აშკარად მარცხს განიცდის. ამერიკელი ექსპერტი ტერორიზმში, პიტერ ბერგენის ახალ წიგნში „ყველაზე გრძელი ომი“ დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ ბუშის ადმინისტრაცია 9/11-ის წინმსწრებ თვეებში თითქმის არავითარ ყურადღებას არ უთმობდა ”ალ-ქაიდას” მომავალ საფრთხეს. „ბუშის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები, რა თქმა უნდა უარყოფენ იმ ფაქტს, რომ საფრთხეს საკმარისად გადაუდებლად არ მიიჩნევდნენ, მაგრამ საკამათო არაა ის ფაქტი, რომ მათ საჯარო გამოსვლებში, პირად საუბრებში, შეხვედრებსა და ქმედებებში, ”ალ-ქაიდას” საფრთხეს ოდნავ თუ ახსენებდნენ“ – წერს ბერგენი, რომელიც ამ შეცდომას „ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დამღუპველ შეცდომად“ მოიხსენიებს. მაგრამ ბუში მტკიცებულებების მიუხედავად, დაჟინებით ამტკიცებს რომ უშიშროების მისი გუნდი, თანამდებობაზე მისი მოსვლის მომენტიდან ყურადღებით ეკიდებოდა ”ალ-ქაიდას”. ასევე მრავლისმეტყველია კიდევ ერთი ლაკუნა. ვოთერბორდინგზე მსჯელობისას ბუში, სხვათა შორის ამბობს რომ მან უარი სთქვა „გაუმჯობესებული დაკითხვის“ ორ სხვა მეთოდზე, რომლებიც „ძალიან შორს მიდიოდა“, თუმცა მათ მისი მრჩეველები კანონიერად მიიჩნევდნენ. ეს შეუსაბამობა უთვალავ შეკითხვას ბადებს (ზნეობრივს, კანონიერს), თუმცა მან მათი განმარტება არ ინება. მისი მოგონებები ერაყის ომზე მოკლედ ეხება იმ შეცდომებს, რომელთა აღიარებისთვის ის ახლა მზადაა – მაგალითად ისეთ შეცდომას, როგორიც იყო საბრძოლო გემზე გამოფენილი ბანერი „მისია შესრულებულია“. ეს ბანერი 2003 წელს, ერაყში წარმატებული შეჭრის გამო გამართულ ზეიმზე გამოიყენეს, იმ მომენტში როდესაც ბევრი ამერიკელის დაღუპვა (ერაყში დაღუპული ასეულობით და ათასეულობით ადამიანი) ჯერ კიდევ წინ იყო. ბუში რეალურად არაფერს ამბობს სადაზვერვო სამსახურების იმ კატასტროფულ შეცდომაზე, რომელიც ომის მთავარი მიზეზი გახდა. ბუში მართლაც არ სცდება, როცა ამბობს რომ ბევრი დემოკრატი და საგარეო დაზვერვის სამსახურის მუშაკი იზიარებდა მის რწმენას და ფიქრობდა, რომ ჰუსეინს ნამდვილად ჰქონდა მასობრივი განადგურების იარაღი, მაგრამ ის გვერდს უვლის იმ ფაქტს, თუ როგორ იმეორებდა მისი ადმინისტრაცია განცხადებებს ”ალ-ქაიდასა” და ჰუსეინის რეჟიმს შორის არსებულ კავშირებზე, რამაც სადაზვერვო სამსახურების მუშაობა სხვა გზით წაიყვანა, რადგან მათ ძალიან ცხადად უთხრეს, თუ რისი მოსმენა სურდათ მათ უფროსებს. ის არც იმას შეეხო, თუ როგორი გამანადგურებელი ზეგავლენა იქონია ერაყზე ყურადღების ფოკუსირებამ ავღანეთის ომზე. მსოფლიო დღემდე ამ ნაბიჯით გამოწვეულ შედეგებს იმკის. ორიგინალი ორიგინალი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/paata1-150x150.jpgოპოზიციონერი დეპუტატი პაატა დავითაია ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონში ცვლილებებს ითხოვს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დავითაიამ განაცხადა, ცვლილება განხორციელდება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის სხვის ტერიტორიაზე განხორციელებული საბრძოლო მოქმედების მონაწილეთა გათანაბრებულ პირებზე, რომლებიც სახელმწიფოსგან ღებულობენ პენსიას, თუ ისინი სახელმწიფო სამსახურში იწყებენ მუშაობას, მათ ეს პენსია შეუწყდებათ. დავითაიას თქმით, ასეთ კატეგორიას განეკუთნება პირველი, მეორე და მესამე ჯგუფის ინვალიდები. დეპუტატის განმარტებით, დღეს მოქმედი ნორმით, ამ პირებს უწყდებათ პენსია თუ ისინი სახელმწიფო სამსახურში მუშაობენ, თუმცა პენსია არ უწყდებათ კერძო სამსახურში დასაქმებულ პირებს. ,,დაუშვებელია ქვეყნისათვის მებრძოლი ადამიანებისთვის მსგავსი ფორმით დაყოფა მოხდეს,” – დასძინა დავითაიამ. მისი თქმით, აღნიშნული პირებისათვის პენსია დაახლოებით 50ათას ლარს შეადგენს ბიუჯეტში, შესაბამისად თანხის რაოდენობის დაფარვას სახელმწიფო შეძლებს. პარტია ,,ჩვენ თვითონ” აღნიშნულ კანონპროექტს ორშაბათ დანიშნულ ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს. იხილეთ epn.ge
-
მსოფლიო უსინათლოთა საერთაშორისო დღე, 13 ნოემბერი, საქართველოში პირველად აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით უსინათლოთა კავშირის კულტურის სახლში პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები 400-მდე უსინათლო პირს, მათ შორის ქართველ უსინათლო მთასვლელ დათო ყვირილიანს შეხვდებიან, რომელმაც ახლახან 4506 მეტრიანი მწვერვალი `გერგეტი~ დალაშქრა. შეხვედრაზე უსინათლოთა პრობლემებზე და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციაზე ისაუბრებენ. ამ დღის აღსანიშნავად კრეატიული სტუდია “იGეო” პროექტის – “ვიმეგობროთ უსინათლოებთან”, პრეზენტაციას გამართავს. პროექტის თანახმად ისინი 40-მდე უსინათლო ავტორის ლექსებისა და მოთხრობების ანთოლოგიის გამოცემას გეგმავენ, რომელიც ბრაილის შრიფტით დაიბეჭდება. იხილეთ epn.ge
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53904.jpgაბაშისწყლის ხეობას მიხეილ სააკაშვილი ესტუმრა. პრეზიდენტმა მდინარის ხეობაში დინოზავრების ნაკვალევი, მილიონობით წლის წინანდელი გაქვავებული ნიჟარები და 67-მეტრიანი ონიორის ჩანჩქერი მოინახულა. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53904.jpgაბაშისწყლის ხეობას მიხეილ სააკაშვილი ესტუმრა. პრეზიდენტმა მდინარის ხეობაში დინოზავრების ნაკვალევი და 67-მეტრიანი ონიორის ჩანჩქერი მოინახულა. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/merapi-150x150.jpgვულკან მერაპის ამოფრქვევას უკვე 240 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამის შესახებ ინდონეზიის სტიქიური უბედურებათა ლიკვიდაციის სამმართველო აცხადებს. სამმართველოს ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვს ის ადამიანები დაემატნენ, რომლებიც საავადმყოფოში ვულკანური ფერფლით მოწამლულები მიიყვანეს და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მერაპის ამოფრქვევა ოქტომბრის ბოლოს დაიწყო. კრატერიდან ლავა და ფერფლი იფრქვევა. ექსპერტებს ვულკანის ამოფრქვევის დამთავრებას ჯერჯერობით არ ვარაუდობენ იხილეთ epn.ge
-
მილიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო შეხვედრაზე გამოსვლისას ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა რუსლან ალხანოვმა განაცხადა, რომ გასული 10 თვის მანძილზე რესპუბლიკაში არც ერთი ტერორისტული აქტი არ დაფიქსირებულა.ამ სენსაციური განცხადების ავტორს ადგილობრივმა მიმომხილველებმა შეახსენეს, რომ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით ცნება ტერორიზმი მოიცავს აფეთქებას, დაწვას და თვით მუქარასაც კი ამგვარი ქმედების ჩასადენად, რაც მოსახლეობის დაშინებისა და ხელისუფლების ორგანოების შესუსტებიკენ იქნება მიმართული. ტე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/Somalia-pirates-46_1000271c-150x150.jpgსომალელმა მეკობრეებმა არაბეთის ზღვაში გემი გაიტაცეს, რომელზეც ჩინელი მეზღვაურები იმყოფებოდნენ. სატვირთო გემზე ჩინეთის 29 მოქალაქე იმყოფებოდა. ჩინეთის ხელისუფლება გემს ვერ უკავშირდება და მეზღვაურების შესახებ არაფერია ცნობილი. ამ დრომდე ტყვეობაში რჩება გუშინ დატყვევებული პანამის დროშის ქვეშ მცურავი ”ანიბალ 2“, რომლის ბორტზეც ერთი საქართველოს მოქალაქეა. სომალელი მეკობრეების ტყვეობაში 30 ტანკერი და 500-მდე ეკიპაჟის წევრია. 2006 წლის შემდეგ მათ 32 ქართველი მეზღვაური დააკავეს. გატაცებულთა ნახევარზე მეტი ისევ მძევლობაშია. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ტერიტორიული წ####ბი რომელშიც მეკობრეები მოქმედებენ, არცერთ სახელმწიფოს არ განეკუთვნება და მასზე პასუხისმგებელი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობაა. ექსპერტებს თქმით, ნატო–სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გაფორმებულია არაერთი ხელშეკრულება, რომელიც მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების მოქმედება ამ დრომდე არაეფექტურია. იხილეთ epn.ge
-
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ თორნიკე თევზაძის საჩივარი ჟურნალ ლიბერალის დამფუძნებლის შორენა შავერდაშვილის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. საბჭოს თავჯდომარის ეთერ თურაძის თქმით, საბჭომ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ შორენა შავერდაშვილს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პუნქტი არ დაურღვევია. ,,შესაბამისად საბჭომ არ დააკმაყოფილა საჩივარი, საბჭოს განმარტებებს ამ საკითხზე უფრო ზუსტად სამოტივაციო ნაწილში გამოვაქვეყნებთ’’, - განმარტავს თურაძე. ქარტიის პირველი პუნქტი, ჟურნალისტს ავალდებულებს პატივი სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. თორნიკე თევზაძე შორენა შავერდაშვილს სწორედ ამ პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებდა. თევზაძე საჩივარში წერს, რომ ჟურნალი ,,ლიბერალის’’ 2010 წლის 30 მაისის ნომერში დაიბეჭდა სოზარ სუბარის სტატია ბალანსი რელიგიას და გამოხატვის თავისუფლებას შორის. საჩივარის ავტორი ფიქრობს,რომ სოზარ სუბარის სტატიაზე დართული ილუსტრაცია (ადამიანი ტუჩებზე ელვა შესაკრავით) ეწინააღმდეგება სტატიის შინაარსს და ამახინჯებს ავტორის თვალსაზრის. თევზაძე მიიჩნევს, რომ სოზარ სუბარის სტატიაზე დადებულ ფოტოს შეცდომაში შეყავს საზოგადოება და არასწორ ინფორმაციას აწვდის ავტორის თავლსაზირისის შესახებ. ,,ამასთან ამახინჯებს სტატიის შინაარსს’’, - წერს მომჩივანი. სუბარის სტატია საპატრიარქოს ინიციატივაზეა, რომელმაც მოუწოდა სახელწიფოს “სასწრაფოდ” მიეღო კანონი, რომელიც საზოგადოებას უხამსობისგან დაიცავდა, დაიცავდა საზოგადოების პატივს და ღირსებას და მათ რელიგიურ გრძნობებს. ეს განცხადება საქართველოს საპატრიარქომ ეკო დეისაძის წიგნის “საიდუმლო სირობა” ირგვლივ მომხდარი ინციდენტების შემდეგ, 2010 წლის 15 მაისს გააკეთა. სტატიაც მალევე დაიბეჭდა, სოზარ სუბარის თვალსაზრისი ლიბერალის 32-ე, მაისის ნომერში გამოქვეყნდა. სოზარ სუბარს სტატიაში წერს, რომ საკითხის სამართლებრივი რეგულირება საჭიროა, რადგან პრობლემა შეიძლება უფრო გაღრმავდეს და საზოგადოებას ჰქონდეს განცდა, რომ მათი უფლებები ირღვევა. იქვე სუბარი წერს, რომ რეგულირება საფრთხილო საქმეა, “ბალანსი საპირისპირო მიმართულებით რომ არ დაირღვეს”. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.polity.ge/images/catalog/other/presa.jpgსაქართველოს საკონსტიუტიციო რესპუბლიკაზე საუბრისას, ყურადღება ძირითადად იმაზეა შეჩერებული, თუ ძალაუფლების რა ხარისხს ფლობს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი (და შესაბამისად პარლამენტი) და ა.შ. ეს მნიშვნელოვანი კითხვებია, რომლებიც ენერგიულ და გააზრებულ დისკუსიებს მოითხოვს, მაგრამ ეს დებატები იმ ვარაუდებს ეფუძნება, რომლებიც თავის მხრივ სრულად და ადეკვატურად გამოკვლეული არაა. polity.ge
-
ინგუშეთის საზოგადოებრივი და სამართალდამცავი ორგანოები აგრძელებენ 1992 წლის ოსურ-ინგუშური კონფლიქტის დროს დაღუპული ადამიანების იდენტიფიკაციას. სათანადო დასკვნების გაკეთების შემდეგ ხდება ცხედრების გადაცემა ახლობლებისთვის, რისთვისაც გამოიყენება ტექნიკის უახლესი მიღწევები.აღსანიშნავია, რომ ოსურ-ინგუშური კონფლიქტის 18 წლის თავზე, სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ამ მოვლენების შედეგების შეფასება, რაც მიმომხილველების განცხადებით გარკვეულწილად დააჩქარებს კავკასისური კონფლიქტების გაჩაღების ხელისშემ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.polity.ge/images/catalog/georgia/police/shss-shenoba.jpgექვს ქალაქში ჩატარებული შეხვედრები მედიისა და საზოგადოების წინაშე არსებულ ძირითად პრობელემებს წარმოაჩენენ. polity.ge
-
ჩრდილოეთ ოსეთის ყოფილი მუფტი ალი ჰაჯი ევტეევი თავის ოჯახთან ერთად გაემგზავრა საუდის არაბეთში, სადაც იგი გააგრძელებს სწავლას ისლამურ უნივერსიტეტში.ა.ევტეევი ჩრდილოეთ ოსეთის მუფტის თანამდებობიდან გადადგა მიმდინარე წლის მაისში გაკეთებული სკანდალური ინტერვიუს გამო, სადაც მან განაცხადა, რომ იგი რადიკალია, ჩადიოდა ჩეჩნეთში ცნობილ ტერორისტ ხატაბთან, სადაც ღებულობდა რჩევებსა და რეკომენდაციებს ვახაბიზმთან დაკავშირებით.ა.ევტეევის ამ განცხადების შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთის პროკურატურა და შინაგან საქმე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ჩრდილოეთ ოსეთის ყოფილი მუფტი ალი ჰაჯი ევტეევი თავის ოჯახთან ერთად გაემგზავრა საუდის არაბეთში, სადაც იგი გააგრძელებს სწავლას ისლამურ უნივერსიტეტში.ა.ევტეევი ჩრდილოეთ ოსეთის მუფტის თანამდებობიდან გადადგა მიმდინარე წლის მაისში გაკეთებული სკანდალური ინტერვიუს გამო, სადაც მან განაცხადა, რომ იგი რადიკალია, ჩადიოდა ჩეჩნეთში ცნობილ ტერორისტ ხატაბთან, სადაც ღებულობდა რჩევებსა და რეკომენდაციებს ვახაბიზმთან დაკავშირებით.ა.ევტეევის ამ განცხადების შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთის პროკურატურა და შინაგან საქმე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე