planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/vashadze117-150x150.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით მოროკოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა მოროკოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ტაიბ ფასი ფიჰრისთან. მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს მოროკოსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერპექტივები. ასევე, მოროკოს როლი საქართველოს და არაბთა ლიგის სხვა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების განმტკიცების საქმეში. ვიზიტის ფარგლებში, გრიგოლ ვაშაძე სიტყვით გამოვიდა ქალაქ ტანჟირში გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „სამხრეთის ფორუმი” – MEDAYS 2010. გამოსვლის თემა იყო „მშვიდობისა და კონფლიქტის გზაჯვარედინზე: რეგიონული ინსტიტუტების გაძლიერება.” კონფერენციაზე გამოსვლისას ვაშაძემ ისაუბრა რეგიონული ინსტიტუტების შესაძლებლობების განმტკიცების მნიშვნელობაზე, რათა მათ შეძლონ კონფლიქტების დროული და ეფექტური პრევენცია და მოგვარება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/IMG_3980-150x150.jpgკავკასიის საკითხებში ექსპერტის მამუკა არეშიძის განცხადებით, სანაკოევის მთავრობის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის თეიმურაზ ჯერაპოვის განცხადება ფსბ თანამშრომლობასთან დაკავშირებით შესაძლოა ზეწოლის შედეგად ყოფილიყო ნათქვამი. ამის შესახებ არეშიძემ “ექსპრესნიუსს” განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჯერაპოვზე ცხინვალის მარიონეტულმა მთავრობამ შესაძლოა ფიზიკური ზეწოლა გამოიყენა და აღნიშნული განცხადება ზეწოლის შედეგად იქნა გაკეთებული. “შესაძლოა ჯერაპოვზე ზეწოლა განხორციელდა და ცხინვალში მას ათქმევინეს ის რაც მათ უნდოდათ. თუმცა საერთო ჯამში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. შესაძლოა ჯერაპოვი მართლაც თანამშრომლობდა ფსბ-სთან და ჩემთვის ამაში გასაკვირი არაფერია”-განაცხადა არეშიძემ. შეგახსენებთ, რომ ცხინვალში დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის მთავრობის ყოფილი წევრი თეიმურაზ ჯერაპოვი გაასამართლეს. დე ფაქტო სასამართლომ იგი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 278-ე მუხლით (ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება და კონსტიტუციური წყობის ხელყოფა) გაასამართლა და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ მისი ბრალი სრულიად დამტკიცებულად ჩათვალა. სასამართლოს განაჩენის თანახმად, იგი დროებით ადმინისტრაციაში მუშაობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკონსტიტუციო წესწყობილებას უთხრიდა ძირს. ჯერაპოვმა თავი დამნაშავედ არ აღიარა და განაცხადა, რომ განაჩენს კასაციური წესით გაასაჩივრებს. მისი თქმით, მისი ერთადერთი ბრალი იმაში მდგომარეობს, რომ სააკაშვილს ენდო და დროებითი ერთეულის მთავრობაში შევიდა. ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დანიშვნისთანავე ჯერაპოვი როსტოვში, ფედერალური უშიშროების სამსახურის ჩრდილო-კავკასიის სამმართველოში ჩავიდა და თანამშრომლობა შესთავაზა. “თუ დაგჭირდებათ თქვენ პროექტებში ჩემი ჩაბმა, მე მზად ვარ”, – განუცხადა ფსბ-ს ჯერაპოვმა. ჯერაპოვის თქმით, მას მუშაობის გაგრძელება დაავლეს. ჯერაპოვი 2010 წლის 22 აპრილს ადმინისტრაციულ საზღვარზე დააკავეს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/iakobasv-150x150.jpgსანაკოევის მთავრობის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის თეიმურაზ ჯერაპოვის ფსბ-სთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციაზე სანაკოევის მთავრობაში კომენტარს არ აკეთებენ. როგორც “ექსპრესნიუსს” მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ია ბარათელმა განუცხადა, ჯერაპოვის განცხადება შესაძლოა ზეწოლის შედეგია. აღნიშნულ საკითხზე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა “ექსპრესნიუსს” განუცხადა, რომ ის ასეთ პიროვნებას არ იცნობს. ცხინვალში დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის მთავრობის ყოფილი წევრი თეიმურაზ ჯერაპოვი გაასამართლეს. დე ფაქტო სასამართლომ იგი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 278-ე მუხლით (ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება და კონსტიტუციური წყობის ხელყოფა) გაასამართლა და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ მისი ბრალი სრულიად დამტკიცებულად ჩათვალა. სასამართლოს განაჩენის თანახმად, იგი დროებით ადმინისტრაციაში მუშაობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკონსტიტუციო წესწყობილებას უთხრიდა ძირს. ჯერაპოვმა თავი დამნაშავედ არ აღიარა და განაცხადა, რომ განაჩენს კასაციური წესით გაასაჩივრებს. მისი თქმით, მისი ერთადერთი ბრალი იმაში მდგომარეობს, რომ სააკაშვილს ენდო და დროებითი ერთეულის მთავრობაში შევიდა. ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დანიშვნისთანავე ჯერაპოვი როსტოვში, ფედერალური უშიშროების სამსახურის ჩრდილო-კავკასიის სამმართველოში ჩავიდა და თანამშრომლობა შესთავაზა. “თუ დაგჭირდებათ თქვენ პროექტებში ჩემი ჩაბმა, მე მზად ვარ”, – განუცხადა ფსბ-ს ჯერაპოვმა. ჯერაპოვის თქმით, მას მუშაობის გაგრძელება დაავლეს. ჯერაპოვი 2010 წლის 22 აპრილს ადმინისტრაციულ საზღვარზე დააკავეს. იხილეთ epn.ge
-
გიორგი თარგამაძე ახალი თაობის ქართველი პოლიტიკოსია. მისი ბიოგრაფია სავსეა წინააღმდეგობრივი მოვლენებით. ის ძირითადად ჟურნალისტიკასა და პოლიტიკაში მოღვაწეობდა. იხილეთ tabula.geზე
-
მე გადავიღე ფილმი ოთხი ადამიანის შესახებ, რომელთაც ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე სივრცეში უწევთ ყოფნა. სამი ადამიანი ხდება ოთხი, შემდეგ – ორი. სამი, რა თქმა უნდა, ურთიერთობაში საუკეთესო რიცხვია”, ამბობს ათინა ცანგარი – ვენეციის 67-ე კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის მონაწილე (პრიზი საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში), ფილმ „ატენბერგის” რეჟისორი. იხილეთ tabula.geზე
-
პრეზიდენტი ბარაკ ობამა 5 ნოემბერს აზიურ ტურნეში გაემგზავრა. ვიზიტი ინდოეთში დაიწყო. ამ ქვეყნის გარდა, იგი ინდონეზიაში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაშიც ჩავა. აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების მარცხის შემდეგ, პრეზიდენტისთვის ეს ტურნე საკუთარ ამომრჩევლებთან რეაბილიტაციის შანსსაც წარმოადგენს. იხილეთ tabula.geზე
-
ხვალ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია სვანეთში გაემგზავრება და მესტიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაათვალიერებს.… ლინკი მედიანიუსზე
-
ხშირად გვიწევს საუბარი იმაზე, რომ ბოლო დროს ფეხბურთი ძალიან შეიცვალა. აქ თამაშის სტრატეგიასაც ვგულისხმობთ, მოთამაშეთა ფიზიკურ მომზადებასაც და კიდევ უამრავ სხვა ასპექტს. იხილეთ tabula.geზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/os-150x150.jpgცხინვალში დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის მთავრობის ყოფილი წევრი თეიმურაზ ჯერაპოვი გაასამართლეს. დე ფაქტო სასამართლომ იგი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 278-ე მუხლით (ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება და კონსტიტუციური წყობის ხელყოფა) გაასამართლა და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ მისი ბრალი სრულიად დამტკიცებულად ჩათვალა. სასამართლოს განაჩენის თანახმად, იგი დროებით ადმინისტრაციაში მუშაობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკონსტიტუციო წესწყობილებას უთხრიდა ძირს. ჯერაპოვმა თავი დამნაშავედ არ აღიარა და განაცხადა, რომ განაჩენს კასაციური წესით გაასაჩივრებს. მისი თქმით, მისი ერთადერთი ბრალი იმაში მდგომარეობს, რომ სააკაშვილს ენდო და დროებითი ერთეულის მთავრობაში შევიდა. ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დანიშვნისთანავე ჯერაპოვი როსტოვში, ფედერალური უშიშროების სამსახურის ჩრდილო-კავკასიის სამმართველოში ჩავიდა და თანამშრომლობა შესთავაზა. “თუ დაგჭირდებათ თქვენ პროექტებში ჩემი ჩაბმა, მე მზად ვარ”, – განუცხადა ფსბ-ს ჯერაპოვმა. ჯერაპოვის თქმით, მას მუშაობის გაგრძელება დაავლეს. ჯერაპოვი 2010 წლის 22 აპრილს ადმინისტრაციულ საზღვარზე დააკავეს. იხილეთ epn.ge
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53924.jpgსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატოს წევრი ქვეყნების დელეგაციების თავმჯდომარეებს და საპარლამენტო ასამბლეის პირველ პირებს სიტყვით მიმართა. შეხვედრა ვარშავაში გაიმართა, სადაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია მიმდინარეობს. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/telavi1-150x150.jpgხვალ, თელავში ტურისტული კომპლექსის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი. მშენებლობის დაწყებას კახეთის გუბერნატორი, გიორგი ღვინიაშვილი დაესწრება. ტურისტულ კომპლექსში 25 თანამედროვე ტიპის კოტეჯისა და ვიპ-კოტეჯის მშენებლობაა გათვალისწინებული. პროექტი ასევე ითვალისწინებს რესტორნის, ავტოსადგომის, აუზისა და ესტრადის მშენებლობას. დამსვენებლებისათვის სპეციალურად მოეწყობა გადასახედები და ფანჩატური, საიდანაც თელავის ხედების დათვალიერება იქნება შესაძლებელი. ტურისტებისა და დაინტერესებული პირებისათვის მოეწყობა ორდღიანი საცხენოსნო ტურები ცივის მთაზე, სადაც დამსვენებელი ღამის გათევასა და ქართული კერძების დაგემოვნებას შეძლებს. კომპლექსი ათ ჰექტარზე იქნება განთავსებული. ობიექტი ას დამსვენებელზეა გათვლილი. პროექტის ღირებულება მილიონი ლარია. ტურისტული კომპლექსის მშენებლობაზე 60 ადგილობრივი დასაქმდება. იხილეთ epn.ge
-
2011 წლიდან საქართველოს მოსახლეობა ახალი სახის, ელექტრონული პირადობის მოწმობებით სარგებლობას შეძლებს. საკრედიტო ბარათის ზომის საბუთზე ძირითადი, პირადი მონაცემების გარდა უამრავი სხვა ინფორმაციაც იქნება დატანილი. იხილეთ tabula.geზე
-
საჯარო სკოლებისთვის ახალი პროექტი ,,კანონი ჩვენს ცხოვრებაში“ ამოქმედდა. დღეს, ამასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ირინე ქურდაძე და კომპანიების წარმომადგენლები 87-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს სამართლებრივ საკითხებზე ესაუბრნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს. პროექტის „კანონი ჩვენს ცხოვრებაში“ განხორციელება თბილისის საჯარო სკოლებში ეტაპობრივად მოხდება და მასში მონაწილეობას საშუალო საფეხურის მოსწავლეები მიიღებენ. პროექტი უზრუნველყოფს სკოლის ასაკის ბავშვებისათვის სამართლებრივი ცოდნის საფუძვლის შექმნას. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროქტის მიზანს წარმოადგენს ძლიერი, აქტიური და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბება. სწორედ ამიტომ, პროექტის განხორციელების ადგილად შეირჩა საჯარო სკოლები. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/kalmaxelidze4-150x150.jpgსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა. ხათუნა კალმახელიძემ, ინტერაქტიულ რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე, სამინისტროში ყველა მიმართულებით მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მსჯავრდებულთა პირობების გაუმჯობესება, ოჯახებთან ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით გრძელვადიანი და ვიდეოპაემნების დანერგვა, პენიტენციალურ სისტემაში ჯანდაცვის რეფორმა, მსჯავრდებულთა დასაქმება და რესოციალიზაცია. მინისტრმა ბოლნისის მოსახლეობას ასევე გააცნო უფასო იურიდიული დახმარების პირობები და იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქეები აუცილებლად გამოიყენებენ მაღალკვალიფიციურ ადვოკატებს და უფასო იურიდიულ დახმარებას სოციალურად დაუცველი უფრო მეტი ადამიანი მიიღებს. შეხვედრაზე ბოლნისის მოსახლეობას სხვადასხვა სამართლებრივი თემის შესახებ ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე შედგენილი ბუკლეტებიც დაურიგდათ. იხილეთ epn.ge
-
პოსეიდონი მაგრად ჩაერთო საფეხბურთო და საბუქმეიკერო ბიზნესში. გერმანულ ოკეანარიუმ Sea Life-ში ყველამ (დიეგო მარადონას გარდა) დაულოცა შორი გზა რვაფეხა პაულს, თან დიეგო ფორლანის ბუცებიც გაატანეს, დიდიე დროგბას „აბადოკიც” ჩააყოლეს და რამდენიმე ტოტალიზატორის მფლობელმაც ბევრი იტირა. იხილეთ tabula.geზე
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif სორენ იესენ–პეტერსენი, დენიელ სერუერი ნატო, შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია მორიგი სამიტებისთვის ემზადებიან, მაგრამ ბალკენეთმა ეს ზეიმი შეიძლება გააფუჭოს. ამ რეგიონში მშვიდობის განმტკიცების პროცესში აშკარა წარმატებები შეიმჩნევა. ესენია, ბოსნიაში ომის დასრულება, მილოშევიჩის კრახი და სერბიის დემოკრატიზაცია, ასევე ხორვატიის დაგეგმილი გაწევრიანება ევროკავშირში. თუმცა ბალკანეთში მარცხის შესაძლებლობა ჯერ–ჯერობით ძალაშია, რაც აშფოთებს როგორც ევროპელებს, ასევე ამერიკელებს. ამ რეგიონში სამი პრობლემა რჩება. შენარჩუნებულია ეთნიკური დაძაბულობა (დღეს უკვე ძალადობის გარეშე) ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში; დაურეგულირებელია ურთიერთობა სერბეთს და კოსოვოს შორის; მაკედონიას კი არ შეუძლია არც ნატოში და არც ევროკავშირში გაწევრიანება საბერძნეთთან სახელზე დავის გამო (ათენი აცხადებს, რომ ასე მხოლოდ საბერძნეთის რეგიონს შეიძლება ერქვას). ბოსნიის პრობლემები მის კონსტიტუციაშია, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს 15 წლის წინ დეიტონის სამშვიდობო მოლაპარაკებებში თავს მოახვიეს. ამის გამო სახელმწიფო ბოსნია და ჰერცოგოვინა უმოქმედოა და არ აქვს უუნარი შეასრულოს ყველა ის პირობა, რასაც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს. ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის მოსპობისთვის აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები, ხოლო მთავრობას სარაევოში ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გამართვის უფლებამოსილება უნდა გააჩნდეს. ასეთი შესწორებების შეტანის მცდელობა მარცხით დასრულდა. ახლა ბრიუსელმა და ვაშინგტონმა მკაფიო კრიტერიუმები და მოთხოვნები უნდა განსაზღვროს, რომლებიც სარაევომ ევროკავშირში გაწევრიანებამდელ და გაწევრიანების პროცესში უნდა შეასრულოს. ახლახანს ბოსნიაში ჩატარებული არჩევნები რეფორმების რეალიზაციისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ხოლო სერბეთისთვის ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეწყობა უნდა განისაზღვროს მისი მზადყოფნით, მოითხოვოს, რომ კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის მიზნით ბოსნიელმა სერბებმა ამ ქვეყნის მუსულმანებთან და ხორვატებთან ითანამშრომლონ, რაც მისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას შექმნის. რაც შეეხება კოსოვოს, გაეროს გენერალურმა ასამბლეის ოქტომბრის რეკომენდაციით, ევროკავშირის და აშშ–ს შუამავლობით ბელგრადმა და პრიშტინამ პრაქტიკულ საკითხებზე (ვაჭრობა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, საზღვრების აღჭურვა, უგზოუკვლოდ დაკარგულები, დევნილების დაბრუნება) მოლაპარაკებები უნდა გამართონ. ეს კარგი და ძალიან დროული იდეაა, მაგრამ ბელგრადი შეეცდება ამ მოლაპარაკებების გამოყენებას კოსოვოს საზღვრების „კორექტირებისთვის“, რაც სერბეთს კოსოვოს ჩრდილოეთში სერბული დასახლებების საკუთარ შემადგენლობაში ჩართვის საშუალებას მისცემდა. საზღვრის ხაზის ასეთი გადაადგილება ეთნიკური წინააღმდეგობების დაძლევის მიზნით, სახიფათია, რადგან ის მთელ რიგ სასაზღვრო პრობლემებს და საკითხებს წარმოშობს მთელ ბალკანეთზე. პირველ რიგში, ასეთი პრობლემები მაკედონიასა და ბოსნიაში გაჩნდება, ასევე ალბანელებით დასახლებულ სამხრეთ სერბეთსა და ჩერნოგორიაში. სერბეთმა და კოსოვომ კონკრეტული ამოცანები უნდა გადაწყვიტონ, ჩამოაყალიბონ კეთილმეზობლური ურთიერთობები და კავშირები მთელ რიგ პრაქტიკულ საკითხებზე, როგორც ამას ევროკავშირში გაწევრიანების წესები მოითხოვს. სკოპიეს მთავრობა სერიოზულ ბრძოლას აწარმოებს ათენთან, რომელიც ამტკიცებს, რომ „მაკედონიას“ სხვა სახელი უნდა დაარქვან, რომ ის უნდა განსხვავდებოდეს იმ რეგიონის სახელწოდებისაგნ, რომელსაც ბერძნები გამორჩეულად თავის საკუთრებად მიიჩნევენ. ამ საკითხის დარეგულირების გარეშე მაკედონიას ნატოს მისაღებში ყოფნა დიდხანს მოუწევს და ალიანსში ვერ გაწევრიანდება, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის მოემზადა. მას ევროკავშირში გაწევრიანების ვერანაირი სერიოზული პერსპექტივა ვერ ექნება, თუმცა სწორედ ეს პერსპექტივა აკავებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს იმისგან, რომ ომები არ წამოიწყონ. ბრიუსელმა და ვაშინგტონმა უნდა გახსნან ეს კვანძი, რომელიც მაკედონიის მიერ ოცი წლის წინ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, სულ უფრო და უფრო იხლართება. ათენმა ბრიუსელს ბრაწი არ უნდა უჩვენოს იმ დროს, როდესაც საბერძნეთს ევროკავშირის დახმარება უკიდურესად სჭირდება. რაც შეეხება ნატოს წევრობას, ვაშინგტონმა და ბრიუსელმა საბერძნეთს 1995 წლის შეთანხმების პირობების შესრულება უნდა მოსთხოვოს ანუ დაითანხმოს ის სკოპიეს არსებობაზე ევფემისტური და მოძველებული სახელწოდებით „იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია“. თუკი სკოპიე დათანხმდება ამ სახელწოდებას რაიმე დამატებითი გეოგრაფიული განსაზღვრებით, მაშინ ევროკავშირმა მაკედონიას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების თარიღი უნდა დაუნიშნოს. ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ქვეყნის შემდგომ სტაბილიზაციას, ასევე სკოპიეს და ათენის შეთანხმებისთვის სერიოზულ სტიმულს შექმნის. ბაკლანეთში მშვიდობის შენება ჯერ არ დასრულებულა, მიუხედავად მჭიდრო თანამშრომლობისა ევროკავშირთან და აშშ–სთან. ზეიმის საფუძველი ჩვენ მხოლოდ გაგვიჩნდება, როდესაც ევროკავშირში გარდაუვალი გაწევრიანების გზას რეგიონის ყველა ქვეყანა დაადგება. ამას ხუთ წელიწადზე მეტი არ დასჭირდება. ამ დრომდე კი საჭიროა ხელი შევუწყოთ ბალკანეთის სწორი მიმართულებით სვლას და თვალი მივადევნოთ იმას, რომ ბოსნია, კოსოვო და მაკედონია მატარებლის მიღმა არ დარჩნენ. დანიელი სორენ იესენ–პეტერსენი და ამერიკელი დენიელ სერუერი – ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ლექტორები არიან. ისინი ბალკანეთის საკითხებზე 15 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ორიგინალი ორიგინალი
-
პროკურორის ბოლო საბრალდებო სიტყვისა და დაცვის მხარის საბოლოო სიტყვების შემდეგ “კრიმინალ” ხოდორკოვსკისა და მისი “თანამზრახველის” პლატონ ლებედევის სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება. განაჩენი ცნობილი გახდება ერთ ან ორ თვეში იხილეთ tabula.geზე