Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. გია ცაგარეიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას ქსნის მეშვიდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის ნებართვა არ მისცეს. ცაგარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ რამდენიმე პატიმრის ცემის შესახებ მათმა ადვოკატებმა ინფორმაცია მიაწოდეს და ამ ნაცემი პატიმრების მონახულება სურდა. გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, ციხის ადმინისტრაციისა და თანამშრომლების მიერ სასტიკად ნაცემია 8 პატიმარი, რომელთა უმრავლესობას სასჯელაღსრულების ადგილებში არადამიანური მოპყრობის შესახებ სარჩელი სტრასბურგის შესაბამის სასამართლოში აქვთ შეტანილი. ცაგარეიშვილი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საპყრობილეში შესვლის სპეციალური ნებართავა სთხოვა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. სრული ინფო(netgazeti.ge)
  2. დღეს თბილისის პირველ სკოლაში პროექტის– „წიგნის მეგობარი“ პრეზენტაცია გაიმართა. სკოლაში დღეს თბილისის მერი გიგი უგულავა და განათლებისა და მეცნიერების მინისტი დიმიტრი შაშკინი მივიდნენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებმა მოსწავლეებთან ერთად სკოლის კლასგარეშე ლიტერატურა წაიკითხეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. /get_img?NrArticle=3246&NrImage=3 ბანერი2 დღეს ქუთაისში ახალი ბილბორდები გამოჩნდა წარწერით – საქართველოს მთავრობის სახლი ქუთაისში. ბილბორდზე გამოსახულია ახალი ხუთსართულიანი შენობის მაკეტი. შენობა ირაკლი აბაშიძის გამზირზე, მშენებარე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, უნდა აშენდეს. ახალი მშენებლობისთვის ტერიტორია უკვე შემოღობილია, სადაც ამ წუთებში პრეზიდენტის მისვლას ელიან, რომელიც თავად განაცხადებს იმის თაობაზე, გადავა თუ არა ქუთაისში, პარლამენტთან ერთად, მთავრობაც. ნეტგაზეთი დაუკავშირდა პრემიერ–მინისტრის საზოგადოებასთან სამსახურის უფროსს ნიკო მჭედლიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ საუბარი არ არის მთავრობის ქუთაისში გადატანაზე: „არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ, მე როგორც ვხვდები, საუბარია იმაზე, რომ მთავრობის სერვისები იყოს გადატანილი,“ – აღნიშნა მან. ნეტგაზეთი ქუთაისის მერს გიორგი თევდორაძესაც დაუკავშირდა იმის გასარკვევად, გადადის თუ არა ქუთაისში მთავრობის კანცელარია. „ქვეყნის პირველი პირი გააკეთებს ამის შესახებ განცხადებას და მე ამის შესახებ ახლა ვერაფერს გეტყვით“ – გვითხრა მან. ქუთაისში რამდენიმე ცენტრალური უწყების გადატანის იდეა საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის. ამჟამად ქალაქში მიმდინარეობს პარლამენტის მშენებლობა, რომელიც 2012 წელს უნდა დასრულდეს. პრეზიდენტისავე გადაწყვეტილებით, ქუთაისში თბილისიდან უკვე გადაინაცვლა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარგეულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მთლიანად, ნაწილობრივ კი –კონტროლის პალატამ და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა. /get_img?NrArticle=3246&NrImage=2 ბანერი1 სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. დღეს უნივერსიტეტში პოლიციის აკადემიის რექტორი და საპატრულო პოლიციის უფროსი მივიდნენ. შეხვედრას, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, სტუდენტები, სხვადასხვა ფაკულტეტების კურსდამთავრებულები და უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები ესწრებოდნენ. პოლიციის აკადემია ზუსტი მეცნიერების სპეციალისტებს შსს–ში სამუშაოდ იწვევს. ამის შესახებ პოლიციის აკადემიის რექტორმა, ხატია დეკანოიძემ უნივერსიტეტში შეხვედრისას განაცხადა. ბიოლოგები, ქიმიკოსები, ფიზიკოსები და მათემატიკოსები, მას შემდეგ, რაც პოლიციის აკადემიაში სპეციალურ კურსს გაივლიან, დასაქმდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკურ სამსახურში. შეხვედრაზე აჩვენეს ფილმი, რომელიც კრიმინალისტიკური სამსახურის სამუშაო პროცესს ასახავდა. „ჩვენ ვზრუნავთ ჩვენ თანამშრომლებზე. გექნებათ კარგი ხელფასი და ჯანმრთელობის დაზღევვეა“,–განაცხადა ხატია დეკანოიძემ შეხვედრისას. დაინტერესებული ზუსტი მეცნიერების სპეციალისტები გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას რამდენიმე დღის შემდეგ მიიღებენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53926.jpgაშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს შესახებ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. `შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის განხილვას და მას უმნიშვნელოვანეს პრობლემად მიიჩნევს,`- განაცხადა კლინტონმა. View the full article
  6. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/police/vano_merabishvili.jpgსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი ჯერ არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორი იქნება მისი პოლიტიკური კარიერა ახალი საკონსტიტუციო სისტემის პირობებში, როდესაც პრემიერ–მინისტრი ქვეყნის მთავარი ფიგურა გახდება. polity.ge
  7. ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოება მოსკოვსაც აწყობს. რადიოსადგურ “ეხო მასკვის” ცნობით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.მისივე თქმით, ისტორიაში პირველად, რუსეთს აღმოსავლეთით სტაბილური მეზობლები ჰყავს.ამასთან, როგორც რასმუსმენმა აღნიშნა, უკრაინა და საქართველო დროთა განმავლობაში შესაძლოა, გახდნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები, თუ ამის სურვილი ექნებათ. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  8. მგზავრობა მეტროთი, ავტობუსით და სამარშრუტო ტაქსით უახლოეს მომავალში არ გაძვირდება. თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მგზავრობის ფასის მომატება არ არის მოსალოდნელი. "ამ თემაზე საუბარი ჩვენთან არ ყოფილა და არც უახლოეს მომავალში იგეგმება",–ამბობენ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. ამ დროისთვის მეტროთი და ავტობუსით ერთჯერადი მგზავრობა 40 თეთრი ღირს. თუ სპეციალური პლასტიკური ბარათით სარგებლობს მგზავრი, მეორე მგზავრობა 30 თეთრი უჯდება. ყოველი მომდევნო კი – 20 თეთრი. სამარშრუტო ავტობუსით მგზავრობის არსებული ფასი 50 თეთრია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. http://www.polity.ge/images/catalog/blog/levan_nasrashvili/nato-ryseti.jpgრუსეთი ევრო-ატლანტიკურ სივრცეს ახალ უსაფრთხოების პლატფორმას სთავაზობს. რუსეთი უკმაყოფილოა არსებული უსაფრთხოების სისტემით. მიაჩნია, რომ ცივი ომის სულის მატარებელი სტრუქტურა აუცილებლად უნდა შეიცვალოს. შეცვლას კი, რაღა თქმა უნდა, კრემლი თავის თავზე იღებს. 2008 წელს მედვედევის მიერ გაცხადებული უსაფრთხოების ხელშეკრულების წინასწარი ვარიანტი ოფიციალურად ერთი წლის შემდეგ წარმოადგინეს (http://eng.news.kremlin.ru/news/275). ამის შემდეგ „შესაბამისი ქვეყნების“, როგორც მათ ხელშეკრულების პრეამბულაში კრემლის უწოდებს, დედაქალაქებში რუსული პროექტის გამალებული განხილვა დაიწყო. „განხილვა“, რაღა თქმა უნდა, პირობითად - ნათელი იყო, რომ რუსული პროექტი ევროპის ქვეყნებისთვის მისაღები არ იქნებოდა. polity.ge
  10. შაბათს კინოთეატრმა რუსთაველმა ბლოგერები ანიმაციურ 3D ფილმის – “Megamind” (ქართულად ნათარგმნია როგორც “მეგატვინი“) – პრემიერაზე დაგვპატიჟა. http://sweet.ge/wp-content/uploads/2010/11/megamind1.jpg თავის დროზე ქართულად გახმოვანებული ფილმების სიბანძეზე არც თუ ისე ცოტა ბლოგერს დაუწერია, მაგრამ აქ სულ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ფილმი ძალიან კარგად არის გახმოვანებული და რაც მთავარია მართლა სასაცილოა. ზოგ რეპლიკაზე ხარხარსაც კი ვერ ვიკავებდი. ანიმაციის და 3D ეფექტების ამბავშიც კარგადაა საქმე. “მეგატვინი” ლამაზი და სუპერ-ფერადი ანიმაციაა. რაც მთავარია, ძალიან კარგ სათვალეებს არიგებენ რუსთაველში. ასე კომფორტულად 3D ფილმისთვის არასდროს მიყურებია. ვერ ვიტანდი იმ მუყაოსგან გაკეთებულ ბანძ სათვალეებს ცალი შუშა რომ წითელი ჰქონდა და ცალი მწვანე. სულ თვალებს მტკენდა. http://sweet.ge/wp-content/uploads/2010/11/148883_1574663299865_1634045456_1325149_5575911_n.jpg Lady Gaga 2! ყველაზე მეტად მომეწონა სასაცილო თევზის პერსონაჟი, იგივე მინიონი (ალბათ ისევე როგორც უმეტესობას http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/Laugh.png ), მხიარული მეგა ტვინი (ორიგინალში ახმოვანებს უილ ფერელი) და რა თქმა უნდა ყველაზე ჭკვიანი, მამაცი, შეუპოვარი და შეუდარებელი როქსანა რიჩი (რომელსაც ორიგინალ ინგლისურ ვერსიაში ტინა ფეი ახმოვანებს). ასევე ამ ანიმაციური ფილმის გახმოვანებაში მონაწილეობა აქვს მიღებული ბრედ პიტს (აბა მეტრო მენი სხვას ვის უნდა გაეხმოვანებინა არც მაფიქრდება http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/Heart.png ). http://sweet.ge/wp-content/uploads/2010/11/mm_wp-800-minion1.jpg სხვათა შორის, მაკდონალდსში Happy Meal-ში ახლა მეგატვინის სათამაშოები ამოდის… http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/Wink.png და კიდევ ძალიან რეკომენდუიუ გადაათვალიეროთ მეგატვინის კომიქსი: megamind.com/comic ესეც ერთ-ერთი ქართული ტრეილერი: (უფრო უკეთესი ტრეილერიც ვიპოვე Youtube-ზე, მაგრამ ცოტა სპოილერებს შეიცავდა და ჯობია ისევ ეს იყოს) P.S. აუცილებლად გირჩევთ მოინახულოთ “მეგატვინის” Facebook-ის ოფიციალური გვერდი: facebook.com/megamind ხოლო wallpaper-ები და საუნდტრეკები შეგიძლიათ გადმოიწეროთ ოფიციალური ვებ გვერდიდან: Megamind.com http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/Heart.png Tweet Related Posts “ოცნების ქალაქი” – პრემიერა მე აქ ვარ სექსი დიდ ქალაქში – თბილისური პრემიერა http://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/ljnGbm4ZX1Y ეწვიეთsweet.ge
  11. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/sp_image-370103571-1236156014.pjpeg რისთვის შეცვალეს კონსტიტუცია? საქართველოს ხელისუფლება ბოლო წლებში ახალ კანონებს ისეთივე სიხშირით იღებს, როგორითაც XIX საუკუნის ლამაზმანები ხელთათმანებს იცვლიდნენ. კანონმდებლობის მუდმივი ადაპტირება დინამიურად ცვლადი რეალობის და პოლიტიკური კონიუქტურის მიმართ იმდენად ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, რომ საზოგადოება მსგავს საკანონმდებლო ცვლილებებზე ნაკლებად ემოციურად რეაგირებს, თუნდაც საქმე ძირითადი კანონის, კონსტიტუციის შეცვლას ეხებოდეს. გარე დამკვირვებლისთვის ეს გამოიყურებოდა როგორც ყოვლად გაუმართლებელი ინდეფერენტულობა; ახალი კონსტიტუციის განხილვის ,,პროცესმა საზოგადოების პოლიტიკური აპათიის დიდი მარაგი გამოამჟღავნა” (EurasiaNet) უცხოური მედია საკონსტიტუციო ცვლილებებს, ძირითადად, მიხეილ სააკაშვილის 2013 წლის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენის კონტექსტში განიხილავდა. ,,საქართველო ლიდერებს ძალაუფლებას უცვლის, მაგრამ ზოგიერთი ამაში პოლიტიკურ ხრიკს ხედავს” (New York Times). ,,სააკაშვილი (რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის მოსისხლე მტერი), როგორც სჩანს, სერიოზულად ფიქრობს იმ პოლიტიკური ტრიუკის გამოყენებაზე, რომელსაც მისმა მოსკოველმა მოწინააღმდეგემ მიმართა. ამ სცენარის თანახმად, სააკაშვილი ქვეყანას საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს მიაღებინებს, რაც მას პრეზიდენტობაზე უარის თქმის საშუალებას მისცემს და სანაცვლოდ მიიღებს მკვეთრად გაზრდილი უფლებების მქონე პრემიერის სტატუსს, რაც ნიშნავს, რომ ის საქართველოს ხელისუფლებაში 2013 წლის შემდეგაც დარჩება” (Foreign Policy). ეს პერსპექტივა კი საქართველოში ერთმნიშვნელოვან ენთუზიამს ნამდვილად არ იწვევს: ,, საზოგადოების რეაქცია არაერთგვაროვანი იყო. ახლახანს ჩატარებული კვლევების თანახმად, რესპოდენტების 26% მხარს უჭერს სააკაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას, 32% წინააღმდეგია; 16%- ინდეფერენტულია, დანარჩენებს კი არ გადაუწყვეტიათ” (AP). საკითხის განხილვის პროცესში აშკარად გამოიკვეთა აზრი იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ორი მხარე აქვს: ისინი თითქოსდა ხელს უწყობენ ხელისუფლებაში პროდასავლური ძალების დარჩენას, თუმცა, ამასთანავე, დემოკრატიისგან დაშორების საფრთხეს შეიცავენ, რაც საბოლოო ჯამში დასავლეთისგან დაშორებას ნიშნავს. ეს ასპექტი და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური დილემა მედიის ყურადღების მიღმა ნამდვილად არ დარჩენილა. ,, პარლამენტის გადაწყვეტილება ალბათ გაანაწყენებს საქართველოს იმ ექსპერტებს დასავლეთში, რომლებიც შეშფოთებით ადევნებენ თვალს იმას, თუ როგორ მოსწყდა სააკაშვილი მისივე ,,ვარდების რევოლუციის” დემოკრატიულ მანდატს უფრო ბუნდოვანი, გარკვეულწილად მართვის ავტორიტარული სტილის სასარგებლოდ” (RFE/RL). ,,ის უმცროსი ჯორჯ ბუშის ფავორიტი იყო მის ძალისხმევაში ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში პროდასავლური რეჟიმების მხარდაჭერის თვალსაზრისით, თუმცა დემოკრატიის მის მოდელს რეგიონში ჩრდილი მიადგა. 2007 წელს სააკაშვილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ კრიტიკის ობიექტი გახდა, როდესაც მთავრობის სპეც-დანაყოფებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ” (The Wall Street Journal). მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მიმომხილველები პესიმისტურად საუბრობდნენ იმაზე, რომ ახალი კონსტიტუცია დაახლოებით, ისეთი რეჟიმის ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანს, როგორიც შექმნეს კიმ ირ სენმა, დადა უმე იდი ამინმა და მობუტუ სესე სეკო კუკუ ნგბენდუ ვა ზა ბანგამ (ამ უკანასკნელის სახელი ითარგმნება როგორც ,,გამარჯვებიდან გამარჯვებამდე მიმავალი მეომარი, რომლის შეჩერება არავის ძალუძს”) “Open Democracy” არცთუ უსაფუძვლოდ აღნიშნავს, რომ ამის გაკეთება არცთუ იოლი იქნება ,,ოპოზიციის ლიდერები და ზოგიერთი კომენტატორი აცხადებენ, რომ სააკაშვილს ქვეყანა ბელორუსული ტიპის ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს, მაგრამ პოსტ-საბჭოთა დესპოტებს ალექსანდრე ლუკაშენკოს და უზბეკეთის პრეზიდენტს ისლამ კარიმოვს ახალი, თავისუფალი და ცოცხალი მედიის გამოჩენამდე, საინფორმაციო ნაკადის მართვა შეეძლოთ. საქართველომ ეს პერიოდი დიდი ხანია უკან მოიტოვა. საბჭოთა ტიპის ცენზურის დაწესება საქართველოში თითქმის წარმოუდგენელია”. თბილისი-მოსკოვი: კონფრონტაცია გრძელდება ოქტომბერში უცხოური მედია წერდა არა მხოლოდ იმაზე, რომ სააკაშვილი პუტინს ხელისუფლების შენარჩუნების მეთოდებში ბაძავს, არამედ იმაზეც, რომ ისინი ერთმანეთს მტრობენ, თუმცა, ამ დაპირისპირებაზე საუბრის საბაბს დიდ პოლიტიკასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ,,მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საცურაო მარათონისთვის გეზი შავი ზღვის სანაპიროსკენ აიღო, მისი მოსისხლე მტრის ვლადიმერ პუტინის მსგავსად მაჩოს როლში წარსდგა” (Sydney Morning Herald). ,, ეს საჯარო გამოჩენა, როგორც ჩანს, პუტინის გამოწვევა იყო”. (Le Figaro). თუმცა, ალბათ, მთავარია სააკაშვილმა პუტინს ხელისუფლების გახანგრძლივების მეთოდებში არ მიბაძოს, თორემ ,, ფოტოსესია პუტინის სტილში” (Telegraph) დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ისე, თავის დროზე, მაო ძედუნმა 73 წლის ასაკში 14 კილომეტრი გაცურა, სააკაშვილს, მისი ბათუმური 3,5 კილომეტრით, და პუტინს ამ რეკორდის გაუმჯობესებამდე, ჯერ კიდევ ბევრი აქვთ გასაცური. ოქტომბერში რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებაში ორი ძირითადი თემა გამოიკვეთა: რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი და თბილისის მიერ ჩრდილოკავკასიელებისთვის ვიზების გაუქმება, რომელმაც კრემლის მწავე რეაქცია გამოიწვია. მსო-ს საკითხი, ალბათ, არ შეიძლება განიხილებოდეს, მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში, ეს ერთგვარი სამკუთხედია რუსეთს, საქართველოსა და აშშ-ს შორის. ,,საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) შესვლის წინააღმდეგი არ იქნება, თუკი ოფიციალური მოსკოვი მებაჟეებს რუსეთის მოკავშირე ორი სადაო რეგიონის ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას მისცემს. ასეთი ხისტი პოზიცია, როგორც ჩანს ობამას ადმინისტრაციას რთულ სიტუაციაში ჩააგდებს, რადგან მას სურს რუსეთს მსო-ში გაწევრიანებაში დაეხმაროს” (AP). ამგვარად, ოფიციალური თბილისი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მას, ერთის მხრივ, სურს სიმტკიცე გამოავლინოს, ,,ქვეყანამ ხისტი პოზიცია დაიკავა: რუსეთმა წესების მიხედვით უნდა ითამაშოს, ან საერთოდ არ უნდა ითამაშოს” (CNBC), ,, საქართველო სიამოვნებით იყენებს ამ მომენტს თავის სასარგებლოდ – მას საშუალება მიეცა რუსეთი ცივილიზებულ კლუბში გაერთიანების ერთ უბრალო მსურველად წარმოაჩინოს.” (Foreign Policy), თუმცა ამასთანავე, მას არ უნდა თეთრ სახლს დაუპირისპირდეს, რომლის დღევანდელი ურთიერთობა კრემლთან “Le Figaro”-მ დაახასიათა როგორც ,, აშკარა ურთიერთგაგება”. მოსკოვი, თავის მხრივ უკანდახევას არ აპირებს: ,,რუსეთმა საქართველოს მოთხოვნას აბსურდი უწოდა”(Reuters). კრემლის გაღიზინება სავიზო რეჟიმიის შეცვლამაც გამოიწვია, ,,რუსეთმა დაგმო საქართველოს ცალმხრივი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ადამიანებისთვის მის საზღვარზე მოგზაურობა გარტივდება” (BBC), ,,საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამ ნაბიჯს ,,პროპაგანდისტული” უწოდა” (El Pais). მედია აქტიურად ეძებდა იმ მოტივებს, რომლითაც ხელმძღვანელობდა თბილისი, როდესაც ვიზებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებს იღებდა, რომელიც ,,ორ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბულობას ასახავს” (RFE/RL). ,,უვიზო გადაადგილების უფლება ჩრდილო კავკასიის მცხოვრებლებს იმის შესაძლებლობას მისცემს, რომ მათ საქართველოში არსებული რეალური სიტუაცია ნახონ. ეს საქართველოს რუსეთის ფედერაციის მიერ გავრცელებული მითების დამსხვრევაში დაეხმარება. ამავდროულად, საქართველო ცდილობს ჩრდილო კავკასიასთან თანამშრომლობა გრძელვადიანი მიზნით გააქტიუროს, რათა აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა (Turkish Weekly). ,,ეს მანევრი საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა სიმპათიის მოსაპოვებლად სჭირდება, რომელსაც მოსკოვის ბატონობა დიდად არ ახარებს (როგორც ეს ჩეჩნებთან ორსაუკუნოვანმა ომმა ცხადყო) თბილისის ამ ,,პანკავკასიურ” ლტოლვებს მიხეილ სააკაშვილის სიტყვაც ადასტურებს, რომელიც მან სექტემბერში გაერო-ს ასამბლეის სხდომაზე წარმოსთქვა. საქართველოს ლიდერმა მაშინ განაცხადა, რომ ,,არ არსებობს ჩრდილოეთ კავკასია და სამხრეთ კავკასია, არსებობს მხოლოდ ერთიანი კავკასია” (RagionPolitika). მწვავე დაპირისპირება მოსკოვსა და თბილისს შორის გრძელდება და მასში ახალი მიმართულებები ჩნდება, რომელიც მას, სავარაუდოდ, უფრო მეტად გაამძაფრებს; თვის ბოლოს ,, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველომ რუსეთის აგენტობაში ეჭვმიტანილი ოცი ადამიანი დააკავა” (Independent). გეოპოლიტიკური მიწისძვრა სამხრეთ კავკასიაში ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ენერგიულად ცდილობს საქართველო თავის გავლენის სფეროში დააბრუნოს, შესაძლოა მსგავსი ტერმინოლოგია გასული საუკუნეების ,,დიდი თამაშის” რეალიებს უფრო მიესადაგება, თუმცა ახალი ჯერ არავის გამოუგონია, თანაც ის შექმნილ მდგომარეობას სავსებით ადეკვატურად ასახავს. ,,კონდოლიზა რაისმა სახელი (სამწუხაროდ) იმით გაითქვა, რომ განაცხადა: გავლენის სფეროების კონცეფცია არქაული და მავნებელიაო, მაგრამ ეს სახიფათოდ მცდარი მოსაზრებაა. რუსეთთან და ჩინეთთან აშშ-ს დაძაბული ურთიერთობა საპირისპიროს ადასტურებს” (The National Interest). ძალთა ბალანსი რეგიონში სწრაფად იცვლება. ,,ვიდრე ვაშინგტონი რეგიონს ზურგს აქცევს, რუსეთი ამკაცრებს კონტროლს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე”, ,,კრემლი განაგრძობს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას, სეპარატისტულ რეგიონებში ჯარებს ანთავსებს და 2013 წელს სააკაშვილის მეორე ვადის ამოწურვისთვის ქართველ ოპოზიციონერებს კეთილგანწყობილი მემკვიდრის პოვნაში არწმუნებს.” (The Times). თუმცა მსგავსი პროცესები არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში ვითარდება, “Washington Times”-ი ვითარებას საკმაოდ პესიმისტურ და დრამატულ ტონალობაში აღწერს: ,,ბელორუსი იზოლირებულ დიქტატურად რჩება, რომელიც მას მემკვიდრეობად წარსულიდან გადმოჰყვა. ჩვენ თვალს ვადევნებთ უკანდახევის პროცესს ბალკანეთში, საქართველოში ინტერვენციის და მისი თვითგამოცხადებული რეგიონების ოკუპაციის მოწმენი გავხდით, ვხედავთ ძალიან მოკრძალებულ რეფორმებს მოლდავეთში, უკრაინის დისტანცირებას ევროპისაგან, ასევე რუსეთში უარს დემოკრატიასა და მეზობლებზე ზეწოლის გაძლიერებას ყველა იმ მიღწევის მიუხედავად, რომელსაც 1989 წლის შემდეგ ადგილი ჰქონდა ევროპის 100 მილიონზე მეტი მცხოვრებისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში – ეს სამუშაო ჯერ არ დასრულებულა და ის პრიორიტეტული უნდა გახდეს არა მხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ თავად ევროპისთვის.” ზოგადად, ბოლო დროს, უცხოურ მედიაში ერთი საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა, ვაშინგტონისა და ბრიუსელის პოლიტიკა აღმოსავლეთში აღიწერება როგორც ჩიხში შესული, ხოლო ზოგადი მდგომარეობა, როგორც ყოვლისმომცველი კრიზისი. რა საკვირველია, გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს, ალბათ ამიტომ, სიტყვებს ,,კრიზისი” და ,,შესაძლებლობა” ჩინელები ერთი და იმავე იეროგლიფით აღნიშნავენ, რითაც დაკვირვებული ხალხის რეპუტაციას ნამდვილად ადასტურებენ. თუმცა ვიდრე აღმოსავლური კალიგრაფიის სიღრმეებს ჩავწვდებით, მანამდე გამოყენებითი გეოპოლიტიკის აქსიომებით ხელმძღვანელობა მოგვწევს: თუ ვაშინგტონი და ბრიუსელი ყურადღებას მოადუნებენ და გავლენას შეასუსტებენ, იქ სადაც გაჩნდება ვაკუუმი მყისვე გააქტიურდება ვინმე სხვა, და, სხვათა შორის, არა მხოლოდ მოსკოვი. ,,ნატოს ორაზროვანი დაპირებებისა და თბილისისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე უპასუხოდ დარჩენილი ქართული თხოვნების ფონზე, შეიძლება გაძლიერდეს იმის განცდა, რომ ანკარა საქართველოს სუვერენიტეტის და ინტერესების ყველაზე საიმედო დამცველია”. ,,უახლოეს მომავალში საქართველო ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების წევრობაზე უარს არ იტყვის. ის არც თურქეთის ვასალად გადაქცევის პერსპექტივას დათანხმდება. მაგრამ თუკი მის მცდელობებში – მოხვდეს დასავლეთის ორბიტაზე – რეალური პროგრესი არ დაფიქსირდება და განსაკუთრებისთ იმ დროს, როდესაც საქართველოსთვის საძულველი ამერიკის გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთთან ნაყოფს ისხამს, თბილისს შესაძლოა გაუჩნდეს მოთხოვნილება მისი საგარეო პოლიტიკის ვექტორების უფრო აქტიური დივერსიფიკაცია მოახდინოს” (World Politics Rewiev). უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს თურქეთის ახალი საერთაშორისო როლის გააზრება, დასავლურ მედიაში ერთ-ერთ ცენტრალურ თემას წარმოადგენს. ,,სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ თურქეთმა დასავლეთს ახლო აღმოსავლეთი ან ისლამი ამჯობინა. თურქეთის მისწრაფება გახდეს დასავლური კლუბის, მათ შორის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ძველებურად ძლიერი მამოძრავებელი ძალაა. მაგრამ თურქეთი ბევრი მიზნისკენ მიისწრაფვის და მათი ნაწილი შეიძლება სხვებს ეწინააღმდეგებოდეს. ქვეყანას სურს რეგიონული ძალა გახდეს საკუთარ რეგიონში, რომელიც უდიდესი ეჭვით ეპყრობა დასავლეთს ისრაელს და შეერთებულ შტატებს.” (Foreign Policy). ცხადია, ჯერ კიდევ ძნელი ამოსაცნობია, რა ფორმებს მიიღებს საქართველოს მომავალი თანამშრომლობა ,,ახალ თურქეთთან” უსაფრთხოების სფეროში, თუმცა ეკონომიკის კუთხით დადებითი ტენდენციები ნამდვილად შეინიშნება ,,საქართველომ 8 ოქტომბერს თურქეთთან საზღვრის მართვის გამარტივების შეთანხმებას მოაწერა ხელი. მისი მიზანი ჩინეთსა და ევროპას შორის საქონლის ტრანსპორტირებისათვის თავისი, როგორც სატრანზიტო დერეფნის მიმზიდველობის განმტკიცება და ტურისტთა ნაკადის გაზრდაა”, ,,თურქეთი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკური სამსახურის ბოლო მონაცემებით, მან ამ წლის იანვარ-აგვისტომდე საქართველოდან $151 მილიონის გაიტანა და $527 ღირებულების საქონელი შემოიტანა (bne). ნატო-ს კარები ჯერჯერობით დახშულია ნატო-ს გენმდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტი საქართველოში მედიის ყურადღების მიღმა ნამდვილად არ დარჩენილა, თუმცა მის გაშუქებაში ერთი საინტერესო ასპექტი იყო, ვინაიდან რასმუსენს საქართველოსთან დაკავშირებით პრინციპულად ახალი არაფერი უთქვამს, კომენტატორები ყურადღებას ამახვილებდნენ არა იმაზე თუ რა თქვა მან, არამედ შესაძლო ქვეტექსტებზე, მარტივად რომ ვთქვათ, იმაზე რაც რასმუსენმა არ თქვა. ,,რასმუსენმა თბილისში იმაზე ილაპარაკა, რომ ალიანსი აფასებს საქართველოს ძალისხმევას ავღანეთში, მაგრამ არ უხსენებია საომარი თეატრისთვის გამიზნული მომარაგების დერეფანი, რომელიც საქართველოზე გაივლის, უფრო მეტიც, საჯაროდ არ უხსენებია არც საქართველოს სტრატეგიული ფასეულობა ევროპის კონტექსტში. აშშ-სა და ნატო-ს ფიქსაციამ ავღანეთზე დებატები საქართველოზე თავისი ბუნებრივი ევროპული ჩარჩოების მიღმა დატოვა. არადა აშშ-სა და ნატოს პოლიტიკა სამხრეთ-კავკასიაში მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, თუ ის საქართველოსა და აზერბაიჯანის მიმართ ევრო-ატლანტიკური და ევროპული პოლიტიკის გაგრძელება იქნება“, – ნათქვამია “Jamestown Foundation”- ის პუბლიკაციაში სახასიათო სათაურით ,,ბუნდოვანი ვიზიტი”. საერთოდ, ნატო-ს პასიურობა საქართველოზე გამავალი მომარაგების დერეფნის მიმართ დასავლეთში სულ უფრო ხშირად გაკვირვებას იწვევს, რადგან მისი ეფექტური ფუნქციონირებისათვის ყველაფერი თითქოსდა მზად არის. აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ რიჩარდ დუგლასმა განუცხადა “AOL News”- ს: ,,ჩვენ მხოლოდ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და მეტი გავაკეთოთ შავი ზღვის მიმართულებით. ეს არაა ეგზოტიკური თეორია”, ,,ვინმემ შეიძლება იკითხოს, რატომ არ ვიყენებთ ამ მარშრუტს, შესაძლოა ეს ნაწილობრივ ინერციის ბრალია”. საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პექრსპექტივასთან დაკავშირებით ამ ვიზიტის შემდეგ გაცილებით ნაკლები დაიწერა, ვიდრე ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე ავღანეთში, ეს სავარაუდოდ, ორი ფაქტორის გამო მოხდა: ჯერ ერთი, გარღვევა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის, შესაძლებლობათა მაქსიმუმი ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების დადასტურებაა: ,,რასმუსენმა განაცხადა, რომ ის ლისაბონის ნატო-ს მომავალ სამიტზე ელის ნატო-ს პოზიციის ,,დადასტურებას” საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ საქართველო გაწევრიანდება ნატო-ში, როგორც კი დააკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს”. ,,რასმუსენს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის გაწევრიანდება საქართველო ნატო-ში” (UPI). ამასთანავე, ,,ნატო-ს ხელმძღვანელის ვიზიტი საქართველოში დაემთხვა იმ ოთხი ქართველი სამხედროს დაღუპვას, რომლებიც ავღანეთში ნატო-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე ოპერაციებში მონაწილეობდნენ, მან განაცხადა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა ,,თავისუფლებისთვის გაიღეს უმაღლესი საფასური”. ქართული ჯარი ოპერაციებში ავღანეთში 2004 წლიდან მონაწილეობს, რაც თბილისის ნატო-ში გაწევრიანების ამბიციის ილუსტრაციაა, რუსეთის წინააღმდეგობისა და იმის მიუხედავად, რომ ალიანსის წევრებს შორის ენთუზიაზმი იკლებს” (Reuters). მართალია, საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ აკაკუნებს, არამედ უკვე დიდი ხანია აბრახუნებს ნატო-ს კარზე, მის გაღებას არავინ ჩქარობს და გაურკვევლობა ალიანსში გაწევრიანების ვადებთან დაკავშირებით უხერხული კითხვების დასმისთვის სერიოზულ საფუძველს ქმნის: ,,იმის მიუხედავად თუ რას აკეთებს საქართველო ავღანეთში, მისი ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა ძალიან შორია. თუკი მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება, ქართველებს შეიძლება სულ უფრო და უფრო აქტიურად გაუჩნდეთ კითხვა: რა არის ამ ომში კარგი?”. (EurasiaNet) საქართველოს მეტი ინვესტიცია სჭირდება მსჯელობა გლობალურ საკითხებზე ხშირად გვავიწყებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ეს ეხება არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ საზოგადოებასაც, და ალბათ, უპირველესად სწორედ მას. ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათი უფლებების დაცვა, მხოლოდ უცხოელ პარტნიორებს აინტერესებს. თომას ჰამერბერგმა, ევროპის საბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში ,, საქართველოს მოუწოდა იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი მიანიჭოს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, რადგან ეს პრობლემა სასწრაფო გადაწყვეტას ითხოვს. ძალიან ბევრ მათგანს არ მიუწვდება ხელი წყალზე, კანალიზაციაზე საბაზისო მომსახურებაზე და იმყოფებიან ასაფეთქებელი და ომის სხვა ნარჩენების საფრთხის ქვეშ” (BNO news). ყოველივე ეს ჩვენ თვალწინ ხდება, თუმცა ქართულმა საზოგადოებამ არ მოახდინა საკმარისი ზეწოლა ხელისუფლებაზე, იმისთვის რომ ეს პრობლემები გადაწყვიტოს. ცხადია, სოციალური პრობლემების გადაწყვეტისთვის საჭიროა ჯანსაღი ეკონომიკა, რომელიც თავის მხრივ ინვესტიციების სტაბილურ ნაკადს ეფუძნება. ამ კუთხით კი ვითარება რთულია, ,,ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: 2009 წელს ეს მაჩვენებელი 58%-მდე დაეცა, ხოლო მიმდინარე წელს უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობა (272 მილიონი დოლარი)- შარშანდელზე 6%-ით ნაკლებია” (EurasiaNet), თუმცა გამოცემა იქვე დასძენს, რომ მდგომარეობა უიმედო არ არის და მაგალითად საქართველოთი დონალდ ტრამპის დაინტერესება მოჰყავს: ,,ცნობამ იმის თაობაზე, რომ ამერიკელი სამშენებლო მაგნატი დონალდ ტრამპი თბილისში მშენებლობას დაიწყებს, საქართველოს ბევრ მცხოვრებს იმის იმედი გაუჩინა, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების პრობლემა წარსულს ჩაბარდება.” ჯერ კიდევ უცნობია, თუ რას ააშენებს საქართველოში ტრამპი, თუმცა იმედია, ეს ისეთივე ხუმრობის თემა არ გახდება, რომელზეც “Economist”-ი წერს: ,,თბილისის ბინადარნი ძალიან იოლად დასცინიან არასასურველ არქიტექტორულ ინოვაციებს. ამ წლის დასაწყისში ბრჭყვიალა ხიდი ძველი ქალაქის სიახლოვეს პომპეზურად გახსნეს. ხუმარებმა სასწრაფოდ უშოვეს მას ახალი სახელი და ,,ოლვეის ულტრა” უწოდეს, რადგან მას ჰიგიენურ პაკეტს ამსგავსებენ”. სხვათა შორის, ინვესტორების პოვნა, არა მხოლოდ უოლ-სტრიტის შუაგულში, არამედ უფრო ახლოსაც შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამისთვის ობიექტური წინაპირობები არსებობს. ,,რუმინელ ბიზნესმენებს, რომელიც ინვესტიციის განსახორციელებელ სივრცეებს ეძებენ დიდი არჩევანი არა აქვთ. დასავლეთ და ცენტრალურ-ევროპაში ძალიან კონკურენტული გარემოა, ხოლო რუსეთი და უკრაინა ბუქარესტისთვის კულტურულად ძალიან უცხოა. იმ დროს როდესაც ბულგარეთი, მაკედონია და ალბანეთი შეიძლება ვარიანტებად განიხილებოდეს, რუმინეთში მცხოვრები ინვესტორები იმ სამ ქვეყანას ასახელებენ, რომელთაც საინვესტიციო სამიზნეებად გადაქცევის ტენდენცია აქვთ, ესენია მოლდავეთის რესპუბლიკა, სერბეთი და საქართველო – ამ ქვეყნებთან რუმინეთს მტკიცე პოლიტიკური კავშირები აქვს (The Diplomat). იმედია, რუმინელი ინვესტორები არ მოხვდებიან ისეთი საეჭვო ისტორიის ეპიცენტრში, როგორც ორი ბიზნესმენი ისრაელიდან, ამ თემას ისრაელის მედია აქტიურად განიხილავს და შესაბამის კითხვებს სვამს: ,,ხომ არ დაააზარალებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს ორი ისრაელელი ბიზნესმენის რონ ფუქსისა და ზევ ფრენკელის დაპატიმრება?”(Ha’aretz). უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთში ყურადღებას აქცევენ ნებისმიერ შეფერხებას, რომელიც ამა თუ იმ ეკონომიკური პროექტის განხორციელებას ხვდება, თუნდაც ის, ერთის შეხედვით, უმნიშვნელო ჩანდეს. ,,სააკაშვილის ადმინისტრაცია თამამი გეგმის განხორციელებას ცდილობს და საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალები უნდა რომ მსოფლიო კლასის დასასვენებელ სივრცედ აქციოს”, – წერს “EurasiaNet” და იქვე აღნიშნავს: ,,პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე მშენებლები ერთ უჩვეულო პრობლემას შეეჯახნენ: მთის მოსახლეობაში საკუთრების ფარგლები ცუდადაა აღრიცხული, რადგან საკუთრება სვანეთში თაობების განმავლობაში ოჯახებს ეკუთვნოდა და დოკუმენტების გარეშეც ამოიცნობოდა”, შემდეგ გამოცემა მესტიის საკრებულოს წევრის ნელი ნავერიანი დაპატიმრების ამბავს მოგვითხრობს. ეს, ალბათ, სწორი მიდგომაა, პოტენციური ინვესტორი სრულად უნდა იყოს ინფორმირებული იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც შეიძლება საქართველოში შეეჯახოს, და ამ მხრივ დასავლური მედია საზოგადოების ინფორმირების ფუნქციას პირნათლად ასრულებს. ვითარების შელამაზება კი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობებში ხშირად იყენებს, საბოლოო ჯამში, ალბათ, კონტრპროდუქტიულია. ილია ფარჯიანი, ხელოვნებათმცოდნე ორიგინალი
  12. რუსეთი იმ ქვეყნების ათეულში შევიდა, სადაც ტერორიზმის ყველაზე მაღალი რისკი არსებობს.როგორც რუსული ინტერნეტგამოცემა “გაზეტა” იუწყება, თუ რუსეთში 2009 წელს ტერორიზმის რისკი ფასდებოდა როგორც “მაღალი”, ახლა რისკის დონემ “ექსტრემალურამდე” აიწია.გამოცემა წერს, რომ რუსეთის უუნარობა – თავი დაიცვას ტერორიზმის საფრთხისგან, არა მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოებაზე მოახდენს გავლენას, არამედ მის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც.გამოცემა აღნიშნავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ტერორისტული აქტები გ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  13. http://b.pix.ge/p/86op1.jpg “ლივერპულის” ახალწვეულის, კრისტიან პოულსენის აგენტმა უარყო ხმები, მისი კლიენტის “ენფილდიდან” ნაადრევად გადასვლის შესახებ… დანიის ნაკრების წევრი ამ ზაფხულს “იუვენტუსიდან” შეუერთდა ამჟამინდელ კლუბს – მოიაზრებოდა, როგორც მასკერანოს შემცვლელად, მაგრამ თურმე “წითელი სკამების გასაქერცლად” მოსულა. ფეხბურთელმა ბოლოს “უიგანის” წინააღმდეგ ითამაშა, ისიც შეცვლაზე შევიდა და კვლავ ხეირიანი ვერაფერი გააკეთა. გავრცელებული ინფორმაციების თანახმად დანიის ნაკრების კაპიტანი “სევილიაში” უნდა დარუნებულიყო, მაგრამ… “კრისტიანი ბედნიერია “ლივერპულში”, ის არის ფეხბურთელი, რომელიც იბრძოლებს ძირითადში მოხვედრისათვის” – განაცხადა ბონესონმა (ალბათ აგენტი) Bold.dk-თან ინტერვიუში. გვერდი მომზადებულია Sky Sports-ის მიერ View the full article
  14. საქართველოს შეიარაღებული ძალების 31–ე ბატალიონის 130 -მდე ჯარისკაცი ავღანეთიდან საქართველოში დღეს დაბრუნდა. ქართველი ჯარისკაცები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში,… ლინკი მედიანიუსზე
  15. სოუსის მომზადების წესიზეთში მოშუშეთ ხახვი შერბილებამდე, დაამატეთ ნიორი და მწვანე წიწაკა, გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 1 წუთი. შეურიეთ ქათმის ბულიონი, პომიდორი, დაფქული წიწაკა, მიწისთხილის კარაქი, კაკაო, შოკოლადი, დარიჩინი და წამოადუღეთ 8 წთ. დაუმატეთ მარილი, პილპილი და ქინძი გემოვნებით. სოუსი შეგიძლიათ დააბლენდეროთ. იხილეთ tabula.geზე
  16. ეს საკითხი უკვე დიდი ხანია დგას დღის წესრიგში და დადგა დრო, ამაზე საუბარი დავიწყოთ. იხილეთ tabula.geზე
  17. უეინ რუნიმ ძველებურად უნდა შეყაროს გოლები. ორ მატჩში საშუალოდ ერთი გოლი, ამდენივე საგოლე პასი, 360 წუთში ერთი ყვითელი ბარათი, მანჩესტერის პაბების და ბორდელების უფრო ხშირი სტუმრობა და მერე, მშვიდი და რომანტიკული საღამო ცოლთან ერთად – უეინი ყველაფერ ამას ახალი ხალისით, მონდომებით, მოტივაციით და ალბათ, ლტოლვითაც გააკეთებს. იხილეთ tabula.geზე
  18. გუშინ საღამოს, სოფელ ფშაველაში თელავის დამოუკიდებელი რეგიონული ტელეკომპანია „თანამგზავრის“ დირექტორი ენრი კობახიძე დანით დაჭრეს. ინციდენტი ტელევიზიის დირექტორის ნათესავის ქორწილში მოხდა. კობახიძის თქმით, შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის ოფიცერმა გელა ჭვრიტიძემ მას ხელზე დანა დაუსვა. ტელევიზიის დირექტორი თავდასხმას ტელეკომპანიის ეთერში გასულ საგამოძიებო სიუჟეტს უკავშირებს. გამოძიება 1998 წელს თელავში მოკლული მამა-შვილი გრიშიკაშვილების მკვლელობას ეხებოდა. ოფიციალურად, ეს საქმე დღემდე გაუხსნელია. იხილეთ tabula.geზე
  19. ჩეჩნეთში, გროზნოს სტარომისლოვსკის რაიონში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საგუშაგოზე მოკლეს საგზაო-საპატრულო სამსახურის თანამშრომელი. აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცველების მიერ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მკვლელობა მოხდა 14 ნოემბერს 21:00 საათზე მოსკოვის დროით „ტრანსმაშის“ გაჩერებასთან. უცნობები ავტომანქანით ВАЗ-2110 მივიდნენ საგუშაგოზე და დახვრიტეს 32 წლის საგზაო-საპატრულო სამსახურის უფროსი ინსპექტორი, როდესაც ის დოკუმენტებს უმოწმებდა სხვა ავტომანქანის მძღოლს. დაზარალებული გ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  20. დანაშაულის ადგილიდან შეუმჩნევლად მიმალვა მოახერხა დაუდგენელმა პიროვნებამ, რომელმაც ხასავიურთის საავადმყოფოში სარეცელზე ჩაცხრილა საგზაო-საპატრულო სამსახურის ერთ ერთი ცალკეული ბატალიონის დანაყოფის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი კარამუდინ გაბიევი. ეს მოხდა 14 ნოემბერს. მილიციონერი საავადმყოფოში იმყოფებოდა მოტეხილი ხელის სამკურნალოდ.ადგილობრივი მილიციის განყოფილებაში ჟურნალისტებს მოუყვნენ, რომ კვირას დღისით, უცნობი შევიდა ქალაქის საავადმყოფოს პალატაში, რომელშიც გაბიევი იმყოფებოდა და დახვრიტა იგი ა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  21. 16 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო ~ძველი თბილისში~ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ერთობლივი სემინარს გამართავენ. თემა: “ელექტრონული საზოგადოება და ინფრასტრუქტურა”. 16 ნოემბერს, 11.00 საათზე, იუსტიციის სასწავლო ცენტრში, პროკურორებსა და გამომძიებლებს, აშშ-ის საელჩოსთან პარტნიორობით ტრენინგი ჩაუტარდებათ. თემა: ,,საგადასახადო და თაღლითობის საკითხები”. მის: ორთაჭალა, გორგასლის #24, მთავარი პროკურატურა 16 ნოემბერს, 11.00 საათზე, სასტუმრო `კრუიზში” მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი `ახალი ნაბიჯები კრიტიკულ მედიცინაში~ ჩატარდება. 16 ნოემბერს, 11:00 საათზე, “მოძრაობა არა” ქართული ენის თემაზე ბრიფინგს გამართავს. მის: ლარსის ქ. #1, II სადარბაზო, II სართული (სახალხო კრების ოფისი) საკონტაქტო პირი: თიკო ნიბლოშვილი, ტელ: 899 50 11 88 16 ნოემბერს, 11:00 საათზე, სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ,,დონორთა კლუბი” გამართავს აქციას _ `გაიღე სისხლი უანგაროდ~. სამედიცინო უნივერსიტეტის III კორპუსი, I სართული 16 ნოემბერს, 11:00 საათზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში საქართველოს ინტერაქტიული რუკის პრეზენტაციას გამართავს. მის: აღმაშენებლის გამზ. #89/24; მეტრო “მარჯანიშვილის” გვერდით 16 ნოემბერს, 12.00 საათზე, პროექტის “წიგნის მეგობარი” ფარგლებში, თბილისის პირველ საჯარო სკოლაში განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და დედაქალაქის მერი გიგი უგულავა უმცროსკლასელებს ეწვევიან. მის: რუსთაველის გამზ. №10 16 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის წევრი გია ცაგარეიშვილი პარლამენტში გამართავს ბრიფინგს. თემა: საქართველოს პარლამენტის წევრის პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი უფლებების დარღვევა. 16 ნოემბერს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გრიგალაშვილი და პოლიციის აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე ეწვევიან. მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #3, თსუ-ის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა 16 ნოემბერს, 12.00 საათზე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის შესახებ პრესკონფერენციას გამართავს. მის: რუსთაველის გამზ. #26, III სართ. 16 ნოემბერს, 12:00 საათზე, “ხალხის პარტიის~ ოფისში, ალექსანდრე შალამბერიძე და საცხოვრებელი ფართობით მოსარგებლეთა საინიციატივო ჯგუფი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. თემა: “მესაკუთრეებსა და მოსარგებლეებს შორის გამწვავებული ურთიერთობების დარეგულირების საკითხი”.. მის: ჩუბინაშვილის ქ. #20 16 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ბრიეფინგს გამართავს. თემა: “საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი უფლებების დარღვევა”. საკონფერენციო დარბაზი 16 ნოემბერს, 13:00 საათზე, ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა ჩატარდება. საკონფერენციო დარბაზი 16 ნოემბერს, 13.00 საათზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, “თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები აქციას გამართავენ, მოთხოვნით – შეწყდეს ბიზნესის ტერორი. 16 ნოემბერს, 14:00 საათზე, საზოგადოებრივი მოძრაობის “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ხელმძღვანელი ეკა ბესელია, პატიმრების საკითხზე ბრიფინგს გამართავს. მის: გამრეკელის ქ. #19, V სართული 16 ნოემბერს, 14:00 საათზე, გაზეთი “პრაიმ-თაიმის” პრესკლუბში სტუმრად იქნება გუგული მაღრაძე, რომელიც პრესისთვის განცხადებას გააკეთებს. 16 ნოემბერს, 14:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. 16 ნოემბერს, 14:00 საათზე, გამოჩენილი მეცნიერის, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას 110 წლისთავთან დაკავშირებით, მეცნიერებათა აკადემიაში საიუბილეო ღონისძიება გაიმართება. მის: რუსთაველის გამზ. #52 16 ნოემბერს, 14.00 საათზე, ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრი”" 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გარემოს დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხების შემცირებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მის: კანდელაკის ქ. #55 ტელ 39-69-78 16 ნოემბერს, 15:00 საათზე, სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში `რა? სად? როდის?~ გაიმართება. სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი 16 ნოემბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო ~ქორთიარდ მარიოტში”" ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი კონფერენციას გამართავს. თემა: ~ეკონომიკის აქტუალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები”". 16 ნოემბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”, საქართველოს სახალხო დამცველი ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს. 16 ნოემბერს, 18:00 საათზე, სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში, ჯგუფი ,,ფრანი~ კონცერტს გამართავს. იხილეთ epn.ge
  22. ხვალ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გრიგალაშვილი და პოლიციის აკადემიის რექტორი… ლინკი მედიანიუსზე
  23. მიმდინარე კვირაში პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვა იგეგმება. სხდომა, სავარაუდოდ, 19 ნოემბერს ჩატარდება. მასზე დეპუტატები საქართველოს 2010 წლის… ლინკი მედიანიუსზე
  24. ხვალ თბილისის მერი გიგი უგულავა დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” წევრებს შეხვდება და 2011 წლის ბიუჯეტის შესახებ მათ… ლინკი მედიანიუსზე
  25. საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პირველადი განხილვის შემდეგ მთავრობას გადაუგზავნა. როგორც “მედიანიუსს” მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გიორგი ხუროშვილმა… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...