Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/bbc_logo.jpg ტომ ესლემონტი ლაიზა მაიორელო, მასწავლებელი ვაშინგტონიდან, თავის გაკვეთილებს ოდნავ ამერიკულ ელფერს აძლევს ის კლასის წინაშე დგას და 15 წლის თვალებგაბრწყინებულ ბიჭებს ავტომანქანების ფოტოებს აჩვენებს. აი კადილაკი გიორგისთვის, ასტონ მარტინი თორნიკესთვის, ნიკა კი შევროლეს მიიღებს. ”$50 000 ღირს” – აცხადებს ლაიზა და პირველ რიგში მჯდომ გიორგის მიმართავს – ”ძალიან ძვირია შენთვის?” მართალია ეს მანქანები რეალური მანქანების მხოლოდ ვიზუალური ვარიანტია, მაგრამ საუბრის სტიმულირებისთვის ესეც კმარა. ”სულ ცოტათია ძვირი” - ამბობს გიორგი თვითდარწმუნებით, მეგობრებს გადახედავს და თვალს ჩაუკრავს. გოგონები უკანა რიგებში ხარხარს იწყებენ. მოხალისეები მოსწავლეთა უმეტესობისთვის ლაიზა პირველი უცხოელი მასწავლებელია ცხოვრებაში. ის იმ 1000 მოხალისეთაგან ერთ-ერთია, რომლებიც საქართველოს მთავრობამ მიიწვია. ისინი მხოლოდ აშშ-დან როდი ჩამოვიდნენ, არამედ კანადიდან, ბრიტანეთიდან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, სკანდინავიიდან და აღმოსავლეთ-ევროპიდან. ლაიზა 34-ე სკოლაში გააგზავნეს, ფუნქციონალურ შენობაში რომელიც საქართველოს მეორე ქალაქის, ქუთაისის ბეტონის ჯუნგლებში მდებარეობს. მას ეჭვიც არ ეპარება, რომ მისი ჩამოსვლა მოსწავლეებისთვის სასარგებლო იქნება. ”ისინი რუსულს სწავლობდნენ. ახლა ამას კიდევ დაამატებენ რაღაცას. მე მათ სამყაროს ვუფართოვებ” – ამბობს ის. სკოლის ნაცრისფერი უსახური კედლები საბჭოთა ეპოქის პროდუქტია. მაშინ ყველა ბავშვი რუსულს და ქართულს სწავლობდა. ახალგაზრდა ქართველებს ამ დროის დავიწყება სურთ, ხოლო მათი პრო-დასავლელი ხელისუფლება ახლაც, ხელისუფლებაში რევოლუციით მოსვლიდან 7 წლის შემდეგ, ქვეყნის რუსეთის ორბიტიდან გამოყვანას განაგრძობს. სავალდებულო განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გადაწყვიტა 2011 წლის სექტემბრიდან ინგლისურის გაკვეთილები სავალდებულოდ აქციოს. ის ამბობს რომ უნგლისური საშუალო სკოლის მოსწავლეებს შორის უკვე ისედაც ყველაზე პოპულარული ენაა. ”ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა, რომელსაც არა აქვს ბუნებრივი აირი, რომელსაც არა აქვს ნავთობი, მთავარი რესურსი ადამიანია. ამიტომაცაა განათლება ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ასე სტრატეგიული საქართველოსთვის”, მაგრამ შაშკინის გეგმას თავისი კრიტიკოსები მაინც ჰყავს. მანანა პატირიძე, რუსულის მასწავლებელი სწუხს რომ ტოლსტოის, დოსტოევსკის და პუშკინის ენა ქრება. ”ჩვენ რუსეთთან ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული კავშირები გვაქვს. რუსული საქართველოს მეზობლების ენაა” – ამბობს ის. ქართველ ბავშვებს რეგიონში მოგზაურობისას ჯერ კიდევ სჭირდებათ რუსული, ჩვენ რუსული არ უნდა დავივიწყოთ”. მოსწავლეებს ქუთაისში, როგორც სჩანს ინგლისურის სწავლა უფრო უნდათ ვიდრე რუსულის. სწრაფი გამოკითხვა ადასტურებს, რომ ლაიზას კლასში მოსწავლეთა ნახევარზე მეტი ინგლისურს არჩევს. არც ერთ მათგანს არ დაუსახელებია რუსული საყვარელი საგნების რიცხვში. “მომწონს ინგლისურის სწავლა იმიტომ, რომ სასწავლებლად მინდა უცხოეთში წასვლა. ვიცი რომ ამის შემდეგ სამუშაოს შოვნა გამიადვილდება” – ამბობს თეა, 16 წლის მოსწავლე. იქნებ ქართველი ახალგაზრდების განწყობა რუსეთისა და საქართველოს იმ ცუდმა ურთიერთობამ განაპირობა, რომელიც ყველაზე ძალიან 2008 წლის ომის შემდეგ გაუარესდა? ”იცით რომ მოხდა ომი რუსეთსა და საქართველოს შორის და რუსული ენა არ არის ძალიან პოპულარული” – ამბობს ლაიზას კლასის სხვა წევრი. უფრო ღარიბული ფონი საქართველოს სკოლების მოდერნიზება ხუთი წლის წინ დაიწყო. მაშინ პოსტ-საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემაში კორუფცია იყო გავრცელებული. იუნესკოს მონაცემებით, 2008 წლისთვის საქართველო განათლების სისტემაზე იმაზე ნაკლებს ხარჯავდა, ვიდრე სხვა ნებისმიერი პოსტ-საბჭოთა ქვეყანა. იმავე მონაცემების თანახმად, ახალგაზრდების მხოლოდ 25% აგრძელებდა სწავლას უნივერსიტეტში. განათლების მინისტრი ამბობს, რომ ის შეუდგა ამ პრობლემების გადაჭრას. მისი თქმით, £2.8 მილიონი ($4.5 და 3.3 მილიონი ევრო) დაიხარჯა ღარიბი ოჯახების ბავშვების სახელმძღვანელოებზე. ”განათლებას მოაქვს კეთილდღეობა” – ამბობს შაშკინი – ”როდესაც ბავშვებს აქვთ სამართლიანობის განცდა, როდესაც საგამოცდო სისტემა არაკორუმპირებულია შედეგებიც იქნება”. მაგრამ სიმონ ჯანაშია, თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ამბობს, რომ სისტემა ბოლომდე სამართლიანი არ არის, რადგან ის უფრო ღარიბ სტუდენტებს, რომელთაც არ შეუძლიათ დამატებითი სწავლის საფასურის გადახდა, არამომგებიან მდგომარეობაში აყენებს. ”იმისთვის, რომ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები ჩააბარო, თითქმის აუცილებლადაა საჭირო კერძო გაკვეთილები იმიტომ, რომ სხვა სტუდენტებთან მძაფრი კონკურენცია გიწევთ. ამის გამოა რომ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ნაკლებად აქვთ პოპულარულ უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტებზე მოხვედრის შანსი” – ამბობს ის. შესაძლოა შაშკინის მიერ ნახსენები სამართლიანობის მიღწევას, დროს სჭირდება. ამ დროს კი ქუთაისში ლაიზას გაკვეთილი დასასრულს უახლოვდება. მის მოსწავლეებს რომლებიც 15 წლისანი არიან, დღესვე არ სჭირდება უნივერსიტეტზე ფიქრი. სწრაფ მანქანებზე და ნაღდ ფულზე ინგლისური საუბარი მათთვის სადღეისოდ საკმარისია. მაგრამ იმას რომ ბავშვების უმრავლესობამ მათი ასაკობრივი ჯგუფიდან უცხოეთში სწავლის ოცნება აისრულოს, ბევრად უფრო დიდი დრო სჭირდება. ორიგინალი ორიგინალი
  2. "საქართველოს დეოკუპაციამდე არ დავუშვათ ოლიმპიადა სოჭში!" – ეს იყო პარლამენტში გამართული იმ სამუშაო შეხვედრის მთავარი გამოძახილი, რომელზეც სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს“,–წერს პარლამენტის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი დღეს საგარეო ურთიერთობათა, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტებმა და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომისიამ, რომლის მუშაობაში, კანონმდებლებთან ერთად, საქართველოს უშიშროების ეროვნული საბჭოს, სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი ორგანოების, დევნილთა და ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, ერთოვლივი სხდომა გამართეს. პარლამენტის საიტის ცნობით, საკითხი, რომელიც შეხვედრაზე იყო განხილული, ეხებოდა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის დარწმუნებას, რომ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა, რუსეთის ნაცვლად, სხვა ქვეყენაში გაიმართოს. ითქვა, რომ ეს პოლიტიკური საკითხია და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება. ჩერქეზთა დიასპორის წარმომადგენელი ამერიკაში, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, ასევე გაუმართლებლად მიიჩნევს ქალაქ სოჭში ოლიმპიადის გამართვას. იად უგარი ამბობს, რომ მისი ხალხის გენოციდის ადგილზე ოლიმპიადა არ უნდა გაიმართოს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, შეთანხმდნენ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებამდე, ერთი კვირის განმავლობაში, თავს მოუყრიან ყველა შენიშვნასა და წინადადებას, შეიმუშავებენ სტრატეგიასა და კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, რომლის მიხედვით, პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/conflicts/devnilebis-dasaxleba.pngროდესაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 5% დევნილია, მაგრამ საკუთარი ქვეყნის ფარგლებში რჩება, რა უნდა მოიმოქმედოს მთავრობამ? ეს ერთ-ერთი იმ პრობლემათაგანია, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, სადაც დაახლოებით 230 000-მა ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი 1990-იანი წლების დასაწყისის კონფლიქტების დროს იძულებით დატოვა და დაახლოებით 20 000-ზე მეტი ასევე იძულებით გახდა დევნილი 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ. polity.ge
  4. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/agriculture/xorcis-magazia.pngმთავრობა საკუთარ გადაწყვეტილებას ცვლის: სავაჭრო ქსელში ხორცის შესატანად პირუტყვის მხოლოდ სასაკლაოებზე დაკვლა სავალდებულო აღარ იქნება. polity.ge
  5. სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებით საჭიროა ძალისხმევის გააქტიურება, რომ მოხერხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის დარწმუნება, ოლიმპიური თამაშების სხვა ქვეყანაში გადატანის აუცილებლობაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა მალაშხიამ განუცხადა. მალაშხიას განცხადებით, ოლიმპიადის ჩატარებასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო სამი ფაქტორი იქნება გამოყოფილი: ეკოლოგიური, უსაფრთხოების ფაქტორი და ისტორიული ფაქტორი.მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადების ისტორიაში ბო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  6. #148-ე საჯარო სკოლაში გენინსპექციამ მუშაობა გუშინ, გვიან, დაასრულა, - ამის შესახებ ნეტგაზეთს 148-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ვალერიან გიორგაძემ განუცხადა. გიორგაძის თქმით, #149-ე საჯარო სკოლაში, სადაც დირექტორი მისი მეუღლე მაია გიორგაძეა, გენინსპექცია მუშაობას, სავარაუდოდ, დღეს დაასრულებს. აღმოაჩინა თუ არა გენინსპექციამ საჯარო სკოლებში რაიმე სახის დარღვევები, ეს ჯერ დირექტორებისთვის უცნობია. ,,წინასწარ არაფერი უთქვამთ. მხოლოდ გვითხრეს, რომ დავამუშავებთ და ოთხშაბათს დასკვნა გექნებათო. დასვნა მინისტრის ბრძანებასთან ერთდ უნდა გამოგვიგზავნონ, წესით’’, - ამბობს ვალერიან გიორგაძე. ნეტგაზეთი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა. მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ ჯერ მხოლოდ შემოწმება დასრულდა და დასკვნა მოგვიანებით იქნება. მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს თარიღის დაკონკრეტება მოვთხოვეთ, თუმცა მან თქვა, რომ ,,დასკვა მაშინ იქნება, როცა კანონმდებლობიოთ გაწერილი პროცედურები დასრულდება’’. სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. http://www.polity.ge/images/catalog/sport/judo/judo_09.pngსპორტის სასახლე ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს - 18 ნოემბერს ჩემპიონ-პრიზიორები პირველ სამ წონით კატეგორიაში - 60, 66 და 73 კილოგრამებში გათამაშდა. polity.ge
  8. გალის რაიონის სკოლების მოსწავლეებმა ამ დღეებში მოსკოვის მერიის საჩუქარი-უმაღლესი ხარისხის სასკოლო სახელმძღვანელოები მიიღეს. გარდა ამისა, გალის რაიონის მოსახლეობას უფასოდ გადაეცა პურის ფქვილი, შეშა.მოსწავლეებისათვის უფასო სახელმძღვანელოების გადაცემას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს სამეგრელოს რეგიონის წარმომადგენელი რამინ საჯაია გამოეხმაურა. მისი თქმით, გალის რაიონის 31-ე საჯარო სკოლას სახელმძღვანელოები აფხაზეთის ა/რ განათლების სამინისტრომაც გადასცა. “მაგრამ ეს წიგნ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  9. გიგი წერეთელი ამბობს, რომ ქვეყნის პოლიტიკა ნარკომომხამრებლებთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა შედეგიანი. პარლამენტის ოფიციალური გვერდი გიგი წერეთლის ციტატას აქვეყნებს: "დღეს არსებულმა პოლიტიკამ ვერ გამოიღო ეფექტური შედეგი, რადგან ჩვენს კანონმდებლობას ამ სფეროში საბჭოური მემკვიდრეობა აქვს. უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად საერთაშორისო გამოცდილება გვჭირდებოდა. ამ მხრივ, ჩეხეთში გატარებული რეფორმის ავტორების მოსაზრებები ჩვენთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო" . ეს განცხადება გიგი წერეთელმა ჩეხეთში ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით განხორცილებეული რეფორმების ავტორებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. როგორც პარლამენტის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი წერს შეხვედრა ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ჩეხეთის რეფორმის მიდგომის არსი, დასჯის მეთოდების გამკაცრების ნაცვლად, პრევენციული ღონისძიების გაძლიერება და ნარკომომხმარებელთა მკურნალობაა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  10. 22 ნოემბერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ევროკავშირის პროგრამა TAIEX (ტექნიკური დახმარება და ინფორმაციის გაცვლა) მხარდაჭერით ექსპერტები ჩამოდიან.… ლინკი მედიანიუსზე
  11. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, დეპუტატი გურამ ჩახვაძე “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” კანონპროექტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბაზრებში… ლინკი მედიანიუსზე
  12. საქართველოში პირუტყვის მხოლოდ სასაკლაოებზე დაკვლის ნორმის შემოღება გადაიდო. შესაბამისი ცვლილება სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლის კანონსა და… ლინკი მედიანიუსზე
  13. თბილისის მერიაში, ჯერჯერობით, არ იციან რა მოდელის ავტომობილებს შეიძენენ იმ ძვირადღირებული მანქანების სანაცვლოდ, რომლებიც ინტერნეტ აუქციონზე გასაყიდად უკვე გაიტანეს. „ახალი წლიდან ვგეგმავთ იაფფასიანი ავტომობილების შესყიდვას, თუმცა რა მოდელის იქნება და რა თანხას გადავიხდით, ჯერჯერობით, არ ვიცით. ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა“-განუცხადეს ნეტგაზეთს თბილისის მერიის პრესსამსახურში. იაფი ავტომობილების შეძენამდე, მერიის მაღალჩინოსნები გადაადგილდებიან პირადი, ან „სხვა“ ავტომობილებით. პრესსმასახურმა ვერ დააკონკრეტა, „სხვა ავტომობილებში“ რა მოდელები იგულისხმება. დღეს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ საკუთარ ბალანსზე არსებული შვიდი ავტომობილი ინტერნეტ აუქციონზე-iauction.ge გასაყიდად გაიტანა. მათ შორის არის „აუდი A8", რომლითაც გიგი უგულავა გადაადგილდებოდა. აუქციონზე მისი საწყისი ფასი 48 999 ლარია. ავტომობილების შესყიდვაზე განაცხადი 3 დეკემბრამდე მიიღება, შედეგები 6 დეკემბერს გახდება ცნობილი. აუქციონზე ავტომობილების საწყისი ფასი მათ საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია. მაგალითად, იგივე აუდი A 8, 4.2 სხვა ინტერნეტმაღაზიებში 32-35 ათას აშშ დოლარამდე ღირს. გარდა აუდი A8-ისა, აუქციონზე იყიდება ერთი „ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო“ და ბოლო წლებში გამოშვებული ხუთი C კლასის მერსედესი. მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის მერიამ 2011 წლის ბიუჯეტში 10%-მდე შეამცირა მერიის უმაღლესი რგოლის თანამშრომლების ხელფასები, ასეევ შემცირდება სამივლინებო ხარჯები, მერიის თანამშრომლებს კი იაფფასიანი ავტომობილები მოემსახურებათ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  14. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53977.jpgსაქართველოს ეკონომიკური წარმატების თეზისი საგარეო დახმარების ეფექტურად გამოყენებაში მდგომარეობს, - ამის შესახებ წერს ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი. View the full article
  15. მეთორმეტეკლასელების საპროტესტო აქცია, საატესტაციო გამოცდების გაუქმების მოთხოვნით, ჩაიშალა. პარლამენტის წინ დღეს მხოლოდ ათამდე მოსწავლე შეიკრიბა. /get_img?NrArticle=3324&NrImage=1 Image 2615 15.00 საათზე პარლამენტთან მისული ჟურნალისტებს არც ერთი მეთორმეტე კლასელი არ დახვდათ. რამდენიმე წუთში აქციაზე მოძრაობა არა-ს წევრები გამოჩნდნენ. მათ განაცხადეს, რომ დღეს ისინი მხოლოდ სოლიდარობისთვის იყვნენ მისული და აქციის საორგანიზაციო საკითხებში არ ჩარეულან. დაახლოებით 15-20 წუთში პარლამენტის წინ მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები გამოჩნდნენ. ანანო კაკალაშვილმა, საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისთვის უცნობია მიზეზი, თუ რატომ არ მოვიდნენ მოსწავლეები აქციაზე. ,,გუშინ გვქონდა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა, სადაც საორგანიზაციო დეტალებს გადავხედეთ. ველოდით, რომ მოვიდოდნენ ბავშვები, ბევრი შეგვეხმიანა გუშინაც და გვითხრეს, რომ ჩვენ გვერდით არიან”, - ამბობს კაკალაშვილი. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა საპროტესტო აქციის ჩაშლა მოსწავლეების დაშინების მიზეზს დაუკავშირეს. ,,სკოლებში ბავშვებს ისევ ემუქრებიან, რომ თუ აქციებზე გამოვლენ, ატესტატებს ვერ აიღებენ. ალბათ, ისევ ასე მოხდა და კიდევ დააშინეს და ამიტომ ვერ მოვიდნენ. მე ვიცოდი, რომ უნდა მოსულიყვნენ’’, - განმარტავს ანი მუსხელიშვილი, ასევე, საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სამომავლო მიზნების შესახებ დღეს არ ისაუბრეს. მეთორემეტეკლასელებმა პირველი საპროტესო აქცია, საატესტაციო გამოცდების გაუქმების მოთხოვნით, 9 ნოემბერს ჯერ პარლამენტთან, შემდეგ კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გამართეს, რასაც მეორე დღეს თბილისის 8 საჯარო სკოლის დირექტორის გათავისუფლება მოჰყვა. საპროტესო აქციაში მონაწილე მოსწავლეების თქმით, მათზე სხვადასხვა ტიპის ზეწოლა განხორციელდა. განათლების სამინისტროს მხრიდან ზეწოლის თაობაზე ღიად განაცხადა #149 საჯარო სკოლის დირექტორმაც. საატესტაციო გამოცდების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის დასაწყისში მიიღო. სრული ინფო(netgazeti.ge)
  16. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53974.jpgსაქართველოს ეკონომიკური წარმატების თეზისი საგარეო დახმარების ეფექტურად გამოყენებაში მდგომარეობს, - ამის შესახებ წერს ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი. View the full article
  17. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53974.jpgთანამდებობის პირთა 8 ავტომობილი აუქციონზე გაიყიდება. აქცია მუნიციპალური მთავრობის წარმომადგენლებმა დედაქალაქის ბიუჯეტის შემცირებასთან დაკავშირებით დაგეგმეს. View the full article
  18. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53978.jpgთანამდებობის პირთა 8 ავტომობილი აუქციონზე გაიყიდება. აქცია მუნიციპალური მთავრობის წარმომადგენლებმა დედაქალაქის ბიუჯეტის შემცირებასთან დაკავშირებით დაგეგმეს. View the full article
  19. ზემო აფხაზეთში რუსმა ოკუპანტებმა იარაღის სამალავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია– საშუალებები ავრცელებენ.მათი მონაცემებით, სამალავი აღმოჩენილ იქნა სოფელ გენწვიშთან ახლოს.ამ დროისათვის, რუსი ოკუპანტები აფხაზ სეპარატისტებთან ერთად სამალავის მომწყობთა დასადგენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  20. დღეს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში მარტვილის რაიონის „ტურისტული გზამკვლევი 2010“-ის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი მარტვილის მუნიციპალიტეტის… ლინკი მედიანიუსზე
  21. „აბსოლუტურად გამიზნულად შევთავაზებ ჩემს თავს მეკობრებს, რათა 15 ქართველი მეზღვაურის სიცოცხლე გადავარჩინო“, _ განაცხადა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე… ლინკი მედიანიუსზე
  22. 25 ნომებერს დაგეგმილი სახალხო კრება სპორტის სასახლის ნაცვლად რუსთავლეის გამზირზე ჩატარდება. A როგორც Dდღეს გერმანიის ელჩთან… ლინკი მედიანიუსზე
  23. გუშინ საღამოს საკრებულომ თბილისის ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტს “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. ოპოზიციას ბიუჯეტის მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია. იხილეთ tabula.geზე
  24. 20 ნოემბრიდან, 2011 წლის 20 თებერვლამდე, “საქართველოს ბანკის” ნებისმიერი სერვისცენტრიდან, ბანკში არსებული ნებისმიერი სახის ფულადი გზავნილით თანხის… ლინკი მედიანიუსზე
  25. “ელიტ ელექტრონიქსი” და “რომპეტროლ საქართველო” 20 ნოემბრიდან ერთობლივ სასაჩუქრე აქციას იწყებენ. აქციის თანახმად, “რომპეტროლ საქართველოს” ყველა მომხმარებელი,… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...