Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს. გაზიარება [02:34 21-03-2011] http://1.bp.blogspot.com/-Yt3zxBhgALM/TYaO7_GFRLI/AAAAAAAAEcs/DWbdUQEPzxE/s200/qartuli%2Bmedia.gifთუ ვარდების რევოლუციიდან პირველ წლებში საერთაშორისო ორგანიზაციების შედგენილ რეიტინგებში საქართველო, როგორც მზარდი დემოკრატიული იმიჯის ქვეყანა, ლიდერობდა ახალგაზრდა, დემოკრატიული ტენდენციების მქონე ქვეყნებში, ამჯერად მდგომარეობა გაუარესდა. ერთ-ერთმა ცნობილმა საერთაშორისო ორგანიზაციამ FreedomHouse-მა ახლახან გამოაქვეყნა მორიგი კვლევის საფუძველზე შედგენილი რეიტინგები. კვლევის მიზანი იყო მსოფლიოში სიტყვის თავისუფლების ხარისხის დადგენა. საქართველოს რეიტინგული მაჩვენებელი გაუარესდა. სახალხო დამცველის აპარატის დასკვნების მიხედვით, ქართულ მედიაში ყველაზე დიდი პრობლემა დამოუკიდებლობაა. მედიასაშუალებებში რეალური მფლობელები ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან, ამიტომ ჟურნალისტები თავს ვერ იცავენ მედიამფლობელისაგან: ,,საერთოდ თუ ჟურნალისტს შეექმნება პრობლემა, მას შეუძლია თავი დაიცვას მედიამფლობელისაგან – მიმართოს სასამართლოს, შეიტანოს კონკრეტული საჩივარი და მიიღოს თავისუფლების გარანტიები. გამოდის, რომ საქართველოში ჟურნალისტმა უნდა მიმართოს სახელმწიფოს, რომელიც დაიცავს სახელმწიფოსგან.“ სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნეს ბოლო პერიოდში რეგიონულ მედიის პრობლემები ზეწოლის თვალსაზრისით – ,,ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ გავლენის სფერო გააფართოვა.“ ჟურნალისტებმა უნდა შექმნან მაქსიმალურად კრიტიკული გარემო, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ნორმალურად განვითარებას. ჟურნალ "ღია ბოქლომის" რედაქცია ქართული ჟურნალისტიკის დღეს საქართველოში მოღვაწე ყველა ჟურნალისტს ულოცავს. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  2. ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ აშშ-ის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა. წერილში კადაფი ობამას პირდება, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ის მაინც შვილივით ეყვარება. გაზიარება [02:26 21-03-2011] http://3.bp.blogspot.com/-LGxqnxN8J_I/TYZ9U8GjZGI/AAAAAAAAEck/svowxN3WtyI/s200/sshot-1022-291x300.png“თქვენ რას იზამდით, პრეზიდენტო ობამა, თუკი “ალ-ქაედა” თქვენი ქალაქების ქუჩებში ივლიდა. რაც არ უნდა მოხდეს, მე მომავალშიც მეყვარებით როგორც შვილი”, – ციტირებს “სი-ენ-ენი” კადაფის სიტყვებს. კადაფიმ წერილები საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის, ბრიტანეთის პრემიერს დევიდ კემერონს და გაეროს გენერალურ მდივანს ბენ კი მუნსაც გაუგზავნა. კადაფი დასავლეთის ქვეყნებს დაემუქრა, რომ თუკი ისინი ლიბიის საქმეებში ჩაერევიან, ინანებენ. დასავლეთის ქვეყნებიდან, საფრანგეთმა ერთ-ერთმა პირველმა ცნო ლიბიაში აჯანყებულთა ხელისუფლება ლეგიტიმურად. “ბი-ბი-სის” ცნობით, ბენღაზიში, რომელიც აჯანყებულებს ეკავათ, სახელმწიფო ძალების ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. მომზადებულია gazeta.ru-ს მიხედვით. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  3. ამ დროისთვის ლიბიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში ჩაბმულია ოთხი ქვეყანა: საფრანგეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები. უახლოეს საათებში კოალიციიასთან ერთად სამხედრო მოქმედებების დაწყების მზადყოფნა გამოთქვეს ესპანეთმა და თურქეთმა. თავის მხრივ, მუამორ კადაფი იარაღის დაყრას და დანებებას სულაც არ აპირებს. გაზიარება [16:26 20-03-2011] http://4.bp.blogspot.com/--bn-rXiU8CM/TYYfIlcxE1I/AAAAAAAAAb0/ofFR0fU3JlI/s200/atombombX.gifთავისი მომხრეების სამხედრო ტექნიკასა და პოზიციებზე საჰაერო დარტყმების მიუხედავად, დასავლეთის ქვეყნებს ის კვლავ „დედამიწაზე ჯოჯოხეთის მოწყობით“ ემუქრება და მათ წინააღმდეგ საბრძოლველად მოსახლეობის შეიარაღებასაც აპირებს. საფრანგეთის მხრიდან საჰაერო იერიშის მიუხედავად, ბენღაზის სიახლოვეს კადაფის ჯარებს არც ერთი წუთით არ შეუწყვეტიათ საარტილერიო ცეცხლი ოპოზიციის მიმართულებით. ლიბიაში შექმნილი მდგომარეობის გამო უკვე შეშფოთებას გამოთქვამენ სახვადასხვა ქვეყნის სამხედრო ექსპერტები. მათი უმეტესობა მიიჩნევს, რომ მესამე მსოფლიო ომის დაწყების ნიშნები სახეზეა. ზოგიერთი არც იმას გამორიცხავს, რომ კოალიციის ასეთი ქმედებების შემდეგ კადაფი „ინტერვენციის მსხვერპლის“ მანტიაში გაეხვევა, რაც მის გარშემო მთელი მუსლიმანური სამყაროს გაერთიანებას გამოიწვევს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საფრანგეთისა და აშშ-ს კვალდაკვალ ლიბიაზე საჰაერო თავდასხმებში დიდი ბრიტანეთის ჩაბმა და ესპანეთისა და თურქეთის მხრიდან მზადყოფნის გამოცხადება უკვე მიანიშნებს კადაფის ძალების სიძლიერეზე და იმაზე, რომ ლიბიაში დაწყებული საომარი მოქმედებები მოკლე ხანში არ დასრულდება. საფრანგეთის კუთვნილმა ავიაგამანადგურებლებმა კადაფის ჯარების პოზიციებზე იერიში წუხელ, გვიან ღამით მიიტანეს. როგორც „ალ ჯაზირა“ იუწყება, საფრანგეთის თვითმფრინავებმა კადაფის 4 ტანკი გაანადგურეს, მოგვიანებით კი კოლონაც დაბომბეს. სულ თვითმფრინავებმა 40-მდე ბომბი და მართვადი რაკეტა ჩამოაგდეს. ფრანგული გამანადგურებლები ლიბიის საჰაერო სივრცეს სრულად აკონტროლებენ. წერტილოვანი დარტყმები აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმაც განახორციელეს: აშშ-მ თავისი განუყრელი „ტომაჰავკები“ გამოიყენა. ამ ტიპის ფრთოსანი რაკეტები კადაფის დიდი ბრიტანეთის წყალქვეშა ნავიდანაც „გაუგზავნეს“. „ტომაჰავკი“ დიდი სიშორის ამერიკული ფრთოსანი რაკეტაა, რომელსაც, ძირითადად, თვითმფრინავების ჩამოსაგდებად და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტების გასანადგურებლად იყენებენ. საფრანგეთის საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა პირველი იერიში ტრიპოლში მდებარე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე მიიტანეს, მოგვიანებით კი სამოქალაქო ობიექტები ზღვისპირა ქალაქებში: მისურატში, ზუვარსა და ბენღაზიშიც დაბომბეს. „ალ ჯაზირას“ ცნობით, მთელი სანაპირო ცეცხლის ალში იყო გახვეული. ამავე ტელეკომპანიის ცნობით, კადაფის მომხრეებმა ერთი ფრანგული გამანადგურებლის ჩამოგდება მოახერხეს, თუმცა, საფრანგეთის ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია უარყო. როგორც ასეთი ოპერაციების დროს ხდება, საჰაერო იერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. „ალ ჯაზირას“ ცნობით, ამ დროისთვის 50 ადამიანზე მეტია დაღუპული, ხოლო 150-ზე მეტმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. პენტაგონის განცხადებით, საერთო ჯამში, ლიბიის ტერიტორიაზე 110 „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტა გაუშვეს. ლიბიის ნაპირებთან ამ დროისთვის აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტის კუთვნილი სამი წყალქვეშა ნავი და ორი ხომალდი იმყოფება, რომლებიც „ტომაჰავკით“ არიან აღჭურვილი. ლიბიის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში არაბეთის გაერთიანებული საემიროებიცაა ჩართული. ამ ქვეყანამ ლიბიისკენ 24 თვითმფრინავი გაგზავნა. საჰაერო იერიშებისთვის მზადაა ყატარიც, რომლის 6 გამანადგურებელი სრულ მზადყოფნაშია. ინტერვენციის დაწყებიდან ცოტა ხანში ლიბიის ტელევიზიით ხალხს მუამორ კადაფიმ მიმართა. იგი მოსახლეობას ირაღის დარიგებას დაპირდა და ოპოზიციას გაერთიანება და საერთო ძალებით მტერთან ბრძოლა შესთავაზა. მან ასევე განაცხადა, რომ ამ ღია აგრესიის საპასუხოდ ხმელთაშუაზღვისპირეთში, რამდენიმე ობიექტზე იერიშის მიტანას გეგმავს. ექსპერტების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ლიბიაში სამხედრო მოქმედებები დროში გაიწელოს და მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი მსხვერპლი გამოიწვიოს, სკეპტიკურად უყურებენ ამერიკელი სამხედროები. ასე მაგალითად, ამერიკელმა გენერალმა ჯეკ კეინმა ტელეკომპანია BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მუამორ კადაფი და მისი მომხრეები არ წარმოადგენენ ისეთ ძალას, როგორიც მაგალითად, სადამ ჰუსეინი იყო. კეინის განცხადებით დაწყებული ოპერაცია დიქტატორისთვის და მისი მომხრეებისთვის კარგი ზეწოლის მექანიზმი იქნება იმისთვის, რომ დაფიქრდნენ იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომლებისკენაც მათ საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებს. "შესაძლოა, მიზნის მისაღწევად გარკვეული ძალების განადგურებაც გახდეს საჭირო. თუმცა ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ" – აღნიშნა ჯეკ კეინმა. გარდა ამისა, ამერიკელმა გენერალმა გააკეთა განმარტება იმის შესახებაც, რომ დღეს დაწყებული ოპერაცია არ უნდა იყოს განიხილული როგორც ლიბიის ოპოზიციის მხარდაჭერა. მისი თქმით, ოპერაციის ერთადერთი მიზანი სამოქალაქო მოსახლეობის დაცვაა.presa.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  4. ლიბიის წინააღმდეგ დასავლეთის კოალიციური ჯარების მიერ დაწყებული საომარი ოპერაციის შედეგად, სულ მცირე 48 ადამიანი დაიღუპა და 150 დაიჭრა . გაზიარება [13:44 20-03-2011] http://1.bp.blogspot.com/-tzv4rlwPBe8/TYXMVeYImTI/AAAAAAAAEcc/QK66bIa4ieE/s200/mkvleli%2Blobioebi.gif"ინტერფაქსის" ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული "ბი-ბი-სი" ავრცელებს. ვაშინგტონში განაცხადეს, რომ განხორციელებული დარტყმა ლიბიაზე წარმოადგენს პირველ ფაზას მრავალგეგმიანი ოპერაციისა, რომელიც ლიბიის რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარეობს. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  5. ცნობილი ბანისა და ქველმოქმედის პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე მორიგ სკანდალში გაეხვა. 18 წლის მარიამ კვარაცხელია, ქველმოქმედის შვილს, ფიზიკურ შეურაცხყოფაში სდებს ბრალს. მისი მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ, შუქრი ბურჭულაძემ კვარაცხელიას ოჯახში მიაკითხა. მას შემდეგ, რაც ოჯახის დიასახლისმა მას კარი არ გაუღო, ბურჭულაძე შეეცადა ძალის გამოყენებით შეეღწია ბინაში. 18 წლის კვარაცხელია ამტკიცებს, რომ ამ ინცინდენტის მეორე დღეს, ბურჭულაძემ მასთან დაკავშირება კვლავ სცადა - მიაკითხა და სთხოვა მანქანაში ჩამჯდარიყო. გაზიარება [შორენა გოგოლაძე, გიორგი ჩხაიძე. 16:30 18-03-2011] http://1.bp.blogspot.com/-4GvmJUoXpIM/TYNR4zuwOJI/AAAAAAAAEcM/h5fPiDSlE2U/s200/paata-burch.jpg,,ძალით ჩამტენა მანქანაში. მობილურის წართმევა დამიპირა, შევეწინააღმდეგე, რის გამოც სახეში დარტყმა დამიწყო. დოლიძიდან ხილიანის მიმართულებით მივდიოდით. შემდეგ სვლა შეანელა, რა დროსაც მოვახერხე გადმოხტომა და პოლიციაში წავედი ’’, - აცხადებს მარიამ კვარაცხელია. მარიამ კვარაცხელია ბურჭულაძესთან ურთიერთობის დეტალებს ასე იხსენებს: ,,სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” მეშვეობით გავიცანი. მე საიტების დიზაინერი ვარ. მთხოვა, ყვავილების მაღაზია მაქვს და საიტის გაკეთება მინდაო. შევხვდი მას. შეხვედრას საქმიანი ელფერი ჰქონდა. ვიცოდი, რომ ის პაატა ბურჭულაძის შვილი იყო. მითხრა, რომ სამსახურს დამაწყებინებდა ფონდ “იავნანაში”, მოგეხსენებათ, შემოსავალი არავისთვის არის ზედმეტი. სიყვარულზე არ ყოფილა საუბარი. რამდენჯერმე ყვავილები გამომიგზავნა, როდესაც მივხვდი რომ სამსახურს არ მაწყებინებდა და სხვა მიზნები ჰქონდა, ვთხოვე აღარ დამკავშირებოდა. როდესაც ვუთხარი, რომ აღარ შევხვდებოდი, დაიწყო მუქარის შემცველი, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გამოგზავნა. მწერდა მოგკლავო, დაგამახინჯებო’’, - ჰყვება მარიამ კვარაცხელია. კვარაცხელიასა და ბურჭულაძეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰქონდათ ,,საქმიანი’’ ურთიერთობა. ამ ურთიერთობის შესახებ, ინფორმირებული იყო დაზარალებულის დედაც. ირინა ყავლაშვილი ამბობს, რომ ბურჭულაძემ მისი შვილი სცემა და მასთან არაკეთილსინდისიერი მიზნები ამოძრავებდა. ,,ჩემ შვილსა და იმ ნაძირიალას შორის მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა იყო. ჩემი შვილი როდესაც მიხვდა, რომ ატყუებდა და სხვა განზრახვა ჰქონდა, გადაწყვიტა აღარ შეხვედროდა, რის შემდეგადაც ამ რეციდივისტმა მუქარა დაუწყო. ბავშვი ისეთ დონემდე ჰყავდა მიყვანილი, რომ მის ოთახში იოდი ვნახე, არ ვიცი რისთვის უნდოდა, მაგრამ რამე, რომ მოსვლოდა ჩემს შვილს სად წამივიდოდნენ?! ძალიან მაინტერესებს თქვენ რომ მობილური წამართვათ, ხომ დაგიჭერენ. ეს ადამიანი დღეს ქუჩაშია. რახან ეგ დიდი კაცის შვილია, ამიტომ უნდა დათარეშობდეს გარეთ? არანაირი გარანტია არ მაქვს, რომ ჩემს შვილს კიდევ რამეს არ დაუშავებს’’– ამბობს ყავლაშვილი. დაზარალებულის ოჯახისთვის ცნობილი იყო, რომ შუქრი ბურჭულაძე დაოჯახებულია და შვილიც ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული მიხვდა, ბურჭულაძეს მასთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთბა არ სურდა, ურთიერთობა არ გაუწყვეტია, სანამ ცნობილი ქველმოქმედის შვილის მხრიდან, მასზე ფიზიკური შეურაცხყოფა არ განხორციელდა. ჩვენ შეკითხვაზე, მარიამსა და შუქრი ბურჭულაძეს სასიყვარულო ურთიერთობა ხომ არ აკავშირებდათ, დაზარალებულის დედა ასე გვპასუხობს: ,, არა, რა სიყვარული, ჯერ ერთი ცოლი ჰყავს, მეორეც ასაკით ჩემზე დიდია, უბრალოდ ახურებული და გარყვნილი კაცია. თუ ნახულობს ქალისგან წინააღმდეგობას, გიჟდება. ან რომელ სიყვარულზეა საუბარი, როდესაც გოგო ასეთ დღეში ჩააგდო’’. ამ თემას არ გამოხმაურებია ბურჭულაძის ოჯახის არცერთი წევრი. ,,პრესა.ჯი’’ პაატა ბურჭულაძის დედას, ნუნუ ბურჭულაძეს დაუკავშირდა. ბრალდებულის ბებია შვილიშვილს დადებითად ახასიათებს და ამბობს, რომ ის სანიმუშო მეუღლე და მამაა. ,,ამ ფაქტის შესახება არ ვიცოდი. როდის ცემა ის გოგო? ან დადასტურებულია ეგ ინფორმაცია? გამორიცხულია ასე ყოფილიყო. შუქრის არასდროს ქალზე ხელი არ აუწევია. როგორ დაგიხასიათოთ? ერთს გეტყვით, ის ზუსტად ისეთივეა, როგორიც ჩემი პაატა’’. ნუნუ ბურჭულაძე ამბობს, რომ შვილიშვილს ბოლოს ორი დღის წინ ესაუბრა და მსგავსი რამ მისთვის შუქრის არ უთქვამს. ,,ძალიან გამიკვირდა რაც მითხარით. ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს’’– ამბობს ბრალდებულის ბებია. აღნიშნულ ფაქტს, ვაკე–საბურთალოს პოლიციის რაიონული განყოფილება იძიებს.ამ დროისთვის, შუქრი ბურჭულაძე გათავისუფლებულია. კვარაცხელიების ოჯახი კი მის გასამართლებას და მისთვის ადეკვატური სასჯელის მისჯას ითხოვს.presa.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  6. რა მდგომარეობაა ცხინვალის რეგიონში მედიის თავისუფლების კუთხით? ჩვენთან ორი ტელევიზიაა, ერთი – სახელმწიფო და ერთიც – დამოუკიდებელი, მაგრამ ეს უკანასკნელი მთელ რეგიონს ვერ მოიცავს, რადგან ისიც სახელმწიფო არხზე ზის. გამოდიან რუსულენოვანი გაზეთები, არის ოსური გაზეთიც, არის საინფორმაციო სააგენტო „რესი“, რომელიც ასევე სახელმწიფოსია. გაჩნდა რამდენიმე საინფორმაციო საიტი. პრაქტიკულად, ესენიც სახელმწიფოსია. იყო დამოუკიდებელი გაზეთიც – „21 საუკუნე“, თუმცა ახლა აღარ გამოდის. ცუდი გზების გამო სოფლებამდე გაზეთები რთულად აღწევენ და ძირითად საინფორმაცო საშუალებად მაინც ტელევიზია რჩება. რაც შეეხება თავისუფალ მედიას, სამწუხაროდ, ჩვენთან დამოუკიდებელ ჟურნალისტთა კორპუსიც არ არსებობს. თუ ვინმეზე ითქვა, რომ იგი დამოუკიდებელი ჟურნალისტია, სამხრეთ ოსეთის პირობებში ხმამაღალი ნათქვამი გამოვა. 2008 წლის შემდეგ ჟურნალისტებში გაჩნდა შინაგანი ცენზურა. ბოლო დროს უფრო შეინიშნება პრესაში კრიტიკული სტატიები. სახელმწიფო გაზეთში არავინ დაიწყებს ოპოზციური მოსაზრებების გამოქვეყნებას. ჟურნალისტმა რომც დაწეროს მასალა და მიუტანოს რედაქტორს, ჩემი აზრით, იგი არ დაბეჭდავს ისეთ სტატიას, სადაც ოპოზიცია რაიმე უარყოფითს ამბობს პრეზიდენტზე. არის ასეთი ოპოზიცონერი – ალაპ ჩოჩიევი, რომელსაც სადღაც რუსეთში აქვს საკუთარი გაზეთი, რომელშიც იბეჭდებოდა პრეზიდენტის შესახებ ძალიან უარყოფითი სტატიები. მე ვიცი, რომ ჩვენს რესპუბლიკაში მსგავსი, პრეზიდენტისთვის უსიამოვნო მასალა არ დაიბეჭდება. რა პერსპექტივა აქვს ახალ მედიას? სანამ არ იქნება ხარისხიანი ინტერნეტი, ახალი მედიის მომავალი რთულად წარმოსადგენია. ახალ მედიას სჭირდება ტექნიკური რესურსი, ჩვენთან ეს სფერო ჯერ ძალიან სუსტად არის განვითარებული. ინტერნეტი ძალიან უხარისხოა, სულ გვპირდებიან, რომ ხარისხი გაუმჯობესდება. პრაქტიკულად ტელეფონით შევდივართ ინტერნეტში, რომელიც რუსეთიდან მოგვეწოდება. რაც შეეხება სოციალურ ქსელებს, ჩვენთან პოპულარულია ოდნოკლასნიკები, ფეისბუქი და დანარჩენები ნაკლებადაა ხმარებაში. ბლოგები არ არის აქტიური, ჩვენთან ჯერ არ არის ისეთი ძლიერი სამოქალაქო აქტივობა. რამდენად აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდობა მიმდინარე პროცესებში? ახალგაზრდობაში არ არის განხილვები, სხვა ინტერესები აქვთ, ყველაფერს ომს აბრალებენ, ”აი, იყო ომი ...” იყო უამრავი პრობლემა, იზოლაციაში ვიყავით, ახალგაზრდებს პასპორტებზე ჰქონდათ პრობლემები, ისინი ვერსად ვერ გადიოდნენ. გაიზარდა სუიციდის, ალკოჰოლიზმის შემთხვევები. აი, რომ ვთქვათ, ახალგაზრდებში არის რაიმე პროტესტი ან აქტივობა, ვერ გეტყვით. ერთადერთი, ჩვენთან იყო ახალგაზრდული პარლამენტი, მინისტრთა კაბინეტი, იდეა იყო კარგი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ ახალგაზრდებმაც ჩინოვნიკებივით დაიწყეს აზროვნება. შესაძლებლობა, რომ სამსახური იშოვნო, ძალიან მცირეა, ახალგაზრდები მიდიან მოსკოვში სასწავლებლად, ჩამოდიან უკან და სამუშაო ადგილს ვერ პოულობენ. როდესაც ქალაქის აღდგენა დაიწყეს, ადგილობრივ მოსახლეობას არ მისცეს საშუალება, ჩართულიყვნენ ამ პროცესში. სამუშაოდ ჩეჩნები ჩამოდიოდნენ და უხარისხოდ აკეთებდნენ ყველაფერს, სახურავიდან წყალი ჩამოდიოდა. ადგილობრივები რომ დაესაქმებინათ, საქმეს უკეთესადაც გააკეთებდნენ და ფულსაც გამოიმუშავებდნენ. რაც შეეხება გართობას, ტარდება კონცერტები, რომელთაც სახელმწიფო ხშირად აწყობს მოედანზე და ახალგაზრდობა დადის ამ კონცერტებზე. რამდენად ხელმისაწვდომია საჯარო ინფორმაცია ჟურნალისტისთვის? ჩვენმა ჩინოვნიკებმა, რომლებმაც საჯარო ინფორმაცია უნდა გასცენ, არ იციან, როგორ გიპასუხონ, შეიძლება პროფესიონალური დონე უშლით ხელს, სხვებს ეშინიათ – რამე ისეთი არ წამოსცდეთ. ხანდახან იმასაც კი ამბობენ, რომ ინფორმაციას არ გასცემენ, რადგან ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა, თუმცა სახელწიფო საიდუმლოება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, სახელმწიფო საიდუმლოება განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება იყოს. როგორია ეკონომიკური მდგომარეობა? ძალიან გაიზარდა ფასები პროდუქტებზე, ბევრი ადამიანი ჩამოდის რუსეთიდან, კარგი ფულით. სტრუქტურა, რომელიც ფასებს დაარეგულირებს, არ არსებობს. ჩამოსულებისთვის არ არის პრობლემა, რა თანხას გადაიხდის, მაგრამ ადგილობრივისთვის ხელმიუწვდომელი ხდება ბევრი რამ. ამჟამად პროდუქცია ჩრდიოლოეთ ოსეთიდან შემოდის. პროდუქციის გარკვეული ნაწილი ლენინგორის გავლით შემოდის, მაგრამ ეს არ იძლევა საშუალებას, რომ ფასებმა დაიწიოს. გარდა ჟურნალისტობისა, კიდევ რას საქმიანობთ? ვაკეთებ პროექტს, რომელსაც ჰქვია ”სამშვიდობო პოტენციალის განვითარება ქართველ და ოს ქალებში”. პროექტი ევროსაბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ის ქართველები, რომლებმაც პირველი ომის შემდეგ არ დატოვეს ცხინვალი, თბილისისთვის გამყიდველები არიან, რადგან არ წამოვიდნენ. მეორე პრობლემა ის არის, რომ თვითონ აქვთ შინაგანი კომპლექსი, ქართველები რომ არიან. შიშები აქვთ ქართველ, ოს და შერეული ოჯახების ქალებსაც. როდესაც არის შიში, არ არის აქტივობა. ჩვენ ცალ–ცალკე ვხვდებით ქართველ და ოს ქალებს. ავარჩევთ 14 ყველაზე აქტიურ ქალს და გვექნება ტრენინგი. თუ იქნება პროექტის შემდგომი დაფინანსება, წავალთ პალესტინაში, ისრაელისა დ პალესტინის გამოცდილება რომ შევისწავლოთ. დაბრუნების შემდეგ კი ეს ქალები ერთობლივად გააკეთებენ რამეს სამხრეთ ოსეთში. ომამდე აქ იყო ქართულ–ოსური საზოგადოება, ომის შემდეგ მივიღეთ საზოგადოება – ომისგან გახლეჩილი. საბჭოთა კავშირის დროს შერეული ქორწინების ყველაზე მაღალი პროცენტი ქართველებისა და ოსების შერეულ ოჯახებზე მოდიოდა. რამდენად მნიშვნელოვანია, თქვენი აზრით, რუსეთის როლი სამხრეთ ოსეთისთვის? ვთვლი, ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ასეთი აზრი, რომ ჩვენ ჩვენი რესურსები საკმარისად გვაქვს, თუნდაც ტურიზმი. ჩვენ გვაქვს მინერლური წ####ბი, არაფრით არ ჩამოუვარდება შვეიცარიას. თუ იქნება სტაბილურობა, იქნება ინვესტიციები, არა რუსული. რუსეთს თავისი ინტერესები აქვს, ეს გასაგებია, როდესაც 2008–ში ხალხი სარდაფებში იმალებოდა, რუსეთი დასახმარებლად პირველივე დღეს კი არ მოსულა, მესამე დღეს შემოვიდა. რუსეთი ელოდა, საჭირო იყო გარკვეული მსხვერპლი, ხალხი შოკში იყო. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის ინტერესს წარმოვადგენთ და ლამაზი თვალების გამო არ გვეხმარება. საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რომ ოსებზე უარი ეთქვა. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ იმ ქვეყანასთან, რომელიც გვხოცავს და გვართმევს ყველზე აღმატებულს – სიცოცხლის უფლებას. 2008 წლამდე იყო ეს მოდელი – ფართო ავტონომია, ჩვენი ღერბით, დროშით, საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ როდესაც ომი მოხდა, ის ადამიანები, ვინც ამაზე ლაპარაკობდნენ, თავადაც გაოცდნენ და გაჩუმდნენ. რაც შეეხება ჩვენს ჩრდილოელ ძმებს, მე არ შემიძლია მათი აღქმა, ჩვენ უფრო დავრჩით ოსებად, ვიდრე – ისინი. მათ დაკარგეს საკუთარი კულტურა. თუმცა ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანება ერთ–ერთ ვარიანტად მაინც რჩება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. /get_img?ImageId=3588 თბილისის მოსახლეობას დილიდან "ლიბერთი ბანკის" მცირე თუ დიდ ფილიალებში 30– ლარიანი სურსათის ვაუჩერის გასანაღდებლად რიგში რამდენიმე საათით უწევს დგომა. ხელისუფლებამ სურსათის ვაუჩერის დარიგება 10 მარტიდან დაიწყო. მოსახლეობას მისი განაღდება მხოლოდ "ლიბერთი ბანკის" ფილიალებში 1 ივლისამდე შეუძლია. შესაძლებელია ვაუჩერის სხვა ადამიანისთვის ჩუქებაც. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა 9 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "სასურსათო ვაუჩერს საქართველოში მილიონზე მეტი ოჯახი მიიღებს, რაც სურსათზე გაზრდილი ფასების ნაწილობრივი კომპენსაციაა." სასურსათო ვაუჩერები თავდაპირველად თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში დარიგდება. ვაუჩერის დარიგება კი მთელს საქართველოში აპრილის ბოლომდე უნდა დასრულდეს. სასურსათო ვაუჩერს ის ოჯახებიც მიიღებენ, რომლებიც კონკრეტულ მისამართზე ქირით ცხოვრობენ და სხვაგან არიან ჩაწერილი. 55 წლის ინეზამ სურსათის ვაუჩერი 15 მარტს მიიღო, მის გასანაღდებლად კი დღეს დილის 11 საათიდან 14 საათამდე რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე "ლიბერთი ბანკის" ფილიალში რიგში იდგა. "3 საათზე მეტხანს ველოდებოდი ვაუჩერის განაღდებას, ცოტა დავიღალე, მაგრამ ახლა წავალ და ამ ფულით 2-3 დღის საჭმელს მაინც ვიყიდი. სულ არაფერს მაინც სჯობს"-უთხრა ინეზამ "ნეტგაზეთს". სრული ინფო(netgazeti.ge)
  8. „ევროპის კავშირის მთელი დახმარება ზღვაში წვეთია საქართევლოსთვის. გამოდის, რომ არაფერი შეცვლილა: არ არის თავისუფალი მედია, არ არის შრომის პროფესიული კავშირი, მცირეა პროგრესი ეკონომიკაში. ეს არის უბედურება“,–განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ერიკ ფურნიემ "თბილისი მარიოტში" ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის ამოცანების შესრულების ჩრდილოვანი ანგარიშის მოსმენის შემდეგ. საქართველო, ანგარიშის მიხედვით, ფურნიესთვის ნეობოლშევიკურ ქვეყანას ჰგავს. რაც ფურნიემ მოისმინა და რამაც მისი შეშფოთება გამოიწვია, "ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ მომზადებული ჩრდილოვანი ანგარიშია – "ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: ევროკავშირ–საქართველოს სამოქმედო გეგმის ამოცანების შესრულება". ჩრდილოვანი ანგარიში რამდენიმე მიმართულებით დამუშავდა. ანგარიშის შედგენაში მონაწილეობდენენ: თამარ ხიდაშელი (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია), თამარ პატარაია (მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი), მარიამ გაბედავა (საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო), რევაზ საყევარიშვილი (ანალიტიკური ცენტრი ეკონომეტრი), ნინო დანელია (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი), მანანა ქოჩლაძე (საზოგადოება მწვანე ალტერნატივა), ეკატერინე სირაძე–დელონე (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება). საკონსტიტუციო რეფორმის ხარვეზებზე "თბილისი მარიოტში" თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა. საკონსტიტუციო რეფორმით ვერ მოხდა ორი ძირითადი გაცხადებული მიზნის შესრულება: ქართული საზოგადოების კონსოლიდაცია; შეკავების და დაბალანსების ინსტიტუციური პრინციპის აღდგენა პარლამენტის როლის გაზრდით და იმ ზომების მიღებით, რაც უზრუნველყოფდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნას. „პარლამენტის როლი გაზრდის ნაცვლად, შეიძლება ითქვას, რომ დასუსტებულიც კი არის და მთავრობა დომინირებს“,–განაცხადა ჩუგოშვილმა. მედიის და სარეკლამო ბაზრის მონოპოლიზაციაზე ნინო დანელიამ ისაუბრა. მისი თქმით, 2010 წელს გამორჩეული იყო რამდენიმე ფაქტორი. დადებითი, რაც მან აღნიშნა, უკავშირდება კანონპროექტს მედია გამჭვირვალობის შესახებ. კანონი, რომელიც მედიის მფლობელთა გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, პარლამენტში განიხილება. დანელიას თქმით, მკვეთრად გაუარესდა მდგომარეობა საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით. 2010 წელს ჟურნალისტებისთვის შეუღწევად რამდენიმე სამინისტროს თბილისის მერია დაემატა. მედიის მონოპოლიზაცია ნინო დანელიამ კომპანია GMG-ის დაუკავშირა. ამ დროისთვის GMG საკაბელო ტელევიზიების საშუალებით ოთხი არხით მაუწყებლობს. დანელია კი ფიქრობს, რომ 6 ტელეკომპანია, მათ შორის, "რუსთავი 2", "იმედი", "საქართველო", "რეალ ტივი", "პირველი სტერეო" და "მუზიკ ბოქსი", GMG-ის ჯგუფში გაერთიანდება და მათ ერთი მფლობელი ეყოლებათ. გარემოს დაცვის საკითხებზე მანანა ქოჩლაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ის პროექტები, რაც დღეს გარემოს დაცვის კუთხით ხორციელდება, მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებულია. საბიუჯეტო სახსრები სხვადასხვა გარემოს დაცვით პროექტებზე არ არის გამოყოფილი. “საქართველოში გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა ჯერ კიდევ არაეფექტურია საზოგადოებისთვის, როგორც ინფორმაციის მიწოდების, ასევე მონაწილეობის კუთხით” – ნათქვამია ანგარიშში. საარჩევნო გარემო ანგარიშში ეკა სირაძე–დელონემ შეაფასა. "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა რამდენიმე დადებით ფაქტორი გამოყო. მათ შორის მერის არჩევითობა, ასევე, ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება დათანხმდა არჩევნებზე მაჟორიტარული სისტემის დაყოფის ცვლილებას და ხმების გამოთანაბრების პროცესს. ეკა სირაძის თქმით, 30 მაისის არჩევნების ძირითადი პრობლემა იყო ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტორი. ასევე ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზეწოლა, როგორც სირაძემ უწოდა, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მობილიზებას სიებით საარჩევნო უბნებთან. ანგარიში ეხება სისხლის სამართლის ახალი კოდექსის მიღებასაც. თუმცა, ახალი საპროცესო კოდექსი არ შეესაბამება სრულად ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ნორმებს. ევროპის საბჭოს ექსპერტები, ანაგარიშის მიხედვით, იზიარებენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების აღნიშნულ მოსაზრებას. ასევე, ანგარიშში განხილულია საპატიმროში პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და პატიმრების რაოდენობასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც არ შეიძლება იყოს გამოწვეული მხოლოდ დანაშაულის მატებით. ანგარიშში ერთ–ერთ გამოწვევად ე.წ. მსხვილი კორუფციაა. მომზადებული ჩრდილოვანი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მცირე კორუფცია აღარ წარმოადგენს პრობლემას. თუმცა ამის ნაცვლად საუბარია მსხვილ კორუფციაზე, რომლის მთავარი წყარო ტენდერი და საინვესტიციო გარიგებებია. ანგარიშის მოსმენის შემდეგ ფურნიემ განაცხადა, რომ აუციელებელია ამ კონტექსტში სხვა სახის ნაბიჯები გადაიდგას. „ამ საკითხებზე მეტი სემინარი უნდა ჩატარდეს და განისაზღვროს კონკრეტული ნაბიჯები, რაც ვითარებას რეალურად შეცვლის. ის, რაც ახლა მოვისმინეთ, ვწუხვარ, მაგრამ ნებისმიერი ევროპელისთვის დეპრესიის მომგვრელია“ - განაცხადა ერიკ ფურნიემ. “რა თქმა უნდა, წინსვლა იყო, თუმცა ჩვენი ვალია, რომ უფრო მეტად პრობლემებზე ვისაუბროთ. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს თანამშრომლობას ევროპასთან შედეგი არ ჰქონია. რა თქმა უნდა, ჰქონდა და რომ არ ყოფილიყო ეს თანამშრომლობა, მდგომარეობა გაცილებით უარესი იქნებოდა”, – ასე უპასუხა ქეთი ხუციშვილმა, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ ფურნიეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. თბილისის მერიის კონტრაქტორ კომპანიას დაქირავებული მუშახელის მიმართ 85 ათასი ლარის დავალიანება მართებს. ინფორმაცია ამის თაობაზე დღეს სპეციალურ ბრიფინგზე გაახმიანა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან“ ჯაბა სამუშიამ. სამუშიას თქმით, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ჯანსუღ კახიძის სახელობის სკვერის მოსაწყობად თბილისის მერიამ შარშან ნახევარი მილიონი ლარი გამოყო და ეს თანხა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას – შპს „ბაზალტი–იმპულსი 2008“–ს გადასცა. ამ თანხის 21% სკვერის კეთილმოწყობაზე მომუშავე პირების ხელფასების გასაცემად იყო გათვალისწინებული. თუმცა, იქ დასაქმებულ 50-60 მუშას სამი თვის ხელფასი არ მიუღია. მათ შორისაა არჩილ ბარბაქაძე. „ოქტომბრის თვიდან ვმუშაობდი სკვერის მშენებლობაზე, მაგრამ ხელფასი ამ დრომდე არ მიმიღია, არადა, 1000 ლარი უნდა ამეღო,“ – აცხადებს ბარბაქაძე. კახიძის სკვერის კეთილმოწყობაზე დასაქმებული მუშები ამბობენ, რომ კომპანიასთან მათ შესაბამისი კონტრაქტები აქვთ გაფორმებული. მათივე თქმით, კომპანია მუშებს სახელფასო დავალიანების გასტუმრებას პირდება. ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, თბილისში ხშირია შემთხვევები, როცა ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ადამიანებს ამუშავებენ და შემდეგ მათი ხელფასების გაცემაზე აღარ ზრუნავენ. ჯაბა სამუშიას განცხადებას საკრებულოს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, კოკი იონათამიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, კომპანია "ბაზალტი იმპულსთან" თბილისის მერიას კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები შესრულებული აქვს და თუ აღნიშნული კომპანიის თანამშრომლებს ხელფასები არ მიუღიათ, მათ შრომითი უფლებების დასაცავად შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ. "საზოგადოებას მოეხსენება, რომ ტენდერები, რომელსაც ქალაქის მერია აცხადებს, არის ელექტრონული, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი მაქსიმალურად გამჭვირვალეა და ის ლოტი, რომელიც გააკეთა ამა თუ იმ კონკურსში მონაწილე ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა, მისაწვდომია ნებისმიერი თბილისელისთვის. აქედან გამომდინარე, კითხვები და ეჭვები ამ თემასთან დაკავშირებით აბსოლუტურად უსაფუძვლოდ მიმაჩნია. რაც შეეხება კონკრეტულად არსებული კომპანიის სახეს, ამ კომპანიასთან მიმართებით მერიას კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა პირობა შესრულებული აქვს და თუ ადამიანებს გარკვეული პრეტენზია აქვთ ამ ფირმასთან, ბუნებრივია, ეს კანონის დარღვევაა და მათ შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ. დარწმუნებული ვარ, რომ მათი ინტერესები დაცული იქნება”, - განაცხადა კოკი იონათამიშვილმა. სამუშია მოითხოვს, რომ თბილისის მერიამ და საკრებულოს სარევიზიო კომისიამ განხილონ აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებული საკითხი და დაინტერესდნენ, თუ რას მოხმარდა კომპანიისთვის გადარიცხული თანხა. შპს „ბაზალტი–იმპულსი 2008“ 2008 წლის 20 ივნისს რეგისტრირებული კომპანიაა. 2010 წლის ნოემბრიდან კომპანიის 100%–ანი წილის მფლობელი და დირექტორი არჩილ გორდულაძეა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  10. რადიო „ჰერეთი“, რომელიც კახეთის რეგიონში მაუწყებლობს, დახმარებისთვის ევროკავშირის წარმომადგენლობასა და საელჩოებს მიმართავს. „რადიო „ჰერეთი“ უკვე მესამე წელია უშედეგოდ ითხოვს მაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვებას საქართველოს დედაქალაქ თბილისში. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ამ დრომდე აჭიანურებს ახალი ლიცენზიების გაცემას მაუწყებლებისთვის, მოტივად კი “საზოგადოებრივი აზრის კვლევას” ასახელებს, რომელიც არ გამოქვეყნებულა “ვარდების რევოლუციის” შემდეგ - 2004 წლიდან. მაუწყებლობის კანონის მიხედვით კი, ასეთი სახის კვლევის ჩატარება 2 წელიწადში ერთხელ უნდა ხდებოდეს“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ჰერეთის“ დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე ავრცელებს. მისივე თქმით, ცნობილია, რომ კომისია უკვე ადგენს პრიორიტეტებს მაუწყებლებისთვის, რადგან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შესაბამისი ინფორმაცია ამის თაობაზე მიმდინარე წლის 4 მარტს გამოაქვეყნა თავის ვებ–გვერდზე. თუმცა ამავე ვებ–გვერდზე არ არის განთავსებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები. „სამწუხაროდ, აღნიშნული პროცესები გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს... ვინაიდან საქართველოს აღებული აქვს ვალდებულებები ევროკავშირთან ლიცენზირების გამარტივების პროცესებთან დაკავშირებით, მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად ჩაერთოთ აღნიშნულ პროცესებში, რადგან სამართლიანად, ობიექტურად და გამჭვირვალედ მოხდეს აღნიშნული პროცესების წარმართვა,"- ნათქვამია წერილში, რომლითაც რადიო „ჰერეთი“ ევროკაშვირის წარმომადგენლობას მიმართავს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  11. /get_img?ImageId=3585 საკაბელო ტელევიზიების ნაწილმა, მათ შორის, „ჯი–ენ–ენ“–მა და "დიდგორმა" რუსთავი 2–ის ტრანსლირება დღეს აღადგინეს. "პატივცემულო აბონენტებო! სს "ჯი–ენ–ენი" გაცნობებთ, რომ "რუსთავი 2" გათიშულია მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნით" – ეს შეტყობინება "ჯი–ენ–ენ"–მა გუშინ თავისსავე ეთერში განათავსა, თუმცა დღეს კომპანიის დირექტორი მირიან კიკნაძე ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ "რუსთავი 2" "გაურკვევლობის გამო" გაითიშა. საკაბელო ტელევიზიების წარმომადგენლები, რომლებმაც გუშინ "რუსთავი 2"–ის ტრანსლირება შეწყვიტეს, აცხადებენ, რომ ისინი საქართველოს ტელექსელების ასოციაციამ გააფრთხილა და აცნობა მათ, რომ აღარ ჰქონდათ უფლება, "რუსთავი 2" ეთერში გაეშვათ. ამ მიზეზით "რუსთავი 2"–ის ტრანსლირება რამდენიმე საკაბელო ტელევიზიამ გუშინ რამდენიმე საათით შეწყვიტა. ამის შემდეგ საკაბელო ტელევიზიების მფლობელები თავად დაუკაშვირდნენ "რუსთავი 2"–ს. როგორც "ნეტგაზეთისთვის" გახდა ცნობილი, მათ მიიღეს ნებართვა არხის ტრანსლირებაზე საკაბელო მაუწყებლების მეშვეობით. როგორც საკაბელო ტელევიზია "დიდგორის" დირექტორი ამბობს, საკაბელოები თავად გააფორმებენ ხელშეკრულებას "რუსთავი 2"–თან. "ნეტგაზეთის" რამდენიმე საათიანი მცდელობის მიუხედავად, "რუსთავი 2"–ის იურისტი განმარტებას მოუცლელობის მიზეზით არ აკეთებს. "რუსთავი 2"–ის ტრანსლირება ჯი–ენ–ენმა დღეს, დილის რვა საათზე, აღადგინა. როგორც "დიდგორის" დირექტორი ამბობს, მათ "რუსთავი 2" გუშინ ღამითვე ჩართეს. "ჯი–ენ–ენი" თბილისის ოთხ რაიონს ემსახურება, "დიდგორი" კი მხოლოდ ერთს – დიდ დიღომს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  12. /get_img?ImageId=3546 Japan on nuclear alert ბირთვული საფრთხის გამო ჰოლანდიურ ტელეარხებს– RTL-ს, NOS-სა და VRT-ს იაპონიიდან თანამშრომლები გაჰყავთ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ალ ჯაზირა“ ავრცელებს. ფუკუშიმას მეოთხე რეაქტორზე აფეთქების შედეგად რეაქტორის საცავი დაზიანდა, რადიოაქტიური ნივთიერებები კი ატმოსფეროში ვრცელდება-აცხადებს BBC. სიტუაცია იაპონიაში ყოველ წამს იცვლება. "ალ ჯაზირას" ტელეარხის ინფორმაციით, საფრანგეთის საელჩომ ტოკიოში გააფრთხილა საფრანგეთის მოქალაქეები, რომ მცირე დოზის რადიაციული ნაწილაკებს ქარი ტოკიომდე დაახლოებით რამდენიმე საათში მიიტანს. ამასთანავე, იაპონიის ხელისუფლებამ ფუკუშიმას გარშემო საშიში ზონა 20-დან 30 კილომეტრამდე გაზარდა. ტერიტორია არასაფრენ ზონად გამოცხადდა. 200 ათასზე მეტი ადამიანი უკვე ევაკუირებულია, ხელისუფლებამ დანარჩენ მოსახლეობას მოუწოდა, რომ საცხოვრებელი სახლები არ დატოვონ. დღეს, ტოკიოს დროით 9 საათზე და 40 წუთზე, ფუკუშიმას მეოთხე რეაქტორის შენობაში ხანძარი გაჩნდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლის იოკიო ედანოს თქმით ცეცხლის გაჩენა წინა შემთხვევების მსგავსად ჰიდროგენის აფეთქებამ გამოიწვია, ამჯერად კი ბირთვული რეაქტორიც დაზიანდა. იაპონური მედიასაშუალების, Japan Times-ის ცნობით, რადიაციის დონე ფუკუშიმას აეს-ის ტერიტორიაზე ათეულობით აღემატება დასაშვებ ნორმას. გამოცემის ინფორმაციითვე, ფუკუსიმას სამხრეთით, იბარაკის პრეფექტურაში, რადიაციის დონემ დასაშვებ ზომას მნიშვნელოვნად აღემატება. გამოცემასთან საუბრისას ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა განაცხადა, რომ ფუკუშიმადან ამოფრქვეულ რადიაციული ნივთიერებები ქარს სხვადასხვა მიმართულებით მიაქვს, თუმცა ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ჯერჯერობით საფრთეს არ წარმოადგენს. რადიაციის დონე დასაშვებ ნორმას 9-ჯერ აღემატება ტოკიოს სამხრეთით, კანაგავას პრეფექტურაში. Japan Times-ის ინფორმაციით, ტოკიოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტოკიოს ჰაერში უკვე აღმნოჩენილია ქარის მიერ მოტანილი რადიოაქტიური ნივთიერებები– ცეზიუმი და იოდინი. თუმცა ეს ადამიანთა ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. თავად ტოკიოს მცხოვრებნი ჯერჯერობით კვლავ გაურკვევლობაში არიან და მათი ნაწილი ქალაქიდან ევაკუაციაზე ფიქრობს. ადგილობრივი ჟურნალისტი ტვიტერით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტოკიოს ყველა საჯარო სკოლა 22 მარტამდე დაკეტილია. ტოკიოს მცხოვრები ოლივერ რაიშენსტაინი(Oliver Reichenstein) ტვიტერზე წერს,: „გადავწყვიტეთ, რომ მატარებლით წავიდეთ ოსაკაში. თუ სიტუაცია უარესობისკენ შემობრუნდება, არ მინდა, ჩემი 2 წლის შვილი რისკის ქვეშ დავაყენო.“ ტვიტერის კიდევ ერთი მომხმარებელი ტოკიოდან წერს, რომ მისი ნათესავები ტოკიოს დატოვებაზე ფიქრობენ, ის თავის ცოლთან და სიდედრთან ერთად კი ადგილზე რჩება. "სიდედრმა თქვა, რომ ჩვენ 60 წელს გადაცილებული ვართ და რადიაციაზე სანერვიულოდ დიდ დრო არ გვაქს, ამიტომ ადგილზე ვრჩებით." ამავე თემაზე: კიდევ ერთი აფეთქება ატომურ ელექტროსადგურზე Live იაპონიიდან(Sky News-ის პირდაპირი მაუწყებლობა) იაპონიის მთებში ვულკანი ამოიფრქვა იაპონია ბირთვული კატასტოფის მოლოდინში უახლესი ცნობები იაპონიის ბირთვული საფრხთის შესახებ სრული ინფო(netgazeti.ge)
  13. სამინისტროებს შორის ყველაზე ინფორმაციული ვებ-გვერდი შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. ასე ფიქრობს გამოკითხულთა 24%. ინტერნეტ–გამოკითხვა საინფორმაციო პორტალმა onlinenews.ge–მ ჩაატარა. გამოკითხვაში, რომელსაც სახელმწიფო დაწესებულებების ყველაზე ინფორმაციული ვებ–გვერდები უნდა გამოევლინა, 10500-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია და გამარჯვებულთა დაჯილდოება დღეს სასტუმრო «ქორთიარდ მარიოტში» გაიმართა. სამინისტროებს შორის ყველაზე ინფორმაციული ვებ-გვერდი შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. ასე ფიქრობს საიტის გამოკითხულთა 25%. ინტერნეტ–გამოკითხვა საინფორმაციო ონლაინ პორტალმა onlinenews.ge–მ ჩაატარა. გამოკითხვის შედეგად, პირველი ადგილი www.police.ge-მ დაიკავა. მეორე ადგილზე ხმათა 23%-ით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდი www.mes.gov.ge გავიდა. მესამე ადგილზე კი 22%-ით – იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდი – www.justice.gov.ge. მაღალი შედეგები აჩვენეს, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სპორტისა და ახალგზრდულ საქმეთა, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროების ვებ–გვერდებმაც. დანარჩენი 9 სამინისტროს ვებ-გვერდებმა კი რაოდენობრივად საშუალოდ 10-დან 20-მდე ხმა მიიღეს (0%). საპრიზო ადგილებზე გასული სამინისტროების წარმომადგენლებს სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი სიმბოლოები გადაეცათ. შინაგან საქმეთა სამინისტროდან ღონიძიებას ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შოთა უტიაშვილი ესწრებოდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნიაშვილი, იუსტიციის სამინისტროდან კი –ადმინიტრაციის ხელმძღვნელი, ანდრო გიგაური. სრული ინფო(netgazeti.ge)
  14. ეუთოს ოფისისის თავმჯდომარე, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია. როგორც ნეტგაზეთს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აჟუბალისი ახლა სამინისტროშია და მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს ხვდება. დღესვე დაგეგმილია აჟუბალისის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარესთან, დავით ბაქრაძესთან. აჟუბალისი თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. საქართველოში ორი დღის მანძილზე დარჩება. თბილისში ყოფნისას დაგეგმილია მისი შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრთან. საქართველოდან აჟუბალისი ერევანში გაემგზავრება. ცნობილი ხდება, რომ ამ ქვეყნებში ყოფნისას იგი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრების მთავარი თემა გაჭიანურებული კონფლიქტებია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  15. ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის სისტემა საქართველოში იმგვარია, რომ ინერტული და სამშენებლო მასალების მოპოვების მსურველს შეუძლია უბრალოდ იყიდოს ლიცენზია სახელმწიფოსგან და აწარმოოს სამუშაოები მოპოვების ტექნიკური პარამეტრების დაცვით; სხვა საკითხები, როგორიებიცაა: ზეგავლენა ბიომრავალფეროვნებაზე, წყლისა და ჰაერის ხარისხზე, ადამიანის ჯანმრთელობასა და მის საკუთრებაზე, ადგილობრივ ინფრასტრუქტურაზე და სხვა, აბსოლუტურად იგნორირებულია, – ამბობს ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" პოლტიკის ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე "ახალი გაზეთის" ჟურნალისტებთან საუბარში. ჟურნალისტური მოკვლევის მიხედვით, საჩხერის რაიონში ფილტვების დაავადებების რაოდენობა ქვიშის მოპოვების სტანდარტების დარღვევის გამო მატულობს, მოსახლეობა გაუსაძლის პირობებშია ქუთაისში, ჭომის უბანში. ამ კარიერზე მუშაობა თითქმის ერთი წლის განმავლობაში უკანონოდ მიმდინარეობდა, მიუხედავად იმისა, რომ ინერტული მასალა ქუთაისში მიმდინარე მშენებლობებს ხმარდებოდა. გაზეთი "სამხრეთის კარიბჭე" იმ საერთო ეკოლოგიურ საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც საქართველოსა და სომხეთს ემუქრება. საქმე იმაშია, რომ თეგუტში, სომხეთის ტერიტორიაზე, საქართველოსთან ახლოს, მძიმე ლითონებით დაბინძურებული, ნახევრადთხევადი ნარჩენების შემგროვებელი კონსტრუქცია შენდება. სპილენძისა და მოლიბდენის თეგუტის საბადო ხანაძორის ხეობაში, საქართველოდან 10-15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. საწარმოს ინდუსტრიული ნარჩენები, რაოდენობის მიხედვით, სომხეთში ყველაზე დიდი – 180-200 მილიონი კუბური მეტრი იქნება. პროექტით 4 კილომეტრი სიგრძისა და 7 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის კუდსაცავის მშენებლობაა გათვალისწინებული. მძიმე ლითონებით დაბინძურებული, ნახევრადთხევადი ნარჩენების შემგროვებელი კონსტრუქცია მდინარე შნოღის აუზშია. შნოღი დებედას ერთ-ერთი მთავარი შენაკადია, დებედა კი სომხეთიდან საქართველოში მოედინება და მდინარე ხრამს უერთდება. იმისათვის, რომ ხანაძორის ხეობის ამ ტერიტორიაზე კუდსაცავი აეშენებინათ, ტყის 7-კილომეტრიანი მასივი გაიჩეხა. ბუნებრივი რესურსების მოსაპოვებლად ხეობის ამ ნაწილის გათხრა სომხურმა კომპანიამ ორი წლის წინათ დაიწყო. თუმცა ტრანსასაზღვრო დაბინძურების რისკები მას დღემდე არ შეუსწავლია. „სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მოპოვებითი სამუშაოები გამოიწვევს ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დაბინძურებას, ბიომრავალფეროვნების დაკარგვასა და ეკოსისტემის განადგურებას ხანაძორის ხეობაში. ტყის მასობრივი ჭრა კი გაზრდის მეწყერებისა და წყალდიდობების რისკს“, - ამბობს ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ დირექტორი მანანა ქოჩლაძე. თუმცა, მისი თქმით, ყველაზე დიდი რისკი დაკავშირებულია კუდსაცავთან, რომელმაც მილიონობით ტონა ტოქსიკური ნარჩენი უნდა შეაკავოს. რადგან კუდსაცავის ნებისმიერი გაჟონვა შეუქცევად ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ სომხეთს, არამედ საქართველოსაც, ტოქსიკური ნივთიერებები კი ტრანსასაზღვრო მდინარე დებედაში მოხვდება: „ყოველდღიურ საშიშროებას წარმოადგენს, როგორც მიწისქვეშა წ####ბის დაბინძურება, ისე დროთა განმავლობაში კუდსაცავისა და ზედაპირის დაშრობის შედეგად ჰაერით ტოქსიკური ნივთიერებების გადატანა“. კუდსაცავში შენახული ნახევრადთხევადი ნარჩენები კი ისეთ მძიმე ლითონებს შეიცავს, როგორებიცაა: სპილენძი, ვერცხლი, მოლიბდენი. ამ ლითონებით დაბინძურებული მდინარით მორწყული ნიადაგიდან მძიმე ლითონები საკვებ ჯაჭვში გადადის და ონკოლოგიური და კანცეროგენული კერების საფრთხეს წარმოშობს. შესაძლო ტრანსასაზღვრო რისკების განსახილველად „მწვანე ალტერნატივამ“ და სომხურმა თეგუტის ტყის დამცველმა ჯგუფმა ერევენში კონფერენცია მოაწყვეს და მასში როგორც სომხური, ასევე ქართული მთავრობების ჩართვასაც ეცადნენ, თუმცა, უშედეგოდ – არც ერთი სამინისტრო კონფერენციაზე არ გამოცხადებულა. საქართველო დღემდე არ არის მიერთებული ესპოს კონვენციას „ტრანსასაზღვრო კონტექსტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ", რის შემდეგაც სომხური მხარე ვალდებული იქნებოდა, პროექტის შესახებ ინფორმაცია საქართველოსთვის მოეწოდებინა. 5 ქართული და 25 სომხური არასამთავრობოების მთავრობებისადმი მიმართვასაც დღემდე პასუხი არ მოჰყოლია. გაზეთი "სპექტრი" იმ სოფლის პრობლემებს აშუქებს, რომელიც ერისიმედად შეიქმნა, დღეს კი ვაჭრობის საგანია. სხვა ბევრი საქართველოს სოფლის მსგავსად მასაც აწუხებს– უწყლობა, უგაზობა, აფთიაქის უქონლობა, სახლების წვიმიან სეზონში დატბორვა. მაგრამ 25 წლის წინათ ეკომიგრანტებით დასახლებული სოფლის გაუსაძლის ყოფას აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის პროცესში არსებული პრობლემა ემატება. ამ თემას ჟურნალისტები ხშირად აშუქებენ, თუმცა, უშედეგოდ. საქმე იმაშია, რომ სოფლის ორი ქუჩა, საძოვრები, სახნავ-სათესი ფართობები, აზრბაიჯანის მხარის აზრით, მათი ტერიტორიაა. მოსახლეობას კერძო საკუთრების, მიწის დაკანონება არ შეუძლიათ. იმ შემთხვევაში, თუ მათი საცხოვრებელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდება, მოსახლეობის ნაწილი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას ფიქრობს, თუმცა კომპენსაციის მიღების იმედი არ აქვთ, ნაწილს კი, ვისაც აქ ოჯახის წევრების საფლავები ეგულება, ამაზე ფიქრიც კი თავზარს სცემს. ადგილობრივი ხელისუფლების პოზიცია აბსოლუტურად არაადეკვატური და მიუღებელია – მოგვმართონ, და თუ რამე პრობლემები აქვთ, მოვუგვარებთო – ასეთია სიღნაღის გამგეობის პირველი პირის კომენტარი. თუმცა, ჯერ კიდევ 2010 წლის 6 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ეს სოფელი იმყოფება იმ ტერიტორიაზე, რომელიც დელიმიტაციის პროცესშია და სადავო ობიექტს წარმოადგენს." ადგილობრივი მოსახლეობა ერთ საინტერესო ფაქტზე ამახვლებს ყურადღებას: სასაზღვრო მავთულხლართი შესაძლოა მართლაც შეცდომითაა გავლებული (აზერბაიჯანული მხარე სწორედ ამაზე აპელირებს, რომ სატელიტიდან გადაღებულ ფოტოზე საზღვარი არასწორად, ცდომილებითაა გავლებული, თუმცა ამის მიზეზი, მდინარე ალაზნის კალაპოტის, აზერბაიჯანის სასარგებლოდ, ცვლილება შეიძლება იყოს), მაგრამ იქვე, ეგრეთ წოდებულ "მრგვალ ტბასთან", ისინი 70-80 ჰექტარ საქართველოს კუთვნილი ტერიტორიით უპრობლემოდ სარგებლობენ – ერისიმედელებს ამ ფართობებამდე მისვლაში წყალი უშლით ხელს. რატომ ცდილობს აზერბაიჯანის მხარე თითო მეტრი მიწის დატოვებას და რატომ არ ადარდებს საქართველოს ხელისუფლებას ჰექტრობით ტერიტორიის შენარჩუნება და მათზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვა? – ესაა შეწუხებული მოსახლეობის მთავარი კითხვა. ანალოგიურ კითხვას სვამს ექსპერტი მამუკა არეშიძე და კონკრეტული მაგალითიც მოჰყავს: აზერბაიჯან-დაღესტნის საზღვარზე მდინარე სამურმაც შეიცვალა კალაპოტი, ოღონდ ამჯერად რუსეთის სასარგებლოდ. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მედვედევის ბაქოში ვიზიტისას მოახერხა არა მხოლოდ ამ ტერიტორიის შენარჩუნება, ორი ლეკური სოფელიც კი აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღმოჩნდა. საქართველოსაც მართებს იყოს პრინციპული ერისიმედისა და დავითგარეჯას საკითხთზებთან დაკავშირებით , _ ამბობს არეშიძე გაზეთთან საუბარში. გაზეთი "რუსთავის ამბები" წერს, რომ რუსთავში თავისუფალი მიწის რესურსი აღარ დარჩა. წლების განმავლობაში ურბანული მიწების უკონტროლო გასხვისებს უკონტროლო პროცესმა ქალაქის ხელისუფლება დილემის წინაშე დააყენა: რუსთავის განაშენიანების პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან თავისუფალი მიწის რესურსი აღარ არსებობს. შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარი გადაწყვეტილებების საფუძველზე ისე ინაწილებდნენ მიწებს, თავს არ იწუხებდნენ ფიქრით, რომ ქალაქს აუცილებელი საჭიროებებისთვის ეს რესურსი დასჭირდებოდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ფეხით მოსიარულეთა ბილიკები, მწვანე ზოლში მოქცეული ტერიტორიები, და ზოგ შემთხვევაში ავტობუსების გაჩერებებიც კი კერძო მფლობელობაში მოექცა. მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ ქალაქს დღემდე არ აქვს გენერალური განაშენიანების გეგმა. ახლა ამ გეგმის შექმნის შემთხვევაშიც კი პრობლემა დღის წესრიგიდან ვერ მოიხსნება, რადგან ქალაქს თავისუფალი მიწის რესურსი პრაქტიკულად აღარ გააჩნია. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 3 წლის განმავლობაში თელავში მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების ხარისხის გასაუმჯობესებლად,დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაიხარჯა. მიუხედავად, ამისა, თელავში სასმელი წყლის დეფიციტია. მოსახლეობას წყალი კვირაში ორჯერ, 2 საათით მიეწოდება და სპეციალისტების დასკვნით, ისიც დაბინძურებულია. როგორც თელავის მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, მდგომარეობა ბოლო 4 კვირის განმავლობაში გაუარესდა. მანამდე თელავს სასმელი წყალი კვირაში 3 -ჯერ მიეწოდებოდა. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის ფილიალის მენეჯერის ფარნა მაყაშვილის თქმით, სასმელი წყლის მიწოდების გრაფიკის შემცირება რეზერვუარებში წყლის დეფიციტმა გამოიწვია. „ჩვენ წყალს თვითდინებით ვიღებთ, ტუმბოები არ გვაქვს. წყლის ოდენობა შემცირდა, რის გამოც იძულებული ნგავხდით, გრაფიკი 1 დღით შეგვემცირებინა. დაახლოებით 10 დღეში, ნალექების მომატების ხარჯზე, წყლის დონის მატებას ველოდებით“, - განაცხადა მაყაშვილმა. მისივე თქმით, თელავში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე 2011 წელს 6 590 000 ლარი დაიხარჯება. თელავში სასმელი წყლის დეფიციტთან დაკავშირებით კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი კომენტარს არ აკეთებს. გუბერნატორის მოადგილე გიორგი სიბაშვილი კი განმარტავს, რომ დეფიციტი კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია. „არსებობს გეოლოგიური დასკვნები, რომლითაც დადასტურებულია, რომ სასმელი წყლის დეფიციტი ბუნებრივმა კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია“, - აღნიშნა სიბაშვილმა. გაზეთი "გურია ნიუსი" სოფლის მეურნეობის მინისტრის გურიაში სტუმრობას ფართოდ აშუქებს სტატიაში "წინასწარმეტყველი კვეზერელის ჯადოსნური ხილვა", რომელსაც გაზეთის ვებ-გვერდზე წწწ.გურიანეწს.ცომ წაიკითხავთ. გაზეთი ასევე აქვეყნებს ინფორმაციას, თუ როგორ უკრძალავენ ოზურგეთში საჯარო მოხელეებს, საჯარო სამსახურებს არა თუ ინფორმაციის მიწოდებას, არამედ კომენტარების გაკეთებასაც კი "გურია ნიუსთან". ამის პარალელურად, თუ როგორ აიძულებენ საჯარო მოხელეები მათთვის სასურველი პრესის გამოწერას სკოლების თანამშრომლებს და ამისათვის თათბირებსაც კი მართავენ. "გურია ნიუსს" რამდენიმე სკოლის დირექტორის ჩანაწერიც აქვს, რომელშიც ისინი ჩოხატაურის რესურსცენტრში საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მიერ ჩატარებულ თათბირზე გაცემულ დირექტივაზე საუბრობენ. მასწავლებლებს და საჯარო მოხელეებს ასევე აიძულებენ 3-3 კილოგრამი ჰიბრიდული სიმინდის თესლი შეისყიდონ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  16. "მედია-კავშირ „ობიექტივისა“ და საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის ინიციატივით 2011 წლის 18 მარტს, 18.00 საათზე, კინოს სახლთან დანიშნულია აქცია, „მეც პატიმარი ვარ“. გაზიარება [16:26 13-03-2011] http://2.bp.blogspot.com/-dut8R17yfnI/TX0AnIHe67I/AAAAAAAAAaM/76sYThnKQNI/s320/irma.jpgაქციის მიზანია: საქართველოში პატიმართა წამების ფაქტების საჯარო გაპროტესტება და წამების, როგორც არაჰუმანური მოვლენის აღკვეთა. მოგეხსენებათ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დამცველების მიერ დაფიქსირებულია პატიმართა წამების 4 ფაქტი, რაც თავისთავად იწვევს შეშფოთებას. მოგმართავთ თხოვნით, გაუწიოთ საინფორმაციო მხარდაჭერა პატიმრებს, რომლებსაც არაადამიანურ პირობებში უწევთ სასჯელის მოხდა. გთავაზობთ ორშაბათიდან, ანუ 2011წლის 14 მარტიდან 2011 წლის 18 მარტის, პარასკევის ჩათვლით სოლიდარულ მედია-კამპანიაში მონაწილეობას, რომელიც ითვალისწინებს პატიმართა წამების ფაქტებზე რეაგირებას, ამ ფაქტების გაშუქებას და საზოგადოების კონსოლიდაციას, საქართველოში წამების აღკვეთის მიზნით. თუ შესაძლებელია, იქნებ, ერთი კვირის მანძილზე ყველა ბეჭდური გამოცემის პირველი გვერდი დაუთმოთ პატიმართა წამების თემას. თხოვნით მოგმართავთ დამოუკიდებელი ტელეკომპანიების: „კავკასიისა“ და „მაესტროს“ ხელმძღვანელობას, რათა დაგვეხმაროთ 18 მარტის აქციის გაშუქებასა და საინფორმაციო უზრუნველყოფაში. 18 მარტის საპროტესტო აქციამდე კი, გთხოვთ, თუნდაც, ხანმოკლე საეთერო დროის გამოყოფას, რათა აქციის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა: ჯემალ სეფიაშვილმა, დიმიტრი ჯაიანმა, ადა მარშანიამ, გიორგი კორკოტაშვილმა, ლალი აფციაურმა, ზურაბ მანჯავიძემ მონაწილეობა მიიღონ თქვენს თოქ-შოუებში და საზოგადოებას განუმარტონ, თუ რას ისახავს მიზნად 18 მარტის აქცია. კოლეგებო, იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერისა და თანადგომისა" – ამ საკითხზე "ქართული რადიოს" ეთერში სტუმრის სტატუსით მიწვეული ირმა ინაშვილი, 21:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში საუბრობდა. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  17. 9 მარტს SABIT-ისთვის ჩატარებული სემინარის პრეზენტაცია, ვფიქრობ, სოციალურ მედიაში მარკეტინგით დაინტერესებულებს შეიძლება რამეში გამოგადგეთ, ამიტომ გაგიზიარებთ. სრული მასალა პატარა წიგნივით გამოვიდა. ესთეტიკის ტრფიალებს ბოდიში, არ მიყვარს Powerpoint-ში პრეზენტაციების კეთება. ანუ დიზაინში ჩასმა, ყუთების აქეთ-იქით მიწევა, ლამაზი სურათებით გაფორმება. Content is the king. დანარჩენი ყველაფერი – დროს მაკარგვინებს უაზროდ :დ [მინირეკომენდაცია: მარცხენა ქვედა კუთხეში scroll-იდან გადართეთ book-ზე] View this document on Scribd Filed under: სოციალური მედია, Web Tagged: ბლოგი, დოდკა, ინტერნეტ მარკეტინგი, მარკეტინგი, პრეზენტაცია, სემინარი, სოციალური მედია, ტრენინგი, SABIT http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1909/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1909/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/dodka.wordpress.com/1909/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/dodka.wordpress.com/1909/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1909/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1909/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1909/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1909&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე
  18. ძველი ანონსი გემახსოვრებათ ალბათ: ძველი ანონსი. მინდა წარმოგიდგინოთ ვესჩი, დიადი იმორტალ დრანკარდსის, რომელიც თითქმის ასეთივე სიდიადის ბრიტნი სპირსის მეტალ ქავერს წარმოადგენს. ბევრი რომ არ გავატრაკო, ტიტრები და წავიდა ტრეკი. გიტარა, კლავიში, ბასი, დრამი, არანჟირება და კაცის ვოკალი – მე. ქალის ვოკალი – სვიტი. გენადი, ფონოგრამა: Filed under: გასართობი, შემოქმედება, music, Podcast Tagged: ვეში, იმორტალ დრანკარდსი, [...]http://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=1984&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
  19. http://zvigena.files.wordpress.com/2011/03/dzalamidze1jpg.jpg?w=300&h=196 გუშინ ნიკა ძალამიძემ რიგით მეორე თამაში ჩაატარა პოლონეთის რანგით უმაღლეს ლიგაში მოთამაშე ლოძის “ვიძევში”. პირველი შეხვედრისგან განსხვავებით მან მატჩი ძირითადში დაიწყო და ალბათ ადგილიც ამ შეხვედრის შემდეგ იქ დიდი ხნით დაიბევა. პირველი ტაიმის ნახევარი იყო გასული, ნიკამ პარტნიორისგან გრძელი პასი მიიღო – ბურთი ერთი შეხებით მიწაზე კოხტად დაუშვა და ისე რომ ბევრი აღარც უფიქრია, მეორე შეხებაზე მეტოქის წინ გამოსულ მეკარეს ზურგსუკან გადაუკიდა და თავის სადებიუტო გოლიც გაიტანა, თან როგორი გოლი!! მისი კარგი თამაშის ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მას მალევე შეეძლო პარტნიორისთვის საგოლედ ეპასა, როცა საჯარიმოში მეტოქე ტექნიკურად “ჩატეხა”, მაგრამ ბოლო წამს დაზღვევაზე მყოფ მცველმა ჩაუჭრა კარის გასწვრივ გაკეთებული მოკლე პასი. თუმცა უკვე მომდევნო მომენტში მეტოქის მცველებმა ვეღარაფერი გაააწყვეს, როცა კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ნიკამ საჯარიმოს სიღრმისკენ აღარ გაატარა, ტექნიკურად დაამუშავა, ცრუ მოძრაობით ორი მცველი გაღმა გაგზავნა და რბილი კარის გასწვრივ ჩაწოდებით თანაგუნდელს თავით გაატანინა. ძალამიძემ ესეც არ იკმარა და ამ საგოლე გადაცემას მეორე ტაიმში მეორეც მიაყოლა, როცა საჯარიმოში შერბენილ პარტნიორს რბილად უპასა და მანაც საგოლედ გაისროლა. 75–ე წუთზე, რათქმაუნდა ვიძევის ფანების აპლოდისმენტების თანხლებით, დატოვა ნიკამ მოედანი. http://zvigena.files.wordpress.com/2011/03/dzalamidze.jpg?w=223&h=300 ბოლოს ცოტაც აქამდმე მის განვლილ ასაკის გამო მწირ კარიერაზეც ვთქვათ: საქართველოს ჩემპიონატში მისი დებიუტი 2009 წლის 1 აგვისტოს შედგა, როცა ზუგდიდის ბაიას შემადგენლობაში რუსთავის ოლიმპის წინაამღდეგ ითამაშა. ნახევარი სეზონის შემდეგ იგი მოსკოვის ცსკა–ში გადავიდა, სადაც მხოლოდ დუბლების შემადგენლობაში უწევდა თამაში. ამა წლის იანვარში კი უკვე პოლონურ კლუბს მიაშურა, სადაც მან საკონტროლო მატჩებში კარგად წარმოაჩინა თავი და დღეს უკვე ვიძევური კლუბის წევრია. მისი თამაში აქამდე მხოლოდ საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებში მქონდა ნანახი და გულახდილად რომ ვთქვა მაშინ დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, მაგრამ ახალგაზრდა მოთამაშემ რა თამაშიც გუშინ აჩვენა, თუ ასეთი ტემპებით მოუმატა, მას უდავოდ დიდი მომავალი ექნება. პოლონეთის ლიგა სიძლიერით შორსაა მოწინავე ევროპული ჩემპიონატებისგან, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, 19 წლის ბიჭისთვის ვიძევი შეიძლება მშვენიერი ტრამპლინი გახდეს, თუ თავს კარგად წარმოაჩენს და მომავალშიც ასე ეფექტურად გააგრძელებს თამაშს. წარმატებები!!! ესეც ლინკი ნიკას გოლის სანახავად: Goal http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/413/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/413/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/413/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/413/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/413/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/413/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/413/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=413&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი
  20. აი, უბრალოდ, მეზარება წერა ბლოგისთვის. მოვდივარ სახლში ყოველ დღე დაღლილ-დაქანცული, არაფრის თავი აღარ მაქვს. ლეპტოპზე პაროლის აკრეფაც კი მეზარება. ეგრევე ვეგდები და ვიძინებ. კვირაში სამი დღე ლექციები მაქვს 7-დან 10-მდე. ლექციებისთვის დავალებები შესასრულებელი. სამსახურში – უამრავი საქმე და სტრესი. ვეღარ ვიცლი იმის საკეთებლად რაც მიყვარს. ვყრი ნივთებს, რომლებიც ადრე სიხარულს მგვრიდა. ბოლო სამი-ოთხი თვის ჟურნალები წაუკითხავად მიწყვია კარადაში. ბლოგიც მივატოვე, არადა რამდენი იდეა მომდის ყოველ დღე. აზრი არა აქვს. ენერგიებს თავს ვერ ვუყრი. It’s getting sad… http://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/3nRyC3vEUKc ეწვიეთsweet.ge
  21. „გუგლის“ რუკაზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია მიმდინარე თვეშიშეიცვალოს. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში ამბობენ, რომ კალიფორნიაში მინისტრის ვიზიტის შემდეგ „გუგლთან“ მოლაპარაკებები დაიწყო. „ჩვენი აქტივობის გამო უკვე გვაქვს შედეგები. საჯარო რეესტრი უშუალოდ ახორციელებს რუკების დახვეწას და მომზადებას. თებერვლის განმავლობაში ეს რუკები განთავსდება „გუგლში“, – ამბობს ირაკლი ქაშიბაძე, ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი. საქართველო ინტერნეტ–რუკებზე სხვადასხვა ფერის საზღვრით გამოყოფილი ქვეყანაა, სადაც მხოლოდ რამდენიმე ქალაქია აღნიშნული. რა არის ქალაქებში, სად რომელი ქუჩაა და სად რა არის საინტერესო საქართველოში – ინტერნეტ რუკების უმეტესობაზე ვერ იპოვით, მით უფრო, ისეთ პოპულარულ რუკაზე, როგორიც არის google map. საქართველო ცარიელი სივრცეა რეგიონში, მისი მეზობელი ქვეყნებისგან (სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთის) განსხვავებით. მაგალითად, სომხეთი და აზერბაიჯანი, „გუგლზე“ არა მხოლოდ ინფორმატიულია, არამედ მნახველს აძლევს საშუალებას, აირჩიოს, თანამგზავრიდან გადაღებული გამოსახულების ნახვა სურს, თუ ხმელეთზე აღრიცხული ობიექტების. ასევე, გარკვეული ადგილები ფოტოებით არის მონიშნული, მაგალითად, ქალაქები ან ღირშესანიშნავი ძეგლები. „თუ როგორია რუკები ინტერნეტში, ძირითადად, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული,“–ამბობს ჯეფ ჰააკი, JumpStart International-ის პროგრამების დირექტორი – “ქვეყნები, რომლებსაც ძლიერი ეკონომიკა აქვთ, მრავალფეროვანი და ბევრი ინტერნეტ რუკა აქვთ, რადგან მათზე მოთხოვნა ძალიან დიდია. ცოტა უცნაურია, რომ საქართველო რუკაზე ცარიელია, როდესაც მისი მეზობელი ქვეყნების შემთხვევაში ასე არ არის“. JumpStart International დონორი ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოში გეომონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა დააფინანსა. „გუგლი“ რუკების სრულყოფით თავად არის დაინტერესებული. „გუგლ მეფის“ ბლოგზე, რომელიც 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს გამოქვეყნდა, ბლოგის ავტორი დეივ ბარსი წერს, რომ მიზეზი, თუ რატომ არ არის საქართველო „გუგლის“ რუკაზე, არაზუსტი და არასაიმედო რუკებია. რამდენიმე თვის წინ საქართველოს რუკაზე ქალაქების დასახელება არაბული ანბანით იკითხებოდა. ირაკლი ქაშიბაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანი პირველი ეტაპის გადალახვაა, რათა ძირითადი ინფორმაცია განთავსდეს. ინფორმაცია, რომელიც google map–ზე განთავსდება, ნაწილობრივ მზადაა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ საჯარო რეესტრს სრულყოფილი რუკა ჯერ არ აქვს მომზადებული. „ჩვენ გვაქვს მომზადებული საქართველოს გზები, რკინიგზები, მდინარეული ქსელი და წყლით დაფარული ტერიტორიები, სიმაღლეები, გეოგრაფიული ნიშნულები, დასახელებები, პრაქტიკულად ყველაფერი, რაც ფარავს მთელ საქართველოს, გარდა ქუჩების დასახელებისა. ეს პრობლემური საკითხია, სამოქალაქო რეესტრთან ერთად ვმუშაობთ დამისამართების პროექტის ფარგლებში“,–ამბობს ვოვა ჩხეიძე, საჯარო რეესტრის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის მოადგილე. დამისამართების პროცესი, მისი თქმით, დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდება. საჯარო რეესტრს და OMC-ის (Open Maps Caucasus – ღია რუკები კავკასია) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვთ გაფორმებული. „OMC-სთან ჩვენ გარკვეული ინტენსივობით გვაქვს ინფორმაციის გაცვლა, პირველ რიგში, მათ//
×
×
  • შექმენი...