planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/03/burjanadze55kk-300x199.jpg“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მიუნხენის აეროპორტში ბადრი ბიწაძესა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის კონფლიქტზე კომენტარი გააკეთა. ბურჯანაძეს უცნაურად ეჩვენება ლევან გაჩეჩილაძის აგრესია და ის, თუ რატომ გადაწყვიტა მან საკითხი, რომელიც უკვე კარგა ხანია ტრიალებს საზოგადოებაში, მაინცდამაინც მიუნხენის აეროპორტში გაერკვია. “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მის ოჯახს არავისთან არ აქვს კონფლიქტი. “მე ვფიქრობ, რომ თუ მას რაიმე აქვს გასარკვევი, არც ბადრი ბიწაძე ცხოვრობს მიუნხენში და არც ლევან გაჩეჩილაძე. გაცილებით სწორი იქნებოდა, რომ თბილისში შეხვედროდნენ ერთმანეთს და გაერკვიათ. ცხრა მთის იქით, უცხო ქვეყნის აეროპორტში, ამ საკითხების გარკვევა უხერხულია”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. “ბადრი ბიწაძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არც ისე ადვილია, შემიძლია დარწმუნებით განგიცხადოთ”, – აღნიშნა ბურჯანაძემ. შეგახსენებთ რომ ბადრი ბიწაძისა და “ქართული პარტიის” თანათავმჯდომარის ლევან გაჩეჩილაძის მიუნხენის აეროპორტში დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/03/fulebifulebiiii.jpgსაქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, 350 მილიონი ლარით იზრდება. აღნიშნული საბიუჯეტო ცვლილება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მთავრობის მიერ დღეს შევიდა. როგორც ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განაცხადა, საბიუჯეტო ცვლილებების მიხედვით, ასაკით პენსიონერებისა და პირველი ჯგუფის ინვალიდების პენსია პირველი სექტემბრიდან, 100 ლარი იქნება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 4, 3 პროცენტიდან 3, 7 პროცენტამდე მცირდება. საბიუჯეტო ცვლილებების განხილვას პარლამენტი 30 მარტიდან დაიწყებს. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge
-
„არცერთი გოჯი“ მიწა არ მიეცეს რუსეთს, – ასეთი მოთხოვნა წაუყენა სერგეი ბაღაფშის რეჟიმს აფხაზურმა ოპოზიციურმა პარტიამ „სახალხო ერთიანობის ფორუმმა“. ისინი შეწუხებული არიან ინფორმაციით, რომელიც გავრცელდა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე „დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე“ მოსკოვში მიმდინარე რუსულ-აფხაზურ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მის წინამოსამზადებელ პერიოდში, რომელზეც გამოძახებული იქნა აფხაზური დელეგაცია სოხუმიდან.აფხაზური ოპოზიცია ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/03/banki-300x250.jpg“საქართველოს ბანკის” თანამშრომლის ლალი ლომიძის დაკავებიასთან დაკავშირებით, ბანკში პირველი კომენტარი გააკეთეს. როგორც “საქართველოს ბანკში” აცხადებენ, ბანკში დიდი ყურადრება ექცევა უსაფრთხოებას და შესაბამისად, მყისიერად მოხდა აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება. “ჩვენთან დიდი ყურადღება ექცევა უსაფრთხეობის ნორმებს. სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით, მყისიერად მოხდა რეაგირება აღნიშნულ საქმეზე და უმოკლეს ვადაში გაიხსნა”, – აცხადებენ ბანკში. შეგახსენეთ, რომ “საქართველოს ბანკის” თანამშრომელი ლალი ლომიძე სამართალდამცველებმა თაღლითობისთვის დააკავეს. Bრალდებული, ბანკში, ცენტრალურ საცავში პასუხისმგებელ პირად მუშაობდა. მის მოვალეობაში მოქალაქეების მიერ დალომბარდებული ძვირფასეულობის ინკასაციის მეშვეობით მიღება და გაცემა შედიოდა. ის სხვადასხვა დროს, ლუქის დარღვევით ხსნიდა აღნიშნული ბანკის საცავში შენახულ ძვირფასეულობის ტომსიკას და ოქროს ნაწარმს ითვისებდა. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/03/bakradze2-259x300.jpgპარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ნაკრები ხვალ ისრაელში გაიმარჯვებს. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ბაქრაძემ საქართველოსა და ხორვატიას შორის გამართულ მატჩი დადებითად შეაფასა და ქართველ ფეხბურთელებს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა. ბაქრაძის თქმით, იგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ნაკრები გულშემატკივრებს ხვალაც გაახარებს. ,,ისრაელში ნაკრები ფავორიტის რაგნში ჩადის და ჩვენს საქართველოს ნაკრების მიმართ უკვე სხვა მოლოდინები გვაქვს’’, – დასძინა ბაქრაძემ. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/03/ugulava11.jpgთბილისის მერმა გიგი უგულავამ ბავშვთა სამკურნალო–გამაჯანსაღებელი საცხენოსნო ცენტრი ,,რაიდმედი“ დაათვალიერა და ცენტრის პერსონალსა და პაციენტებს გაესაუბრა. გიგი უგულავას თქმით, ეს ინიციატივა ძალიან საინტერესოა. უნარშეზღუდულ ბავშვებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ და მთავარი მათი რესოციალიზაციაა “მთავარი უნარშეზღუდული ბავშვების რესოციალიზაციაა. აქ უნარშეზღუდული ბავშვი თავს გრძნობს სრულფასოვნად. მინდა მივესალმო ამ ინიციატივას და ჩვენ მათ მხარში ამოვუდგებით და დავეხმარებით”- განაცხადა უგულავამ. სამკურნალო–გამაჯანსაღებელი საცხენოსნო ცენტრი ,,რაიდმედი“ 3 000კვ.მეტრ ფართობზეა განლაგებული და ის დახურული და ღია საცხენოსნო მანეჟებისგან შედგება. ცენტრის დაარსების მთავარი მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სხვადასხვა პათოლოგიებით დაავადებული ბავშვებისთვის მკურნალობის უნიკალური მეთოდის: რაიტთერაპიის, იგივე სამკურნალო ცხენოსნობის შეთავაზებაა. მკურნალობის ეს მეთოდი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული და ის არაორდინალურ და სპეციფიკურ გარემოს მოითხოვს. რაიტთერაპია წარმატებით გამოიყენება ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიცაა: სქოლიოზი, ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიობის სინდრომი, აუტიზმი, ბავშვთა ცერებრული დამბლა, მეტყველების დეფექტები, დაუნის სინდრომი და სხვა. ცენტრში მაღალი კვალიფიკაციის მქონე რვა სპეციალისტი მუშაობს და ბავშვების გაჯანსაღებაზე ზრუნავს. ცენტრის დაარსებიდან დღემდე მათ 80–მდე ბავშვს უმკურნალეს. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/samartali/xangrdzlivi_paemani.jpg„მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემანის განხორციელების წესის“ შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანების თანახმად, ხანგრძლივი პაემანით სარგებლობა ხორციელდება მსჯავრდებულის ან სტუმრის ხარჯზე უნაღდო ანგარიშსწორებით. ასევე, ერთი ხანგრძლივი პაემანის საფასურის ოდენობა განისაზღვრება 60 ლარით, საფასურის გადახდა კი უნდა მოხდეს არაუგვიანეს დანიშნული პაემანის წინა სამუშაო დღეს. საქინფორმი
-
მიუსერის ტაძარი. მიუსერა, გუდაუთის რაიონი. VIII_IX სს.საქართველოს ქრისტიანულ საკულტო ნაგებობათა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია მიუსერის ტაძარი, რომელიც მდებარეობს საქართველოს ჩრდილო _ დასავლეთ რეგიონში, კერძოდ გუდაუთის რაიონის სოფ. მიუსერაში. ტაძარი წარმოადგენს დიდ, მასიურ ნაგებობას, რომლის მაღალი კედლები გაფორმებული არის თაღოვანი კოლონადებით. დღეს იგი კამარაჩაქცეულია, ნაწილობრივ პერანგშემოძარცულიც, მაგრამ მისი შიდა სივრცე კვლავაც შთამბეჭდავია. ტაძარი წარმოადგენს დიდ, ე. წ. «სამეკლეს... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
აფხაზებს შეეძლებათ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებით ისარგებლონ. საუბარია იმუნოდეფიციტისა და შიდსის პრობლემებთან დაკავშირებულ პროგრამებზე, აგრეთვე სხვა ინფექციურ დაავადებებზე. საჭირო დოკუმენტების მომზადებაში აფხაზებს დაეხმარება არასამთავრობო ორგანიზაციის ,,აინციხარას - ერთი მიწის შვილები”, ზუგდიდის ოფისი, რომელიც ძირითადად ეთნიკურ აფხაზებს აერთაიანებს.ორგანიზაციის გეგმებზე დღეს ისაუბრა მისმა ერთ ერთმა დამფუძნებელმა თამარ მუკბამ კონფერენციაზე ,,დიალოგი საქართველოს მთავრობასა და ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
აფხაზებს შეეძლებათ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებით ისარგებლონ. საუბარია იმუნოდეფიციტისა და შიდსის პრობლემებთან დაკავშირებულ პროგრამებზე, აგრეთვე სხვა ინფექციურ დაავადებებზე. საჭირო დოკუმენტების მომზადებაში აფხაზებს დაეხმარება არასამთავრობო ორგანიზაციის „აინციხარას - ერთი მიწის შვილები“, ზუგდიდის ოფისი, რომელიც ძირითადად ეთნიკურ აფხაზებს აერთიანებს.ორგანიზაციის გეგმებზე დღეს ისაუბრა მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამარ მუკბამ კონფერენციაზე „დიალოგი საქართველოს მთავრ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/03/sasjelagsruleba-300x200.jpgპენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზის დროულად გამოვლენის, გავრცელების პრევენციის და ეფექტური მკურნალობის ახალი, სამპუნქტიანი სამოქმედო გეგმის განხორციელება დაიწყო. სამოქმედო გეგმის ფარგლებში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ, სასჯელაგსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის აღმასრულებელ დირექტორმა იაგორ კალანდაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამიდან მიმაგრებული იქნება თითო სპეციალისტი სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში ტუბერკულოზური დაავადების ადრეული გამოვლენის, გადამდები ფორმების სეპარაციის, დიაგნოსტირებისა და შემდგომი კვალიფიციური მკურნალობისთვის, რაც წარმოადგენს ტუბერკულოზის კონტროლის ყველაზე ეფექტურ მეთოდს. ხათუნა კალმახელიძის თქმით, ეს ნაბიჯები, პირველადი ჯანდაცვის დანერგვის პარალელურად, საბოლოოდ შექმნის ტუბერკულოზთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მექანიზმს პენიტენციურ სისტემაში. ანდრია ურუშაძის განცხადებით, კი ეს არის მოქმედების ერთობლივი გეგმა იმისათვის, რომ ყველა მოქალაქემ მიიღოს ის მკურნალობა, რომელიც აუცილებელია ტუბერკულოზის შემთხვევების შემცირებისთვის საქართველოში. ხელშეკრულებას ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა მშენებარე დაწესებულების ფონზე მოეწერა ხელი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზთან ბრძოლის ახალი სამოქმედო გეგმის მიხედვით ინსტრუმენტალური იქნება დაავადების გადადების პრევენციის და ეფექტური მკურნალობისთვის. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/society/samarshruto_tax.jpg1 აპრილიდან დედაქალაქში მოქმედი სამარშრუტო ტაქსების ნაწილი მგზავრობის საფასურს ისევ აძვირებს. №31 სამარშრუტო ტაქსიში, რომელიც გლდანი-ნაძალადევისა და ისანი-სამგორის რაიონებს შორის მოძრაობს, მგზავრობის 50-დან 70 თეთრამდე გაძვირებაზე განცხადება უკვე გამოკრულია. ტარიფის გაზრდა სხვა სამარშრუტო ხაზებზეც იგეგმება. საქინფორმი
-
http://b.pix.ge/t/3p0m3.jpg ენდი ქეროლი ინგლისის ნაკრებს განასთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში სავარაუდოდ პირველი წუთებიდანვე დაეხმარება. ამის შესახებ ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ისაუბრა: “ჩვენ ფილ იაგლიელკას, გარი კეჰილს და ენდი ქეროლს პირველი წუთებიდანვე ვათამაშებთ. კაპიტანი გარეთ ბერი იქნება.” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა. ქეროლმა ლივერპულის მაისურით ტრამვის შემდეგ მხოლოდ ორჯერ ითამაშა. ინგლისში ვარაუდობენ, რომ ენდრიუ თავის საუკეთესო ფორმას, 2 აპრილს ვესტ ბრომვიჩთან დამტკიცებს. მომზადებულია Liverpoolfc.Tv-ის მიხედვით View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/03/shashkini2-150x1501.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა უშუალოდ მთავრობის წარმომადგენლებისაგან მიეღოთ პასუხი იმ შეკითხვებზე, რომლებიც სხვადასხვა სფეროს, მათ შორის განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს შეეხებოდა. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ანალოგიური შეხვედრები რეგიონების მოსახლეობასთან განსაკუთრებული მუხტის მატარებელია. ,,ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ყველაზე ობიექტურად სწორედ მოსახლეობა აფასებს, უშუალოდ ხალხისაგან მოსმენილი შეფასებები და რჩევები შემდეგ მომავალ სამოქმედო გეგმებზე აისახება,”- განაცხადა შაშკინმა. Mისივე თქმით, დიალოგი ხალხთან მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ყველა რეგიონს მოინახულებს და კითხვა-პასუხის რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge
-
25 მარტს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-ტაქტიკური ღონისძიების შედეგად 9 სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულების ექიმი დააკავა. როგორც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ნათქვამი, ისინი ახდენდნენ ყალბი ცნობების დამზადებას და გაცემას. აღნიშნული ცნობები კი ფულადი თანხის სანაცვლოდ გაიცა სარეზერვო სამსახურისთვის უკანონოდ თავის არიდების მიზნით. ამასთან ერთად, სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად არის მომატებული საქართველოს სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის ინტენსივობა და, შესაბამისად, გაძლიერებულია აღნიშნული პროცესის კონტროლიც. ვერ გეტყვით, სამინისტრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის ინტენსივობის საგრძნობლად ზრდას რას ეძახის, რადგან უნდა არსებობდეს რეზერვისტთა წლიური ზღრვული დადგენილი რაოდენობა და მისი შესაბამისი ბიუჯეტიც ღია უნდა იყოს. თუმცა ის ფაქტი, რომ სახეზეა მხოლოდ ქრთამის აღებაში დაკავებული ექიმები და თავად ქრთამის მიმცემი რეზერვისტები არსად ჩანან, მაფიქრებინებს, რომ ეს იყო გაფრთხილება როგორც რეზერვისტების, ასევე პოლიკნინიკის ექიმებისთვის, რომ ასეთ რამეს მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს და რომ კანონდამრღვევებს გულზე კამერადამაგრებული სამხედრო პოლიციელები დარაჯობენ. ზოგადად სამხედრო რეზერვის თემა იმდენად დახურულია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ალბათ კითხვაც არ გასჩენია, თუ რის საწინააღმდეგოდ იყო ეს დაჭერების აქცია მიმართული, თუმცა ერთი რამ ნათელია, როგორც ჩანს, ალბათ არსებობენ პირები, ვისაც სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდება სურს, კანონით კი, გარდა შესაბამისი სამედიცინო ცნობით ერთი წლით რეზერვის გადავადებისა, სხვა არაფერი მოიძებნება. რაღა თქმა უნდა, არავინ მიესალმება ამ ხალხის ასეთი გზით სარეზერვო სამსახურის თავის არიდებას, თუმცა მათი საქციელის ახსნაც შესაძლებელია და ალბათ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ასეთ ხალხს შესაბამისი არგუმენტები გამოვაცალოთ. დავიწყოთ იმით, რომ 2006 წლის კანონით “სამხედრო სარეზერვო სამსახური შესახებ” რეზერვში მსახური სავალდებულო ხასიათს ნაკლებად ატარებდა და აქცენტი კეთდებოდა, ძირითადად, სტუდენტებზე. კანონის თანახმად, რომელიც, სხვათა შორის, ახლაც ძალაშია, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი 18–დღიან სამხედრო შეკრებას 3 –ჯერ გაივლიდა, მას მიეცემოდა სამხედრო ბილეთი, რაც იმას ნიშნავდა, რომ 18 –თვიან სამხედრო სავალდებულო სამსახურს ის 3-ჯერ 18 დღეში აიღებდა. კანონის ეს ჩანაწერი იმდენად მიმზიდველი იყო სტუდენტობისთვის, რომ რიგები იყო რეზერვში წამსვლელთა სიებში. გახსოვთ ასევე, თუ რა მონდომებით აპიარებდა თავდაცვის სამინისტრო რეზერვის სისტემას, იქნებოდა ეს სატელევიზიო რგოლები, ბანერები თუ სიუჟეტები. რეზერვში მსახური იმხნად პოპულარურიც იყო და ჩვეულებრივმა მოქალაქემ ისიც იცოდა, თუ რა ვადით, რა პირობებში და სად უნდა ემსახურა. ეს გარემოებები ამცირებდა იმ ხალხის რაოდენობას, ვინც უარს იტყოდა რეზერვში მსახურზე. მართალია, კანონს ჰქონდა თავის ხარვეზები, თუმცა ზემოაღნიშნული ხიბლი მეტნაკლებად ამ ხარვეზებს ფარავდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონი იგივე დარჩა, დღეს სარეზერვო სამსახურმა სავალდებულო ხასიათი მიიღო. არანაირი ინფორმაცია, გარდა რეზერვისტების პირადი საუბრებისა, არ არის საზოგადოებაში იმის შესახებ, თუ რა პირობებში უწევთ რეზერვისტებს მსახური, როგორია საცხოვრებელი პირობები, კვება, ჰიგიენის ნორმები და ასე შემდეგ. 2010 წლის 3 ოქტომბერს ისე გაიწვიეს რეზერვისტების პირველი ნაკადი სამხედრო სარეზერვო სამსახურში, რომ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურად არანაირი განცხადება, არც გაწვევამდე და არც მის შემდგომ, არ გაუკეთებია. შესაბამისად, არც ჟურნალისტებს გაუშუქებიათ საწვრთნელი ცენტრები. რა თქმა უნდა, ეს გარემოება უარყოფითად მოქმედებს პოტენციურ რეზერვისტზე, რადგან ინფორმაციის არარსებობა ჭორების გავრცელების საფუძველს ქმნის და ამ დუხჭირ ცხოვრებაში ისედაც უხალისო მოქალაქეს, სავარაუდოდ, რეზერვში მსახურის ხალისს უკარგავს. ამას ემატება ისიც, რომ არასაჯარო სექტორში დასაქმებული რეზერვისტები სამხედრო შეკრებაზე გატარებულ დღეებში ხელფასს კარგავენ (კანონი კერძო სექტორს და მით უფრო პატარა ორგანიზაციებს არ ავალდებულებს მათთვის ხელფასის გადახდას, ხოლო არც ბიუჯეტიდან არ ხდება ამ თანხის ანაზღაურება). მეტიც, რეზერვში გაწვევის არსებული დაუხვეწავი სისტემა ქმნის ასეთი კატეგორიის ხალხისთვის სამსახურის დაკარგვის საფრხეს. გამგეობების მიერ დაუხვეწავი გაწვევის მეთოდი იმაში გამოიხატება, რომ რეზერვისტების ნაწილს მობილური ტელეფონით იძახებენ. ყოფილა ფაქტები, როცა 2 დღით ადრე აფრთხილებდნენ ხალხს ტელეფონით რეზერვში გაწვევაზე, ხოლო შესაბამის უწყისზე გამგეობებში მისვლის დროს აწერინებდნენ ხელს და შემდგომ დღეს სამხედრო შეკრებაზე მიჰყავდათ. დამეთანხმებით, რომ მხოლოდ 2 დღით ადრე ცნობა იმისა, რომ ადამიანი 2 კვირით წყდება სამუშაო ადგილს, დამსაქმებლისთვისაც და დასაქმებულისთვისაც საკმაოდ რთულია და გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. შესაბამისად, არის გარკვეული მიზეზები, თუ რატომ არ შეიძლება სურდეთ ჩვენი მოქალაქეების ნაწილს რეზერვში მსახური და ამ მიზეზების გამოსწორებაზე ნამდვილად სამუშაოა როგორც საკანონმდებლო, ისე სამთავრობო დონეზე, თუმცა ისევ სტატიის დასაწყისს მინდა მივუბრუნდე. მაშინ, როცა ექიმებს აკავებენ ყალბი ცნობების დამზადებისთვის ქრთამის აღებაზე და ქრთამის მოცულობა 200 ლარამდეა, რატომ არ შეიძლება ბიუჯეტში სარეზერვო სამსახურის გადავადებისთვის ლეგალურად შევიდეს თანხა. ხომ გვაქვს დღეს კანონით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი, რატომ არ შეიძლება სარეზერვო სამსახურის გადავადებისთვისაც მივიღოთ ამგვარი კანონი. ეს ხომ თავიდან აგვარიდებდა როგორც კორუფციულ გარიგებების საფრთხეს, ასევე მოქალაქესაც თავისუფლად შეეძლებოდა თავისი ცხოვრების ისე დაგეგმვა, რომ არც საკუთარი კარიერისთვის ევნო და არც– სახელწმიფო ინტერესებისთვის. რამდენადაც რეზერვისტთა რაოდენობა, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წელს საგრძნობლადაა გაზრდილი და დაუზუსტებელი ინფორმაციით, ეს რაოდენობა ათასობით მოქალაქეს შეადგენს, ალბათ ღირს იმაზე დაფიქრება, თუ როგორ უნდა მოეწყოს სისტემა ისე, რომ არც რეზერვისტი დაზარალდეს და არც სადამსჯელო სახე არ ჰქონდეს სარეზერვო სამსახურს, რათა შედეგად არ მივიღოთ ის ხარვეზები, რაც 2006-08 წლების სარეზერვო სისტემას ჰქონდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ლიბიელმა ამბოხებულებმა პოლკოვნიკ კადაფის მშობლიური ქალაქი, სირტე აიღეს. ინფორმაცია ოპოზიციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ვრცელდება. ადგილობრივების ცნობით, ქალაქ ბენგაზიში, რომელიც ამბოხებულების მთავარ საყრდენს წარმოადგენს, სირტეს აღება ხმამაღალი შეძახილებით და ჰაერში სროლით აღნიშნეს. იხილეთ tabula.geზე
-
http://b.pix.ge/c/unphh.jpg ბლექპულის ნახევარმცველი 25 წლის ჩარლი ადამი ზაფხულში სავარაუდოდ მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი გახდება. აღსანიშნავია, რომ ადამის შეძენის მსურველებს მანჩესტერელები ახლახან შეუერთდნენ. იანვარში, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა ღია იყო, მის შესაძენად ლივერპული და ტოტენჰემი აქტიურობდნენ. იუნაიტედის შოტლანდიელმა თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა ადამის შესახებ რეინჯერსის მწვთნელ ვალტერ სმიტს ჰკითხა – ადამი 2003-2009 წლებში რეინჯერში ირიცხებოდა – და მასთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა ბლექპულისთვის ტრანსფერზე სიტყვა ჩამოეგდო. ფერგიუსონი ვეტერანი პოლ სქოულზის შემცვლელის ძიებაშია. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ბლექპული სეზონის დასრულების შემდეგ სარფიან წინადადებაზე უარს არ იტყვის და არც ადამი დაემალება ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლის შანსს, თუგინდ იუნაიტედში ძირითად შემადგენლობაში მუდმივად თამაშის გარანტია არ მისცენ. მომზადებულია სპორტულ გაზეთ “ლელოზე” დაყრდნობით View the full article
-
მინიმუმ ერთხელ მაინც ტოტალიზატორი ალბათ ყველას გითამაშიათ, "ჩემი ბილეთი" ეს არის ჩვენი ახალი ყოველკვირეული გასართობი... View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/samartali/munich_airport.jpgსოციალურ ქსელებში დღეს გავრცელდა ცნობა, რომ „ქართული პარტიის“ თანათავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძემ და ბადრი ბიწაძემ მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტში იჩხუბეს. <span style="font-size: 10pt;" />ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელ „ფეიუსბუქში“ წერს, რომ ლევან გაჩეჩილაძე და ბადრი ბიწაძე ერთმანეთს მიუნხენის აეროპორტში გადაეყარნენ და ისინი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, თუმცა ფოფხაძე არ აზუსტებს, რომელი წყაროსგან მიიღო ეს ცნობა. საქინფორმი
-
http://b.pix.ge/p/stke3.jpg წლის საუკეთესო სლოვაკი ფეხბურთელი მარეკ ჰამშიკი გახდა…მეორე ადგილზე რობერტ ვიტეკი გავიდა, ხოლო მესამეს ლივერპულის ცენტრალური მცველი მარტინ შკრტელი დასჯერდა. “ჰამშიკს და ვიტეკს ვულოცავ – ეს ყველაფერია, რაც მინდა ვთქვა. მარეკი დიდი ფეხბურთელია და ამავდროულად ჩვენი ნაკრების ლიდერი. მან სრულიად დამსახურებულად მოიპოვა ეს პრიზი. “ეს არის ძალიან კარგი წარმატება მისთვის, რადგან ჰამშიკი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. ეს ასევე კარგია ჩვენი ფეხბურთისათვის. მეორეს მხრივ მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა გავხდე უფრო უკეთესი, ვიდრე ვარ” – განაცხადა მარტინა ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში. View the full article
-
საქინფორმი- ნაციონალთა ქეიფი მსხვერპლით დასრულდა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/samartali/avarai_axmeta.jpg27 მარტს, საღამოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახმეტაში. თვითმხილველთა თქმით, ახმეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე მაილაშვილმა და სხვა თანამდებობის პირებმა „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის ოფისში იქეიფეს. ქეიფის დასრულების შემდეგ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შპს „ახმეტის გამწვანების“ დირექტორი გია ტიბუნაშვილი ავტომანქანით გზაზე ბორდიურს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფი 28 წლის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, ტიბუნაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საქინფორმი -
2011 წლის ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოს ნაკრების გარეშე ჩაივლის. ეს უკვე ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ. საფრანგეთის ქალაქ ნანტში მიმდინარე საკვალიფიკაციო ელიტ-რაუნდში ახალგაზრდა ქართველებმა სამი შეხვედრიდან ჯერჯერობით ორი გამართეს და ორივეში დამარცხდნენ. იხილეთ tabula.geზე