planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
რუსეთის შინაგანმა ჯარებმა თავისი დაარსების 200 წლისთავი იზეიმა. 1811 წლის 27 მარტს გამოცემულ იქნა იმპერატორ ალექსანდრე I ბრძანებულება „სახელმწიფოში სიწყნარისა და სიმშვიდის“ შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი სამხედრო დანაყოფების ფორმირების შესახებ.თავიდან ეს უწყება ხელისუფლებას დახმარებას უწევდა სასამართლო განაჩენების აღსრულებაში, პატიმრებს აცილებდა გადასახლებებში ან სასჯელაღსრულების ადგილებში. შემდეგ შინაგანი ჯარების გამოყენება დაიწყეს, ხალხის უკმაყოფილების დასათრგუნად, რუსეთის მოწინავე ს... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/03_11/smalls/55610.jpgსაგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, თუმცა ერთ-ერთი მთავარი... View the full article
-
დასახელება L'amour & The City ჟანრი: French Pop წელი: 2011 ტრეკების რაოდენობა: 55 ფორმატი: mp3 | 320 kbps დრო: 02:50:24 ზომა: 364 Mb View the full article
-
რას აკეთებს ქარა თმიანი ლამაზმანი აფრიკის ჯუნგლებში ?როგორ მოხვდა იგი ამ ველურ გარემოში ? --იგი ჯუნგლების დედოფალია . მისი მშობლები დაირუპნენ საფარის დროს და გოგონა გაზარდა ადგილობრივმა ჯადოქარმა , ეხლა იგი ჯან-ღონით სავსე ლამაზი და ძლიერი ქალია და ჯუნგლებს იცავს უცხო ბოროტი ადამიანებისგან ... ჟანრი : სათავგადასავლო , წელი : 1984 რეჟისორი : ჯონ გილერმანნ როლებში: ტანია რობერტსი , ტედ ყასს , დონოვან სკოტტ ,ელიზაბედ როპო , ფრანსე ზოდდა , ერონ ჯონ, სილვესტერ ულიამს .. რდო : 01:56:22 თარგმანი : რუსული View the full article
-
Customers who are fussy with their food and like ordering off-menu might need to avoid a trip to New York. planetanews
-
Все более явное противостояние между лагерями Медведева и Путина происходит на фоне падения доверия россиян к власти в принципе. Держась сама за себя, власть уже совершила "самую большую политическую ошибку", считают аналитики. В Кремле и Белом доме пока шутят и защищают вождей от участи "хромых уток". newsru
-
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს, ორჰან ფამუქს „თურქული თვითშეგნების შეუარცხყოფისთვის“ თურქეთის სასამართლომ ჯარიმის გადახდა დააკისრა 3850 აშშ დოლარის ოდენობით. მწერალი სტამბულის შიშლის რაიონის სასამართლომ 2005 წელს გამოთქმული მოსაზრების გამო დააჯარიმა. “30 ათასი ქურთი და ერთი მილიონი სომეხი იქნა მოკლული ამ მიწაზე და ვერავინ ბედავს ამის შესახებ საუბარს. მხოლოდ მე ვაკეთებ ამას,” – თქვა მაშინ ფამუქმა. ფამუქმა ნობელის პრემია 2006 წელს მიიღო. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.polity.ge/images/catalog/other/vardi.jpgშეუძლია არაბულ სამყაროს საქართველოს ”ვარდების რევოლუციის” გაკვეთილები გაიზიაროს? ნამდვილად – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, გასულ კვირას ვაშინგტონში ბრუკინგის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას. polity.ge
-
ორგანიზაციამ ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” 25 მარტის პატიმართა უფლებების მხარდასაჭერი აქციის დარბევის ვიდეომასალა საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნა. ადამიანთა უფლებების დამცველმა კოალიციამ ფაქტზე რეაგირების თხოვნით ევროკომისიის თავმჯდომარეს, ჟოზე მანუელ ბაროზოს, ევროპარლამენტის თავჯდომარეს, ეჟი ბუზეკს, ევროკომისიის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის წარმომადგენელს ჰაიდი ჰაუტას და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნა. პრესკონფერენციზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ელოდება: ”მათ აქვთ საერთაშორისო ბერკეტები და მექანიზმები, ქვეყანაში პოლიციური რეჟიმი და რეპრესიები რომ შეაჩერონ. ჩვენ მათთან შეხვედრასაც ვგეგმავთ, რათა შიდა პროცესებმა არ მიიღოს ქაოსური და უკონტროლო სახე”. 25 მარტს გამართული სანქცირებული აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. დააკავეს 7 ადამიანი (გია ბურჯანაძე, მერაბ ჭიქაშვილი, გიორგი ხარაბაძე, კახა ჩიქოვანი, ოთარ ბექაური, ბესო ტაბატაძე, ვლადიმერ სადღობელაშვილი). მოსამართლე ნანა დარასელიას გადაწყვეტილებით, სამ მათგანს 20–დღიანი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო დანარჩენებს– ჯარიმები, თითოს 400 ლარის ოდენობით. ორგანიზაციის ”სოლიდარობა უკანონო ბატიმრებს” ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ: ”ბოლო წლების განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც პოლიციის მიერ აქციის დროს დაკავებული რომელიმე მოქალაქე სასამართლოს გაემართლებინა. ამით წახალისებული პოლიცია უკონტროლოდ იყენებს ძალას მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ”. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
„რესპუბლიკური პარტიის“ ხელვაჩურის, ქედის და ქობულეთის ორგანიზაციები დაიშალა, პარტია 200–მდე წევრმა დატოვა. ამის თაობაზე განცახდება რამდენიმე წუთის წინ პარტიის ყოფილმა წევრებმა გააკეთეს. პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც "რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნულმა კომიტეტმა რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი მურმან დუმბაძე პარტიიდან გარიცხა. გარიცხვის მოტივი ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აღდგენის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზება გახდა. ცოტა ხნით ადრე ეს აქცია პარტიის რეგიონული და ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელების დაპირისპირების მიზეზი გახდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://rustavi2.com/news_photos/03_11/smalls/55606.jpgიაპონიაში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 6,5 მაგნიტუდის რყევებზე, მიაგას პრეფექტურაში ცუნამის გამაფრთხილებელი სიგნალი ჩაირთო, თუმცა მალევე შეწყდა, რადგან საფრთხე არ დადასტურდა. View the full article
-
მოსკოვის კარნეგის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრმა ნიკოლაი პეტროვმა 27 მარტს ინტერვიუში განაცხადა, რომ ათეულ წლობით დაგროვებული კავკასიური პრობლემები მარტო ფინანსებით და პოლიციური მეთოდებით ვერ გადაწყდება. ეთნო-კლანური კონფლიქტების შუასაუკუნებრივი მეთოდებით მოგვარება უნდა შეიცვალოს თანამედროვე ცივილიზებული პოლიტიკური სისტემებით.ქ.სოჭში 2014 წელს ოლიმპიადის ჩატარების იდეა მცდარი იყო და ამის დროული აღიარება შეამცირებს ადამიანების მსხვერპლის რაოდენობას, როგორც კავკასიაში, ისე მოსკოვში. ოლიმპი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
დღეს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში პრესკონფერენცია გამართა, სადაც ევროპასა და ამერიკაში ორკვირიანი ვიზიტის და მისი შედეგების შესახებ ისაუბრა. “ვიზიტის დროს შეხვედრები გაიმართა ამერიკის მთავარ სტრატეგიულ ინსტიტუტებში. ამასთან, მსოფლიო პოლიტიკურ ცენტრში – თეთრ სახლთან პირველად გაისმა სრულიად საქართველოს ხმა, ხმა თავისუფლების, დამოუკიდებლობის და მომავალი გამარჯვებისა”. ნათელაშვილის თქმით, თეთრ სახლთან ოთხმოცამდე ადამიანი შეიკრიბა, ამათგან ორმოცდაათამდე ქართველი და დანარჩენი მათი მეგობრები. აქციის მონაწილეები სააკაშვილის გადადგომას ითხოვდნენ. გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე ნათელაშვილმა ამერიკული კონგრესის მიერ სააკაშვილის ლობირებაზეც ისაუბრა. როგორც ის ამბობს, ოთხი ამერიკული კომპანია ლობირებს სააკაშვილს და ამისთვის საქართველოდან მიედინება თანხები. “მინდა იცოდეს ამერიკელმა და ქართველმა ხალხმა, თუ ვინაა დიქტატორ სააკაშვილის აღვირახსნილი მფარველი, ესაა ამერეკის კონგრესი. ძალიან არ მინდა დავეთანხმო მსოფლიო გენიოსს, მარკ ტვენს, რომელიც წერდა – არ არსებობს ბოროტმოქმედთა განსაკუთრებული კასტა, გარდა ამერიკის კონგრესის წევრებისა, მაგრამ ფაქტი სახეზეა.” ნათელაშვილის თქმით, თუ გაგრძელდება ამერიკელ კანონმდებელთა მხრიდან სააკაშვილის ლობირება, საქართველოს ლეიბორისტული პარტია კონგრესმენების ამომრჩეველს პირდაპირ აცნობებს ამის შესახებ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც შესულია ლივერპულის ფეხბურთელების მიერ ახლო კუთხეში გატანილი საუკეთესო გოლები… View the full article
-
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სისტემური ანალიზის ინსტიტუტის წამყვანმა მეცნიერმა, პოლიტოლოგმა და ჟურნალისტმა ანდრეი პიონტკოვსკიმ ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემატიკისადმი მიძღვნილ ნატოს ასამბლეის სამეცნიერო სესიაზე 26 მარტს განაცხადა, რომ რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასია მენტალურად და ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო დაცილდნენ ერთმანეთს. ვითარების უაღრესად გამწვავება გამოწვეულია რუსეთის ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკით ამ რეგიონში.ჩეჩნეთში დაწყებულმა ომმა, რომელსაც დასაწყისში კლასიკური სეპარატიზმის ხას... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ბათუმის საქალაქო სასამართლოში უჩვეულო პროცესი გაიმართა. ბათუმელი გ.თ. (მსჯავრდებულისა და დაზარალებულის ვინაობას არ ვასახელებთ) გარყვნილი ქმედების ბრალდებით გაასამართლეს და სასჯელის უმაღლესი ზომა, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლო პროცესი დახურული იყო და, შესაბამისად, ადვოკატები ამ პროცესზე ღიად არ საუბრობენ. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ძალოვანთა და ადვოკატთა წრეებში გავრცელდა. როგორც "ბათუმელებისთვის" გახდა ცნობილი, ბრალდებული გ.თ. საკუთარ სახლში მასტურბირებდა. ამ დროს მის ბინაში შემთხვევით შევიდა მეზობლის არასრულწლოვანი გოგონა, რომლის ოჯახმაც შემდეგ გარყვნილი ქმედების გამო მეზობელს უჩივლა. დაუდასტურებელი ინფორმაციით გოგონას გ.თ.-ს სპერმა გადაესხა, რაც გახდა ბრალდებულის დანაშაულის მამტკიცებელი ფაქტი. ბათუმის საქალაქო პროკურატურამ გ.თ-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სსკ 141-ე მუხლით, რომელიც "გარყვნილი ქმედებით" კვალიფიცირდება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ეჭვმიტანილის მიმართ წაყენებული ბრალი უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნია და ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის უმაღლესი ზომა, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 141-ე მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, ერთ წლამდე გამასწორებელ სამუშაოს ან პატიმრობას ორ წლამდე. ადვოკატი რამინ პაპიძე აცხადებს, რომ საქმე კურიოზულია: `მართალია, საქმის მასალებს არ ვიცნობ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, გ.თ-მ ქმედება საკუთარ სახლში ჩაიდინა, როცა ის მარტო იყო. მან არ იცოდა, თუ ვინმე შევიდოდა სახლში, გოგონამ მას ერექციის მომენტში შეუსწრო". გ.თ-ს საქმე გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
/get_img?ImageId=3700 ქალაქ ბათუმის მერმა, რობერტ ჩხაიძემ კარის მეზობლის, სოციალურად დაუცველი ედუარდ პოღოსიანის წინააღმდეგ სასამართლო დავებში მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გელა მახარაძე გამოიყენა. ჩხაიძეებმა და ოჯახის ახლობლებმა პოღოსიანს ჯერ საერთო ეზოში შესვლა აუკრძალეს, ამჟამად კი უკანონო გამდიდრების მოტივით 13300 დოლარს სთხოვენ. ამ თანხის გადახდა პოღოსიანს ბათუმის სასამართლომ დააკისრა. ბათუმის მერმა, რობერტ ჩხაიძემ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა კერძო სამეზობლო დავებში გამოიყენა და სასამართლო პროცესზე თავის წარმომადგენლად საჯარო მოხელე, მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გელა მახარაძე მიავლინა. მან 2010 წლის 25 ივნისს მახარაძეს მისცა საქართველოს ყველა სასამართლო ინსტანციაში წარმომადგენლობის უფლებამოსილება, რაც დამტკიცდა ნოტარიუსის, ხათუნა კალანდარიშვილის სანოტარო აქტით. ბათუმის მერი სხვა მეზობლებთან ერთად კარის მეზობელს, სოციალურად დაუცველ ედუარდ პოღოსიანს მის კუთვნილებაში არსებულ 59 კვ.მ მიწის ნაკვეთს ედავებოდა. გელა მახარაძემ ჩხაიძეების კერძო ინტერესების დასაცავად რამდენიმე სასამართლო პროცესში მიიღო მონაწილეობა. იურისტ ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით, კერძო დავის დროს ქალაქის მერს თანამშრომლის გამოყენების უფლება არ აქვს: "თავის მხრივ, საჯარო მოსამსახურეს არა აქვს კერძო პრაქტიკის წარმოების უფლება. ამ შემთხვევაში საჯარო მოხელეს არა აქვს უფლება, დაიცვას ფიზიკური პირის, მერის ინტერესები. ერთი მხრივ, მერი არღვევს კანონს, როცა თავის საჯარო მოსამსახურეს უწევს ექსპლუატაციას, მეორე მხრივ, კანონს არღვევს საჯარო მოსამსახურეც, რადგან მას არა აქვს შეუთავსებელი საქმიანობის უფლება". ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი _ თამარ კორძაია კი ამბობს: "თუ არ დაუმტკიცდა საჯარო მოხელეს, რომ ის ანაზღაურებას იღებდა კერძო საქმიანობაში, მაშინ მას კანონი არ უკრძალავს სასამართლო პროსებზე გამოსვლას". სამეზობლო დავის პრელუდია ბათუმში, პუშკინის ქ. #112-ში, ჩხაიძეებსა და პოღოსიანებს შორის დავა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. ჩხაიძეებმა საერთო ეზოში მშენებლობა წამოიწყეს. ეს პოღოსიანებმა და გვერდით მეზობელმა იზო გიორგაძემ გააპროტესტეს. ბათუმის მერიაში მათ მიერ შეტანილი განცხადებები დაკმაყოფილდა. "ჩხაიძეები პოღოსიანებს ყოველთვის აყენებდნენ შეურაცხყოფას _ შენ სომეხი ხარ, მალე წაეთრევი აქედან და შენი სახლი ჩვენ დაგვრჩებაო. ჩვენც ასე გვემუქრებოდნენ, როგორც სოხუმში მოხდა, ისე გაგყრით აქედან არააჭარლებსო", _ აცხადებს იზო გიორგაძე. მართლაც, სამეზობლო კონფლიქტის გამო ჩხაიძეები არაერთხელ გააფრთხილა პოლიციის მე-8 ქვეგანყოფილებამ. "გაცნობებთ, რომ ხელწერილის ჩამორთმევით გაფრთხილებულნი არიან მოქალაქეები: ხასან, მურად, ეთერ და რობერტ ჩხაიძეები მასზედ, რომ აღარ გააგრძელებენ უკანონო მშენებლობას და მათი მხრიდან რაიმე შეურაცხყოფა თქვენ მიმართ აღარ იქნება", _ წერს მე-8 ქვეგანყოფილების უფროსი, მაიორი რ. დიასამიძე 1996 წლის 21 ნოემბერს. მოგვიანებით ედუარდ პოღოსიანმა სასამართლოს მიმართა და საერთო ეზოში თავისი კუთვნილი წილის გამოყოფა მოითხოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით, პუშკინის ქ. #112-ში მდებარე საერთო საკუთრებაში არსებული 824 კვ.მ მიწის ფართობიდან ედუარდ პოღოსიანს მიეკუთვნა 1/7 ნაწილი და საცხოვრებელ ფართობთან ერთად დამატებით გამოეყო 59 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 2005 წელს რობერტ ჩხაიძე დასაქმდა ბათუმის მერიაში და სამეზობლო დავაც განახლდა. მან, თავის ბიძაშვილთან, ზურაბ ჩხაიძესთან და მამიდაშვილთან, ისრაფილ ლორთქიფანიძესთან ერთად (ისინი იმავე ეზოში ცხოვრობენ), ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო ხელახლა მიმართა სასამართლოს. სასამართლომ ეს სარჩელი არ მიიღო. 12 აპრილს სასამართლოში ახალი განცხადება შევიდა, კიდევ ერთი მეზობლის _ სამველ აბრამოვის სახელით. აბრამოვი მაშინაც რუსეთში ცხოვრობდა და ახლაც ცხოვრობს. იგი პოღოსიანის მიერ მოგებულ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა და სასამართლო პროცესის განახლება ამ მიზეზით მოითხოვა. "სასამართლო გადაწყვეტილების ახალ გარემოებათა აღმოჩენის მოტივით განახლებას 5-წლიანი ვადა გასდიოდა. ამიტომაც ჩხაიძემ აბრამოვი მოისყიდა. რადგან აბრამოვის ჩამოყვანა ბათუმში ვერ მოახერხა, ამიტომაც მისი ხელწერა გააყალბეს (ჩვენ ასე ვფიქრობთ) და განცხადება სასამართლოში შეიტანეს", _ აცხადებს იზო გიორგაძე. სამეზობლო დავის განახლების პარალელურად რობერტ ჩხაიძემ თანამდებობრივი აღმასვლა დაიწყო. ჯერ ვიცე-მერი გახდა, შემდეგ კი მერის სავარძელი მოირგო. ამასობაში პოღოსიანებმა 2007 წლის 31 ოქტომბერს 59 კვ.მ მიწის სადავო ნაკვეთი გაყიდეს. მიწის ნაკვეთზე დავა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2010 წლის 28 ივნისის სხდომაზე დასრულდა. რადგან სადავო მიწა უკვე გაყიდული იყო, ზოიძემ დავის შეწყვეტა მოითხოვა. "ეს გელა მახარაძემ რომ მოისმინა, სასტიკად აღშფოთდა და დაგვემუქრა: "როგორ გაბედეთ და ქალაქის მერს ცხვირწინ მიწა აახიეთ. ნახეთ რას გიზამთ, დაგიჭერთ და ცხვირიდან ამოგადენთ მაგასო", _ აცხადებს იზო გიორგაძე. მერი კულუარებში სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე ბათუმის მერი თამაშიდან ოფიციალურად გავიდა. ხოლო ზურაბ ჩხაიძემ და ისრაფილ ლორთქიფანიძემ (რომელიც ბათუმის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონით დაფინანსებული შპს "სანდასუფთავების" დირექტორი იყო) ედუარდ პოღოსიანის, ირმა ზოიძის, იზო გიორგაძისა და მისი დედის, თინა ლომთათიძის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს. პოღოსიანსა და მის თანამზრახველებს ბრალად ედებოდათ სისხლის სამართლის დანაშაული _ თვითნებობის ჩადენა. დაიწყო წინასწარი გამოძიება, რომელიც 2010 წლის 16 აგვისტოს დადგენილებით შეწყდა. გადაწყვეტილებაში ჩაიწერა: "ამნისტიის აქტის საფუძველზე საქმეზე შეწყდა წინასწარი გამოძიება". პოღოსიანის მეორე ადვოკატი, ირაკლი შავაძე პროკურატურის მიკერძოებაზე საუბრობს: "პროკურატურამ გამოთქვა მოსაზრება, რომ პოღოსიანის ქმედებებში შეინიშნება სსკ 360–ე მუხლის დანაშაულის ნიშნები. თუ იცოდნენ, რომ ეს მუხლი ამნისტირებული იყო, წინასწარი გამოძიება არ უნდა დაწყებულიყო. თანაც, პოღოსიანი დაკითხეს მოწმედ, რის გამო მას არ ჩააბარეს მასალები, ანუ მას გასაჩივრების შესაძლებლობა არ მიეცა". ადვოკატი ზოიძე კი ფიქრობს, რომ მსგავსი ჩანაწერი რობერტ ჩხაიძის გავლენით გაკეთდა: "სისხლის სამართლის საქმე რომ არ გამოუვიდათ, სოციალურად დაუცველს ჯერ სახლი დაუყადაღეს, ახლა ფულს სთხოვენ". პროკურატურის შემდეგ ბათუმის მერის ოჯახმა ხელახლა მიმართა სასამართლოს. ახლა პოღოსიანს უკანონო გამდიდრების მოტივით ედავებიან და საერთო წილის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის მეზობლებისთვის გადანაწილებას სთხოვენ. ამჯერად სასამართლო დავებში გამოჩნდა მერის და, ლიანა ჩხაიძე, რომელიც ზურაბ ჩხაიძეს, ისრაფილ ლორთქიფანიძესა და რუსტამ აბრამოვთან ერთად აგრძელებს დავას. მთავარი მოსარჩელე _ სამველ აბრამოვი, ვისი განცხადებითაც საქმე განახლდა, სასამართლო პროცესებს მისი განახლებისთანავე ჩამოცილდა. სასამართლო დავებში აღარ მონაწილეობს გელა მახარაძეც, რომელიც ადვოკატმა დავით გაბაიძემ (მისმა თანაკურსელმა) შეცვალა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნათელა ჯაშიაშვილმა 2011 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით, პოღოსიანს ლიანა და ზურაბ ჩხაიძეებისა და ისრაფილ ლორთქიფანიძის სასარგებლოდ 7700 აშშ დოლარის გადახდა დაავალდებულა, ხოლო რუსტამ აბრამოვისთვის _ 5 600 დოლარის. ადვოკატი შავაძე ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და იგი შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა: "ქალაქ ბათუმის მერმა გამოიყენა მისი სამსახურებრივი მდგომარეობა და სასამართლოში წარადგინა გაყალბებული დოკუმენტები, კერძოდ: საჯარო რეესტრიდან წარმოადგინეს მონაცემები, თითქოს პოღოსიანის საცხოვრებელი ფართობი 32 კვ.მეტრია, სინამდვილეში იყო 67 კვ.მეტრი, რაც თავის დროზე პოღოსიანმა შეისყიდა სახელმწიფოსგან. ამაზე რეესტრში განცხადება შევიტანეთ, მაგრამ ის მანამ არ გაატარეს, სანამ არ დასრულდა სასამართლო პროცესი. აქედან გამომდინარე პოღოსიანის წილი ხელოვნურად შეამცირეს". სამეზობლო დავის დაწყებისთანავე ბათუმის მერის ოჯახმა პოღოსიანებს საერთოდ აუკრძალა ეზოში სიარული. ამის გამო ისინი სარეცხს არა ეზოში, არამედ პუშკინის ქუჩის ტროტუარზე ფენენ. პოღოსიანები სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი და სახელმწიფო შემწეობასაც იღებდნენ. თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა, მათ შემწეობის მიღებაც შეუწყვიტეს. იზო გიორგაძე ამბობს, რომ თავადაც და პოღოსიანებიც სახლ-კარს ყიდიან: "რობერტის გამო ვერ ვყიდით. ყველა მყიდველი მაგის გამო გაიქცა. თავად კი იშოვა მილიონები _ სახლებს დებსა და ბიძაშვილ-მამიდაშვილების სახელებზე აფორმებს. ქალაქის მერი სოციალურად გაჭირვებულს, უკანონო გამდიდრების მოტივით ედავება და ფულს სთხოვს. მაგას მეზობლებთან ვერ მოუგვარებია ურთიერთობა და ქალაქს როგორ უნდა მიხედოს?". არაერთი მცდელობის მიუხედავად, "ბათუმელებმა? ვერც ბათუმის მერის, რობერტ ჩხაიძის კომენტარი მოიპოვა და ვერც მისი ოჯახის წევრების. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
Boats from Libya are beginning to arrive in southern Italy, where resources have already been stretched by an earlier influx of Tunisian migrants. planetanews