planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/02/buneba-2-150x150.jpgარასამთავრობო ორგანიზაციები გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციას აპროტესტებენ და პრეზიდენტისგან და მთავრობისგან სამინისტროს რეორგანიზაციის შეჩერებას ასევე, მისი დაფინასებისა და უფლებების გაზრდას ითხოვნ. დღეს, ამასთან დაკავშირებით, “ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა” პრესკონფერენცია გამართა. “ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” ხელმძღვანელის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, გარემოს დაცვის სამინისტროს დაშლა მთელ რიგ კანონებს, სამართლებრივ აქტებსა და საერთაშორისო შეთანხმებებს ეწინააღმდეგება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას, ათი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. კერძოდ, ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია “ელკანა”, “კავკასიის ეკოლოგია”, “ადამიანის უფლებათა ცენტრი” და სხვები. განცხადება პრეზიდენტს, პარლამენტსა და კანცელარიაში ამ დღეებში დაიგზავნება. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/02/qartuli-partia1-150x150.jpg“ქართულმა პარტიამ” დღეს, საგარეჯოში ოფისი გახსნა. პარტიის ოფისის გახსნას, პარტიის მხარდამჭერები, აქტივისტები, საზოგადოების და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საგარეჯოს ახლად გახსნილ ოფისი, რომელსაც გია კევლიშვილი ხელმძღვანელობს, უკვე შეუდგა ~ქართულ პარტიაში” გაწევრიანების მსურველთა აღრიცხვა-რეგისტრაციას. არსებული ინფორმაციით, ~ქართული პარტიის” საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენცია სავარაუდოდ, მარტის მეორე ნახევარში ჩატარდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/ramaz-150x150.jpgსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ეწვია. მინისტრმა თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის რეაბილიტირებული სამსართულიანი შენობა მოინახულა, რომელიც წლების განმავლობაში მწყობრიდან იყო გამოსული. შენობის დათვალიერების შემდეგ, მინისტრმა თიანეთის მუნიციპალიტეტს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გასატანად განკუთვნილი 2 ახალი ავტომანქანა გადასცა. 100 ცალ ურნას კი, მუნიციპალიტეტი უახლოეს დღეებში მიიღებს. აღნიშნული ტექნიკა “მუნიციპალური მომსახურების განვითარების პროექტის” ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით შეისყიდა. აღსანიშნავია, რომ დაბა თიანეთის მოსახლეობა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შედეგად 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავიდა. წყალმომარაგების სისტემის სამუშაოების დაწყებამდე დაბა თიანეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი საერთოდ უწყლოდ იყო დარჩენილი, ნაწილს კი სასმელად უვარგისი წყალი დღის განმავლობაში მხოლოდ 2 საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა. რამაზ ნიკოლაიშვილმა რეაბილიტირებული წყალგაყვანილობის სისტემის მუშაობის ხარისხი ბიკაშვილების ოჯახში პირადად შეამოწმა. სამუშაოები რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განხორციელდა. რამაზ ნიკოლაიშილმა, თიანეთში ყოფნისას, რეაბილიტირებული სპორტ-სკოლა და განახლებული კულტურის სახლიც მოინახულა. სპორტ-სკოლაში, რომელიც წლების განმალობაში მწყობრიდან იყო გამოსული, სატრენაჟორო და საჭიდაო დარბაზები და კალთბურთის მოედანია განლაგებული. რეაბილიტირებულ კულტურის სახლში 300 კაცზე გათვლილი კინოთეატრი და საკონცერტო დარბაზი ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ თიანეთს კინოთეატრი 20 წლის მანძილზე არ ჰქონია. კულტურის სახლის რეაბილიტაციის შემდეგ, დარბაზი შესაბამისი აპარატურით აღიჭურვა და კინოთეატრის ფუნქციაც შეითავსა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/Eurovision-2011-150x150.jpgევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსი დღეს გაიმართება. დღეს გახდება ცნობილი, ვინ წარადგენს საქართველოს ევროვიზიაზე. კონცერტზე შვიდი მონაწილე შვიდ მუსიკალურ ნომერს წარმოადგენს. სხვადასხვა მიმდინარეობის სიმღერები ქართულ და ინგლისურ ენებზე სპეციალურად საკონკურსოდ შეიქმნა. ეროვნულ კონკურსამდე ერთი დღით ადრე კონკურსის ერთ– ერთმა მონაწილემ თაკო გაჩეჩილაძემ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა. მონაწილეები კონკურსისთვის ემზადებიან. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/soxumi-150x150.jpgჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები პიერ მორელი და ანტი ტურენენი სოხუმში მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ჟენევის დისკუსიების მეთხუთმეტე რაუნდის მოსამზადებელი საკითხები იქნა განხილული, ასევე, ის თემები, რომლებსაც მხარეები მორიგ კონსულტაციებზე დააყენებენ. ჟენევის მოლაპარაკებების მეთხუთმეტე რაუნდი პირველ მარტს გაიმართება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/somx-150x150.jpgსომხეთში აქციები დაიწყო. ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ხალხის მთავარი მოთხოვნა ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, ადამიანთა უფლებების დაცვა და ქვეყანაში საცხოვრებელი სტანდარტების მოწესრიგებაა. ექსპერტები სომხეთის პრეზიდენტს კურსის შეცვლისკენ მოუწოდებენ. აქცია სომხეთის ეროვნული კონგრესის ორგანიზებულია. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/ganatleb-150x150.jpgსაქართველოს განათლების სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გუშინ, ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ „სკოლის მანდატურს“ იარაღის ტარების უფლება აქვს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სპეციალური საშუალებებიდან სკოლის მანდატურს მხოლოდ რაციისა და მეტალოდეტექტორის ტარების უფლება აქვს. ინფორმაცია, თითქოს სკოლის მანდატურს აქვს იარაღის ან სხვა სპეციალური საშუალების გამოყენებისა და ტარების უფლება, სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიასა თუ საზოგადოებრივ გაერთიანებას, ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/gemi1-150x150.pngსოჭში დაკარგული ქართველი მეზღვაურის როლანდ ბერიძის სამძებრო სამუშაოები განახლდა. მაშველები დაკარგულ ქართველს უკვე მეექვსე დღეა ეძებენ. ოჯახი დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს, თუმცა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის არქონის გამო, ქართული მხარე ძიებაში მონაწილეობას ვერ ღებულობს. გადარჩენილი ქართველი მეზღვაურები კი კომპენსაციას ითხოვენ. მეზღვაურები რამდენიმე დღეში თურქეთში გამგზავრებას გეგმავენ და სოჭის სანაპიროსთან ჩაძირული გემის მფლობელ კომპანიას ანაზღაურებას მოსთხოვენ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/avtob-150x150.jpgდიდთოვლობის მიუხედავად, გზებსა და მაგისტრალებზე მოძრაობა, ამ დროისათვის შეფერხებული არ არის. ავტსაგზაო ინციდენტებისა და საცობების თავიდან ასაცილებლად მაგისტრალი ინტენსიურად იწმინდება და მარილი იყრება. თოვლია რიკოთზეც. ერთადერთი შეზღუდვა ტრაილერებს შეეხო, მათი გადაადგილბეა რიკოთზე შეიზღუდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/tbilisi3-150x150.jpgსაქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21 თებერვლიდან, ტემპერატურა შედარებით მოიმატებს, თუმცა არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. მომდევნო 3 დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. ნალექი დედაქალაქშიც შენარჩუნდება. სინოპტიკოსების განცხადებით, ტემპერატურის მატება უახლესი ერთი კვირის განმავლობაში მოსალოდნელი არ არის. თუმცა, სპეციალისტების თქმით, დასავლეთ საქართველოში ქარი გაძლიერდება, რამაც შესაძლოა თოვას ხელი შეუშალოს. იხილეთ epn.ge
-
წუხელ ღამის 1-დან 6-ის ნახევრამდე თავისთავად მეტირებოდა და ვერაფრით დავიძინე. გადავიღალე. http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/icon_sad.gif http://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/sic28I0E9VU ეწვიეთsweet.ge
-
ინტერნეტტრაფიკის სიჩქარის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 51-ე ადგილზეა, რეგიონის მასშტაბით კი - პირველზე. მიუხედავად ამისა, მომხმარებლები ინტერნეტის სიჩქარესაც უჩივიან და კომპანიებისგან დაწესებული ტარიფების შემცირებას ითხოვენ. ამაზე რეაგირებას კი კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას სთხოვენ. გაზიარება [გიორგი ბექაური. 02:14 18-02-2011] http://4.bp.blogspot.com/--SnKSKYVMSs/TV2djt4WJ4I/AAAAAAAAEak/T5EhytBzE3E/s200/68859_156579867708787_100000703243348_331398_2691984_n.jpgარადა, ინტერნეტის მიწოდების ფასს თავად კომპანიები ადგენენ და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისია ამაში არ ერევა. ერთადერთი, რასაც მარეგულირებელი ინტერნეტ-პროვაიდერებს ავალდებულებს ისაა, რომ მათ საკუთარი ვებ-გვერდი ჰქონდეთ, სადაც შეთავაზებული პაკეტები და მისი ღირებულება იქნება განთავსებული. „ნეტ ინდექსის“ მიხედვით საქართველოში ინტერნეტის საშუალო სიჩქარე 6.77 მგ/წმ-ია. (რეიტინგი შედგენილია 2008 წლის 2 აგვისტოდან 2011 წლის 2 თებერვლამდე მომხმარებელთა „აიპი“ მისამართების ტესტირების საფუძველზე). რეიტინგის ხუთეულში მოხვდნენ სამხრეთ კორეა (36,56 მგ/წმ), ლიტვა (30,34 მგ/წმ), ლატვია (26,40 მგ/წმ), შვეცია (25,14 მგ/წმ), ნიდერლანდები (24,51 მგ/წმ). რეიტინგის აუტაიდერები არიან ზამბია - 0,65, ირანი - 0,63, ბოლივია- 0, 55, - 0,47 და ზიმბამბვე - 0,39. პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის ინტერნეტის სიჩქარის რეიტინგი შემდეგნაირად გადანაწილდა: ლიტვა (მე-2 ადგილი) - 30,34 მგ/წმ, ლატვია (მე-3 ადგილი) - 26.40 მგ/წმ, მოლდოვა (მე-7 ადგილი) - 23.67 მგ/წმ, უკრაინა (24-ე ადგილი) - 12.83 მგ/წმ, ესტონეთი (25-ე ადგილი) - 12.79 მგ/წმ, რუსეთი (27-ე ადგილი) - 12.18, საქართველო (51-ე ადგილი) - 6.77 მგ/წმ, ყაზახეთი (61-ე ადგილი) - 5.74 მგ/წმ, ყირგიზეთი (64-ე ადგილი) - 5.66 მგ/წმ, ბელორუსი (67-ე ადგილი) - 5.31 მგ/წმ, აზერბაიჯანი (94-ე ადგილი) - 2.91 მგ/წმ, უზბეკეთი (124-ე ადგილი) - 1.98 მგ/წმ , სომხეთი (128-ე ადგილი) - 1.85 მგ/წმ, ტაჯიკეთი (139-ე ადგილი) - 1.54 მგ/წმ. რაც შეეხება ზოგადად საქართველოს, ამ დროისთვის ქვეყანაში 2 ძირითადი ინტერნეტ პროვაიდერია: „კავკაზუს ონლაინი“ და „სილქნეტი“. ბაზარზე ლიდერის პოზიციას „სილქნეტი“ (ყოფილი „გაერთიანებული ტელეკომი“) იკავებს, ხოლო შემდეგ მოდის „კავკასუს ონლაინი“, რომელიც 3 წამყვანი ინტერნეტ პროვაიდერის გაერთიანების შემდეგ შეიქმნა. „სილქნეტს“ ბაზრის 41% უჭირავს, ხოლო „კავკასუსი“ ბაზრის 37% აკონტროლებს. თუ გადავხედავთ საქართველოში ინტერნეტის სიჩქარეს და ტარიფს, საშუალო სიჩქარე 5-10 მგ/წმ-ს ფარგლებშია, ხოლო ტარიფი 1 მგ/წმ-ზე 5-10 დოლარის ფარგლებში მერყეობს. მაგალითად, იმისათვის, რომ „სილქნეტის“ ინტერნეტის აბონენტი გახდე, უნდა გქონდეს ამავე კომპანიის ფიქსირებული ან უკაბელო ტელეფონი. ინტერნეტის ჩასართავად კი უნდა გადაიხადო პირველადი, ანუ ინსტალაციის საფასური, რომელიც „დეესელ“ ინტერნეტის შემთხვევაში 20 დოლარია, ოპტიკური ინტერნეტის, ანუ „სილქ-ინტერნეტის“ შემთხვევაში კი - 70 ლარი. პაკეტები კი შემდეგნაირად გამოიყურება: 1 მეგაბიტი „სილქნეტის“ ინტერნეტი 10 დოლარი ღირს, 2 მეგაბიტი - 15 დოლარი, 3 მეგაბიტი - 20 დოლარი, 4 მეგაბიტი - 25 დოლარი, 6 მეგაბიტი - 30 დოლარი, 8 მეგაბიტი კი - 35 დოლარი. რაც შეეხება „სილქ-ინტერნეტს“ (ოპტიკურ-ბოჭკოვანი), ამ შემთხვევაში სიჩქარე მაღალია, მაგრამ ყოველთვიური გადასახადიც სიჩქარის შესაბამისი. მაგალითად, 4 მეგაბიტი 37 ლარი ღირს, 8 მეგაბიტი - 73 ლარი, 16 მეგაბიტი - 146 ლარი, მაქსიმალური სიჩქარის - 20 მეგაბიტის მიღებისთვის კი 220 ლარის გადახდა მოგიწევს. „კავკასუსის“ შემთხვევაში ინსტალაცია უფასოა, თუმცა ტარიფები დაბალი არც აქაა. მაგალითად, თუ „კავკასუს-ონლაინის“ „დიესელ“ ინტერნეტი გაქვთ 3-მეგაბიტიან პაკეტში თვეში 50 ლარის გადახდა მოგიწევთ; თუ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით სარგებლობ, მაშინ სიჩქარე იზრდება, ფასი კი მცირდება. ამ შემთხვევაში 5 მეგაბიტში სულ რაღაც 30 ლარს იხდი. ინტერნეტ-ბაზრის კიდევ ერთი პატარა მოთამაშე „მაგთია“, რომლის ინსტალაცია 155 ლარი ჯდება, თვიური გადასახადი კი 15 ლარიდან იწყება და სიჩქარის შესაბამისად 45 ლარამდე ადის. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კი ინტერნეტის სიჩქარე მაღალია, ფასი კი რაც შეიძლება დაბალი. იაპონიაში 1 მგბტ/წამი, საშუალოდ, 27 ცენტი ღირს, ხოლო საშუალო სიჩქარე 61 მგბტ/წმ-ია; კორეა საშუალო სიჩქარე 46 მგბტ/წმ-ია, 1 მეგაბიტის საშუალო ღირებულება 45 ცენტია; ფინეთი: საშუალო ტარიფი 2 დოლარი და 27 ცენტია, ხოლო სიჩქარე 22 მეგაბიტი; პოლონეთი: ტარიფი - 13 დოლარია, სიჩქარე - 7.5 მეგაბიტი წამში, სომხეთში ტარიფი - 2 დოლარი და 5 ცენტია, სიჩქარე - 1 მეგაბიტი, აზერბაიჯანში - 5 დოლარი და 7 ცენტი, საშუალო სიჩქარე 1 მეგაბიტი წამში. უკრაინაში ინტერნეტ-პაკეტის საშუალო ტარიფი 52-53 გრივნა, დაახლოებით, 7-8 ლარია. თანაც აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინა ინტერნეტ-კავშირის სიჩქარით მსოფლიოს 30 ქვეყანას შორისაა, სწრაფი ინტერნეტის ხარისხით კი ასევე მსოფლიოში 36-ე ადგილზეა. რუსეთში ეკონომიური პაკეტის საფასური 100 რუბლია, ანუ 6 ლარი, ამ პაკეტის მფლობელს ინტერნეტი წამში 1 მეგაბიტი სიჩქარით მიეწოდება (ჩვენთან ეს პაკეტი საშუალოდ 10 დოლარი ღირს). 300 რუბლი, დაახლოებით, 18 ლარი ღირს 3 მეგაბიტი. ინტერნეტის სიჩქარე მაღალია და თანაც იაფი გერმანიაში. მაგალითად, იმისათვის, რომ ინტერნეტი მთელი თვის განმავლობაში 24-საათიან რეჟიმში მოგეწოდებოდეს, თანაც წამში 16 მეგაბიტი, სულ რაღაც 25 ევროს გადახდა გიწევს. ამაში შედის ტელეფონის საფასურიც. ასეთი პაკეტი გერმანიაში მოქმედ რამდენიმე კომპანიას აქვს. საშუალოდ 20-30 ევრო ღირს ინტერნეტის ესპანეთშიც, თუმცა ამ შემთხვევაში ტელეფონის გადასახადი მასთან მიბმული არ არის. ფაქტია, რომ ქართული ინტერნეტი ბევრად ჩამოუვარდება განვითარებულ ქვეყნებში არსებულ ინტერნეტის ხარისხს, მიუხედავად ამისა ფასი გაცილებით დიდია. ქვეყანაში კი ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. 2000 წლის მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტის 20 000 მომხმარებელი იყო, ბოლო მონაცემებით, ანუ დღეისათვის ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი 1 300 000-ს შეადგენს. presage.tv http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
ტელეკომპანია „მაესტრო" თანამგზავრიდან მაუწყებლობას უახლოესი ათი დღის განმავლობაში აღადგენს. გაზიარება [16:26 17-02-2011] http://3.bp.blogspot.com/-YCelxrQ4wbs/TVxQWEF0HAI/AAAAAAAAEac/S_24W1e2KG0/s200/30592_1284739643312_1374777655_30659328_1879080_n.jpgარხის გენერალური დირექტორის ბაჩო კიკაბიძის განცხადებით, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია თურქულ კომპანიასთან. „ჩვენც იმავე კომპანიის კუთვნილი თანამგზავრის საშუალებით გავალთ ეთერში, რითიც სხვა ძირითადი ქართული არხები მაუწყებლობენ. ხელშეკრულება იმდენი ხნით გავაფორმეთ, სადამდეც ფული გვეყოფა," - განუცხადა media.ge-ს ბაჩო კიკაბიძემ, რომელიც ხელშეკრულების დეტალებს არ ახმოვანებს და ამბობს, რომ სატელიტზე გასვლის შემდეგ „მაესტროს" ყურება შესაძლებელი იქნება დასავლეთ ევროპიდან ცენტრალურ რუსეთამდე. ტელეკომპანიები "რუსთავი 2", "იმედი" , ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი" თურქულ კომპანია „თურქსატის" კუთვნილი თანამგზავრის საშუალებით მაუწყებლობენ. ყოველთვიური გადასახადი 18-დან 22 ათას აშშ დოლარამდე მერყეობს. გასულ წელს „მაესტრო", საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზია, სატელიტზე კომპანია „მირის" საშუალებით გადიოდა. ფინანსური პრობლემების გამო კი 2010 წლის სექტემბერში თანამგზავრიდან მოხსნეს. ამჟამად „მაესტრო" საკუთარ პროდუქციას საკაბელო ტელევიზიების საშუალებით გადასცემს, თუმცა ამ კომპანიებთან პრობლემები ხშირად ექმნება. საფუძვლად კი ტექნიკური პრობლემები სახელდება. ამ მიზეზით „მაესტროს" მაუწყებლობა გამორთულია თელავში, ახმეტაში და რუსთავში, მათ გადაცემებს ვერ გადასცემს ციფრული ინტერაქტიული ტელევიზია SILK TV-იც. „მაესტროს", ისევე როგორც მუსიკალურ ტელეკომპანია „მიუზიკ ბოქსს" ტექნიკური პარამეტრები გასასწორებელი აქვს. ამ საკითხზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს როგორც ჩვენი მხრიდან ასევე ტელეკომპანიების მხრიდან. პრობლემის მოგვარებისთანავე დავიწყებთ მათ ჩევნებასაც," - განმარტა თეონა წერეთელმა, „სილქნეტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა. „„სილქნეტში" მითხრეს, რომ მთავარ პრობლემას ქმნის ის, რომ „მაესტრო" სატელიტზე არ გადის. სწორედ ამიტომ არ რთავენ ჩვენს არხს. ახლა დავიწყებთ თანამგზავრიდან მაუწყებლობას და ვნახოთ კიდევ ექნებათ თუ არა რაიმე მიზეზი", - განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ. media.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში, რომელიც დამოუკიდებელი მედიის სიმცირეს განიცდის, დასავლეთ საქართველოში პირველი, ინტერნეტ რადიოსადგური გაიხსნა. გაზიარება [00:41 15-02-2011] http://2.bp.blogspot.com/-MQumfhVdpHI/TVmTN2IvVxI/AAAAAAAAEaU/ccLE70EOoD8/s200/qartuliradio.gif„ქართულმა რადიომ“ მაუწყებლობა 2011 წლის 7 თებერვალს დაიწყო. მსმენელს გემოვნებიან მუსიკასთან ერთად, ყოველ სრულ საათზე ობიექტური საინფორმაციო გამოშვების და საინტერესო გადაცემების მოსმენა – 24 საათის განმავლობაში შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ რადიომ მაუწყებლობა მხოლოდ 10 დღეა დაიწყო, მედიასაშუალების ინტერნეტ გვერდს დღე–ღამეში საშუალოდ 1 000 ადამიანი სტუმრობს. „ქართული რადიოს“ მიზანია საზოგადოებას მიაწოდოს მიუკერძოებელი ახალი ამბები და ეთერში გააჟღეროს ცენტრალური საინფორმაციო საშუალებების მიერ იგნორირებული ინფორმაციები. „ქართული რადიოს“ მოსმენა, ინტერნეტგვერდზე qartuliradio.blogspot.com და მობილურ ტელეფონში მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდანაა შესაძლებელი. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
წარმოგიდგენთ ახალ, რომანტიულ ვიდეო არტს: Filed under: გასართობი, ეროტიკა, ექსპერიმენტი, ვიდეო Tagged: art, არტი, ვიდეო, რომანტიკა, bigcrow, crow pictures, day, morrissey, romance, tabula, valentine, videohttp://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=1974&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
-
კრეატივი. წინა კრეატივები ამავე თემაზე: შტეფან ფერბერის ჩანაწერები, არტილერისტის დღიურები. მე უნტეროფიცერი ლეონარდ მორზიკი გახლავართ, გერმანიის მოტორიზებული არმიის ერთ-ერთი სიამაყის, 30 ტონიანი, დაიმლერ-ბენცის მოდელის საშუალო სიმძიმის ტანკ VK 3002 DB-ს მეთაური. მე დიდი გზა გამოვიარე უნტეროფიცრობამდე. თავიდან მეც, ისევე როგორც უმეტესობა, პანცერობერშუტცი ვიყავი, ანუ უბრალო სერჟანტი. თუმცა ჩემი ბრძოლის სამწლიანი გამოცდილება ეტყობა დააფასა უფროსობამ და [...]http://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=1964&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
-
საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სააკაშვილის პოლიტიკური ბედი კვლავ აქტიური განხილვის საგანია. „თავისუფალი დემოკრატები“ პირობას დებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერებას „არ დაუშვებენ“. „ქართული პარტია“ საქართველოს ნორმალური განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავს, თუ სააკაშვილი პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის რანგში გააგრძელებს ქვეყნის მართვას. გაზიარება [მერაბ ბრეგაძე. 00:36 12-02-2011] http://2.bp.blogspot.com/-3L_bZUkTc4w/TVbt9mHH30I/AAAAAAAAEaM/2Y9RQHAJdi0/s200/25475_1415895284471_1445260650_31076457_7871051_n.jpgპოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით კი, „სააკაშვილს შესაძლო გაპრემიერების საკითხში დასავლეთის განწყობის დადებითად შეცვლა არ გაუჭირდება“. „არ დავუშვებთ, რომ სააკაშვილი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდეს. მას პოლიტიკური რესურსი აღარ დარჩა, რათა ქვეყანა მართოს. საქართველოშიც და მის საზღვრებს გარეთაც სააკაშვილის არასერიოზულ ადამიანად თვლიან, რომელმაც ძალიან სერიოზული შეცდომები დაუშვა და ახლაც აგრძელებს“, - განაცხადა ალასანიამ „Ноев ковчег“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. მისივე აზრით, „სააკაშვილი ხელისუფლების შენარჩუნებას შეეცდება, თუმცა ამას ვერ მიაღწევს“. „ჩვენ სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს საზოგადოების მხრიდან, ახლა კი ორგანიზებულობა გვჭირდება, რის გარეშეც საპარლამენტო არჩევნებზე მოქმედ ხელისუფლებას ვერ დავამარცხებთ. არჩევნებზე გამარჯვებით ქვეყნის სათავეში მიხეილ სააკაშვილის ყოფნას წერტილს დავუსვამთ“, - განაცხადა ალასანიამ. შეგახსენებთ, რომ საუბრები საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გაპრემიერების შესახებ ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით დაიწყო. ამ ცვლილებებით პრემიერს უფლებამოსულებები გაეზარდა, პრეზიდენტს კი შეუმცირდა. თუმცა არაოფიციალურად იმაზეც საუბრობენ, რომ სააკაშვილმა შესაძლო, პარლამენტის თავმჯდომარეობა ისურვოს, თუ დასავლეთი მის გაპრემიერებას მხარს არ დაუჭერს. „ავტოკრატების ეპოქა მთელ მსოფლიოში მთავრდება. ეს სააკაშვილმა კარგად უნდა გაიგოს. ის, რაც მოხდა ყირგიზეთსა და ტუნისში, რაც დღეს ხდება ეგვიპტეში, მისთვის გაფრთხილება და გაკვეთილი უნდა იყოს. სასურველია, რომ საქართველოში პროცესები ასეთი მიმართულებით არ განვითარდეს. ამისთვის კი საჭიროა, სააკაშვილმა ხალხის ხმა შეისმინოს“, - განაცხადა თავის მხრივ „ქართული პარტიის“ ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა ყვარლის პარტიული ორგანიზაცის ოფისის გახსნისას. მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ძალოვანი უწყებების უხეშ ძალას ემყარება და მოსახლეობაში არანაირი ავტორიტეტი არ გააჩნია. „სააკაშვილის რეჟიმი, მხოლოდ პოპულისტურ დაპირებებს იძლევა, რომლებსაც არ ასრულებს“, -აღნიშნა სოზარ სუბარმა, რომელმაც თავისი ნათქვამის საილუსტრაციოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების თაობაზე სააკაშვილის მიერ უხვად გაცემული დაპირებები მოიყვანა. „ქართული პარტიის“ თავმჯდომარე ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკა ინგრევა, ბიზნესი დატერორებულია და ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება. სუბარს საგანგაშოდ მიაჩნია ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება მიწის გადასახადის გაზრდის შესახებ. „ქვეყანაში რადიკალური ცვლილებები აუცილებელია, რათა საქართველო ნორმალური განვითარების გზას დაადგეს. ეს არ მოხდება, თუ სააკაშვილი პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის რანგში გააგრძელებს ქვეყნის მართვას“,- აფრთხილებს საზოგადოებას სოზარ სუბარი. მისი თქმით, „ქართული პარტია“ სწორედ ქვეყანაში არსებული უმწვავესი მდგომარეობის მოგვარების მიზნით შეიქმნა. „ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - დაპირდა სოზარ სუბარი ამომრჩევლებს. „ქართული პარტიის“ თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში მოხერხდება ხელისუფლების მიერ სრული კონტროლის ქვეშ მოქცეული საინფორმაციო სივრცის გარღვევა, რაც მმართველი ძალის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლას გააადვილებს. „გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ, მარადიული ამ ქვეყნად არაფერია, თიხის ფეხებზე მდგარი ხელისუფლების დამარცხებას აუცილებლად მოვახერხებთ“, - განმარტა მან. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით კი, მიხეილ სააკაშვილის პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის მზადების შესახებ ინფორმაცია „თავშესაქცევადაა გავრცელებული“. როგორც „პირWელს“ საყვარელიძემ განუცხადა, „რეალური მოტივი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ძალაუფლება შეიზღუდოს, არ არსებობს, აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ სააკაშვილი შესაძლოა, პრემიერ-მინისტრობას უმიზნებს და არა პარლამენტის თავმჯდომარეობას“. რაც შეეხება ამ თემასთან დაკავშირებით ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააკაშვილს გაპრემიერების კუთხით დასავლეთის მხარდაჭერა არ გააჩნია, საყვარელიძის აზრით, „ეს სააკაშვილისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს“. „ის, რომ დასავლეთის მისადმი განწყობა შესაძლოა, არცთუ სახარბიელო იყოს, სააკაშვილს არ აშინებს. მას მარტივად შეუძლია, ეს განწყობა დადებითად შეცვალოს, ისევე, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გააკეთა. არ მგონია, ამ გამოცდილების ფონზე სააკაშვილს დასავლეთთან ურთიერთობის მოგვარების პრობლემა ჰქონდეს. შესაბამისად, არ მგონია, ის ძალაუფლების შეზღუდვაზე ფიქრობდეს, - ამის მოტივს ვერ ვხედავ“, - დასძინა პოლიტოლოგმა. „პირWელის“ ინფორმაციით კი, რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა „ნაციონალური“ ელიტა შეკრიბა და მმართველი პარტიის გაძლიერების აუცილებლობაზე ესაუბრა. „პირWელის“ წყაროს ცნობით, სააკაშვილმა თანაგუნდელებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასავლეთის მხარდაჭერა არ ექნება, ხოლო „გაძლიერებული „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავების რეალური შანსი აქვს“. presage.tv http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article