Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალექსანდრ ტოროშინის მიერ საქართველოზე… ლინკი მედიანიუსზე
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/visoli-150x150.jpgფოთის ცენტრში, განთავსებული გემის ფორმის თანამედროვე სავაჭრო ცენტრი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ვისოლ ჯგუფის” სუპერმარკეტ “სმარტის” სამშენებლო სამუშაოების დაწყებას დაესწრო. მაღალტექნოლოგიურ სავაჭრო ცენტრში, რომელიც 3 000 კვ. Mეტრზეა გადაწიმული, სუპერმარკეტ “სმარტის” და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების გარდა, 150 მაყურებელზე გათვლილი კინოთეატრიც განთავსდება, სადაც ორი დარბაზი განთავსდება. ობიექტის მშენებლობაზე, რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. მშენებლობაში ქართველებთან ერთად “ვისოლ ჯგუფის” უცხოელი კონსულტანტებიც მონაწილეობენ. ფოთის თანამედროვე სავაჭრო ცენტრში 150-მდე ადამიანი დასაქმდება. მშენებლობის დასრულება 2012 წლისთვის იგეგმება. მიმდინარე წლის ბოლომდე “სმარტის” სუპერმარკეტები ვაზისუბანში, კახეთის გზატკეცილზე და თბილისის ცენტრშიც გაიხსნება. მიმდინარეობს სუპერმარკეტების მშენებლობა წყნეთში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, მარნეულში, ყვარელში, სამტრედიასა და ზუგდიდშიც. მომავალი სამი წლის განმავლობაში, “ვისოლ ჯგუფი” “სმარტის” სუპერმარკეტების ქსელის გაფართოებას და 3 000-მდე ადამიანის დასაქმებს გეგმავს. შეგახსენებთ, რომ “ვისოლ ჯგუფმა” სუპერმარკეტების ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო და “სმარტის” პირველი სუპერმარკეტი აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე გახსნა. იხილეთ epn.ge
  3. ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა ისეთ შედეგს, რომელიც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში აჩვენა. მსოფლიო თასის გათამაშებაზე, სადაც არცთუ ისე ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი, ქართველებს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აღმოაჩნდათ. იხილეთ tabula.geზე
  4. „ქართული რადიო“ – ასე ჰქვია ინტერნეტრადიოს, რომელიც ზუგდიდიდან 24-საათიან რეჟიმში მაუწყებლობს. იგი ეთერში პირველად 7თებერვალს qartuliradio.blogspot.com ბლოგდომენის მეშვეობით გავიდა. გაზიარება [17:53 28-02-2011] http://4.bp.blogspot.com/-zaEhdegihas/TWuooqhEjQI/AAAAAAAAEbU/mbsEgvNd46k/s200/qrtuli-logo.gifრადიოში სულ 9 ჟურნალისტი მუშაობს. ეთერს საინფორმაციო გამოშვებების გარდა, საავტორო გადაცემებითა და გემოვნებიანი მუსიკით ავსებენ. საავტორო გადაცემები პოლიტიკის, კულტურის, მედიცინისა და მუსიკის თემებზეა. „ინტერნეტრადიოს შექმნა ჩემი იდეა იყო. მხარში ამომიდგნენ კოლეგები - სოსო ხოფერია და ხვიჩა ახალაია. ვფიქრობთ, წარმატებული რადიო გვექნება. დღეს სახლში რადიომიმღები ძალიან ცოტას აქვს, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერით კი ბევრი სარგებლობს. რადიოს მოსმენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებს შეუძლიათ,“- ამბობს „ტრიბუნა.ge-სთან“ საუბრისას ინტერნეტრადიოს დამფუძნებელი ილია ჩაჩიბაია. ინტერნეტრადიო მალე დომენს შეიცვლის და ეთერში qartuliradio.ge-დან გავა. რადიოს თანამშრომლების თქმით, იგეგმება ახალი გადაცემების მომზადებაც. „ქართულ რადიოს“ ჯერჯერობით შემოსავალი არ აქვს, თუმცა რეკლამების მოზიდვაზე მუშაობა უკვე დაიწყეს და იმედოვნებენ, რომ წარმატებებსაც მიაღწევენ. „ფინანსურად არავინ გვეხმარება. ფაქტობრივად, ენთუზიაზმზე ვმუშაობთ. ვეძებთ სპონსორს, რომელიც თუნდაც ერთი თვის ინტერნეტის ფულს გადაგვიხდის და რამდენიმე მიკროფონს გვიყიდის. ამ შემთხვევაში უფრო დახვეწილი იქნებოდა ჩვენი ეთერი,“-ამბობს ილია ჩაჩიბაია. დამფუძნებლების თქმით, რადიოსთვის პრიორიტეტული ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციების გავრცელებაა. „ობიექტურობა, ობიექტურობა და სხვა არაფერი! - სწორედ ამ პრინციპის მეშვეობით ვაპირებთ მსმენელების მოზიდვასა და დიდ სარეკლამო ბაზარზე გასვლას,“- ამბობენ რადიოს თანამშრომლები. მათი თქმით, ინტერნეტისა და ზღვა ინფორმაციების პირობებშიც არის დიდი შანსი, რომ ინტერნეტრადიოს ბევრი მსმენელი ჰყავდეს. „ინტერნეტში ადამიანის საუბარი ნაკლებად ისმის. აქ ინფორმაცია, ძირითადად, ტექსტური სახითაა. ბევრს კითხვას ამბების მოსმენა ურჩევნია. თანაც, ჩვენ თავად მოვიპოვებთ და ვავრცელებთ ისეთ ინფორმაციას, რომელსაც სხვაგან ვერ მოისმენენ,“- ამბობს ილია ჩაიჩიბაია. tribuna.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  5. http://b.pix.ge/x/lhhbw.jpg ვინ იყო ლივერპულის საუკეთესო ფეხბურთელი 2011 წლის თებერვალში? თქვენი აზრით ვინ იმსახურებს Standard Charter-გან სპეციალურად დაწესებულ პრიზს? (თვის ფეხბურთელი). შეგახსენებთ, იანვარში ეს ტიტული რაულ მეირელეშს ხვდა წილად. მარტინ კელი განაგრძობს სასწაულ პროგრესს, ამასთანავე გლენ ჯონსონი ორივე ფლანგზე საოცრად თამაშობს. შესაძლებელია ეს პრიზი ლუის სუარესსაც გადაეცეს, რომელიც, ჩემი აზრით დამსახურებულად მიიღებს ამ ჯილდოს. აქამდე ეს პრიზი დავიდ ნგოგმა, სოტირიოს კირგიაკოსმა, რაულ მეირელეშმა, სტივენ ჯერარდმა და პეპე რეინამ მოიპოვა: http://a.pix.ge/u/ownrv.jpg http://b.pix.ge/n/gx850.jpg http://b.pix.ge/l/n07h8.jpg http://a.pix.ge/y/pq6g4.jpg http://a.pix.ge/e/0cymj.jpg View the full article
  6. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ტორშინის მიერ დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარ ტერაქტში საქართველოს დადანაშაულებას ”შემაშფოთებელი” განცხადება უწოდა. მისი თქმით, ამ განცხადების მიღმა ”ბევრად უფრო სერიოზული ჩანაფიქრი უნდა დავინახოთ, ვიდრე მხოლოდ ერთი პირის მოსაზრება.” იხილეთ tabula.geზე
  7. http://rustavi2.com/news_photos/02_11/smalls/55210.jpgროგორ უნდა აირიდოს საქართველომ საერთაშორისო ბაზრებზე წარმოქმნილი პრობლემებით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური ეფექტი და ინფლაცია - ამ თემაზე საქართველოს პრეზიდენტმა.... View the full article
  8. გერმანია არის ყველაზე დიდი გადაულახავი ზღუდე ახალი ქვეყნების ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებაზე. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ლიტვის ჟურნალ Valstyb-თან საუბარში. ამავე დროს მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველო გააგრძელებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.,,ბედის ირონიით, ამჟამად ყველა აღიარებს, რომ საქართველო - საუკეთესო მოსწავლე, მაგრამ ამასთან ერთად მას არ ანებებენ შრემდეგ კლასში გადასვლას. ეს არ არის კარგი,- გაუსვა ხაზი სახელმწიფოს მეთაურმა,- თუ ვისაუბრებთ იმის შესახებ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  9. ინგლისის მორაგბეთა ნაკრებმა ლონდონში საფრანგეთისეროვნული გუნდი 17:9 დაამარცხა. წლევანდელ დაპირისპირებას ორივე გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ამ შეხვედრაში გამარჯვება ექვსი ერის ჩემპიონის ტიტულისაკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნებოდა და საბოლოოდ ეს მასპინძლებმა გააკეთეს. იხილეთ tabula.geზე
  10. http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/02/1276169345_klimiashvili_ramaz_18.jpgპოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის გარდაცველების მიზეზი, შესაძლოა ბინაში გაზის გაჟონვა იყოს. როგორც სააგენტო “ინტერპრესნიუსი” იუწყება, ამ დროისთვის მცხეთის ქუჩა #8-ში საპატრულო პოლიციას სადარბაზოს შესასვლელი გადაკეტილი აქვთ. ჟურნალისტებთან საუბრისას რამაზ კლიმიაშვილის ახლობელმა ქალბატონმა, მარინა ტერენტიევამ განაცხადა, დღეს დილიდან ურეკავდა რამაზ კლიმიაშვილს სახლის და პირად ტელეფონზე, მაგრამ ზარებს არავინ პასუხობდა. მცხეთის ქუჩა #8-ში მარინა ტერენტიევა უკვე სამართალდამცავებთან ერთად მივიდა და კარების გახსნის შემდეგ ბინაში კლიმიაშვილის ცხედარი აღმოჩნდა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />ამასთან, არსებული ინფორმაციით, რამაზ კლიმიაშვილის გარდაცვალების მიზეზი შესაძლობა, ბინაში გაზის გაჟონვა იყოს. ერთ-ერთი მეზობლის ინფორმაციით კი, კლიმიაშვილი წუხელ სახლში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ და აღნიშნავენ, რომ ყველაფერი ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი. გარდაცვლილის ბინაში, კრიმინალისტებთან ერთად, ”ყაზტრანსგაზ თბილისის” წარმომადგენლებიც იმყოფებიან. Share View the full article
  11. http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/02/200902192221-300x240.jpgპოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. პოლიტოლოგის გარდაცვალების მიზეზსაც სწორედ ექსპერტიზა დაადგენს. რამაზ კლიმიაშვილის დაღუპვის სავარაუდო ვერსიაზე ამ ეტაპზე კომენტარები არ კეთდება. რამაზ კლიმიაშვილს რამდენიმე დღეში 70 წელი შეუსრულდებოდა. GHN Share View the full article
  12. http://rustavi2.com/news_photos/02_11/smalls/55208.jpgშინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქურდული სამყაროს წევრობისთვის დააკავეს კანონიერი ქურდი, შაქრო კალაშოვის ნათესავი, წარსულში სხვადასხვა.... View the full article
  13. http://rustavi2.com/news_photos/02_11/smalls/55209.jpgშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 23 წლის ელმან ბუდაკოვი. ბრალდებულმა სანადირო თოფის ორჯერ გასროლით.... View the full article
  14. http://rustavi2.com/news_photos/02_11/smalls/55211.jpgლეიბორისტული პარტია ხელისუფლებას მედიის წარმომადგენლების მართვასა და დაფინანსებაში ადანაშაულებს. მშრომელთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავას თქმით.... View the full article
  15. საქართველო რუსეთს ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებისკენ მოუწოდებს. ქართული მხარის ეს მოწოდება აზერბაიჯანულ სააგენტოსთან საუბარში საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძემ გაახმოვანა.“გასული წლის 23 ნოემბერს საქართველომ ქართული ტერიტორიების დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება აიღო. რუსულმა მხარემ საპასუხო ნაბიჯები უნდა გადადგას და საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება აიღოს” – განაცხადა ელჩმა.მი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  16. http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/02/300x218.jpgტერორიზმთან ბრძოლის ისრაელის შტაბმა ისრაელის მოქალაქეებისთვის სახიფათო ქვეყნების სიიდან საქართველო ამოიღო . ამის შესახებ პორტალი “იზრუს” იუწყება. ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოში შემავალ შტაბში მიაჩნიათ, რომ საქართველოში ისრაელის მოქალაქეებისთვის საშიში ვითარება აღარ არის და სიიდან სწორედ ამიტომ ამოშალეს. ჩამონათვალში კვლავ რჩება აზერბაიჯანი და სომხეთი. ისრაელის მოქალაქეებისთვის კვლავ სახიფათოდ მიიჩნევა ტაჯიკეთი და თურქმენეთი. ტერორიზმთან ბრძოლის შტაბმა 11 თებერვალს განაცხადა, რომ “ჰესბოლას” აქციების გამო ისრაელის მოქალაქეებისთვის სახიფათო იყო შემდეგი სახელმწიფოები – სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, თურქეთი, ვენესუელა, ეგვიპტე, კოტ-დივუარი, მალი და მავრიტანია. “ჰესბოლას” დარტყმებს ისრაელი ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერის – იმად მუგნიეს ლიკვიდაციიდან სამი წლისთავის გამო ელოდა. ისრაელმა საქართველო სახიფათო ქვეყნების სიაში ირანთან მჭიდრო კავშირის გამო შეიყვანა. IPN Share View the full article
  17. http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/02/libia11.jpgმუამარ კადაფიმ შესაძლოა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენოს. ასეთ დასკვნებს ექსპერტები აკათებენ . “ეხო მოსკვის” ცნობით, ექსპერტები შიშობენ, რომ ლიბიის ლიდერს ისეთი სანქციები დაუწესეს, რომ ის კუთხეშია მიმწყვდეული და ყველაფერზე წამსვლელია. გაერო-ს უშიშროების საბჭოს 15 წევრი, ლიბიასთან დაკავშირებით მკაცრი სანქციების მომხრეა. კადაფისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ შემოღებულია სავიზო სანქციები, მათი აქტივები საზღვარგარეთ გაყინულია. უშიშროების საბჭომ იარაღის შეტანაზე ლიბიაში ემბარგო დააწესა და ჰააგის სასამართლოს დაავალა “ლიბიელი სისხლისმღვრელის” წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს. “ეს კი, იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო მზად არის კადაფი სამხედრო დამნაშავედ ცნოს. კადაფის დასაკარგი არარაფერი აქვს, ის ყველაფერზეა წამსვლელი”, – ასკვნიან ანალიტიკოსები. IPN Share View the full article
  18. http://rustavi2.com/news_photos/02_11/smalls/55205.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლის ალექსანდრე ტორშინის განცხადებას გამოეხმაურა. ბრიფინგი სამინისტროში დღეს მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ გამართა. View the full article
  19. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/03/gia_nodia-300x225.jpgეკლესიის ავტორიტეტს საქართველოში ურყევად მიიჩნევენ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მუდმივად აჩვენებს, რომ ეკლისიისადმი ნდობა 90%-ზე მეტია, ასეთ რეიტინგზე პოლიტიკოსებმა შეიძლება მხოლოდ იოცნებონ , _ წერს პოლიტოლოგი გია ნოდია რადიო “თავისუფლებისათვის” დაწერილ სტატიაში სახელწოდებით “გადამწყვეტი მომენტი ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობებში”. წერილში აღნიშნულია, რომ პატრიარქის ილია მეორის, რომელიც ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან უდგას სათავეში, პირადი პოპულარობა განსაკუთრებულად მაღალია. “შედეგად კი პოლიტიკოსებისთვის ეკლესიის კრიტიკა ტაბუდ იქცა. რეალურად ისინი რეგულარულად ეჯიბრებიან ერთმანეთს საკუთარი რელიგიურობისა და პატრიარქთან ახლო ურთიერთობების დემონსტრირებაში. თავის მხრივ, ეკლესია სულ უფრო მეტად ცდილობს დამოუკიდებელი პოლიტიკური როლის შესრულებას. ეკლესიის ბევრი წარმომადგენელი “ლიბერალურ დასავლეთს” მტრად განიხილავს, ასე რომ, ისინი ცხადია, სწუხან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროდასავლური ორიენტაციის გამო”, _ წერს გია ნოდია. პოლიტოლოგი შენიშნავს, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი ღიად აქეზებს მთავრობის წინააღმდეგ თავმოყრას. პატრიარქი თავად უფრო ფრთხილი იყო, თუმცა ხანდახან ისეთ კომენტარებს აკეთებს, რომლებსაც მთავრობაში არასასიამოვნოდ მიიჩნევენ. “პოლიტიკური ოპოზიცია ეკლესიაში პოტენციურ მოკავშირეს ხედავს. ეს აწუხებს მთავრობას, თუმცა ხელისუფალნი საჯაროდ თავს იკავებენ პროცესში საეკლესიო პირების ჩარევისგან და აგრძელებენ მართლამადიდებელი ეკლესიის სუბსიდირებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან”, _ წერს ნოდია. პოლიტოლოგი თურქულ მხარესთან ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებსაც ეხება. ის წერს, შეთანხმების პროექტი, რომელიც თურქეთსა და საქართველოში რელიგიური ძეგლების დაცვას ეხება მნიშვნელოვანი განხეთქილების წყაროდ იქცა. “მსგავსი შეთანხმება სამი წლის წინაც არსებობდა, მაგრამ ბოლო წუთს პატრიარქის მიერ დადებულმა ვეტომ ხელმოწერა ჩაშალა. იმ დროს მთავრობა ოპოზიციის ხელმძღვანელობით მიმდინარე მასობრივ დემონსტრაციებს შეუშინდა და ვერ გაბედა ეკლესიის ნების წინააღმდეგ წასულიყო. რეალურად ის შეთანხმება საჯაროდ არც კი განხილულა”, _ წერს გია ნოდია. როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად ბათუმში, აჭარის რეგიონში ახალი მეჩეთის აშენება იქცა. რეგიონს ავტონომიური სტატუსი ძირითადად თავისი რელიგიური იდენტობის გამო აქვს – ესაა ადგილი, სადაც ბევრი ქართველი მუსულმანი ცხოვრობს და რადგან ახლა იქ მოსახლეობა შერეულია, ქრისტიანული და მუსულმანურია, მეჩეთის აშენების საკითხი სენსიტიურია. იმის გამო, რომ ოპოზიცია კონსერვატიულ რელიგიურ და ნაციონალისტურ პოზიციაზე დადგა, მთავრობამ იგრძნო, რომ უკეთესი იქნებოდა, არ შეხებოდა ამ მწვავე საკითხს და ჩუმად დაიხია უკან. IPN Share View the full article
  20. http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/02/images.jpgსაქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა. საცალო ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასმა 5 თეთრით მოიმატა . კომპანია “ვისოლის” ბენზინგასამართ სადგურებში “აპი დიზელი” უკვე 2.30 ლარი ღირს, “დიზელ ენერჯი” – 2.15 ლარი. 2. 25 ლარი ღირს “ვისოლის” ბენზინგასამართ სადგურებში “აპი სუპერი”, “აპი პრემიუმი” – 2.20 ლარი, “ევრო რეგულარი” – 2.10 ლარი, “რეგულარ ენერჯი” კი – 2.05 ლარი. 2.25 ლარი ღირს Efix ევრო დიზელი “რომპეტროლის” ქსელში, “ევრო პრემიუმი” – 2.20 ლარი, 2.15 ლარით განისაზღვრა Efix ევრო პრემიუმის ფახი, ხოლო 2.10 ლარი ღირს “ევრო დიზელი”. საწვავის ფასმა იმატა “ლუკიოლის” ქსელშიც. კომპანიის ბენზინგასამართ სადგურებში “ევრო დიზელი” უკვე 2.25 ლარი ღირს, 2.25 ლარი ღირს ასევე “ევრო სუპერიც”, “პრემიუავანგარდის” ფასი 2.20 ლარს შეადგენს, ხოლო “ევრო პრემიუმის” ფასი – 2.13 ლარს რაც შეეხება აზერბაიჯანულ “სოკარს”, კომპანის ქსელშიც ფასებმა 5 თეთრით იმატა. IPN Share View the full article
  21. რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახური (საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პირველი მთავარი სამმართველოს მემკვიდრე) – რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის ძირითადი ორგანო, შექმნილია 1991 წლის 18 დეკემბერს. გადაუმოწმებელი მონაცემებით, მისი თანამშრომლების რაოდენობა 1990–1992 წლებში შეადგენდა 11 ათას ადამიანს, დღეისათვის – 13 ათასს.საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,– "რუსეთის უმაღლესი საბჭოს მიერ 1991 წლის 8 დეკემბერს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  22. არ მეგონა კიდევ თუ იყო ვინმე დარჩენილი, ვისაც ბლოგზე ქართულად წერის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ გუშინ მომივიდა ასეთი შინაარსის იმეილი: გამარჯობა, დღეს გადავწყვიტე ბლოგის გაკეთება, დავრეგისტრირდი www.blogger.com-ზე ჰოდა ამის დიდად არაფერი გამეგება http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif პოსტებს ქართული შრიფტითაც ვერ ვწერ, ჰოდა მითხრეს სთხოვე დაგაკვალიანებსო http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif აქამდე ხშირად მინახავს შენი ბლოგი, ვიცი, აქტიური ბლოგერი ხარ და იქნებ დამეხმაროოო, მადლობა წინასწარ. მეც გადავწყვიტე უნივერსალური ტუტორიალი დამეწერა თუ როგორ შეიძლება ვწეროთ ბლოგზე ქართულად სხვადასხვა ბლოგინგ პლატფორმების შემთხვევაში. Blogger.com | WordPress.com | Tumblr.com და სხვა თუ თქვენ უფასო ბლოგინგ პლატფორმიდან რომელიმეს იყენებთ, მოგიწევთ თქვენს კომპიუტერზე ქართული ენის მხარდაჭერის გააქტიურება. შედით ბმულზე: ქართული ენის მხარდაჭერის გააქტიურება აირჩიეთ თქვენს კომპიუტერზე დაყენებული ოპერაციული სისტემა და ზედმიწევნით მიჰყევით ინსტრუქციას. მას შემდეგ რაც კომპიუტერზე ქართული ენის მხარდაჭერას გაააქტიურებთ, ახალი პოსტის ტექსტურ ედიტორში Shift+Alt-ზე დაჭერით ინგლისური ენა გადაირთვება ქართულზე და პირიქით. ქართული ენის მხარდაჭერის გააქტიურების შემდეგ ქართული შრიფტი შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მხოლოდ ბლოგზე წერისთვის, არამედ Facebook-ზეც და მთელს დანარჩენ ვებში. WordPress.org თუ თქვენ ვორდპრესის დასაინსტალირებელ ვერსიას იყენებთ, გირჩევთ გადმოწეროთ Plugin-ი სახელად GeoKBD რომელიც ჩვენივე თანამემამულის, Code.ge-ს ავტორის, იოსებ ძმანაშვილის დაწერილია. ეს plugin-ი საშუალებას მოგცემთ, როგორც ტექსტურ ედიტორში გამოიყენოთ ქართული კლავიატურა, ისე მკითხველებსაც მისცეთ საშუალება ქართული შრიფტით დაგიტოვონ კომენტარები. პატივი ეცით ქართულ ენას და თქვენი ბლოგების მკითხველების მხედველობას. აბა, წარმატებები http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/02/41_1699_479956_axali-logo-kargi-6.jpg http://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/VdrcYhWfO9M ეწვიეთsweet.ge
  23. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/politics/persons/vashadze_gr_01.jpgაშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის ჯეიმს კლაპერის და ასევე რამოდენიმე ამერიკელი ექსპერტის მიერ თბილისის ჩრდილო კავკასიური პოლიტიკის კრიტიკაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ მას "აბსოლუტურად არ აინტერესებს“ რა თქვა კლაპერმა. polity.ge
  24. საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობით 26-27 თებერვალს განსაკუთრებით დაძაბული ვითარება დაფიქსირდა ჩეჩნეთში, ყაბარდო-ბალყარეთსა და დაღესტანში.ჩეჩნეთში ძალოვნებმა აჩხოი-მარტანის რაიონში მოკლეს სამი ბოევიკი, რომლებიც საველე მეთაურის აბუბაქარ ბატალოვის დაჯგუფების წევრები იყვნენ. ამოცნობილია 27 წლის ზამბეგ გიშპურაკაევი, 24 წლის ზელიმხან დუხაევი და ამავე ასაკის რაჯი ჩინტაგოვი.რამზან კადიროვის ცნობით, ძალოვნებმა ასევე აჩხოი-მარტანის რაიონში მოკლეს სამი სავარაუდო ბოევიკი. დადგენილი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  25. 26 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა დ.მედვედევმა ხელი მოაწერა ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის მეთაურის ბორის ებზეევის გადადგომის ბრძანებას. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბ.ებზეევმა დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ. მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილება 2012 წლის აგვისტოში იწურებოდა.ყარაჩაი-ჩერქეზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულია 1976 წელს დაბადებული რაშიდ ტემრეზოვი. მას დამთავრებული აქვს მოსკოვის სოციალური უნივერსიტეტი ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობით. არის რესპუბლიკის... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
×
×
  • შექმენი...