planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
Накануне дипломат опроверг приписываемые ему слова в адрес президента Дмитрия Медведева о "предательстве" интересов России в связи с позицией по Ливии. Иностранная пресса и эксперты гадают, что на самом деле стоит за скандалом и почему посол так путается в трактовках происходящих в Ливии событий. newsru
-
ყველა გოგო გაიგებს ამას: როცა ცუდ ხასიათზე ვარ, შოპინგის სურვილი მიპყრობს. მინდა რომ უამრავი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ვიყიდო… თუმცა ფული ამისთვის ხშირად არ მაქვს. ამას წინათ facebook-ზე ახალი თამაში აღმოვაჩინე – It Girl. ამ თამაშში შეგიძლია აირჩიო “ავატარი”, დაამსგავსო საკუთარ თავს, იყიდო ბევრი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, შეიძინო დაქალები, გაიჩინო მეგობარი ბიჭები და ა.შ. ყველაზე მეტად რაც მომწონს ეს სხვადასხვა outfit-ების შექმნაა. როცა ხასიათი მიფუჭდება, შევდივარ თამაშში და ჩემი გემოვნებით ვაცმევ ავატარს. http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/03/it-girl.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2011/03/it-girl-1.jpg http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/03/it-girl-2.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2011/03/it-girl-3.jpg http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/03/it-girl-4.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2011/03/it-girl-5.jpg http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/03/it-girl-6.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2011/03/it-girl-7.jpg http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/03/it-girl-9.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2011/03/it-girl-13.jpg http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/03/it-girl-11.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2011/03/it-girl-12.jpg http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/03/it-girl-14.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2011/03/it-girl-15.jpg თმა რომ შევიჭერი რეალურ ცხოვრებაში, ჩემს ავატარსაც შევუცვალე ვარცხნილობა: http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/03/it-girl-8.jpghttp://sweet.ge/wp-content/uploads/2011/03/it-girl-10.jpg http://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/QRhESpFKUQ8 ეწვიეთsweet.ge
-
Международная коалиционная операция "Одиссея. Рассвет" и операция альянса, название которой пока не озвучено, будут осуществляться параллельно. Таким образом, пока за основу операции в Ливии взята афганская модель. Франция за независимое политическое управление операцией, даже если военную координацию будет осуществлять НАТО. newsru
-
Ситуация вокруг этой страны продолжает развиваться по неопределенному сценарию. Союзники пока так и не могут решить, кому США должны передать командование и каковы конечные цели и сроки операции. Загадкой для них остаются как планы Каддафи и его окружения, так и дальнейшие действия повстанцев. А в странах-участницах уже считают "сожженные" миллионы долларов. newsru
-
http://www.polity.ge/images/catalog/world/asia/sendai.jpgიაპონიის კატასტროფამ ნათლად აჩვენა ის, თუ რამდენად მყიფე გახდა მსოფლიოს ეკონომიკა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქარხნებმა წარმოება შეანალეს იმის გამო, რომ ნაწილების დეფიციტს განიცდიან, მაგრამ პრობლემების გადალახვა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი ფუკუსიმაში ბირთვულ კატასტროფასთან დაკავშირებული ვითარება არ გაურესდება. polity.ge
-
На снимках видно, в каких тяжелых условиях приходится трудиться героям Фукусимы. На их головах защитные каски, лица полностью закрыты масками, руки - резиновыми перчатками. Они одеты либо в синие форменные куртки, либо в комбинезоны белого цвета. Работать спасателям порой приходится в полной темноте. newsru
-
По слухам, Владимир Чамов был уволен из-за того, что написал гневное послание президенту, назвав его предателем. Сам Чамов этот факт опровергает, но, прилетев в Москву, фактически повторил эту мысль. Позиция Путина, назвавшего резолюцию Совбеза ООН призывом к крестовому походу, нравится послу больше. newsru
-
მიმზიდველი სათაურის მერე, რომელმაც წესით თქვენი ყურადღება უნდა მიიპყროს (ყოველ შემთხვევაში მარკეტოლოგები ასე ამბობენ), თქვენ დიდი ალბათობით ელოდებით აბსოლუტურად არამიმზიდველ პოსტს, რომელიც 99%-იანი ალბათობით სათაურთან კავშირში არაა. თქვენ ასე ქართულმა ბლოგპოსტებმა მიგაჩვიეს. თუმცა ამჯერად ეს ასე არ არის. სათაური ზუსტად პასუხობს პოსტის შინაარსს. მეტიც, ის ემთხვევა იმას, რისი წარმოდგენაც მე თქვენთვის მინდა. ეს არის მუსიკა, [...]http://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=1989&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
-
http://www.polity.ge/images/catalog/blog/levan_nasrashvili/lukashenko_a_03.jpg2010 წლის 19 დეკემბერს ბელორუსში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა დიდი უმრავლესობით ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა და საპრეზიდენტო ვადა ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა. არჩევნების წინ კრემლი ლუკაშენკოს ღიად არ უჭერდა მხარს, ხოლო პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. polity.ge
-
„ლირიკა“, დღეის მდგომარეობით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პრეპარატის სახელწოდებაა. აფთიაქის თანამშრომლები არ მალავენ, რომ დღის განმავლობაში ასობით, ხშირად კი ათასობით კაფსულა pregabalin (იგივე ლირიკა) იყიდება. თუ რა დანიშნულებით იყენებენ ამ წამალს, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ამის შესახებ მოგვიანებით. მანამდე კი ცოტა რამ თავად პრეპარატზე შევიტყოთ. გაზიარება [ილია ჩაჩიბაია. 19:52 21-03-2011] http://3.bp.blogspot.com/-VMG50OSIdmM/TYd0FPzlF5I/AAAAAAAAEc0/u-efycqUTzM/s200/111897.jpgლირიკა გამოიყენება ნეიროპათიული ტკივლის სამკურნალოდ (რასაც შეიძლება განაპირობებდეს სხვადასხვა დაავადება, მათ შორის დიაბეტი და ჰერპესი), ის აგრეთვე გამოიყენება ეპილეფსიის განსაზღვრული ფორმების სამკურნალოდ - მოზრდილებში. გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები: თავბრუსხვევა, სისუსტე; მადის მომატება; ეიფორია, დაბნეულობა, სექსუალური გუნება-განწყობის შეცვლა; გაღიზიანებადობა; ყურადღების დარღვევები, ინერტულობა, მეხსიერების დარღვევები, ტრემორი, მეტყველების დარღვევები, ჩხვლეტის შეგრძნება; მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია; პირის სიმშრალე, ყაბზობა, ღებინება; ერექციის დარღვევევბი; კიდურების შეშუპება, სიარულის პათოლოგიური სტილი; წონაში მომატება; მადის დაქვეითება... პრეპარატს კიდევ ბევრი სხვა სახის უკუჩვენება გააჩნია. ზემოთ მოყვანილი სია ნათლად ასახავს, თუ როგორი საზიანოა ადამიანის ორგანიზმისთვის პრეპარატის გაუფრთხილებლად, დანიშნულების გარეშე მიღება. ლირიკა პირველ რიგში აზიანებს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემას, იწვევს თირკმელების დაზიანებასა და წამალდამოკიდებულებას. საქართველოში ბოლო დროს pregabalin–ს, ანუ ლირიკას მოზარდები და არა მარტო ისინი დროებითი ეიფორიის, იგივე „კაიფის“ მისაღებად იყენებენ. წამალი მიღებიდან 1–2 საათში ნერვიული სისტემის დაბინდვას იწვევს. თუმცა საერთო ჯამში ჯანმრთელობას არღვევს და ჯანსაღ ორგანიზმს უამრავ პრობლემას უქმნის. ყველაზე დიდ პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ლირიკა საქართველოში მოქმედ ყველა აფთიაქში თავისუფლად ყოველგვარი რეცეპტის გარეშე იყიდება. "ღია ბოქლომმა" ექსპერიმენტი ჩაატარა. 11 წლის მოზარდს, რომელიც ჩვენი ერთ–ერთი თანამშრომლის ქალიშვილი გახლავთ, პრეპარატის საყიდლად საჭირო თანხა მივეცით (150–იანი კაფსულა 2.50ლარი, 300–იანი კაფსულა კი 3.82ლარი ღირს ) და ქალაქის რამოდენიმე აფთიაქში მისი შეძენა ვთხოვეთ. გოგონას, ლირიკა ყველა აფთიაქში დაუბრკოლებლად მიყიდეს... ექსპერიმენტი გაგრძელდა. შეძენილი წამლის დალევა მეც გადავწყვიტე. ორი 300.მგ კაფსულა გადავყლაპე. დაახლოებით საათნახევარში ორგანიზმი მომიდუნდა. 2 საათში კი ყოველგავრ ცხოვრებისეულ პრობლემაზე შევწყვიტე ფიქრი. მალე გულისრევის შეგრძნება გამიჩნდა... 3–4 საათში საოცრად აჟიტირებული გახლდით. წონასწორობას ვერ ვიცავდი, კომპიუტერში მუშაობა გამიძნელდა, შრიფტს ვეღარ ვკითხულობდი; კარგ ხასიათზე დავდექი და ყველა გარშემომყოფს სიყვარულს ვეფიცებოდი; საღამოს 9 საათზე, რედაქციაში მუშაობას ვეღარ ვახერხებდი, სკამს მივეყრდენი და წამით თვალები დავხუჭე, რომ გამომეღვიძა ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მხოლოდ ერთი წუთით ჩამთვლიმა, საათი კი დილის 7 საათს უჩვენემდა, ვიფიქრე, თვალი ან საათი მატყუებს-მეთქი. კომპიუტერში, მობილურ ტელეფონში და კედლის საათზე ერთი და იგივე დრო რომ დავაფიქსირე, მაშინღა მივხვდი, რომ მჯდომარეს, გაუნძრევლად 10 საათი მეძინა... დილით აუტანელი თავის ტკივილი მაწუხებდა და მკლავდა სურვილი, ეს დისკომფორტი კვლავ ლირიკის მიღებით მომეხსნა... ეგრეთწოდებულ ლომკას რომ არ დავემორჩილე ტკივილიც გამიქრა და მდგომარეობიდან გამოსულმა ვიგრძენი, რომ ცხოვრება ამ საწამლავის გარეშე ბევრად სასიამოვნო და მშვენიერია... ექიმების თქმით, პრეპარატის რეცეპტის გარეშე მიღება კატეგორიულად მიუღებელია. მედიცინის მუშაკები ლირიკის დანიშნულების გარეშე გაყიდვის აკრძალვას ითხოვენ და ჯანდაცვის სამინისტროს კატეგორიულად მოუწოდებენ, შესაბამისი ზომები მიიღოს. ფსიქოლოგი მარინა კვიკვინია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პრეპარატის შესახებ მისი პაციენტები სეანსებზე ხშირად ყვებიან. მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ არავინ ამბობს, ლირიკას საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი მოიხმარს. მარინა კვიკვინიას თქმით, მოზარდების pregabalin–ზე დამოკიდებულება საქართველოში გასართობი დაწესებულებების ნაკლებობითაა გამოწვეული. მისი თქმით ამას ემატება სოციალური პრობლემები, რომლებიც ახალგაზრდობის დიდ ნაწილს გააჩნია, და ისინი შედარებით იაფად ცდილობენ დროის გატარებას... http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/03/c7aee8d1702d92f5bdb7b4e3adeeb62d.jpg ლიბიის რევოლუციის ლიდერის მუამარ კადაფის ერთ-ერთი ვაჟი ჰამის კადაფი გარდაიცვალა. როგორც ლიბიური და ეგვიპტური ოპოზიციური მედია იუწყება,ლიბიის ლიდერის ვაჟი ჰამის კადაფი მიყენებული ჭრილობების შედეგად, ტრიპოლის ჰოსპიტალში გარდაიცვალა. მათივე ინფორმაციით, ლიბიის შეიარაღებული ძალების მფრინავი თვითმფრინავით ბაბ-ელ-აზიზიას სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე სიმაგრეს განზრახ შეეჯახა, რომელშიც კადაფის ვაჟი და მისი ოჯახი იმყოფებოდნენ. ამ დროისათვის, მომხდარზე სხვა დეტალები არ ვრცელდება. ჰამის კადაფი პოლიციის ოფიცერი იყო. მან შესაბამისი მომზადება რუსეთში გაიარა და ბოლო დროს, სათავეში ედგა ლიბიის სპეცდანიშნულების რაზმის ქვედანაყოფს. ლიბიის სახელმწიფო ტელევიზია ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. EPN.GE Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/03/8c7f3f7e695a4aa2601e832c66440e7b.jpg“ქართული პარტიის” თავმჯდომარე სოზარ სუბარი ლოგიკურს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ისრაელის ხელისუფლებამ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტები გაყინა და “სააკაშვილის რეჟიმის” პოლიტიკური გუნდის წევრებთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს. “მსოფლიო თანდათან ხედავს, თუ რა მძიმე პირობებში უხდება ქართველ ხალხს ცხოვრება. სამართალი რომ საქართველოში არ არსებობს, ჩვენმა საზოგადოებამ დიდი ხანია კარგად იცის. ბოლო პერიოდში ამაში ისრაელის ხელისუფლებაც დარწმუნდა, რომელიც თავისი მოქალაქეების უკანონოდ დაპატიმრების გამო, პროტესტის ნიშნად უარს ამბობს შეხვედრები გამართოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან და ეკონომიკის მინისტრ ვერა ქობალიასთან. ისრაელის ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის, რომ ქართველმა მაღალჩინოსნებმა ებრაელი ბიზნესმენები ქვეყანაში შემოიტყუეს და უკანონოდ დააკავეს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა დღეს, პარტიის გურჯანიის რაიონული ორგანიზაციის ოფისის გახსნაზე. ოპოზიციონერმა ლიდერმა პარტიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნორმალურად ჩატარებული არჩევნების პირობებში “ქართული პარტია” აუცილებლად გაიმარჯვებს, თუმცა, მას ეჭვი ეპარება, რომ “სააკაშვილის რეჟიმი” სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს და მის შედეგებს არ გააყალბებს. ამ შემთხვევაში “ქართული პარტიის” თავმჯდომარე გამართლებულად თვლის პოლიტიკური ბრძოლის ნებისმიერი ფორმის გამოყენებას. ბოლო პერიოდში არაბულ ქვეყნებში განვითარებული მოვლენები სოზარ სუბარს საფუძველს აძლევს განაცხადოს, რომ მსოფლიო თანამეგობრობა არ აპატიებს მიხეილ სააკაშვილს ხალხის ნების იგნორირებას და ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ან პრეზიდენტი უფლებამოსილების ვადას უკანონოდ გაიხანგრძლივებს, მაშინ ხალხს უფლება ექნება “სახრეებით გამორეკოს ხელისუფლება თავისი კაბინეტებიდან”. ოფისის გახსნაზე მოსულმა მოქალაქეებმა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრეს. მათთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ხელისუფლების სურვილი, რომ საქართველოში 40 ათასი ბური ჩამოასახლოს. გურჯაანელების აზრით, ეს სერიოზული საფრთხის შემცველი ნაბიჯი იქნება და თუ საქართველოს ხელისუფლებას აგრარული სექტორისთვის ხელის შეწყობა შეუძლია, მაშინ უმჯობესია დახმარება პირველ რიგში, ქართველმა გლეხმა მიიღოს, რომელსაც სოფლის მეურნეობის გაძღოლა ბურებზე არანაკლებ შეუძლია. Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/11/Pen1.jpgსაქართველოს სახალხო დამცველი და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი “სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა” აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის. კონკურსის მიზანია ქართულ მედიასა და საზოგადოებაში ადამიანის უფლებების დაცვის, სახალხო დამცველის მანდატისა და მისი საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. კონკურსი გაიმართება სახალხო დამცველისა და მისი აპარატის საქმიანობის სამ პრიორიტეტულ თემაზე. კერძოდ: 1. იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობა; 2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა; 3. ბავშვთა უფლებები; მედია კონკურსი ცხადდება მედიის ყველა ტიპისათვის: ტელევიზია, რადიო, ბეჭდვითი და ელექტრონული მედია. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ჟურნალისტს, რომლის მიერ მომზადებული მასალა დაიბეჭდა, გამოქვეყნდა და ეთერში გავიდა 2011 წლის 15 თებერვლიდან 2011 წლის 15 მაისამდე. 2011 წლის 15 თებერვლამდე ან ამავე წლის 15 მაისის შემდეგ შესრულებული ნამუშევარი არ მიიღება. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ კატეგორიებში: - საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე (პირველი ადგილი – 1000 ლარი); - საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე (პირველი ადგილი – 1000 ლარი); - საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე (პირველი ადგილი – 1000 ლარი); - საუკეთესო რადიო პროგრამა ან სიუჟეტი იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე (პირველი ადგილი – 1000 ლარი); - საუკეთესო რადიო პროგრამა ან სიუჟეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე (პირველი ადგილი – 1000 ლარი); - საუკეთესო რადიო პროგრამა ან სიუჟეტი ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე (პირველი ადგილი – 1000 ლარი); - საუკეთესო სტატია იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე (პირველი ადგილი – 1000 ლარი); - საუკეთესო სტატია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე (პირველი ადგილი – 1000 ლარი); - საუკეთესო სტატია ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე (პირველი ადგილი – 1000 ლარი); ნამუშევრები უნდა წარმოადგინოთ ან გამოაგზავნოთ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში არაუგვიანეს 2011 წლის 20 მაისის 18 საათისა. საკონტაქტი პირი: პროექტის “სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა” ოფის მენეჯერი ქ-ნ. თეა ქეთიშვილი. მისამართი: თბილისი, ნინო რამიშვილის ქ.#6. ასევე, შესაძლებელია ნამუშევრების ელექტრონულად წარდგენა შემდეგ მისამართზე : thea.ketishvili@hdpdo.ge. საკონკურსო ნამუშევრებს თან უნდა ერთვოდეს ჟურნალისტთა საკონტაქტო ინფორმაცია: სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, ტელეფონი, ელ-ფოსტის მისამართი. კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2011 წლის 20 მაისის შემდეგ 20 დღის განმავლობაში. ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური ჟიური. ზოგადი კრიტერიუმები მოიცავს: პრობლემის აქტუალობა, სიახლის შემცველობა, წერის, გადმოცემის მანერა, საზოგადოებრივი სარგებელი, ჟურნალისტური ეთიკური ნორმების დაცვა, ორიგინალურობა და სიახლე, შემოქმედებითი მიდგომა. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, ევროკავშირისა და პროექტის თანამშრომლები, მათი მეუღლეები და შვილები არ არიან უფლებამოსილნი, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში. Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/03/3aea4646f54ea7f2731a58b52999d532.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოში ებრაელი ბიზნესმენების – რონი ფუქსისა და ზევ ფრენკელის პროცესი დღეს აქტუალური კიდევ ერთხელ გახდა. კერძოდ, ებრაულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით ბაქრაძის შემდეგ, ისრაელში არც საქართველოს ეკონომიკის მინისტრს ვერა ქობალიას ელოდებიან, რომელიც 29-31 მარტს ისრაელში დაგეგმილ ტურიზმის კონფერენციას უნდა დასწრებოდა. “ინტერპრესნიუსის” კითხვას, რა გავლენას იქონიებს ებრაელი ბიზნესმენების დაკავება საქართველო-ისრაელის ურთიერთობაზე, პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პასუხი არ გასცა. რაც შეეხება ისრაელში ქობალიას ვიზიტის გადადებას, ამასთან დაკავშირებით გილაურმა განაცხადა:”საქართველო უკვე გადაიქცა ტურიზმის ცენტრად. საქართველო არის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ადგილი აზერბაიჯანისთვის, სომხეთისთვის, თურქეთისთვის. გვინდა ეს ბაზარი გაიზარდოს, გვინდა, რომ ბევრი ებრაელი და დასავლეთ ევროპელი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში. ამისთვის კი ძალიან ბევრი რამ გაკეთდება”. ებრაელი ბიზნესმენები ზევ ფრენკელი და რონი ფუქსი 2010 წლის ოქტომბერში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის მიცემის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. IPN Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/03/5a560a4b660b93cada6e07b1bab4a9dd.jpgსაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას ისრაელში ვიზიტის გადადების კონკრეტულ მიზეზებზე ვერ საუბრობს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ნინო კალანდაძემ განაცხადა, მისი ვარაუდით ვიზიტის გადადების იგივე მიზეზები არსებობს, რაც პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შემთხვევაში. “ჩვენთვის ოფიციალური მიზეზების თაობაზე არ განუცხადებია ისრაელის წარმომადგენლობას, მით უმეტეს, რომ ჩვენ ისრაელის ელჩთან ძალიან ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს. უფრო მეტიც, მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის თაობაზე, რომ წარიმართოს კონსულტაციები და ამაში დაინტერესებას ებრაული მხარე იჩენს”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ. მისივე თქმით, ვერა ქობალიას ვიზიტის გადადების ზუსტი მიზეზები ისრაელის ელჩთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას ისრაელში ნახვა არ სურთ. ამის შესახებ ინტერნეტ პორტალი “იზრუს” წერს. 29-31 მარტს ისრაელში ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ელოდნენ, რომ ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალიც დაესწრებოდა, რომელიც ისრაელში მიმდინარე წლის ოქტომბერში უკვე იმყოფებოდა. ”იზრუს”-ის ცნობით, ისრაელის ტურიზმის მინისტრმა ჯერ კიდევ გასულ კვირას გადაწყვიტა, ვერა ქობალიას არ შეხვდეს. ამის მიზეზი ებრაელი ბიზნესმენების ფუქსისა და ფრენკელის საკითხია, რომელთა პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. რაც შეეხება დავით ბაქრაძის ვიზტის გადადებას, ქართულმა მხარემ მიზეზად ისრაელის პარლამენტის გადატვირთული გრაფიკი დაასახელა, ისრაელის მხარე კი – ებრაელი ბიზნესმენების დაკავება. IPN Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/03/521288BE-0F1D-4049-A9C8-AB00CD8D97C5_mw800_mh600_s.jpgსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას ისარაელში ნახვა არ სურთ. ამის შესახებ ინტერნეტ პორტალი “იზრუს” წერს. ვებგვერდის ცნობით, 29-31 მარტს ისრაელში ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ელოდნენ, რომ ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალიც დაესწრებოდა, რომელიც ისრაელში მიმდინარე წლის ოქტომბერში უკვე იმყოფებოდა. 19 მარტს, ისრაელის ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა ბენ კასპიტმა NღG-ზე გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნა, რომ ცუდი არ იქნებოდა ვერა ქობალიას ვიზიტის გადადება. ჟურნალისტი ისრაელის ტურიზმის მინისტრს სტას მისეჟნიკოვს ურჩევს, ქობალის მიანიშნოს, რომ მას ქვეყანაში არ ელოდებიან. ამის მიზეზი კი თბილისში მიმდინარე ებრაელი ბიზნესმენების რონი ფუქსისა და ზევ ფრენკელის სასამართლო პროცესია, რომელმაც მნიშვნელოვნად გააფუჭა ისრაელისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები. ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში ბენ კასპიტი მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ უპრეცენდენტო კრიტიკით გამოვიდა და მათ ~მაფიოზურ მეთოდებში~ დასდო ბრალი. “ქართველებმა ვერ გაიგეს, რომ ამ სკანდალმა ისინი შესაძლოა, გარიყოს და რომ ისრაელი და საერთაშორისო თანამეგობრობა არ აპირებს ეს დაივიწყოს~, – წერდა მაშინ ჟურნალისტი. ჟურნალისტი ასევე აღნიშნავდა, რომ ფუქსი არის თურქეთის საპატიო კონსული ისრაელში და ბოლო წლის განმავლობაში, ის იყო ერთ-ერთი მთავარი არხი ისრაელსა და ანკარას შორის. ~ამასთან დაკავშირებით, თურქებმა რომლებიც კარგად ხვდებიან რაში მდგომარეობს საქართველოს ასეთი საქციელის მიზეზი, საქართველოს ელჩი ანკარაში სასწრაფოდ გამოიძახეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მას ოფიციალური პროტესტი განუცხადეს. იერუსალიმში ასეთი ჯერ არ მომხდარა. ვინმემ უნდა აუხსნას საქართველოს ელჩს, რომელიც აქ არის, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, მაშინ ის – “პერსონა ნონ გრატაა” და მისი ქვეყანა, თავისი ბიზნესმენებითა და ინტერესებით იქნებიან არასრასურველი სტუმრები აქ და ნებისმერი სხვა ადგილას (ირანის გარდა). ვინმემ უნდა აუხსნას ქართველებს, რომ მათ არ ესმით არსებული ვითარება. მოცემულ მომენტში, თქვენ მხოლოდ რუსული მაფიის ვარიანტი ხართ”, – წერდა კასპიტი იანვარში. ამასთან, ~იზრუს”-ის ცნობით, ისრაელის ტურიზმის მინისტრმა ჯერ კიდევ გასულ კვირას გადაწყვიტა, ვერა ქობალიას არ შეხვდეს. ამასთან, პორტალის ცნობით, ქობალია ისრაელში არ ჩავა. “არსებობს განსაზღვრული მითითებები…საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების ისაერლში ნახვა არ სურთ”, – განუცხადა “იზურს” სანდო წყარომ. ებრაელი ბიზნესმენები რონი ფუკსი და რევ ფრენკელი 2010 წლის ოქტომბერში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავეს. ბიზნესმენების სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ გადაიდო პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ვიზიტი ისრაელში . ებრაული წყაროების ცნობით, ბაქრაძის მასპინძლობაზე ისრაელმა სწორედ ფუქსისა და ფრენკელის გამო თქვა უარი. IPN Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/leiboristebis_yriloba__3__382527215-1.jpgამერიკაში სამუშაო ვიზიტად მყოფმა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ვაშინგტონში, თეთრ სახლთან საპროტესტო აქცია გამართა. როგორც პარტიის პოლიტიკური კომიტეტის წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, თეთრ სახლთან მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქცია ნახევარ საათს გაგრძელდა და მასში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი ქართველები, ასევე ამერიკის მოქალაქეები, რომლებიც “ლეიბორისტულ პარტიას” სოლიდარობას უცხადებდნენ. პარტიის წევრების თქმით, თეთრ სახლთან სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქცია ისტორიული ფაქტია და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყო იქიდან, საიდანაც მიხეილ სააკაშვილი დაინიშნა. პარტიის ლიდერებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპროტესტო აქციის ამსახველი ვიდეომასალაც წარმოადგინეს. IPN Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/03/825172927c8f5583a355e772b7ad6ef9.jpgლიბიის პრეზიდენტი მუამარ კადაფი მოსახლეობას “ქვეყნის აგრესორებისგან გათავისუფლებას” დაჰპირდა. როგორც მსოფლიო მედია იუწყება, ამის შესახებ მან მოსახლეობისადმი მიმართვაში განაცხადა. კოალიციურ ძალებს კი კადაფი “გრძელვადიან ომს” ჰპირდება. “ლიბია ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვის და ამის გამო დასავლეთი დაეცემა, როგორც ჰიტლერი და მუსოლინი დაეცნენ. ლიბიელ ხალხს ყველა ტიპის იარაღით ვამარაგებთ, ომს ვაგრძელებთ და მტერს დავამარცხებთ. ჩვენს ტერიტორიას ამ აგრესორებისგან გავათავისუფლებთ”, – განაცხადა კადაფიმ. მისმა ვაჟმა სეიფ ალ-ისლამ კადაფიმ კი კოალიცია ტერორისტებისთვის მხარდაჭერაში დაადანშაულა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ABC News-ს ინტერვიუში განაცხადა. კადაფი აცხადებს, რომ ლიბია ბარაქ ობამასგან ასეთ ქმედებებს არ ელოდა. ინტერვიუში სეიფ ალ-ისლამ კადაფი ამბობს, რომ ტრიპოლიში იმყოფება. “ამერიკელები და ინგლისელები უტევენ ლიბიას. არის მსხვერპლი. ქალებმა და ბავშვებმა დიდი შიში განიცადეს. ჩვენ გაოცებული ვართ, რომ პრეზიდენტი ობამა, რომელიც ჩვენს მეგობრად მოიაზრებოდა, ბომბავს ლიბიას”, – აცხადებს სეიფ ალ-ისლამ კადაფი. კითხვაზე, ულტიმატუმის შემდეგ რატომ არ შეწყვეტა მუამარ კადაფიმ ცეცხლი, პრეზიდენტის ვაჟი პასუხობს. რომ ლიბიის შეიარაღებული ძალები ბენღაზიში შეიარაღებული დაჯგუფებებისგან გასათავისუფლებლად ჩავიდნენ. “თუ ამერიკას უნდა ნამდვილად დაეხმაროს ჩვენს ქვეყანას, მაშინ მისი ჯარები უნდა ჩავიდნენ ბენღაზიში და გააუვნებელყონ შეიარაღებული დაჯგუფებები”, – აცხადებს კადაფის ვაჟი. ამასთან, მას მიაჩნია, რომ მუამარ კადაფი პრეზიდენტის თანამდებობიდან არ უნდა გადადგეს. “ჩემი აზრით, ძალიან დიდ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. მთელი ქვეყანა გაერთიანებულია შეიარაღებული დაჯგუფებებისა და ტერორისტების წინააღმდეგ. მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკა, თქვენ და დასავლეთის ქვეყნები მხარს უჭერთ ტერორისტებს და შეიარაღებულ დაჯგუფებებს”, – განაცხადა სეიფ ალ-ისლამ კადაფიმ. მისივე თქმით, ამ დროისთვის ლიბიის ხელისუფლების მიზანია, საკუთარ ხალხს დაეხმაროს. გამსაკუთერბით კი ბენღაზიში. “მერწმუნეთ, რომ ისინი ცხოვრობენ კოშმარში. მათ არ აქვთ თავისუფლება. ჩვენ მოვუწოდებთ ამერიკას, ან წავიდეს ბენღაზიში და დაეხმაროს იქ ჩვენს ხალხს, ან ამას ჩვენ თავად გავაკეთებთ”, – განაცხადა სეიფ ალ-ისლამ კადაფიმ. კოალიციურმა ძალებმა, მათ შორის აშშ-მა, კადაფის ჯარზე დარტყმები 19 მარტს საღამოს დაიწყეს. IPN Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/03/281753b5b4d476e3fe55949a0901039e.jpgაშშ-ს და დიდი ბრიტანეთის წყალქვეშა გემებმა ლიბიის ტერიტორიაზე ბოლო ორი დღის განმავლობაში საზღვაო ბაზირების Tomahawk-ის 124 ფრთიანი რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ მსოფლიო მედია იუწყება. ლიბიის სამიზნეების დაბომბვაში გუშინ კოალიციის ავიაციაც ჩაერთო. ამის შესახებ პანტაგონში აშშ-ს შეიარაღებული ძალების შტაბების სარდლების კომიტეტის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, ვიცე-ადმირალმა იულიამ გორტნიმ განაცხადა. მისი ინფორმაციით, უპირველესად მუამარ კადაფის მთავრობის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები იბომბებოდა და დარტყმების შედეგად ეს სისტემები საგრძნობლად შესუსტდა. ამ დროისთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები მხოლოდ ტრიპოლისა და სირტას შემოგარენში რჩება. კორტნიმ ასევე აღნიშნა, რომ მისურატისთან მდებარე აეროპორტზე დარტყმები სამმა ამერიკულმა ბომბდამშენმა განახორციელა. გუშინ ასევე დაიბომბა ლიბიის სახმელეთო ჯარების ის ნაწილები, რომლებიც ქალაქ ბენღაზიდან 16 კილომეტრით სამხრეთით არიან განთავსებულნი. დარტყმები აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მოიერიშეებმა განახორციელეს. მისი შეფასებით, ეს ოპერაციაც წარმატებული იყო. გორტნის ინფორმაციით, ამ დროისთვის კადაფის შეიარაღებაში ათასობით საზენიტო დანადგარი და გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი რჩება. გადასატან საზენიტო დანადგარებზე კოალიციას დარტყმები არ განუხორციელებია, რამდენადაც დანადგარები საცხოვრებელ სახლებთან ახლოს არის განთავესებული. ამასთან, გორტნი უარყოფს ინფორმაციას, რომ სროლის შედეგად ლიბიაში მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ, როგორც ამას ტრიპოლი აცხადებდა. მისი თქმით, აშშ-ს მთავრობას არ სჯერა ლიბიის მთავრობის გამონათქვამები, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შემოღების თაობაზე. გორტნიმ ასევე აღნიშნა, რომ კოლიციის ძალების სამიზნეებს შორის თავად კადაფი ჯერჯერობით, არ არის. გორტნისვე თქმით, კოალიციის ძალები გაფართოვდა და ამ დროისთვის კოალიციის რიგებში აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, კანადა, ბელგია, დანია, ყატარი და ნორვეგია არიან. კოალიციურმა ძალებმა კადაფის ჯარზე დარტყმები 19 მარტს საღამოს დაიწყეს. IPN Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/03/ffa7dfb7838a6f0f1abb8828a4267bab.jpgოფიციალური მონაცემებით, იაპონიაში 11 მარტის მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა რაოდენობა 21 000-ს აჭარბებს. ყველაზე მეტი დაშავებული ჰონსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე მიაგის პრეფექტურაშია, აცხადებენ იაპონიის პოლიციის მთავარ სამმართველოში. მათი მონაცემებით, ოფიციალურად 8 450 ადამიანის გარდაცვალება არის დადასტურებული. დაკარგულთა სია კი 12 908 ადამიანს ითვლის. Share View the full article