planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
pirveli.com.ge: როჟერიო სენიმ მეასე გოლი გაიტანა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
View the full article -
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა ჩეხეთს 2:1 სძლია. ორივე გოლი ბარსელონას თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ გაიტანა.კატალონიელთა ფორვარდმა ესპანეთის ნაკრების რეკორდი დაამყარა: ჩეხებთან მატჩამდე ის 44 სანაკრებო გოლით ლეგენდარულ რაულთან ერთად იყოფდა რეკორდს, ახლა კი 46 გოლით ერთპიროვნული ლიდერია. იხილეთ tabula.geზე
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/03/perfomansi_1-300x209.jpgთბილისის ცენტრში, 30-მდე ახალგაზრდამ „უხარისხო” ტელე-შოუების წინააღმდეგ აქცია-პერფორმანსი მოაწყო. აქციის ორგანიზატორების თქმით, ქართული ტელესივრცე მდარე და უხარისხო გადაცემებითაა გაჯერებული, რაც “მაყურებელთა ტვინებს და აზროვნებას ამახინჯებს.” მათ, შოთა რუსთაველის ძეგლთან ტელევიზორის ბუტაფორია დადგეს. ყველა მსურველს საშუალება ჰქონდა ფურცელზე მათთვის მიუღებელი გადაცემის სახელი დაეწერათ და „ტელევიზორში” ჩაეგდო. აქციის სლოგანით, “ნუ გვანაგვიანებთ!” მონაწილეებმა, ნაჭრებიც გარეცხეს, რომელზეც ადამიანის თავის ტვინი იყო გამოსახული. აღნიშნული აქციის იდეა სოციალურ ქსელ „facebook”-ის წევრებს შორის დაიბადა და მიზნად ისახავდა ორიგინალური ფორმით ქართულ ტელე-სივრცეში არსებული უხარისხო გადაცემების გაპროტესტებას . აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორის ლაშა კვანტალიანის განცხადებით, მათ ამ პერფორმანსით ტელეგადაცემების შემქნელებისათვის იმის თქმა უნდოდათ, რომ კრიტიკა, რომელიც მათ მიმართ ისმის სოციალურ ქსელებში, რეალურ ხალხს ეკუთვნის. აქციის ორგანიზატორები „facebook”-ის მომხმარებლებს მოუწოდებენ, უკმაყოფილება ვირტუალური სივრციდან რეალურ სამყაროში გამოხატონ. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge
-
დაღესტანს შეუძლია იბრძოლოს იმისათვის, რომ ჩაატაროს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები ფეხბურთში, – იტყობინება "Эхо Москвы" .როგორც ცნობილი გახდა, რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ჩრდილიკავკასიის ფედერალურ ოლქში ხლოპონინმა უკვე დაავალა ამისათვის მომზადდეს განაცხადი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისათვის. მისი აზრით, ამას შეუძლია გაზარდოს მიმზიდველობა კასპიისპირეთში ტურისტული პროექტის შექმნისათვის.მანამდე კი, დაღესტანში გრძელდება ჩვეული "სამუშაო" დღეები – შეიარ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
დაღესტანს შეუძლია იბრძოლოს იმისათვის, რომ ჩაატაროს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები ფეხბურთში, – იტყობინება "Эхо Москвы" .როგორც ცნობილი გახდა, რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ჩრდილოკავკასიის ფედერალურ ოლქში ხლოპონინმა უკვე დაავალა ამისათვის მომზადდეს განაცხადი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისათვის. მისი აზრით, ამას შეუძლია გაზარდოს მიმზიდველობა კასპიისპირეთში ტურისტული პროექტის შექმნისათვის.მანამდე კი, დაღესტანში გრძელდება ჩვეული "სამუშაო" დღეები – შეიარ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/03/regioni-300x213.jpgრეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ წყალმომარაგების სისტემაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სენაკის მოსახლეობის 70%-ს ყოველდღიურად, ხოლო 30%-ს წყალი ყოველ მეორე დღეს 8-11 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმციით, სენაკის წყალმომარაგების სისტემაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლის მთავარ სატუმბ სადგურს და საქლორატოროს, დამონტაჟდა ახალი ტუმბო დანადგარი და უნიკალური მობილური ლაბორატორია, რომელიც ადგილზე ახდენს წყლის მიკრო ბიოლოგიურ და ქიმიურ ანალიზს. ასევე, შეიცვალა ქალაქის წყალმომარაგების ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განახორციელა. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge
-
რეზონანსის “მთელი კვირა” დავით ბერძენიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ კვალიფიციურ პოლიტიკურ პროტესტზე პრეტენზიის განმცხადებლები არიან პოლიტიკური პარტიები რვიანის სახელწოდებით, რომელთაც ამომრჩეველთა დაახლოებით 40% უჭერს მხარს. ამასთან, ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ “რვიანის” მიერ საარჩევნო თემატიკით წარმოებული პროტესტი უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე “გაფრთხილება” - ბრწყინვალე შვიდეულსაც დაგაცდით და აი, შემდეგ, 2 მაისიდან, ქუჩაში გამოვალთო. საუბრისას რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ქრისტიან-დემოკრატების რვიანში მონაწილეობას სერიოზულ შემადგენელ ნაწილად მოიხსენიებს, რითიც ფაქტიურად ქრისტიან-დემოკრატების ოპოზიციური ლეგიტიმაცია მოხდა. მისი თქმით, მიუხედავად ამ პოლიტიკურ ძალასთან გასნხვავებულობისა დღევანდელმა რვიანის წევრმა პარტიებმა დაინახეს, რომ მათთვის უფრო პრესპერქტულია რვიანის ფორმატში ყოფნა და კონკურენცია მათ შორის მხოლოდ არჩევნების დროს დაიწყება. დავით ბერძენიშვილი ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების დიალოგზე წამოსვლას საერთაშორისო ფაქტორით ხსნის, თუმცა იქვე დასძენს, რომ ხელისუფლების მეორე ხაზის წარმომადგენლებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ თუ მათ რამოდენიმე წევრი გამოაკლდებათ, ხელისუფლება ჩამოიშლება, დათმობებზე წასვლა დაუშვებლად მიჩნიათ. ამიტომაც პარალელურად დაიწყო ანონსირებული რევოლუციის რეკლამირება, მათ შორის სახელისუფლებო არხებზეც. ბერძენიშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ ხელისუფლების და რევოლუციის ანონსის ავტორებს შორის ერთმანეთთან სრულიად არაკოორდინირებული ინტერესთა თანხვედრა აქვთ “რვიანის” წინააღმდეგ და ხელისუფლება ამის გამოყენებას ცდილობს. ქართული პარტია და ბურჯანაძე კი ცდილობენ აფსაიდში არ დარჩნენ და ამიტომაც გამოდიან სატელევიზიო ეთერებში და რევოლუციაზე საუბრობენ. სტატიის დასასრულს, ბერძენიშვილის თქმით, გაზაფხულზე დაანონსებული სააკაშვილის მოსპობის განმახორციელებელი სუბიექტი არ ჩანს და ის, რომ სააკაშვილი ცუდია, არ ნიშნავს იმას, რომ იგი ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი გზით უნდა მოვიშოროთ. დღევანდელი კვირის პალიტრა აგრძელებს დაანონსებული რევოლუციის თემას და მკითხველს ექსპერტ გია ხუხაშვილთან ინტერვიუს სთავაზობს. გამოცემასთან ინტერვიუში ხუხაშვილი 2011 წელს სოციალურად დამძიმებულ ფონზე პოლიტიკური ტემპერატურის მატებას პროგნოზირებს, თუმცა დასძენს, რომ ამ გზაზე პოლიტიკური პროცესის მაკონსოლიდირებელ ელემენტს გამოკვეთილად ვერ ხედავს. ექსპერტი ამ ფაქტს პოლიტიკურ იმპოტენციად აფასებს და იმედოვნებს, რომ გამოიძებნება “პრეპარატი”, რომლის დახმარებითაც ამ სენს და უპირველესად საზოგადოების უნდობლობას დაამარცხებს. აქვე ხუხაშვილი დასძენს, რომ რამდენადაც საქართველო სწრაფი პოლიტიკური პროცესების ქვეყანაა, შესაძლოა, ხვალ-ზეგ გამოჩნდეს ვინმე ახალი ან ძველი, ვისაც ხალხი გაჰყვება და თუ ასეთი რამ მოხდება, პროცესები ელვისებურად განვითარდება. სტატიის დასასრულს ხუხაშვილი ლიბიაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოსთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს, რადგან ლიბიაში მოქმედებით დასავლეთი რუსეთს, ფაქტობრივად, სქემას აძლევს საქართველოში სამოქმედოდ და ამ მოქმედების ვადად ექსპერტი შემოდგომას ასახელებს, რადგან გაზაფხულზე რუსეთში არჩევნებია და პუტინს თეთრი ცხენი სჭიდრება. ერთადერთი, რაც საქართველოს შეუძლია ამ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთოს, ხუხაშვილის თქმით, ამ საკითხის ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების წინაშე დაყენებაა, რათა მათი მხრიდან ამის საწინააღმდეგოდ პრევენციული გარანტიები იქნას მიღებული. გაზეთი “ვერსია” შეფიცულების რაზმის ხელმძღვანელ გია ბურჯანაძის ინეტრვიუს აქვეყნებს, სადაც თავისი დაკავების დეტალების შესახებ ყვება. ბურჯანაძე ჩვენი სასამართლოს პირობებში ხალხის დაუცველობაზე საუბრობს და ყველა მოქალაქეს ერთმანეთის დაცვისკენ და კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს. ბურჯანაძე დაანონსებული 2 მაისის გამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ დღეს გამოაცხადებენ, თუ რას და როგორ აპირებენ, თუმცა იქვე დასძენს, რომ ამ დროისთვის მზაობა არაა და აქედან გამომდინარე შეიძლება პროცესი 12 ან სულაც 24 მაისს დაიწყოს. მისი თქმით, “თუ ქართველი ერი მოგვიტრიალდება და გვეტყვის, თქვენ გიჟები ხომ არა ხართ, მშვენივრად ვართ და მომავალშიც ასე გვინდა ცხოვრებაო, მაშინ ვუპასუხებთ-ღმერთმა შეგარგოთ ეს ცხოვრებაც და ეს ხელისუფლებაც–თქო” -აცხადებს გია ბურჯანაძე გაზეთ “ვერსიასთან” ინტერვიუში. 2 მაისს დაგეგმილ აქციაზე საუბრობს “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან”. ბურჯანაძე აცხადებს, რომ 2 მაისს გამოაცხადებენ გათვლილ სამოქმედო გეგმას და ყველაფერს გააკეთებს, რომ ხალხს იმედი არ გაუცრუოს. აქვე დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერი აცხადებს, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები აქვს “ქართული პარტიის” ქცევებთან, განცხადებებთან და მოქმედებებთან დაკავშირებით. ბურჯანაძე “ასავალ-დასავალთან” პირდაპირ აცხადებს, რომ ნამდვილად ვერ ხედავს, რომ ქართული პარტია გულწფრელად ებრძვის სააკაშვილის რეჟიმს და ხალხს ერთად დგომისკენ მოუწოდებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
თურქეთი უპრეცედენტო ნაბიჯს დგამს და ამზადებს სტრატეგიას, რომელიც საქართველოსთან უპასპორტო მიმოსვლას გულისხმობს- ამ ფაქტის შესახებ თურქული გამოცემა “სეთაიმსი” იუწყება სტატიაში: “თურქეთი, საქართველო ახალ სტრატეგიას იკვლევენ”, რომლის ქართულ თარგმანს ფორინპრესი აქვეყნებს. სტატიის თანახმად, ე.წ. „ერთიან კავკასიად“ წოდებული ეს პროექტი განიხილებოდა გასულ თვეს თბილისში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმედ დავითოღლუსა და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრისას. ამ სტრატეგიის ფარგლებში საქართველო სამ კავკასიურ ქვეყანასა და თურქეთს შორის ალიანსის ჩამოყალიბების წინადადებით გამოდის. თურქეთის ამბიცია კი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ინიციატივა მომავალში მთელს კავკასიაზე განავრცოს, თუმცა, ექსპერტების შეფასებებით, კავკასიაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით თანამშრომლობის გაღრმავება და სასაზღვრო მიმოსვლის გაუმჯობესება ჯერ კიდევ ძალიან შორსაა კავკასიური სახელმწიფოთა გაერთიანებიდან-ნათქვამია თურქულ გამოცემაში. “ეკონომისტი” აქვეყნებს სტატიას სათაურით “ვარდისფრად შეფერილი გაკვეთილები”, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ გასულ კვირას ვაშინგტონში ბრუკინგის ინსტიტუტში მოხსენების თემას ეხმიანება და საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ მკითხველს ალტერნატიულ ხედვას სთავაზობს. სტატიის ავტორი ოქსფორდის პროფესორ ნილ მაკფერლეინის მიერ ამას წინათ გამოქვეყნებული დოკუმენტის ”პოსტ-რევოლუციური საქართველო ზღვარზეა? შესახებ წერს, რომელმაც, მისი თქმით, პრეზიდენტისგან გასნხავებით ბევრად უფრო საღი თვალთახედვა შემოგვთავაზა. მაკფერლეინის მტკიცებით, რეფორმები ეკონომიკის სფეროში ნაყოფიერი 2003 – 2008 წლებში იყო. გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და რუსეთთან საქართველოს ომის შემდეგ არასაიმედო ვითარება ჩამოყალიბდა. მილიარდობით უცხოური დახმარება საქართველოს ზედაპირზე ტივტივის საშუალებას უნარჩუნებდა, მაგრამ ეს დახმარება ილევა. 2013 წელს ქვეყანას რეალურად ელის ვალების გადახდა, ხოლო სიღარიბე და უმუშევრობა ქართული ცხოვრების განუყოფელ მახასიათებლად რჩება. უთანასწორობა ღრმავდება, ხოლო ინფლაცია მაღალია- ნათქვამია მაკფერლენის დოკუმენტში. სტატიაში, ასევე, საუბარია საქართველოში ადამიანის უფლებების ცუდ მდგომარეობაზე და სასამართლო სისტემის შეზღუდულობაზე, პატიმართა დიდ რაოდენობასა და დემონსტრაციის უფლების შეზღუდვაზე, რისი შესაბამისი დამადასტურებელი ფაქტებიცაა მოყვანილი. მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ვითარება სხვა სფეროებთან შედარებით ცოტათია უკეთესია, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო საინფორმაციო გამოშვებები, ჩვეულებრივ მთავრობის განკარგულებებს ასრულებენ და ეს სულ უფრო მეტად ეხება კერძო მედია-საშუალებებსაც. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კი აღნიშნულია, რომ ამ რეფორმების პირდაპირი გავლენა ის უნდა ყოფილიყო, რომ ოპოზიცია ჩაეცხრო, ხოლო მმართველი პარტიის ძალაუფლება განმტკიცებულიყო. ამის მიუხედავად, სტატიის ავტორს მიჩნია, რომ საქართველოში არ არის ნიშნები იმისა, რომ საზოგადოება ხელისუფლების ჩამოგდების ზღვარზეა მისული და დასძენს, რომ ქართველები ჯერჯერობით ამ პრობლემებს ალბათ სტოიციზმის, ცინიზმისა და წითელი ღვინის ნაზავით შეხვდებიან. დასასრულს, სტატიის ავტორის მოსაზრებით, საქართველოს რევოლუციური წარსული და მისი მერყევი აწმყო, შთაგონებულ არაბ დემოკრატებს უფრო მეტ გაკვეთილს სთავაზობს, ვიდრე ამას ალბათ სააკაშვილი აცნობიერებს. რადიო “თავისუფლება” გასულ კვირას თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, როუზ-როსის 76-ე სემინარის შესახებ წერს და მკითხველს მოუთხრობს, თუ რა განსხვავება დაინახეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა უკანასკნელი ვიზიტის შემდეგ საქართველოში? რა ტენდენციებზე გამახვილდა ყურადღება და რამდენად პერსპექტულად მიაჩნიათ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს? სემინარზე, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებისთვის თავისუფალი საუბრის ტრიბუნად ითვლება, საქართველოს მიმართ, ძირითადად, პოზიტიური შეფასებები ისმოდა, თუმცა იყო სკეპტიკური მოსაზრებებიც, რომლებიც საქართველოს ნატოში გაწევრიანების ახლო პერსპექტივებს გამორიცხავდნენ. მაგალითად, გენერალური შტაბის წევრმა, ჰოლანდიის წარმომადგენელმა საიმონ ვან დრიელმა მას შემდეგ, რაც ჯეიმსტაუნის ფონდის გამოცემა „ეურაზია დეილი მონიტორის“ წამყვანი მკვლევარის, ვლადიმირ სოკორის გამოსვლა მოისმინა, სიტყვა ითხოვა და განაცხადა, რომ ვერ ვხედავს საქართველოს ნატოს წევრად უახლოესი 15-20 წლის განმავლობაში. აქვე მან დასძინა, რომ საქართველოში ხალხი ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, მაგრამ მე ვფიქრობ, ჩემს ქვეყანაში და სხვა ქვეყნებშიც - ევროპის ჩრდილო-დასავლეთში - მდგომარეობა საპირისპიროა.“ სემინარზე საუბარი იყო რუსულ-ქართულ ურთიერთობებზეც. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანს იორგ ჰაბერმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველომ რუსეთთან დიალოგის პარალელურად საკუთარ პოზიციებს უნდა გადახედოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების მიმართ, უნდა გამოაცალკევოს პოლიტიკური მიდგომები, რადგან სხვა შემთხვევაში ვითარება ჩიხშია შესული: ”ვფიქრობთ, ცუდი არ იქნებოდა, ქართული პოლიტიკის ეს ორი ფრთა უფრო გაგვეცალკევებინა. მოდით, ავაგოთ ჩვენი ურთიერთობები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმებთან ისე, თითქოს იქ რუსეთი არ არსებობდეს. და მოდით, ავაგოთ ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ისე, თითქოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ფაქტორი არ არსებობდეს. სხვაგვარად ამ რეგიონებში თქვენ რუსეთს აძლევთ ბერკეტებს, რის თავის არიდებასაც თქვენ ცდილობთ.“-განცახადა ჰამბერგმა. “ეხოკავკაზას” გამოცემაც ეხმიანება როუს-როსის სემინარზე თომას ჰამბერგის გამოსვლას და დასძენს, რომ ჰამბერგი კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებულ სახელმწიფო სტრატეგიას წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს, თუმცა იქვე დასძენს, რომ ამ სტრატეგიას პროცესი მილიმეტრითაც კი არ წაუწევია წინ და ის და მისი საერთაშორისო შაუმავლები გრძნობენ, რომ ვითარება ჩიხშია შესული. აქვე გამოცემა დასძენს, რომ ჰანს იორგ ჰამბერგი უახლოეს დღეებში თავის პოსტს ტოვებს და მისი ეს განცხადება აღქმული იყო, როგორც ბოლო დარიგება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/03/anaklia1-300x225.jpgინდოელი ბიზნესმენები კონკრეტულ პროექტებს ქართულ მხარეს ორდღიან ბიზნესფორუმზე წარუდგენენ. ამის შესახებ, ჟურნალისტებს საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა განუცხადა. ანაკლია-ზუგდიდის თავისუფალ ტურისტულ ზონაში 5 სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს. ანაკლიაში სახელმწიფო სასტუმროების მშენებლობისთვის ბიზნესმენებს ~ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის~ მსგავს პირობებს სთავაზობს. ინვესტორებს მიწა, სასტუმროს პროექტები და ყველა კომუნიკაცია სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცემათ, ასევე ინვესტორები მოგებისა და ქონების გადასახადისგან 15 წლით გათავისუფლდებიან. ამასთან სახელმწიფო ფოთიდან შავიზღვისპირეთის გასწვრივ ანაკლიამდე ახალ გზას ააშენებს. გარდა ამისა, სახელმწიფო ახალ კურორტზე მინერალურ წყალს უფასოდ მიიყვანს, აშენდება აეროპორტი ანაკლია-ზუგდიდის ტურისტულ ზონაში და იახტ-კლუბი. ინვესტორებისთვის გადასაცემი უფასო მიწის ნაკვეთები განლაგებულია ესპანელი არქიტექტორების დაპროექტებული ბულვარის გასწვრივ. ანაკლია-ზუგდიდის თავისუფალი ტურისტული ზონის მშენებლობაში მონაწილეობის მიღების მსურველებს, გარდა სამინისტროსი, შეუძლიათ მიმართონ პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციას სამეგრელო-ზემო სვანეთში. პოტენციურ ინვესტორთა განაცხადების მიღება 1 აპრილს იწურება. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge