Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/images-12.jpg„თავისუფალი დემოკრატების” წევრი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი მედიაში გავცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, „ნაც.მოძარობის“ ხონის რაონულ ორგანიზაციაში “შავი ფულის” დარიგების ფაქტები ხდება. როგორც ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხდა, “ნაციონალური მოძრაობის” ხონის რაონულ ორგანიზაციაში ფულის დარიგების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი მედიაში გავრცელდა. მისი თქმით, დოკუმენტიდან კარგად ჩანს, რომ პარტიულ “შავ ყულაბაში” თანხები იკრიბება, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების “ხარკისგან” ივსება შემდეგ, კი ადგილობრივ აქტივისტებზე ნაწილდება. დეპუტატი მოითხოვს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურამ და კონტროლის პალატამ დაუყოვნებლივ სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ. ცაგარეიშვილის განცხადებით, ამ ინფორმაციაზე და დოკუმენტზე დაყრდნობითსისხლის სამართლებრივი დანაშაული იკვეთება. „ეს ქმედება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში” ცვლილებებამდეც დასჯადი იყო და თუ გავითვალისწინებთ ახალ რეგულაციებს, ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს“ – განაცხადა ცაგარეიშვილმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლევან ბობოხიძე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებისგან ყოველთვე ხელფასის 15-20%-ს იღებს, რომელიც შემდეგ პარტიულ აქტივისტებზე ნაწილდება. იხილეთ epn.ge
  2. /get_img?ImageId=5748 ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის მოძრაობა “ქართული ოცნება” ამ ეტაპზე ემორჩილება კონტროლის პალატის მოთხოვნას და უარს ამბობს 1'100'000 ლარზე. პარალელურად, ორგანიზაცია უახლოეს მომავალში კონტროლის პალატის წინააღმდეგ სამართლებრივად იბრძოლებს. დღეს, 26 იანვარს, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ ”ქართული ოცნება” ”თვალთმაქცურ გარიგებაში” დაადანაშაულა და შპს ”ელიტა ბურჯისთვის” 1'100'000 ლარის უკან დაბრუნება მოსთხოვა. ნათია მოგელაძემ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ”ქართულმა ოცნებამ” ავეჯის დასამზადებლად შპს ”ელიტა ბურჯს” 2011 წლის 26 დეკემბერს გადაურიცხა 2 მილიონი ლარი. ”ელიტა ბურჯი” კი, ”ქართული ოცნების” მსგავსად ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ორგანიზაციაა. კონტროლის პალატის ინფორმაციით, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველზე, ”ელიტა ბურჯმა” 2012 წლის 17 იანვარს ”ქართულ ოცნებას” ჯერ 100 ათასი, 20 იანვარს კი 1 მილიონი ლარი უკან დაუბრუნა. ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახეზე არის თვალთმაქცური გარიგების ნიშნები, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში არის მცდელობა , რომ იურიდიული პირისაგან განხორციელდეს შემოწირულობა. შპს ”ელიტა ბრუჯი” არის იურიდიული პირი და მას არა აქვს უფლება, რაიმე თანხა გადაურიცხოს ”ქართულ ოცნებას”, რადგან ის [ქართული ოცნება] მოქცეულია კონტროლის პალატის მონიტორინგის ქვეშ, რადგან მას აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები. ამის თავიდან ასაცილებლად, მოფიქრებულ იქნა ერთი შეხედვით მარტივი სქემა და ამ სქემის მიხედვით, უნდათ, რომ კანონიერი სახე მიეცეს იმ 1'100'000 ლარს, რომელიც უკან დაბრუნდა ”ქართული ოცნების” ანგარიშზე,” - განაცხადა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ. მოგელაძის თქმით, სწორედ ამიტომ, კონტროლის პალატამ წინადადებით მიმართა ”ქართულ ოცნებას”, რომ სამი დღის ვადაში 1'100'000 ლარი უკან დაუბრუნდეს ”ელიტა ბურჯს.” ”უკანონო შემოწირულობა უნდა დაუბრუნდეს მის შემომწირველს და თუ ეს ასე არ მოხდება, მერე ამოქმედდება კანონით გათვალისწინებული მექანიზმები,”- განაცხადა მოგელაძემ, თუმცა, თავი შეიკავა დაკონკრეტებისგან, თუ რა სანქციები შეიძლება დაეკისროს ”ქართულ ოცნებას” კონტროლის პალატის დაუმორჩილებლობისთვის. კონტროლის პალატის მიერ ”ქართული ოცნებისთვის” გაგზავნილ წერილში წერია: ”ვთვლით, რომ სახეზეა მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების ნიშნები. ორივე ორგანიზაცია ეკუთვნის ერთიდაიმავე ფიზიკურ პირს, მოძრაობა ”ქართული ოცნების” გამგეობის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.” მოგვიანებით, ნათია მოგელაძემ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ არსებითი მნიშვნელობა არა აქვს იმას, ორივე ორგანიზაციას ფლობს თუ არა ბიძინა ივანიშვილი. ”ეს ორგანიზაციები სხვადასხვა პიროვნებებისაც რომ იყოს, ეს არ არის მთავარი. ”ელიტა ბურჯი” რომ იყოს თქვენი ორგანიზაცია და თქვენ რაღაც შეგიკვეთოთ ამ ადამიანმა მანამ, სანამ კანონი ძალაში შევა და იმ დროს ცნობილი იყო, რომ პროექტი უკვე მომზადებული იყო და სამი მოსმენა გავლილი ჰქონდა. კანონის ძალაში შესვლამდე რომ უკვეთავ რაღაცას და მერე კანონის ძალაში შესვლის შემდგომ წყვეტ ხელშეკრულებას და თანხას უკან აბრუნებ, კითხვის ნიშანი მაინც გაჩნდება. ჩვენი მონიტორინგის მიზნებიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი შევისწავლეთ, რამდენად კანონიერი შეიძლება ყოფილიყო ეს მოძრაობა. ამასთან ერთად ისიც ემატება, რომ ამ საეჭვო მოქმედებების გარდა ამ ორგანიზაციის დამკვეთი, შემსყიდველიც და მიმწოდებელიც არის ერთი და იგივე პიროვნება, ეს ეჭვი უფრო და უფრო მყარდება,” - ამბობს ნათია მოგელაძე. კითხვაზე, რატომ შეიძლობოდა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური მანიპულაციები ჩაეტარებინა თავის ორ ორგანიზაციას შორის, კონტროლის პალატის წარმომადგენელი პასუხობს, რომ ამ კითხვით თავად ამ ორგანიზაციის დამფუძნებლებს უნდა მივმართოთ. რაც შეეხება ”ქართულ ოცნებას”, ორგანიზაციამ დღესვე უპასუხა კონტროლის პალატას და განაცხადა, რომ ის ემორჩილება მაკონტროლებელი უწყების მოთხოვნას და 1'100'000 ლარს უკან უბრუნებს ”ელიტა ბურჯს.” ”იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ჩვენი საკუთრების უკანონო ჩამორთმევა და, ასევე, არაგონივრულად და არათანაზომიერად მკაცრი ფინანსური სანქციები, ჩვენ იძულებულნი ვართ ამ ეტაპზე შევასრულოთ კონტროლის პალატის უკანონო მოთხოვნა. თუმცა, უახლოეს დღეებში ვაპირებთ მივმართოთ ჩვენთვის კანონით მინიჭებულ სამართლებრივ ზომებს, რათა აღვკვეთოთ კონტროლის პალატის ჩვეულებად ქცეული თვითნებური და უკანონო მოქმედებები ჩვენს წინააღმდეგ,” - აცხადებენ "ქართულ ოცნებაში". სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. </p>/get_img?ImageId=6049 დღეს პარტია “თავისუფალი დემოკრატების” თბილისის საკრებულოს წევრმა ზურაბ აბაშიძემ მგზავრობის საკითხებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან სამარშრუტო ტაქსით იმგზავრა და გრიგოლ ორბელიანის სახელობის სკვერში (ძველი კოლმეურნეობის მოედანი) მგზავრობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე განცხადება გააკეთა. “ჩვენ გვქონდა საშუალება საკუთარ თავზე გამოგვეცადა ის პრობლემები, რომლებიც დაგროვდა ქალაქში სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით. დედაქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება ერთ–ერთი პრობლემატური თემაა”, – განაცხადა აბაშიძემ. მისი თქმით, პირველ რიგში, პრობლემას ფასი წარმოადგენს, ასევე ახალი სამარშრუტო ტაქსების ნაკლებობა. “ის ვალდებულებები, რომლებიც ჰქონდა აღებული მერიას და იმ კომპანიას, ვინც გაიმარჯვა ამ ე.წ. ტენდერში არ შესრულებულა. ეს ყოველდღიურად აისახება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობაზე. მერიამ ეს პრობლემები დაუყოვნებლივ უნდა მოაგვაროს, რადგან ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ უსაფრთხო, თავისუფალი გადაადგილება”, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ. ის ასევე მძღოლების პრობლემებსაც შეეხო: “დღიური შენატანი, რომელსაც მძღლები იხდიან ძალიან მაღალია, მათ უგროვდებათ ვალები, რომელსაც ვერ ისტუმრებენ და რამდენიმემ უკვე მთხრა, რომ ამ სამსახურს თავი უნდა დაანებონ. დღიური შენატანი არის 58 ლარი, პლუს 25 ლარი, ამის გარდა, უნდა ჩაასხან ბენზინი, მარშრუტს გააჩნია, გრძელ გზაზე მძღოლს დღეში დაახლოებით 165 ლარის ხარჯი უწევს, რომელიც თვითონ უნდა გაიღოს. ამის გამო მათ უგროვდებათ ვალები იმ კომპანიის მიმართ რომელსაც მერიამ და გიგი უგულავამ გაამარჯვებინა.” სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. ესპანური გამოცემა „GARA“-ს ჟურნალისტმა, პაბლო გონსალესმა პარტია „თავისუფალი საქართველო“-ს ლიდერ კახა კუკავასთან ინტერვიუ ჩაწერა. გამოცემა „ GARA… ლინკი მედიანიუსზე
  5. მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციამ საბაჟოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები და მეწარმეები დააჯილდოვა. როგორც `მედიანიუსს~… ლინკი მედიანიუსზე
  6. დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ქრისტიან-დემოკრატების” გაფართოებულ სხდომაზე თბილისში ავარიული სახლების მდგომარეობაზე იმსჯელოს. სხდომას ძველი თბილისის გამგებლის მოადგილე… ლინკი მედიანიუსზე
  7. ოფიციალური ინფორმაციით, ორ თვეში ბორჯომში მაღალი ხარისხის, გაფილტრულ წყალს მიიღებენ. ბორჯომის რაიონში სოფელ სადგერში სასმელი წყლის ნაგებობის… ლინკი მედიანიუსზე
  8. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლის ლელა ტალიურის შეფასებით, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონის 261 მუხლის პუნქტები არ იძლევა კანონის ნათლად აღქმის საშუალებას და იძლევა სხვადასხვანაირ ინტერპრეტირებას. რა შეზღუდვები დაუწესდება პარტიასთან დაკავშირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, ვინ შეიძლება მივიჩნიოთ პარტიასთან დაკავშირებულ ფიზიკურ პირად, ვის ეკრძალებათ ქველმოქმედების განხორციელება აღნიშნული კანონის ძალით? აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “ნეტგაზეთს” ესაუბრა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საარჩევნო პროექტების კოორდინატორი, ლელა ტალიური. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონის 261 მუხლი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, იძლევა სხვადასხვანაირ ინტერპრეტირების საშუალებას. ამ პოზიციას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არ ეთანხმება. ქალბატონო ლელა, უფრო ნათლად რომ განმარტოთ, რა შეზღუდვები დაუწესდება კანონის ამ ჩანაწერით პარტიასთან დაკავშირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს? პარტიასთან დაკავშირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე წესდება ყველა შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია ფინანსებთან, ქონებასთან და მონიტორინგის ვალდებულებასთან. უნდა გახდეს ესა თუ ის ფიზიკური, ან იურიდიული პირი ვალდებული, რომ შესაბამისად, წარადგინოს თავისი ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიში კონტროლის პალატასთან. ანუ ვინაიდან პარტიებს ამონიტორინგებს კონტროლის პალატა, ყველა ეს შეზღუდვა ამავდორულად უკავშირდება პარტიებთან დაკავშირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. საქმიანობას რაც შეეხება. პარტიას როგორც ვიცით არ აქვს უფლება განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა და მოგება მიიღოს. თუ კანონი გვეუბნება, რომ პარტიისთვის დადგენილი ეს შეზღუდვები ასევე ვრცელდება პარტიასთან დაკავშირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, მაშინ გამოდის, რომ ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა, ამიერიდან აეკრძალება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. კანონი გვეუბნება, რომ პარტიის წლიური შემოსავალი თუ არასამეწარმეო საქმიანობიდანაა მიღებული (დავუშვათ, დამხმარე საქმიანობით აქვს მიღებული) არ უნდა აღემატებოდეს 60 ათასს ლარს წელიწადში. გამოდის, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების წლიური არასამეწარმეო შემოსავალი ასევე 60 ათასს არ უნდა აღემატებოდეს. კანონში ასევე წერია, რომ პარტიას არ აქვს უფლება აიღოს სესხი, კრედიტი არც ფიზიკური და არც იურიდიული პირებისგან. შესაბამისად, არის ცალკეული შემთხვევა, როდესაც საარჩევნო პირად რეგისტრირდება პარტია, მაშინ შეუძლია, რომ კომერციული ბანკიდან სესხი აიღოს. თუ ზოგადი ჩანაწერია, რომ პარტიას არ აქვს უფლება სესხის, ან კრედიიტს აღების, გამოდის, რომ ვერც ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც პარტიასთან დაკავშირებულებად ჩაითვლებიან, ვერ აიღებენ ასეთ სესხს. ვინ შეიძლება მივიჩნიოთ პარტიასთან დაკავშირებულ ფიზიკურ პირად? 261 მუხლის “გ” პუნქტში ნათქვამია, გაცხადებული პოლიტიკური მიზნებისა და საარჩევნო ამოცანების მქონე პირი ყოფილა თურმე ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები. ასევე მასთან დაკავშირებული პირი, ასევე საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი, რომელსაც აქვს პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, ან ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც გავლენას ახდენს არჩევნებში საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების გამოვლენაზე და ეს ქმედებები ხორციელდება ამ კანონის რეგულაციებისთვის გვერდის ავლის მიზნით. ეს კანონი კონკრეტულ მაგალითში შეიძლება ასე წარმოჩინდეს. შეიძლება იყოს ასეთი შემთხვევა, რომ ნებისმიერი ბიზნეს კომპანია, რომელიც წარმომამდგენლის, ან სხვა პირის მეშვეობით გამოხატავს სიმპატიას კონკრეტული პარტიის მხარდასაჭერად. მაგალითად, გამოვიდა ერთ–ერთი იურიდიული პირის წარმომადგენელი, თუნდაც დირექტორი, ან გენერალური დირექტორი და დააფიქსირა პოზიცია, რომ მხარს ვუჭერ “ნაციონალურ მოძრაობას”. ამ შემთხვევაში მის კომპანიას იგივე შეზღუდვები დაუწესდება, რაც პარტიებს. ის ვეღარ განახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, მოგებას ვეღარ მიიღებს და სხვა საქმიანობის შემთხვევაში წლის განმავლობაში მისი მაქსიმუმი 60 ათასი ლარი იქნება. რაც შეეხება ქველმოქმედების განხორცილების შესაძლებლობებს. ვის ეკრძალება ქველმოქმედების განხორციელება აღნიშნული კანონის ძალით? არასამეწარმეო ორგანიზაცია, მაგალითად ფონდი, რომელიც ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, ანუ ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, ეწევა ქველმოქმედებას, ის ვეღარ განახორციელებს ქველმოქმედებას, იმიტომ რომ პარტიას ქველმოქმედების განხორცილების უფლება არ აქვს. 51 მუხლით პარტიას განუსაზღვრეს, რისი განხორციელება ეკრძალება როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო პერიოდში. და თუ შესაბამისად, ის ამ საქმიანობას გააგრძელებს, ამუშავდება მთელი რიგი სანქციები: დაჯარიმებები, უკანონო შემოსავლის მიღების შემთხვევაში, თუ მოსყიდვის მუხლი დაუკვალიფიცირდა, უშუალოდ სისხლის სამართლებრივად პარტიას არავინ დასჯის, მხოლოდ ისჯება იურიდიული პირი, თუ მან პარტიის სასარგებლოდ მოისყიდა ამომრჩეველი და თვითონ ამომრჩეველიც, რომელიც კანდიდატს მოთხოვს რაიმეს გაკეთებას. კანონში მოთხოვნაზეც კი ისეთი ფორმულირებაა, რომ ამაზეც კი შესაძლებელია ამომრჩევლისთვის თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით. მიუხედავად იმისა თუ რა ღირებულების ქონებას მოითხოვს, ან მიიღებს კანდიდატისგან.ვინ უნდა დაადგინოს, რომ ესა თუ ის პირი დაკავშირებულია პარტიასთან და როგორ უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება, ვადები და ა.შ, თუ ის არ ეთანხმება მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას? კანონი ამ მხრივ რას ამბობს? უნდა იყოს გაწერილი პროცედურა. უნდა არსებობდეს ორგანო და კანონიდან უნდა ჩანდეს ვინ არის ეს, კონტროლის პალატაა, ცესკოა თუ სხვა. კანონიდან არ ჩანს, რომ ეს არის კონტროლის პალატა ცალსახად, იმიტომ რომ უფლებამოსილებაში არ უწერია. შესაბამისად, უნდა არსებობდეს გადაწყვეტილების მიღების წესი, ასევე გასაჩივრების შესაძლებლობის წესიც უნდა იყოს ცალკე დადგენილი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, იმიტომ რომ როდესაც არ ვეთანხმები, რომ ვინმემ მიმიჩნია დაკავშირებულ პირად, როგორ, სად და რა ვადაში უნდა გავასაჩივრო და მქონდეს ამ გადაწყვეტილების მიღებაშიც მონაწილეობის საშუალება, რომ ჩემი არგუმენტები წარმოვადგინო და თუ არ ვეთანხმები, ვუჩივლო კიდეც. სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. Валерий Зорькин опубликовал в РГ громоздкую статью, в которой намекает: Россия может стать следующей военной жертвой Запада. Виноваты в этом те, кто требует честных выборов: тем самым они подрывают правовые основы России. "Креативный класс" будто бы присвоил исключительное право решать главные проблемы, а других россиян считает "быдлом". newsru
  10. The Federal Reserve said it was not likely to raise interest rates until the end of 2014, adding 18 months to the expected duration of its response to the slump.<br clear="both" style="clear: both;"/><br clear="both" style="clear: both;"/>http://ads.pheedo.com/img.phdo?p=1 View the full article
  11. დავოსის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის… ლინკი მედიანიუსზე
  12. ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მუშაობას შეუდგა ტელეცენტრი პროფესიონალურ ციფრობრივი აღჭურვილობით. ცენტრი განთავსებულია რუსეთის 4 - ე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე და კვირაში სამჯერ სატელევიზიო გადაცემებს ანხორციელებს, ხოლო რადიოგდაცემები სამხედრო მომზადებისაგან თავისუფალ საათებში ყოველდღიურად მიმდინარეობს” - განაცხადა რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრეს-სამსახურმა.”ტელერადიოცენტრის თანამშრომლები მასალებს აგროვებენ სამხრეთ ოსეთში მომსახურე სამხედრო ბაზის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, - ნათ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  13. Высокопоставленные чиновники, банкиры и представители компаний из России играют заметную роль на проходящем на этой неделе Всемирном экономическом форуме в Давосе, хотя на мероприятие не прибыли ни премьер-министр Владимир Путин, ни его протеже президент - Дмитрий Медведев, который выступал с речью на прошлогоднем форуме.
  14. Совокупные расходы на проведение Олимпийских Игр в Лондоне могут превысить 12 миллиардов фунтов стерлингов (почти 19 миллиардов долларов). По данным СМИ, если принимать в расчеты и непрямые затраты на подготовку к Играм, окончательная сумма расходов вырастет примерно до 24 миллиардов фунтов. lenta.ru
  15. As the debates have taken on a bigger significance in this primary, the audience’s response has become as much a part of the calculation as the parrying onstage.<br clear="both" style="clear: both;"/><br clear="both" style="clear: both;"/>http://ads.pheedo.com/img.phdo?p=1 View the full article
  16. Премьер-министр Папуа - Новой Гвинеи Питер О'Нил объявил о провале военного мятежа, поднятого полковником в отставке Яура Саса. Бунтовщики захватили в плен главу ВС страны Фрэнсиса Агви и требовали восстановить на посту главы правительства Майкла Сомаре. Сейчас, по словам властей, участники мятежа вернулись в казармы. lenta.ru
  17. Министерство иностранных дел РФ опровергло сведения о том, что российские туристы проплатили места на спасательных шлюпках после крушения лайнера "Коста Конкордиа". Ранее с таким утверждением выступила итальянская газета La Reppublica. Российское посольство отправило издателю газеты письмо с протестом. lenta.ru
  18. Гражданам Северной Корее запретили пользоваться мобильной связью в ходе стодневного траура по скончавшемуся 17 декабря лидеру КНДР Ким Чен Иру. Попытка воспользоваться сотовым телефоном будет приравнена к военному преступлению, а виновный понесет соответствующее наказание. lenta.ru
  19. Председатель правления "Газпрома" Алексей Миллер не согласился с утверждением о том, что российский газ в Европу поставляется по слишком высоким ценам. По словам Миллера, российский газ "даже слишком дешев". Он добавил, что в будущем газ на европейском рынке будет только дорожать. lenta.ru
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/download-32.jpgსაზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ „ კონტროლის პალატის“ მიმართვას გამოეხმაურა და აღნიშნულთან დაკაშირებით განცხადება გაავრცელა. „ექსპრესნიუსი“ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: “2012 წლის 25 იანვარს საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ქართული ოცნება“ საქართველოს კონტროლის პალატისაგან მიიღო წერილი, რომლითაც კონტროლის პალატას აქვს უკანონო მცდელობა ხელყოს საზოგადოებრივი მოძრაობის საკუთრება. კერძოდ, კონტროლის პალატა მოითხოვს, რომ საზოგადოებრივმა მოძრაობამ ნებაყოფილობით უარი თქვას მის საკუთრებაში არსებულ 1 100 000 ლარზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება ამ თანხის კონფისკაციით და მისი ათმაგი ოდენობით დაჯარიმებით. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ჩვენი საკუთრების უკანონო ჩამორთმევა და, ასევე, არაგონივრულად და არათანაზომიერად მკაცრი ფინანსური სანქციები, ჩვენ იძულებულნი ვართ ამ ეტაპზე შევასრულოთ კონტროლის პალატის უკანონო მოთხოვნა. თუმცა, უახლოეს დღეებში ვაპირებთ მივმართოთ ჩვენთვის კანონით მინიჭებულ სამართლებრივ ზომებს, რათა აღვკვეთოთ კონტროლის პალატის ჩვეულებად ქცეული თვითნებური და უკანონო მოქმედებები ჩვენს წინააღმდეგ,“- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონტროლის პალატამ საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ქართულ ოცნება” მოჩვენებით გარიგებაში დაანაშაულა და სპეციალური განცხადებით მიმართა. განცხადების თანახმად, ცნობილი გახდა, რომ 2011 წლის 29 დეკემბერს, მოძრაობა “ქართულმა ოცნებამ” 2011 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული ხელშკერულების საფუძველზე, მომსახურების შესყიდვის მიზნით საბანკო ანგარიშზე 2 მილიონი ლარი ჩაურიცხა შპს “ელიტა ბურჯს”, 2012 წლის 17 იანვარს კი, შპს “ელიტა ბურჯმა”, მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი 2 მილიონი ლარიდან, 100 000 ლარი უკან გადაურიცხა მოძრაობა “ქართულ ოცნებას”. ორივე, ორგანიზაცია კი რეალურად ეკუთვნის ერთი და იმავე ფიზიკურ პირს, მოძრაობა “ქართული ოცნების” გამგეობის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს. მონიტორინგის სამსახური მოძრაობა “ქართული ოცნების” ანგარიშზე იურიდიული პირის – შპს “ელიტა ბურჯის” მიერ ჩარიცხული თანხის 1.100 000 ლარის შპს “ელიტა ბურჯის” ანგარიშზზე გადარიცხვას სთავაზობს. კონტროლის პალატაში აცხადებენ, რომ შპს “ელიტა ბურჯსა” და მოძრაობა “ქართულ ოცნებას” შორის გარიგება დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ შეთანხმებას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით კი, ბათილია ყველა გარიგება, რომელიც მიზნად ისახავს კანონით დადგენილი წესებისა და შეზღუდვებისთვის თავის არიდებას. ამგვარი გარიგების საფუძველზე გაცემული და მიღებული ქონება მიიქცევა სახელმწიფოს საკუთრებაში. ამ შემთხვევაშიც მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ქმედებები განხორციელდა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის რეგულაციების გვერდის ასავლელად და მიზნად ისახავს იურიდიული პირისგან, კონკრეტულ შემთხვევაში შპს “ელიტა ბურჯისგან” მიღებული კანონით აკრძალული შემოწირულობისთვის კანონიერი სახის მინიჭებას. საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის საფუძველზე ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს კანონის რეგულაციების გვერდის ავლის ყველა მსგავს მცდელობაზე. ჩვენ საქმიანობის განხორციელების პროცესში ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 26 მუხლით განსაზღვრულ პირებთან თანამშრომლობას ვგეგმავთ. შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული სანქიციების გამოყენების თავიდან ასაცილებლად გაძლევთ წინადადებას, მოძრაობა “ქართული ოცნების” ანგარიშზე იურიდიული პირის – შპს “ელიტა ბურჯის” მიერ ჩარიცხული თანხა 1.100 000 ლარი (ერთი მილიონი ასი ათასი ლარი) გადარიცხოთ უკან – შპს “ელიტა ბურჯის” ანგარიშზე”, – ნათქვმია კონტროლის პალატის განცხადებაში. იხილეთ epn.ge
  21. Картина "Портрет джентльмена" кисти Франса Хальса из коллекции Элизабет Тейлор в среду, 25 января, была продана на аукционе старых мастеров Christie's в два раза дороже оценки. Полотно оценивалось от 700 тысяч до одного миллиона долларов, однако ушло за 2,09 миллиона. Картину приобрел неизвестный покупатель. lenta.ru
  22. Ведомство торговых знаков Германии лишило российскую компанию Moscow wines&spirits company прав на бренды "Цинандали", "Киндзмараули" и "Хванчкара". Права были получены россиянами еще в 2001 году. Успела ли Moscow wines&spirits company причинить ущерб Грузии, пока не уточняется. lenta.ru
  23. The prospects of a so-called Buffett tax on high-earning households remain uncertain, if not remote, for the immediate future.<br clear="both" style="clear: both;"/><br clear="both" style="clear: both;"/>http://ads.pheedo.com/img.phdo?p=1 View the full article
  24. კოტ­რო­ლის პა­ლა­ტამ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­ერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა ”ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” და­ახ­ლო­ე­ბულ კომ­პა­ნი­ას­თან თვალ­თმაქ­ცურ გა­რი­გე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. პარ­ტი­ა­თა და­ფი­ნან­სე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი იტ­ყო­ბი­ნე­ბა, რომ 25 დე­კემ­ბერს ”ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” გა­ა­ფორ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შპს ”ელი­ტა ბურ­ჯთან” მომ­სა­ხუ­რე­ბის შეს­ყიდ­ვა­ზე და 29 დე­კემ­ბერს ამ კომ­პა­ნი­ის ან­გა­რიშ­ზე 2 მი­ლი­ო­ნი ლა­რი გა­და­რიც­ხა. უკ­ვე 17 იან­ვარს, ”ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან” მი­ღე­ბუ­ლი 2 მი­ლი­ო­ნი ლა­რი­დან ”ელი­ტა ბურ­ჯმა” 100 000 ლა­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბის ან­გა­რიშ­ზე და­აბ­რუ­ნა, 20 იან­ვარს კი 1 მი­ლი­ო­ნი ლა­რი . პარ­ტი­ა­თა და­ფი­ნან­სე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ნა­თია მო­გე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით : ” სა­ხე­ზეა თვალ­თმაქ­ცუ­რი გა­რი­გე­ბის ნიშ­ნე­ბი” , რაც გან­ხორ­ცი­ელ­და ”მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის” მოთ­ხოვ­ნე­ბის გვერ­დის ასავ­ლე­ლად – იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის­გან კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლი შე­მო­წი­რუ­ლო­ბის­თვის კა­ნო­ნი­ე­რი სა­ხის მი­სა­ნი­ჭებ­ლად. მო­გე­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია უკა­ნო­ნოდ მი­ღე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა და მი­სი ბი­უ­ჯეტ­ში გა­და­რიც­ხვა. მან გა­აფ­რთხი­ლა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა , სან­ქცი­ის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, 1,1 მი­ლი­ო­ნი ისევ გა­და­უ­რიც­ხოს შპს ”ელი­ტა ბურჯს” . შპს ”ელი­ტა ბურ­ჯი”ქარ­თუ ჯგუფ­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­აა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, პარ­ტი­ა­თა და­ფი­ნან­სე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხურ­მა ფი­ნან­სუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ან­გა­რი­ში მოს­თხო­ვა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­საც: ” ქარ­თულ ოც­ნე­ბას” და ”ჩვე­ნი ხმა გი­გი უგუ­ლა­ვას”. ნა­თია მო­გე­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, მოთ­ხოვ­ნა ეფუძ­ნე­ბო­და კა­ნონს მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც გან­მარ­ტავს, რომ და­წე­სე­ბუ­ლი შეზ­ღუდ­ვე­ბი ვრცელ­დე­ბა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­ზე და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბულ იუ­რი­დი­ულ და ფი­ზი­კურ პი­რებ­ზეც. “იმი­სათ­ვის, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ჩვე­ნი სა­კუთ­რე­ბის უკა­ნო­ნო ჩა­მორ­თმე­ვა და, ასე­ვე, არა­გო­ნივ­რუ­ლად და არა­თა­ნა­ზო­მი­ე­რად მკაც­რი ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბი, ჩვენ იძუ­ლე­ბულ­ნი ვართ ამ ეტაპ­ზე შე­ვას­რუ­ლოთ კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის უკა­ნო­ნო მოთ­ხოვ­ნა. თუმ­ცა, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ვა­პი­რებთ მივ­მარ­თოთ ჩვენ­თვის კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბულ სა­მარ­თლებ­რივ ზო­მებს, რა­თა აღ­ვკვე­თოთ კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ჩვე­უ­ლე­ბად ქცე­უ­ლი თვით­ნე­ბუ­რი და უკა­ნო­ნო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ,“– გა­ნაც­ხა­დეს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მოძ­რა­ო­ბა ”ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში.” იხილეთ tabula.geზე
  25. Должностной оклад сотрудников Следственного комитета РФ, работающих на Северном Кавказе, будет увеличен на 50 процентов. Об этом говорится в президентском указе о гарантиях и компенсациях следователям и членам их семей. Медведев подчеркнул, что работа в этом регионе связана с риском для жизни и это следует учитывать. lenta.ru
×
×
  • შექმენი...