planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
Coronation Street was awarded Best Serial Drama, at the National Television Awards. planetanews
-
foreignpress.ge სააკაშვილი მედვედევს გამოეხმაურა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/bloomberg.jpg ელენა ბედველი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთმა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენამდე, რომელიც მან 2008 წლის ომის შემდეგ შეწყვიტა, უნდა გააუქმოს მისი „უკანონო საელჩოები“ ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გუშინ, პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი „აბსოლუტურად მზადაა“ კავშირების აღდგენისთვის. მან უთიერთობების გაუმჯობესების მაგალითად, ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენა მოიყვანა. „გაურკვეველია რას გულისხმობს რუსეთი, როდესაც აცხადებს, რომ მზადაა საქართველოსთან კავშირების აღდგენისთვის“, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს სააკაშვილის პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. „გულისხმობენ საქართველოს, როგორც ერთიან ქვეყანას, როგორც ამას საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს? თუ საქართველოს იმ ტერიტორიების გარეშე, რომელიც რუსეთს ოკუპირებული აქვს? ჩვენ არ აღვადგენთ რუსეთთან კავშირებს მანამ, სანამ ორ ოკუპირებულ რეგიონში უკანონო საელჩოები არ დაიხურება“. რუსეთმა დაამარცხა საქართველოს არმია 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიან ომში, რომელიც საქართველოს გამოყოფილი რეგიონის სამხრეთ ოსეთის ირგვლივ გაჩაღდა და მოგვიანებით მისი და მეორე სეპარატისტული რეგიონის აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა იმავე წლის 2 სექტემბერს შეწყვიტა. გუშინ მედვედევმა განაცხადა ასევე, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიღებას, საქართველოსთან „საქონლის უფრო აქტიური გაცვლა“ მოჰყვება. რუსეთმა ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე 2006 წლის მარტში ემბარგო შემოიღო, ამტკიცებს რა, რომ სასმელი მოხმარებისთვის უვარგისი იყო. 2006 წლის ოქტომბერში ემბარგო გაფართოვდა, როდესაც რუსეთმა გაწყვიტა საქართველოსთან საგზაო, სარკინოგზო, საჰაერო და საზღვაო კავშირები, შეაჩერა საფოსტო მომსახურება და დაბლოკა ფულადი გადარიცხვები. მედვედევმა ასევე გაიმეორა ის, რომ არ შეხვდება და არც დაელაპარაკება სააკაშვილს, რომელსაც 2008 წლის კონფლიქტის დაწყებაში ადანაშაულებს. რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ის უფრო ახლო კავშირებს მიესალმება. „არსებობს ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც საქმეს არ დავიჭერ“, – განაცხადა მან. „თქვენ იცით, ვიზეც ვალაპარაკობ“. მანჯაგალაძემ უარყო მედვედევის განცხადება იმის თაობაზე, თითქოს ურთიერთობების აღდგენას დაბრკოლებას სააკაშვილი უქმნის. „პრობლემა სააკაშვილში არ არის“, – თქვა მან. „პრობლემა უკავშირდება საქართველოს მთლიანობას, მის მოსახლეობას და იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც საკუთარი მიწიდან გამოაძევეს“. ორიგინალი ორიგინალი -
Britons are less honest than they were a decade ago, research by academics at the University of Essex suggests. planetanews
-
Former NHL star Richard Zednik and a group of young ice hockey players escape serious injury in Slovakia after the roof of a skating rink falls in, under the weight of snow and ice. planetanews
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/07/faster_times.jpg ნიკოლას კლეიტონი 2006 წლის შემდეგ, რუსეთს და შეერთებულ შტატებს დიპლომატიური ბრძოლა აქვთ გაჩაღებული ევროპაში ნატოს სარადარო და სარაკეტო სისტემის განთავსებასთან დაკავშირებულ გეგმაზე. შეერთებული შტატები და ნატო ამტკიცებენ, რომ ევროპული „ანტისარაკეტო ფარი“ იმისთვის იქმნება, რომ გააუვნებელყოს ირანიდან ან ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი ბირთვულ ქობინებიანი ბალისტიკური რაკეტები. რუსეთი ამტკიცებს, რომ ნატო ძირს უთხრის რუსეთის სტრატეგიულ ბირთვულ შეკავებას. თურქეთი ამტკიცებს, რომ არც ერთი ეს ვერსია მართალი არ არის. ყველა მათგანი ნაწილობრივ ტყუის, და მათ ეს იციან. აი რატომ. ჯერ ერთი, თავდაპირველად ნატო პოლონეთში 10 რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარის, ხოლო ჩეხეთში ერთი რადარის განთავსებას გეგმავდა – ძალიან საინტერესო ადგილია ნატოს ქვეყნების ახლო აღმოსავლეთისგან დასაცავად. ეს ადგილი არა უშუალოდ ევროპასა და ირანის შორის, არამედ უფრო ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთის კალინინგრადის ანკლავთან და რუსეთის კლიენტი სახელმწიფოს, ბელორუსის საზღვართან მდებარეობს პოლონეთი პირველ რიგში იმისთვის შეირჩა, რომ ის იყო ნატოს ახალ წევრ-სახელმწიფოებს შორის ამ მხრივ ყველაზე მონდომებული, ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე ქვეყანა ნატოს ახალ წევრებს შორის. პოლონეთის მთვრობა ამკიცებდა, რომ ანტისარაკეტო ფარის მასპინძლობა მისი უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, და მერე რა, რომ, ვერ იხსენებთ იმას, თუ რომელი ახლოაღმოსავლური ქვეყნისთვის წარმოადგენენ სამიზნეს პოლონელები ან რატომ სურს კიმ ჩენ ირს კრაკოვზე ატომური ბომბის ჩამოგდება. ამის საპირისპიროდ, საკუთარ მოქალაქეებთან ანტისარაკეტო ფარის განთავსების აუცილებლობას პოლონელი ლიდერები, ყოველთვის რუსეთით და მისგან მომავალი საფრთხით ხსნიდნენ. პოლონეთის პრეზიდენტმა, ქალაქების სლაპსკის და რედჟიკოვის მცხოვრებლებთან საუბრისას (ანტისარაკეტო დანადგარები ამ ქალაქებში უნდა დამონტაჟებულიყო 2008 წელს), განაცხადა: „წარსულში, როდესაც რუსეთი დაიმუქრა, რომ თავის რაკეტებს ჩვენ დაგვიმიზნებდა, ეს სერიოზულად არავინ აღიქვა. მაგრამ ახლა, მას შემდეგ რაც საქართველოში მოხდა, ეს მუქარა უფრო სერიოზული გახდა“. ცხადია, ამ ფაქტს რუსეთი არ გაუხარებია. იმავდროულად, რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი ჯონ მაკკეინი, რომლის კამპანიის ნაწილიც სწორედ ანტისარაკეტო თავდაცვის თემა იყო, აცხადებდა, რომ ფარი აუცილებელია, რათა „თავი დავიზღვიოთ ისეთი შესაძლო სტრატეგიული კონკურენტებისგან მომდინარე პოტენციური საფრთხეებისგან, როგორებიც არიან რუსეთი და ჩინეთი“. მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტად ბარაკ ობამა აირჩიეს, ახალმა ადმინისტრაციამ დაგეგმილი ანტისარაკეტო ფარი სამხრეთისკენ გადააადგილა და მოდიფიცირება გაუკეთა: ახალი გეგმის თანახმად, ხომალდებზე ბაზირებული დანადგარები შავ ზღვაში განთავსდება და საბოლოოდ, შემოიერთებს რუმინეთში განთავსებულ ინტერცეპტორებს და თურქეთში დისლოცირებულ რადარს. იმავდროულად მან პროექტში მონაწილეობა რუსეთსაც შესთავაზა. რუსეთმა განაცხადა, რომ ანტისარაკეტო ფართან დაკავშირებულ პროექტში მონაწილეობას მიიღებს ორი პირობით: 1. ის სისტემის სრულფასოვანი პარტნიორი იქნება და სხვებთან ერთად გააკონტროლებს მის მოქმედებას. 2. ნატო ხელს მოაწერს იურიდიულ გარანტიებს იმის თაობაზე, რომ ანტისარაკეტო ფარი არასდროს არ იქნება გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ. დღეის მდგომარეობით, ნატო უარყოფს რუსეთის ორივე პუნქტს, ყოველ შემთხვევაში იმ მოტივით, რომ მათ უნდათ დაიტოვონ უფლება ანტისარაკეტო ფარი საკუთარი სურვილისამებრ გამოიყენონ, მათ შორის რუსეთის პოტენციური დარტყმის წინააღმდეგაც. მოკლედ, ნატოს მოკრძალებული განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს ის რუსეთს მსოფლიო მშვიდობის საქმეში პარტნიორად განიხილავს და არა საფრთხედ, ყველაზე ცოტა, არაგულწრფელია. მაგრამ რუსეთზეც იგივეს თქმა შეიძლება. ობამას ადმინისტრაციის ეროვნული ანტისარაკეტო თავდაცვის სტრატეგია მოიცავს წყალზე ბაზირებული Aegis-ის შეიარაღების სისტემას შავ ზღვაზე, ისევე როგორც ნატოს წევრი სახელმწიფოების ანტისარაკეტო თავდაცვის გაერთიანებულ ქსელს. არცერთი შემადგენელი ახალი არ არის. Aegis-ის სისტემა, რომელსაც შეუძლია ერთდროულად ათობით რაკეტის მართვა და თვალთვალი, უკვე დამონტაჟებულია დაახლოებით ასამდე ამერიკულ ხომალდზე, რომელთაგან ყველა მათგანს მიუწვდება ხელი და შეუძლია განთავსდეს შავ ზღვაში აშშ-ს თურქეთთან და საქართველოსთან არსებული შეთანხმებების საფუძველზე. რაც შეეხება ხმელეთზე ბაზირებულ ანტისარაკეტო დანადგარებს, რუსეთს მათიც ნაკლებად ეშინია. ჯერ-ჯერობით, არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ ბუქარესტის სამიტზე დეკემბერში მოწონებული შეთანხმება, რუმინეთში ანტისარაკეტო დანადგარის მშენებლობის შესახებ, იმ 10-ზე მეტ აქტიურ დანადგარს მოიცავს, რომელიც პოლონეთში უნდა განთავსებულიყო. SM-3 სისტემის ის ანტისარაკეტო დანადგარები, რომლებიც საბოლოო ჯამში უნდა დამონტაჟდეს, დღემდე ვერასდროს ახერხებდნენ იმ ბალისტიკური რაკეტის გაუვნებელყოფას, რომელსაც ტესტირების დროს კონტრზომების ან მანევრირების უნარები აღმოაჩნდა. გარდა იმისა, რომ თანამედროვე რუსულ ბალისტიკურ რაკეტებს ორივე ეს უნარი გააჩნია, რუსეთს არსენალში აქვს ასევე 2 200 აქტიური რაკეტა, პლუს გაურკვეველი ოდენობის მოკლე მანძილზე მოქმედი ტაქტიკური ბირთვული იარაღი. ყველა ამ ბალისტიკურ რაკეტას აქვს საკმარისად ბევრი ქობინი იმისთვის, რომ თითოეულმა პოტენციურად რამდენიმე სამიზნის განადგურება შეძლოს. შესაბამისად, ევროპულ ანტისარაკეტო ფარს რუსეთის სარაკეტო დარტყმის მოგერიების მცირეოდენი შანსი მაინც რომ ჰქონდეს (რაც ამჟამად არა აქვს), იმ შემთხვევაშიც კი, რომ 10-ზე 10 ინტერცეპტორი მოდიოდეს, ჰაერში საკმარისი ბირთვული ქობინი იარსებებს იმისთვის, რომ ნატოს ტერიტორიაზე ყველა ქალაქის და სამხედრო სამიზნის განადგურება შეძლოს. ანტისარაკეტო ფარზე მოლაპარაკებების ჩაშლას რუსეთმა სარადარო რესურსების გააქტიურებით და ანტსისარაკეტო ფარის უკან, კალინინგრადში, ისკანდერის ტიპის ბირთვული რაკეტების განთავსებით უპასუხა. სამხედრო თვალსაზრისით, ეს ნაბიჯი აბსოლუტურად ფუჭი იყო, მაგრამ მისი მიზანი პოლონეთისთვის (რომლის საზღვრებთანაც უნდა განთავსდეს მოკლე მანძილზე მოქმედი რაკეტები) ერთგვარი წინააღმდეგობის გაწევა გახლდათ. მაშინ როდესაც, ნატო და რუსეთი უხეშად ელაპარაკებიან ერთმანეთს ანტისარაკეტო ფარზე, რომელსაც მათ სტრატეგიულ ძალთა ბალანსზე არანაირი გავლენა არ აქვს, ანტისარაკეტო ფარის გეგმის მხარდამჭერები ახლა კიდევ უფრო ჩქარობენ მის რეალიზაციას ირანთან სიტუაციის დაძაბვის ფონზე. ამ თვეში, ევროკავშირმა ირანის ნავთობზე ემბარგოს შემოღების საკითხიც კი წინმსწრებად განიხილა – ნაბიჯი, რომლის რეალიზაციაც ისედაც კრიზისში ჩაფლულ დასავლურ ეკონომიკებში ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევდა. ამ აბსურდულ დისკუსიას თურქეთმა დამატებითი გაუგებრობა შესძინა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავითოღლუმ თეირანში ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ ანტისარაკეტო ფარი ირანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და რომ ნატოს რადარი თურქეთის ტერიტორიაზე რაღაც სხვა გაურკვეველ მიზნებს ემსახურება. ანუ საბოლოო ჯამში გამოდის, რომ რუსეთმა გააპროტესტა ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნასთან დაკავშირებული ნატოს განზრახვა, სისტემის, რომელიც ახლა არ მუშაობს და რომელიც მას საფრთხეს ვერც შეუქმნიდა. ნატო ამტკიცებს, რომ მისი მიზანი, პირველ რიგში რუსეთისგან თავდაცვა არ არის, რაც ეწინააღმდგება იმას, რასაც ნატოს წევრი პოლონეთი აცხადებს, და ის, რომ ნატო უარს ამბობს ამ საკითხზე რაიმე დოკუმენტის ხელმოწერაზე ადასტურებს იმას, რომ ვარშავა მართლია. ხოლო ის თითქოს ანტისარაკეტო ფარი განსაზღვრულია ევროპის ირანისგან დასაცავად, არის ის, რასაც უარყოფს ნატოს წევრი თურქეთი. მაშინ როდესაც თურქეთს და რუსეთს საკუთარი მიზნები ამოძრავებთ (რუსეთს სურს ნატოს ბაზები რაც შეიძლება შორის იყოს მისი ტერიტორიისგან, ხოლო თურქეთს ირანთან, სულ ცოტა, კარგი მეზობლური ურთიერთობების სიმულირება მაინც უნდა), სწორედ ნატოა ის სუბიექტი, რომლის პოზიციაც მთელს ამ ფარსში ყველაზე გაუგებარია. ნატო, მუდმივად ამტკიცებს იმას, რომ ანტისარაკეტო ფარი ვერ და არ იქნება გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ამ მხრივ არანაირ გარანტიაზე ხელს არ აწერს. რატომ გაუგებარია. ხომ ცნობილია, რომ მას არც ერთ შემთხვევაში არანაირი შანსი არ აქვს რუსეთის ბირთვული არსენალის წინააღმდეგ, იმავდროულად ეს კრემლის პარანოიას ნაწილობრივ მაინც ჩააცხრობდა. თან, იმის გათვალისწინებით, რომ ნატოს გადაწყვეტილი აქვს მაინც არ დაუშვას რუსეთი სისტემაზე გადაწყვეტილების მიღების ნაწილში იმ შემთხვევაშიც, თუკი კომპრომისი მიღწეული იქნებოდა, რა საფრთხეს წარმოადგენს იმ ფურცელზე ხელის მოწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ჩვენ ამით არ გავანადგურებთ თქვენს რაკეტებს“? ნუთუ ნატო მართლაც ფიქრობს იმას, რომ მსოფლიო მას ჰააგამდე მიიყვანს კონტრაქტის დარღვევისთვის, თუკი რუსეთი მართლაც დაუშენს ბირთვულ რაკეტებს მის წევრებს და ალიანსი მათ გასანადგურებლად ანტისარაკეტო დანადგარებს გამოიყენებს? ცხადია, რომ ეს გაჭიანურებული და აბსურდული დებატები რეალურად სამხედრო შესაძლებლობებს არ უკავშირდება, საქმე ნდობასა და ანტისარაკეტო ფართან დაკავშირებულ რიტორიკაშია, რაც დომინირებდა რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში 1980-იანი წლებიდან, როდესაც რეიგანმა პირველად წარმოადგინა მისი „ვარსკვლავური ომების“ პროგრამის იდეა. როდესაც ბუში გეგმის წამოწევას შეეცადა, რუსეთმა ფრონტის ხაზი გახსნა. როდესაც ობამამ მოსკოვს მშვიდობის ხელი გაუწოდა, რუსეთმა განაცხადა, რომ პროგრამაში ჩაერთვებოდა და ოპტიმიზმსაც კი გამოხატავდა, რომ შესაძლო კომპრომისი მსოფლიოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. 2011 წელს, რუსულ გაზეთ „იზვესტიასთან“ საუბრისას, იმ დროს რუსეთის ელჩმა ნატოში დიმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ ასეთ პროგრამაზე თანამშრომლობა ნატო-რუსეთის ურთიერთობაში შესაძლოა ახალი ეტაპის დასაწყისი გახდეს. „ჩვენ გვსურს რუსეთის და ნატოს ინტერესების შერწყმა ევროპაში“, – თქვა მან. „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისეთი სიტუაციის ჩამოყალიბება გვსურს, როდესაც კონფლიქტი აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის კონტინენტზე შეუძლებელი გახდება“. ერთი წლის შემდეგ, ჩვენ კვლავ აბსურდს დავუბრუნდით. გულდასაწყვეტია ის, რომ ჩემი აზრით ჩვეულებრივ ამერიკანოფობი როგოზინის შარშანდელი შენიშვნები სწორი იყო. თუკი კრემლი და პენტაგონი შეძლებენ თავიანთი ეგოს და ხმლების გვერდზე გადადებას და გააცნობიერებენ, რომ მსოფლიო გაცილებით უსაფრთხო იქნება, თუკი ისინი შეძლებენ საერთაშორისო ანტისარაკეტო თავდაცვის სიტემის გაერთიანებას, რომლის მიზანიც იმაში დარწმუნება იქნება, რომ თავდასხმა არც ერთზე არ განხორციელდება, ისინი მოახერხებენ საფუძვლის მომზადებას ხანგრძლივი სტაბილურობისა და საბოლოო ჯამში, სრული საერთაშორისო ბირთვული განიარაღებისთვის. მაგრამ საბოლოო ჯამში, ის ხალხი ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, როგორც ვაშინგტონში, ასევე მოსკოვში, ძველი ცივი ომის მხედრები არიან და ორი თაობა იმაზე ფიქრში გაატარეს, როგორ ევნოთ ან გაენადგურებინათ ერთმანეთი. ამან მათი მსოფლხედველობა ისე ჩამოაყალიბა, რომ მუდმივი საფრთხის განცდა არ ტოვებთ. ეს მენტალიტეტი საბოლოო ჯამში თვითწინასწარმეტყველურია, და ვიდრე მხარეები ერთმანეთს საკუთარი ციხესიმაგრეებიდან აკვირდებიან, ისინი ერთმენეთში მტრებს ხედავენ და სამხედრო ველში ნებისმიერ ეტაპობრივ ცვლილებას ისეთ ინტერპრეტაციას მისცემენ, თითქოს ეს მორიგი მნიშვნელოვანი თემაა ურთიერთობის დესტაბილიზაციისთვის. ეს ასე არ არის. პრობლემა ის გახლავთ, რომ ამ დისკუსიებში დღემდე ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ. ორიგინალი ორიგინალი
-
##video#580#0#იანვრის დასაწყისში აკოფიანისა და ვერცხლის ქუჩის გადაკვეთაზე მდგარ “სურბ ნშანის” ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა. ტაბულა კულტურული ძეგლის ბედით დაინტერესდა. იხილეთ tabula.geზე
-
Emma Jones reports from Kazakhstan on the country's new wave of films. planetanews
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი" 02:00 25.01.2012 ყოფილი წყალბურთელი, ამჟამად მსჯავრდებული გიორგი ოქროპირიძე, რომლის ცემა-წამების შესახებ არაერთი წერილი გამოქვეყნდა, გამოძიებამ დაზარალებულად ცნო, მაგრამ არა მისი წამების ფაქტზე, არამედ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. ამ სიახლის შესახებ ოქროპირიძის დედის, ცირა გოდერძიშვილისგან შევიტყვე. http://1.bp.blogspot.com/-s--fFG168c4/TyBgakBo5hI/AAAAAAAAGBE/NrYufJwLh_Q/s200/giorgi%2Bokropiridze.jpgოქროპირიძის უფლებების დამცველი ადვოკატის, მანანა კობახიძის განმარტებით, როგორც წესი პროკურატურა მსგავს ფაქტზე გამოძიებას იწყებს არა წამების, არამედ უფლებამოსილების გადამეტების კუთხით და შემდეგ სტატისტიკურ მონაცემებში უთითებს, რომ წამების არც ერთი ფაქტი არ მომხდარა. ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრმა “ემპათია“, რომლის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანია, გიორგი ოქროპირიძის წამების ფაქტზე სტამბულის პროტოკოლის მიხედვით (საერთაშორისო სტანდარტი, რომლის მიხედვით იწერება დასკვნა) მომზადებული დასკვნა დადო. პატიმრის დედის, ცირა გოდერძიშვილის განმარტებით, სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოითხოვა წამების ფაქტზე გამოძიების დაწყება ოქროპირიძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, მიხეილ ღოღაძემ, რომელიც ამავდროულად “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მუშაობს, მაგრამ პროკურატურამ გამოძიება არა წამების ფაქტზე, არამედ უფლებამოსილების გადამეტების მუხლით (333-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაიწყო, გიორგი ოქროპირიძე დაზარალებულად ცნო და ხელმეორედ დაკითხა. თუ გამოძიება ზემოხსენებული მუხლის მიხედვით დამნაშავეს გამოავლენს, მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ან ამავე ვადით საქმიანობის ჩამორთმევის, ან თანამდებობის დაკავების უფლება შეეზღუდება. კიდევ ერთი სიახლეა - 25 იანვარს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ყანჩაველმა წარმოებაში არ მიიღო გიორგი ოქროპირიძის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც პატიმარს ციხის N18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორის N106 განკარგულება ჰქონდა გასაჩივრებული, სასურსათო ბარათის შეზღუდვასთან დაკავშირებით. ოქროპირიძის უფლებების დამცველი ადვოკატის, მანანა კობახიძის განმარტებით, მოსამართლემ კანონი არასწორად განმარტა და საჩივრის ნაცვლად სარჩელის შეტანა მოითხოვა: “რაც აბსურდია, რადგან კანონში საჩივრის შეტანაა მითითებული, მაგრამ რადგან გვინდა, რომ სასამართლომ ამ უკანონობაზე იმსჯელოს, იძულებულნი ვართ სარჩელი წარვადგინოთ“. მოსამართლის მითითებით სარჩელის შეტანა შვიდ დღეში უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ზემოხსენებულ ფაქტზე აღარ იმსჯელებს. ამასთან, მანანა კობახიძის თქმით, სარჩელის შეტანა დაკავშირებულია ბაჟის გადახდასთან და კიდევ იმასთან, რომ სასამართლომ სარჩელში წარმოდგენილი საკითხი სამი ან ხუთი თვე შეიძლება არ განიხილოს, მაშინ, როცა ერთთვიანი ადმინისტრაციული სახდელი ოქროპირიძეს უკვე მოხდილი აქვს (სასურსათო ბარათის შეზღუდვის ათვლა 22 დეკემბერს დაიწყო). “პროცესზე გიორგის ჰკითხეს - “სასურსათო ბარათის შეზღუდვის ვადა ხომ ამოწურულია და რაზე ასაჩვრებო?“ მან მიუგო - “მე არაფერი დამიშავებია, შინაგანაწესი არ დამირღვევია და გამომდინარე აქედან, არ მინდა ჩემს პირად საქმეში ეს უკანონო ადმინისტრაციული სახდელი დაფიქსირებული იყოსო“. ამ ფაქტთან დაკავშირებით გიორგის თანასაკნელები დაკითხეს და მათ დაადასტურეს ის, რომ ჩემს შვილს შინაგანაწესი არ დაურღვევია. მის პროვოცირებას ახდენდა ექთანი სახელად ნანა, რომელიც მას აიძულებდა უზმოზე მიეღო ისეთი წამლები, რომლის დალევა ჭამამდე დაუშვებელია. სწორედ ამ ექთნის მიერ მოწყობილი პროვოკაციის შემდეგ გიორგის სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეუვარდნენ და მისი ცემა-წამება დაიწყეს“, - ამბობს ცირა გოდერძიშვილი. ასევე: სააკაშვილის ციხეში 22 წლის წყალბურთელი აწამესციხის სამკურნალო დაწესებულებაში ცემა-წამებით გიორგი ოქროპირიძესაც “უმკურნალეს““ეს არის ჩემი განაჩენი ერთადერთი შვილის ცემა-წამებისთვის“ - პატიმარ გიორგი ოქროპირიძის დედაწამების ექსპორტიქართულ ციხეებში პატიმრების ცემა-წამება 2012 წელსაც გაგრძელდება<br class="Apple-interchange-newline"> http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
ავტორები თეონა ბალავაძე, თეონა ისაშვილი 00:06 25.01.2012 მედია-კავშირ “ობიექტივს” მსჯავრდებულ ზვიად ადეიშვილის დედა ელისო ესებუა დაუკავშირდა, რომელის შვილიც სასჯელს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იხდის. ქალბატონის განცხადებით პატიმარი დაავადებულია ტუბერკულოზის მულტირეზისტენციური ფორმით, იმყოფება ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ზურაბ რუხაიას ადმინისტრაციის მხრიდან განიცდის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას. http://4.bp.blogspot.com/-yfMmAVmSKr4/TyBVVOPF1II/AAAAAAAAGA0/nBtI0HsTUbc/s200/gldanis%2Bsamkurnalo%2Bdacesebuleba.jpgეისო ესებუა: “20 იანვარს, დაახლოებით 4 საათისთვის ჩემმა შვილმა სამკურნალო დაწესებულებიდან დამირეკა და მთხოვა მასთან მედია-კავშირ “ობიექტივის” ადვოკატი ჯუმბერ მილორავა შესულიყო. ორშაბათს 12 საათისთვის ამანათის შესაგზავნად დაწესებულებაში მივედი, თუმცა შეგზავნილი ამანათი 5 საათისთვის ყოველგვარი კომენტარის გარეშე უკან გამომიბრუნეს; სამშაბათს კი, როდესაც მასთან ადვოკატი უნდა შესულიყო, ზვიადმა დამირეკა და მითხრა, რომ მოულოდნელად დაინიშნა სასამართლო პროცესი, რომელიც არ შედგა. ” 25 იანვარს ზურაბ ადეიშვილი დილით 11 საათზე 6 ბადრაგის თანხლებით სასამართლოზე წარადგინეს. ელისო ესებუა ამბობს, რომ ზურაბს ადამიანის გამომეტყველება აღარ ჰქონდა - წვერგაუპარსავი, თმაგაწეწელი და ძალიან გამხდარი იყო; მას გამიზნულად არ აძლევდნენ წამალს, რაც იწვევდა გაუსაძლის ტკივილებს, მარტოობის შიშს და ჰალუცინაციებს. მე-18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორის ზვიად რუხაიას განცხადებით, მსჯავრდებულ ადეიშვილს ბრალი ედებოდა დისციპლინარულ დარღვევაში, რის გამოც პატიმარი წამლების მიწოდებაზე უარს უცხადებდნენ. ამავე დროს ზვიად რუხაიამ პატიმრის ადვოკატი დედის გინებით მოიხსენია და დაიმუქრა, რომ მას პატიმრობა არ ასცდება. ელისო ესებუას თქმით, მის შვილთან ყოველდღე შედიოდნენ, ემუქრებოდნენ, დასცინოდნენ და იმ ზომამდეც კი მიიყვანეს, რომ ადეიშვილმა არაერთხელ სცადა თვითმკვლელობა. პლუს ამას, ადეიშვილს მისი ადვოკატის დაკავებითაც ემუქრებოდნენ. პატიმრის დედა აცხადებს, რომ ზვიად ადეიშვილის მიზანმიმართული დევნა ხორციელდება, რაც იმაში გამოიხატება, რომ ადეიშვილს, რომელსაც სასჯელის სრულ მოხდამდე 7 თვე აქვს დარჩენილი, ცდილობენ პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივონ და ამით მასზე შური იძიონ. "ობიექტივი" http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი" 17:06 03.01.2012 რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ აფხაზეთში ილორის ეკლესიისა და ბედიის მონასტრის ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ ატეხილი ხმაურის ფონზე შემოგვაპარეს ბაგრატის ტაძრის ე.წ. რეაბილიტაციის პროცესის დასრულების მორიგი ვადა - 2012 წლის შემოდგომა. http://1.bp.blogspot.com/-UcUbfbF0f7k/TyBMcsPwMvI/AAAAAAAAGAo/l0lLBWkqvro/s200/bagratis%2Btadzari.jpg“ძალადოდობა კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ; ქართული კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართული ამოძირკვა; ბარბაროსობა და სიველურე“, - ასე აფასებენ ხელისუფლებისა და მასთან ასოცირებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები იმას, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან - ილორის ეკლესიასა და ბედიის მონასტრასთან მიმართებაში ხდება. ქართული კულტურული მემკვიდრეობის ამ ორ ძეგლს პირვანდელი სახე ოკუპანტებმა დააკარგვინესო, - აცხადებენ და ამ დროს, არაოკოპირებულ საქართველოში არა ოკუპანტები, არამედ ქართველი სპეციალისტები აგრძელებენ ბაგრატის ტაძრისთვის პირვანდელი სახის დაკარგვის პროცესს. 24 იანვარს ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე ე.წ. სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურის მინისტრთან, ნიკა რურუასთან ერთად დაათვალიერა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკა ვაჩეიშვილმა. სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია ბაგრატის ტაძრის ე.წ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის შესახებ. დავინტერესდით რაიმე სიახლე ხომ არ იყო გამოქვეყნებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე და სიახლეების ნუსხაში ერთი საინტერესო განცხადება აღმოვაჩინეთ. რატომ ვერ გეტყვით, მაგრამ გასული წლის ივლისის სიახლე სააგენტოს ისე აქვს შეფუთული და წარმოჩენილი, როგორც გუშინ მომხდარი ამბავი! საქმე ეხება 2011 წლის ივლისში პარიზში გამართული მსოფლიო მემკვიდრეობის 35-ე სესიაზე მიღებულ დოკუმენტს, რომლის შინაარსი 2011 წლის 26 აგვისტოს გამოვაქვეყნე სათაურით - იუნესკომ ბაგრატზე მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა. ახლა ყოველგვარი კომენტარების გარეშე გთავაზობთ 2012 წლის 23 იანვარს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას და 2011 წლის 26 აგვისტოს, ჩემს მიერ მომზადებული მასალის იმ ნაწილს, რომელშიც სრულადაა წარმოდგენილი იუნესკოს სესიაზე მიღებული დოკუმენტი, რომელიც ბაგრატის ტაძარს ეხება. ვაჩეიშვილის უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციით ცხადი ხდება, რომ ბაგრატის ტაძარს შემოდგომამზე გადახურავენ ; იუნსეკოს 35-ე სესიაზე მიღებული დოკუმენტით ირკვევა, რომ გადახურვის პროცესს იუნესკო არ შეეწინააღმდეგება, ოღონდ, ეს გადახურვა მსუბუქი კონსტრუქციის უნდა იყოს. www.heritagesites.ge - ამ მისამართზე შეგიძლიათ წაიკითხოთ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით: “იუნესკოს 35-ე სხდომაზე ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო პროგრამა დადებითად შეფასდა 2012 წელს ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა კულტურულ მემკვიდრეობის სფეროში, ბაგრატის ტაძრის სრული რეაბილიტაცია იქნება. ერთიანი საქართველოს სიმბოლოს - აღდგენილი ბაგრატის ტაძრის გახსნის ღონისძიება 2012 წლის შემოდგომაზე გაიმართება. ბაგრატის ტაძარი, როგორც ქვეყნის გამაერთიანებელი მეფის ბაგრატ III-ის სახელთან დაკავშირებული ქართული არქიტექტურის შედევრი, ქართველი ხალხისათვის ღირშესანიშნავი და უნიკალურია. წლების განმავლობაში ტაძრის აღდგენასა და რეკონსტრუქციას საზოგადოების როგორც საერო, ასევე სასულიერო ნაწილი, უცვლელად ითხოვდა. 2005-2007 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოხდა ბაგრატის ტაძრის კვლევითი-არქეოლოგიური სამუშაოები. ამავე პერიოდში, სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელდა ტაძრის გეოლოგიური და კონსტრუქციული მდგრადობის კვლევა. 2008 წელს მომზადდა ძეგლის კონსტრუქციული გამაგრების სრული პროექტი. წლების განმავლობაში, ძეგლთა დამცველთა მთავარ თავსატეხსა და ამოცანას წარმოადგენდა ტაძრის იმ მეთოდოლოგიით აღდგენა, რომელიც ამავდროულად უძველეს ტაძარს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსს შეუნარჩუნებდა. 2011 წლის 19-29 ივნისს, პარიზში გამართულ იუნესკოს რიგით 35-ე სხდომაზე ბაგრატის ტაძრისა და გელათის სარეაბილიტაციო პროგრამის მსვლელობა დადებითად შეაფასეს. იუნესკოს კომიტეტის 34 სესიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ ეტაპზე, იკრომის, იკომოსისა და იუნესკოს ექსპერტების აქსტიური მონაწილეობით და კონსულტაციით სრულდება ბაგრატის ტაძრის სრული რეაბილიტაციის კონცეფციის შემუშავება. კონცეფციის მიზანია პირველ რიგში, დაცული იყოს ძეგლის ინტერესები, დაკმაყოფილდეს საზოგადოების მთავარი მოთხოვნა ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებით, შემუშავდეს ძეგლის ინფრასტრუქტურული კონცეფცია თანამედროვე სტანდარტებით, რაც საბოლოო უზრუნველყოფს ბაგრატის ტაძრის ამოღებას საფრთხის ქვეშ არსებული ძეგლების ნუსხიდან“. ინტერნეტში ამ სათაურით - “იუნესკომ ბაგრატზე მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა“ შეგიძლიათ მოიძიოთ სტატია და წაიკითხოთ 35-ე სესიაზე მიღებული დოკუმენტი, რომელიც ასეთი შინაარსისაა: “ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი (საქართველო) (C 710) გადაწყვეტილება: 35 COM 7A.29 მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი, • განიხილა დოკუმენტი WHC-11/35.COM/7A.Add • გაიხსენა 34-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილება 34 COM 7B.88 (ბრაზილია, 2010) 1.მიესალმება ყველა სამუშაოს შეჩერებას ბაგრატის ტაძარზე, ისევე, როგორც სარეაბილიტაციო პროგრამის წინსვლასა და გელათის მონასტრის კონსერვაციის გენერალურ გეგმას; 2.კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ იმატა კოორდინაციამ ქართულ ეკლესიასა და სამოქალაქო ხელისუფლებას შორის, გამნტკიცდა ერთობლივი საქმიანობა და გაუმჯობესდა რელიგიური და სასულიერო მსოფლიო მემკვიდრეობის საკუთრების მართვა საქართველოში; 3.აგრეთვე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მხარემ დანიშნა ბაგრატის ტაძრის კონსულტანტად არქიტექტორი კონსერვაციის დარგში, და რომ ქართველი ინჟინრები მუშაობენ სამ-ფაზიანი მიდგომის გამოყენებით, ბაგრატის ტაძრის, როგორც დაცული სივრცის, სრული რეაბილიტაციისთვის; 4.ყურადღებას მიაპყრობს საერთაშორისო კონსულტანტის მოსაზრებას, რომ ბაგრატის ტაძრის დაუსრულებელი სტრუქტურული მდგომარეობა არაა მდგრადი, რომ შესაძლებელია არ იყოს მისაღები იმის გაუქმება, რაც ახლახან აშენდა, რადგან ჩარევები თითქმის შეუქცევადია და რომ არსებული ბეტონის სვეტებზე მცირეწონიანი სახურავი შეიძლება დაიდგას; 5.დაჟინებით თხოვს სახელმწიფო მხარეს განავითაროს ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სტრატეგია, რომელიც გააუქმებს ახლახან ჩატარებული სამუშაოების მაქსიმალურ რაოდენობას; შესაძლებლობის ფარგლებში გააერთიანებს ფრაგმენტებს იმ ადგილებზე, სადაც ისინი კედლების ნაწილებს ქმნიან; უზრუნველყოფს ნებისმიერი მცირეწონიანი სახურავის დადგმას, შენობის მოხაზულობის გათვალისწინებით, რაც იქნება მსგავსი იმისა, როგორიც შესაძლოა ადრე იყო და დატოვებს ტაძრის შიდა ნაწილს მოუბათქაშებლად; 6.თხოვნით მიმართავს სახელწიფო მხარეს, წარუდგინოს რეაბილიტაციის სტრატეგია მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს, მრჩეველთა საბჭოს შეფასების მისაღებად, ნებისმიერი ვალდებულების აღებამდე; 7.აგრეთვე, თხოვნით მიმართავს სახელწიფო მხარეს, რათა მოიწვიოს გაერთიანებული მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის/COMOS რეაგირების მონიტორინგის მისია, საკუთრების კონსერვაციის საერთო მდგომარეობის შესაფასებლად და ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სტრატეგიის მიდგომების განსახილველად; 8.გარდა ამისა, თხოვნით მიმართავს სახელწიფო მხარეს 2012 წლის 1 თებერვლისთვის წარუდგინოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს განახლებული ანგარიში, საკუთრების კონსერვაციის მდგომარებისა და ზემოაღნიშნულის განხორციელების შესახებ, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 36-ე სესიაზე განსახილველად. იღებს გადაწყვეტილებას, მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხეში მყოფი ძეგლების სიაში დატოვოს ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი (საქართველო). მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 35-ე სესია. პარიზი, საფრანგეთი, 2011 წლის 19-29 ივლისი“. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/jamestown1.jpg ვლადიმერ სოკორი ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი, რომელიც საქართველოში პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებას ცდილობს, საპარლამენტო არჩევნების წინ თავისი საკუთარი მოძრაობისთვის, ”ქართული ოცნება” პოლიტიკურ მოკავშირეებს აგროვებს. ახალბედა პოლიტიკოსმა, ივანიშვილმა იმით დაიწყო, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის უამრავი ფრაქცია უსარგებლოდ გამოაცხადა (მან აღიარა, რომ 2007 წლამდე ზოგიერთ მათგანს აფინანსებდა). მან უარი უთხრა აგრეთვე საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას, ქრისტიან-დემოკრატებს, რომლებიც საქართველოსთვის ოპოზიციასა და მთავრობას შორის რაციონალური მოლაპარაკებების უჩვეულო მაგალითს ქმნიან. სამაგიეროდ, ივანიშვილი მოკავშირეებად ”ახალ სახეებსა” და ”ჯანსაღ ძალებს მოიძიებს” (EDM, 2011 წლის 14, 19 ნოემბერი, 7 ნოემბერი, 19 დეკემბერი). მაგრამ ჯერჯერობით ივანიშვილის მოკავშირეები არც ახალი პოლიტიკური ფიგურები არიან და არც თვითკმარი პარტიები. ისინი წარმოადგენენ პატარა ჯგუფებს, რომელთაც სათავეში უდგანან ვეტერანი პოლიტიკოსები და რომელთა მომავალიც ივანიშვილის დაფინანსებაზეა დამოკიდებული; და ისიც, როგორც ჩანს, მათ შესაბამისად ეპყრობა. მას ჯერ საჯაროდ მათთვის, ფორმალურად მაინც, პატივი არ მიუგია, არასდროს გაუზიარება პალტფორმა და არ მოხვედრილა მათთან ერთად ყურადღების ცენტრში. ის არც რჩევას იღებს ყველაზე გამოცდილი ადამიანებისგან, იმათგან, ვისაც შეეძლო გადაერჩინა ივანიშვილი შეცდომებისგან, რომლებსაც ის რეგულარულად უშვებს. ის ფაქტიც, რომ ივანიშვილის ოჯახმა გადაწყვიტა ”ქართული ოცნების” ლიდერის როლი ბიძინა ივანიშვილისგან მისი მეუღლისთვის, ეკატერინესთვის გადაეცა (”ქართველი მილიარდერი მოძრაობის ლიდერად ცოლს ნიშნავს, ხოლო პარლამენტი ფინანსური დაცვა შემოაქვს”, EDM, 24 იანვარი), ასევე იმაზე მიუთითებს, რომ მოძრაობის მოკავშირეებს დიდად ანგარიშს არ უწევენ. მათ შორის არის, ოთხი პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ახლა უკვე გამოცდილი დიპლომატი თედო ჯაფარიძეც შეუერთდა (იხილეთ ქვევით). თითქმის მაშინვე, როგორც კი ძალაუფლებისთვის მოქმედება დაიწყო (2011 წლის ოქტომბერი), ივანიშვილმა ირაკლი ალასანიას ჯგუფი ”ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” და რესპუბლიკური პარტია (რომელსაც სათავეში ძმები ბერძენიშვილები და მეუღლეების, უსუფაშვილი-ხიდაშელის გუნდი უდგას), მოკავშირეებად დაასახელა. ეს ჯგუფები პარლამენტში სამ ადგილს ფლობენ. ისინი უწყვეტად არიან ქართულ პოლიტიკაში 1990-იანი წლებიდან. რესპუბლიკელებს არ გააჩნიათ სამთავრობო და ადმინისტრაციული გამოცდილება; ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს ისინი ძლივს გამოვიდნენ NGO გარემოდან. თანახმად ბოლო გამოკითხვისა, რომელიც ივანიშვილის მიერ დაფინანსებული საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარდა, ალასანიას პარტიას მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა მხოლოდ 1.5 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო რესპუბლიკელებს – 1 პროცენტზე ნაკლები. ალასანიას, რომელიც ყველაზე ახალგაზრდაა ივანიშვილის მოკავშირეებს შორის, მაინც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს – მას ჰქონდა წარმატებული კარიერა სახელმწიფო უშიშროებაში და დიპლომატიურ სამსახურში. ის მთავრობიდან წამოვიდა 2009 წელს და ცოტა ხანს მერყეობდა რადიკალურ ოპოზიციასა და მთავრობასთან მოლაპარაკებებს შორის. მოგვიანებით, მან ადგილობრივ არჩევნებში შანსი გაუშვა ხელიდან: ხმების 19 პროცენტი აიღო თავად თვითონ თბილისში და 9 პროცენტი მიიღო მისმა ბლოკმა მთელი ქვეყნის მასშტაბით (მისი ბლოკი იმ დროს უფრო დიდი იყო, ვიდრე ახლა არის.) მის გუნდს, რომელიც მისივე კოლეგა დიპლომატებისგან შედგება, არა აქვს არც ერთი ორგანიზაცია ქვეყანაში და, როგორც ჩანს, ამაშიც ივანიშვილზეა დამოკიდებული. ალასანია მომავალ საპარლემენტო არჩევნებში სამეგრელოს რეგიონზე აპირებს ფოკუსირებას. ალასანიას პრო-ამერიკელის რეპუტაცია და ვაშინგტონთან კონტაქტები აქვს, ამიტომ ალასანიამ სავარაუდოდ, უნდა დაარწუმნოს ისინი, ვინც წუხს ივანიშვილის გამოუცდელობაზე საგარეო პოლიტიკაში და ნატოსა და რუსეთთან დაკავშირებით მის მიერ გამოთქმულ ბუნდოვან კომენტარებზე. მიუხედავად ამ რეპუტაციიისა, ალასანიამ ოპოზიციურ რადიოში განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2013 წლისთვის, როდესაც სააკაშვილის მეორე საპრეზიდენტო ვადა იწურება, პოლიტიკიდან წასვლას ურჩევს. (23 იანვარი, Civil Georgia, ციტატა ”მაესტროდან”) მას შემდეგ, რაც რადიკალური არასაპარლამენტო ოპოზიცია უგულვებელყო, ივანიშვილმა ორი ასეთი ჯგუფი მაინც შეიყვანა თავისი მოკავშირეების ნუსხაში. მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის ”ახალი სახე”. ზვიად ძიძიგური, კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელი (განხეთქილების შემდეგ) მონაწილეობას იღებდა ”რეჟიმების ცვლილების” მთელ იმ სერიაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში. როგორც ჩანს, მისი დამატებითი ღირებულება ივანიშვილისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადგილით განისაზღვრება. კობა დავითაშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი, ნომინალური „ხალხის პარტიის’ ხელმძღვანელი, ძიძიგურისა და რესპუბლიკელების გუნდის ძველი მეგობარი, ასევე შეუერთდა ივანიშვილის ბანაკს. თედო ჯაფარიძე მთლიანად სხვა კალიბრის ადამიანია. საბჭოთა ეპოქაში (1974-1989წ.წ.) ის იყო ექსპერტი საგარეო პოლიტიკის დარგში, შემდეგ საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში (1994-2002 წ.წ.) და საგარეო საქმეთა მინისტრი (2003-2004 წ.წ.). ჯაფარიძე თანამდებობიდან მოულოდნელად გაათავისუფლეს (რაც შეიძლება აიხსნას განხეთქილებით თაობებს შორის). ის 2007 წლის შემდეგ, ჯერ კიდევ დიპლომატიურ სამსახურში ყოფნისას, საჯაროდ აკრიტიკებდა მთავრობას და ბოლოს, 2011 წელს ის დიპოლომატიური სამსახურიდან დაითხოვეს. 2012 წლის 20 და 23 იანვარს ჯაფარიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ გადაწყვიტა ივანიშვილის ჯგუფში საგარეო პოლიტიკის მრჩეველი გახდეს (Open Democracy, 20 იანვარი; Civil Georgia, 23 იანვარი). მიუხედავად იმისა, რომ პირადი ანტიპათია აშკარად ჩანდა ჯაფარიძის განცხადებებში, მან შეიძლება ივანიშვილის დილეტანტურ საქმიანობაში გარკვეული პროფესიონალიზმი შეიტანოს, შესაძლოა შიდა პოლიტიკურ საკითხებშიც კი. პასუხისმგებლობით აღსავსე ინტონაციით, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მთელი სამთავრობო პერსონალი, დაწყებული 1990 წლიდან დღემდე, საჭიროა და უნდა შენარჩუნდეს. (თუ ივანიშვილის ძალები გაიმარჯვებენ მომავალ არჩევნებში.) ტაქტიკური გამბიტი აშკარად ჩანს (მაგრამ თუ ეს საერთოდ შესაძლებელია), მაგრამ ეს ნიშნავს მზერას წარსულისკენ, 2003 წლამდე. ივანიშვილიც მენტალურად ამ დროიდან მოდის და ეს არის ივანშივილის ფენომენის განმსაზღვრელი ქვეტექსტი. ჯაფარიძეს განცხადებაში განმეორდა თემა, რომელსაც ის თავისი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში იმეორებდა: „საქართველომ უნდა გაარკვიო რუსეთის მიზნები, „გააცნობიეროს სად ვართ ჩვენ და როგორია რუსეთთან ურთიერთობის პერსპექტივა… უნდა გამოიძებნოს გზები იმისთვის, რომ გარკვეული დონემდე რუსეთთან ურთიერთობები მოწესრიგდეს“. მაგრამ განა ეს საქართველოზეა დამოკიდებული. =38919&cHash=545d6bad1b2afa7425e96582599b7b6a&fb_source=message"]ორიგინალი ორიგინალი
-
http://rustavi2.com/news_photos/01_12/59797.jpgთბილისის პროკურატურა ახალ შენობაში გადადის. აღმაშენებლის ხეივანში თანამედროვე, შუშებიანი ნაგებობა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გახსნა. ცერემონიას იუსტიციის მინისტრი, დედაქალაქის მერი და სხვა ოფიციალური სტუმრები ესწრებოდნენ. ახალი ნაგებობის მშენებლობა სულ 8 თვეში დასრულდა. 5-სართულიანი კომპლექსი მთლიანად ქართველი არქიტექტორების მიერ არის დაპროექტებული და ის უახლესი ტექნიკით იქნება აღჭურვილი. "ყველას ახსოვს, რომ რვა წლის წინ იუსტიციის სისტემა საქართველოში იყო კორუფციის ერთ-ერთი სიმბოლო და რიგით მოქალაქეს სჭირდებოდა ყველგან ქრთამის გადახდა ნებისმიერ საბუთში... დღეს ყველაფერი შეიცვალა. დღეს ეს არის სისტემა, რომელში გატარებული რეფორმებითაც ყველანი ვამაყობთ. ამ რეფორმების გასაცნობად ჩამოდის ძალიან ბევრი უცხოური დელეგაცია. ალბათ, სიმბოლურია, რომ ამ ახალ, თანამედროვე, გამჭვირვალე სისტემას შეესაბამება სწორედ ასეთი ახალი, თანამედროვე, გამჭვირვალე, 21-ე საუკუნის სტანდარტის შენობა," - განაცხადა დავით ბაქრაძემ. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/download-15.jpgშინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ დღეს ზუგდიდის რაიონის სოფ. დარჩელის პოლიციის განყოფილებასთან, პოლიციის თანამშრომლებმაუცნობი მამაკაცი დააკავეს, რომელსაც თან აღმოაჩნდა ასაფეთქებელი ნივთიერება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოტანილი იქნა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. იხილეთ epn.ge
-
გალის რაიონში იმ ახალგაზრდებზე, რომლებმაც აფხაზურ ჯარში წასვლას თავი აარიდეს, ძებნა გამოცხადდა. როგორც "პირWელს" გალის რაიონიდან აცნობეს, ამის შესახებ გალის დე ფაქტო კომისარიატში მისულ მშობლებს განუცხადეს. "ახალგაზრდები, რომლებმაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავი აარიდეს, გალის ფე ფაქტო პროკურატურა ეძებს და დაკავების შემთხვევაში თავისუფლების 3 წლით აღკვეთა ემუქრებათ, შემდეგ კი ჯარში 2 წლის გატარება მაინც მოუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ახალგაზრდები დაკავების შიშით გალის რაიონში ვერ გადავლენ", - განუცხადა "პირჭელს" წყარომ. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/udmczqb_DSC_0039-300x195.jpgსაქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას, რომელსაც ელჩები, სამხედრო ატაშეები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ 2011 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მუშაობა შეჯამდა სტუმრებს საშუალება მიეცათ 2012 წლის მინისტრის ხედვის გეგმას გაცნობოდნენ და მის საბოლოო ჩამოყალიბებამდე საკუთარი შეხედულებები და შენიშვნები გამოეთქვათ. საუბრის ძირითადი თემები იყო: სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტები, თავდაცვის შესაძლებლობების მთავარი ასპექტები, სამხედრო განათლება და წვრთნები, საქართველოს მიერ ნატოსთან აღებული ვალდებულებები, ISAF-ის მისია, თავდაცვის დაგეგმვისა და მართვის სისტემის მიმდინარე ტენდენციები და თავდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივები. როგორც შეხვედრის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ განაცხადა, ამ ეტაპისთვის სამინისტროს აქვს მეტ-ნაკლებად სერიოზული პროგრესი იმ მიმართულებაზე, რასაცშეიარაღებული ძალების ტრანსფორმაცია ქვია. „ამაში რა თქმა უნდა უდიდესი წვლილი აქვს სწორედ იმ კონსულტაციებს და დახმარებებს, რასაც ჩვენ ვღებულობთ ჩვენი ნატოელი მეგობრებისგან. პრინციპში ახლა შეიძლება ითქვას, რომ ვართ ერთსულოვანი იმაში, რომ მივდივართ სწორი გზით, შესაბამისად ვფიქრობ, რომ წლევანდელი წელი იქნება ბევრად უფრო წარმატებული, ვიდრე წინა წელი.” – განაცხდა ახალაიამ. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ბასის თქმით, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. „გავეცანით თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებს მომავალი და შემდგომი წლებისათვის, მოვისმინეთ თუ როგორ აპირებს თავდაცვის სამინისტრო გააძლიეროს თავდაცვითი შესაძლებლობები და ჩამოაყალიბოს თანამედროვე და გამჭვირვალე თავდაცვის უწყება, რომელიც მზად უნდა იყოს გაუმკლავდეს მის წინაშე მდგარ საფრთხეებს და დარწმუნდეს, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები სათანადოდ არის მზად ამისთვის. მე ვფიქრობ, რომ ინფორმაცია რომელიც დღეს მივიღეთ არის იმ დიალოგის ნაწილი, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან გვაქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებისა და გაღრმავებისათვის.” - აღნიშნა ელჩმა. იხილეთ epn.ge