planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ამ სურათების ნახვისას ბევრი ვიხალისე, ( განსაკუთრებით მეორეზე) თავი გამახსენდა. ვისაც ბავშვები ჰყავთ იმათთვის ნაცნობი სიტუაციაა View ucnauri.com
-
Violence between troops loyal to President Bashar al-Assad and defectors from the Free Syrian Army flared on Thursday, as Syrian rebels continued their campaign against the government. planetanews
-
ინტერნეტი ზეკორპორაციული იმპერია გახდა და დიდი ხანია დაიწყო მომხმარებელთა და საავტორო უფლებების მქონე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ინტერესების კონფლიქტი . ვინ არის მტყუანი ? სად გადის ოქროს შუალედი ? http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/ATD_CopyrightInfringements.jpg მესმის იმ ადამიანების , ვინც პროდუქტს შექმნის , სურს ფული იშოვოს და ვიღაც ჩემნაირი ამას უფასოდ ავრცელებს. ცხადია, მისი მისი უფლებები ირღვევა,თუმცა ინტერნეტი თავისი ხასიათით ინფორმაციის ურთიერთგაცვლის პრინციპს ემყარება და თუ მარტივად დავიცავთ ყველა წესს , აღმოჩნდება, რომ მოვხდებით „საოცრებათა ქვეყანაში“ ,რომელიც სხვათაშორის ფირმა“ადობეს „ მიერ გამოიცა და არც მეტი არც ნაკლები , კომპანიის მოთხოვნებში მითითებული იყო, რომ მისი ხმამაღლა წაკითხვაც კი სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს….. საგიჟეთია? http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/sagij-150x150.jpg არა,სამწუხაროდ რეალობაა. ამერიკული კანონმდებელიც კი კინაღამ საღ აზრს მთლიანად მოწყდა და ინიცირებული კანონით კორეული ტიპის შეზღუდვებამდე ცოტაღა აკლდა.ოდნავ შერბილდა ფორმულირები, მაგრამ ინტერნეტ-ომი გრძელდება-იკეტება ასაქაჩი საიტები,ტორენტ-ტრეკერები და გონივრული ზღვარი სავარაუდოდ ჯერჯერობით არ ჩანს. შევხედოთ მონეტის ორივე მხარეს: http://site.alo.ge/wp-content/uploads/2012/01/file-sharing-300x285.png სოპას პრობლემა მარტივი კაპრიზი არაა. წარმოიდგინეთ, n კომპოზიციის ავტორი ნახულობს ფაილს,რომელიც დევს სადღაც, nklhnikbhikbh.comზე. გასასაჩივრებლად მიდის , მას მოპასუხედ ხვდება საიტის ადმინისტრატორი,რომელიც ეუბნება, რომ პორტალმა მხოლოდ ლინკი მიუთითა , უმჯობესია მიმართოს ფაილების ასაქაჩ ujguguguyguyguyguyg.netს, ის თუ უშველის,თორემ თვითონ უდანაშაულოა. სასამართლოს მიერ საიტი უქმდება, ასაქაჩი საიტიდან კი პროტესტის ნიშნად, ჰიპერბმული ასეულობით სხვა პორტალზეა უკვე დადებული. ამიტომაც მისთვის არსებობს 2 მარტივი გამოსავალი ან სახელმწიფო მექანიზმებით შეიზღუდოს მომხმარებელი ან გაუქმდეს პირველწყარო. ვარიანტი ა ნაწილობრივ ჩაფლავდა, გადადის ბ გეგმაზე – filesharing-ს სხვადასხვა სახეობების ჩაძირვა. მაგრამ მოდით ქართველი მომხმარებლის პოზიციიდან შევხედოთ. ბატონმა xმა იყიდა კომპიუტერი, მეზობელი გერონტი 20 ლარად უწერს ოპერაციულ სისტემას . სდექ, კანონის შესაბამისად ორივე კრიმინალია! ლიცენზირებული ვინდოუზის ღირებულება ძალიან მაღალია, თქვენ სარგებლობთ უკანონო კოპიით . გაქვთ ალტერნატივა ჩაიწეროთ თავისუფლად გავრცელებადი LINUX ,მაგრამ მასზე ყველა სოფტი , ბავშვისთვის საყვარელი თამაში ვერ განთავსდება . თუ თქვენ „ლეგიტიმური“ შვიდიანი დააინსტალირეთ, თითოეული თამაში თუ სოფტი ცალკე ფულს გთხოვთ, ფილმების ხილვაზე დოლარები უნდა ხარჯო და საყვარელი ანსამბლის დისკს კი თუ კანონით გინდა, სადმე ევროპულ ფასებში წააწყდები. ძნელია ცთუნებას გაუძლო, არა? ამ სიტუაციიდან არის გამოსავალი . პროგრამების ნაწილი უფასოა (freeware) ან შესაძლებელია გარკვეული დროით ან შეზღუდვებით (shareware)ისარგებლოთ,მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს ინტერნეტ-მომხმარებელთა 95 პროცენტი ასეთ პატიოსან ყოფას ფინანსურად მაინც ვერ მიწვდება. მწარმოებლები კი კომპრომისზე წასვლას სულაც არ აპირებენ. ჩვენს გამო პროდუქციის ფასების შემცირებასაც კი არავინ დაიწყებს ანუ თქვენ, მოქალაქე მკითხველო, თქვენი ვინდოუზით, ნოდ32ით, კასპერსკით, ფოტოშოპით , დრიმვიუვერით, თამაშებით თუ ა.შ კორპორაციების მიერ ბრალდებული ხართ საავტორო უფლებების დარღვევაში! ჩემს ლოგიკასთან დაკავშირებით უკვე ვგრძნობ ერთეულების პროტესტს-„თუ პროდუქტი ფასიანია , არავინ მაღაზიაში არ გაჩუქებს“,მაგრამ ჩემი,როგორც მომხმარებლის უფლებებსაც ხომ უნდა იყოს დაცული ? საავტორო,მუსიკალური საზოგადოებების ზეწოლით, კანონებით ინტერნეტ პროვაიდერი წნეხში ექცევა- ის ვალდებულია დაამუხრუჭოს საკუთარი იუზერის „მავნე“ ჩვევა.ეს კი გულისხმობს ვიღაც გაურკვეველი ვირთხა ჩემს კონტაქტებში იქექებოდეს, მიკონტროლოს რა გადმოვიწერე და რა არა. სულაც არ მსურს პირადი მიმოწერა ვიღაც კანტორის ინტერესების დაცვის გამო მთლიანად დაუცველი იყოს. იქნებ სულაც არ მიზიდავს მათი საქონელი, ოჯახის წევრებთან მინდა დავწერო გზავნილი ვირტუალური დამსწრეების გარეშე. კი ბატონო, აუცილებელია პატივი ვცე საავტორო უფლებებს,თუმცა როცა ამის გამო ჩემს ნივთებში ძვრებიან, მუშტის მოქნევის ხასიათზე ვდგები. ამ მხრივ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა მაშფოთებს და ვერავითარი ავაზაკი ჩიკოტილოს ან პედოფილი ნაძირლის აღმოჩენის სურვილი ვერ მიკმაყოფილებს პროტესტს. მზად ვარ გავუგო მუსიკანტ „ჰ“ს , ვისაც სურს მეტი ჰონორარი ქონდეს, მაგრამ თუ ის ფულის აღებას ჩემი უფლებების უფრო მეტი შელახვით შეეცდება, მაშინ ვერასდროს ვერ შევთანხმდებით. ცალსახა აზრი მაქვს კომერციული მიზნით სხვისი პროდუქციის გამოყენებაზე ,მაგრამ ფაილების გადმოწერაზე რაიმე პასუხისმგებლობა აბეზრობაა .იგივე საიტების მიმართ უდიერი დამოკიდებულება საქართველოშიც შეინიშნება და მეტი პასუხისმგებლობითაა მოსაკიდი სხვების უფლებების მიმართაც. მაგალითები? „აგვისტოს 7 დღის“ გამოსვლა ნეტში იდიოტურად აღინიშნა.დაბლოკეს რამდენიმე საიტი. არ ვიცი, ვინ ბრძენმა მიიღო ეს გადაწყვეტილება,თუმცა მეეჭვება ამას რიგები დაეყენებინა კინოთეატრებთან. „უფასოს“ მოყვარული კინოში მაინც არ წავა. ბოლობოლო მეგობარს დისკს გამოართმევს. ქართული ნეტი საერთოდ ვერ განვითარდებოდა, რომ არა ფაილების თავისუფალი გაზიარება პირველ ეტაპზე „საავტორო უფლებების“ ჩარჩოებში ძნელი იქნებოდა გვეხილა ასი ათასობით მომხმარებელი,რომლებმაც მოდემი ნეტთან მპ3ის გადმოსაწერად შეართეს და არა ჰალსტუხიანი ოლიგარქების ინტერნეტ-მაღაზიებში საძრომიალოდ . არ ვუარყოფ, ეს ქაოსი მოსაწესრიგებელია ,მაგრამ აქ ნოტაციები არ შველის,საჭიროა ღია პროექტების პოპულარიზაცია, საავტორო უფლებების უფრო გონივრული ფორმების დანერგვა. კომერციული საიტების გაჩენის შემთხვევაში ტრაფიკის ფასი იზრდება , აზრი ეძლევა რეკლამას,შესაბამისად კი ვარეზის მაგივრად,უფრო მოწესრიგებული გვერდების გაჩენა გარდაუვალია. ესაა ევოლუციური პროცესი,სადაც საიტების,მომხმარებლების,საავტორო უფლებათა მფლობელების ინტერესები თანმიმდევრულად უნდა შეზავდეს. ძვირფასო სახელმწიფო, ძია ქართველო კომერსანტებო, შეეშვით სერვერების უპრაგუნო გამორთვას. გარისკეთ და პატარა რეკლამა მიიტანეთ თქვენთვის საინტერესო პროექტებში. სულაც არაა წამგებიანი ინტერნეტში ფულის ჩადება.ვგულისხმობ პერსპექტიულ საიტებს….ისე ბლოგების გამოყენების ტექნოლოგიებსაც თუ შეისწავლით,თქვენთვისვე კარგია.ჩვენც არ ვართ დასაკარგი ხალხი.;) საზღვარგარეთ განიხილება პრობლემის გადაჭრის ცივილური გზები. იგივე იუთუბი ცდილობს საკითხის ნორმალურ ფარგლებში გადაწყვეტას. სრული პანაცეის მოძებნა უბრალოდ არარეალურია. მომხმარებელი ვალდებულია გონივრულობის საზღვრებში დაიცვას თავისი ინტერესები, საავტორო ორგანიზაციებმა კი პრობლემა სასურველია სხვადასხვა რაკურსიდან დაინახონ. დასკვნა კორპორაციები საკუთარ წარმატებებს გვიმტკიცებენ -მუსიკალურ პროდუქციაზე საავტორო უფლებების დაცვის შედეგად მარტო ამ სახის კონტენტის რეალიზაციის თანხა 5.3 მილიარდ დოლარამდე ავიდა. პატივცემულები აჭარბებენ. მხედველობაშია მისაღები მომხმარებელთა რაოდენობის ზოგადი მატება მსოფლიოში პლუს არაერთი პოპულარული მუსიკალური ჯგუფი ტორენტ-ტრეკერებს სარეკლამო საშუალებად იყენებს.არაფერს ვამბობ საქართველოზე,სადაც ისედაც მკვდარი შოუ ბიზნესი უარს ვერანაირად ვერ იტყვის პროდუქციის ინტერნეტ გავრცელებაზე .თვალს მაინც დახუჭავენ ,რამდენიც არ უნდა იგლოვონ ახლადშექმნილი ქართული საავტორო სააგენტოების წარმომადგენლების გვერდით. საჭიროა ლეგალური დისტრიბუციის ხელშეწყობა, უფასო და ფასიანი გზების სინთეზი.მოკლედ , მომხმარებლების მდგომარეობა საქართველოში დასაცველია!!! ამ დავას აქვს თავისი პოზიტივი- იბადება ერთმანეთის პოზიციების გაგების აუცილებლობა. მთავარია არ იყოს ცენზურა , პეპლის ეფექტით უარესი ბოროტება არ წარმოიშვას. ინტერნეტის კონტროლის სურვილი ხომ ყველა რჯულის ხელისუფლებათა თავის ტკივილია. რუსეთში ბლოგერებს იჭერენ, ვკონტაქტეს თხოვენ ურჩი გვერდების ოფიციალურ დახურვას, კორეაში საერთოდ კომედიაა , ჩინეთი უმკაცრესად აკონტროლებს „ანტისახელმწიფოებრივ“ ინფორმაციებს, ინდოეთში რელიგიური წესების შელახვის მოტივით ანტისამომხარებლო კანონმდებლობებს იღებენ, ევროპა იმდენად აფეტიშებს ოლიგარქთა ინტერესებზე, მომხმარებლები მეკობრეთა საკმაოდ კონკურენტუნარიანი პარტიების შექმნასაც ახერხებენ. შვეციაში კოპირების მეხოტბეებმა საკუთარი რელიგიაც კი შექმნეს , რათა უფლის სახელით დაეცვათ „კოპი-პეისთის „ პრინციპი….ეს პროცესები საყოველთაოა და მე ვარ მაქსიმალურად ნაკლები კონტროლის ფანატიური აპოლოგეტი . არ დაგიმალავთ , ბერნის კონვენციაზე არანაკლებ ჩემი პირადი უსაფრთხოება მაწუხებს,რომელიც კიბერდამნაშავეებისგანაც დასაცველია და ნებისმიერი სახის უცნაური მონიტორინგისაგან. არ ვიცი ამ ბლოგს ვინ როგორ აღიქვავს ,მაგრამ შევეცადე ერთი მომხმარებლის გადმოსახედიდან შემეხედა რთული საკითხისათვის. დისკუსია კი დასაწყებია. მომიტევონ ქართულმა საავტორო საზოგადოებებმა თუ მათ მენტორულ ტონს მინდა დაუპირისპირდეს დისპუტის რეჟიმი . View the full article
-
После короткой программы на чемпионате Европы по фигурному катанию, который проходит в британском Шеффилде, Евгений Плющенко уступает соотечественнику Артуру Гачинскому. Плющенко исполнил облегченный вариант программы. На третьем месте - чех Томаш Вернер. Произвольную программу фигуристы покажут 28 января. lenta.ru
-
ავტორი ეკა სარალიძე | “ობიექტივის“ 21:53 26.01.2012 თითქოს და არაფერია საგანგაშო ამ ერთობ უწყინარ წერილში მავანთათვის, ვისაც საქართველო მართლაც დემოკრატიის მანათობელი შუქურა ჰგონია, მაგრამ ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა ზარზეიმით თვალწინ გვენგრევა, მათთვის მორიგი წუხილის მიზეზი გახდება. მკითხველმა თავად განსაჯოს რა ხდება დღეს საქართველოში და როგორ ატყუებს ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას, რომელიც წლებია უკვე სიღატაკის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. http://1.bp.blogspot.com/-5LBqjlfDHG8/TyGSvJ5FdBI/AAAAAAAAGBY/2Ye06UoVu1c/s200/a10096.jpgგთავაზობთ 2011 წლის 29 დეკემბერს, ესპანურ გაზეთ „Las Provinsiales“-ში (რომელსაც ქართულად ასე ჰქვია - პროვინციალები)გამოქვეყნებული სტატიას სათაურით „არნომ“ საქართველოში ააშენა 131 მეტრის სიმაღლის კოშკი“, რომელიც ჩემი თხოვნით ქართულად გადათარგმნა ესპანეთში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ჩვენმა თანამემამულემ. საყურადღებოა ის, რომ ამ სტატიაში საქართველო მოხსენიებულია „ბალკანეთის ქვეყნად“. „არნომ“ საქართველოში ააშენა 131 მეტრის სიმაღლის კოშკი“ ინდუსტრიულმა საწარმომ „ტოლეროსეტრა“ ახლახან საქართველოს ქალაქ ბათუმში ააგო 131 მეტრის სიმაღლის კოშკი, რომელსაც ეწოდება ALFABETIK TOWER (ანბანის კოშკი) და რომელიც საზეიმოდ, ოფიციალურად გაიხსნება 31 დეკემბერს. გახსნას საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრება. ამავე დღეს, ღია ცის ქვეშ, პარკში, რომელსაც ეწოდება „MIRAKALE PARK SQUAR" და კოშკის ქვეშ ათასობით მსმენელის წინაშე მომღერალი ხულიო იგლესიასი იმღერებს. კოშკის ასაშენებლად „არნომ" გამოიყენა 1500 ტონა ფოლადი მეტალიკატი. კოშკის მშენებლობა რამდენიმე თვე მიმდინარეობდა და მის აშენებაში მონაწილეობდნენ „ოპერატორები“ და „ტექნიკოსები“, რომელნიც ბალკანეთის ამ ქვეყანაში გადაბარგდნენ. კოშკი წარმოადგენს ცილინდრის ფორმას, რომლის საფუძველს 30 მეტრის დიამეტრი აქვს. ამ ცილინდრის საყრდენის შიგნით მდებარეობს მეორე ცილინდრი, 8 მეტრის დიამეტრის, რომელშიც მოთავსებულია კიბეები და ლიფტი პანორამული ხედვით და რომელსაც აჰყავხარ კოშკის მწვერვალზე, სადაც მდებარეობს მოძრავი რესტორანი და საიდანაც არის ლამაზი ხედი ქალაქისა, ზღვისა და კავკასიის შთამბეჭდავი მთებისა. ALFABETIK TOVER(ანბანის კოშკი) მნიშვნელობა გამოიხატება იმაში, რომ კოშკი მთელ სიმაღლეზე მორთულია ქართული ანბანის 33 ასოთი; თითოეული ასო 6 მეტრის სიმაღლისაა და აქვს დამოუკიდებელი განათება (ესპანური გაზეთი „Las Provinsiales“ 2011 წლის 29 დეკემბერი)“. ზემოხსენებულ ესპანურ გამოცემაში სამწუხაროდ, დასახელებული არ არის წყარო, რომელზე დაყრდნობითაც გამოცემა წერს, რომ საქართველო არის „ბალკანეთის ქვეყანა“. საინტერესოა ვინ მიაწოდა ესპანურ პრესას ამგვარი ინფორმაცია, ან რატომ, რა მიზნით არის საქართველო „ბალკანეთის ქვეყნად“ მოხსენიებული. ნუთუ, მსოფლიოში ასეთი ეკონომიკური „წინსვლით“ განთქმული სახელმწიფო ესპანელი ჟურნალისტისთვის ცნობილი არ არის?! ანბანის კოშკთან დაკავშირებით ესპანურენოვანი გამოცემისგან განსხვავებულ ცნობებს გვაწვდიან ქართულენოვანი ინტერნეტგამოცემები: „commersant.ge“ და „netgazeti.ge“. „commersant.ge“ 2011 წლის 11 ნოემბერს ამავე გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია: „ქართულ ეიფელის კოშკად მონათლული ბათუმის ანბანის კოშკის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 64 მილიონი იხარჯება. კოშკის ბოლო სამ სართულზე რესტორნის, ტელესტუდიის და ობსერვატორიის გაკეთება იგეგმება. ქართული ანბანის ოცდაცამეტივე ასო ბათუმში სპეციალურად აგებულ ანბანის კოშკზე უკვე დაიწერა მხედრულად, ასომთავრულად და ნუსხურად. ანბანის თითოეული ასოს სიგრძე დაახლოებით 7 მეტრია. კოშკი დაახლოებით 130 მეტრი სიმაღლისაა. ნაგებობის თავზე მინის სფეროა განთავსებული. პროექტის მიხედვით, სფეროში მბრუნავი რესტორანი უნდა იყოს. იგი ერთ ბრუნს ერთ საათს მოანდომებს. ბათუმის მერიაში ვარაუდობენ, რომ კოშკის მშენებლობა 2011 წლის ბოლოს დასრულდება. კოშკის პროექტი საქართველოს პრეზიდენტმა 2010 წელს გახსნა”. 2011 წლის 8 აგვისტოს „netgazeti.ge“ ბათუმის ანბანის კოშკზე ასეთ ინფორმაციას აქვეყნებს: „ბათუმის მერიაში ვარაუდობენ, რომ კოშკის მშენებლობა 2011 წლის ბოლოს დასრულდება. ანბანის კოშკის არქიტექტორი ესპანელი ალბერტო დომინგო კაბოა. მისი არქიტექტურით ქუთაისში მალე პარლამენტის შენობა აიგება. ანბანის კოშკის მშენებლობისთვის ესპანურ კომპანიას, შპს „GMD DOMINGO Y LAZARO INGENIEROS S. L“-ს ბათუმის მერიამ 59 მილიონი გადაურიცხა. მერია საქართველოს მთავრობის განკარგულებას დაეყრდნო და გამარტივებული შესყიდვის ფორმა გამოიყენა“. ერთი წლით ადრე, 2010 წლის 31 ოქტომბერს „netgazeti.ge“ მკითხველს აუწყებს, რომ ბათუმის კოშკს ააშენებს ქართული კომპანია (და არა ესპანური!!!): „პროექტი ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი მშენებლობა 5 თვეში უნდა დასრულდეს. ანბანის კოშკს ქართული კომპანია „მაგისტილი" ააშენებს. მშენებლობებზე 100-მდე ადგილობრივი დასაქმდება“. ზემოხსენებულ ინტერნეტგამოცემებში ნათლად ჩანს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები, ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებზე და, ასევე, ესპანურ სამშენებლო კომპანიაზე. საინტერესო სწორედ ისაა, რომ საინფორმაციო საშუალებებისთვის ინფორმაციის მიმწოდებელი წყარო ტყუილის რამდენი ვერსიით აბრუებს საქართველოს მოქალაქეებსს და ასევე მსოფლიოსაც. დიდი ფიქრი არ სჭირდება პასუხს კითხვაზე – რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ თვლის საჭიროდ ზუსტი ანგარიში ჩააბაროს ხალხს, რადგან სიცრუე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის საკმაოდ კარგი საკვებია. ესპანური სამშენებლო კომპანია „არნო“ გაერთიანებულია საწარმო „ტელეროსეტრაში“ და მისი ხელმძღვანელი ალბერტო დომინგო კაბო გახლავთ. მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ სააკაშვილის მიერ ათასჯერ ნაქები და საქართველოში არქიტექტორად წოდებული ალბერტო დომინგო კაბო პროფესიით გზის მშენებელი ინჟინერია და საკუთარ სამშობლოში ირონიულად „კავკასიიის კალატრავად“ მოიხსენიებენ, ვინაიდან მას ესპანეთში ბათუმის კოშკის მსგავსი არაფერი აქვს აგებული. ეს ინფორმაცია ესპანეთში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა მოგვაწოდეს. „2010 წლის 26 მაისს თბილისში თავისუფლების მოედანზე საზეიმოდ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა ალბერტო დომინგო კაბო - ბათუმისა და ანაკლიის, თბილისის გმირთა მემორიალის და საქართველოს ახალი პარლამენტის შენობის პროექტის შექმნისთვის“, - წერს „netgazeti.ge“ 2010 წლის 26 მაისს. კვლავ მივუბრუნდეთ ესპანურენოვან გამოცემა „Las Provinsiales“-ში 2011 წწლის 29 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიას, სათაურით „არნომ“ საქართველოში ააშენა 131 მეტრის სიმაღლის კოშკი“. სტატიაში აღნიშნულია: „ანბანის კოშკი გახლავთ საწარმო „არნოს" მიერ საქართველოში შექმნილი მესამე ნაგებობა. ცოტა ხნის წინ და რეკორდულ მოკლე დროში (თვენახევარი), ამავე ზღვისპირა ქალაქ ბათუმში ააგეს გიგანტური თაღი THE DOOR OF BLAK ESA (შავი ზღვის ჭიშკარი), რომელიც 35 მეტრი სიმაღლის, 26 მეტრი სიგანის და 200 ტონის სიმძიმისაა და მიმართულია შავი ზღვისაკენ; შეღებილია საქართველოს დროშის ფერებით, როგორც პორტში შემავალი სიმბოლო. უფრო ადრე „არნომ" ქალაქ თბილისში ააგო TORE DE HERIOS (გმირთა მემორიალი); გიგანტური ქანდაკების სიმაღლეა 50 მეტრი; წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ ნაგებობას „მეტაკრილატით" და ეძღვნება საქართველოს გმირების ხსოვნას“ (ესპანური გაზეთი „Las Provinsiales“ 2011 წლის 29 დეკემბერი)“. ესპანელ კოლეგას, ალბათ, დაავიწყდა იმის მიწერა, რომ არქიტექტორად წოდებულ დომინგო კაბოს მიერ აშენებული „ანბანის კოშკი“ საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული შენობა იქნება. გმირთა მემორიალზე დამატებითი ინფორმაცია ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა მომაწოდა, ის ჯერ კიდევ ორი წლის წინ ცდილობდა თბილისის მერიაში გაერკვია რა თანხა უჯდებოდა მემორიალის აგება სახელმწიფოს. მიქიაშვილის მიერ მომზადებულ სტატიაში სათაურით „მაგისტრალზე მიბმული გმირთა ხსოვნა“, თბილისის მერიის მიერ მიცემულ კომენტარში აღნიშნულია: „გამომდინარე აქედან, მემორიალის ასაგებად ცალკე არ გამოცხადებულა პროექტების შესარჩევი კონკურსი. ტენდერი მაგისტრალზე იყო გამოცხადებული და ესპანელი არქიტექტორიც ამ პროექტის ფარგლებში შეირჩა. მთლიანობაში ამ პროექტისთვის 80 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც მოიცავს ვაკე–საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ მაგისტრალს და გმირთა მოედანზე ესტაკადას. 30 მილიონი 2009 წელს ბიუჯეტიდან გამოიყო, როდესაც მშენებლობა დაიწყო და დანარჩენი 50 მილიონი 2010 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა...“, – ასეთი სიტყვიერი განმარტება მოგვცეს მერიის პრესსამსახურის წარმომადგენლებმა, როდესაც მემორიალისთვის დახარჯული თანხით დავინტერესდით. სანამ სიტყვიერ განმარტებებს მივიღებდით, მერიის პრესსამსახურიდან ასეთი შინაარსის ინფორმაცია გადმოგვიგზავნეს – „გმირთა მოედანზე, ლითონის კონსტრუქციისა და მეტაკრილატის პრიზმებისგან შემდგარი 48 მეტრი სიმაღლის „გმირთა მემორიალი“ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში, 1921 წელს იუნკერების, 1924 წლის აჯანყების მეთაურების, 1992-93 წლებში აფხაზეთში და 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულ მეომართა ხსოვნას ეძღვნება. კოშკის მეტაკრილატის პრიზმებზე ყველა იმ მებრძოლის სახელი და გვარი ამოიტვიფრა, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლას შეეწირა. მათი სახელების უკვდავსაყოფად მემორიალთან განთავსებულ კაფსულაში მათი სახელები იქნება მოხსენიებული. მემორიალი ესპანელი დიზაინერის ალბერტო დომინგო კაბოს მიერ არის დაპროექტებული. გავრცელებული ინფორმაციით, ლითონის კონსტრუქციის გარშემო მეტალოპლასტმასია და სწორედ, ამაზეა ამოტვიფრული დაღუპული მეომრების გვარები. რადგან ეს ინფორმაცია მერიის პრესსამსახურში ვერ დავაზუსტეთ, ამიტომ ინტერნეტის საშუალებით ვეცადეთ გაგვერკვია რა მასალაა მეტაკრილატი, მაგრამ უცხო სიტყვათა ლექსიკონში, ამის მეტი ვერაფერი ვიპოვეთ: „მეტაკრილატები – მეტაკრილმჟავას მარილები ან რთული ეთერები“. ესპანურ პრესაში გამოქვეყნებული წერილის შემდეგ მეც ვეცადე გამერკვია რა მეტალს წარმოადგენს მეტაკრილატი და რა არის მისი საბაზრო ღირებულება, რადგან ამ მეტალზე ინფორმაცია მხოლოდ ესპანურ ენაზე მოიპოვება, ამიტომ დახმარებისთვის კვლავ მივმართე ესპანეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებმაც ასეთი ცნობები მომაწოდეს: METAKRILATO – ასე უწოდებენ ამ ქიმიურ მეტალს ესპანეთში, იწარმოება სამი ხარისხის. საშუალო ღირებულება 10 მმ. სისქე და 1 კვ.მეტრი ღირს 140 ევრო. ფასები დამოკიდებულია ამ ხელოვნური ლითონის ზომაზე , წონაზე, სისქეზე და მის ფერზე. იყენებენ თითქმის ყველაფერში - მშენებლობა, ავეჯი, ფოტოაპარტები და ისეთ ფაქიზ ნივთებშიც, როგორიცაა ჩიპები. ჩვენ არავინ და არასდროს გვეტყვის თუ რა თანხა იხარჯება ისეთ პომპეზურ ნაგებობებში, როგორიცაა ე.წ. გმირთა მემორიალი, შავი ზღვის კარიბჭე და ბათუმის ანბანის კოშკი. ამას ხომ საავტორო, სამაკეტო და თავად მშენებლობის ხარჯებიც ერთვის? ავტორებიც და მშენებლებიც უცხოელები არიან და 100 ლარისთვის, გნებავთ, 1000 ლარისთვის საქართველოში რომ არავინ ჩამოვა, ესეც ხომ ცხადია?! თუკი ძეგლს ქართულ ანბანს უდგამენ, მაშინ ესპანურ ენაზე დაწერილ წერილშიც რატომ არის მითითებული ყველა ნაგებობის სახელი ინგლისურად?! თუკი ეს ცნობა უცხოელი ჟურნალისტისთვის საქართველოს რომელიმე სახელმწიფო უწყებიდან არ არის მიწოდებული, მაშინ ესპანელმა ჟურნალისტმა ესპანელებისთვის გასაგებ ესპანურ ენაზე რატომ არ დაწერა და რატომ მიუთითა მათი სახელები ინგლისურად?! შეიძლება მკითხველმა ეს მორიგ ახირებად ჩამითვალოს, მაგრამ ის, რაც დღეს ჩვენს სკოლებში ხდება, საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ ხელისუფლება ქართულ ანბანს „გარდაცვალების“ ძეგლს უდგამს. „გმირთა მემორიალის გახსნის დღეს, იმ ესპანელმა არქიტექტორმა წამოაყრანტალა: „მე შემსრულებელი ვიყავი და შევასრულე; არც იდეა იყო ჩემი და არც არაფერი, ყველაფერი სააკაშვილს ეკუთვნოდაო”, - ესაა კიდევ ერთი ამონარიდი სტატიიდან სათაურით „მაგისტრალზე მიბმული გმირთა ხსოვნა“. სწორედ საქართველოზეა ნათქვამი „უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენო“. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgბედიისა და ილორის ეკლესიების შემდეგ, ქართველმა სპეციალისტებმა განგაში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე კიდევ ერთი ტაძრის გარშემო ატეხეს. ცნობილი ხდება, რომ სიმონ კანანელის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებულ არქეოლოგიურ გათხრებზე არაკვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ. ეს საერთაშორისო ორგანიზაცია "იკომის" გადაღებულ ფოტოსურათზე კარგად ჩანს. ამ ფაქტის გამო, ქართველი არქეოლოგების თქმით, მეათე საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლს გამოუსწორებელი დაზიანების საფრთხე ემუქრება. ქართული მხარე გეგმავს, დახმარებისთვის იუნესკოს მიმართოს. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/01_12/59808.jpg"რუსეთის ფედერაცია ორ არჩევნებს შორის" – ამ თემაზე ევროსაბჭოში დებატები გაიმართა, რომელშიც ქართული დელეგაციაც იყო ჩართული. რუსეთის ინტერესებს სხდომაზე ლეონიდ სლუცკი იცავდა. რუსეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ის დეპუტატიც აკრიტიკებდა, რომელიც, წლების განმავლობაში, ევროსაბჭოში რუსეთის ღია მხარდამჭერი იყო. ანდრიას გროსმა კრემლს არსებითი ცვლილებების გატარებისკენ საჯაროდ მოუწოდა. "ჩვენ გვაქვს რუსეთი, სადაც მმართველი პარტია ზრდის დარეგისტრირებისთვის საჭირო ხელმოწერების რიცხვს; ჩვენ გვაქვს რუსეთი, სადაც ცხარე ბრძოლა მიმდინარეობს პრო-ევროპელებსა და ძველი მენტალიტეტის მქონე ადამიანებს შორის. ვფიქრობ, ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ იმ რუსებს, რომლებსაც სურთ, ევროპელები იყვნენ. რუსეთი შეცვლის პოლიტიკურ სისტემას, საარჩევნო კანონმდებლობას, თუ ევროპის მხარდაჭერა ექნება. ეს არსებობს და მივმართავ რუსეთის დელეგაციას - შეასრულეთ ის ვალდებულება, რომელიც 15 წლის წინ აიღეთ, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება რუსეთი ევროსაბჭოს ძლიერი წევრი. თუ ხალხის ეფლებებსა და ღირსებას პატივს არ სცემენ, დადგება ცვლილებების დრო," - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუმინეთის დელეგაციის წევრმა, გიორგი ფრუნდამ. "რუსეთის საპარლამენტო არჩევნები არ იყო სამართლიანი. ხელისუფლებამ ვერ შექმნა კონკურენტული გარემო. არჩევნების დღეს კი გამოვლინდა უამრავი დარღვევა, გაყალბდა ბიულეტენები. ეს არჩევნები დემოკრატიულობისგან და საერთაშორისო სტანდარტებისგან შორსაა. როდესაც ხალხი ელოდა დარღვევების გამოძიებას, ეს არ მოხდა. რაც შეეხება ტექნიკურ ორგანიზაებას, რუსეთს ამისი პრობლემა არასდროს ჰქონია, გამოცდიება აქვთ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან. ჩვენ ცუერთდებით ფრანგ კოლეგებს და მხარს ვუჭერთ დებატებს და რეზოლუციის მიღებას, რადგან დათმობას კრემლი სისუსტედ აღიქვამს," - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/01_12/59811.jpgდავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს შესახებ პრეზენტაცია ნიკა გილაურმა წარმოადგინა. მის მოხსენებას ბიზნესმენები და ინვესტორები ესწრებოდნენ. პრემიერმა, სიტყვით გამოსვლის დროს, იმის თაობაზე ილაპარაკა, თუ რატომ არის საქართველო ინვეტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა. ამჟამად ქვეყნის მთავარ ამოცანად კი უმუშევრობასთან ბრძოლა დაასახელა. აგრეთვე, ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოში 15 ახალი მიკროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ. საქართველოს პრემიერ–მინიტრი, დავოსში, ფორუმის დამაარსებლის, კლაუს შვაბის, მიერ გამართულ მიღებასაც დაესწრო. View the full article
-
Владелец швейцарского футбольного клуба "Ксамакс", бывший вице-президент грозненского "Терека" Булат Чагаев задержан в Женеве. Как сообщили в прокуратуре, Чагаева задержали, чтобы предотвратить финансовые нарушения. Несколькими часами ранее "Ксамакс" объявил, что намерен подать заявление о банкротстве. lenta.ru
-
26 января в Сан-Франциско открылась выставка-конференция Macworld, посвященная продуктам Apple. Она проработает до 28 января. В рамках Macworld проводятся лекции, мастер-классы и презентации. В программу выставки 2012 года вошел фестиваль фильмов, снятых на смартфон iPhone. lenta.ru
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/tibisi-300x250.jpgთიბისი ბანკი 2011 წლის შედეგებს აქვეყნებს. ბანკის ინფორმაციით, თიბისი ბანკმა 2011 წელს ძირითადი ფინანსური მონაცემები დინამიურად გაზარდა და მისი არსებობის მანძილზე მაქსიმალურ მაჩვენებლებს მიაღწია. როგორც ბანკში აცხადებენ, აქტივები 974 მილიონი ლარით გაიზარდა და 3 მილიარდ 224 მილიონ ლარს მიაღწია; სესხების პორტფელი გაიზარდა 530 მილიონი ლარით და წლის ბოლოს 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ასევე 615 მილიონი ლარით გაიზარდა ანაბრების პორტფელი და წლის ბოლოს 1 მილიარდ 970 მილიონი ლარი შეადგინა. ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ბანკი 2011 წლის დასაწყისში, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ფინანსური ინსტიტუტის, ბანკი “კონსტანტას” აქციათა საკონტროლო პაკეტის შეძენას მიიჩნევს. „ამით თიბისი ბანკმა მყარი პოზიციები დაიკავა მიკრო ბიზნესის დაკრედიტების ბაზარზე, სადაც მანამდე ის აქტიურად არ იყო წარმოდგენილი. ამ ტრანზაქციის შემდეგ, 2011 წლის განმავლობაში “კონსტანტამ” 78%-ით გაზარდა აქტივები და 71%-ით გაზარდა საკრედიტო პორტფელი,“- აცხადებენ ბანკში. 2011 წელი ასევე წარმატებულად ფასდება თიბისი ბანკის სხვა შვილობილი კომპანიების მიერაც: თიბისი ლიზინგმა საბაზრო წილი 18,7 პროცენტული პუნქტით გაზარდა, ხოლო აზერბაიჯანში მოღვაწე “თიბისი კრედიტის” აქტივები შარშან 35%-ით გაიზარდა, საკრედიტო პორტფელი კი – 31%-ით. 15 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა “თიბისი ინვესტის” (ისრაელი) დეპოზიტების პორტფელი. „თიბისი ბანკი“ ანაბრების ბაზარზე კვლავ ინარჩუნებს ყველაზე დიდ წილს. საქართველოში კერძო პირების ანაბრების 34% დღეს სწორედ თიბისი ბანკშია განთავსებული. „ანაბრების პორტფელის 615 მილიონიანი ზრდა, ბანკის სტაბილურობასა და სანდოობასთან ერთად, წარმატებულმა მარკეტინგულმა კამპანიებმაც განაპირობა – “იპოვე $10.000”, “მოიგე $20.000” და სხვა. ამ კამპანიებს სერიოზული აღიარება ხვდა წილად მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სარეკლამო ფესტივალებზე: Eურობესტ Aდვერტისინგ Fესტივალ, Pოპოკ, Eურობესტ 2011, სადაც თიბისის ამ ქეისმა ვერცხლის და ოქროს პრიზები დაიმსახურა. ანაბრების წარმატებული კამპანიის შედეგად, ნოემბერში თიბისი ბანკის ფიზიკური პირების ანაბრების პორტფელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა,“- აღნიშნავენ ბანკში. გარდა ამისა, 2011 წელს თიბისი ბანკმა, გახსნა 5 ახალი ფილიალი; 19 ახალი ბანკომატით გააფართოვა ქსელი; სმარტ კლუბის წევრებს საჩუქრად გადასცა 1,3 მილიონი ლარის ღირებულების სმარტ ქულები; ამასთან ბანკმა დანერგა ახალი პროდუქტები: ”პრაიმ ქარდი”, ”აი ქარდი”; ქველმოქმედების სახით გაიღო 1 მილიონ 30 ათასი ლარი და განახორციელა რამდენიმე მასშტაბური სოციალური პროექტი; შექმნა სოციალური მედიის ყველაზე მასშტაბური პროექტი ქართულ საბანკო სფეროში – დღეისათვის სოციალური ქსელის მომხმარებელთა ყველაზე დიდი წილი, 45% სარგებლობს თიბისი ბანკის გვერდებით Fაცებოოკ-ზე. ბანკის წარმომადგენელტა განცხადებით, 2011 წელი შეიძლება შეფასდეს, როგორც თიბისი ბანკის 19 წლიანი ისტორიის კიდევ ერთი წარმატებული წელი, რაც წლის ბოლოს, ასევე აისახა საერთაშორისო რეიტინგებშიც: ”Fინანციალ თიმეს Gროუპ”-მა და მისმა ჟურნალმა ”თჰე Bანკერ” თიბისი ბანკი საქართველოში ,,წლის საუკეთესო ბანკად’’ დაასახელა, ჟურნალმა ”Eურომონეყ” თიბისი ბანკს საქართველოში 2011 წლის საუკეთესო ბანკის” სტატუსი მიანიჭა, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ ”Fიტცჰ” თიბისი ბანკის სიცოცხლისუნარიანობის რეიტინგი B -დან B+ მდე აამაღლა. თიბისი ბანკი 2011 წლის საუკეთესო ქართული ბანკია Dეუტსცჰე Bანკ-ისა და ჩომმერზბანკ-ის მონაცემებითაც. 2012 წელს თიბისი ბანკი 20 წლის ხდება! ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დაიწყო პროექტი ”20 წელი – 12 თვე”, რომლის ფარგლებშიც, თიბისი ბანკი თავის მომხმარებლებს 2012 წლის განმავლობაში ბევრ სიახლეს შესთავაზებს. იხილეთ epn.ge
-
Каркас спортивных кресел, которые будут устанавливаться в Opel Astra OPC, заполнен специальным композитным материалом, состоящим из полиамидов и стекловолокна. По словам представителей немецкого бренда, этот материал чрезвычайно гибкий и прочный, поэтому его можно использовать в небольшом количестве. lenta.ru