planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელის პოლიციის განყოფილებასთან (რუსული ოკუპაციის ხაზთან ახლოს), მიმდინარე წლის 25 იანვარს დაკავებული იქნა უცნობი მამაკაცი ასაფეთქებელი მოწყობილობით.საქართველოს შს სამინისტროს შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ბომბი, წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოტანილი იქნა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს და დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს ამ საქმის ახალი გარემოებების გარკვევის შემ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
К сожалению, в России выборы превратились приблизительно в такое же мероприятие, как это было при советской власти, различие только в том, что в Советском Союзе это была имитация выборов, как таковых, а в России – это имитация альтернативных выборов. Правда, на выборах президента в 2012 году ситуация чуть-чуть изменилась.
-
რუსეთის ხელისუფლება სამხრეთის სამხედრო ოლქის ძალების კონცენტრაციას სპეციალური დანიშნულების რაზმით აძლიერებს. "უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერების მიზნით" სტავროპოლსა და კისლოვოდსკში დამატებით იქნება განთავსებული სპეციალური დანიშნულების ნაწილები", – იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა "რუსეთის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის სამხრეთის სამხედრო ოლქის საჯარისო დანაყოფებში სამუშაო ვიზიტის შედეგად".კერძოდ, 2011-2015 წლებში შეიარაღებული ძალების ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
საქპატენტის ხელმძღვანელის ირაკლი ღვალაძის ინფორმაციით, გერმანიის საპატენტო და სასაქონლო უწყებამ რეგისტრაცია გაუუქმა წლების განმავლობაში გერმანიაში მოღვაწე რუსული კომპანია moscow wine and spirts company GMBH -ის, რომლის სახელზეც დარეგისტრირებული იყო ქართული ღვინოები – წინანდალი, ქინძმარაული და ხვანჭკარა. საქპატენტმა საჩივრით მიმართა გერმანიის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყებას და მოითხოვა ხსენებული რეგისტრაციის გაუქმება. საჩივარში განმარტებული იყო რომ წინანდალი, ქინძმარაული და ხვანჭკარა არის ქართული ღვინის ადგილწარმოშობის რეგისტრირებული დასახელებები, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაა და დაუშვებელია მათი სასაქონლო ნიშნად რეგისტრაცია რომელიმე უცხოური კომპანიის მიერ. ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი მყარი არგუმენტების გათვალისწინებით, საბოლოოდ გერმანიის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება გაუქმდეს moscow wine and spirts company GMBH -ის სახელზე დასახელებების – “წინანდალი”, “ქინძმარაული”, “ხვანჭკარა” რეგისტრაცია. აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე ასახულია გერმანიის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყების ოფიციალურ რეესტრში. იხილეთ tabula.geზე
-
Joshua Hoffine ქმნის საშინელებათა ჟანრის ფოტოსურათებს , ნახეთ რამდენი სამუშაოს ჩატარება უწევს მას მოლოდ ერთი კადრისათვის View ucnauri.com
-
ჟურნალ The Good Surgeon Guide-ის ვერსიით, ქვემოთ ჩამოთვლილები არიან 10 ყველაზე უფრო მახინჯი ვარსკვლავი. სიაში პირველ ადგილზე იგი პოპი ლიდერობს , შესაძლოა ზოგიერთი აქ დაუმსხურებლადაც მოხვდა10. მელანი გრიფიტი, 53 წლის9. ჯანის დიკინსონი , 55 წლის8. სილვერსტერ სტალონეს დედა, ჯეკი 81 წლის7. მიკი რურკი, 54 წლის6. პიტ ბიორნსი, 52 წლის5. შერი, ... View ucnauri.com
-
თუ თქვენ პატარა არ ხართ და საბჭოთა პერიოდში გიცხოვრიათ, მაშინ ეს ნივთები თქვენთვის კარგად ნაცნობი იქნება. იყო პერიოდი, როცა სახლში ყველას მხოლოდ რუსული წარმოების, ნაკლებად ხარისხიანი ტექნიკა გვქონდა. აბა გადახედეთ სურათებს და გაიხსენეთ ძველი დრო, ბავშვობის გახსენება ხომ ყოველთვის სასიამოვნოა , როგორიც არ უნდა იყოს იგი ეს საათი რომ მიყიდეს ... View ucnauri.com
-
,,სამართლიანი არჩევნებისთვის“ აქციის ორგანიზატორებს, მოსკოვის მერიამ 4 თებერვლისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქციის ჩატარების ნება მისცა. ქალაქის მერის მოადგილემ ალექსანდრ გორბენკომ აღნიშნა , რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს მაქსიმუმ 50 000 ადამიანისგან შემდგარი დემონსტრაციის მოწყობა შეეძლებათ. რუსეთში, ოპოზიციური ძალები ხელისუფლებას 2011 წლის დეკემბერში ჩატარებული არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ქვეყანას კი მარტში კიდევ ერთი კენჭისყრა ელის – საპრეზიდენტო არჩევნების სახით. იხილეთ tabula.geზე
-
25 იანვარს, ზუგდიდის რაიონის სოფ. დარჩელის პოლიციის განყოფილებასთან დააკავეს მამაკაცი, რომელსაც თან ჰქონდა ასაფეთქებელი ნივთიერება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ზუგდიდის რაიონში ასაფეთქებელი ნივთიერება, სავარაუდოდ, ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოიტანეს. შსს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალების დადგენის შემდეგ გაავრცელებს. იხილეთ tabula.geზე
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/atinati-radio-logo.jpgზუგდიდი, 26 იანვარი, საქინფორმი. რადიო „ათინათმა“ FM-სიხშირეზე მაუწყებლობა ნაწილობრივ შეწყვიტა. რადიოს მოსმენა შესაძლებელია მხოლოდ ზუგდიდის ცენტრში და ისიც დაბალი ხარისხით. ამის მიზეზად რადიოს მთავარი პროდიუსერი გურამ როგავა ანძის გაძარცვას ასახელებს. <span style="font-size: 10pt;" />როგავას ინფორმაციით, წუხელ ურთას მთაზე რადიო „ათინათის“ ანძა გაძარცვეს. მოპარულია კაბელები, რამაც რადიოს მაუწყებლობის შეწყვეტა გამოიწვია. ინციდენტი 25 იანვარს, 20:30 საათისთვის, მოხდა. მომხდართან დაკავშირებით რადიო „ათინათმა“ უკვე მიმართა შესაბამის ორგანოებს. დეტალებს გამოძიება დაადგენს. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/vashadzeee2.jpgთბილისი, 26 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „რუსეთის ფედერაცია გადაჭრით ამბობს უარს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების აღიარებაზე და ის ამბობს, რომ არ აპირებს დიალოგს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან“. „მაგრამ, დამიჯერეთ, გარანტიას გაძლევთ, რომ, როცა 2012 და 2013 წლებიდან ჩვენ შემდეგი ხელისუფლება გვეყოლება, რუსეთი არც იმ ხელისუფლებას დაელაპარაკება. და იცით რატომ? იმიტომ, რომ მათ, უბრალოდ, არ იციან, რაზე უნდა ილაპარაკონ“, – აცხადებს ვაშაძე. <p style="margin: 0in; margin-bottom: .0001pt; background: white;" /><span style="font-size: 10pt;" />მინისტრის განცხადებით, საქართველო მზადაა, დაელაპარაკოს რუსეთს ნებისმიერ დროს, თუმცა, მისივე თქმით, ამისთვის საჭიროა, ნათლად განისაზღვროს, რა მიზანს ისახავს ეს დიალოგი და ხელს შეუშლის თუ არა ის ჟენევის მოლაპარაკებებს. საქინფორმი
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/policia-esartia.jpgზუგდიდი, 26 იანვარი, საქინფორმი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის პოლიციის განყოფილებასთან პოლიციის თანამშრომლებმა გუშინ, 2012 წლის 25 იანვარს, უცნობი მამაკაცი დააკავეს, რომელსაც თან ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩნდა. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/manana-manjghvaladze123.jpgთბილისი, 26 იანვარი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გუშინ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა სურს, თუმცა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ“. <span style="font-size: 10pt;" />„მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელთანაც არ მინდა საქმის დაჭერა. ალბათ, თავადაც გესმით, ვისზე მაქვს საუბარი, მე მას არ შევხვდები და ხელს არ გავუწვდი“, – განაცხადა მედვედევმა. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებს და, ზოგადად, ქართველ ხალხს, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, „ძალიან უნდა, რომ გაუცხოების ფაზა რაც შეიძლება მალე დასრულდეს“. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/veterani-aviatorebi.jpgთბილისი, 26 იანვარი, საქინფორმი. ათამდე ვეტერანმა ავიატორმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან შიმშილობის აქცია დაიწყო. ისინი ქვეყნის პირველ პირს ორი მოთხოვნით მიმართავენ : ყოფილი ავიატორების შესახებ სახელმწიფომ საპენსიო კანონი მიიღოს და ხელისუფლებამ დაფაროს წლების განმავლობაში დაგროვილი გაუცემელი კომპენსაციები, რომელთა გადახდაც უზენაესმა სასამართლომ სწორედ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას დააკისრა. <span style="font-size: 10pt;" />„ჩვენ პენსიას არ ვიღებთ. ვიღებთ 108 ლარიდან 135 ლარამდე კომპენსაციას, რომელიც წამალშიც კი არ გვყოფნის. ვითხოვთ, მიიღონ ყოფილი ავიატორების მიმართ საპენსიო კანონი, რათა პენსიის სახით დამატებითი შემოსავალი გაგვიჩნდეს. ჩვენ მათხოვრები არ ვართ და მიხეილ სააკაშვილს კი არ ვთხოვთ, არამედ მისგან მოვითხოვთ ყურადღება მოგვაქციოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ყოფილმა მფრინავმა, ხომალდის მეთაურმა იბრაგიმ ვარლიანმა. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/iz-OON.jpgთბილისი, 26 იანვარი, საქინფორმი. დღეს სამდღიანი ვიზიტით საქართველოს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე და გაეროს განვითარების პროგრამის ევროპისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ბიუროს დირექტორი ეწვევიან. <span style="font-size: 10pt;" />როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ვიზიტის მთავარი მიზანია, რომ საქართველოს ხელმძღვანელობასთან ერთად სამომავლო პროგრამები და პროექტები შემუშავდეს. საქინფორმი
-
პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგება მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც სოხუმსა და ცხინვალში ე.წ. საელჩოები დაიხურება. მანჯგალაძის თქმით, პრობლემა პიროვნებებში არაა და საქმე ეხება საქართველოს მოსახლეობას , განსაკუთრებით იმ ათასობით ადამიანს, რომლებსაც რუსეთის მიზეზით საკუთარ სამშობლოში დევნილობაში უწევთ ცხოვრება. რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები, თუმცა ის არასდროს მოისურვებს საქმის დაჭერას საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და არასდროს გაუწვდის მას ხელს. ” რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა არ არის ახირება და ეს ნაბიჯი გადადგმული იყო მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და დღემდე საქართველოს ტერიტორიის 20% – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული რჩება.”- აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ. იხილეთ tabula.geზე
-
##image#7268#0#„მივდივარ ნაცნობ ქუჩებში და ყოველი ფანჯრიდან მოველი იმის მოსმენას და დანახვას, რასაც მივეჩვიე. ხანდახან მიკვირს, რატომ არ ისმის სიმღერა… ჩემი სახლის წინაც დადიან, ალბათ, სხვები და ესმით… ზოგს მსუბუქი მუსიკა ურჩევნია გამების მოსმენას, ზოგს პირიქით…” გურამ დოჩანაშვილი, „მუსიკოსი”. ქუჩებში სეირნობის დროს ფანჯრებში ყურებასა და იქიდან გამომავალი მუსიკის თუ საუბრების მოსმენასთან ერთად, იქვე ოთახის ინტერიერსაც შეიძლება შეავლო დაკვირვებული თვალი. ხოლო ოთახში ადამიანებიც თუ ფუსფუსებენ, ნაბიჯსაც შეგიძლია უკლო და უკვე ხანგრძლივი მზერა გააყოლო ერთი რიგითი ოჯახური ცხოვრების რამდენიმე წამს. სხვისი ცხოვრებით დაინტერესება ბუნებრივი მოვლენაა და ზუსტად ამიტომაა, რომ მე-20 საუკუნის ხელოვნების თუ გართობის ინდუსტრიის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ ინტერესის დაკმაყოფილებას ეძღვნებოდა. დღეს კი, ინტერნეტისა და ფოტო-ვიდეო ტექნიკის განვითარებასა და ხელმისაწვდომობასთან ერთად, ვუაიერისტულმა სიამოვნებებმა თითქმის მთელი საზოგადოება თანაბრად მოიცვა. კლასიკური გაგებით, ვუაიერიზმი იგივე სკოპოფილია, სექსუალური აქტის ან შიშველი სხეულის თვალთვალით მიღებულ სიამოვნებას გულისხმობს. ფსიქიატრები და სექსოლოგები, ვუაიერიზმს სექსუალურ გადახრად მაშინ განიხილავენ, თუ ის სექსუალური დაკმაყოფილების ერთადერთ ხერხად იქცევა. თუმცა დღესდღეობით ამ ტერმინს უფრო ფართო მნიშვნელობით, სექსუალური მნიშვნელობის გარეშეც ხშირად ხმარობენ ხოლმე. ყურებით მიღებული სექსუალური სახის სიამოვნება პირველად ფსიქოანალიტიკურ ჭრილში, ზიგმუნდ ფროიდმა განიხილა („სამი ნარკვევი სექსუალობაზე”, 1905). ის ამბობს, რომ ვუაიერიზმს თითქმის ყოველთვის სირცხვილის და დანაშაულის გრძნობა ახლავს თან. სირცხვილი და შიში, თვალთვალის ფაქტზე არ წაგვასწრონ, მართლაც ნებისმიერი სახის ვუაიერიზმის განუყოფელი ნაწილია. როგორც უნდა გვაინტერესებდეს ფანჯრებს მიღმა განვითარებული მოვლენები, შუა ქუჩაში არ დავდგებით და გამვლელების დასანახად თვალთვალს არ დავიწყებთ. ამას მხოლოდ ყველასგან მოფარებულ, უსაფრთხო ადგილას თუ გავბედავთ. დაახლოებით იმავეს გულისხმობს სარტრი, როდესაც „არსებობა და არარაობაში” ჭუჭრუტანიდან თვალთვალის ფაქტს აღწერს და თან საკუთარ შეგრძნებებს აკვირდება. თვალთვალის მომენტში სარტრი საკუთარ „მე”-ს განიცდის მისი ქმედების, ანუ თვალთვალის საფუძველზე. თუმცა მოვლენები მას მერე იცვლება, როდესაც ის აცნობიერებს, რომ მასაც უყურებენ, სხვისი მზერის ობიექტია – „და უეცრად დერეფანში ნაბიჯის ხმები მესმის. ვიღაც მიყურებს!”. სწორედ ესაა მისთვის, საკუთარი „მე”-ს აღქმის დაკარგვის მომენტი. „მე”-ს დაკარგვას კი თან სდევს სირცხვილი იმისა, რომ „მე”, როგორც ობიექტური მოცემულობა, აღარ არსებობს, „მე” მისთვის მხოლოდ სხვისი ყურების პასიური და დაუცველი ობიექტი ხდება. სარტრს უსუსურობის შეგრძნება ეუფლება, რადგან ადამიანს, რომელიც მას უყურებს, მასზე გაცილებით დიდი ძალა – მზერის ძალაუფლება გააჩნია. სარტრის იდეა, რომ მაყურებელი ყოველთვის მოძალადეა, ხოლო ადამიანი, რომელსაც უყურებენ – მსხვერპლი, შესაძლოა, საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსითაც იყო გამოწვეული. თუმცა ამ მოსაზრებამ ხელოვნების თეორიებში გარკვეული გამოძახილი ჰპოვა. „მაყურებელი, როგორც აგრესორი”-ს იდეით განსაკუთრებით ფემინისტური კინოს მკვლევრები დაინტერესდნენ. კინოს გამოგონებასთან ერთად, ვუაიერიზმი აკრძალულიდან უკვე საყოველთაოდ მისაღები „თვალთვალის” ფორმა გახდა. ეკრანმა ჭუჭრუტანის ფუნქცია შეითავსა და ჩვენი, ანუ მაყურებლის ვუაიერისტული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ყოველგვარი სოციალური ბარიერებისა თუ აკრძალვების გარეშე დაიწყო. კინოს, როგორც ვუაიერიზმის ერთ-ერთ სახეობაზე მიუთითებს კინოს ფსიქოანალიტიკური თეორიაც, რომელიც გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, დღემდე არ კარგავს აქტუალობას. კინოთეორეტიკოსი კრისტიან მეტცი თვლის, რომ ჭეშმარიტი ვუაიერიზმი ყოველთვის ორმხრივი აქტია. მაყურებელს თან უნდა ახლდეს მზერის ობიექტი – ექსჰიბიციონისტი, რომელმაც იცის, რომ მას უყურებენ და სწორედ ამით იღებდეს სიამოვნებას. ამ მხრივ, ჭეშმარიტი ვუაიერიზმის მაგალითად ის თეატრს მიიჩნევს, თეატრალურ წარმოდგენას – როგორც მოქმედების და მაყურებლის ორმხრივ კავშირს. თეატრისგან განსხვავებით, კინოს ყურების პროცესს ავტორი შემდეგნაირად აღწერს: „მე ვუყურებ, მაგრამ ის (კინო) ვერ ხედავს, რომ მე ##addon#567#0#მას ვუყურებ” – ანუ, მზერის მომენტში კინო არაა ექსჰიბიციონისტური, ეკრანზე გამოსახულმა გმირმა არ იცის, რომ მას უცქერენ. თუმცა, უშუალოდ ფილმისგან განსხვავებით, ექსჰიბიციონისტურია მთლიანი კინოინდუსტრია, რადგან კინოწარმოების პროცესის არსი სწორედ ისაა, რომ საბოლოო პროდუქტი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს. „კინოს შემთხვევაში ვუაიერისტულ სიამოვნებას იმ ფაქტის ცოდნა გვანიჭებს, რომ ყურების ობიექტმა არ იცის, რომ ჩვენ მას ვუყურებთ”, – ამბობს მეტცი და მაყურებლის უსაფრთხოებაზე მიუთითებს. ბნელ დარბაზში ან ოთახში მოკალათებულ მაყურებელს არაფერი ემუქრება, ეკრანზე გადაშლილ სანახაობას მშვიდად შეუძლია ადევნოს თვალი. ოდნავ განსხვავებული კუთხით უდგებიან კინოს, როგორც ვუაიერიზმის გამოხატულებას ფემინისტური თეორიის მკვლევრები. აქ სარტრისეული „მაყურებელი, როგორც აგრესორი”-ს იდეა ახალ მნიშვნელობას იძენს და აქცენტიც მამრ ვუაიერისტებზეა დასმული. სექსუალური ჩამოყალიბების ასაკში, ბიჭები რომ უფრო ხშირად მიმართავენ ვუაიერიზმს, ვიდრე გოგონები, ამას ფსიქოლოგების კვლევებიც ცხადყოფს. რად ღირს თუნდაც სექსუალური მომწიფების ასაკის ბიჭებში გავრცელებული კაბის აწევის, ან გოგონების საპირფარეშოებში კოლექტიური თვალთვალის ქცევები. ლორა მალვის კინოს მორგებული „მამრის ხედვაც” დაახლოებით იმავეს გულისხმობს, როდესაც ის ამბობს, რომ ტრადიციულად კინოში ქალების ერთადერთი ფუნქცია მამრის ფეტიშისტურ-ვუაიერისტული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იყო. მაგალითად კი მარლენ დიტრიხის და მერილინ მონროს ე.წ. femme fatale როლები მოჰყავს, რომელთა მთავარი დანიშნულება ფილმის მამრი გმირების ცდუნება ან სკოპოფილიური სიამოვნების მინიჭებაა. ქალი ლამაზ „საგნადაა” გამოყვანილი, რომლის დანიშნულება მხოლოდ სამზერ ობიექტად ყოფნაა. ქალს უყურებს და ლამაზი „ხედით” ტკბება როგორც ფილმის მთავარი გმირი, ისე მაყურებელიც. ეს უკანასკნელი, როგორც წესი, სწორედ მთავარ გმირთან, ანუ (როგორც ხშირად ხდება ხოლმე) კაცთან აიგივებს თავს. ამრიგად, მალვის მიხედვით, ეკრანზე და ეკრანის მიღმაც, ქალი ყურების პასიური ობიექტის როლს სჯერდება, მაშინ როდესაც ფილმის მთავარი გმირი, მაყურებელთან ერთად, აქტიურ ვუაიერისტად გვევლინება. თანამედროვე კულტურაში ვუაიერიზმის თემა ყველაზე ხშირად მაინც ფოტოგრაფიასთან და ფოტოაპარატთან ასოცირდება ხოლმე. ფოტოაპარატით შეიარაღებული ადამიანი ხშირად ვუაიერიზმის სიმბოლოდაცაა გამოყენებული. ავიღოთ თუნდაც ჰიჩკოკის ფეხმოტეხილი ფოტოგრაფი (ჯეიმს სტიუარტი) ფილმიდან „ფანჯარა ეზოს მხარეს” ან მაიკლ პაუელის ოპერატორი და შეთავსებით ფოტოგრაფი მარკი (კარლ ჰაინც ბომი), ვუაიერისტული და სადისტური ვნებების ყველაზე სრულყოფილ კინოკვლევაში „მოთვალთვალე”. ##addon#568#0#მე-19 საუკუნეში, გამოსახულების დაგეროტიპზე აღბეჭდვით, დაგერმა ისეთი მოწყობილობა შექმნა, რომელიც მთელ შემდგომ თაობებს ვუაიერიზმის მოთხოვნილებას დაუკმაყოფილებს. გამოსახულების გარდა, ფოტორეალობის გარკვეულ ინტერპრეტაციასაც გვთავაზობს, რეალობის შეგრძნების ერთგვარ ილუზიას გვიქმნის. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან და ფოტო-ვიდეო აპარატურის გამოყენების სიმარტივესთან ერთად, სამყაროს უმეტესად გამოსახულებების საშუალებებით აღვიქვამთ. მაგალითად, თავისუფლების ქანდაკების სანახავად ნიუ იორკში წასვლა აღარაა საჭირო, ამისათვის ან შესაბამისი ფოტოალბომი უნდა გადავშალოთ ან ინტერნეტის საძიებო სისტემას მივმართოთ. ანაც, უბრალოდ, ნიუ იორკში ნამყოფი მეგობრის ფოტოებს (სოციალური ქსელის საშუალებით) გადავავლოთ თვალი, სადაც ჩვენს „ფრენდს’’ ერთი ფოტო მაინც გამოერევა, თვითკმაყოფილებით გაბადრული სახით რომ იდგეს ქანდაკების ფონზე. ალბათ არც მაშინ შევცდებით დიდად, თუ ვივარაუდებთ, რომ სატელეფონო კომპანიებმა, რომლებმაც ბოლო დროს განსაკუთრებულად აქტიურად დაიწყეს მობილურებში (როგორც ყოველდღიური მოხმარების საგანში) ფოტო/ვიდეო აპარატურის ჩამონტაჟება – გათვლა სწორედ ჩვენს ვუაიერისტულ და ექსჰიბიციონისტურ ინსტინქტებზე გააკეთეს. ყოველი მეორე ნაბიჯის ერთი-ორი უხარისხო ფოტოთი უკვდავყოფა ბევრ ჩვენგანს უკვე მოთხოვნილებადაც ექცა. თანაც მობილურის ყოველი ახალი მოდელით, გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესებასაც გვპირდებიან. მეტი რა უნდა ინატრო ადამიანმა 21-ე საუკუნეში… თუმცა საოცნებო ჯერ კიდევ წინაა – დროზე მიხვიდე სახლში და „უკვდავყოფილი ნაბიჯები” რაც შეიძლება მეტ ადამიანს (სოციალური ქსელის საშუალებით) გაუზიარო. პარალელები სოციალურ ქსელებსა და საოჯახო ფოტოალბომებს შორის შეიძლება მართლად არსებობდეს, მაგრამ არც ისე ბევრი. ფოტოაპარატის გამოგონების დღიდან, საოჯახო ალბომს გარკვეული ინტიმურობის აურაც კი დაკრავდა, მას მხოლოდ ძალიან ახლობელ ##addon#569#0#სტუმარს თუ გაანდობდნენ ხოლმე. სოციალური ქსელი კი, როგორც წესი, სრულიად საპირისპირო შემთხვევაა. ის ღიაა, როგორც ახლო მეგობრებისთვის, ისე ნათესავებისთვის, კოლეგებისთვის, სამსახურის თანამშრომლებისთვის, წინა სამსახურის თანამშრომლებისთვის, კურსელებისთვის, კლასელებისთვის, მეგობრის დაბადების დღეზე ან ნათესავის ქორწილში გაცნობილი ტიპებისთვის და სხვა. ამრიგად, სოციალური ქსელების შედარებით ახალი ფენომენი, ვუაიერიზმის მეტცისეულ გაგებას უფრო შეიძლება მოვარგოთ, რომლის მიხედვით, ვუაიერისტი და ექსჰიბიციონისტი ერთმანეთს ავსებენ, მათი სახით იდეალურ წყვილს ვიღებთ. თეატრის მსგავსად, სოციალური ქსელის „ხიბლიც” სწორედ ორმხრივი კავშირის შესაძლებლობაა (თუმცა ამჯერად „მომხმარებელსა” და „მომწონებელს” შორის), ისიც ერთგვარი ფანჯარაა, რომლის გვერდზე ჩავლის შემთხვევაში, შეგვიძლია შუა ქუჩაში მშვიდად დავდგეთ და რამდენიც მოგვესურვება, იმდენი ვუყუროთ სპეციალურად ჩვენთვის გადაშლილ სანახაობას. ამ ქუჩაზე ხომ ყველა ფანჯარას – „მოდი, მიყურე” წარწერა ამშვენებს და თუ მართლა დადგები და უყურებ, ქუჩა ცარიელია, არავინ გამტყუნებს. ყველანი ხომ ისედაც ვუაიერისტები ვართ, როგორც ჰიჩკოკმა თქვა, „10-დან 9 ადამიანი სიამოვნებით უთვალთვალებს ქალს, რომელიც დასაძინებლად ემზადება ან კაცს, რომელიც თავის ოთახში ფუსფუსებს. არავინ გაიხედავს და იტყვის – რა ჩემი საქმეა”. იხილეთ tabula.geზე
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/saakashvili-amrikashi-wavid.jpgთბილისი, 26 იანვარი, საქინფორმი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას პირადი მიწვევით ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე გაემგზავრა. საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის ოფიციალური შეხვედრა თეთრი სახლის ოვალურ ოთახში მიმდინარე წლის 30 იანვარს გაიმართება. <span style="font-size: 10pt;" />იმავე ინფორმაციით, ობამასთან შეხვედრამდე მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს სამიტის (Basecamp) მუშაობაში, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი საგანგებოდ მიიწვიეს. კონფერენციას, რომელიც კალიფორნიაში 27-30 იანვარს გაიმართება, მსოფლიოს უდიდესი ინვესტორები და ბიზნესლიდერები ესწრებიან. საქინფორმი
-
##image#7363#0#გახსოვთ, შარშან ტაბულას ვებ-გვერდზე Future Shorts-ის საღამოების შესახებ პერიოდულად, უფრო ზუსტად კი თვეში ერთხელ, რაღაცები რომ იწერებოდა? და გახსოვთ საერთოდ, Future Shorts-ი მაისიდან საქართველოში რომ ჩამოვიდა? კინო, იუთუბში ძრომიალი და მახვილგონივრული არტი თუ გიტაცებთ, გემახსოვრებათ. ისიც გემახსოვრებათ, რომ Future Shorts-ი ცხრა წლის ბრიტანული მოკლემეტრაჟიანი კინო-ლეიბლია, მსოფლიოში ყველაზე დიდი, ნაყოფიერი და ინოვაციური კინო-ორგანიზაცია, რომელიც გახსნილი, ყველასთვის ხელმისაწვდომი რეპუტაციით სარგებლობს, პლანეტის მაყურებლის გაერთიანებას ისახავს მიზნად და თავის ამბიციურ დევიზს მსოფლიოს ოცამდე ქვეყანასა და ორმოცდაათამდე ქალაქში წარმატებით ამართლებს. დევიზი კი ასეთი აქვს: ”კინო. მუსიკა. არტი. ხალხი. ეს Future Shorts-ია”. მოკლედ, ეს მართლაც Future Shorts-ია და თავისი დევიზის გასამართლებლად რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ბრუნდება. პაუზა კი სათავო ოფისში მიმდინარე ცვლილებების გამო მოხდა: გადაწყვიტეს, ფესტივალი სეზონური, ანუ კვარტალური გაეხადათ და სპეციალური პროექტის, Future Shorts ONE-ის ნაცვლად, ის Future Shorts-ის ფარგლებში მოექციათ. ორგანიზაციული დეტალები ალბათ ნაკლებ საინტერესოა. მთავარია, რომ ფესტივალი ახლა ყოველ სეზონზე საქართველოში კვლავ გაიმართება. უფრო მეტიც – 2012 წლის პირველი საღამო, სულ მალე, შაბათს, 28 იანვარს შედგება Future Shorts-ის ადგილობრივი წარმომადგენლებისა და Missoni-ს ერთობლივი ორგანიზებით. თანაც, ოფიციალური კინო-პროგრამა (იხილეთ ქვემოთ), რომელიც ოთხი მოკლემეტრაჟიანი ფილმისა და ორი ანიმაციისგან შედგება, საუკეთესოა, რაც კი აქამდე Future Shorts-ისგან ქართველ მაყურებელს უნახავს. პროგრამაში შესული ყველა ნამუშევარი რომელიმე განთქმული კინო-დაჯილდოების გამარჯვებულია, მათ შორის ოსკარის, სანდენსის და ბერლინალეს. ჰო, და კინო-ჩვენების მერეც ნამდვილად არ მოიწყენთ. მაშ ასე. როდის? – 28 იანვარი, 22:00. სად? – სასტუმრო საქართველო, მეორე სართული. რა? – 22:00 – Future Shorts-ის ოფიციალური კინო-ჩვენება; 23:30 – Afterparty: Tomma – DJ-Set Nika J – DJ-Set Temo Machavariani – Visuals. დასწრება? – თავისუფალია. სასიამოვნო შაბათ-ღამეს გისურვებთ. Future Shorts Festival – ოფიციალური სეზონური პროგრამა ნოემბერი 2011–იანვარი 2012 უფრო ღრმად, ვიდრე გუშინ – რეჟ. არიელ კლეიმანი / ავსტრალია / 2010 ფილმი 35 მილიმეტრიანი კამერებით ძველ, ხმარებიდან გამოსულ წყალქვეშა ნავშია გადაღებული და რუსული ეკიპაჟის ისტორიას გვიამბობს: ეკიპაჟი “კაბინის დაავადებითაა” შეპყრობილი და თან საკმაოდ მწვავედ. მელბურნის უნივერსიტეტის VCA-ის კურსდამთავრებულმა რეჟისორმა არიელ კლეიმანმა ამას წინათ განაცხადა: “რაც უფრო მიჭირს ფილმის გადაღება, მით უფრო მეტი შანსია, რომ ის კარგი გამოვიდეს.” კრიტიკოსებმა ფილმი მაქსიმ გორკის განთქმულ პიესას – “ფსკერზე” – შეადარეს, რომელიც ზედმიწევნით რუსულია და იზოლაციისა და სიგიჟის ხანგრძლივ პერიოდზე მოგვითხრობს. სანდენსის გამარჯვებული, ნომინაციაში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი რეჟისურა. გარე სამყარო – რეჟ. დევიდ ო’რილი / გერმანია, ისლანდია / 2010 პიანინოზე დაკვრას ბიჭი შიშებითა და შფოთვით გაჟღენთილი თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ფონზე სწავლობს, სამყაროსი, რომელსაც რეჟისორი შავად, თუმცა იუმორით წარმოგვიდგენს. ფილმი 17-წუთიანი სურეალისტური Lo-fi ანიმაციაა, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პოპ-კულტურიდან, კინოდან და ვიდეო-თამაშებიდან ნასესხები ეპიზოდებისგან შედგება. ზოგმა ნამუშევარს “სამყაროს უნიკალური რეკონსტრუქცია” უწოდა, მაშინ, როცა თავად ო’რილიმ ამას წინათ ინტერვიუში აღნიშნა: “მომწონს ისეთი ექსპერიმენტული ფილმების შექმნა, რომლებიც ემოციურ ფუნქციას ასრულებენ.” Tampere Film Festival-ის გამარჯვებული, ნომინაციაში საუკეთესო ანიმაცია. ინციდენტი ბანკთან – რეჟ. რუბენ ოსტლუნდი / შვედეთი / 2009 ბანკის უშედეგო ძარცვის დეტალური და სასაცილო ისტორია, ერთ კადრში გადაღებული ფილმი. აქ დაახლოებით ასი ადამიანი რეკონსტრუქციას უკეთებს ნამდვილ ამბავს, რომელიც შვედეთში 2006 წელს მართლაც მოხდა. ამბის უშუალო მომსწრეები შვედეთის ფილმის ინსტიტუტში მიმავალი რეჟისორი და მისი პროდიუსერი, ერიკ ჰემენდეროფი გახლდნენ. ფილმი ძარცვის რეალობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს – სინამდვილეში როგორ ხდება ძარცვა? როგორ შეიძლება ან როგორ უნდა გამოიყურებოდეს რეალური ძარცვა? ’’’იციდენტი ბანკთან’ ერთ-ერთი გზაა, შეასწორო ის მცდარი წარმოდგენები ძარცვაზე, რომელებიც, ლამის ყოველდღიურად, ჰოლივუდის ექშენ-ფილმებით გვექმნება“, ამბობს ოსტლუნდი. ბერლინალეს ოქროს დათვის მფლობელი. Luminaris – რეჟ. პაბლო ზარამელა / არგენტინა / 2011 Luminaris ფანტასტიკური ისტორიაა, რომელიც სინათლით გაკონტროლებულ წარმოსახვით სამყაროში ხდება. ამ სამყაროში სინათლე სტრუქტურირებული და მონოტონურია. მაგრამ ნათურების მწარმოებელი ქარხნის უბრალო თანამშრომელს რაღაც გეგმა აქვს, რამაც ბუნებრივი წესრიგი, შესაძლოა, შეცვალოს. მას სიფრთხილე მართებს: მისი თანამშრომელი და უფროსი მასზე რაღაცას ეჭვობენ. ბრაზილიის Anima Mundi-ს გამარჯვებული, ნომინაციაში საუკეთესო ანიმაცია; და სეულის ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალის, SICAF-ის ჟიურის განსაკუთრებული პრიზის მფლობელი. არწივკაცა ირემი – რეჟ. მაიქლ პლიზი / დიდი ბრიტანეთი / 2010 ეს უნიკალური 9-წუთიანი სტოპ-მოუშენ-ანიმაცია ერთ კაცზე მოგვითხრობს, რომელიც დროის მსვლელობის ფენომენითაა შეპყრობილი და უჩვეულო ურთიერთობა აქვს ხოჭოსთან. ამ ანიმაციის სახით პლიზისთვის RCA-ის დამამთავრებელი წელი საკმაოდ ამბიციური გამოდგა. ანიმაცია მის მიერვე დაწერილი მოთხრობის – “პიტერ არწივკაცას ცხოვრება და დრო” – ეკრანიზაციაა. ნამუშევრის საუნდტრეკი ორკესტრული მუსიკაა, რომელიც ანიმაციის პროცესის კვალდაკვალ იქმნებოდა. BAFTA-ს გამარჯვებული, ნომინაციაში საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია; და SXSW-ის ჟიურის განსაკუთრებული პრიზის მფლობელი. სიყვარულის ღმერთი – რეჟ. ლუკ მათენი / აშშ / 2010 ეს 19-წუთიანი მახვილგონივრული კომედიაა სიყვარულის მასტმულირებელი ისრების შესახებ, რისთვისაც მათენიმ, 2011 წელს პრესტიჟული ოსკარის ჯილდო მიიღო. სცენარიცა და რეჟისურაც მას ეკუთვნის და გარდა ამისა, ფილმში თავადვე თამაშობს. მათენიმ ნიუ იორკის უნივერსიტეტის კინოს ფაკულტეტი ახლახან დაამთავრა, “სიყვარულის ღმერთი” კი ამ უნივერსიტეტის MFA-ის პროგრამის სადიპლომო ნამუშევარი გახლავთ. მათენი ოსკარის ცერემონიაზე ნათქვამი სამადლობელი სიტყვის ერთ-ერთ საუკეთესო ავტორად მოიხსენიეს: მათენიმ ფილმში შეტანილი წვლილისთვის მადლობა დედას გადაუხადა. ოსკარის გამარჯვებული, ნომინაციაში საუკეთესო ლაივ-ექშენ მოკლემეტრაჟიანი ფილმი. იხილეთ tabula.geზე
-
Australian PM Julia Gillard and leader of the opposition Tony Abbott have had to be rescued by their security staff after a protest became violent. planetanews
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/medvedev_i_saakashvili.jpgთბილისი, 26 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 25 იანვარს განაცხადა, რომ მისი სურვილია, ქართველ ხალხთან გაუცხოების ფაზა რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, თუმცა მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ხელსაც კი არ გაუწვდის. „ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ იმისათვის, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინოთ. ჩვენ ხომ არ გაგვიწყვეტია“, – განაცხადა მედვედევმა მოსკოვში სტუდენტებთან შეხვედრაზე. <span style="font-size: 10pt;" />„მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელთანაც არ მინდა საქმის დაჭერა, თავად გესმით, ვისზეც მაქვს საუბარი, მე მას არ შევხვდები და ხელსაც არ გავუწვდი“, – იტყობინება „იტარ-ტასი“ მედვედევის სიტყვებზე დაყრდნობით. მას მხედველობაში პრეზიდენტი სააკაშვილი ჰყავდა, რომელსაც პრეზიდენტმა მედვედევმა 2008 წელს „პოლიტიკური გვამი“ უწოდა. საქინფორმი
-
liberali.ge
-
http://rustavi2.com/news_photos/01_12/59802.jpgოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი მოსკოვში რუსეთის უშიშროების სამსახურმა დააკავა. ჯამბოლატ თედეევი სახლში აიყვანეს და მის ბინაში ჩხრეკაც ჩაატარეს. ამჟამად თედეევის ადგილსამყოფელი უცნობია. ნათესავები აცხადებენ, რომ მისი მობილური ტელეფონი გამორთულია. რუსული მედიის ცნობით, უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა ის ცხინვალის რეჟიმის მოთხოვნით დაკითხეს. ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში თედეევს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება მის მხარდამჭერთა აქციას, რომელიც ცხინვალში ე.წ. ცესკოს გადაწყვეტილებას მოჰყვა. თედეევი პრეზიდენტობის კანდიდატად არ დაარეგისტრირეს, რაც მისმა მომხრეებმა გააპროტესტეს. მისი გარემოცვა აცხადებს, რომ რეალური მოწინააღმდეგეები მას მოსკოვში ჰყავს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახით, რომელსაც არ სურს მარტის არჩევნებში კვლავ მისთვის არასასურველმა კანდიდატმა გაიმარჯვოს. View the full article
-
Desert Island Discs celebrates its 70th birthday planetanews