planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/devdariani_n_01.jpgჟურნალისტ ნანა დევდარიანის განცხადებით, ხელისუფლება წინასაარჩევნო რეჟიმში მუშაობს, ივანიშვილის კოალიციაში კი არჩვნებისადმი არხეინი დამოკიდებულებაა. ამის შესახებ ჟურნალისტმა “ITV”-ს მედიაკლუბში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხდა. დევდარიანმა “ქართული ოცნების” დატოვების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ მოძრაობაში მისვლა მისმა დიდი ხნის მეგობარმა მამუკა არშიძემ შესთავაზა. „ბიძინა ივანიშვილთან პირადი შეხვედრა არც მანამდე და არც წამოსვლის შემდეგ არ მქონია. როდესაც, ცნობილი და მდიდარი ადამიანი გამოჩნდება, მას ალყას არტყამენ და ახლოს არავის უშვებენ. ასე მოხდა ბადრი პატარკაციშვილის შემთხვევაში და ასე ხდება ახლაც”,- განაცხდა დევდარიანმა და დასძინა, რომ ყველა ლიდერი, ადრე თუ გვიან, თავისი გარემოცვის მსხვერპლი ხდება ხოლმე. მისივე ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის დაფუძნება თებერვალში იგეგმებოდა, თუმცა ამჟამად ამისათვის მზად არიან თუ არა არ იცის, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკური პარტიის ლიდერად ეკატერინე ხვედელიძის დასახელებას, დევდარიანის თქმით, ეს იძულებითი გადაწყვეტილება იყო. „ეკატერინე ხვედელიძის დასახელება იძულებითი გადაწყვეტილება იყო, რადგან ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს. როგორი პოლიტიკოსი იქნება ხვედელიძე, ამას მომავალი გვიჩვენებს,“- დასძინა დევდარიანმა. იხილეთ epn.ge
-
რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში , უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა ჩხრეკა ჩაატარეს თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მწვრთნელის, ჯამბოლათ თედეევის სახლში. ნოვაია გაზეტა აღნიშნავს, რომ აღნიშნულის მიზეზი უნდა გამხდარიყო თედეევის განზრახვა – სცადოს მიიღოს მონაწილეობა ხელახალ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ცხინვალში, მარტში უნდა გაიმართოს. საკუთარი გეგმის შესახებ თედეევმა გასულ კვირაში განაცხადა. ნოვაია გაზეტას ცნობით, ჩხრეკისას უშიშროების თანამშრომლებმა თედეევს გააცნეს გარკვეული ”ოპერატიული მასალა”, რომლის თანახმად რუსეთის ნაკრების მწვრთნელის წინააღმდეგ, შესაძლოა, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ძალისმიერი გზით დამხობის მცდელობის ბრალდებით. გასული წლის ოქტომბერში, ცხინვალში, თედეევის მომხრეებმა დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შეჭრა სცადეს. ეს მოხდა მაშინ , როცა კომისია ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად თედეევის რეგისტრაციის საკითხს განიხილავდა. კომისიამ თედეევს უარი უთხრა რეგისტრაციაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით შექმნილმა მღელვარებამ კი ცხინვალში ვითარება სერიოზულად დაძაბა. საბოლოოდ თედეევი იძულებული გახდა ცხინვალის რეგიონი დაეტოვებინა. იხილეთ tabula.geზე
-
В Ставрополе и Кисловодске будут размещены дополнительные подразделения армейского спецназа. В Минобороны РФ подчеркнули, что усиление войсковой группировки на юге России подразделениями специального назначения необходимо "в целях дальнейшего укрепления безопасности". Численность спецназа определит Генштаб. lenta.ru
-
Fashion designer Jean-Paul Gaultier has described how the late singer Amy Winehouse inspired his latest collection. planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/download-22.jpgთბილისის მერმა გიგი უგულავამ ახალი მრავალფუნქციური ობიექტი დაათვალიერა და და კომპლექსში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა. თბილისის მერის განცხადებით, თბილისში, კრიზისის შემდეგ, ყველაზე დიდი პრობლემა, სწორედ, მშენებლობებს შეექმნათ. „ ორი წლის წინ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, დავიწყეთ პროგრამა ,,ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე,” რომელიც, სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად, მიზნად ძველი შეჩერებული მშენებლობების სტიმულირებას, დასრულებას და მათ ეკონომიკურად გაცოცხლებას ისახავდა. დღეს, თუ გადავავლებთ სტატისტიკას თვალს, ვნახავთ, რომ არის რამდენიმე საერთოდ უიმედო მშენებლობა. რამდენიმეზე ჩვენ ინდივიდუალურად ვმუშაობთ, რომ გადავარჩინოთ და ქალაქში არ შეგვრჩეს გაუთავებელი, დაუსრულებელი მშენებლობები. ძირითადი უმრავლესობა, დაახლოებით, 60-70% შენობებისა, რომელიც შენდებოდა, სწორედ ამ პროგრამის საშუალებით, მოხდა მათი ახალი სიცოცხლის შთაბერვა,“- განაცხდა უგულავამ. მისივე თქმით, ბიზნეს ცენტრი ამ პროგრამის კარგი მაგალითია. „გარდა იმისა, რომ ის დასრულდა, ნებისმიერი დასრულებული მშენებლობა, რომელიც, ბიზნესის მოზიდვას და ოფისების, სხვადასხვა ტიპის ცენტრების გახსნას გულისხმობს, ავტომატურად, დამატებით სამუშაო ადგილებს ნიშნავს. აქ გაიხსნება, დაახლოებით, 15-20 კომპანიის ოფისი, რაც დამატებით ნიშნავს 300-დან 500-მდე სამუშაო ადგილს. გაიხსნა გამაჯანსაღებელი სპორტული ცენტრი, რომელიც, ასევე დამატებით, 20-25 სამუშაო ადგილს ნისნავს, ამიტომ ასეთი ტიპის მშენებლობების ხელშეწყობა დამატებით, გარდა მშენებოლობის სტადიისა, ბუნებრივია ქმნის, გრძელვადიან სამუშაო ადგილებს, რაც ჩევნს ერთ-ერთ დიდი პრობლემას და საზრუნავს წარმოადგენს,“- აღნიშნა მერმა. სამშენებლო კომპანია „ტიფლის საბურთალო“ თბილისის მერიის პროექტ: „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ პირველ ეტპში მონაწილეობდა. კომპანიამ პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკისგან 875 050 აშშ დოლარი დაფინანსება მიიღო და აფაქიძის ქუჩაზე მდებარე შეჩერებული მშენებლობა განაახლა. აშენდა ორი ბლოკისგან შემდგარი მრავალფუნქციური კომპლექსი. ერთი ბლოკი 15 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოიცავს, რომლის მშენებლობაც უკვე დასრულდა და ეტაპობრივად მოსახლეობის შესახლება მიმდინარეობს. ახალი ბინებით სულ 110 ოჯახი დაკმაყოფილდა, მათ შორის 10 ოჯახი „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში ძველი, ავარიული სახლებიდან ახალ, კომფორტულ ბინებში გადავა საცხოვრებლად. შენობის მეორე ბლოკი 16 სართულიან, მრავალფუნქციურ ბიზნეს–ცენტრს წარმოადგენს. „ტიფლის ბიზნეს ტაუერის“ პირველ სართულზე “კორ სტანდარტ ბანკის“ ფილიალი, ტურისტული სააგენტო, ნოტარიუსისა და თარჯიმნის ოფისები, დიაბეტური და დიეტური სამზარეულო, საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზები განთავსდა. პირველ სართულზე გაიხსნა ასევე გამაჯანსაღებელი ფიტნეს სპა– სალონი „ლოტუს გარდენი“, სადაც მომხმარებელი თანამედროვე ტრენაჟორებითა და სპა-კაფსულებით ისარგებლებს და ყველა სასურველ პროცედურას ადგილზე ჩაიტარებს. ბიზნეს ცენტრში ფუნქციონირებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების ოფისები. ასევე მოეწყო 15 ნომრიანი სასტუმრო, ღამის კლუბი და ბოლო მე-16 სართულზე რესტორანი. სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ ახალ ობიექტში ასობით ადამიანი დასაქმდება. კომპლექსის ეზოში გაზაფხულზე დასრულდება ჩოგბურთის კორტების, კალათბურთის სათამაშო მოედნისა და ღია საცურაო აუზის მშენებლობა. შენობის ირგვლივ და ქვეშ 200 მანქანაზე გათვლილი პარკირების ადგილი მოეწყო. „ტიფლის ბიზნეს ტაუერი“–ს მშნებლობა „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში მიღებული დაფინანსების გარდა, ყაზახეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის ინვესტიციითაც დაფინანსდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/zmcbhyt_1-300x199.jpgსაქართველოს შეიარაღებული ძალების საჩხერის სამთო სკოლის ინსტრუქტორებმა და სწრაფი რეაგირების ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა “მაღალ მთაში ექსპერიმენტალური სროლების კურსი” დაასრულეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების მთავარ მიზანს, რომელიც 9 იანვარს დაიწყო და 2 კვირის განმავლობაში ახალქალაქში, აბულის პოლიგონზე მიმდინარეობდა, მაღალმთიან რელიეფზე, რთული კლიმატური პირობების დროს საშტატო იარაღებიდან სროლის უნარ-ჩვევების დახვეწა წარმოადგენდა. კურსის ფარგლებში მსმენელებმა სხვადასხვა მანძილის სამიზნეებზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან M-4 (100-200-300 მეტრზე), ხელის ტყვიამფრქვევიდან “ნეგევი” (500 მეტრზე), და სნაიპერული შაშხანიდან “მაკმილანი” (500-1300 მეტრზე) საბრძოლო და საკვალიფიკაციო სროლები განახორციელეს. სწავლების განმავლობაში დავალებები ეტაპობრივად რთულდებოდა. საბრძოლო სროლები ზღვის დონიდან 2200 მეტრზე დაიწყო და 3200 მეტრზე დასრულდა. 2 კვირის განმავლობაში მსმენელებმა სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებთან ერთად მაღალ მთაში თოვლის საფარზე გადაადგილების ტექნიკაც დახვეწეს. სწავლების დასკვნით ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებმა ზღვის დონიდან 3365 მეტრზე მდებარე მწვერვალი აბული დალაშქრეს და საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს. იხილეთ epn.ge
-
Защита европейских членов НАТО в прошлом была главной задачей этого альянса. В настоящее время это стало почти излишним – с одним серьезным исключением. Страны Балтии (общее население которых составляет менее 7 миллионов человек) не имеют собственных военно-воздушных сил, и чтобы их создать потребуются огромные средства.
-
აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსი სამხედროების მიერ 23 იანვარს დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია. აღნიშნულის შესახებ "ლაივპრესი" იუწყება.სატვირთო ავტომანქანის მძღოლები, რომელთა ვინაობა უცნობია, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევთან, ე.წ. შემოვლით გზაზე დააკავეს, მოგვიანებით კი გალის მილიციამ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ევროპაში მცხოვრები ინგუშები აპირებენ სთხოვონ საქართველოს აღიაროს 1944 წელს ინგუში ხალხის დეპორტაცია გენოციდის ფაქტად. თბილისში გავრცელდა საქართველოს სპიკერისადმი მიმართვის ტექსტი, რომლის გადაცემასაც გეგმავენ დავით ბაქრაძისათვის. მიმართვის ავტორები ამჟამად ყველა საჭირო დოკუმენტების გაფორმებით არიან დაკავებული.ჟურნალისტებთან მოხვედრილი ტექსტის მიხედვით, მიმართვაში აღინიშნება, რომ "1944 წლის 23 თებერვალს ინგუშები ჩეჩნებთან ერთად ძალდატანებით და მთლიანად იქნენ გასახლებული ყაზახეთსა და შუა აზია... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
В лагере Путина тоже готовят массовую акцию - либо у стен Кремля, либо на Поклонной горе, причем главные активисты поддержки премьера заявляют, что никуда не собираются. Тем временем оргкомитет акции "За честные выборы" объяснил, где, как и что будет происходить. В колонны митингующих могут внедрить полицейских. newsru
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/MOLDOVIS_DELEGACIA-300x199.jpgრუსთავის ისუტიციის სახლს მოლდოვისა და უკრაინის დელეგაციები ეწვივნენ და დაათვალიერეს. იუსტიციის სამინისტროს ახალი ბრენდის კონცეფცია სტუმრებს საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ გააცნო. სტუმრებმა ქვეყანაში სახელმწიფო მომსახურების სფეროში გატარებული რეფორმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს, მომსახურების სტანდარტებისა და ხარისხის შეფასების შესაძლებლობა კი მათ სპეციალურად დელეგაციის წევრებისათვის მოწყობილი ტურის ფარგლებში მიეცათ. მოლდოვისა და უკრაინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები დაათვალიერეს და სერვისების პროცედურებს გაეცნენ. სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში გატარებული რეფორმებით და აღნიშნეს, რომ გამარტივებული პროცედურები სახელმწიფო მომსახურების სფეროში ქვეყანაში კორუფციის პრევენციის ეფექტურ მექანზმს წარმოადგენს. მოლდოვისა და უკრაინის დელეგაციის წევრები იუსტიციის სახლში ვიზიტამდე თბილისის პროკურატურის ახალი ოფისის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ. საქართველოსა და მოლდოვის პროკურატურას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს და მიზნად ისახავს კოორდინირებულ მუშაობას დამნაშავეობის, კორუფციის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ადამიანით ვაჭრობისა და განსაკუთრებით, ორგანიზებული და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ. მოლდოველი და უკარინელი პროკურორების ვიზიტი იუსტიციის სახლში იმ წარმატებული შედეგების გაცნობის მიზნით განხორციელდა, რომელსაც საქართველომ სახელმწიფო მომსახურების სფეროს რეფორმირებით მიაღწია. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/JalaRania-300x19911.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია დღეს, საქართველოში ინდონეზიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით კიევში) ნინინგ სუნინგსიჰ როჩადიატს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ინდონეზიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო წრე, ასევე, ორ ქვეყანას შორის არსებული სამართლებრივი ბაზის მდგომარეობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ინდონეზიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობასა და 2012 წლის განმავლობაში მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობაზე. შეხვედრაზე ინდონეზიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. იხილეთ epn.ge
-
15:09 26.01.2012 რადიო „ათინათმა“ FM-სიხშირეზე მაუწყებლობა ნაწილობრივ შეწყვიტა. რადიოს მოსმენა შესაძლებელია მხოლოდ ზუგდიდის ცენტრში და ისიც დაბალი ხარისხით. ამის მიზეზად რადიოს მთავარი პროდიუსერი გურამ როგავა ანძის გაძარცვას ასახელებს. http://3.bp.blogspot.com/-QU1p_rjZoHc/TyEzXlZpb9I/AAAAAAAAGBM/yKk3AodZ4tM/s200/atinati-radio-logo.jpgროგავას ინფორმაციით, წუხელ ურთას მთაზე რადიო „ათინათის“ ანძა გაძარცვეს. მოპარულია კაბელები, რამაც რადიოს მაუწყებლობის შეწყვეტა გამოიწვია. ინციდენტი 25 იანვარს, 20:30 საათისთვის, მოხდა. მომხდართან დაკავშირებით რადიო „ათინათმა“ უკვე მიმართა შესაბამის ორგანოებს. დეტალებს გამოძიება დაადგენს. როგორც რადიოს ხელმძღვანელობა ამბობს, მათთვის უცნობია, როდის განახლდება სრულფასოვანი მაუწყებლობა. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკურ ჯგუფთან კონსულტაციები. რადიოს მოსმენა კი დროებით შესაძლებელია ინტერნეტში, რადიოს ბლოგზე www.radio-atinati.blogspot.com, სადაც განთავსდება გადაცემების ჩანაწერებიც. აღსანიშნავია, რომ რადიო „ათინათი“ ერთადერთი რეგიონული რადიომაუწყებელია, რომელიც სრულად ფარავს დასავლეთ საქართველოს, ასევე, აფხაზეთის ტერიტორიას. რადიოს მილიონზე მეტი პოტენციური მსმენელი ჰყავს. "საქინფორმი" http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
ოკუპირებული აფხაზეთის ახალ ათონში სიმონ კანანელის ტაძარს უკანონო გათხრების შედეგად დანგრევა ემუქრება. ამის შესახებ იუწყება ძეგლთა დაცვის საქართველოს ეროვნული სააგენტოს უძრავი ძეგლების ატრიბუციის სამსახურის ხელმძღვანელი. გიორგი გაგოშიძემ აღნიშნა, რომ დასკვნა გაკეთებულია რუსეთის მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მონაცემების საფუძველზე."ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტაძარია. რამდენადაც ცნობილია, ეს სიმონ კანანელის საცხოვცრისია, შესაძლებელია, სამარხიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია როგორც სული... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/331.jpgსანზონაში ავეჯის დამამზადებელი საამქრო დაიწვა, რომელსაც მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, რომლებიც ხანძრის გამომწვევ მიზეზს ადგენენ. წინასწარი ინფორმაციით, საამქრო მთლიანად არის დამწვარი, მეხანძრეებმა ცეცხლის ძლიერი კერის გამო სააქმროს გადარჩენა ვერ შეძლეს. იხილეთ epn.ge
-
##video#581#0#დემი მური დაუძლურების გამო საავადმყოფოში მოათავსეს. მსახიობი კლინიკაში სასწრაფო დახმარების გამოძახების შემდეგ გადაიყვანეს. დემი მური მეუღლეს, მსახიობ ეშტონ კაჩერს ნოემბერში გაეყარა. როდესაც მური საავადმყოფოში მოათავსეს, კაჩერი ბრაზილიაში, ფოტოსესიაზე იმყოფებოდა. ფრანგულ სატელევიზიო შოუში ვანესა პარადიმ უარჰყო ჭორები მისი და ჯონი დეპის ოჯახის დანგრევის შესახებ. მსახიობის და მომღერლის განცხადებით, ჭორებს შეუძლია ზიანი მიაყენოს მის შვილებს და ოჯახის წევრებს. წყვილის დაშორების შესახებ ინფორმაცია „Us Weekly“-ში გამოქვეყნდა. ბერძენი რეჟისორი თეო ანგელოპოლუსი გარდაიცვალა 77 წლის ასაკში ათენში, სამშაბათს, 24 იანვარს. რეჟისორი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა, მას შემდეგ რაც გადასაღებ მოედანზე მოტოციკლეტი დაეჯახა. ანგელოპოლუსს კანის კინოფესტივალზე ფილმისთვის „Eternity and a Day“ ოქროს პალმის რტო გადაეცა, ასევე მოპოვებული აქვს კანის ჟიურის გრანპრი „Ulysses’ Gaze“-სთვის. ჰოლივუდის მსახიობი ჯეიმს ფარენტინო გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო გარდაიცვალა 25 იანვარს 73 წლის ასაკში. ოქროს გლობუსის მფლობელმა მსახიობმა სახელი სატელევიზიო სერიალებით გაითქვა, ფარენტინო მონაწილეობას იღებდა სერიალებში „Dynasty“, „Melrose Place“, და „ER“. ჯეფრი რაში დაასახელეს წლის ავსტრალიელად, მისი ხელოვნებისადმი გადმოკიდებულების გამო. რაში პირველი ავსტრალიელი მსახიობია რომელმაც ოსკარი მიიღო 1997 წელს ფილმისთვის „Shine“. რაში ასევე მონაწილეობს ფილმებში „The King’s Speech“ და „Shakespeare in Love“. იხილეთ tabula.geზე