Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://saqinform.ge/images/stories/analitics/soflismeurneoba.jpgთბილისი, 27 იანვარი, საქინფორმი. მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაამტკიცა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზნად თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერა, მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესება, თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის (რწმუნებულის) უფლებამოსილებათა ეფექტიანად განხორციელებაა დასახელებული. <span style="font-size: 10pt;" />სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დასაფინანსებლად 2012 წლის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი გამოიყოფა, რომელიც მთავრობის დადგენილების გათვალისწინებით, შემდეგნაირად ნაწილდება: არაუმეტეს 50-სულიანი სოფლისათვის – 2 000 ლარი; 51-დან 200 სულამდე სოფლისათვის – 4 000 ლარი; 201-დან 400 სულამდე სოფლისათვის – 5 000 ლარი; 401-დან 1 000 სულამდე სოფლისათვის – 8 000 ლარი; 1 000-ზე მეტსულიანი სოფლისათვის – 12 000 ლარი. საქინფორმი
  2. ძამბოლათ თედეევის ადვოკატმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ფსბ"-ს მიერ თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელისათვის საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გადატრიალების მოწყობის მცდელობისათვის ბრალი იქნა წაყენებული. "თავიდან ის გაჩხრიკეს როგორც მოქალაქე, შემდეგ დაკითხეს მოწმის სახით. თედეევის მიმართ საქმე აღძრული არ არის", - "Газета.Ru" - ს აუხსნა ადვოკატმა ალექსანდრე ვერშინინმა.გამოცემა აღნიშნავს, რომ "ფსბ" -ს თანამშრომლებმა "ძამბოლათ თედეევს გაურკვეველ საფუძველზე ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  3. http://rustavi2.com/news_photos/01_12/59820.jpgფინანსური მხარდაჭერის მიზნით, პოლიტიკურ პარტიებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიისთვის თანხები გამოეყოფათ, რომელიც სატელევიზიო რგოლების დასამზადებლად უნდა გამოიყენონ. კანონპროექტის მიხედვით, დამატებით სახსრებს მხოლოდ ის პარტიები მიიღებენ, რომლებიც დაფინანსებას უკვე იღებენ უკანასკნელი საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით. საკითხი ბიუროს სხდომაზე უნდა განიხილონ. ყველაზე მეტი დაფინანსება „ნაციონალურ მოძრაობას“ ერგო, რომელმაც 2010 წლის 30 მაისის თვითმართველობის არჩევნებზე ხმების 65,75% მიიღო. მმართველი პარტიის შემდეგ ყველაზე მეტს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდთან დაახლოებული პარტიები „თავისუფალი დემოკრატები“, „ხალხის პარტია“, „კონსერვატორები“ და „რესპუბლიკელები“ ჯამში - 445 316 ლარს მიიღებენ, ხოლო ცალ-ცალკე ალასანიას და უსუფაშვილის პარტიები 117 405 - 117 405 ლარს და ძიძიგურის და დავითაშვილის პარტიები 105 253 ლარს. ამასთან, „ქრისტიან-დემოკრატები“ „ქრისტიან დემოკრატების სახალხო პარტიასთან“ ერთად, ჯამში - 400 ათას ლარს მიიღებენ, ასევე „მრეწველები“ - 213 912 ლარს, „სამართლიანი საქართველოსთვის“ ასევე 115 253 ლარს, „ევროპელი დემოკრატები“ - 200 ათასი ლარს და ასევე 200 ათას ლარს მიიღებენ „ახალი მემარჯვენეები“. საერთო ჯამში კი პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო კამპანიის დროს სატელევიზიო რეკლამის დასაფინანსებლად სახელმწიფო 2 229 291 ლარს გამოყოფს. პავლე კუბლაშვილის განმარტებით, თანხის ოდენობა შემდეგნაირად ისაზღვრება - პარტიების მიერ არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება სამზე. ამასთან, გამოყოფილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600,000 ლარს. View the full article
  4. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით იგეგ­მე­ბა და­მა­ტე­ბის შე­ტა­ნა მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში. ინი­ცი­ა­ტი­ვა გუ­ლის­ხმობს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი თან­ხე­ბის გა­მო­ყო­ფას სა­ტე­ლე­ვი­ზო რეკ­ლა­მის­თვის. პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კით­ხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პავ­ლე კუბ­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით , ამ თან­ხებს მი­ი­ღე­ბენ ის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ბო­ლო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბას იღე­ბენ, თან­ხის ოდე­ნო­ბას კი მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბი გან­საზ­ღვრავს. პავ­ლე კუბ­ლაშ­ვი­ლის თქმით, სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მის­თვის და­მა­ტე­ბი­თი თან­ხე­ბის გა­მო­ყო­ფა სა­ჭი­როა სა­არ­ჩევ­ნო წელს, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის მხარ­და­სა­ჭე­რად, ” მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პარ­ტი­ე­ბის სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა ისე­თი იყოს, რომ მათ შე­ეძ­ლოთ ნორ­მა­ლუ­რი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, ეს ეხე­ბა სა­ტე­ლე­ვი­ზო რეკ­ლა­მის სა­კით­ხებს. სწო­რედ ამი­ტომ, სა­არ­ჩევ­ნო წელს პარ­ტი­ე­ბის­თვის გაჩ­ნდე­ბა სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მი სა­ტე­ლე­ვი­ზო რეკ­ლა­მის­თვის”. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბის­თვის სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის ხარ­ჯე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან და­მა­ტე­ბით 2 229 291 ლა­რი გა­მო­ი­ყო­ფა. იხილეთ tabula.geზე
  5. http://saqinform.ge/images/stories/analitics/Tavisufali-saqarTvelooo.jpgთბილისი, 27 იანვარი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატან ცვილებებს პარტია დისკრიმინაციულად მიიჩნევს. <span style="font-size: 10pt;" />პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის განცხადებით, საარჩევნო წელს პარტიების სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარავად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით დაფინანსება გამოიყოფა. შესაბამისი საკანონმდებლო ჩანაწერი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის 30-ე მუხლს დაემატება, რომელიც კანონპროექტის სახით პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე იქნება ინიცირებული. ამ თანხებს მხოლოდ ის პოლიტიკური გაერთიანებები მიიღებენ, რომლებიც უკანასკნელი საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით დაფინანსებას უკვე იღებენ. საქინფორმი
  6. ედუარდ კოკოითის რეჟიმის წინააღმდეგი მარტო ძამბოლათ თედეევი არ აღმოჩნდა, რომლის სახლიც რუსეთის "ფსბ" -ს წარმომადგენლებმა 25 იანვარს გაჩხრიკეს. მის გარდა გაჩხრეკილ იქნა ალა ჯიოევას შტაბის წარმომადგენლის - როდიონ სიუკაევის მოსკოვის ბინაც. არსებული ინფორმაციით, ის პასუხისმგებელი იყო ცსკო -თან ურთიერთობაზე და დამკვირვებელთა მუშაობის კოორდინაციაზე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებული ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების" დროს, რომლის შედეგებიც გაუქმებული იქნა ოპოზიციური კანდიდატის დამაჯერებელი გამარჯვე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  7. 13:06 27.01.2012 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა – ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში. http://1.bp.blogspot.com/-NAwE-3YFLMs/TyJyBFQw9pI/AAAAAAAAGBo/8W6V-4tKrJM/s200/cminda%2Bnino.jpgწმიდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი. ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ. წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1(19) ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს - გარდაცვალება. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  8. http://saqinform.ge/images/stories/analitics/uCenia.jpgთბილისი, 27 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების საჩხერის სამთო სკოლის ინსტრუქტორებმა და სწრაფი რეაგირების ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა მაღალ მთაში ექსპერიმენტული სროლების კურსი დაასრულეს. წვრთნები 9 იანვარს დაიწყო და 2 კვირის განმავლობაში ახალქალაქში აბულის პოლიგონზე მიმდინარეობდა. სწავლების მთავარ მიზანს მაღალმთიან რელიეფზე რთული კლიმატური პირობების დროს საშტატო იარაღებიდან სროლის უნარ-ჩვევების დახვეწა წარმოადგენდა. <span style="font-size: 10pt;" /> კურსის ფარგლებში მსმენელებმა სხვადასხვა მანძილის სამიზნეებზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან („M-4“ – 100-200-300 მეტრზე), ხელის ტყვიამფრქვევიდან („ნეგევი“ – 500 მეტრზე) და სნაიპერული შაშხანიდან („მაკმილანი“ – 500-1300 მეტრზე) საბრძოლო და საკვალიფიკაციო სროლები განახორციელეს. საქინფორმი
  9. The Queen Elizabeth Hospital in Birmingham is joining with a US charity to offer accommodation on site for the relatives of injured servicemen. planetanews
  10. http://saqinform.ge/images/stories/analitics/tuRuSiiii.jpgთბილისი, 27 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსს რეკომენდაციით მიმართავს, შეისწავლოს მოქალაქე ვახტანგ გოგოლაძისათვის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანების საკითხი და კანონშესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. <span style="font-size: 10pt;" />ომბუდსმენს განცხადებით მიმართა მოქალაქე ვახტანგ გოგოლაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანება არ ერიცხებოდა კანონიერად, რის გამოც ირღვეოდა მისი უფლებები. სახალხო დამცველი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონული ცენტრის საგადასახადო მოთხოვნა მიღებული და გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, რაც, თავის მხრივ, არღვევს ვახტანგ გოგოლაძის კანონიერ უფლებებს. საქინფორმი
  11. Dr Ruth Bender, of the Cranfield School of Management, explains why she thinks it is fair that Stephen Hester gets his bonus worth over £900,000 planetanews
  12. Freedom House პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლების მიხედვით ქვეყნების რეიტინგს აქვეყნებს, სადაც საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში არის დასახელებული, ჯამური ქულით – 7. ანგარიშში სადაო ტერიტორიების ჩამონათვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის დასახელებული.სამხ. ოსეთი არათავისუფალი (13 ქულა) ხოლო აფხაზეთი ნაწილობრივ თავისუფალი (10 ქულა) ქვეყნების ჯგუფშია. ანგარიშში სულ 12 სადაო ტერიტორია არის დასახელებული, მათ შორის მთიანი ყარაბაღი.პოლიტიკური თავისუფლება მოიცავს... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  13. ##image#7259#1#ამო­ნა­რი­დი მომ­ცრო ზო­მის ბლოკ­ნო­ტი­დან: ომ­ში ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დია, ერ­თის გარ­და – იქ, სა­ინ­ტე­რე­სოა ცხოვ­რე­ბა. გო­გი ცა­გა­რე­ლი გო­გი ცა­გა­რე­ლი 64 წლი­საა. რაც კი თა­ვი მახ­სოვს, მგო­ნი სულ ასე­თია: დი­დი სათ­ვა­ლით და თეთ­რი თმით. ახ­ლა, რო­დე­საც ჯან­მრთე­ლო­ბა ხელს აღარ უწ­ყობს, მთელ დღე­ებს სახ­ლში, ფო­ტო­ებ­თან ატა­რებს: ბეჭ­დავს, ამუ­შა­ვებს, ახა­რის­ხებს. ბევ­რი ლა­პა­რა­კი და დი­დი კამ­პა­ნი­ე­ბი არას­დროს უყ­ვარ­და. ამი­ტო­მაც ხში­რად უა­რით ის­ტუმ­რებ­და ინ­ტერ­ვი­უ­ზე მი­სულ ჟურ­ნა­ლის­ტებს. მი­უ­ხე­და­ვად იმ ტკი­ვი­ლი­სა და სიმ­ძი­მე­ე­ბი­სა, რო­მელ­შიც მი­სი პრო­ფე­სი­ის წყა­ლო­ბით ხში­რად აღ­მო­ჩე­ნი­ლა, სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი არას­დროს ყო­ფი­ლა. არც ახ­ლაა. ვერც – „ასა­კი მა­ინც თა­ვი­სას იზამს” შვე­ბა რა­მეს. სენ­ტი­მენ­ტე­ბი, აქ სრუ­ლი­ად უად­გი­ლოა. გო­გი ცა­გა­რე­ლის ობი­ექ­ტივ­ში ომს და სიკ­ვდილს ბევ­რჯერ გა­უ­ელ­ვე­ბია. მი­სი ფო­ტო­ე­ბით ბო­ლო ათ­წლე­უ­ლე­ბის შეს­წავ­ლა შე­იძ­ლე­ბა – ეს ერ­თგვა­რი მა­ტი­ა­ნეა. 80-ია­ნე­ბის ბო­ლოს გა­და­ღე­ბუ­ლი აღ­ლუ­მე­ბის და საბ­ჭო­თა ჯა­რის სე­რი­ებ­ში გრძნობ იმას, რა­ზეც ხმა­მაღ­ლა არა­ვინ სა­უბ­რობ­და და რაც არ­სად იწე­რე­ბო­და – სად­ღაც, ბნელ კუთ­ხე­ში შე­ყუ­ჟულ საფ­რთხეს და უც­ნა­ურ, აუხ­სნელ ფო­რი­აქს. 90-ია­ნე­ბი კი ახა­ლი ეტა­პია: მი­ტინ­გე­ბით, სივ­რცის გარ­ღვე­ვის სურ­ვი­ლით და უსას­რუ­ლო ომე­ბით: სა­მა­მუ­ლო, აფ­ხა­ზე­თი, ცხინ­ვა­ლი, ყა­რა­ბა­ღი, ჩეჩ­ნე­თი. ად­რე მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ,1946 წელს ცა­გა­რე­ლე­ბის ოჯახ­მა ბი­ნა რუს­თა­ველ­ზე, კა­დე­ტე­ბის კორ­პუს­ში მი­ი­ღო. მა­მა – მი­ხე­ილ მა­თეს ძე ცა­გა­რე­ლი, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს მფრი­ნა­ვი იყო. სახ­ლი, რო­მელ­შიც სამ­ხედ­რო პი­რე­ბი და მა­თი ოჯა­ხე­ბი ცხოვ­რობ­დნენ, ერთ დიდ სა­ერ­თო საც­ხოვ­რე­ბელს წარ­მო­ად­გენ­და: სა­ერ­თო საკ­ვან­ძო ოთა­ხე­ბი­თა და სამ­ზა­რე­უ­ლო­თი. მო­ბი­ნად­რე­ებს შო­რის მფრი­ნა­ვე­ბი არც ისე ბევ­რნი იყ­ვნენ. ამი­ტომ, თა­ვი­დან­ვე რა­ღაც კას­ტა­სა­ვით ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს: იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, იხ­სე­ნებ­დნენ, ხუმ­რობ­დნენ. ცა­გა­რე­ლე­ბის სარ­თულ­ზე, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გმი­რი ცხოვ­რობ­და. გმირ­თან სტუმ­რო­ბა ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო. ამას, ერ­თი ბა­ნა­ლუ­რი, მაგ­რამ ფრი­ად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზი ჰქონ­და – გმი­რი ერ­თა­დერ­თი გახ­ლდათ მთელ სახ­ლში, ვი­საც ტე­ლე­ვი­ზო­რი ჰქონ­და. მო­ლა­პა­რა­კე ადა­მი­ა­ნე­ბით სავ­სე ოთ­ხკუთ­ხე­დი ყუ­თის ნახ­ვის და ყუ­რე­ბის უფ­ლე­ბა კი, მხო­ლოდ მას, მფრი­ნავ მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლის ვაჟს ჰქონ­და. ##image#7260#1#ცა­გა­რე­ლე­ბის პრი­ვა­ტუ­ლი სივ­რცე ორად გა­ყო­ფილ პა­ტა­რა ოთახს წარ­მო­ად­გენ­და. ერ­თი ბავ­შვებს – გო­გის და მის უფ­როს დას, ლა­ლას ეკუთ­ვნო­დათ, ხო­ლო მე­ო­რე – მშობ­ლებს. წვი­მი­ან დღე­ებს დე­რეფ­ნებ­ში, პინგ-პონ­გის თა­მაშ­სა და ვე­ლო­სი­პე­დით გრი­ალ­ში ატა­რებ­დნენ. სა­შინ­ლად ბევ­რი ბავ­შვი იყო, ასამ­დე მა­ინც, ფუტ­კრე­ბი­ვით ვი­რე­ო­დი­თო. ისე­ვე რო­გორც დღე­ვან­დე­ლი – მა­შინ­დე­ლი, პა­ტა­რა გო­გი ცა­გა­რე­ლიც სათ­ვა­ლით და­დი­ო­და: მრგვა­ლი ფორ­მის სქელ ჩარ­ჩოს ვე­ლო­სი­პედს ეძახ­დნენ. კლას­ში, და­ბალ ხმა­ზე არა­ერ­თხელ გა­უ­გია – ვე­ე­ე­ლო­ო­ო­სი­იი… მფრი­ნავ მა­მას შვი­ლის­თვის ომ­ზე თით­ქმის არა­ფე­რი მო­უ­ყო­ლია. მარ­ტო ერ­თხელ, რო­დე­საც მა­მის შვე­ი­ცა­რი­უ­ლი სა­ა­თის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი შუ­შა ნა­ხა და იკით­ხა, მოკ­ლედ აუხ­სნეს, რომ შუ­შა და­ზი­ან­და, რად­გან თვით­მფრი­ნავს ცეც­ხლი მო­ე­კი­და, ყვე­ლა­ფე­რი იწ­ვო­და და რომ… მა­მამ მო­ას­წრო თვით­მფრი­ნა­ვის დას­მა და… მოკ­ლედ. სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ მა­მამ აე­რო­პორ­ტში და­იწ­ყო მუ­შა­ო­ბა. დი­ლით უთე­ნია გა­დი­ო­და და უკან გვი­ან ბრუნ­დე­ბო­და. ანუ სახ­ლში მა­შინ იყო, რო­ცა ბავ­შვებს ეძი­ნათ. მის აღ­ზრდა­ში დი­დი რო­ლი დამ შე­ას­რუ­ლა. ის ას­წავ­ლი­და მა­გი­დას­თან ჯდო­მის წე­სებს, და­ნა-ჩან­გლის და­ჭე­რას, სწო­რად მოქ­ცე­ვას… 8 წლით უფ­რო­სი იყო! სამ­ხედ­რო­ე­ბის კორ­პუს­ში რუ­სე­ბი ცხოვ­რობ­დნენ და, რა თქმა უნ­და, ყვე­ლა რუ­სუ­ლად ლა­პა­რა­კობ­და. დე­და ჩრდი­ლო ოსე­თი­დან იყო. მარ­თა­ლია, ქარ­თუ­ლი იცო­და, მაგ­რამ რუ­სუ­ლად უკეთ სა­უბ­რობ­და. ერთ დღეს მა­მამ სი­ურ­პრი­ზი აღ­მო­ა­ჩი­ნა, მი­სი ვა­ჟი სრუ­ლე­ბით ვერ ლა­პა­რა­კობ­და ქარ­თუ­ლად. უფ­რო მე­ტიც – არც ეს­მო­და. ამი­ტომ, გო­გის სას­წრა­ფოდ გა­მო­უ­წე­რეს ყო­ვე­ლი ზაფ­ხუ­ლის მა­მის ნა­თე­სა­ვებ­თან, ქუ­თა­ის­ში გა­ტა­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ქუ­თა­ის­ში სა­ზაფ­ხუ­ლო-გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი ხა­სი­ა­თის სტუმ­რო­ბე­ბი­სა, ქარ­თუ­ლი მი­სი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ენა მა­ინც ვერ გახ­და – უკ­ვე დი­დი ვი­ყა­ვი და აქ­ცენ­ტი ვერ გა­დავ­ლა­ხეო. სამ­შე­ნებ­ლო­ზე ჩა­ა­ბა­რა, სან­ტექ­ნი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე – ვერ გეტ­ყვი, რომ ეს ჩე­მი მო­წო­დე­ბა იყო, მაგ­რამ ასე მოხ­დაო. მე­რე მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე გა­იც­ნო, ირაკ­ლიც გა­უჩ­ნდათ და ერთ დღეს, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, ხელ­ში ცო­ლის ფო­ტო­ა­პა­რა­ტი – ზე­ნი­ტი აი­ღო, ირაკ­ლის გა­და­ვუ­ღე­ბო. ირაკ­ლის გა­და­ღე­ბით დაწ­ყე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი დღემ­დე გრძელ­დე­ბა. ფო­ტოგ­რა­ფია ისაა, რაც გო­გი ცა­გა­რელ­მა 32 წლის ასაკ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა. „რო­დის, ამას არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, – მე­უბ­ნე­ბა მი­სი მე­გო­ბა­რი და კო­ლე­გა გუ­რამ წი­ბა­ხაშ­ვი­ლი, – რომ არა 32 წლის ასაკ­ში, ის მა­ინც მი­ვი­დო­და ფო­ტოგ­რა­ფი­ამ­დე, 35-ის, 40-ის, მე­რე”. ##image#7261#1#ომე­ბი გუ­რამ წი­ბა­ხაშ­ვი­ლი: “გო­გი ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი იყო, რო­მელ­მაც აფ­ხა­ზე­თის ომი გა­და­ი­ღო. რო­გორც კა­პა მი­დი­ო­და გა­და­სა­ღე­ბად, ზუს­ტად ისე წა­ვი­და, ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლად იო­მა და ჩა­მო­ვი­და. გო­გი ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბო­და რომ ომი ად­ვი­ლი გა­და­სა­ღე­ბია. რად­გან ამ დროს ყვე­ლა­ფე­რი ზე­და­პირ­ზე ამო­დის, შენ უბ­რა­ლოდ თი­თი უნ­და აჭი­რო ღი­ლაკ­სო”. ომ­ში წას­ვლა არა­ვის და­უ­ვა­ლე­ბია. მარ­ტი­ვია, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არა­ვინ აი­ღებ­და სა­კუ­თარ თავ­ზე. ეს, შე­ნი არ­ჩე­ვა­ნი იყო. არ­ჩე­ვა­ნი, რო­მელ­საც რე­დაქ­ტო­რე­ბი სი­ხა­რუ­ლით და­თან­ხმდნენ. არ ვი­ცი, შე­იძ­ლე­ბა სუ­ლაც ერ­თხელ წას­ვლას გეგ­მავ­და, მაგ­რამ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, აფ­ხა­ზე­თის 12-თვი­ან ომ­ში, ფო­ტოგ­რაფ­მა გო­გი ცა­გა­რელ­მა 3-4 თვე გა­ა­ტა­რა. ამო­ნა­რი­დი რვე­უ­ლი­დან: “ხა­ინ­დრა­ვას ფილ­მი ვნა­ხე. ამ ფილ­მმა გა­მახ­სე­ნა ის ის­ტო­რია, რაც ომის მე­რე, 2 წლის შემ­დეგ და­მე­მარ­თა. ტე­ლე­ვი­ზორ­ში აჩ­ვე­ნებ­დნენ ომის კად­რებს, საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებს. ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ სრულ უსაფ­რთხო­ე­ბა­ში, ვიგ­რძე­ნი სა­ზიზ­ღა­რი, წე­ბო­ვა­ნი, პა­ნი­კუ­რი ში­ში. არა­და, აფ­ხა­ზეთ­ში გა­და­მი­ღია მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რივ შიშს ვგრძნობ­დი ხოლ­მე, რო­მე­ლიც მუ­შა­ო­ბა­ში ხელს არ მიშ­ლი­და და რო­მელ­საც ომ­ში თით­ქმის ყო­ველ­თვის გრძნობ. ში­ში, რო­მელ­საც ეჩ­ვე­ვი და რო­მე­ლიც სრუ­ლე­ბით არ მოქ­მე­დებს შენს ქცე­ვა­ზე. და აი აქ, ახ­ლა, ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ, კი­ნა­ღამ მოვ­კვდი ში­შის­გან”. ამას პოს­ტტრავ­მა­ტუ­ლი ში­ში ჰქვია. ეს ადა­მი­ან­ში დარ­ჩე­ნი­ლი გრძნო­ბაა, რო­მე­ლიც არ იყო გა­რეთ გა­მო­სუ­ლი. გა­გივ­ლის – მოგ­ვი­ა­ნე­ბით ასე აუხ­სნა ექიმ­მა. ##image#7262#1#აფ­ხა­ზე­თამ­დე, პირ­ვე­ლი ნამ­დვი­ლი ომი თბი­ლი­სის იყო. დი­ლის 7 სა­ათ­ზე და­უ­რე­კეს – გო­გი, და­იწ­ყოო. ტაქ­სიმ შორს გა­უ­ჩე­რა. რუს­თა­ვე­ლი ფე­ხით გა­ი­ა­რა და კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის სახ­ლთან გა­ჩერ­და, რამ­დე­ნი­მე ფო­ტოგ­რა­ფი და­ი­ნა­ხა. ფო­ტო უნ­და გა­და­ე­ღო, მაგ­რამ უცებ მიხ­ვდა, რომ ვერ შეძ­ლებ­და – ხე­ლე­ბი უკან­კა­ლებ­და. არ ახ­სოვს ზუს­ტად რა­ზე ფიქ­რობ­და, მაგ­რამ ხე­ლებს ვერ აჩე­რებ­და. ამი­ტომ მუხ­ლზე დად­გა, ცა­ლი ხე­ლით აპა­რა­ტი მო­ი­მარ­ჯვა, მე­ო­რის იდაყ­ვი მუხლს და­აყ­რდნო და ობი­ექ­ტივ­ში გა­ი­ხე­და. კან­კა­ლი მა­ლე გა­ვი­და, აღა­რას­დროს დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. ში­შით შე­ში­ნე­ბია, მაგ­რამ კან­კა­ლი? არას­დროს. ასე და­იწ­ყო ომე­ბი. სო­ხუმ­ში გვარ­დი­ას­თან ერ­თად შე­ვი­და. რო­დე­საც მიხ­ვდა, რომ ქა­ლა­ქი აფ­ხა­ზე­ბის­გან დაც­ლი­ლი იყო, ჯარს ჩა­მო­შორ­და და მარ­ტომ და­იწ­ყო ბო­დი­ა­ლი. თბი­ლის­ში მხო­ლოდ დრო­დად­რო, გა­და­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლის ჩა­მო­სა­ტა­ნად ბრუნ­დე­ბო­და, 2 კვი­რა ჩერ­დე­ბო­და. ამ დროს არა­ფერს აკე­თებ­და, არა­ფერს იღებ­და. ვერ ვი­ღებ­დიო. მე­რე, ისევ უკან მი­დი­ო­და. რა­ტომ? ამა­ზე პა­სუ­ხი არც გო­გის აქვს და არც იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც უკან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. ად­რე­ნა­ლი­ნი? სი­სუ­ლე­ლეა, არა, ეგ არა­ფერ შუ­ა­ში­აო. მაგ­რამ რა­ტომ? პა­სუ­ხი მა­ინც არ არის. შენ, უბ­რა­ლოდ, ბრუნ­დე­ბი უკან. თვით­მფრი­ნავ­ში ად­გი­ლე­ბი მუ­დამ და­კა­ვე­ბუ­ლი იყო: სამ­ხედ­რო­ე­ბი, სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი, დაჭ­რი­ლე­ბი… ზო­გიც ფეხ­ზე იდ­გა. ხში­რად უმ­გზავ­რია ასე, ფეხ­ზე, ხე­ლე­ბით რა­ღა­ცა­ზე მო­ჭი­დე­ბულს. ეგ არა­ფე­რი, თვით­მფრი­ნა­ვე­ბი გა­უ­მარ­თავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დაფ­რი­ნავ­დნენ, ჰო­და, მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე დაჯ­დო­მი­სას იწ­ყე­ბო­და, რო­დე­საც კა­ბი­ნი­დან მფრი­ნა­ვი გა­მო­ვარ­დე­ბო­და და ყვი­რო­და: აბა, ყვე­ლა კუ­დი­სა­კენ, კუ­დი­სა­კენ! თვით­მფრი­ნა­ვის კუდ­ში მი­ქუჩ­დე­ბოდ­ნენ ხოლ­მე. სწო­რედ ასეთ დროს ხვდე­ბი რა უსუ­სუ­რი ხარ, რომ შენ­ზე არა­ფე­რია და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რო­დე­საც გარ­შე­მო ის­ვრი­ან, იქ იმას მა­ინც ფიქ­რობ – რას ამო­ე­ფა­რო, სად და­ი­მა­ლო. აქ კი… ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად, თვით­მფრი­ნავ­ში ილო­ცა. სო­ხუ­მის და­ცე­მა­ზე ჯერ ხმა­მაღ­ლა არა­ვინ ლა­პა­რა­კობ­და. უბ­რა­ლოდ გა­უკ­ვირ­და, რო­დე­საც თვით­მფრი­ნავ­ზე – აღარ დაფ­რი­ნავ­სო – მი­ი­ღო პა­სუ­ხად. მა­ინც წა­ვი­და. თბი­ლი­სი-კო­პიტ­ნა­რი და იქი­დან ოჩამ­ჩი­რე. სო­ხუმ­ში მოხ­ვედ­რას რომ ვე­ღარ შეძ­ლებ­და, ამას იმ დღეს­ვე მიხ­ვდა, რო­დე­საც ყარ­ყა­რაშ­ვი­ლის და მი­სი ჯა­რის­კა­ცე­ბის სა­ხე­ე­ბი და­ი­ნა­ხა – ბევ­რნი იყ­ვნენ, სა­ნა­პი­როს მო­უყ­ვე­ბოდ­ნენ. ##image#7263#1#29 სექ­ტემ­ბერს, ოჩამ­ჩი­რი­დან ბო­ლო მა­ტა­რებ­ლით წა­მო­ვი­და. გზად ჯა­რის­კა­ცე­ბი ამო­ვიდ­ნენ. ყვე­ლა დაჭ­რი­ლი იყო. ერ­თი კი, მის წინ იჯ­და და შე­უ­ჩე­რებ­ლად ბუტ­ბუ­ტებ­და – 100 ვი­ყა­ვით, 25 დავ­რჩით, 100 ვი­ყა­ვით, 25 დავ­რჩით. ბო­ლოს, ოფი­ცერ­მა მაგ­რად შე­უყ­ვი­რა. გა­ჩუმ­და. “ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც იცის, რომ შე­იძ­ლე­ბა მოკ­ვდეს, აღარ იწ­ყებს პრან­ჭვას. წვრილ­მა­ნი ყვე­ლა­ფე­რი გტო­ვებს და შიშ­ვე­ლი რჩე­ბი. ის ნამ­დვი­ლი ხდე­ბა. კარ­გი უფ­რო კარ­გი, ცუ­დი – უფ­რო ცუ­დი. კვა­ლი? ალ­ბათ სი­ცოც­ხლე-სიკ­ვდილს სხვა­ნა­ი­რად უყუ­რებ. იაკ 40-ით მოვ­ფრი­ნავ­დით. მიც­ვა­ლე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცი იწ­ვა გა­და­წო­ლილ სკა­მებ­ზე, ილუ­მი­ნა­ტორ­თან. გვერ­დზე 15 წლის ბი­ჭი ეჯ­და, რო­მე­ლიც ჩუ­მად ტი­რო­და. მი­სი ძმა იყო. ბი­ჭის თავ­თან, ფეხ­ზე ვი­დე­ქი. გარ­შე­მო კი მთვრა­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი იცი­ნოდ­ნენ, ერ­თო­ბოდ­ნენ, სახ­ლებ­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ! ად­რე მიკ­ვირ­და, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზი­ით ომ­ში ჩარ­თულ ქვეყ­ნებს ვუ­ყუ­რებ­დი, არ მეს­მო­და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ომ­თან ერ­თად იც­ხოვ­რო, გიყ­ვარ­დეს… ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რამ ყო­ფი­ლა. ჩვენც ასე ვი­ყა­ვით. დავ­ბრუნ­დე­ბო­დი თუ არა? არა. სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი ნამ­დვი­ლად არ ვარ, მაგ­რამ თუ ოდეს­მე დაგ­ვი­ლაგ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, საქ­მე­ზე წა­ვალ. ისე არა, სი­ა­მოვ­ნე­ბას ვერ მი­ვი­ღებ”. აფ­ხა­ზე­თის ომის შემ­დეგ დი­დი ხა­ნი ვე­რა­ფერს იღებ­და. ნა­ხე­ვა­რი წე­ლი თით­ქმის სულ სვამ­და. არაფ­რის გა­და­ღე­ბა არ უნ­დო­და – ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან უინ­ტე­რე­სო­აო. ეს გრძელ­დე­ბო­და მა­ნამ­დე, სა­ნამ არ გა­მოჩ­ნდა ყა­რა­ბა­ღი და ჩეჩ­ნე­თი. ##image#7264#0#იყო დრო… იყო დრო, რო­დე­საც სახ­ლის კედ­ლებ­ზე ომ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი ჰქონ­და გაკ­რუ­ლი. ახ­ლა კი ომს, ცა­გა­რე­ლე­ბის ბი­ნა­ში მხო­ლოდ ერ­თი, პა­ტა­რა კუთ­ხე უკა­ვია. სა­ხე არ მო­ჩანს, მაგ­რამ მიყ­ვე­ბა, რომ ეს ჩე­ჩე­ნი ლა­ბა­ზა­ნო­ვის ერთ-ერ­თი ბო­ე­ვი­კია. კად­რში ია­რა­ღით ას­ხმულ გულ­მკერდს ხე­დავ. და­ღუ­პუ­ლი იქ­ნე­ბაო – მით­ხრა, სად­ღაც გა­მო­უც­ხა­დე­ბი­ათ, ლა­ბა­ზა­ნო­ვის მთე­ლი პირ­ვე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა და­ღუ­პუ­ლა. კა­ცი ვი­ო­ლო­ნო­თი კი ბო­რი­სია. იმ დღეს ბევრს მარ­ხავ­დნენ. ბო­რი­სი სა­საფ­ლა­ო­ზე და­დი­ო­და და უკ­რავ­და. ყა­რა­ბა­ღის ომ­ში შვი­ლი და­ღუპ­ვია. ჯერ მის­თვის უკ­რავ­და, მე­რე კი, ყო­ველ­დღე ამო­დი­ო­და და ყვე­ლა გარ­დაც­ვლი­ლის­თვის, რა­ი­მე სევ­დი­ანს და­უკ­რავ­და ხოლ­მე. სა­პო­ნი, ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დი და ჯაგ­რი­სი – ასე გა­მო­დი­ო­და ყო­ველ­დღე სახ­ლი­დან. არა­ფერს გეგ­მავ­და, მაგ­რამ ეს იყო დრო, რო­დე­საც სა­დილ­ზე გა­სულ­მა არ იცო­დი, სად ამო­ყოფ­დი თავს. რომ ჰკით­ხო, რო­გორ გა­დარ­ჩა ამ­დენ ომ­ში, გი­პა­სუ­ხებს – არას­დროს მი­ფიქ­რია ცუდ­ზეო. მარ­თა­ლია, ერ­თხელ გვერ­დზე ზარ­ბა­ზან­მა უეც­რად გა­ის­რო­ლა და მე­ო­რედ, თმე­ბით იგ­რძნო რი­კო­შე­ტით წა­მო­სუ­ლი ტყვია, მაგ­რამ არა­ფე­რი, ცო­ტა ხნით ჩა­ი­კე­ცა – ფე­ხე­ბი თით­ქოს ბამ­ბის გა­მიხ­დაო, მე­რე წა­მოდ­გა და გზა გა­ნაგ­რძო. „იყო დრო, ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ­დი და თა­ვი მა­გარ რე­პორ­ტი­ო­რად მომ­ქონ­და. არას­დროს გა­და­მი­ღია მზის ჩას­ვლა-ამოს­ვლე­ბი-მეთ­ქი. სი­სუ­ლე­ლეა. უნ­და გა­და­მე­ღო. ლა­მა­ზია”. მე­რე ანუ ახ­ლა მე­რე დი­ა­ბეტ­მა ბევ­რი რამ გა­ა­ფუ­ჭა. გულ­ზეც და­ეწ­ყო პრობ­ლე­მე­ბი. 2002 წელს ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა, მაგ­რამ მა­ლე ისევ სა­ო­პე­რა­ციო გახ­და. რად­გან წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე სჭირ­დე­ბო­და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­წო­ლა, ვერ­სად იმუ­შა­ვებ­და. თა­ვად გა­დაწ­ყვი­ტა ასე – უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბო­და, მუ­შა­ო­ბა და­მეწ­ყო და მე­რე უცებ, ვინ­მეს­თვის იმე­დე­ბი გა­მეც­რუ­ე­ბი­ნაო. 2008 წლის 30 ივ­ლისს ინ­ფარ­ქტი ჰქონ­და. ომს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, პა­ლა­ტა­ში შეხ­ვდა. ირაკ­ლის პა­ტა­რა მიმ­ღე­ბი მო­ა­ტა­ნი­ნა. რა­დი­ო­თი უს­მენ­და. ავად­მყო­ფო­ბის გა­მო დო­კუ­მენ­ტუ­რი ფო­ტოგ­რა­ფია ცო­ტა ხნით და­ი­ვიწ­ყა. ახა­ლი გა­ტა­ცე­ბა იპო­ვა – ძვე­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით ფო­ტო­ე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბა-და­ბეჭ­დვა. ყი­დუ­ლობ­და აკ­ვა­რე­ლის ქა­ღალდს, კვერ­ცხის ცი­ლით ამუ­შა­ვებ­და და ხდი­და მას შუქ­მგრძნო­ბი­ა­რეს, ჩარ­ჩო­საც და­შუ­ქე­ბით აკე­თებ­და… თი­თო ფო­ტოს 2-3 დღე მა­ინც მიჰ­ქონ­და. ერთ კე­დელ­ზე აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი ომის გვერ­დით, მთელ ოთახ­ში, ამ ტექ­ნი­კით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­ტურ­მორ­ტე­ბია ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი. არ უნ­და ჰკით­ხო რო­მე­ლი მოს­წონს უფ­რო და, მით უმე­ტეს, სად არის გო­გი ცა­გა­რე­ლი. აი, იქო, გეტ­ყვის და ხელს იმ ერ­თი კედ­ლის­კენ გა­იშ­ვერს. ##image#7265#1#აღარ მი­კით­ხავს რო­გორ გა­მო­ი­ა­რა ამ­დე­ნი ომი ადა­მი­ან­მა, რო­მელ­საც და­ა­ვა­დე­ბა სჭირს; რა­საც თა­ვად, ფსი­ქოზს უწო­დებს. ჯა­რის მე­რე და­ე­მარ­თა. სულ იბანს ხე­ლებს, სულ. და ეს მარ­ტო საჭ­მლის მი­ღე­ბას არ უკავ­შირ­დე­ბა – „ჩემს კარ­დი­ო­ლოგ­თან რომ მივ­დი­ვარ, ხე­ლებს იბანს და მიჩ­ვე­ნებს – აი, ნა­ხე, და­ვი­ბა­ნეო”. გუ­რამ წი­ბა­ხაშ­ვი­ლის­გან კი დი­დი ხა­ნია აღარ მო­აქვს ის წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კი­ბე­ებ­ზე უწ­ყვია და მის სა­ხე­ლოს­ნო­ში, პერ­სო­ნა­ლუ­რი პირ­სა­ხო­ციც კი აქვს. არ უყ­ვარს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი – ასე მგო­ნია, ვი­ღა­ცას თო­კით ვუ­ჭე­რი­ვარ. ავად­მყო­ფო­ბის გა­მო, მხო­ლოდ ცო­ლის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით ავი­ღეო. არ უყ­ვარს კე­პი – ფო­ტოგ­რა­ფებს გვერ­დი­თი ხედ­ვა აქვთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და კე­პი მზღუ­დავ­სო. არას­დროს უს­წავ­ლია და უს­წავ­ლე­ბია ფო­ტოგ­რა­ფია – თვლის, რომ ის, უბ­რა­ლოდ, არ ის­წავ­ლე­ბა. ად­რე თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო თუნ­დაც ღა­მის 2 სა­ათ­ზე მი­სუ­ლი­ყო ვინ­მეს­თან, გა­ეღ­ვი­ძე­ბი­ნა და ეთ­ქვა – გა­მარ­ჯო­ბა, უნ­და გა­და­გი­ღო. ახ­ლა კი… იმ დღეს დე­ზერ­ტი­რებ­ში იდ­გა და 30 წუ­თი კა­მე­რა ვერ ამო­ი­ღო, ეტ­ყო­ბა გა­და­ვეჩ­ვი­ეო – ხალ­ხთან კონ­ტაქ­ტი ად­რე უფ­რო მი­ად­ვილ­დე­ბო­და, არც კი ვფიქ­რობ­დი მათ რე­აქ­ცი­ა­ზე. ახ­ლა უფ­რო და უფ­რო რთუ­ლი ხდე­ბა, უხერ­ხუ­ლია მა­თი შე­წუ­ხე­ბაო. უყ­ვარს შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ია­პო­ნუ­რი პო­ე­ზია და პრო­ზა. ძა­ლი­ან ხა­ტო­ვა­ნია, რა­საც კით­ხუ­ლობ, იმას თვალ­ნათ­ლივ ხე­და­ვო. ფო­ტოგ­რა­ფი­ას ადა­რებს. ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად თავს სახ­ლში გრძნობს. ფო­ტო­ებ­ზე უნ­და მუ­შა­ობ­დეს. აი, მა­შინ “შტაბ­შია”, თა­ვის “შტაბ­ში”. ახ­ლა­ხან პა­ტა­რა კა­მე­რა იყი­და. დო­კუ­მენ­ტურ ფო­ტოს და­ვუბ­რუნ­დიო. ისე­თი პა­ტა­რაა, რომ ამით არა­ვინ აღ­მიქ­ვამს სე­რი­ო­ზუ­ლად და ქუ­ჩის გა­და­ღე­ბე­ბის­თვის გა­მო­მად­გე­ბაო. ლა­ბო­რა­ტო­რია სა­ძი­ნე­ბელ­ში აქვს. უფ­რო სწო­რად, სა­ძი­ნე­ბე­ლი აქვს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. სა­წო­ლის თავ­ზე მე­გობ­რე­ბის: გუ­რამ წი­ბა­ხაშ­ვი­ლის, იუ­რა მე­ჩი­თო­ვის, ალექ­სან­დრე სა­ა­კო­ვის და მი­ხე­ილ ნას­ბერ­გის ნა­ჩუ­ქა­რი ფო­ტო­ე­ბი კი­დია. სა­წო­ლის გვერ­დზე მა­გი­დაა, რო­მელ­საც ასაწ­ყო­ბი ლე­გო­სა­ვით რა­ღა­ცე­ბი ეშ­ლე­ბა-ეზ­რდე­ბა და დიდ­დე­ბა. ზედ გრძე­ლი გა­მა­დი­დე­ბე­ლია მი­მაგ­რე­ბუ­ლი. კარ­ზე აკ­რუ­ლი ქა­ღალ­დი, გა­რე­დან შე­მო­სუ­ლი სი­ნათ­ლის­გან იცავს და­სა­ბეჭ­დად გამ­ზა­დე­ბულ ფო­ტო­ებს. აქ­ვე, კე­დელ­ზე წი­თე­ლი შუ­ქი აქვს და­ყე­ნე­ბუ­ლი. ამ ფო­ტო­ზე მი­სი ოც­ნე­ბის სახ­ლია, მან­გლის­შია გა­და­ღე­ბუ­ლი – ნის­ლი, ტყე და ქვით ნა­შე­ნი ძვე­ლი სახ­ლია. ფა­სიც გა­ი­გო, მაგ­რამ ძვი­რი­აო. მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს კი, მა­მა­კა­ცის შავ-თეთ­რი ფო­ტოა. შავ-თეთ­რიც არაა, სიძ­ვე­ლის­გან თით­ქმის სულ ყვი­თე­ლია. წარ­მო­სა­დე­გი გა­რეგ­ნო­ბა აქვს. შე­იძ­ლე­ბა ცო­ტა მკაც­რიც. ტყა­ვის ქურ­თუკ­ში და თხელ ტყა­ვის ქუდ­შია, მფრი­ნა­ვის სათ­ვა­ლით შუბ­ლზე… მას­თან ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა არას­დროს ჰქო­ნია. არ უმე­გობ­რი­ათ. ის თით­ქოს დგამ­და რა­ღაც ნა­ბი­ჯებს, ეს კი… ნაკ­ლე­ბად, თით­ქმის არა. ამას ახ­ლა ხვდე­ბა, რო­ცა თვი­თონ გახ­და მა­მა. მაგ­რამ, იცი რა, ამ ბო­ლო დროს ხში­რად იჭერს ხოლ­მე სა­კუ­თარ თავ­ში მის ჟეს­ტებს, მა­ნე­რებს. რა ვი­ცი, სა­ი­დან­ღაც მო­ვი­დაო… თით­ქოს და­ემ­სგავ­სა კი­დეც. თან, მა­მის არ იყოს, ისიც იბ­რძო­და, ოღონდ სხვა­ნა­ი­რად. ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლად. ჩუ­მად. იხილეთ tabula.geზე
  14. ##image#7266#1#რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში, ეზოს მხრი­დან, თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან თუ შეხ­ვალთ და კი­ბე­ებს აუყ­ვე­ბით, დე­რე­ფან­ში აღ­მოჩ­ნდე­ბით. აქ რამ­დე­ნი­მე კა­რია. ერ­თი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ღი­აა. შეს­ვლის­თა­ნა­ვე რაც თვალ­ში მოგ­ხვდე­ბათ, დი­დი, თეთ­რი ეკ­რა­ნია. ეს, ქარ­თუ­ლი ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რის სა­რე­პე­ტი­ციო ად­გი­ლია. ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის უძ­ვე­ლე­სი ფორ­მაა. ის თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხით 1500 წელ­ზე მე­ტი ხნის წინ წარ­მო­იშ­ვა. თუმ­ცა ჯერ კი­დევ ქვის ხა­ნა­ში, გა­მოქ­ვა­ბუ­ლებ­ში, ცეც­ხლის გარ­შე­მო შე­მომ­სხდა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, კედ­ლებ­ზე სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლით თუ სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ფი­გუ­რე­ბით ჩრდი­ლებს გა­მო­სა­ხავ­დნენ. ეს იყო ერ­თგვა­რი ად­რე­უ­ლი ფორ­მა „წარ­მოდ­გე­ნის”, რო­მელ­მაც ფეს­ვე­ბი აზი­ა­ში, კერ­ძოდ – ინ­დო­ეთ­სა და ჩი­ნეთ­ში გა­იდ­გა. დღეს ამ ქვეყ­ნებ­ში სპექ­ტაკ­ლის სი­უ­ჟე­ტე­ბი, ძი­რი­თა­დად, ტრა­დი­ცი­ულ კულ­ტუ­რას­თა­ნაა შერ­წყმუ­ლი და ად­გი­ლობ­რივ ფოლ­კლორს, ზღაპ­რებ­სა და ლე­გენ­დებს ეყ­რდნო­ბა. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში თე­ატ­რის ეს სა­ხე­ო­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხით თურ­ქეთ­ში, სა­ბერ­ძნეთ­სა და და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში გავ­რცელ­და და ბო­ლოს უკ­ვე მთე­ლი მსოფ­ლიო მო­იც­ვა. ძი­რი­თა­დად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მა­რი­ო­ნე­ტე­ბის ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რი, რო­მელ­შიც მუ­ყა­ოს­გან, ხის­გან, პლას­ტმა­სის­გან და ბუმ­ბუ­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ბრტყე­ლი ფი­გუ­რე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. სპექ­ტაკ­ლის­თვის სულ სა­მი დე­ტა­ლია სა­ჭი­რო: თეთ­რი ეკ­რა­ნი, ძლი­ე­რი გა­ნა­თე­ბა ჩრდი­ლის მკვეთ­რად გა­მო­სავ­ლე­ნად და ჯოხ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი ფი­გუ­რე­ბი, რომ­ლებ­საც მსა­ხი­ო­ბე­ბი მარ­თა­ვენ. ქარ­თულ ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რშიც ტრა­დი­ცი­უ­ლი ეკ­რა­ნი და გა­ნა­თე­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ ფი­გუ­რებს მსა­ხი­ო­ბე­ბი ანაც­ვლე­ბენ – მთა­ვარ როლ­ში, არც მე­ტი, არც ნაკ­ლე­ბი, მა­თი ხე­ლე­ბია. გა­ნა­თე­ბა ჩარ­თუ­ლია. თეთ­რი ეკ­რა­ნის მიღ­მა, სა­ფე­ხუ­რებ­ზე ერ­თმა­ნეთს 11 მსა­ხი­ო­ბი ენაც­ვლე­ბა. მა­ყუ­რე­ბელ­თა თვალ­წინ, ხე­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბი, მცე­ნა­რე­ე­ბი, მწე­რე­ბი და ათას­გვა­რი ფი­გუ­რე­ბი ცოც­ხლდე­ბი­ან. ეს „ბუდ­გრუ­გა­ნა-გაგ­რაა” – ქარ­თუ­ლი ხე­ლის ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რი. ბუდ­რუ­გა­ნა ტა­ა­ტი­თა და ჭრი­ა­ლით მო­სი­ა­რუ­ლე ეტლს ნიშ­ნავს. 1982 წელს ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის, მსა­ხი­ო­ბი­სა და დრა­მა­ტურ­გის გე­ლა კან­დე­ლა­კის მი­ერ შექ­მნი­ლი თე­ატ­რის თავ­და­პირ­ვე­ლი იდეა ხომ სწო­რედ ამ ტრან­სპორ­ტით სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე ძნე­ლად მი­საღ­წევ სოფ­ლებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­სა და იქ მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის თო­ჯი­ნე­ბის სპექ­ტაკ­ლის ჩვე­ნე­ბა­ში მდგო­მა­რე­ობ­და. მთა­ვა­რი მი­ზა­ნი რე­გი­ო­ნებ­ში კულ­ტუ­რუ­ლი ვა­კუ­უ­მის შევ­სე­ბა იყო. თუმ­ცა, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­მო, სა­ჭი­რო რეკ­ვი­ზი­ტის შე­ძე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა და ამი­ტო­მაც ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბის მო­ძი­ე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ რე­ჟი­სორ­მა და მსა­ხი­ო­ბებ­მა ჩრდი­ლე­ბით ექ­სპე­რი­მენ­ტებს მი­მარ­თეს. აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩრდილს არა­ნაკ­ლე­ბი გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი უნა­რი აქვს, ვიდ­რე თო­ჯი­ნას ან მა­რი­ო­ნეტს. „თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი თით­ქოს თა­ვი­სუ­ფა­ლი არი­ან დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბის სხე­უ­ლის­გან, მა­ტე­რი­ის­გან. ისი­ნი ხომ მხო­ლოდ ჩრდი­ლე­ბის სა­ხით ჩნდე­ბი­ან მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე. ამა­ვე დროს, ტრა­დი­ცი­უ­ლი ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რის გმი­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მათ სუ­ლი აქვთ, რად­გან ადა­მი­ა­ნის ხე­ლის ჩრდი­ლე­ბი არი­ან და არა მუ­ყა­ოს­გან გა­მოჭ­რი­ლი ფი­გუ­რე­ბი. ჩვენს წარ­მოდ­გე­ნებ­ზე გა­წე­უ­ლი შრო­მა არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ დრა­მა­ტულ სპექ­ტაკ­ლზე მუ­შა­ო­ბის­გან. ამა­ვე დროს, ჩე­მი აზ­რით, ამ თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბა უფ­რო რთუ­ლია, რად­გან სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის გად­მო­სა­ცე­მად მი­ნი­მა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გაქვს. ვერ იყე­ნებ ემო­ცი­ის გა­მო­ხატ­ვის მთა­ვარ ია­რაღს – თვა­ლებს, მი­მი­კას. მთლი­ა­ნად კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ხარ იმ როლ­ზე, რო­მელ­საც ას­რუ­ლებ. ეკ­რა­ნი მცი­რე ზო­მი­საა. თი­თო­ე­უ­ლი მი­ლი­მეტ­რი გათ­ვლი­ლია. თუ სპექ­ტაკ­ლზე სამ­სა­ხი­ო­ბო დასს ერ­თი წევ­რი მა­ინც აკ­ლია, წარ­მოდ­გე­ნა ვერ იმარ­თე­ბა. ჩვენ არ გვყავს დუბ­ლი­ო­რე­ბი. რო­დე­საც მსა­ხი­ო­ბი დასს ტო­ვებს, ახალ­მო­სულს „გა­სახ­სნე­ლად” წე­ლი­წა­დიც შე­იძ­ლე­ბა დას­ჭირ­დეს. თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, ეს მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სპექ­ტაკ­ლის დად­გმა­საც დი­დი დრო სჭირ­დე­ბა. აქ რომ მო­დი­ხარ, ხელ­ში სხვა შეგ­რძნე­ბე­ბი გიჩ­ნდე­ბა”, – ჰყვე­ბა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი ქე­თი ჭი­ტა­ძე. ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რმა შექ­მნის დღი­დან სა­მი და­სი გა­მო­იც­ვა­ლა. პირ­ველ თა­ო­ბას არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ, რომ­ლე­ბიც დღი­სით სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი, სა­ღა­მო­ებს კი თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბას უთ­მობ­დნენ. დე­ბი­უ­ტი 1991 წელს საფ­რან­გეთ­ში შედ­გა, ფეს­ტი­ვალ­ზე Les Semaines De La Marionette A Paris, სპექ­ტაკ­ლით „დათ­ვის ბე­ლის, ლა­ზა­რეს, თავ­გა­და­სა­ვა­ლი”, რო­მელ­საც ახ­ლაც დგა­მენ და „წე­ლი­წა­დის ოთ­ხი დრო” ჰქვია. წარ­მა­ტე­ბუ­ლი დე­ბი­უ­ტის შემ­დეგ ბევ­რი მიწ­ვე­ვა მი­ი­ღეს. 1993 წელს შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­ემ­გზავ­რნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე Pippetry, 1995-ში კი გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ შვა­ბიშ-გმუნ­დში გა­მარ­თულ ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. პირ­ვე­ლი და­სი მსა­ხი­ო­ბე­ბის მო­უც­ლე­ლო­ბის გა­მო მა­ლე­ვე და­ი­შა­ლა. ბო­ლო წარ­მოდ­გე­ნა 1998 წელს მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ი­მარ­თა. მა­ნამ­დე კი გე­ლა კან­დე­ლაკ­მა აფ­ხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ო­ნი მო­ი­ა­რა და სამ­სა­ხი­ო­ბო ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი შე­არ­ჩია. ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რის ახა­ლი და­სი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე რამ­დე­ნი­მეწ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, 2002 წელს წარ­დგა. ამა­ვე პე­რი­ო­დი­დან თე­ატ­რის სა­ხელ­წო­დე­ბას „გაგ­რა” და­ე­მა­ტა. ##image#7267#1#„თე­ატ­რმა შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი Warner Brothers-ის­გა­ნაც მი­ი­ღო. წარ­მოდ­გე­ნა სტა­დი­ონ­ზე უნ­და გა­მარ­თუ­ლი­ყო, მრა­ვალ­რიც­ხო­ვა­ნი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე. ბა­ტონ­მა გე­ლამ უა­რი გა­ნაც­ხა­და, რად­გან ჩვე­ნი სა­ნა­ხა­ო­ბა არ არის დიდ მას­შტაბ­ზე გათ­ვლი­ლი. ახ­ლა სპექ­ტაკ­ლებს ორ კვი­რა­ში ერ­თხელ ვა­ტა­რებთ, შა­ბა­თო­ბით, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მცი­რე სცე­ნა­ზე. დარ­ბა­ზი მხო­ლოდ 300 სტუ­მარს იტევს. აქ წარ­მოდ­გე­ნებს მას შემ­დეგ ვმარ­თავთ, რაც 2010 წელს სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის სტა­ტუ­სი მოგ­ვე­ნი­ჭა. ახ­ლა ჩვენ მი­მართ ინ­ტე­რე­სი უფ­რო გა­ი­ზარ­და. ადა­მი­ა­ნებ­მა იცი­ან რა არის „ბუდ­რუ­გა­ნა-გაგ­რა”. მა­ნამ­დე თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რის სხვენ­ზე ვმუ­შა­ობ­დით, სა­დაც წვი­მის დროს გა­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. თუმ­ცა ის, რომ ჩვენ ვარ­სე­ბობთ, სწო­რედ თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რის დი­რექ­ცი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ ვა­ტა­რებ­დით რე­პე­ტი­ცი­ებს სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ”. ამ­ჟა­მად „ბუდ­რუ­გა­ნა-გაგ­რას” რე­პერ­ტუ­არ­ში ორი წარ­მოდ­გე­ნა აქვს. ესე­ნია „წე­ლი­წა­დის ოთ­ხი დრო” და „რა სა­ო­ცა­რი დღეა”. პირ­ველ სპექ­ტაკ­ლში დათ­ვის ბე­ლის ამ­ბა­ვია მოთ­ხრო­ბი­ლი, რო­მე­ლიც გა­ზაფ­ხუ­ლი­დან ზამ­თრამ­დე სხვა­დას­ხვა თავ­გა­და­სა­ვალ­ში ებ­მე­ბა. მთა­ვარ გმირ­ში პა­ტა­რე­ბი სა­კუ­თარ თავს და­ი­ნა­ხა­ვენ, უფ­რო­სე­ბი კი წარ­მოდ­გე­ნის ნახ­ვი­სას ბავ­შვო­ბას გა­იხ­სე­ნე­ბენ. სპექ­ტაკლს „რა სა­ო­ცა­რი დღეა” ლუი არ­მსტრონ­გი­სა და ელა ფიც­ჯე­რალ­დის ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რა – Isn’t This A Lovely Day და­ე­დო სა­ფუძ­ვლად. ნა­მუ­შე­ვა­რი ხსე­ნე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას ეხე­ბა. თუმ­ცა, ისი­ნი პი­რო­ბი­თი პერ­სო­ნა­ჟე­ბი არი­ან. წარ­მოდ­გე­ნა ადა­მი­ა­ნის და­ბა­დე­ბას, ბავ­შვო­ბას, სიყ­ვა­რულს, გან­შო­რე­ბას, სიკ­ვდილს და სუ­ლის უკ­ვდა­ვე­ბას ასა­ხავს. გე­ლა კან­დე­ლა­კის თქმით, ეს სპექ­ტაკ­ლი მათ­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი, ვი­საც ტკი­ვი­ლი გა­ნუც­დია. „რო­დე­საც სა­მიზ­ნე აუ­დი­ტო­რი­ის შე­სა­ხებ გვე­კით­ხე­ბი­ან, ხუმ­რო­ბით ვპა­სუ­ხობთ – 4-დან 104 წლამ­დე. ჩვე­ნი სპექ­ტაკ­ლე­ბი მო­სა­წო­ნია რო­გორც ბავ­შვე­ბის­თვის, ასე­ვე უფ­რო­სე­ბის­თვის. არ­ცერ­თი წარ­მოდ­გე­ნა არ არის სტა­ტი­კუ­რი. ყვე­ლა­ფე­რი მუდ­მი­ვად ცვლი­ლე­ბის პრო­ცეს­შია. რო­დე­საც დას­ში ახა­ლი მსა­ხი­ო­ბი მო­დის, სა­კუ­თა­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი შე­მო­აქვს. რა თქმა უნ­და, ში­ნა­არ­სი იგი­ვე რჩე­ბა, იც­ვლე­ბა დე­ტა­ლე­ბი. სცე­ნა­რის ავ­ტო­რი და რე­ჟი­სო­რი გე­ლა კან­დე­ლა­კია, თუმ­ცა მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში მსა­ხი­ო­ბე­ბიც ვერ­თვე­ბით და სა­ბო­ლოო პრო­დუქტს ერ­თობ­ლი­ვად ვქმნით. თე­ატ­რის სპე­ცი­ფი­კა მხო­ლოდ სპექ­ტაკ­ლე­ბი არაა. ძა­ლი­ან ხში­რად ვებ­მე­ბით მულ­ტი­მე­დი­ურ წარ­მოდ­გე­ნებ­ში და ამ პრო­ფი­ლის რამ­დე­ნი­მე ფეს­ტი­ვალ­შიც მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა”. გე­ლა კან­დე­ლა­კი და ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი მხატ­ვრულ, ანი­მა­ცი­ურ და დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მებ­ზეც მუ­შა­ო­ბენ. კი­ნოს­ტუ­დია აფ­ხა­ზეთ­თან და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მოძ­რა­ო­ბა კვა­ლი XXI-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შექ­მნი­ლი აქვთ სუ­რა­თე­ბი „გრა­ვი­ტა­ცია”, „ხუ­თი ვა­რი­ა­ცია”, „ახა­ლი წე­ლი” და სხვა. ერთ-ერ­თმა ფილ­მმა „ხმე­ლე­თის 0.047%” საფ­რან­გეთ­ში, სო­რე­ზის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გრან­პრიც კი მი­ი­ღო. საპ­რე­მი­ე­რო ჩვე­ნე­ბე­ბი გერ­მა­ნი­ა­სა და ლიტ­ვა­შიც შედ­გა. სუ­რა­თის ავ­ტორ­თა მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის შეც­ნო­ბა და მი­სი, რო­გორც ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რის ორ­გა­ნუ­ლი ნა­წი­ლის, წარ­მო­ჩე­ნაა. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა ანი­მა­ცი­ურ ფილ­მებ­ზე „ვან გო­გის უკა­ნას­კნე­ლი წე­რი­ლი” და „ვეფ­ხი და მოყ­მე”. „მო­მა­ვა­ლი სე­ზო­ნის­თვის ვგეგ­მავთ სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რას სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის იგა­ვე­ბის, სიტ­ყვა­თა გან­მარ­ტე­ბე­ბის და ქა­და­გე­ბე­ბის მი­ხედ­ვით. 2012 წელს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვა­პი­რებთ გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ შვა­ბიშ-გმუნ­დში ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე, რო­მე­ლიც სამ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ იმარ­თე­ბა. უც­ხო­ეთ­ში ჩვენს წარ­მოდ­გე­ნებს მუ­დამ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით ხვდე­ბი­ან და მსოფ­ლიო სა­გან­ძუ­რა­დაც მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. თე­ატ­რის უნი­კა­ლუ­რო­ბა ისაა, რომ მხო­ლოდ ხე­ლის ჩრდი­ლე­ბით გა­თა­მა­შე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა – თა­ვი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბით და მას­შტა­ბით, დრა­მა­ტულ სპექ­ტაკლს უდ­რის. სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვე­ნი თავ­და­პირ­ვე­ლი სურ­ვი­ლი, მოგ­ვევ­ლო რე­გი­ო­ნე­ბი, ბავ­შვე­ბის­თვის წარ­მოდ­გე­ნე­ბი ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა და სი­ხა­რუ­ლი მიგ­ვე­ნი­ჭე­ბი­ნა, ბო­ლომ­დე ვერ სრულ­დე­ბა. ეს ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას სა­ჭი­რო­ებს. თუმ­ცა, მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბულ ბავ­შვებს მა­ინც ვა­ხა­რებთ. რო­დე­საც მათ ბედ­ნი­ერ სა­ხე­ებს ვხე­დავთ, მო­ტი­ვა­ცია და ენერ­გია გვე­მა­ტე­ბა”. იხილეთ tabula.geზე
  15. ##image#7270#0#და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი: 10.03.1976 სქე­სი: მამ­რო­ბი­თი პრო­ფე­სია: ქო­რე­ოგ­რა­ფი, მო­ცეკ­ვა­ვე ჟან­რი: კრი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით – თა­ნა­მედ­რო­ვე ცეკ­ვა; თვი­თონ – კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჯილ­დო­ე­ბი: სა­უ­კე­თე­სო ბელ­გი­ე­ლი მო­ზარ­დი მო­ცეკ­ვა­ვე 1995; Prix Nijinski, 2002; სა­უ­კე­თე­სო ქო­რე­ოგ­რა­ფი Movimentos, 2004; Critics’ Choice 2008; KAIROS, 2009 „მხო­ლოდ იმ ღმერთს ვი­წა­მებ­დი, რო­მელ­მაც ცეკ­ვა იცის”. ფრიდ­რიხ ნიც­შე „ხე­ლო­ვა­ნის მთა­ვა­რი სურ­ვი­ლი თვით­გა­მო­ხატ­ვაა. რაც თა­ვი მახ­სოვს, ვხა­ტავ­დი. ნელ-ნე­ლა მივ­ხვდი, რომ თვით­გა­მო­ხატ­ვა უფ­რო სო­ცი­ა­ლუ­რად მსურ­და. ინ­ტე­რაქ­ცია ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ხატ­ვა მარ­ტო­სუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბაა. ამას­თა­ნა­ვე, მთე­ლი ჩე­მი სხე­უ­ლი მოძ­რა­ო­ბას ით­ხოვ­და. ამი­ტომ 16 წლის ასაკ­ში ცეკ­ვა და­ვიწ­ყე. აღარ ვხა­ტავ, მაგ­რამ ჩემს დად­გმებს მა­ინც ეს­კი­ზე­ბად აღ­ვიქ­ვამ”, – მე­უბ­ნე­ბა ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტი თა­ვი­სი ახა­ლი დად­გმის, „ტე­ზუ­კას” ავ­სტრი­ულ პრე­მი­ე­რამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ად­რე. ცეკ­ვით პირ­ვე­ლად 13 წლის ასაკ­ში, ქე­ით ბუ­შის მუ­სი­კა­ლუ­რი კლი­პის – Wuthering Height – ნახ­ვის შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­და. 19 წლი­სამ ბელ­გი­ა­ში, ცეკ­ვის სკო­ლა­ში ჩა­ა­ბა­რა. ამას მოჰ­ყვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო­ე­ბი და აღი­ა­რე­ბა, ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბი ფლა­მენ­კოს ოს­ტატ მა­რია პა­ხეს­თან, ქო­რე­ოგ­რაფ აკ­რამ ხან­თან, ბრი­ტა­ნელ მო­ქან­და­კე ენ­ტო­ნი გორ­მლის­თან. თა­ვის ბო­ლო დად­გმას 35 წლის ნა­ხევ­რად ბელ­გი­ე­ლი, ნა­ხევ­რად მა­რო­კო­ე­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი, სი­დი ლარ­ბი შერ­კა­უი ანი­მა­ტორ­სა და მან­გე­ბის ავ­ტორს, „ია­პო­ნელ დის­ნე­იდ” წო­დე­ბულ ოსა­მუ ტე­ზუ­კას უძ­ღვნის. ორ­მოქ­მე­დე­ბი­ან დად­გმა­ში, რო­მელ­შიც 11 მო­ცეკ­ვა­ვე, 3 მუ­სი­კო­სი და 1 კა­ლიგ­რა­ფის­ტი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, მოქ­მე­დე­ბა სამ პა­რა­ლე­ლურ დრო­სა და გან­ზო­მი­ლე­ბა­ში ვი­თარ­დე­ბა. ოსა­მუ ტე­ზუ­კას მან­გე­ბის პერ­სო­ნა­ჟე­ბის, თა­ვად ტე­ზუ­კა­სა და ია­პო­ნი­ა­ში შარ­შან მომ­ხდა­რი ცუ­ნა­მის ის­ტო­რი­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ეპი­ზო­დუ­რად ენაც­ვლე­ბა და, სა­ბო­ლო­ოდ, ერ­თმა­ნეთ­ში გარ­და­მა­ვალ, სი­ურ­რე­ა­ლის­ტუ­რი ელე­მენ­ტე­ბის სინ­თე­ზად იკ­ვრე­ბა. სინ­თე­ზუ­რია ყვე­ლა­ფე­რი – სი­უ­ჟე­ტი, შეს­რუ­ლე­ბის სტი­ლი, მუ­სი­კა­ლუ­რი და ვი­ზუ­ა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბა. მოქ­მე­დე­ბა ტე­ზუ­კას პერ­სო­ნა­ჟე­ბის მი­თო­ლო­გი­უ­რი სამ­ყა­რო­დან აწ­მყო დრო­ში და უკან – ავ­ტო­რის ეპო­ქა­ში, ქო­რე­ოგ­რა­ფია კი სცე­ნი­დან ვი­დე­ო­ა­ნი­მა­ცი­ა­სა და კა­ლიგ­რა­ფი­ულ ინ­სტა­ლა­ცი­ებ­ში ინაც­ვლებს. „ორი გან­ზო­მი­ლე­ბა აღარ მყოფ­ნი­და, ამი­ტომ ცეკ­ვა და­ვიწ­ყე. ცეკ­ვა­ში სწო­რედ ის მომ­წონს, რომ სუ­რა­თის აღ­საქ­მე­ლად გა­ნუწ­ყვეტ­ლივ მოძ­რა­ო­ბაა სა­ჭი­რო. თა­ნაც, ერ­თდრო­უ­ლად, ფან­ქა­რიც და მხატ­ვა­რიც თა­ვად ხარ. ცეკ­ვა დრო­ე­ბი­თი ნა­ხა­ტია, რო­მე­ლიც მოძ­რა­ო­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ქრე­ბა და ყო­ვე­ლი წარ­მოდ­გე­ნი­სას ახ­ლი­დან იქ­მნე­ბა”, – მიხ­სნის შერ­კა­უი. ##image#7271#1#სწო­რედ ასე­თია „ტე­ზუ­კას” სამ­ყა­როც – რო­მე­ლიც მხო­ლოდ ერ­თი წა­მით ცოც­ხლობს, არ გა­აჩ­ნია მო­მა­ვა­ლი, რად­გან ყო­ველ წამს კვდე­ბა. გარ­და­ი­სა­ხე­ბა, მაგ­რამ არა­სო­დეს მე­ორ­დე­ბა. ფე­რა­დი, ჯა­დოს­ნუ­რი, ის­ტო­რი­უ­ლი თუ ტე­ზუ­კას მან­გე­ბის პერ­სო­ნა­ჟე­ბით სავ­სე – მაგ­რამ მა­ინც რე­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო, სა­დაც ბუ­ნე­ბის და­მან­გრე­ვე­ლი სტი­ქია გა­ნურ­ჩევ­ლად ყვე­ლა­ფერს ანად­გუ­რებს და, შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ვე­ლი დე­ტა­ლი თა­ნაბ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ერთ სიბ­რტყე­ზე ლაგ­დე­ბა და რო­გორც დრო­ის, ისე­ვე ნა­რა­ტი­ვის დრა­მა­ტურ­გი­უ­ლი თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა აზრს კარ­გავს. აზრს კარ­გა­ვენ „და­დე­ბი­თი” და „უარ­ყო­ფი­თი” პერ­სო­ნა­ჟე­ბიც, უფ­რო სწო­რად, ერ­თმა­ნეთს ემ­სგავ­სე­ბი­ან და მა­თი ამ­ბი­ვა­ლენ­ტუ­რო­ბა კი­დევ უფ­რო თვალ­ში­სა­ცე­მი ხდე­ბა. არ არ­სე­ბობს არც მარ­თა­ლი, არც დამ­ნა­შა­ვე, რად­გან აქ არა­ფე­რია ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მო­რა­ლის­ტუ­რი; რო­გორც, მა­გა­ლი­თად, „ატო­მი” – ტე­ზუ­კას მან­გე­ბი­სა და შერ­კა­უ­ის დად­გმის ერთ-ერ­თი ცენ­ტრა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟი – რო­ბო­ტი ბი­ჭუ­ნა, დე­და­მი­წა­ზე სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას იცავს, მაგ­რამ მი­სი მე­ქა­ნიზ­მი ატო­მურ ენერ­გი­ა­ზე მუ­შა­ობს – რაც „ატომს”, ამავ­დრო­უ­ლად, კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის სა­ხი­ფა­თო არ­სე­ბად აქ­ცევს. ამ­ბი­ვა­ლენ­ტუ­რო­ბა, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ „ატო­მი­სა” და, ზო­გა­დად, ტე­ზუ­კას შე­მოქ­მე­დე­ბის­თვის, არა­მედ მთლი­ა­ნად ია­პო­ნუ­რი კულ­ტუ­რის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, სი­დი ლარ­ბის თქმით, მას გან­სა­კუთ­რე­ბით იზი­დავს. „აქ არ არ­სე­ბო­ბენ „კარ­გი და ცუ­დი ბი­ჭე­ბი” – ორი­ვე პერ­სო­ნა­ჟი რა­ღა­ცის თქმას ცდი­ლობს და ხში­რად ირ­კვე­ვა, რომ ორი­ვე მარ­თა­ლია; მე­ტიც – ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ჰგვა­ნან. ეს და­სავ­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბის­გან ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა. შე­საძ­ლოა, ამ­გვა­რი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა ია­პო­ნე­ლე­ბის რთუ­ლი ის­ტო­რი­ი­და­ნაც გა­მომ­დი­ნა­რე­ობს – ერ­თი მხრივ, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლი და­მარ­ცხე­ბი­სა და უეც­რად „არას­წო­რი ერის” ამ­პლუ­ა­ში წარ­მო­ჩე­ნა. მე­ო­რე მხრივ, „არას­წო­რი საქ­ცი­ე­ლი” მათ მი­მართ: ჰი­რო­ში­მა და ატო­მუ­რი პრობ­ლე­მა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ რო­გორ ხდე­ბა მჩაგ­ვრე­ლი ჩაგ­რუ­ლი და რამ­დე­ნად შო­კის­მომ­გვრე­ლია ეს გარ­და­ტე­ხა”. თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბა თა­ვის­თა­ვად კულ­ტუ­რის დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ას (ე.წ. მა­ღა­ლი და და­ბა­ლი, ანუ „ბულ­ვა­რუ­ლი” ხე­ლოვ­ნე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბას), ანუ ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რო­ბას გუ­ლის­ხმობს. თა­ნა­მედ­რო­ვე ცეკ­ვა, 20-ია­ნი წლე­ბის და­საწ­ყის­ში, ტრა­დი­ცი­უ­ლი ბა­ლე­ტის მკაც­რი ჩარ­ჩო­ე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მცდე­ლო­ბა იყო, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვე­ლი აი­სი­დო­რა დუნ­კან­მა, მარ­თა გრე­ჰემ­მა, ფრან­სუა დელ­სარ­ტმა და სხვებ­მა ჩა­უ­ყა­რეს. მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, რო­მე­ლიც თით­ქოს ჩა­ნა­სახ­ში­ვე სტი­ლის, იმ­პრო­ვი­ზა­ცი­ი­სა და სინ­თე­ზის სრულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს, სი­დი ლარ­ბი შერ­კა­უი სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ მი­ა­კუთ­ვნებს: „ბელ­გი­ა­ში, ცეკ­ვის სკო­ლა­ში, გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ გა­მო­ხატ­ვის სა­კუ­თა­რი ხერ­ხე­ბი უნ­და გვე­პო­ვა. არ მეს­მის, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კე­თო ის, რა­საც თუნ­დაც პი­ნა ან ფორ­სა­ი­ტი აკე­თებ­დნენ?! გვიკ­რძა­ლავ­დნენ ყვე­ლა­ფერს, რაც ჩვე­ნამ­დე გა­კე­თე­ბუ­ლა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩვენ­თვის აღარც არა­ფე­რია დარ­ჩე­ნი­ლი. უნ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვით უმოძ­რა­ო­ბის მთე­ლი თა­ო­ბა, რად­გან მოძ­რა­ო­ბის უფ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ ჩა­მოგ­ვარ­თვეს! პრობ­ლე­მა ისაა, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბა ინ­დი­ვი­დის წა­მო­წე­ვას ცდი­ლობს, რაც კო­ლექ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბის ##image#7272#1#სტრუქ­ტუ­რას ანად­გუ­რებს. და­სავ­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბა ზედ­მე­ტად ამ­პარ­ტავ­ნუ­ლია. ის, რომ სა­კუ­თა­რი სტი­ლი მაქვს, არ ნიშ­ნავს, რომ რა­ი­მე ჩე­მი მო­გო­ნი­ლია. ყვე­ლა­ფე­რი რა­ღა­ცის გავ­ლე­ნით არის შექ­მნი­ლი. თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბა­შიც არ­სე­ბობს ტრა­დი­ცია, მა­გა­ლი­თად, ბელ­გი­უ­რი ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის, რო­გო­რი­ცაა ან­ნე ტე­რე­ზა დე კრე­ეს­მა­კე­რის შე­მოქ­მე­დე­ბა. ტე­რე­ზა­ზე, თა­ვის მხრივ, გავ­ლე­ნა ტრი­შა ბრა­უნ­მა იქო­ნია, ეს უწ­ყვე­ტი ჯაჭ­ვია. მე მხო­ლოდ ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი ვარ. ამი­ტომ არ მიყ­ვარს, რო­დე­საც თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ტისტს მი­წო­დე­ბენ, შეზ­ღუდ­ვად მეჩ­ვე­ნე­ბა”. „და­სავ­ლუ­რი ამ­პარ­ტავ­ნე­ბის” დაძ­ლე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბად სი­დი ლარ­ბი შერ­კა­უი კო­ლა­ბო­რა­ცი­ას მი­იჩ­ნევს. სწო­რედ ამი­ტომ მოს­წონს მის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ ჟან­რებ­სა და სფე­რო­ებ­ში მოღ­ვა­წე ხე­ლო­ვა­ნებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბი­სა და მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის გარ­და, მო­ქან­და­კე­ებ­თან, მომ­ღერ­ლებ­თან, მხატ­ვრებ­თან და შა­ო­ლი­ნელ ბე­რებ­თან ერ­თა­დაც კი უმუ­შა­ვია. მო­ქან­და­კე ენ­ტო­ნი გორ­მლის­თან და ბუ­დისტ ბე­რებ­თან ერ­თად შექ­მნი­ლი Sutra-ს ქო­რე­ოგ­რა­ფია ბე­რე­ბის საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა­თა ძი­რი­თად სა­ხე­ო­ბებს – კუნგ ფუ­სა და ტაი ჩის ეყ­რდნო­ბა. სწო­რედ შა­ო­ლი­ნე­ლი ბე­რე­ბის ცხოვ­რე­ბის სტი­ლი მი­აჩ­ნია სი­დი ლარ­ბის კო­ლა­ბო­რა­ცი­ის იდე­ა­ლურ მო­დე­ლად: „სა­ნამ დად­გმა­ზე მუ­შა­ო­ბას და­ვიწ­ყებ­დით, ჩი­ნეთ­ში, ბე­რებ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი. პირ­ვე­ლად მოვ­ხვდი კო­მუ­ნის­ტურ ქვე­ყა­ნა­სა და, მით უმე­ტეს, ტა­ძარ­ში. ჩე­მი და­სავ­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბით, მი­მაჩ­ნდა, რომ იქ ყვე­ლა­ნი „ტვინ­გა­მო­რეც­ხი­ლე­ბი” უნ­და ყო­ფი­ლიყ­ვნენ. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლი მი­ვი­ღე, თუ რო­გორ უნ­და ითა­ნამ­შრომ­ლონ ადა­მი­ა­ნებ­მა. ბე­რე­ბი მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე ერ­თად მუ­შა­ობ­დნენ, სა­ღა­მოს კი ყვე­ლა გან­მარ­ტო­ე­ბა­ში ის­ვე­ნებ­და. ეს სრუ­ლი­ად სა­წი­ნა­აღ­მდე­გოა იმი­სა, რა­საც და­სავ­ლეთ­ში ვა­კე­თებთ – მარ­ტო­სუ­ლე­ბი ვართ ჩვენს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. და­სავ­ლეთ­ში ხალ­ხი ძი­რი­თა­დად პი­რა­დი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის იბ­რძვის. იქ კი ყვე­ლა­ფე­რი კო­ლექ­ტი­ვის­თვის კეთ­დე­ბა. მი­ზა­ნი გა­აჩ­ნი­ათ. სწო­რედ მი­ზა­ნი დავ­კარ­გეთ და­სავ­ლეთ­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, თუ რას გას­ცემ და არა ის, რას იღებ. ესაა ტე­ზუ­კას პრინ­ცი­პიც. სწო­რედ ამი­ტომ, ჩე­მი ბო­ლო დად­გმის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, დარ­ბა­ზი­დან გა­სულ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ტე­ზუ­კას წიგ­ნე­ბის ყიდ­ვა მო­ინ­დო­მოს, – ამ­ბობს შერ­კა­უი, – მას „მან­გას მა­მამ­თა­ვარს” უწო­დე­ბენ, თით­ქმის ჟან­რის ფუ­ძემ­დე­ბე­ლია. იმ­დე­ნად ტა­ბუ­ი­რე­ბულ თე­მებს გა­ნი­ხი­ლავ­და, რომ მი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბი ხალ­ხის­თვის ხში­რად შო­კის­მომ­გვრე­ლიც კი იყო, თუმ­ცა ტე­ზუ­კას მი­ზა­ნი მკით­ხველ­ში არა შო­კის, ##image#7273#1#არა­მედ მსჯე­ლო­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა გახ­ლდათ. ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, რომ ჩემს დად­გმა­სა და ტე­ზუ­კას მან­გებ­ში ზედ­მე­ტად ბევ­რი ძა­ლა­დო­ბის სცე­ნაა. უკაც­რა­ვად, მაგ­რამ სამ­ყა­როც ასე­თი­ვე სას­ტი­კი და ძა­ლა­დო­ბით აღ­სავ­სეა… ტე­ზუ­კა გულ­წრფე­ლია, ამი­ტო­მა­ცაა მას­თან ძა­ლა­დო­ბა. ხალ­ხი რა­ტომ­ღაც კო­მიქ­სებს სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღიქ­ვამს, ტე­ზუ­კაც მი­ვიწ­ყე­ბუ­ლია. არა­და, არ­სე­ბობს მთე­ლი თა­ო­ბა, რომ­ლის ცნო­ბი­ე­რე­ბაც კო­მიქ­სებ­მა და ანი­მემ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. ზოგ მა­ყუ­რე­ბელს სა­ერ­თოდ არა­ფე­რი სმე­ნია ტე­ზუ­კას შე­სა­ხებ, ზო­გი კი მის შე­მოქ­მე­დე­ბას ჩემ­ზე უკეთ იც­ნობს. ამი­ტომ რა­ღაც ისე­თი უნ­და გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რაც მათ­თვი­საც აღ­მო­ჩე­ნა იქ­ნე­ბო­და. ბედ­ნი­ე­რი ვარ, თუ­კი ეს მო­ვა­ხერ­ხე”. იხილეთ tabula.geზე
  16. http://saqinform.ge/images/stories/society/fiji11.jpgთბილისი, 27 იანვარი, საქინფორმი. ავსტრალიური მედიის ინფორმაციით, ფიჯის კუნძულების რესპუბლიკა კიდევ ერთი ქვეყანა გახდება, რომელიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ამ თემაზე მოლაპარაკებები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის აზიური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება. იგი ფიჯის კუნძულებზე დღეს უნდა ჩავიდეს, თუმცა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ლუკაშევიჩმა ჟურნალისტების შეკითხვა დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ ღიად დატოვა. <span style="font-size: 10pt;" />მისი თქმით, ნებისმიერი ამგვარი გადაწყვეტილება სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა. საქინფორმი
  17. На фоне заверений властей в том, что выборы президента России пройдут кристально честно, Сеть взбудоражила "утечка" о том, как в Северной столице учителей хотели заранее заставить голосовать по открепительным. "Новая газета" выяснила подробности в ходе расследования: правда оказалась еще печальнее. newsru
  18. http://rustavi2.com/news_photos/01_12/59818.jpgავსტრალიური მედიის ინფორმაციით, ფიჯის კუნძულები, შესაძლოა, კიდევ ერთი ქვეყანა გახდეს, რომელიც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას ცნობს. ამ თემაზე მოლაპარაკებები სერგეი ლავროვის აზიური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება. ის ფიჯიზე დღეს უნდა ჩავიდეს, თუმცა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ლუკაშევიჩმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ შეკითხვა ღიად დატოვა. მისი თქმით, მსგავსი სახის ნებისმიერი გადაწყვეტილება სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა. თუ მოლაპარაკებები მართლაც გაიმართა, ფიჯი შესაძლოა მეექვსე ქვეყანა გახდეს, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას ცნობს. ამჟამად ფიჯის კუნძულებზე სტიქიას ებრძვიან. მასშტაბური წყალდიდობის მიუხედავად, სერგეი ლავროვმა ვიზიტი არ გადადო. View the full article
  19. An £80m Home Office programme to give police forces Blackberrys and other mobile devices has been criticised by the National Audit Office. planetanews
  20. Military experts gathered in London this week to discuss the growing threat of cyber-attacks to international security. planetanews
  21. http://rustavi2.com/news_photos/01_12/59817.jpgდავოსში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, აზერბაიჯანულმა ნავთობკომპანია "სოკარმა" მიღება გამართა. საღამოზე ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში `სოკარის` მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები იყო. შეხვედრას ქართული დელეგაციაც ესწრებოდა. კომპანიის საქართველოში მუშაობის შესახებ კომენტარი გააკეთა `სოკარის` პრეზიდენტმა. `ჩვენი კომპანია საქართველოსთან აქტიურად თანამშრომლობს. სხვა წარმატებულ პროექტებთან ერთად, ნაბუკოს პირველ ფაზაში შაჰდენიზის სამხრეთ კავკასიური მილსადენით საქართველოს გავლით გაზს თურქეთს მივაწოდებთ. ამით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გაზის მოცულობა ბევრად გაიზრდება,`- განაცხადა როვნაგ აბდულაევმა. შეხვედრის მონაწილებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმაც მიმართა. View the full article
  22. </p>/get_img?ImageId=5914 საინიციატივო ჯგუფმა ჯაბა იოსელიანის დიდუბის პანთეონიდან გადასვენების მოთხოვნა და მოგროვილი ხელმოწერები თბილისის მერიას, თბილისის საკრებულოს და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადასცა. როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, გადაცემული ხელმოწერების რაოდენობა 1000–მდეა, თუმცა ხელმოწერების შეგროვება კვლავ გრძელდება. “ამ აქციის წარმატება არა რომელიმე პოლიტიკოსზე, არამედ თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. ხელმოწერების აქცია გაგრძელდება მანამდე, სანამ ჩვენს მიზანს არ მივაწღევთ”, – აცხადებს აქციის ორგანიზატორი მიხეილ ჯაფარიძე. ხელმოწერების მოგროვება 20 იანვრიდან დაიწყო. ამჟამად სოციალურ ქსელ facebook-ზე სპეციალურად ამ საკითხთან დაკავშირებით შექმნილ ჯგუფში 2000–ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. სრული ინფო(netgazeti.ge)
  23. </p>/get_img?ImageId=6058 ”Twitter”-მა გამოაცხადა, რომ ქვეყნების მოთხოვნის შესაბამისად მოახდენს კონტენტზე წვდომის ბლოკირებას.,”Twitter”-ის განცხადებით, მომხმარებელს ეცოდინება, თუ რატომ წაიშალა მის მიერ გავრცელებული შეტყობინება. ”ჩვენ პატივს ვცემთ გამოხატვის თავისუფლებას და ვმუშაობთ ბევრს, რომ ტვიტერზე გამოქვეყნებული კონტენტი არ წაიშალოს”- ასე უპასუხა CNN-ის შეკითხვას ჯოდი ოლსონმა, ტვიტერის სპიკერმა. იმ ქვეყნების მაგალითებად, სადაც ტვიტერის კონტენტი შესაძლოა შეიზღუდოს, დასახელდა საფრანგეთი და გერმანია, სადაც ნაცისტური შინაარსის შემცველი მესიჯების გავრცელება იკრძალება. ტვიტერი ამ ქვეყნებში ნაცისტური შინაარსის კონტენტს წაშლის. თუმცა კომპანია აცხადებს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში იმდენად შეზღუდულია გამოხატვის თავისუფლება, რომ ტვიტერი იქ ვერ იმუშავებს. ”ერთ–ერთი ჩვენი ფასეულობა, რომელსაც კომპანია იცავს და პატივს ცემს, არის თითოეული მომხმარებლის ხმა,”- წერია ტვიტერის ბლოგზე. ”ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ კონტენტი ყველგან და ყოველთვის, როცა ამას ვერ შევძლებთ, ჩვენ გამჭირვალენი ვიქნებით ჩვენი მომხმარებლების მიმართ. ტვიტერმა აუცილებლად უნდა გააგრძელოს არსებობა”. ”სხვა გზა არ არსებობს, სამწუხაროა, რომ ტვიტერი კანონზე მაღლა არ დგას,” - განაცხადა ჟილიან იორკმა, ელექტრონული სასაზღვრო ფონდის გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო დირექტორმა, რომელიც ინტერნეტ სივრცეში გამოხატვის თავისუფლებას და კონფიდენციალურობას იცავს. იორკი აცხადებს, რომ ტვიტერი, როგორც სხვა კომპანიები, რომლებიც მომხმარებელთა შინაარსს ავრცელებენ, დადგა მთავრობასთან პირისპირ, რომ მათი ბრძანების ან თხოვნით მიხედვით მოხსნას კონტენტი: ”ტვიტერს ორი არჩევანი აქვს იმ შემთხვევაში, როცა თხოვნით მიმართავს მთავრობა, არ შეუსრულოს თხოვნა და რისკის ქვეშ დააყენოს მისი არსებობა იმ ქვეყანაში, ან შეასრულოს მათი მოთხოვნა და ცენზურა დააწესოს”. სრული ინფო(netgazeti.ge)
  24. BBC Breakfast's Tim Muffett has had a look around the athletes' apartments in the 2012 Olympic Village. planetanews
  25. http://saqinform.ge/images/stories/society/1qartuli-ocneba111.jpgთბილისი, 27 იანვარი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, კონტროლის პალატა საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ თვალთმაქცურ გარიგებებში ადანაშაულებს. აღნიშნულის შესახებ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროს ნათია მოგელაძის განცხადებაშია ნათქვამი, რომელითაც მან მოძრაობას მიმართა. განცხადების მიხედვით, შპს „ელიტა ბურჯსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ურთიერთგადარიცხვები კანონის დარღვევით განხორციელდა. საუბარია 1 100 000 ლარზე. <span style="font-size: 10pt;" />აღნიშნულ განცხადებას უკვე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“. როგორც მოძრაობიდან საქინფორმს აცნობეს, მათ შესაბამისი განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: საქინფორმი
×
×
  • შექმენი...