planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
/get_img?ImageId=1598 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უახლოეს მომავალში საქართველოს წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქის კიდევ ერთი სარჩელი უნდა განიხილოს. ალექსანდრე მანუკიანი საქართველოს სასტიკი მოპყრობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევისათვის ედავება. საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე მანუკიანის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტი, ლაშა ჭინჭარაული იცავს. მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული ალექსანდრე მანუკიანი სასჯელს 1991 წლიდან რუსთავის #6 საპყრობილეში იხდიდა. როგორც ევროსასამართლოში გაგზავნილ სარჩელშია აღნიშნული, მანუკიანი 2007 წლის შემოდგომაზე პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა, 9 დღეში კვლავ საპყრობილეში დააბრუნეს. 2008 წლის 18 იანვარს თვალის არეში რენტგენის გადასაღებად ისევ გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მას შეხვდა მკურნალი ექიმი „დავითი”. ალექსანდრე მანუკიანმა მას ჰკითხა, თუ რატომ დააბრუნა ექიმმა სამკურნალო დაწესებულებიდან საპყრობილეში 2007 წლის შემოდგომაზე, რაზეც ექიმმა უპასუხა, რომ მას არ გაუწერია და ამჟამად მისთვის არ ეცალა. მანუკიანმა მას დაუყვირა, სად მიდიხარ, მოდი და მომხედეო. როგორც მოსარჩელის მხარე ამტკიცებს, აღნიშნული ფაქტის შემდეგ სამკურნალო დაწესებულების ოთხმა თანამშრომელმა ის შეიყვანა რენტგენის ოთახში და ჰკითხეს, რა აყვირებდა. მანუკიანმა უპასუხა, რომ თვალში მხედველობა დააკლდა და გაღიზიანებული იყო. ციხის თანამშრომლებმა მასზე საცემად გაიწიეს, თან შეაგინეს. მანუკიანმა გინებას გინებითვე უპასუხა, რის შემდეგაც მას ყველამ ერთად დაუწყო ცემა. ამ დროს ოთახში შევიდა სამკურნალო დაწესებულების დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, რომელმაც ცემა შეაწყვეტინა. ალექსანდრე მანუკიანს ხელბორკილები დაადეს და საორდინატოროში ექიმთან გაიყვანეს. შემოწმების შემდეგ მომჩივანი კვლავ დააბრუნეს რენტგენის ოთახში, სადაც მანუკიანმა ნახა ალექსანდრე მუხაძე და ჰკითხა, რატომ სცემეს. სამკურნალო დაწესებულების დირექტორმა უპასუხა, „შენი უზრდელობის გამოო.” აღნიშნული ფაქტის შემდეგ დაწესებულების უფროსმა ალექსანდრე მუხაძემ, მისმა მოადგილემ გიორგი ბუთლიაშვილმა და რეჟიმის უფროსმა ავთო პოპიაშვილმა მანუკიანი იატაკზე დააგდეს და ფეხები ურტყეს, შემდეგ კი ელექტროშოკი დაადეს. 2-3 წუთში, ისე, რომ მისთვის რენტგენი არ გადაუღიათ, მანუკიანი დააბრუნეს რუსთავის #6 საპყრობილეში. ადვოკატ ლაშა ჭინჭარაულის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ დაწყებულიყო წინასწარი გამოძიება ალექსანდრე მანუკიანის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი გამოძიება დაიწყო მის წინააღმდეგ, თითქოს მან მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ორ თანამშრომელს. წინასწარი გამოძიების დასრულების შემდეგ, 2008 წლის 2 აპრილს, შედგენილი საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ალექსანდრე მანუკიანს ბრალი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის პირველი (სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლისადმი დაუმორჩილებლობა და საქმიანობაში ხელის შეშლა) და მეხუთე (სასჯელაღსრულების ადმინისტრაციაზე თავდასხმა) პუნქტების მიხედვით. ალექსანდრე მანუკიანის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 აპრილს მიმართა შუამდგომლობით, სასამართლოს გამოეთხოვა სამკურნალო დაწესებულების კორიდორში დამონტაჟებული ვიდეოკამერის მიერ 2008 წლის 18 იანვარს ჩაწერილი ვიდეომასალა. ადვოკატმა ასევე მოითხოვა იმ სამი პატიმრის დაკითხვა, რომლებმაც სამკურნალო დაწესებულებიდან საპყრობილეში დაბრუნების დროს მანუკიანი ნაცემი ნახეს. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობები დაუსაბუთებლობის გამო არ დააკმაყოფილა. მანუკიანის დაკითხვის შემდეგ, 2008 წლის 22 მაისს, ადვოკატმა სასამართლოს ხელახლა მოსთხოვა 18 იანვრის კადრების წარდგენა. ამჯერად სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან სასამართლოს აცნობეს, რომ აღნიშნული ვიდეოკადრების შენახვის ვადა გასული იყო. ალექსანდრე მანუკიანის ადვოკატი ლაშა ჭინჭარაული მიიჩნევს, რომ ამ ვიდეოკადრებზე აღბეჭდილი იქნებოდა მომხდარი ფაქტის რეალური კადრები. „ამ ვიდეოზე ასახული რომ ყოფილიყო მანუკიანის თავდასხმა ციხის თანამშრომლებზე, ის საქმეში მტკიცებულებად იქნებოდა,” - განუცხადა `ნეტგაზეთს” ლაშა ჭინჭარაულმა. მისი თქმით, საქალაქო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მანუკიანის თანამესაკნეების დაკითხვასთან დაკავშირებით, რომლებმაც წინასწარ გამოძიებას დაკითხვისას განუცხადეს, რომ სამკურნალო დაწესებულებიდან დაბრუნებული მანუკიანი ნაცემი იყო და ტანსაცმელზე ფეხსაცმლის ნაკვალევი ემჩნეოდა. საბოლოოდ საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე მანუკიანი წაყენებული ბრალიდან დამნაშავედ მხოლოდ 378-ე მუხლის მეხუთე ნაწილში (სასჯელაღსრულების ადმინისტრაციაზე თავდასხმა) სცნო და სასჯელად შეუფარდა პატიმრობა 10 წლითა და 4 თვის ვადით. აღნიშნული სასჯელი დაემატა მოუხდელ სასჯელს და საბოლოოდ მანუკიანს, ჯამში, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლით, 11 თვითა და 28 დღით. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ალექსანდრე მანუკიანის ადვოკატმა გაასაჩივრა, თუმცა, უშედეგოდ. აღნიშნული სარჩელი „წარმოებაში საერთოდ არ მიიღო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, რის შემდეგაც „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” მანუკინიანის უფლებების დაცვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაწყვიტა. ადვოკატ ლაშა ჭინჭარაულის მტკიცებით, ალექსანდრე მანუკიანის მიმართ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-6.3 მუხლის „დ” ქვეპუნქტი და მე-13 მუხლი. ევროკონვენციის მესამე მუხლის მიხედვით, არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსებისშემლახველ მოპყრობას და დასჯას. ადვოკატის თქმით, მანუკიანთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, რადგან ის რამდენიმე ადამიანმა ერთდროულად სცემა. ლაშა ჭინჭარაული ასევე მიიჩნევს, რომ ევროკონვენციის მესამე მუხლთან დაკავშირებით, სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულების გარდა, დაირღვა პოზიტიური ვალდებულებაც, რაც გულისხმობს იმას, რომ მანუკიანის ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არ ჩატარებულა და საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2008 წელს მანუკიანის ორი და სახალხო დამცველის ერთი განცხადება დღემდე უპასუხოდ რჩება. ევროკონვენციის მე-6 მუხლი გულისხმობს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მანუკიანის ადვოკატი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ეს უფლებაც დაირღვა, რადგან ორმა სასამართლო ინსტანციამ მხოლოდ ბრალდების მხარის მტკიცებულებები შეისწავლა, მესამე ინსტანციას კი საქმე საერთოდ არ განუხილავს. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტი ლაშა ჭინჭარაული ამბობს, რომ ალექსანდრე მანუკიანი სასჯელს ამჟამადაც იხდის და მას 2008 წლის შემდეგ დამატებითი პრობლემები ციხის თანამშრომლების მხრიდან არ შეჰქმნია. მანუკიანს სასჯელის მოხდამდე 14 წელი აქვს დარჩენილი. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ სტრასბურგში ეს საქმე წარმოებაში 2009 წელს მიიღო. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
25 იანვარს ნალჩიკში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების კომისიის სხდომაზე შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის სირიელი ჩერქეზების ისტორიულ სამშობლოში რეპატრიაციის საკითხს. სამუშაო ჯგუფს დაევალა ორი კვირის მანძილზე შეაგროვოს ინფორმაცია სირიელ ჩერქეზებზე და ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე, რის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება მათი ისტორიულ სამშობლოში გადმოსახლების მიზანშეწონილობის შესახებ. სამუშაო ჯგუფში სხვა პირებთან ერთად შევიდნენ რესპუბლიკის საზოგადოებრივ გაერთიანებებთან ურ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ინდოეთში სიღარიბეზე ადრეც მქონდა პოსტი, მაგრამ რაც ამ სურათებში ვნახე მართლაც საშინელებაა.რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი, როცა ხალხი ცხოვრობს პირდაპირ ნაგავსაყრელზე, ღამეს ათევს ქუჩაში ღია ცის ქვეშწყარო: antif.ru View ucnauri.com
-
http://rustavi2.com/news_photos/01_12/59801.jpgდაკავება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ფაქტზე – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულია უცნობი მამაკაცი, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩნდა. იგი იანვარს ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელის პოლიციის განყოფილებასთან აიყვანეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში ნათქვამია, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან შემოვიდა. დამატებით ინფორმაციას უწყება საქმის ახალი დეტალების დადგენის შემდეგ გაავრცელებს. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/01_12/59800.jpgრუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს თბილისთან, თუმცა მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს. ეს განცხადება დიმიტრი მედვედევმა რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა. საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, ის აშშ-ში ახალი ელჩის დანიშვნასაც შეეხო და მაიკლ მაკფოლის შეახსენა, რომ რუსეთი თავისებური სპეციფიკის მქონე ქვეყანაა და დიპლომატმა ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ჟურნალისტებმა მედვედევს შეკითხვა ქვეყანაში რევოლუციის ალბათობაზეც დაუსვეს, რაზეც მან განაცხადა, რომ შესაბამის წინაპირობას ვერ ხედავს და რუსეთმა რევოლუციების ლიმიტი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში ამოწურა. პრეზიდენტის თქმით, დეკემბერში ჩატარებული არჩევნები რუსეთის ისტორიაში ყველაზე გამჭვირვალე იყო და ის თვალს ადევნებს იმ დარღვევების გამოძიებას, რაზეც საჩივრები ცესკოში შევიდა. "მორიგი დემაგოგიური განცხადება რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან" - ასე გამოეხმაურნენ დიმიტრი მედვედევის ბოლო კომენტარს რუსეთ-საქართველოს უერთიერთობების შესაძლო აღდგენის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერი და ქართველი კანონმდებლებიც. თბილისში ამბობენ, რომ რუსეთის მოსაწონი ხელისუფლება საქართველოში არასოდეს არ იქნება, ამ განცხადებით კი მოსკოვი ისევ საქართველოს შიდა პროცესებში ჩარევას ცდილობს. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/01_12/59805.jpgრუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს თბილისთან, თუმცა მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს. ეს განცხადება დიმიტრი მედვედევმა რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა. საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, ის აშშ-ში ახალი ელჩის დანიშვნასაც შეეხო და მაიკლ მაკფოლის შეახსენა, რომ რუსეთი თავისებური სპეციფიკის მქონე ქვეყანაა და დიპლომატმა ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ჟურნალისტებმა მედვედევს შეკითხვა ქვეყანაში რევოლუციის ალბათობაზეც დაუსვეს, რაზეც მან განაცხადა, რომ შესაბამის წინაპირობას ვერ ხედავს და რუსეთმა რევოლუციების ლიმიტი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში ამოწურა. პრეზიდენტის თქმით, დეკემბერში ჩატარებული არჩევნები რუსეთის ისტორიაში ყველაზე გამჭვირვალე იყო და ის თვალს ადევნებს იმ დარღვევების გამოძიებას, რაზეც საჩივრები ცესკოში შევიდა. "მორიგი დემაგოგიური განცხადება რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან" - ასე გამოეხმაურნენ დიმიტრი მედვედევის ბოლო კომენტარს რუსეთ-საქართველოს უერთიერთობების შესაძლო აღდგენის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერი და ქართველი კანონმდებლებიც. თბილისში ამბობენ, რომ რუსეთის მოსაწონი ხელისუფლება საქართველოში არასოდეს არ იქნება, ამ განცხადებით კი მოსკოვი ისევ საქართველოს შიდა პროცესებში ჩარევას ცდილობს. View the full article
-
კომენტარებში ბევრი ითხოვდა მსგავსი პოსტის დადებას, ამიტომ მე მსურს შემოგთავაზოთ იმ თამაშების ჩამონათვალი რომლებიც 2012 წელს გამოვა.მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებო, დავიწყეთ!!!Far Cry 3გამოსვლის თარიღი: 2012ჟანრი: FPSპლატფორმა: PC, X-Box, PlayStation 3გამომშვები: Ubisoft2008 წელს გამოშვებული Far Cry 2- ის გაგრძელება… ამჯერად მოქმედება განვითარდება სადღაც ინდოეთისა და წყნარ ოკეანეების წ####ბში, ტროპიკულ კუნძულზე. ... View ucnauri.com
-
Повторная и на этот раз даже "образцовая" беседа президента с будущими журналистами, которая продлилась 2,5 часа, оказалась содержательной. Пока СМИ и аналитики только готовятся к комментариям, на некоторые слова Медведева ответили "политзаключенные" - Ходорковский и Осипова. Ранее задержанные ФСО студентки объяснили свою неявку. Как готовилась встреча (ВИДЕО). newsru
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/pressa-freedom.jpgთბილისი, 26 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი გაუარესდა. ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ – 2011 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო რეგიონის ლიდერი აღარ არის. „საქართველომ სამხრეთ კავკასიაში ლიდერის პოზიცია გასული წლის მაისში ძალადობით ოპოზიციის მიტინგის დაშლისა და იმ მუდმივი ზეწოლის გამო დაკარგა, რომელსაც რუსეთის მიმართ სიმპათიებით განწყობილ ჟურნალისტებსა და ბლოგერებზე ახორციელებს“, – აღნიშნულია ანგარიშში. საქინფორმი
-
/get_img?ImageId=6046 “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონის 261–ე მუხლით პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება: იურიდიულ პირზე, თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან, სხვაგვარად იმყოფება პარტიის კონტროლის ქვეშ, ან აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები;იურიდიულ პირზე, რომელიც წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისკენ ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ;პირზე, რომელსაც აქვს გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები და ამოცანები მასთან დაკავშირებულ პირზე, აგრეთვე, მასთან საქმიანი ურთიერთობის მქონე პირზე, რომელსაც აქვს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები, ან ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც გავლენას ახდენს არჩევნებში, პლებისციტსა და რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების გამოვლენაზე და ეს ქმედებები ხორციელდება ამ კანონის რეგულაციებისთვის გვერდის ავლის მიზნით.არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ეს პუნქტები არ იძლევა კანონის ნათლად აღქმის საშუალებას და იძლევა სხვადასხვაგვარ ინტერპრეტირებას. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის განმარტებით, ყველა ნორმა, რომელიც აღნიშნულ კანონშია შეტანილი, ერთობლიობაში უნდა იყოს განხილული და არ უნდა მოხდეს ცალკეული ნორმების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტირება. ვის შეეხება პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები და ვისზე იმოქმედებს ეს კანონი? /get_img?ImageId=6047 კუბლაშვილს მაგალითი მოჰყავს აღნიშნული მუხლის განმარტებისთვის. მისი განცხადებით, თუ ადამიანმა, რომელსაც აქვს შპს, გადაწყვიტა, რომ თავისი შპს–ის მეშვეობით, დაიქირაოს რამდენიმე ასეული ადამიანი , რომელსაც ჩართავს პოლიტიკურ პროცესში, ასეთი იურიდიული პირი ექცევა დაფინანსების მხრივ კონტროლის ქვეშ და მასზე გავრცელდება შეზღუდვები. მისივე თქმით, ნებისმიერი აქტივობა, რომელიც უკავშირდება პოლიტიკურ პროცესს, უნდა იყოს გამჭვირვალე ფინანსური თვალსაზრისით. ნებისმიერი აქტივობა, რომელიც არ უკავშირდება რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არ მოექცევა ამ შეზღუდვების ქვეშ. "არასამთავრობოები, რომლებიც ცდილობენ, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას გარკვეულწილად გაუწიონ დახმარება, ეს არც არის და ვერც იქნება შეზღუდული ამ კანონით. აქ არის საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაზე, როდესაც არასამთავრობოები ექსკლუზიურად რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისთვის მუშობენ და მისი პოლიტიკური მიზნებისთვის ახორციელებენ საქმიანობას. მაგალითად, მე ვარ არასამთავრობო და შეიძლება მქონდეს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები. ვთქვათ, ჩემი არასამთავრობო ეხმარება “ცხოველთა დაცვის საზოგადოებას”. ამაში იგულისხმება პოლიტიკა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ჩემი არასამთავრობო მოხვდება ამ შეზღუდვებში? – რა თქმა უნდა, არა, იმიტომ, რომ გარდა პოლიტიკურისა, საარჩევნო მიზანიც უნდა იყოს და მეორეც, თუ ამ მომსახურებით, ვაცხადებ, დაუჭირეთ მხარი ყველა იმ პარტიას, რომელიც დაიცავს ცხოველებს, ეს ლეგიტიმურია, მაგრამ თუ დავიწყებ კამპანიას რომელიმე პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, უნდა გავრცელდეს შეზღუდვები," – განაცახადა კუბლაშვილმა. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაცია ან პირი, რომელიც არ ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას და დაკავებულია სხვადასხვა ტიპის საქმიანობით, მათ შორის ეწევა ძალიან დიდ ქველმოქმედებას და მას არ აქვს კავშირი არავითარ პოლიტიკურ პარტიასთან, თუ ის გამოვა დღეს და განაცხადებს, რომ თვლის, ესა თუ ის პარტია უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში მასზე გავრცელდება პოლიტიკური პარტიებისთვის არსებული შეზღუდვები. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ვეღარ განახორციელებს საქმიანობას, იგივე ქველმოქმედებას, და მის შემოსავლებზეც იქნება ისეთივე ლიმიტები, როგორიც პოლიტიკურ პარტიებს აქვთ. კოალიცია "არჩევანის თავისუფლებისთვის" წარმომადგენლის, ირაკლი მელაშვილის განცხადებით, თუ რომელიმე შპს–ის დირექტორმა პარტიის მხარდაჭერის შესახებ არჩევნებზე განაცხადა, ეს ახდენს გავლენას მის საქმიანობაზე იმიტომ, რომ თუ პოპულარული პიროვნება (მსახიობი, ბიზნესმენი, თეატრის დირექტორი) მოუწოდებს ვიღაცას, რომ ამ კაცს ვუჭერ მხარს, ეს ამ კანონით დაუშვებელია. ამ შეფასებებს კატეგორიულად არ ეთანხმება პავლე კუბლაშვილი და აღნიშნავს, რომ აგიტაცია კანონით არ იკრძალება. "აგიტაცია ვერც ერთ ფიზიკურ პირს ვერ აეკრძალება. აქ საუბარია იმაზე, რომ თუ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და ამით უნდა, რომ გვერდი აუაროს კანონის მოთხოვნებს, ანუ ვიღაცა იყენებს ამ ფიზიკურ პირს იმისთვის, რომ ან შემოწირულობა მიიღოს უფრო მეტი, ვიდრე ეს კანონით არის დადგენილი, ან ხარჯი ჰქონდეს უფრო მეტი, ან უცხო პირისგან მიიღოს შემოწირულობა... თუ ამისთვის იყენებენ, მაშინ ეს ფიზიკური პირი ითვლება დაკავშირებულ პირად და მასზე კონტროლი გავრცელდება," – განაცახდა კუბლაშვილმა. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საარჩევნო პროექტების კოორდინატორის, ლელა ტალიურის შეფასებით, იმ იურიდიულ პირს, რომელიც მოიაზრება პარტიებთან, აეკრძაკლება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია ვეღარ გააგძელებს მოღვაწეობას, მოგების მიღება აღარ შეეძლება, რაც მის ლიკვიდაციას გამოიწვევს. მისივე განმარტებით, თავდაპირველ ვერსიაში გათვალისწინებული არ იყო, რომ ფიზიკური პირებისთვისაც დაწესებულიყო იურიდიული პირების მსგავსი შეზღუდვები. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, შეისწავლოს მოქალაქე სოფიო ცუცქირიძის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ ყველა გარემოება და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. "2011 წლის 11 ივლისს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე სოფიო ცუცქირიძემ. განმცხადებელს მიაჩნდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის 2011 წლის 1 ივნისის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებით დაირღვა მისი უფლებები. სახალხო დამცველმა გამოითხოვა და შეისწავლა საქმის ამსახველი სრული დოკუმენტაცია. შსს–ს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის წერილის თანახმად, მოქალაქე სოფიო ცუცქირიძე სამინისტროს ორგანოებიდან დათხოვნილ იქნა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2011 წლის 1 ივნისის დასკვნის საფუძველზე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2003 წლის 24 ივნისის №217 ბრძანების მე–2 მუხლის მე–2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით (თანამშრომელთა შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მოქალაქე სოფიო ცუცქირიძის მიერ დისციპლინური გადაცდომა დასტურდება შემდეგი ფაქტებით: სამსახურში სისტემატური დაგვიანება, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება, ხელმძღვანელობის შენიშვნაზე არაადეკვატური რეაგირება, კონფლიქტურობა, სამსახურისადმი გულგრილი დამოკიდებულება და სამსახურიდან გათავისუფლების სისტემატური მოთხოვნა. სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის 2011 წლის 1 ივნისის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებითა და გენერალური ინსპექციის 2011 წლის 1 ივნისის დასკვნით ვერ დგინდება, თუ რაში გამოიხატებოდა პოლიციის უმცროსი ინსპექტორის, სოფიო ცუცქირიძის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება, კერძოდ, რა სამართლებრივი შედეგი დადგა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოქალაქე ს. ცუცქირიძის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ან გულგრილი დამოკიდებულების გამოვლენისას. ამასთან, როგორც დასკვნაში იქნა მითითებული, განმცხადებელი სისტემატურად ითხოვდა სამსახურიდან განთავისუფლებას. ამ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ იმსჯელა, კონკრეტულად რა გარემოებების გამო ითხოვდა განმცხადებელი სამსახურიდან გათავისუფლებას. ამასთან, როგორც მოქალაქე სოფიო ცუცქირიძის პირადი საქმიდან ირკვევა, აღნიშნული დისციპლინური გადაცდომა წარმოადგენს პირველ დისციპლინურ გადაცდომას და ამ დრომდე იგი არაერთგზის იქნა წახალისებული სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის 2011 წლის 1 ივნისის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება გამოცემულია ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესების დარღვევით, კერძოდ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. ამდენად, სახეზეა ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომლითაც დასტურდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითად დარღვევის ფაქტი, რაც წარმოშობს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–601 მუხლის 1-ლი და მე–2 ნაწილების მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველს."-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
/get_img?ImageId=6044 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის 25 იანვარს ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელის პოლიციის განყოფილებასთან, პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს უცნობი მამაკაცი, რომელსაც თან აღმოაჩნდა ასაფეთქებელი ნივთიერება. პოლიცია ვარაუდობს, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება, სავარაუდოდ, უცნობმა პირმა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან შემოიტანა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეზე ახალი დეტალების დადგენის შემდეგ გაავრცელებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
Two buildings, one nearly 20 storeys high, have collapsed in Rio de Janeiro, Brazil, filling streets with masonry and covering cars with debris. planetanews
-
Как узнал "Коммерсант", через близких ему членов "Единой России" Сурков, еще будучи кремлевским серым кардиналом, добился того, чтобы был смещен многолетний глава одного из ключевых парламентских комитетов - по международным делам. Понижение успешного политика оказалось сюрпризом даже для чиновников-тяжеловесов. newsru
-
Israeli artist Eyal Gever offers a tour of his studio in Tel Aviv, where he uses computer programmes and 3D printers to turn disaster scenarios into sculptures. planetanews