Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. <p>http://www.Geonews.ge/uploads/images/4599_59014305_014238387-1%20(1).jpgანგელა მერკელის განცხადებით, გარემოება ხელს არ უწყობს იმას, რომ გერმანიის ჯარებმა ავღანეთი დატოვონ. ჯარების გაყვანის კონკრეტულ დროზე მერკელი არ საუბრობს, თუმცა, ის პერიოდულად შეამცირებს გერმანელი სამხედროების კონტიგენტს ავღანეთში. სრულად ორიგინალი
  2. http://www.Geonews.ge/uploads/images/1453picture.jpg<p>კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუენტებს, შეუძლიათ ჩაბარების დროს საბუთებში მიუთითონ თავიანთი სექსუალური ორიენტაცია. ამის შესახებ იტყობინება Daily Bruin, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტური გაზეთი. სრულად ორიგინალი
  3. <p>http://www.Geonews.ge/uploads/images/876barbi.jpgმსოფლიოს წამყვანი დიზაინერები- ბლასი, ჟივენში და მილერი, მიიჩნევენ, რომ ბარბის თოჯინებისთვის მოდელების შექმნა არანაკლებ მნიშვენელოვანია, ვიდრე ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის. სრულად ორიგინალი
  4. ამერიკის შეერთებული შტატები 10 მარტს აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს… ლინკი მედიანიუსზე
  5. რუსეთის საგარეო უწყების პრესისა და ბეჭდვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის, მარია ზახაროვას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთისა… ლინკი მედიანიუსზე
  6. ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, შემდეგ განცხადებას ავრცელებს: ,,ამ განცხადებით, რომელიც კეთდება საქართველოს… ლინკი მედიანიუსზე
  7. ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ჯგუფში” შემავალი კომპანია შპს “ახალი კაპიტალის” ინტერესების დამცველი იურისტების განცხადებით, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური… ლინკი მედიანიუსზე
  8. სრულიადში მოგიყვებით სამფეხა ფრანჩესკო ლენტინზეფრანჩესკო ლენტინი დაიბადა 1899 წელს სიცილიაში. მისი ტყუპისცალი ძმა დაბადებული იყო ფრენკის ხერხემალზე , ერთი ფეხით და სასქესო ორგანოთი. აგრეთვე მე-3 ფეხს ემატებოდა მე-4 დეფორმირებული ტერფი. ასე რომ ფრანჩესკო ლენტინის ქონდა 3 ფეხი , 4 ტერფი , 16 ფეხის თითი და 2 სასქესო ორგანო. კიდევ ერთი ... View ucnauri.com
  9. 13 მარტს, 10:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება. კომიტეტის სათათბირო ოთახი 13 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. 13 მარტს, 11:00 საათზე, ‘თავისუფალი საქართველოს’ ოფისში პარტიის გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე და პოლიტიკური მდივანი თენგიზ ომანიძე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. მის: ფალიაშვილის ქ. #33 ა 13 მარტს, 11:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროში, მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე კახეთის რეგიონში არსებული მუზეუმების დირექტორებს ტრენინგის წარმატებით გავლისთვის სერტიფიკატებს გადასცემს. მის: გორგასლის ქ. #24 ა (იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა) 13 მარტს, 11:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი, სასტუმრო ‘ჰოლიდე ინ’-ში, პროექტის ‘Speak Up in Georgia’ პრეზენტაციას გამართავს. საკონტაქტო პირი ანატოლი კორეპანოვი – 577 17 80 16 13 მარტს, 12:00 საათზე, ‘თავისუფალი აზრის სახლში’ საზოგადოებრივი დისკუსიის – ‘პრიორიტეტები და რესურსების’ ფარგლებში, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორის, მერაბ ჯიბლაძის მოხსენება: ‘კვანტური მედიცინის პერსპექტივები’ განიხილება. მის: ნაფარეულის ქ. #9ა 13 მარტს, 12:00 საათზე, ‘ინტერპრესნიუსის’ საკონფერენციო დარბაზში, სამოქალაქო მოძრაობა ‘ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის’ ლიდერი ნესტან კირთაძე პრესკონფერენციას გამართავს და პროექტს ‘პირდაპირიდაილოგი თბილისი-სოხუმი, თბილისი-ცხინვალი’ წარადგენს. მის: იოსებიძის ქ. #49 13 მარტს, 12:00 საათზე, ‘ახალი მემარჯვენეების’ ცენტრალურ ოფისში, პარტიის თავმჯდომარე დავით გამყრელიძე ქართული სოფლის თემატიკაზე შექმნილი ‘ახალი მემარჯვენეების’ ვიდეორგოლების პრეზენტაციას გამართავს. მის: ჟ. კალანდაძის ქ. #3 13 მარტს, 12:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი საქართველოში მოქმედი დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. მის: წმ. ნიკოლოზის/ნ. ჩხეიძის ქ. #2 (ვორონცოვის მოედანი) საკონტაქტო პირი ეკა ერგემლიძე – 577 62 03 01 13 მარტს, 13.00 საათზე, თბილისის საკრებულოს ‘ქრისტიან-დემოკრატი’ დეპუტატი ზაზა გაბუნია, უსინათლოთა კავშირის წევრებთან ერთად, საკრებულოში ბრიფინგს გამართავს. თემა: ‘წინადადებები უსინათლოთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად’. 13 მარტს, 13:00 საათზე, სასტუმრო ‘ძველ მეტეხში’ ‘ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – ‘აფბა’ ბრიფინგს გამართავს. თემა: ‘სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო უმაღლესი სასწავლებლებიდან სულ უფრო მეტი სტუდენტი მიდის’. მის: მეტეხის აღმართი #3 13 მარტს, 13:30 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება. კომიტეტის სათათბირო ოთახი 13 მარტს, 14.00 საათზე, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი 13 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა დაბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა ჩატარდება. კომიტეტის სათათბირო ოთახი (#648) 13 მარტს, 14:00 საათზე, პარტიის ოფისში, პარტია ‘სალომე ზურაბიშვილი –საქართველოს გზის’ საერთაშორისო მდივანი თეიმურაზ მურვანიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ‘იერუსალიმის ჯვრის მონასტერი’. 13 მარტს, 14:00 საათზე, ‘დემოკრატიული მოძრაობის’ სათაო ოფისში’ უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის’ თავმჯდომარე თამარ იოვაშილი-სადღობელაშვილი და ‘დემოკრატიული მოძრაობის’ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ, რის შემდეგაც მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარები გაკეთდება. მის: აბულაძის ქ. #8 ტელ. 599 56 99 91 13 მარტს, 14:00 საათზე, ‘პრაიმ ტაიმის’ პრესკლუბში სტუმრად იქნება ვალერი გელბახიანი. იხილეთ epn.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/9-300x300.jpgკონტროლის პალატის წარმომადგენლები ამ წუთებშიც ფოთის მერიის მეოთხე სართულზე იმყოფებიან. სართულს დაცვის პოლიცია იცავს. ისინი tspress-ის ჟურნალისტებს მათთან გასაუბრების უფლებას არ აძლევენ. ასევე, ლანჩხუთის გამგეობის მესამე სართულზე არ შეუშვეს “გურია ნიუსის” ჟურნალისტი ლალი იმედაიშვილი და ოპერატორი. ის რამდენიმე წუთით კანცელარიაში გააჩერეს და შემდეგ შენობა დაატოვებინეს. დაკითხვიდან გამოსული ადამიანები, პრესასთან კომენტარებს არ აკეთებენ. როგორც გვითხრეს, ამის მითითებას კონტროლის პალატის წარმომადგენლები იძლევიან. იხილეთ epn.ge
  11. “პუტინის ძალაუფლება: Déjà VU კავკასიისთვის”, - ამ სათაურით სტატიას “ევრაზიანეტი” აქვეყნებს. როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ვლადიმირ პუტინი რუსეთის… ლინკი მედიანიუსზე
  12. /get_img?ImageId=6693 პროფკავშირების წარმომადგენლები შრომის კოდექსს წვავენ/ფოტო: PalitraTV ხელისუფლება უახლოეს მომავალში საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებებს გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განუცხადა. 12 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს გააცნო 2012 წლის 24 იანვარს აშშ-ში, ვაშინგტონში, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისში გამართული შეხვედრის ოფიციალური სტენოგრამა. შეხვედრას ესწრებოდა როგორც აშშ-ის სხვდასხვა უწყებების ხელმძღვანელობა, ისე საქართველოს სამთავრობო დელეგაცია. ქართული დელეგაციის წევრები იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისრის მოადგილე სერგი კაპანაძე, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველები - თამარ კოვზირიძე და ვახტანგ ლეჟავა, ასევე მაია სიფრაშვილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ ამერიკელ პარტნიორებს სწორედ ამ შეხვედრაზე მისცა პირობა, რომ საქართველოში შრომის კოდექსი შეიცვლება. პროფკავშირების მიერ მოწოდებულ სტენოგრამის თარგმანში პუნქტობრივად არის ჩამოყალიბებული მთავრობის ხედვა, თუ როგორ შეიცვლება მოქმედი შრომის კოდექსი. კერძოდ, შრომის კოდექსი ისე უნდა შეიცვალოს, რომ უფრო ეფექტურად განხორციელდეს გაერთიანების თავისუფლება - უნდა შეიქმნას ისეთი საკანონმდებლო საფუძვლები და პროცედურები, რომლითაც პროფკავშირის ან ასოციაციის შეჩერება უფრო გართულდება. გარდა ამისა, გაუქმდება პროფკავშიირს შექმნისთვის დაწესებული წევრობის მინიმალური ოდენობის მოთხოვნა და გამარტივდება პროფესიული კავშირის შექმნის პროცედურები. საქართველოს მთავრობის დაპირებით, დაიხვეწება კოლექტიური მოლაპარაკებებისა და მათთან დაკავშირებული საქართველოს შრომის კანონმდებლობაში ასახული დებულებები ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნას კოლექტიური ხელშეკრულებების შემდგომი ხელშეწყობა და ეს ნორმები შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე, პროფკავშირის წევრობის გამო დისკრიმინაციის ამკრძალავი ნორმა უფრო მკაფიო გახდება და დაწესდება სანქციები პროფკავშირების საქმიანობაში ჩარევისთვის. ამერიკელი პარტნიორებისთვის მიცემული დაპირების თანახმად, გაფიცვის 90-დღიანი ვადა საქართველოში გაუქმდება, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმებულის უფლება, მიიღოს მონაწილეობა საპროტესტო აქციაში. მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხება ბავშვთა შრომის დარეგულირებას - ზუსტად განისაზღვრება ბავშვთა დასაქამების მინიმალური ასაკი, ნათლად ჩამოყალიბდება დებულებები, რომლებიც ზღუდავენ ბავშვთა მუშაობის საათებს და ასევე, უფრო ზუსტად განისაზღვრება საშიშ პირობებთან სამუშაოებზე დასაქმებისთვის დასაშვები ასაკი. ”ამას ვითხოვდით ახლა ჩვენ, რასაც საქართველოს მთავრობა წერს და არაფერს მეტს. ერთი გრამით, ერთი სიტყვით მეტი ჩვენ არაფერი არ მოგვითხოვია. მადლობა ღმერთს, რომ ეს მზაობა არის,” - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა. მისივე თქმით, აშშ-ის სვააჭრო წარმომადგნელობაში გაუკვირდათ, როცა გაიგეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყია საქართველოს პროფკავშირებთან. ”სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობამ აღნიშნულის შესახებ სოციალური პარტნიორების - საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისა და და დამსაქმებელთა ასოციაციის - ინფორმირება არ მოახდინა,” - ამბობს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და იქვე დასძენს, რომ ხელისუფლების მზაობის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი ეცოდინებოდათ, რომ არა ამერიკელი პარტნიორების მიერ ინფორმაციის მოწოდება. პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოების მონაწილეობის გარეშე ხელისუფლებამ ახალი ცვლილებები შრომის კოდექსში არ უნდა შეიმუშაოს. ”ნეტგაზეთი” დღის მანძილზე რამდენჯერმე შეეცადა, ინფორმაცია შესაძლო ცვლილებების შესახებ მოეპოვებინა საქართველოს მთავრობისგან, თუმცა 24 იანვრის შეხვედრაში მონაწილე პირთაგან დაკავშირება ვერავისთან ვერ შევძელით, გარდა სერგი კაპანაძისა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კი განგვიცხადა, რომ ამ საკითხზე უნდა მიგვემართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლებისთვის, რომლებსაც ვერ დავუკავშირდით. საქართველოს ამჟამინდელი შრომის კოდექსი არაერთხელ გამხდარა როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის მაღალჩინოსნების კრიტიკის ობიექტი. შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანისა და მოსახლეობის შრომითი უფლებების გაძლიერების რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა და ევროკავშირის წარმომადგენელმა ფილიპ დიმიტროვმა 2011 წლის 27 ოქტომბერს მისცეს. ”მე იმიტომ ვარ დღეს აქ, რომ აშშ-ის მთავრობა და ბარაკ ობამას ადმინისტრაცია მტკიცედ უჭერს მხარს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას. ეს არის კოლექტიური შეთანხმების, გაერთიანებისა და შრომის უფლება. აშშ-მა დიდი ინვესტიცია ჩადო ამ ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განამვლობაში. საქართველო აშშ-ის დახმარების ყველაზე დიდი მიმღებია ერთ სულ მოსახლეზე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ქვეყნის წარმატება შედგება და სწორი გზით წავა,” - განაცხადა 27 ოქტომბერს თბილისში, ”შერატონ მეტეხში გამართულს კონფერენციაზე აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა. ამავე დღეს შრომის კოდექსის საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობაზე გაამახვილა ყურადღება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გაი რაიდერმა. მისი თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება შრომით ურთიერთობებს საქართველოში და ბოლო დროს ”შემაშფოთებელ ინფორმაციებს იღებს.” გაი რაიდერის განცხადებით, შრომით ურთიერთობებში პროგრესის მიღწევა პოლიტიკური ნების საკითხია და ტექნიკურად ადვილად განსახორციელებელია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე თქვა, რომ შრომითი ურთიერთობების სფეროში საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა არის პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის, შრომითი ხელშეკრულებებისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკაშირებით. სრული ინფო(netgazeti.ge)
  13. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png გიორგი ლომსაძე სხვა რაღა უნდა ითქვას რუსულ გაზაფხულზე: ”ასიმეტრიული” საარჩევნო კამპანია, ჭორები ბოტოქსის შესახებ, პატარა საარჩევნო მაგია და აი, ვლადიმერ პუტინი ისევ კრემლის ბოსია. პუტინი გამარჯვებას დიდწილად კავკასიას უნდა უმადლოდეს და აი ახლა ის მილოცვებს იმ ქვეყნებიდან და ტერიტორიებიდან იღებს, რომელიც რუსეთს ეკუთვნის, რუსეთის მიერაა დაპყრობილი, ან რუსეთით არიან შეპყრობილნი. ჯერ ჩრდილოეთზე შევჩერდეთ, სადაც ცეცხლოვანმა ძლიერმა კაცმა რამზან კადიროვმა, თავისი პატრონის მხარდასაჭერად საარჩევნო უბანთან იცეკვა კიდეც. ჩეჩნურმა ჩა-ჩა-ჩამ, როგორც ჩანს, იმუშავა. წინასწარი მონაცემებით, პუტინმა რუსეთის ფედერალურ საზღვრებში ყველაზე მეტი ხმა ხისტად მართულ ჩეჩნეთში მიიღო და ყველაზე ნაკლები – სკეპტიკურად განწყობილ მოსკოვში. სამხრეთ კავკასიის სამხრეთ ქედზე, სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც რუსეთს საიმედოდ ჰყავს მოქცეული საკუთარ მკლავებში, დარეგისტრირებული რუსი ამომრჩევლების 90 პროცენტმა ხმა პუტინს მისცა. ამ ტერიტორიების სეპარატისტ მმართველებს, რომლებიც ეგზისტენციალურად არიან დამოკიდებულნი მოსკოვზე, ცეკვა არ გაუმართავთ, მაგრამ ხმა პუტინს მისცეს და თავის ელექტორატსაც იგივე ნაბიჯისკენ მოუწოდეს. სეპარატისტული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა, რომელიც თავისი ჩეჩენი კოლეგისგან განსხვავებით აცხადებს, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოს მართავს (თუმცა ჯიბეში რუსული პასპორტი უდევს), თქვა, რომ მისთვის ბედნიერებაა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩისთვის ხმის მიცემა. რაც შეეხება არასადავო ქვეყნებს, ყველაზე მეტად პუტინის დაბრუნებით სომხეთმა გაიხარა, სომხეთმა, რომელიც რუსეთისგან დიდძალ პოლიტიკურ და სამხედრო დახმარებას იღებს. მოიწონა რა პუტინის გამარჯვება, პრეზიდენტმა სერჟ სარგისიანცმა დაწერა, რომ მოუთმენლად ელის ეკონომკური კავშირების გაღრმავებას, ანუ უფრო მეტ ფულს მოდევნო წლებში. მან აგრეთვე, როდესმე ახლო მომავალში, პუტინი სომხეთში მიიწვია. რუსეთისადმი ნაკლებად მეგობრულად განწყობილი ქვეყნის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საბაზისო პროტოკოლურ წესებს დიდად არ გადაუხვია მილოცვისას რუს კოლეგას წარმატება და ჯანმრთელობა უსურვა. აგრეთვე იმედი გამოთქვა, რომ მათი ტრანს-მთიანი მეგობრობა გაღრმავდება. გასაოცარი არ არის, რომ პუტინს საქართველოდან სასიყვარულო ბარათები არ მისვლია, საქართველოდან, რომელიც პუტინმა საარჩევნო კამპანიისას არაერთხელ გამოიყენა საფრთხობელად. მართალია, თბილისმა გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადყო, რომ მას პუტინი ნებისმიერ სტატუსში სძაგს – როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე პრეზიდენტის რანგში. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ 5 მარტს განაცახადა, რომ საქართველოს არ გააჩნია არავითარი ილუზია რუსეთში დემოკრატიის წინსვლასთან ან თბილისსა და მოსკოვს შორის კავშირების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. თუ ეს განცხადებები, მილოცვები და საარჩევნო შედეგები რაიმეს გვეუბნება, გვეუბნება იმას, რომ პუტინის მმართველობის (სულ ცოტა) მომავალი ექვსი წლის განმავლობაში კავკასიის ქედის ორივე მხარეს ბევრი არაფერი შეიცვლება. ორიგინალი ორიგინალი
  14. ეს სია გახლავთ ანტიკური ხანისა და თანამედროვე ისტორიის მებრძოლების კომბინაცია.10. აცტეკებიაცტეკები – მექსიკის ინდიელთა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხი. აცტეკური ენა — ნაუატლი იუტოაცტეკურ ენათა დიდ ჯგუფს განეკუთვნება. XII საუკუნეში ჩრდილოეთიდან მოსული აცტეკები მეხიკოს ველზე შეიჭრნენ და დამკვიდრდნენ, აითვისეს მისი ძველი მოსახლეობის — ტოლტეკების, საპოტეკებისა და მიშტეკების მაღალი კულტურა და ... View ucnauri.com
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/usufashviliiiiiiiii-300x200.jpgიმერეთსა და სამეგრელოში ასობით “ქართული ოცნების” მხარდამჭერს ამ წუთებში კონტროლის პალატა კითხავს. გუშინ ღამით, კონტროლის პალატიდან შეტყობინება”რესპუბლიკური პარტიის” საქალაქო ორგანიზაციის 14-მა წვერმა და ამავე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაიციის ორმა წარმომადგენლმა მიიღო. როგორც ქუთაისში გამომავალი “ახალი გაზეთის” ვებ გვერდი იუწყება, „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 14 წევრიდან 2-მა შეტყობინება არ ჩაიბარა, ხოლო ერთს – ვერ მიაგნეს. კონტროლის პალატიდან მიღებული უწყების თანახმად, ყველა პირი კონტროლის პალატაში დაბარებულია 2012 წლის 13 მარტს, დილის 10 საათიდან 17-საათამდე. „უწყებები უცხო პირებმა დაარიგეს, რომლებიც უფრო უშიშროების თანაშრომლებს გავდნენ. თუმცა, აცხადებდნენ, რომ საქართველოს ფოსტიდან იყვნენ, რაც საეჭვოა. რადგან, არცერთ წერილს არ ქონდა ბეჭედი. ამაზე გვიპასუხეს, რომ წერილების დარიგება სასწრაფო იყო და ვერ მოასწრეს. შეტყობინებები თბილისიდან გამოგზავნილია 10 მარტს, შაბათს, რომლებიც ქუთაისში დაარიგეს მეორე დღეს, კვირას. ასევე, არცერთ მათგანზე არ არის მითითებული ქალაქი, თუ სად იბარებენ ამ ხალხს. მაინტერესებს, რატომ ეჩქარება ამ ხელისუფლებას ჩვენი ხალხის დაკითხვა? უნდათ რომ ხალხი შეაშინონ, მაგრამ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები არ შეშინდებიან,“ - აცხადებს ნატო ქათამაძე. ანალოგიური მდგომარეობაა ფოთში, ამ წუთებისთვის ფოთის მუნიციპალიტეტის შენობაში ათობით ადამიანს დაკითხვას კონტროლის პალატის თანამშრომლები უტარებენ. tspress.ge-ს ცნობით, კონტროლის პალატის უწყება, ფოთში, 20-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის, არიან „რესპუბლიკური პარტიის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გაიოზ ქინქლაძე და მისი ოჯახის წევრები, ეროვნული საბჭოს ყოფილი წარმომადგენლები, თამაზ სოსელია, ვეფხვია ცომაია, ვასიკო თოდუა და „ქართული ოცნების“ გაზეთების დარიგებაში მონაწილე აქტივისტები. კონტროლის პალატიდან მიღებულ შეტყობინებაში აღნიშნულია: „საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსების მონიტორინგის სამსახურში, პოლიტიკური სიბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცობის და გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინსტრაციული წარმოება მიმდინაროებს. რასთან დაკავშირებითაც, დაბარებული ხართ ახსნა-გნამარტების მისაცემად“. იხილეთ epn.ge
  16. Террорист Андерс Брейвик привел в чувство всех тех, кто бесстрастно смотрел на усиление влияния исламофобски настроенных правых радикалов. Около трех десятков политических партий, программы которых открыто требуют «чистую европейскую принадлежность» укрепляют позиции в парламентах некоторых государств и занимают все более прочное место в СМИ.
  17. /get_img?ImageId=5398 ტელეკომპანია ”მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის უფროსი თამარ რუხაძე თანამდებობიდან გადადგა, თუმცა თავის მოვალეობას დაახლოებით კიდევ ერთი კვირის მანძილზე შეასრულებს. ამის შესახებ ”ნეტგაზეთს” თამარ რუხაძემ განუცხადა. თამარ რუხაძის თქმით, ეს იყო თავისი პირადი გადაწყვეტილება, მისთვის სამსახურიდან წასვლა არ მოუთხოვიათ ტელეკომპანიის მფლობელებსა და ხელმძღვანელებს და მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა. ჟურნალისტი თავის საქმიანობას სტუდია GNS-ში გააგრძელებს. ”მე ვარ სტუდია GNS-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამ ეტაპზე გადავწყვიტე, რომ ჩემი ძალები ახლა მას მოვახმარო,” - ამბობს ”მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის უკვე ყოფილი უფროსი. მისივე თქმით, ტელეარხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს დროებით ”მაესტროს” რომელიმე თანამშრომელი დაიკავებს. ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიასთან” წარმოქმნილი პრობლემების გამო ტელეკომპანია ”მაესტრო” უკვე რამდენიმე თვეა საგანგებო რეჟიმში რადიო ”მაესტროს” შენობიდან მაუწყებლობს. 13 მარტიდან ტელეარხი ახალ ოფისში, დიღომში გადადის, ამავე დღიდან კი სატელიტზეც დაბრუნდება. დაახლოებით ორ თვეში კი ტელეარხის სამაუწყებლო ბადის განახლებაც იგეგმება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  18. </p> /get_img?ImageId=6690<p>ლანჩხუთში კონტროლის პალატის წარმომადგენლები “ქართული ოცნების” აქტივისტებს კითხავენ. ეს პროცესი ამ დრომდე გრძელდება. როგორც “ნეტგაზეთს” ლანჩხუთის “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ რომან ბიწაძემ განუცხადა, მათი დაკითხვა მიმდინარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შენობაში, მე–3 სართულზე. ეს სართული კი ოკუპირებული აქვს პოლიციას, სადაც არავის არ უშვებენ. “დაკითხვა შეეხება ძირითადად ფინანსურ საკითხებს. მაგალითად, ეკითხებიან, რამდენს იღებენ “ქართული ოცნების“ გაზეთის გავრცელებაში, ან ხელმოწერების შეგროვებაში და მსგავსი საკითხებით ინტერესდებიან,” – აღნიშნა ბიწაძემ. ბიწაძის განცხადებით, დაკითხვა ზოგ შემთხვევაში დროში გაწელილია. “ეს არ არის ნახევარსაათიანი დაკითხვა. ზოგიერთის დაკითხვა ოთხ საათსაც კი გაგრძელდა. ამ წუთებში, ჩემი ინფორმაციით, მხოლოდ ერთი ადამიანი, გვარად ჩხაიძე უნდა იყოს მუნიციპალიტეტის შენობაში,” – განაცხადა ბიწაძემ. კითხვაზე, იყო თუ არა დაკითხვისას მათზე რაიმე ზეწოლის ფაქტები, ბიწაძე აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით, კონკრეტული ზეწოლის, დაჭერით დამუქრების ფაქტები ჯერ არ დაფიქსირებულა. მისივე განცხადებით, დაკითხულები ამ დრომდე თავს იკავებენ კომენტარების გაკეთებისგან და დამატებითი დეტალები უკვე ხვალ გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, დღეს, 12 მარტს რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, თინათინ ხიდაშელმა პრესკონფერენცია "ქართული ოცნების" ოფისში გამართა, სადაც მან ხელისუფლება და კონტროლის პალატა "ქართული ოცნების" აქტივისტების ტერორში დაადანაშაულა. "კვირას, 11 მარტს, მთელი დღის და ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენი აქტივისტების ტერორი საქართველოს პრაქტიკულად ყველა რაიონსა და ქალაქში. ადამიანები, რომლებიც მათთან მიდიოდნენ, ამბობდნენ, რომ იყვნენ კონტროლის პალატის წარმომადგენლები, თუმცა რეალურად ეს შეუძლებელი იყო, ვინაიდან კონტროლის პალატას ყველა სოფელსა და ქალაქში არ აქვს წარმომადგენლობა. ეს იმითიც დასტურდება, რომ ადგილები, სადაც მათ იბარებდნენ, უმრავლეს შემთხვევებში არ იყო კონტროლის პალატის შენობები. ეს დაბარებული ადამიანები არიან ისინი, ვინც ბოლო თვეების მანძილზე „ქართული ოცნების“ გაზეთებს არიგებდნენ, ეს არიან ადამიანები, რომლებიც აგროვებდნენ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის მხარდამჭერ ხელმოწერებს. ეს არიან ადამიანები, რომლებიც არანაირ ფინანსურ ურთიერთობებში არ იმყოფებიან კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“. ისინი არიან ჩვეულებრივი სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც საკუთარი სამოქალაქო პოზიციიდან გამომდინარე, ნებაყოფლობით, სამოქალაქო მოვალეობის შესრულების მიზნით, ჩვენი დახმარების გამო და ამ ქვეყნის გადარჩენის გამო მონაწილეობდნენ ჩვენს სხვადასხვა პროექტში. ეს პროცესი დიდი ხანია გრძელდება, მაგრამ გუშინ შეიძინა მასობრივი ხასიათი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაგრძელდება შემდეგი დღეების განმავლობაშიც. მინდა მივმართო ჩვენს აქტივისტებს, გამოიჩინონ სიმხნევე, ნუ აყვებიან პროვოკაციებს, რომელთაც მათ სხვადასხვა საჯარო მოხელეები უწყობენ, რომლებიც მიდიან მათ სახლებში, და ცდილობენ მათ დაშინებას. ხელს აწერინებენ ამ ადამიანებს განცხადებებზე, რომ ისინი თავად ნებაყოფლობით ამბობენ უარს ადვოკატის დახმარებაზე. მინდა მათ ვთხოვო, რომ არც ერთმა მათგანმა ასეთ განცხადებაზე ხელი არ მოაწეროს. მათ იბარებენ, როგორც ფინანსურ მაქინაციებში მონაწილე სამართალდამრღვევებს. ჩვენი ხელისუფლებისთვის ხალხი, რომელიც არიგებდა გაზეთებს და აგროვებდა ხელმოწერებს, არიან სამართალდამრღვევები. მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას და კონტროლის პალატას, თავი დაანებონ რეგიონებში ჩვენს აქტივისტებს. მე, თინა ხიდაშელს, დღეს შემაქვს შემოწურულობა პოლიტიკური კოალიციაში „ქართული ოცნების“ გაწევრიანებული ორგანიზაციების ანგარიშზე და ველოდები კონტროლის პალატას, რომ დამიბაროს დაკითხვაზე. მიიღოს ნათია მოგელაძემ ჩემი გამოწვევა და დამიბაროს კონტროლის პალატაში,"- განაცხადა ხიდაშელმა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/2c6.jpgსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შექმნა ვებ-აპლიკაცია, რომელიც რეკლამის დამკვეთებს, დამამზადებლებსა და განმთავსებლებს საშულებას მისცემს , მარტივად დაადგინონ, აკმაყოფილებს თუ არა კანონით დადგენილ პირობებს სამაუწყებლო რეკლამაში გამოყენებული ტექსტი. კომისიის ინფორმაციით, სარეკლამო რგოლის სტანდარტის შექმნის იდეა გამოიწვია კომისიის მიერ არაერთი დავის განხილვამ სამაუწყებლო რეკლამაში გამოყენებული ტექსტების აღქმადობის თაობაზე. აღნიშნული საკითხის რეგულირების მიზნით, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი სარეკლამო რგოლებისგან დაცვის მიზნით, “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში”, 2011 წლის 23 სექტემბრის N8 დადგენილებით, მე-4 მუხლს დაემატა შემდეგი რედაქციის მე-5 პუნქტი: “ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების კომერციულ რეკლამასა და ტელეშოფინგში გამოყენებული ტექსტის სიმბოლოს სიმაღლე არ უნდა იყოს სატელევიზიო კადრის სიმაღლის 4%-ზე ნაკლები და ტექსტის ჩვენების ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ ტექსტის მოცულობა 1 წუთში 140 სიტყვაზე მეტის წაკითხვას არ ითხოვდეს. ტექსტის ჩვენების ხანგრძლივობის გამოთვლისას, რიცხვებს და სხვა აღნიშვნებს შეესაბამება იმდენი სიტყვა, რამდენიც მათ წარმოსათქმელად არის საჭირო. ელექტრონული ფოსტისა და ინტერნეტ-გვერდის მისამართი ითვლება ერთ სიტყვად”. კომერციული რეკლამის ტექსტის სტანდარტი საშუალებას იძლევა სარეკლამო რგოლი ეთერში გაშვებამდე აიტვირთოს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) და დაიშალოს კადრებად, ასევე, შესაძლებელია აიტვირთოს კონკრეტული კადრი სურათის ფორმატში. შერჩეულ კადრზე არსებული ტექსტის ჩარჩოში ჩასმის შემდეგ დადგინდება, შეესაბამება თუ არა მისი ზომა დადგენილ სტანდარტს. პროგრამა ასევე აღჭურვილია ტექსტის ჩვენების ხანგრძლივობის კალკულატორით, რომელიც ტექსტში გამოყენებული სიტყვების რაოდენობის შეყვანის შემდეგ, წერს მინიმალურ ხანგრძლოვობას, რომელიც საჭიროა ტექსტის საჩვენებლად და მაყურებლისთვის სათქმელის მისატანად. “კომერციული რეკლამის ტექსტის სტანდარტი ერთის მხრივ, იცავს მომხმარებლის უფლებას, მიიღოს სათანადო ინფორმაცია სარეკლამო რგოლიდან, მეორეს მხრივ, კი თავად სარეკლამო რგოლების დამკვეთის უფლებას, გადაამოწმოს, შეესაბამება თუ არა ვიდეორგოლი არსებულ კანონმდებლობას”, – განმარტავენ კომისიაში. იხილეთ epn.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/3e.jpgარასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა” სტუდენტური სესხების გაცემის პროცესში მთავრობას გარანტორობისკენ მოუწოდებს . “აფბას” შეფასებით, სტუდენტური სესხები, ფაქტობრივად, ხელმიუწვდომელია. ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას ნიჭიერი ახალგაზრდების უმაღლესი სასწავლებლებიდან გარიცხვა და სესხის აღებისას ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხის მაძიებელ პერსპექტიულ სტუდენტებს გარანტორად დაუდგეს. აღნიშნულ თემაზე ხვალ “აფბას” წევრები პრესკონფერენციას გამართავენ. იხილეთ epn.ge
  21. პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი დღეს ქუთაისში „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შეხვდა. … ლინკი მედიანიუსზე
  22. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/lanchxuti-300x225.jpgლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის მესამე სართულზე, ამ წუთებში კონტროლის პალატა ლანჩხუთელების დაკითხვას აწარმოებს. როგორც“ექსპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, დაკითხვის მიზანი “ქართული ოცნების” მიერ გადარიცხული თანხებია. გავრცელებული ინფორმაციით, შენობის მესამე სართულზე მობილიზებულია პოლიცია რომელიც რიგით მოქალაქეებს და ჟურნალისტებს შენობის მესამე სართულზე არ უშვებს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესამსახურის ხელმძღვანელის, ეთერ ჭყონიას თქმით, მისთვის უცნობია, რატომ არ უშვებენ ადამიანებს მესამე სართულზე. “კონტროლის პალატამ გვთხოვა ორი ოთახის დათმობა და ჩვენ დავუთმეთ. ვიცით, რომ იქ მოქალაქეებს ესაუბრებიან. ამის მეტს ვერაფერს გეტყვით.მხოლოდ ვიცი ის, რომ იქ ასულ ადამიანებს ეკითხებიან ვინ არიან. ჩვენ მხოლოდ ოთახები დავუთმეთ, მეტი არაფერი ვიცი, _ განაცხადა ჭყონიამ. ასევე გახდა ცნობილი, რომ ლანჩხუთის გამგეობის მესამე სართულზე არ შეუშვეს “გურია ნიუსის” ჟურნალისტი ლალი იმედაიშვილი და ოპერატორი. ჟუტრნალისტი რამდენიმე წუთით კანცელარიაში გააჩერეს და შემდეგ შენობა დაატოვებინეს. დაახლოებით 50-მდე ჩოხატაურელს, კონტროლის პალატის უწყება ამ დილით მიუვიდათ. უწყების თანახმად, ეს ადამიანები ხვალ, წერეთლის ქუჩა #2-ში, პირველ სართულზე არიან დაბარებულები, თუმცა მითითებული არ არის, რომელ ქალაქში. აღსანიშნავია, რომ უწყება დევს კონვერტში, რომელსაც არ აწერია კონტროლის პალატის მისამართი, ხოლო თავად უწყება არ არის დაბეჭდილი კონტროლის პალატის ბლანკზე, არ არის მითითებული რეგისტრაციის ნომერი და რეგისტრაციაში გატარების თარიღი. უწყებას ხელს აწერს საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე, ვინმე გიორგი ამირანაშვილი. აღნიშნულბ მისამართზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა მდებარეობს, სადაც არავინ იცის რა ხდება. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ ხუნდაძის თქმით, ის მსგავს ინფორმაცის არ ფლობს. „არ ვიცი, პირველად მესმის, რომ კონტროლის პალატა ჩოხატაურელებს იბარებს, მით უმეტეს, მუნიციპალიტეტის შენობაში“, _აღნიშნა ხუნდაძემ. იხილეთ epn.ge
  23. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/Xidasheli-300x1861.jpgპოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა თინა ხიდაშელმა და ზვიდ ძიძიგურმა კოალიციის სუბიექტების ანგარიზე შემოწირულობის სახით სოლიდური თანხა გადარიცხეს და აღნიშნულ ფაქტზე კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის უფროსს ნათია მოგელაძეს რეაგირება მოსთხოვეს. თანხის გადარიცხვის გადაწყვეტილება კოალიციის ლიდერებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ კონტროლის პალატა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს იბარებს და მათ ახსნა-განმარტებას სთხოვს. იხილეთ epn.ge
  24. </p> /get_img?ImageId=6689<p>დღეს, 12 მარტს, ქარელში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ რეგიონული ოფისი გაიხსნა. რეგიონული ოფისის გახსნას კოალიციის წევრებთან ერთად ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, შიშის და მშიშარა ხელისუფლების ბრალია ის უბედურება, რომლის შედეგსაც დღეს საქართველო იმკის. “მშიშარა ხელისუფალი გვყავს დღეს ჩვენ და ძირითადი პრობლემა ჩვენი ქვეყნის ეს არის. ყველაზე კარგად მან (პრეზიდენტმა) საკუთარი სახე აჩვენა თქვენგან ძალიან ახლოს. ამ ფოტომ მთელი მსოფლიო მოიარა და ლამის შიშის სიმბოლოდ იქცა მისი სახე. . . ამ შიშზეა დაფუძნებული მისი გაუწონასწორებელი ხასიათი, რომლის შედეგია ბევრი ის უბედურება, რასაც ვიმკით დღეს. შიშის ბრალია და საშინლად შეეშინდა მას, როდესაც მე გამოვაცხადე, რომ მოვდივარ პოლიტიკაში. ამის შემდგომ შიშზე დაფუძნებული ბევრი უკანონო ქმედება განახორციელა ჩემთან დაკავშირებითაც. ჯერ უკანონოდ მოქალაქეობის ჩამორთმევა, შემდეგ საოცარი ქმედება განახორციელეს ჩემს კუთვნილ ბანკში, რომელიც დღესაც გრძელდება. . . ეს კიდევ იმის მიმანიშნებელია, რომ მას აქვს ილუზია და შიში არ ასვენებს, რომ დაბლოკოს ყველა საშუალება, რათა ჩვენ არ განვითარდეთ და წინააღმდეგობა არ გავუწიოთ,” – აღნიშნა ივანიშვილმა ოფისის გახსნაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ არ დაუშვებს სიტუაციის დაძაბვას და ხელისუფლების შეცვლას მხოლოდ არჩევნების გზით შეძლებს. “თქვენ გულიანი ქართველები ხართ და არ შეშინდეთ, უგულო და მშიშარა პრეზიდენტს არ დაემსგავსოთ. არსებული სიტუაცია კარგად გააანალიზეთ. ძალა ერთობაშია, ჩვენ მოვახერხებთ, ოქტომბრისთვის მთელი საქართველო ერთ მუშტად შევკრათ, მივიდეთ არჩევნებზე, სწორი სიტყვა ვთქვათ და გავთავისუფლდეთ ამ მოძალადე ხელისუფლებისაგან,” – აღნიშნა ივანიშვილმა. კოალიცია „ქართული ოცნების“ ქარელის ოფისის ხელმძღვანელად შმაგი კოპაძე დაინიშნა. პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი ქარელში სტალინის ქ. N 9 მდებარეობს. სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...