Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. <p>http://www.Geonews.ge/uploads/images/481sukembergi.jpgFacebook-მა ახალი ფუნქცია შეიძინა, რისი მეშვეობითაც მის მომხმარებლებს ახალი ამბების დაყოფა შეუძლიათ ისე, როგორც ეს გაზეთში ხდება. სრულად ორიგინალი
  2. <p>http://www.Geonews.ge/uploads/images/7677images.jpg"რადიო მუზას" ეთერში ახალი გადაცემა "ჯაზოკრატია" დაიწყო, რომლის მოსმენაც ყოველ კვირას, 20:00 საათზე შეეძლება მსმენელს. გადაცემის ავტორი და წამყვანი კულტურის მინისტრი ნიკა რურუა გახლავთ. სრულად ორიგინალი
  3. <p>http://www.Geonews.ge/uploads/images/2224kiki,%20coentrao.jpgმადრიდის "რეალის" ფეხბურთელი ფაბიო კოენტრაო გუშინ 24 წლის გახდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა იუბილეზე თავისი ერთგული და საუკეთესო მეგობრები დაპატიჟა. სრულად ორიგინალი
  4. http://www.Geonews.ge/uploads/images/3803news_1_76918.jpg<p>საფრანგეთის პრეზიდენტის შვილმა, 15-წლის ლუი სარკოზიმ პოლიციელს, რომელიც ელისეის სასახლესთან იდგა, პომიდვრები და ბილიარდის ბურთები ესროლა. ამის შესახებ იტყობინება Euromag, L'Express-ზე დაყრდნობით. სრულად ორიგინალი
  5. <p>http://www.Geonews.ge/uploads/images/4440shss-sld1.jpgშსს კახეთის სამხარეო პოლიციის და კახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად დააკავეს: სრულად ორიგინალი
  6. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60239.jpg ლეიბორისტები `ქართული ოცნების` ლიდერს 1996 წელს რუსი გენერლის, ალექსანდრე ლებედის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში ადანაშაულებენ. პარტიის წევრებმა ბიძინა ივანიშვილს ლებედის მიერ საქართველოში 1989 წლის 9 აპრილს და 1993 წლის 2 ივლისს, აფხაზეთის ომის დროს ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაული შეახსენეს. `ჯერ კიდევ ქართველი ბიჭების სისხლი არ შეშრობოდა აფხაზეთის ძირძველ მიწას, როცა ბიძინა ივანიშვილმა თავის პარტნიორს მკვლელ ლებედს ასეულობით მილიონით დაუფინანსა 1996 წლის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია რუსეთში, თუმცა ამ წლების მანძილზე ე.წ. ოლიგარქს არ გახსენებია დახოცილი გმირების უპატრონოდ დარჩენილი ოჯახები. ე.წ. ქართული ელიტისა და პარტიული ნომენკლატურის მილიონობით დაფინანსების ნაცვლად, მოვუწოდებთ ივანიშვილს, დაეხმაროს მისი მეგობრის მიერ უღმერთოდ დახოცილი დუშეთის ბატალიონის გმირი ბიჭების ქვრივ-ობლებს, იქნებ ამით ოდნავ მაინც შეიმსუბუქოს თავისი უმძიმესი ცოდვები ქართველი ერის წინაშე,` განაცხადა ბრიფინგზე ძაგანიამ. View the full article
  7. <img src = "img/multimedia/a8101.jpg" > როგორც მომღერალი აცხადებს, ეს ჯილდო მისთვისაც დიდი მოულოდნელობა იყო. ოქროს მედალზე ამოტვიფრულია წარწერა: „ჩვენი დროის უდიდეს მომღერალს, ეთერ ლამორისს“. droni.ge
  8. <img src = "img/multimedia/a8100.jpg" > მეტეოროლოგიური პროგნოზი უახლოეს დღეებში დამშვიდების საშუალებას, ჯერჯერობით, არ იძლევა. droni.ge
  9. http://saqinform.ge/images/stories/analitics/patriarki-2.jpg„ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხი – ეს არის კონფლიქტის გაღვივების მცდელობა. საქართველოს ხელისუფლება იმ ძალების ინსტრუმენტი გახდა, რომლებიც მართლმადიდებლურ ეკლესიას არ ემხრობიან“, – განაცხადა იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III რუსულ პორტალ „IzRus“-თვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.<span style="font-size: 10pt;" />როგორც პატრიარქი ბრძანებს, საქართველოსათვის იერუსალიმის უძველესი ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხის წამოწევით ამ რესპუბლიკის ხელისუფლება ინსტრუმენტად იქცა იმ მესამე ძალების ხელში, რომლებიც ისწრაფვიან კონფლიქტის პროვოცირებას მას, ისრაელსა და საბერძნეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის. საქინფორმი
  10. http://saqinform.ge/images/stories/analitics/arno-xidi.jpgქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს შეურაცხყოფა მიაყენეს იმის გამო, რომ მან და მისი ხელმძღვანელობით სააგენტოს კოლექტივმა ვლადიმერ პუტინს რუსეთის პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით გამარჯვება მიულოცეს.<span style="font-size: 10pt;" />პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის – თენგიზ ომანიძის, განცხადებით, ინციდენტი პოლიციის თანდასწრებით მოხდა, რის გამოც თავდამსხმელმა ვერ მოიყვანა სისრულეში ყველა მუქარა, რომელთაც არნო ხიდირბეგიშვილის მისამართით გამოთქვამდა. საქინფორმი
  11. http://saqinform.ge/images/stories/analitics/putini700.jpgრუსეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 7 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს ქართველ ხალხთან და იმედი გამოთქვა, რომ გამოსავალი მოიძებნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.<span style="font-size: 10pt;" />მან ეს განცხადება გააკეთა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ – თუ როგორ განიხილავდა ის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს მისი პრეზიდენტობის დროს იმ ფონზე, რომ რუსეთი აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას – გადაწყვეტილება, რომელიც „არავის მოსწონს“. საქინფორმი
  12. В столичном правительстве считают, что в федеральном законе о массовых мероприятиях есть "слабости и неточности", требующие корректировки. Какие именно, чиновники не уточняют, но твердят, что акции в центре мешают городу и приносят огромные убытки бюджету. Организаторы протестов уже ждут обострения, а западные СМИ печалятся: "снежная революция" перетекает в "спячку". newsru
  13. ავტორი მარიამ თოდაძე 15:21 12.03.2012 როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის მმართველობაა და დემოკრატიის მისაღებად, პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხია მოსაგვარებელი. რა არის თვითმმართველობა, რეალურად მართვის რა სისტემა გვაქვს და სად არის გამოსავალი ამ თემებზე ესპერტი დავით ზარდიაშვილი გვესაუბრება. http://3.bp.blogspot.com/-6uAiGpfVaVw/T13b49RwmiI/AAAAAAAAGQ0/-skmeROVPWY/s200/313387_169217296502492_100002426688510_321302_1499433769_n.jpg- თვითმმართველობის იდეა ის არის, რომ ადამიანები რომლებიც გარკვეულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ ეს იქნება, სოფელი თუ ქალაქი, ან დასახლებების გაერთიანება, რასაც მუნიციპალიტეტებს ვეძახით ჩვენ, ქმნიან საკუთარ ორგანოებს და ამ ორგანოების მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებებს. რაც მთავარია, ეს ორგანოები არავის წინაშე არ არიან ვალდებულები, ისინი ანგარიშვალდებულები არიან მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების წინაშე. ჩვენთან ეს არ არსებობს, ყველაფერი ცენტრალიზებულია. ადგილობრივი ორანოები ცენტრალური ხელისუფლების წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი. თუმცა კანონის, მიხედვით, ფორმალურად, ასე არ არის. მაგალითად, კანონში არსად არ წერია, რომ თბილისის მერი არის ანგარიშვალდებული პრეზიდენტის წინაშე. ფორმალურად, გიგი უგულავა არჩეული მერია და რა კანონმდებლობაც გვაქვს ამის მიხედვითაც მოქალაქეების წინაშე უნდა იყოს ანგარიშვალდებული, როგორ ფიქრობთ, რატომ მივიღეთ რეალურად სხვა სურათი? - გვაქვს ერთპარტიული საკრებულოები, ყველა დონეზე ერთპარტიული მმართველობა გვაქვს, მხოლოდ პარტიული იერარქია არსებობს და მთლიანად ქვეყანაში ავტოკრატიული ოლიგარქიაა ჩამოყალიბებული. არსებობს გარკვეული ოლიგარქების ჯგუფი, ისიც არ ვიცით რამდენი ადამიანია, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას იღებს. არ ვიცი ხუთია თუ ათია, ვერ გეტყვით, საზოგადოებისთვის ეს ღია არ არის. ფაქტია, რომ ყველა გადაწყვეტილებას იღებს რაღაც ვიწრო ჯგუფი და რაიმე დონეზე გაყოფილიც არ არის. მნიშვნელობა არ აქვს ცენტრალური ხელისუფლების მისაღები გადაწყვეტილებაა, ადგილობრივი ხელისუფლების, თუ რეგიონულის, ყველაფერს ერთი ჯგუფი ადგენს. თუ გაიხსენებთ, სააკაშვილი ატარებდა ისეთ თათბირრებსაც კი, როდესაც თვითმმართველობის ორგანოებში ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკს ადგენდნენ. ანუ, ერთი სოფლიდან მეორე სოფელში ან, ცენტრში რა ავტობუსი ივლიდა, ამას სააკაშვილი წყვეტდა. საკითხავია, მაშინ რისთვის არის თვითმმართველობა საჭირო, როცა ასეთ გადაწყვეტილებებს პრეზიდენტი იღებს? სინამდვილეში გვაქვს მართვის ოლიგარქიული სისტემა, ადამიანთა მცირე ჯგუფი წყვეტს ყველა საკითხს, რასაც კი ჩართვლის საჭიროდ, გარდა ამისა, მთელი რესურსებიც ამ მცირე ჯგუფის ხელშია თავმოყრილი. ტრტანსპორტის გრაფიკს რა უჭირს, ხმები დადის, რომელი კორპუსი რა ფერად შეღებილიყო იმასაც სააკაშვილი წყვეტდა, მაგრამ ეგებ შევეცადოთ ავხსნათ ეს ასე რატომ ხდება? - სააკაშვილმა ვერ მოახერხა მმართველობის სისტემის დეცენტრალიზება, საბჭოურ ტრადიციას აგრძელებს. კი იძახის, რომ ლიბერალურ ქვეყანას აშენებს და სამართლებრივ სახელმწიფოს, მაგრამ რეალობასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. რეალურად ჩვენ გვაქვს დარგობრივი და ცენტრალიზებული მართვა, თუ შეიძლება ამას მართვა დაერქვას და ვიწრო ოლიგარქია, რომელიც ყველა საკითხზე დარგობრივი ნიშნით და ცენტრალიზებული წესით იღებს გადაწყვეტილებებს, აი ასეთი სისტემა გვაქვს. ეს უცოდინრობის ბრალია თუ ასე უფრო ადვილია მართვა, როცა იცი რომელ სოფელში რა ფერის ავტობუსი დადის... - როგორც ჩანს, ვარდების რევოლუციის ჩანაფიქრი იყო, სხვათა შორის, ზურაბ ჭიაბარაშვილმაც დაწერა 2000 წელს წერილი, სადაც ამბობს, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ ერის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, ვერ ვაშენებთ ინსტიტუტებს (ამის მაშინდელი გამოხატულება იყო შევარდნაძის სუსტი და კორუმპირებული რეჟიმი) და მოდი, იქნებ მოვახერხოთ და ჩამოვყალიბდეთ კორპორაციად. გავფორმდეთ როგორც ერი-კორპორაცია. ანუ გარკვეულმა ჯგუფმა, შექმნას კორპორაცია, რომელიც მართავს ამ ქვეყანას. ეს კორპორაცია თავიდან ორიენტირერებული იქნება მოგებაზე. მერე უკვე ნელ-ნელა შეუძლია შექმნას ადგილი მოქალაქეებისთვისაც და მერე იქნებ, როგორმე მივიდეთ ერი სახელმწიფოს იდეამდე. ეს რეალურად მოხდა! რაღაც ჯგუფმა კორპორაცია შექმნა. სანამ ჟვანია ცოცხალი იყო, ეს კიდევ საჯარო კორპორაცია იყო, მაგრამ როგორც კი ჟვანია ჩამოსცილდა საქმეს, ჩამოაცილეს, მოსპეს თუ გარდაიცვალა, არ ვიცი ეს როგორ მოხდა, იმის მერე არის, რომ ეს კერძო კორპორაციად გადაიქცა. რამდენიმე ადამიანია, ალბათ, ერთი ათეული, რომელიც მოქმედებს წმინდა კერძო ინტერესებიდან გამომდინარე. მართალია ფუთავენ, როგორც საჯარო ინტერესებს, მაგრამ ეს არის კერძო ინტერესი რაც გამოიხატება ძალაუფლების შენარჩუნებასა და უდიდესი მატერიალური სარგებლის მიღებაში.თან, ამას ფუთავენ ისე, რომ ადამიანებისთვის, ანუ კორპორაციის კლიენტებისთვის სრულიად გაუგებარი იყოს რა ხდება. პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს და ჩვენი ყოფა პოსტრმოდერნისტულ ეპოქას ჰგავს. რეალურად რა დგას ამის უკან ძალიან მარტივია - არაფერი, კლასიკური ოლიგარქიული ავტოკრატია. დღევანდელ ეპოქაში ეს იფუთება კარგად იმისათვის, რომ თავგზა აგვიბნიონ. რაც შეეხება მართვის სტილს, გამსახურდიას ან შევარდნაძის პერიოდში თუ იყო მცდელობა, რომ დეცენტალიზაციის პროცესი დაწყებულიყო? - რა თქმა უნდა, ცენტრალიზებული დარგობრივი მართვა ეს არის კომუნისტური მართვის სტილი, ტოტალიტარიზმი. რა თქმა უნდა, კომუნისტების დროს ადგილობრივი მართვის ორგანოები არსებობდა, მაგრამ მოქმედებდა ძალიან მარტივი პრინციპი, დემოკრატიული ცენტრალიზმი, როცა ყველა ქვემდგომი ორგანო ექვემდებარება ზემდგომს. გამსახურდიას პერიოდში იყო მცდელობა, რომ ადგილობრივი მმართველობის სისტემა შეექმნა. გამსახურდიას ჰქონდა გარდამავალი პერიოდის კონცეფცია. პირდაპირ კი არ აპირებდა დეცენტრალიზებას, არამედ ეტაპობრივად. ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები, ერთი მხრივ, არსებობდა წარმომადგენლობითი ორგანოები, საკრებულოებიც საფეხურებრივად ირჩეოდა, რაც არასწორი იყო, თუმცა ცენტრალიზებულ მართვას გამსახურდია ინარჩუნებდა პრეფექტებით, რომლებსაც თვითონ ნიშნავდა. ცხადია, მაშინ განსაკუთრებით სუსტი იყო საკრებულოები და გარკვეულწილად პოლიტიზირებული. როგორც კი „პუტჩი“ მოხდა, საკრებულოებმა მაშინვე არსებობა შეწყვიტეს და შევარდნაძე რომ ჩამოვიდა, იყო ვითარება, როდესაც ადგილობრივ დონეზე ხელისუფლების ვაკუუმი გვქონდა. შევარდნაძის დროს რა ხდებოდა ამ მიმართულებით? - შევარდნაძის პერიოდში 1997 წელს მივიღეთ პირველი კანონი, „ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ“. ეს იყო დამოუკიდებლობის მიღების პერიოდში, მოგეხსენებათ, რომ საქართველომ საერთაშორისო აღიარება შევარდნაძის პერიოდში მოიპოვა. ჩვენ გვქონდა მაშინ შერეული სისტემა, იყო თვითმმართველობაც, მაგრამ ისევ დანიშნული გამგებლები გვყავდა და აღმასრულებელი ვერტიკალი ცენტრალიზებული იყო. ვარდების რევოლუციის შემდეგ იყო უკვე სერიოზული მცდელობა, რომ მომხდარიყო დეცენტრალიზაცია, როდესაც საქართველო შეუერთდა ევროპის ქარტიას. ეს იყო 2004 წელს, 2005 წელს კი ახალი კანონი მივიღეთ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“. ფორმალურად გამგებლებს და ქალაქის მერებს პრეზიდენტი აღარ ნიშნავს. გამოდის, რომ კანონების მიხედვით დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რეალურად ავტოკრატიულში... - საკანონმდებლო თვალსაზრისითაც არის პრობლემები, განსაკუთრებით რესურსების განაწილების თვალსაზრისით, თვითმმართველობა არასაკმარისად არის უზრუნველყოფილი ქონებით და ფინანსური რესურსებით. თბილისს თუ არ ჩავთვლით, საკუთარი შემოსავლების ძალზე მცირე ნაწილი - 3-5%-მდე არის ადგილობრივი. ადგილზე რჩება მხოლოდ ქონების გადასახადი, დანარჩენი ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერებით ფინანსდება. ფინანსების გადანაწილებითაც კარგად ჩანს რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ როცა ერთი მხრივ, თითქოს, დემოკრატიული კანონმდებლობა გვაქვს, მაგრამ მისი აღსრულების იმდენი ინტერპრეტაციაა არსებობს, რამდენიც მოესურვებათ, გამოდის, კანონებით საერთაშორისო საზოგადოებას ვუხვევთ თვალს? -ამათთვის ხომ კანონები არ არის მნიშვნელოვანი. რეალური გადაწყვეტილებები საკანონმდებლო სივრცეში კი არ მიიღება და დადგენილი წესების შესაბამისად, არამედ სრულიად სხვაგან. ეს კანონის ინერპრეტირება კიდევ სხვა პრობლემაა, მაგრამ ყველაფერს ისე აკეთებენ, კანონის დარღვევა და გვერდის ავლა არც სჭირდებათ. კონკრეტულად რა შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც კანონი არ ირღვევა, მაგრამ რეალურად სრული განუკითხაობაა, ვგულისხმობ თვითმმართველობის კუთხით... - ფორმალურად კანონი შეიძლება დაცული იყოს. გახსოვთ ალბათ ოქრუაშვილის ამბები როდესაც იყო, მაშინ შიდა ქართლის ადგილობრივი ორგანოები, სინამდვილეში ოქრუაშვილის ხალხით იყო დაკომპლექტებული. პარტიულ საქმიანობას მის რეგიონში, მას შემდეგაც, რაც თავდაცვის მინისტრი გახდა, განაგებდა ოქრუაშვილი და ქარელი, გუბერნატორად რომ ჰყავდა. მთელი საკრებულოები, აღმასრულებელი ორგანოები დაკომპლექტებული იყო მათი ხალხით. როგორც კი დაპირისპირება მოხდა, ქარელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მისდგნენ ამ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს. კანონით ამ ორგანოებს ქარელთან, ანუ გუბერნატორთან არანაირი ბმა არ აქვს, რადგან გამგებლები ხალხის არჩეული საკრებულოს მიერ, კონკურსის წესით არის შერჩეული და დანიშნული. ერთ დღეში ჩაატარეს გორშიც, კასპშიც, ქარელშიც საკრებულოს სხდომები, გადაირჩიეს ყველანი და მთელი საკრებულო წამოიყვანეს თავისკენ. ეს მოხდა უხეში ძალით, დიქტატით. კი არსებობს ფორმალურად ეს, თითქოს, ხალხის მიერ არჩეული თვითმმართველობის ორგანოები, მაგრამ პლურალიზმის ნაცვლად ყველაფერზე ხორციელდება აბსოლუტური დიქტატი. იმ საკრებულოს თავმჯდომარესაც, სანამ საკრებულოს სხდომაზე წარადგენენ, მისი კანდიდატურა პარტიულად უკვე შეთანხმებულია. რეალურად ყველაზე მეტი უფლებები აქვს არა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც არის ფორმალურად, ხალხის არჩეული, არამედ ვინმე სხვას, მაგალითად პროკურატურის წარმომადგენელს, ან გუბერნატორს. არის სხვა შემთხვევები, როდესაც რეალურად, საკრებულოს რიგითი წევრია ყველაფრის გადამწყვეტი და არა საკრებულოს თავმჯდომარე. რეალურად მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სისტემა გვაქვს და მეტი არაფერი. კიდევ ერთი პრობლემაა გუბერნატორის ინსტიტუტისა და თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობა. კანონით გუბერნატორის წინაშე არანაირი ვალდებულება არ გააჩნიათ, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის. რეალურად ცოტა სხვა სურათია - მთელი საქართველო რამდენიმე კაცს აქვს გადანაწილებული. უკვა ხმამაღლა საუბრობენ, რომ მაგალითად, ადეიშვილის მამა მართავს კახეთის ერთ ნაწილს, მეორე ნაწილს კეზერაშვილის მამა და პეტრე ცისკარიშვილის ნათესავები. აქეთ, მერაბიშვილის დედა თუ ნათესავები აკონტროლებენ ახალციხეს და აჭარას და აღარ გავაგრძელებ, ისედაც ყველამ იცის ვინ სად და რა სფეროშია. თუ გვინდა საზოგადოებას რეალური სურათი დავანახოთ, ალბათ, უნდა ვუთხრათ, რომ ეს არის ჩვენი მმართველობაც და თვითმმართველობაც. - ეს არის მექანიზმები, რომელიც ჩვენთვის დახურულია. ამას ხომ ვერსად ვერ ხედავთ გაფორმებულს, ეს არის ალბათ მათი არაფორმალური შეთანხმება. ფაქტია, რომ არსებობს ოლიგარქიული ჯგუფი, რომელიც მართავს ყველაფერს. ეს ოლიგარქიული ავტოკრატია ოთხ საფუძველს ემყარება ისე, როგორც ძველი დედამიწა იდგა ოთხ სპილოზე. ეს არის პირველ რიგში ხელისუფლების დისბალანსი, რაც გამოწვეულია კონსტიტუციის სერიოზული დეფორმაციით. მეორეა, რომ ტერიტოტიული მოწყობაც კი არ გვაქვს. მმართველობის სისტემაში რამდენი დონე გვაქვს, მაგრამ კონსტიტუციურად მყარი არ არის. მესამეა დარგობრივი და ცენტრალიზებული მართვა, როდესაც ყველა გადაწყვეტილება მიიღება დარგობრივი ოლიგარქების მიერ. მაგალითად, რა უნდა მოხდეს ეკონომიკაში, განათლებაში და ა.შ. მათი ამოცანები არის დარგობრივი და არა ტერიტორიული, როგორც საბჭოთა სისტემის დროს. საბჭოთა სისტემა თითქოს მოკვდა, მაგრამ რეალურად ისევ ის გვაქვს - დარგობრივი მართვა. ცივილიზებული მართვის დროს კომპლექსურად იმართება ტერიტორიები. არის ცენტრალური დონე, ანუ სახელმწიფო, რომელიც შედგება ტერიტორიული ერთეულებისაგან და მათი კომპლექსური მართვა ხდება. ეს არის სწორი მიდგომა და სწორედ ამას ეძახიან მდგრად განვითარებას. აქ ცენტრში ზის ვიღაცა, ჩინოვნიკებიც არა, მინისტრებიც ზოგ შემთხვევაში არიან მოთამაშეები, ზოგ შემთხვევაში - არა. მაგალითად, ეკონომიკის მინისტრი რომ ავიღოთ, ვერა ქობალია, იმას ვინ რას ეკითხება? როგორ ფიქრობთ, იმისთვის შეიქმნა მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომ ქობალია ყოფილიყო მინისტრი თუ, ზემოთ რომ ახსენეთ მდგრადი განვითარება, ტერიტორიული მოწყობის ელემენტებიც იყო ჩადებული? - რა ვიცი რისთვის შეიქმნა, ფავორიტიზმთან გვაქვს საქმე, მოეწონა ვერა ქობალია, რის გამო არ ვიცი, ქალი შესახედი კი არის, ელემენტარულად, დასვა იმ ადგილზე და გადაწყვეტილებებს იღებს ეს ჯგუფი. სინამდვილეში რა ხდება, ქობალიას ნაკლებად აინტერესებს. მეოთხე არის საჯარო სამსახური, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების და გატარების მთავარი მექანიზმია, აქაც რაციონალური სისტემა კი არ გვაქვს, არამედ მხოლოდ პირადი ერთგულების პრინციპით მართვა. ანუ სამსახურში იღებენ იმას, ვინც მუდმივად ლოიალობას გამოხატავს პოლიტიკური სისტემის მიმართ და უშუალო ხელმძღვანელის პირადი ნების აღმსრულებელია. პლუს არის ვითარება, როდესაც ჩვენ, ადამიანები ვართ ამ კორპორაციის, ამ ოლიგარქიის კლიენტები. აბსოლუტურად ყველაფერი მათგან უნდა მივიღოთ და თანაც სახვეწარი გვაქვს. იგივე ხელფასი, თუ ღმერთმა ქნა და სადღაც მუშაობ. იგივე სოციალური დახმარება, თვითონვე, რომ საარსებო დახმარება დაარქვეს. რომ არ მოკვდე, უნდა მიხვიდე და იხვეწო, ლუკმა-პური მომეციო. იცით, ალბათ რა მდგომარეობაც არის, მილიონ ექვსასი ათასი ადამიანი ითხოვს საარსებო შემეწობას, ანუ მათ ფიზიკურ არსებობას საფრთხე ემუქრება. ნებისმიერი მომსახურება რომ მიიღო გიყურებენ არა როგორც მოქალაქეს, არამედ ან ხარ სრულიად ზედმეტი ადამიანი, რიგში დგეხარ და ელოდები მოწყალებას და რაც მთავარია, ხარ ამათი კლიენტი. იმისათვის რომ იარსებო, ამათ უნდა შეეკრა, ანუ გარკვეული ლოიალობის საფასურად მიიღო მომსახურება. თუ შენ არა ხარ ლოიალური, ეგრევე შეგიწყვეტენ ამ მომსახურებას. ასე ჰყავთ ის ხალხი, ვინც საჯარო სამსახურშია, ის ხალხიც, ვინც მუშაობენ და საჯარო სამსახურში არ არიან. მაგალითად, მასწავლებლები საჯარო მოხელეები არ არიან, მაგრამ მთავარი ნიშანი არის პოლიტიკური ლოიალობა და არა მარტო ეს, არამედ მომსახურებაც. მოგეხსენებათ არჩევნების დროს ეს მასწავლებლები საკმაოდ ინტენსიურად ჰყავთ-ხოლმე დატვირთულები. იგივეა კერძო კომპანიებში, აქაც მონოპოლიებია გაბატონებული და მათაც პოლიტიკური სარჩული აქვთ. თუ ვითარება სასწრაფოდ არ შეიცვალა, აქ არც არჩევნები ჩატარდება და არც არაფერი. ეს არჩევნებიც ისეთივე იქნება, როგორც სხვა დანარჩენი, და ისეთივე ფარსი იქნება, როგორიც ამათი დემოკრატიაა. რა უნდა შეიცვალოს არჩევნებამდე და როგორ? - ლაპარაკია პოლიტიკური საქმიანობის შესახებ კანონის გაუქმებაზე, რომლის მიხედვითან ნებისმიერ ადამიანს როცა უნდათ მაშინ დაიჭერენ, ან ეკონომიკურად მოსპობენ იმ მოტივით, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან აქვს კავშირი. ახლა მე და თქვენ ვსაუბრობთ და ვთანხმდებით, რომ ეს კანონი გასაუქმებელია, ამ კანონის მიღების დღიდან მის გაუქმებაზე ლაპარაკობს ყველა გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“. მიშას ხალხის ხმა არ ესმის და არც უნდა რომ გაიგონოს და, თუ არ გააუქმებს კანონს მაშინ რა ხდება? - ხალხმა უნდა მოახერხოს ეს. მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ, როგორც კი სააკაშვილი შეეჯახა სიმართლეს, პარლამენტში გამოსვლის დროს, რა მოხდა მაშინ? რა უთხრა ჯონდიმ, სიმართლე, მეტი არაფერი, რომ თანამდებობა გამოიყენა პირადი მდგომარეობისთვის, სრულიად უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ დედამისი და მამამისი, უცებ აღმოაჩნდათ ბიზნესის ნიჭი და ყველაზე წამატებული ადამიანები არიან თავ-თავიანთ სფეროში.. არ საჭიროებს დიდ კამათს, რომ ეს არის სინამდვილე. როგორც კი ადამიანი ამ სინამდვილეს შეეჯახა, ტლინკები აყარა დარბაზიდან გავარდა და დაიმუქრა, დაგზილავთ ტალახშიო. ის რომ დაინახავს, ხალხი საკუთარ უფლებებს ითხოვს, ასე კი ვერ აყრის ტლინკებს და ტალახში დაზელვით კი ვერ დაგვემუქრება, შეძრწუნდება. მას ამისი ეშინია. საჭიროა ხალხის კონსოლიდირება, ხალხს ივანიშვილის იმედი აქვს და როგორ მოახერხებს ამას, არ ვიცი. ჯგუფთან ერთად თქვენ მუშაობთ ივანიშვილის გუნდში მმართველობის სისტემაზე, რას გვთავაზობთ, მოკლედ რომ გვითხრათ, თუმცა სხვა დროს ამ თემაზე ალბათ დეტალურად საუბარიც მოგვიწევს... - როგორც კი იქნება პოლიტიკური ნება, პირველი იქნება ტერიტორიული მოწყობის განსაზღვრა, ანუ რა ტერიტორიული ერთეულებისგან შედგება სახელმწიფო. ეს იქნება ცენტრალური დონე, ამაზე, ალბათ, დიდი კამათი არ იქნება. იქნება რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეები. ანუ საქართველოში სამდონიანი მმართველობის სისტემა გვექნება. მერე უნდა შევთანხმდეთ იმაზე, თითოეულ მათგანს რა უფლებამოსილებები უნდა გააჩნდეს და რა რესურსები. ანუ გასაგებად რომ ავხსნათ, სახელმწიფოს მართვა ცენტრიდან კი არ უნდა ხორციელდებოდეს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუციების მეშვეობით. როდესაც ტერიტორიულ მოწყობაზეა ლაპარაკი, შეიძლება თუ არა ამ ეტაპზე ფედერალურ მოწყობაზე ვიფიქროთ? - რამდენიმე კონცეფცია არსებობს და რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფი მუშაობს ამ საკითხზე, მაგალითად „საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი“. მათი კონცეფციით შესაძლებელია გვქონდეს რეგიონული თვითმარრთველობა და ადგილობრივი თვითმმართველობა. ეს ნიშნავს, რომ რეგიონის დონეზე არჩევითი ხელისუფლება ჩამოყალიბდება. ჩვენ ცოტა ფრთხილები ვართ ამ თვალსაზრისით და ვფიქრობთ, რომ რეგიონულ დონეზე დეცენტრალიზაცია არ იქნება ადვილი და ბევრ პოლიტიკურ რისკს შეიცავს. რა რისკებზეა საუბარი? - მარტივად რომ გითხრათ, ერთი ასლან აბაშიძის ნაცვლად შესაძლოა 12 ასლან აბაშიძე მივიღოთ. თუმცა მაინც მგონია, რომ აჭარის შემთხვევაში სპეციალურად იყო შეცდომები დაშვებული, ასლან აბაშიძის აჭარა ისეთ საფრთხობელად იქცა, რომ მას შემდეგ ფედერალურ მოწყობაზე თუ ავტონომიებზე ლაპარაკიც კი საშიში გახდა, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მას შემდეგ რაც ასე ვთქვათ, აჭარა საქართველომ შემოიერთა, აფხაზეთს კიდევ უფრო დაშორდა... - შეიძლება მართლა საფრთხობელად აქციეს, მაგრამ აჭარის ავტონომიზაციის პრობლემა მაინც იყო. მმართველობის კუთხით ფორმალურადაც კი გაურკვეველი ვითარება იყო და მაშინ ასლან აბაშიძემ მიიტაცა ძალაუფლება. რაც შეეხება აფხაზეთს, ეს პრობლემა ალბათ მხოლოდ ამ ტიპის ავტონომიის გაუქმებით არ გაღრმავებულა და ალბათ, იქ სხვა მიზეზებიც იყო, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტეგრაციაზე, ბუნებრივია, რაღაც უნდა შევთავაზოთ. დღეს აჭარა თავისი უფლებამოსილებებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დონეზეა. შესათავაზებლად არც აჭარის ადრინდელი სტატუსი გამოდგება. როდესაც ლაპარაკობენ საქართველოს ფედერალიზაციასა და რეგიონალიზაციაზე, ამას პოლიტიკური სარჩული ედება ხოლმე, რომ თუ ჩვენ მოვახდენთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ინტეგრაციას საქართველოში, ხომ არ მივიღებთ ვითარებას, რომ გვექნება საქართველოსა და აფხაზეთის კავშირი. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ლაპარაკი იმაზეც, რომ ხომ არ გვეფიქრა დანარჩენი რეგიონების ავტონომიზაციაზეც, რომ მხოლოდ აფხაზეთისა და საქართველოს კავშირი არ გამოვიდეს. თუმცა დღევანდელ სიტუაციაში ეს არ არის ელევანტური და მართვის ეფექტიან სისტემაზე უნდა ვიფიქროთ. ტერიტორიულ დონეზე ავტონომიზაცია ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დაგვაყენებს, მაშინ, როდესაც პირველ რიგში, ჯერ გადასაჭრელი გვაქვს ადგილობრივი მმართველობის დეცენტრალიზაციის პრობლემა. ამ კუთხით არანაირი გამოცდილება არ გვაქვს და მომზადება გვჭირდება. ელემენტარულად, რეგიონულ თუ ადგილობრივ დონეზე დაგეგმვაც კი არ ვიცით. ამასწინათ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ ჩაატარა მოსახლეობის გამოკითხვა და საკმაოდ მძიმე სურათის მოწმენი გავხდით, საქართველოში ადამიანებმა არ იციან, რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა და რისთვისაა საჭირო... - მართლაც, ხალხმა ნაკლებად იცის, რომ ადგილობრივი თვითმართველობის პირობებში საზოგადოებას საკუთარი თავის მართვა შეუძლია თვითონ, სხვისი ჩარევის გარეშე, როდესაც ადგილობრივ თვითმმართველობაზეა ლაპარაკი, ეს ნიშნავს, რომ გარკვეულ ტერიტორიულ ერთეულს შეუძლია საკუთარი საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა და მას საამისო რესურსებიც გააჩნია. კონკრეტულად რა საკითხების გადაწყვეტაზეა ლაპარაკი? - არსებობს ევროპის ქარტია, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებანი, ეს ევროპული სტანდარტია, რომლის თანახმადაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შეუძლიათ საზოგადოებრივი საქმეების მნიშვლელოვანი ნაწილის მოგვარება. პირველ რიგში, ეს არის კომუნალური მომსახურებები. თვითონ ტერმინიც „კომუნალ“ ლათინური სიტყვაა და ადგილობრივი საზოგადოების სინონიმია. ამაში შედის გაზი, წყალი, ელექტროენერგია, და ა.შ. ჩვენთან არც ერთი მომსახურება არ შედის თვითმმართველობის კომპეტენციაში. გაზი და ელექტროენეტგია პრაქტიკულად ეროვნული მარეგულირებლის ხელშია და თვითმმართველობა პრაქტიკულად არაფერს არ აკეთებს. თბილისში კიდევ რაღაც უფლებამოსილებები აქვს და ისიც ნახევრად ლეგალურად. წყალმომარაგებაც შეზღუდეს და ა.შ. ამის გარდა კიდევ რა გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია ხალხს? - ეს არის ადგილობრივი ქუჩები, სკვერები ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ნარჩენების გატანა, უამრავი საკითხი, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებასთან. თვითმმართველობა იმისთვის არის, რომ ეს საკითხები გადაწყვიტოს, ისე, რომ ამაში მოქალაქეებიც იყვნენ ჩართულები. ანუ საზოგადოებაა ბატონ-პატრონი. ეს ის ქვეყანაა, სადაც ხალხმა არ იცის, რისი უფლება აქვს, ან რისი უფლება შეუძლია მოიპოვოს. ამიტომ გკითხავთ, რეალუად რომ არსებობდეს ადგილობრივი თვითმმართველობა, მაგალითად, შეუძლია თუ არა ხალხს, ჩაერიოს დენის ან გაზის ტარიფის გადაწყვეტაში, საკუთარ თავს არ დაუწესოს დენზე მიბმული ნაგვის გადასახადი და ა.შ. ეს ის თემებია, რაც საზოგადოებას ყველაზე მეტად აწუხებს - სწორედ ასე უნდა იყოს, გარწმუნებთ, რომ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში კომუნალური მომსახურება არის თვითმმართველობის კომპეტენცია. საქართველოს დღევანდელი კანონმდებლობით ხალხს ამ საკითხებში ჩარევა არ შეუძლია. ტარიფებს და საერთოდ, ბაზარზე თამაშის წესებს ადგენს ეროვნული მარეგულირებელი კომისია(სემეკი). სემეკის მოდელი კარგია ისეთი დიდი ქვეყნებისთვის როგორიცაა აშშ. სადაც დიდი ბაზარი და უამრავი მოთამაშეა, რასაც რეგულირება და გარკვეული წესების დადგენა სჭირდება. ევროპული ქვეყნების უმეტესობაში ბაზარზე წესების დამდგენი არის ადგილობრივი თვითმმართველობა, მათ გააჩნიათ საკუთარი პოლიტიკა და მისი შემადგენელი ნაწილია სატარიფო პოლიტიკაც. თუ ხედავენ, რომ მომსახურება ძვირია და მოსახლეობის სოციალური ტვირთი მაღალია, შეიძლება ამ საკითხის თანადაფინანსებით მოგვარება. ევროპაში თვითმმართველობაა წესების დამდგენი, მაგალითად ენერგოკომპანიებთან ქალაქი აფორმებს ხელშეკრულებას და გადასახადის ამომღები თვითონ ენერგოკომპანიები კი არ არიან, როგორც ჩვენთან არის, არამედ ქალაქის თვითმმართველობა. ჩვენთან არის ერთი სემეკი, მეორე მხრივ მონოპოლისტები და არის მოქალაქე, რომელთანაც სამართლებრივი ურთიერთობა არავის არ აქვს გარკვეული. presage.tv http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  14. После недельной переоценки ценностей и анализа причин неудач "революции" финальный митинг против Путина был похож на заключительный аккорд долгой и кипучей импровизации. Это была уже не та огромная, улыбчивая и полная эйфории толпа, что заполняла площади столицы в декабре и феврале. Но это была и не та злая толпа, что собралась на Пушкинской площади в понедельник после выборов.
  15. Антиправительственные протесты, которые продолжаются в Сирии с марта 2011 года, в последние месяцы переросли в ожесточенные вооруженные столкновения. Противостояние президентских сил и оппозиции приводят не только к значительным разрушениям, но и к человеческим жертвам.
  16. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60237.jpg განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ყაჩაღობებისთვის რამდენიმე ადამიანია დაკავებული – ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - ივანე ჯანიაშვილი, შაქრო ხიმშიაშვილი, გიორგი ბასილაშვილი, ავთანდილ ბედენაშვილი, გიორგი შაკიაშვილი, პლატონ ქურდაძე, ლევან კალატოზიშვილი, ბექა ცერცვაძე და მამაიაშვილი მალხაზი, პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააკავეს. ბრალდებულები თბილისსა და კახეთში აიყვანეს. აღნიშნული პირები ნიღბებით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები თავს ესხმოდნენ ოჯახებს. ყაჩაღობის დროს განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდნენ დაზარალებულებს; უკრავდნენ ხელ-ფეხს და აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის შემდეგაც ოჯახიდან გაჰქონდათ ძვირფასეულობა და ფულადი თანხა. აღნიშნული ჯგუფის წევრები მოქმედებდნენ ქ.თბილისში და კახეთის რეგიონში. გამოძიების შედეგად დადგენილია მათ მიერ ჩადენილი ყაჩაღური თავდასხმის ხუთი ფაქტი. ბრალდებულებმა აღიარეს დანაშაული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღიარებითი ჩვენებებიც გაავრცელა. View the full article
  17. <span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/STEP-XALIL.jpgთბილისი, 12 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი ქსენოფობიისა და რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელის გამკაცრების შესახებ. თუ კანონს მიიღებენ, ეროვნული შუღლის მოტივი დანაშაულის ჩადენის დროს დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა. მკაცრად დაისჯება, აგრეთვე, საჯარო გამონათქვამები, რომლებიც ნებისმიერი ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის ღირსებას შეურაცხყოფს. შესწორებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, რომლებიც მმართველი პარტიიდან დეპუტატებმა წარმოადგინეს, ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებისთვის. საქინფორმი
  18. ჩრდილო ოსეთის-ალანიის ალაგირის რაიონის სასამართლომ 50 ათასი მანეთით დააჯარიმა ცხინვალის "სახდაცვის" ოფიცერი არტურ ჯიოევი რუსეთის ფსბ-ს თანამშრომელზე მის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმისათვის.ფსბ-ს პრეს-სამსახურის მონაცემებით, ინციდენტს ადგილი ჰქონდა 2011 წლის 31 მარტს. საუბარია რუსეთის მესაზღვრეებსა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" აღდგენის კომიტეტის ხელმძღვანელს ზურაბ ყაბისოვს შორის მომხდარ გახმაურებულ დაპირისპირებაზე. ინციდენტი მოხდა როდესაც ის დაცვის ექვს თანამშრომელთა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  19. Путинская Россия все ощутимее теряет влияние в мире. Предвыборные обещания Путина заставляют вспомнить Хрущева. «Бурановские бабушки» едут на «Евровидение». Об этом пишут на текущей неделе немецкие СМИ.
  20. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60238.jpg `ახალი მემარჯვენეები` არჩევნებისთვის სრულ მზადყოფნას აცხადებენ. პარტიის წევრები პოლიტიკური საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე შეიკრიბნენ და საარჩევნო კამპანიის მოსამზადებლად გავლილი სპეციალური კურსის შედეგები შეაჯამეს. `ახალ მემარჯვენეებს` ქვეყნის მასშტაბით 3, 500-მდე წარმომადგენელი ჰყავს, რომლებიც ყველა საარჩევნო უბანზე გადანაწილდებიან. შესაბამისად, პროცესში საგანგებოდ გადამზადებული პირები ჩაერთვებიან. ამასთანავე, პარტიამ სტრატეგიული გეგმის მომდევნო ეტაპიც გამოაცხადა. ხვალიდან პარტიის წევრები სოფლებში გავლენ და პრობლემებს უშუალოდ მოსახლეობისგან გაეცნობიან. View the full article
  21. <span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/janri-1.jpgთბილისი, 12 მარტი, საქინფორმი. როგორც „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზის“ პრესსამსახურში განაცხადეს, ჯანრი კაშია პარიზში, თბილისის დროით, დილის 06:00 საათზე გულის ოპერაციის შემდეგ გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა. საქინფორმი
  22. http://saqinform.ge/images/stories/analitics/priziv.jpgთბილისი, 12 მარტი, საქინფორმი. კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ უმოკლეს ვადაში მოიწვიოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მისია ქვეყანაში წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგის მიზნით.<span style="font-size: 10pt;" />არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, რომლებიც საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით აქტიურ კამპანიას აწარმოებენ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში და პარლამენტში შეიტანეს მიმართვები თხოვნით, რომ ხელისუფლებამ მოიწვიონ ODIHR-ის გრძელვადიანი სადამკვრვებლო მისია, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს კვალიფიციურ და მიუკერძოებელ მონიტორინგს არა მხოლოდ ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში. მიმართვას ხელს აწერს 82 არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია. საქინფორმი
  23. <span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/putin-ogovorilsya.jpgთბილისი, 12 მარტი, საქინფორმი. „რია ნოვოსტის“ ცნობით, ჟურნალისტებთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა ის ლიდერები ჩამოთვალა, ვინც გამარჯვება მიულოცა (მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი), და მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც დაასახელა, თუმცა შეცდომა იქვე გამოასწორა: „არა, საქართველოდან ჯერჯერობით არ დაურეკავთ“. საქინფორმი
  24. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აფხაზეთში დისლოცირებული საოკუპაციო კონტინგენტის სამხედრო მოსამსახურეების შესასახლებლად 40 სამსახურებრივი ბინა მოამზადა. რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრეს-სამსახურის მონაცემებით, ისინი აშენებულია სამხედრო ქალაქის აღმშენებლობის პროგრამის ჩარჩოებში.ადრე იმავე პროგრამის ჩარჩოებში ექსპლოატაციაში ჩაბარებული იქნა 9 ყაზარმა 420 ადამიანისათვის, 1060 ადგილიანი ჯარისკაცების სასადილო, ბაზის მეთაურებისათვის 6 კოტეჯი და შტაბის ადმინისტრაციული შენობა. სამხრეთი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  25. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60240.jpg ეროვნულ-დემოკრატიული პარტია საპენსიო რეფორმის გადახედვას ითხოვს და ახალი ინიციატივით გამოდის. გურამ ჩახვაძის განმარტებით, სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ ახალ საპენსიო პაკეტში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი არ არის გათვალისწინებული. ეროვნულ-დემოკრატების განცხადებით, საბაზისო პენსია საარსებო მინიმუმისა და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით სისტემატურად უნდა დარეგულირდეს და აგრეთვე უნდა მოქმედებდეს დაგროვებითი სქემა – მოქალაქის საშემოსავლო გადასახადის ნაწილი მის საპენსიო ფონდში უნდა გადაირიცხოს. View the full article
×
×
  • შექმენი...